„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-16
ბიუროს ნომერი 1
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 040200010.05.001.016538) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“–„ბ3“ ქვეპუნქტები:
„ბ1) სამოქალაქო აქტის მატერიალური ჩანაწერი - სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, რომელიც შეიქმნა
მისი შექმნის დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მატერიალურად, ხელნაწერი
სახით ან სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით (შექმნისას არ არის
დადასტურებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და შტამპით);
ბ2) სამოქალაქო აქტის ელექტრონული ჩანაწერი - სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, რომელიც
არსებობს ელექტრონული ფორმით (ელექტრონული დოკუმენტი) და შესაბამისი წესით
დადასტურებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და შტამპით;
ბ3) სამოქალაქო აქტის მატერიალური ჩანაწერის ელექტრონული ფოტოასლი - სამოქალაქო
აქტის მატერიალური ჩანაწერის ფოტოასლი, რომელიც დადასტურებულია კვალიფიციური
ელექტრონული ხელმოწერით ან/და შტამპით;“;
ბ) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზა – სამოქალაქო აქტის მატერიალური ჩანაწერების,
სამოქალაქო აქტების ელექტრონული ჩანაწერების, სამოქალაქო აქტის მატერიალური ჩანაწერის
ელექტრონული ფოტოასლებისა და სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში არსებული მონაცემების
ერთობლიობა;
ი) სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონული ბაზა – ელექტრონული ფორმით არსებული
სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში არსებული მონაცემების
ერთობლიობა.“.
2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა
1. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა იქმნება
ელექტრონული
დოკუმენტის
სახით.
სამოქალაქო აქტის
ჩანაწერი
და
სამოქალაქო აქტის
რეგისტრაციის მოწმობა, ასევე, შესაძლებელია შეიქმნას და გაიცეს მატერიალური ფორმით, როდესაც
ფორსმაჟორული გარემოებების ან/და ტექნიკური შეფერხების გამო შეუძლებელია კანონით
დადგენილი წესით ელექტრონული დოკუმენტის შექმნა. აღნიშნული გარემოებები განისაზღვრება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ასეთ შემთხვევებში მატერიალური ფორმით
შექმნილი სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ელექტრონულად შექმნა სავალდებულოა ამ პუნქტით
გათვალისწინებული
საქართველოს
იუსტიციის
მინისტრის
ბრძანებით
განსაზღვრული
გარემოებების აღმოფხვრიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. უფლებამოსილი პირის მოთხოვნით,
კანონმდებლობით
შესაბამისად
დამოწმებული
წესით,
სამოქალაქო
აქტის
რეგისტრაციის
ელექტრონული მოწმობა შეიძლება გაიცეს მატერიალური ასლის სახით, რომელსაც გააჩნია
ელექტრონული მოწმობის თანაბარი იურიდიული ძალა.
2. სამოქალაქო აქტის ჩანაწერისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის ფორმები,
რეკვიზიტები და ბლანკების ნიმუშები მტკიცდება „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით,
ხოლო სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შენახვისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის
გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.
3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა ივსება საქართველოს სახელმწიფო ენაზე, გარდა
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით ან ამ კანონით გათვალისწინებული
შემთხვევებისა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილ შემთხვევებში
სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება შეივსოს უცხოურ ენაზე.“.
4. მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემები, სამოქალაქო აქტების
ჩანაწერები, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორის,
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ დადასტურებული სამოქალაქო აქტების
ჩანაწერების მატერიალური/ელექტრონული ასლები, რომლებიც შედგენილია საქართველოში ან
საკონსულო დაწესებულების მიერ, მათი შედგენის მომენტისთვის მოქმედი კანონმდებლობის
საფუძველზე;“.
5. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. სამოქალაქო აქტების ჩანაწერებსა და სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ
ბაზაში მითითებული მონაცემების ნამდვილობა
1. პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ან სამოქალაქო აქტის
ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის
შემთხვევაში, საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის
ჩანაწერში მითითებული მონაცემები.
2. პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტების
მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში,
საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა სამოქალაქო აქტის მატერიალურ ჩანაწერში
მითითებული მონაცემები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ელექტრონულ ბაზაში მონაცემები
შეცვლილია ამ კანონით გათვალისწინებული წარმოების ფარგლებში.“.
6. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე
მყოფი უცხოელის მიმართ
საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის მიმართ ხორციელდება
მხოლოდ დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის გაცემა.“.
7. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–5–მე–8 პუნქტები:
„5. სააგენტო/სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია დაინტერესებულ
მხარესთან კომუნიკაცია განახორციელოს ელექტრონული დოკუმენტების სააგენტოს ოფიციალურ
ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს კომუნიკაციის სხვა
საშუალებებიც.
6.
სააგენტოს/სამოქალაქო
აქტების
რეგისტრაციის
ორგანოს
ელექტრონული
ფორმით
გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აკმაყოფილებს
„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს
კანონით დადგენილ მოთხოვნებს (შემდგომ - ელექტრონული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული
აქტი), გარდა სამოქალაქო აქტის ჩანაწერისა, ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი
წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს.
7. სააგენტოს/სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ელექტრონული ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებად ჩაითვლება აგრეთვე მისი სააგენტოს
ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება. ამ შემთხვევაში, ელექტრონულ ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ
აქტთან
დაკავშირებული
ვადების
ათვლა
იწყება
მისი
გამოქვეყნებისთანავე.
8. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი ძალაში შედის რეგისტრაციისთანავე, გარდა კანონმდებლობით
განსაზღვრული შემთხვევებისა. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, გარდა დაბადებისა და შვილად აყვანის
სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა, შესაძლებელია გამოქვეყნდეს სააგენტოს ოფიციალურ
ვებგვერდზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილ შემთხვევებში.“.
8. 98-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. 2021 წლის 1 თებერვლამდე სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცულ
სამოქალაქო აქტის ჩანაწერის მონაცემებს აქვს იგივე იურიდიული ძალა, რაც აღნიშნული ჩანაწერის
დედანს.“.
მუხლი 2
2021 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს
კანონქვემდებარე აქტების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და შესაბამისი
ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2021 წლის 1 თებერვლიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი
საქართველოს
კანონის
პროექტის
მომზადება
განპირობებულია
„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს
კანონის ნორმების ამოქმედებით. კერძოდ, აღნიშნული კანონით შემოთავაზებულია ცნება –
„ელექტრონული დოკუმენტი“, რომლის მიმართაც კანონი ადგენს გარკვეულ სტანდარტებს.
აღნიშნული რეფორმის შედეგად წარმოიშვა შესაძლებლობა, სამოქალაქო აქტის ჩანაწერები
გამოცემულიყო ელექტრონული ფორმით. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია
ცვლილებები შევიდეს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელთა თანახმადაც,
ტერმინოლოგიურად გაიმიჯნება ამ კანონის ამოქმედებამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით
შექმნილი სამოქალაქო აქტები და „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო
მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების შესაბამისად შექმნილი სამოქალაქო აქტები.
ასევე, ელექტრონული დოკუმენტის სახით გაიცემა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობა.
გასათვალისწინებელია, რომ შესაძლებელია ქვეყანაში შეიქმნას ისეთი ვითარება, რომელიც
შეაფერხებს ელექტრონული საშუალებების მუშაობას (ტექნიკური გაუმართაობა და სხვა
ფორსმაჟორული გარემოებები) და ხელს შეუშლის ელექტრონული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების
შექმნას. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად კანონი უშვებს შესაძლებლობას, სამოქალაქო აქტის
ჩანაწერი შეიქმნას მატერიალური სახით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის აქტით
განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით, ხოლო ამ გარემოებების აღმოფხვრისას - ელექტრონული
დოკუმენტის სახით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
წარმოდგენილი კანონის ცვლილება ახლებურად არეგულირებს სსიპ – სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო) მიერ ელექტრონული დოკუმენტების გამოცემის,
მიმოცვლისა და დაინტერესებული პირებისათვის მათი გაცნობის წესებს. კერძოდ, შესაძლებელი
იქნება სააგენტოს ოფიციალური დოკუმენტების გაცემა ელექტრონული ფორმით ისე, რომ არ გახდეს
საჭირო ამ დოკუმენტების ელექტრონული ვერსიების გამოქვეყნება მაღალი ხელმისაწვდომობის
მქონე ვებპორტალებზე. კონკრეტული დოკუმენტის მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ
პირისთვის, რომელსაც ხელთ ექნება სააგენტოს მიერ გაცემული სპეციალური საიდენტიფიკაციო
მონაცემი (კოდი). ვინაიდან სააგენტო არაერთ პროცესში ადმინისტრაციული უფლებამოსილების
განხორციელებისას
გამოსცემს
ელექტრონულ
დოკუმენტებსა
და
ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემისა და
სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, დადგა შესაბამისი ცვლილების შეტანის
საჭიროება „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონშიც. ამასთან, სააგენტო დღესაც
(საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისას/გადაწყვეტისას)
ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაციას ახორციელებს
ელექტრონულად, კერძოდ, დოკუმენტების ვებგვერდზე გამოქვეყნებით, რაც დარეგულირებულია
შესაბამისი
კანონით.
გასათვალისწინებელია,
რომ
ამავდროულად,
ცვლილებები
შედის
საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსშიც, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, შესაბამისი
საკანონმდებლო აქტით დადგინდეს ელექტრონული სამართლებრივი აქტების გაცნობისა და ძალაში
შესვლის განსხვავებული წესი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ცვლილებების
მიღების
აუცილებლობა
გამომდინარეობს
ელექტრონული
აქტების
დანერგვიდან, რისთვისაც აუცილებელია შესაბამისი ცვლილებების განხორციელება „სამოქალაქო
აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად დაინერგება ელექტრონული სამოქალაქო აქტები და
ელექტრონული დოკუმენტის არსებობის პირობებში გაჩნდება დაინტერესებულ პირთან
სამართლებრივად სწორად კომუნიკაციის შესაძლებლობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტით ცვლილება შედის „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის
თანახმადაც სამოქალაქო აქტები იარსებებს ელექტრონული ფორმით. აღნიშნულიდან გამომდინარე,
საჭირო გახდა, ტერმინოლოგიურად გაიმიჯნოს ამ კანონის ამოქმედებამდე კანონმდებლობით
დადგენილი წესით შექმნილი სამოქალაქო აქტები და „ელექტრონული დოკუმენტისა და
ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების შესაბამისად
შექმნილი სამოქალაქო აქტები. ასევე, ელექტრონული დოკუმენტის სახით გაიცემა სამოქალაქო
აქტების რეგისტრაციის მოწმობა. გასათვალისწინებელია, რომ შესაძლებელია ქვეყანაში შეიქმნას
ისეთი ვითარება, რომელიც შეაფერხებს ელექტრონული საშუალებების მუშაობას (ტექნიკური
გაუმართაობა და სხვა ფორსმაჟორული გარემოებები) და ხელს შეუშლის სამოქალაქო აქტების
ჩანაწერების ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად,
კანონი უშვებს შესაძლებლობას, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი შეიქმნას მატერიალური სახით,
საქართველოს იუსტიციის მინისტრის აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით, ხოლო ამ
გარემოებების აღმოფხვრისას - ელექტრონული დოკუმენტის სახით, კანონმდებლობით დადგენილი
წესით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო
გეგმასთან,
ასეთის
არსებობის
შემთხვევაში
(საქართველოს
მთავრობის
მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი რეგულაციები ამოქმედდება 2021 წლის 1
თებერვლიდან, კანონპროექტის ის ნაწილი, რომელიც ცვლილებებიდან გამომდინარე
სამართლებრივი და ტექნიკური ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებს, ამოქმედდება
გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს, ვინაიდან სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
არსებული რესურსის ფარგლებში უზრუნველყოფს ახალი რეგულაციების იმპლემენტაციას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების
მითითებით,
რომლებზედაც
მოსალოდნელია
კანონპროექტით
განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
ასეთი არ არსებობს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
და
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ
გამოცდილების
მიმოხილვა,
რომელიც
მაგალითად
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.