„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
17.03.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/40/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ინიციირებული ვარიანტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-03-10
კომიტეტის სხდომის ნომერი 6

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/284?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა თარიღი 10 მარტი 2021 11:00 2021 წლის 10 მარტი, 11:00 საათი პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) ერთობლივი სხდომის დღის წესრიგი (პროექტი) 1. აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების მიერ თემატური მოკვლევის დაწყება თემაზე: სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტის გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპის ბაზარზე; მომხსენებლები: ნინო წილოსანი - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ; მომხსენებელი: ლაშა ინაური - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი; აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დღის წესრიგი 3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე, საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ; მომხსენებელი: გივი მერაბიშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის 1/18/2023, 1:39 PM საქართველოს პარლამენტი 2 of 2 https://parliament.ge/print/announcement/284?local=true მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; 4. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში: ა) სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ეფექტურობის შესახებ; ბ) ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შესახებ; გ) მცენარეთა დაცვისა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის შესახებ; მომხსენებლები: გიორგი ხანიშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ზურაბ ჩეკურაშვილი - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი; 5. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში; მომხსენებლები: გიორგი ხანიშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი გულედანი - სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი. პრესრელიზი 1/18/2023, 1:39 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი ოქმი #6 2021 წლის 10 მარტი 1100 საათი პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი სხდომას თავმჯდომარეობდა: ნინო წილოსანი (კომიტეტის თავმჯდომარე) (სხდომა ჩატარდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად). სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ნინო წილოსანი - კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსანდრე მოწერელია (უფლებამონაცვლე - მ. დაუშვილი) - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სამველ მანუკიანი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ხატია წილოსანი, გოდერძი ჩანქსელიანი, სუმბატ კიურეღიანი, ზაალ დუგლაძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, შალვა კერესელიძე. აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, თ. ოდილავაძე, მ. ტყეშელაშვილი, თ. არაბული, ი. ქიტიაშვილი, ნ. კორშია. მოწვეული სტუმრები: გ. ხანიშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, თ. კალანდაძე – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ლ. ინაური - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი, გ. მერაბიშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ზ. ჩეკურაშვილი - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, მ. შუბლაძე - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტი, ი. გულედანი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები და თანამშრომლები. 1 ამავე კომიტეტის აპარატის დღის წესრიგი (პროექტი) 1. აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების მიერ თემატური მოკვლევის დაწყება თემაზე: სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტის გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპის ბაზარზე. (მომხსენებლები: ნინო წილოსანი - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე) 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ. (მომხსენებელი: ლაშა ინაური - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი) აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ განსახილველი საკითხები 3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე, საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ. (მომხსენებელი: გივი მერაბიშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი) 4. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში: ა) განხორციელების სურსათის უვნებლობის ეფექტურობის სახელმწიფო შესახებ; ბ) კონტროლის ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შესახებ; გ) მცენარეთა დაცვისა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის შესახებ. (მომხსენებლები: გიორგი ხანიშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ზურაბ ჩეკურაშვილი - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი) 5. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში. 2 (მომხსენებლები: გიორგი ხანიშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი გულედანი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, კომიტეტის წევრთა სიითი უმრავლესობის გადაწყვეტილებით და მათი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, დღის წესრიგს განსახილველად დაემატა ერთი (მე-6) საკითხი - აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული საქართველოს კანონის პროექტის „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტების: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო ინიცირება. „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით“ მოწესრიგებულ საკითხთა მნიშვნელობისა და მათი უკეთ დარეგულირების საჭიროების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, დროულად იქნეს ინიცირებული აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი. 6. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით შემუშავებული საქართველოს კანონის პროექტის „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტების: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო ინიცირება. (მომხსენებელი: ნინო წილოსანი - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე) კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით. 3 I. მოისმინეს: ნინო წილოსანის ინფორმაცია - აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების მიერ თემატური მოკვლევის დაწყების თაობაზე. თემა: სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტის გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპის ბაზარზე. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის თანახმად, აქტუალური საკითხის შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით, შეიძლება პარლამენტის წევრთაგან, კომიტეტის გადაწყვეტილებით, დაინიშნოს თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომელიც თავისი შემადგენლობიდან ირჩევს მთავარ მომხსენებელს. ნინო წილოსანმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი თემატური მოკვლევის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტის გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპის ბაზარზე - მიზანია ევროკავშირის ბაზარზე ქართული აგროსასურსათო პროდუქტის ექსპორტისას არსებული გამოწვევების კვლევა და ევროპის ბაზრის ათვისების შესაძლებლობების განსაზღვრა, არსებული რეკომენდაციების მოსაზრებების მონაცემების შემუშავება, განხილვა და ასევე, საფუძველზე იმ დასკვნებისა წერილობითი დამუშავება, რომელიც და და ზეპირი წარედგინება პარლამენტს. მან კომიტეტის წევრებს წარუდგინა თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები: აგრარულ საკითხთა კომიტეტიდან - ნინო წილოსანი (მთავარი მომხსენებელი), სამველ მანუკიანი და ხატია წილოსანი. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტიდან მოკვლევის ჯგუფში წარდგენილნი არიან: მაკა ბოჭორიშვილი, მარიამ ქვრივიშვილი, მიხეილ დაუშვილი და თამარ ტალიაშვილი. აზრი გამოთქვა: ხატია წილოსანმა, რომელმაც ტერმინის ტექნიკური დაზუსტება შესთავაზა ორივე კომიტეტის წევრებს. მან განმარტა, რომ ტერმინი „პროდუქტი“ უმჯობესია, ჩანაცვლდეს „პროდუქციით“, რადგან პროდუქტი შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც ერთი კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, ხოლო „პროდუქცია“ უფრო ფართო სპექტრს წარმოადგენს, სადაც შეიძლება იგულისხმებოდეს პირველადი წარმოებაც და გადამუშავებული პროდუქციაც. აღნიშნულ შეთავაზებას ორივე კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს. 4 გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის საფუძველზე, თემაზე - „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპის ბაზარზე“ - თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნას (ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად). ამასთან ერთად, განისაზღვრა თემატური მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობა: კომიტეტის წევრები - ნინო წილოსანი (მთავარი მომხსენებელი), სამველ მანუკიანი და ხატია წილოსანი, ხოლო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტიდან - მაკა ბოჭორიშვილი, მარიამ ქვრივიშვილი, მიხეილ დაუშვილი და თამარ ტალიაშვილი. II. მოისმინეს: ლ. ინაურის ინფორმაცია - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ. სანიტარიული და ფიტოსანიტარიული მიმართულებით საკანონმდებლო დაახლოების სამოქმედო გეგმა განსაზღვრულია DCFTA შეთანხმების XI-B დანართით. აღნიშნული ვალდებულება 2015 – დანართის 2027 მიხედვით, წლებში, საქართველომ საკუთარი აიღო კანონმდებლობა დაუახლოვოს ევროკავშირის 272 სამართლებრივ აქტს. საკანონმდებლო დაახლოების პროცესი მიმდინარეობს გეგმის მიხედვით. 2020 წლის მდგომარეობით, დაახლოება განხორციელდა 130-ზე მეტ ნორმატიულ აქტთან, რომელიც ფარავს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით სხვადასხვა საკითხებს. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ გეგმის შესაბამისად, განხორციელდა „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA) შეთანხმებით გათვალისწინებული საკანონმდებლო დაახლოების პროგრამა 2020 წელსაც. კერძოდ, ასოცირების შესახებ შეთანხმების დანართი XI-B შესაბამისად, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საქართველოში დანერგვის მიზნით, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში გათვალისწინებული საქართველოს იყო ევროკავშირის კანონმდებლობის 26 დაახლოება. სამართლებრივ აქტთან აღნიშნულიდან სამი სამართლებრივი აქტი ჩაითვალა საქართველოსთვის არარელევანტურად. 5 მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს გააცნო 2020 წლის გეგმის შესაბამისად მიღებული/მომზადებული დადგენილებები სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის სფეროებში. წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, კანონმდებლობის დაახლოების პროცესში უზრუნველყოფილია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. პროექტის შემუშავების შემდეგ, იგი იტვირთება სამინისტროს ვებ-გვერდზე, ასევე www.dcfti.gov.ge-ზე და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი მოსაზრებები წარუდგინონ სამინისტროს. სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გამართეს საინფორმაციო შეხვედრები სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ევროკავშირის ბაზარზე საქართველოში წარმოებული პროდუქტების დაშვების მოთხოვნებთან დაკავშირებით. მომხსენებლის ინფორმაციით, გარდა აღნიშნულისა, სსიპ - სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან მოქმედებს „სამოქალაქო დარბაზი“, რომლის ფარგლებშიც ხდება სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ სფეროებში მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების განხილვა. დარბაზის წევრები არიან დარგში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს ასოციაციების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. აღინიშნა, რომ კანონმდებლობის დაახლოების პარალელურად, უმნიშვნელოვანესი საკითხია ახალი კანონმდებლობის შემუშავებასა და განხორციელებაში, კომპეტენტური ორგანოსთვის შესაძლებლობების განვითარების პროგრამის და ლაბორატორიული უნარების გაძლიერება. არაერთი ტრენინგი ჩაუტარდათ შესაბამის მოსამსახურეებს, როგორც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტრუმენტის საშუალებით, ასევე, სხვა პარტნიორი ქვეყნების და დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით. მომხსენებლის განცხადებით, სსიპ - სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად ახორციელებს აკრედიტაციის სფეროში ახალი მეთოდების და პარამეტრების დამატებას, იმისათვის, რომ მაკონტროლებელ ორგანოს ქონდეს საშუალება განახორციელოს აღებული ნიმუშების კვლევა. უმნიშვნელოვანესია დონორთა მხარდაჭერა ამ მიმართულებით. გარდა ამისა, აუცილებელია კერძო ლაბორატორიების გააქტიურება, რათა მათ მიერაც მოხდეს შესაბამისი აკრედიტაციის სფეროს გაფართოვება. ლაშა ინაურმა სექტორულ ყურადღება გაამახვილა თანამშრომლობაზე, თანამშრომლობა მიმართულებებით. სოფლის მათ მეურნეობის თანამშრომლობის 6 და ასოცირების შეთანხმების შორის ხაზგასასმელია სოფლის განვითარების სფეროები მოიცავს სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, პოლიტიკის დოკუმენტების შესაბამისობაში მოყვანას ევროკავშირში არსებულ პრაქტიკებთან, აგრარულ სექტორში დასაქმებულთათვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას, ექსტენციას და სხვა. მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა ა(ა)იპ - „სოფლისა განვითარების სააგენტო“-ს ფარგლებში ასოცირების შეთანხმების სექტორული თანამშრომლობის კუთხით განხორციელებულ აქტივობებზე. აზრი გამოთქვეს და კითხვები დასვეს: ხატია წილოსანმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა მომხსენებელს დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მოწოდებისთვის და ყველა თანამშრომელს, რომელიც აქტიურად მუშაობს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით. იგი დაინტერესდა მარტში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ევროკავშირში ჩანიშნული წარდგენილ შეხვედრის უნდა იქნას თემით, როდესაც კონკრეტულ შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაცია. მისი განცხადებით, განხორციელებულმა ცვლილებებმა შეაფერხა გარკვეული ვალდებულებების შესრულება, თუმცა ეს ძნელი ასახსნელი იქნება ინსტიტუციებისთვის, სადაც პიროვნებებზე არ არის მიბმული კონკრეტული შედეგები. საჭირო იქნება, არგუმენტაცია კარგად დასაბუთებულად იყოს წარდგენილი, რამ გამოიწვია ამ დირექტივების მიღების დაყოვნება და ამან, კონკრეტულად, რა სიკეთის ნაკლებობა შეიძლება გამოიწვიოს. ხატია წილოსანი ასევე დაინტერესდა, არის თუ არა იდენტიფიცირებული სამომავლოდ, რომელი დირექტივები შეიძლება გახდეს გადავადების საფუძველი. არის თუ არა, ამასთან დაკავშირებით ფორმულირება შესაბამის პარტნიორებთან და ხაზი გაუსვა ბიზნეს-სექტორის ჩართულობას დირექტივების მიღებამდე. ასევე აზრი გამოთქვეს: ზ. დუგლაძემ, მ. ქვრივიშვილმა და სხვებმა, ხოლო მომხსენებელმა ამომწურავად უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს და გააკეთა განმარტებები. ლ. ინაურმა აღნიშნა, რომ მარტში ჩანიშნულია შეხვედრა პრემიერმინისტრის დონეზე. კოორდინაცია მოხდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. დრო იქნება შეზღუდული და საბჭო დეტალურად არ განიხილავს რეგულაციების დაახლოვების საკითხებს. სხვა ფორმატში, ასოცირების კომიტეტში, მიმდინარეობს მუშაობა მოხდება საკითხების არგუმენტებზე 7 ახსნა მათთვის ევროკომისიასთან და ანგარიშის წარსადგენად. მხოლოდ ერთი სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი ამ თემაზე, ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობაა საჭირო. კერძო სექტორის ჩართულობაზე და გადავადებულ რეგულაციებზე, მომხსენებელმა განაცხადა, რომ 2-3 წელი გარდამავალი პერიოდის აღება ხდება, როგორც კერძო სექტორისთვის, ასევე, სურსათის სააგენტოსა და ლაბორატორიისთვის, რომ მოემზადონ. იგზავნება აღმასრულებელ უწყებებში ინფორმაციები, რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ მათ აღსრულების ნაწილში, რომ მოხდეს საკითხის გონივრული ვადით გადაწევა და გეგმის გაწერა, რა უნდა გააკეთოს სამინისტრომ, რომ შემდეგ შეძლოს მისი აღსრულება. გადაწყვიტეს: კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშის - სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ. III. მოისმინეს: გ. მერაბიშვილის ინფორმაცია - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე, საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ. მან წარმოადგინა აღნიშნული დავალებები, ესენია: 1. „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა დაემტკიცებინა: 1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრის წარმოების წესი; დამტკიცებულია ( ბრძანება N 2-569 6.06. 2020 წ); 2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდების ტიპური ფორმა; დამტკიცებულია (ბრძანება N2-531 25.06.2020 წ.); პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის გასაფორმებელი საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულების პირობები; 3. 8 დამტკიცებულია (ბრძანება N2-268 5.03.2021 წ.); წყალსარგებლობის საფასურის გადახდევინების აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის ფორმა. 4. დამტკიცებულია იძულებით (ბრძანება N2-530 25.06.2020 წ.); 2. „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს მთავრობას უნდა დაემტკიცებინა: საინვესტიციო გეგმის წარდგენისა და საინვესტიციო გეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების წესი. 1. პროექტი მომზადებულია, შეთანხმებულია სხვადასხვა უწყებებთან და დაინტერესებულ იუსტიციისა და პირებთან. ამჟამად, ეკონომიკისა პროექტი გადაგზავნილია მდგრადი განვითარების და სამინისტროებში საბოლოო დასკვნისათვის და უახლოეს პერიოდში წარედგინება საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად. 2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების, მიწის ღირებულების დადგენისა და ანაზღაურების წესი (ეკონომიკის სამინისტროს მომზადებულია). პროექტი წარდგენილია საქართველოს მთავრობაში დასამტკიცებლად და უახლოეს პერიოდში დამტკიცდება. 3. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების საკომპენსაციო თანხები საქართველოს მუნიციპალიტეტებისა და განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიების მიხედვით, აგრეთვე ამ საკომპენსაციო თანხის გადახდისა და მისი გადახდისგან გათავისუფლების წესი და პირობები. დამტკიცებულია (საქ. მთავრობის დადგენილება №396 1.06.2020 წ). 4. მიწის ბალანსის შედგენისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვის წესი. პროექტი მომზადებულია, შეთანხმებულია სხვადასხვა უწყებებთან და დაინტერესებულ პირებთან და უახლოეს პერიოდში წარედგინება საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად. 9 გადაწყვიტეს: კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე, საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ. IV. მოისმინეს: გ. ხანიშვილის და ზ. ჩეკურაშვილის ინფორმაცია - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის შესახებ: ა) სურსათის განხორციელების უვნებლობის ეფექტურობის კეთილსაიმედოობის სახელმწიფო შესახებ; შესახებ; გ) ბ) მცენარეთა კონტროლის ეპიზოოტიური დაცვისა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის შესახებ. COVID-19-თან დაკავშირებით შექმნილი ვითარების მიუხედავად, 2020 წელს, სააგენტო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული სტრატეგიის შესაბამისად, შეუფერხებლად ახორციელებდა საქმიანობას ყველა მიმართულებით და ჩართული იყო პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებშიც. მომხსენებელმა ისაუბრა სააგენტოს სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე, ესენია: სურსათის უვნებლობის თანამედროვე სტანდარტების და რეგულაციების დანერგვა; ბაზარზე ვითარების გაჯანსაღება-ნდობასა და სამართლიანობაზე დაფუძნებული სახელმწიფო კონტროლი; ქვეყნის დაცვა ცხოველთა სხვადასხვა დაავადებებისგან და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შენარჩუნება; სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვა მცენარეთა მავნე ორგანიზმებისგან; თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA )-ფარგლებში განსაზღვრული რეგულაციების და სტანდარტების დანერგვა და საკანონმდებლო დაახლოება. სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, სურსათის უვნებლობის კუთხით გააქტიურდა სამომხმარებლო ბაზრისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლი. 2020 წელს განხორციელდა 23,403 - სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორებთან; მონიტორინგის ფარგლებში აღებულია ნიმუში; გამოვლინდა სააგენტოს 2285 რეკომენდაციებით სარეაბილიტაციო და ადმინისტრაციული და სამართალდარღვევა; ზედამხედველობით, დასუფთავების 4562 სამუშაოები მასშტაბური ჩატარდა 90-მდე აგრარულ ბაზარში; სურსათის ეროვნული სააგენტო ჩართული იყო „კოვიდ 10 19-ის“ პრევენციულ ღონისძიებებსა და სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელებაში საკარანტინო ზონებში, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებსა და ქალაქებში; მომხმარებლის ინტერესების დაცვისა და ბაზარზე ვითარების გაჯანსაღების მიზნით, ამოქმედდა ახალი რეგულაციები; სააგენტოს რეკომენდაციებით დაიწყო უვნებლობის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა, ასევე, ბიზნესოპერატორებთან კომუნიკაცია მათი ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით. წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ვეტერინარიის კუთხით - ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის მიზნით, ყოველწლიურად ხორციელდება სხვადასხვა მანიპულაციები (უფასო ვაქცინაცია, ნიმუშების აღება და დამუშავება). ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს 6 ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტი, სადაც ცხოველების სეზონური გადარეკვისას ხდება პირუტყვის უფასოდ დამუშავება გარეგანი პარაზიტების საწინააღმდეგოდ. რაც შეეხება მცენარეთა დაცვას - მომხსენებელმა განაცხადა, რომ 2020 წელს განხორციელდა მავნე ორგანიზმების საწინააღმდეგო ღონისძიებები, რამაც ხელი შეუწყო მწვანე საფარის შენარჩუნებას და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას. სააგენტოს ხელმძღვანელმა წარმოადგინა სააგენტოს მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის შედეგები: 2020 წელს ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სისტემა და საქართველო დაამატა მესამე ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ევროკავშირის ქვეყნებში შინაური ბინადარი ნებადართულია. ცხოველების საკანონმდებლო (ძაღლი, კატა) ცვლილებების საკვების და შეტანა ვეტერინარული ღონისძიებების შედეგად, 2020 წლის ბოლოს ქართული თაფლის მორიგი პარტია ევროკავშირის ბაზარზე გავიდა. ფაროსანას საწინააღმდეგოდ გატარებული ღონისძიებების შედეგად, ფერმერებმა მაღალი ხარისხის სიმინდის და თხილის მოსავალი მიიღეს, რამაც განაპირობა თხილის ექსპორტის ზრდა. ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (OIE) დადებითად შეაფასა სეს-ის მიერ ცოფის საწინააღმდეგოდ გატარებული ღონისძიებები და ხაზგასმით აღნიშნა მიღწეული პროგრესი. სააგენტოს ხელმძღვანელმა ისაუბრა 2021 წელს დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე. 2021 სტანდარტების წლის პრიორიტეტებია: და ბაზარზე ევროპული აგროსასურსათო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის ზრდა; კვლევები სურსათში აკრძალული ნივთიერებების დამკვიდრება შიდა შემცველობის დადგენის მიზნით; DCFTA-ის გეგმით 11 გათვალისწინებული დაახლოება; ევროკავშირის დაავადებათა სერომონიტორინგი; შესაბამის საწინააღმდეგო მსხვილფეხა, კანონმდებლობასთან ვაქცინაციები წვრილფეხა და პირუტყვისა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია; ვეტერინარული პრეპარატების ხარისხის მონიტორინგი; მცენარეთა მავნებლების მონიტორინგი, პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები; აგროქიმიკატების და პესტიციდების ხარისხის კონტროლი. აზრი გამოთქვეს: ხატია წილოსანმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა მომხსენებლებს წარმოდგენილი საინტერესო პრეზენტაციისთვის და დაინტერესდა ორი თემით: ურბანულ ტყეებში ფიტოსანიტარიასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში, საჭიროა დროულად მოხდეს იდენტიფიცირება, რა ტიპის მავნებლები ასნებოვნებენ ქალაქში მცენარეებს. მეორე თემა შეეხებოდა უპატრონო პარლამენტში ცხოველებს. გეგმავენ ხ. წილოსანმა შინაური ბინადარი განაცხადა, რომ ცხოველების კეთილდღეობასთან დაკავშირებით პროექტის ინიცირებას და მიმართა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს ჩართულობის და თანამშრომლობის თხოვნით, ხოლო მომხსენებლებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, ამომწურავად უპასუხეს შეკითხვებს და გააკეთეს განმარტებები. გადაწყვიტეს: კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის: ა) სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ეფექტურობის შესახებ; ბ) ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შესახებ; გ) მცენარეთა დაცვისა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის შესახებ. V. მოისმინეს: გ. ხანიშვილის და ი. გულედანის ინფორმაცია - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. ლაბორატორიის საქმიანობის სფეროებია: 12 • ცხოველთა (მათ შორის ფრინველი, თევზი, ფუტკარი) დაავადებების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა; • ცხოველური და მცენარეული წარმოშობის საკვები პროდუქტების, ნედლეულის, ცხოველთა საკვებისა და ნედლეულის, ასევე სასმელი წყლის ტესტირება; • მცენარეული მასალის საკარანტინო და სადიაგნოსტიკო მეთოდების, სხვა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა; • ახალი ლაბორატორიული დანადგარ- მოწყობილობებისა და სადიაგნოსტიკო საშუალებების აპრობაციის და დანერგვის ხელშეწყობა. მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა აკრედიტაციისა და ხარისხის მართვის სისტემაზე 2020 წლის მონაცემებით. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკაში არსებული სიახლეები. მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა 2 სამეცნიერო პროექტზე, მომზადდა და დონორებს წარედგინათ 3 სამეცნიერო პროექტი; ლაბორატორიის თანამშრომლებმა გაიარეს პროფესიული განვითარების სხვადასხვა ტრენინგები და სასწავლო კურსები. რაც შეეხება სურსათის კვლევას და მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკას, მომხსენებლის განცხადებით, სურსათის კვლევის დეპარტამენტში სულ დამუშავებული და დანერგილია 6 ახალი მეთოდი 12 პარამეტრზე. მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში შემუშავდა და დაინერგა 17 ახალი კვლევა; შემუშავდა და დამტკიცდა 8 სტანდარტული ოპერატიული პროცედურა. მიმდინარეობს მუშაობა 2 სამეცნიერო პროექტზე, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ლაბორატორიის თანამშრომლებმა გაიარეს სხვადასხვა სასწავლო კურსი. მომხსენებელმა ასევე, ისაუბრა მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობაზე. მისი ინფორმაციით, DCFTA-ის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების თანახმად, პერმანენტულად ხდება ლაბორატორიული კომპონენტის ნაწილში დანერგილი მეთოდების პროცედურების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. მომხმარებელთა მოთხოვნების საფუძველზე საცნობარო ლიტერატურა დაიბეჭდა და ტესტირების სხვადასხვა დაავადებებზე, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალ რეგიონულ საინფორმაციოსაკონსულტაციო სამსახურებს გადაეცათ. 13 გადაწყვიტეს: კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ. VI. მოისმინეს: ნინო წილოსანის ინფორმაცია - პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული საქართველოს კანონის პროექტის „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტების: საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო ინიცირების თაობაზე. კანონპროექტის მიღების მიზეზია, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში გარკვეული საკითხების დაზუსტება და დარეგულირება, კერძოდ: ზოგიერთი ტერმინის ცვლილება და ახალის დამატება; ბიზნესოპერატორების აღიარებასთან დაკავშირებული საკითხის ბიზნესოპერატორის დაზუსტება; ვალდებულებების ვეტერინარიის დაზუსტება; სფეროში „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 15 ნოემბერის N1367-Iს კანონიდან გამომდინარე, ვეტერინარიის, როგორც რეგულირებადი პროფესიის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირება; გათვალისწინებული ადმინისტრაციული კოდექსით სამართალდარღვევისა და პასუხისმგებლობის ზომებთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტება და დარეგულირება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებასთან დაკავშირებული საკითხის დარეგულირება; ვეტერინარიის, როგორც რეგულირებადი პროფესიის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირება; სხვა რიგი ნორმების კორექტირება/დახვეწა საჭიროებისამებრ. კანონპროექტის მიღებით დარეგულირდება ვეტერინარულ საქმიანობასთან დაკავშირებული ურთიერთობები, მოხდება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორების განსაზღვრა. შესაძლებელი გახდება, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და 14 მცენარეთა დაცვის სფეროებში სამართალდარღვევების ზუსტად იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება. გადაწყვიტეს: (ერთხმად) 1. კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული საქართველოს კანონის პროექტის „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტების: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო ინიცირებას. 2. საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინოს საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული საქართველოს კანონის პროექტი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო პროცედურების დაწყების მიზნით. კომიტეტის გადაწყვეტილებით, კანონპროექტებზე მომხსენებლებად განისაზღვრა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ნინო წილოსანი და კომიტეტის წევრი - ხატია წილოსანი. სხდომის თავმჯდომარე: ნინო წილოსანი სხდომის მდივანი: ირმა ქიტიაშვილი 15
პრესრელიზი
პრესრელიზი 10 მარტს, 11 საათზე, პარლამენტის პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში, გაიმართება აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა. განსახილველი საკითხები: 1. აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების მიერ თემატური მოკვლევის დაწყება თემაზე: სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტის გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპის ბაზარზე. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად, აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტები დაიწყებენ თემატურ მოკვლევას თემაზე: სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტის გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპის ბაზარზე. აღნიშნულ ინფორმაციას კომიტეტების თავმჯდომარეები - ნინო წილოსანი და მაკა ბოჭორიშვილი წარმოადგენენ. 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი საკითხები გათვალისწინებულია, როგორც ასოცირების შეთანხმების სექტორული თანამშრომლობის ნაწილით, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმებით. მომხსენებელი წარმოადგენს ინფორმაციას იმ აქტივობების შესახებ, რომლებიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების 2020 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში. 3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე, საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ. მომხსენებელი გარდამავალი წარმოადგენს დებულებებით ინფორმაციას განსაზღვრული საქართველოს დავალებების კანონების შესრულების მდგომარეობის თაობაზე, რომლებზეც ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა სამინისტროში, ან/და წარდგენილია განსახილველად საქართველოს მთავრობაში. 4. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში: ა) სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ეფექტურობის შესახებ; ბ) ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შესახებ; გ) მცენარეთა დაცვისა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის შესახებ. სააგენტოს უფროსი წარმოადგენს უწყების მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის შედეგებს და კომიტეტს გააცნობს ინფორმაციას დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე სააგენტოს პრიორიტეტების და ძირითადი მიმართულებების მიხედვით: სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი; ცხოველების ჯანმრთელობის დაცვა (ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა) და ვეტერინარული ღონისძიებები; მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული ღონისძიებები. 5. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ლაბორატორიის საქმიანობის სფეროებია: ცხოველთა დაავადებების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა; ცხოველური და მცენარეული წარმოშობის საკვები პროდუქტების, ნედლეულის, ცხოველთა საკვებისა და ნედლეულის, ასევე სასმელი წყლის ტესტირება; მცენარეთა საკარანტინო და სხვა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა; ახალი სადიაგნოსტიკო მეთოდების, ლაბორატორიული დანადგარმოწყობილობებისა და სადიაგნოსტიკო საშუალებების აპრობაციის და დანერგვის ხელშეწყობა. ინფორმაციას აღნიშნული სამსახურის მიერ გაწეულის საქმიანობის შესახებ ლაბორატორიის ხელმძღვანელი წარმოადგენს.