„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-22
ბიუროს ნომერი 37
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ
უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 981 მუხლი ამოღებულ იქნეს.
2. 1645 მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
3. 1794 მუხლი ამოღებულ იქნეს.
4. 223-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის
სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს
უფლებამოსილი პირები განიხილავენ ამ კოდექსის 1796−1799 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.“.
5. 242-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსის 4412 მუხლით, 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 107-ე მუხლის მე-2 და მე-3
ნაწილებით, 112-ე, 114-ე და 115-ე მუხლებით, 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 129-ე მუხლით,
130-ე მუხლით (გარდა 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევებისა)
და
1796−1799
მუხლებით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისას, აგრეთვე სხვა შემთხვევაში, როდესაც საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება სამართალდამრღვევის დაჯარიმება და
მისთვის ჯარიმის გადახდევინება, ხოლო გაფრთხილება ფორმდება ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ
შედგება.“;
ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ სამართალდამრღვევი სადავოდ ხდის
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
ამ
მუხლის
პირველი
სამართალდარღვევისათვის
ნაწილით
დადებულ
ადმინისტრაციულ სახდელს, შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, გარდა
ამ კოდექსის 4412 და 1796−1799 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევებისა.“.
ბ) 32 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„32.
ამ
კოდექსის
1796−1799
მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ჩადენისას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირი სამართალდამრღვევს გამოუწერს
საჯარიმო
ქვითარს,
რომელიც
იმავდროულად
არის
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი კანონპროექტი მომზადებულია, როგორც სურსათის/ცხოველის საკვების
უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის პროექტის თანმდევი
კანონპროექტი.
კანონპროექტის
მიზანია
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში იმ ცვლილებების ასახვა, რასაც ითვალისწინებს
„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი.
„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით იცვლება
მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საფუძვლები, შესაბამისად,
აუცილებელია მოწესრიგდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში არსებული რეგულაციები.
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის რეგულირების სფეროდან გამოდის პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის და ბავშვთა კვების
პროდუქტების
წარმოების
სფეროში
ლიცენზიის
გარეშე
საქმიანობისთვის
პასუხისმგებლობის საკითხები.
კოდექსის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებულია ჯარიმა საგამოცდო ლაბორატორიის
მიერ ღვინის ლაბორატორიული გამოცდის ოქმის გაყალბებისთვის და სერტიფიკაციის
ორგანოს მიერ ღვინის სერტიფიკატის გაყალბებისათვის (მათში არასწორი მონაცემების
განზრახ შეტანით). აღნიშნული სამართალდარღვევის გამოვლენა, კერძოდ, დოკუმენტის
სიყალბის დადგენა, რომელიც ჩადენილია განზრახ, სცდება სურსათის ეროვნული
სააგენტოს კომპეტენციას და შესაძლებლობებს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
მოქმედ
კოდექსში
არსებული
მუხლები,
რომლებიც
ეხება
პესტიციდების
და
აგროქიმიკატების, ასევე, ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოებასთან დაკავშირებულ
სამართალდარღვევებს, დარეგულირდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის,
ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით. შესაბამისად, აუცილებელია,
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანა.
რაც შეეხება საგამოცდო ლაბორატორიის მიერ ღვინის ლაბორატორიული გამოცდის ოქმის
გაყალბებისა და სერტიფიკაციის ორგანოს მიერ ღვინის სერტიფიკატის გაყალბებისათვის
პასუხისმგებლობის საკითხს, აღნიშნული სამართალდარღვევის გამოვლენა, კერძოდ,
დოკუმენტის სიყალბის დადგენა, რომელიც ჩადენილია განზრახ, სცდება სურსათის
ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას და შესაძლებლობებს. აქედან გამომდინარე, ეს
ქმედება მოექცევა სისხლის სამართლის კოდექსის რეგულირების სფეროში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, გაიმიჯნება კანონთა რეგულირების სფეროები,
კერძოდ,
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
სამართლებრივი რეგულაციები აღარ გავრცელდება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისა და ბავშვთა კვების პროდუქტების
წარმოების
სფეროში
ლიცენზიის
გარეშე
საქმიანობისთვის
დაკავშირებულ
პასუხისმგებლობის საკითხებზე.
პასუხისმგებლობა საგამოცდო ლაბორატორიის მიერ ღვინის ლაბორატორიული გამოცდის
ოქმის გაყალბებისთვის და სერტიფიკაციის ორგანოს მიერ ღვინის სერტიფიკატის
გაყალბებისათვის განისაზღვრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით
(ქმედების ჩამდენი პირის მიხედვით, შესაბამისად, 341-ე მუხლი - სამსახურებრივი
სიყალბე ან 362-ე მუხლი - ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება,
გასაღება ან გამოყენება).
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 981
მუხლი და 1645
მუხლის
მე-3
ნაწილი ამოღებულ
იქნა, ვინაიდან, აღნიშნულ
სამართალდარღვევებთან
დაკავშირებული
საკითხები
დარეგულირდება
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
კოდექსით.
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
სამართალდარღვევებს
გააერთიანებს
კოდექსის
981
მუხლით
განსაზღვრულ
სურსათის/ცხოველის
საკვების
უვნებლობის,
ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 72-ე მუხლი, კერძოდ:
-
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოების, დაფასოების, მარკირების,
შეფუთვის, შემოტანის, შენახვის, ტრანსპორტირების ან/და რეალიზაციის წესების
დარღვევისათვის ცალ-ცალკე განისაზღვრება ჯარიმები მცირე ბიზნესის სტატუსის
მქონე
ბიზნესოპერატორისა
და
სხვა
ბიზნესოპერატორისთვის
(ამ
უკანასკნელთათვის 200 ლარის ნაცვლად 500 ლარი). იგივე ქმედება ჩადენილი
განმეორებით გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ნაცვლად 1 000 ლარით.
-
არარეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო პესტიციდის ან აგროქიმიკატის
ბაზარზე განთავსება და ამ ქმედების განმეორებით ჩადენა იდენტურ
პასუხისმგებლობებს ითვალისწინებს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის,
ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსშიც. ამასთან, ცალკე გამოიყო
პასუხისმგებლობა მარკირების წესის დარღვევისათვის - მცირე ბიზნესის სტატუსის
მქონე ბიზნესოპერატორი დაჯარიმდება 200 ლარის ოდენობით, სხვა
ბიზნესოპერატორი - 500 ლარით, ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა კი, იწვევს
დაჯარიმებას 1 000 ლარით.
-
პესტიციდებისა
და
აგროქიმიკატების
გამოყენებასა
და
მიმოქცევასთან
დაკავშირებული სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის
მითითების და რეკომენდაციის შეუსრულებლობა გამოიწვევს ოჯახური წარმოების
სუბიექტის და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას
200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის კი - 500 ლარის ოდენობით.
-
არარეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო პესტიციდის ან აგროქიმიკატის
ბაზარზე განთავსების აღკვეთასთან ან/და ბაზარზე განთავსებული ასეთი
პესტიციდის ან აგროქიმიკატის ამოღებასთან დაკავშირებული სსიპ – სურსათის
ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მითითების შეუსრულებლობისას
აღარ მოხდება სანქციის დიფერენცირება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე
ბიზნესოპერატორებისა
-
და
სხვა
ბიზნესოპერატორებისთვის
და
ჯარიმა
ყველასთვის 2 000 ლარია.
პასუხისმგებლობის ზომა აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული პესტიციდის
ექსპორტის,
იმპორტის,
ბაზარზე
განთავსების
ან
გამოყენებისათვის,
დასაბუთებული თანხმობის გარეშე, უცვლელია.
1645 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ლიცენზიის გარეშე
ბავშვთა კვების წარმოება-დაფასოებისთვის დარეგულირდება სურსათის/ცხოველის
საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის საქართველოს
კანონის
68-ე
მუხლით.
თუმცა,
განსხვავებით
სამართალდარღვევათა
კოდექსის
რედაქციისა, პასუხისმგებლობა დგინდება ლიცენზიის გარეშე ჩვილ ბავშვთა კვების
ნაწილშიც და გარდა ჯარიმისა, მოხდება შესაბამისი პირის საქმიანობის შეჩერებაც.
კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1794
მუხლი ამოღებულ იქნა და აღნიშნული ქმედება მოექცევა სისხლისსამართლებრივი
რეგულირების ქვეშ (ქმედების ჩამდენი პირის მიხედვით, შესაბამისად, 341-ე მუხლი სამსახურებრივი სიყალბე ან 362-ე მუხლი - ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან
ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება).
კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 242-ე
მუხლის პირველ, მე-3 და 32 ნაწილებში შევიდა შესაბამისი ცვლილებები და ისინი
ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რათა მათში აღარ ყოფილიყო მოხსენიებული
ცვლილებით ამოღებული მუხლები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
კოდექსი“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია
გამოქვეყნებიდან 30-ე დღე, შესაბამისად, კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად
განისაზღვრა გამოქვეყნებიდან 30-ე დღე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღების შემდგომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით
მოწესრიგებულ
რიგ
სამართალდარღვევებს
და
მათთან
დაკავშირებული
პასუხისმგებლობებს მოაწესრიგებს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის,
ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი. თუმცა, ამ ქმედებათა ჩადენისას
რეაგირება/საჯარიმო ქვითრის გამოწერა და სხვა კვლავ სსიპ - სურსათის ეროვნული
სააგენტოს უფლებამოსილება იქნება, როგორც აქამდე. ამდენად, შესაბამისი ხარჯებიც
სააგენტოს ბიუჯეტიდან იქნება გაღებული.
გარდა ამისა, წინამდებარე კანონპროექტის შესაბამისად, საგამოცდო ლაბორატორიის მიერ
ღვინის ლაბორატორიული გამოცდის ოქმის გაყალბება და სერტიფიკაციის ორგანოს მიერ
ღვინის სერტიფიკატის გაყალბება აღარ იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა,
რამაც შესაძლოა განაპირობოს ამ ქმედების ჩამდენ პირთათვის სასჯელის სახით
თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, ვინაიდან, სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე და
362-ე მუხლები სასჯელის ერთ-ერთ სახედ სწორედ თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებენ. შესაბამისად, ეს გამოიწვევს ხარჯებს როგორც საგამოძიებო ორგანოების,
ისე
საქართველოს
საერთო
სასამართლოებისათვის
და
სასჯელაღსრულების
დაწესებულებისთვის მათი დაფინანსების წყარო იქნება სახელმწიფო ბიუჯეტი. ხარჯების
ოდენობა დამოკიდებული იქნება იმ პირთა რიცხვზე, ვინც ჩაიდენს ასეთ ქმედებას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა
საშემოსავლო ნაწილზე:
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი რედაქციით
(მუხლი 981,
პირველი და მე-2 ნაწილები), პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შემოტანის, შენახვის, ტრანსპორტირების
ან/და რეალიზაციის წესების დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის
ოდენობით.
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის შესაბამისად (მუხლი 72, პირველი
და მე-2 ნაწილები), პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოების, დაფასოების,
შეფუთვის, შემოტანის, შენახვის, ტრანსპორტირების ან/და რეალიზაციის წესების
დარღვევის
დროს
შეუსრულებლობა
სააგენტოს
იწვევს
მცირე
უფლებამოსილი
ბიზნესის
პირის
სტატუსის
გაცემული
მქონე
მითითებების
ბიზნესოპერატორის
დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის
ოდენობით, ხოლო იგივე ქმედების ჩადენა განმეორებით, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას
1000 ლარის ოდენობით.
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის შესაბამისად (მუხლი 72, მე-5 და
მე-6 ნაწილები), პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირების წესის დარღვევა
ითვალისწინებს იგივე სანქციას, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის
დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის
ოდენობით, ხოლო იგივე ქმედების ჩადენა განმეორებით, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას
1000 ლარის ოდენობით.
განმეორებით.
ჯარიმის
გაზრდა
გამოწვეულია
სამართალდარღვევის
სამართალდარღვევა
2018 წ.
2019 წ.
2020 წ.
მუხლი 981 ნაწილი 1
34
81
70
მუხლი 981 ნაწილი 2
4
1
11
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი რედაქცია (მუხლი 981 მე-3
და მე-4 ნაწილები), ითვალისწინებს არარეგისტრირებული ვადაგასული, უხარისხო
პესტიციდის ან აგროქიმიკატის ბაზარზე განთავსებისთვის სანქციას, კერძოდ, 200 000
ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, 200 000
ლარის ან 200 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის
ოდენობით. ხოლო განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში, გამოიწვევს 200 000
ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით, 200 000
ლარის ან 200 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირის დაჯარიმებას 8 000 ლარის
ოდენობით.
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი (72-ე მუხლის მე-3 და მე-4
ნაწილები) ითვალისწინებს იგივე ოდენობის ჯარიმებს, თუმცა დიფერენცირებას ახდენს
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორისა და ზოგადად ბიზნესოპერატორის
მიხედვით, ნაცვლად წლიური ბრუნვისა.
სამართალდარღვევა
2019 წ.
2020 წ.
981 მუხლის მე-3 ნაწილი
13
57
981 მუხლის მე-4 ნაწილი
0
4
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი რედაქციის თანახმად
(მუხლი 981, მე-5 ნაწილი), პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების წესების
დარღვევა იწვევს ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და საქართველოს
საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე
ფიზიკური პირისა) დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის,
ინდივიდუალური
მეწარმის,
საქართველოს
საგადასახადო
კოდექსით
გათვალისწინებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200
ლარის ოდენობით. აღნიშნული ნორმა არ არის გათვალისწინებული სურსათის/ცხოველის
საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ კანონპროექტით. შესაბამისად, არც 981 მუხლის მე-6 ნაწილია
გათვალისწინებული, რომელიც ეხება სანქციას ქმედებისთვის, რომელიც ჩადენილია
განმეორებით 1 წლის განმავლობაში.
სამართალდარღვევა
2019 წ.
2020 წ.
981 მუხლის მე-5 ნაწილი
0
0
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი რედაქციის თანახმად
(მუხლი 981 მე-7 ნაწილი), პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენებასა და
მიმოქცევასთან დაკავშირებული სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი
პირის მითითების და რეკომენდაციის შეუსრულებლობა გამოიწვევს ფიზიკური პირის
(გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით
გათვალისწინებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა) დაჯარიმებას
100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის, საქართველოს
საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე
ფიზიკური პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. ეს ნორმა გათვალისწინებულია
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის 72-ე მუხლის მე-7 ნაწილში,
კერძოდ,
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების წესების დარღვევისას
უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითებების შეუსრულებლობა იწვევს ოჯახური
წარმოების სუბიექტის და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის
დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით და სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის
ოდენობით.
სამართალდარღვევა
2019 წ.
2020 წ.
981 მუხლის მე-7 ნაწილი
0
0
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი რედაქციის თანახმად
(მუხლი 981 მე-8 ნაწილი), არარეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო პესტიციდის ან
აგროქიმიკატის ბაზარზე განთავსების აღკვეთასთან ან/და ბაზარზე განთავსებული ასეთი
პესტიციდის ან აგროქიმიკატის ამოღებასთან დაკავშირებული სსიპ – სურსათის
ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მითითების შეუსრულებლობა იწვევს 200
000 ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, 200 000
ლარის ან 200 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის
ოდენობით. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა
დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის შესაბამისად (მუხლი 72,
მე-8 ნაწილი), ჯარიმა ყველა ბიზნესოპერატორისთვის განისაზღვრა 2 000 ლარის
ოდენობით.
სამართალდარღვევა
2019 წ.
2020 წ.
981 მუხლის მე-8 ნაწილი
0
0
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი რედაქციის თანახმად
(მუხლი 981 მე-9 ნაწილი), აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული პესტიციდის ექსპორტი,
იმპორტი, ბაზარზე განთავსება ან გამოყენება დასაბუთებული თანხმობის გარეშე
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული ნორმა იგივე
რედაქციით,
გათვალისწინებულია
ვეტერინარიისა
და
მცენარეთა
სურსათის/ცხოველის
დაცვის
კოდექსში
საკვების
ცვლილების
უვნებლობის,
შეტანის
შესახებ
კანონპროექტით (72-ე მუხლის მე-9 ნაწილი).
სამართალდარღვევა
2019 წ.
2020 წ.
981 მუხლის მე-9 ნაწილი
0
0
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე საგამოცდო ლაბორატორიის მიერ ღვინის ლაბორატორიული გამოცდის ოქმის
გაყალბებისა და სერტიფიკაციის ორგანოს მიერ ღვინის სერტიფიკატის გაყალბების
(მუხლი 1794) ნაწილშიც, ვინაიდან ეს ქმედებები აღარ ჩაითვლება ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევებად და მათი ჩადენის ან განმეორებისათვის გათვალისწინებული
ჯარიმა (შესაბამისად, 5 000 და 20 000 ლარი) აღარ შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ამასთან,
სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე და 362-ე მუხლები სასჯელის ერთ-ერთ სახედ
ითვალისწინებენ ჯარიმასაც. ამდენად, ამ ქმედების ჩამდენ პირთა რაოდენობასა და
გამოყენებული სასჯელის სახეზე იქნება დამოკიდებული შემოსავლებზე ზეგავლენის
სიდიდე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე და 362-ე მუხლები სასჯელის ერთ-ერთ სახედ
ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. ვინაიდან საგამოცდო ლაბორატორიის მიერ
ღვინის ლაბორატორიული გამოცდის ოქმის გაყალბება და სერტიფიკაციის ორგანოს მიერ
ღვინის სერტიფიკატის გაყალბება აღარ იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა,
ამან შესაძლოა გამოიწვიოს დასახელებული ქმედებ(ებ)ის ჩამდენ პირთათვის სასჯელის
სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა. ეს კი, თავის მხრივ, გამოიწვევს ხარჯებს
საგამოძიებო
ორგანოების,
საქართველოს
საერთო
სასამართლოებისა
და
სასჯელაღსრულების ორგანოებისათვის, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტისათვის.
ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი პირი ჩაიდენს აღნიშნულ
ქმედებას.
კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 981
მუხლი და 1645 მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნა, ვინაიდან, აღნიშნულ
სამართალდარღვევებთან
დაკავშირებული
საკითხები
დარეგულირდება
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
კოდექსით. აღნიშნულ ქმედებათა საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრებას აქამდეც
სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებდა და ახლაც სააგენტოს რესურსი
მიემართება შესაბამისი საჯარიმო ქვითრის/ოქმის გამოწერაზე. ამდენად, რაიმე ახალი
გავლენა სააგენტოს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე არ არის მოსალოდნელი, ვინაიდან,
არსებული ადამიანური თუ ფინანსური რესურსებით იგეგმება საქმიანობის გაგრძელება
შეცვლილი კოდექსის პირობებშიც.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 981 მუხლით განსაზღვრულ
სამართალდარღვევებს გააერთიანებს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის,
ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 72-ე მუხლი და ეს გამოწვევს ფინანსურ
შედეგებს
შესაბამის
სამართალდარღვევათა
ჩამდენ
პირთათვის,
ვინაიდან,
რიგ
შემთხვევაში - იზრდება პასუხისმგებლობის ზომა როგორც ქმედების პირველად ჩადენის,
ასევე მისი განმეორებისას,
დიფერენცირება.
სხვა
შემთხვევებში
კი,
ხდება
პასუხისმგებლობის
1645 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ლიცენზიის გარეშე
ბავშვთა
კვების
წარმოების
სფეროში
საქმიანობისათვის
დარეგულირდება
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
კოდექსის
საქართველოს
სამართალდარღვევათა
კანონის
კოდექსის
68-ე
მუხლით.
რედაქციისა,
თუმცა,
განსხვავებით
პასუხისმგებლობა
დგინდება
დაფასოებისთვისაც. ამასთან, პასუხისმგებლობა გავრცელდება ჩვილ ბავშვთა კვებაზეც და
გარდა ჯარიმისა,
მოხდება შესაბამისი პირის საქმიანობის შეჩერებაც. ამდენად,
ცვლილებას მნიშვნელოვანი ზეგავლენა ექნება იმ პირებზე, ვინც ლიცენზიის გარეშე
მოახდენს ჩვილ ბავშვთა და ბავშვთა კვების წარმოება-დაფასოებას - გარდა იმისა, რომ ეს
პირები დაჯარიმდებიან 2 000 ლარით, მათ შეუჩერდებათ საქმიანობაც, რაც პირდაპირ
გავლენას იქონიებს შესაბამისი საწარმოს/პირის ფინანსებზე. ფინანსური შედეგების
სიდიდე დამოუკიდებულია დასახელებულ ქმედებათა ჩადენის სიხშირეზე.
რაც
შეეხება
პასუხისმგებლობას
საგამოცდო
ლაბორატორიის
მიერ
ღვინის
ლაბორატორიული გამოცდის ოქმის გაყალბებისთვის და სერტიფიკაციის ორგანოს მიერ
ღვინის სერტიფიკატის გაყალბებისათვის, სამართალდამრღვევთა მიმართ აღარ დადგება
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ფინანსური
პასუხისმგებლობა. თუმცა, ეს პირები მოექცევიან სისხლისსამართლებრივი რეგულირების
ქვეშ (ქმედების ჩამდენი პირის მიხედვით, შესაბამისად, 341-ე მუხლი - სამსახურებრივი
სიყალბე ან 362-ე მუხლი - ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება,
გასაღება ან გამოყენება) საფუძველზე და შესაძლოა სასჯელის სახით მიესაჯოთ ჯარიმა ან
შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით
ორიდან ოთხ წლამდე, რაც იქონიებს ფინანსურ შედეგებს მათზე. შედეგების
სიდიდე/ოდენობა
დამოკიდებულია
დაკისრებული
ჯარიმის
ოდენობასა
და
შინაპატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის ვადებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 981
მუხლი
და
1645
მუხლის
მე-3
ნაწილი
ამოღებულ
იქნა
და
ამ
მუხლებით
გათვალისწინებული სამართალდარღვევები დარეგულირდება სურსათის/ცხოველის
საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით. ამასთან,
კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1794
მუხლი ამოღებულ იქნა და აღნიშნული ქმედება მოექცევა სისხლისსამართლებრივი
რეგულირების ქვეშ (ქმედების ჩამდენი პირის მიხედვით, შესაბამისად, 341-ე მუხლი სამსახურებრივი სიყალბე ან 362-ე მუხლი - ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან
ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1645 მუხლის მე-3 ნაწილით
გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ლიცენზიის გარეშე ბავშვთა კვების წარმოების
სფეროში
საქმიანობისათვის
დარეგულირდება
სურსათის/ცხოველის
საკვების
უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის საქართველოს კანონის 68ე მუხლით. თუმცა, განსხვავებით სამართალდარღვევათა კოდექსის რედაქციისა: ა)
პასუხისმგებლობა დგინდება საკვების დაფასოების ნაწილშიც; ბ) ლიცენზიის გარეშე ჩვილ
ბავშვთა კვების ნაწილშიც და გ) გარდა ჯარიმისა, მოხდება შესაბამისი პირის საქმიანობის
შეჩერებაც.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო
კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სურსათის
ეროვნული სააგენტო.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი.