„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
27.10.2020
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/531/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-16
ბიუროს ნომერი 1

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №12-13, ნოემბერდეკემბერი, 1993 წ., მუხ. 223) მე-20 მუხლის: ა) 21 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) 23 და 24 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „23. ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ: ა) ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და მიღებაზე განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით; ბ) განცხადება დადასტურებულია განმცხადებლის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით. 24. ამ მუხლის 23 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განმცხადებლის ვინაობასთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადების ელექტრონული ფორმით მიღებაზე.“; გ) მე–6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების ასლების ელექტრონული ფორმით წარდგენის შემდეგ დაინტერესებული პირი უზრუნველყოფს ამ კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტის, აგრეთვე უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლის და სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების, სამხედრო სამსახურში ვალდებულებისაგან განთავისუფლების შესახებ ცნობის წარდგენას.“; გაწვევისაგან ან სამხედრო დ) მე–9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. განსაზღვრულ ვადაში ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება შუამდგომლობის განუხილველად დატოვების შესახებ.“. მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 თებერვლიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის მომზადება განპირობებულია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გატარებული რეფორმით, კერძოდ, აღნიშნული კანონით შემოთავაზებულია ცნება – „ელექტრონული დოკუმენტი“, რომლის მიმართაც დადგენილია გარკვეული სტანდარტები, რამაც წარმოშვა შესაძლებლობა, სამართლებრივ სივრცეში ახლებურად დარეგულირებულიყო ელექტრონული ფორმით კომუნიკაციის წესები როგორც ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის, ისე ადმინისტრაციულ ორგანოებსა და ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შორის. „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით ემიგრაციის ნებართვის მისაღებად ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით. ვინაიდან „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით არსებითად დაიხვეწა და გამკაცრდა მოთხოვნები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მაღალი სტანდარტების დაცვა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებისას, რომელსაც ენიჭება პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა, ეჭვქვეშ ვერ დადგება კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით წარმოდგენილი განცხადება. აღნიშნული გარემოება, თავის მხრივ, ვერ გახდება ელექტრონული ფორმით განცხადების მიღებაზე უარის თქმის საფუძველი. ამდენად, საჭიროა, ფიზიკურ პირებს მიეცეთ შესაძლებლობა, პირდაპირი ვიზუალური კავშირის გარდა, ემიგრაციის ნებართვის მოთხოვნით განცხადებები წარადგინონ ელექტრონული ფორმით, ასევე, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებით. „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით, დაინტერსებული პირი უფლებამოსილია ემიგრაციის ნებართვის მიღებაზე შუამდგომლობის განსახილველად თანდართული დოკუმენტები წარადგინოს ელექტრონულად, რაც მოქმედი რეგულაციით წარმოადგენს ამ დოკუმენტის ასლს და მას არ აქვს დედნის თანაბარი გადაწყვეტილების იურიდიული მისაღებად კანონი ძალა. ასეთ შემთხვევაში შუამდგომლობაზე საბოლოო ითხოვს ამ დოკუმენტების მატერიალურად წარდგენას. შემუშავებული კანონპროექტით დაინტერესებულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარმოადგინონ ასევე ელექტრონული დოკუმენტები ან, მატერიალური დოკუმენტების შემთხვევაში, სათანადო ფორმით დამოწმებული ელექტრონული ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც დამოწმებულია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აქვს დედნის თანაბარი იურიდიული ძალა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით ქვეყნის მასშტაბით ფართოდ დაინერგა ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურება. ამავე კანონით, საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნა მოყვანილი ევროკავშირის კანონმდებლობასთან (იხ. „ელექტრონული იდენტიფიკაციის, შიდა ბაზარზე ელექტრონულ ტრანზაქციებთან დაკავშირებული სანდო სერვისებისა და 1999/93/EC დირექტივის გაუქმების შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 23 ივლისის №910/2014 რეგულაცია („Regulation (EU) No 910/2014 of the European Parliament and of the Council of 23 July 2014 on electronic identification and trust services for electronic transactions in the internal market and repealing Directive 1999/93/EC“). კანონით შემოღებულია ისეთი ცნებები, როგორიცაა „კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა“ და ახლებურად განისაზღვრა მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ელექტრონული დოკუმენტი, კერძოდ, ელექტრონული კომუნიკაციისას კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა მიენიჭა. ამდენად, ახალმა რეგულაციებმა შესაძლებელი გახადა დღის წესრიგში დამდგარიყო „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის არსებული რედაქციის ცვლილება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვები იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ განცხადება დადასტურებული იქნება განმცხადებლის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით, ახალი რედაქციით ყალიბდება „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის 23 და 24 პუნქტები, რომელთა თანახმად, ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება, ასევე, დასაშვები იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ განცხადება დადასტურებულია განმცხადებლის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებით. ამასთან, ამავე მუხლის 24 პუნქტში მიეთითება, რომ განმცხადებლის ვინაობის ეჭვქვეშ დაყენება და ელექტრონული ფორმით მომართვაზე უარის თქმა არ გავრცელდება კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების შემთხვევაზე. კანონის მე–20 მუხლის მე–6 პუნქტში ზუსტდება, რომ დისტანციურად შუამდგომლობის განხილვისათვის დაინტერესებულ პირს თავდაპირველად შეუძლია წარმოადგინოს დოკუმენტის ასლი ელექტრონულად, რომელსაც არ აქვს დედნის თანაბარი იურიდიული ძალა ან არ წარმოადგენს ელექტრონულ დოკუმენტს. ასევე კანონის მე–20 მუხლის მე–6 და მე–9 პუნქტებში განხორციელებული ცვლილებით უქმდება შეზღუდვა ემიგრაციის ნებართვის მიღებაზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისათვის, დოკუმენტების მხოლოდ მატერიალური ფორმით წარდგენაზე და მიეთითება მხოლოდ დოკუმენტი, რითიც დაინტერსებულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა მატერიალურის გარდა, ასევე წარმოადგინონ ელექტრონული დოკუმენტი ან მატერიალური დოკუმენტის სათანადო ფორმით დამოწმებული ელექტრონული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც დამოწმებულია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აქვს დედნის თანაბარი იურიდიული ძალა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება 2021 წლის 1 თებერვლიდან. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ასეთი არ არსებობს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, გრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შემთხვევაში: მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.