„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„მეწარმეთა შესახებ“
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალების მშენებლობის, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლუატაციის და ამ საშუალებებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის სამართლებრივი პრინციპების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-15
ბიუროს ნომერი 23
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე №41, 30.12.2008, მუხ. 298) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:
„ვ1) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
17716
და
17717
მუხლებით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა, შესაბამისი სამართლებრივი აქტის
მიღება და მისი აღსასრულებლად მიქცევა;“.
2. მე-10 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების
რეესტრიდან მზადდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების
რეესტრის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ
ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა და მოვალეთა რეესტრების
მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს სუბიექტის შესახებ ამ რეესტრებში
რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და
კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში ამონაწერი ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას
პარტნიორთა
წილებზე
საკუთრების
უფლების
შეზღუდვასთან
დაკავშირებული
ვალდებულებების შესახებ. ამ კანონის 20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
ასევე უნდა შეიცავდეს სპეციალური მოსარჩელის სტატუსის შესახებ მონაცემებს.“;
1
3. 201 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 201. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის
წარმოების პრინციპები
1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში
რეგისტრირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო
კოდექსით განსაზღვრული სუბიექტების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის,
ასევე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების
პარტნიორთა
წილებზე
საკუთრების
უფლების
შეზღუდვასთან
დაკავშირებული
ვალდებულებების, ასევე წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემები.
2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში აგრეთვე
რეგისტრირდება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული სპეციალური მოსარჩელის სტატუსის შესახებ მონაცემები.
3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში
სუბიექტის რეგისტრაციის საფუძვლები და რეესტრის წარმოების წესი განისაზღვრება „მეწარმეთა
შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. რეგისტრაციის
დამატებითი პირობები განისაზღვრება „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ)
იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს
იუსტიციის მინისტრი.
4. სუბიექტი წარმოშობილად, რეგისტრირებული მონაცემები შეცვლილად, რეგისტრაცია
შეწყვეტილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების
რეესტრში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტიდან.
5. საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება გულისხმობს საწარმოს დაშლის,
ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის პროცესის, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების,
გაკოტრების
ან
რეაბილიტაციის
რეჟიმის
დაწყების
ან
შეწყვეტის,
ლიკვიდატორის,
რეაბილიტაციის ზედამხედველის ან გაკოტრების მმართველის ან სადამფუძნებლო შეთანხმების
ცვლილების შესახებ ინფორმაციის ასახვას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირების რეესტრში.
6. სამეწარმეო საზოგადოების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის
სადამფუძნებლო შეთანხმების/წესდების ცვლილების შემთხვევაში ცვლილების ტექსტთან ერთად
ასევე წარმოდგენილ უნდა იქნეს სადამფუძნებლო შეთანხმების/წესდების კონსოლიდირებული
ტექსტი.
7. სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები უნდა დამოწმდეს საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
8. რეგისტრაციის შედეგად მარეგისტრირებელი ორგანო ამზადებს ამონაწერს. ეს წესი არ
ვრცელდება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის
რეგისტრაციის, აგრეთვე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების
რეგისტრაციის შემთხვევებზე, გარდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და
კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე გირავნობის რეგისტრაციისა, მასში
ცვლილებისა ან მისი შეწყვეტისა.
9. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
ამონაწერი მზადდება ქართულ ენაზე, ხოლო დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში −
ასევე ინგლისურ ენაზე. ინგლისურ ენაზე ამონაწერის მომზადების შემთხვევაში სავალდებულოა
მისი ქართულ ენაზე მომზადებაც.
10. ელექტრონული პორტალი არის სააგენტოს მიერ წარმოებული ერთიანი ელექტრონული
პლატფორმა, კომუნიკაციის ვირტუალური სივრცე, სადაც ქვეყნდება რეგისტრაციის შესახებ
გადაწყვეტილებები, სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, სამეწარმეო
საზოგადოების კრების მოწვევისა და მეწარმის მიერ, კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნებას
დაქვემდებარებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
11. რეგისტრაციის პროცესში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ელექტრონული ასლები
განთავსებულია
სააგენტოს
ელექტრონულ
პორტალზე
და
საფასურის
გადახდის
გარეშე
ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის.
12. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში
სუბიექტი რეგისტრირდება მის მიერ განცხადებული მისამართის მიხედვით. დაინტერესებულმა
პირმა იურიდიულ მისამართად უნდა მიუთითოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით
განსაზღვრული
მისამართი,
რომელზედაც
შესაძლებელი
იქნება
წერილობითი
შეტყობინების (კორესპონდენციის) გაგზავნა. რეგისტრირებულ მისამართზე გაგზავნის შემდეგ
წერილობითი
შეტყობინება
(კორესპონდენცია)
ითვლება
ოფიციალურად
გაგზავნილ
შეტყობინებად (კორესპონდენციად).
13.
სუბიექტის
იურიდიული
მისამართის
განსაზღვრისთვის
სავალდებულოა
ადგილსამყოფლის
მესაკუთრის
სათანადო წესით
დადასტურებული
თანხმობის
ან
ადგილსამყოფლით სარგებლობის თაობაზე დადგენილი წესით გაფორმებული შესაბამისი
ხელშეკრულების სააგენტოში წარდგენა.
14. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მეწარმისა და არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირის ელექტრონულ მისამართი იქმნება სუბიექტის რეგისტრაციასთან ერთად და
მოქმედია ამ სუბიექტის გაუქმებამდე. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე
რეგისტრირებული
ფილიალებისთვის
სარეგისტრაციო
სამეწარმეო
საზოგადოებებისა
და
სამეწარმეო
საზოგადოებების
მარეგისტრირებელი ორგანო ელექტრონულ მისამართს ქმნის მათი
მონაცემების
„მეწარმეთა
შესახებ“
საქართველოს
კანონის
მოთხოვნებთან
შესაბამისობაში მოყვანასთან ერთად.
15. 2021 წლის 1 ნოემბრამდე რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირებისთვის მარეგისტრირებელი ორგანო ელექტრონულ მისამართს ქმნის
დაინტერესებული პირის მოთხოვნის ან სუბიექტის რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების
შემთხვევაში.
16. მეწარმეები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ელექტრონულ
პორტალზე
განათავსებენ
მხოლოდ
„მეწარმეთა
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებულ ან/და სუბიექტის საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. პორტალის
არამიზნობრივად
გამოყენებისთვის
პასუხისმგებლობა
განისაზღვრება
მოქმედი
კანონმდებლობით.
17. მეწარმე სუბიექტებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ
ელექტრონულ პორტალზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შესაბამისი
ინფორმაციის/დოკუმენტაციის განთავსებაზე და ამ ინფორმაციის/დოკუმენტაციის სისწორეზე
პასუხისმგებელნი არიან თავად ეს სუბიექტები. სააგენტო არ ამოწმებს ელექტრონულ პორტალზე
განთავსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოქვეყნების პროცედურისა და შინაარსის
სისწორეს, გარდა რეგისტრირებული მონაცემისა.“.
მუხლი 2. 2021 წლის 1 ნოემბრამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს
სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2021 წლის 1 ნოემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი
კანონის
პროექტისა
და
მისგან
გამომდინარე
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
მომზადებით, რომელთა შინაარსიდან გამომდინარე, აუცილებელია „საჯარო რეესტრის შესახებ“
საქართველოს კანონის აღნიშნულ საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღება აუცილებელია იმისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს „საჯარო
რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ და „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონებთან შესაბამისობა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება „საჯარო რეესტრის შესახებ“
საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტებთან შინაარსობრივი შესაბამისობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტის
თანახმად,
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება 17716 და 17717 მუხლები, რომლებიც ითვალისწინებს
შესაბამის
სანქციას
„მეწარმეთა
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გამოქვეყნებისთვის
გათვალისწინებული მონაცემების სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მიწოდების
ვალდებულების დარღვევის, აგრეთვე სამეწარმეო საზოგადოების საქმიან წერილზე ინფორმაციის
განთავსების ვალდებულების დარღვევის შემთხვევებისთვის. ამავე კანონპროექტის შესაბამისად,
17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა საქმის განხილვასა და
ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე უფლებამოსილია იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი
ორგანო. აქედან გამომდინარე, წინამდებარე კანონპროექტით „საჯარო რეესტრის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს ემატება რეგულაცია, რომლის თანახმად,
სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქცია იქნება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა, შესაბამისი
სამართლებრივი აქტის მიღება და მისი აღსასრულებლად მიქცევა.
კანონპროექტით ახლებურად ყალიბდება კანონის 201 მუხლი და მეწარმეთა და არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის წარმოების პრინციპებს ემატება მთელი რიგი
რეგულაციები, კერძოდ:
ზუსტდება საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების ცნება და განისაზღვრება,
რომ აღნიშნული მოიცავს საწარმოს დაშლის რეგისტრაციასაც;
განისაზღვრება დაინტერესებული პირის ვალდებულება, რომლის თანახმად, სამეწარმეო
საზოგადოების,
არასამეწარმეო
შეთანხმების/წესდების
(არაკომერციული)
ცვლილების
შემთხვევაში,
იურიდიული
პირის
ცვლილების
ტექსტთან
სადამფუძნებლო
ერთად
ასევე
წარმოდგენილ უნდა იქნეს სადამფუძნებლო შეთანხმების/წესდების კონსოლიდირებული ტექსტი;
სარეგისტრაციოდ
წარდგენილი
დოკუმენტები
საჭიროებს
საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დამოწმებას;
განიმარტება ელექტრონული პორტალი, როგორც სააგენტოს მიერ წარმოებული ერთიანი
ელექტრონული პლატფორმა, კომუნიკაციის ვირტუალური სივრცე, სადაც გამოქვეყნდება
რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები, სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული
დოკუმენტები, სამეწარმეო საზოგადოების კრების მოწვევისა და მეწარმის მიერ კანონმდებლობის
შესაბამისად გამოქვეყნებას დაქვემდებარებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. რეგისტრაციის
პროცესში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ელექტრონული ასლები განთავსდება სააგენტოს
ელექტრონულ პორტალზე და საფასურის გადახდის გარეშე ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი
პირისთვის;
დგინდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების
რეესტრში სუბიექტის იურიდიული მისამართის რეგისტრაციის წესი, ელექტრონული მისამართის
შექმნის წესი.
ამასთან,
კანონპროექტით
განისაზღვრება,
რომ
მეწარმეები
და
არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირები ელექტრონულ პორტალზე განათავსებენ მხოლოდ
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ან/და სუბიექტის საქმიანობასთან
დაკავშირებულ ინფორმაციას. პორტალის არამიზნობრივად გამოყენებისთვის პასუხისმგებლობა
განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით. მეწარმე სუბიექტებისა და არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ ელექტრონულ პორტალზე „მეწარმეთა შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის განთავსებაზე და ამ
ინფორმაციის/დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებელნი არიან თავად ეს სუბიექტები.
სააგენტო არ ამოწმებს ელექტრონულ პორტალზე განთავსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის
გამოქვეყნების პროცედურისა და შინაარსის სისწორეს, გარდა რეგისტრირებული მონაცემისა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო
გეგმასთან, ასეთის არსებობის
შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული
ქვეპუნქტი არ
გამოიყენება
წარმოდგენილ
კანონპროექტთან
მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართრებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის 2021 წლის 1 ნოემბრიდან, რაც „მეწარმეთა შესახებ“
საქართველოს ახალი კანონის ამოქმედებას უკავშირდება. აღნიშნულ ვადამდე საქართველოს
იუსტიციის მინისტრმა უნდა უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების
კანონთან შესაბამისობა.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტით
ასეთი არ არსებობს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
არ
გადასახდელის დადგენას.
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
და
მიმართება
საქართველოს
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ორგანიზაციებში
საქართველოს
ორმხრივ
მრავალმხრივ
ისეთი
და
ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს
ასოცირების შესახებ შეთანხმების 319-ე მუხლიდან, რომლის თანახმადაც საქართველო
ვალდებულია მოახდინოს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება შეთანხმების XXVIII
დანართში (კორპორაციული სამართალი) მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო
აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან ამავე დანართის დებულებების
შესაბამისად.
გ.დ)
არსებობის
შემთხვევაში,
ევროკავშირის
ის
სამართლებრივი
აქტი,
რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
კანონპროექტი შესაბამისობაშია ასოცირების
შესახებ
შეთანხმების XXVIII დანართის
(კორპორაციული სამართალი) ნაწილში მითითებულ შემდეგ დირექტივასთან:
2009 წლის 16 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/101/EC დირექტივა იმ
გარანტიების კოორდინაციის თაობაზე, რომლებსაც, წევრებისა და მესამე მხარეების
ინტერესების დასაცავად, ითხოვენ კომპანიებისგან წევრი სახელმწიფოები ხელშეკრულების 48ე მუხლის მეორე პუნქტიდან გამომდინარე, რათა ამგვარი გარანტიები გახადონ თანაბარი;
1989 წლის 21 დეკემბრის საბჭოს მეთერთმეტე, 89/666/EEC დირექტივა, რომელიც ეხება
მეორე სახელმწიფოს სამართლით დარეგულირებული გარკვეული კატეგორიების კომპანიების
მიერ წევრ სახელმწიფოებში ფილიალების გახსნასთან დაკავშირებით კომპანიის შესახებ
ინფორმაციის განსაჯაროების მოთხოვნებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის ნაწილს, რომელიც შემუშავებულია
იუსტიციის
სამინისტროს
მიერ,
კერძო
სამართლის
რეფორმის
განმახორციელებელი
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეგიდით, დონორი ორგანიზაციების - PROLoG-ისა და
GIZ-ის მხარდაჭერით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
სამუშაო
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, თეა წულუკიანი, შალვა
პაპუაშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ანა ბუჩუკური, თეა წულუკიანი,
შალვა პაპუაშვილი, დავით სონღულაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი,
ალუდა ღუდუშაური, მიხეილ დაუშვილი, ბექა ლილუაშვილი