„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
17.03.2021
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/31/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-22
ბიუროს ნომერი 37

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ“ ქვეპუნქტი: „ჩ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის (შემდგომ − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის (შემდგომ - სატრანსპორტო საშუალება) საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ სპეციალურ დაცულ სადგომზე ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილებისა და დგომის საფასურის გადახდევინების შესახებ.“. 2. 21-ე მუხლის 32 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 33 პუნქტი: „33. ამ კანონის 904 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ისუფლებამოსილი მოსამსახურის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, უნდა აღინიშნოს სატრანსპორტო საშუალების: ა) მარკა; ბ) მოდელი; გ) რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი); დ) საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი; ე) ფერი ვ) გამოშვების წელი.“. 3. 9013 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 9014 მუხლი: „მუხლი 9014. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისა და დგომის საფასურის გადახდევინების იძულებით აღსრულების წესი 1. სატრანსპორტო საშუალებათა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112ის“ სპეციალურ დაცულ სადგომზე ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების და დგომის საფასურის იძულებით გადახდევინების აღსრულება ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით, სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებულ, დაცულ სადგომზე არსებული შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მიქცევის გზით და მოვალის მიმართ არ იქნება გამოყენებული ამ კანონით გათვალისწინებული სხვა შეზღუდვები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასური დაფარულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იმავე პუნქტით გათვალისწინებული წესით სატრანსპორტო საშუალების მიქცევის გზით ამონაგები თანხა საკმარისი არ არის საფასურის დასაფარად. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დაცულ სადგომზე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების სერვისის საფასურის გადახდევინების მექანიზმის შექმნას. აღნიშნული დანაწესის ფუნქციონირებისათვის აუცილებელია არსებობდეს მისი აღსრულების ეფექტიანი მექანიზმი, რომლის შექმნასაც მიზნად ისახავს წარმოდგენილი კანონპროექტი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღება აუცილებელია „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სერვისის საფასურის გადახდევინების აღსრულების ეფექტიანი მექანიზმის შექმნის აუცილებლობით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში შეიქმნება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული სერვისის საფასურის გადახდევინების აღსრულების ეფექტიანი მექანიზმი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში აღსრულების ქვემდებარე აქტების ჩამონათვალს ემატება ახალი აქტი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ სპეციალურ დაცულ სადგომზე ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილებისა და დგომის საფასურის გადახდევინების შესახებ. ამასთან, კანონის 21-ე მუხლს, რომელიც ითვალისწინებს სააღსრულებო ფურცლის რეკვიზიტებს, ემატება ახალი 31 პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისა და დგომის საფასურის გადახდევინების იძულებით აღსრულებისას გამოსაცემი სააღსრულებო ფურცლის დამატებით რეკვიზიტებს. საყურადღებოა, რომ კანონს ემატება ახალი 9014 მუხლი. რომლითაც განისაზღვრა, რომ სატრანსპორტო საშუალებათა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112ის“ სპეციალურ დაცულ სადგომზე ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების და დგომის საფასურის იძულებით გადახდევინების აღსრულება ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით, სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებულ, სადგომზე არსებული შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მიქცევის გზით. ამასთან, აღნიშნული საფასური დაფარულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც სატრანსპორტო საშუალების მიქცევის გზით ამონაგები თანხა საკმარისი არ არის საფასურის დასაფარად. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილების დროულად ამოქმედება. წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებული არ არის კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის დაფინანსების წყაროა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდგომ - აღსრულების ეროვნული ბიურო) საკუთარი შემოსავლები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შემოსავლებზე, ვინაიდან სატრანსპორტო საშუალების აღსასრულებლად მიქცევის შედეგად ამონაგები თანხით მოხდება სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მომსახურების საფასურის დაფარვა. ამასთან, საფასური დაფარულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იმავე პუნქტით გათვალისწინებული წესით სატრანსპორტო საშუალების მიქცევის გზით ამონაგები თანხა საკმარისი არ არის საფასურის დასაფარად. ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია მომსახურების უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯი უფრო მეტი აღმოჩნდეს, ვიდრე მიღებული შემოსავალი. შესაბამისად, სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შემოსავლებზე გავლენის კონკრეტული ოდენობა დამოკიდებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების იძულებითი აღსრულების შედეგად ამონაგებ თანხასა და არსებულ დავალიანებაზე. გარდა ამისა, პროექტი გავლენას მოახდენს აღსრულების ეროვნული ბიუროს შემოსავლებზე. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესებს აღსრულების საფასურს, რომელიც არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, რომელიც ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე. ამასთან, საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112ის“ სპეციალურ დაცულ სადგომზე ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილებისა და დგომის საფასურის გადახდევინების იძულებითი აღსრულება დადებით გავლენას ჰპოვებს აღსრულების ეროვნული ბიუროს შემოსავლებზე, რაც გამოიხატება შესაბამისი საფასურის მიღებაში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: პროექტი ითვალისწინებს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ ისთვის სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების და დგომის საფასურის გადახდის იძულებითი აღსრულების მიზნით დამატებითი ადმინისტრაციული ფუნქციების დაკისრებას, კერძოდ, როგორიცაა, დაინტერესებული პირისთვის შეტყობინების გაგზავნა, სააღსრულებლო ფურცლის გამოცემა, აღნიშნულის აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადაგზავნა. თავის მხრივ, აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოუწევს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ყველა იმ პროცედურის განხორციელება, რაც გათვალისწინებულია იძულებითი აღსრულებისთვის. აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებას სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ და აღსრულების ეროვნული ბიურო განახორციელებს საკუთარი შემოსავლებიდან, უკვე არსებული ადამიანური და მატერიალური რესურსით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. კერძოდ, პროექტის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იძულებით აღსრულებისას პირს დაეკისრება იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებით ხარჯები. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: პროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ ორგანიზაციებში და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.