„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე
ნომერი
#07-3/26/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-15
ბიუროს ნომერი 23

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N39(46), 1999 წელი, მუხ. 190) VII8 თავი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილების პროექტის მომზადება განაპირობა მთვარობათაშორისი საერთაშორისო მექანიზმის - ფინანსური ქმედებების სამუშაო ჯგუფისა (FATF) და ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) შემფასებელი მისიის მიერ საქართველოზე წარმოდგენილ შეფასების პროექტში გამოთქმულმა რეკომენდაციებმა და, აქედან გამომდინარე, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების აუცილებლობამ. აღნიშნული საფუძვლით, მომზადდა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, საიდან გამომდინარეც წარმოიშვა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსიდან VII8 თავის ამოღების საჭიროება. 2019 წლის ნოემბერში MONEYVAL-ის შემფასებელი მისიის ვიზიტის შედეგად კომიტეტის მიერ მომზადდა პირველადი შეფასების პროექტი, რომლის მიხედვითაც, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ გაეროს წესდების VII თავით მიღებული რეზოლუციების (UNSCR) იმპლემენტაციის არსებული ეროვნული მექანიზმი საჭიროებს დახვეწას. MONEYVAL-ის პირველადი შეფასების პროექტის თანახმად, საქართველოში ასეთი მექანიზმი არსებობს, თუმცა არსებული მოდელი ვერ აკმაყოფილებს UNSCR დაუყოვნებლივ იმპლემენტაციის (without delay) მოთხოვნას. FATF-ის მიერ დადგენილი სტანდარტით სანქციების „დაუყოვნებლივ აღსრულება“ გულისხმობს მათ ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციას, ფაქტობრივად, საათების განმავლობაში. პრაქტიკის თანახმად, ამ დროის ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 48 საათს. აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოს შემთხვევაში შეადგენს საშუალოდ 3-5 სამუშაო დღეს, რაც, MONEYVAL-ის შეფასებით, ვერ აკმაყოფილებს სანქციების „დაუყოვნებლივ აღსრულების“ მოთხოვნას და შესაბამისად, დადგენილ საერთაშორისო სტანდარტს. MONEYVAL-ის რეკომენდაციის მიხედვით, საქართველოში ამჟამად საკანონმდებლო პროცედურები, პრაქტიკული თვალსაზრისით, ვერ ზემომითითებული რეზოლუციების დაუყოვნებლივ, რამდენიმე საათში მოქმედი უზრუნველყოფს იმპლემენტაციას, ვინაიდან არსებული მოდელი ითვალისწინებს სანქციების იმპლემენტაციის პროცესში რამდენიმე სუბიექტის, მათ შორის, სასამართლოს ჩართულობის აუცილებლობას, ხოლო MONEYVAL-ის რეკომენდაციების თანახმად, ტერორიზმის დაფინანსებისა (TF) და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებასთან (PF) დაკავშირებული რეზოლუციების იმპლემენტაციის პროცესში სასამართლოს ჩართულობის საჭიროება არ დგას. იმისთვის, რათა დაკმაყოფილდეს MONEYVAL-ის რეკომენდაციები და გაუმჯობესდეს საქართველოში არსებული UNSCR აღსრულების ეროვნული მექანიზმის FATF-ის მიერ დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობის ხარისხი, აუცილებელია UNSCR იმპლემენტაციის პროცესიდან სასამართლოს რგოლის ამოღება, რაც თავისთავად შესაძლებელს გახდის UNSCR დაუყოვნებლივ, შიდა დამატებითი პროცედურების გარეშე, აღსრულებას. გასათვალისწინებელია, რომ 2011 წლის 21 დეკემბრიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობის №487 დადგენილებით დამტკიცდა „გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხზე მომუშავე სამთავრობო კომისიის დებულება“, სასამართლომ დააკმაყოფილა კომისიის მიერ წარდგენილი 112-ვე შუამდგომლობა. ამ პერიოდის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, როდესაც სასამართლოს კომისიის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ამასთან, შუამდგომლობების განხილვის ეტაპზე არ მომხადარა დაინტერესებული პირის ჩართვა, ასეთი მოთხოვნის არარსებობის მიზეზით. შესაბამისად, სასამართლოს როლი ამ პროცესში არის წმინდად ფორმალური ხასიათის მატარებელი და მოითხოვს დამატებითი დროისა და რესურსების გახარჯვას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილების პროექტის მომზადება განპირობებულია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების შინაარსით, რომელიც სრულ შესაბამისობაშია MONEYVAL მიერ 2019 წლის ნოემბერში საქართველოში საშემფასებლო ვიზიტის ფარგლებში გამოთქმულ შეფასებებსა და რეკომენდაციებთან, ისევე როგორც UNSCR ეროვნული იმპლემენტაციის ეფექტიანად აღსრულების მიზნებისთვის FATF-ის მიერ დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებთან. ცვლილება მიზნად ისახავს გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს მიერ ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების, დაფინანსების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით მიღებული რეზოლუციების ეროვნულ დონეზე აღსრულების ეფექტიანი და სწრაფი მოდელის დანერგვას UNSCR იმპლემენტაციის პროცესში სასამართლოს ჩართულობის გამორიცხვით და ისეთი რეგულაციის შემოღებით, რომელიც შესაძლებელს გახდის UNSCR მიანიჭოს პირდაპირი მოქმედების ეფექტი, როგორც ეს სხვადასხვა ევროპულ სახელმწიფოებშია (ბელგიის სამეფო, ნორვეგიის სამეფო, დიდი ბრიტანეთი, მოლდოვის რესპუბლიკა). აქვე გასათვალისწინებელია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიერ ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების, დაფინანსების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით მიღებული რეზოლუციები გაეროს წესდების VII თავით არის მიღებული, ემსახურება მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებასა და დაცვას და შესასრულებლად სავალდებულოა ყველა სახელმწიფოსთვის. ზემოაღნიშნულზე პირდაპირ მიუთითებს გაეროს წესდების 103-ე მუხლის დანაწესი („იმ შემთხვევაში, როდესაც ორგანიზაციის წევრების ვალდებულებანი წინამდებარე წესდების თანახმად წინააღმდეგობაში აღმოჩნდებიან მათ ვალდებულებებთან სხვა რომელიმე საერთაშორისო შეთანხმების თანახმად, უპირატესი ძალა აქვთ წინამდებარე წესდებაში აღნიშნულ ვალდებულებებს”), რომლის თანახმად, წესდებით ნაკისრი ვალდებულებები, როდესაც მათი შესრულება ემსახურება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვისა და შენარჩუნების მიზანს, გადაწონის სახელმწიფოს მიერ სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს. ზემომითითებული რეზოლუციების „დაუყოვნებლივ შესრულება“ სწორედ საერთაშორისო მშვიდობისკენ მიმართული საფრთხეების თავიდან აცილებასა და ტერორიზმთან ბრძოლას ემსახურება და უპირატესია საქართველოს მიერ ნაკისრ ყველა სხვა ვალდებულებასთან შედარებით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსიდან ამოღებულ იქნება VII8 თავი, რაც შესაძლებელს გახდის UNSCR ეროვნულ დონეზე აღსრულებას მიღების სასამართლოს ჩართულობის გარეშე და შესაბამისობაში იქნება ფინანსური ქმედებების სამუშაო ჯგუფისა (FATF) და ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) საშემფასებლო მისიის მიერ საქართველოზე წარმოდგენილ შეფასების პროექტში გამოთქმულ რეკომენდაციებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსიდან VII8 თავის ამოღებას, რომელიც აწესრიგებს ადმინისტრაციული სამართალწარმოების საკითხებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების VII თავის უშიშროების საბჭოს საფუძველზე მიღებული რეზოლუციების შესაბამისად სანქციადაკისრებული პირის ქონებაზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): (საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. მოსაკრებლის ან სხვა სახის ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, ხელშეკრულებას/შეთანხმებას. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე