საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში.

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-1876/21/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2021-03-02
შენიშვნები ცნობად იქნა მიღებული 02/03/2021

📜 ტექსტი

წერილი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-1876/21 12-02-2021 საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის შესაბამისად გიგზავნით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს. დანართი: „41“ ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ანგარიში 2020 წელი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში 1. წინასიტყვაობა ---------- -------------------------------------------------------- გვ.3 2. ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ ------------------------------------ გვ.3 2.1. კომიტეტის მიზანი; 2.1.1 კომიტეტის წევრები; 3. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღწეული წარმატებების მოკლე აღწერა - გვ 7 4. კომიტეტის წლიური სამოქმედო გეგმა ---------------------------------------------- გვ.17 4.1. საკანონმდებლო საქმიანობა 4.2. საკონტროლო საქმიანობა:  ანგარიშვალდებული ორგანოების მიერ საქმიანობის კონტროლი და სპეციალური ანგარიშების მოსმენა  კომიტეტის მიერ მიღებული კანონპროექტების შესრულებაზე კონტროლი 4.3. საზოგადოებასთან ურთიერთობა 4.4. კომიტეტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევა 5. მოქალაქეთა წერილები, მიმართვები, პეტიციები------------------------------- გვ.40 6. საერთაშორისო თანამშრომლობა ------------------------------------------------ გვ.41 7. კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფები------------------------------------- გვ.41 2 1. წინასიტყვაობა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, არის საქართველოს პარლამენტის სუბიექტი, რომელიც შექმნილია საკანონმდებლო საკითხების წინასწარი მომზადების, მათი განხილვის, პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლის მიზნით. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საკანონმდებლო და საკონტროლო საქმიანობასთან ერთად ახორციელებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, კომიტეტის დებულების და სხვა, შესაბამისი სამართლებრივი აქტების შესაბამისად. კომიტეტის სხდომებზე ხდება კომიტეტის აქტების მიღება. კომიტეტის აქტებია: დასკვნა, რეკომენდაცია და გადაწყვეტილება. კომიტეტი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად, აგრეთვე კანონპროექტის განხილვის შემდეგ შეიმუშავებს დასკვნას, რომელიც შეიცავს შეფასებას ან/და რეაგირების კონკრეტულ ზომებს. კომიტეტის დასკვნა, როგორც წესი, წარედგინება პარლამენტის ბიუროს შემდგომი რეაგირებისათვის ან იგზავნება დანიშნულებისამებრ. კომიტეტის საქმიანობას უზრუნველყოფს კომიტეტის აპარატი, რომელიც წარმოადგენს კომიტეტისადმი დაქვემდებარებულ პარლამენტის აპარატის მუდმივმოქმედ სტრუქტურულ ერთეულს. კომიტეტის აპარატის შემადგენლობაში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც ახორციელებს პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა კონტროლს. 2. ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ 2.1. კომიტეტის მიზანი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მთავარი მიზანია  პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა, საქართველოს პარლამენტის კომიტეტში შემოსული საკანონმდებლო აქტებისა და პარლამენტის დადგენილებების პროექტების, საკანონმდებლო წინადადებების განხილვა, შესაბამისი დასკვნების მომზადება;  „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ აუცილებელი ცვლილებების შეტანის შესახებ წინადადებების შემუშავება და საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება, როგორც რეგლამენტში, ასევე სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში;  საკონტროლო საქმიანობის განხორციელება; 3  კომიტეტის გამგებლობისთვის მიკუთვნებულ სფეროში პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობის კონტროლი;  „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა; კომიტეტი რეგულარულად შეისწავლის და აფასებს: - საპარლამენტო პროცედურების პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას და სათანადოდ რეაგირებს მათზე; - პარლამენტის წევრების მიერ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა შესრულების მდგომარეობას და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ახდენს შესაბამის რეაგირებას; - პარლამენტის წევრის სტატუსთან პარლამენტის წევრის თანამდებობრივი და სამეწარმეო საქმიანობის შეუთავსებლობის საკითხებს და შესაბამისად რეაგირებს მათზე; - კომიტეტის სხდომაზე ფრაქციის მიერ დანიშნული კომიტეტის წევრის, მისი დამნიშვნელი ფრაქციის მიერ, ფრაქციის სხვა წევრით დროებით შეცვლის უფლების გამოყენების შესახებ ინფორმაციას და ახდენს სათანადო რეაგირებას; - კომიტეტში წევრის წარდგენის სისწორეს და ახდენს შესაბამის რეაგირებას; პერიოდულად და საჭიროებისამებრ აანალიზებს: - სათანადო ორგანოებიდან წარმოდგენილ ინფორმაციას პარლამენტის წევრის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესახებ, აუცილებლობის შემთხვევაში საკითხი შეაქვს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად; ყოველთვიურად ადგენს: - კომიტეტების სხდომების გამცდენ პარლამენტის წევრთა სიას და აქვეყნებს პარლამენტის ვებგვერდზე; ყოველი სესიის ბოლოს ადგენს: - პარლამენტის პლენარული სხდომების გამცდენ პარლამენტის წევრთა სიას და აქვეყნებს პარლამენტის ვებგვერდზე; ყოველი კალენდარული თვის დასრულებიდან არაუგვიანეს შემდგომი თვის 15 რიცხვისა ადგენს: - იმ პარლამენტის წევრთა სიას, რომელთა მიმართაც კომიტეტების და პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის, აგრეთვე პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციის გაუვლელობის გამო გამოყენებული უნდა იქნეს რეგლამენტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა, და მას უგზავნის პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტს.  პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა მიერ რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში სათანადო რეაგირება. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიზანია ინტენსიური და აქტიური საქმიანობის წარმართვა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული სხვა, სპეციფიკური მიმართულებებით, რომელიც მოიცავს: 4  პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობისა და ვადამდე შეწყვეტის საკითხების შესწავლა, განხილვა და შესაბამისი დასკვნის წარდგენა;  საქართველოს გენერალური პროკურორის საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადების საფუძვლიანობის შესწავლა, განხილვა და შესაბამისი დასკვნის წარდგენა;  ფრაქციის რეგისტრაციისთვის საჭირო მასალების შესწავლა და დასკვნის წარდგენა, ფრაქციაში განხორციელებულ ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიღება და სათანადო რეაგირება;  პარლამენტის კომიტეტებში, საგამოძიებო და სხვა დროებით კომისიებში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა, აგრეთვე მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებსა და ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა;  კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების შესახებ მასალების შესწავლა და რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტა, შესაბამისი დასკვნის წარდგენა;  ამომრჩევლების და რეგლამენტით განსაზღვრულ შემთხვევებში პარლამენტის წევრების ხელმოწერის ნამდვილობის შემოწმება;  ლობისტად რეგისტრაციის მიზნით წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული მასალების შესწავლა;  მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს მიერ გაწეული ხარჯების თაობაზე ინფორმაციის მიღება და გამოქვეყნება პარლამენტის ვებგვერდზე, აგრეთვე „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულების ან მასში ცვლილების პროექტის შემუშავება; საზოგადოებასთან ურთიერთობების დონის ამაღლების თვალსაზრისით კომიტეტის მიზანია:  მოქალაქეთა წერილებზე, განცხადებებსა და მომართვებზე დროული და სათანადო რეაგირება;  საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის დონის ამაღლება;  სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც კომიტეტის კომპეტენციის სფეროს მიეკუთვნებიან. 5 2.1.1 კომიტეტის წევრები; სრული შემადგენლობა - 13 პარლამენტის წევრი სიითი შემადგენლობა - 7 პარლამენტის წევრი - მათ შორის არიან კომიტეტის თავმჯდომარე, კომიტეტის თავმჯდომარის ორი მოადგილე და კომიტეტის სხვა წევრები. 1. ირაკლი ქადაგიშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (11-12-2020 ) საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი - (11-12-2020 ) თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი (17-12-2020 - 23-12-2020) 2. გურამ მაჭარაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (11-12-2020 ) საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (17-12-2020 ) საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე (28-11-2019 - 11-12-2020) საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (21-11-201628-11-2016) იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი (17-12-2020 ) 3. ლევან მგალობლიშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (05-01-2021 ) საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი - კომიტეტის წევრი (05-01-2021 ) 4. ირმა ზავრადაშვილი - კომიტეტის წევრი ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (11-12-2020 ) საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი (17-12-2020 ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი (17-12-2020 ) 5. გიორგი კახიანი - კომიტეტის წევრი ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (11-12-2020 ) საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი (17-12-2020 ) საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი და კომიტეტის თავმჯდომარე (18-11-2016 - 2611-2019 6. დავით მათიკაშვილი - კომიტეტის წევრი ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (11-12-2020) საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი (17-12-2020) იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (17-12-2020) 7. გივი მიქანაძე -კომიტეტის წევრი ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (11-12-2020 ) საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი (08-02-2021) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი (17-12-2020 ) იურიდიულ საკითხთა კომიტეტიის წევრი (17-12-2020 - 08-02-2021) საანგარიშო პერიოდში კომიტეტის წევრები იყვნენ: ელგუჯა გოცირიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (11-12-2020 ) საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი (17-12-2020 - 23-12-2020) ედიშერ თოლორაია - საქართველოს პარლამენტის წევრი ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (11-12-2020 ) საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი (17-12-2020 - 08-02-2021 ) ვლადიმერ კახაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი 6 ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (11-12-2020 ) საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი (02-09-2019 -11-12-2020) მიხეილ ყაველაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (11-12-2020 ) საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი (23-12-2020-08-02-2021 ) რომან მუჩიაშვილი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (20-12-2019 - 11-12-2020) პაატა გოგოხია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი (10-02-2020 - 11-12-2020) თემურ გოცირიძე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი (11-12-2019 -11-12-2020) ვალერი გელაშვილი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი (11-03-2020 - 11-12-2020) ალექსანდრე ერქვანია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი (18-11-2016 -11-12-2020) კარლო კოპალიანი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი (28-11-2019 - 05-02-2020) ენძელა მაჭავარიანი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი - (18-11-2016 - 06-03-2020) გედევან ფოფხაძე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი (11-12-2019 - 11-12-2020) არჩილ ხაბაძე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი (19-02-2020 - 11-12-2020) ივლიანე წულაია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი (04-03-2019 - 11-12-2020) 3. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღწეული წარმატებების მოკლე აღწერა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის საქმიანობა საანგარიშო პერიოდში წარიმართებოდა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის და კომიტეტის დებულების შესაბამისად, კომიტეტის საქმიანობის 2020 წლის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული საკანონმდებლო, საკონტროლო და კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა საქმიანობის მიმართულებებით. კომიტეტის მიერ თითოეული საკითხის განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა კომიტეტის სხდომებზე. საანგარიშო პერიოდში მოწვეულ იქნა კომიტეტის 21 სხდომა და გაფორმდა სათანადო ოქმები (ყველა ოქმი გამოქვეყნებულია კომიტეტის ვებგვერდზე). საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა მთლიანობაში იმუშავა 59 საკანონმდებლო აქტსა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების 4 პროექტზე. კომიტეტმა, როგორც წამყვანმა იმუშავა 11 საკანონმდებლო აქტზე (2 რეგლამენტის პროექტი, 2 საკანონმდებლო პაკეტი, რომელშიც იყო 7 კანონპროექტი და 2 რეგლამენტის პროექტი) და საქართველოს პარლამენტის დადგენილების 4 პროექტზე. 7 სავალდებულო დასკვნის მომზადების მიზნით კომიტეტმა იმუშავა 48 საკანონმდებლო აქტზე (1 კანონპროექტი, 1 რეგლამენტის პროექტი, 6 საკანონმდებლო პაკეტი, რომელშიც იყო 5 რეგლამენტის პროექტი და 41 კანონპროექტი). საკანონმდებლო წინადადება კომიტეტში საანგარიშო პერიოდში წარმოდგენილი არ ყოფილა. კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობის ფარგლებში განსაკუთრებულად შეიძლება გამოვყოთ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, რამოდენიმე მნიშვნელოვანი კანონპროექტი და დებულების პროექტი საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის N29/3 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ . პირველ რიგში:  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/456; 25.05.2020) საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, გიორგი კახიანის, მამუკა მდინარაძის და გურამ მაჭარაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა საკანონდებლო პაკეტი განხილულია კომიტეტის მიერ სამივე მოსმენით, წარდგენილია შესაბამისი დასკვნები და მიღებულია პარლამენტის მიერ სამივე მოსმენით. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის საკანონდებლო საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ აუცილებელი ცვლილებების შეტანის შესახებ წინადადებების შემუშავება და საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება. ამ მიზნით: კომიტეტი რეგულარულად აკონტროლებს, შეისწავლის, სისტემატურად აფასებს და აანალიზებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ეფექტიანობას, საპარლამენტო საქმიანობის დროს გამოვლენილ ხარვეზებს, საპარლამენტო პროცედურების, ნორმების რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას და მათი სრულფასოვანი მოქმედებისათვის ხელისშემშლელ როგორც სუბიექტურ, ისე ობიექტურ ფაქტორებს. საქართველოს პარლამენტმა 2017-2018 წლების საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ 2018 წლის დეკემბერში მიიღო ახალი რეგლამენტი, რომელიც ადაპტირებული იყო 2017 წლის 13 ოქტომბრის საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ გარდამავალ პერიოდზე საპარლამენტო ცხოვრების ახალი 8 სტანდარტების სრულფასოვნად დამკვიდრებისა და IX მოწვევის საქართველოს პარლამენტის მუშაობის შეუფერხებლად წარმართვა-დასრულების მიზნით. IX მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დღის წესრიგში დადგა საქართველოს კონსტიტუციის (ასამოქმედებელ) ძირითად დებულებებთან რეგლამენტის შესაბამისობაში მოყვანის საკითხი, აგრეთვე ახალი რეგლამენტის ამოქმედების კვალდაკვალ პრაქტიკაში გამოვლენილი გარკვეული ხარვეზების აღმოფხვრის საჭიროება X მოწვევის პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების, მაკონტროლებელი ფუნქციის უფრო ეფექტიანად განხორციელების, პარლამენტის სტრუქტურის დახვეწის, საერთო ჯამში საპარლამენტო საქმიანობის ოპტიმიზაციისა და გაჯანსაღებას მიზნით. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა თავისი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში, საპარლამენტო საქმიანობის დროს გამოვლენილი ხარვეზების საფუძველზე შეიმუშავა წინადადებები, რომლებიც აისახა, როგორც რეგლამენტის ახალ პროექტში, აგრეთვე იმ დასკვნებში, რომელიც მომზადდა კომიტეტის მიერ რეგლამენტის პროექტის სამი მოსმენით განხილვის დროს და გათვალისწინებული იქნა ინიციატორის მიერ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის თანახმად: - საპარლამენტო საქმიანობაში გაიზარდა ფრაქციათა როლი და ჩამოყალიბდა მათი შექმნის ახალი წესი, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის ძირითად დებულებებში ჩამოყალიბებული ფრაქციის შექმნის ახალი პრინციპის შესაბამისად ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არ ექნებათ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. ფრაქციის შექმნის უფლება კი კონსტიტუციური ჩანაწერის შესაბამისად ექნება არანაკლებ 7 პარლამენტის წევრს. შესაბამისად, ფრაქცია იქნება უალტერნატივო პლატფორმა პოლიტიკური ჯგუფების მიზნების ეფექტიანი რეალიზაციისათვის, აგრეთვე შესაძლებელი გახდება მკაფიო კავშირის იდენტიფიცირება/პარალელების გავლება პარტიებსა და ფრაქციებს შორის. დაზუსტდა ჩანაწერი, რომელიც ეხება ფრაქციის გაუქმების საკითხს; - - ახლებურად განისაზღვრა საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის არსი და მათი სიების რეგისტრაციის წესი. დაუშვებელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიაში რომელიმე ფრაქციის წევრთა ნაწილის შეყვანა. რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას, პარლამენტის ყველა წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული საპარლამენტო უმრავლესობაში, მიკუთვნებულია საპარლამენტო ოპოზიციას; შეიცვალა გრადაცია, რომელიც უკავშირდება, ერთი მხრივ, საპარლამენტო თანამდებობებს, მეორე მხრივ, გარკვეული თანამდებობებისთვის დადგენილ გასამრჯელოს. ფრაქციათა გაზრდილი როლის გათვალისწინებით, ფრაქციის თავმჯდომარის გასამრჯელო გაუთანაბრდა კომიტეტის თავმჯდომარის გასამრჯელოს. აგრეთვე, საპარლამენტო თანამდებობებს დაემატა ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები, რომელთა გასამრჯელო გაუთანაბრდა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გასამრჯელოებს. 9 - - - - - განხორციელდა ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების განწესების პრინციპის რეგლამენტირება - ფრაქციის თავმჯდომარეს ფრაქციის ყოველ 15 წევრზე შეიძლება ჰყავდეს არაუმეტეს ერთი მოადგილისა. თუ ფრაქციის თავმჯდომარეს ერთზე მეტი მოადგილე ეყოლება, დასაშვებია ერთ-ერთ მათგანს პირველი მოადგილის სტატუსი მიენიჭოს; განხორციელდა საპარლამენტო თანამდებობების ჩამონათვალის კორექტირება, კერძოდ დააკლდა დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეთა თანამდებობები (ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარეობას, პარლამენტის გადაწყვეტილებით, შეითავსებს პარლამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე), შესაბამისად, გაუქმდა ამ სტატუსისთვის განსაზღვრული გასამრჯელო; შეიცვალა ფრაქციის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრის სტატუსის აღმნიშვნელი ტერმინი - ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნება უფრაქციო პარლამენტის წევრი. კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი, რომლითაც გათვალისწინებული იქნება კანონის ნორმების ნუმერაციის ცვლილება მათი სამართლებრივი შინაარსის ცვლილების გარეშე, დაექვემდებარება გამარტივებული წესით (ერთი მოსმენით) მიღებას; შეიცვალა პოლიტიკურ დებატებში (მათ შორის, ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში გასამართ დებატებში) გამომსვლელთათვის დროის განაწილების წესი. შინაარსობრივი მნიშვნელოვანი ცვლილებების გარდა განხორციელდა რიგი ტექნიკური ცვლილებები, მათ შორის დაზუსტდა: ინტერპელაციის პროცედურა, თუ ინტერპელაციის წესით ჩაბარებული შეკითხვების რაოდენობა ორზე მეტია; ნდობის ჯგუფისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს ფორმირების წესი; საპროკურორო საბჭოში, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრთა კანდიდატურების შესარჩევ კომისიაში წევრთა არჩევის წესი. დგინდება მინისტრის საათის შემთხვევაში პლენარული სხდომის გაგრძელების შესაძლებლობა საკითხის ამოწურვამდე. მოხდა ფორმულირების დაზუსტება კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის შედგენასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება კონსტიტუციური კანონპროექტის გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლას. შეიცვალა თემატური მოკვლევის ჯგუფისათვის დასკვნის მომზადების ვადა (3 თვე ნაცვლად 2 თვისა) და ამ ვადის გაგრძელების წესი (არაუმეტეს სამჯერ თითო თვით ნაცვლად არაუმეტეს ერთი თვისა). ტექნიკური ცვლილებები განხორციელდა აგრეთვე საკანონმდებლო პაკეტში შემავალ თანმდევ კანონპროექტებში: „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. საკანონდებლო პაკეტი მიღებულია პარლამენტის მიერ სამივე მოსმენით და X მოწვევის 10 პარლამენტი თავისი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა ახალი ცვლილებებით განსაზღვრული პროცედურებისა და რეგულაციების შესაბამისად. - საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს კანონის პროექტი „შრომის ინსპექციის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „პროფესიული კავშირების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს კანონების პროექტები „სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07- 3/448; 27.04.2020) საქართველოს პარლამენტის წევრების: დიმიტრი ცქიტიშვილის, სოფიო კილაძის, დავით მათიკაშვილის, თამარ ჩუგოშვილის, ირაკლი კობახიძის, რატი იონათამიშვილის და თამარ ხულორდავას საკანონმდებლო ინიციატივა. საკანონდებლო პაკეტი კომიტეტმა განიხილა 2020 წლის 17 ივნისის სხდომაზე, მხარი დაუჭირა საკანონდებლო ინიციატივას და სავალდებულო დასკვნა, გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და მოსაზრებების გათვალისწინების მიზნით. საკანონმდებლო ინიციატივა თავისი ხასიათით წარმოადგენდა შრომის კოდექსის მასშტაბურ ცვლილებას, ვინაიდან 2013 წლამდე მოქმედი შრომის კოდექსი (ეროვნულ დონეზე, ასევე საერთაშორისო შეფასებით) მიჩნეული იყო, როგორც დამსაქმებლის ინტერესსა და პრიორიტეტებზე მორგებული ნორმატიული დოკუმენტი, რომელსაც ჰქონდა არსებითი ხარვეზები საერთაშორისო შრომის სტანდარტებთან შეუსაბამობის კუთხით. 2013 წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებების მიუხედავად ჯერ კიდევ არსებობდა ხარვეზები, რომელთა გამოსწორება და დარეგულირება აუცილებელი იყო, როგორც თავად შრომითი ურთიერთობების მოწესრიგების, ადამიანის უფლებების დაცვის, აგრეთვე მთელი რიგი საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და 11 - - შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, მათ შორის მაღალი სტანდარტების თანამედროვე ეკონომიკური გარემოს ფორმირებისათვის. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობის, საკომიტეტო განხილვისა და დასკვნის მომზადების დროს განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მისი გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროში შემავალ საქართველოს კანონის პროექტებზე: „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“. ინიციატორის მიერ გათვალისწინებული იქნა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის შენიშვნა, რომელიც შეეხებოდა: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კანონის 55-ე მუხლის მე-3 პუნქტის (სადაც განსაზღვრულია სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების ის საფუძვლები, როდესაც მოხელეს არ უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი) ახალი რედაქციით ჩამოყალიბებას და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველის დამატებას. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, მიზანშეწონილად მიიჩნია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-3 პუნქტის ბოლო წინადადების (რომელიც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატა 2020 წლის 18 თებერვლის ცვლილებით) დამატებას, რომლის თანახმადაც ამ მუხლის მე2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხელის დაკავების, მისი ადმინისტრაციული პატიმრობის ან მისთვის ისეთი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხავს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას, აგრეთვე საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, მოხელის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე) მოხელისთვის თანამდებობრივი სარგოს და საკლასო დანამატის შენარჩუნების საკითხს წყვეტს შესაბამისი საჯარო დაწესებულება; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კანონის 64ე მუხლისათვის მე-7 პუნქტის დამატებას, რომლის თანახმად კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძური მოხელის სამუშაო პირობების შემსუბუქება ან მისი მსუბუქ სამუშაოზე გადაყვანა შეუძლებელია, სამედიცინო დასკვნაში მითითებული ვადის, აგრეთვე ორსულობის, ახალნამშობიარობის და მეძუძურობის ფაქტის გათვალისწინებით, მოხელე დროებით თავისუფლდება სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისაგან, 12 - - - თანამდებობრივი სარგოს და საკლასო დანამატის შენარჩუნების გარეშე, ამ კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტისა და 55-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მნიშვნელოვნად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მკაფიოდ უნდა განისაზღვრებოდეს დროის ის მონაკვეთი, როდესაც სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისგან თავისუფლდება ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძური მოხელე, რადგან, ერთი მხრივ საუბარია სამედიცინო დასკვნაში მითითებულ ვადაზე, ხოლო მეორე მხრივ აღნიშნულია, რომ გათვალისწინებულ უნდა იქნეს ორსულობის, ახალნამშობიარობის და მეძუძურობის ფაქტი, აგრეთვე მიზანშეწონილი იყო მოცემული რეგულაციის იმგვარად ჩამოყალიბება, რომ მკაფიო ყოფილიყო სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისაგან გათავისუფლების ვადის განსაზღვრის წესი; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კანონის 77ე მუხლის მე-4 პუნქტის ცვლილებას და პირველი მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, კანონის მე-80 მუხლის მე-3 პუნქტის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებას, რომლის თანახმად საჯარო მოხელეზე და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე გავრცელდებოდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მე-9 მუხლი, 31-ე მუხლის მე-4, მე-5 პუნქტები, 49-ე მუხლი, 55-57-ე მუხლები, 61-69-ე მუხლები, 75-78-ე მუხლები და მე-80 მუხლი. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მნიშვნელოვნად მიიჩნია, მკაფიოდ განსაზღვრულიყო სამართლებრივი თვალსაზრისით რამდენად არის შესაძლებელი თითოეული ზემოაღნიშნული რეგულაციის საჯარო მოხელეზე და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე გავრცელება. აგრეთვე გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დარეგულირებული საკითხები, აგრეთვე საჯარო მოხელისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სტატუსი და სამართლებრივი მდგომარეობა, მათი საქმიანობის სპეციფიკა და საჯარო სამსახურში დანიშვნის და მიღების თავისებურებები. ინიციატორის მიერ გათვალისწინებული იქნა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის შენიშვნა, რომელიც შეეხებოდა: „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ცვლილებას, კერძოდ მთავარ შრომის ინსპექტორთან არსებული საკონსულტაციო ორგანოს - მრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტების წესს, განსაკუთრებით, მრჩეველთა საბჭოში საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 1 წევრის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 1 წევრის საქართველოს პარლამენტის მიერ ნომინირების პროცედურების როგორც კანონში, ასევე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განსაზღვრის საჭიროებას. საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის N29/3 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან 13 - ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დებულების პროექტი კომიტეტმა ცვლილებები დებულებაში განიხილა 2020 წლის 17 სექტემბერის, 21 და 23 დეკემბრის სხდომებზე და წარუდგინა საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად. ცვლილებები დამტკიცებულია საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2020 წლის 23 დეკემბრის N5/2 გადაწყვეტილებით და ასახულია საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის N29/3 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში. საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, ნაცვლად 73 მაჟორიტარული ოლქისა განსაზღვრული იქნა 30 მაჟორიტარული ოლქი, შესაბამისად საჭირო გახდა ცვლილებების განხორციელება საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის N29/3 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში. განისაზღვრა კონკრეტულად მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ყოველთვიური დაფინანსების ოდენობა ყველა მაჟორიტარულ (30) ოლქში და დაერთო დებულებას დანართის სახით, შესაბამისად დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „2. თითოეული ბიუროს ყოველთვიური დაფინანსება განისაზღვრება ამ დებულების დანართის შესაბამისად. ცვლილება შეეხო აგრეთვე მე-2 მუხლის მე-7 პუნქტს და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: 7. ბიუროს მუშაობის რგანიზებასა და საქმიანობას უზრუნველყოფენ ბიუროს თანამშრომლები, რომლებსაც მაჟორიტარი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე ნიშნავს და ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი მაჟორიტარი პარლამენტის წევრის წარდგინებით. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული ბიუროს თანამშრომლის თანამდებობრივი სარგო, მისი ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, არ უნდა აღემატებოდეს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისათვის დადგენილი სახელფასო კოეფიციენტის მე-10 კატეგორიის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს (4000 ლარს) და არ უნდა იყოს 450 ლარზე ნაკლები. ამასთანავე, თითოეული თანამდებობრივი სარგო შეესაბამება დებულებაში წარმოდგენილი ცხრილით გათვალისწინებულ კოეფიციენტებს.  საკონტროლო კომიტეტის საქმიანობის მიმართულებით განხორციელებული ძირითადი და სპეციფიკიდან გამომდინარე აქტივობებიდან ხაზი უნდა გავუსვათ 14 - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ აღსრულების კონტროლს, რომელსაც კომიტეტი საანგარიშო პერიოდში სისტემატურად ახორციელებდა. ამ მიზნით კომიტეტი შეისწავლიდა და აფასებდა განხორციელებული საპარლამენტო პროცედურების პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის მდგომარეობას, საკანონმდებლო აქტის ეფექტიანობას და შესაბამისი ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში განიხილავდა მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებებს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი აფასებდა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ აღსრულების მდგომარეობას, აანალიზებდა გამოვლენილ ხარვეზებს და ახდენდა მათზე სათანადო რეაგირებას, იღებდა ზომებს მისი შესრულების უზრუნველსაყოფად. კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომიტეტის დებულების შესაბამისად ახორციელებდა ცალკეული კანონებისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების კონტროლს, რისთვისაც აქტიურად თანამშრომლობდა საპარლამენტო კომიტეტებთან, უგზავნიდა მათ სათანადო შეხსენებებს მათი კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ დავალებათა თაობაზე. კომიტეტის მიერ მოპოვებული და კომიტეტებიდან მიღებული ინფორმაციების შესწავლის საფუძველზე მომზადდა და პარლამენტის ბიუროს გაეგზავნა ინფორმაციები საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ - კომიტეტებიდან მიღებულ ინფორმაციების გააანალიზების და აღრიცხვის შემდეგ კომიტეტი ამზადებდა და პარლამენტის ვებგვერდზე ყოველი თვის დასაწყისში განათავსებდა ინფორმაციას, რითაც პარლამენტის კომიტეტებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებს შესაძლებლობა ეძლეოდათ მიეღოთ ინფორმაცია, როგორც მიმდინარე, ასევე მომდევნო თვეში შესასრულებელი და შესრულებული დავალებების შესახებ; - კომიტეტი რეგულარულად ახორციელებდა საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულების კონტროლს. კომიტეტის მიერ მოპოვებული, კომიტეტებიდან და დეპარტამენტებიდან მიღებული ინფორმაციების შესწავლის საფუძველზე მომზადდა და პარლამენტის ბიუროს გაეგზავნა ინფორმაციები საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე. - 2020 წლის განმავლობაში კონტროლი ხორციელდებოდა საქართველოს 135 კანონით განსაზღვრულ 306 დავალებაზე, რომელთა ნაწილი საანგარიშო პერიოდში უნდა შესრულებულიყო, ნაწილი კი წინა პერიოდში. კონტროლი ხორციელდებოდა ასევე საქართველოს პარლამენტის 2 დადგენილებით განსაზღვრული დავალებების შესრულებაზე. აღნიშნული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ჩვენს მიერ მოპოვებული და კომიტეტებიდან მიღებული ინფორმაციების შესწავლის საფუძველზე მომზადდა და პარლამენტის ბიუროს გაეგზავნა ინფორმაციები 15 საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ 2020 წლის 16 ივნისისა და 2020 წლის 11 დეკემბრის მდგომარეობით. - 2020 წლის განმავლობაში კონტროლი ხორციელდებოდა საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ 58 დავალებაზე, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებულია. კომიტეტის მიერ მოპოვებული, კომიტეტებიდან და დეპარტამენტებიდან მიღებული ინფორმაციების შესწავლის საფუძველზე მომზადდა და პარლამენტის ბიუროს გაეგზავნა ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე 2020 წლის 1 იანვრიდან - 2020 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში. ინფორმაცია განხილულია და ცნობად არის მიღებული საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ.  განსაკუთრებულად შესაძლოა გამოიყოს აგრეთვე ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელებაში კომიტეტის ჩართულობა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საანგარიშო პერიოდში აქტიურად იყო ჩართული ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულება N3-ის (პარლამენტის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის გაძლიერება ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით) N2 და N12 აქტივობების (კანონპროექტის შემუშავებისთვის სპეციალური ელექტრონული ფორმის განსაზღვრა და პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნება, განმარტებითი ბარათის შედგენის შესახებ სახელმძღვანელოსა და ვიდეო-ინსტრუქციის შემუშავება და პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნება) განხორციელების პროცესში. სამუშაო ჯგუფის (ხელმძღვანელი-გიორგი კახიანი) მიერ მიმდინარეობდა მუშაობა განმარტებითი ბარათის შედგენის შესახებ სახელმძღვანელოს მომზადების მიზნით. საანგარიშო პერიოდში სახელმძღვანელოს დაემატა ფინანსური ნაწილი. თუმცა ბოლო პერიოდში „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად დღის წესრიგში დადგა სახელმძღვანელოსათვის ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასებასთან დაკავშირებული საკითხის დამატების აუცილებლობა, რაზედაც მიმდინარეობს მუშაობა. 16 4. კომიტეტის წლიური სამოქმედო გეგმა - - -  4.1. საკანონმდებლო საქმიანობა კომიტეტის სამოქმედო გეგმის საკანონმდებლო საქმიანობის ნაწილით განსაზღვრული იყო შემდეგი ვალდებულებები: კომიტეტში შემოსული საკანონმდებლო აქტებისა და პარლამენტის დადგენილებების პროექტების, საკანონმდებლო წინადადებების განხილვა (რეგულარულად) პარლამენტის რეგლამენტში შესატანი აუცილებელი ცვლილებების შესახებ წინადადებების მომზადება და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება (რეგულარულად) საქართველოს სხვადასხვა კანონში პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიღებით გამოწვეული ცვლილებების განხორციელების მიზნით, საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება. კომიტეტის დებულებაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება (საგაზაფხულო /საშემოდგომო სესია) საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის, თანდართული მასალებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის განხილვა (საგაზაფხულო /საშემოდგომო სესია) საკანონმდებლო საქმიანობის გეგმის მიხედვით წამყვანი კომიტეტის სტატუსით კომიტეტმა იმუშავა შემდეგ კანონპროექტებზე: „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი (07-3/404; 09.10.2019). საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი კახიანის და გურამ მაჭარაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა. საკანონდებლო ინიციატივა განხილულია კომიტეტის მიერ სამივე მოსმენით, წარდგენილია შესაბამისი დასკვნები და, მიღებულია პარლამენტის მიერ სამივე მოსმენით. საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 4462-IIს, 04/04/2019. „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მიღება განაპირობა საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების საკანონმდებლო დონეზე რეგულირების აუცილებლობამ, მათ შორის, საბჭოს უფლებამოსილებების განსაზღვრის საჭიროებამ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 221-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად განისაზღვრა, რომ, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილებები და ძირითადი ფუნქციები განისაზღვრება „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. შესაბამისად, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ასახვა განხორციელდა „სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში. კანონპროექტის თანახმად „სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის 17 შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატა ახალი IV1 თავი, სადაც განსაზღვრულია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სტატუსი, მითითებულია საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები, აგრეთვე ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს უფლებამოსილებებს და კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების დეტალური ჩამონათვალი. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის თანახმად, „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებების შესაბამისად შეიიცვალა პარლამენტის რეგლამენტის 221-ე მუხლის პირველი პუნქტი და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს შექმნის მიზანს დაემატა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება;  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/444; 11.03.2020). საქართველოს პარლამენტის წევრების ანრი ოხანაშვილის, გიორგი კახიანის და გურამ მაჭარაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი განხილულია კომიტეტის მიერ სამივე მოსმენით, წარდგენილია შესაბამისი დასკვნები და მიღებულია პარლამენტის მიერ სამივე მოსმენით. საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 5859-IIს, 19/03/2020. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღება განაპირობა, იმ გარემოებამ, რომ საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო აქტებით არ იყო პირდაპირ მოწესრიგებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატის ასარჩევად წარდგენის პროცედურა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის ჩართულობა იყო განსაკუთრებით საგულისხმო და მნიშვნელოვანი, რადგან სისხლის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების 36-ე მუხლის თანახმად, აღნიშნულ სასამართლოში ასარჩევად წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევა და წარდგენა სახელმწიფომ უნდა განახორციელოს ამ სახელმწიფოში უმაღლეს სასამართლო თანამდებობაზე პირის წარდგენისთვის დადგენილი პროცედურის შესაბამისად. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებით დადგინდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატის ასარჩევად წარდგენის შესახებ პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა, რაც უზრუნველყოფს საქართველოს შიდა სამართლებრივი სტანდარტის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების მოთხოვნებთან შესაბამისობას, შესაბამისად საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს დაემატა 2081 მუხლი: „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატის ასარჩევად წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.“  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/445; 11.03.2020) 18 საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის, რატი იონათამიშვილის, ანრი ოხანაშვილის, კახაბერ კუჭავას, გიორგი კახიანის, გურამ მაჭარაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი განხილულია კომიტეტის მიერ 2020 წლის 17 მარტის სხდომაზე პირველი მოსმენით და წარდგენილია შესაბამისი დასკვნა. რეგლამენტის პროექტი კომიტეტის მიერ მეორე და მესამე მოსმენით არ განხილულა. მეო პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე რეგლამენტის პროექტი პირველი მოსმენით განიხილა 2020 წლის 18 მარტს და კენჭისყრა რეგლამენტის პროექტზე არ შემდგარა რეგლამენტის პროექტი მიზნად ისახავდა იმ აუცილებელი ცვლილების მიღებას, რომელიც შესაძლებელს გახდიდა, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით პარლამენტის მუშაობის დისტანციურად წარმართვას. რეგლამენტის პროექტით შემოთავაზებული ცვლილების თანახმად რეგლამენტში გაჩნდებოდა შესაბამისი ჩანაწერი, რომელიც უზრუნველყოფდა საჭიროების შემთხვევაში პარლამენტის საქმიანობის დისტანციურად წარმართვას, სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით. რეგლამენტის პროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-2 მუხლს ემატებოდა 21 პუნქტი, რომლის თანახმად შესაძლებელი იქნებოდა ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საქართველოს პარლამენტის საქმიანობის დისტანციურად წარმართვა.  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/456; 25.05.2020) საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, გიორგი კახიანის, მამუკა მდინარაძის, გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა თავისი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში, საპარლამენტო საქმიანობის დროს გამოვლენილი ხარვეზების საფუძველზე შეიმუშავა წინადადებები, რომლებიც აისახა, როგორც რეგლამენტის ახალ პროექტში, აგრეთვე იმ დასკვნებში, რომელიც მომზადდა კომიტეტის მიერ რეგლამენტის პროექტის სამი მოსმენით განხილვის დროს და გათვალისწინებული იქნა ინიციატორის მიერ. საკანონდებლო პაკეტი მიღებულია პარლამენტის მიერ სამივე მოსმენით და X მოწვევის პარლამენტი თავისი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა ახლი რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურებისა და რეგულაციების შესაბამისად. 19 შენიშვნა: რეგლამენტის პროექტით განხორციელებული ყველა ძირითადი ცვლილება დეტალურად მოცემულია წარმოდგენილი ანგარიშის მე-3 თავში „3. განმავლობაში მიღწეული წარმატებების მოკლე აღწერა“   საანგარიშო პერიოდის სავალდებულო დასკვნების მოსამზადებლად კომიტეტი მუშაობდა შემდეგი საკანონმდებლო აქტების პროექტებზე: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონების პროექტები (07-3/438; 26.02.2020) საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას, გიორგი კოპაძის, კობა ლურსმანაშვილის, გოჩა ენუქიძის, ერეკლე ტრიპოლსკის, პაატა მხეიძისა და არჩილ ხაბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივა საკანონმდებლო ინიციატივის მიზანს წარმოადგენდა კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსთან“, ტერმინოლოგიური და შინაარსობრივი ხარვეზების აღმოფხვრა, სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების სრულად გამიჯვნა. კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტი განიხილა 2020 წლის 16 მარტის სხდომაზე, მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას და სავალდებულო დასკვნა (2-4430/20 16-032020) გაუგზავნა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს. საკანონმდებლო პაკეტი (07-3/438; 26.02.2020) მიღებულია პარლამენტის მიერ საქართველო პარლამენტის დადგენილებები - 7024-რს 15/07/2020; 7025-რს 15/07/2020; 7026-რს 15/07/2020; 7027-რს 15/07/2020; 7028-რს; 15/07/2020; საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/433; 12.02.2020) საქართველოს პარლამენტის წევრის რატი იონათამაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა. რეგლამენტის პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისობის უზრუნველყოფას საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტთან „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“. რეგლამენტის პროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს დაემატება 1751 მუხლი, რომელმაც, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისად, დაადგინა საქართველოს მთავრობის ვალდებულება წელიწადში ერთხელ პარლამენტს წარუდგინოს ანგარიში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის 20 ღონისძიებების შესრულების თაობაზე. იმავდროულად, რეგლამენტის პროექტის თანახმად განისაზღვრა მთავრობის ანგარიშის საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცედურები. კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტი განიხილა 2020 წლის 5 ივნისის კომიტეტის სხდომაზე, მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას და სავალდებულო დასკვნა (25986/20 05-06-2020) გაუგზავნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს. საკანონმდებლო პაკეტი (07-3/433; 12.02.2020) მიღებულია პარლამენტის მიერ. საქართველო პარლამენტის დადგენილება - 7083-IIს 03/09/2020.  „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტები და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/373; 19.06.2019) საქართველოს პარლამენტის წევრის რომან კაკულიას საკანონმდებლო ინიციატივა საკანონმდებლო ინიციატივის მიზანს წარმოადგენდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული არაერთი სისტემური და პროცედურული ხარვეზების აღმოფხვრა, რაც კონკურენციის სააგენტოს ხელს უშლიდა საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში, შესაბამისად, კონკურენციის სააგენტოს სამართლებრივი, ეკონომიკური და ტექნიკური შესაძლებლობების ეფექტიანობის გაზრდა და გააძლიერება, რაც უზრუნველყოფდა სააგენტოს მიერ კონკურენციის პოლიტიკის სათანადოდ აღსრულებას. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად: კანონის მიზნებში დაკონკრეტდა თუ რა ქმედებები იგულისხმება კონკურენციის არამართლზომიერ შეზღუდვაში; შეიცვალა ეკონომიკური აგენტის და სახელმწიფო დახმარების ცნება; კანონპროექტის თანახმად განხორციელდა კონცენტრაციების მარეგულირებელი ნორმების ძირეული რეფორმა, შეიცვალა სახელმწიფო დახმარების მარეგულირებელი ნორმები; დაიხვეწება ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობის მარეგულირებელი ნორმები; შემოთავაზებული კანონპროექტით, სააგენტოს მართვის ორგანოდ განისაზღვრა საბჭო, რომელიც შედგება 5 წლის ვადით არჩეული 5 წევრისგან. შეიცვალა კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილებები; განხორციელდა განმცხადებლის 21 ინსტიტუტის მოდიფიკაცია და სააგენტო მოკვლევის დაწყებას განახორციელებს მხოლოდ საჩივრის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით; დაწესდა ჯარიმა კანონით წინასწარ წერილობით შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის სააგენტოსთვის გვერდის ავლით განხორციელებისათვის, ასევე, წესდება სანქცია სააგენტოს უარყოფითი დასკვნის მიღებისას, კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაზეც. საკანონმდებლო პაკეტში წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის თანახმად დადგინდა სპეციალური წესი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს პარლამენტმა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭო წევრების არჩევის, ასევე საქართველოს კონკურენციის სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების დროს. კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტი განიხილა 2020 წლის 17 ივნისის კომიტეტის სხდომაზე, მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს გაუგზავნა სავალდებულო დასკვნა (2-6487/20 17-06-2020), სადაც ასახული იქნა საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები. საკანონმდებლო პაკეტი (07-3/373; 19.06.2019) მიღებულია პარლამენტის მიერ. საქართველო პარლამენტის დადგენილებები: 7126-Iს 16/09/2020; 7127-Iს 16/09/2020; 7128Iს 16/09/2020; 7129-Iს 16/09/2020; 7130-Iს 16/09/2020; 7131-Iს 16/09/2020; 7132-Iს 16/09/2020; 7133-Iს 16/09/2020; 7134-Iს 16/09/2020; 7135-Iს 16/09/2020; 7136-Iს 16/09/2020;  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/452; 21.02.2020) საქართველოს კანონის პროექტები საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავება განაპირობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობამ, რომლის თანახმადაც „ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის განმავლობაში უნდა შექმნილიყო მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი (ხელშეკრულებაში მონაწილე ყველა მხარისა და ეკონომიკური ოპერატორისგან განცალკევებული) სახელმწიფო ორგანო, რომელსაც დაევალებოდა შემსყიდველი ორგანიზაციების გადაწყვეტილებების გადასინჯვა. აღნიშნული ორგანოს გადაწყვეტილებები ასევე უნდა დაქვემდებარებულიყო სასამართლო წესით გადასინჯვას. ცვლილებების თანახმად, ჩამოყალიბდა ინსტიტუციურად დამოუკიდებელი ორგანო, დავების განმხილველი საბჭო (5 წევრიანი), მოხდა საბჭოს (მათ შორის, მისი აპარატის) 22 სრულად გამიჯვნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან. საბჭოს წევრების შერჩევა განხორციელდება საჯარო კონკურსის საფუძველზე. კანონპროექტით განისაზღვრა საბჭოს წევრთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და დამოუკიდებლობის გარანტიები, უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები; გაიზარდა გასაჩივრების ვადები. საკანონდებლო პაკეტში შემავალი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის მიღებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში იქნა მოყვანილი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან. ამასთან, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრის საბჭოში საქმიანობა, როგორც სპეციალური კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილ დამოუკიდებელ ორგანოში საქმიანობა, განისაზღვრება სახელმწიფო სამსახურად. ამავდროულად, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრზე არ გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის მიღებით „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში იქნა მოყვანილი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან. ამასთან „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა ჩამონათვალს ემატება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრი. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის მიღებით „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში იქნა მოყვანილი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან. ამასთან, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრზე არ გავრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტი განიხილა 2020 წლის 17 ივნისის კომიტეტის სხდომაზე, მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს გაუგზავნა სავალდებულო დასკვნა (2-6487/20 17-06-2020), სადაც ასახული იქნა საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები. საკანონმდებლო პაკეტი (07-3/373; 19.06.2019) მიღებულია პარლამენტის მიერ. საქართველო პარლამენტის დადგენილებები: 6730-რს 02/07/2020; 6731-რს 02/07/2020 ; 6732-რს 02/07/2020; 6733-რს 02/07/2020.  საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს კანონის 23 პროექტი „შრომის ინსპექციის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „პროფესიული კავშირების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კანონების პროექტების: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს კანონების პროექტები „სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07- 3/448; 27.04.2020) საქართველოს პარლამენტის წევრების: დიმიტრი ცქიტიშვილის, სოფიო კილაძის, დავით მათიკაშვილის, თამარ ჩუგოშვილის, ირაკლი კობახიძის, რატი იონათამიშვილის და თამარ ხულორდავას საკანონმდებლო ინიციატივა საკანონმდებლო ინიციატივა თავისი ხასიათით წარმოადგენდა შრომის კოდექსის მასშტაბურ ცვლილებას, ვინაიდან 2013 წლამდე მოქმედი შრომის კოდექსი (ეროვნულ დონეზე, ასევე საერთაშორისო შეფასებით) მიჩნეული იყო, როგორც დამსაქმებლის ინტერესსა და პრიორიტეტებზე მორგებული ნორმატიული დოკუმენტი, რომელსაც ჰქონდა არსებითი ხარვეზები საერთაშორისო შრომის სტანდარტებთან შეუსაბამობის კუთხით. 2013 წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებების მიუხედავად ჯერ კიდევ არსებობდა ხარვეზები, რომელთა გამოსწორება და დარეგულირება აუცილებელი იყო, როგორც თავად შრომითი ურთიერთობების მოწესრიგების, ადამიანის უფლებების დაცვის, აგრეთვე მთელი რიგი საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, მათ შორის მაღალი სტანდარტების თანამედროვე ეკონომიკური გარემოს ფორმირებისათვის. საკანონდებლო პაკეტი კომიტეტმა განიხილა 2020 წლის 17 ივნისის სხდომაზე, მხარი დაუჭირა საკანონდებლო ინიციატივას და სავალდებულო დასკვნა, გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და მოსაზრებების გათვალისწინების მიზნით. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობის, საკომიტეტო განხილვისა და დასკვნის მომზადების დროს განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მისი გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროში შემავალ საქართველოს 24 კანონის პროექტებზე: „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“. შენიშვნა: კომიტეტის დასკვნაში ჩამოყალიბებული ყველა ძირითადი აქცენტი დეტალურად მოცემულია წარმოდგენილი ანგარიშის მე-3 თავში „3. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღწეული წარმატებების მოკლე აღწერა“ საკანონმდებლო პაკეტი (07- 3/448; 27.04.2020) მიღებულია პარლამენტის მიერ. საქართველო პარლამენტის დადგენილებები: 7177-Iს 29/09/2020; 7178-Iს 29/09/2020; 7179Iს 29/09/2020; 7180-Iს 29/09/2020; 7181-Iს 29/09/2020; 7182-Iს 29/09/2020; 7183-Iს 29/09/2020; 7184-Iს 29/09/2020; 7185-Iს 29/09/2020; 7186-Iს 29/09/2020; 7187-Iს 29/09/2020; 7188-Iს 29/09/2020; 7189-Iს 29/09/2020;  საქართველოს კანონების პროექტები: „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/467; 10.06.2020); საქართველოს პარლამენტის წევრების: სოფიო კილაძის, ირაკლი კობახიძის, შალვა კიკნაველიძის, მერაბ ქვარაიას, რატი იონათამიშვილის, დიმიტრი ცქიტიშვილის, ილია ნაკაშიძის, დიმიტრი მხეიძის, დავით მათიკაშვილის, ანრი ოხანაშვილის, პაატა მხეიძის, გია ბენაშვილის, ცოტნე ზურაბიანის, გოგი მეშველიანის, ენძელა მაჭავარიანის, სვეტლანა კუდბას, ფატი ხალვაშისა და დიმიტრი ხუნდაძის საკანონმდებლო ინიციატივა საკანონმდებლო ინიციატივის მიზანს წარმოადგენდა დასაქმების ხელშეწყობის აქტიური და სისტემური პოლიტიკის წარმოება, დასაქმების ხელშემწყობი სისტემის შექმნა, უმუშევარ პირთა მოტივაციის ამაღლება, პროფესიული კვალიფიკაციის გაუმჯობესებაგააქტიურება, დასაქმების სახელმწიფო სერვისების მიღება ერთი ფანჯრის პრინციპით. კანონპროექტის თანახმად განისაზღვრა დასაქმების ხელშეწყობის ერთიაინ პრინციპები: დასაქმების ხელშემწყობი საქმიანობის ინდივიდულიზაცია, საქმიანობის არჩევანის თავისუფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა, მიუკერძოებლობა, სამუშაოს მაძიებლის მოტივაცია, საჯარო - კერძო პარტნიორობა, დასაქმების ხელშეწყობის უფასო სახელმწიფო სერვისი, ერთი ფანჯრის პრინციპი. სამუშაოს მაძიებლისა და დამსაქმებლის უფლებები და ვალდებულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ, ერთი მხრივ, დამსაქმებელთა საჭიროებების გამოვლენას და მათზე რეაგირებას, ხოლო მეორე მხრივ სამუშაოს მაძიებელთა მოტივაციას და მათ დასაქმებას. კანონპროქტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ისარგებლებენ შრომის ბაზარზე უპირატესი 25 დაცვის უფლებით. დადგინდა დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე პასუხისმგებელი ინსტიტუტები და დასაქმების ხელშეწყობის განმახორციელებელ სისტემა, რომელის მიხედვითაც, დასაქმების ხელშემწყობი ღონისძიებების შესრულება ხდება საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის საფუძველზე. მთავარ სტუქტურად განისაზღვრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს,(სსიპი) რომელიც კანონით ანგარიშვალდებული იქნება აღნიშნული სამინისტროს წინაშე. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად გათვალისწინებული იქნა აგრეთვე საპარლამენტო ზედამხედველობის კონკრეტული მექანიზმის შემოტანა და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება პარლამენტის რეგლამენტში. კონკრეტულად საქართველოს მთავრობას უჩნდება ვალდებულება, რომ საქართველოს პარლამენტს ყოველწლიურად წარუდგინოს ანგარიში დასაქმების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ და სახელმწიფოს სამომავლო ხედვა ამ მიმართულებით ერთი წლის ან/და გრძელვადიან პერსპექტივაში. კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტი განიხილა 2020 წლის 19 ივნისის კომიტეტის სხდომაზე, მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს გაუგზავნა სავალდებულო დასკვნა (26541/20 19-06-2020) სადაც ასახული იქნა საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები,გათვალისწინების მიზნით. საკანონმდებლო პაკეტი 07-3/46710.06.2020) მიღებულია პარლამენტის მიერ. საქართველო პარლამენტის დადგენილებები: 6819-რს 14/07/2020; 6820-რს 14/07/2020; 6821-რს 14/07/2020; 6822-რს 14/07/2020;  „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ორგანული კანონის პროექტები და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი (07-3/5 16.12.2020) საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, ირაკლი ქადაგიშვილის, გურამ მაჭარაშვილის, რატი იონათამიშვილის, დავით მათიკაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ორგანული კანონის პროექტი ეხება პოლიტიკური პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების საკითხს და ამ დაფინანსების მიზნობრიობას. ცვლილებების მიზანია უზრუნველყოს საბიუჯეტო თანხების სამართლიანი განკარგვა. 26 ცვლილებების თანახმად „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლს დაემატება მე-5 პუნქტი, რომლის შესაბამისად: „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას“. ამასთანავე, იმავე კანონის 39¹ მუხლს დაემატება მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად: „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წილის ან ბლოკის წესდებით დადგენილი ოდენობით მიიღებს საარჩევნო ბლოკში შემავალი მხოლოდ ის პარტია, რომელიც პარლამენტის წევრის მანდატს (მანდატებს) მიიღებს და ამ მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას“. „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტით წარმოდგენილი ცვლილება უკავშირდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის მიზანს და არსს. კერძოდ, თუ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის შესაბამისად პოლიტიკურ პარტიას შეუწყდება საბიუჯეტო დაფინანსება მიზანშეწონილია, რომ მან ამასთანავე არც ისეთი მნიშვნელოვანი რესურსი მიიღოს, როგორიც არის უფასო საეთერო დრო. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების მიზნის განხორციელებას; კერძოდ, ლოგიკურია, რომ თუ პარლამენტის წევრი თვის განმავლობაში ყველა პლენარულ სხდომას არასაპატიო მიზეზით აცდენს, მას ამ თვეში შრომის ანაზღაურებაც არ უნდა მიეცეს. ინიციატივის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლს ემატება შემდეგი სახის 151 პუნქტი: „პარლამენტის წევრს, რომელიც მორიგი სესიის კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გააცდენს ყველა პლენარულ სხდომას, ხელფასი სრულად დაუკავდება. პარლამენტის წევრს ხელფასი სრულად დაუკავდება საპარლამენტო არდადეგების პერიოდში, თუ მას არდადეგებამდე მორიგი სესიის ბოლო კალენდარულ თვეში ამ პუნქტით დადგენილი წესით სრულად დაუკავდა ხელფასი, გარდა იმ შემთხვევისა თუ იგი დაესწრება შესაბამისი რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომას.“ კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტი განიხილა 2020 წლის 21 დეკემბრის კომიტეტის სხდომაზე, მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გაუგზავნა სავალდებულო დასკვნა (2-492/20' 21-12-2020) სადაც ასახული იქნა 27 საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები, გათვალისწინების მიზნით. საკანონმდებლო პაკეტი (07-3/5 16.12.2020) მიღებულია პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით.  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის (07-2/1; 15.12.2020) საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 126¹ მუხლით (კერძოდ, ამ მუხლის პირველი პუნქტით) განსაზღვრული გარდამავალი პერიოდის 2020 წლის 31 დეკემბრიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელებას. საკანონმდებლო ცვლილება ემსახურება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელებისათვის სათანადო პირობების შექმნას და პრაქტიკაში მის უხარვეზო განხორციელებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო სამსახურის სისტემის ფარგლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გარდამავალი პერიოდის გაგრძელება 2021 წლის 31 დეკემბრამდე. კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა 2020 წლის 29 დეკემბრის კომიტეტის სხდომაზე, სადაც საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა კომიტეტს მიაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დასრულდა საჯარო სამართლის იურიდიული პირების კატეგორიზაცია და ფუნქციური ანალიზი, მომზადდა და საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე ატვირთულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც გადის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შეთანხმების პროცედურებს, რომელიც პანდემიის გამო გახანგრძლივდა, ვინაიდან ვერ ხერხდება პირისპირ შეხვედრების ორგანიზება, რაც საჭიროა გამოთქმული შენიშვნების გაანალიზებისა და განსხვავებული მოსაზრებების შეჯერებისათვის. იმ მიზნით, რომ კანონპროექტი ჩამოყალიბდეს საბოლოო, შეთანხმებული სახით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი წინაპირობაა კანონის ეფექტური მოქმედებისათვის, კომიტეტმა მხარი დაუჭირა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გარდამავალი პერიოდის გაგრძელებას 2021 წლის 31 დეკემბრამდე. კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გაუგზავნა სავალდებულო დასკვნა (2-984/20' 29-12-2020) საკანონმდებლო პაკეტი (07-2/1; 15.12.2020) მიღებულია პარლამენტის მიერ საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 48-IIრს-Xმპ 30/12/2020  საკანონმდებლო წინადადებების განხილვა საანგარიშო პერიოდში კომიტეტში საკანონმდებლო წინადადება წარმოდგენილი არ ყოფილა 28 4.2. საკონტროლო საქმიანობა:  ანგარიშვალდებული ორგანოების მიერ საქმიანობის კონტროლი და სპეციალური ანგარიშების მოსმენა - - კომიტეტი რეგულარულად ახორციელებდა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, 2020 წლის 22 დეკემბერს, კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის სამთავრობო პროგრამა 20212024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი. მოუსმინა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილ, სხდომაზე მოწვეულ, კომიტეტის საკურატორო სფეროში შემავალი სამინისტროების პირველ პირებს მინისტრობის კანდიდატებს (ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი; ვახტანგ გომელაური - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი; გოჩა ლორთქიფანიძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი; თეა ახვლედიანი - საქართველოს სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში). საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მხარი დაუჭირა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს და შესაბამისი დასკვნა წარუდგინა პარლამენტის ბიუროს. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2020 წლის 22 აპრილს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის დავით წიკლაურის საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის მიერ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ წერილობითი განცხადების საფუძველზე. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტისა და 187-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაადგინა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის დავით წიკლაურის მიერ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრების სახელზე 2020 წლის 26 მარტს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით წარდგენილი განცხადების ნამდვილობა, რაც ასევე დადასტურდა მის მიერ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის სახელზე 2020 წლის 20 აპრილს წარდგენილი წერილობითი განცხადებით. კომიტეტს მიზანშეწონილად მიიჩნია, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტისა და 187-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის დავით 29 წიკლაურის გათავისუფლება საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის თანამდებობიდან. დასკვნა - საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის დავით წიკლაურის საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე წარუდგინა საქართველოს პარლაენტის ბიუროს.  კომიტეტის მიერ მიღებული კანონპროექტების შესრულებაზე ზედამხვედველობა - - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი რეგულარულად აკონტროლებდა მისი გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროში პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობას, მათ შორის განსაკუთრებულად უნდა გამოვყოთ: „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი; კომიტეტი რეგულარულად შეისწავლიდა და აანალიზებდა აღნიშნული ნორმატიული აქტების ეფექტიანობას, მათი მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს, განიხილავს მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებებს, ნორმატიული აქტების სრულფასოვნად ამოქმედების ხელშემშლელ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებს და იღებდა ზომებს მათი შესრულების უზრუნველსაყოფად; კომიტეტი საანგარიშო პერიოდში სისტემატურად ახორციელებდა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ აღსრულების კონტროლს. ამ მიზნით კომიტეტი სისტემატურად აფასებდა და აანალიზებდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ეფექტიანობას, საპარლამენტო საქმიანობის დროს გამოვლენილ ხარვეზებს, საპარლამენტო პროცედურების, ნორმების რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას და მათი სრულფასოვანი მოქმედებისათვის ხელისშემშლელ როგორც სუბიექტურ, ისე ობიექტურ ფაქტორებს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა თავისი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში, საპარლამენტო საქმიანობის დროს გამოვლენილი ხარვეზების საფუძველზე შეიმუშავა წინადადებები, რომლებიც აისახა, როგორც რეგლამენტის ახალ პროექტში, აგრეთვე იმ დასკვნებში, რომელიც მომზადდა კომიტეტის მიერ რეგლამენტის პროექტის სამი მოსმენით განხილვის დროს და გათვალისწინებული იქნა ინიციატორის მიერ. საკანონმდებლო პაკეტი (07-3/456; 25.05.2020) მიღებულია პარლამენტის მიერ სამივე მოსმენით და X მოწვევის პარლამენტი თავისი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა ახალი ცვლილებებით განსაზღვრული პროცედურებისა და რეგულაციების შესაბამისად. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის მასშტაბური რეფორმის მიზნით, მოიცავდა კანონის გარდამავალი დებულებებით განსაზღვრულ მთელ რიგ დავალებებს, კერძოდ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში დადგინდა სხვადასხვა კანონქვემდებარე და საკანონმდებლო აქტის მიღების ვალდებულება. მათ შორის, გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული 30 პირების კატეგორიებად დაყოფის თაობაზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის პარლამენტისთვის წარდგენა, რომელიც უზრუნველყოფდა საჯარო მმართველობითი ფუნქციის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულებებისათვის ინსტიტუციური მოწყობის ერთიანი პრინციპების დამკვიდრებას; - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა არაერთ სამუშაო შეხვედრაზე საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად და შემდგომ კომიტეტის 2020 წლის 29 დეკემბრის სხდომაზე მიიღო ინფორმაცია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხზე და პრობლემებზე, კერძოდ: კომიტეტის სხდომაზე საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა კომიტეტს მიაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დასრულდა საჯარო სამართლის იურიდიული პირების კატეგორიზაცია და ფუნქციური ანალიზი, მომზადდა და საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე ატვირთულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც გადის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შეთანხმების პროცედურებს, რომელიც პანდემიის გამო გახანგრძლივდა, ვინაიდან ვერ ხერხდება პირისპირ შეხვედრების ორგანიზება, რაც საჭიროა გამოთქმული შენიშვნების გაანალიზებისა და განსხვავებული მოსაზრებების შეჯერებისათვის. იმ მიზნით, რომ კანონპროექტი ჩამოყალიბდეს საბოლოო, შეთანხმებული სახით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი წინაპირობაა კანონის ეფექტური მოქმედებისათვის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გარდამავალი პერიოდის გაგრძელებას 2021 წლის 31 დეკემბრამდე. - - - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიზანდასახულობის შესაბამისად საკონტროლო საქმიანობა მოიცავდა შემდეგი ვალდებულებებს: კომიტეტის გამგებლობისთვის მიკუთვნებულ სფეროში პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობის კონტროლი (რეგულარულად პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა შესრულების კონტროლი და შესაბამისი რეაგირება, (რეგულარულად); პარლამენტის ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შესწავლა და პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენა (კვარტალურად); პარლამენტის ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნების უზრუნველყოფა (ყოველთვიურად); პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულების კონტროლი (რეგულარულად); საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა. რეგლამენტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თანამდებობის პირების არჩევის, დანიშვნაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვა (საჭიროების შემთხვევაში}; 31 - - - - - - - - საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლი. საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი თანამდებობის პირების საკომიტეტო მოსმენა (საჭიროების შემთხვევაში}; პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული თანამდებობის პირების მიერ პარლამენტის რეგლამენტის დარღვევის საკითხის განხილვა და სათანადო რეაგირება (საჭიროების შემთხვევაში}; პარლამენტის წევრის სტატუსთან პარლამენტის წევრის თანამდებობრივი და სამეწარმეო საქმიანობის შეუთავსებლობის საკითხების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება (პერიოდულად/ საჭიროების შემთხვევაში); პარლამენტის წევრის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესახებ სათანადო ორგანოების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზი და აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება (პერიოდულად/ საჭიროების შემთხვევაში); კომიტეტის სხდომაზე ფრაქციის მიერ დანიშნული კომიტეტის წევრის, მისი დამნიშვნელი ფრაქციის მიერ, ფრაქციის სხვა წევრით დროებით შეცვლის უფლების გამოყენების შესახებ ინფორმაციის შესწავლა და რეგლამენტის მოთხოვნების დაცვის მიზნით სათანადო რეაგირება (რეგულარულად); კომიტეტის სხდომაზე ფრაქციის მიერ დანიშნული კომიტეტის წევრის, მისი დამნიშვნელი ფრაქციის მიერ, ფრაქციის სხვა წევრით დროებით შეცვლის უფლების გამოყენების საკითხის განხილვა და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სათანადო რეაგირება (ყოველი სესიის ბოლოს/ საჭიროების შემთხვევაში); იმ პარლამენტის წევრთა აღრიცხვა, რომლებიც არ არიან არცერთი კომიტეტის შემადგენლობაში და სათანადო რეაგირება საჭიროების შემთხვევაში; იმ პარლამენტის წევრთა სიის შედგენა, რომელთა მიმართაც გამოყენებული უნდა იქნეს პასუხისმგებლობის ზომა კომიტეტების და პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის, აგრეთვე პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციის გაუვლელობის გამო და სათანადო რეაგირება ხელფასის დაკავების მიზნით (ყოველთვიურად/არაუგვიანეს შემდგომი თვის 15 რიცხვისა); კომიტეტების სხდომების გამცდენ პარლამენტის წევრთა სიის შედგენა და პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნების უზრუნველყოფა (ყოველთვიურად); პარლამენტის პლენარული სხდომების გამცდენ პარლამენტის წევრთა სიის შედგენა და პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნების უზრუნველყოფა (ყოველი სესიის ბოლოს). საკონტროლო საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად: - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საანგარიშო პერიოდში სისტემატურად ახორციელებდა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ აღსრულების კონტროლს; - კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომიტეტის დებულების შესაბამისად ახორციელებდა ცალკეული კანონებისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების კონტროლს, რისთვისაც აქტიურად 32 თანამშრომლობდა საპარლამენტო კომიტეტებთან, უგზავნიდა მათ სათანადო შეხსენებებს მათი კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ დავალებათა თაობაზე. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N5717-IIს, 18.02.2020 საქართველოს კანონის მეორე მუხლის თნახმად ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში (24.03.2020-მდე) საქართველოს მთავრობას უნდა უზრუნველეყო სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. კანონიდან გამომდინარე, ცვლილება იყო შესატანი საქართველოს მთავრობის ორ დადგენილებაში. - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საპროცედურო კომიტეტმა გადააამოწმა ის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომლებიც მიღებულია საქართველოს მთავრობის მიერ, კერძოდ:  საქართველოს მთავრობის დადგენილება N182, 23.03.2020 ,,საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის N204 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“  საქართველოს მთავრობის დადგენილება N513 20.08.2020 „საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №201 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ . - კომიტეტებიდან მიღებულ ინფორმაციების გააანალიზების და აღრიცხვის შემდეგ კომიტეტი ამზადებდა და პარლამენტის ვებგვერდზე ყოველი თვის დასაწყისში განათავსებდა ინფორმაციას, რითაც პარლამენტის კომიტეტებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებს შესაძლებლობა ეძლეოდათ მიეღოთ ინფორმაცია, როგორც მიმდინარე, ასევე მომდევნო თვეში შესასრულებელი და შესრულებული დავალებების შესახებ; - კომიტეტი რეგულარულად ახორციელებდა საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულების კონტროლს. კომიტეტის მიერ მოპოვებული, კომიტეტებიდან და დეპარტამენტებიდან მიღებული ინფორმაციების შესწავლის საფუძველზე მომზადდა და პარლამენტის ბიუროს გაეგზავნა ინფორმაციები საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე. - 2020 წლის განმავლობაში კონტროლი ხორციელდებოდა საქართველოს 135 კანონით განსაზღვრულ 306 დავალებაზე, რომელთა ნაწილი საანგარიშო პერიოდში უნდა შესრულებულიყო, ნაწილი კი წინა პერიოდში. კონტროლი ხორციელდებოდა ასევე საქართველოს პარლამენტის 2 დადგენილებით განსაზღვრული დავალებების შესრულებაზე. აღნიშნული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ჩვენს მიერ მოპოვებული და კომიტეტებიდან მიღებული ინფორმაციების შესწავლის საფუძველზე მომზადდა და პარლამენტის ბიუროს გაეგზავნა ინფორმაციები საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი 33 დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ 2020 წლის 16 ივნისისა და 2020 წლის 11 დეკემბრის მდგომარეობით. - 2020 წლის განმავლობაში კონტროლი ხორციელდებოდა საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ 58 დავალებაზე, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებულია. კომიტეტის მიერ მოპოვებული, კომიტეტებიდან და დეპარტამენტებიდან მიღებული ინფორმაციების შესწავლის საფუძველზე მომზადდა და პარლამენტის ბიუროს გაეგზავნა ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე 2020 წლის 1 იანვრიდან - 2020 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში. ინფორმაცია განხილულია და ცნობად არის მიღებული საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ.  კომიტეტი საანგარიშო პერიოდში პერიოდულად სწავლობდა პარლამენტის წევრის სტატუსთან პარლამენტის წევრის თანამდებობრივი და სამეწარმეო საქმიანობის შეუთავსებლობის საკითხებს: - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2020 წლის 4 თებერვლის სხდომაზე (ოქმი N102) განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის კარლო კოპალიანისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, მის მიერ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის გამო. დადასტურდა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2020 წლის 21 იანვრის N05-04-11/67 ბრძანების საფუძველზე, კარლო კოპალიანი არჩეული იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერი) თანამდებობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის წევრის კარლო კოპალიანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2020 წლის 29 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი N6) განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი გახარიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, მის მიერ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის გამო. დადასტურდა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი გახარია საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 24 დეკემბრის №24/12/01 განკარგულებით დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, საქართველოს პარლამენტის წევრს გიორგი გახარიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეუწყვეტა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. 34  კომიტეტი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად პერიოდულად აანალიზებდა სათანადო ორგანოების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას პარლამენტის წევრის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესახებ;  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად -     - - კომიტეტი რეგულარულად სწავლობდა კომიტეტის სხდომაზე ფრაქციის მიერ დანიშნული კომიტეტის წევრის, მისი დამნიშვნელი ფრაქციის მიერ, ფრაქციის სხვა წევრით დროებით შეცვლის უფლების გამოყენების შესახებ ინფორმაციას და რეგლამენტის მოთხოვნების დაცვის მიზნით ახდენდა სათანადო რეაგირებას; საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად კომიტეტის სხდომაზე ფრაქციის მიერ დანიშნული კომიტეტის წევრის, მისი დამნიშვნელი ფრაქციის მიერ, ფრაქციის სხვა წევრით დროებით შეცვლის უფლების გამოყენების საკითხი გამოვლენილი დარღვევების გამო, კომიტეტის სხდომაზე არ განხილულა; საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული ნორმის (თუ პარლამენტის წევრი, გარდა რეგლამენტის 28-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობის პირისა, არ არის არცერთი კომიტეტის შემადგენლობაში, ითვლება, რომ იგი არ ახორციელებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას, და მას არ ეძლევა კანონით განსაზღვრული ხელფასი) შესაბამისად კომიტეტი რეგულარულად აღრიცხავდა იმ პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან არც ერთი კომიტეტის შემადგენლობაში და ახდენდა სათანადო რეაგირებას. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტი ყოველი კალენდარული თვის დასრულებიდან არაუგვიანეს შემდგომი თვის 15 რიცხვისა ადგენდა იმ პარლამენტის წევრთა სიას, რომელთა მიმართაც გამოყენებული უნდა იქნეს პასუხისმგებლობის ზომა კომიტეტების და პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის, აგრეთვე პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციის გაუვლელობის გამო და უგზავნიდა პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტს შესაბამისი თვის ხელფასიდან თანხის დასაკავებლად; საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტი ყოველთვიურად შეისწავლიდა პარლამენტის კომიტეტების მიერ მოწოდებული ინფორმაციებს, ადგენდა კომიტეტების სხდომების გამცდენ პარლამენტის წევრთა სიას და აქვეყნებდა პარლამენტის ვებგვერდზე, თითოეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობის და გაცდენის თარიღების მითითებით; საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლის მე-18 პუნქტის შესაბამისად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა: 2020 წლის იანვარში პარლამენტის ვებგვერდზე გამოაქვეყნა 2019 წლის საშემოდგომო სესიის (3 სექტემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით), საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომების (სულ გაიმართა 28 სხდომა) გამცდენ პარლამენტის წევრთა სია, თითოეული მათგანის მიერ არასაპატიო მიზეზით გაცდენილი სხდომების რაოდენობის და გაცდენის თარიღების მითითებით; ვებგვერდზე გამოქვეყნდა აგრეთვე 2020 წლის 17 იანვრის რიგგარეშე სესიის სხდომის გამცდენ პარლამენტის წევრთა სია. 35 - - - - 2020 წლის ივლისში პარლამენტის ვებგვერდზე გამოაქვეყნა 2020 წლის საგაზაფხულო სესიის (4 თებერვალი - 26 ივნისი), საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომების (სულ გაიმართა 26 სხდომა) გამცდენ პარლამენტის წევრთა სია, თითოეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობის და გაცდენის თარიღების მითითებით; ვებგვერდზე გამოქვეყნდა აგრეთვე 2020 წლის რიგგარეშე სესიის (29 ივნისიდან 17 ივლისის ჩათვლით) საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომების (სულ გაიმართა 8 სხდომა) გამცდენ პარლამენტის წევრთა სია. კომიტეტის სამოქმედო გეგმა გარდა საკანონმდებლო და საკონტროლო საქმიანობისა მოიცავდა: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული სხვა საქმიანობის შემდეგ ვალდებულებებს: პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხის შესწავლა და განხილვა (საჭიროების შემთხვევაში); ფრაქციის რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის მომზადება (საჭიროების შემთხვევაში); ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიღება და სათანადო რეაგირება (საჭიროების შემთხვევაში); კომიტეტებში, დროებით საგამოძიებო და სხვა დროებით კომისიებში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების, აგრეთვე მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებსა და ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა (საჭიროების შემთხვევაში); კომიტეტში წევრის წარდგენის სისწორის შემოწმება და შესაბამისი რეაგირება (რეგულარულად/საჭიროების შემთხვევაში); რეგლამენტით განსაზღვრულ შემთხვევებში, პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმება (საჭიროების შემთხვევაში); კომიტეტის მუშაობის 2020 წლის სამოქმედო გეგმის შედგენა და კომიტეტის სხდომაზე დამტკიცება (საგაზაფხულო სესია); კომიტეტის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის მომზადება და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარდგენა (საგაზაფხულო სესია); კომიტეტში შემოსული წერილებისა და განცხადებების განხილვა და სათანადო რეაგირება (რეგულარულად); ლობისტად რეგისტრაციის მიზნით წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული მასალების შესწავლა და განხილვა (საჭიროების შემთხვევაში); კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების შესახებ მასალების შესწავლა და რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტა (საჭიროების შემთხვევაში); ამომრჩეველთა ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმება (საჭიროების შემთხვევაში); მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს დებულების ან მასში ცვლილების შემუშავება და პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენა (საჭიროების შემთხვევაში); მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს მიერ 2019 წელს გაწეული ხარჯების შესახებ 36 ინფორმაციის მიღება და პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნება. რეგლამენტით განსაზღვრული სხვა საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად:  პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის, საკითხის შესწავლა და განხილვა: - საქართველოს პარლამენტის წევრის კარლო კოპალიანისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, მის მიერ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის გამო. დადასტურდა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2020 წლის 21 იანვრის N05-04-11/67 ბრძანების საფუძველზე, კარლო კოპალიანი არჩეული იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერი) თანამდებობაზე. კომიტეტმა საკითხი განიხილა 2020 წლის 4 თებერვლისი სხდომაზე და დასკვნა გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის ბიუროს. საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 50704-IIს, 05/02/2020; - საქართველოს პარლამენტის წევრის ოთარ ჩრდილელისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ წერილობითი განცხადების საფუძველზე კომიტეტმა განიხილა 2020 წლის 19 მარტის სხდომაზე და დასკვნა გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის ბიუროს. - - - საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 5856- IIს, 19/03/2020; საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი გახარიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, მის მიერ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის გამო. დადასტურდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 24 დეკემბრის N24/12/01 განკარგულებით, გიორგი გახარია დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ წერილობითი განცხადების საფუძველზე კომიტეტმა საკითხი განიხილა 2020 წლის 29 დეკემბრის სხდომაზე და დასკვნა გაუგზავნა საქართველოს პარლამენტის ბიუროს. საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 35-IIრს-Xმპ, 29/12/2020; საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის კარლო კოპალიანის ადგილმონაცვლის ვალერი გელაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი, კომიტეტმა განიხილა 2020 წლის 17 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე და დასკვნა გაეგზავნა პარლამენტის ბიუროს. საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 5714- IIს, 18 თებერვალი 2020 წელი; საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლის ზურაბ ხაჩიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი, კომიტეტმა განიხილა 2020 წლის 22 აპრილის კომიტეტის სხდომაზე და დასკვნა გაეგზავნა პარლამენტის ბიუროს. საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 5881-სს, 23 აპრილი 2020 წელი; 37  საანგარიშო პერიოდში კომიტეტი რეგულარულად შეისწავლიდა და ამოწმებდა კომიტეტში წევრის წარდგენის, ფრაქციის გადაწყვეტილებების სისწორეს. საჭიროების შემთხვევაში ფრაქციებს მიეთითებოდათ სხვადასხვა კომიტეტებიდან წევრების გამოყვანის, ან დასანიშნი წევრების თაობაზე. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხი საანგარიშო პეროდში კომიტეტის მიერ განხილული არ ყოფილა;  კომიტეტებში, დროებით საგამოძიებო და სხვა დროებით კომისიებში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების, აგრეთვე მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებსა და ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა კომიტეტმა განსაზღვრა: საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვრა: - 2020 წლის 20 იანვრის კომიტეტის სხდომაზე და დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2020 წლის 3 თებერვლის N324/9 გადაწყვეტილებით; საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვრა: - 2020 წლის 17 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე და დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2020 წლის 18 თებერვლის N327/9 გადაწყვეტილებით; - 2020 წლის 23 დეკემბრის სხდომაზე და დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2020 წლის 18 თებერვლის N327/9 გადაწყვეტილებით; საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოში და საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხი საანგარიშო პერიოდში დღის წესრიგში არ დამდგარა.  რეგლამენტით განსაზღვრულ შემთხვევებში, პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმება საჭიროების შემთხვევაში - კომიტეტმა 2020 წლის 16 მარტის კომიტეტის სხდომაზე (ოქმი N104) განიხილა საქართველოს პარლამენტის 85 წევრის მიერ წარმოდგენილი ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურების საკითხი: „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის თაობაზე შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ“ (07-3/443; 11.03.2020) საკითხი. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დადებითი დასკვნა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის ბიუროს  კომიტეტის 2020 წლის სამოქმედო გეგმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის შესაბამისად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა და დაამტკიცა 2020 წლის 20 იანვრის სხდომაზე. საპროცედურო საკითხთა და წესების 38 კომიტეტის გეგმის დამტკიცების თაობაზე ეცნობა საქართველოს პარლამენტის ბიუროს (2-910/20 20-01-2020) და გამოქვეყნდა პარლამენტის ვებ გვერდზე;  კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის შესაბამისად მოამზადა 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში და გაუგზავნა პარლამენტის ბიუროს (2-2779/20 14-02-2020) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად. პლენარულ სხდომაზე ანგარიში არ განხილულა. ანგარიში გამოქვეყნებულია პარლამენტის ვებ გვერდზე;  საანგარიშო პერიოდში კომიტეტში ლობისტად რეგისტრაციის მიზნით წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული მასალების შესწავლა და განხილვა არ განხორციელებულა;  კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების შესახებ მასალების შესწავლა და რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით 2020 წლის 22 სექტემბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა „სოციალური დახმარების შესახებ“, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“, „დასაქმების შესახებ“, „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონებში და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით შექმნილი მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (თემურ გოგსაძის, ბეჟან გუნავას, მარიამ მარგველანის, ეკა ბრეგვაძის, გიორგი შავრეშიანის შემადგენლობით) (N1-13083/20;16.09.2020) რეგისტრაციის საკითხი უარყოფითი დასკვნა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის ბიუროს;  მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს დებულების ან მასში ცვლილების შემუშავება და პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენა - კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 202-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის N29/3 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დებულების პროექტი 2020 წლის 17 სექტემბერის, 21 და 23 დეკემბრის სხდომებზე და წარუდგინა საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად. ცვლილებები დამტკიცებულია საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2020 წლის 23 დეკემბრის N5/2 გადაწყვეტილებით და ასახულია საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის N29/3 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში.  მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს მიერ 2019 წელს გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციის მიღება და პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნება 39 - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 202-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან. მაჟორიტარი პარლამენტის წევრი ვალდებულია პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს წელიწადში ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ. კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში უზრუნველყო შესაბამისი ინფორმაციების მოძიებაშესწავლა და პარლამენტის ვებ გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია 2019 წელს საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან მე-9 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ. 4.3. საზოგადოებასთან ურთიერთობა საანგარიშო პერიოდში კომიტეტის საქმიანობა წარიმართებოდა სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც კომიტეტის კომპეტენციის სფეროს მიეკუთვნებიან. საანგარიშო პერიოდში კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული უფლებამოსილების, საქმიანობის სპეციფიკის და კომპეტენციის ფარგლებში მოამზადა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწოდა ინფორმაციები რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვის მდგომარეობის, აგრეთვე კომიტეტის საკონტროლო საქმიანობის შესახებ 4.4. კომიტეტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევა საანგარიშო პერიოდში კომიტეტის მიერ თემატური მოკვლევა არ ჩატარებულა 5. მოქალაქეთა წერილები, მიმართვები, პეტიციები საანგარიშო პერიოდში კომიტეტში სულ შემოვიდა 591 კორესპონდენცია, მათ შორის საქართველოს მოქალაქეთა 45 განცხადება. აღნიშნული განცხადებები შეისწავლა კომიტეტმა და განხორციელდა შესაბამისი რეაგირება, მათგან 37 განცხადებაზე მომზადდა და გაიგზავნა პასუხები. 40 6. საერთაშორისო თანამშრომლობა  კომიტეტის მიერ საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო თანამშრომლობა მიმდინარეობდა შემდეგი ძირითადი მიმართულებით: მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა კომპეტენციის გათვალისწინებით ყველა იმ პროექტში, რომელსაც საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრთან და ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან ერთად ახორციელებდნენ საერთაშორისო (დონორი) ორგანიზაციები: საერთაშორისო (დონორი) ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტები მოიცავდა თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს - ტრენინგები, ფორუმები, სამუშაო შეხვედრები - კომიტეტის წევრებისა და აპარატის მუშაკთა მონაწილეობით, რომელთა უმეტესობა წარიმართებოდა ონლაინ პლატფორმების მეშვეობით. „საქმიანობის უწყვეტობის მართვა საქართველოს პარლამენტში“ - ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საპარლამენტო პროექტი; „საქართველოს პარლამენტის წევრებისა და თანამშრომლების ანგარიშვალდებულება: ეთიკის კომიტეტის მნიშვნელობა“ - ამერიკის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტნიორობის (HDP), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტი. „უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერება, საპარლამენტო კონტროლი - ერთი წელი რეგლამენტის რეფორმის შემდეგ“ ნიდერლანდების სამეფოსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივი პროექტი; „საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვა“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ორგანიზებული ფორუმებში მონაწილეობა. 7. კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფები საანგარიშო პერიოდში სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების დროს სამუშაო ჯგუფის შექმნის საჭიროება არ გამოკვეთილა. 41