„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
17.03.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/40/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-22
ბიუროს ნომერი 37

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №2324, 30.06.1998, გვ. 37) 331 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 331. პასუხისმგებლობა ეტიკეტირების წესის დარღვევისათვის ამ კანონის 31-ე, 32-ე ან/და 33-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევა იწვევს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 66-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი კანონპროექტი მომზადებულია, როგორც სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის პროექტის თანმდევი კანონპროექტი. „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით იცვლება მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საფუძვლები და მათი ნუმერაცია. ამდენად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ნორმა უნდა ჩამოყალიბდეს ახალი ნუმერაციის გათვალისწინებით, კოდექსის შესაბამის მუხლზე მითითებით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის 331 მუხლი ადგენს, რომ პასუხისმგებლობა ეტიკეტირების წესის დარღვევისათვის განისაზვრება საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 741 მუხლით. „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით კი, ეტიკეტირების წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის საკითხებზე 66-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილები უთითებს. ამდენად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის 331 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომის გამოსაყენებლად, აუცილებელია ეს მუხლი უთითებდეს სათანადო მუხლზე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებული საქმიანობის ფარგლებში ეტიკეტირების წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა კვლავ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით იქნება მოწესრიგებული. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის 331 მუხლში - პასუხისმგებლობა ეტიკეტირების წესის დარღვევისათვის - და მასში დასახელებული 741 მუხლის ნაცვლად, მითითება ხდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 66-ე მუხლი მე-6 და მე-7 ნაწილებზე, რომლებიც ადგენს პასუხისმგებლობას მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევისა და ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისათვის. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია გამოქვეყნებიდან 30-ე დღე, შესაბამისად, კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად განისაზღვრა გამოქვეყნებიდან 30-ე დღე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: ასეთი არ არსებობს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა საშემოსავლო ნაწილზე: სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის 66-ე მუხლის თანახმად, ჯარიმა ისეთი ბიზნესოპერატორისთვის, რომელიც არ წარმოადგენს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორს, განისაზღვრა 400 ლარის ნაცვლად 500 ლარით. ამდენად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქმედებების ჩამდენი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორისაგან სახელმწიფო ბიუჯეტში გაზრდილი ოდენობის ჯარიმა შევა. ამასთან, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის 66-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის განმეორებით დარღვევისთვის და ჯარიმა გაზრდილია 600 ლარიდან 1000 ლარამდე. ამდენად, აღნიშნულსაც გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, იზრდება რა, სამართალდამრღვევის მიერ გადასახდელი ჯარიმის ოდენობა. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, ჯარიმა ისეთი ბიზნესოპერატორისთვის, რომელიც არ წარმოადგენს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორს, განისაზღვრა 400 ლარის ნაცვლად 500 ლარით. ამდენად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქმედებების ჩამდენი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორი გაზრდილ ჯარიმას გადაიხდის. ამასთან, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის 66-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის განმეორებით დარღვევისთვის და ჯარიმა გაზრდილია 600 ლარიდან 1 000 ლარამდე. ამდენად, აღნიშნულსაც გავლენა ექნება სამართალდამრღვევ ბიზნეოპერატორებზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: ასეთი არ არსებობს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ხელშეკრულებებს. ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი.