„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
17.03.2021
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/31/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-22
ბიუროს ნომერი 37

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.05.001.019705) დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 და 72 მუხლები: „მუხლი 71. სპეციალურ დაცულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისა და დგომის საფასურის გადახდევინება 1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უზრუნველყოფს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ან/და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სატრანსპორტო საშუალებისა ან/და მისი მისაბმელის (შემდგომ - სატრანსპორტო საშუალება) სპეციალურ დაცულ სადგომზე (შემდგომ - დაცული სადგომი) ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაყვანას და დაცული სადგომზე დგომას. ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების და დაცულ სადგომზე დგომის საფასური (შემდგომ - გადაადგილებისა და დგომის საფასური) განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული გადაადგილებისა და დგომის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გადაადგილებისა და დგომის საფასურის გადახდევინებისა და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დაცული სადგომიდან გაყვანის შესახებ, რომელსაც უგზავნის სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს/კეთილსინდისიერ შემძენს. სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისთვის/კანონიერი მფლობელისთვის/კეთილსინდისიერი შემძენისთვის აღნიშნული ვალდებულების ნებაყოფლობით შესასრულებლად მიცემული ვადა უნდა იყოს არანაკლებ 30 კალენდარული დღე. 3. ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი საჩივრდება 10 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრემ/კანონიერმა მფლობელმა ან კეთილსინდისიერმა შემძენმა ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულა მისთვის დაკისრებული ვალდებულება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ექვემდებარება იძულებით აღსრულებას. იძულებითი აღსრულება განხორციელდება მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების მიქცევის გზით და მოვალის მიმართ არ იქნება გამოყენებული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა შეზღუდვები. 5. გადაადგილებისა და დგომის საფასური გადახდილად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესით იძულებითი აღსრულების შედეგად ამონაგები თანხა საკმარისი არ არის საფასურის დასაფარად. 6. იძულებითი აღსრულების მიზნით საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ გამოსცემს სააღსრულებო ფურცელს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებისა და გასაჩივრების ვადების გასვლის შემდეგ. გასაჩივრების შემთხვევაში კი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. 7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 250-ე მუხლით 13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გამოიცემა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. 8. თუ დაცულ სადგომზე განთავსებული სატრანსპორტო საშუალება არის სისხლის სამართლის საქმის ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, არ დაიბრუნა მესაკუთრემ/კანონიერმა მფლობელმა, ხოლო შემდეგ - კეთილსინდისიერმა შემძენმა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უფლებამოსილია მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების და დგომის საფასურის იძულებითი გადახდევინება ამ კანონის შესაბამისად. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ნივთიერი მტკიცებულების ბედის საბოლოო გადაწყვეტის შემდეგ, რომელიც მოიცავს, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად გასაჩივრების შესაძლებლობის ამოწურვას. 9. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უფლებამოსილია სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი სატრანსპორტო საშუალების საბოლოო ბედის გადაწყვეტის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს. 10. სააღსრულებო ფურცლის ფორმას და მისი გამოცემის წესს ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 72. შეტყობინების წესი 1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უზრუნველყოფს შეტყობინებების, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების (მათ შორის, ამ კანონის 71 მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) ან/და სხვა დოკუმენტების (შემდგომ - შეტყობინება) დაინტერესებული პირისათვის ჩაბარებას ამ მუხლით დადგენილი წესით. 2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ შეტყობინება იგზავნება ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ თავდაპირველად შეტყობინებას აგზავნის ფოსტით. თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, რომელ მისამართზე გააგზავნოს შეტყობინება, აღნიშნულის შემდეგ შეუძლია შეტყობინების გაგზავნის ნებისმიერი ფორმა გამოიყენოს თანმიმდევრობის დაუცველად. 3. ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი შეტყობინების ჩაბარება დასტურდება: ა) ტელეფონის შემთხვევაში – ტექნიკური საშუალებით შეტყობინების ჩაბარების შესახებ შედგენილი აქტით; ბ) ელექტრონული ფოსტის შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით ან/და ტექნიკური საშუალებით შეტყობინების ჩაბარების შესახებ შედგენილი აქტით. 4. შეტყობინება შესაბამის პირს ფოსტის მეშვეობით რეგისტრაციის ადგილის ან ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით ეგზავნება. 5. თუ შესაბამის პირს შეტყობინება გაგზავნილ მისამართზე ვერ ჩაჰბარდა, შეტყობინების მიმტანი პირი საფოსტო გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და აღნიშნულს ფოსტას უბრუნებს. შეტყობინება აღნიშნულ პირს განმეორებით იმავე ან სხვა მისამართზე ეგზავნება. 6. შეტყობინება შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ ამ პირის მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრი ფოსტით ჩაბარებისას განმეორებით უარს განაცხადებს მის მიღებაზე. 7. შეტყობინების ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უზრუნველყოფს შეტყობინების განათავსებს, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. შეტყობინება შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა ვებგვერდზე განთავსებიდან მე-15 დღეს. 8. ტექნიკური საშუალებებით შეტყობინების ჩაბარების მიზნით გამოიყენება სამინისტროს სისტემაში დაცული საკონტაქტო ტელეფონის ნომრები.“. მუხლი 2. 1. 100 ლარის გადახდის სანაცვლოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დაცულ სადგომზე (შემდგომ - დაცული სადგომი) სატრანსპორტო საშუალების გადაყვანისა და დგომის საფასურის (შემდგომ - საფასური) გადახდისგან გათავისუფლდებიან ის უფლებამოსილი პირები, რომელთა სატრანსპორტო საშუალებები დაცულ სადგომზე გადაყვანილია 2020 წლის 1 სექტემბრამდე, ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის იმყოფება დაცულ სადგომზე და რომლის მიმართაც შესაბამისი სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისმწარმოებელი ორგანოს მიერ მიღებულია საბოლოო გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში უფლებამოსილმა პირებმა სატრანსპორტო საშუალების გაყვანა უნდა უზრუნველყონ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიება აგრეთვე ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა მიმართაც საფასურის დაკისრებისა და დაცულ სადგომიდან სატრანსპორტო საშუალების საკუთარი ხარჯით გაყვანის თაობაზე მიმდინარეობს სამოქალაქო სამართალწარმოება ან/და რომელთა მიმართაც დასრულებულია აღნიშნული სამართალწარმოება და სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვთ საფასურის გადახდა და დაცულ სადგომიდან სატრანსპორტო საშუალების საკუთარი ხარჯით გაყვანა ან/და მათ მიმართ დაწყებულია სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების პროცედურა. 3. იმ შემთხვევაში თუ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში, ამ მუხლის პირველი ან/და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების დაცული სადგომიდან გაყვანა არ იქნა უზრუნველყოფილი, შესაბამისი საფასურის გადახდევინება დაექვემდებარება იძულებით აღსრულებას ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 3 ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა დაამტკიცოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ სპეციალურ დაცულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისა და დგომის საფასურის გადახდევინების სააღსრულებო ფურცლის ფორმა და მისი გამოცემის წესი; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა დაამტკიცოს სპეციალურ დაცულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისა და დგომის საფასურის გადახდევინების წესი; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელდეს კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. მუხლი 4 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის (შემდგომ − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) ერთ-ერთი მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების უზრუნველყოფა. ეს მიმართულება მოიცავს, მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სამართალდარღვევის/დანაშაულის შემთხვევებში, სატრანსპორტო საშუალების გადაყვანას დაცულ სადგომზე ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილებას და ასევე აღნიშნულ სადგომზე მისი დგომის უზრუნველყოფას. თავის მხრივ, აღნიშნული სერვისის საფასური განსაზღვრულია „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბერი №660 დადგენილებით. აღნიშნული სერვისის მიწოდება ხორციელდება 2014 წლიდან დღემდე. ამ დროის მანძილზე, სერვისის განხორციელების ფარგლებში თავი იჩინა ცალკეულმა პრობლემებმა, კერძოდ, ვერ ხორციელდება დაცული სადგომიდან ავტოსატრანსპორტო საშულებათა ეფექტური გადინება, მათი მესაკუთრეები უარს აცხადებენ სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე, აღნიშნული პრობლემა, თავის მხრივ, იწვევს დაცული სადგომების არამიზნობრივად გადატვირთვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ იძულებულია დამატებით, იჯარით აიღოს მიწის ნაკვეთები, რომელზეც ეწყობა ახალ დაცული სადგომები. შესაბამისად, ერთი მხრივ, სახეზეა დაცულ სადგომზე დიდი და მზარდი რაოდენობით დაგროვებული ავტომანქანები, ხოლო, მეორე მხრივ, მათზე რეაგირების არაეფექტური მექანიზმი. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ხელში არ არსებობს არანაირი ბერკეტი, რაც უზრუნველყოფს საჭიროების გასვლის შემდეგ უზრუნველყონ სატრანსპორტო საშუალებების გაყვანა ავტოსადგომებიდან. 2014-2020 წლებში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დაცულ სადგომზე შემოვიდა 73 820 მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, საიდანაც დღემდე დგას 1207 მექანიკური სატრანსპორტო საშუალება. აღსანიშნავია, რომ აქედან 50 მექანიკური სატრანსპორტო საშუალება დაცულ სადგომზე დგას 2014 წლიდან, 135- 2015 წლიდან, 177 - 2016 წლიდან, ხოლო 212 - 2017 წლიდან. დამატებითი დაცული სადგომების იჯარის ღირებულებამ კი 2015-2020 წლებში (ოქტომბრის მდგომარეობით) შეადგინა 551,874.07 ლარი. აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია შეიქმნას მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების სერვისის საფასურის გადახდევინების ეფექტიანი მექანიზმი, რათა უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ კანონმდებლობით დაკისრებული აღნიშნული ფუნქციის ეფექტიანი შესრულება. აღსანიშნავია, რომ 2014-2020 წლებში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დაცულ სადგომზე მყოფი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დგომისთვის დავალიანება შეადგენს 3 735 195 (სამი მილიონ შვიდას ოცდათხუთმეტი ათას ას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარს. შესაბამისად, თითოეული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეზე რამდენიმე ასეული ლარის დავალიანებაც შეიძლება ირიცხებოდეს, რაც მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება მათ. ცალკეულ შემთხვევებში კი შეიძლება დავალიანებამ გადააჭარბოს სატრანსპორტო საშუალების თვითღირებულებასაც. ამ პრობლემის გადასაჭრელად წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს დროებით მექანიზმს, რომლის მიხედვითაც კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში 100 ლარის გადახდის სანაცვლოდ ზემოაღნიშნული დავალიანების გადახდისგან გათავისუფლდებიან ის უფლებამოსილი პირები, რომელთა სატრანსპორტო საშუალებები დაცულ სადგომზე გადაყვანილია 2020 წლის 1 სექტემბრამდე. აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვან ფინანსურ შეღავათს გაუწევს ყველა მოსარგებლე პირს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღება აუცილებელია მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების სერვისის საფასურის გადახდევინების ეფექტიანი მექანიზმის შექმნისათვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ კანონმდებლობით დაკისრებული აღნიშნული ფუნქციის ეფექტიანი შესრულება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად სპეციალური დაცული სადგომების შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად დაინერგება საფასურის გადახდევინების ეფექტური მექანიზმი, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ აღნიშნული სერვისის მიწოდების ეფექტიანობის ამაღლებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება ახალი 71 და 72 მუხლები. 71 მუხლით განისაზღვრება სპეციალურ დაცულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისა და დგომის საფასურის გადახდევინების წესი. კერძოდ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული წესით გადაადგილებისა და დგომის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში და დადგენილი წესით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112-ის“ უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო გადაადგილებისა და საშუალების დგომის საფასურის ევაკუატორით ან გადახდევინებისა თავისი და სვლით აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დაცული სადგომიდან გაყვანის შესახებ, რომელსაც უგზავნის სატრანსპორტო შემძენს. საშუალების მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს/კეთილსინდისიერ ამავე პირს აღნიშნული ვალდებულების ნებაყოფლობით შესასრულებლად მიეცემა ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს, გარდა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ვალდებულების შესრულება 30 კალენდარულ დღის ვადაში შეუძლებელია ობიექტური გარემოების არსებობის გამო. წინამდებარე მუხლი აგრეთვე განსაზღვრავს აღნიშნული სამართლებრივი აქტის გასაჩივრების სპეციალურ 10 დღიან ვადას. ადმინისტრაციულ- თუ მფლობელმა სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრემ/კანონიერმა ან კეთილსინდისიერმა შემძენმა განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულა მისთვის დაკისრებული ვალდებულება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ექვემდებარება იძულებით აღსრულებას. თავის მხრივ, იძულებითი აღსრულება განხორციელდება მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების მიქცევის გზით და მოვალის მიმართ არ იქნება გამოყენებული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა შეზღუდვები. გადაადგილებისა და დგომის საფასური გადახდილად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ ამ წესით იძულებითი აღსრულების შედეგად ამონაგები თანხა საკმარისი არ არის საფასურის დასაფარად. აღნიშნული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ გამოსცემს სააღსრულებო ფურცელს ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებისა და გასაჩივრების ვადების გასვლის შემდეგ, თუ აღნიშნული აქტი არ არის გასაჩივრებული, ხოლო გასაჩივრების შემთხვევაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. საყურადღებოა, რომ თუ სატრანსპორტო საშუალება არის სისხლის სამართლის საქმის ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, არ დაიბრუნა მესაკუთრემ/კანონიერმა მფლობელმა, ხოლო შემდეგ - კეთილსინდისიერმა შემძენმა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უფლებამოსილია მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების და დგომის საფასურის იძულებითი გადახდევინება ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად. ამასთან, იძულებითი აღსრულების პროცედურები ხორციელდება მხოლოდ ნივთიერი მტკიცებულების ბედის საბოლოო გადაწყვეტის შემდეგ, რომელიც მოიცავს, მათ შორის, გასაჩივრების შესაძლებლობის ამოწურვას. რაც შეეხება, დაინტერესებული საკითხებს, იგი პირისთვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის გათვალისწინებულია 72 მუხლით, რომლის შესაბამისადაც საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ შეტყობინება იგზავნება ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, შეტყობინების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს შეტყობინება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. აღნიშნული მუხლი აგრეთვე ითვალისწინებს შესაბამისი შეტყობინებების ჩაბარების წესსა და ჩაუბარებლობისთვის შესაბამის სამართლებრივ შედეგებს. წარმოდგენილი კანონის პროექტის მე-2 მუხლი ითვალისწინებს 100 ლარის საფასურის გადახდის სანაცვლოს იმ უფლებამოსილი პირების საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დაცულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდისგან გათავისუფლებას რომელთა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები დაცულ სადგომზე გადმოყვანილია 2020 წლის 1 სექტემბრამდე და ამ კანონის ამოქმედებისას კვლავ იმყოფება აღნიშნულ სადგომზე. ეს პირები გათავისუფლდებიან აღნიშნული დავალიანებისგან თუ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს სადგომიდან გაიყვანენ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში. ამასთან ამ უფლებით სარგებლობისთვის აუცილებელია შესაბამისი სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისმწარმოებელი ორგანოს მიერ მიღებული იყოს საბოლოო გადაწყვეტილება აღნიშნულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე. აღნიშნული ღონისძიება ვრცელდება აგრეთვე იმ პირებზე, რომელთა მიმართაც სატრანსპორტო საშუალების გადაყვანისა და დგომის საფასურის დაკისრებისა და დაცული სადგომიდან სატრანსპორტო საშუალების საკუთარი ხარჯით გაყვანის დავალდებულების თაობაზე მიმდინარეობს სამოქალაქო სამართალწარმოება, ან/და რომელთა მიმართაც დასრულებულია აღნიშნული სამოქალაქო სამართალწარმოება გადაწყვეტილებით დაეკისრათ აღნიშნულის განხორციელება დაწყებულია იძულებითი აღსრულების პროცედურები. და ან/და სასამართლოს მათ მიმართ იმ შემთხვევაში თუ წარმოდგენილი კანონის პროექტის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში, სატრანსპორტო საშუალების დაცული სადგომიდან გაყვანა არ იქნა უზრუნველყოფილი, შესაბამისი საფასურის გადახდევინება დაექვემდებარება იძულებით აღსრულებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილების დროულად ამოქმედება. წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებული არ არის კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის დაფინანსების წყაროა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდგომ - აღსრულების ეროვნული ბიურო) საკუთარი შემოსავლები. სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს დამატებით მოუწევს დაინტერესებული პირებისათვის შეტყობინების გაგზავნა და შემდგომ იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო ფურცლის გამოცემა. ამასთან, როგორც სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“, ასევე, აღსრულების ეროვნული ბიურო კანონპროექტით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფენ არსებული შემოსავლებით, მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და ადამიანური რესურსით. გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მთელი რიგი ნორმატიული აქტების გამოცემა, რაც ასევე განხორციელდება სამინისტროს არსებული ადმინისტრაციული რესურსით. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: წარმოდგენილი კანონის პროექტის მე-2 მუხლის შესაბამისად, 2020 წლის 1 სექტემბრამდე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ დაცულ ავტოსადგომზე გადაყვანილი ცალკეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრე/კანონიერი მფლობელები თავისუფლდებიან სატრანსპორტო საშუალების გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდისგან. აღნიშნული შეადგენს დაახლოებით 3 735 195 (სამი მილიონ შვიდას ოცდათხუთმეტი ათას ას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარს. შესაბამისად, შემცირდება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ მიღებული შემოსავლებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი 10%, რაც ზეგავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებულია საფასურის/დავალიანების გადახდის იძულებითი აღსრულების მექანიზმი, რაც დადებით ზეგავლენას მოახდენს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შემოსავლებზე. ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს დათქმას, რომლის მიხედვითაც გადაადგილებისა და დგომის საფასური გადახდილად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ იძულებითი აღსრულების შედეგად ამონაგები თანხა საკმარისი არ არის საფასურის დასაფარად. ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია მომსახურების უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯი უფრო მეტი აღმოჩნდეს, ვიდრე მიღებული შემოსავალი. შესაბამისად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შემოსავლებზე გავლენის კონკრეტული ოდენობა დამოკიდებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების იძულებით აღსრულების შედეგად ამონაგებ თანხასა და არსებულ დავალიანებაზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2021 წლის 1 იანვრიდან მოქმედი რედაქციის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, მათ შორის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის დამატებული ღირებულების გადასახადისგან. ცენტრი „112“ გათავისუფლებულია ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: პროექტი ითვალისწინებს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ ისთვის სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების და დგომის საფასურის გადახდის იძულებითი აღსრულების მიზნით დამატებითი ადმინისტრაციული ფუნქციების დაკისრებას, კერძოდ, როგორიცაა, დაინტერესებული პირისთვის შეტყობინების გაგზავნა, სააღსრულებლო ფურცლის გამოცემა, აღნიშნულის აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადაგზავნა. თავის მხრივ, აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოუწევს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ყველა იმ პროცედურის განხორციელება, რაც გათვალისწინებულია აღსრულებისთვის. აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული ფუნქციების იძულებითი განხორციელებას სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ და აღსრულების ეროვნული ბიურო განახორციელებს საკუთარი შემოსავლებიდან, უკვე არსებული ადამიანური და მატერიალური რესურსით. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ 2014-2020 წლებში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დაცულ სადგომზე შემოვიდა 73 820 მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, საიდანაც დღემდე დგას 1207 მექანიკური სატრანსპორტო საშუალება. აღსანიშნავია, რომ აქედან 50 მექანიკური სატრანსპორტო საშუალება დაცულ სადგომზე დგას 2014 წლიდან, 135 - 2015 წლიდან, 177 -2016 წლიდან, ხოლო 212 - 2017 წლიდან. დამატებითი სადგომების იჯარის ღირებულებამ 2015-2020 წლებში (ოქტომბრის მდგომარეობით) შეადგინა 551,874.07 ლარი. წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს აღარ მოუწევს დამატებითი დაცული სადგომებისთვის მიწის იჯარით აღება, რაც გამოიწვევს ზემოაღნიშნული თანხის დაზოგვას სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ბიუჯეტში. გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა რიგი ნორმატიული აქტების გამოცემა, რაც ასევე განხორციელდება სამინისტროს არსებული ადმინისტრაციული რესურსით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. წარმოდგენილი კანონის პროექტის მე-2 მუხლის შესაბამისად, 2020 წლის 1 სექტემბრამდე სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ დაცულ ავტოსადგომზე გადაყვანილი ცალკეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრე/კანონიერი მფლობელი/კეთილსინდისიერი შემძენი 100 ლარის გადახდის და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში თავისუფლდებიან სატრანსპორტო საშუალების გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდისგან. კონკრეტული ზეგავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმ დაინტერესებულ პირთა რაოდენობაზე, ვინც ისარგებლებს აღნიშნული შეღავათით. ამასთან, მანქანის გაყვანისა და საფასურის გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში პირის სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება იძულებით აღსრულებას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: პროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. საქართველოს ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.