„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
17.03.2021
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/31/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-22
ბიუროს ნომერი 37

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) მე-80 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი: „41. იმ შემთხვევაში, თუ სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან ცნობილია, რომ სატრანსპორტო საშუალება განთავსებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე, უფლებამოსილმა ორგანომ ამ მუხლის ან ამ კანონის 81-ე მუხლის შესაბამისად ნივთიერი მტკიცებულების ბედის გადაწყვეტის შესახებ ინფორმაცია ასევე უნდა მიაწოდოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს“ შესაბამისი განაჩენის/დადგენილების გასაჩივრების ვადების გასვლიდან არაუგვიანეს 15 დღისა, თუ აღნიშნული განაჩენი/დადგენილება გასაჩივრებული არ არის, ხოლო განაჩენის/დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაში შესაბამისი ორგანოს მიერ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში. “. მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის სამინისტროს მომზადება საჯარო განპირობებულია სამართლის „საქართველოს იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დაცულ (საჯარიმო) სადგომზე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების სერვისის საფასურის გადახდევინების ეფექტიანი მექანიზმის შექმნას. აღნიშნული კანონის პროექტის თანახმად, თუ საჯარიმო სადგომზე განთავსებული სატრანსპორტო საშუალება არის სისხლის სამართლის საქმის ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, არ დაიბრუნა მესაკუთრემ/კანონიერმა მფლობელმა, ხოლო შემდეგ - კეთილსინდისიერმა შემძენმა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უფლებამოსილია მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების და დგომის საფასურის იძულებითი გადახდევინება. თავის მხრივ, იძულებითი აღსრულების პროცედურები ხორციელდება ნივთიერი მტკიცებულების ბედის საბოლოო გადაწყვეტის შემდეგ, რომელიც მოიცავს, მათ შორის, გასაჩივრების შესაძლებლობის ამოწურვას. აქედან გამომდინარე აუცილებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არსებობდეს ვალდებულება, რომლის მიხედვითაც ნივთიერი მტკიცებულებების ბედის გადაწყვეტის შემდეგ შესაბამისი ინფორმაცია უნდა ეცნობოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღება აუცილებელია „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სერვისის საფასურის გადახდევინების აღსრულების ეფექტიანი მექანიზმის შექმნის აუცილებლობით ისეთი შემთხვევებისას როდესაც სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მტკიცებულებას სისხლის სამართლის საქმეზე. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად შეიქმნება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სერვისის საფასურის გადახდევინების აღსრულების ეფექტიანი მექანიზმი ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მტკიცებულებას სისხლის სამართლის საქმეზე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-80 მუხლს ემატება ახალი 41 ნაწილი, რომლის შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან ცნობილია, რომ სატრანსპორტო საშუალება განთავსებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე, უფლებამოსილმა ორგანომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-80 ან 81-ე მუხლის შესაბამისად ნივთიერი მტკიცებულების ბედის გადაწყვეტის შესახებ ინფორმაცია ასევე უნდა მიაწოდოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს“ შესაბამისი განაჩენის/დადგენილების გასაჩივრების ვადების გასვლიდან არაუგვიანეს 15 დღისა, თუ აღნიშნული განაჩენი/დადგენილება გასაჩივრებული არ არის, ხოლო განაჩენის/დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაში შესაბამისი ორგანოს მიერ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილების დროულად ამოქმედება. წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებული არ არის კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: ხარჯების დაფინანსება მოხდება შესაბამისი უწყებებისთვის (საერთო სასამართლოები, საქართველოს პროკურატურა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. მართალია, უფლებამოსილ ორგანოს შესაძლებელია ცალკეულ შემთხვევაში გაეზარდოს ფუნქციები, მაგრამ აღნიშნული განხორციელდება უფლებამოსილი ორგანოს (პროკურატურა, სასამართლო) არსებული ადამიანური და მატერიალური რესურსის ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ასეთი არ არსებობს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: პროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ ორგანიზაციებში და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.