„საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-16
ბიუროს ნომერი 1
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №32(39), 1999 წელი, მუხ. 166) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“
ქვეპუნქტი:
„დ) ელექტრონული
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - მართვის
ავტომატური საშუალებების გამოყენებით ელექტრონული ფორმით გამოცემული ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აკმაყოფილებს „ელექტრონული დოკუმენტისა
და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.“.
2. 51-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ზეპირად გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ
არ ვრცელდება ამ კოდექსის 52-ე–58-ე მუხლების მოთხოვნები. თუ კანონით სხვა რამ არ არის
დადგენილი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად გამოცემულ ელექტრონულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტზე ვრცელდება ამ კოდექსის 54-ე-58-ე მუხლების მოთხოვნები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 თებერვლიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონის
პროექტის
მომზადება
განპირობებულია
„ელექტრონული
დოკუმენტისა
და
ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებით (რომელმაც
წარმოშვა ახალი შესაძლებლობები), აგრეთვე, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში
შესატანი ცვლილებებით. მითითებული ცვლილებების საფუძველზე, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი,
რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს,
გამოიცემა ელექტრონული ფორმით. ასევე, სააგენტო თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას
სამართლებრივ აქტებს გამოსცემს ელექტრონული დოკუმენტის სახით. შესაბამისად, ელექტრონული
დოკუმენტის ბუნებიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა მისი ძალაში შესვლის, გამოქვეყნებისა
და გაცნობის არსებულისგან განსხვავებული წესის შემოღების საკითხი. ასევე, კოდექსში გაჩნდა
ელექტრონული
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის
დეფინიცია.
კანონპროექტის მიღების მიზანია ელექტრონული დოკუმენტის ჩაბარების პროცესის სხვაგვარად
მოწესრიგების შესაძლებლობის შექმნა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული დღეს მოქმედი
რეგულაციები მხოლოდ მატერიალური დოკუმენტების ძალაში შესვლის, გამოქვეყნებისა და გაცნობის
არსებული წესის რელევანტურია. შესაბამისად, ღიად არის დარჩენილი ელექტრონული
დოკუმენტების ძალაში შესვლის, გამოქვეყნებისა და გაცნობის საკითხები. აქედან გამომდინარე,
აუცილებელია
მათი
საკანონმდებლო
მოწესრიგება
იმ
რეალობის
გათვალისწინებით,
რომ
„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს
კანონი უკვე იცნობს ელექტრონულ დოკუმენტებს და, ამავდროულად, ინერგება სამოქალაქო აქტების
ელექტრონულად გაცემის შესაძლებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად გაჩნდება ელექტრონული დოკუმენტების ძალაში შესვლის,
გამოქვეყნებისა და გაცნობის სხვაგვარი წესის შემუშავების შესაძლებლობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ტერმინთა განმარტებას ემატება „დ1“
ქვეპუნქტი, რომლითაც განიმარტება ელექტრონული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი. კოდექსის პროექტით, ახალი რედაქციით ყალიბდება საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, თუ შესაბამისი
კანონით სხვა რამ არ იქნება დადგენილი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო
მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოცემულ ელექტრონულ
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე
გავრცელდება ამ კოდექსის 54-ე-58-ე
მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
ძალაში შესვლის, გამოქვეყნებისა და გაცნობის არსებული წესი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება 2021 წლის 1 თებერვლიდან.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო
ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების
მითითებით,
რომლებზედაც
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
მოსალოდნელია
კანონპროექტით
განსაზღვრულ
ასეთი არ არსებობს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, გრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ
გამოცდილების
მიმოხილვა,
რომელიც
მაგალითად
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის