„ამნისტიის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ამნისტიის შესახებ“
- „ამნისტიის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-21
ბიუროს ნომერი 3
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
ამნისტიის შესახებ
ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული
ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, ამ კანონის
საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48),
1999 წელი, მუხ. 209) გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისათვის ბრალდებული და
მსჯავრდებული პირები.
მუხლი 1
გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი,
რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე-124-ე მუხლებით, 170-ე
მუხლის პირველი ნაწილით, 186-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა დანაშაულებრივი გზით
მოპოვებული ქონების გასაღებისა ან გასაღების მიზნის არსებობისა), 197-ე მუხლის პირველი
ნაწილით, 1971 მუხლით, 203-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 ნაწილებით, 206-ე და 207-ე
მუხლებით, 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2201 მუხლის პირველი ნაწილით, 238-ე მუხლით
(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ქმედებამ გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა), 239-ე მუხლის
პირველი ნაწილით, 240-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2401 მუხლის პირველი ნაწილით, 243-ე
მუხლის პირველი ნაწილით, 261-ე მუხლით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი
ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა), 271-ე მუხლის პირველი
ნაწილით, 273-ე მუხლით, 2731 მუხლის პირველი-მე-7 ნაწილებით, 274-ე მუხლით, 281-ე მუხლის
პირველი ნაწილით, 2871 მუხლის პირველი ნაწილით, მე-300 მუხლის პირველი და მე-2
ნაწილებით, 301-ე მუხლის პირველი ნაწილით, 356-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 388-ე
მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 389-ე მუხლის პირველი ნაწილით ან/და 398-ე მუხლით
გათვალისწინებული დანაშაული.
მუხლი 2
გათავისუფლდეს
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისა
და
სასჯელისაგან
ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
177-ე მუხლის პირველი ნაწილით ან/და 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
დანაშაული.
მუხლი 3
1. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისა
და სასჯელისაგან
ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
180-ე მუხლის პირველი ნაწილით, 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, 185-ე მუხლის პირველი
ნაწილით ან/და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ
თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს
წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული
ამნისტია.
2. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი,
რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (გარდა
ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა), 126-ე მუხლით (გარდა ოჯახური დანაშაულის
ჩადენის შემთხვევისა), 219-ე მუხლის პირველი ნაწილით ან/და 276-ე მუხლის მე-2 და მე-4
ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის
აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ
პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
3. თუ დაზარალებული ფიზიკური პირი გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, ამ მუხლში
აღნიშნულ პირზე ამნისტია გავრცელდება, თუ ამაზე თანხმობას ამ მუხლით დადგენილი წესით
განაცხადებს დაზარალებულის ოჯახის ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა,
მეუღლე, შვილი), ხოლო თუ დაზარალებულს ოჯახის ასეთი წევრი არ ჰყავს ან დაზარალებულის
ოჯახის ასეთი წევრი ვერ იძებნება, ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება.
4. დაზარალებული იურიდიული პირის რეორგანიზაციის შემთხვევაში, ამ მუხლში
აღნიშნულ პირზე ამნისტია გავრცელდება, თუ ამაზე თანხმობას ამ მუხლით დადგენილი წესით
განაცხადებს დაზარალებული იურიდიული პირის სამართალმემკვიდრე (უფლებამონაცვლე)
იურიდიული პირი, ხოლო თუ დაზარალებული იურიდიული პირი ლიკვიდირებულია, ამ
მუხლით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება.
მუხლი 4
გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი,
რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით (გარდა იმ
შემთხვევისა, თუ ქმედებამ გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა), 208-ე ან/და 211-ე
მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად
მიყენებული ზიანი.
მუხლი 5
1. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი,
რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი-მე-3
ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული
დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირებს, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო
თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის სახე გარდაექმნათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად,
რომელიც განისაზღვრება 20 წლით.
მუხლი 6
1. ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და
სასჯელისაგან გათავისუფლება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ
სასჯელზე, პირობით მსჯავრს და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით
სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმისგან თავისუფლდებიან
მსჯავრდებულები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს
გადაწყვეტილება გამოტანილია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და ჯარიმის დაკისრების თაობაზე
სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის. თუ სასამართლოს გადაწყვეტილება
აღსრულებულია ნაწილობრივ, ამნისტია ვრცელდება მხოლოდ ჯარიმის აღუსრულებელ ნაწილზე.
3. ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზეც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება,
სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ
ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
მუხლი 7
ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც დანაშაული 2020 წლის 11
დეკემბრამდე ჩაიდინა.
მუხლი 8
პირს, რომელზეც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, უფლება აქვს, ისარგებლოს თავისი
სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით.
მუხლი 9
1.
ბრალდებულის,
მათ
შორის,
ძებნილი
ბრალდებულის,
მიმართ
ამ
კანონით
გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე
იღებს შესაბამისი პროკურორი, ხოლო საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე − შესაბამისი
სასამართლო.
2. მსჯავრდებულის, მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის, მიმართ ამ კანონით
გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას საქმის სასამართლო
განხილვის
სტადიაზე
იღებს
შესაბამისი
სასამართლო,
ხოლო
დასრულებული
სამართალწარმოების საქმეზე − თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო)
სასამართლო, რომელსაც პენიტენციურ დაწესებულებაში, პრობაციის რეჟიმში მყოფი ან
არასაპატიმრო სასჯელით მსჯავრდებულის პირად საქმეს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის
ვადაში უგზავნის შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება/დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, ხოლო ძებნილი მსჯავრდებულის
მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით სასამართლოს იმავე
ვადაში მიმართავს საქართველოს პროკურატურა.
3. უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულზე ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავდაპირველი
გადაწყვეტილების გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც შესაბამისი
მსჯავრდებულის პირად საქმეს, იმავე პუნქტით განსაზღვრული ვადის დადგომიდან 2 კვირის
ვადაში, მიაწვდის შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება.
4. სასამართლო უფლებამოსილია, ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხები განიხილოს
ზეპირი მოსმენის გარეშე.
5. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმების აღსრულების
მიზნით სააღსრულებო წარმოების დაწყება დაუშვებელია, ხოლო დაწყებული სააღსრულებო
წარმოება ექვემდებარე შეწყვეტას ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში.
მუხლი 10
პირს, რომელზეც გავრცელდა ამნისტია, შეუძლია ამ კანონის გამოყენების შესახებ
გადაწყვეტილება გაასაჩივროს ერთჯერადად, მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 2 კვირის
ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო
პალატაში. სასამართლო საჩივარს განიხილავს დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე, მისი
წარდგენიდან 10 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით.
მუხლი 11
ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის
ვადაში.
მუხლი 12
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
სახელმწიფო, ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე და ცალკეული საზოგადოებრივპოლიტიკური ასპექტების გათვალისწინებით, პერიოდულად, იღებს გადაწყვეტილებებს (მათ
შორის, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების გზით), რომლებიც მიმართულია
მსჯავრდებულთა სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სასჯელისაგან მათი
გათავისუფლების დამატებითი სამართლებრივი მექანიზმების შექმნისაკენ.
ზემოთმითითებული
ერთჯერადი, დროებითი
პრინციპებიდან გამომდინარე, ამჯერადაც
და განსაკუთრებული ღონისძიების სახით,
მიზანშეწონილია,
საზოგადოებრივი
საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში - ასევე
დაზარალებულის პოზიციისა და დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების
მიმართ მსჯავრდებულის დამოკიდებულების მხედველობაში მიღებით, საამისოდ აუცილებელი
პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით
გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისთვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები
გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, რითაც
შეიქმნება მათ მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვების კიდევ ერთი საფუძველი და
გაუმჯობესდება მათი სამართლებრივი მდგომარეობა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
კანონის მიღების აუცილებლობა განპირობებულია, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე,
მსჯავრდებულთა გარკვეული კატეგორიის სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლების დამატებითი
ბერკეტების შემოღების საჭიროებით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
წინამდებარე ამნისტიის აქტი, ძირითადად, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე
ვრცელდება. ამასთან, ზოგიერთი დანაშაულის შემთხვევაში, მისი შინაარსისა და სიმძიმის
გათვალისწინებით, ამ დანაშაულის ჩამდენი პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა
და სასჯელისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ ის ნასამართლობის არმქონეა,
თუ
დაზარალებული
თანახმაა
ამნისტიის
გავრცელებაზე
ან/და
თუ
ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა აანაზღაურა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანი.
გარდა ამისა, ამნისტიის აქტის მოქმედების სფეროში მოქცეულ ქმედებათა უდიდესი ნაწილი
არაძალადობრივი ხასიათით გამოირჩევა, ამასთან, მათ შორის არ არის კორუფციული
დანაშაულები და არ არის არც ერთი ისეთი, რომელმაც თუნდაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია
ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
კანონპროექტის მიღების შედეგად, პირები, რომლებმაც განსაზღვრული სახისა და
კატეგორიის
დანაშაული
ჩაიდინეს,
გათავისუფლდებიან
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით
(ნარკოტიკული საშუალების,
მისი
ანალოგის,
პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური
ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება)
გათვალისწინებული
მსჯავრდებულთა
დანაშაულის
სასჯელი
ჩადენისათვის
უვადო
თავისუფლების
აღკვეთად
ვადიან
თავისუფლების
აღკვეთით
გარდაიქმნება
და
მისი
ხანგრძლივობა 20 წლით განისაზღვრება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით უვადო თავისუფლების
აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა მიერ ფაქტობრივად მოსახდელი სასჯელის ვადის
განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული, რომ ისინი სასჯელს ნარკოტიკული დანაშაულის
ჩადენისათვის იხდიან, მათი მსჯავრდების (2005-2007 წწ.) შემდეგ კი მნიშვნელოვნად შეიცვალა
აღნიშნული
დანაშაულის
მიმართ
სასჯელის
დანიშვნის
პოლიტიკა.
კერძოდ,
ამჟამად
ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთა, ფაქტობრივად, აღარ
გამოიყენება, ხოლო, ბოლო წლების სასამართლო პრაქტიკას თუ გადავხედავთ, 10 წლისა და მეტი
ხანგრძლივობის ვადიანი სასჯელიც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოიყენება.
წინამდებარე კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები სავარაუდოდ შეეხება
დღეისათვის
საქართველოს
პენიტენციურ
დაწესებულებებში
განთავსებულ
800-მდე
თავისუფლებააღკვეთილ პირს, რომელთაგან 62 ქალია. ამ მსჯავრდებულთაგან 680-მდე პირი
სასჯელს
იხდის
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
260-ე
მუხლით
გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისათვის (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი
ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღებისა). რაც შეეხება ამავე
მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უვადო თავისუფლების აღკვეთით
მსჯავრდებულებს, დღეისათვის ასეთი სულ 3 პირია. ისინი სასჯელს 2005-2007 წლიდან იხდიან
(მათ შორის ერთს მსჯავრი ასევე დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე
მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე (სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული
ცეცხლსასროლი იარაღის ანდა ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა). ამჟამად ისინი 46, 61 და 66 წლისანი არიან და,
შემოთავაზებული ცვლილებების მიღების შემთხვევაში, პენიტენციურ დაწესებულებას 2027, 2026
და 2025 წლებში დატოვებენ.
რაც შეეხება არასაპატიმრო სასჯელებისა და პირობითი მსჯავრის შემთხვევებს:
იმ პირების, რომლებსაც, წინამდებარე ამნისტიის აქტის მიხედვით, სავარაუდოდ სრულად
შეეხებათ ამნისტია, საერთო რაოდენობა ასეთია: 800-მდე პირობით მსჯავრდებული (აქედან 270მდე პირი - ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის); 240-მდე პირი, რომელსაც სასჯელის სახით
შეფარდებული აქვს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან თანამდებობის დაკავების ან
საქმიანობის უფლების ჩამორთმევა.
იმ პირების, რომლებსაც, წინამდებარე ამნისტიის აქტის მიხედვით, ნაწილობრივ შეეხებათ
ამნისტია, ვინაიდან ისინი გასამართლებულნი არიან საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის სხვა მუხლების მიხედვითაც (დანაშაულთა ერთობლიობა), საერთო რაოდენობა ასეთია:
700-მდე პირობით მსჯავრდებული (აქედან 330-მდე პირი - ნარკოტიკული დანაშაულის
ჩადენისთვის); 30-მდე პირი, რომელსაც სასჯელის სახით შეფარდებული აქვს შინაპატიმრობა ან
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების
ჩამორთმევა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
წინამდებარე ამნისტიის აქტის პროექტი ითვალისწინებს ერთჯერადი, დროებითი და
განსაკუთრებული
ღონისძიების
სახით,
გათვალისწინებით,
სისხლისსამართლებრივი
საზოგადოებრივი
საშიშროების
პასუხისმგებლობისა
და
ხარისხის
სასჯელისაგან
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსით
გათვალისწინებული
ზოგიერთი
დანაშაულისთვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირების გათავისუფლებას, კერძოდ:
- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი,
რომელმაც
ჩაიდინა
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
121-ე
მუხლით
(ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება უეცარი, ძლიერი სულიერი
აღელვების მდგომარეობაში), 122-ე მუხლით (ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება
აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით), 123-ე მუხლით (ჯანმრთელობის მძიმე ან
ნაკლებად მძიმე დაზიანება დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით),
124-ე მუხლით (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით), 170ე მუხლის (შრომის დაცვის წესის დარღვევა) პირველი ნაწილით, 186-ე მუხლის (წინასწარი
შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება) პირველი ნაწილით,
გარდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებისა ან გასაღების მიზნის
არსებობისა,
197-ე
მუხლის
(ფალსიფიკაცია) პირველი ნაწილით, 1971 მუხლით
(ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა ან გასაღება), 203-ე მუხლის (პროფესიული
სპორტული შეჯიბრების ანდა კომერციულ-სანახაობითი კონკურსის მონაწილის ან ორგანიზაციის
მოსყიდვა) პირველი, მე-4 და მე-5 ნაწილებით, 206-ე მუხლით (საბუღალტრო წიგნის წარმოების
წესის დარღვევა გადახდისუუნარობისას), 207-ე მუხლით (გადახდისუუნარობის საქმის წარმოების
გახსნის შესახებ განცხადების შეუტანლობა გადახდისუუნარობისას), 214-ე მუხლის (საქართველოს
საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა) პირველი
ნაწილით, 2201 მუხლის (გულგრილობა) პირველი ნაწილით, 238-ე მუხლით (ცეცხლსასროლი
იარაღის (მათ შორის, სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის)) დაუდევრად
შენახვა), გარდა იმ შემთხვევისა, თუ ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 239-ე
მუხლის (ხულიგნობა) პირველი ნაწილით, 240-ე მუხლის (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს
წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა) პირველი ნაწილით, 2401 მუხლის (ელექტრო- ან
თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების
დარღვევა) პირველი ნაწილით, 243-ე მუხლის (სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა)
პირველი ნაწილით, 261-ე მუხლით (ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან
ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა,
გადაგზავნა ან გასაღება), გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი
ნივთიერების უკანონო გასაღებისა, 271-ე მუხლის (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის,
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონოდ
მოხმარებისათვის ბინის ან სხვა სადგომის დათმობა) პირველი ნაწილით, 273-ე მუხლით
(ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო
დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო
მოხმარება), 2731 მუხლის (მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა,
გადაგზავნა ან/და გასაღება) პირველი-7 ნაწილებით, 274-ე მუხლით (იძულებითი
მკურნალობისათვის თავის არიდება), 281-ე მუხლის (ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის
დარღვევა) პირველი ნაწილით, 2871 მუხლის (სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა
დარღვევა) პირველი ნაწილით, 300-ე მუხლის (უკანონო თევზჭერა) პირველი და მე-2 ნაწილებით,
301-ე მუხლის (უკანონო ნადირობა) პირველი ნაწილით, 356-ე მუხლის (წვევამდელის მიერ
სამხედრო ან ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის თავის არიდება) პირველი და მე-2
ნაწილებით, 388-ე მუხლის (სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად
დატოვება) პირველი და მე-3 ნაწილებით, 389-ე მუხლის (დეზერტირობა) პირველი ნაწილით ან/და
398-ე მუხლით (სამხედრო ქონების გაუფრთხილებლობით დაზიანება ან განადგურება)
გათვალისწინებული დანაშაული;
- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება
ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
177-ე მუხლის (ქურდობა) პირველი ნაწილით ან/და 236-ე მუხლის (სანადირო ცეცხლსასროლი
იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ანდა ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი
საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა) პირველი ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაული;
-
დაზარალებულის
თანხმობის
არსებობის
შემთხვევაში,
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის: 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება),
გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა, 126-ე მუხლით (ძალადობა), გარდა ოჯახური
დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა, 219-ე მუხლის (მომხმარებლის მოტყუება) პირველი ნაწილით
ან/და 276-ე მუხლის (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის
დარღვევა) მე-2 ან მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული;
-
დაზარალებულის
თანხმობის
არსებობის
შემთხვევაში,
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ნასამართლობის არმქონე პირი,
რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის (თაღლითობა)
პირველი ნაწილით, 182-ე მუხლის (მითვისება ან გაფლანგვა) პირველი ნაწილით, 185-ე მუხლის
(ქონებრივი დაზიანება მოტყუებით) პირველი ნაწილით ან/და 187-ე მუხლის (ნივთის დაზიანება
ან განადგურება) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული;
დანაშაულის
შედეგად
მიყენებული
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და
ზიანის
ანაზღაურების
შემთხვევაში,
სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი,
რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით (ნივთის
დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით), გარდა იმ შემთხვევისა, თუ ქმედებამ
ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 208-ე მუხლით (კრედიტის უკანონოდ მიღება) ან/და
211-ე მუხლით (ჩეკის ან საკრედიტო ბარათის ბოროტად გამოყენება) გათვალისწინებული
დანაშაული;
- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი,
რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის (ნარკოტიკული
საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო
დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) პირველი-მე-3
ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული;
- უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, უვადო
თავისუფლების აღკვეთა გარდაექმნება ვადიან თავისუფლების აღკვეთად და ის სასჯელისაგან
გათავისუფლდება მას შემდეგ, რაც ფაქტობრივად მოიხდის თავისუფლების აღკვეთის 20 წელს.
ამნისტიის აქტი გავრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ
სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით
სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა. ამასთან, გათვალისწინებულია იმ
ჯარიმებზე ამნისტიის გავრცელებაც, რომელთა ამსახველი სასამართლოს აქტები მიღებულია 2012
წლის 1 ოქტომბრამდე და ჯარიმის აღსრულება ამ დროის განმავლობაში არ მომხდარა ან
არასრულად მოხდა. ასეთ შემთხვევაში, ამნისტია გავრცელდება ამნისტიის მხოლოდ იმ ნაწილზე,
რომელიც არ არის აღსრულებული. გარდა ამისა, ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს,
რომელზეც გავრცელდება კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად
აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის
საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
ამ კანონის მოქმედება გავრცელდება იმ პირზე, რომელმაც დანაშაული 2020 წლის 11
დეკემბრამდე ჩაიდინა.
კანონპროექტით განსაზღვრულია ამნისტიის აღსრულების პროცედურული წესები:
ბრალდებულის მიმართ ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას გამოძიების
სტადიაზე მიიღებს შესაბამისი პროკურორი, ხოლო საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე −
შესაბამისი სასამართლო. რაც შეეხება მსჯავრდებულს, მის მიმართ გადაწყვეტილებას საქმის
სასამართლო განხილვის სტადიაზე მიიღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო დასრულებული
სამართალწარმოების საქმეზე − თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო)
სასამართლო.
პენიტენციური დაწესებულება ან დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ბიურო კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში შესაბამისი
მსჯავრდებულის პირად საქმეს მიაწვდის სასამართლოს, ხოლო უვადო თავისუფლების აღკვეთით
მსჯავრდებულის პირად საქმეს პენიტენციური დაწესებულება შესაბამისი გარემოებების
დადგომიდან 2 კვირის ვადაში მიაწვდის თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტან რაიონულ
(საქალაქო) სასამართლოს.
პირს, რომელზეც ვრცელდება ამნისტიის აქტის მოქმედება, უნარჩუნდება შესაძლებლობა,
ისარგებლოს თავისი სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის
უფლებით. მასვე ექნება შესაძლებლობა, ამნისტიის შესახებ გადაწყვეტილება ერთჯერადად
გაასაჩივროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო
პალატაში.
კანონპროექტის თანახმად, ამნისტიის აქტი უნდა აღსრულდეს კანონის ამოქმედებიდან 1
თვის ვადაში, რაც წინა წლებში გამოცემული ამნისტიის აქტების შინაარსისა და კომპლექსურობის
გათვალისწინებით, საკმარისი დროა შესაბამისი სამართლებრივი და ორგანიზაციული ხასიათის
ღონისძიებების განსახორციელებლად.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო
გეგმასთან,
ასეთის
არსებობის
შემთხვევაში
(საქართველოს
მთავრობის
მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
კანონპროექტით გათვალისწინებულია ცალკეული დანაშაულებისთვის ბრალდებულ და
მსჯავრდებულ პირთა გათავისუფლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და
სასჯელისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ჰუმანურობის პრინციპით
განპირობებული აქტის დროული აღსრულების უზრუნველყოფა.
კანონპროექტის მოქმედება გავრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11
დეკემბრამდე (ჯარიმასთან დაკავშირებული ნაწილი - 2012 წლის 1 ოქტომბრამდე) ჩაიდინეს. რაც
შეეხება კანონის უკუძალას, ამნისტიის აქტის თავისებურებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მისი
ნორმები მოქმედებას იწყებს ძალაში შესვლის შემდეგ, თუმცა უშუალოდ რეგულირების სფეროს
მიკუთვნებული დანაშაულები აუცილებლად ჩადენილი უნდა იყოს დროის გარკვეულ
მონაკვეთამდე, რაც ყოველთვის წინ უსწრებს კანონის ამოქმედებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროკურატურისთვის და სასამართლოებისთვის გამოყოფილი
ასიგნებები. იმ პირთა საქმეების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება, ვისაც შეეხება „ამნისტიის
შესახებ“ საქართველოს კანონი, მოხდება არსებული ადამიანური და ადმინისტრაციული
რესურსის გამოყენებით.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
რაც გამოიხატება იმ შემოსავლებზე უარის თქმაში სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც ჯარიმის
სახით აქვთ დაკისრებული ცალკეულ პირებს და ექვემდებარება მომავალში აღსრულებას. თუმცა,
იმის მხედველობაში მიღებით, რომ შემოთავაზებულია დაახლოებით 8 წლის ხანდაზმულობის
მქონე საქმეებზე მიღებული სასამართლოს აქტებით გათვალისწინებული ჯარიმების
ამნისტირებაზე, რომელთა დიდი ნაწილის ამოღება რეალურადაც ნაკლებად მოსალოდნელია,
საკანონმდებლო ინიციატივა რეალურად არ იწვევს რაიმე არსებით გავლენას სახელმწიფო
ბიუჯეტის ინტერესების საწინააღმდეგოდ.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე
კანონპროექტის მიღების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიზოგება ის სახსრები,
რომელთა გაღებაც თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში
ყოფნას უკავშირდება.
კანონპროექტი გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას.
ამნისტიის აქტის შედეგად გარკვეული კატეგორიის პირები გათავისუფლდებიან პენიტენციური
დაწესებულებებიდან და ამდენად, სახელმწიფო დაზოგავს აღნიშნული პირების სასჯელის
აღსრულებასთან
დაკავშირებულ
ხარჯებს.
დღეს
არსებული
ინფორმაციით,
ერთ
თავისუფლებააღკვეთილ პირზე საშუალოდ წელიწადში იხარჯება 12 045 ლარი. სახელმწიფო
ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას ასევე გამოიწვევს არასაპატიმრო სასჯელების
აღსრულების კუთხით გასაწევი დანახარჯების დაზოგვა.
კანონპროექტის გავლენის მოცულობა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილის შემცირებაზე
დამოკიდებულია ამნისტიას დაქვემდებარებული დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირთა
რაოდენობასა და მათთვის დანიშნული სასჯელის აღუსრულებელ ნაწილზე, რაც თითოეული
მსჯავრდებული პირის შემთხვევაში შეიძლება განსხვავებული იყოს.
კანონპროექტს გავლენა ექნება საგამოძიებო ორგანოებისა და სასამართლოს ხარჯებზე
შემცირების კუთხით, რომლებსაც აღარ მოუწევთ გამოძიებისა და სასამართლოს სტადიაზე
შესაბამისი საპროცესო ხარჯის გაწევა.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს უზენაეს სასამართლოს შესაძლოა მოემატოს
განსახილველ საქმეთა რაოდენობა, რაც დაკავშირებული იქნება გარკვეულ ადმინისტრაციულ
ხარჯებთან. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის აღსრულება არ გამოიწვევს დამატებითი
საბიუჯეტო ხარჯებს, რადგან მისი აღსრულება მოხდება არსებული ადამიანური და
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით შესაბამისი უწყებებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო
ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
ის პირები, რომლებსაც 2012 წლის 1 ოქტომბრამდე დაკისრებული აქვთ სისხლის სამართლის
კოდექსით
განსაზღვრული
ვალდებულებისგან.
სასჯელის
სახით
ჯარიმა,
თავისუფლდებიან
ასეთი
კანონპროექტს გავლენა ექნება იმ პირებზე, რომლებსაც ამნისტიის ამოქმედების შემდეგ
აღუდგებათ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით
ჩამორთმეული უფლებები, მათ შორის სხვადასხვა სფეროში საქმიანობის უფლება, რასაც ამ
კატეგორიის პირებისთვის შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ფინანსური შედეგი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტმა
შეიძლება
გავლენა მოახდინოს
ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე
გაუმჯობესების კუთხით, იმ მოცულობით, რა მოცულობითაც არასრულწლოვან ბრალდებულებსა
და მსჯავრდებულებზე შეიძლება გავრცელდეს კანონის მოქმედება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი, მიხეილ სარჯველაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი, მიხეილ სარჯველაძე.