„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.12.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე
ნომერი
#07-3/3/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ამნისტიის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-21
ბიუროს ნომერი 3

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 721 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ მსჯავრდებულმა, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა, ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის ოცი წელი და წარმატებით გაიარა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამა, სასამართლო უფლებამოსილია იგი პირობით გაათავისუფლოს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან ამ კოდექსის 64ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამოსაცდელი ვადით. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის შემაჯამებელი ანგარიშის საფუძველზე, დანაშაულის ხასიათის, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევის, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტის, ნასამართლობის, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკის, ოჯახური პირობებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით.“. 2. 73-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება შეეცვალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის თხუთმეტი წელი, წარმატებით გაიარა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამა და თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის მსჯავრდებულის მიერ ამ სასჯელის მოხდის გაგრძელება. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის შემაჯამებელი ანგარიშის საფუძველზე, დანაშაულის ხასიათის, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევის, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტის, ნასამართლობის, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკის, ოჯახური პირობებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით. მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა შინაპატიმრობით შეიძლება შეეცვალოს არანაკლებ ხუთი და არაუმეტეს ათი წლის ვადით, ხოლო საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით – იმავე ვადით, ამ კოდექსის 62ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გაანგარიშების შესაბამისად.“. მუხლი 2 საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარდგინებით, ამ კანონის პირველი მუხლის ამოქმედებამდე უზრუნველყოს უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის დამტკიცება. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი საქართველოს კანონმდებლობა უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთა სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სასჯელისაგან გათავისუფლების რამდენიმე სამართლებრივ ბერკეტს ითვალისწინებს. მათ შორისაა სასჯელის შემდგომი მოხდისაგან პირობით გათავისუფლება და უვადო თავისუფლების აღკვეთის შეცვლა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს დანაშაულის ხასიათის, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევის, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტის, ნასამართლობის, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკის, ოჯახური პირობებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით. ამრიგად, ერთი მხრივ, სახეზეა უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირის ინტერესი - მისი სასჯელი გადაიხედოს და განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ დატოვოს პენიტენციური დაწესებულება, ხოლო ამ ინტერესის საპირისპიროდ, არსებობს დაზარალებულთა/მათ უფლებამონაცვლეთა ლეგიტიმური ინტერესი, რომელიც მსჯავრდებულის „ადეკვატურად დასჯას“ გულისხმობს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დაზარალებულის განსაკუთრებული დამოკიდებულება გამოძიების შედეგების და სასამართლოს მიერ დამნაშავისათვის დაკისრებული სასჯელის მიმართ ანგარიშგასაწევია“. 1 დაზარალებულის ინტერესების პარალელურად, გასათვალისწინებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხიც, ვინაიდან, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დანაშაული გავლენას ახდენს როგორც ერთ ან რამდენიმე ინდივიდზე (დაზარალებულზე), ისე მთელ საზოგადოებაზე, რადგან კონკრეტული ადამიანის გარდა, ზიანს აყენებს ადამიანებს შორის შეთანხმებულ საზოგადო წესრიგს. შედეგად, დანაშაულით გამოწვეული ზიანი გამოიხატება ორი ფორმით − ზიანი, რომელიც მიადგება დაზარალებულს და ზიანი, რომელიც გამოიხატება საზოგადოების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/403,427, საქმეზე „კანადის მოქალაქე ჰუსეინ ალი და საქართველოს მოქალაქე ელენე კირაკოსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9. 1 თითოეული წევრისთვის შიშის, დაუცველობის, უნდობლობის გრძნობის გაჩენაში“. 2 ეს მომენტი განსაკუთრებით აქტუალური ხდება მაშინ, როდესაც ჩადენილია ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც პირს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფო, როგორც, ერთი მხრივ, ემოციურად არდაკავშირებული მსხვერპლის/დაზარალებულის განცდასთან, ტკივილთან, სტრესთან და, მეორე მხრივ, როგორც უპირველესი ვალდებულების მქონე − დაიცვას თითოეული ადამიანის უფლება და საზოგადოებრივი წესრიგი, შეთანხმებული საზოგადოების წევრებს შორის, არის/უნდა იყოს ის ინსტრუმენტი, რომელიც ობიექტურად ხელს შეუწყობს საქმის სწორად გადაწყვეტას, როგორც უსამართლოდ ვინმეს ბრალდების/მსჯავრდების თავიდან აცილებას, ისე კონკრეტული ადმიანებისა და საზოგადოებისათვის გამოწვევადი საფრთხეების პრევენციას, დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირის/მსხვერპლის ინტერესების სათანადოდ დაცვას, მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფას“. 3 იქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი არის სახელმწიფოს პასუხი პირის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებაზე. მაშინ, როდესაც არსებობს საამისო საფუძველი, სახელმწიფომ უნდა შეძლოს საფრთხეების პრევენციის გზით მოქალაქეთა დაცვა. სასჯელის ფუნქციები (სამართლიანობის აღდგენა, დამნაშავის რესოციალიზაცია, დანაშულის პრევენცია) ძალიან მკაფიოდ მიუთითებს მათ საჯარო მიზნებზე, რომელთა მიღწევის ვალდებულება ექსკლუზიურად სახელმწიფოს კომპეტენცია და უშუალო პასუხისმგებლობაა... მაშასადამე, სასჯელით სამართლიანობის აღდგენის მიზანი გულისხმობს სწორედ მართლწესრიგში ბალანსის აღდგენასა და შენარჩუნებას.4 სახელმწიფო ვალდებულია, როგორც მთლიანად საზოგადოების დაცულობისა და ჰარმონიული, მშვიდი განვითარებისთვის, ისე დაზარალებულის სამომავლო საფრთხეებისგან დაცვისთვის, იმავდროულად, დაუცველობის განცდის დასაძლევად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გამოიყენოს პასუხისმგებლობის ადეკვატური, პროპორციული და საკმარისი ზომები... შესაბამისად, სულ მცირე, სასჯელის დაკისრება, თავისი ბუნებით, არ არის უფლება, რომელიც შეიძლება/უნდა დაკმაყოფილდეს ადამიანების მოთხოვნების, სურვილების შესაბამისად. სასჯელის სიმძიმე ყოველთვის ვერ იქნება დაზარალებულის გამოხატული ემოციის პროპორციული. სასჯელი უნდა იყოს რეალურად ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, დაფუძნებული როგორც ქმედების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება №1/8/594, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18. 2 3 იქვე, II-20. 4 იქვე, II-22. საზოგადოებრივ საშიშროებაზე, ისე დანაშაულის ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებაზე.5 მეორე მხრივ, უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის გადასინჯვის შესაძლებლობისა და გათავისუფლების პერსპექტივებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის განმარტება, რომლის თანახმად, „უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირს აქვს უფლება, იცოდეს მისი სასჯელის დასაბამიდანვე, თუ რა უნდა გააკეთოს და რა პირობებით იმისათვის, რომ განხილულ იქნეს მისი გათავისუფლების საკითხი, მათ შორის, როდის არის შესაძლებელი მისი სასჯელის გადახედვა ან ხსენებული გადახედვის მოთხოვნა“.6 ამასთან, „დასჯის, პრევენციის, საზოგადოების დაცვისა და რეაბილიტაციის საფუძვლები არსებობს მაშინ, როდესაც ხდება უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდება. თუმცა, პატიმრობის ამ გამამართლებელი საფუძვლების ბალანსი არ არის ყოველთვის სტატიკური და შესაძლოა შეიცვალოს სასჯელის მოხდის განმავლობაში. ის, რაც პატიმრობის დასაწყისში გახლდათ მთავარი არგუმენტი, შესაძლოა შეიცვალოს ხანგრძლივი პატიმრობის შედეგად. ამიტომაც, სათანადო დროს განგრძობადი პატიმრობის გადახედვით არის მხოლოდ შესაძლებელი ამ გარემოებებისა თუ ცვლილებების ჯეროვნად შეფასება“.7 იქვე სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა აღნიშნავს, რომ თუკი ადგილი აქვს პირის პატიმრობას გათავისუფლების იმედისა და სასჯელის გადახედვის შესაძლებლობის გარეშე, არსებობს საფრთხე, რომ იგი არასდროს მოინანიებს ჩადენილ დააშულს: რაც არ უნდა გააკეთოს პატიმარმა ციხეში, რაოდენ განსაკუთრებულიც არ უნდა იყოს მისი პროგრესი რეაბილიტაციისაკენ, მისი სასჯელი უცვლელი და გადაუხედავია. ასევე, სასჯელი უფრო და უფრო იზრდება დროსთან ერთად: რაც უფრო დიდხანს ცოცხლობს პატიმარი, მით უფრო გრძელია სასჯელიც. შესაბამისად, მაშინ როდესაც შეფარდებისას უვადო თავისუფლების აღკვეთა არის ძლიერი სასჯელი, დროის დინებასთან ერთად, იგი პროპორციული სასჯელის უძლურ გარანტიად გარდაიქმნება.8 სამართლიანი და ამრიგად, ცხადია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ერთდროულად ორი ლეგიტიმური ინტერესი: ჩადენილი დანაშაულისათვის დაკისრებული სამართლიანი და პროპორციული სასჯელის მოხდის აუცილებლობა და, მეორე მხრივ, დროის განსაზღვრული მონაკვეთის გასვლის შემდეგ სასჯელის გადახედვის საჭიროება, რათა უვადო თავისუფლების აღკვეთა არ იქცეს „სამუდამო პატიმრობად ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე“, რაც ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის 5 იქვე, II-23. 6 იხ. VINTER AND OTHERS v. THE UNITED KINGDOM, ECHR, nos. 66069/09, 130/10 and 3896/10), 9 July 2013, §122. 7 იქვე, § 111. 8 იქვე, § 112. (წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) სავარაუდო დარღვევამდე მიგვიყვანდა. ზოგადად, არასოდეს არის მარტივი იმ საკითხის გადაწყვეტა, თუ როგორ უნდა იქნეს დაცული თანაფარდობა ამ ინტერსებს შორის, ან რა გზით უნდა შეეწყოს ხელი მათ თანაარსებობას. ყოველი გადაწყვეტილება - როგორც საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, ისე არსებული კანონმდებლობის ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილებები კონკრეტული პირების მიმართ - სახელმწიფომ უნდა მიიღოს საამისოდ მნიშვნელოვანი მთელი რიგი გარემოებების - ქვეყნის განვითარების ეტაპის, კრიმინოლოგიური ვითარების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების, მათ შორის, დანაშაულის განმეორებით ჩადენისაგან საზოგადოების დაცვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით. ნებისმიერი შემთხვევაში, უდავოა, რომ უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვება „მარტივად“ არ უნდა ხდებოდეს; საამისოდ უნდა განისაზღვროს სპეციალური წინაპირობები და მოთხოვნები, რომლებიც პერიოდულად უნდა გადაიხედოს, რათა სათანადოდ პასუხობდეს არსებულ გამოწვევებს. საზოგადოების უსაფრთხოების, დაზარალებულთა/მათ უფლებამონაცვლეთა ინტერესებსა და უვადო მსჯავრდებულთა გათავისუფლების პერსპექტივას შორის გონივრული ბალანსის უზრუნველსაყოფად, ამჟამად მნიშვნელოვანია, რომ ამ კატეგორიის პირებმა პენიტენციური დაწესებულება მხოლოდ უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში დატოვონ. ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, მსჯავრდებულთა რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას, ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთის შემდეგ მათ საზოგადოებაში დაბრუნებას, ხოლო, მეორე მხრივ, - საზოგადოების უსაფრთხოებასა და დაზარალებულთა/მათ უფლებამონაცვლეთა ინტერესების პატივისცემას და მათ პროცესი, ცხადია, დაზარალებულის მონაწილეობის გარეშე არ უნდა წარიმართოს; საქართველოს იუსტიციის მინისტრის სავალდებულო გათვალისწინებას. ეს მიერ დამტკიცებული პროგრამის ერთ-ერთ სავალდებულო კომპონენტად უნდა იქცეს მსჯავრდებულსა და დაზარალებულს/დაზარალებულის უფლებამონაცვლეს შორის მედიაცია, ისევე, როგორც აღდგენითი მართლმსაჯულების სხვა ელემენტები, რომელთა გამოყენებითაც შეძლებისდაგვარად დაძლეულ უნდა იქნეს დანაშაულის ჩადენით მხარეთა შორის წარმოქმნილი ბარიერი. ამ მიმართულებით, საქართველოს უკვე აქვს ხელშესახები გამოცდილება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში და კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანსა და დაზარალებულს შორის მედიაციის ინსტიტუტი, როგორც აღდგენითი მართლმსაჯულების ქვაკუთხედი, ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ განვითარებულია9. სრულწლოვნებთან მიმართებაშიც გარკვეული სამუშაოები უკვე ჩატარებულია. კერძოდ, იუსტიციის სამინისტროსა და ევროკავშირის პროექტთან „EU4Justice“ მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში უკვე მომზადებულია კონცეფციის პროექტი, რომელშიც ასახულია ის უმთავრესი პრინციპები, რომლებსაც აღდგენითი მართლმსაჯულება და, მათ შორის, მედიაციაც ეფუძნება და რომელთა თანახმად, სრულწლოვან მსჯავრდებულსა და დაზარალებულს, რომლებიც ერთვებიან ნებაყოფლობით დიალოგში, უნდა ჰქონდეთ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ დანაშაულით გამოწვეული სხვადასხვა სახისა და შინაარსის პრობლემების გადაწყვეტაში, დანაშაულზე რეაგირება კი უნდა ემსახურებოდეს დანაშაულით გამოწვეული იმ ზიანის გამოსწორებასა და შემცირებას, რომელიც მიადგათ ინდივიდებს ან ფართო საზოგადოებას. ამ პროცესში დაცული უნდა იყოს მონაწილე მხარეების საჭიროებებისა და ინტერესების თანაბარი გათვალისწინება, პროცედურული სამართლიანობა, კონსენსუსზე დაფუძნებული შეთანხმება, აღდგენაზე, რეინტეგრაციასა და ურთიერთგაგების მიღწევაზე ფოკუსირება და სხვ. უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამასთან მიმართებით უნდა აღინიშნოს ევროპული ციხის წესების10 107.2 წესი, რომლის თანახმად, იმ პატიმართა შემთხვევაში, რომლებიც დიდი ვადით რჩებიან ციხეში, მიღებულ უნდა იქნეს ზომები, რომლებიც თანდათანობით მოახდენს მათ დაბრუნებას თავისუფალ, ჩვეულებრივ საზოგადოებაში; 103.8 წესის თანახმად კი განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ შემუშავდეს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმა უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირებისა და გრძელვადიანი პატიმრებისათვის. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების განხორციელება, ძირითადად, შემდეგი ორი აუცილებლობით არის გამოწვეული: პირველ რიგში, ცვლილებები საჭიროა იმისათვის, რათა უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში იყოს შესაძლებელი, როდესაც ეს უკანასკნელი საზოგადოებაში დასაბრუნებლად მზად იქნება - ალბათობის მაღალი ხარისხით, ის საფრთხეს აღარ 9 განრიდების/მედიაციის პროგრამაში ჩართულ არასრულწლოვანთა რიცხვი 2014-დან 2017 წლამდე მნიშვნელოვანად გაიზარდა (204 არასრულწლოვანი; 437 არასრულწლოვანი), მოგვიანებით კი მედიაციის შედეგად წარმატებით დასრულებულ საქმეთა რაოდენობა გასამმაგდა და 2019 წლისათვის 55%-ს მიაღწია (2014 წელს ეს თანაფარდობა მხოლოდ 18%-ს შეადგენდა). ამასთან, 2019 წლისათვის განრიდების/მედიაციის პროგრამაში ჩართულ არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის მაჩვენებელი მხოლოდ 9%-ს შეადგენს. 10 ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2006 წლის 11 იანვრის რეკომენდაცია Rec(2006)2 წევრი სახელმწიფოების მიმართ ევროპულ ციხის წესების შესახებ. შეუქმნის ამავე საზოგადოებას, მისი რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიზანი, დიდწილად, მიღწეულია, და შესაბამისად, საჭირო აღარ არის მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში დატოვება. ამ მიზნის მიღწევასა და მოსამართლის მიერ მაქსიმალურად ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას კი, სხვა გარემოებებთან ერთად, ხელს შეუწყობს უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამა, რომლის წარმატებით გავლისა და მის საფუძველზე მომზადებული შემაჯამებელი ანგარიშის შინაარსის მიხედვით უფრო ეფექტურად ამოქმედდება კანონმდებლობით განსაზღვრული მექანიზმები უვადოდ მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დასატოვებლად. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კანონმდებლობა მოცემულ სფეროში მოვიდეს სრულ შესაბამისობაში ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მოთხოვნებთან და ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან. კერძოდ, დღევანდელი მოცემულობით, უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთან მიმართებაში საქართველოში არსებობს კანონით უზრუნველყოფილი უფლება, რომ 15 და 20-წლიანი პერიოდების გასვლის შემდეგ მან მიმართოს სასამართლოს, შესაბამისად, უვადო თავისუფლების აღკვეთის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით (საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან შინაპატიმრობა) შეცვლის ან სასჯელის შემდგომი მოხდისაგან პირობით გათავისუფლების მოთხოვნით. ამგვარი სამართლებრივი ნორმები მხოლოდ ნაწილობრივად არის შესაბამისობაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებთან, რასაცპრაქტიკაში მათი გამოყენების სირთულეც მოწმობს. კერძოდ, მოსამართლისთვის არ არის შექმნილი სათანადო გარანტიები ინფორმირებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მისაღებად, რაც, თავის მხრივ, უვადო მსჯავრდებულისთვის კანონით უზრუნველყოფილი უფლების რეალურად და დამსახურებულად გამოყენებას საფრთხის წინაშე აყენებს. ამგვარი მდგომარეობა კი, როგორც უკვე აღინიშნა, შესაძლოა, ახლოს იყოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (არაადამიანური 11 მოპყრობის აკრძალვის კომპონენტი) და მე-5 (უსაფუძვლო განგრძობადი პატიმრობის აკრძალვის კომპონენტი) მუხლების სავარაუდო დარღვევასთან, რადგან, როგორც სტრასბურგის სასამართლომ არაერთ საქმეზე დაადგინა, უვადო თავისუფლების აღკვეთა, იმისათვის, რომ არ ეწინააღმდეგებოდეს კონვენციის მოთხოვნებს, უნდა იყოს როგორც de jure, ისე de facto „შემცირებადი“, რისთვისაც უნდა არსებობდეს შესაბამისი მექანიზმები, და სისხლისსამართლებრივი ლეგიტიმური დასაბუთება უნდა 11 ამის საილუსტრაციოდ უნდა აღინიშნოს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის კანონის მიღების შედეგ სისხლის სამართლის კოდექსის 721 მუხლის საფუძველზე უვადო თავისუფლების აღკვეთის გადასინჯვის გზით სასჯელის შემდგომი მოხდისაგან მხოლოდ ერთი უვადოდ მსჯავრდებული გათავისუფლდა. ეს უკანასკნელი 1998 წლიდან იხდიდა სასჯელს და მან პენიტენციური დაწესებულება 2019 წლის დეკემბერში დატოვა. არსებობდეს უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირის სამუდამოდ ანუ სიკვდილამდე პატიმრობაში დატოვებისათვის.12 ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღების შედეგად, უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან პირობით გათავისუფლების, აგრეთვე უვადო თავისუფლების აღკვეთის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლისათვის, სხვა სავალდებულო წინაპირობებთან ერთად, აუცილებელი იქნება უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის მიერ გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის ნებაყოფლობით და წარმატებით გავლა, რომელიც უზრუნველყოფს მსჯავრდებულის, დაზარალებულისა და საზოგადოების ინტერესების მაქსიმალურად დაახლოებას, სასამართლოს კი გაუმარტივებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული, ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის შესაბამისად, უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის წარმატებით გავლა, როგორც აუცილებელი კომპონენტი, შემოდის უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან პირობით გათავისუფლების, აგრეთვე უვადო თავისუფლების აღკვეთის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლის შემთხვევაში. მხოლოდ ამ უკანასკნელი პირობის დაკმაყოფილების შემდეგ იმსჯელებს სასამართლო სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების/სასჯელის გარემოებების შემსუბუქების მხედველობაში მიღებით, საკითხზე და როგორიცაა მასთან ერთად დანაშაულის სხვა ხასიათი, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ნასამართლობა, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი, ოჯახური პირობები და მსჯავრდებულის პიროვნება, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ამ მიზნით, ცვლილება შედის კოდექსის 721 და 73-ე მუხლებში. 12 KAFKARIS v. CYPRUS, ECHR (GC), no. 21906/04, 12 February 2008, §§ 98-99); VINTER AND OTHERS v. THE UNITED KINGDOM, ECHR, nos. 66069/09, 130/10 and 3896/10), 9 July 2013, §93; LEGER v. FRANCE, no. 19324/02, 11 April 2006, §§ 74-75. აქვე განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ვალდებულება, კანონის სრულად ამოქმედებამდე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარდგინებით, უზრუნველყოს უვადო გათავისუფლებისათვის თავისუფლების მომზადების აღკვეთით პროგრამის მსჯავრდებული დამტკიცება, პირის რომელზე დაყრდნობითაც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებების ცხოვრებაში გატარება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტის თანახმად, უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გასათავისუფლებლად, ან დანიშნული სასჯელის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შესაცვლელად, მოსამართლემ მხედველობაში უნდა მიიღოს გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის შემაჯამებელი ანგარიში. პროექტით გათვალისწინებული მექანიზმის დროულად ასამოქმედებლად, მიზანშეწონილია, რომ კანონპროექტის ის ნორმა, რომელიც ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის დამტკიცების ვალდებულებას, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. რაც შეეხება კანონპროექტის ძირითად ნაწილს ის ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს, აღნიშნული პროგრამის დამტკიცებისთვის გათვალისწინებული ვადის გასვლისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების ხარჯების გამოყოფას. დაფინანსების წყარო კანონპროექტი არ ითვალისწინებს დამატებითი კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროკურატურისათვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის (პროგრამის შემუშავების კუთხით) და სასამართლოებისთვის გამოყოფილი ასიგნებები. შესაბამისი პროგრამის შემუშავება, ასევე იმ პირთა საქმეების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება, ვისაც შეეხება ამნისტია, მოხდება არსებული ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკუთარი ასიგნებების ფარგლებში განხორციელდება. ასევე, საკუთარი ასიგნებების ფარგლებში მოახდენს არასაპატიმრო სასჯელის აღსრულებას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო იმ საქმეების აღსრულებას, რომელშიც მას შეიძლება გადაეცეს უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის სასჯელისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების, ან მისთვის დანიშნული სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის შემთხვევაში. კანონპროექტმა შეიძლება გავლენა იქონიოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, დაზოგვის კუთხით. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ იმ პირთა რაოდენობაზე, ვისაც შეეხება კანონით გათვალისწინებული შეღავათი. დღეს არსებული ინფორმაციით, ერთ თავისუფლებააღკვეთილ პირზე საშუალოდ წელიწადში იხარჯება 12 045 ლარი. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა ასეთი არ არსებობს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. პროექტით გათვალისწინებული ცვლილება ეხება უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირებს, ხოლო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 66-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანს არ შეიძლება დაენიშნოს სასჯელის აღნიშნული სახე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული შემთხვევაში კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი, მიხეილ სარჯველაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი, მიხეილ სარჯველაძე.