საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი: ა) 2020 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ (დასრულებული საქმეები) ბ) 2020 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ (მიმდინარე საქმეები)
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-01
ბიუროს ნომერი 41 (11:45)
📜 ტექსტი
ანგარიში
2020 წლის ანგარიში
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ
გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ
(დასრულებული საქმეები)
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
2021
1
სარჩევი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასრულებული საქმეები ............................... 3
1. გახარია საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №30459/13, 2017 წლის 17 იანვრის
გადაწყვეტილება ................................................................................................................................... 3
2. ბართაია საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №10978/06, 2018 წლის 26 ივლისის
გადაწყვეტილება ................................................................................................................................... 6
3. ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №28490/02, 2014 წლის 7
ოქტომბრის გადაწყვეტილება ............................................................................................................. 9
4. ცარციძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №18766/04, 2017 წლის 17
იანვრის გადაწყვეტილება ................................................................................................................. 10
5. დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №19634/07, 2012 წლის 18
დეკემბრის გადაწყვეტილება ............................................................................................................ 12
6. ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №50375/07, 2019 წლის 18
ივლისის გადაწყვეტილება ................................................................................................................ 14
7. ჯუღელი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №38342/05, 2017 წლის 13
ივლისის გადაწყვეტილება ................................................................................................................ 17
შეჯამება .................................................................................................................................................... 22
2
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასრულებული საქმეები
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 175-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“
ქვეპუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ანგარიში მოიცავს ადამიანის უფლებათა
ევროპული
სასამართლოს
(შემდგომ
„ევროპული
სასამართლო“)
გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ ინფორმაციას იმ საქმეებთან
დაკავშირებით, რომლებზეც 2020 წელს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის
(შემდგომ - „მინისტრთა კომიტეტი“) მიერ მიღებულია საბოლოო რეზოლუციები.
კერძოდ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ინდივიდუალური და ზოგადი
ღონისძიებების საფუძველზე, საანგარიშო პერიოდში, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო
საბოლოო
რეზოლუციები
და
აღსრულებულად
გამოაცხადა
7
საქმე
(გადაწყვეტილება), რომელიც წარმოდგენილია განსახილველ ანგარიშში.
1. გახარია საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №30459/13, 2017 წლის 17 იანვრის
გადაწყვეტილება
2020 წლის 17 ივნისს, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო საბოლოო რეზოლუცია
ევროპული სასამართლოს 2017 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებაზე - „გახარია
საქართველოს წინააღმდეგ“.1
საქმის გარემოებების მიხედვით, მომჩივან რევაზ გახარიას და მის ყოფილ პარტნიორს
თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ქალიშვილი, რომელსაც ზრდიდა მომჩივნის
პარტნიორის დედა, ვინაიდან ორივე მშობელი იმყოფებოდა საზღვარგარეთ.
ურთიერთობების დასრულების შემდეგ, მომჩივნის ყოფილმა პარტნიორმა ორჯერ
მიმართა ეროვნულ სასამართლოებს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შვილის
საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, შვილისთვის საერთაშორისო პასპორტის
გაცემისა და მამის თანხმობის გარეშე შვილის საქართველოდან გაყვანის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2008 წლის 24 ივნისსა და 2008 წლის 12
დეკემბერს გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილებებით დაკმაყოფილდა
მომჩივნის ყოფილი პარტნიორის ორივე მოთხოვნა, მომჩივნის მონაწილეობის გარეშე,
რადგან მას ვერ ჩაბარდა უწყება.
2012 წლის 6 ივნისს მომჩივანმა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო
სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და საქმის
წარმოების განახლების მოთხოვნით. იგი განმარტავდა, რომ გადაწყვეტილებების
შესახებ მხოლოდ 2012 წლის მაისში შეიტყო, ვინაიდან გადაწყვეტილებების
გამოტანის პერიოდში იგი საქართველოში არ ცხოვრობდა, რის შესახებაც იცოდა მისმა
მინისტრთა კომიტეტის რეზოლუცია საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“, ხელმისაწვდომია:
http://hudoc.exec.coe.int/eng?i=001-203789
1
3
ყოფილმა პარტნიორმა. შესაბამისად, იგი სათანადოდ არ იქნა მოწვეული სასამართლო
პროცესზე. ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა
მომჩივნის განცხადება.
ევროპულმა სასამართლომ მომჩივნის სათანადოდ ინფორმირებულობისა და მისი
მონაწილეობით საქმის ხელახლა განხილვის შესაძლებლობაზე მსჯელობის
საფუძველზე, დაადგინა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის
დარღვევა. ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო
სასამართლომ ვერ შეძლო მომჩივნის სათანადოდ ინფორმირება და ორ დაუსწრებელ
სამართალწარმოებაში მისი მონაწილეობის უზრუნველყოფა. საქმეზე ევროპულმა
სასამართლომ, სხვებს შორის, აღნიშნა, რომ ეროვნულ სასამართლოებს შეეძლოთ ასევე
მოეთხოვათ, მინსკის კონვენციის თანახმად, იურიდიული დახმარება შესაბამისი
მონაწილე სახელმწიფოს მხრიდან.
ინდივიდუალური ღონისძიება
სამართლიანი დაკმაყოფილება
მთავრობამ კომპენსაციის თანხა, 1 500 ევრო, მომჩივანს გადაურიცხა დადგენილ
ვადაში, 2017 წლის 21 ივნისს.
ზოგადი ღონისძიებები
საქართველოს
მთავრობის
სამოქმედო
კონსოლიდირებული
ანგარიში
ინდივიდუალურ და ზოგად ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომლებიც
განხორციელდა გახარიას და ბართაიას საქმეების აღსრულების პროცესში
წარდგენილი იქნა 2020 წლის 29 აპრილს.2
გასული წლების მიმდინარე საქმეების საპარლამენტო ანგარიშებში აღნიშნული იყო
ინფორმაცია საქმის აღსრულების ზოგად ღონისძიებებთან დაკავშირებით. კერძოდ,
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რეგულაციები მოპასუხისათვის საჩივრის
(განცხადების) და სხვა დოკუმენტების სათანადოდ ჩაბარების შესაძლებლობის
თაობაზე; საქმეზე ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევების
აღმოფხვრის საილუსტრაციო სასამართლო პრაქტიკა; იუსტიციის სამინისტროს
ინიციატივით შემუშავებული პრაქტიკული სახელმძღვანელო სამოქალაქო საქმეებზე
საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარების თაობაზე.3
2018 წლის აღსრულების ანგარიშში ასევე აღნიშნული იყო, რომ მინსკის კონვენციას
მოსამართლეები იყენებენ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელის მიერ მოპასუხის
მისამართზე საკუთარი რესურსებით გაგზავნილი კონვერტი არ ბარდება ადრესატს, ან
2
მთავრობის მიერ წარდგენილი სამოქმედო გეგმა, ხელმისაწვდომია: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=DHDD(2020)403E
3
ხელმისაწვდომია: http://www.justice.gov.ge/Ministry/Index/340
4
როდესაც მოპასუხის მისამართი უცნობია. დამატებით, თბილისის საქალაქო
სასამართლოს მიერ მოწოდებული საილუსტრაციო მაგალითებით დადგინდა, რომ
პრაქტიკაში, თბილისის საქალაქო სასამართლო მინსკის კონვენციის გამოყენებით,
სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თხოვნით მიმართავს შესაბამისი ქვეყნის
კომპეტენტურ ორგანოს სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარების
უზრუნველყოფის მიზნით.4
ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლო მინსკის კონვენციას აქტიურად იყენებს იმ
შემთხვევაშიც, როდესაც უკვე გაგზავნილი დოკუმენტები მოპასუხეს უცხო ქვეყნის
მისამართზე არ ბარდება.5
დამატებით, აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 5 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო
დადგენილება „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და
არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ 1965 წლის 15
ნოემბრის ჰააგის კონვენციასთან შეერთების თაობაზე.6 კონვენციის მოქმედების
სფერო ეხება სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო
დოკუმენტების საზღვარგარეთ დროულად ჩაბარებას და მისი მიზანია ამ საქმეებზე
დოკუმენტების ჩაბარების პროცედურა განისაზღვროს გამარტივებული და
დაჩქარებული წესით. კონვენციით ასევე განსაზღვრულია დასახული მიზნების
მისაღწევად ხელშემკვრელ სახელმწიფოთა თანამშრომლობის წესი.
საქართველოს კონვენციასთან შეერთება წარმოადგენს საქართველოსა და
ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ-ერთ
ვალდებულებას.
აღნიშნული
ასევე,
ხელს
შეუწყობს
სამართლებრივი
ურთიერთდახმარების წესისა და პროცედურების გამარტივებას, სამოქალაქო ან
კომერციული საქმეების დროულ გადაწყვეტას. კონვენციასთან შეერთება
მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის უკეთესად
უზრუნველყოფის კუთხით, კერძოდ, ჰააგის კონვენცია იძლევა შესაძლებლობას, რომ
როდესაც საქმის განხილვის დროს მხარეები იმყოფებიან სხვადასხვა სახელმწიფოში,
მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, სასამართლო თუ არასასამართლო მასალები ჩაიბარონ
ადგილსამყოფელ
სახელმწიფოში
და
ამგვარად
მოხდეს
მათი
ჩართვა
სამართალწარმოებაში.
დავალება ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების შესახებ, №2/9193-13
2015 წლის 8 ივნისის შუამდგომლობა, საქმე №2/12949-14; 2017 წლის 20 იანვრის განჩინება, საქმე
№2/31565- 16; 2017 წლის 28 აპრილის თხოვნა სამართლებრივი დახმარების შესახებ (შუამდგომლობა),
საქმე №2/3615-17; 2018 წლის 6 თებერვლის და 3 მაისის თხოვნები სამართლებრივი დახმარების შესახებ
(შუამდგომლობები), საქმე №2/1778-18; 2018 წლის 16 აპრილის განჩინება, საქმე №2/10570-18
6
ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5116086?publication=0
4
5
5
2. ბართაია საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №10978/06, 2018 წლის 26 ივლისის
გადაწყვეტილება
2020 წლის 17 ივნისს, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო საბოლოო რეზოლუცია
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - „ბართაია საქართველოს
წინააღმდეგ“.7
საქმე ეხება მომჩივნის სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომ სამართალწარმოებას
დამსაქმებლის - ბეჭდვითი კომპანიის წინააღმდეგ. საქმის გარემოებების მიხედვით,
მომჩივნის საქმის მოსმენა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში
გაიმართა 2004 წლის 28 იანვარს, თუმცა, ვინაიდან მომჩივნის ადვოკატმა სხდომაზე
გამოცხადება ვერ შეძლო (რის შესახებაც წინასწარ ეცნობა სასამართლოს), მომჩივანმა
უარი განაცხადა ადვოკატის გარეშე საქმის განხილვაში მონაწილეობაზე და მოითხოვა
სხდომის გადადება. სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივნის უარი საქმის განხილვაში
მონაწილეობაზე უთანაბრდებოდა მის გამოუცხადებლობას და საქმეზე გამოიტანა
დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რითაც უარი უთხრა მომჩივანს სარჩელის
დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, არ დაკმაყოფილდა მომჩივნის საჩივარი
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.
მომჩივანი ასაჩივრებდა, რომ მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა
იყო არასწორი, რაც არღვევდა მხარეთა თანასწორობის პრინციპს და მას არ ეძლეოდა
საქმის ხელახლა განხილვის შესაძლებლობა. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა
კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა, ვინაიდან მიიჩნია, რომ
მომჩივნის მიერ სამართალწარმოებაში ეფექტურად მონაწილეობისა და მხარეთა
თანასწორობის უფლების შეზღუდვა, შეუთავსებელი იყო კონვენციის მიზნებთან.
ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივანს ადეკვატურად და გასაგები
ფორმით არ ეცნობა მისი ქმედების შესაძლო შედეგების შესახებ. სასამართლომ
სახელმწიფოს მომჩივნის მიმართ დააკისრა მორალური ზიანის სახით - 1 500 ევროს და
სასამართლო ხარჯების სახით - 1 000 ევროს გადახდა.
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
მთავრობამ კომპენსაციის თანხა, 2 500 ევრო, მომჩივანს გადაურიცხა დადგენილ
ვადაში, კერძოდ, 2018 წლის 7 დეკემბერს.
მინისტრთა კომიტეტის რეზოლუცია საქმეზე „ბართაია საქართველოს წინააღმდეგ“, ხელმისაწვდომია:
http://hudoc.exec.coe.int/eng?i=001-203789
7
6
ზოგადი ღონისძიებები
აღნიშნულ საქმეზე ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევის
თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს რომ დღეს არსებული პრაქტიკით, ადვოკატის სხვა
საქმის განხილვაში მონაწილეობა, წარმოადგენს საქმის განხილვის გადადების
საპატიო მიზეზს და ასეთ შემთხვევებში ეროვნულ სასამართლოებს არ გამოაქვთ
დაუსწრებელი გადაწყვეტილებები. კერძოდ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ
2018 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ: „სამართლიანი სასამართლოს
უფლება
მოიცავს
თითოეული
მხარისათვის
გასაჩივრების
კანონით
გათვალისწინებული უფლების ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობას, რაშიც
უთუოდ იგულისხმება სასამართლო სხდომაში (მისი ჩატარების თარიღისა და დროის
განსაზღვრის ჩათვლით) მხარის მონაწილეობის ხელმისაწვდომობა. იმ პირობებში,
როდესაც მხარე/მისი წარმომადგენელი უთითებს სხვა სასამართლო სხდომაში
მონაწილეობის გამო სასამართლოს მიერ დასანიშნ სხდომაში მონაწილეობის
შეუძლებლობას და ითხოვს სხდომის თარიღის ან დროის იმგვარად განსაზღვრას, რომ
შეძლოს უკვე დანიშნულ სხდომაში მონაწილეობა, რაც მხარის/წარმომადგენლის
ვალდებულებაა, ამასთან, დასანიშნ სხდომაზე გამოცხადების ვალდებულების
შესრულება, სასამართლოსაც, თავის მხრივ, ეკისრება ვალდებულება, რომ გამონახოს
გონივრული თარიღი და დრო სხდომის განსაზღვრისათვის, როგორც სასამართლო
სხდომების
განრიგის,
ისე
მხარეთა
გამოცხადების
შესაძლებლობის
8
გათვალისწინებით.“
გარდა ამისა, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ
მოწოდებული სხდომის ოქმების მიხედვით, მხარეების შუამდგომლობა საქმის
განხილვის გადადების თაობაზე დაკმაყოფილდა შემდეგი მიზეზების გამო:
აპელანტის წარმომადგენელი არ ესწრებოდა საპატიო მიზეზის გამო;9 მოპასუხის
წარმომადგენელი მონაწილეობდა სხვა სასამართლო პროცესში;10 მოსარჩელის
წარმომადგენელი მონაწილეობდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გამართულ
ტრენინგში;11 მოპასუხის ავტომანქანიდან პირადი ნივთების მოპარვასთან
დაკავშირებით ის მონაწილეობას იღებდა საგამოძიებო მოქმედებებში და მოკლებული
იყო შესაძლებლობას, გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე;12 მოპასუხე მხარე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, საქმე №ას-1352-1272-2017; 22 იანვარი, 2018 წელი,
§15.6.
9
სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმი, თბილისის სააპელაციო სასამართლო საქმე №2ბ/541318წ., 12 თებერვალი, 2019 წ.
10
სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმი, თბილისის საქალაქო სასამართლო, საქმე №2/26590-18,
13 თებერვალი, 2019 წ.
11
სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმი, თბილისის საქალაქო სასამართლო, საქმე №2/275-19,
15 თებერვალი, 2019 წ.
12
სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმი, თბილისის საქალაქო სასამართლო, საქმე №2/22272-18,
15 თებერვალი, 2019 წ.
8
7
იმყოფებოდა
საზღვარგარეთ;13
ჯანმრთელობის პრობლემის გამო.14
მოსარჩელის/მოპასუხის
წარმომადგენლის
გარდა ამისა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2013 წლის 4 ნოემბრის
განჩინებაში აღნიშნა, რომ „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის
თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა
განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ
მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის
შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული
მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში
დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს
გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის
ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც
გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა
გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა
და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის.“
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო
სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნა
იმავე სასამართლოს.15
თბილისის სააპელაციო სასამართლოს კიდევ ერთი განჩინების მიხედვით,
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დასაშვებია მხოლოდ კანონით
იმპერატიულად განსაზღვრული გარემოებებისა და პირობების აშკარად, ეჭვის გარეშე
არსებობისას. შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა ზღუდავდეს
პირის უფლებას მიმართოს სასამართლოს და საქართველოს კონსტიტუციითა და
საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული სასამართლო წესით
დაიცვას თავისი სადავოდ ქცეული უფლება. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა
თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხე, რომელიც სხდომის
თაობაზე გაფრთხილებული იყო, სასამართლოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ
გამოცხადდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის მხრიდან არ
იკვეთებოდა საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობა და შესაბამისად, თბილისის
საქალაქო სასამართლოს უარი უნდა ეთქვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების
გამოტანის
შესახებ
მოსარჩელის
წარმომადგენლის
შუამდგომლობის
სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმი, თბილისის საქალაქო სასამართლო, საქმე №2/18385-18,
20 მარტი, 2019 წ.
14
სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმი, თბილისის საქალაქო სასამართლო, საქმე №2/31534-18,
24 აპრილი, 2019 წ. და მოსარჩელის წარმომადგენლის 2019 წლის 24 აპრილის განცხადება №2964937;
სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმი, თბილისის საქალაქო სასამართლო, საქმე №2/219-19, 4
მარტი, 2019 და მოპასუხის წარმომადგენლის 2019 წლის 4 მარტის განცხადება №2877067.
15
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ნოემბრის განჩინება №2ბ/3610-13, გვ. 4-6,
ხელმისაწვდომია: http://library.court.ge/judgements/13382014-02-19.pdf
13
8
დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ
განსახილველად დაუბრუნა თბილისის საქალაქო სასამართლოს.16
საქმე
ხელახლა
ზემოაღნიშნული საქმეებიდან ნათლად ჩანს, რომ ეროვნული სასამართლოების წინაშე
სამართალწარმოებისას მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, ეფექტიანად ჩაერთონ
საქმის განხილვაში და ისარგებლონ მხარეთა თანასწორობის პრინციპით.
რელიგიასთან დაკავშირებული საქმეები
2020 წლის 1 ოქტომბერს, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო საბოლოო რეზოლუცია
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე - „ბეღელური და სხვები
საქართველოს წინააღმდეგ“ და „ცარციძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.17
3. ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №28490/02, 2014 წლის
7 ოქტომბრის გადაწყვეტილება
სასამართლოში წარდგენილი საჩივარი ეფუძნება 2000-2001 წლებში იეჰოვას მოწმეების
მიმართ ძალის გამოყენებასა და თავდასხმებთან დაკავშირებულ ოცდაათ საქმეს.
რამდენიმე საილუსტრაციო საქმის თანახმად, 2000 წლის 16 და 17 აგვისტოს
მართლმადიდებელ მორწმუნეთა დიდი ჯგუფი, მამა ბასილის მეთაურობით, შეიჭრა
თბილისში, გლდანი-ნაძალადევის პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომათა
დარბაზში, სადაც განიხილებოდა სისხლის სამართლის საქმე 2 იეჰოვას მოწმის
წინააღმდეგ.
2000 წლის 8 სექტემბერს ორი მომჩივნის კუთვნილ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა
იეჰოვას მოწმეთა (დაახლოებით, 700 კაციანი) შეკრება. მომჩივნების განცხადებით,
პოლიციამ ცეცხლი გახსნა აღნიშნულ ტერიტორიაზე. ნიღბიანი პოლიციელები
შეიჭრნენ სახლში, მათ სცემეს იქ მყოფი, დაახლოებით, 50 იეჰოვას მოწმეს. აგრეთვე,
ცენტრალურ გზებზე მოწყობილი იყო პოლიციის საკონტროლო პუნქტები იეჰოვას
მოწმეების მოძრაობის შეფერხების მიზნით.
ზემოაღნიშნულ ფაქტებზე მომჩივნებმა, დაახლოებით, 160 საჩივარი წარადგინეს
საგამოძიებო ორგანოებში, თუმცა, კონკრეტული შედეგი არცერთ საჩივარს არ
მოჰყოლია.
ბეღელურის საქმეში სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს თითოეული
მომჩივნისთვის, რომელთა მიმართაც დადგინდა დარღვევა, უნდა გადაეხადა 350
თბილისის სააპელაციო სასამართლო, 2012 წლის 26 ნოემბრის განჩინება, საქმე №2ბ/2533-12, გვ.5-6,
ხელმისაწვდომია: http://library.court.ge/judgements/88002015-10-19.pdf
17
მინისტრთა კომიტეტის რეზოლუცია საქმეზე „ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ,
ხელმისაწვდომია: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=001-205902
16
9
ევრო მორალური ზიანისთვის და, ჯამში, 15 000 ევრო ყველა მომჩივნისთვის
ხარჯების ასანაზღაურებლად.
4. ცარციძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №18766/04, 2017 წლის 17
იანვრის გადაწყვეტილება
2020 წლის 1 ოქტომბერს, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო საბოლოო რეზოლუცია
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - „ცარციძე და სხვები საქართველოს
წინააღმდეგ“.18
სასამართლოში წარდგენილი საჩივარი ეფუძნება 13 ქართველი იეჰოვას მოწმის
მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ძალის გამოყენებასა და თავდასხმებთან
დაკავშირებულ 5 საქმეს.
ევროპული სასამართლოს საქმის მასალების მიხედვით, მომჩივნები, როგორც იეჰოვას
მოწმეები, 2000-2001 წლებში იყვნენ სხვადასხვა სახის დაშინებისა და აგრესიის
მსხვერპლნი მართლმადიდებლური ეკლესიის ექსტრემისტი მორწმუნეების,
ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პოლიციელების მხრიდან. ხუთი ცალკეული
შემთხვევიდან, იეჰოვას მოწმეების ნაწილს დანიშნულების ადგილზე მისვლაში
შეუშალეს პოლიციელებმა ხელი, ნაწილს რელიგიური შეხვედრები ჩაუშალეს, ასევე
პოლიციელებმა მოახდინეს რელიგიური მასალის კონფისკაცია. მომჩივნებიდან,
ზოგიერთი პოლიციის განყოფილებაში იქნა გადაყვანილი, სადაც მათ სცემდნენ ან
აიძულებდნენ დაეწერათ ხელწერილი, რომლის თანახმადაც სამომავლოდ
შეხვედრებს არ გამართავდნენ.
სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევა როგორც ცალკე, ისე მე14 მუხლთან ერთობლიობაში, რამდენადაც მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ
მომჩივანთა საჩივრების განხილვა იყო უმეტესად ზედაპირული და მიკერძოებული,
ვინაიდან
ეროვნული
სასამართლოების
მიერ
მომჩივნების
ბრალდებები
პოლიციელების ძალადობრივ და შეურაცხმყოფელ ქცევასთან დაკავშირებით
დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული; აგრეთვე, ეროვნული სასამართლოების მიერ ერთერთი სასარჩელო მოთხოვნის გასამყარებლად წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი არ იქნა
გათვალისწინებული.
სასამართლომ მომჩივნებს მთლიანობაში მიაკუთვნა 21 000 ევრო მატერიალური და
მორალური ზიანის, ასევე ხარჯების ანაზღაურების სახით.
მინისტრთა კომიტეტის რეზოლუცია საქმეზე „ცარციძე
ხელმისაწვდომია: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=001-205902
18
საქართველოს
წინააღმდეგ“,
10
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
საქმეებზე - „ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „ცარციძე და სხვები
საქართველოს წინააღმდეგ“ - თანხა ჩარიცხულია ყველა მომჩივნისთვის, ვინც საბანკო
რეკვიზიტები წარმოადგინა.
წინასაგამოძიებო საქმისწარმოება რელიგიასთან დაკავშირებულ საქმეებზე
2017 წლის მიმდინარე საქმეთა ანგარიშში დეტალურადაა წარმოდგენილი
წინასაგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ჩატარებული მოქმედებების თაობაზე
ინფორმაცია. იმის გათვალისწინებით, რომ დასახელებული ინციდენტებიდან
გასულია დაახლოებით 20 წელი, დღეის მდგომარეობით ყველა სავარაუდო
დანაშაულთან მიმართებით გასულია სსკ-ით დადგენილი სისხლისსამართლებრივი
დევნის ხანდაზმულობის ვადა. ამდენად, ბრალდების მხარე მოკლებულია
სამართლებრივ საფუძველს, გამოძიება აწარმოოს და სისხლისსამართლებრივი დევნა
დაიწყოს ხანდაზმულ ფაქტებზე.
ზოგადი ღონისძიებები
დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების
პრევენციის მიზნით გატარებული ზოგადი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაცია
იუსტიციის სამინისტრომ დეტალურად წარმოადგინა გასული წლების ანგარიშებში.
საქმეებზე - "ცარციძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" და "ბეღელური და სხვები
საქართველოს
წინააღმდეგ"
ზოგად
ღონისძიებებზე მინისტრთა
კომიტეტი ზედამხედველობას აგრძელებს "იდენტობის" ჯგუფის საქმეების
ფარგლებში. ამდენად, მთავრობის მიერ განხორციელებული ზოგადი ღონისძიებების
თაობაზე განახლებული ინფორმაცია წარმოდგენილია ევროპული სასამართლოს მიერ
საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების
შესახებ, მიმდინარე საქმეების 2020 წლის ანგარიშში, "იდენტობის" ჯგუფის საქმეების
ზოგადი ღონისძიებების შესაბამის ქვეთავში.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „იდენტობის“ ჯგუფის საქმეები 1383-ე
სხდომაზე (29.09.2020-01.10.2020) განიხილა და როგორც ზემოთ აღინიშნა, 2 საქმეზე
(„ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „ცარციძე და სხვები
საქართველოს წინააღმდეგ“) აღსრულების ზედამხედველობა დაასრულა.
გადაწყვეტილებაში კომიტეტი მიესალმა იმ წარმატებულ რეფორმებს, რაც
საქართველოში
ხორციელდება
შეუწყნარებლობის
ნიადაგზე
ჩადენილ
დანაშაულებთან ბრძოლის მიმართულებით და პოზიტიურად აღნიშნა ამ ტიპის
დანაშაულებზე სპეციალიზებულ პროკურორთა და გამომძიებელთა ინსტიტუტის
11
შექმნა და მოწმეთა და დაზარალებულთა მხარდაჭერისა და დაცვის გაძლიერება
კოორდინატორის სამსახურების მეშვეობით:
-
ინტერესით აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა
და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მანდატის გაფართოება;
-
პოზიტიურად შეაფასა მთავრობის მუდმივი ძალისხმევა, სიძულვილით
მოტივირებული დანაშაულების სფეროში გამომძიებლების, პროკურორებისა და
მოსამართლეების ტრენინგებით უზრუნველყოფის მიმართულებით;
-
მიესალმა მთავრობის მიერ წარდგენილ სტატისტიკურ ინფორმაციას, რომლის
თანახმად, 2018-2019 წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა სიძულვილით
მოტივირებულ დანაშაულთა გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა და
გამამტყუნებელ განაჩენთა მაჩვენებელი.
ამასთან, კომიტეტმა მოუწოდა მთავრობას, მთელი ძალისხმევით კვლავ განაგრძოს
თანამშრომლობა
ადამიანის
უფლებათა
ეროვნულ
და
საერთაშორისო
ორგანიზაციებთან, რათა უპასუხოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის
წინააღმდეგ ბრძოლაში არსებულ გამოწვევებს; კიდევ უფრო გააუმჯობესოს ამ
კუთხით დანაშაულის გამოძიება და წარუდგინოს მინისტრთა კომიტეტს ამგვარი
დანაშაულების გამოძიების განახლებული სტატისტიკური მონაცემები და მათი
შედეგები.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვიტა, დახუროს
ზედამხედველობა ხსენებული ჯგუფის საქმეების ინდივიდუალურ ღონისძიებებზე
და მიიღო საბოლოო რეზოლუცია საქმეებზე − „ბეღელური და სხვები საქართველოს
წინააღმდეგ“ და „ცარციძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.
მინისტრთა კომიტეტი „იდენტობის“ ჯგუფის საქმეთა განხილვას 2021 წლის
დეკემბრის სხდომაზე დაუბრუნდება.
5. დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №19634/07, 2012 წლის 18
დეკემბრის გადაწყვეტილება
2020 წლის 3 დეკემბერს, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო საბოლოო რეზოლუცია
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - „დვალიშვილი საქართველოს
წინააღმდეგ“.19
მომჩივანი დააკავეს 2005 წლის 27 დეკემბერს წყალტუბოში საზოგადოებრივი
წესრიგის დარღვევისა და ტაქსის მძღოლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების
ფაქტზე. ამოცნობის პროცედურის შემდეგ მომჩივანს, სავარაუდოდ, სცემეს
მინისტრთა კომიტეტის რეზოლუცია საქმეზე „დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“,
ხელმისაწვდომია: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=001-206993
19
12
პოლიციელებმა, რომლებიც მისგან ითხოვდნენ დანაშაულის ჩადენის აღიარებას.
მომჩივანს ბრალი წაუყენეს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
პოლიციელთა მტკიცებით, მომჩივანმა გაქცევისას მიიღო დაზიანებები ბეტონის
ფილებზე დაცემის შედეგად.
ექსპერტიზით დადასტურდა, რომ მომჩივნის დაზიანებები მიყენებული იყო მკვრივი
ბლაგვი საგნით. მეორე ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ მომჩივნისათვის
მიყენებული დაზიანებები არ შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო მხოლოდ მკვრივ
ბლაგვ საგანზე სხეულის დაცემით. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ
შესაბამისმა ორგანოებმა არ ჩაატარეს სრულყოფილი და ეფექტიანი გამოძიება, სხვებს
შორის, სათანადო ექსპერტიზების ჩატარების კუთხით; საგამოძიებო ორგანოებმა არ
დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, რათა შეემოწმებინათ პოლიციელთა ჩვენებების
უტყუარობა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მომჩივანმა გაქცევისას მიიღო
დაზიანებები ბეტონის ფილებზე დაცემის შედეგად. ასევე, მათ არ გასცეს პასუხი
კითხვაზე, თუ რამდენად შეიძლებოდა მომჩივანს აღნიშნული დაზიანებები მიეღო
მხოლოდ ერთხელ დაცემის შედეგად. საქმეში მონაწილე პოლიციელთა დაკითხვა იყო
ზედაპირული, ხოლო ჩვენებები შაბლონური.
შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ 2012 წლის 18 დეკემბერს დაადგინა
კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევა მომჩივნის მიმართ
განხორციელებული არასათანადო მოპყრობის გამო და მე-3 მუხლის პროცედურული
ნაწილის დარღვევა ეფექტიანი გამოძიების არარსებობის გამო. მომჩივანს ევროპულმა
სასამართლომ, სამართლიანი დაკმაყოფილების სახით, 12 000 ევრო მიაკუთვნა.
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
სასამართლოს მიერ მომჩივნისთვის მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების
თანხა გადახდილია დადგენილ ვადაში, კერძოდ, 2013 წლის 15 მაისს.
გამოძიება
აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ ჩატარდა ხელახალი ეფექტიანი გამოძიება.
მომჩივანი ჩართული იყო გამოძიების პროცესში და პერიოდულად მიეწოდებოდა
ინფორმაცია გამოძიების მსვლელობის შესახებ. დაიკითხა ყველა მნიშვნელოვანი
მოწმე, მათ შორის, მომჩივანი.
ასევე, ჩატარდა დანაშაულის ადგილის დათვალიერება, საგამოძიებო ექსპერიმენტი
და ექსპერტიზა. 2018 წლის 30 იანვარს სისხლის სამართლის №4106810 საქმე მთავარი
პროკურორის მოადგილის დადგენილებით გამოსაძიებლად გადაეცა ქ. თბილისის
პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.
13
2018 წლის 2 აპრილს სისხლის სამართლის №4106810 საქმეზე, რევაზ დვალიშვილის
დაკავებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისათვის,
სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის
ჩადენის ბრალდებით, პასუხისგებაში იქნენ მიცემული წყალტუბოს შს სამმართველოს
თანამშრომლები ბ. ღ. და მ. მ.
2018 წლის 9 მაისს სისხლის სამართლის №4106810 საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო
სისხლის სამართლის №010090518801 საქმე, წყალტუბოს რაიონის შს სამმართველოს
თანამშრომლების ბ.ღ.-ს და მ.მ.-ს მიმართ, რევაზ დვალიშვილის დაკავებისას
სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, დანაშაული
გათვალისწინებული სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რომელიც
წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითად განსახილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 22 თებერვალს ორივე
ბრალდებულის მიმართ მიღებულ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი და წარდგენილი
მტკიცებულებების საფუძველზე ორივე ბრალდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის
ჩადენისთვის. თითოეულს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წელი
პირობითი მსჯავრი, იმავე გამოსაცდელი ვადით, ასევე 1 წლით ჩამოერთვათ
თანამდებობის დაკავების უფლება, დამატებითი სასჯელის სახედ თითოეულს
განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
6. ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №50375/07, 2019 წლის
18 ივლისის გადაწყვეტილება
2020 წლის 3 დეკემბერს, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო საბოლოო რეზოლუცია
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - „ვაზაგაშვილი და შანავა
საქართველოს წინააღმდეგ“.20
საქმე ეხება 2006 წელს პოლიციის მიერ მომჩივნების, იური ვაზაგაშვილისა და ციალა
შანავას შვილის - ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობას და ამ ფაქტზე ეფექტიანი
გამოძიების ჩაუტარებლობას. კერძოდ, 2006 წლის მაისში ჩატარებული სპეცოპერაციის
დროს, რომელშიც, სულ მცირე, პოლიციის 50 თანამშრომელი მონაწილეობდა, ზურაბ
ვაზაგაშვილსა და ალექსანდრე ხუბულოვს, მანქანაში 70-ზე მეტი ტყვია ესროლეს.
მძიმე დაზიანებები მიიღო მათთან ერთად მანქანაში მყოფმა ბონდო ფუთურიძემ.
საქმეზე პირველადი გამოძიება წარიმართა მტკიცებულებების ფალსიფიკაციის
ფონზე. მომჩივნებმა თბილისის პროკურატურას არაერთხელ მიმართეს იმის თაობაზე,
რომ გამოძიება არ იყო სრულყოფილი და მიუკერძოებელი. საქმის ხელახალი
მინისტრთა კომიტეტის რეზოლუცია საქმეზე „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“,
ხელმისაწვდომია: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=001-206993
20
14
გამოძიება 2012 წლის ბოლოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო, რომლის
ფარგლებშიც განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ
უკანონო დაკავების ბრალდებებით არაერთი ყოფილი და მოქმედი პოლიციელი მიეცა
პასუხისგებაში, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი
მოადგილე ირაკლი ფირცხალავა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე- გიორგი
ცააძე.
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის
(სიცოცხლის უფლება) არსებით და პროცედურულ დარღვევას. კერძოდ,
სასამართლოს განცხადებით, 2006 წლის 2 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს
პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა, რამაც ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობა
გამოიწვია, არც პროპორციული იყო და არც აუცილებელი.
რაც შეეხება პროცედურულ ნაწილს, სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ
პირველადი გამოძიება მთელი რიგი დარღვევებით წარიმართა, რაც დაადასტურა
კიდეც 2012 წლის 12 დეკემბერს გახსნილი გამოძიების შედეგებმა. მართალია,
განახლებული გამოძიების შედეგად, 2015 წელს დამნაშავეები მიეცნენ პასუხისგებაში,
მაგრამ ეს მოხდა მკვლელობიდან მხოლოდ 9 წლის შემდეგ. ყოველივე ამის გამო,
დადგინდა მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევაც.
სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 50 000 ევროს გადახდა
დაეკისრა.
ინდივიდუალური ღონისძიება
სამართლიანი დაკმაყოფილება
სასამართლოს მიერ მომჩივნისთვის მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების
თანხა (50 000 ევრო) მთავრობამ გადაიხადა დადგენილ ვადაში, კერძოდ 2019 წლის 4
ნოემბერს.
პირთა მსჯავრდება
2015 წლის ოქტომბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა
სამინისტროს ხუთი ყოფილი მაღალჩინოსანი გაასამართლა:21
ი. ფ. - დაბადებული 1968 წელს, დამნაშავედ იქნა ცნობილი დამამძიმებელ
გარემოებაში მკვლელობისთვის (დანაშაული გათვალისწინებული სისხლის
სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ა“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით) და მიესაჯა
ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №50375/07, 2019 წლის 18 ივლისის
გადაწყვეტილება, § 46, ხელმისაწვდომია: http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-194439
21
15
თექვსმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის
შესახებ კანონის მე-16 პუნქტის თანახმად („ამნისტიის აქტი“) ამ უკანასკნელს
პატიმრობა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სასამართლოს მიერ საბოლოოდ
შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა თორმეტი წლის ვადით;
გ. ც. - დაბადებული 1972 წელს, აგრეთვე დამნაშავედ იქნა ცნობილი დამამძიმებელ
გარემოებაში მკვლელობისთვის (დანაშაული გათვალისწინებული სისხლის
სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით) და მიესაჯა
თექვსმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა. ამნისტიის აქტის მე-16 პუნქტის
თანახმად ამ უკანასკნელს პატიმრობა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და
სასამართლოს მიერ საბოლოოდ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა თორმეტი
წლის ვადით;
კ. ნ. - დაბადებული 1976 წელს, დამნაშავედ იქნა ცნობილი სამსახურებრივი
უფლებამოსილების გადამეტებისათვის (დანაშაული გათვალისწინებული
სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით) და
მიესაჯა რვა წლით თავისუფლების აღკვეთა და ჩამოერთვა საქმიანობის უფლება
ორი წლის ვადით. ამნისტიის აქტის მე-16 პუნქტის თანახმად ამ უკანასკნელს
პატიმრობა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სასამართლოს მიერ საბოლოოდ
შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით;
ლ. ბ. - დაბადებული 1975 წელს, სისხლის სამართლის კოდექსის 369-ე მუხლის მე3 ნაწილის შესაბამისად დამნაშავედ იქნა ცნობილი მართლმსაჯულების
განხორციელების ხელშეშლის მიზნით, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში,
მიესაჯა ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა და ჩამოერთვა საქმიანობის უფლება
ორი წლისა და სამი თვის ვადით. ამნისტიის აქტის მე-16 პუნქტის თანახმად, ამ
უკანასკნელს პატიმრობა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სასამართლოს მიერ
საბოლოოდ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით;
გ. კ. - დაბადებული 1978 წელს, დამნაშავედ იქნა ცნობილი ბ. პ.-ს უკანონო
დაკავებისთვის (დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის
147-ე მუხლის პირველი ნაწილით), მიესაჯა ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა
და ჩამოერთვა საქმიანობის უფლება ორი წლისა და სამი თვის ვადით. ამნისტიის
აქტის მე-16 პუნქტის თანახმად ამ უკანასკნელს პატიმრობა შეუმცირდა ერთი
მეოთხედით და სასამართლოს მიერ საბოლოოდ შეეფარდა თავისუფლების
აღკვეთა ოთხი წლისა და ექვსი თვის ვადით.
ზემოხსენებული განაჩენი უცვლელად დარჩა ძალაში როგორც თბილისის
სააპელაციო, ისე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ.
16
ზოგადი ღონისძიებები
საქმეებზე - "დვალიშვილი საქართველოს წინაღმდეგ" და "ვაზაგაშვილი და შანავა
საქართველოს წინააღმდეგ" - ზოგადი ღონისძიებების კუთხით მინისტრთა კომიტეტი
ზედამხედველობას განაგრძობს "ცინცაბაძის" ჯგუფის საქმეების ფარგლებში.
შესაბამისად, მთავრობის მიერ განხორციელებული კომპლექსური ზოგადი
ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია
წარმოდგენილია ადამიანის
უფლებათა
ევროპული
სასამართლოს
მიერ
საქართველოს
მიმართ
გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ მიმდინარე
საქმეების 2020 წლის ანგარიშში, "ცინცაბაძის" ჯგუფის საქმეების ზოგადი
ღონისძიებების შესაბამის ქვეთავში.
7. ჯუღელი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №38342/05, 2017 წლის 13
ივლისის გადაწყვეტილება
2020 წლის 3 დეკემბერს, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო საბოლოო რეზოლუცია
საქმეზე - „ჯუღელი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.22
წინამდებარე საქმეში მომჩივნები, ივანე ჯუღელი (რომელიც გარდაცვლილია, რის
გამოც, მისი მოთხოვნის ნაწილში, საჩივარი ამორიცხულ იქნა სასამართლოს
განსახილველ საქმეთა ნუსხიდან), ოთარ გურეშიძე და ლიანა ალავიძე დავობდნენ
იმის თაობაზე, რომ მათი საცხოვრებელი კორპუსიდან (უზნაძის ქ. №4) ოთხი მეტრის
მოშორებით
მდებარე
1952
წელს
აშენებული
თბოელექტროსადგური
(„თბოელექტროცენტრალი“) საფრთხეს უქმნიდა მათ ჯანმრთელობას და
შეუძლებელს ხდიდა უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზებას.
ეროვნულმა სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს მათ მიერ 2000-2005 წლებში
წარდგენილი საჩივრები კომპენსაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
აღნიშნულ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დარღვეული იქნა
მომჩივნების პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება მათ
საცხოვრებელ ადგილას არსებული გარემოს დაბინძურების გამო (კონვენციის მე-8
მუხლი). სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე სახელმწიფოს მხრიდან ვერ მოხდა
თბოელექტროცენტრალის ფუნქციონირების საზოგადოებრივ საჭიროებასა და
მომჩივნების პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას შორის
ბალანსის დაცვა.
ევროპულმა სასამართლომ მორალური ზიანისა და ხარჯების ანაზღაურების სახით
მომჩივნებს მთლიანობაში მიაკუთვნა 12 848 ევრო.
მინისტრთა კომიტეტის რეზოლუცია საქმეზე „ჯუღელი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“,
ხელმისაწვდომია: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=001-206894
22
17
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
მთავრობამ კომპენსაციის თანხა, 12 848 ევრო, მომჩივნებს გადაურიცხა დადგენილ
ვადაში, კერძოდ 2017 წლის 20 დეკემბერს.
თბოელექტროსადგურის ფუნქციონირება
თავდაპირველად, უნდა აღინიშნოს, რომ როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 23 მარტის წერილით ირკვევა,23 სამინისტროს
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ 2020 წლის 19 მარტს
დათვალიერდა
ქ.თბილისში
უზნაძის
ქ.
№4-ის
მიმდებარედ
ყოფილი
თბოელექტროსადგურის ტერიტორია (ამჟამინდელი მისამართი: ქ. თბილისი,
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი, დ. აბაშიძის ქ. №10). დათვალიერების შედეგად
დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე თბოელექტროსადგური არ ფუნქციონირებს
და მიმდინარეობს ტერიტორიაზე არსებული შენობის გარე ფასადის მოპირკეთების
სამუშაოები.
ზოგადი ღონისძიებები
დღეს მოქმედი კანონმდებლობა უზრუნველყოფს ევროპული სასამართლოს მიერ
აღნიშნულ საქმეზე დადგენილი დარღვევების სამომავლო პრევენციას. ამ კუთხით,
მნიშვნელოვანია შემდეგი საკანონმდებლო ცვლილებები და რეგულაციები:
განსახილველ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ, სხვებს შორის, აღნიშნა, რომ
კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გარემოსთან
დაკავშირებულ საქმეებში, როდესაც დაბინძურება გამოწვეულია უშუალოდ
სახელმწიფოს მიერ ან სახელმწიფოს პასუხისმგებლობა წარმოიშობა კერძო
საწარმოების სათანადოდ რეგულირების წარუმატებელი მცდელობით.
აღსანიშნავია, რომ მოქმედი გარემოს დაცვის შესახებ კანონის24 21-ე მუხლი აწესებს
გარემოსდაცვით მოთხოვნებს პრივატიზაციის პროცესში. ამავე კანონის მე-40-ე
მუხლით სამეურნეო ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლა დაუშვებელია, თუ არ არის
უზრუნველყოფილი გარემოს მდგომარეობაზე
კონტროლის
საშუალებების
გამართული მუშაობა. გარემოს დაცვის შესახებ კანონის 35-ე მუხლის პირველი
პუნქტის
თანახმად,
საქართველოს
ტერიტორიაზე
საქმიანობის
განხორციელებისათვის აუცილებელია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება. 2017
წლის ივნისში აღნიშნულ მუხლში შევიდა ცვლილებები და დაემატა მე-2 პუნქტი,
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 23 მარტის წერილი №3095/01
საქართველოს
კანონი
გარემოს
დაცვის
შესახებ,
ხელმისაწვდომია:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/33340?publication=29
23
24
18
რომლის მიხედვითაც, „გარემოზე შესაძლო ზემოქმედების გამოვლენისა და
შესწავლის მიზნით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემამდე გარემოსდაცვითი
შეფასების კოდექსის შესაბამისად ხორციელდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების
პროცედურა“.
საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით,
საქართველომ აიღო ვალდებულება, გაატაროს რეფორმები და უზრუნველყოს ქვეყნის
კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან, მათ შორის,
გარემოს დაცვის სფეროში. ევროკავშირის დირექტივებთან25 დაახლოების მიზნით,
სამინისტრომ 2017 წელს შეიმუშავა ახალი საკანონმდებლო აქტი - „გარემოსცადვითი
შეფასების კოდექსი“26. იგი ახლებურად არეგულირებს სახელმწიფო ან კერძო
საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელთა განხორციელებამ შესაძლოა
მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე, ადამიანის სიცოცხლესა ან/და
ჯანმრთელობაზე.
კოდექსის თანახმად, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ექვემდებარება ყველა ის
საქმიანობა (მასშტაბისა და კატეგორიის მიხედვით), რომელიც მნიშვნელოვან
ზემოქმედებას ახდენს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. კოდექსით
განსაზღვრულია
გარემოზე
ზემოქმედების
შეფასებას
დაქვემდებარებული
საქმიანობების ჩამონათვალი გარემოზე ზემოქმედების რისკებისა და ზემოქმედების
ხარისხის გათვალისწინებით. საქმიანობები დაჯგუფებულია ორ დანართში.
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,
„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის27 მე-4 მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებული ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი
დაქვემდებარებული საქმიანობები (...) რომელთა განხორციელებაც 2015 წლის პირველ
ივნისამდე დაიწყო და რომლებსაც არ აქვს გარემოზე ზემოქმედების ნებართვა ან
მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება, საჭიროებს
სამინისტროს მიერ მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების
მიღებას.“
„ამ
მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია
ამავე
მუხლის
მე-2
ნაწილის
თანახმად,
25
საზოგადოების გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შესახებ 2003 წლის 28 იანვრის
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/4/EC დირექტივა; საზოგადოების მონაწილეობას გარემოს
დაცვასთან დაკავშირებული კონკრეტული გეგმებისა და პროგრამების შემუშავება 2003 წლის 26 მაისის
2003/35/EC დირექტივა; გარკვეული გეგმებისა და პროგრამების შესახებ 2001 წლის 27 ივნისის
2001/42/EC დირექტივა; გარემოსდაცვითი მმართველობა და გარემოს საკითხების პოლიტიკის სხვა
სფეროებში ინტეგრირება 2011 წლის 13 დეკემბრის 2011/92/EU დირექტივა გარკვეული სახელმწიფო და
კერძო პროექტების გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ.
26
„გარემოსდაცვითი
შეფასების
კოდექსი“,
ხელმისაწვდომია:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/3691981?publication=5
27
საქართველოს
კანონი
გარემოზე
ზემოქმედების
ნებართვის
შესახებ:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/20206?publication=16
19
მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლების მისაღებად სამინისტროს 2019 წლის
1 ივნისამდე მიმართოს.“
კოდექსი ითვალისწინებს საჯარო განხილვების ორგანიზებას და ჩატარებას
სამინისტროს მიერ, რაც ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვების შესახებ”
საქართველოს კანონით საქმიანობის განმახორციელებლის ვალდებულებას
წარმოადგენდა. ასევე, კოდექსი ითვალისწინებს საჯარო განხილვის ჩატარებას
გარემოზე ზემოქმედების შეფასების სკოპინგის28 ანგარიშისა და გარემოზე
ზემოქმედების შეფასების (შემდგომ – გზშ-ის) ანგარიშის განხილვის ეტაპზე. საჯარო
განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ
წარმომადგენელს. კოდექსით უზრუნველყოფილია საზოგადოების ჩართულობა
გარემოზე ზემოქმედების შეფასების შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე, რაც
უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების მიღებისას ყველა დაინტერესებული პირის
მოსაზრებების მაქსიმალურად გათვალისწინებას და საზოგადოების მონაწილეობის
მაღალ სტანდარტებს.
აღსანიშნავია
ასევე
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
პასუხისმგებლობა გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებთან
მიმართებით, სხვებს შორის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 797
მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით - „გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი
დაქვემდებარებული
საქმიანობის
გარემოსდაცვითი
შეფასების
კოდექსით
გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება ან
სკრინინგის პროცედურისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის სკრინინგის
გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000-დან 10 000
ლარამდე.“
გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსის 306-ე მუხლის მიხედვით - „საქმიანობის
განხორციელება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე, ჩადენილი ასეთი
ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, ისჯება ჯარიმით ან
გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით
ვადით სამ წლამდე.“
2017 წლის ივლისში გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიღების კვალდაკვალ,
ცვლილებები იქნა შეტანილი სისხლის სამართლის კოდექსში და დაემატა მუხლი 3061
– „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობის
სკრინინგის გადაწყვეტილების ან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე
განხორციელება“.
28
პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გზშ-ისთვის/სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისთვის
მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის გზშ-ის
ანგარიშში/სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს
20
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადდა
საქართველოს კანონპროექტი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“.29
კანონპროექტი შემუშავდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებიდან
გამომდინარე, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ 2004 წლის 21 აპრილის
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004/35/EC დირექტივის შესაბამისად. პროექტი
წარმოადგენს პირველად ვერსიას და ადგენს გარემოზე მიყენებული ზიანისთვის
პასუხისმგებლობის საქართველოს კანონმდებლობისთვის ახალ სამართლებრივ
რეჟიმს.30
ამასთან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით
ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს მიერ „სამრეწველო ემისიების შესახებ“ 2010 წლის 24
ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010/75/EU დირექტივის შესაბამისად,
შემუშავდა „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი,31
რომელიც ითვალისწინებს ინტეგრირებული ნებართვის ფლობის ვალდებულებას.
კანონპროექტის
მიზანია
სამრეწველო
საქმიანობების,
მათ
შორის,
თბოელექტროსადგურების ექსპლუატაციის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა
და მიწაში ემისიების პრევენცია, შემცირება და კონტროლი, ასევე ნარჩენების
წარმოქმნის პრევენცია. ინტეგრირებული ნებართვის გაცემის ერთ-ერთ მთავარ
წინაპირობას წარმოადგენს საქმიანობის განხორციელებისას გამოყენებული
ტექნოლოგიის საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან (BAT) შესაბამისობა და
საწარმოში არსებული თითოეული დაბინძურების წყაროზე თანამედროვე ევროპული
ნორმების შესაბამისი ემისიის ზღვრული მნიშვნელობების (ELV) დადგენა. ახალი
სანებართვო სისტემა გულისხმობს, ასევე, გარემოსდაცვითი რისკების შეფასებაზე
დაფუძნებული კონტროლის სისტემის დანერგვას.
ბოლოს, აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით
საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.
ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში 2020 წლის 27 თებერვალს, ევროპის
საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის ეგიდით ქ.
სტრასბურგში გაიმართა მაღალი დონის კონფერენცია გარემოს დაცვისა და ადამიანის
უფლებების შესახებ. კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს ადამიანის უფლებებსა
და გარემოს დაცვას შორის ურთიერთკავშირის მნიშვნელობაზე, ასევე სტრატეგიის
შემუშავებაზე, რომელიც წევრ სახელმწიფოებს ხელს შეუწყობს შეასრულონ გარემოს
დაცვის სფეროში მათზე დაკისრებული ვალდებულებები. მნიშვნელოვანია, რომ
გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებები ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის
საქართველოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო და როგორც
29
ხელმისაწვდომია: https://mepa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/1372
ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/34
31
ხელმისაწვდომია: https://tinyurl.com/v924chj
30
21
ნოვატორულმა იდეამ, მაღალი შეფასება დაიმსახურა ევროპის
ხელმძღვანელობისა და თავად ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მხრიდან.32
საბჭოს
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ ამჟამად მოქმედი
გარემოსდაცვითი შეფასების კანონმდებლობა უზრუნველყოფს როგორც დაგეგმილი
საქმიანობების, ასევე არსებული საქმიანობების რეგულირებას, რაც ხელს უწყობს
ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევების სამომავლო პრევენციას.
აღნიშნული საქმის აღსრულების ფარგლებში წარდგენილი ინფორმაცია კი
მინისტრთა კომიტეტმა საკმარისად მიიჩნია როგორც ინდივიდუალური, ისე ზოგადი
ღონისძიებების კუთხით სახელმწიფოს ვალდებულების შესრულებისათვის და 2020
წლის დეკემბერში საქმეზე მიღებულ იქნა საბოლოო რეზოლუცია.
შეჯამება
მინისტრთა კომიტეტმა ზემოთ აღნიშნული საქმეების განხილვა დაასრულა 2020 წელს
მიღებული საბოლოო რეზოლუციებით, რითაც დასტურდება, რომ ევროპული
სასამართლოს მიერ ამ საქმეებში დადგენილი დარღვევები საბოლოოდ აღმოიფხვრა.
მთავრობა კვლავ აქტიურად აგრძელებს როგორც დისკრიმინაციის ფაქტების,
ასევე წამების/არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლას, რის თაობაზეც
დეტალური ინფორმაცია წარედგინება როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა
კომიტეტს, აგრეთვე საქართველოს პარლამენტს.
32
ხელმისაწვდომია: https://mepa.gov.ge/Ge/News/Details/13851
22
ანგარიში
2020 წლის ანგარიში
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ
გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ
(მიმდინარე საქმეები)
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
2021
სარჩევი
I.
გადაწყვეტილებები ........................................................................................................... 7
„ცინცაბაძის ჯგუფის“ გადაწყვეტილებები .............................................................................7
1.
ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №35403/06, 2011 წლის 15
თებერვლის გადაწყვეტილება ...................................................................................................9
2.
მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №18996/06, 2012 წლის 9
ოქტომბრის გადაწყვეტილება (მოიცავს ორ ეპიზოდს) ......................................................11
3.
ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №25091/07,
2011 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება .............................................................................16
4.
მინდაძე და ნემსიწვერიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №21571/05,
2017 წლის პირველი ივნისის გადაწყვეტილება ...................................................................19
5.
კეკელიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №2316/09, 2019 წლის 17
იანვრის გადაწყვეტილება ........................................................................................................21
6.
გაბლიშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №7088/11, 2019
წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება .................................................................................23
7.
გოგუაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №40009/12, 2019 წლის 27
ივნისის გადაწყვეტილება .........................................................................................................24
8.
გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №8971/10, 2019 წლის 18
ივლისის გადაწყვეტილება .......................................................................................................27
9.
საყვარელიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №40394/10, 2020 წლის 6
თებერვლის გადაწყვეტილება .................................................................................................29
10.
კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №8938/07 და
№41891/07, 2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება...........................................................30
11.
არქანია საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №2625/12, 2020 წლის 25
ივნისის გადაწყვეტილება .........................................................................................................34
ზოგადი ღონისძიებები ............................................................................................................. 38
დისკრიმინაციის ფაქტებთან დაკავშირებული საქმეები .................................................... 53
12.
იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №73235/12, 2015
წლის 12 მაისის გადაწყვეტილება ...........................................................................................53
13.
გლდანის კონგრეგაციის 97 წევრი და ოთხი სხვა პირი საქართველოს
წინააღმდეგ, საჩივარი №71156/01, 2007 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება ......................54
ზოგადი ღონისძიებები ............................................................................................................. 55
მოსამართლეთა საქმეები .......................................................................................................... 63
14.
სტურუა საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №45729/05, 2017 წლის 28
მარტის გადაწყვეტილება..........................................................................................................63
2
15.
გაბაიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №13723/06, 2017 წლის 12
ოქტომბრის გადაწყვეტილება ..................................................................................................64
ზოგადი ღონისძიებები ............................................................................................................. 65
ბავშვებთან/მშობლის უფლებებთან დაკავშირებული საქმეები ........................................ 66
16.
გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №2361/13, 2015 წლის 21 ივლისის
გადაწყვეტილება ........................................................................................................................66
17.
ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №71776/12, 2016 წლის 2
თებერვლის გადაწყვეტილება .................................................................................................67
ზოგადი ღონისძიებები ............................................................................................................. 69
ეროვნულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული საქმეები ........................................ 74
18.
ქართველიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №17716/08, 2018 წლის
7 ივნისის გადაწყვეტილება ......................................................................................................74
19.
ბრეგვაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №49284/09, 2019 წლის 17
იანვრის გადაწყვეტილება ........................................................................................................75
20.
ქარცივაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №30680/09, 2019 წლის 12
დეკემბრის გადაწყვეტილება ...................................................................................................76
21.
ჭოხონელიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №31536/07, 2018 წლის 28
ივნისის გადაწყვეტილება .........................................................................................................77
22.
როსტომაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №13185/07, 2018 წლის 8
ნოემბრის გადაწყვეტილება .....................................................................................................77
23.
კერესელიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №39718/09, 2019 წლის 28
მარტის გადაწყვეტილება..........................................................................................................79
24.
ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №21447/11 და
№35839/11, 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება ...................................................80
25.
სვანიძე საქართველოს წინააღმდეგ საჩივარი №37809/08, 2019 წლის 25
ივლისის გადაწყვეტილება .......................................................................................................82
26.
ანთია და ხუფენია საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №7523/10, 2020 წლის
18 ივნისის გადაწყვეტილება ....................................................................................................83
ზოგადი ღონისძიებები ზემოთ მითითებულ საქმეებზე .................................................... 84
27.
კობიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №36416/06, 2019 წლის 14
მარტის გადაწყვეტილება..........................................................................................................88
28.
მეგრელიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №30364/09, 2020 წლის 7
მაისის გადაწყვეტილება ...........................................................................................................89
29.
ბაქრაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №21074/09, 2020 წლის 10
დეკემბრის გადაწყვეტილება ...................................................................................................90
3
ზოგადი ღონისძიებები ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეებზე ................................ 92
30.
ამირიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №15351/09, 2020 წლის 26
მარტის გადაწყვეტილება..........................................................................................................96
ზოგადი ღონისძიებები ..............................................................................................................97
31.
გელენიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №72916/10, 2019 წლის 7
ნოემბრის გადაწყვეტილება .....................................................................................................99
ზოგადი ღონისძიებები ............................................................................................................100
სხვა გადაწყვეტილებები ......................................................................................................... 103
32.
შამაევი და სხვები საქართველოს და რუსეთის წინააღმდეგ, საჩივარი
№36378/02, 2005 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.......................................................103
ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებები ................................................................... 104
33.
მახარაძე და სიხარულიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №35254/07,
2011 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება ..........................................................................104
34.
მაისურაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №44973/09, 2018 წლის 20
დეკემბრის გადაწყვეტილება .................................................................................................106
35.
ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №12391/06, 2020 წლის 14
მაისის გადაწყვეტილება .........................................................................................................107
ზოგადი ღონისძიებები ........................................................................................................... 109
36.
მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №72508/13, 2017 წლის 28
ნოემბრის გადაწყვეტილება ...................................................................................................112
ზოგადი ღონისძიებები ........................................................................................................... 115
37.
სარიშვილი-ბოლქვაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №58240/08, 2018
წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება .....................................................................................118
ზოგადი ღონისძიებები ........................................................................................................... 119
38.
ჯიშკარიანი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №18925/09, 2018 წლის 20
სექტემბრის გადაწყვეტილება ................................................................................................121
ზოგადი ღონისძიებები ........................................................................................................... 122
39.
ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №8284/07, 2019 წლის 10
ოქტომბრის გადაწყვეტილება ................................................................................................127
ზოგადი ღონისძიებები ........................................................................................................... 128
40.
ხიზანიშვილი და კანდელაკი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი
№25601/12, 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება ...................................................131
ზოგადი ღონისძიებები ........................................................................................................... 133
ახალი საქმეები ......................................................................................................................... 136
4
41.
აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე, საჩივარი №7224/11, 2020 წლის 8
ოქტომბრის გადაწყვეტილება ................................................................................................136
42.
ბოხონკო საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №6739/11, 2020 წლის 22
ოქტომბრის გადაწყვეტილება ................................................................................................138
43.
შავაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №72080/12, 2020 წლის 19
ნოემბრის გადაწყვეტილება ...................................................................................................140
II.
განჩინებები .................................................................................................................... 141
„ცინცაბაძის ჯგუფის“ განჩინებები ...................................................................................... 141
1.
ბაღაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №5168/06, 2014 წლის 18
მარტის განჩინება .....................................................................................................................141
2.
კიზირია საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №4728/08, 2014 წლის 11
მარტის განჩინება .....................................................................................................................143
3.
მზექალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №8177/12, 2015 წლის 10
თებერვლის განჩინება .............................................................................................................148
4.
მოლაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №39726/04, 2014 წლის 30
სექტემბრის განჩინება .............................................................................................................151
5.
კოპაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №58228/09, 2015 წლის 10 მარტის
განჩინება ....................................................................................................................................155
6.
ლანჩავა საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №28103/11, 2015 წლის 23
ივნისის განჩინება ....................................................................................................................158
2009 წლის 6 მაისის აქციის საქმეები .....................................................................................161
7.
ჩანტლაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №60864/10, 2015 წლის 30
ივნისის განჩინება ....................................................................................................................161
8.
ძიძიგური საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №60814/10, 2015 წლის 30
ივნისის განჩინება ....................................................................................................................161
9.
ბოჭორიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №652/10, 2015 წლის 30
ივნისის განჩინება ....................................................................................................................161
2009 წლის 15 ივნისის აქციის საქმეები .................................................................................166
10.
შპს სტუდია მაესტრო და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი
№22318/10, 2015 წლის 30 ივნისის განჩინება ......................................................................166
11.
ბექაური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №312/10, 2015 წლის
15 სექტემბრის განჩინება ........................................................................................................166
12.
ცაგურია საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №65969/09, 2015 წლის 15
სექტემბრის განჩინება .............................................................................................................166
5
13.
მენაბდე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №4731/10, 2015 წლის 13
ოქტომბრის განჩინება .............................................................................................................166
2009 წლის 25 აპრილის აქციის საქმე .....................................................................................175
14.
ბერიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №28297/10, 2015 წლის 15
სექტემბრის განჩინება .............................................................................................................175
15.
მანუკიანი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №2146/10, 2019 წლის 31
იანვრის განჩინება ....................................................................................................................177
16.
ილაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №62866/19, 2020 წლის 29
სექტემბრის განჩინება .............................................................................................................179
სხვა განჩინებები ...................................................................................................................... 180
17.
თაბაგარი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივრები №70820/10 და №60870/11,
2013 წლის 18 ივნისის განჩინება ...........................................................................................180
18.
ჩქოტუა და არქანია საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №60909/08, 2014
წლის 20 მაისის განჩინება .......................................................................................................182
19.
მჭედლიშვილი საქართველოს წინააღდეგ, საჩივარი №43174/08, 2014 წლის 23
სექტემბრის განჩინება .............................................................................................................183
20.
თედლიაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №64987/14,
2015 წლის 24 ნოემბრის განჩინება ........................................................................................185
21.
გამცემლიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №2228/10, 2014
წლის პირველი აპრილის განჩინება .....................................................................................188
22.
ძებნიაური საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №67813/11, 2014 წლის 9
სექტემბრის განჩინება .............................................................................................................190
23.
ასათიანი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №42174/11, 2017
წლის 4 აპრილის განჩინება ....................................................................................................192
24.
ზურაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №52168/12, 2017 წლის 19
სექტემბრის განჩინება .............................................................................................................194
III. შეჯამება ............................................................................................................................. 197
6
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში არსებული მიმდინარე საქმეები
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 175-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (შემდგომ - „ევროპული სასამართლო“
ან „სტრასბურგის სასამართლო“) იმ გადაწყვეტილებების/განჩინებების თაობაზე,
რომელთა აღსრულება ამ ეტაპზე მიმდინარეობს.
I.
გადაწყვეტილებები
„ცინცაბაძის ჯგუფის“ გადაწყვეტილებები
ზოგადი მიმოხილვა
„ცინცაბაძის ჯგუფი“1 აერთიანებს იმ საქმეებს, რომლებშიც დაირღვა ადამიანის
უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომ - „ევროპული
კონვენცია“) მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 მუხლები (წამების აკრძალვა), 2012
წლის პირველ ოქტომბრამდე მომხდარი ფაქტების გამო. ამ ეტაპზე, მითითებულ
ჯგუფში გაერთიანებულია 11 გადაწყვეტილება,2 რომელშიც ევროპულმა სასამართლომ
დაადგინა, სხვებს შორის, ზემოაღნიშნული მუხლების დარღვევა და 11 განჩინება,3
რომელიც გამოტანილია მხარეთა შორის მიღწეული მორიგების ან მთავრობის მიერ
წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციის შედეგად.
ევროპული სასამართლოს მიერ საქმეთა განხილვის შედეგად, ეროვნულ დონეზე
„ცინცაბაძის
ჯგუფის“
საქმეებზე
განახლდა
გამოძიებები
საქართველოს
პროკურატურის მიერ და გამოძიება მიმდინარეობს ევროპული კონვენციით დადგენილი
სტანდარტების შესაბამისად. თითოეული საქმის სრულყოფილი გამოძიების პროცესში
უზრუნველყოფილია გამოძიების დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და
დაზარალებულის ჩართულობის პრინციპები, როგორც ეს გათვალისწინებულია
ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით და მინისტრთა კომიტეტის
მიერ დადგენილი რეკომენდაციების შესაბამისად.
ყოფილი „ღარიბაშვილის ჯგუფი“; 2017 წლის 21 სექტემბერს, მინისტრთა კომიტეტმა 1294-ე
შეხვედრაზე, „ღარიბაშვილის“ საქმის (საჩივარი №11830/03, 2008 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება)
თაობაზე მიიღო რეზოლუცია, რითაც დაიხურა ეს საქმე და შესაბამისად, „ღარიბაშვილის ჯგუფის“
ნაცვლად, გამოსაძიებელ საქმეთა ჯგუფს დაერქვა - „ცინცაბაძის ჯგუფი“, ხელმისაწვდომია:
http://hudoc.exec.coe.int/eng?i=001-177628
2
ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ; მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ; ენუქიძე და
გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ; მინდაძე და ნემსიწვერიძე საქართველოს წინააღმდეგ;
კეკელიძე საქართველოს წინააღმდეგ; გაბლიშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ; გოგუაძე
საქართველოს წინააღმდეგ; გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ; საყვარელიძე საქართველოს
წინააღმდეგ; კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, არქანია საქართველოს წინააღმდეგ.
3
ბაღაშვილი საქართველოს წინააღმდეგ; კიზირია საქართველოს წინააღმდეგ; მზექალიშვილი
საქართველოს წინააღმდეგ; მოლაშვილი საქართველოს წინააღმდეგ; კოპაძე საქართველოს წინააღმდეგ;
შპს სტუდია მაესტრო და სხვები საქართველოს წინააღმდეგ; ჩანტლაძე საქართველოს წინააღმდეგ;
ლანჩავა საქართველოს წინააღმდეგ; ბექაური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ; მანუკიანი
საქართველოს წინააღმდეგ; ილაშვილი საქართველოს წინააღმდეგ.
1
7
აღსანიშნავია, რომ წინამდებარე ჯგუფში გაერთიანებული 6 საქმე უკვე დაიხურა
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის4 (შემდგომ - „მინისტრთა კომიტეტი“) მიერ.
კერძოდ, 2017 წლის 21 სექტემბერს, 1294-ე შეხვედრაზე, დაიხურა ღარიბაშვილისა
(საჩივარი №11830/03, 2008 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება) და ხაინდრავა და
ძამაშვილის (საჩივარი №18183/05, 2010 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება) საქმეები,5
აგრეთვე, 2018 წლის 20 სექტემბრის რეზოლუციით, 1324-ე შეხვედრაზე დაიხურა საქმე
- „სურმანიძე და სხვები“ (№11323/08, 2014 წლის 24 ივნისის განჩინება), ვინაიდან ამ
განჩინების საფუძველზე დაწყებული ხელახალი გამოძიება, რის შედეგადაც არაერთი
ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ცნობილ იქნა დამნაშავედ, ჩაითვალა
ეფექტიანად;6 2019 წლის 5 დეკემბრის საბოლოო რეზოლუციით,7 დაიხურა აგრეთვე
საქმე „გეგენავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ (საჩივარი №65128/10, 2015 წლის
20 ოქტომბრის განჩინება), ვინაიდან განახლებული გამოძიების ფარგლებში,
იდენტიფიცირდნენ და პასუხისგებაში მიეცნენ საქმეში მონაწილე დამნაშავე პირები.
2020 წლის 3 დეკემბრის რეზოლუციით8 დაიხურა საქმეები „დვალიშვილი
საქართველოს წინააღმდეგ (საჩივარი №19634/07, 2012 წლის 18 დეკემბრის
გადაწყვეტილება) და - „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“ (საჩივარი
№50375/07, 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება).
ეფექტიანი გამოძიების შედეგად, უმეტეს საქმეებში მოხდა დამნაშავეთა
იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა - ყველა ყოფილი სახელმწიფო
მოსამსახურე, რომელიც გასამართლებულ იქნა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3
მუხლებით გათვალისწინებული ქმედებისთვის, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა,
გათავისუფლდა თანამდებობიდან, ასევე ჩამოერთვა საქმიანობის უფლება გარკვეული
ვადით. პასუხისგებაში მიცემული პირების მიმართ გამოყენებული ზემოაღნიშნული
ღონისძიებების თაობაზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის 2020 წლის რეკომენდაციის შესაბამისად, ინფორმაცია წარედგინა
მინისტრთა კომიტეტს.
მინისტრთა კომიტეტში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ პერიოდულად
იგზავნება სამოქმედო გეგმები/ანგარიშები, რომლებიც მოიცავს ინფორმაციას ამ
ჯგუფის საქმეებზე გატარებული ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებების
თაობაზე. მოცემული ჯგუფის საქმეებზე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ
განახლებული სამოქმედო გეგმა გაიგზავნა 2020 წლის 8 ოქტომბერს9 (მინისტრთა
კომიტეტის 2020 წლის დეკემბრის სხდომამდე).
4
ვროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების/კონვენციის 39-ე მუხლით ამორიცხული განჩინებების
აღსრულებაზე ზედამხედველობის ორგანო - იხ. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა
დაცვის კონვენციის 39-ე და 46-ე მუხლები, ხელმისაწვდომია:
https://www.echr.coe.int/Documents/Convention_KAT.pdf
5
ხელმისაწვდომია: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=001-177628
6
ხელმისაწვდომია: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=001-186862
7
ხელმისაწვდომია: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=001-199611
8
ხელმისაწვდომია: https://search.coe.int/cm/Pages/result_details.aspx?ObjectID=0900001680a096a9
9
ხელმისაწვდომია: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=DH-DD(2020)899E
8
წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია განახლებული ინფორმაცია „ცინცაბაძის
ჯგუფის“ საქმეების, როგორც ინდივიდუალური, ასევე ზოგადი ღონისძიებების
თაობაზე. ამასთან, მითითებული ინფორმაცია პასუხობს ადამიანის უფლებათა
ევროპული
სასამართლოს
მიერ
საქართველოს
მიმართ
გამოტანილი
გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ 2019 წლის ანგარიშზე
(შემდგომ - „2019 წლის ანგარიში“) პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების მიერ 2020
წელს გაცემულ რეკომენდაციებს როგორც ინდივიდუალური, ასევე ზოგადი
ღონისძიებების ნაწილში.
ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №35403/06, 2011 წლის 15
თებერვლის გადაწყვეტილება
1.
2005 წლის 30 სექტემბერს მომჩივნის შვილი, ზურაბ ცინცაბაძე, რომელიც სამწლიან
სასჯელს იხდიდა პოლიციელთათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, ჩამომხრჩვალი
იპოვეს ხონის ციხის საკუჭნაოში.
ციხის დირექტორმა, ა. ლ.-მა, მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა იუსტიციის
სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. ჩატარებულ იქნა საგამოძიებო მოქმედებები,
მათ შორის, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, გვამის გაკვეთა და მოწმეთა
დაკითხვა.
ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ევროპულმა სასამართლომ 2011 წლის 15 თებერვალს
გამოძიების პროცესში დაშვებული მთელი რიგი ხარვეზები გამოავლინა.
ევროპული სასამართლოს მითითებით, გამოძიების დროს დაშვებულმა ხარვეზებმა
განაპირობა ის, რომ ბატონი ცინცაბაძის სიკვდილთან დაკავშირებულ არაერთ
მნიშვნელოვან კითხვას პასუხი არ გაეცა, რის გამოც ევროპულმა სასამართლომ
დაადგინა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა და მომჩივანს 19 047 ევრო მიაკუთვნა.
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
სასამართლოს მიერ მომჩივნისათვის მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების
თანხა (19 047 ევრო) გადახდილია დადგენილ ვადაში, კერძოდ, 2011 წლის 24 მაისს.
გამოძიება
გასული წლების ანგარიშებში უკვე აღინიშნა, რომ განახლებული გამოძიების
ფარგლებში დაიკითხა ყველა მნიშვნელოვანი მოწმე.
აგრეთვე, საგამოძიებო ორგანოს მიერ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან
გამოთხოვილია საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, მათ შორის, ზ. ცინცაბაძის
ხელწერის ექსპერტიზისთვის საჭირო მასალები. მიღებული დოკუმენტაციის
საფუძველზე, საქმეზე დამატებით დაინიშნა და ჩატარდა ხელწერისა და ხელმოწერის
გრაფიკული ექსპერტიზა. დადგინდა, რომ გამოსამშვიდობებელი წერილი „ნინოს“
სახელზე, რეალურად შესრულებულია თავად ზურაბ ცინცაბაძის მიერ. ხოლო პირი,
რომლის მიმართაც დაწერილია აღნიშნული წერილი, სინამდვილეში აღმოჩნდა მ. გ.,
რომელიც დაიკითხა 2017 წლის 28 ივლისს.
9
მიუხედავად იმისა, რომ ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება,
საქმეზე ვერ მოხერხდა ნივთმტკიცების, ე.წ. ,,თოკის“ გამოკვლევა, რითაც საქმის
მასალების მიხედვით, თავი ჩამოიხრჩო პატიმარმა. აღნიშნული ნივთმტკიცება არ
ყოფილა წარმოდგენილი საგამოძიებო უწყებაში საქმის მასალებთან ერთად და ვერ
მოიძებნა.
გამოკითხულია გამომძიებელი, რომელსაც წარმოებაში ჰქონდა ზ. ცინცაბაძის
გარდაცვალების საქმე 2005 წელს, მაგრამ ვერც მისი დაკითხვით დადგინდა თუ რა
ვითარებაში დაიკარგა ხსენებული ,,თოკი“. აღნიშნულის გამო, გამოძიება მოკლებულია
შესაძლებლობას, დანიშნოს ექსპერტიზა ამ თოკის მდგრადობის დასადგენად, კერძოდ,
გააჩნდა თუ არა მას დაახლოებით 80-90 კგ-ის გამძლეობა.
დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მოწმის სახით გამოიკითხა ი. გ., რომელიც ზურაბ
ცინცაბაძის გარდაცვალების პერიოდში სასჯელს იხდიდა სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის ყოფილ №9 დაწესებულებაში. მისი ჩვენებით დადგინდა, რომ მას
ებარა პატიმრების საცხოვრებელ ბარაკში მდებარე ე.წ. „საპარიკმახერო ოთახი“. მოწმე
დ. ღ.-ს ჩვენებით, აღნიშნული „საპარიკმახერო ოთახიდან“ სხვა პატიმრებმა
გადმოიყვანეს, მისი ვარაუდით, უკვე გარდაცვლილი ზურაბ ცინცაბაძე, რაც
კატეგორიულად გამორიცხა გამოკითხვისას ი. გ.-მ და განმარტა, რომ ზ. ცინცაბაძის
გარდაცვალების დღეს მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა „საპარიკმახერო
ოთახში“, ხოლო შუადღის შემდეგ არ გამოსულა იქიდან საღამომდე. გამოსვლისას,
ეზოში დაინახა შეკრებილი პატიმრების ჯგუფი, რომლებისაგანაც გაიგო, რომ
საკუჭნაოში თავი ჩამოიხრჩო ზურაბ ცინცაბაძემ და რომელზედაც შემდგომ პატიმრები
ლაპარაკობდნენ, რომ იგი ცოლმა მიატოვა, რასაც ძალიან განიცდიდა.
2018 წლის ივლისში საგამოძიებო ორგანომ სისხლის სამართლის საქმის მასალები
გააცნო დაზარალებულის (მომჩივნის) - სვეტლანა ცინცაბაძის ინტერესების დამცველ
ადვოკატს.
საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, დაზარალებულის ინტერესების დამცველმა
ადვოკატმა გამოძიების წინაშე დააყენა შუამდგომლობა რიგი საგამოძიებო
მოქმედებების ჩატარების თაობაზე, რაც დაკმაყოფილდა საგამოძიებო უწყების მიერ.
კერძოდ, დამატებით იქნა გამოკითხული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი კ. ე.,
რომლის მიერ გამოკვლეული იქნა ზურაბ ცინცაბაძის გვამი, რის შემდეგაც 2005 წლის
11 ნოემბერს, შპს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ ,,ვექტორი“-ის
მიერ გაცემული იქნა ზურაბ ცინცაბაძის გვამის გამოკვლევის კომისიური სასამართლოსამედიცინო ექსპერტის №02/გ დასკვნა.
გამოკითხული იქნა მ. ს., რომელიც აწარმოებდა გამოძიებას ზურაბ ცინცაბაძის
თვითმკვლელობის ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე - მის მიერ საქმეზე
ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით.
მოწმე მ. გ.-ს დამატებითი გამოკითხვის მიზნით, გამოძიება დაუკავშირდა ამ
უკანასკნელს, რომელმაც სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ოჯახური
პირობების გამო ვერ მოახერხებდა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, თუმცა მას
ჩვენებაზე დასამატებელი არაფერი ჰქონდა. აღნიშნულზე შედგა შესაბამისი ოქმი.
10
გამოკითხვის მიზნით, საგამოძიებო ორგანო დაუკავშირდა ზ. ცინცაბაძის ყოფილ
მეუღლეს, მ. დ.-ს, რომელმაც სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ მისთვის
არაფერია ცნობილი ზ. ცინცაბაძის თვითმკვლელობის გარემოებათა შესახებ და არ
შეუძლია გამოძიებისთვის რაიმე ინფორმაციის მოწოდება და ამ მოტივით უარი
განაცხადა მოწმის სახით დაკითხვაზე.
ამავე მოტივით, უარი განაცხადა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე ზ. ცინცაბაძის
დეიდამ - მ. მ.-მ, რომელმაც სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ მისთვის
არაფერია ცნობილი ზ. ცინცაბაძის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით და
არც ისაა ცნობილი ზ. ცინცაბაძის ვალის ან ე.წ. ,,საერთოს“ შესახებ.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, 2019 წლის 15 დეკემბერს გარდაიცვალა ზ. ცინცაბაძის
დედა - საქმეზე დაზარალებულად ცნობილი სვეტლანა ცინცაბაძე, რის შესახებაც
შესაბამისი სამსახურიდან გამოთხოვილი და მიღებული იქნა დოკუმენტაცია მისი
გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით.
აღნიშნულის შემდეგ პროკურორის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება
დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ზურაბ ცინცაბაძის ერთადერთი ძმის თეიმურაზ ცინცაბაძის ცნობის შესახებ. იგი დაზარალებულის სახით გამოიკითხა და
გაეცნო სისხლის სამართლის საქმის მასალებს, რის თაობაზეც შედგა შესაბამისი ოქმი.
გამოკითხვისას და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ თეიმურაზ ცინცაბაძემ
განაცხადა, რომ გამოძიების წინაშე რაიმე შუამდგომლობა არ გააჩნია, მათ შორის,
ვინმეს დაკითხვასთან დაკავშირებით.
განახლებული გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა ყველა აუცილებელი საგამოძიებო და
საპროცესო მოქმედება. ახალი გამოძიება იყო მაქსიმალურად ყოვლისმომცველი და
შედგებოდა ყველა იმ გონივრული ნაბიჯისგან, რომლებიც საჭირო იყო
მტკიცებულებების მოპოვების უზრუნველსაყოფად და ყოველივე ეს მოხდა იმ
პირობებში, რომ საკმარისად დიდი დრო იყო გასული ფაქტის შემდეგ. გამოძიებამ
გამოიჩინა საკმარისი ძალისხმევა და გულმოდგინება, რომელიც აუცილებელი იყო
საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად. გამოძიების პროცესში მოპოვებული
ინფორმაცია და მტკიცებულებები შეფასდა სრულად და ობიექტურად.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ვერ იქნა მოპოვებული ობიექტური მტკიცებულებები,
რომლებიც შესაბამისი სტანდარტით დაადასტურებდა კონკრეტული პირის მიერ
დანაშაულის ჩადენას. ვინაიდან საქმეზე ამოწურულია საგამოძიებო მოქმედებები,
საგამოძიებო ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას გამოძიების შეწყვეტის თაობაზე.
მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №18996/06, 2012 წლის 9
ოქტომბრის გადაწყვეტილება (მოიცავს ორ ეპიზოდს)
2.
- 2005 წლის 29 ოქტომბერს მომჩივნის დაკავებისას განხორციელებული არასათანადო
მოპყრობა (პირველი ეპიზოდი)
2005 წლის 29 ოქტომბერს მომჩივანი დააკავეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის
გაწევის ბრალდებით. დაკავების დროს იგი იმყოფებოდა ალკოჰოლის მსუბუქი
11
ზემოქმედების ქვეშ და ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის თანამშრომლებს.
ამის შედეგად, მომჩივანს სხეულზე აღენიშნებოდა მრავალი დაზიანება.
ევროპულმა სასამართლომ არ მიიღო საქართველოს მთავრობის არგუმენტი იმის
შესახებ, რომ მომჩივნის სხეულის სხვადასხვა ნაწილზე არსებული მრავალრიცხოვანი
დაზიანება გამოიწვია მისი დაკავებისას პოლიციის მიერ გამოყენებულმა
პროპორციულმა ძალამ.
ევროპული სასამართლოს მტკიცებით, გამოძიების ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა
იყო მომჩივნისთვის სამედიცინო შემოწმების დაგვიანებით ჩატარება. მომჩივნის
არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მას პირველი სერიოზული სამედიცინო
გამოკვლევა ჩაუტარდა ინციდენტიდან მხოლოდ ორ თვეზე მეტი დროის გასვლის
შემდეგ. მსგავს შეცდომას ჰქონდა ადგილი მომჩივნის ფსიქიატრიულ გამოკვლევასთან
მიმართებითაც, რომელიც ჩატარდა მხოლოდ 2006 წლის მარტში, მომჩივნის
ადვოკატის 2005 წლის 26 დეკემბრის შუამდგომლობის მიუხედავად.
პირველ ეპიზოდთან მიმართებით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის
მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევა პოლიციის მხრიდან მომჩივნის
არასათანადო მოპყრობის გამო, აგრეთვე, ამავე მუხლის პროცედურული ნაწილის
დარღვევა არასათანადო მოპყრობის ეფექტიანი გამოძიების არარსებობის გამო.
- 2006 წლის 14-15 აგვისტოს მომჩივნის პატიმრობისას განხორციელებული სავარაუდო
არასათანადო მოპყრობა (მეორე ეპიზოდი)
გიორგი მიქიაშვილის განცხადებით, 2006 წლის 14-15 აგვისტოს, ღამით, მას სცემა
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის
მოადგილემ გ. ბ-მ და ციხის ექვსმა თანამშრომელმა. მომჩივნის მტკიცებით, ის ფეხებით
სცემეს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და შეაფურთხეს. მომჩივანი, რომელმაც,
მისივე მტკიცებით, წინააღმდეგობა გაუწია თავდამსხმელებს, მოთავსებულ იქნა
სამარტოო საკანში.
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის
მოადგილე გ. ბ. აცხადებდა, რომ ჩხუბი დაიწყო მომჩივანსა და მეორე პატიმარს, ა. ა.-ს,
შორის სამკურნალო დაწესებულების ეზოში და ციხის თანამშრომლები იძულებულნი
გახდნენ, ჩარეულიყვნენ დაპირისპირების აღკვეთის მიზნით.
ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ შიდა სამართალწარმოების დროს ვერ მოხდა
2006 წლის 14-15 აგვისტოს ციხის პერსონალის მხრიდან მომჩივნის სავარაუდო
არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული ხელშესახები მტკიცებულებების
მოპოვება. კერძოდ, მომჩივნის მიერ მოვლენათა შეფასება გამოძიების მიერ
დაკითხულმა არცერთმა მოწმემ არ დაადასტურა. შესაბამისად, არ დადგინდა
ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევა.
თუმცა, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ პროკურორი არ ეცადა,
დეტალურად შეესწავლა გამომძიებლის შეფასება ინციდენტის შესახებ, რაც კიდევ
უფრო
აზიანებს
გამოძიების
ეფექტიანობას.
ასევე,
მომჩივნის
ორი
ურთიერთგამომრიცხავი განცხადების მიუხედავად (პირველი − სახალხო დამცველის
12
წარმომადგენლებთან 2006 წლის 15 აგვისტოს და მეორე − 2006 წლის 17 აგვისტოს
მოწმის სახით დაკითხვისას), პროკურორმა საჭიროდ არ ჩათვალა მისი განმეორებით
დაკითხვა. მას არ ჰქონია აღნიშნული გარემოების აღმოფხვრის არავითარი მცდელობა
და 2008 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებაში უგულებელყო მომჩივნის მიერ
გაკეთებული თავდაპირველი განცხადება.
ზემოხსენებული ხარვეზების გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ 2012
წლის 9 ოქტომბერს მეორე ეპიზოდთან მიმართებით დაადგინა მე-3 მუხლის
პროცედურული ნაწილის დარღვევა მომჩივნის არასათანადო მოპყრობის ფაქტის
არაეფექტიანი გამოძიების გამო.
ევროპულმა სასამართლომ მომჩივანს კომპენსაციის სახით მიანიჭა 12 000 ევრო.
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
სასამართლოს მიერ მომჩივნისათვის მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების
თანხა (12 000 ევრო) გადახდილია დადგენილ ვადაში, კერძოდ, 2013 წლის 3 აპრილს.
გამოძიება
მოცემულ საქმეზე, ორივე ეპიზოდთან მიმართებით, ჩატარდა ხელახალი ეფექტიანი
გამოძიება, ევროპული კონვენციით დადგენილი პრინციპების შესაბამისად. მომჩივანი
ჩართული იყო გამოძიების პროცესში და პერიოდულად მიეწოდებოდა ინფორმაცია
გამოძიების მსვლელობის შესახებ როგორც პირველ, ისე მეორე ეპიზოდთან
მიმართებით.
გასული წლების ანგარიშებში დეტალურად აღინიშნა პირველ ეპიზოდთან
დაკავშირებით განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით
დადგინდა, რომ 2005 წლის 29 ოქტომბერს თბილისში, ვ. დოლიძის ქუჩის მიმდებარედ,
შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა ნ. ჯ.-მ და გ. ა.-მ გადამოწმების მიზნით შეაჩერეს დაზარალებული და
მისი მეგობრები. შემოწმების პროცესში სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ
დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც პატრულ-ინსპექტორებმა გადაამეტეს
თავიანთ სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად გაუსწორდნენ
დაზარალებულს. ეს უკანასკნელი წააქციეს მიწაზე და ურტყამდნენ ხელებსა და ფეხებს
სახისა და ტანის არეში. მათი ქმედებები არ იყო მიმართული დაზარალებულის
დაკავებისკენ და აშკარად სცილდებოდა დაკავებისას გამოსაყენებელი პროპორციული
ძალის ფარგლებს. ადგილზე გამოძახებულმა დამხმარე საპატრულო ეკიპაჟმა
დაკავებული ორი პირი - მომჩივანი და დ. ბ. გადაიყვანეს ქ. თბილისის №2 დროებითი
მოთავსების იზოლატორში, სადაც მათ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
გამომძიებელი ა. ც. და ადგილზე მყოფი შსს-ს სხვა თანამშრომლები ასევე გაუსწორდნენ
ფიზიკურად. დაკავებისას და დროებითი მოთავსების იზოლატორში ცემის შედეგად,
მომჩივანმა და დ. ბ.-მ მიიღეს ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება. შსს-ს
13
სამ ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარედგინა 2018 წლის 26 მარტს და აღკვეთის
ღონისძიების სახით შეეფარდათ გირაო.
საქმის არსებითი განხილვის შედეგად, 2020 წლის 18 თებერვალს, თბილისის საქალაქო
სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი და წარდგენილი
მტკიცებულებების საფუძველზე სამივე ბრალდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ,
კერძოდ ნ. ჯ. და გ. ა. ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის (სსკ) 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ
თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, მათვე ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების
უფლება 1 წლის ვადით.
ა. ც. ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად
განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რომელიც ჩაეთვალა პირობით
იმავე ვადით. მასვე დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით და ჩამოერთვა
თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლის ვადით.
რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, 2013 წლის 31 იანვარს საქართველოს მთავარი
პროკურორის პირველი მოადგილის დადგენილების საფუძველზე, სისხლის
სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს მთავარი პროკურატურის
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურში, საგარეო
დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების,
პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში გამოძიების
საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტს და საქმეზე განახლდა გამოძიება.
2015 წლის 26 აგვისტოს სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა ქ.
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. საქმეზე ჩატარებული ინტენსიური
გამოძიების ფარგლებში, განხორციელდა არაერთი საჭირო და შემხვედრი საგამოძიებო
მოქმედება, რომელთა შედეგადაც გარკვეულწილად აღდგენილი იქნა ის გარემოებები
და სურათი, რასაც გიორგი მიქიაშვილი უთითებდა.
2013 წლის 15 თებრვალს დამატებით იქნა დაკითხული თავად გიორგი მიქიაშვილი,
რომელმაც განმარტა, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ N18-ე დაწესებულების
თანამშრომლები, რის შედეგადაც მიიღო დაზიანებები. აღნიშნული ფაქტიდან მეორე
დღეს მან ასევე იჩხუბა პატიმარ ა.ა.-თან, მათ ხელი გაარტყეს ერთმანეთს, თუმცა
სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ.
2013 წლის 11 აპრილს დამატებით ჩვენებაში გიორგი მიქიაშვილმა განმარტა, რომ მას
სცემეს დირექტორის მოადგილე გ.ბ.-მ და ციხის რამდენიმე თანამშრომელმა,
რომელთაგან იცნობს ვინმე „იმედას“ და „დათოს“, რომელთა ამოცნობა შეუძლია
(თუმცა, ჩატარებული ამოცნობის დროს მან ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან დ.გ., რომელიც 2006 წლის აგვისტოს მდგომარეობით მუშაობდა მსჯავრდებულთა და
ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ვერ ამოიცნო), ასევე, განმარტა, რომ
შეუძლია იმ ადგილის ჩვენება, სადაც სცემეს.
14
2013 წლის 23 აპრილს ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, სადაც მიქიაშვილმა, მისი
თქმით, მიუთითა იმ ადგილზე სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც ის სცემეს 2006
წლის 14 აგვისტოს.
2013 წელს დაკითხული იქნა მიქიაშვილის და - ნ. მ., ასევე, პატიმარი ა. ა., რომელმაც
მიუთითა, რომ 2006 წლის 14 აგვისტოს კონფლიქტი მოუხდა გიორგი მიქიაშვილთან.
2013 წელს ასევე დაიკითხნენ სხვა პატიმრები - რ.მ., ზ.ა., რომელთა ჩვენებითაც
დასტურდება, რომ გიორგი მიქიაშვილს კონფლიქტი მოუხდა პატიმარ ა.ა.-სთან, ხოლო
ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან გიორგი მიქიაშვილზე ძალადობის
ფაქტი არ დასტურდება.
2013 წელს მოწმის სახით გამოკითხული იქნა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის
ცენტრ „ემპათიას“ დირექტორი, ექიმ-ფსიქიატრი მ.ჯ.. აგრეთვე, დაკითხული იქნა
ფსიქიატრი - ქ.ი., რომელიც იყო მისი მკურნალი ექიმი. 2006 წლის აგვისტოში,
პატიმრებს - მიქიაშვილსა და ა.ა.-ს შორის მომხდარი ჩხუბის შესასახებ, იცის
გადმოცემით, ხოლო დაწესებულების თანამშრომლის მიერ გიორგი მიქიაშვილის
ცემის ფაქტის შესახებ - არ სმენია.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში - 2013, 2016-2017 წლებში დაიკითხნენ
დაწესებულების თანამშრომლები, კერძოდ: სოციალური მომსახურების უფროსი - მ.გ.,
ოპერატიულ-მორიგე ინსპექტორები - რ.პ. და ი.ლ., უსაფრთხოების განყოფილების
ინსპექტორი - ა.ბ., დირექტორის მოადგილე - გ.ბ., რეჟიმის ინსპექტორი - დ.გ.,
კონტროლიორები - ი.შ. და გ.მ., ინფექციური განყოფილების უფროსი - ე.ლ., მედპერსონალი - ლ.მ., ჯ.ჭ. და ლ.ც., სარეჟიმო განყოფილების უფროსი ინსპექტორი - ზ.კ.,
სარეჟიმო განყოფილების კონტროლიორი - ლ.გ., - მათი ჩვენებებით არ დასტურდება
გიორგი მიქიაშვილის მიმართ დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან რაიმე სახის
ძალადობის ფაქტი. ჩამოთვლილ პირთა ნაწილი ადასტურებს, რომ პატიმარ გიორგი
მიქიაშვილს ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა მეორე პატიმარ ა.ა.-სთან, რაც
აღკვეთილი იქნა დაწესებულების თანამშრომელთა მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ მოცემულ სიტუაციაში, საქმეზე
ჩატარებულია ყველა საჭირო და აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება, რომელთა
ურთიერთშეპირისპირებითა და ანალიზით ირკვევა, რომ გიორგი მიქიაშვილისთვის
დაწესებულების
ადმინისტრაციის
თანამშრომელთა
მხრიდან
ფიზიკური
შეურაცხყოფის ფაქტი ვერ დასტურდება, თუნდაც, დასაბუთებული ვარაუდის
სტანდარტით, კერძოდ: როგორც მიქიაშვილისათვის ჩატარებული სამედიცინო
ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, დაზიანებების ნაწილი ხანდაზმულობით არ
შეესაბამება მის ჩვენებაში მითითებულ თარიღს, როდესაც მას ფიზიკური
შეურაცხყოფა მიაყენეს დაწესებულების თანამშრომლებმა. ამასთან, დაზიანებების
ნაწილი, რომელიც ხანდაზმულობით ემთხვევა მის მიერ მითითებულ თარიღს, საქმეში
არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის, მისივე ჩვენებით და თავად პატიმარ ა.ა.-ს
ჩვენებით, არ არის გამორიცხული მას მიეღო ამ უკანასკნელთან ჩხუბის დროს.
საქმეზე დაკითხული არც ერთი პირი, მათ შორის, არც პატიმრები, არც სამედიცინო
პერსონალი და არც დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლები არ
15
ადასტურებენ გიორგი მიქიაშვილისათვის დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან
რაიმე სახის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს.
ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ გიორგი მიქიაშვილის მიერ ვერ მოხერხდა მისივე
განმარტებით ფიზიკურ ძალადობაში მონაწილე ვინმე „დავითის“ ამოცნობა. ამასთან,
მიუხედავად იმისა, რომ მეორე შემთვევაში გიორგი მიქიაშვილის მიერ ამოცნობილი
იქნა მის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში მონაწილე ვინმე „იმედა“, რომელიც აღმოჩნდა
დაწესებულების თანამშრომელი ი.ლ., აღნიშნული ვერ იქნება იმის ცალსახად
დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ გიორგი მიქიაშვილმა ამოიცნო დანაშაულში
მონაწილე პირი, რადგან ი.ლ.-ს, როგორც დაწესებულების თანამშრომელს, იგი
მანამდეც იცნობდა და შესაბამისად, ჰქონდა მასთან ხშირი ურთიერთობა.
სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ყველა ზემოხსენებული მტკიცებულება
წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან და არ არის ლოგიკური ჯაჭვით ერთმანეთთან
დაკავშირებული უტყუარი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ცალსახად
დაადასტურებდა გიორგი მიქიაშვილის მიმართ დაწესებულების თანამშრომლების
მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტს.
ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №25091/07, 2011
წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება
3.
საქმე ეხება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ მომჩივნების
შვილის - სანდრო გირგვლიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და მკვლელობის
ფაქტს 2006 წლის იანვარში და აღნიშნულ ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების არარსებობას,
რის გამოც ევროპული სასამართლოს მიერ დადგინდა კონვენციის მე-2 მუხლის
პროცედურული ნაწილის დარღვევა შემდეგ გარემოებათა გამო:
ევროპული სასამართლოს თანახმად, აღნიშნულ ფაქტზე შსს-ს მიერ წარმოებული
გამოძიება 2006 წლის იანვარ-მარტის განმავლობაში არ იყო ინსტიტუციურად
დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ვინაიდან განსახილველ ინციდენტში
იკვეთებოდა შსს-ს მაღალჩინოსნების მონაწილეობა.
რაც შეეხება პროკურატურის მიერ 2006 წლის 5 მარტის შემდგომ საქმის გამოძიებას,
ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ პროკურატურამ სათანადოდ არ გამოიკვლია
საქმის სხვადასხვა გარემოება, რის გამოც მის მიერ წარმოებული გამოძიება არ იყო
ობიექტური და სრულყოფილი. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულსა
და ლ. ბ.-ს არ მიუწვდებოდათ ხელი საქმის მასალებზე გამოძიების პროცესში და არ
იყვნენ ჩართულნი საგამოძიებო მოქმედებებში, გამოძიებამ არ უზრუნველყო მათი
ინტერესების სათანადოდ დაცვა.
ევროპულმა სასამართლომ, ასევე, დაადგინა, რომ ეროვნულმა სასამართლომ
უგულებელყო მომჩივანთა განცხადებები გამომძიებლების მიერ მტკიცებულებათა
განადგურების ან გადამალვის შესახებ.
აგრეთვე,
ევროპულმა
სასამართლომ
სასამართლოებში საქმის განხილვისას
ყურადღება
გაამახვილა
ეროვნულ
არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებზე,
16
დამნაშავეთა სასჯელის არაადეკვატურობასა და პრეზიდენტის მიერ მათი შეწყალების
ფაქტებზე.
ევროპულმა სასამართლომ სრულიად მიზანშეუწონლად და საზოგადოებისთვის
არასწორ გზავნილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ძალზე მძიმე დანაშაულის ჩადენაში
ბრალდებულ პირებს არ ჩამოერთვათ მომავალში საჯარო სამსახურში თანამდებობის
დაკავების უფლება.
განსახილველ
საქმეში
ევროპულმა
სასამართლომ
აღნიშნა
–
“სასამართლო
გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებები
- შსს, გამოძიების საწყის სტადიაზე დაშვებული დარღვევებით; პროკურატურა,
გამოძიების შემდგომ ეტაპზე დაშვებული სხვა დარღვევებით; სასჯელაღსრულების
დეპარტამენტი, მსჯავრდებულების ერთ საკანში უკანონოდ მოთავსებით; შიდა
სასამართლოები,
არასრულყოფილი
სასამართლო
განხილვებითა
და
მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებით; საქართველოს პრეზიდენტი,
მსჯავრდებულების მიმართ გაუმართლებელი ლმობიერების გამოვლენით; და ა.შ. ყველა ერთად, ხმაშეწყობილად მოქმედებდა იმ მიზნისათვის, რომ ამ შემზარავი
მკვლელობის საქმეზე, როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება.”
(გადაწყვეტილება - §276).
აღნიშნულ საქმეში ევროპულმა სასამართლომ, ასევე, დაადგინა ევროპული კონვენციის
38-ე მუხლის დარღვევა, ვინაიდან სასამართლოს მიერ მოთხოვნილი რიგი
მტკიცებულებები მთავრობამ დაგვიანებით ან საერთოდ არ წარადგინა.
სასამართლომ მომჩივანს მორალური ზიანისთვის მიანიჭა 50 000 ევრო, ხოლო
ხარჯებისათვის − 388 ევრო.
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
სასამართლოს მიერ კომპენსაციის სახით მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების
თანხა (50 388 ევრო) გადახდილია დადგენილ ვადაში.
გამოძიება
აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ ჩატარდა ხელახალი ეფექტიანი გამოძიება
ევროპული
სასამართლოს
გადაწყვეტილებაში
მითითებული
დარღვევების
საფუძველზე.
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამოძიება განახლდა 2012 წლის 26
ნოემბერს ერთ-ერთი იმ პირის ჩვენების საფუძველზე, რომელიც მსჯავრდებული იყო
აღნიშნულ საქმეზე.
ახალი გამოძიების ფარგლებში დაიკითხა 200-მდე მოწმე, მათ შორის, კონსტიტუციური
უსაფრთხოების დეპარტამენტის („კუდ“), შსს-ს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა
და პროკურატურის ის თანამშრომლები, რომელთაც უშუალოდ ჰქონდათ შეხება
როგორც სანდრო გირგვლიანის გატაცებასა და მკვლელობასთან, ისე აღნიშნულ
ფაქტზე წარმოებულ გამოძიებასა და დანაშაულში მსჯავრდებული პირებისათვის
17
პრივილეგიური მდგომარეობის შექმნასთან. გამოვლინდნენ და დაიკითხნენ ისეთი
მნიშვნელოვანი მოწმეები, რომელთა ნაწილიც გირგვლიანის გატაცებას შეესწრო ან
უშუალოდ გატაცებაში მონაწილეობდა. მათ შორის, დაიკითხნენ შინაგან საქმეთა
ყოფილი მინისტრის მეუღლე და კუდ-ის ის თანამშრომლები, რომელთა დაკითხვებიც
გამოძიების წინა ეტაპზე საერთოდ არ განხორციელებულა. ჩატარდა 8 საგამოძიებო
ექსპერიმენტი (ჩვენების ადგილზე შემოწმება), კომისიური სასამართლო-სამედიცინო,
ვიდეოტექნიკური
და
ხელმოწერა-ხელწერის
განმსაზღვრელი
გრაფიკული
ექსპერტიზები. სასამართლოს, შსს-სა და შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების
დეპარტამენტიდან ამოღებულ იქნა და საქმეზე დამაგრდა მნიშვნელოვანი ხასიათის
დოკუმენტური მასალა.
შედეგად, განახლებული გამოძიებით ცალსახად დადგინდა, რომ წინა გამოძიების
ფარგლებში, ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულს. კერძოდ, გამოძიებით სრულიად
იქნა დადასტურებული, რომ საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ
სააკაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა, კონსტიტუციური
უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორმა დავით ახალაიამ, სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის დირექტორმა ბაჩანა ახალაიამ, შსს-სა და პროკურატურის სხვა
თანამდებობის პირებთან ერთად, საკუთარი პოლიტიკური/თანამდებობრივი
პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით, პირადი მოტივით, ერთობლივად
დაგეგმეს და განახორციელეს სანდრო გირგვლიანის სიცოცხლისა და თავისუფლების
წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გარემოებების შესახებ არსებული და
მოპოვებული მონაცემების წინასწარი განზრახვით დაფარვა, შეცვლა და მათი იმგვარი
საპროცესო დამაგრება, რამაც გამოიწვია დანაშაულის შემკვეთებისა და
შემსრულებლებისათვის გარდაუვალი, კანონიერი და ადეკვატური სისხლის
სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება, რასაც თან ერთვოდა
საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
განახლებული გამოძიებით დადგინდა, რომ სწორედ მ. სააკაშვილის, ი. მერაბიშვილის,
დ. ახალაიას და ბ. ახალაიას ურთიერთშეთანმხებული და კოორდინირებული
ქმედებებით განხორციელდა გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის
გამოძიების ინსცენირება, რომლის მიზანი იყო, ერთი მხრივ, დაფარულიყო
დანაშაულის ჩამდენი უფრო მაღალი თანამდებობის პირები და მათთან შემხებლობაში
მყოფი შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე და მისი შესაძლო მონაწილეობა
დანაშაულში, ხოლო, მეორე მხრივ, მოხერხებულიყო დანაშაულში მსჯავრდებული
პირების (გ. ა., ა. ა., ა. ღ., მ. ბ.) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა და
მსჯავრდება ჩადენილზე უფრო მსუბუქი დანაშაულისათვის მოსალოდნელი
სასჯელის ვადისა და პირობების წინასწარ შეპირებული გარანტიებით.
გასული წლის ანგარიშში დეტალურად იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია
განახლებული გამოძიების ფარგლებში განსახილველ საქმეზე პასუხისგებაში
მიცემული 9 პირის შესახებ, რომელთა მიმართაც დამდგარია გამამტყუნებელი
განაჩენი, ეს პირები არიან: ივანე მერაბიშვილი − შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი
(დაკისრებული მოვალეობებისა და საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ,
თავისთვის და მისი მეუღლისათვის, ასევე, მის დაქვემდებარებაში მყოფი მაღალი
18
რანგის მოხელეებისათვის უკანონო უპირატესობის მინიჭება პირადი მოტივით); ო.მ. −
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების
დაცვის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის
ყოფილი მოადგილე (დახმარება სანდრო გირგვლიანის და ლ. ბ.-ს თავისუფლების
უკანონო აღკვეთაში); დ.ქ. − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის მეორე სამმართველოს
პირველი განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილე (სანდრო გირგვლიანის
თავისუფლების უკანონო აღკვეთა); თ.ტ. − სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №10
საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების ყოფილი დირექტორი, მ.გ. −
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №10 საერთო და მკაცრი რეჟიმის
დაწესებულების
დირექტორის
ყოფილი
მოადგილე,
ბაჩანა
ახალაია
−
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე და დ.ჩ. − საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე დაწესებულების შინაგანაწესის უგულებელყოფითა და მსჯავრდებულ პირებზე
დამატებითი შეღავათების გაწევა და მათთვის უპირატესობის მინიჭება,
განსაკუთრებული პირობების შექმნა); მიხეილ სააკაშვილი − საქართველოს ყოფილი
პრეზიდენტი (უკანონო შეწყალება); დავით ახალაია − საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ყოფილი
უფროსი.
მინდაძე და ნემსიწვერიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №21571/05, 2017
წლის პირველი ივნისის გადაწყვეტილება
4.
საქმე - „მინდაძე და ნემსიწვერიძე საქართველოს წინააღმდეგ“, ეხება 2004-2007 წლებში
მომჩივნების,
დავით
მინდაძისა
და
ვალერიან
ნემსიწვერიძის,
მიმართ
განხორციელებულ სხვადასხვა უკანონო ქმედებას, მათ შორის, წამებასა და უკანონო
პატიმრობას.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, ორივე მომჩივანი დააკავეს 2004 წელს და
ბრალი დასდეს საქართველოს პარლამენტის წევრთან (კ.გ.) დაკავშირებულ
თავდასხმაში. ეროვნულმა სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო, მათ შორის,
დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობისთვის.
საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ევროპული კონვენციის შემდეგი
მუხლების დარღვევა:
კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა, რომელიც ეხება 2004 წლის 13
მაისს მომჩივან დავით მინდაძის წამებას პოლიციელების მიერ, რაც გამოიხატებოდა
სასტიკ ცემასა და მის მიმართ ელექტროშოკის გამოყენებაში. მე-3 მუხლის დარღვევა
დადგინდა, აგრეთვე, 2004 წლის 13 მაისის წამების ფაქტის გამოძიების
არაეფექტიანობის გამო.
მე-5 მუხლის (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) პირველი პუნქტის
დარღვევა ეხება მომჩივნების წინასწარ პატიმრობას 2005 წლის 13 იანვრიდან 2005 წლის
7 ივნისამდე, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ უკანონოდ ცნო. ასევე, ამავე
19
მუხლის მესამე პუნქტის დარღვევა ეხება 2004 წლის 10 ნოემბრის და 2005 წლის 7
ივნისის პატიმრობის შესახებ განჩინებების დაუსაბუთებლობას.
ამასთანავე, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა ეხება მომჩივნების სისხლის
სამართლის საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევას, რაც გამოიხატა
მომჩივან მინდაძისაგან აღიარებითი ჩვენებისა და სხვა განცხადებების წამების გზით
მოპოვებით; ასევე, მომჩივნების უფლების დარღვევით, ესარგებლათ მათი არჩეული
ადვოკატის მომსახურებით სამართალწარმოების საწყისი ეტაპიდან და სხვ.
სასამართლომ სახელმწიფოს დააკისრა 28 000 ევროს გადახდა მინდაძის და 16 000
ევროს გადახდა ნემსიწვერიძის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების
სახით; ასევე, 4 800 ევროს გადახდა ორივე მომჩივნის სასარგებლოდ ხარჯების
ასანაზღაურებლად.
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
2017 წლის 31 ოქტომბერს დავით მინდაძეს გადაერიცხა კომპენსაციის სახით მისთვის
მიკუთვნებული თანხა, ხოლო ვალერიან ნემსიწვერიძემ რეკვიზიტები წარმოადგინა
დაგვიანებით, 2018 წლის 20 დეკემბერს, შესაბამისად, მას თანხა ჩაერიცხა 2019 წლის 26
თებერვალს. იმავე დღეს ჩაირიცხა ორივე მომჩივნისათვის ერთობლივად ხარჯების
ასანაზღაურებლად მინიჭებული თანხა.
გამოძიება
რაც შეეხება გამოძიებას, სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული
გამოძიება, რომელიც დავით მინდაძის საჩივრის საფუძველზე 2005 წლის 24
თებერვალს დაიწყო, არ შეწყვეტილა. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების
საფუძველზე, ყოველმხრივი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარების
მიზნით, სისხლის სამართლის საქმე 2017 წლის 17 ოქტომბერს გამოსაძიებლად გადაეცა
საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. აღნიშნულის შემდგომ
დაიკითხა არაერთი მოწმე, მათ შორის, დავით მინდაძე (2019 წლის 3 აპრილს) და
მიხეილ ნემსიწვერიძე (2019 წლის 3 მაისს), რომლებმაც აღნიშნეს, რომ ვინაიდან
მომხდარი ინციდენტიდან გასულია 15 წელი, საქმისთვის მნიშვნელოვანი დეტალები
აღარ ახსოვთ. ამასთან, ისინი არ არიან დაინტერესებული ხსენებული საქმის
გამოძიებით და შედეგებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათ არ აქვთ სურვილი,
ითანამშრომლონ გამოძიებასთან. ასევე განმარტეს, რომ არ სურთ სამომავლოდ
გამოძიებასა და სასამართლოს მისცენ ჩვენებები საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ
გარემოებებზე.
გარდა აღნიშნულისა, მოწმეებმა დააფიქსირეს პოზიცია, რომ გამამტყუნებელი
განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვას არ აპირებენ.
შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე, გამოძიების შემდგომ პროგრესს მნიშვნელოვნად
აბრკოლებს ის ფაქტი, რომ პოტენციურმა დაზარალებულებმა მომხდართან
დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადეს. ამასთან,
აღნიშნული პირები უარს აცხადებენ გამოძიებასთან შემდგომ თანამშრომლობაზე.
20
მომჩივნების აქტიური თანამშრომლობა გამოძიებას დაეხმარებოდა არა მხოლოდ
დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებაში, არამედ ხელს შეუწყობდა დანაშაულის
ჩამდენ პირთა იდენტიფიცირების პროცესს.
მოცემულ საქმეზე ზოგად ღონისძიებებთან დაკავშირებით, გასული წლების
ანგარიშებში უკვე აღინიშნა, რომ მინისტრთა კომიტეტმა 2018 წლის სექტემბრის 1324-ე
სხდომაზე „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა,
რომ აღარ არის საჭირო დამატებითი ზოგადი ღონისძიებები კონვენციის მე-5 მუხლის
დარღვევასთან დაკავშირებით, აღნიშნულ მუხლთან მიმართებით ხელისუფლების
მიერ უკვე გატარებული ღონისძიებების გამო (იხ. საბოლოო რეზოლუცია
CM/ResDH(2011)105).10
ხოლო, მე-6 მუხლის დარღვევასთან მიმართებით განხორციელებული ღონისძიებების
თაობაზე დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია წინა წლების ანგარიშებში, რაც
ასევე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის 2020 წლის რეკომენდაციის შესაბამისად, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეების
აღსრულების განახლებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მინისტრთა კომიტეტს
წარედგინა 2019 წლის 25 ოქტომბერსა11 და 2020 წლის 8 ოქტომბერს.12 დამატებით იხ.
წინამდებარე ანგარიშში კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებული
საქმეების ზოგადი ღონისძიებები.
რაც შეეხება კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას, აღნიშნულთან მიმართებით, იხ.
წინამდებარე ანგარიშში „ცინცაბაძის ჯგუფის“ გადაწყვეტილებების აღსრულების
ზოგადი ღონისძიებები.
კეკელიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №2316/09, 2019 წლის 17 იანვრის
გადაწყვეტილება
5.
მოცემული საქმე ეხება 2008 წლის 2 სექტემბერს მომჩივნის, გოჩა კეკელიძის
დაკავებისას პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობასა და შემდგომში ამ
ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობას. ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილების თანახმად, პოლიციელების მიერ ძალის გამოყენების გადამეტების
შედეგად მომჩივანმა მიიღო დაზიანებები, რაც უტოლდებოდა არაადამიანურ
მოპყრობას. ფაქტზე არ ჩატარებულა სრულყოფილი, ადეკვატური და ეფექტიანი
გამოძიება.
ზემოაღნიშნული მიზეზების გამო სტრასბურგის სასამართლომ მე-3 მუხლის (წამების
აკრძალვა) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა დაადგინა.
10
ხელმისაწვდომია: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=CM/Del/Dec(2018)1324/H46-6E
ხელმისაწვდომია: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=DH-DD(2019)1282E
12
ხელმისაწვდომია: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=DH-DD(2020)899E
11
21
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
მოცემულ საქმეზე მომჩივანს ევროპული სასამართლოს წინაშე სამართლიანი
დაკმაყოფილება არ მოუთხოვია.
გამოძიება
გასული წლის ანგარიშში აღინიშნა, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების
გამოტანის შემდგომ, 2019 წლის 1-ლ აპრილს აღნიშნული საქმე გადაეცა საქართველოს
გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.
აღნიშნულის ფარგლებში, გამოიკითხა რამდენიმე მოწმე, მათ შორის, თავად მომჩივანი
და მისი დედა ნ. ლ.; აგრეთვე, გამოთხოვილი იქნა გამოძიებისთვის საჭირო სხვადასხვა
სახის ინფორმაცია, რის თაობაზეც დეტალური ინფორმაცია მოცემულია 2019 წლის
ანგარიშში.
რაც შეეხება 2020 წლის განმავლობაში განხორციელებულ საგამოძიებო მოქმედებებს,
2020 წლის თებერვალში გამოიკითხნენ 2008 წლის 2 სექტემბრის მდგომარეობით შსს-ს
სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის („სოდ“) სპეციალური ღონისძიებების
სამმართველოს თანამშრომლები: გ.ღ., ი.ა, მ.ლ., გ.ბ.; ასევე, მარტის თვეში
გამოიკითხნენ 2008 წლის 2 სექტემბრის მდგომარეობით შსს-ს სპეციალური
ღონისძიებების ცენტრის და შსს-ს აჭარის სოდ-ის თანამშრომლები: მ.ნ., რ.ი., ა.ნ., ს.ბ.,
გ.ქ, რომელთაც განმარტეს, რომ გ. კეკელიძის დაკავების ღონისძიებაში მონაწილეობა
არ მიუღიათ.
2020 წლის მარტში დანიშნული იქნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა გ.
კეკელიძის დაზიანების წარმოშობასთან დაკავშირებით, რაზედაც 2020 წლის ივნისში
მიღებული იქნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
2020 წლის მარტში გამოკითხული იქნენ გოჩა კეკელიძის თანასაკნელები ე.ჯ., ზ.დ.,
ტ.შ.; გოჩა კეკელიძის ოჯახის წევრები ზ.კ., დ.კ., ლ.კ., რომელთაც დაადასტურეს მის
მიერ გამოკითხვის ოქმში ასახული სხვადასხვა გარემოება.
2020 წლის მარტში გამოკითხული იქნა ბათუმის დროებითი მოთავსების
იზოლატორის თანამშრომელი ც.კ., რომელმაც განმარტა, რომ იზოლატორში
შემოყვანისას გ. კეკელიძეს აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები.
აგრეთვე, 2020 წლის ივლისის თვეში გამოკითხული იქნა მოქალაქე ე.ვ., რომელმაც
განმარტა, რომ იგი შეესწრო გ. კეკელიძის დაკავების ფაქტს. ე.ვ.-ს მონაყოლი ასევე
დაადასტურა გამოკითხულმა ნ.ლ.-მაც (მომჩივნის დედა).
საგამოძიებო გეგმის მიხედვით, გრძელდება გამოძიება, რომლის ფარგლებში,
პროკურატურას კომუნიკაცია აქვს მომჩივანთან.
22
გაბლიშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №7088/11, 2019
წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება
6.
საქმე ეხება 2009 წლის 30 მარტს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმრების
გაქცევის მცდელობისას, მათი დაკავების დროს და დაკავების შემდგომ ციხის
თანამშრომლების მხრიდან მომჩივნების არასათანადო მოპყრობას და ამ ფაქტის
არასათანადო გამოძიებას.
კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნებს გიორგი გაბლიშვილსა
და გიორგი მჭედლიძეს დაზიანებები მიაყენეს 2009 წლის 30 მარტს, გაქცევის
მცდელობისას, დაკავების დროს ან მოგვიანებით, მათ მიმართ განხორციელებული
არასათანადო მოპყრობის შედეგად. შესაბამისად, მათ მიმართ სტრასბურგის
სასამართლომ კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევა დაადგინა.
კიდევ ორი მომჩივნის - რომიკ კასიანოვისა და ზურაბ გაჩეჩილაძის - მიმართ მსგავსი
დარღვევა არ დადგინდა. სტრასბურგის სასამართლომ, ასევე, დაადგინა, რომ ოთხივე
მომჩივნის მიმართ დაირღვა დამოუკიდებელი, ეფექტიანი და სრულყოფილი
გამოძიების უფლება.
ევროპულმა სასამართლომ გიორგი გაბლიშვილისა და გიორგი მჭედლიძისთვის
მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სახელმწიფოს 6 000-6 000 ევროს გადახდა
დააკისრა, რომიკ კასიანოვისა და ზურაბ გაჩეჩილაძის კომპენსაციად კი 3 000-3 000
ევრო განსაზღვრა.
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
სასამართლოს მიერ კომპენსაციის სახით მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების
თანხა (შესაბამისად, 6 000-6 000 და 3 000-3 000 ევრო) მთავრობამ ყველა მომჩივანს
გადაუხადა დადგენილ ვადაში.
გამოძიება
2017 წლის 19 მაისს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში
ჩადენილი
დანაშაულის
გამოძიების
დეპარტამენტში
დაიწყო
გამოძიება
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ
მსჯავრდებულთა წამების ფაქტზე.
გამოძიების პროცესში გამოიკითხა გიორგი მჭედლიძის დედა, ქ. მ. და თავად გიორგი
მჭედლიძე.
2017 წლის 28 ნოემბერს რომიკ კასიანოვმა და მომჩივნებთან ერთად დაპატიმრებულმა
რ. გ.-მ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე. 2017 წლის 22 დეკემბერს გამოკითხულმა
გიორგი გაბლიშვილმა კი განმარტა, რომ მას პირადად არ დაუნახავს გიორგი
მჭედლიძის დაკავების ფაქტი, ასევე არ შესწრებია მის ცემას, თუმცა შეატყო, რომ მას
ჰქონდა გარკვეული დაზიანებები.
გამოძიების პროცესში, 2018 წლის 16 აგვისტოს გამოიკითხნენ რუსთავის №1
დაწესებულების იმჟამინდელი დირექტორი დ. ს. და თანამშრომელი, ვ. მ., რომლებმაც
23
უარყვეს პატიმრების მიმართ რაიმე სახის ფიზიკური ზეწოლის ფაქტი. №1
დაწესებულების იმჟამინდელმა ოპერატიულმა მორიგემ, გ. ე.-მ 2018 წლის 17 აგვისტოს
ჩვენებაში არაპირდაპირ დაადასტურა ცემის ფაქტი, თუმცა იგი აცხადებს, რომ
აღნიშნულის შესახებ გაიგო შემდგომ დღეებში თანამშრომელთა საუბრებიდან, ხოლო
თავად ცემის ფაქტს არ შესწრებია. იგი ასევე ვერ მიუთითებს იმ თანამშრომლებს,
რომელთაგანაც მან გაიგო ზემოაღნიშნული ინფორმაცია.
აღნიშნულ საქმეზე გრძელდება გამოძიება.
გოგუაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №40009/12, 2019 წლის 27 ივნისის
გადაწყვეტილება
7.
საქმე ეხება 2011 წლის 26 მაისის ღამეს ჩატარებულ ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციას,
რომლის დროსაც ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 24-კაციანი დაჯგუფება დააკავეს.
დაკავების მიზეზად შეიარაღებული ამბოხის მზადება დასახელდა.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, დადგინდა ევროპული კონვენციის მე-3
მუხლის (წამების აკრძალვა) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა.
სასამართლოს მიერ არსებით ნაწილში დადგენილი დარღვევა ეხებოდა დაკავებისას
მომჩივნისთვის (ნიკოლოზ გოგუაძე) მიყენებულ მრავლობით დაზიანებებსა და მის
მიმართ არასათანადო მოპყრობას. კერძოდ, მომჩივნის განცხადებით, 2011 წლის 26
მაისს ყინწვისის მონასტერთან დაკავების შემდეგ, იგი გადაიყვანეს ქარელის პოლიციის
განყოფილებაში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა
მიაყენეს თბილისის პოლიციის განყოფილებაში ექვსსაათიანი დაკითხვის დროს.
სასამართლოს შეფასებით, ობიექტური მტკიცებულებებით დასტურდება, რომ
მომჩივანს აღენიშნებოდა მრავალი დაზიანება სახისა და ტანის არეში, რომლებიც
დაკავებამდე არ ჰქონია. სასამართლო, სხვებს შორის, დაეყრდნო გამოძიების
ფარგლებში საქართველოს პროკურატურის მიერ შეგროვებულ მოწმეთა ჩვენებებს,
რითაც
დასტურდებოდა
მომჩივნის
ვერსია
არასათანადო
მოპყრობასთან
დაკავშირებით. აგრეთვე, მხედველობაში იქნა მიღებული პროკურორის 2017 წლის 19
ივლისის დადგენილება საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების თაობაზე, რომლითაც
პროკურატურამ მიიჩნია, რომ საქმეში არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები
მომჩივნის არასათანადო მოპყრობის თაობაზე.
რაც შეეხება პროცედურული ნაწილის დარღვევას, სასამართლომ განსაკუთრებული
ყურადღება გაამახვილა 2013 წლამდე წარმოებული გამოძიების არაეფექტურობაზე.
კერძოდ, გამოძიების დაწყებიდან პირველი 18 თვის განმავლობაში (მტკიცებულებების
მოპოვებისთვის ყველაზე მნიშნელოვან ეტაპზე) ერთადერთ ჩატარებულ საგამოძიებო
მოქმედებას წარმოადგენდა მომჩივნის დაკითხვა - 2011 წლის 2 სექტემბერს. 2012 წლის
დეკემბერში გამოძიება განახლდა და ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, ხოლო
2016 წლის მაისიდან საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს მთავარ
პროკურატურას. 2017 წლის ივნისი-სექტემბრისა და 2018 წლის აპრილი-სექტემბრის
პერიოდში განხორციელდა ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა,
24
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა, რადგან, ამ ეტაპამდე, გამოძიება
დასრულებული არ არის.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპენსაციის სახით მთავრობას
მომჩივნის სასარგებლოდ 10 000 ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
სასამართლოს მიერ კომპენსაციის სახით მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების
თანხა (10 000 ევრო) მთავრობამ მომჩივანს გადაუხადა დადგენილ ვადაში - 2019 წლის
29 ივლისს.
გამოძიება
მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, 2011 წლის 4 ივნისს შიდა ქართლისა და მცხეთა
მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება დაიწყო შ.ს.
სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქარელის რაიონული
სამმართველოს ცალკეული თანამშრომლების მიერ სსკ-ის 315-ე მუხლით დაკავებული
პირის ნიკოლოზ გოგუაძის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით,
ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე.
2016 წლის 3 მაისს, სისხლის სამართლის საქმე შემდგომი გამოძიების ჩასატარებლად
გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.
2017 წლის 19 ივლისს, განახლებული გამოძიების ფარგლებში მოპოვებული და
შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, დაზუსტდა დანაშაულის კვალიფიკაცია
და გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნტით გათვალისწინებული
დანაშაულის ნიშნებით გაგრძელდა.
სისხლის სამართლის საქმის საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო
ნაწილისთვის დაქვემდებარების შემდგომ, გამოძიებამ აქტიური სახე მიიღო, რომლის
ფარგლებშიც ჩატარდა მრავალი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
სხვებს შორის, განხორციელდა ათეულობით მნიშვნელოვანი მოწმის დამატებითი ან
პირველადი გამოკითხვა. კერძოდ, დამატებით გამოიკითა მომჩივანი და 2011 წლის 26
მაისს მასთან ერთად დაკავებული პირები (მ.ც., დ.შ., რ.ღ., დ.გ., მ.ს., ბ.ჩ., ვ.ჩ., ბ.გ., კ.თ.,
დ.ჩ., ზ.ჩ., გ.ც., მ.მ., დ.თ., ზ.გ. და სხვები); ქ. თბილისის შსს-ს დროებითი დაკავების
იზოლატორების, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი და მოქმედი
თანამშრომლები და ამავე დაწესებულებების ექთნები, ექიმები და სამედიცინო
სამსახურების სხვა ხელმძღვანელი პირები (ზ.შ., გ.ძ., დ.ქ., ო.ჭ., მ.შ., ვ.ც., ვ.კ. და სხვები);
თავდაცვის სამინისტროს, შ.ს. სამინისტროს ,,კუდ“-ისა და შიდა ქართლის შ.ს. მთავარი
სამმართველოს თანამშრომლები (რ.ზ., შ.მ., კ. ს., ლ.ნ., გ.გ., კ.კ., კ.ბ., ვ.მ., ვ.ჯ., ლ.დ., რ.ტ.,
ი.ს., რ.შ., ს.ს., გ.მ. და სხვები).
აგრეთვე, შინაგან საქმეთა სამინისტროდან და სატელეფონო ოპერატორებიდან
გამოთხოვილი იქნა გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაცია.
25
2019 წლის ანგარიშში აღინიშნა, რომ გამოძიების მიერ მოპოვებული დამატებითი
დოკუმენტაციის საფუძველზე, 2018 წლის 19 ოქტომბერს დანიშნული იქნა მომჩივნის,
ხოლო 2019 წლის 28 მაისს მასთან ერთად დაკავებული პირების სასამართლოსამედიცინო ექსპერტიზები, სხეულზე არსებული დაზიანებების ხარისხისა და
სიმძიმის დადგენის მიზნით.
აგრეთვე, განხორციელდა შიდა ქართლის ტერიტორიაზე არსებულ, სატელეფონო
ანძებზე ფიქსირებული სატელეფონო კავშირების ამსახველი ნაწილი ინფორმაციების
გაშიფვრა.
2019 წლის 30 და 31 ოქტომბერს გამოძიების მიერ დამატებით გამოიკითხნენ 2011 წლის
26 მაისს დაკავებული პირები: ზ.ჩ. და ბ.გ.
2019 წლის 5 ნოემბერს და 18 დეკემბერს საქმეზე გამოიკითხნენ შინაგან საქმეთა
სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი და მოქმედი
თანამშრომლები: მ.მ.; ს.ი.; მ.ჭ. და ზ.ჭ.
2020 წლის 20 იანვარს საქმეზე მიღებული იქნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის
დასკვნები 2011 წლის 26 მაისს დაკავებული პირების: ჯ.ს.-ს, ბ.გ.-ს, ზ.გ.-ს და მ.მ.-ს
სხეულზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით. ჩატარებული ექსპერტიზებით
დგინდება, რომ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტების მიხედვით, ზემოთ
მითითებულ პირებს სხეულზე მიღებული ჰქონდათ სხვადასხვა სახის დაზიანება,
რომელიც განეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
დაზიანებების ხანდაზმულობის განსაზღვრა ექსპერტიზამ ვერ შეძლო, სამედიცინო
დოკუმენტებში მათი არასრული მორფოლოგიური აღწერილობის გამო.
უნდა აღინიშნოს, რომ გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში
ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მოცემულ საქმეზე თორმეტი
ყოფილი მსჯავრდებულის (მ. ბ., თ.ც., გ.ა., გ.ბ., ზ.ჩ., დ.ჩ., ბ.ჩ., ვ.ჩ., ი.ჩ., მ.მ, ბ.გ., ზ.გ.)
მიმართ უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის
გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილებების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეზე
ჩატარდა ხელახალი ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა
ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და
სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები,
რის საფუძველზეც გამოძიებამ ამ საქმეზე მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა
ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ რაიმე სახის
დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ამის საპირისპიროდ, ახალი გამოძიების შედეგად
გამოიკვეთა მსჯავრდებულების უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტები.
საქმის გამოძიების პროცესში დადგენილ იქნა, რომ 2011 წლის 26 მაისს, დილის 10:00
საათიდან 10:30 საათამდე პერიოდში, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე
ტერიტორიაზე და ქ. თბილისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
თანამშრომლებმა დააკავეს ,,ეროვნულ სარწმუნეობრივი მოძრაობა უფლისა და
სამშობლოსათვის“ წევრები და მათი ახლობლები (მ.ბ., თ.ც., გ.ა., გ.ბ., ზ.ჩ., დ.ჩ., ბ.ჩ., ვ.ჩ.,
ი.ჩ., მ.მ., ბ.გ., ზ.გ.). სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში
26
აღიარებითი და განთქმითი ჩვენებების მიღების მიზნით დაკავებისას და შემდგომ
პერიოდში მათ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
2011 წლის 28 მაისს, ზემოაღნიშნულ პირებს წარედგინათ ბრალდება სსკ-ის 315-ე
მუხლის პირველი ნაწილით, რაც არის შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური
წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენებით, ზემოაღნიშნული პირები ცნობილ
იქნენ დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ განესაზღვრათ
თავისუფლების აღკვეთა და პირობითი მსჯავრი.
„პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა
შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №76-Iს დადგენილებით
- მ.ბ., თ.ც., გ.ა., გ.ბ., ზ.ჩ., დ.ჩ., ბ.ჩ., ვ.ჩ., ი.ჩ., მ.მ., ბ.გ., ზ.გ. - აღიარებული იქნენ
პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირებად.
ასევე აღსანიშნავია, რომ ევროპული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის
გადაწყვეტილებით ზემოხსენებული ფაქტის ერთ-ერთი ფიგურანტის, ნ.გ.-ის მიმართ
დადგენილ იქნა კონვენციის მესამე მუხლის როგორც პროცედურული, ასევე
მატერიალურ-სამართლებრივი ნაწილის დარღვევა.
გარდა ამისა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განაჩენით
დადგინდა, რომ ე.წ. „ყინწვისის“ საქმის სხვა ფიგურანტების (ნ.გ., დ.შ., რ.ღ., ო.კ., ჯ.ს.,
ბ.ჩ., მ.ც., ზ.გ., მ.ს., დ.თ., ჯ.გ., და ი.ჩ.) მხრიდან სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად,
სასამართლომ სრულად გაიზიარა მხარეთა პოზიციები და ახლად გამოვლენილ
გარემოებებზე დაყრდნობით მსჯავრდებულთა მიმართ გამამართლებელი განაჩენი
დაადგინა, რაც თავისთავად ახლად გამოვლენილ გარემოებას წარმოადგენს.
სისხლის სამართლის საქმეზე აქტიურად და თანამიმდევრულად გრძელდება გეგმით
გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება. ამავდროულად,
საგამოძიებო ორგანო აგრძელებს კომუნიკაციას მომჩივანსა და მის ადვოკატთან,
რომელთაც კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში, მიეწოდებათ სრული
ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის, მისი შედეგებისა და დაგეგმილი
მოქმედებების შესახებ.
გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №8971/10, 2019 წლის 18 ივლისის
გადაწყვეტილება
8.
2008 წლის 13 თებერვალს ბორჯომის პოლიციამ არასრულწლოვნის გაუპატიურების
მცდელობის გამო ნოდარ გოგალაძე დააკავა. 2008 წლის 15 თებერვალს თბილისის №5
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისას, სადაც მომჩივანს 2 თვე უნდა
დაეყო წინასწარ პატიმრობაში, მას აღმოაჩნდა დაზიანებები. თავდაპირველად
მომჩივანმა განაცხადა, რომ პოლიციის მიმართ პრეტენზიები არ ჰქონდა, თუმცა, 2008
წლის აპრილში თბილისის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის
შემდეგ, მან პროკურორს განუცხადა, რომ ხუთმა პოლიციელმა სიტყვიერი და
ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
27
2008-2009 წლებში ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით ვერ
დადგინდა კავშირი მომჩივნის დაზიანებებსა და იმ ჩივილებს შორის, რომლებიც მას იმ
პერიოდში აღენიშნებოდა.
2016 წლის იანვარში გამოძიება შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.
მომჩივანს გამოძიების შეწყვეტის თაობაზე პროკურორის გადაწყვეტილება ზემდგომ
პროკურორთან არ გაუსაჩივრებია.
ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივნის პრეტენზიები, რომლებიც ეხებოდა
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ძალის გამოყენებასა და
დაზიანებებს, მათი კონტროლის ქვეშ მყოფი პირის მიმართ, არ იქნა ეფექტიანად
გამოძიებული, როგორც ამას ითვალისწინებს კონვენციის მე-3 მუხლის
პროცედურული ასპექტი. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა მე-3 მუხლის
დარღვევა.
ევროპულმა სასამართლომ მომჩივნისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად
სახელმწიფოს 6 000 ევროს გადახდა დააკისრა.
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
სასამართლოს მიერ კომპენსაციის სახით მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების
თანხა (6 000 ევრო) მთავრობამ გადაიხადა დადგენილ ვადაში - 2019 წლის 25 ნოემბერს.
გამოძიება
საქართველოს პროკურატურის, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის
საგამოძიებო ნაწილში განახლებულ იქნა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე,
პოლიციის თანამშრომლების მიერ ნოდარ გოგალაძის მიმართ უფლებამოსილების
გადამეტების ფაქტზე (დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი
ნაწილით).
კერძოდ, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გაუქმდა 2016
წლის 29 იანვარს პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სისხლის სამართლის
საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ და საქმეზე განახლდა გამოძიება.
2020 წლის 5 მარტს სისხლის სამართლის საქმე შემდგომი გამოძიების ჩატარების
მიზნით, გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.
მოცემული ეტაპისთვის, დეტალურად შესწავლილი და გაანალიზებული იქნა საქმეში
არსებული მასალები, რის შემდეგაც დაგეგმილი საგამოძიებო და საპროცესო
მოქმედებების ფარგლებში, 2020 წლის 8 ივნისს, დაზარალებულის სახით, გამოიკითხა
თავად ნოდარ გოგალაძე, რომელმაც დეტალურად აღწერა და გაიხსენა ფაქტი და მასში
მონაწილე პირები.
მოწმის სახით გამოიკითხნენ ბორჯომის ნარკოლოგიური სამსახურის ექსპერტები - რ.გ.
(11.06.2020) და ი.მ. (12.06.2020), რომლებმაც დაადასტურეს ნოდარ გოგალაძის
ნარკოლოგიურ სამსახურში შემოწმებისა და მასზე ფიზიკური ზემოქმედების ფაქტი.
მოწმის სახით გამოიკითხნენ ბორჯომის რაიონის სოფელ რველში მცხოვრები პირები 28
გ.მ. (16.06.2020), ო.გ. (17.06.2020), ვ.ჩ. (17.06.2020), მ.გ. (19.06.2020) და გ.ჩ. (22.06.2020),
რომლებმაც გაიხსენეს მომხდარი ინციდენტი და დაადასტურეს, რომ დაკავებამდე
ნოდარ გოგალაძეს რაიმე სახის დაზიანება სხეულზე არ ჰქონდა.
აგრეთვე, გამოიკითხნენ ბორჯომის დროებითი მოთავსების იზოლატორის
თანამშრომლები უ.ჯ. (26.06.2020) და მ.თ. (10.07.2020), რომლებმაც განმარტეს, რომ
ნოდარ გოგალაძის დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებისას აღწერეს მის
სხეულზე არსებული დაზიანებები ზედაპირულად და არ გამორიცხეს იმ
დაზიანებების არსებობა, რომელიც ნოდარ გოგალაძეს ექსპერტიზის დასკვნის
თანახმად აღენიშნებოდა სხეულზე. ასევე, გამოკითხული იქნენ ფაქტში მონაწილე
პოლიციელები - ლ.ხ. (23.06.2020), ა.გ. (25.06.2020), ს.ს. (30.06.2020), მ.გ. (02.07.2020), ვ.გ.
(06.07.2020) და ა.ჩ. (10.07.2020).
შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი იქნა საქმისათვის მნიშვნელობის
მქონე ინფორმაციები, კერძოდ, 2020 წლის 9 ივნისს, გამოთხოვილი იქნა ნოდარ
გოგალაძის ნარკოლოგიურ შემოწმებასთან დაკავშირებული მასალები, მათ შორის,
მისი იმჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები. ხოლო, 2020 წლის 23
ივნისს გამოთხოვილი იქნა დროებითი მოთავსების იზოლატორის მასალები, მათ
შორის, იმჟამად დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი დაკავებული პირების
მონაცემები.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. დაგეგმილია საპროცესო და საგამოძიებო
მოქმედებები, რომელთა შესრულების შემდეგ მიღებული იქნება შესაბამისი
გადაწყვეტილება.
საყვარელიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №40394/10, 2020 წლის 6
თებერვლის გადაწყვეტილება
9.
2003 წლის 22 ნოემბერს, „ვარდების რევოლუციის“ მიმდინარე საპროტესტო აქციების
პერიოდში, მომჩივნის ოჯახი თბილისის ქუჩებში გადაადგილდებოდა მანქანით, რა
დროსაც მათ დაეჯახა სამხედრო მანქანა, რამაც გამოიწვია მომჩივნის ვაჟისა და დის
გარდაცვალება, ხოლო თავად მომჩივნისა და დისშვილების დაშავება.
მომხდარ ფაქტზე სახელმწიფოს სხვადასხვა ორგანომ აწარმოა გამოძიება, რომელიც
წლების განმავლობაში დაიხურა და განახლდა. ასევე, ჩატარდა რამდენიმე ექსპერტიზა,
თუმცა მიუხედავად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებისა, ვერ დადგინდა
ავარიის დეტალები სრული სიზუსტით, რის გამოც ვერ მოხერხდა კონკრეტული
შედეგებით გამოძიების დასრულება. საბოლოოდ, 2017 წლის 1-ლ მარტს საქმეზე
გამოძიება შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის
გამო.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეზე დადგინდა ევროპული
კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ნაწილის დარღვევა.
სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ 2003 წელს მომხდარი ფაქტი წლების
განმავლობაში არ იქნა ეფექტიანად გამოძიებული, რასაც შედეგად მოჰყვა
ხანდაზმულობის ვადის გასვლა და საქმის დახურვა. შესაბამისად, სასამართლომ
29
მიიჩნია, რომ საგამოძიებო მოქმედებების მრავალი წლით სტაგნაციამ გამოიწვია
ხანდაზმულობის ვადის გასვლა და გამოძიების უშედეგოდ დასრულება.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპენსაციის სახით მორალური
ზიანისთვის მთავრობას მომჩივნის სასარგებლოდ 25 000 (ოცდახუთი ათასი) ევროს
გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
სასამართლოს მიერ კომპენსაციის სახით მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების
თანხა (25 000 ევრო) მთავრობამ გადაიხადა დადგენილ ვადაში - 2020 წლის 3 ივნისს.
გამოძიება
2003 წლის 23 ნოემბერს შსს-ს ქალაქ თბილისის საგამოძიებო სამმართველოში აღიძრა
სისხლის სამართლის საქმე, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დ.ს.-სა და
ე.წ.-ს გარდაცვალების ფაქტზე, სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით. აღნიშნული საქმე
შემდეგში გადაკვალიფიცირდა სსკ-ის მე-400 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და
გამოძიების გაგრძელების მიზნით 2004 წლის 19 აპრილს გადაეცა საქართველოს
უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს. 2005 წლის 12 აგვისტოს საქმე
გამოსაძიებლად გადაეცა შსს-ს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს
დეტექტივების სამმართველოს.
საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, დადგინდა, რომ 2003 წლის 22 ნოემბერს
ა.მ.-ს მხრიდან განხორციელდა სსკ-ის მე-400 მუხლის მე-3 ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა. აღნიშნული გაუფრთხილებელი
დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 წლამდე
ვადით და მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.
სსკ-ის
71-ე
მუხლის
1-ლი
ნაწილის
„გ“
ქვეპუნქტის
თანახმად,
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადა განსახილველი
მსგავსი კატეგორიის მძიმე დანაშაულთათვის შეადგენს 10 წელს, რაც გავიდა 2013 წლის
22 ნოემბერს (ვინაიდან ფაქტი მოხდა 2003 წლის 22 ნოემბერს). სსსკ-ის 105-ე მუხლის 1ლი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი, 2017 წლის 1-ლ მარტს საქმეზე მიმდინარე
გამოძიება შეწყდა, სსკ-ით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის
ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ამდენად, ევროპული სასამართლოს მიერ
საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე (2020 წლის 6 თებერვლამდე) საქმე იყო უკვე
ხანდაზმული, შესაბამისად, გამოძიება - შეწყვეტილი.
10.
კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №8938/07 და
№41891/07, 2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება
საქმე ეხება 2006 წლის 27 მარტს №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ე.წ. ციხის
ბუნტის დროს პატიმრების – ზურაბ კუხალაშვილისა (23 წლის) და არსენ ბუხრაშვილის
(29 წლის) – გარდაცვალებას ე.წ. ბუნტის დროს მიღებული მრავლობითი ჭრილობის
შედეგად. მათ სასიკვდილო ჭრილობები მიიღეს №5 დაწესებულების როგორც ეზოში,
30
ისე სარეჟიმო კორპუსში შესული ნიღბიანი სპეცდანიშნულების რაზმების წევრთა მიერ
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან განხორციელებელი ქაოტური სროლების
შედეგად. მთლიანობაში, ე.წ. ბუნტის დროს გარდაიცვალა შვიდი პატიმარი, ხოლო
დაზიანება მიიღო ოცდაორმა პატიმარმა და ციხის ორმა თანამშრომელმა.
ე.წ. ციხის ბუნტს წინ უძღოდა 2006 წლის 27 მარტს სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის მაშინდელი უფროსის, ბაჩანა ახალიას, მხრიდან პატიმრების - გ.ა.-ს და
ზ.ვ.-ს - სასტიკი ცემა, რამაც გამოიწვია პატიმრებში მღელვარება. ევროპული
სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მღელვარების ჩახშობისა და ძალის
გამოყენების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ბაჩანა ახალაიას მიერ საქართველოს
იუსტიციის მაშინდელ მინისტრთან შეთანხმებით და სპეცოპერაციის საერთო
ხელმძღვანელობასაც ბაჩანა ახალაია ახორციელებდა იუსტიციის მაშინდელ
მინისტრსა და მოადგილეებთან ერთად.
აღნიშნულ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების
დარღვევა როგორც არსებით, ისე პროცედურულ ნაწილში.
რაც შეეხება სიცოცხლის უფლების არსებით ნაწილს (სიცოცხლის ხელყოფის
აკრძალვა), სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ 2006 წლის 27 მარტს, ე.წ. ბუნტის
ჩახშობის სპეცოპერაცია, რომელსაც ორგანიზებას უწევდა ბაჩანა ახალაია, დაიგეგმა და
განხორციელდა ისე, რომ იყო უკონტროლო, გამოყენებული ძალა კი - განურჩეველი და
გადაჭარბებული. კერძოდ, დადგინდა, რომ არ ყოფილა უფრო მსუბუქი საშუალებების
გამოყენების მცდელობა, რათა მინიმუმამდე შემცირებულიყო ზიანი. ამასთან,
დაშავებულებს არ გაეწიათ სათანადო სამედიცინო დახმარება. უფრო მეტიც,
სპეცოპერაციის დროს გადამეტებული ძალა გამოიყენეს და საკუთარ საკნებში
ჩაცხრილეს ის პატიმრებიც, რომლებსაც წინააღმდეგობა საერთოდ არ გაუწევიათ.
რაც შეეხება სიცოცხლის უფლების პროცედურულ ნაწილს (სწრაფი და ეფექტური
გამოძიების ვალდებულება), სტრასბურგის სასამართლომ უარყოფითად შეაფასა ის
გარემოება, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო მხოლოდ 2006 წლის ივნისში, რაც იყო
ძალიან დაგვიანებული და რამაც ბევრი მნიშვნელოვანი მტკიცებულების შეგროვება
შეუძლებელი გახადა. ამასთან, არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტებზე
გამოძიება წარმართა იმავე ორგანომ (სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა), რომელმაც
„ბუნტის“ ჩახშობის ოპერაციას გაუწია ორგანიზება. სტრასბურგის სასამართლომ,
აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ამ გამოძიების დროს არ
გამოკვლეულა სპეცოპერაციის დაგეგმვისა და მომაკვდინებელი ძალის გამოყენების
ფაქტები. უფრო მეტიც, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს არ მიენიჭათ
დაზარალებულის სტატუსი და მათ არ უსარგებლიათ აუცილებელი საპროცესო
უფლებებით.
ყოველივე
ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით,
ევროპული
სასამართლოს დასკვნით, ჩატარებული გამოძიება არ იყო ეფექტიანი, იყო
დაგვიანებული და ვერ აკმაყოფილებდა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის
სტანდარტებს, რის გამოც დადგინდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის
უფლება) პროცედურული ნაწილის დარღვევა.
სტრასბურგის სასამართლომ უარყოფითად შეაფასა ის გარემოებაც, რომ, გამოძიების
მნიშვნელოვანი ხარვეზებით წარმართვის პარალელურად, არც მაშინდელი მოწვევის
31
პარლამენტს უწარმოებია მოკვლევა ამგვარ მასობრივ ინციდენტზე, რომელმაც, მისივე
განმარტებით, „ქვეყანა შეარყია და განსაკუთრებული საერთაშორისო გამოხმაურება
პოვა“.
აღნიშნული დარღვევების გამო სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ
საქართველოს მთავრობამ უნდა გადაუხადოს პირველ და მეორე მომჩივანს (ზურაბ
კუხალაშვილის ნათესავები) ერთობლივად 40 000 ევრო მორალური ზიანისთვის და 5
400 ევრო ხარჯებისთვის, ხოლო მესამე მომჩივანს (არსენ ბუხრაშვილის ნათესავი) - 32
000 ევრო მორალური ზიანისთვის და 3 400 ევრო ხარჯებისთვის.
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
სასამართლოს
მიერ
კომპენსაციის
სახით
მინიჭებული
სამართლიანი
დაკმაყოფილების/ხარჯების ანაზღაურების თანხა მთავრობამ ყველა მომჩივანს
გადაუხადა დადგენილ ვადაში - 2020 წლის 11 სექტემბერს.
გამოძიება
გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება,
სისხლის სამართლის საქმეზე, სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“
ქვეპუნქტებით, 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით და 109ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის
ნიშნებით.
სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2006 წლის 27 მარტს,
დაახლოებით 01:00 საათზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე
ბაჩანა ახალაია, მ. ქ.-ს, დ. ჭ.-ს, რ. ჭ.-ს, გ. ფ.-სა და სპეციალური დანიშნულების რაზმის
რამდენიმე წევრთან ერთად მივიდა სად-ის მსჯავრდებულთა და პატიმართა
სამკურნალო დაწესებულებაში და მოითხოვა დირექტორის კაბინეტში მიეყვანათ
მსჯავრდებულები - პ. მ., ზ. ვ., გ. ა. და ლ. ც.. დაწესებულების დირექტორის კაბინეტში
ბ. ახალაიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ მსჯავრდებულს და შემდეგ
მათი დამცირების, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენების
მიზნით, დ.ჭ.-ს, მ.ქ.-ს, რ.ჭ.-სა და სპეციალური დანიშნულების რაზმის
თანამშრომლებთან ერთად დაუწყო ცემა თავისუფლებაშეზღუდულ გ. ა.-ს, ზ. ვ.-ს და პ.
მ.-ს, რითაც პატიმრებს ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკური ტკივილი და მორალური
ტანჯვა მიაყენეს. მსჯავრდებულების ფიზიკური შეურაცხყოფა და ცემა გაგრძელდა
დაწესებულების პირველი სართულის დერეფანშიც, სადაც სპეცრაზმელებმა ასევე
მიიყვანეს გამოძახებული პატიმარი ლ.ც., რომელიც ბ. ახალაიას დავალებით დ.ჭ.-მ,
მ.ქ.-მ, რ. ჭ.მ და ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა დამცირების, ღირსებისა და პატივის
შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენების მიზნით სცემეს და მიაყენეს ძლიერი ფიზიკური,
ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა.
2013 წლის 1 ივლისს სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო ბაჩანა
ახალაიასა და სხვათა ბრალდების საქმე, რომელიც არსებითად განსახილველად
წარიმართა სასამართლოში და 2013 წლის 28 ოქტომბერს მათ მიმართ გამოტანილი იქნა
32
გამამტყუნებელი განაჩენი, კერძოდ: რევაზ ჭარბაძე, დავით ჭაკუა, მეგის ქარდავა და
ბაჩანა ახალაია ცნობილ იქნენ დამნაშავედ სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“,
„დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
სისხლის სამართლის საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ, 2006 წლის 27 მარტს,
სასჯელაღსრულების დაწესებულებების საქმიანობის დეზორგანიზაციის აღკვეთის
პროცესში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების დანაყოფების, ასევე
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლებმა სადის მე-5 დაწესებულების ეზოდან დაწესებულების შენობის ფანჯრების მიმართულებით
და სარეჟიმო კორპუსის დერეფნებში განახორციელეს სროლები ავტომატური
ცეცხლსასროლი იარაღებიდან, რის შედეგადაც დაიჭრა 22 და დაიღუპა 7 პატიმარი
(ზურაბ კუხალაშვილი, არსენ ბუხრიაშვილი, კ.ქ., ე.ფ., ნ.ბ., ა.ც., გ.ი.).
იმჟამინდელი გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით დაიკითხნენ გარკვეული
პატიმრები, რომლებიც უთითებდნენ, რომ თითქოს, ციხის კორპუსებში შესვლის დროს
სპეცდანიშნულების რაზმის და ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლების
მიმართულებით, ცეცხლსასროლი პისტოლეტებიდან ცეცხლი გახსნეს N5
საპყრობილის პატიმრებმა, რა დროსაც დაიჭრნენ ციხის თანამშრომლები, რის
საპასუხოდაც სპეცრაზმის წევრებმა ჰაერში ისროლეს რეზინის ტყვიები. მას შემდეგ კი,
რაც პატიმრებმა კიდევ გააგრძელეს სროლა, მათი მიმართულებით, სპეცრაზმის
წევრებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან აწარმოეს გასროლები კედლებისკენ.
აგრეთვე, გამოიკითხნენ მოწმეები, რომელთაც 2006 წელს მსგავსი შინაარსის ჩვენება
მისცეს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა უთითებს, რომ ჩვენება დაწერილ იქნა
მათი ნების საწინააღმდეგოდ და დღეის მდგომარეობით გამოძიებას აწვდიან სწორ
ინფორმაციას.
მოწმეთა
ჩვენებებისა
და
ტელეკომპანიებიდან
გამოთხოვილი
კადრების
დათვალიერების შემდეგ გამოძიება მივიდა დასკვნამდე, რომ ბუნტის ჩახშობაში
მონაწილეობა მიიღეს შსს-ს სპეცდანიშნულების დანაყოფებმაც.
აღნიშნულის გათვალისწინებით, შსს-დან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია იმის შესახებ,
თუ შსს-ს რომელი ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ 2006 წლის 26-27 მარტს
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის
დაწესებულებებში
მომხდარი
დეზორგანიზაციის აღკვეთაში, აგრეთვე ეთხოვათ, მოეწოდებინათ ოპერაციაში
მონაწილე თანამშრომლების სრული სია, ოპერაციაზე გასვლის წინ მათ მიერ
მიღებული ცეცხლსასროლი იარაღების, საბრძოლო მასალის, ტრანსპორტის და
ჯავშანტექნიკის მითითებით.
2013 წლის 25 თებერვალს დაინიშნა ბალისტიკური ექსპერტიზა გარდაცვლილი
პატიმრების გვამებიდან ამოღებული ტყვიის გულების და მათი ფრაგმენტების
იდენტიფიკაციისათვის ვარგისობის დასადგენად.
საქმეზე გამოიკითხნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და N1 და N5
საპყრობილეების ის თანამშრომლები, რომლებიც მორიგეობდნენ (შემთხვევის
ადგილზე იმყოფებოდნენ) 2006 წლის 26-27 მარტს, ასევე ის პატიმრები, რომლებიც
დასახელებული დროისათვის განთავსებულნი იყვნენ N5 საპყრობილეში.
33
გამოძიებამ მიიღო რამდენიმე მოწმის ჩვენება, რომელიც მიუთითებს სხვადასხვა
თანამდებობის პირების მიერ 2006 წლის 27 მარტს დანაშაულებრივი ხასიათის
ქმედებების ჩადენაზე, თუმცა მითითებული ფაქტები არ არის გამყარებული სხვა
მტკიცებულებებით და მათი ცალსახად გაზიარება, ან უარყოფა, მოცემულ ეტაპზე
გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით ვერ ხერხდება.
პატიმართა ამბოხის ჩახშობაში მონაწილე სპეცრაზმების და მათში შემავალი პირების
ვინაობის დადგენის შემდეგ, შესაძლებელი გახდება შემთხვევის ადგილიდან
ამოღებული მასრების, აგრეთვე გვამიდან ამოღებული ტყვიის შედარება
სპეცრაზმელებზე
განპიროვნებული
იარაღებიდან
ნაწარმოებ
საკონტროლო
ნიმუშებთან.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N5
საპყრობილის ყოფილი შენობა დანგრეულია, რის გამოც გამოძიება მოკლებულია
შესაძლებლობას დამატებით ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედებები საქმის ფაქტობრივი
გარემოებების აღსადგენად, შეუძლებელია, რიგი დეტალების დაზუსტების მიზნით,
შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერება, მოწმეთა ჩვენებებში გადმოცემული
ინფორმაციის ადგილზე შემოწმება და სხვ., რაც მნიშვნელოვნად აფერხებს სწრაფი,
ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას.
არქანია საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №2625/12, 2020 წლის 25 ივნისის
გადაწყვეტილება
11.
მომჩივანი - ლაშა არქანია დავობდა, რომ 2011 წელს დაკავებისას მის მიმართ
განხორციელდა არასათანადო მოპყრობა და აღნიშნულ ფაქტზე არ ჩატარებულა
ეფექტიანი გამოძიება. გარდა ამისა, იგი აცხადებდა, რომ მისი თავისუფლების
შეზღუდვა დაკავებიდან დაახლოებით 4 საათის განმავლობაში არ დაფიქსირებულა
დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში.
ზემოხსენებული ოქმის თანახმად, მომჩივანი დააკავეს 2011 წლის 15 ივნისს, 03:00
საათზე, ნარკოტიკისა და იარაღის უკანონო შენახვის გამო.
მომჩივანი აცხადებდა, რომ იგი დაკავებული იქნა 2011 წლის 14 ივნისს 22:00 საათიდან
23:00 საათამდე პერიოდში, სამი არაფორმიანი პოლიციელის მიერ, რომლებმაც იგი
მიტოვებული ქარხნის ტერიტორიაზე წაიყვანეს და სასტიკად სცემეს. შემდგომ, იგი
გადაიყვანეს ჯვარში, პოლიციის განყოფილებაში, სადაც განაგრძეს მისი არასათანადო
მოპყრობა, სიგარეტებით დაუწვეს სხეული და გაუპატიურებით დაემუქრნენ.
საბოლოოდ, მომჩივანმა ხელი მოაწერა ჩვენებას, რომლითაც იგი თავს ცნობდა
დამნაშავედ ნარკოტიკებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვაში.
2011 წლის 15 ივნისს მომჩივანი გადაყვანილი იქნა დროებითი მოთავსების
იზოლატორში, სადაც, გარეგნული დათვალიერების შედეგად, აღმოუჩინეს სხვადასხვა
დაზიანება. მეორე დღეს, მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და
ტვინის შერყევის შემდგომი მდგომარეობა დაუდგინდა. მომჩივანმა იმავე დღეს
მიმართა ზუგდიდის რაიონულ პროკურატურას, არასათანადო მოპყრობისა და
34
აღიარებითი ჩვენების მიცემის მიზნით, პოლიციის მხრიდან ფიზიკური და
ფსიქოლოგიური ზეწოლის თაობაზე.
ეროვნულმა სასამართლოებმა 2011 წელს მომჩივანს აღკვეთის ღონისძიების სახით
პატიმრობა შეუფარდეს და უგულებელყვეს მომჩივნის პრეტენზიები არასათანადო
მოპყრობასთან დაკავშირებით.
ლაშა არქანიას პრეტენზიებთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება დაიწყო მხოლოდ
2011 წლის 17 აგვისტოს.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, დაირღვა კონვენციის მე-3
მუხლის პროცედურული და არსებითი ნაწილები.
პროცედურულ ნაწილთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავად
მომჩივნის მიერ პრეტენზიების 2011 წლის 16 ივნისს დაფიქსირებისა, გამოძიება
დაიწყო მხოლოდ 2011 წლის 17 აგვისტოს, მომჩივნის მხრიდან განმეორებითი
საჩივრების წარდგენის შედეგად. ევროპულმა სასამართლომ პრობლემურად მიიჩნია
ის ფაქტი, რომ საგამოძიებო ორგანომ ორი თვის შემდეგ დაიწყო გამოძიება
არასათანადო მოპყრობის საქმეზე, რომელიც გამყარებული იყო შესაბამისი ობიექტური
მტკიცებულებებით.
მიუხედავად ჩატარებული სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებისა, სასამართლომ
აღნიშნა, რომ თითქმის 9-წლიანი გამოძიების განმავლობაში შესაბამისმა ორგანოებმა
ვერ უზრუნველყვეს მომჩივნის დაზიანებების შესახებ თანმიმდევრული და
საფუძვლიანი ახსნა-განმარტების წარმოდგენა. ამდენად, გამოძიების დაწყების
გაჭიანურებისა და გაუმართლებელი გახანგრძლივების გამო, სასამართლომ მიიჩნია,
რომ გამოძიება იყო არაეფექტიანი.
რაც შეეხება მე-3 მუხლის არსებით ნაწილს, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში
არსებული მტკიცებულებების თანახმად, მომჩივნის დაზიანებები იყო პოლიციის
მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის შედეგი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად, მომჩივნის არასათანადო
მოპყრობას ადგილი ჰქონდა მისი თავდაპირველი, ოქმში დაუფიქსირებელი დაკავების
დროს. შესაბამისად, იმ ფონზე, როცა არ განხორციელებულა ეფექტიანი გამოძიება
მომჩივნის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, მთავრობამ ვერ უზრუნველყო
მოვლენათა ოფიციალური ვერსიის გამყარება. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ
მომჩივანი, ფაქტობრივად, დააკავეს 2011 წლის 14 ივნისს საღამოს 10-დან 11 საათამდე
და არა 2011 წლის 15 ივნისის დილის 3 საათზე - როგორც ეს ოფიციალურ ოქმში იქნა
დაფიქსირებული.
ამდენად, სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის არაოფიციალური დაკავება
დაახლოებით ოთხიდან ხუთი საათის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა კონვენციის
მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
ევროპულმა სასამართლომ მთავრობას მომჩივნის სასარგებლოდ 16,000 ევროს გადახდა
დააკისრა, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.
35
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
სასამართლოს მიერ კომპენსაციის სახით მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების
თანხა (16, 000 ევრო) მთავრობამ გადაიხადა დადგენილ ვადაში - 2020 წლის 23 ივლისს.
გამოძიება
გამოძიებით დგინდება, რომ 2011 წელს შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო
მთავარი სამმართველოს წარმოებაში იყო ზ.ა.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე
და მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა.
შსს-ს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებისთვის ცნობილი გახდა,
რომ წალენჯიხის რაიონში მცხოვრებ ლაშა არქანიას შესაძლებელია ჰქონოდა
ინფორმაცია ძებნილი ზ.ა.-ს ადგილსამყოფელის შესახებ.
აღნიშნული ინფორმაციის მიღების მიზნით, შსს-ს ჯვარის პოლიციის განყოფილების
უფროსმა ვ.ა.-მ, შსს-ს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ
რ.ა.-მ და შსს-ს ჯვარის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა
ხ.ს.-მ 2011 წლის 14 ივნისს, წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში, ყოველგვარი
სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე, იარაღის მუქარით, განზრახ
უკანონოდ დააკავეს ლაშა არქანია.
წალენჯიხის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე და ჯვარის პოლიციის
განყოფილების
უბნის
ინსპექტორ-გამომძიებელი
ავტომანქანაში
სცემდნენ
დაკავებულს და სთხოვდნენ, რომ გაემჟღავნებინა ძებნილი ზ.ა.-ს ადგილსამყოფელი.
ამასთან, ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენის და მკვლელობის სიმულაციის
მიზნით, რ.ა.-მ ავტომანქანაში მყოფ ხელებშეკრულ ლაშა არქანიას ავტომატის ლულა
ჩაუდო პირში. ხსენებულმა პირებმა დაკავებული მიიყვანეს მიტოვებული ქარხნის
მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ანთებულ
სიგარეტს ადებდნენ სხეულზე, ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით.
დაკავებული პირის მიმართ ჯვარის პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ
შენობაში ფიზიკური შეურაცხყოფა აღნიშნულ პირებთან ერთად განაგრძეს
განყოფილებაში მყოფმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა: შსს-ს
წალენჯიხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ი.ს.-მ, შსსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დეტექტივების
სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა კ.კ.-მ და შსს-ს წალენჯიხის რაიონული
სამმართველოს ჯვარის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწეგამომძიებელმა ი.ა.-მ.
სასურველი ინფორმაციის მიუღებლობის გამო, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებისას
ლაშა არქანიას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი თან არ ჰქონია, მისი ბრალდების
სისხლის სამართლის საქმის ხელოვნურად შექმნისა და მტკიცებულებათა
ფალსიფიკაციის მიზნით, ი.ა.-მ დაკავებულს წარუდგინა დაუდგენელ დროსა და
ვითარებაში უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, „AK“
მოდელის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი და 19 ცალი სამხედრო ვაზნა,
36
რომელიც თითქოსდა ამოღებულ იქნა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად. წალენჯიხის
რაიონული სამმართველოს ჯვარის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწეგამომძიებელის მიერ, შედგენილ იქნა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელშიც
მიუთითა, რომ 2011 წლის 15 ივნისს, ლაშა არქანიას დაკავებისას აღენიშნებოდა
ფიზიკური დაზიანებები, ხოლო მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა
ზემოთ ხსენებული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული
საშუალება.
ლაშა არქანიამ მის მიმართ განხორციელებული ინტენსიური ფიზიკური ძალადობის,
ხელკეტით გაუპატიურების მუქარისა და ინსცენირების შემდეგ აღიარა თითქოსდა მის
მიერ ჩადენილი დანაშაული.
აღნიშნულის შემდეგ იგი მიიყვანეს შსს-ს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს
ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც რ.ა.-მ, ი.ს.-მ და ხ.ს.-მ სხვა პირებთან ერთად კვლავ
სცემეს. ამასთან, დაწვის სიმულაციის მიზნით, აიძულებდნენ მას ბუხარში შესვლას.
ხელოვნურად შექმნილი მტკიცებულებების საფუძველზე ლაშა არქანიას წარედგინა
ბრალდება: დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და
შენახვისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ტარებისთვის, რის შესაბამისადაც
ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად მას განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების
აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად - ჯარიმა 3000 ლარი. 2012
წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 2013
წლის 16 იანვარს ლაშა არქანია გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.
პროკურატურამ წამების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით
გადამეტების, ასევე განზრახ უკანონო დაკავებისა და მტკიცებულებათა
ფალსიფიკაციის ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2021 წლის 1-ლ
თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები - რ.ა., ი.ა. და ი.ს.
დააკავა, ხოლო ორი პირის - ხ.ს.-ს და კ.კ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა
დაუსწრებლად დაიწყო.
2021 წლის 2 თებერვალს ბრალდებულების - რ.ა.-ს, ი.ა.-ს, ი.ს., ხ.ს.-ს და კ.კ.-ს მიმართ
შეტანილ იქნა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ და 2021
წლის 3 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ბრალდებულებს
ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა და მათი საქმე არსებითი განხილვისთვის
წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხოლო შესაძლო სხვა პირთა
დანაშაულის დადგენის მიზნით, გრძელდება გამოძიება.
2021 წლის 4 თებერვალს გამოტანილ იქნა დადგენილებები კ.კ.-სა და ხ.ს.-ს მიმართ
ძებნის გამოცხადების შესახებ და იმავე დღეს გადაგზავნილ იქნა შსს-ს ცენტრალური
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში.
37
ზოგადი ღონისძიებები
„ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეების ეფექტიანად აღსრულების მიზნით, საქართველოს
მთავრობა ახორციელებს კომპლექსური ხასიათის ზოგად ღონისძიებებს, რის თაობაზეც,
მინისტრთა კომიტეტს პერიოდულად წარედგინება ინფორმაცია, აღსრულების
სამოქმედო გეგმების/ანგარიშების სახით. როგორც ზემოთ აღინიშნა, განახლებული
სამოქმედო გეგმა მთავრობამ მინისტრთა კომიტეტს 2020 წლის 8 ოქტომბერს
წარუდგინა.13
ქვემოთ მიმოხილულია წამების/არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის
კუთხით მთავრობის მიერ 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული
ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, რაც ასევე, შეესაბამება პარლამენტის
კომიტეტების მიერ „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეების თაობაზე გაცემულ
რეკომენდაციებს.
წამების/არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა
გასული წლების ანგარიშებში უკვე აღინიშნა და მნიშვნელოვანია, კვლავ ხაზი გაესვას,
რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიითა და სამთავრობო
სამოქმედო გეგმებით (2014-2015, 2016-2017, 2018-2020)14 წამებისა და არასათანადო
მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს.
2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა მოიცავს, სხვებს შორის, ისეთ საქმიანობებს,
როგორიცაა საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში არასათანადო მოპყრობის შესახებ
განცხადებებისა და არასათანადო მოპყრობის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში,
მოსამართლეებისა და პროკურორების როლის გაზრდის მიზნით; სასჯელაღსრულების
სისტემაში, პოლიციის დაწესებულებებსა და სხვა დახურულ დაწესებულებებში
წამებასა და სხვა სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებით წაყენებული ბრალდებების
გამოძიების სრულფასოვანი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი მექანიზმის შექმნის
მიზნით, საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება; წამებისა და არასათანადო მოპყრობის
ფორმების სუპერვიზია და შიდა მონიტორინგის მექანიზმის შექმნა; წამებისა და
არასათანადო მოპყრობის ფორმების შესახებ სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის
ამაღლება; გამოძიებასთან დაკავშირებული სტატისტიკის პროაქტიულად მიწოდება
საზოგადოებისთვის და სხვ.15
გარდა ზემოაღნიშნულისა, ხაზგასასმელია, რომ 2021 წლის 16 თებერვალს ადამიანის
წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან
დასჯის
წინააღმდეგ
მიმართული
ღონისძიებების
განმახორციელებელი
უწყებათაშორისი საბჭოს ონლაინ სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებში, ადამიანის
13
ხელმისაქვდომია: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=DH-DD(2020)899E
ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმები ხელმისაწვდომია:
http://myrights.gov.ge/ka/documents/action%20plans%201/
15
ხელმისაწვდომია: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4153833?publication=0
14
38
წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან
დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა.
სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში გათვალისწინებულ იქნა ევროპის საბჭოს
მინისტრთა კომიტეტის, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT), სახალხო
დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის, სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურისა და სხვა პარტნიორ უწყებათა და ორგანიზაციათა რეკომენდაციები.
სამოქმედო გეგმა ოთხ მიზანს ემსახურება. ესენია: არასათანადო მოპყრობის
წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი, პროცედურული და ინსტიტუციური
მექანიზმების გაძლიერება; არასათანადო მოპყრობის ეფექტიანი გამოვლენა და ყველა
საჩივრის/ბრალდების დროული, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიების
ხელშეწყობა; არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დაცვა და რეაბილიტაცია;
არასათანადო მოპყრობის შესახებ სწავლების გაძლიერება და საზოგადოებრივი
ცნობიერების ამაღლება.
მნიშვნელოვანია, რომ სამოქმედო გეგმა, სხვებს შორის, პირდაპირ ითვალისწინებს
აქტივობებს ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე მინისტრთა კომიტეტის 2020 წლის
დეკემბრის
გადაწყვეტილების
შესაბამისად.
კერძოდ,
სამოქმედო
გეგმით
გათვალისწინებულია წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის
სამართლებრივი ბაზის ანალიზი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში
მოყვანა; არასათანადო მოპყრობის შემთხვევების დროული გამოვლენის მიზნით,
შესაძლებლობების გაძლიერება და ნორმატიული ბაზის დახვეწა; გამოძიების
ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
დამოუკიდებლობის გამტკიცება; წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა
და სავარაუდო მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვით უზრუნველყოფა; წამებასა და
არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის შემდგომი გაძლიერების მიზნით,
პროკურორების, ასევე, სტაჟიორთა, გადამზადება წამებისა და არასათანადო
მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე; არასათანადო მოპყრობის ფაქტების
სიხშირის ანალიზის მიზნით, შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების სრულყოფა და
საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სხვ.
საბჭოს სხდომაზე, ასევე, განხილულ იქნა 2019-2020 წლებში არასათანადო მოპყრობის
აღმოფხვრის მიმართულებით მიღწეული პროგრესი და ამ მხრივ გადადგმული
მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მათ შორის, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის
ამოქმედება,
შესაბამისი
საკანონმდებლო
ცვლილებები,
სამედიცინო
და
სარეაბილიტაციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და სხვ.
ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი
მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის
შესრულების მონიტორინგის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს
სამდივნოს მიერ მომზადდა სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედური ანგარიში.
ამჟამად, სრულდება სამოქმედო გეგმის შესრულების საბოლოო, 2019-2020 წლების,
ანგარიშზე მუშაობა.
39
აღსანიშნავია, რომ წამებასთან ბრძოლის ახალი 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის
შემუშავების პროცესში, შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებთან კონსულტაციის
შედეგად, შეფასდა 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული
თითოეული აქტივობის შესრულების მდგომარეობა და ის აქტივობები, რომლებიც
2019-2020 წლებში არ/ვერ განხორციელდა („COVID-19“-თან დაკავშირებული
შეზღუდვებისა და სამთავრობო უწყებების საქმიანობის განსაკუთრებული რეჟიმის
გათვალისწინებით), აისახა ახალ სამოქმედო გეგმაში.
გასული წლის ანგარიშში უკვე აღინიშნა, რომ 2018 წლის ივლისში საქართველოს
იუსტიციისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების შერწყმის
შემდგომ, 2019 წლის 22 თებერვალს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ
დამტკიცდა პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების
სტრატეგია და მისი 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა.16
იუსტიციის სამინისტრომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და დანაშაულის
პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ
სააგენტოსთან ერთად მიზნად დაისახა ეფექტიანი პენტენციური და დანაშაულის
პრევენციის სისტემების არსებობა, რომელიც შესაბამება უმაღლეს ევროპულ და
საერთაშორისო სტანდარტებს და ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დაცვის
ფუნდამენტური პრინციპების მოთხოვნებსა და ღირებულებებს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე რეფორმის ფარგლებში პენიტენციური და დანაშაულის
პრევენციის სისტემები უწყვეტი და თანმიმდევრული განვითარების პროცესშია. 20192020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში ხელშესახები შედეგები
იქნა მიღწეული ინფრასტრუქტურული, რეაბილიტაციის მიდგომების გაძლიერების,
მსჯავრდებულთა დასაქმების შესაძლებლობების გაფართოების, თანამშრომელთა
სამუშაო პირობებისა და პატიმრობის პირობების გაუმჯობესების, პენიტენციური
ჯანდაცვის შემდგომი განვითარების, პენიტენციურ სისტემაში IT ინფრასტრუქტურის
გაძლიერების, თანამშრომელთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდის კუთხით.
მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგებისა და არსებული გასავითარებელი თემატური
მიმართულებების, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი მონიტორინგის
ორგანოების რეკომენდაციების გათვალისწინებით, სამინისტროს მიერ შემუშავდა
პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიის
2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი, რომლის ფარგლებში გასატარებელი
ღონისძიებებიც კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს დაამკვიდრებს შესაბამის სისტემებში.
გეგმა უახლოეს პერიოდში დამტკიცდება.
ამდენად, სამინისტროს მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპებზე
ორიენტირებული სისტემების არსებობისკენ აღებული გეზი უწყვეტია და მიზნად
ისახავს ბრალდებულების/მსჯავრდებულების, მათი ახლობლების, სისტემის
თანამშრომლებისა და ნებისმიერი სხვა მიზნით სისტემაში მოხვედრილი პირისათვის
(ვიზიტორებისთვის) შექმნას ადამიანის უფლებების დაცვაზე, მათ რეაბილიტაციაზე
ორიენტირებული და უსაფრთხო გარემო.
16
ხელმისაწვდომია: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4490017?publication=0
40
აგრეთვე, პროკურატურის მიერ შემუშავებული 2017-2021 წლების სტრატეგია, რომლის
ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა წამებისა და არასათანადო მოპყრობის
წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდა, მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა
წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენის მექანიზმის
გაუმჯობესება; ამგვარ ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების
ეფექტიანობის გაზრდა; სტატისტიკური მონაცემების წარმოების ხარისხის
გაუმჯობესება და სხვ.17
საგამოძიებო ორგანოების საქმიანობა /არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება
გასული წლის ანგარიშებში დეტალურად იქნა წარმოდგენილი ის რეფორმები,
რომლებიც გატარდა საქართველოს პროკურატურის დეპოლიტიზაციის მიზნით, მათ
შორის, 2018 წლის 16 დეკემბერს ამოქმედდა კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რის
შედეგადაც პროკურატურა გახდა ინსტიტუციურად დამოუკიდებელი ორგანო,
რომელიც ყოველწლიურად წარუდგენს პარლამენტს საქმიანობის ანგარიშს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 12 იანვარს გენერალური პროკურორის მიერ
საპროკურორო საბჭოს წარედგინა 2020 წლის ანგარიში, რომელშიც ცალკე თავი ეთმობა
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას, რაც
ამავდროულად პასუხობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
რეკომენდაციას პროკურატურის მიმართ, რომ თითოეულ იმ საქმეზე, რომლის
გამოძიებაც
ადამიანის
უფლებათა
ევროპული
სასამართლოს
გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულებასთან არის დაკავშირებული, განაგრძოს
სრულყოფილი
გამოძიება
და
უზრუნველყოს
გამოძიების
შედეგების
საზოგადოებისთვის გაცნობა, გამოძიების ინტერესებისა და პერსონალურ მონაცემთა
დაცვის გათვალისწინებით.
გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი წარმოადგენს ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით
საქმისმწარმოებელ კომპეტენტურ სტრუქტურულ დანაყოფს. აღნიშნული ანგარიშის
თანახმად, 2020 წელს საქართველოს პროკურატურაში ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, გამოძიება
მიმდინარეობდა სულ 29 სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის, ევროპის საბჭოს
მინისტრთა
კომიტეტის
ზედამხედველობას
დაქვემდებარებულ
საქმეებზე.
აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე წარმოებული ეფექტიანი გამოძიებების შედეგად,
2014-2020 წლებში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სულ 34 პირის მიმართ, მათ
შორის, 2020 წელს 4 პირის მიმართ. სასამართლო განხილვების შედეგად
გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია 33 პირის მიმართ, ხოლო 1 პირის მიმართ საქმის
განხილვა გრძელდება.
რაც შეეხება არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებას, 2020 წელს
პროკურატურაში მომზადდა არასათანადო მოპყრობის ანალიზი, რომლის
მიზნებისთვის შესწავლილ იქნა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირების მიერ
ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტები, რომლებზეც გამოძიებას აწარმოებდნენ
17
ხელმისაწვდომია: http://pog.gov.ge/page/default/prokuraturis-strategia-1
41
საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოები, ასევე სახელმწიფო
ინსპექტორის გამოძიებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც
საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებდა პროკურატურა. აღნიშნულის
ფარგლებში,
გაანალიზდა
შემდეგი
ასპექტები:
გამოძიებისა
და
სისხლისსამართლებრივი დევნის დროულად და სათანადო კვალიფიკაციით დაწყება,
დანაშაულის ჩადენის ტერიტორიული განფენილობა, ბრალდებულთა და
დაზარალებულთა პერსონალური მახასიათებლები. აგრეთვე, შესწავლილ იქნა კერძო
პირების მიერ ჩადენილი წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები, მათ შორის,
ოჯახური ნიშნით ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.
2020 წელს, საქართველოს პროკურატურის სტრუქტურულ დანაყოფებში, პენიტენციურ
დაწესებულებებში პატიმართა მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის
ფაქტებზე გამოძიება დაიწყო 9 სისხლის სამართლის საქმეზე. აქედან, საქართველოს
სსკ-ის 1443 მუხლით გამოძიება დაიწყო 2, ხოლო 333-ე მუხლით - 7 ფაქტზე.
ასევე, 2020 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო პენიტენციური
დაწესებულების 1 თანამშრომლის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლის მე-2
ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით.18 ამჟამად, სისხლის სამართლის საქმე
არსებითად იხილება სასამართლოში.
2020 წელს საქართველოს პროკურატურის სტრუქტურულ დანაყოფებში პოლიციის
თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე
გამოძიება დაიწყო 44 სისხლის სამართლის საქმეზე. ყველა საქმეზე გამოძიება დაიწყო
სსკ-ის 333-ე მუხლით. სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო შინაგან საქმეთა
სამინისტროს 6 თანამშრომლის (პოლიციელის) მიმართ, მათ შორის: 3 პირის მიმართ
სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; 3 პირის მიმართ სსკ-ის 333-ე
მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.19
ამჟამად, პოლიციის 6 თანამშრომლიდან 5 პირი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა
დამნაშავედ და სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო
1 პირის მიმართ მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, გასული წლების ანგარიშებში უკვე
აღინიშნა, რომ გაფართოვდა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი.
18
გენერალური პროკურორის ანგარიში, 2020, გვ. 27, ხელმისაწვდომია:
http://pc.gov.ge/Multimedia%2FFiles%2Fnews%2F%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%8
3%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%20%E1%83%9E%E1%83%A0%E1
%83%9D%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%
83%98%E1%83%A1%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1
%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E
1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98%20-%202020.pdf
19
გენერალური პროკურორის ანგარიში, 2020, გვ. 27, ხელმისაწვდომია:
http://pc.gov.ge/Multimedia%2FFiles%2Fnews%2F%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%8
3%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%20%E1%83%9E%E1%83%A0%E1
%83%9D%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%
83%98%E1%83%A1%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1
%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E
1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98%20-%202020.pdf
42
კერძოდ, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობასთან, დისკრიმინაციული ნიშნით
სიძულვილის მოტივით, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილ
დანაშაულებსა და ტრეფიკინგთან ერთად, დეპარტამენტი განახორციელებს
სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა, ასევე, სისხლის
სამართლის პოლიტიკის პრიორიტეტების გათვალისწინებით, სხვა დანაშაულთა
გამოძიების ხარისხის მონიტორინგს მთელი საქართველოს მასშტაბით.20
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2020 წლის რეკომენდაციასთან
მიმართებით, რომ დაკავების უფლებამოსილების მქონე ორგანოებმა, განაგრძონ
დაკავების დროს ადამიანის ძირითად უფლებათა ზედმიწევნით დაცვა და გამოიყენონ
ლეგიტიმური საჯარო მიზნის მიღწევის თანაზომიერი საშუალებები, მნიშვნელოვანია
აღინიშნოს, რომ დაკავების ოქმი დღეისათვის ითვალისწინებს დაკავებული
პირისათვის უფლებების განმარტების ნაწილს, რაც შემდგომ დასტურდება დაკავების
ოქმზე დაკავებული პირის ხელმოწერით. აღნიშნული იძლევა იმის დადასტურების
საშუალებას, რომ დაკავებული პირი გაეცნო თავის უფლებებს. იმ მიზნით, რომ
შესწავლილიყო
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
თანამშრომელთა
მიერ
განხორციელებული დაკავებებისა და აღნიშნულის საფუძველზე შედგენილი
დაკავების ოქმების ხარისხი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის
მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გაანალიზდა 800-მდე დაკავების ოქმი, თბილისსა
და საქართველოს ყველა რეგიონში წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებზე.
მონიტორინგი განხორციელდა 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 2019 წლის 20 ივნისამდე
პერიოდში ჩატარებული დაკავების ამსახველ ოქმებზე, რის საფუძველზე
გამოკვეთილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, დეპარტამენტის მიერ შემუშავდა
რეკომენდაცია დაკავების ოქმის შედგენის შესახებ და დაეგზავნა სამინისტროს
შესაბამის ორგანოებს. რეკომენდაცია მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა - დაკავების
არსი და საფუძვლები; დაკავებისთვის აუცილებელი ზოგადი სტანდარტები; პირის
დაკავება სასამართლოს განჩინების გარეშე − გადაუდებელი აუცილებლობა;
დაკავებულისათვის უფლებების განმარტების ვალდებულება; დაკავების ოქმის
შედგენა და სავალდებულო რეკვიზიტები.
რეკომენდაცია ეფუძნება შიდა სასამართლოების საუკეთესო პრაქტიკასა და ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
დაკავების ოქმთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ადმინისტრაციული დაკავების ოქმის
ფორმა სხვა რეკვიზიტებთან ერთად მოიცავს შემდეგ გრაფებს: ოქმის შედგენის დრო;
დაკავებული პირის სხეულზე არსებული დაზიანებების აღწერა; რა ვითარებაში მოხდა
დაკავება; ადგილი ჰქონდა თუ არა წინააღმდეგობის გაწევას; იყო თუ არა
გამოყენებული იძულების ზომა და რა ფორმით. აღნიშნული ასევე წარმოადგენს
დაკავებულის უფლებათა დაცვის გარანტიას.
20
ხელმისაწვდომია: https://police.ge/ge/adamianis-uflebata-datsvis-departamentis-mandati-gafartovda/12477
43
აღსანიშნავია, რომ დაკავებასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენს შინაგან
საქმეთა სამინისტროს აკადემიის სასწავლო მასალების განუყოფელ ნაწილს.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებულ
ყურადღებას უთმობს წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების პრევენციას, მათ
შორის, დროებითი მოთავსების იზოლატორის როლის გამოკვეთის გზით.
კერძოდ, 2020 წელს სამედიცინო პუნქტი დროებითი მოთავსების 5 იზოლატორში
გაიხსნა. შესაბამისად, დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი 30 დროებითი
მოთავსების იზოლატორიდან, სამედიცინო პუნქტი უკვე 23 იზოლატორში
ფუნქციონირებს, სადაც მოსათავსებელ/მოთავსებულ პირებს სამედიცინო შემოწმება
სტამბოლის პროტოკოლის მოთხოვნების შესაბამისად უტარდებათ. პუნქტების
რაოდენობის გაზრდა 2021 წელსაც გაგრძელდება და არ შეწყდება დარჩენილი 7
იზოლატორისთვის ექიმების მოძიების პროცესი.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის
დეპარტამენტში, სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით, საჩივარი არ შესულა.
2020 წლის იანვრის ბოლოს დასრულდა სარემონტო სამუშაოები ოზურგეთის
დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ასევე მოეწყო და ამოქმედდა
სამედიცინო პუნქტი. ამასთანავე, 2020 წლის ნოემბერი-დეკემბრის პერიოდში, ჩატარდა
სხვადასხვა სახის მცირედი სარემონტო, მათ შორის კოსმეტიკური სამუშაოები 19
იზოლატორში.
აგრეთვე, 2020 წელს გაიხსნა ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორი და
ადმინისტრაციული პატიმრებისთვის განკუთვნილი დაწესებულება ქ. თბილისში.
ორივე შენობა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, კერძოდ,
თითოეული დაკავებულისთვის უზრუნველყოფილია საცხოვრებელი სივრცის
მინიმალური სტანდარტი, ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტები, იზოლატორები
აღჭურვილია თანამედროვე ვიდეოსამეთვალყურეო ტექნიკით და მორგებულია
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე.
მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით რეგულირდება
იზოლატორებში გამონაკლისის სახით დამატებითი საწოლების გამოყენების პრაქტიკა,
სამინისტრომ გაითვალისწინა წამების წინააღმდეგ კომიტეტის (CPT) რეკომენდაცია
აღნიშნული საწოლების მოხსნის თაობაზე და 2020 წლის განმავლობაში, 7
იზოლატორში განხორციელდა საკნებში არსებული დამატებითი საწოლების
დემონტაჟი.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი
უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა
რეკომენდაციის შესაბამისად, მთავრობამ მინისტრთა კომიტეტს
დეტალური
ინფორმაცია
სახელმწიფო
ინსპექტორის
საქმიანობასთან/შედეგებთან დაკავშირებით.
კომიტეტის
წარუდგინა
აპარატის
გასული წლის ანგარიშში აღინიშნა, რომ სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი
შესაძლო არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი
44
საგამოძიებო მექანიზმი შეიქმნა. კერძოდ, 2019 წლის მაისში ჩამოყალიბდა სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახური,21 რომლის საგამოძიებო ქვემდებარეობა 1-ლი ნოემბრიდან
ამოქმედდა.
უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არასათანადო
მოპყრობისა და წამების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს სამსახური არაერთი გამოწვევის
წინაშე იყო - გამომძიებელთა მცირე რაოდენობა (საგამოძიებო დეპარტამენტში
დასაქმებულია 17 გამომძიებელი), შეზღუდული ტერიტორიული დაფარვა (სამსახური
მხოლოდ ორი ქალაქში მდებარე ოფისიდან ოპერირებს საქართველოს მთელ
ტერიტორიაზე), ვირუსული პანდემიით გამოწვეული საგამოძიებო და საპროცესო
მოქმედებების ჩატარების სირთულეები. აღნიშნული გამოწვევების მიუხედავად,
სამსახურმა მოახერხა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და სამუშაო
პროცესების ეფექტიანად წარმართვა.
2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში
შევიდა 2622 შეტყობინება. გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
ქვემდებარე დანაშაულის ნიშნების შემცველ ყველა შეტყობინებაზე - სულ 270 სისხლის
სამართლის საქმეზე.
სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ 5 სისხლის
სამართლის საქმეზე გენერალური პროკურატურის მიერ ბრალდებულად ცნობილ იქნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 თანამშრომელი (4 პირს ბრალი წაეყენა სსკ-ის 333-ე
მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო 1 პირს - სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი
ნაწილით).
სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილმა მოადგილემ, ,,სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ბ“
ქვეპუნქტის შესაბამისად, ზემდგომ პროკურორს 31 სისხლის სამართლის საქმეზე 33
დასაბუთებული წინადადებით მიმართა. აღნიშნული 33 წინადადებიდან 3 შეეხებოდა
გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, რომლებიც პროკურატურის
მიერ დაკმაყოფილდა. 29 წინადადება უკავშირდებოდა საგამოძიებო მოქმედებების
ჩატარების მიზანშეწონილობას, რომელთაგან პროკურატურის მიერ სრულად
დაკმაყოფილდა 28, ხოლო 1 დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 1 დასაბუთებული
წინადადება შეეხებოდა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ
გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც არ დაკმაყოფილდა ზედამხედველი
პროკურორის მიერ. ამ უკანასკნელის მიერ დევნის დაწყებასთან დაკავშირებული
წინადადების დაუკმაყოფილებლობის შემდგომ, სახელმწიფო ინსპექტორმა იგივე
საკითხზე დასაბუთებული წინადადებით მიმართა გენერალურ პროკურორს.
სახელმწიფო ინსპექტორის დასაბუთებული წინადადება არ დაკმაყოფილდა
გენერალური პროკურორის მიერ დელეგირებული პირის მიერ.
21
ხელმისაწვდომია: https://personaldata.ge/ka/about-us
45
შეტყობინებებზე რეაგირებისა და გამოძიების წარმოების პარალელურად, სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახური დგამდა ნაბიჯებს გამოძიების ეფექტიანობის გაზრდის
მიზნით:
საგამოძიებო დეპარტამენტში შეიქმნა ოპერატიული სამმართველო, სადაც
დასაქმებული არიან ოპერატიული მუშაკები. ისინი დახმარებას უწევენ
გამომძიებლებს საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებისა და ოპერატიულსამძებრო
საქმიანობის
განხორციელების
პროცესში.
ოპერატიულ
სამმართველოში ამჟამად დასაქმებულია 6 ოპერატიული მუშაკი;
სამსახურში დასაქმებული ექსპერტები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი
კრიმინალისტიკური აღჭურვილობით იქნენ უზრუნველყოფილნი, რაც
სამსახურს აძლევს შემთხვევის ადგილის დათვალიერების პროცესში, სხვა
უწყებებისგან დამოუკიდებლად, სისხლის სამართლის საქმისათვის საჭირო
მტკიცებულებების მოპოვების საშუალებას. ცხადია ეს ხელს უწყობს ეფექტური
გამოძიების ჩატარებას და მნიშვნელოვნად ზრდის გამოძიების ხარისხს;
ახალი მოტივირებული კადრების მოზიდვის მიზნით, საგამოძიებო
დეპარტამენტში დაინერგა სტაჟირების სისტემა. 4-ეტაპიანი კონკურსის
საფუძველზე, 245 კანდიდატიდან შერჩეულ იქნა 5 სტაჟიორ-გამომძიებელი,
რომლებიც კანონის საფუძველზე აღჭურვილნი არიან გამომძიებლის
უფლებამოსილებით.
სტაჟიორ-გამომძიებელთა
შესარჩევ
საკონკურსო
კომისიაში ჩართულნი იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციისა და სამეცნიერო
წრის წარმომადგენლები. სტაჟიორ-გამომძიებლები ერთწლიან ანაზღაურებად
სტაჟირებას საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველოში
გადიან. სტაჟირების ვადის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ისინი
დაინიშნებიან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებად;
შეიქმნა თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და
დისციპლინურ საკითხთა განმხილველი საბჭო, რომელიც სახელმწიფო
ინსპექტორისგან
დამოუკიდებელი
კოლეგიური
ორგანოა.
საბჭო
დისციპლინური გადაცდომისა და წახალისების საკითხებზე რეკომენდაციებს
წარუდგენს სახელმწიფო ინსპექტორს. ასევე, საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს
თანამშრომლების შეფასებასთან დაკავშირებულ საჩივრებზე. კოლეგიური
ორგანოს შექმნის მიზანი შრომით ურთიერთობებში კანონიერების,
სამართლიანობის, ობიექტურობის, მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობის,
ინტერესთა შეუთავსებლობის დაუშვებლობისა და ნდობის პრინციპების
დამკვიდრებაა;
ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრების, გამოძიების პროცესში არსებული
გამოწვევების აღმოფხვრისა და გამოძიების ეფექტიანობის გაუმჯობესების
მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამომძიებლებისთვის
შეიმუშავა შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტები და რეკომენდაციები
გამოძიებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე;
46
მომზადდა გამოძიების ეფექტიანობის თვითშეფასების კითხვარი, რომელიც
ეხმარება
გამომძიებელს
სისხლის
სამართლის
საქმეზე
გამოძიების
მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეამოწმოს, შეესაბამება თუ არა მის მიერ
განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებები არასათანადო მოპყრობის
გამოძიების შესახებ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს. იმ შემთხვევაში,
თუ რომელიმე კრიტერიუმთან დაკავშირებით გამომძიებლის მიერ მიღებული
შედეგები არადამაკმაყოფილებელია, გამომძიებელს შესაძლებლობა აქვს
დროულად გადახედოს საგამოძიებო სტრატეგიას და ხელახლა ჩაატაროს
გარკვეული
საგამოძიებო
მოქმედებები.
გამოძიების
ეფექტიანობის
თვითშეფასების კითხვარი ემყარება ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს
პრაქტიკას,
წამების
წინააღმდეგ
კომიტეტის
ზოგად
სტანდარტებს, სტამბოლის პროტოკოლსა და სხვა საერთაშორისო ნორმებს.
თვითშეფასების
კითხვარს
თან
ახლავს
კონკრეტულ
საკითხებთან
დაკავშირებით საერთაშორისო სტანდარტების მოკლე განმარტებები, რაც
გამომძიებელს თითოეული საგამოძიებო მოქმედების მნიშვნელობის უკეთ
გააზრებაში ეხმარება;
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის
თანამშრომელთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდის, გამოძიების მაღალი
ხარისხის უზრუნველყოფისა და გამოძიების პროცესში საერთაშორისო
სტანდარტების დანერგვის მიზნით, განხორციელდა არაერთი სასწავლო
აქტივობა. საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამზადება გაიარეს
შემდეგი თემატური მიმართულებებით: სიცოცხლის უფლების დაცვა და
ეფექტიანი გამოძიება, ფარული საგამოძიებო მოქმედებები, დაზიანებათა
დოკუმენტირება სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად, პერსონალურ
მონაცემთა დაცვა და სხვა;
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აქტიურად ჩაერთო ევროპის საბჭოს
დისტანციური სწავლების პლატფორმის HELP-ის ფარგლებში დაგეგმილ
პროგრამებში. აღნიშნულ ფორმატში სამსახურის წარმომადგენლები ინტენსიურ
სწავლებას ორი მიმართულებით: წამების წინააღმდეგ კომიტეტის (CPT)
სტანდარტებისა და არასათანადო მოპყრობის აკრძალვის საერთაშორისო
სტანდარტების თემაზე გადიან;
არასრულწლოვანი პროცესის მონაწილეების უფლებების დაცვისა და
არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესზე ორიენტირებული გამოძიების
პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
გამომძიებლებმა
გაიარეს
არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების
სპეციალიზაციის კურსი. ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და სსიპ
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს შორის გაფორმდა
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანი გამოძიების
პროცესში მონაწილე არასრულწლოვნებისთვის ფსიქოლოგის მომსახურებით
სარგებლობის უზრუნველყოფა და არასრულწლოვანთა პერსონალური
მონაცემების დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებაა;
47
ეფექტური საქმიანობის განხორციელების მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახური გეგმავს საგამოძიებო დეპარტამენტის დამატებით 1 ტერიტორიული
ორგანოს - აჭარის სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის გახსნას. ამ
ეტაპზე, მიმდინარეობს ოფისის სარემონტო სამუშაოები, რომელიც უნდა
დასრულდეს აპრილში.
2020 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მოქმედ უწყებათაშორისი საბჭოს
სხდომაზე დამტკიცებული ზემოხსენებული 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის
შემუშავების პროცესში პირველად მონაწილეობდა სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახური. უწყებათაშორისი საბჭოს მიერ გათვალისწინებულ იქნა სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის ანგარიშში მითითებული გამოწვევები და გეგმაში აისახა
სამსახურის მიერ სამუშაო ჯგუფისთვის შეთავაზებული რეკომენდაციების
აბსოლუტური
უმრავლესობა.
სახელმწიფო
უწყებების
მიერ
გეგმით
გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის
არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლას. სამოქმედო გეგმის შესრულების
დადასტურების ერთ-ერთ წყაროდ განსაზღვრულია სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის ანგარიში, რომელსაც სამსახური ყოველწლიურად საქართველოს
პარლამენტს წარუდგენს.
ტრენინგები/ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები
წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ტრენინგებისა და საზოგადოებრივი
ცნობიერების ამაღლების კუთხით, მუდმივად ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.
წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ინფორმაციის
გავრცელების ხელშეწყობისა და სამართალდამცავი ორგანოებისა და სხვა შესაბამისი
უწყებების წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, შესაბამისი
ღონისძიებები/ტრენინგი რეგულარულად ტარდება, მათ შორის, საქართველოსთვის
ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის (2020-2023) ფარგლებში.22
პროკურატურასთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ 2020 წელს სხვადასხვა
სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებისთვის ჩატარდა 2 დისტანციური
ტრენინგი თემაზე „წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვალიფიკაციისა და
საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების აქტუალური საკითხები ეროვნული
კანონმდებლობის მიხედვით.” სასწავლო პროგრამაში ჩართული იყო 22
თანამშრომელი, როგორც პროკურორი, ასევე პროკურატურის გამომძიებელი.23
გასული წლის ანგარიშში აღინიშნა, რომ პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის
სისტემების განვითარების სტრატეგია და მისი 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის
22
ხელმისაწვდომია: https://search.coe.int/cm/Pages/result_details.aspx?ObjectId=090000168097fe8f
გენერალური პროკურორის ანგარიში, 2020, გვ. 56, ხელმისაწვდომია:
http://pc.gov.ge/Multimedia%2FFiles%2Fnews%2F%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%8
3%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%20%E1%83%9E%E1%83%A0%E1
%83%9D%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%
83%98%E1%83%A1%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1
%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E
1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98%20-%202020.pdf
23
48
ერთ-ერთ პრინციპს წარმოადგენს სათანადო სწავლების უზრუნველყოფის გზით
პენიტენციური, პრობაციის და დანაშაულის პრევენციის სისტემების ადამიანური
რესურსების განვითარება. სამოქმედო გეგმით ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზნად
განსაზღვრულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის/პრობაციის ეროვნული
სააგენტოს მენეჯმენტისა და ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარება და
გატარებული რეფორმების ცნობადობის უზრუნველყოფა.
პენიტენციური სისტემის მოსამსახურეთა მომზადება/გადამზადების ყველა ძირითადი
სასწავლო პროგრამა მოიცავს სწავლებას წამების, არაადამიანური და დამამცირებელი
მოპყრობის აკრძალვის შესახებ და ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმირებას ევროპული კონვენციის მე3 მუხლთან (წამების აკრძალვა) დაკავშირებით.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს,
მონიტორინგის სამსახურში დასაქმებულმა ყველა თანამშრომელმა გაიარა
გადამზადება მონიტორინგის ჩატარების განახლებული მეთოდოლოგიისა და
ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებით.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის რეკომენდაციასთან მიმართებით,
რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაგრძოს თანამშრომელთა
ინფორმირების უზრუნველყოფა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სხვა სათანადო
სიკეთეების დაცვის მიზნით ადამიანის ძირითად უფლებათა შეზღუდვისას უფლების
შეზღუდვის პროპორციულობასთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ სისხლის
სამართლის საქმეების გამოძიების მონიტორინგის პარალელურად, ადამიანის
უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი,
გამოძიების ხარისხის ამაღლების მიზნით, შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომლებიც
შემდგომ ეგზავნებათ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს და
განთავსებულია სამინისტროს თანამშრომელთათვის ხელმისაწვდომ სამსახურებრივ
პლატფორმაზე
(main.mia.gov.ge).
ხსენებული
რეკომენდაციები
ეფუძნება
დეპარტამენტის
მიერ
განხორციელებული
მონიტორინგის
შედეგებსა
და
კომპეტენციიდან გამომდინარე იდენტიფიცირებულ საჭიროებებს.
მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიზნით,
პერიოდულად ხორციელდება საერთაშორისო სასამართლოების, საზღვარგარეთის
სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების პრაქტიკის შესწავლა.
კვლევითი საქმიანობის საფუძველზე, აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით
მზადდება სახელმძღვანელო დოკუმენტები.
ადამიანის უფლებათა თანაზომიერი შეზღუდვის სტანდარტებთან დაკავშირებით
მნიშვნელოვანია დეპარტამენტის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
პრაქტიკის მიხედვით 2020 წელს მომზადებული გზამკვლევი სიცოცხლის ხელყოფისა
და არასათანადო მოპყრობის შემთხვევათა გამოძიების სტანდარტების შესახებ,
რომელშიც ყურადღება გამახვილებულია ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის
(სიცოცხლის უფლება) ისეთ საკითხებზე, როგორიცაა - სახელმწიფო მოხელეთა მიერ
სიცოცხლის უკანონოდ მოსპობის აკრძალვა; შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის
49
ვალდებულება სიცოცხლის მოსპობის თავიდან არიდების მიზნით, როდესაც ეს
შესაძლებელია; საეჭვო გარდაცვალების ფაქტების გამოძიების ვალდებულება) და მე-3
მუხლთან (წამების აკრძალვა) დაკავშირებულ შემდეგ საკითხებზე - სისასტიკის
მინიმალური ზღვარი; არასათანადო მოპყრობის ფორმები; პოლიციის მხრიდან
არასათანადო მოპყრობის პრევენცია; არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი
გამოძიება.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა“ ფარგლებში, 2020 წელს, რამდენიმე ეტაპად ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ხარისხიანი
სამედიცინო მომსახურების მიწოდება დროებითი მოთავსების იზოლატორებში“,
ჯამში 50 სამედიცინო მუშაკისთვის და ტრენინგი „არასათანადო მოპყრობის
მსხვერპლთა ინტერვიურების ტექნიკების შესახებ“, რომელსაც დაესწრო 42 ექიმი.
აგრეთვე, 2020 წელს იზოლატორში დასაქმებული პერსონალის ერთ ჯგუფს (სულ 20
მოსამსახურე) დისტანციურ ფორმატში ჩაუტარდა დროებითი მოთავსების
იზოლატორების თანამშრომელთა მომზადება-გადამზადების სასწავლო კურსი.
ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში, 2020 წელს, დასრულდა ტრენერთა ტრენინგი
ექიმებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ მომავალში დასასაქმებელი და მოქმედი
ექიმების
გადამზადებას
დაზიანებების
დოკუმენტირების
მიმართულებით.
აღნიშნული
პერსონალი
უზრუნველყოფს
საჭიროებისამებრ
მოქმედი
და
ახალდასაქმებული პერსონალის გადამზადებას დაზიანებების დოკუმენტირების,
სამედიცინო
შემოწმებისას
დაშვებული
ხარვეზების
კორექტირებისა
და
კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
გარდა ზემოხსენებულისა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
რეკომენდაციასთან მიმართებით, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტრომ განაგრძოს სამინისტროს სისტემაში შემავალ საგანმანათლებლო
დაწესებულებებში ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ
მოსწავლეთა/სტუდენტთა ინფორმირება და ადამიანის ძირითადი უფლებების
პატივისცემის ღირებულებითი წესრიგის დამკვიდრების ხელშეწყობა, აღსანიშნავია,
რომ ევროკავშირის საჯარო მმართველობის მხარდაჭერით სამინისტრომ, დაიწყო
მუშაობა განათლებისა და მეცნიერების ახალ 2022-2030 წლების სტრატეგიაზე, რომლის
ფარგლებში ასევე ჩართული იქნება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია,
პარლამენტი, სახალხო დამცველის აპარატი, სამოქალაქო სექტორი და სხვა
დაინტერესებული მხარე. დაგეგმილია, რომ დოკუმენტში სრულად იქნას
ინტეგრირებული ადამიანის უფლებათა სწავლებასთან დაკავშირებული საკითხები
განათლების ყველა საფეხურზე.
აგრეთვე, დაწყებითი საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული
საგნების: „მე და საზოგადოება“ და „ჩვენი საქართველო“ სტანდარტებით
გათვალისწინებულია ბავშვის უფლებათა სწავლების საკითხი, ხოლო საბაზო
საფეხურის „მოქალაქეობის“ სასწავლო გეგმა ასევე მოიცავს ადამიანის/ბავშვის
უფლებათა კომპონენტს. აღნიშნული საგნები ორიენტირებულია მოსწავლეთა
აღზრდაზე არაძალადობრიობის, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და
50
ტოლერანტობის ღირებულებებით, რაც ხელს შეუწყობს, როგორც მათი სამოქალაქო
ცნობიერების, ისე ზნეობრივ-ეთიკური საფუძვლების გაძლიერებასა და ამ ყოველივეს
მეშვეობით, ძალადობის პრევენციას.
გარდა ამისა, ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტულ თემებს შორისაა ადამიანის
უფლებები.
აღსანიშნავია, რომ სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის“ - „დემოკრატიული კულტურისა და ადამიანის უფლებების სწავლების
ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება თანამშრომლობის გააქტიურება
სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციასთან დემოკრატიული
კულტურისა
და
ადამიანის
უფლებების
სწავლების
მიმართულებით;
ტრენინგმოდულების შემუშავება დემოკრატიული კულტურისა და ადამიანის
უფლებების სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - საგანამანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახური მუდმივად ახორციელებს აღნიშნულ საკითხებთან
დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო შეხვედრებს როგორც პედაგოგებთან,
სკოლების წარმომადგენლებთან, ასევე მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან.
ევროპის საბჭოს მხარდაჭერით შექმნილი ადამიანის უფლებათა სწავლების
პროგრამით, ტრენერებად გადამზადდა მანდატურის სამსახურის 20 წარმომადგენელი
(მანდატურები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები). დაგეგმილია, აღნიშნული
პროგრამით სხვადასხვა აქტოვობების ჩატარება.
ზემოაღნიშნული ტრენინგები/ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები ხელს შეუწყობს
როგორც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების კვალიფიკაციის
გაუმჯობესებას,
ასევე
საზოგადოების,
მათ
შორის,
სკოლის
მოსწავლეების/სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას ადამიანის უფლებების
ევროპულ სტანდარტებთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს წამებისა
და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლას.
მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება „ცინცაბაძის“ ჯგუფის საქმეებზე
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეები 2020 წლის 1-3
დეკემბრის სხდომაზე განიხილა და პოზიტიურად შეაფასა არასათანადო მოპყრობასთან
ბრძოლის კუთხით საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები.
გადაწყვეტილებაში24 კომიტეტმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ 2014-2020 წლებში
უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების, მათ შორის, პრემიერ-მინისტრისა და
იუსტიციის მინისტრის მიერ ჟღერდება მკაფიო გზავნილები არასათანადო მოპყრობის
წინააღმდეგ საბრძოლველად, რაც სახელმწიფოს დამოკიდებულების მკაფიო
დემონსტრირებაა.
24
ხელმისაწვდომია: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=CM/Del/Dec(2020)1390/H46-10E
51
კომიტეტმა, აგრეთვე, ინტერესით აღნიშნა წამების წინააღმდეგ კომიტეტის (CPT) 2018
წლის ვიზიტის ანგარიშში მითითებული დასკვნები, რომელთა თანახმად, პოლიციის
მხრიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე პრეტენზიები თითქმის არ გამოთქმულა,
აგრეთვე, პრეტენზიები არ დაფიქსირებულა დროებითი მოთავსების იზოლატორების
თანამშრომლების
მიმართ,
ხოლო
მთლიანობაში,
სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში გარემო იყო მშვიდი და თანამშრომლებს პატიმრების მიმართ
ჰქონდათ კარგი დამოკიდებულება.
მინისტრთა კომიტეტი მიესალმა ახლად შექმნილი სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირების განმტკიცების მიზნით მიღებულ დამატებით
ინსტიტუციურ ზომებს; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2019 წლის
ცვლილებებს, რომლებიც ითვალისწინებს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე
უარის თქმის თაობაზე პროკურორის დადგენილების სასამართლოში გასაჩივრებას
ყველა კატეგორიის დანაშაულის შემთხვევაში; სამართალდამცავი ორგანოების
წარმომადგენლების, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების,
პროკურორებისა და მოსამართლეების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით
ჩატარებულ მნიშვნელოვან ღონისძიებებს.
მინისტრთა კომიტეტმა, აგრეთვე, ყურადღება მიაპყრო იმ ფაქტს, რომ, „სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
საფუძველზე,
პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალი არასათანადო მოპყრობის
შემთხვევების თაობაზე პირდაპირ ატყობინებს სახელმწიფო ინსპექტორს.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2020 წლის 30
ნოემბრის №663 ბრძანებით დამტკიცებული ახალი წესის თანახმად, თუ
ბრალდებული/მსჯავრდებული ექიმს განუცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოს
წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადგილი ჰქონდა
მის მიმართ წამებას ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, ან სხვა
ძალადობრივ ქმედებას (მათ შორის, სექსუალური ხასიათის ძალადობას), ან
სამედიცინო შემოწმების შედეგად ექიმს წარმოეშობა ეჭვი აღნიშნულის თაობაზე, იგი
დაუყოვნებლივ სატელეფონო გზით, ხოლო პირველივე შესაძლებლობისთანავე –
ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მეშვეობით აცნობებს სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურს, რის თაობაზეც, ასევე, ეცნობება ბრალდებულს/მსჯავრდებულს. ამდენად,
პენიტენციური სისტემის შიდა რეგულაციებიც სრულ შესაბამისობაშია მინისტრთა
კომიტეტის მიერ მოწონებულ კანონმდებლობის მოთხოვნასა და ჩამოყალიბებულ
პრაქტიკასთან.
რაც შეეხება ცალკეული საქმის გამოძიებას, კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა
გამოძიების ხანგრძლივობაზე, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასა და საქმეების
კვალიფიკაციის საკითხებზე. ამასთან, მინისტრთა კომიტეტმა აღნიშნა, რომ
მიქიაშვილის საქმეში უკვე არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს
გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო მანუკიანის საქმეში პასუხისმგებელ პირს წარედგინა
ბრალი. ამასთან, ამ ჯგუფის 2 საქმეზე („დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ და
„ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“) კომიტეტმა აღსრულების
ზედამხედველობა დაასრულა.
52
მინისტრთა კომიტეტი „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეთა განხილვას 2022 წლის მარტის
სხდომამდე აღარ დაუბრუნდება.
დისკრიმინაციის ფაქტებთან დაკავშირებული საქმეები
12.
იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №73235/12, 2015 წლის
12 მაისის გადაწყვეტილება
საქმე ეხება 2012 წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის
აღსანიშნავად
გამართული
დემონსტრაციის
დროს
ხელისუფლების
წარმომადგენლების მიერ მომჩივნების, „ლგბტ“ აქტივისტების, არასათანადო დაცვას
კონტრდემონსტრანტების ძალადობისგან.
კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პოლიციამ იცოდა ან
უნდა სცოდნოდა დემონსტრანტების მიმართ არსებული რისკების შესახებ.
მიუხედავად ამისა, დემონსტრაციის ადგილას მოხდა მხოლოდ შეზღუდული
რაოდენობის პოლიციელების განთავსება, რამაც განაპირობა კონტრდემონსტრანტებს
შორის დაძაბულობის ფიზიკურ ძალადობაში გადაზრდა. შესაბამისად, კონვენციის
დარღვევა, სასამართლოს აზრით, გამოიწვია სახელისუფლებო ორგანოების მიერ მათი
ვალდებულების შეუსრულებლობამ − უზრუნველეყოთ მშვიდობიანი მანიფესტაციის
ჩატარება (ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა მე-14 მუხლთან
ერთობლიობაში).
რაც შეეხება გამოძიებას, სასამართლომ დაადგინა, რომ მთავრობამ ვერ შეძლო
ადეკვატური გამოძიების ჩატარება აქციის მონაწილეთა არასათანადო მოპყრობის
ფაქტებზე (კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა მე-14 მუხლთან ერთობლიობაში).
სასამართლომ აღნიშნა, რომ სრულფასოვანი გამოძიების არარსებობის შემთხვევაში,
რთული იქნება მოპასუხე სახელმწიფოსთვის, უზრუნველყოს სამომავლოდ შესაბამისი
ზომების გატარება მსგავსი მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩატარების მიზნით.
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, საქართველოს მთავრობას დაევალა
მომჩივანთათვის 1 500-4 000 ევროს გადახდა. მთავრობამ აღნიშნული თანხა, ჯამში 33
500 ევრო, სრულად გადაიხადა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.
გამოძიება
განახლებული გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა მრავალი საგამოძიებო და საპროცესო
მოქმედება − დაიკითხნენ მოწმეები, განხორციელდა დოკუმენტებისა და
ვიდეოჩანაწერების დათვალიერება და სხვ., რის თაობაზეც დეტალური ინფორმაცია
წარმოდგენილია გასული წლების ანგარიშებში.
განმეორებით უნდა აღინიშნოს, რომ დაზარალებულად იქნენ ცნობილნი „იდენტობის“
საქმის მომჩივნები.
53
როგორც გამოძიებით დადგინდა, ჩადენილია სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც ამ შემთხვევაში წარმოადგენს სპეციალურ
ნორმას და სრულად მოიცავს შემდეგ ქმედებებს - ძალადობას, ძალადობის მუქარას.
თუმცა, სსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად
ბრალდებული პირების ქმედებები ამ ეტაპისათვის არის ხანდაზმული (ვინაიდან
ქმედებები წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს, ხანდაზმულობის ვადა გასული
იყო 2015 წელს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის დროსაც) რის
გამოც
საგამოძიებო
უწყება
მოკლებულია
შესაძლებლობას,
დაიწყოს
სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული პირების მიმართ.
რელიგიასთან დაკავშირებული საქმეები
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა (29.09.2020-01.10.2020 სხდომა) საქართველოს
მიმართ „იდენტობის“ ჯგუფის საქმეები განიხილა (იხ. შესაბამისი გადაწყვეტილება
ქვემოთ) და ამ ჯგუფში შემავალ, რელიგიასთან დაკავშირებულ 2 საქმეზე - „ბეღელური
და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „ცარციძე და სხვები საქართველოს
წინააღმდეგ“ - აღსრულების ზედამხედველობა დაასრულა25 (აღნიშნულის თაობაზე
დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია დასრულებული საქმეების თაობაზე
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ
გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ იუსტიციის
სამინისტროს 2020 წლის ანგარიშში), შესაბამისად კომიტეტი ზედამხედველობას
აგრძელებს „იდენტობის“ ჯგუფის რელიგიასთან დაკავშირებულ მხოლოდ ერთ
საქმეზე - „გლდანის კონგრეგაციის 97 წევრი და ოთხი სხვა პირი საქართველოს
წინააღმდეგ“.
გლდანის კონგრეგაციის 97 წევრი და ოთხი სხვა პირი საქართველოს წინააღმდეგ,
საჩივარი №71156/01, 2007 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება
13.
საქმე ეხება 1999 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს ავტოკეფალური
მართლმადიდებლური ეკლესიიდან განკვეთილი მღვდლის, ბატონი ბასილ
მკალავიშვილის (მამა ბასილი), ხელმძღვანელობით მართლმადიდებელ მორწმუნეთა
ჯგუფის მიერ თეატრის შენობაში შეკრებილი კონგრეგაციის 120 წევრზე თავდასხმის
ფაქტს.
საქმის გარემოებების თანახმად, თავდასხმის დროს კონგრეგაციის ზოგიერთმა წევრმა
გაქცევა მოახერხა. თუმცა, დარბაზში დარჩენილ 60 იეჰოვას მოწმეს, მათ შორის,
ქალებსა და ბავშვებს, სცემეს ჯვრებით, ჯოხებითა და ქამრებით. მომჩივნებს
ჩამოართვეს და დაუწვეს პირადი ნივთები, რელიგიური ლიტერატურა. თავდასხმის
შემდეგ რამდენიმე მსხვერპლი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში.
25
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუცია ხელმისაწვდომია:
https://search.coe.int/cm/Pages/result_details.aspx?ObjectID=09000016809fc5ae
54
მიუხედავად 42 მომჩივნის საჩივრისა, დაზარალებულად ცნეს მხოლოდ 11 მომჩივანი.
აგრეთვე, გამოძიება მრავალჯერ შეწყდა იმ მიზეზით, რომ ვერ ხერხდებოდა
თავდასხმაში მონაწილე დამნაშავეთა იდენტიფიცირება.
გადაწყვეტილების თანახმად, 1999 წლის ოქტომბრიდან 2002 წლის ნოემბრამდე
იეჰოვას მოწმეებზე სულ განხორციელდა 138 სასტიკი თავდასხმა, კომპეტენტურ
ორგანოებში შევიდა 784 საჩივარი. არცერთ საჩივარზე არ ჩატარებულა ეფექტიანი
გამოძიება.
გლდანის კონგრეგაციის საქმეში სასამართლომ მომჩივნებს სამართლიანი
დაკმაყოფილების სახით, საერთო ჯამში, მიაკუთვნა 42 123 ევრო, აქედან მორალური
ზიანისთვის − 27 020 ევრო და 15 103 ევრო − ხარჯებისთვის.
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
საქმეზე - „გლდანის კონგრეგაციის 97 წევრი და ოთხი სხვა პირი საქართველოს
წინააღმდეგ“ - სამართლიანი დაკმაყოფილების თანხა ჩარიცხულია ყველა
მომჩივნისთვის, ვინც საბანკო რეკვიზიტები წარმოადგინა.
წინასაგამოძიებო საქმისწარმოება
საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში 2016 წლის 30 ნოემბერს
დაიწყო წინასაგამოძიებო საქმის წარმოება საქმეზე „გლდანის კონგრეგაციის 97 წევრი
და ოთხი სხვა პირი საქართველოს წინააღმდეგ“. 2017 წლის ანგარიშში დეტალურადაა
წარმოდგენილი წინასაგამოძიებო საქმისწარმოების ფარგლებში ჩატარებული
მოქმედებების თაობაზე ინფორმაცია.
იმის გათვალისწინებით, რომ დასახელებული ინციდენტებიდან გასულია
დაახლოებით 20 წელი, დღეის მდგომარეობით ყველა სავარაუდო დანაშაულთან
მიმართებით გასულია სსკ-ით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის
ხანდაზმულობის ვადა (ხანდაზმულობის ვადა გასული იყო სტრასბურგის
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დროისთვის (2007 წლის 3 მაისი)).
ამდენად, ბრალდების მხარე მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, გამოძიება
აწარმოოს და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს ხანდაზმულ ფაქტებზე.
ზოგადი ღონისძიებები
დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების
პრევენციის მიზნით გატარებული კომპლექსური ზოგადი ღონისძიებების თაობაზე
ინფორმაცია იუსტიციის სამინისტრომ დეტალურად წარმოადგინა გასული წლების
ანგარიშებში.
კვლავ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი
დანაშაულების
წინააღმდეგ
ბრძოლა
საქართველოს
პროკურატურისთვის
პრიორიტეტულია.
55
პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
რეკომენდაციასთან მიმართებით, რაც ეხება საქართველოს მთავრობის მიერ ყველა
დაინტერესებული უწყების ჩართულობით სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი
დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალიზებული საგამოძიებო დანაყოფის შექმნის
შესაძლებლობის შესასწავლად მუშაობის გააქტიურებას, მნიშვნელოვანია აღინიშნოს,
რომ 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან, საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანებით, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე საპროცესო
ხელმძღვანელობას სპეციალიზებული პროკურორები ახორციელებენ, რომლებმაც
ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, გაიარეს გადამზადების 4 სასწავლო კურსი. ამ ეტაპზე,
136 თანამშრომელია (36 მენეჯერი, 81 პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი,
19 მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი) სპეციალიზებული.26
უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის 23 სექტემბერს, დისკრიმინაციის ნიშნით
შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკის წარმოების და
ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
გაფორმდა პროკურატურის ორგანიზებით, ევროპის საბჭოს ხელშეწყობითა და
უზენაესი სასამართლოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის ჩართულობით. მემორანდუმი ითვალისწინებს პროკურატურის, უზენაესი
სასამართლოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დისკრიმინაციის ნიშნით
შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკის წარმოებას
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მონაცემთა ერთიანი და სრულყოფილი
სისტემის შექმნასა და 2021 წლიდან პროაქტიულ გამოქვეყნებას.27
2021 წლის 18 მარტს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით და გენერალური პროკურატურის
ორგანიზებით, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი
დანაშაულის სტატისტიკის ერთიანი მეთოდოლოგიის პრეზენტაცია გაიმართა.
ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის,
სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო
ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
შეხვედრაზე ისაუბრეს დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით
ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი
ანგარიშის გამოცემის მნიშვნელობაზე. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული
26
საქართველოს გენერალური პროკურორის ანგარიში, 2020, გვ. 42, ხელმისაწვდომია:
http://pc.gov.ge/Multimedia%2FFiles%2Fnews%2F%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%8
3%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%20%E1%83%9E%E1%83%A0%E1
%83%9D%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%
83%98%E1%83%A1%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1
%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E
1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98%20-%202020.pdf
27
საქართველოს გენერალური პროკურორის ანგარიში, 2020, გვ. 44, ხელმისაწვდომია:
http://pc.gov.ge/Multimedia%2FFiles%2Fnews%2F%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%8
3%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%20%E1%83%9E%E1%83%A0%E1
%83%9D%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%
83%98%E1%83%A1%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1
%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E
1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98%20-%202020.pdf
56
სამსახურის ვებ-გვერდზე საპილოტე რეჟიმში გამოქვეყნდა 2020 წლის 1-ლი
ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდის სტატისტიკური ანგარიში
შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის თაობაზე.
დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის
სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ მემორანდუმი და
სეგრეგირებული სტატისტიკური მონაცემები ქართულ და ინგლისურ ენებზე საჯაროდ
ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და პასუხობს სტატისტიკის
თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებს.28
საილუსტრაციოდ, ხსენებული სტატისტიკის თანახმად, 2020 წლის ოქტომბერდეკემბერში: შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიება დაიწყო 246 სისხლის
სამართლის საქმეზე; ხოლო პროკურატურის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნა
დაიწყო 95 პირის მიმართ. საანგარიშო პერიოდში გამოტანილია 50 გამამტყუნებელი და
5 გამამართლებელი განაჩენი; საქმეთა რაოდენობა, სადაც გამოყენებულია სსკ-ის 531
მუხლის პირველი ნაწილი როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის
დამამძიმებელი გარემოება არის - 31.29
რაც შეეხება შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე პროკურატურის
საქმიანობის კონკრეტული შედეგების სტატისტიკას, უნდა აღინიშნოს, რომ 2016-2020
წლებში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 646 პირის მიმართ - 2016 წელს 44, 2017
წელს - 44, 2018 წელს 151 პირის მიმართ, 2019 წელს - 183 პირის მიმართ, ხოლო 2020
წელს - 224 პირის მიმართ. კერძოდ, 2020 წელს 178 პირს ბრალდება წარედგინა გენდერის ნიშნით; 11 პირს - გენდერული იდენტობის ნიშნით; 11 პირს - სექსუალური
ორიენტაციის ნიშნით; 7 პირს - შშმ ნიშნით; 4 პირს - რელიგიის ნიშნით; 3 პირს - რასის
ნიშნით; 2 პირს - ასაკის ნიშნით; 2 პირს - ეროვნული კუთვნილების ნიშნით; 1 პირს პოლიტიკური შეხედულების ნიშნით; 1 პირს - გენდერის და ეროვნული კუთვნილების
ნიშნით; 4 პირს - სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის გამო.30
ამასთან, პროკურატურის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2020 წელს
შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე დაზარალებულად ცნობილი იქნა
240 პირი, მათგან 236 ფიზიკური და 4 იურიდიული პირი. მათ შორის, გენდერის
ნიშნით დაზარალებულად ცნობილი იქნა - 184 პირი, სექსუალური ორიენტაციის
ნიშნით - 15, გენდერული იდენტობის ნიშნით - 13, რელიგიის ნიშნით - 10, შშმ ნიშნით
28
ხელმისაწვდომია: https://pog.gov.ge/news/saqarTvelos-generaluri-prokuraturis-organizebiT-diskriminaciisnishniT-sheuwynareblobis-motiviT-chad
29
ხელმისაწვდომია: https://www.geostat.ge/media/36779/diskriminaciis-nishnit_2020_IV.pdf
30
საქართველოს გენერალური პროკურორის ანგარიში, 2020, გვ. 42, ხელმისაწვდომია:
http://pc.gov.ge/Multimedia%2FFiles%2Fnews%2F%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%8
3%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%20%E1%83%9E%E1%83%A0%E1
%83%9D%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%
83%98%E1%83%A1%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1
%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E
1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98%20-%202020.pdf
57
- 7, ეროვნული ნიშნით - 2, რასის ნიშნით - 2, ასაკის ნიშნით - 2, პოლიტიკური
შეხედულების ნიშნით - 1, გენდერის და ეროვნული ნიშნით - 1, სხვა ნიშნით - 3.31
რაც შეეხება განაჩენთა რაოდენობას, 2020 წელს საქართველოს რაიონულ (საქალაქო)
სასამართლოების მიერ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მიხედვით
განაჩენი გამოტანილ იქნა 103 პირის მიმართ. აქედან: სულ მსჯავრი დაედო 97 პირს,
მათ შორის 65 პირი მსჯავრდებული იყო ოჯახში ძალადობის დანაშაულების
მიხედვით; გამართლებულია 6 პირი (ყველა ეხებოდა ოჯახში ძალადობის
დანაშაულების შემთხვევებს).
განაჩენის
გამოტანით
განხილული
საქმეებიდან
პირველი
ინსტანციის
1
სასამართლოების მიერ 53 მუხლი, როგორც დამამძიმებელი გარემოება გამოყენებულ
იქნა 88 საქმეში, აქედან 5 საქმე ეხებოდა გენდერული იდენტობის ნიშნით
შეუწყნარებლობას, 5 საქმე - სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობას, 2
საქმე ეხებოდა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობას, 1 საქმე ეხებოდა რელიგიური
ნიშნით შეუწყნარებლობას ოჯახის წევრის მიმართ, 1 საქმე ეხებოდა ეროვნული ნიშნით
შეუწყნარებლობას ოჯახის წევრის მიმართ, 32 საქმე ეხებოდა ოჯახის ერთი წევრის
მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენას, 37 საქმე - გენდერული
ნიშნით შეუწყნარებლობას ოჯახური დანაშაულის/ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, 5
საქმე სქესის ნიშნით შეუწყნარებლობას ოჯახური დანაშაულის/ოჯახში ძალადობის
შემთხვევაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმართებით, უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის
უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ერთ-ერთ
ამოცანას წარმოადგენს ყველა სახის დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი
დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და მიმდინარე გამოძიების პროცესში,
მონიტორინგის
გზით,
დისკრიმინაციული
შეუწყნარებლობის
მოტივის
იდენტიფიცირების ხელშეწყობა.
2020 წელს დეპარტამენტმა მონიტორინგი განახორციელა 900-ზე მეტი სისხლის
სამართლის საქმეზე, რომელზეც სავარაუდოდ იკვეთებოდა დანაშაულის ჩადენის
დისკრიმინაციული მოტივი. აღნიშნულიდან დამონიტორინგდა სისხლის სამართლის
600-ზე მეტი საქმე, რომლებშიც გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით
დანაშაულის შესაძლო ჩადენა იკვეთებოდა, 250-ზე მეტი კი ისეთი საქმე, რომლებშიც
სხვა ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის შესაძლო ჩადენა
იკვეთებოდა. კერძოდ, გენდერის/სქესის ნიშნით - 661 საქმე, სექსუალური
ორიენტაციის ნიშნით - 44 საქმე, რელიგიის ნიშნით - 22 საქმე, რელიგიის/გენდერის
ნიშნით - 1 საქმე, გენდერული იდენტობის ნიშნით - 59 საქმე, გენდერული
იდენტობა/სექსუალური ორიენტაცია - 2 საქმე, რასის ნიშნით - 2 საქმე, კანის ფერის
31
საქართველოს გენერალური პროკურორის ანგარიში, 2020, გვ. 43, ხელმისაწვდომია:
http://pc.gov.ge/Multimedia%2FFiles%2Fnews%2F%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%8
3%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%20%E1%83%9E%E1%83%A0%E1
%83%9D%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%
83%98%E1%83%A1%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1
%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E
1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98%20-%202020.pdf
58
ნიშნით - 2 საქმე, კანის ფერის/ეროვნულობის ნიშნით - 1 საქმე, შშმ ნიშნით - 3 საქმე,
მოქალაქეობის ნიშნით - 2 საქმე, ეროვნული ნიშნით- 38 საქმე, ეთნიკური ნიშნით - 6
საქმე, სოციალური ნიშნით - 4 საქმე, პოლიტიკური შეხედულების ნიშნით - 55 საქმე,
სხვა ნიშნით - 13 საქმე.
ტრენინგები
დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მიმართულებით
სასამართლო თუ საგამოძიებო ორგანოების თანამშრომელთა კვალიფიკაციის
ამაღლებაზე ზრუნვა კვლავ პრიორიტეტული საკითხია. პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, რომ უწყებებმა განაგრძონ
თანამშრომელთა სწავლებები, სხვებს შორის, სიძულვილით მოტივირებული
დანაშაულების კუთხით, არსებული პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს კვლავ
აქტიურად გაგრძელდა.
პროკურატურასთან მიმართებით, უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს შეუწყნარებლობის
მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სპეციალიზაციის სამი სასწავლო კურსი
განხორციელდა, რომელშიც ჩართული იყო 46 პროკურორი.
აგრეთვე, 2020 წელს პროკურატურისა და თანასწორობის მოძრაობის თანამშრომლობის
ფარგლებში, თემაზე - სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის პრაქტიკული
ასპექტები და სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირების მნიშვნელობა სისხლის
სამართლის საქმეებში - 2 ტრენინგი ჩატარდა, რომლის ფარგლებში ჩართული იყო 39
მსმენელი (პროკურორი/საშუალო რგოლის მენეჯერი).
ასევე, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის მხარდაჭერით, თემაზე „მტკიცებულებების, ინფორმაციისა და სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესება
დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული
დანაშაულების აღქმისა და მათზე რეაგირებისთვის“ - განხორციელდა 5 სემინარი,
რომლის ფარგლებშიც ჩართული იყო 6 პროკურორი.
დისკრიმინაციის აკრძალვის ევროპული სტანდარტების თემაზე 2020 წელს ჩატარდა 3
დისტანციური ტრენინგი, რომელშიც ჩართული იყო 37 სტაჟიორი პროკურორი.
მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებთან
კომუნიკაციის თემაზე ჩატარდა 1 სასწავლო აქტივობა, რომელშიც ჩართული იყო 11
მსმენელი (საშუალო რგოლის მენეჯერი).
ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, 2020 წელს პროკურატურის, შინაგან საქმეთა
სამინისტროსა და სასამართლო სისტემის წარმომადგენლებისთვის, HELP-ის პროგრამის
სასწავლო კურსი განხორციელდა თემაზე - „სიძულვილით მოტივირებულ
დანაშაულთან ბრძოლა“, რომლის მიზანი იყო პროკურორების, გამომძიებლებისა და
მოსამართლეების
უნარების
გაუმჯობესება
სიძულვილით
მოტივირებულ
დანაშაულებთან ბრძოლაში, რათა კურსის მონაწილეებმა უკეთ შეძლონ დანაშაულზე
ეფექტიანი რეაგირება, სიძულვილის მოტივის გამოკვეთა, სისხლისსამართლებრივი
დევნა და მსჯავრდება. აღნიშნულ კურსში მონაწილეობა მიიღო თხუთმეტმა
სპეციალიზებულმა პროკურორმა.
59
აგრეთვე, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე 2020 წელს დამატებით
განხორციელდა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სპეციალიზაციის
სასწავლო კურსი, რომლის ფარგლებშიც სწავლება გაიარა აღნიშნული სამსახურის
ცხრამეტმა წარმომადგენელმა.
გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მოწმისა და დაზარალებულის
კოორდინატორებისთვის 2020 წლის განმავლობაში 2 დისტანციური ტრენინგი
ჩატარდა ძალადობისა და დისკრიმინაციის საკითხებზე, რომელშიც პროკურატურის
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის 18 წარმომადგენელთან ერთად
შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებიც
იყვნენ ჩართული.32
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს,
სიძულვილით
მოტივირებული
დანაშაულების ეფექტიანი იდენტიფიცირებისა და გამოძიების თემაზე ეუთოს ODIHRის და ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული სასწავლო მასალების კომბინირების
საფუძველზე, 2020 წლის 31 იანვარს დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს
თანამშრომელთა კასკადური გადამზადების პროცესი. სასწავლო პროცესში ჩართულნი
არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ფსიქოლოგები და ადგილობრივი
არასამთავრობო
ორგანიზაციების
წარმომადგენლები.
ტრენინგების
სერიის
ფარგლებში, 2020 წლის პირველ 6 თვეში, ჩატარდა 9 სასწავლო აქტივობა (მათ შორის, 4
დისტანციურად). ტრენინგები ჩატარდა თბილისსა და ბათუმში და გადამზადდა
სამინისტროს სხვადასხვა ტერიტორიული ორგანოს 151 თანამშრომელი. ტრენინგების
მოდული ითვალისწინებს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას, როგორიცაა:
სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და მასთან დაკავშირებული კონცეფციები,
საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპები, სიძულვილით მოტივირებულ
დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები,
ლგბტი+ თემისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებში არსებული სერვისები,
სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოვლენის სირთულეები, მოტივის
ინდიკატორები, დანაშაულზე პირველადი რეაგირებისა და გამოძიების პროცესი.
სწავლების პროცესში მონაწილეებს ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია ადამიანის
უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ
შემუშავებული შესაბამისი რეკომენდაციების შესახებ.
გარდა აღნიშნულისა, 2020 წლის 13 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და
ევროპის საბჭოს თანამშრომლობით დისკრიმინაციის აკრძალვის, სიძულვილის ენისა
და
კონკრეტული
დისკრიმინაციული
ნიშნების
საფუძველზე
ჩადენილი
დანაშაულების გამოძიების თემაზე ტრენინგების სერია დაიწყო. ტრენინგს გააჩნია
როგორც თეორიული, ასევე - პრაქტიკული კომპონენტები და მოიცავს ისეთ
32
საქართველოს გენერალური პროკურორის ანგარიში, 2020, გვ. 53-54, ხელმისაწვდომია:
http://pc.gov.ge/Multimedia%2FFiles%2Fnews%2F%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%8
3%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%20%E1%83%9E%E1%83%A0%E1
%83%9D%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%
83%98%E1%83%A1%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1
%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E
1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98%20-%202020.pdf
60
მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა დისკრიმინაცია და მისი სახეები, სიძულვილის
ენა, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულები, შეუწყნარებლობის
მოტივის ინდიკატორები, გამოძიების სტანდარტები ადგილობრივი და საერთაშორისო
წყაროების მიხედვით, ქალთა მიმართ დისკრიმინაცია, დისკრიმინაცია შეზღუდული
შესაძლებლობის, რასობრივი, ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური პოლიტიკური და
სხვა ნიშნით. ტრენინგების სერიის ფარგლებში გადამზადდა 28 თანამშრომელი.
2020 წლის 11-12 ივნისს, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის
ხელშეწყობითა (UNDP) და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ინიციატივით
(WISG), „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა
სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებს ჩაუტარდათ
დისტანციური ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
ძალადობა და დისკრიმინაცია სქესისა და გენდერის ნიშნით; განსაკუთრებით
მოწყვლადი ჯგუფები; სტიგმა; სტერეოტიპი; დისკრიმინაცია; შესაბამისი
ტერმინოლოგია; გავრცელებული მითები და სტერეოტიპები ლგბტ+ ადამიანების
შესახებ; ძალადობა ინტიმური პარტნიორის მხრიდან; ძალადობა ოჯახის წევრთა
მხრიდან; სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და სხვ. კურსში მონაწილეობა
მიიღო მოწმისა და დაზარალებულის სამსახურის 6-მა თანამშრომელმა.
2020 წლის 22-24 ივლისს, შსს-ს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებმა
მონაწილეობა მიიღეს სამუშაო შეხვედრაში ლგბტქი+ ადამიანის უფლებების შესახებ,
რომელიც „თანასწორობის მოძრაობის“ მიერ იყო ორგანიზებული. შეხვედრაზე
განხილულ იქნა სხვადასხვა თემა, კერძოდ, ჰომოფობიური/ტრანსფობიური ბულინგი,
სოციალური მუშაკის, შსს-ს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის
როლი/ფუნქცია ლგბტქ+ თემთან მუშაობის დროს, მულტიდისციპლინური გუნდის
მნიშვნელობა და მუშაობის პრინციპი, ჰომოფობიური/ტრანფობიური ძალადობა და
ოჯახში ძალადობა, ლგბტქ+ თემის საჭიროებები და მათთან მუშაობისთვის საჭირო
კომპეტენციები.
აგრეთვე, 2020 წლის 19 და 29 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის
უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის
წარმომადგენლებმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის 35 თანამშრომელს
სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების იდენტიფიცირებისა და გამოძიების
სტანდარტების თემაზე ონლაინ ტრენინგები ჩაუტარეს.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებასა და
გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან ერთად, დეპარტამენტი აქტიურად
მუშაობს
დისკრიმინაციის
აკრძალვასა
და
სიძულვილით
მოტივირებულ
დანაშაულების საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების გაზრდის კუთხით.
კერძოდ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით მომზადდა
შემეცნებითი ხასიათის ბროშურა და ვიდეო-რგოლი, რომლის მიზანია საზოგადოებას
მიაწოდოს ინფორმაცია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების საზიანო
მნიშვნელობისა და შინაარსის, ასევე მათზე რეაგირების მექანიზმის შესახებ.
აღნიშნული საინფორმაციო მასალა განთავსდა სოციალურ ქსელში და პოლიციის
ადმინისტრაციულ შენობებში.
61
ამასთან, 2020 წლის 9-16 ნოემბერს ევროპის საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა რიგით
მეორე „თანასწორობის კვირეული“, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო შინაგან
საქმეთა სამინისტრომ.
ზემოაღნიშნული ღონისძიებების მიზანია, შესაბამის პირთა კვალიფიკაციის ამაღლება
დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების თაობაზე, რაც
ხელს შეუწყობს ქვეყანაში ამგვარი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას.
"იდენტობის" ჯგუფის საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც
დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების
მდგომარეობის/მიღწეული პროგრესისა და სტატისტიკური მონაცემების თაობაზე
განახლებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობამ მინისტრთა კომიტეტს
რამდენჯერმე წარუდგინა, ყველაზე ბოლოს - 2020 წლის 25 ივნისს.33
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „იდენტობის“ ჯგუფის საქმეები 1383-ე
სხდომაზე (29.09.2020-01.10.2020) განიხილა და როგორც ზემოთ აღინიშნა, 2 საქმეზე
(„ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „ცარციძე და სხვები
საქართველოს წინააღმდეგ“) აღსრულების ზედამხედველობა დაასრულა.
გადაწყვეტილებაში34 კომიტეტი მიესალმა იმ წარმატებულ რეფორმებს, რომლებიც
საქართველოში
ხორციელდება
შეუწყნარებლობის
ნიადაგზე
ჩადენილ
დანაშაულებთან ბრძოლის მიმართულებით და პოზიტიურად აღნიშნა ამ ტიპის
დანაშაულებზე სპეციალიზებულ პროკურორთა და გამომძიებელთა ინსტიტუტის
შექმნა და მოწმეთა და დაზარალებულთა მხარდაჭერისა და დაცვის გაძლიერება
კოორდინატორის სამსახურების მეშვეობით;
ინტერესით აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა
დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მანდატის
გაფართოება;
პოზიტიურად შეაფასა მთავრობის მუდმივი ძალისხმევა, სიძულვილით
მოტივირებული დანაშაულების სფეროში გამომძიებლების, პროკურორებისა და
მოსამართლეების ტრენინგებით უზრუნველყოფის მიმართულებით;
მიესალმა მთავრობის მიერ წარდგენილ სტატისტიკურ ინფორმაციას, რომლის
თანახმად, 2018-2019 წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა სიძულვილით მოტივირებულ
დანაშაულთა გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა და გამამტყუნებელ
განაჩენთა მაჩვენებელი.
ამასთან, კომიტეტმა მოუწოდა მთავრობას, მთელი ძალისხმევით კვლავ განაგრძოს
თანამშრომლობა
ადამიანის
უფლებათა
ეროვნულ
და
საერთაშორისო
ორგანიზაციებთან, რათა უპასუხოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის
წინააღმდეგ ბრძოლაში არსებულ გამოწვევებს; კიდევ უფრო გააუმჯობესოს ამ კუთხით
დანაშაულის გამოძიება და წარუდგინოს მინისტრთა კომიტეტს ამგვარი
33
34
ხელმისაწვდომია: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=DH-DD(2020)572E
ხელმისაწვდომია: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=CM/Del/Dec(2020)1383/H46-5E
62
დანაშაულების გამოძიების განახლებული სტატისტიკური მონაცემები და მათი
შედეგები.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვიტა, დახუროს
ზედამხედველობა ხსენებული ჯგუფის საქმეების ინდივიდუალურ ღონისძიებებზე და
მიიღო საბოლოო რეზოლუცია საქმეებზე − „ბეღელური და სხვები საქართველოს
წინააღმდეგ“ და „ცარციძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.
მინისტრთა კომიტეტი „იდენტობის“ ჯგუფის საქმეთა განხილვას 2021 წლის დეკემბრის
სხომამდე აღარ დაუბრუნდება.
მოსამართლეთა საქმეები
სტურუა საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №45729/05, 2017 წლის 28 მარტის
გადაწყვეტილება
14.
მომჩივანი, მიტროფანე სტურუა, 1999 წელს დაინიშნა აბაშის რაიონული სასამართლოს
თავმჯდომარედ 10 წლის ვადით. ბატონი სტურუას მიმართ დისციპლინური დევნა
აღიძრა საქმის უსაფუძვლო გაჭიანურების მოტივით (სისხლის სამართლის საქმის
მასალების ექვსი თვით შეყოვნება, მის მიერ საქმის აცილების დღიდან, 2003 წლის 29
ოქტომბრიდან) და მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს კოლეგიის მიერ იგი
გათავისუფლდა თანამდებობიდან. მომჩივანმა აღნიშნული გაასაჩივრა სადისციპლინო
საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში. არცერთმა მათგანმა არ დააკმაყოფილა მომჩივნის
მოთხოვნა და ძალაში დარჩა თავდაპირველი გადაწყვეტილება.
მომჩივანი დავობდა, რომ მის მიმართ მიმდინარე დისციპლინური სამართალწარმოება
ეწინააღმდეგებოდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს, რადგან მისი საჩივრის
განმხილველი 8 წევრისაგან შემდგარი სადიციპლინო საბჭოს 4 წევრი ასევე
მონაწილეობდა მისი გათავისუფლების პროცესში სადისციპლინო კოლეგიის
(პირველი ინსტანციის) ფორმატში.
სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი
მოითხოვს, რომ მის ფარგლებში მოქცეული სასამართლო იყოს მიუკერძოებელი.
სასამართლომ დაადგინა, რომ რვა წევრისგან შემდგარი სადისციპლინო საბჭოდან
ნახევარი, მათ შორის თავმჯდომარე, მანამდე იყო ჩართული საქმის განხილვაში
პირველი ინსტანციის წესით. ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ უზენაესი სასამართლოს
მიერ დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ საქმის გადასინჯვა, ცალსახად,
შეზღუდული იყო სამართლებრივი საფუძვლებით, ევროპული სასამართლო არ იყო
დარწმუნებული, რომ საკასაციო სასამართლოს გააჩნდა უფლებამოსილება,
ეფექტურად გადაეწყვიტა აღნიშნული საკითხი, შესაბამისად, დადგინდა კონვენციის
მე-6 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევა.
სასამართლომ მომჩივნის სასარგებლოდ საქართველოს მთავრობას დააკისრა 3 500
ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ და 3 380 ევრო ხარჯების
ასანაზღაურებლად.
63
ინდივიდუალური ღონისძიება
სამართლიანი დაკმაყოფილება
მთავრობამ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, 2017 წლის 9 ივნისს, გადაუხადა
მომჩივანს 6 880 ევრო.
გაბაიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №13723/06, 2017 წლის 12
ოქტომბრის გადაწყვეტილება
15.
მომჩივანი იყო მოსამართლე ხულოს რაიონულ სასამართლოში. მსჯავრდებულის
თოთხმეტი დღის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში დატოვების გამო, 2004 წლის 12
ნოემბერს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მომჩივნის წინააღმდეგ დაიწყო
დისციპლინური სამართალწარმოება.
სადისციპლინო საბჭოს კოლეგიამ აღნიშნულ გადაცდომაში ბრალეულად ცნო
მომჩივანი და მიიღო გადაწყვეტილება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების
შესახებ, რომელიც მომჩივანმა სადისციპლინო საბჭოსა და შემდგომ უზენაეს
სასამართლოში გაასაჩივრა. ამ უკანასკნელმა საქმე ხელახლა განსახილველად
დააბრუნა.
2005 წელს ექვსი წევრისგან შემდგარმა სადიციპლინო საბჭომ, რომლის სამი წევრი
წარმოდგენილი იყო საქმის პირველ მოსმენაზე, განიხილა მომჩივნის საქმე. ზეპირი
მოსმენისას, მომჩივანმა მოითხოვა საბჭოს სამი წევრის აცილება, რაც არ
დაკმაყოფილდა. სადიციპლინო საბჭომ დაადგინა, რომ მომჩივანმა ჩაიდინა „კანონის
უხეში დარღვევა“ და სრულად დატოვა ძალაში კოლეგიის 2004 წლის გადაწყვეტილება.
მომჩივანი ჩიოდა, რომ დისციპლინური ორგანოების შემადგენლობა არ იყო კანონიერი
და რომ საქმის განხილვა განხორციელდა დაჩქარებული წესით. თუმცა, 2005 წელს
უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის საჩივარი და სხვა საკითხებთან
ერთად, დაადგინა, რომ დისციპლინური ორგანოების შემადგენლობა იყო კანონიერი.
ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მსგავს ვითარებაში, როდესაც მომჩივნის
დისციპლინური სახდელის საკითხის განხილვა მოხდა სადისციპლინო საბჭოს ერთი
და იმავე წევრების მიერ, ორივე - პირველი და სააპელაციო წესით, სასამართლომ უკვე
დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა, კერძოდ, სტურუას
საქმეში (იხ. ზემოთ). შესაბამისად, პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით,
სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის საჩივარი 2005 წლის 4 აგვისტოს
სადისციპლინო საბჭომ განიხილა იმავე სამი მოსამართლის შემადგენლობით,
რომლებმაც საქმე განიხილეს პირველი ინსტანციის წესით და მომჩივნის შიში
სადისციპლინო საბჭოს მიკერძოებულობის არარსებობასთან დაკავშირებით
ობიექტურად გამართლებული იყო. შესაბამისად, დადგინდა კონვენციის მე-6 მუხლის
პირველი პუნქტის დარღვევა.
სასამართლომ მომჩივნის სასარგებლოდ სახელმწიფოს დააკისრა 3 500 ევრო
მორალური ზიანის სანაცვლოდ და 2 140 ევრო ხარჯების ასანაზღაურებლად.
64
ინდივიდუალური ღონისძიება
სამართლიანი დაკმაყოფილება
მთავრობამ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, 2017 წლის 12 დეკემბერს,
გადაუხადა მომჩივანს 5 640 ევრო.
ზოგადი ღონისძიებები
როგორც ზემოთ აღინიშნა, ხსენებულ საქმეებზე ევროპული სასამართლოს მიერ
დადგენილი დარღვევები ეხებოდა 2004-2005 წლებს. მნიშვნელოვანია, რომ
იმდროინდელი საკანონმდებლო რეგულაციები დღეს უკვე აღარ მოქმედებს. კანონი
„საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და
დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“35 მიღებულ იქნა 2000 წლის 23
თებერვალს, თუმცა მიღებიდან მრავალი ცვლილება განიცადა, რომელიც შეეხო
როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებს, ასევე, დისციპლინური
საქმის განმხილველ ორგანოთა ფორმირების წესსა და დისციპლინური
სამართალწარმოების პროცედურებს.
გასული წლების ანგარიშებში უკვე აღინიშნა, რომ ხსენებულ კანონში 2012 წელს
შესული ცვლილებებით გათვალისწინებულ იქნა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის
2007 წლის 19 მარტის რეკომენდაცია და კანონიდან ამოღებულ იქნა „კანონის უხეში
დარღვევა“, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი და
დისციპლინური გადაცდომის ერთ-ერთი სახე. ასევე, აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის
თანახმად, კანონის არასწორი განმარტება, რომელსაც საფუძვლად უდევს
მოსამართლის შინაგანი რწმენა, არ არის დისციპლინური გადაცდომა და აღნიშნული
ქმედებისათვის მოსამართლეს არ ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა.
გარდა ამისა, გასული წლების ანგარიშში დეტალურად იქნა აღწერილი დღეს მოქმედ
კანონმდებლობაში უზრუნველყოფილი მექანიზმი (ახალი ინსტიტუტის დამოუკიდებელი ინსპექტორის შექმნა; დისციპლინურ საქმესთან დაკავშირებით
საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კოლეგიური ორგანოს - იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს მიერ) რომელიც გამორიცხავს დისციპლინური სამართალწარმოების
თვითნებურად დაწყებას, ასევე საქმის თვითნებურ შესწავლას/გამოკვლევას, სახდელის
დაკისრებასა და ერთი და იგივე პირების მონაწილეობას დისციპლინური
სამართალწარმოების ეტაპებზე, რასაც ადგილი ჰქონდა განსახილველ საქმეებში და რაც
მოახდენს მომავალში მსგავსი დარღვევების პრევენციას.
უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის
გადაწყვეტილების36 საფუძველზე, კანონი „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა
დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების
შესახებ“ ძალადაკარგულია, ხოლო ის ნორმები, რომლებიც არეგულირებენ
დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებს, შესაბამის უფლებამოსილ
ორგანოთა
ფორმირების
წესსა
და
დისციპლინური
სამართალწარმოების
35
36
ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/16774
ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3862917?publication=0
65
პროცედურებს, 2018 წლის 20 აპრილის საკანონმდებლო ცვლილებებით,37 ახალი - XIII1
თავის სახით, დამატებულ იქნა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში.38
გარდა ზემოხსენებულისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს 2014 წლის 1 აგვისტოს
პარლამენტის მიერ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის 34-ე მუხლის მე-2
პუნქტში39 შეტანილი ცვლილებები, რომლის თანახმად, თუ აღარ არსებობს კანონის ის
ნორმა, რომლის საფუძველზეც მოსამართლე დისციპლინური წესით გათავისუფლდა
თანამდებობიდან, ამ უკანასკნელს შეუძლია მოსამართლის თანამდებობის ხელახლა
დაკავება.
დასკვნის სახით, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, დღეის მდგომარეობით,
უზრუნველყოფილია მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების სათანადო
ეფექტური მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ევროპული სასამართლოს მიერ
ზემოხსენებულ საქმეებში დადგენილი დარღვევები აღმოფხვრილია.
აღნიშნული ჯგუფის საქმეებზე განხორციელებული ინდივიდუალური და ზოგადი
ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მინისტრთა კომიტეტს წარედგინა 2020 წლის 28
ივლისს.40
ბავშვებთან/მშობლის უფლებებთან დაკავშირებული საქმეები
გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №2361/13, 2015 წლის 21 ივლისის
გადაწყვეტილება
16.
უკრაინის მოქალაქე მომჩივანს (ბავშვის დედას) ერთობლივი თანაცხოვრების
პერიოდში პარტნიორისგან შეეძინა შვილი. 2010 წლის 30 ივლისს მომჩივანმა ნება
დართო პარტნიორს, რომ წამოეყვანა შვილი საქართველოში. მომჩივნის თქმით, ბავშვი
უნდა დაბრუნებულიყო უკრაინაში აგვისტოს ბოლოს, თუმცა, მისთვის ცნობილი
გახდა, რომ მისი დაბრუნება არ იგეგმებოდა. მომჩივანი უშედეგოდ ცდილობდა,
დაერწმუნებინა ყოფილი პარტნიორი, მიეცა შვილისათვის უკრაინაში დაბრუნების
უფლება. აღსანიშნავია, რომ ბავშვის მამა ცხოვრობდა რუსეთში და საქართველოში
ბავშვი მის მშობლებთან იმყოფებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით,
მომჩივანს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. თუმცა, 2011 წლის 27
ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა,
რომ არასრულწლოვანი ბავშვი უნდა დაბრუნებულიყო დედასთან უკრაინაში.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა უზენაესი
სასამართლოს მიერ 2012 წლის 22 აგვისტოს და მიღებულ იქნა ახალი
37
ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4156879?publication=0#DOCUMENT:1
ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/90676?publication=41
39
ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2450095?publication=0#DOCUMENT:1
40
ხელმისაწვდომია:
https://hudoc.exec.coe.int/eng#{%22fulltext%22:[%22sturua%22],%22EXECIdentifier%22:[%22DHDD(2020)749E%22]}
38
66
გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, არასრულწლოვანი უნდა დარჩენილიყო
საქართველოში.
აღნიშნულ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-8 მუხლის
დარღვევა. სასამართლომ არადამაჯერებლად მიიჩნია უზენაესი სასამართლოს ახსნაგანმარტება და მიუთითა, რომ საქმეში არ არსებობდა იმის მტკიცებულება, რომ
ბავშვის უკრაინაში დაბრუნება გაამძაფრებდა მის ფსიქოლოგიურ ტრავმას. უზენაესმა
სასამართლომ სათანადოდ არ გაითვალისწინა სოციალური მუშაკების/ფსიქოლოგების
დასკვნები ბავშვის რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით
საქართველოში, რასაც ის განიცდიდა მშობლებთან კონტაქტის არქონის გამო.
შესაბამისად, უზენაესმა სასამართლომ ვერ მოახერხა ბავშვის საუკეთესო ინტერესების
განსაზღვრა, საქმის სპეციფიკური გარემოებებიდან გამომდინარე.
სასამართლომ მომჩივანს სამართლიანი დაკმაყოფილების სახით 9 100 ევრო
მიაკუთვნა. კერძოდ, 300 ევრო − მატერიალური ზიანის, 8 000 ევრო − მორალური
ზიანის და 800 ევრო − ხარჯების სახით.
ინდივიდუალური ღონისძიება
სამართლიანი დაკმაყოფილება
მთავრობამ კომპენსაციის თანხა 9 100 ევრო მომჩივანს გადაურიცხა დადგენილ
ვადაში, 2015 წლის 22 დეკემბერს.
საქმის წარმოების განახლება
მომჩივანს ეროვნული სასამართლოებისათვის საქმის წარმოების განახლების
მოთხოვნით კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში არ მიუმართავს. შესაბამისად,
განსახილველ საქმეზე არ არსებობს შემდგომი ინდივიდუალური ღონისძიებების
გატარების ვალდებულება.
ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №71776/12, 2016 წლის 2
თებერვლის გადაწყვეტილება
17.
საქმის გარემოებების თანახმად, 2009 წლის ნოემბერში, დედის გარდაცვალების
შემდეგ, სამი არასრულწლოვანი შვილი საცხოვრებლად გადავიდა დეიდასთან
(მომჩივან ნ.წ.-თან) და დედის მხრიდან ბებია-ბაბუასთან. აღნიშნულ პერიოდში
ბავშვების მამა, გ. ბ., გადიოდა მკურნალობის კურსს.
2010 წლის 5 იანვარს გ. ბ.-მ სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში
შვილების დაბრუნების მოთხოვნით. სასამართლომ
მიმართა
სოციალური
მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის დანიშვნის მიზნით ბავშვების ინტერესების
დასაცავად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით,
არასრულწლოვანი შვილები უნდა დაბრუნებულიყვნენ მამასთან. 2011 წლის 24
თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის
სასამართლოს გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ ბავშვები უნდა დარჩენილიყვნენ
დედის ოჯახში. თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა
67
სასამართლომ გააუქმა 2011 წლის 11 ოქტომბერს და საქმე ხელახალი განხილვისთვის
დააბრუნა სააპელაციო სასამართლოში. 2012 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით,
თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თავისი გადაწყვეტილება და დაადგინა,
რომ ბავშვებს უნდა ეცხოვრათ მამასთან. უკანასკნელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა
დედის ოჯახმა, რაც არ დაკმაყოფილდა უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 3 მაისის
გადაწყვეტილებით.
ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეში დაადგინა კონვენციის მე-8 მუხლის
დარღვევა, რაც განაპირობა რამდენიმე გარემოებამ. კერძოდ, განსახილველ საქმეში
სოციალური მომსახურების სააგენტო სამართალწარმოებაში ჩაერთო ფორმალურად,
მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპიდან „დაინტერესებული
პირის“ სტატუსით. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო
კოდექსი არ ითვალისწინებს რაიმე დებულებას „დაინტერესებული პირის“ სტატუსისა
და მისი საპროცესო უფლებების შესახებ. აქედან გამომდინარე, ევროპული
სასამართლოსთვის გაურკვეველი იყო, რამდენად შეძლო სოციალური მომსახურების
სააგენტომ, ეფექტურად წარმოედგინა ბავშვების ინტერესები, მაშინ, როცა მას არ
გააჩნდა ფორმალური სტატუსი. აგრეთვე, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ
შედგა მხოლოდ რამდენიმე ანგარიში და მას არ ჰქონია ბავშვებთან რეგულარული და
ხშირი კონტაქტი.
აგრეთვე, საქმეზე ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვები არ იყვნენ
სათანადოდ ჩართულნი სამართალწარმოებაში ეროვნულ დონეზე და ეროვნულმა
სასამართლოებმა ვერ შეძლეს ბავშვების საუკეთესო ინტერესების სათანადო შეფასება.
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
ევროპული სასამართლოს მიერ მომჩივნისთვის მიკუთვნებული თანხა - ჯამში 10 900
ევრო, მთავრობამ გადაიხადა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, 2016 წლის 28
ივნისს.
საქმის წარმოების განახლება
რაც შეეხება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ეროვნულ
დონეზე საქმის წარმოების განახლებას, როგორც 2019 წლის მიმდინარე საქმეების
ანგარიშში იყო აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს
განჩინებით, ნ. წ., ზ. წ., მ. წ. და ნ. წ.-ს განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს
2010 წლის 18 მაისს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის
წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო
სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 მაისის საქმეზე მიღებული
გადაწყვეტილება და დაიწყო საქმის ხელახალი განხილვა, ხოლო 2016 წლის 17
ოქტომბრის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, გ. ბ.-ს (ბავშვების მამა)
განცხადება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდა და გ. ბ.-ს სარჩელზე
მოპასუხეების ნ. წ.-ს არასრულწლოვანი შვილების დაბრუნების თაობაზე შეწყდა საქმის
წარმოება.
68
უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნულ სასამართლოებში, აგრეთვე, მიმდინარეობდა
სამართალწარმოება ბავშვებთან დაკავშირებით სხვადასხვა საკითხზე, თუმცა,
აღნიშნული საქმე არ მომდინარეობს სტრასბურგის სასამართლოს მიერ განხილული
საქმიდან „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, ის წარმოადგენს სხვა დავას და არ
ეხება მითითებული საქმის აღსრულებას.41
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მინისტრთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ
საქმეზე არ არსებობს შემდგომი ინდივიდუალური ღონისძიებების გატარების
საჭიროება.42
ზოგადი ღონისძიებები
ბავშვებთან დაკავშირებულ საქმეებზე
თავდაპირველად უნდა აღინიშნოს რომ, საანგარიშო პერიოდში ევროპის საბჭოს
მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ იქნა „გ.ს.
საქართველოს წინააღდმეგ“ და „ნ.წ. საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეების
აღსრულების მდგომარეობის შესახებ განახლებული ინფორმაცია.43
წინამდებარე საქმეებზე გასული წლების მიმდინარე საქმეების ანგარიშებში აღწერილი
იყო ის ზოგადი ღონისძიებები, რაც მთავრობამ განახორციელა ევროპული
სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევების აღმოფხვრის მიზნით.
მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ აღინიშნოს, რომ 2019 წლის 20 სექტემბერს
საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“,44 რომლის
მთავარ მიზანს ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა და საქართველოს
კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და
სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების
ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. კოდექსმა კიდევ ერთხელ
აღიარა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის უპირატესობის მინიჭება, დააწესა
მაღალი სტანდარტი და ჩამოაყალიბა საკმაოდ მძლავრი საკანონმდებლო ჩარჩო
ბავშვთა კეთილდღეობისა და დაცვის კუთხით.
აღსანიშნავია, ასევე, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტის მიერ ბავშვებთან დაკავშირებულ საქმეებზე 2019 წელს
გაცემული
რეკომენდაციის
შესაბამისად,
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე,
41
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 9 ივნისის წერილი N2ბ/1269-19.
„No other individual measure appears necessary“ იხილეთ „ნ.წ. საქართველოს წინააღმდეგ“ საქმის
აღსრულების მდგომარეობა, ხელმისაწვდომია: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=004-5892
43
საქართველოს მთავრობის სამოქმედო ანგარიში ნ.წ. საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე
ხელმისაწვდომია: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=DH-DD(2020)1187E
საქართველოს მთავრობის სამოქმედო ანგარიში გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე
ხელმისაწვდომია: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=DH-DD(2020)744E
44
ბავშვის უფლებათა კოდექსი ხელმისაწვდომია:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/4613854?publication=2
42
69
სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელიც წარმოადგენდა მეურვეობისა და
მზრუნველობის ცენტრალურ ორგანოს, წარმომადგენლები მონაწილეობას იღებდნენ
კოდექსის შემუშავების პროცესში,
აღნიშნული კოდექსის იმპლემენტაციისათვის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შეიმუშავა ბავშვის უფლებათა კოდექსის 20192024 წწ. სამოქმედო გეგმა. აღსანიშნავია, რომ ყველა სამთავრობო უწყება სწორედ
ბავშვის უფლებათა კოდექსიდან გამომდინარე უზრუნველყოფს შესაბამისი
ღონისძიებების განხორციელებას ბავშვთა დაცვის სისტემის განვითარების მიზნით,
აღნიშნული ხელს უწყობს ბავშვის უფლებათა კოდექსის იმპლემენტაციას, რაც
პასუხობს განსახილველ საქმეებთან დაკავშირებით 2019 წლის ანგარიშზე ადამიანის
უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის რეკომენდაციას.
დამატებით, ზოგადი ღონისძიებების კუთხით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2020
წელს ცნობიერების ამაღლების მიზნით იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ ჩატარდა
შემდეგი ტრენინგები:
-
15 ტრენინგი თემაზე - „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რომელსაც ჯამში დაესწრო
225 მონაწილე;
-
2 ტრენინგი თემაზე - „ბავშვის უფლებათა კოდექსი 26-ე მუხლი - ბავშვის
განცალკევება ოჯახიდან“, დამსწრე მონაწილეთა რაოდენობა - 33;
-
3 ტრენინგი თემაზე - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება (სისხლის
სამართალი)“, დამსწრე მონაწილეთა რაოდენობა - 23.
ზოგადი ღონისძიებები საქმეზე - „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”
ნ.წ. და სხვების საქმის აღსრულებასთან დაკავშირებით გატარებული ზოგადი
ღონისძიებები დეტალურად წარმოდგენილია 2018 და 2019 წლების მიმდინარე
საქმეების აღსრულების ანგარიშში.
კერძოდ, გასული წლების ანგარიშებში აღნიშნული იყო შემდეგი მნიშვნელოვანი
ღონისძიებები, რომლებიც ხელს უწყობს განსახილველ საქმეზე სასამართლოს მიერ
დადგენილი დარღვევების სამომავლო პრევენციას. სხვებს შორის, რომ 2018 წლის 13
ივნისს პარლამენტმა მიიღო კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ“.45 კანონით
განსაზღვრულია სოციალური მუშაობის ძირითადი პრინციპები, სოციალური მუშაკის
სამართლებრივი სტატუსი, სოციალური გარანტიები, ფუნქციები, უფლებები და
მოვალეობები, ასევე, სოციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები.
კანონი ითვალისწინებს სოციალურ მუშაობას ბავშვსა და ოჯახზე ზრუნვის და
მეურვეობის/მზრუნველობის/მხარდაჭერის სფეროში, რაც გულისხმობს ბავშვის
მხარდაჭერას, მისი საუკეთესო ინტერესის დაცვას, მის მეურვეობას, მზრუნველობას და
საპროცესო წარმომადგენლობას. შესაბამისად, სოციალური მუშაობის შესახებ კანონით
45
სოციალური მუშაობის შესახებ კანონი ხელმისაწვდომია:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/4231958?publication=6
70
გათვალისწინებული ეს რეგულაციები პასუხობს „ნ.წ.
სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილ დარღვევებს.
და
სხვების“
საქმეში
გარდა ამისა, გასული წლის ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ პარლამენტის ადამიანის
უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2018 წლის 18 დეკემბრის
სხდომაზე დაამტკიცა „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 13
ივნისის კანონის აღსრულების სამოქმედო გეგმა.46 სამოქმედო გეგმაში დეტალურად
გაიწერა ყველა ის მიმართულება და საკითხი, რაც კანონის სრულყოფილი
იმპლემენტაციისთვის არის აუცილებელი.47 აღნიშნული გეგმით განსაზღვრულია
წლების მიხედვით რა რაოდენობის სოციალური მუშაკი უნდა დაემატოს მეურვეობამზრუნველობის ორგანოს. ასევე, გათვალისწინებულია მათი ხელფასების ზრდაც.
გარდა ამისა, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს მუშაობა არაერთ
პროექტზე, რომელიც მიმართულია ბავშვთა დაცვის სისტემის განვითარებისკენ.
ხორციელდება სოციალური მუშაკების სპეციალიზაცია, გადამზადება, ახალი
სერვისების შექმნა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობოს გაზრდა. შესაბამისად,
საქართველოს მთავრობა აგრძელებს აქტიურად მონაწილეობას „სოციალური
მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის სამოქმედო გეგმის განხორციელების
პროცესში, რაც პასუხობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტის მიერ მიმდინარე საქმეების ანგარიშთან დაკავშირებით
გაცემულ რეკომენდაციას.
2019 წლის ანგარიშში ასევე აღნიშნულია შემდეგი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო
ცვლილებები: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2019 წელს შევიდა
ცვლილება (ძალაში შესვლის თარიღი - 01/06/2020)48 და კოდექსს დაემატა 51 მუხლი,
რომლის თანახმადაც, არასრულწლოვნის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ
პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღოს არასრულწლოვანთან ურთიერთობის
მეთოდიკასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში სპეციალიზებულმა
მოსამართლემ, ადვოკატმა, სოციალურმა მუშაკმა ან/და არასრულწლოვნის
საჭიროებების გათვალისწინებით მოწვეულმა სხვა შესაბამისმა სპეციალისტმა.
ამასთან, სპეციალიზაციის სტანდარტის განსაზღვრა განხორციელდება საქართველოს
მთავრობის დადგენილებით, ხოლო მოსამართლის შემთხვევაში – საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.
განსახილველ საქმეზე ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევების
აღმოფხვრის კუთხით, მნიშვნელოვანია, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსში
შეტანილი სხვა ცვლილებები. კერძოდ, 2019 წლის 20 სექტემბერს მიღებული
46
ხელმისაწვდომია:
http://www.parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/komitetebi/adamianis-uflebata-dacvisa-da-samoqalaqointegraciis-komiteti/axali-ambebi-adamianis/adamianis-uflebata-dacvisa-da-samoqalaqo-integraciis-komitetmaparlamentis-uaxloes-sxdomaze-gansaxilvel-sakitxebze-imsdjela.page
47
ინფორმაცია ხელმისაწვდომია: http://parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/komitetebi/adamianisuflebata-dacvisa-da-samoqalaqo-integraciis-komiteti/axali-ambebi-adamianis/adamianis-uflebata-dacvisa-dasamoqalaqo-integraciis-komiteti-socialuri-mushaobis-shesaxeb-kanonis-ganxorcielebis-samoqmedo-gegmazemushaobs.page
48
საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ,
ხელმისაწვდომია: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4603354?publication=0#DOCUMENT:1;
71
ცვლილებების მიხედვით, კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილში განისაზღვრა საქმის
განხილვაში მცირეწლოვნის ჩაბმის შესაძლებლობა, მისი საუკეთესო ინტერესების
გათვალისწინებით. ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსს დაემატა 811 მუხლი,
რომელიც შეეხება არასრულწლოვნის უფლების დაცვას.49
აგრეთვე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსს დაემატა 2511 მუხლი, რომლის პირველ
ნაწილში
ხაზგასმით
აღნიშნულია,
რომ
არასრულწლოვნის
უფლებებთან
დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას და დასაბუთებისას სასამართლო
უპირატესობას ანიჭებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. ამავე მუხლის მე-2
ნაწილი კი ადგენს, რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების უპირატესი
გათვალისწინების მიზნით სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა
იყოს ბავშვის უფლებათა კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული
შესაბამისი საბაზისო კრიტერიუმების მიხედვით.50
ზოგადი ღონისძიებები საქმეზე - „გ. ს. საქართველოს წინააღმდეგ“
ზემოაღნიშნული საქმე ეხება 1980 წლის 25 ოქტომბრის „ბავშვთა საერთაშორისო
გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის კონვენციის („ჰააგის კონვენცია“)
სტანდარტების შეუსრულებლობას ეროვნული სასამართლოების მიერ, რამაც
გამოიწვია ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა.
2016-2020 წლების მიმდინარე საქმეების ანგარიშებში დეტალურად არის აღწერილი
მითითებული საქმის აღსრულების ზოგად ღონისძიებებთან დაკავშირებით
ინფორმაცია. სხვებს შორის, ინფორმაცია ჰააგის კონვენციის იმპლემენტაციის თაობაზე;
საქართველოს ცენტრალური ორგანოს51 როლი და შესაბამისი პროცედურა მუდმივ
საცხოვრებელ ადგილას არამართლზომიერად გადაადგილებულ ან დაკავებულ
ბავშვთა სწრაფი და უსაფრთხო დაბრუნების მიზნით; ჰააგის კონვენციის ეროვნულ
კანონმდებლობასა და პრაქტიკაში ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით
ბავშვთა საერთაშორისო გატაცების საქმეებზე პრაქტიკული სახელმძღვანელოს
გამოცემა52 და სხვ.
მუხლი 811: „არასრულწლოვანს უფლება აქვს, თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების
დასაცავად სასამართლოს მიმართოს. ამ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს საპროცესო წარმომადგენელს
და განიხილავს საქმეს. არასრულწლოვან მოსარჩელეს უფლება აქვს, არ დაეთანხმოს თავის საპროცესო
წარმომადგენელს და თვითონ დაიცვას თავი. სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეში ჩააბას
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები.“
იხილეთ საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ, ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4603354?publication=0#DOCUMENT:1;
50
იქვე.
51
ცენტრალური ორგანო - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის
დეპარტამენტი, რომელიც უფლებამოსილია, კოორდინაცია გაუწიოს ჰააგის კონვენციის ეფექტიან
იმპლემენტაციას და კონვენციით გათვალისწინებული მიზნების შესაბამისად ცალკეული სახის
ღონისძიებების გატარებას.
52
პრაქტიკული სახელმძღვანელო, ჰააგის 1980 წლის კონვენცია „ბავშვთა საერთაშორისო
გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“, თბილისი, 2018, გვ. 3, ხელმისაწვდომია:
http://www.justice.gov.ge/Multimedia%2FFiles%2Fgadackvetilebebi%2FHaagis-1980-Konvencia_Inter.pdf
49
72
აღსანიშნავია, რომ არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად
დაკავებული ბავშვის დაბრუნებისა და ბავშვთან ურთიერთობის უფლების
განხორციელების თაობაზე საქმეების მეტად ეფექტიანად მართვის, ჰააგის 1980 წლის
კონვენციის მეტად ეფექტიანი იმპლემენტაციისა და არასრულწლოვნებისათვის
შემდგომი ზიანის მიყენების თავიდან არიდების ხელშესაწყობად, 2020 წლის 10 ივნისს,
ცვლილებები შევიდა საქართველოში მოქმედ შვიდ საკანონმდებლო აქტში. ხოლო 2020
წლის 5 ნოემბერს დამტკიცდა საქართველოს მთავრობის დადგენილება N663
“არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული
ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე
მიმართვიანობისა (რეფერირებისა) და აღსრულების პროცედურების დამტკიცების
შესახებ”,53 რომლის მიზანია მიმართვიანობისა (რეფერირებისა) და აღსრულების
კოორდინირებული და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება.
საქართველოს ცენტრალური ორგანოს წარმომადგენლებისთვის კვალიფიკაციის
ამაღლების მიზნით, გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის
ფონდის (IRZ) ფინანსური მხარდაჭერით, 2020 წლის 16-17 ივლისს ჩატარდა ონლაინ
ტრენინგი “ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ” ჰააგის
1980 წლის კონვენციასა და ბავშვთა საერთაშორისო დაცვის 1996 წლის ჰააგის
კონვენციის იმპლემენტაციის შესახებ, ხოლო 2020 წლის 29 სექტემბერს, ცენტრალური
ორგანოს წარმომადგენლებისთვის და ქ. ქუთაისის და ქ. თბილისის საქალაქო
სასამართლოს მოსამართლეებისთვის ჩატარდა დისტანციური ტრენინგი თემაზე
მედიაცია „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის
1980 წლის კონვენციის ფარგლებში.
2020 წლის 28-29 დეკემბერს და 2021 წლის 21-25 იანვარს საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის/საქართველოს
ცენტრალური ორგანოს წარმომადგენლებმა სსიპ „იუსტიციის სასწავლო ცენტრთან”
თანამშრომლობით ორგანიზება გაუწიეს და დისტანციურ ფორმატში ჩაატარეს
ტრენინგი ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერად გადაადგილების თემაზე და
საქართველოს მთვრობის დადგენილების „არამართლზომიერად გადაადგილებული ან
არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის
უფლების განხორციელების თაობაზე მიმართვიანობისა (რეფერირებისა) და
აღსრულების პროცედურების დამტკიცების შესახებ” ეფექტიანად იმპლემენტაციის
თაობაზე. ტრენინგის აუდიტორიას წარმოადგენდნენ რეფერირებისა და აღსრულების
პროცედურებში ჩართული სუბიექტები: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს,
სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს”, საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტროს და სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს” წარმომადგენლები. ჯამში გადამზადდა
სახელმწიფო უწყების 56 თანამშრომელი.
ყოველივე ზემოაღნიშნული პასუხობს განსახილველ საქმეებთან დაკავშირებით 2019
წლის ანგარიშზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
53
ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/document/view/5028981?publication=0
73
კომიტეტის რეკომენდაციას ცნობიერების ასამაღლებელი პრაქტიკული ხასიათის
შეხვედრების გამართვასთან დაკავშირებით.
მნიშვნელოვანია, ასევე, რომ „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო
ასპექტების შესახებ” ჰააგის 1980 წლის კონვენციის საფუძველზე სხვა ქვეყნებთან
თანამშრომლობის დაწყების მიზნით, 2020 წელს საქართველომ განახორციელა
ალბანეთის რესპუბლიკის, ანდორის სამთავროს, სომხეთის რესპუბლიკის, მოლდოვის
რესპუბლიკის, ყაზახეთის რესპუბლიკის, კორეის რესპუბლიკის, მონტენეგროს,
მაროკოს სამეფოს, ფილიპინების რესპუბლიკის, სინგაპურის რესპუბლიკის და
უზბეკეთის რესპუბლიკის კონვენციასთან მიერთების აღიარება.
ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ ბავშვის კეთილდღეობისა და დაცვის
უზრუნველსაყოფად ქვეყანაში ტარდება არაერთი მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული
და საკანონმდებლო რეფორმა, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და
საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.
ეროვნულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული საქმეები
ქართველიშვილის ჯგუფის საქმეები
ქართველიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №17716/08, 2018 წლის 7
ივნისის გადაწყვეტილება
18.
აღნიშნულ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ მომჩივან გიორგი ქართველიშვილის
მიმართ დაადგინა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი
განხილვის უფლება) 1-ლი და მე-3 (d) პუნქტების დარღვევა.
კერძოდ, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2007 წელს მსჯავრდებულ
გიორგი ქართველიშვილის თანამესაკნეების, როგორც დაცვის მხარის მოწმეების,
დაკითხვაზე უარის თქმით ქართულმა სასამართლოებმა მის მიმართ დაარღვიეს საქმის
სამართლიანი განხილვის უფლება; დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვაზე უარმა
სასამართლო პროცესი გახადა უსამართლო, რამაც გამოიწვია კონვენციის მე-6 მუხლის
1-ლი და მე-3 (d) პუნქტების დარღვევა.
მომჩივანი, რომელიც პატიმრობაში იმყოფებოდა, სასჯელის მოხდის პერიოდში, 2007
წლის 3 ოქტომბერს გაასამართლეს აკრძალული ნივთის („დასაკეცი დანის“) ფლობის
გამოც. ქართველიშვილს მიუსაჯეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სწორედ
აღნიშნული საქმის განხილვის ფარგლებში მოითხოვა გიორგი ქართველიშვილმა
ეროვნული სასამართლოების წინაშე მისი თანამესაკნეების მოწმის სახით დაკითხვა,
რაზეც ეთქვა უარი.
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა მომჩივნის
სასარგებლოდ 2 500 ევროს გადახდა მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, ხოლო
ხარჯების ანაზღაურების მიზნით 300 ევროს გადახდა.
74
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
სასამართლოს მიერ მომჩივნისათვის მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების
თანხა (2 800 ევრო) მთავრობამ გადაიხადა დადგენილ ვადაში, კერძოდ, 2018 წლის 1-ლ
ნოემბერს.
საქმის გადასინჯვა
რაც შეეხება სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის გადასინჯვას,
მომჩივნის წარმომადგენელმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით
მიმართა 2019 წლის 15 აპრილს, საქმის გადასინჯვის მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ განაჩენი გამოტანილ იქნა 2020 წლის 16
ივლისს, რომლის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში
შესული განაჩენის გაუქმების შესახებ ადვოკატის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
და უცვლელი დარჩა უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 10 თებერვლის განჩინება.
კერძოდ, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული და შეჯერებული მტკიცებულებების
შეფასების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მომჩივნის მიერ
ნამდვილად ჰქონდა ადგილი სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით
გათვალისწინებული
დანაშაულის
(სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში,
დროებითი ყოფნის იზოლატორსა და ჰაუპტვახტში მოთავსებული პირის მიერ
აკრძალული საგნის შენახვა, ტარება, ამ საგნით სარგებლობა) ჩადენას და იმის
გათვალისწინებით, რომ მომჩივანს უკვე მოხდილი აქვს სასჯელი, სასამართლომ არ
დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა მისი მსჯავრდების გაუქმებისა და
გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შესახებ, შესაბამისად უცვლელი დატოვა
უზენაესი სასამართლოს 2008 წლის განჩინება.
ზემოაღნიშნული საქმე 2020 წლის 15 ოქტომბერს გაიგზავნა უზენაეს სასამართლოში,
რომლის სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გადაწყვეტილება მიღებული
ჯერ არ არის.
ბრეგვაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №49284/09, 2019 წლის 17 იანვრის
გადაწყვეტილება
19.
მოცემულ საქმეში მომჩივანი აცხადებდა, რომ 2007-2009 წლებში საგამოძიებო და
სასამართლო ორგანოებმა უარი განაცხადეს დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვაზე,
რომლებსაც შეეძლოთ მისი უდანაშაულობის დადასტურება.
საქმეზე ევროპულმა სასამართლომ საქმის სამართლიანი განხილვის უფლების
(კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის (d) ქვეპუნქტი)
დარღვევა დაადგინა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა თანასწორობის პრინციპის
შესაბამისად, მომჩივანს უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, შიდა სასამართლოების წინაშე
წარედგინა მტკიცებულება (მოწმეთა დაკითხვის სახით), რასაც მისი უდანაშაულობის
დამტკიცება შეეძლო, თუმცა, ეროვნულმა სასამართლოებმა მათი უარით, მომჩივანი
75
არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენეს, რამაც,
კონვენციის მუხლების დარღვევა.
საბოლოო ჯამში, გამოიწვია
ინდივიდუალური ღონისძიება
სამართლიანი დაკმაყოფილება
საქმეზე სასამართლომ მომჩივანს კომპენსაცია არ მიაკუთვნა და მიუთითა, რომ
დარღვევის დადგენა თავისთავად უკვე წარმოადგენს მომჩივნისთვის მიყენებული
მორალური ზიანის საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას.
საქმის გადასინჯვა
როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოდან მიღებული ცნობებით დგინდება,
სასამართლოს საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში გიორგი ბრეგვაძის სახელზე
ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე
შუამდგომლობა არ მოიპოვება.
ქარცივაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №30680/09, 2019 წლის 12
დეკემბრის გადაწყვეტილება
20.
მოცემულ საქმეში მომჩივანი ჩიოდა, რომ მას არ მიეცა შესაძლებლობა მოწმის სახით
დაეკითხა მსხვერპლი და მთავარი მოწმე იმ დანაშაულებისა (მკვლელობა და
მკვლელობის მცდელობა), რომლებიც ბრალად ედებოდა მომჩივანს. ასევე, უთითებდა,
რომ არასაკმარისი ძალისხმევა იქნა გაწეული აღნიშნული მოწმის გამოსაძახებლად და
ნებისმიერი საშუალებებით მისი ჩვენების მოსაპოვებლად.
ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ თითქმის არანაირი მცდელობა არ ყოფილა
იმისა, რომ უზრუნველყოფილიყო საქმეზე პირდაპირი მოწმის სასამართლოს წინაშე
წარდგენა და არანაირი პროცედურული ზომები არ გატარებულა იმისთვის, რომ
დაბალანსებულიყო მომჩივნის შეუძლებლობა, რათა დაეკითხა მისი ერთადერთი
პირდაპირი მოწმე სასამართლოში. უფრო მეტიც, არც ერთი ინსტანციის სასამართლოს
არ გამოუკვლევია სათანადოდ მოწმის ჩვენება. სასამართლომ დაასკვნა,
მომჩივნისთვის ამ შესაძლებლობის არქონამ, უსამართლო გახადა პროცესი, რამაც,
გამოიწვია კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (d) პუნქტების დარღვევა.
ინდივიდუალური ღონისძიება
სამართლიანი დაკმაყოფილება
მომჩივანს არ დაუყენებია სასამართლოს წინაშე სამართლიანი დაკმაყოფილების
მოთხოვნა, შესაბამისად, სასამართლომ არ ჩათვალა საჭიროდ მისთვის თანხის
მინიჭება ამ მიზნებისათვის.
საქმის გადასინჯვა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ
თამაზ ქარცივაძემ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის
თაობაზე შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რაც ამ ეტაპზე, განხილვის
პროცესშია.
76
ჭოხონელიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №31536/07, 2018 წლის 28
ივნისის გადაწყვეტილება
21.
აღნიშნულ საქმეზე მომჩივანი, ელდარ ჭოხონელიძე, 2005 წლის დეკემბერში ქრთამის
აღების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი დაედო სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის
„ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რის საფუძველზეც 2006
წლის ივლისში სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების
აღკვეთა.
მომჩივანი კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე დაყრდნობით დავობდა, რომ
მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი იყო უსამართლო, რადგან, ერთი მხრივ, ის
დასტურდებოდა
პოლიციის
მიერ
პროვოკაციის
გზით
მოპოვებული
მტკიცებულებებით, და მეორე, ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადოდ არ
განიხილეს პროვოკაციასთან დაკავშირებით მომჩივნის შუამდგომლობა. მომჩივანი
აცხადებდა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ უზრუნველყვეს მნიშვნელოვანი
მოწმის დაკითხვა.
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის მიმართ განხორციელებული
ფარული მოქმედების მომწესრიგებელი სათანადო სამართლებრივი ჩარჩოს
არარსებობის, ფარული აგენტის (აგენტ-პროვოკატორის) მხრიდან პასიურობის
პრინციპის არასათანადოდ განხორციელების, პროკურატურის მიერ მათზე
დაკისრებული მტკიცების ტვირთის არასათანადო შესრულების, პროვოკაციის შესახებ
მომჩივნის კარგად დასაბუთებული პრეტენზიების სასამართლოს მიერ არასაკმარისად
განხილვისა და მნიშვნელოვანი მოწმის არდაკითხვის გამო, მომჩივნის მიმართ
სასამართლო პროცესი იყო უსამართლო, რამაც გამოიწვია კონვენციის მე-6 მუხლის
პირველი პუნქტის დარღვევა.
ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა მომჩივნის
სასარგებლოდ 2 500 ევროს გადახდა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
სასამართლოს მიერ მომჩივნისათვის მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების
თანხა (2 500 ევრო) მთავრობამ გადაიხადა დადგენილ ვადაში, კერძოდ, 2018 წლის 26
ნოემბერს.
საქმის გადასინჯვა
რაც შეეხება საქმის გადასინჯვას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ
მოწოდებული
ინფორმაციით,
მომჩივანს
არ
მიუმართავს
ეროვნული
სასამართლოებისთვის საქმის გადასინჯვის მოთხოვნით.
როსტომაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №13185/07, 2018 წლის 8
ნოემბრის გადაწყვეტილება
22.
საქმე ეხება მომჩივნის პრეტენზიას, რომ შიდა სასამართლოებმა ვერ წარმოადგინეს
თავიანთი გადაწყვეტილების საფუძვლები სისხლის სამართლის დანაშაულში მისი
77
მსჯავრდებულად ცნობის თაობაზე. საქმის გარემოებების მიხედვით, 2006 წლის მაისში
მომჩივანი დამნაშავედ იქნა ცნობილი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი
მკვლელობისთვის. მისი მსჯავრდება ძირითადად ემყარებოდა დაზარალებულის
მამის ჩვენებას, რომელიც ამბობდა, რომ მკვლელობის მოწმე იყო.
2006 წლის სექტემბერში ზემოაღნიშნული განაჩენი უზენაესმა სასამართლომ
უცვლელად დატოვა და უპასუხოდ დარჩა მომჩივნის შემდეგი არგუმენტები: არ
არსებობდა სასამართლო მტკიცებულება, რომელიც მომჩივანს დანაშაულთან
დააკავშირებდა და დაზარალებულის მამა, რომელიც მას ადანაშაულებდა, შესაძლოა
საერთოდ არ ყოფილა დანაშაულის ადგილას.
ევროპულმა სასამართლომ საქმეზე დაადგინა, რომ შიდა სასამართლოებმა სისხლის
სამართლის საქმის გადაწყვეტისას ვერ შეასრულეს საქმის სამართლიანი მოსმენის
ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა, კერძოდ, ვერ დაასაბუთეს თავიანთი
გადაწყვეტილებები. აქედან გამომდინარე, დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი
პუნქტი.
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა მომჩივნის
სასარგებლოდ 3 600 ევროს გადახდა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით.
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
მთავრობის მიერ მომჩივანს გადაწყვეტილებით დადგენილი თანხა 3 600 ევრო
გადაერიცხა დადგენილ ვადაში - 2019 წლის 15 მარტს.
საქმის გადასინჯვა
რაც შეეხება სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის გადასინჯვას,
როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით
ირკვევა, მომჩივნის წარმომადგენელმა სასამართლოს შუამდგომლობით 2019 წლის 17
აპრილს მიმართა საქმის გადასინჯვის მოთხოვნით. სასამართლოს მიერ განაჩენის
კანონიერების, დასაბუთებულობის საკითხისა და მტკიცებულებების შეფასებების,
ასევე მთავარი ჩვენების დეტალური გაანალიზების შედეგად, სააპელაციო პალატა
მივიდა დასკვნამდე, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა კოლეგიაში საქმის განხილვისას არ ყოფილა წარმოდგენილი საკმარისი
მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ პაატა როსტომაშვილის მიერ
დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას, მაშინ, როდესაც გამამტყუნებელი განაჩენით
პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ
მტკიცებულებათა ერთობლიობა.
შესაბამისად, 2020 წლის 4 მარტის განაჩენით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ
დაადგინა, რომ ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე ცვლილება უნდა შევიდეს
თბილისის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 8 მაისის გამამტყუნებელ განაჩენში და
უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 21 სექტემბრის განჩინებაში და დადგეს
გამამართლებელი განაჩენი. მომჩივანი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა
მის მიმართ სსკ-ის 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით არსებულ მსჯავრდებაში. გარდა
78
ამისა, ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებებიდან ამოირიცხა მითითება
პაატა როსტომაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ხოლო სხვა ნაწილში
ზემოხსენებული გადაწყვეტილებები ძალაში დარჩა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის განაჩენით, სააპელაციო
სასამართლოს გადაწყვეტილება როსტომაშვილის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ
ძალაში დარჩა.54
კერესელიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №39718/09, 2019 წლის 28
მარტის გადაწყვეტილება
23.
მომჩივან ირაკლი კერესელიძეს სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს წინაშე 2009
წელს უზუსტობის აღმოფხვრის პროცედურის ჩატარებისას არ ჰქონდა შესაძლებლობა
მისი სასჯელების ათვლის თარიღის დაწყებასთან დაკავშირებით წარედგინა
წერილობითი ან ზეპირი არგუმენტები. აღნიშნულმა ფაქტმა მომჩივნის მიმართ
სისხლის სამართალწარმოება უსამართლო გახადა. კერძოდ, მომჩივანი 2002 წლის
მარტში, მკვლელობისთვის 20-წლიანი სასჯელის მოხდის პერიოდში, გაქცევას
შეეცადა. 2006 წლის აპრილში მას ბრალი დაედო გაქცევის მცდელობისთვის.
შესაბამისად, მომჩივნისთვის შეფარდებულ სასჯელს დაემატა მკვლელობისთვის
შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და მთლიანობაში მომჩივანს შეეფარდა
13 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაიწყო 2002
წლის მარტიდან (მეორე დანაშაულის, გაქცევის მცდელობის, ჩადენის დღე).
შემდგომში, 2008 წელს, უზენაესმა სასამართლომ შეამცირა მკვლელობისთვის
შეფარდებული სასჯელი. კერძოდ, იგი უნდა გათავისუფლებულიყო 2010 წლის
სექტემბერში.
2009 წლის აპრილში, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, სააპელაციო
სასამართლომ სასჯელების ათვლის თარიღის თაობაზე დაზუსტება შეიტანა (ზეპირი
მოსმენისა და მომჩივნის მონაწილეობის გარეშე) და სასჯელის ათვლის თარიღად
განსაზღვრა 2006 წლის აპრილი - თარიღი, როდესაც მოხდა მეორე დანაშაულისთვის
სასჯელის შეფარდება. შესაბამისად, სასჯელის ვადა უნდა დასრულებულიყო 2013
წლის აპრილში. მომჩივნის მხრიდან აღნიშნულის გასაჩივრებას შედეგი არ მოჰყოლია.
მომჩივანი ციხიდან გათავისუფლდა 2013 წლის იანვარში.
საქმეზე სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის
დარღვევა.
მთავრობას მომჩივნის სასარგებლოდ დაეკისრა 1 500 ევროს გადახდა მორალური
ზიანის, ხოლო 2 370 ევრო - სასამართლო ხარჯების ანაზღაურების სახით.
54
უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ნოემბრის განაჩენი,
საქმე N 33აგ-20.
79
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
მთავრობის მიერ მომჩივანს გადაწყვეტილებით დადგენილი თანხა 3 870 ევრო
გადაერიცხა დადგენილ ვადაში - 2019 წლის 29 ივლისს.
საქმის გადასინჯვა
რაც შეეხება სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის გადასინჯვას,
როგორც საერთო სასამართლოებიდან მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა,
მომჩივანმა მიმართა სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობებით, რაც არ
დაკმაყოფილდა/დაუშვებლად
იქნა
ცნობილი
სააპელაციო
და
უზენაესი
სასამართლოების მიერ.
24.
ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №21447/11 და
№35839/11, 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება
საქმე ეხება სამ სისხლის სამართალწარმოებას, რომელიც განხორციელდა პირველი
მომჩივნის - ზურაბ ლობჟანიძის (რომელიც 2000-2003 წლებში იყო ორი კომპანიის - შპს
„მადნეულის“ და სს „კვარციტის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე) მიმართ და
რომელთაგან ერთ-ერთი ასევე უკავშირდებოდა მის სიდედრს - მეორე მომჩივან ფატი
ფერაძეს.
საქმის გარემოებების თანახმად, პირველი სისხლის სამართლის საქმე ეხება 2004 წელს
ზურაბ
ლობჟანიძის
მიმართ,
უფლებამოსილების
გადამეტების
ფაქტზე
სამართალწარმოების დაწყებას. 2017 წელს პირველი ინსტანციის სასამართლომ ზურაბ
ლობჟანიძე დამნაშავედ ცნო და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა
„ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე გათავისუფლდა სასჯელისაგან. აღნიშნულ
სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის
საფუძველზე, პირველი მომჩივანი დავობდა, რომ მაღალი თანამდებობის პირების მიერ
(საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი) დაირღვა მისი
უდანაშაულობის პრეზუმფცია. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი
მომჩივნის აღნიშნული პრეტენზია ევროპული სასამართლოს წინაშე წარდგენილ იქნა
შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც საჩივრის ეს ნაწილი მიუღებლად ცნო
კონვენციის 35-ე მუხლის საფუძველზე.
მეორე სამართალწარმოების ფარგლებში, 2010 წლის ივლისში ორივე მომჩივანი
დამნაშავედ იქნა ცნობილი (დოკუმენტის) გაყალბების გამო (სსკ-ის 210-ე მუხლი) და
თითოეულს მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. კერძოდ, ეროვნულმა
სასამართლოებმა დაადგინეს, რომ კონფისკაციის თავიდან აცილების მიზნით,
სიდედრის
მეშვეობით
2004
წელს
დამზადებული
ყალბი
ქონებრივი
უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის გამოყენებით, ზურაბ
ლობჟანიძემ მ.ყ.-ს ფიქტიურად მიჰყიდა მის საკუთრებაში არსებული სახლი. 2010
წლის ნოემბერში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა,
ხოლო 2011 წელს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო მომჩივანთა საკასაციო
საჩივარი. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე-7 მუხლის საფუძველზე,
80
მომჩივნები
დავობდნენ,
რომ
მათ
მიმართ
განხორციელებული
მეორე
სამართალწარმოების დროს სასამართლოს გადაწყვეტილებები არ იყო საკმარისად
დასაბუთებული
და
წინასწარ
განჭვრეტადი.
ევროპული
სასამართლოს
გადაწყვეტილების
თანახმად,
ეროვნული
სასამართლოს
გადაწყვეტილების
დასაბუთებასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი
პუნქტის დარღვევას არცერთ მომჩივანთან მიმართებით. აგრეთვე, დადგინდა, რომ არ
არსებობს კონვენციის მე-7 მუხლის საფუძველზე საჩივრის განხილვის საჭიროება.
რაც შეეხება მესამე საქმეს, ზურაბ ლობჟანიძის მიმართ სამართალწარმოება დაიწყო მის
მიერ სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით, სასამართლოს
საქმიანობაში უხეში ჩარევის გამო (ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია
მოსამართლესთან). ზურაბ ლობჟანიძეს (რომელიც იმ დროისთვის იმყოფებოდა
შვეიცარიაში) სახელმწიფომ დაუნიშნა ადვოკატი, იმ მიზეზით, რომ იგი თავს
არიდებდა მართლმსაჯულებას და საქართველოში არ ჰყავდა ნათესავები, რომლებიც
მას უზრუნველყოფდნენ ადვოკატის მომსახურებით. 2010 წლის 30 სექტემბერს
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ მომჩივანი დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ
და 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც ზემდგომ ინსტანციაში
სახაზინო ადვოკატმა არ გაასაჩივრა. მოგვიანებით პირველი მომჩივნის მიერ
შერჩეულმა ადვოკატმა ითხოვა გასაჩივრების ვადის აღდგენა, რაც არ იქნა
დაკმაყოფილებული. ამდენად, მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3(c) პუნქტებისა და მე-7 ოქმის
მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, ევროპული სასამართლოს წინაშე ზურაბ
ლობჟანიძე დავობდა, რომ მესამე სამართალწარმოების ფარგლებში, მას არ ჰქონდა
შესაძლებლობა თავად აერჩია ადვოკატი, რის გამოც შემდგომში ვერ შეძლო მისი
განაჩენის გასაჩივრება.
სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, მომჩივნისთვის სახელმწიფო ადვოკატის
დანიშვნის პროცედურამ (ისე რომ სახელმწიფო ადვოკატს კონტაქტი საერთოდ არ
დაუმყარებია მომჩივანთან) და ეროვნული სასამართლოების მიერ ერთთვიანი ვადის
გასვლის შემდეგ საჩივრის განხილვაზე უარმა გამოიწვია მომჩივნის საქმის
სამართლიანი განხილვის გარანტიების დარღვევა, ვინაიდან მას არ მიეცა
შესაძლებლობა გაესაჩივრებინა მისი მსჯავრდება. შესაბამისად, დადგინდა, რომ
ადგილი ჰქონდა მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (c) პუნქტების დარღვევას პირველი
მომჩივნის მიმართ მესამე სამართალწარმოებასთან დაკავშირებით და სახელმწიფოს
მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3,600 ევროს გადახდა დაეკისრა.
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
პირველი მომჩივნის მიერ არ იქნა სამართლიანი დაკმაყოფილების გადახდისათვის
საჭირო რეკვიზიტები წარმოდგენილი სასამართლოს მიერ დადგენილ სამთვიან
ვადაში. შესაბამისად, მთავრობა აღნიშნული მომჩივნისთვის კომპენსაციის თანხის
(3,600 ევრო) გადახდას უზრუნველყოფს შესაბამისი რეკვიზიტების წარმოდგენის
შემდგომ.
81
საქმის გადასინჯვა
რაც შეეხება საქმის გადასინჯვას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ
მოწოდებული
ინფორმაციით,
მომჩივნებს
არ
მიუმართავთ
ეროვნული
სასამართლოებისთვის საქმის გადასინჯვის მოთხოვნით.
სვანიძე საქართველოს წინააღმდეგ საჩივარი №37809/08, 2019 წლის 25 ივლისის
გადაწყვეტილება
25.
საქმე ეხება 2005 წელს მცხეთის საავადმყოფოში პაციენტის გარდაცვალების შემდეგ
მომჩივან თინა სვანიძის მსჯავრდებას სამედიცინო დაუდევრობასთან დაკავშირებული
დანაშაულისთვის.
მომჩივანი ასაჩივრებდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს, რომ სათადარიგო
მოსამართლის ჩართულობამ საქმის განხილვა უკანონო გახადა და სათადარიგო
მოსამართლემ მას მსჯავრი დასდო ზეპირ განხილვაში ექსპერტისა და მოწმის
მონაწილეობის გარეშე. მომჩივანი, ასევე, ასაჩივრებდა, რომ მის მსჯავრდებას აკლდა
საკმარისი დასაბუთება, ვინაიდან მისი არგუმენტი, რომ არ შეეძლო ოპერაციის დაწყება
ანესთეზიოლოგის გარეშე, დარჩა უპასუხოდ.
საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი
პუნქტის დარღვევა უშუალობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით. კერძოდ,
სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივნის საქმის სამართლიანი განხილვის უფლება
დაირღვა, ვინაიდან პირველი ინსტანციის მოსამართლე, რომელმაც მომჩივანს მსჯავრი
დასდო, მოქმედებდა უშუალობის პრინციპის დარღვევით (მოსამართლე, რომელმაც
შეცვალა თავდაპირველი მოსამართლე, არ მონაწილეობდა მტკიცებულებათა ზეპირ
გამოკვლევაში და მან მომჩივანს მსჯავრი დასდო მხოლოდ სასამართლოს
ტრანსკრიპტის საფუძველზე) და შესაბამისი ღონისძიებებით არ მომხდარა ამ ხარვეზის
კომპენსირება.
ევროპულმა სასამართლომ მომჩივნისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად
სახელმწიფოს 3 500 ევროს გადახდა დააკისრა.
ინდივიდუალური ღონისძიება
სამართლიანი დაკმაყოფილება
სასამართლოს მიერ მომჩივნისთვის მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების
თანხა (3 500 ევრო) მთავრობამ გადაიხადა დადგენილ ვადაში, კერძოდ, 2019 წლის 22
ნოემბერს.
საქმის გადასინჯვა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით,55 მომჩივნის
- თინა სვანიძის სახელზე არ ფიქსირდება შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ
გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
55
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 თებერვლის წერილი, N1/1193.
82
ანთია და ხუფენია საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი № 7523/10, 2020 წლის 18
ივნისის გადაწყვეტილება
26.
საქმის გარემოებების თანახმად, მომჩივნებს - მარინა ანთიასა და ნანა ხუფენიას,
რომლებიც მუშაობდნენ სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდის
ზუგდიდის ფილიალში (“ფონდი“), 2006 წლის ოქტომბერში ბრალი დაედოთ
სამსახურებრივ გულგრილობაში (სსკ-ის 342-ე მუხლი). წარდგენილი ბრალდება
უკავშირდებოდა 1995-2004 წლებში მათ საქმიანობას ინსპექტორის პოზიციაზე, რამაც
სავარაუდოდ გამოიწვია რამდენიმე დასაქმებული პირის მიერ ფონდიდან
არაკანონიერად პენსიის მიღება.
მიმდინარე სისხლისსამართლებრივი საქმის გამო, 2006 წლის 26 ოქტომბერს შეწყდა
მომჩივნების შრომითი ხელშეკრულებები.
2008 წლის 3 ივლისს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მომჩივნები დამნაშავედ
ცნო სამსახურეობრივ გულგრილობაში და თითოეულს განუსაზღვრა არასაპატიმრო
სასჯელი - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს წინაშე მომჩივნები, სხვებს შორის, დავობდნენ, რომ მათი
მსჯავრდება არ შეიძლებოდა ყოფილიყო განჭვრეტადი, ვინაიდან ფონდის
თანამშრომლები სსკ-ის 342-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის პირთა წრეში,
მხოლოდ 2006 წელს განხორციელებული ცვლილებების შემდეგ მოექცნენ. უფრო
მეტიც, სამსახურებრივი გულგრილობის მიმართ გამოიყენებოდა 2-წლიანი
ხანდაზმულობის ვადა, რაც მოცემულ შემთვევაში გავიდა 2006 წლის ოქტომბერში. 2008
წლის ნოემბერში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივანთა
მოთხოვნები და სრულად დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს
გადაწყვეტილება.
უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 28 მაისის განჩინებით ცვლილებები შევიდა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში და მომჩივნები გათავისუფლდნენ
342-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელისგან, მათ მიერ ჩადენილი ქმედებისთვის
სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის (2 წელი) გასვლის გამო.
აღნიშნულის შემდეგ მომჩივნება ფონდის სამართალმემკვიდრე სოციალური
მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს ზუგდიდის რაიონულ
სასამართლოში და მოითხოვოს შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის შედეგად
მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს
გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა მომჩივნების სარჩელი, რადგან მიჩნეულ იქნა,
რომ ხელშეკრულებების შეწყვეტას სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა. აღნიშნული
გადაწყვეტილება ძალაში დარჩა სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მიერ.
ევროპული სასამართლოს თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს
2009 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით მომჩივნები გათავისუფლდნენ სასჯელისაგან,
კომპენსაციასთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შემდგომი
სამართალწარმოების დროს, ეროვნული სასამართლოები, მათ შორის უზენაესი
სასამართლო, მომჩივნებს განიხილავდა, როგორც წინა სამართალწარმოებისას
გასამართლებულ პირებს. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ, მიიჩნია, რომ
83
ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას. ევროპულმა სასამართლომ
აგრეთვე, განმარტა, რომ დარღვევის დადგენა უკვე წარმოადგენს სამართლიან
დაკმაყოფილებას და მომჩივნებს მორალური ზიანისთვის კომპენსაცია არ მიანიჭა.
ინდივიდუალური ღონისძიებები
საქმის გადასინჯვა
რაც შეეხება სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის გადასინჯვას,
როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2021 წლის 23 თებერვალს
მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, მომჩივნებმა - მარინა ანთიამ და ნანა ხუფენიამ
სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს. საქმეზე ქუთაისის სააპელაციო
სასამართლოს
სისხლის
სამართლის
საქმეთა
პალატაში
მიმდინარეობს
სამართალწარმოება.
ზოგადი ღონისძიებები ზემოთ მითითებულ საქმეებზე
ზემოხსენებულ საქმეებში ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ დარღვევებთან
მიმართებით, რაც უკავშირდება საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას, როგორც
2019 წლის ანგარიშში იყო მომოხილული, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს
ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა კვლევა - „საქართველოში ადამიანის
უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და
სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“,
რომელშიც, სხვებს შორის, მიმოხილული იქნა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის
საკითხი და გამოიკვეთა, რომ შიდა სასამართლოების მიდგომა ბოლო წლებში მიზნად
ისახავს შეჯიბრებითი სასამართლო განხილვებისა და მხარეთა თანასწორობის
პრინციპების დაცვას. ხსენებულმა კვლევამ ნათლად აჩვენა განაჩენის დასაბუთების
კუთხით არსებული მნიშნელოვანი პროგრესი.56
შეჯიბრებითობის პრინციპის ჭრილში აღსანიშნავია ეროვნული სასამართლოების
შეფასება, რომლებიც მიიჩნევენ, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი სამართლიანი
სასამართლოს უფლების უმნიშვნელოვანესი ასპექტია. თბილისის საქალაქო
სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში57 აღნიშნა, რომ სამართლიანი
სასამართლოს
ფუნდამენტური
ასპექტია
სისხლის სამართლის
პროცესში
შეჯიბრებითობის პრინციპის დაცულობა და ბრალდებისა და დაცვის მხარეების
თანასწორობა. შეჯიბრებითობის პრინციპი სისხლის სამართლის საქმეში გულისხმობს
იმას, რომ ორივე, ბრალდებისა და დაცვის მხარეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა
იცნობდეს მეორე მხარის პოზიციას და მტკიცებულებებს და ჰქონდეს მათზე
შეპასუხების საშუალება. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი მოითხოვს, რომ
56
ნანა მჭედლიძე, საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენციის გამოყენების სტანდარტები, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტი
„საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული
კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“,
თბილისი, 2017 წლის იანვარი, ხელმისაწვდომია: https://rm.coe.int/168070a54c
57
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2015 წლის 5 ივნისის
გადაწყვეტილება საქმეზე N 1/1373-15.
84
ბრალდების მხრიდან გამჟღავნებულ იქნას დაცვის მხარისთვის მის ხელთ არსებული
ბრალდებულის მამხილებელი ყველა მატერიალური მტკიცებულება.58 შესაბამისად,
სასამართლოს მიდგომა სწორედ მიმართულია იმისკენ, რომ აღმოფხვრილ იქნას
შეჯიბრებითობის პრინციპის პრობლემა და შენარჩუნებულ იქნეს მხარეებს შორის
თანასწორობა.
მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე, აღსანიშნავია თბილისის სააპელაციო
სასამართლოს გადაწყვეტილება,59 რომელიც თვალსაჩინოს ხდის იმ ფაქტს, რომ
ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებები შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.
ხსენებული სასამართლოს თანახმად, მოსამართლე არ არის შეზღუდული, და უფრო
მეტიც, თავისუფალი სასამართლოს პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულიც არის,
სრულყოფილად შეამოწმოს მხარეთა მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება და ისე
მიიღოს გადაწყვეტილება მათი დასაშვებად თუ დაუშვებლად ცნობის შესახებ,
მიუხედავად იმისა, მეორე მხარე ხდის თუ არა რომელიმე მტკიცებულებას სადავოდ.
ეს მიდგომა გვაჩვენებს, რომ ეროვნული სასამართლოების დასაბუთება შეესაბამება
ევროპულ სტანდარტებს.
მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით დადებითი
ტენდენცია აჩვენა ასევე, იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით კონსორციუმების „IPSOS
France“, „Amicus Curiae“, პროფესორ იან ვან დაიკისა და საქართველოს
საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“
მიერ ჩატარებულმა კვლევებმა, რომელთა შედეგები მიმოხიულია 2019 წლის ანგარიშში
და რომლის თანახმად, საქართველოში მოსახლეობის 51% აფასებს მართლმსაჯულების
სისტემას დამოუკიდებლობის თვალსაზრისით როგორც ძალიან ან მეტწილად კარგს. ეს
მაჩვენებელი ახლოსაა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან, რაც 52%-ია.
სასამართლოს მოსარგებლეთა შორის სასამართლოსადმი ნდობის ხარისხი უფრო
მაღალია და ის 55%-ს შეადგენს. ასევე, რესპონდენტთა 51% საქართველოს სასამართლო
სისტემას მოსამართლეებისა და სასამართლოების დამოუკიდებლობის თვალსაზრისით
კარგად აფასებს; მოსახლეობის 52% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში
სასამართლო არის სანდო. სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომლებიც 2013 წლის
შემდეგ გატარდა, 52%-ის აზრით, ხელი შეუწყო სერვისების გაუმჯობესებას და 49%-ის
აზრით, სასამართლო გახადა უფრო ღია და გამჭვირვალე.60
გარდა ამისა, სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის მხრივ პროგრესი
და დადებითი შეფასებები დაადასტურა უზენაეს სასამართლოში 2020 წლის იანვარში
ჩატარებულმა სასამართლოს მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევამ, რომლის
ანალიზის შედეგად გამოიკვეთა სასამართლოს მომხმარებელთა დადებითი განწყობის
58
ნანა მჭედლიძე, საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენციის გამოყენების სტანდარტები, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტი
„საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული
კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“,
თბილისი, 2017 წლის იანვარი, გვ. 126, ხელმისაწვდომია: https://rm.coe.int/168070a54c
59
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე 1გ/730-16, გვ.
3, ხელმისაწვდომია http://library.court.ge/judgements/68312016-10-27.pdf
60
ხელმისაწვდომია: https://www.justice.gov.ge/News/Detail?newsId=7860&newsId=7860
85
ზრდა ყველა მიმართულებით. კერძოდ, შედეგების თანახმად, სასამართლოს ენდობა
გამოკითხულ რესპონდენტთა 56%, აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემი გაიზარდა 22%-ით
2019 წელთან შედარებით (2019 წლის ივლისში სასამართლოს ენდობოდა
გამოკითხულთა 34%). საგრძნობლად გაიზარდა ასევე იმ გამოკითხულთა რაოდენობა,
რომლებიც მიიჩნევენ, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი და 2020 წლის იანვარში
ამ მაჩვენებელმა შეადგინა 46% (2019 წელთან შედარებით გაზრდილია 23%-ით). 2020
წლის იანვარში გამოკითხულ პირთა 57%-მა აღნიშნა, რომ კმაყოფილია სასამართლოს
მომსახურებით, 51% კი მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები სათანადოდ
არის დასაბუთებული და მკაფიო და გასაგებია (გაიზარდა 21%-ით).61
აგრეთვე, იმის გათვალისწინებით, რომ 2010-2011 წლებში გამამართლებელი
განაჩენების რაოდენობა იყო საკმაოდ დაბალი (გამართლებული 64 პირი, ნაწილობრივ
გამართლებული 81 პირი),62 აღნიშნული მონაცემები უკანასკნელ წლებში მკვეთრად
გაუმჯობესებულია: 2017 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ
განხილული საქმეებიდან გამართლებულია - 235 პირი, 2018 წელს, გამართლდა 477
პირი, ხოლო 2019 წელს - 633 პირი. მსგავსი მზარდი ტენდენცია შეინიშნება ნაწილობრივ
გამართლებული პირების მიმართაც: 2017 წელს ნაწილობრივ გამართლდა 126 პირი,
2018 წელს - 192 პირი, ხოლო 2019 წელს - 268 პირი.63 დღეისათვის კი სისხლის
სამართლის საქმეთა განხილვის 2020 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, პირველი
ინსტანციის სასამართლოების მიერ განხილული საქმეებიდან გამართლებულია 434
პირი, ხოლო ნაწილობრივ გამართლებულია 204 პირი.64
ასევე, აღსანიშნავია, პროფესიული განვითარების მიზნით, იუსტიციის უმაღლესი
სკოლის მიერ შეთავაზებული პროფესიული ტრენინგების პროგრამა მოქმედი
მოსამართლეებისათვის, რომელიც ითვალისწინებს როგორც უშუალოდ იუსტიციის
უმაღლესი სკოლის საკუთარი რესურსით, ისე უცხოურ და საერთაშორისო
ორგანიზაცებთან თანამშრომლობით შემუშავებულ საგანმანათლებლო აქტივობებს,
სხვებს შორის, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის შესახებ. ხსენებული სასწავლო
პროგრამის შედგენისას იუსტიციის უმაღლესი სკოლა იყენებს კომპლექსურ მეთოდს,
რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა სასამართლოს
საჭიროებების ანალიზი; ზემდგომი ინსტანციების სასამართლოების რეკომენდაციები;
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციები; ევროპული სასამართლოს
პრეცედენტების ანალიზი; სკოლის მასწავლებელთა საბჭოს რეკომენდაციები;
საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების ანალიზი; უცხოური და
საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები; განვითარებულ სახელმწიფოებში
მოსამართლეთა სწავლების სფეროში არსებული სიახლეები და მიმართულებები.
სასწავლო ღონისძიებები იმართება სხვადასხვა ფორმატში და საკანონმდებლო
ცვლილებებისა თუ სასამართლოების საჭიროებების საფუძველზე, რეგულარულად
61
ხელმისაწვდომია: http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/shedarebiti-analizi-2019-2020.pdf
ხელმისაწვდომია: http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/3-sisxli11.pdf
63
ხელმისაწვდომია: http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/2017w-statistic-3.pdf;
http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/2019w-statistic-3.pdf
64
ხელმისაწვდომია: http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/2020w-statistic-3.pdf
62
86
ხორციელდება მოსამართლეთა პროფესიული ტრენინგების პროგრამის განახლება და
მოდიფიცირება.65
აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა უზრუნველყოფს საგამოძიებო
ორგანოს თანამშრომლების, პროკურორების, გამომძიებლების, სტაჟიორების
კვალიფიკაციის ასამაღლებელ ღონისძიებებს. ხსენებული პირები მუდმივად გადიან
ტრენინგებს, რომელიც ფარავს სხვადასხვა საკითხს, მათ შორის სამართლიანი
სასამართლოს სტანდარტების თემას. მაგალითისთვის, 2020 წლის განმავლობაში
სამართლიანი სასამართლოს სტანდარტების თემაზე ჩატარდა 3 დისტანციური
ტრენინგი, რომლის ფარგლებში გადამზადდა 37 სტაჟიორი.66
ჭოხონელიძის საქმეზე ფარული აგენტის (აგენტ-პროვოკატორის) ჩართულობით
წარმართულ პროცესებთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ
დარღვევასთან მიმართებით, გასათვალისწინებელია საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ქებურია
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (2/2/1276),67 რომელიც ეხებოდა
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გადაუდებელი აუცილებლობისას
ჩატარებულ პირად ჩხრეკას.
საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ოპერატიულ
წყაროსა და ანონიმური პირის მიერ სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიწოდებულ
ინფორმაციას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სახელმწიფოს
კრიმინალთან ბრძოლაში და საზოგადოების მიერ სამართალდამცავი ორგანოებისადმი
მიწოდებული ინფორმაცია უზრუნველყოფს ისეთ დანაშაულთა სწრაფ გამოვლენას ან
პრევენციას, რომელიც ამ ინფორმაციის მიწოდების გარეშე ვერ მოხდებოდა.68
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დაცვის მხარეს თუ არ მიეცა
შესაძლებლობა უშუალოდ დაკითხოს მოწმე/ინფორმაციის მიმწოდებელი პირი,
ეჭვქვეშ დააყენოს ამ პირის სანდოობა და დამაჯერებლობა, რომლის ჩვენებასაც
სასამართლო ეყრდნობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის დროს, აშკარად ქმნის
იმის რისკს, რომ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა არაუტყუარი
მტკიცებულებების საფუძველზე მოხდეს.69
საბოლოოდ, ხსენებული გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა,
რომ კანონმდებლობითა და სადავო ნორმით ვერ ხერხდება არასანდო მტკიცებულების
გამოყენებით
პირის
მსჯავრდების
რისკების
დაზღვევა.
შესაბამისად,
65
ხელმისაწვდომია: https://www.hsoj.ge/geo/study_programs/Professional_Trainings_Of_Current_Judges
საქართველოს გენერალური პროკურორის ანგარიში, 2020, გვ.56,
ხელმისაწვდომია: https://pog.gov.ge/uploads/c7c23efb-generaluri-prokuraturis-saqmianobis-angarishi-2020compressed.pdf
67
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ“ ხელმისაწვდომია: https://www.constcourt.ge/ka/judicialacts?legal=10430&fbclid=IwAR2cw9i2ZBCEw1o4SV28rRGOBpfxt3vi-zZ6Fb6yzR7pvIVD5QD7i7Vs2kg
68
იქვე. §§45-47.
69
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ“ ხელმისაწვდომია: https://www.constcourt.ge/ka/judicialacts?legal=10430&fbclid=IwAR2cw9i2ZBCEw1o4SV28rRGOBpfxt3vi-zZ6Fb6yzR7pvIVD5QD7i7Vs2kg, §§90-91
66
87
არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად სცნო სადავო ნორმის ის ნორმატიული
შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას
სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას,
რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს („კონფიდენტი“, „ინფორმანტი“) ან
ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე
მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით.70
ნარკოტიკებთან დაკავშირებული საქმეები
კობიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №36416/06, 2019 წლის 14
მარტის გადაწყვეტილება
27.
საქმე ეხება არჩილ კობიაშვილის საჩივარს ნარკოტიკული დანაშაულებისთვის
მსჯავრდებასთან დაკავშირებით. იგი კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და
მე-13 მუხლის საფუძველზე ასაჩივრებდა გადაუდებელი აუცილებლობისას,
მოსამართლის განჩინების არარსებობის პირობებში შსს-ს თანამშრომლების მიერ
ჩატარებულ ჩხრეკას, რა დროსაც, მას ნარკოტიკი „ჩაუდეს“, რამაც საბოლოოდ მისი
მსჯავრდება უსამართლო გახადა.
ევროპულმა სასამართლომ საქმეზე დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი
პუნქტის დარღვევა. კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივნის წინააღმდეგ
ძირითადი მტკიცებულების მოპოვების მეთოდი, სანდოობასა და სიზუსტესთან
მიმართებით იწვევდა ეჭვს. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ მტკიცებულების
მნიშვნელობიდან გამომდინარე დაადგინა, რომ კუმულაციურად - მომჩივნის პირადი
ჩხრეკის დროს არსებულმა ხარვეზებმა, შეუსაბამო და წინააღმდეგობრივმა
მტკიცებულებებმა ჩხრეკის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, არაადეკვატურმა
სასამართლო შემოწმებამ სასამართლო პროცესამდე და მისი მიმდინარეობის დროს
(მათ შორის, სასამართლოების მიერ მომჩივნის განცხადებების სათანადოდ შემოწმების
შეუძლებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ ეკუთვნოდა ნარკოტიკები) და
სუსტმა მტკიცებულებებმა, მომჩივნის საქმის განხილვა მთლიანობაში უსამართლო
გახადა.
მთავრობას მომჩივნის სასარგებლოდ დაეკისრა 3 500 ევროს გადახდა მორალური
ზიანის ანაზღაურების სახით.
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
მთავრობის მიერ გადაწყვეტილებით მიკუთვნებული თანხა - 3 500 ევრო გადაერიცხა
დადგენილ ვადაში - 2019 წლის 7 აგვისტოს.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ“ ხელმისაწვდომია: https://www.constcourt.ge/ka/judicialacts?legal=10430&fbclid=IwAR2cw9i2ZBCEw1o4SV28rRGOBpfxt3vi-zZ6Fb6yzR7pvIVD5QD7i7Vs2kg
70
88
საქმის გადასინჯვა
რაც შეეხება სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის გადასინჯვას,
როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით
ირკვევა, მომჩივნის წარმომადგენელმა მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს
განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით. 2019 წლის 11 ოქტომბრის განაჩენის
მიხედვით, არც წინასწარი და არც სასამართლო გამოძიებისას არ ყოფილა მოპოვებული
უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ არჩილ კობიაშვილის მიერ
დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას; სათანადოდ არ მოხდა დაცვის მხარის
მტკიცებულებების შეფასება და განაჩენი აგებული იყო ეჭვებსა და ვარაუდებზე.
ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო
სასამართლომ მიიჩნია, რომ არჩილ კობიაშვილის ქმედება არ შეიცავდა სისხლის
სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების ნიშნებს, რის გამოც ის გამართლდა.
კერძოდ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 21 თებერვლის და
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 აპრილის განაჩენები და
არჩილ კობიაშვილი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ. აღნიშნულ საქმეზე საკასაციო
პალატამ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია და აღნიშნა, რომ
კობიაშვილის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა
მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურებული არ იყო, შესაბამისად, 2020 წლის 2
ნოემბერს უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11
ოქტომბრის განაჩენი.
მეგრელიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №30364/09, 2020 წლის 7
მაისის გადაწყვეტილება
28.
საქმე ეხება მერაბ მეგრელიშვილის საჩივარს, რომლითაც იგი ამტკიცებდა, რომ
სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანმშრომლებმა ნარკოტიკები მასთან
განზრახ განათავსეს („ჩაუდეს“). მომჩივნის მტკიცებით, მის მიმართ გამამტყუნებელი
განაჩენი ემყარებოდა გადაუდებელი აუცილებლობის არსებობის პირობებში,
მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად უკანონოდ
მოპოვებულ მტკიცებულებებს. იგი ასევე, დავობდა, რომ მასსა და მისი ოჯახის წევრებს
თვითნებურად ეთქვათ უარი ჩხრეკის დროს დამოუკიდებელი მოწმეების დასწრებაზე,
ეროვნულმა სასამართლოებმა კი, სათანადოდ არ განიხილეს დაცვის მხარის
არგუმენტები სადავო მტკიცებულებების თაობაზე.
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კუმულაციურად – ჩხრეკის დროს
არსებულმა პროცედურულმა ხარვეზებმა, დამოუკიდებელი მოწმეების არარსებობამ,
არაადეკვატურმა სასამართლო შემოწმებამ, საქმეში არსებულმა სხვა სუსტმა
დამადასტურებელმა მტკიცებულებებმა მთლიანობაში დაარღვია მომჩივნის სისხლის
სამართლის საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, რადგან ჩხრეკა ჩატარდა
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, „გადაუდებელი აუცილებლობის“ მოტივით
სოდ-ის თანამშრომლების მიერ, სასამართლოს წინასწარი თანხმობის გარეშე,
სასამართლო განხილვის ეტაპზე კი, ეს საეჭვო გარემოებები არ აღმოფხვრილა.
შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას.
89
მთავრობას მომჩივნის სასარგებლოდ დაეკისრა 3 000 ევროს გადახდა მორალური
ზიანის ანაზღაურების სახით.
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
მთავრობის მიერ მომჩივანს გადაწყვეტილებით მიკუთვნებული თანხა 3 000 ევრო
გადაერიცხა დადგენილ ვადაში - 2020 წლის 3 ივნისს.
საქმის გადასინჯვა
რაც შეეხება სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის გადასინჯვას,
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანიდან დღემდე მომჩივანს არ
მიუმართავს სასამართლოსთვის საქმის გადასინჯვის მოთხოვნით.
ბაქრაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი № 21074/09, 2020 წლის 10 დეკემბრის
გადაწყვეტილება
29.
მომჩივან ლავრენტი ბაქრაძის დავა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3
პუნქტების საფუძველზე შეეხებოდა 2006 წელს პოლიციის მიერ მისთვის
ნარკოტიკების „ჩადებას“ და უკანონოდ განხორციელებული ჩხრეკის შედეგებზე
დაფუძნებულ მსჯავრდებას.
კერძოდ, 2006 წლის 3 მარტს მომჩივანი ნარკოტიკების უკანონო ფლობის გამო მის
საცხოვრებელ სახლში დააკავეს. დაახლოებით, საღამოს 10 საათზე რამდენიმე
პოლიციელი ლავრენტი ბაქრაძის ბინაში ძალის გამოყენებით შეიჭრა, მომჩივანს
ხელბორკილები დაადო და დაიწყო ოთახების ჩხრეკა. ჩხრეკის ოქმის თანახმად,
პოლიციელებმა სამზარეულოსა და სააბაზანოს დამაკავშირებელ საკანალიზაციო
მილში სუბოტექსის ოცდაექვსნახევარი აბი იპოვნეს, ხოლო ორი აბი პირადად
მომჩივანს აღმოუჩინეს. შესაბამისად, მომჩივანს ბრალი წარედგინა ნარკოტიკული
საშუალებების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვაში.
ეროვნული სასამართლოს წინაშე მომჩივანი ამტკიცებდა, რომ პოლიციელებმა მას
თავში ჩაარტყეს და როდესაც იგი გონს მოვიდა, განუცხადეს, რომ აღმოუჩინეს
ნარკოტიკული საშუალებები. მომჩივნის თანახმად, მან ჩხრეკის დროს
დამოუკიდებელი მოწმეების დასწრება მოითხოვა, მაგრამ – უშედეგოდ. 2006 წლის 23
ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მომჩივანი დამნაშავედ ცნო და
თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ემყარებოდა ორი
პოლიციელის ჩვენებას, რომლებიც მონაწილეობდნენ მომჩივნის დაკავებასა და ბინის
ჩხრეკაში; ჩხრეკის შედეგებსა და სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას. მომჩივანმა
მოითხოვა, დაკავებისა და ჩხრეკის გარემოებებთან დაკავშირებით დაეკითხათ
მეზობლები და პოლიციის ოპერაციის დროს მის ბინაში მყოფი მეგობარი (ლ.ც.), რაზეც
უარი მიიღო.
2007 წლის 4 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ და 2008 წლის 9
ოქტომბერს უზენაესმა სასამართლომ მომჩივნის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში
დატოვეს.
90
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ჩხრეკა ჩატარდა ოპერატიული
ინფორმაციის
საფუძველზე,
რომლის
სასამართლო
ზედამხედველობა
არ
განხორციელებულა; ჩხრეკა ჩატარდა სასამართლოს წინასწარი თანხმობის გარეშე
„გადაუდებელი აუცილებლობის“ მოტივით, თუმცა, დასაბუთებული არ ყოფილა, რა
გადაუდებელმა აუცილებლობამ გამოიწვია ჩხრეკის ამ ფორმით ჩატარება; ამასთან,
პოლიციელებმა არ მისცეს მომჩივანს საშუალება, ჩხრეკას დასწრებოდნენ
დამოუკიდებელი მოწმეები. ამდენად, სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ
ეროვნულ სასამართლოებს არ შეუფასებიათ, ჰქონდა თუ არა პოლიციას წინასწარი
ინფორმაცია იმ ნარკოტიკების შესახებ, რომელთაც ეძებდნენ, და იყო თუ არა ჩხრეკის
ჩატარების აუცილებლობა წინასწარი ბრძანების გარეშე, მოწმეების დასწრების
არარსებობის პირობებში.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის ბრალდება ემყარებოდა ნარკოტიკების
ფლობის ფაქტს, მომჩივნის სურვილი, რომ მოესმინათ დაცვის მხარის მოწმისათვის,
წარმოადგენდა ამ ძირითადი ვარაუდის ეფექტიანად გასაჩივრების გონივრულ
მცდელობას. გარდა ამისა, ეროვნულმა სასამართლოებმა არ მიიღეს მხედველობაში
ლ.ც.-ს ჩვენების მნიშვნელობა და არ წარმოადგინეს საკმარისი დასაბუთება
აღნიშნულის თაობაზე. ხსენებული გარემოებების ფონზე, დაცვის მხარის ერთადერთი
შესაძლო მოწმის დაკითხვაზე ეროვნული სასამართლოების უარმა სასამართლო
პროცესი მთლიანობაში გახადა უსამართლო.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ
ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების დარღვევას და
მთავრობას მომჩივნის სასარგებლოდ 5,000 ევროს გადახდა დააკისრა მორალური
ზიანის ანაზღაურების სახით.
აღსანიშნავია, რომ ევროპულმა სასამართლომ საკუთარი არგუმენტაცია დააყრდნო
2019 წლის 14 მარტს საქმეზე – „კობიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ” – და 2020
წლის 7 მაისს საქმეზე – „მეგრელიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“– გამოტანილ
გადაწყვეტილებებს, რომლებშიც მომჩივნების დავა შეეხებოდა 2004-2008 წლებში
პოლიციის თანამშრომლების მიერ მათთვის ნარკოტიკების „ჩადებას“ და რისი
პრაქტიკაც ევროპულმა სასამართლომ სამივე საქმეში დაადასტურა.
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
სასამართლოს მიერ მომჩივნისათვის მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების
თანხა (5, 000 ევრო) გადახდილია დადგენილ ვადაში, კერძოდ, 2020 წლის 30 დეკემბერს.
საქმის გადასინჯვა
რაც შეეხება სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის გადასინჯვას,
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანიდან დღემდე მომჩივანს არ
მიუმართავს სასამართლოსთვის საქმის გადასინჯვის მოთხოვნით.
91
ზოგადი ღონისძიებები ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეებზე
კობიაშვილის, მეგრელიშვილისა და ბაქრაძის საქმეებთან დაკავშირებით ევროპულმა
სასამართლომ დაადგინა რომ, ის მეთოდი, რომლითაც მოპოვებული იქნა მთავარი
მტკიცებულებები, ეჭვქვეშ აყენებდა მათ სანდოობასა და სიზუსტეს. ასევე, მიუხედავად
პროცედურული
დარღვევების
არსებობისა,
ეროვნულმა
სასამართლოებმა
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობის დროს
ჩატარებული ჩხრეკა კანონიერად სცნეს, სათანადო ოპერატიული ინფორმაციის
მოკვლევის და არსებითად შეფასების გარეშე. აქედან გამომდინარე, ეროვნულ დონეზე
ეს გადაწყვეტილებები არ იყო გამყარებული შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებებით.
ასევე, ჩხრეკის დროს არსებული პროცედურული დარღევების გარდა, ევროპული
სასამართლოს მხრიდან აქცენტი გაკეთდა ეროვნული სასამართლოს მიდგომაზეც.
ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიციისა და „სოდ“-ის ის თანამშრომლები,
რომლებიც წარმოადგენდნენ შესაბამის ორგანოებს, იყვნენ ჩხრეკის ინიციატორები და
განმახორციელებლები. მათ, ბუნებრივია, ჰქონდათ ინტერესი ჩხრეკის შედეგების
მიმართ. თუმცა, მიუხედავად ამისა და მომჩივნების მტკიცებისა, რომ ადგილი ჰქონდა
ნარკოტიკის „ჩადებას“, ეროვნულმა სასამართლოებმა უპირობოდ მიიღეს ორგანოთა
წარმომადგენლების ჩვენებები, დაცვის მხარის ჩვენებებისგან განსხვავებით.
დღევანდელი პრაქტიკა მოწმობს, რომ ეროვნული სასამართლოები პრიორიტეტს არ
ანიჭებენ მხოლოდ პოლიციელის (ორგანოს წარმომადგენლის) ჩვენებას, როგორც
მსჯავრდების გამამყარებელ მტკიცებულებას. პირიქით, პოლიციის მხრიდან მიცემული
ჩვენების შემთხვევაში, სასამართლო ამოწმებს გამოძიების მიმდინარეობას და არკვევს,
ხომ არ იყო იგი მიკერძოებული ან ზედაპირული. მაგალითისთვის, თბილისის
საქალაქო სასამართლომ თავისი ერთ-ერთი გადაწყვეტილების დასაბუთებისას ხაზი
გაუსვა იმას, რომ ბრალდების მხარე ცდილობდა ბრალდებულის ბრალეულობის
დამტკიცებას მხოლოდ პოლიციელების ჩვენების საფუძველზე, რომლებსაც
სავარაუდოდ, მან წინააღმდეგობა გაუწია. ამასთან დაკავშირებით, სასამართლომ
აღნიშნა, რომ მართალია, ეს არ ნიშნავს მოწმის ჩვენების დისკრედიტაციას, თუმცა, ამ
ტიპის შემთხვევებში მოწმის ჩვენება სარწმუნოდ ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში,
თუ იგი დადასტურებულია სხვა ობიექტური მტკიცებულებით ან სხვა ობიექტური
მოწმის ჩვენებით.71
საგამოძიებო მოქმედებებსა და კონკრეტულად ჩხრეკასთან მიმართებით, აღსანიშნავია
ბოლო წლებში გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები. კერძოდ, საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროში შექმნილი ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების
ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი,72 თავისი კომპეტენციის ფარგლებში,
71
ნანა მჭედლიძე, საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენციის გამოყენების სტანდარტები, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტი
„საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული
კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“,
თბილისი, 2017 წლის იანვარი, გვ. 40, ხელმისაწვდომია: https://rm.coe.int/168070a54c
72
ხელმისაწვდომია: https://police.ge/ge/ministry/structure-and-offices/adamianis-uflebata-datsvisdepartamenti?sub=11451
92
უზრუნველყოფს გამოძიების ხარისხზე მონიტორინგს და გამოვლენილი ხარვეზების
იდენტიფიცირებას. ამ მიზნებისთვის, დეპარტამენტი მუდმივად ამოწმებს
საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის, ჩხრეკის ოქმების და სხვა პროცედურული
დოკუმენტების ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობას, რის შემდეგაც
დეპარტამენტი ამზადებს რეკომენდაციებს საქართველოს კანონმდებლობისა და
საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, მონიტორინგის დროს
აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესების
მიზნით. დეპარტამენტი, ასევე, უზრუნველყოფს ამ რეკომენდაციების პრაქტიკაში
გამოყენებას.
რაც შეეხება კონკრეტულად ჩხრეკას, აღსანიშნავია რომ ჩხრეკის დროს პროცედურული
ხარვეზების დაიდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის მიზნით, ზემოაღნიშნულმა
დეპარტამენტმა 2020 წელს შეამოწმა ამავე წლის 6 თვის განმავლობაში შედგენილი
დაახლოებით 300 ჩხრეკის ოქმი. მონიტორინგის პროცესში გაანალიზდა ჩხრეკის
საფუძვლები, ჩხრეკის გარემოებები და პროცესი, ასევე, ამოღებული ნივთის
დალუქვისა და აღწერის წესები.
აღნიშნული შემოწმების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ რამდენად
იყო დაცული გამოძიების მონაწილე პირთა უფლებები. ასევე, გადაუდებელი
აუცილებლობისას ჩატარებული ჩხრეკის შემთხვევებში, ცალკე იქნა შესწავლილი
ჩხრეკის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი. ამ ეტაპზე შემუშავების პროცესშია
ზემოაღნიშნული კვლევის ანალიზზე დაფუძნებული რეკომენდაციები (გაიდლაინი),
რომლის მიზანია ყველა პრაქტიკული ხარვეზის აღმოფხვრა. ეს რეკომენდაციები
ხელმისაწვდომი იქნება მთელ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი შინაგან საქმეთა
სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისთვის. დეპარტამენტი ასევე გააგრძელებს
აღნიშნული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს.
ასევე, აღსანიშნავია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სასწავლო
პროგრამები, რომლებიც, სხვებს შორის, ფარავს ჩხრეკასთან დაკავშირებულ საკითხებს.
სასწავლო
პროგრამები
განკუთვნილია
როგორც
პოლიციელების,
ისე
გამომძიებლებისთვის და კურსის ფარგლებში განხილულია ჩხრეკისა და ამოღების
პროცედურა, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების ჭრილში. ასევე, კურსი
ითვალისწინებს საგამოძიებო მოქმედებებათა ოქმების სათანადოდ შედგენის წესის
სწავლებას, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას გადაუდებელი აუცილებლობის
პირობებში. სასწავლო პროგრამები, თეორიულის გარდა, მოიცავს პრაქტიკულ
კომპონენტს. აქედან გამომდინარე, პოლიციის მუშაკთათვის და გამომძიებლებისთვის
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უზრუნველყოფილი ტრენინგები73 თუ სასწავლო
კურსები მიმართულია იმისკენ, რომ გაუმჯობესდეს მათი უნარები და საგამოძიებო
მოქმედებებისა და სხვა პროცედურების ხარისხი.74
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ თუ წინა წლებში ნარკოტიკული დანაშაულის
საქმეებზე, უმეტეს შემთხვევებში, ჩხრეკა ტარდებოდა გადაუდებელი აუცილებლობის
73
ჩატარებული ტრენინგების შეხახებ სტატისტიკური ინფორმაცია ხელმისაწვდომია:
http://policeacademy.gov.ge/ka/useful-information/statistics
74
ხელმისაწვდომია: http://policeacademy.gov.ge/ka/professional-education/basic-training-courses
93
მოტივით, დღეის მდგომარეობით ასეთი ჩხრეკა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ
გადაუდებელი აუცილებლობის სათანადოდ დასაბუთების შემთხვევაში, რაზეც
მიუთითებს საქართველოს პროკურატურაში ჩატარებული შიდა უწყებრივი კვლევის
შედეგები. მაგალითისთვის, თუ წინა წლებში ნარკოტიკული დანაშაულის საქმეებზე
გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ჩატარებული ჩხრეკის ხვედრითი წილი იყო
აბსოლუტური, ხოლო მოსამართლის განჩინებით ჩატარებული ჩხრეკის რაოდენობა
იყო უმნიშვნელო, 2018-2020 წლებში მოსამართლის განჩინებით ჩატარებული ჩხრეკის
ხვედრითი წილი უკვე შეადგენდა დაახლოებით 20-25 პროცენტს, რაც მიუთითებს
იმაზე, რომ ჩხრეკები გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე ტარდება სათანადო
დასაბუთების შემთხვევაში, რაც ადასტურებს, რომ პრაქტიკა მნიშვნელოვნად
გაუმჯობესებულია.
ნარკოტიკული დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მისი
დროული გამოვლენა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნარკოტიკული საშუალებების
უკანონო ფლობის განგრძობადობა, ან გავრცელება, ან მათი დაზიანება-განადგურება ან
გადამალვა. აქედან გამომდინარე, წინა წლებში გავრცელებული პრაქტიკის თანახმად,
ამ მიზნების მისაღწევად, ოპერატიული ინფორმაციის მიღებისთანავე ხდებოდა
სამართლებრივი რეაგირება. დღეს მოქმედი პრაქტიკის თანახმად, ოპერატიული
ინფორმაცია არ არის საკმარისი საფუძველი ჩხრეკის ჩასატარებლად. ოპერატიული
ინფორმაციის მიმღები პირი ვალდებულია შეისწავლოს და გადაამოწმოს ასეთი
ინფორმაცია, რის შესახებაც თავის მხრივ აწვდის ინფორმაციას გამოძიებას. კერძოდ,
ხდება მისი გამოკითხვა გამომძიებლის მიერ. მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის
სათანადოდ დასაბუთების შემდეგ ხდება გამოძიების მიერ გადაწყვეტილების მიღება
ჩხრეკის ჩატარების შესახებ.75
ამასთან, მნიშვნელოვანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25
დეკემბრის გადაწყვეტილება,76 რომლის თანახმად, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების ის ნორმატიული
შინაარსი, რომელიც ჩხრეკის შედეგს განიხილავს ჩხრეკისთვის აუცილებელი
დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად.77
აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად,
საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს
მონაწილეთა
უფლებების
განხორციელების
შესაძლებლობა.
გარდა
ამისა,
კანონმდებელმა დააწესა ჩხრეკის ჩატარებისთვის საჭირო მტკიცებულებათა უფრო
მაღალი სტანდარტი, რომელიც გულისხმობს გადაუდებელი ჩხრეკის დასაბუთების
მაღალ ხარისხს. ამასთან ერთად, გადაუდებელი ჩხრეკის დასაბუთების საკითხი
სასამართლოს მიერ მოწმდება არა მხოლოდ ჩხრეკის კანონიერების საკითხის
განხილვისას, არამედ წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა დასაშვებობის
75
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 119 (1).
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ“ ხელმისაწვდომია: https://www.constcourt.ge/ka/judicialacts?legal=10430&fbclid=IwAR2cw9i2ZBCEw1o4SV28rRGOBpfxt3vi-zZ6Fb6yzR7pvIVD5QD7i7Vs2kg
77
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 121 (1).
76
94
საკითხის განხილვის დროსაც. ამდენად, ეს საკითხი უკვე სასამართლოს განგრძობადი
მეთვალყურეობის ქვეშ არის. ასეთი მაღალი სტანდარტის პირობებში, გადაუდებელი
აუცილებლობის მოტივით ჩატარებული ჩხრეკისას ბრალდებულის უფლებების
დარღვევის რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი.78
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის
ზემოხსენებული გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ“ მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ სასამართლოს მიგნებები
შეეხო ოპერატიულ ინფორმაციაზე დაფუძნებულ გადაუდებელი აუცილებლობით
ჩატარებულ ჩხრეკას და მასთან დაკავშირებულ მოქმედებებს, კერძოდ,
საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის თანახმად გამოიკვეთა შემდეგი:
იმისათვის, რომ ოპერატიული წყაროს ან ანონიმური პირის მიერ მოწოდებული
ინფორმაცია საფუძვლად დაედოს ადამიანის ჩხრეკას, თავად ინფორმაცია უნდა იყოს
იმგვარი, რომ შეიძლებოდეს მისი სანდოობის გარკვეული ხარისხით გადამოწმება;
კანონის სისტემური და გრამატიკული განმარტების საფუძველზე, გამორიცხული უნდა
იყოს მხოლოდ ოპერატიული წყაროს ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ
ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩხრეკის ჩატარება, ვინაიდან დასაბუთებული ვარაუდი
მოითხოვს, მინიმუმ, კიდევ ერთ ინფორმაციას ან ფაქტს იმისათვის, რომ
უფლებამოსილ პირს ჰქონდეს შესაბამისი ხარისხის ეჭვის საფუძველი; თუ პატაკის
შემდგენი/მიმღები პირის გამოკითხვის ოქმი ყოველგვარი დამატებითი ინფორმაციის
მითითების გარეშე იმეორებს მხოლოდ პატაკში აღწერილ ინფორმაციას ან/და მხოლოდ
იმ ინფორმაციას, რომელიც ოპერატიულმა წყარომ მიაწოდა, უნდა ჩაითვალოს, რომ
სახეზეა ერთი ინფორმაცია, რაც ვერ შეფასდება ინფორმაციის ან ფაქტების
ერთობლიობად; იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხდება ჩხრეკის ფაქტის ნეიტრალური
მტკიცებულებით გამყარება, უნდა დადასტურდეს, რომ უფლებამოსილმა პირმა მიიღო
გონივრული ზომები იმისთვის, რომ უზრუნველეყო ნეიტრალური მტკიცებულების
მოპოვება, მით უფრო თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესი იძლევა
შესაძლებლობას, რომ ჩხრეკის პროცესის ვიდეოგადაღებაც განხორციელდეს იმისათვის,
რომ გამყარდეს ბრალდების პოზიცია.
შედეგად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად იქნა
ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი:
რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის
მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული
ნივთის
ბრალდებულის
მფლობელობაში
ყოფნა
დასტურდება
მხოლოდ
სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ჩვენებებით და ამავე დროს,
სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო
ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების
მოსაპოვებლად.
78
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლი 111(3), მუხლი 112(5), მუხლი
120(8), მუხლი 219(5).
95
რომელიც
ითვალისწინებს
გამამტყუნებელი
განაჩენის
გამოტანისას
სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას,
რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს („კონფიდენტი“, „ინფორმანტი“) ან
ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე
მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით.
ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად იქნა
ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის
პირველი და მე-4 ნაწილებისა და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული
შინაარსი:
რომელიც ჩხრეკის შედეგს განიხილავს ჩხრეკისთვის
დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად.
აუცილებელი
აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობა და შედეგად
განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილებები, იძლევა იმის აღნიშვნის
საშუალებას, რომ მნიშვნელოვანი და პროგრესული მიგნებები გაკეთდა ჩხრეკის
პროცედურასა და სასამართლო განხილვის პრაქტიკასთან მიმართებით, რაც თავის
მხრივ, დადებითად აისახება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით განსაზღვრული
უფლების დაცვისთვის.
ამირიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №15351/09, 2020 წლის 26 მარტის
გადაწყვეტილება
30.
საქმე ეხება მომჩივნის - ზაზა ამირიძის მიერ კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე
წარდგენილ საჩივარს, ეროვნული სასამართლოების მიერ მის მიმართ გამოტანილი
განაჩენის
არასათანადო
დასაბუთების
გამო,
განსაკუთრებით,
შესაბამის
მტკიცებულებებთან - მოწმეთა ჩვენებებთან მიმართებით (საქმე ეხება 2006 წელს
მომჩივნის მსჯავრდებას ტრეფიკინგის ფაქტზე - დაზარალებულების იძულებით ჩაბმა
სექსუალურ საქმიანობაში).
ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივანს ჰქონდა და მან გამოიყენა
შესაბამისი შესაძლებლობა, მტკიცებულებათა დასაშვებობისა და გამოყენების
საკითხზე მიემართა ეროვნული სასამართლოებისათვის და საჩივარი მოცემულ
ნაწილში მიუღებლად ცნო, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი.
აგრეთვე, მე-6 მუხლის მე-3 (b) (c) პუნქტების საფუძველზე მომჩივანი დავობდა, რომ
სასჯელაღსრულების დაწესებულების შეხვედრების ოთახში არ იყო სათანადო
პირობები, რომ ერთხელ მას არ მიეცა წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობა
და რომ მისთვის ევროპულ სასამართლოში წარსადგენი საჩივრის/საქმის მასალების
ჩამორთმევის გამო, დაერღვა მისი უფლებები.
ევროპულმა სასამართლომ მომჩივნის აღნიშნული პრეტენზია კონვენციის 34-ე
მუხლის ფარგლებში განიხილა. სტრასბურგის სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის
გარემოებები,
რომ
მომჩივნისა
და
მისი
ადვოკატის
შეხვედრის
კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით ეროვნულ დონეზე საჩივრები უპასუხოდ
იქნა დატოვებული; აგრეთვე, ოთახში განთავსებული იყო ვიდეოკამერები, მომჩივანს
96
მოსთხოვეს შეხვედრის დროს კარი დაეტოვებინა ღია და დამჯდარიყო ისე, რომ
ყოფილიყო სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლის მხედველობის
არეალში. ამის გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული
პირობები წარმოადგენდა ინდივიდუალური საჩივრის უფლების ეფექტურად
განხორციელების შეფერხებას.
ამდენად, ადგილი ჰქონდა მთავრობის მიერ კონვენციის 34-ე მუხლით
გათვალისწინებული
ვალდებულებების
შეუსრულებლობას
და
მომჩივნის
სასარგებლოდ 1 200 ევროს გადახდა დააკისრა, მორალური ზიანის ანაზღაურების
სახით.
ინდივიდუალური ღონისძიება
სამართლიანი დაკმაყოფილება
მთავრობამ კომპენსაციის თანხა, 1 200 ევრო, მომჩივანს გადაურიცხა დადგენილ
ვადაში, 2020 წლის 23 აპრილს.
სხვა ინდივიდუალური ღონისძიებები
2013 წლის 5 თებერვალს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,
მომჩივანს შეეხო ამნისტიის აქტი და გორის საოლქო სასამართლომ მომჩივანს
შეუმცირა არსებული სასჯელი 9 წლამდე, რომლის ათვლაც დაიწყო მისი დაკავების
მომენტიდან - 2006 წლის 7 დეკემბრიდან. 2013 წლის 30 სექტემბერს, მომჩივნის მიერ
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გასატარებელი დარჩენილი პერიოდი
შეიცვალა პირობითი მსჯავრით და ის ვადამდე გათავისუფლდა.
ზოგადი ღონისძიებები
საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებების
შედეგად, 2018 წლის 11 ივლისს განხორციელდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა
და პრობაციის სამინისტროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შერწყმა და
ჩამოყალიბდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური
სამსახური.
2019 წლის 22 თებერვალს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის №385 ბრძანებით
პენიტენციური სისტემის განვითარებისა და დანაშაულის პრევენციის სტრატეგია და
2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა იქნა მიღებული.79
სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ასახავს და სრულად შეესაბამება CPT სტანდარტებს და
რეკომენდაციებს. სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავებულ იქნა ყველა საჭირო
აქტორისა და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. ამასთან, პროცესს
აქტიურად
უჭერდა
მხარს
ევროკავშირის
მიერ
დაფინანსებული
„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მხარდაჭერის პროექტი“.
79
ხელმისაწვდომია: http://www.sps.gov.ge/images/temp/2019/05/30/40caac4ddfa997f5a9cffbd5f86df4f8.pdf
97
სტრატეგიას აქვს რამდენიმე გამოკვეთილი მიზანი, რომელთა შორისაცაა:
ბრალდებულების, მსჯავრდებულთა, ვიზიტორთა, მოწყვლადი ჯგუფებისა და
პერსონალის უფლებების დაცვა, პატივისცემა და რეალიზება; სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში და პრობაციის ბიუროებში ბრალდებულების, მსჯავრდებულების,
პერსონალისა და ვიზიტორებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა; მცირე ზომის
პენიტენციური
დაწესებულებების
აშენება
და
არსებული
პენიტენციური
დაწესებულებების
უსაფრთხოების,
ადამიანის
უფლებების
დაცვისა
და
რეაბილიტაციისათვის საჭირო საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და სხვა.
განხორციელებული ცვლილებების შედეგად, პენიტენციურ დაწესებულებაში
ბრალდებული/მსჯავრდებული
უზრუნველყოფილია
დამცველთან/ადვოკატთან
ყოველგვარი შეზღუდვისა და ჩარევის გარეშე შეხვედრის უფლებით. პენიტენციური
დაწესებულების მოსამსახურეებს შეუძლიათ, დამცველთან/ ადვოკატთან შეხვედრას
დააკვირდნენ ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა
და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე. ამასთან, პენიტენციურ
დაწესებულებაში მოხვედრილ ბრალდებულს/მსჯავრდებულს სოციალური მუშაკი
აცნობს წერილობით ინფორმაციას თავისი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, მათ
შორის, საჩივრის შეტანის უფლებისა და გასაჩივრების კანონით გათვალისწინებული
წესის თაობაზე. საჩივრის ადრესატის განსაზღვრის ან სხვა ტექნიკური საკითხის
მოგვარების მიზნით ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს
სოციალური მუშაკის კონსულტაცია. სოციალური მუშაკი ვალდებულია დაიცვას
მიმოწერის
კონფიდენციალურობა.
მოთხოვნის
შემთხვევაში,
ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილია საჩივრის შესატანად საჭირო
საშუალებათა აუცილებელი რაოდენობით, მათ შორის, ქაღალდით, კონვერტებით
კონფიდენციალური
საჩივრებისათვის,
საწერი
საშუალებებით
და
სხვა.
ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც არ ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას,
არ ესმის სამართალწარმოების ენა, შეუძლია ისარგებლოს თარჯიმნის უფასო
მომსახურებით.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 10 – 21 სექტემბერს, საქართველოში ვიზიტის შედეგად,
შედგენილ იქნა CPT– ს ანგარიში, რომელშიც არ არის გამოთქმული არც ერთი საჩივარი
ადვოკატ-კლიენტის კონფიდენციალურობის საკითზე.80
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული
პირობები, ადვოკატ-კლიენტის კონფიდენციალურობის დაცვის ჩათვლით სრულად
შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს
ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეუძლიათ მათი უფლებებით სარგებლობა.
ტრენინგები/ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებებები
პენიტენციური სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პერსონალის
კვალიფიკაციის ამაღლებას. ამ მიზნით, პენიტენციური სამსახური, სსიპ „იუსტიციის
სასწავლო ცენტრთან“ თანამშრომლობით ნერგავს პერსონალის საჭიროებებზე
დაფუძნებულ სასწავლო პროგრამებს და ავითარებს ცოდნის მართვის სისტემას
80
ხელმისაწვდომია: https://rm.coe.int/1680945eca
98
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში. ეს მიდგომა ხელს შეუწყობს პერსონალის
უწყვეტი განვითარების პროცესს, რათა ისინი აღიჭურვონ საჭირო ცოდნითა და
უნარებით.
პენიტენციური პერსონალის ყველა ძირითადი სასწავლო პროგრამა მოიცავს
ტრენინგებს ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლებსა და ევროსასამართლოს
პრეცედენტულ სამართალზე. აღნიშნულ საკითხებზე ტრენინგები ბოლო წლებში უკვე
განხორციელდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების,
სასჯელაღსრულების
დაწესებულებების
ხელმძღვანელებისა
და
სხვა
მენეჯერებისთვის.
გელენიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №72916/10, 2019 წლის 7 ნოემბრის
გადაწყვეტილება
31.
საქმე ეხება მომჩივან მანანა გელენიძის მიმართ, მისი მოსამართლეობის პერიოდში
მიღებული გადაწყვეტილების გამო, 2005-2010 წლებში განხორციელებული სისხლის
სამართალწარმოების უსამართლობას.
მომჩივანი კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (a) (b) პუნქტების საფუძველზე
დავობდა, რომ მის მიმართ სისხლის სამართალწარმოება წარიმართა მხარეთა
თანასწორობის პრინციპის დარღვევით. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ ქმედების
სსკ-ის 336-ე მუხლიდან (უკანონო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების
გამოტანა) 332-ე მუხლზე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება)
გადაკვალიფიცირების თაობაზე შუამდგომლობა, სსკ-ის 336-ე მუხლის გაუქმების გამო,
და სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნულის დაკმაყოფილება იყო არაკანონიერი.
ქმედების გადაკვალიფიცირების გამო, მას არ მიეცა დაცვის მხარის უფლებებით
სათანადოდ სარგებლობის შესაძლებლობა, ვინაიდან ახალი კვალიფიკაციის თაობაზე
შუამდგომლობა ბრალდების მხარემ წარადგინა სააპელაციო განხილვის ბოლო ეტაპზე.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ქუთაისის სააპელაციო
სასამართლოს მიერ მოხდა დანაშულის გადაკვალიფიცირება ისე, რომ მხედველობაში
არ იქნა მიღებული ამ მუხლებით გათვალისწინებულ ქმედებათა შორის არსებული
აშკარა განსხვავება. სტრასბურგის სასამართლომ განმარტა, რომ ქუთაისის სააპელაციო
სასამართლოს მიერ დანაშაულის გადაკვალიფიცირება იყო თვითნებური და არღვევდა
მხარეთა თანასწორობის პრინციპს. უზენაესმა სასამართლომ კი, ვერ უზრუნველყო
ხსენებული თვითნებური შედეგის გამოსწორება, რის გამოც დაირღვა კონვენციის მე-6
მუხლის 1-ლი და მე-3 (a) (b) პუნქტები.
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა საქმის სამართლიანი განხილვის უფლების
დარღვევა (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3(a) (b) პუნქტები).
სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 5 000
ევროს გადახდა დაეკისრა.
99
ინდივიდუალური ღონისძიება
სამართლიანი დაკმაყოფილება
სასამართლოს მიერ მომჩივისთვის მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების
თანხა (5 000 ევრო) მთავრობამ გადაიხადა დადგენილ ვადაში, კერძოდ, 2020 წლის 28
თებერვალს.
საქმის გადასინჯვა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 თებერვლის წერილის მიხედვით81
ირკვევა, რომ 2020 წლის 27 ნოემბრის განაჩენით, მომჩივნის, მანანა გელენიძის
შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის
შესახებ დაკმაყოფილდა და მომჩივანი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა
სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის სამოტივაციო ნაწილში ვკითხულობთ:
„მსჯავრდებულის მიმართ უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი, რამეთუ საქმეში
წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს 2019 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ
მანანა გელენიძის მიმართ დარღვეულია კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (a) და
(b) პუნქტები. ზემოთ მოცემული მსჯელობების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია,
რომ დანაშაული, რომლის გამოც მანანა გელენიძე თავდაპირველად გაასამართლეს
საქართველოს სსკ-ის 336-ე მუხლის პირველი ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს
2009 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველ
ნაწილზე გადაკვალიფიცირებული იყო თვითნებურად და არღვევდა მხარეთა
თანასწორობის პრინციპს, ხოლო უზენაესმა სასამართლომ 2010 წლის 07 მაისის
განჩინებით ვერ უზრუნველყო სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული
თვითნებური
გადაწყვეტილების
გამოსწორება.
შესაბამისად,
სააპელაციო
სასამართლოს მიაჩნია, რომ მანანა გელენიძის მიერ ჩადენილი ქმედების
დაკვალიფიცირება [...] მოხდა კანონის დარღვევით და უნდა გაუქმდეს ქუთაისის
სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი და საქართველოს
უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 07 მაისის განჩინება.“82
ზოგადი ღონისძიებები
ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარებული
კვლევაში - „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება
და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა
ევროპულ სტანდარტებთან“,83 სხვებს შორის, მიმოხილულია ეროვნული
81
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 თებერვლის წერილი N74-2/10.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის
განაჩენი, საქმე N1/აგ-66-2020 წ. გვ. 10.
83
ნანა მჭედლიძე, საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენციის გამოყენების სტანდარტები, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტი
„საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული
82
100
სასამართლოების მიერ კანონის უკუქცევითი ძალის გამოყენება. კერძოდ, კვლევაში
განხილულ ერთ-ერთ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 იანვრის განაჩენში84 ეროვნულმა
სასამართლომ აღნიშნა:
„ბრალდებულის საუარესოდ სისხლის სამართლის კანონისათვის უკუქცევითი ძალის
მინიჭება იკრძალება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით,
რომლის მიხედვით ”არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედებისათვის, რომელიც მისი
ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა”. ამასვე მიუთითებს ადამიანის
უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად,
არავინ შეიძლება ბრალეულად იქნეს მიჩნეული რაიმე დანაშაულში ისეთი მოქმედების
ან უმოქმედობის გამო, რომელიც არ წარმოადგენდა დანაშაულს ეროვნული
სამართლის მიხედვით, იმ დროს, როდესაც იგი ჩაიდინეს.“85
ზემოხსენებული კვლევით დგინდება, რომ ევროპული სასამართლოს შესატყვისი
პრაქტიკა კონვენციის მე-7 მუხლზე ეროვნული სასამართლოების მიერ გამოყენებულია
დეტალურად და მართებულად. საერთო სასამართლოები ევროპული სასამართლოს
განმარტებებს მართებულად ციტირებენ და უსადაგებენ საქმეში არსებულ ფაქტობრივ
გარემოებებს.86
აღნიშნული საქმის აღსრულების ფარგლებში ეროვნული პრაქტიკის შესახებ
ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა სასამართლოებიდან. ეროვნული სასამართლოების
მიერ ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზი, ცხადად აჩვენებს, რომ
როდესაც ხდება დანაშაულის დეკრიმინალიზაცია, სისხლის სამართლებრივი დევნა
წყდება და სასამართლოების მიერ არ ხდება გადაწყვეტილების მიღება თვითნებურად.
მაგალითად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მოწოდებული 2017 წლის 18
დეკემბრის განაჩენით87 მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა
შეწყდა, იგი გათავისუფლდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და
დანიშნული სასჯელისაგან ვინაიდან ნორმა, რომელიც საფუძვლად ედებოდა
ბრალდებას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა
არაკონსტიტუციურად.
კერძოდ, საქმის ფაქტების მიხედვით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის
21 სექტემბრისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის
განაჩენებით პირს მსჯავრი დაედო 2731 მუხლით მასში, რომ მან ჩაიდინა
კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“,
თბილისი, 2017 წლის იანვარი, ხელმისაწვდომია: https://rm.coe.int/168070a54c
84
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 იანვრის
განაჩენი, საქმე no. 1/3116-13.
85
ნანა მჭედლიძე, საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენციის გამოყენების სტანდარტები, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტი
„საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული
კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“,
თბილისი, 2017 წლის იანვარი, გვ. 152. ხელმისაწვდომია: https://rm.coe.int/168070a54c
86
იქვე.
87
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენი, საქმე N1/ბ-491-2017 წ.
101
ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება,
ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის
მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის განაჩენით ძალაში
დარჩა სააპელაციო სასამართლოს განაჩენი. საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის
30 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად დაკმაყოფილდა კონსტიტუციური
სარჩელი88 და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე16 მუხლთან მიმართებით სსკ-ის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების
გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ნორმის ნორმატიული შინაარსი. ქუთაისის სააპელაციო
სასამართლოს განჩინების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო
სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში საუბარია
სსკ-ის 273-ე მუხლის, როგორც არაკონსტიტუციური ნორმის ძალადაკარგულად
ცნობაზე, თუმცა იმავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მიხედვით,
„საკონსტიტუციო სასამართლო შეზღუდულია რა სასარჩელო მოთხოვნით, აფასებს
სადავო ნორმის მხოლოდ იმ ნორმატიულ შინაარსსა და ფარგლებში, რაც უშუალოდ
მოსარჩელის მიერ იქნა გასაჩივრებული“, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
მოსაზრებით იმას ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
შეეხება სსკ-ს 2731 მუხლის დანაწესებსაც. სასამართლო აღნიშნავს:
„ამ მუხლის (მუხლი 2731) პირველი ნაწილის მიხედვით ნარკოტიკული საშუალება
(მარიხუანას) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი
ქმედებისთვის
ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული
პირის
მიერ
სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადი ქმედებაა, თუმცა საკონსტიტუციო
სასამართლომ
ასეთი
ქმედების
სისხლისსამართლებრივი
დასჯადობა
არაკონსტიტუციურად ცნო. მაშასადამე (მსჯავრდებული) უნდა გათავისუფლდეს
სისხლის
სამართლებრივი
პასუხისმგებლობისაგან
სსკ-ის
2731
მუხლით
(ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანას) ექიმის
დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის
ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ). [...] მიუხედავად იმისა, რომ
საქმის არსებითი განხილვისას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ
ითვალისწინებს წინა განაჩენების იმ წესით გადახედვას, რაც სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსით ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განხილვისასაა
შესაძლებელი, მაინც სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში
აუცილებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის
გადაწყვეტილების შინაარსი 2013 წლის 10 დეკემბრის განაჩენით დანიშნულ
სასჯელზეც იქნეს გავრცელებული. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის
პრინციპებისა და სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის
მიზნებისათვის არ შეიძლება უპირატესი ძალა მივანიჭოთ იმ პროცესუალურ ნორმას,
რომლის შესრულება განაჩენის აღსრულების შემთხვევაში პირის უსამართლო
თავისუფლების აღკვეთას გამოიწვევს.“89
88
89
სარჩელი N732 „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენი, საქმე N1/ბ-491-2017 წ, გვ.4-5.
102
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მოწოდებულ კიდევ ორი განჩინებით90
მსჯავრდებული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა იმ
საფუძვლით, რომ 2015 წლის 18 დეკემბერს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა
ცვლილებები და მუხლი 3711 (მოწმის ან დაზარალებულის მიერ არსებითად
ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემა), რომელსაც ეფუძნებოდა ბრალდება,
ამოღებულ იქნა კოდექსიდან.
ზემოაღნიშნულ
მიუთითებს:
ერთ-ერთ
განჩინებაში
ქუთაისის
სააპელაციო
სასამართლო
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის
თანახმად
სისხლის
სამართლის
კანონს,
რომელიც
აუქმებს
ქმედების
დანაშაულებრიობას, ან ამსუბუქებს სასჯელს აქვს უკუძალა. საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის
თანახმად გამოძიება უნდა შეწყდეს, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა
დაიწყოს ან უნდა შეწყდეს თუ ახალი კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას.
ქმედება, რომლის ჩადენასაც ბრალდება ედავება ო.ს-ს, და რომელიც მისი ჩადენის
მომენტში დანაშაულს წარმოადგენდა, დეკრიმინალიზებულია, რის გამოც სააპელაციო
პალატა მიიჩნევს, რომ ო.ს-ს მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა“91
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ
სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევა დღეს აღმოფხვრილია, და იმ
შემთხვევაში, როდესაც ხდება დანაშაულის დეკრიმინალიზაცია, ეროვნული
სასამართლოების მიერ ხდება იმ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა, რომელიც
დეკრიმინალიზებულ ქმედებას ეფუძნება და ქმედების გადაკვალიფიცირება
სასამართლოების მიერ არ ხდება თვითნებურად.
რაც შეეხება მხარეთა თანასწორობის პრინციპსა და ეროვნული სასამართლოების
გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთებას, აღნიშნული საკითხები წინამდებარე
ანგარიშში დეტალურად არის განხილული მე-6 მუხლის საქმეების აღსრულების
ფარგლებში.
სხვა გადაწყვეტილებები
32.
შამაევი და სხვები საქართველოს და რუსეთის წინააღმდეგ, საჩივარი №36378/02,
2005 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება
საქმე ეხება 2002 წელს საქართველოში 13 მომჩივნის უკანონო დაკავებას და მათ
საექსტრადიციო პატიმრობას, რის გამოც დადგინდა ევროპული კონვენციის მე-3 და მე5 მუხლების დარღვევა.
კონვენციის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების დარღვევა გამოწვეული იყო იმ
ფაქტით, რომ მომჩივნებს არ მიუღიათ არანაირი ინფორმაცია მათ საექსტრადიციო
90
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის განჩინება, საქმე N1/ბ-31-2016 წ;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის განჩინება, საქმე N1/ბ-619-2015 წ.
91
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის განჩინება, საქმე N1/ბ-619-2015 წ., გვ. 3.
103
პატიმრობასთან დაკავშირებით. შესაბამისმა უფლებამოსილმა პირებმა არ
უზრუნველყვეს ინფორმაციის მიწოდება მომჩივნებისთვის და მათთვის შესაბამისი
დოკუმენტაციის გაცნობა, რის შედეგადაც მომჩივნებს წაერთვათ მათი პატიმრობის
გასაჩივრების უფლება. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა მე-5 მუხლის მე-2 და მე4 პუნქტების დარღვევა.
2002 წლის 3 და 4 ოქტომბრის ღამეს მომჩივანთა მიმართ გამოყენებული ძალის
თაობაზე სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა (იხ. ალიევის
საქმე, საჩივარი №522/04, რომელიც მინისტრთა კომიტეტის საბოლოო რეზოლუციით
დაიხურა 2017 წლის 7 ივნისს).92 განსახილველ საქმეზე, ასევე, დადგინდა კონვენციის
მე-13 მუხლის დარღვევა სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების არქონის
გამო (ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილება არ გააცნეს მომჩივანთა ადვოკატებს)
და 34-ე მუხლის დარღვევა ინდივიდუალური საჩივრის უფლების დარღვევის გამო.
კონვენციის 34-ე მუხლის დარღვევა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ 2004 წლის 4
ოქტომბერს სასამართლომ მთავრობას აცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპული
სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა გამოყენებულიყო დროებითი ღონისძიება,
რათა არ მომხდარიყო მომჩივანთა ექსტრადირება რუსეთში. მიუხედავად ამ
ღონისძიებისა, მაინც განხორციელდა რამდენიმე მომჩივნის ექსტრადირება.
ევროპულმა სასამართლომ საქართველოს დააკისრა 84 500 ევროს გადახდა ყველა
მომჩივნისთვის ერთობლივად ასანაზღაურებლად როგორც არამატერიალური ზიანის,
ისე, ყველა სხვა ხარჯის ანაზღაურების მიზნით.
ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებები
მთავრობამ სხვადასხვა დროს (მომჩივნების/წარმომადგენლების მიერ საბანკო
რეკვიზიტების წარმოდგენის პერიოდის მიხედვით) ყველა მომჩივანსა და მათ
წარმომადგენელს გადაუხადა მიკუთვნებული თანხები, ჯამში 84 500 ევრო.
2002 წლის 3-4 ოქტომბრის ღამეს მომჩივანთა მიმართ სამსახურებრივი
უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე ამოწურული საგამოძიებო
მოქმედებების თაობაზე იხილეთ 2018 წლის ანგარიში.
საქმის - „შამაევის და სხვები“ აღსრულებასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ
საქართველოს მიერ განსახილველი საქმე აღსრულებულია, შესაბამისად, მინისტრთა
კომიტეტს საქართველოსთვის არ მოუთხოვია დამატებითი ღონისძიებების გატარება.
მახარაძე და სიხარულიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №35254/07, 2011
წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება
33.
მომჩივანი ნიკო მახარაძე, რომელიც დაავადებული იყო ტუბერკულოზით, დააკავეს
2006 წლის მარტში ნარკოტიკების შენახვისა და კანონიერი ქურდობის ბრალდებით. მან
გაასაჩივრა დაპატიმრება იმ საფუძვლით, რომ, პატიმრობის პირობებიდან და მისი
92
ხელმისაწვდომია: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=001-175189
104
ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული წარმოადგენდა
არაპროპორციულად მკაცრ ღონისძიებას, თუმცა, მისი საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების შემდეგ, მომჩივანი
მოთავსებულ იქნა ციხის საავადმყოფოში. 2006 წლის ივლისში მას 7 წლით
თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. 2007 წლის აპრილში უზენაესმა სასამართლომ
აღნიშნული განაჩენი ძალაში დატოვა.
მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის დიაგნოზის გათვალისწინებით, მომჩივანმა
მოითხოვა სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება ციხეში შესაბამისი მედიკამენტების
არარსებობის გამო, რაც არ დაკმაყოფილდა 2008 წლის ივლისში. პატიმრობის
პერიოდში მომჩივანმა ორჯერ გამოაცხადა შიმშილობა. მომჩივნის მდგომარეობა
გაუარესდა და იგი 2009 წლის იანვარში გარდაიცვალა.
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა, რაც
რამდენიმე ასპექტს მოიცავდა. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ მომჩივნისთვის
ჩატარებული მკურნალობა არ იყო ადაპტირებული მულტირეზისტენტულ
ტუბერკულოზთან, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.
აგრეთვე, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანი გარდაიცვალა ციხის საავადმყოფოში –
სახელმწიფო პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ დაწესებულებაში, ციხის პერსონალის
პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება არასდროს გამხდარა დამოუკიდებელი,
მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოძიების საგანი.
სასამართლომ, ასევე, დაადგინა კონვენციის 34-ე მუხლის დარღვევა, ვინაიდან
ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის ნოემბერში მთავრობას დააკისრა მომჩივნის
გადაყვანა ისეთ სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელშიც მას
ჩაუტარდებოდა ადეკვატური ანტიტუბერკულოზური მკურნალობა, რაც არ
შესრულდა მოპასუხე სახელმწიფოს მიერ.
ზემოაღნიშნული დარღვევების გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ
საქართველოს მთავრობას დააკისრა მეორე მომჩივნის (გარდაცვლილის მეუღლის)
სასარგებლოდ 15 000 ევროს გადახდა მიყენებული მორალური ზიანის
ასანაზღაურებლად.
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
მთავრობამ კომპენსაციის თანხა (15 000 ევრო) გადაიხადა გადაწყვეტილებით
დადგენილ ვადაში, 2012 წლის 16 მაისს.
გამოძიება
ყოველმხრივი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარების მიზნით,
სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა თბილისის პროკურატურას.
განახლებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება,
რომელთა შესახებაც დეტალური ინფორმაცია მოცემულია 2019 წლის მიმდინარე
საქმეების ანგარიშში. კერძოდ, დაიკითხნენ შემდეგი პირები: მეორე მომჩივანი,
105
როგორც
დაზარალებულის
უფლებამონაცვლე,
მომჩივნის
მკურნალობაზე
პასუხისმგებელი ექიმი, ექსპერტი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი. ამასთან, განახლებული გამოძიების
ფარგლებში, იმის დასადგენად, იყო თუ არა მომჩივნის მიმართ ჩატარებული
მკურნალობა დიაგნოზის ადეკვატური, შემოწმების ჩატარების მოთხოვნით
საგამოძიებო ორგანომ მიმართა სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტოს“, სააგენტოს მიერ გაიცა შესაბამისი დასკვნა, რომელშიც
აღნიშნულია, რომ სამედიცინო პერსონალის მხრიდან გულგრილობის ან
უყურადღებობის ფაქტები არ იკვეთება.
ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყველა მითითება,
აღნიშნული ინციდენტის გამოძიების შესახებ არის პუნქტობრივად შესრულებული,
თუმცა საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ვერ იქნა მოპოვებული ობიექტური
მტკიცებულებები, რომ სასჯელაღსრულების სამედიცინო პერსონალის მხრიდან
ჩადენილი იქნა დანაშაული.
მაისურაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №44973/09, 2018 წლის 20
დეკემბრის გადაწყვეტილება
34.
საქმე ეხებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2009 წლის 19 მაისს მომჩივნის
ვაჟის გარდაცვალებას, რომელსაც 2008 წელს დაუდგინდა ტუბერკულოზი.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მომჩივნის შვილი
მოკლებული იყო ეფექტურ სამკურნალო საშუალებებს ხანგრძლივი პერიოდის
განმავლობაში, რაც, სავარაუდოდ, გახდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის
შეუქცევადი ცვლილების მიზეზი და გამოიწვია მისი გარდაცვალება. სასამართლომ
დაასკვნა, რომ ხელისუფლების ორგანოებმა ვერ შეასრულეს კონვენციის მე-2 მუხლით
გათვალისწინებული სიცოცხლის დაცვის პოზიტიური ვალდებულება.
რაც შეეხება მომჩივნის შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩატარებულ
გამოძიებას, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ის არ შეესაბამებოდა ევროპული
კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ მე-2 მუხლის არსებითი
და პროცედურული ნაწილების დარღვევა დაადგინა. საქმეზე სახელმწიფოს მომჩივნის
სასარგებლოდ 15 000 ევროს გადახდა დაეკისრა, მორალური ზიანის ანაზღაურების
სახით.
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
სასამართლოს მიერ მომჩივნისთვის მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების
თანხა (15 000 ევრო) მთავრობამ გადაიხადა დადგენილ ვადაში, კერძოდ, 2019 წლის 4
თებერვალს.
106
გამოიძიება
როგორც 2019 წლის მიმდინარე საქმეების ანგარიშში აღინიშნა, ევროპული
სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 2019 წლის 29 მარტს განახლდა საქმეზე
გამოძიება,
მსჯავრდებულ
გ.ტ.-ს
გარდაცვალების
ფაქტზე,
დანაშაული
გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
იმავე დღეს სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს
გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.
გასული წლის ანგარიშში მითითებული იყო ასევე განახლებული გამოძიების
ფარგლებში ჩატარებული ძირითადი საპროცესო მოქმედებები, სხვებს შორის:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან
გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია გ.ტ.-ს მკურნალი ექიმების, მისი თანამესაკნეების და
შედგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის შესახებ; საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია - 2008-2009 წლებში საქართველოს
ტერიტორიაზე მოქმედი ტუბერკულოზის მკურნალობის დოტს და დოტს+
პროგრამების ამსახველი საერთაშორისო გაიდლაინები; დაინიშნა სასამართლო
სამედიცინო ექსპერტიზა, რათა დადგინდეს, ჩაუტარდა თუ არა გ. ტ.-ს მკურნალობა
პენიტენციურ დაწესებულებებში ტუბერკულოზის ზემოაღნიშნული მკურნალობის
საერთაშორისო პროგრამების შესაბამისად; გამოკითხულ იქნენ გ.ტ.-ის თანამესაკნეები.
აღნიშნულ საქმეზე გაგრძელდება სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების
ჩატარება.
ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი № 12391/06, 2020 წლის 14
მაისის გადაწყვეტილება
35.
საქმე ეხება მომჩივნების - ამირან და ნანა ქადაგიშვილებისა (პირველი და მეორე
მომჩივანი - მეუღლეები) და მათი ერთ-ერთი შვილის - არჩილ ქადაგიშვილის (მესამე
მომჩივანი) მიერ წარდგენილ საჩივარს, 2004-2007 წლებში პირველი და მესამე
მომჩივნის
პატიმრობის
არასათანადო
პირობებთან
და
მკურნალობასთან
დაკავშირებით.
საქმის გარემოებების თანახმად, 2004 წლის ივლისში ამირან და არჩილ ქადაგიშვილები
დააკავეს
სხვადასხვა
ფინანსური
დანაშაულის
საფუძველზე,
რომელიც
უკავშირდებოდა პირველი მომჩივნის მიერ დაარსებული კომპანიის - „გამაბანკის“
საქმიანობას. 2004 წლის სექტემბერში, აგრეთვე დაკავებულ იქნა მეორე მომჩივანი - ნანა
ქადაგიშვილი.
ევროპული სასამართლოს წინაშე, კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე ამირან და
არჩილ ქადაგიშვილები დავობდნენ, რომ თბილისის N5 სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში პატიმრობის პირობები იყო ძალიან ცუდი. კერძოდ, მათ საკანში იყო
სიბინძურე და მწერები. 10 კვ. მ. საკანი საერთოდ არ ნიავდებოდა და ორი მომჩივნის
გარდა ოთხი სხვა პატიმარი იხდიდა სასჯელს, რომლებიც აქტიური მწეველები იყვნენ.
მომჩივნები ვერ სარგებლობდნენ გასეირნების უფლებით. ამასთან, საკანში არ ჰქონდათ
107
საპირფარეშო და დღეში მხოლოდ სამჯერ, კონკრეტულ დროებში შეეძლოთ საკნის
გარეთ არსებული საპირფარეშოთი სარგებლობა.
ასევე, მომჩივნებს არ მიუღიათ თავიანთი ჯანმრთელობის პრობლემების შესაბამისი
მკურნალობა (პირველ მომჩივანს აწუხებდა II ტიპის დიაბეტი, ხოლო მესამე მომჩივანს
- ადენომა).
აღსანიშნავია, რომ 2006 წლის დეკემბრიდან მომჩივნები გადაიყვანეს რუსთავის N2
დაწესებულებაში, თუმცა 2007 წლის 15 აგვისტოს მომჩივანთა წარმომადგენლებმა
ევროპულ სასამართლოს მიმართეს ამირან და არჩილ ქადაგიშვილების
ჯანმრთელობის გაუარესების თაობაზე. იმავე წლის 22 აგვისტოს, სასამართლოს
რეგლამენტის 39-ე წესის საფუძველზე, ევროპულმა სასამართლომ მთავრობას
დააკისრა დროებითი ღონისძიება და მოუწოდა, ისინი გადაეყვანა შესაბამის
სამედიცინო დაწესებულებაში. 2007 წლის 12 სექტემბერს მთავრობამ სასამართლოს
აცნობა, რომ არ არსებობდა პირველი მომჩივნის გადაყვანის საჭიროება, ვინაიდან
რუსთავის ციხე სათანადოდ იყო აღჭურვილი, სადაც მომჩივანს მეთვალყურეობდა
სამედიცინო პერსონალი. მესამე მომჩივანთან დაკავშირებით მთავრობამ განმარტა,
რომ 2007 წლის 1-ლ სექტემბერს იგი მოათავსეს ციხის საავადმყოფოში, სადაც მას
საჭირო მკურნალობას უტარებდნენ. პირველი და მესამე მომჩივანი დავობდნენ, რომ
მთავრობის მიერ სათანადოდ არ იქნა შესრულებული ევროპული სასამართლოს მიერ
დაკისრებული დროებითი ღონისძიება, რაც არღვევდა კონვენციის 34-ე მუხლს.
მომჩივნები აგრეთვე დავობდნენ, რომ მათ მიმართ დაირღვა კონვენციის მე-6 (საქმის
სამართლიანი განხილვის უფლება) დ მე-7 (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე)
მუხლები და დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი (საკუთრების დაცვა).
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, 2004-2007 წლებში ამირან და
არჩილ ქადაგიშვილების მკურნალობა და მათი პირობები N5 სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში იყო არასათანადო, რის გამოც დაირღვა ევროპული კონვენციის მე-3
მუხლი (წამების აკრძლავა). აგრეთვე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა
კონვენციის 34-ე მუხლის (ინდივიდუალური საჩივრის შეტანის უფლება) დარღვევა,
რადგან საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ პირველ მომჩივანთან მიმართებით
არ შეასრულა ევროპული სასამართლოს მიერ დაწესებული დროებითი ღონისძიება და
ამირან ქადაგიშვილი არ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში სამკურნალოდ.
სასამართლომ სხვა გასაჩივრებული მუხლების დარღვევა არ დაადგინა.
აღნიშნული დარღვევების გამო, ამირან და არჩილ ქადაგიშვილების სასარგებლოდ
საქართველოს დაეკისრა 12 000 – 12 000 ევროს გადახდის ვალდებულება.
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
სასამართლოს მიერ მომჩივნებისათვის მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების
თანხა (12 000 – 12 000 ევრო) გადახდილია დადგენილ ვადაში, კერძოდ, 2020 წლის 7
სექტემბერს.
108
ზოგადი ღონისძიებები
კომიტეტის მიერ დახურული საქმეები
როგორც გასული წლის ანგარიშში აღინიშნა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის
მიერ 2014 წლის 12 ნოემბერს დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის მიერ
გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით სასჯელაღსრულებისა სისტემაში და,
კერძოდ, პენიტენციური ჯანდაცვის სფეროში გატარებული ფუნდამენტური რეფორმები
და მინისტრთა კომიტეტის მიერ საბოლოო რეზოლუციის მიღებით დახურულად
გამოცხადდა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებათა ნაწილი
(„ღავთაძე საქართველოს წინააღმდეგ“, „პოღოსიანი საქართველოს წინააღმდეგ“,
„მინდაძე საქართველოს წინააღმდეგ“, „ჯელაძე საქართველოს წინააღმდეგ“, „ილდანი
საქართველოს წინააღმდეგ“), რომლებიც, შეეხებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში
2006-2011 წლებში ჰეპატიტითა და ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმართა
მკურნალობის პროცესში გამოვლენილ ნაკლოვანებებს, რაც საქართველოში სისტემურ
პრობლემას წარმოადგენდა.93
ასევე, მინისტრთა კომიტეტმა 2019 წლის 13 ნოემბერს მიიღო რეზოლუცია, რითაც
დახურულად გამოცხადდა საქმეები: მირზაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, მესხიძე
საქართველოს წინააღმდეგ, კიკალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, რომლებიც
ეხებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადეკვატური სამედიცინო
მკურნალობის ნაკლებობას.94 აღნიშნული საქმეების დახურვა იმაზე მიუთითებს, რომ
ის ხარვეზები, რომლებიც 2012 წლამდე არსებობდა პატიმართა მკურნალობის კუთხით,
დღეისათვის აღმოფხვრილია.
გასული წლის ანგარიშში დეტალურად არის წარმოდგენილი ის რეფორმები და
ზოგადი ღონისძიების კუთხით გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც მიზნად ისახავს
განსახილველ საქმეებში სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევების
სამომავლო პრევენციას. კერძოდ, ანგარიში მოიცავდა შემდეგ ინფორმაციას:
CPT-ის ანგარიში - ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი
მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) 2018 წლის 10-21
სექტემბერს საქართველოში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში გამოქვეყნებულ
ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებში
სამედიცინო მომსახურება.95
ანგარიშში დადებითად არის შეფასებული ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა (24/7).
კომიტეტი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება ინფექციური
დაავადებების მკურნალობის მხრივ (როგორიც არის ტუბერკულოზი, ჰეპატიტი, HIV),
რასაც ადასტურებს ის, რომ 2014 წლიდან ციხეებში ტუბერკულოზის გავრცელება
93
ხელმისაწვდომია: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=001-148546
ხელმისაწვდომია: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=001-198773
95
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში, გვ. 38-45,
ანგარიში ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომია: https://rm.coe.int/1680945eca
94
109
შემცირდა 73%-ით.96 კომიტეტი ასევე, ხელშესახებ პროგრესად მიიჩნევს B და C
ჰეპატიტთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.97
პენიტენციური ჯანდაცვა - 2018 წლის ივლისში საქართველოს იუსტიციისა და
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების შერწყმის შემდგომ, 2019 წლის
22 თებერვალს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცდა პენიტენციური და
დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგია და მისი 2019-2020
წლების სამოქმედო გეგმა.98 აგრეთვე, დამტკიცებულია პენიტენციური ჯანდაცვის
სტანდარტი, რომელშიც გაწერილია ის მომსახურებები, რომელსაც სახელმწიფო
მიაწვდის პატიმრობაში მყოფ პირს. სტანდარტი ევროპის საბჭოს ექსპერტებთან ერთად
შემუშავდა და მასში გათვალისწინებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის
რეკომენდაციები და “ციხის ევროპულ წესებში” ასახული პრინციპები.
პენიტენციურ სისტემაში უზრუნველყოფილია სამედიცინო პერსონალის 24-საათიანი
ხელმისაწვდომობა; ყველა დაწესებულებაში დანერგილია პირველადი ჯანდაცვის
მოდელი.
განსახილველი საქმეების აღსრულების კუთხით მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ
აღინიშნოს, რომ ტუბერკულოზის მართვა სისტემაში სამოქალაქო სექტორის
ეკვივალენტურია და საგრძნობლად შემცირებულია ახალი შემთხვევების რაოდენობა
(2013 - 59; 2018 - 44; 2019 - 33, 2020 - 32). დაცულია აივ/შიდსზე კონსულტირების,
ტესტირებისა და მკურნალობის მხრივ, უნივერსალური ხელმისაწვდომობა. ასევე,
ხელმისაწვდომია C ჰეპატიტის ანტივირუსული მკურნალობა უახლესი თაობის
სამკურნალო საშუალებებით. 2014 წლიდან დღემდე 4000-მდე ბენეფიციარმა მიიღო
ანტივირუსული მკურნალობა, 2018 წელს პროგრამაში ჩაერთო 908 პაციენტი, 2019 წელს
- 687, ხოლო 2020 წლის განმავლობაში C ჰეპატიტის მართვის პროგრამის მკურნალობის
კომპონენტში პაციენტთა ჩართვის უფლების განმსაზღვრელ კომისიაზე წარდგენილ
იქნა 320 ბენეფიციარის დოკუმენტაცია.
პენიტენციურ დაწესებულებაში ტუბერკულოზის მართვასთან დაკავშირებით უნდა
აღინიშნოს, ასევე, რომ ტუბერკულოზის პრევენციისა და ადრეული გამოვლენის
მიზნით, პენიტენციურ სისტემაში განთავსებულ ყველა ბრალდებულს/მსჯავრდებულს
უტარდება გამოკითხვა სპეციალური სტანდარტული ფორმის კითხვარით (აქტიური
სკრინინგი). აქტიური სკრინინგი ტარდება დაწესებულებაში შესვლისას და შემდგომში
სამ თვეში ერთხელ. აღნიშნულ აქტივობას ახორციელებენ სს „ტუბერკულოზისა და
ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ სპეციალურად განსწავლული ექთნები.
ყოველწლიურად ტარდება 50000-ზე მეტი სკრინინგი.
აქტიური სკრინინგის შედეგად ტუბერკულოზის სავარაუდო შემთხვევის
გამოვლენისას,
ტარდება
სახელმწიფო
პროტოკოლით
გათვალისწინებული
96
იქვე, პარა. 82.
იქვე, პარა. 83.
98
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №385 პენიტენციური და დანაშაულის
პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის
დამტკიცების თაობაზე, ხელმისაწვდომია:
https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4490017?publication=0
97
110
ლაბორატორიულ/ინსტრუმენტული
გამოკვლევები.
სავარაუდო
ან/და
დადასტურებული შემთხვევები კი დაუყოვნებლად განცალკევდებიან სხვა
ბრალდებულებისგან/მსჯავრდებულებისგან და მათი გადაყვანა სამკურნალოდ ხდება
N18 ბრალდებულთა
და
მსჯავრდებულთა
სამკურნალო
დაწესებულების
ტუბერკულოზის და ინფექციურ სნეულებათა განყოფილებაში.
პენიტენციურ სისტემაში დასაქმებულ პერსონალს, რომელიც ჩართულია
ტუბერკულოზის მართვის პროცესში პერიოდულად უტარდება ტრენინგები და
სამუშაო შეხვედრები დარგის სიახლეების გაცნობის და პრაქტიკაში დანერგვის
მიზნით. მაგალითისთვის, ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამის გაიდლაინით
განსაზღვრულ თემატიკაზე, საკანონმდებლო სიახლეების პრაქტიკაში დანერგვის
მიზნით, 2019 წლის ივლისის თვეში გადამზადდა პენიტენციური სისტემის ყველა
ფთიზიატრი 5-დღიანი ტრენინგის („ტუბერკულოზის მართვის სიახლეები“)
ფარგლებში ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის
ბაზაზე.
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მკურნალობა ხორციელდება ტუბერკულოზის
მართვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. მკურნალობის პროცესში,
პაციენტებისთვის ასევე ხელმისაწვდომია კვების განსხვავებული რაციონი.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის
მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის – „ტუბერკულოზისა და რეზისტენტული
ტუბერკულოზის პრევენციისა და მართვის საუკეთესო პრაქტიკა პენიტენციურ
დაწესებულებებში“
–
მიხედვით,
საქართველოს
პენიტენციური
სისტემა
ტუბერკულოზისა და რეზისტენტული ტუბერკულოზის პრევენციისა და მართვის
საუკეთესო პრაქტიკის ქვეყნებს შორის დასახელდა, ხოლო 2013 წლიდან დღემდე,
პენიტენციურ სისტემაში ტუბერკულოზით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ
დაფიქსირებულა.
უნდა აღინიშნოს რომ ყველა ექიმი, რომელიც დასაქმებულია პენიტენციურ სისტემაში
ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატს, რომელიც მას ანიჭებს უფლებას, განახორციელოს
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა. აღსანიშნავია ასევე, რომ 2020 წელს ჩატარდა
სამედიცინო დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ჩატარდა კონკურსი ვაკანტური
ადგილების შევსების მიზნით.
პენიტენციური
სისტემის
ყველა
დაწესებულებაში
ხელმისაწვდომია
და
ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, სურვილის შემთხვევაში, მიეწოდებათ ბროშურა,
სადაც დეტალურადაა მოცემული ინფორმაცია პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის
სერვისების შესახებ. აღნიშნული ბროშურა, ნათარგმნია 7 ენაზე (აზერბაიჯანულ,
სომხურ, თურქულ, რუსულ, ინგლისურ, არაბულ და სპარსულ ენებზე) და
შესაბამისად,
ინფორმაცია
ხელმისაწვდომია
არაქართულენოვანი
ბრალდებულების/მსჯავრდებულებისთვისაც.
ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ უწყების მიზანია ისეთი პენიტენციური და
დანაშაულის
პრევენციის
სისტემების
განვითარება,
რომლებიც
უმაღლეს
111
საერთაშორისო
სტანდარტებს
მიმართულებით.
დააკმაყოფილებს,
მათ
შორის,
ჯანდაცვის
აქვე, აღსანიშნავია, რომ არსებულ გამოწვევებთან საქართველოს პენიტენციური
სისტემის
ეფექტიანი
და
ადამიანის
უფლებების
მაქსიმალურ
დაცვაზე
ორიენტირებული მიდგომის არსებობა კიდევ ერთხელ დადასტურდა COVID-19
პანდემიასთან ბრძოლის პროცესში. პროაქტიული და სწორად დაგეგმილი
ღონისძიებების გატარების მეშვებობით, 2020 წლის მარტიდან დეკემბრამდე
პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა შორის COVID-19-ით ინფიცირების
არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №72508/13, 2017 წლის 28
ნოემბრის გადაწყვეტილება
36.
2017 წლის 28 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა
პალატამ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე - „მერაბიშვილი საქართველოს
წინააღმდეგ“.
აღნიშნული გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ
დაადასტურა, რომ ივანე მერაბიშვილის დაკავება, ასევე, წინასწარი პატიმრობა,
რომელიც გაგრძელდა 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე, იყო კანონიერი.
კერძოდ, დიდმა პალატამ გასაჩივრებულ მუხლებთან მიმართებით:
- ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი,
რაც შეეხება ივანე მერაბიშვილის დაკავების კანონიერებას;
- ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი,
რაც შეეხება ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის კანონიერებას (2013 წლის
მაისი - 2014 წლის თებერვალი); მომჩივანი როგორც მისი დაკავების უკანონობას, ასევე
2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე პერიოდში მის წინასწარ პატიმრობაში
უკანონოდ ყოფნას ამტკიცებდა, რაც სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ არ
გაიზიარა;
- ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი, რაც
შეეხება ივანე მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას. კერძოდ,
სასამართლომ მიიჩნია, რომ 2013 წლის 22 და 25 მაისის ეროვნული სასამართლოს
გადაწყვეტილებები სათანადო დასაბუთებას შეიცავდა და ამ მუხლის სტანდარტებს
აკმაყოფილებდა;
- დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი 2013 წლის 25
სექტემბრის სასამართლო გადაწყვეტილებით, რადგან მოსამართლემ ივანე
მერაბიშვილის შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის
ღონისძიებით შეცვლის თაობაზე უარყო ზეპირად და დასაბუთების გარეშე;
- 9 ხმით 8 ხმის წინააღმდეგ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი 2013
წლის 14 დეკემბრის ინციდენტიდან გამომდინარე (ივანე მერაბიშვილის ღამით
საკნიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდი). სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად
112
განაცხადა და დაასაბუთა, რომ ივანე მერაბიშვილის პატიმრობასა და
სისხლისსამართლებრივ დევნაში არ იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივები და რომ ამ
მხრივ მომჩივნის არგუმენტები ვერ იქნებოდა გაზიარებული (იხ. პუნქტ. 320-329).
თუმცა, მან დაადგინა, რომ საკნიდან გაყვანის ფაქტი შეუსაბამო იყო მე-18 მუხლის
მიზნებთან და ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტები გაიზიარა.
აღნიშნულ საქმეზე განახლებული სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს დეტალურ
ინფორმაციას მთავრობის მიერ განხორციელებულ აღსრულების როგორც
ინდივიდუალურ, ასევე ზოგად ღონისძიებებზე, იუსტიციის სამინისტრომ მინისტრთა
კომიტეტს 2020 წლის 16 დეკემბერს წარუდგინა.
გასული წლის ანგარიშში უკვე აღინიშნა, რომ ივანე მერაბიშვილი, რომელიც სასჯელს
იხდიდა სხვადასხვა მსჯავრდების, მათ შორის, ენუქიძისა და გირგვლიანის საქმესთან
დაკავშირებული დანაშაულების გამო99 (რომლის აღსრულებასაც ზედამხედველობს,
ასევე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი), 2020 წლის 20 თებერვალს
გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
ერთადერთი ინდივიდუალური ღონისძიება, რომელიც მითითებული იქნა ევროპული
სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებაში - მომჩივნისთვის კომპენსაციის
თანხის, 4 000 ევროს გადახდა, საქართველოს მთავრობამ განახორციელა 2018 წლის 22
თებერვალს - სასამართლოს მიერ დადგენილ 3-თვიან ვადაში.
გამოძიება
გასული წლების ანგარიშებში აღინიშნა, რომ 2018 წლის 12 ივლისს, ევროპული
სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების საფუძველზე, პროკურატურის მიერ
გამოტანილი იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების განახლების
შესახებ, საკნიდან მომჩივნის შესაძლო გაყვანის ეპიზოდზე (სსკ-ის 333-ე მუხლის
პირველი ნაწილი). საკნიდან მომჩივნის შესაძლო გაყვანის ფაქტის გამოძიების, ისევე
როგორც განახლებული გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო უწყება, კანონის
დებულებებიდან გამომდინარე, მოკლებული იყო შესაძლებლობას, მობილური
ოპერატორებისგან გამოეთხოვა ელექტრონული ინფორმაცია ცალკეული პირების
სატელეფონო კავშირების და მომსახურე ანძების შესახებ, რაც, ევროპული
სასამართლოს დიდი პალატის აზრით, უნდა განხორციელებულიყო.
გასული
წლების
ანგარიშებში
წარმოდგენილი
ზემოხსენებულიდან
გამომდინარე,
იუსტიციის
იქნა
ინფორმაცია,
რომ
სამინისტრომ
მოამზადა
99
ივანე მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს და სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის,
2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის,
ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის
მოსყიდვის საქმეზე. სასჯელის შთანთქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და
ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.
113
საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი,100 რომელიც ითვალისწინებდა სისხლის
სამართლის კოდექსის იმ მუხლების ჩამონათვალის გაფართოვებას, რომელიც
მითითებული იყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის (ფარული
საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესი) მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში.
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა
2019 წლის 29 მაისს და ამოქმედდა 2019 წლის 3 ივნისს. შედეგად, აღნიშნული
მუხლების ჩამონათვალს დაემატა სამოხელეო დანაშაულების მთლიანი თავი (თავი
XXXIX), რაც ხელს შეუწყობს ამ კატეგორიის დანაშაულების ეფექტიან გამოძიებასა და
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.
განახლებული გამოძიება კვლავ აქტიურად გრძელდება, რომლის ფარგლებში
განხორციელდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ:
დათვალიერდა ვიდეო კამერების ჩანაწერები და შედგა შესაბამისი ოქმები;
დაიკითხა/ხელახლა დაიკითხა მრავალი მოწმე, მათ შორის, თავად მომჩივანი;
აგრეთვე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი - ს. ს.; მისი
მოადგილეები გ. გ., ბ. დ. და ა. თ.; სასჯელაღსრულების სამინისტროს იმჟამინდელი
გენერალური ინსპექციის უფროსი - მ. ს.; საზოგადოებასთან ურთიერთობის
დეპარტამენტის იმჟამინდელი უფროსი - ი. კ.; სასჯელაღსრულების დაწესებულების
თანამშრომლები (სხვებს შორის, 2013 წლის დეკემბერში მიღებული ხელფასის
ოდენობასა და პრემიასთან დაკავშირებით), მათ შორის, ლ. მ. (სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის უსაფრთხოების სამმართველოს თანამშრომელი); მომჩივნის მიერ
დასახელებული პირები - გ. გ. და ი. მ.; ი .მ.-ს ოჯახის წევრები და მისი მძღოლი (ვ. შ.);
კ. თ. (N9 დაწესებულების იმ ფლიგელში განთავსებული პირი, რომელშიც მომჩივნის
საკანი მდებარეობდა); თ. დ. (2012-2018 წლებში იკავებდა ქუთაისის საქალაქო
სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას); პროკურორები - ქ.ჩ., ნ.ს., რ.თ., ი.ფ.; და
სხვ.
დამატებით, განახლებული გამოძიების ფარგლებში, 2020 წლის დეკემბერში
განხორციელებულ იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი; გამოთხოვილ/გაანალიზებულ
იქნა გამოძიებისთვის საჭირო სხვადასხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
ასევე, როგორც გასული წლის ანგარიშში აღინიშნა, მოპოვებულ იქნა სატელეფონო
კომუნიკაციებისა და ანძების შესაბამისი მონაცემები. აღნიშნული მონაცემებისა და
მოწმეთა ჩვენებების შედეგად, დადგენილ იქნა, რომ დროის შესაბამის მონაკვეთში
(მომჩივნის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტი - 2013 წლის 14 დეკემბერი, 01:30
საათიდან 02:30 საათამდე) გ. გ.-სა და ი. მ.-ს მობილური ტელეფონებიდან არ
განხორციელებულა/არ შესულა არცერთი სატელეფონო ზარი, აგრეთვე, მათი
იმჟამინდელი ადგილსამყოფელი არ შეესაბამება არც სასჯელაღსრულების №9
დაწესებულების (სადაც მომჩივანი იხდიდა სასჯელს) მდებარეობას და არც მომჩივნის
მიერ დასახელებულ სხვა ტერიტორიებს.
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, ხელმისაწვდომია:
https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/213551?
100
114
გამოძიების მიერ იგეგმება სხვა აუცილებელი და შემხვედრი მოქმედებების ჩატარება
სრული, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების ჩატარების მიზნით.
აღინიშნავია, რომ მომჩივნის წარმომადგენელს არაერთხელ (2019 წლის 23 მაისს, 3
ივნისსა და 30 ივლისს, 2020 წლის 27 და 29 იანვარს) ეცნობა, რომ ჰქონდა
შესაძლებლობა
გაცნობოდა
სისხლის
სამართლის
მასალებს.
მომჩივნის
წარმომადგენელმა ამ შესაძლებლობით ისარგებლა 2020 წლის 13 იანვარს და 16 ივლისს,
აგრეთვე 2021 წლის 18 იანვარს.
ასევე, 2019 წლის 30 ივლისს საგამოძიებო ორგანომ სახალხო დამცველს აცნობა,
პროკურატურაში სისხლის სამართლის მასალების გაცნობის შესაძლებლობის
თაობაზე. აღნიშნულის საფუძველზე, სახალხო დამცველის წარმომადგენელი
არაერთხელ გაეცნო საქმის მასალებს - 2019 წლის 1-ლ და 30 ოქტომბერს, 2020 წლის 20
იანვარსა და 4 აგვისტოს და 2021 წლის 18 იანვარს.
მინისტრთა კომიტეტი მიესალმება (29.09.2020-01.10.2020 სხდომა), რომ სახალხო
დამცველსა და მომჩივანს აქვთ საგამოძიებო მასალებზე სრული წვდომა, რაც
მნიშვნელოვანია, რათა გამოძიების შედეგებს ჰქონდეს საზოგადოების მხრიდან
მაღალი ნდობა.101
ზოგადი ღონისძიებები
წარდგენილი სამოქმედო გეგმებით მთავრობის მიერ მინისტრთა კომიტეტს ეცნობა
მოცემული საქმის აღსრულების ფარგლებში განხორციელებული შესაბამისი ზოგადი
ღონისძიებების თაობაზე დეტალური ინფორმაცია, მათ შორის 2018 წლის 16 დეკემბერს
კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედების შედეგად, პროკურატურის
ინსტიტუციურად დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბების შესახებ, აგრეთვე,
კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, ჯერ კიდევ
გადაწყვეტილების გამოტანამდე (2017 წლის 28 ნოემბერი) წინასწარი პატიმრობის
დებულებათა, საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში
მოსაყვანად, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე,102 რომელიც
პარლამენტმა მიიღო 2015 წლის 8 ივლისს.
გარდა ზემოხსენებულისა, კვლავ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსში შეტანილი ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები
ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია მოცემული
საქმის აღსრულების ზოგადი ღონისძიებების თვალსაზრისითაც, ვინაიდან იგი
უზრუნველყოფს ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმის არსებობასა და მომავალში
ევროპული სასამართლოს მიერ მსგავსი დარღვევების დადგენის თავიდან აცილებას.
101
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება, ხელმისაწვდომია:
http://hudoc.exec.coe.int/eng?i=CM/Del/Dec(2020)1383/H46-6E
102
ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2912924?publication=0#DOCUMENT:1;
115
ასევე, გასული წლის ანგარიშში აღინიშნა და მინისტრთა კომიტეტს სამოქმედო
გეგმებით ეცნობა, რომ ცვლილებები განხორციელდა ვიზუალური ან/და
ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების,
ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესთან მიმართებით და იუსტიციის
მინისტრის 2019 წლის 13 მაისის №403 ბრძანებით, სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერების შენახვის 5-დღიანი
ვადა გაიზარდა 30 დღემდე.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის პროგრამების ფარგლებში,
მუდმივად ტარდება ტრენინგები მოსამართლეებისა და სასამართლოს სხვა
მოხელეთათვის სისხლის სამართლის საპროცესო საკითხებზე, მათ შორის წინასწარი
პატიმრობისა და გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობის თაობაზე. 2020 წელს
ტრენინგი ჩატარდა აღკვეთის ღონისძიების საკითხებზე, რომელსაც 8 მოსამართლე
ესწრებოდა. აგრეთვე, მოსამართლეების მონაწილეობით ტრენინგი ჩატარდა შემდეგ
საკითხებზე: მტკიცებულებების რელევანტურობის შეფასება და დასაშვებად ან
დაუშვებლად ცნობა; ქართული სისხლის სამართლის საპროცესო ნორმებისა და
ამერიკული მტკიცებულებების წესების შედარებითი ანალიზი.
გასული წლის ანგარიშში წარმოდგენილი იყო ინფორმაცია, რომ 2019 წელს, ევროპის
საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივ პროექტთან თანამშრომლობით, საქართველოს
პროკურატურაში შემუშავდა სასწავლო მოდული თემაზე - აღკვეთის ღონისძიების
დასაბუთება ევროპული სტანდარტების მიხედვით. მოდულის შემუშავებაში
ჩართული იყო ევროპის საბჭოს ექსპერტი. აღნიშნული სასწავლო მოდულის
შემუშავება მიზნად ისახავს პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და ადამიანის
უფლებათა ევროპული სტანდარტების ყოველდღიურ სამუშაო პრაქტიკაში დანერგვას.
უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სტანდარტების
თემაზე პროკურორებისთვის ჩატარდა 2-ეტაპიანი ტრენერთა ტრენინგი, რომლის
ფარგლებშიც ევროპის საბჭოს ექსპერტებმა თეორიულ სწავლებასთან ერთად,
მსმენელებს გაუზიარეს თავიანთი პრაქტიკული გამოცდილება. სასწავლო კურსში
მონაწილეობას იღებდა 10 პროკურორი. სწავლების ფარგლებში განხილული იქნა
ისეთი საკითხები, როგორიცაა - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5
მუხლით დაშვებული თავისუფლების აღკვეთა და ეროვნული კანონმდებლობა,
წინასწარი პატიმრობა და პატიმრობა სასამართლოს მოლოდინში, ფარული
საგამოძიებო მოქმედებები, ტრენინგის მეთოდოლოგია ზრდასრულთათვის და სხვ.
ტრენინგი ინტერაქტიული ხასიათის იყო, რაც მონაწილეებს სასწავლო პროცესში
აქტიური ჩართულობის შესაძლებლობას აძლევდა. ტრენერების გადამზადებას წინ
უძღოდა ევროპის საბჭოს ექსპერტის დახმარებით პროკურატურის საქმიანობის
სპეციფიკაზე მორგებული სასწავლო პროგრამისა და მასალების შემუშავება.
ასევე, შემუშავებული სასწავლო მოდულის მიხედვით ჩატარდა 1 პილოტური
ტრენინგი, რომელსაც პროექტის ფარგლებში გადამზადებული ტრენერები
უძღვებოდნენ. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 12-მა პროკურორმა. აღნიშნული
ტრენინგი ეტაპობრივად ჩაუტარდება ყველა პროკურორს.
116
მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2020 წლის (29.09.2020-01.10.2020) და 2021
წლის მარტის სხდომებზე ივანე მერაბიშვილის საქმის აღსრულების პროცესი შეაფასა.
უნდა აღინიშნოს, რომ კომიტეტის ზედამხედველობა შეეხება მერაბიშვილის საქმის
მხოლოდ ერთ ასპექტს – საკნიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდს. ყველა სხვა ასპექტი,
როგორიცაა მისი დაკავებისა და პატიმრობის კანონიერება, დღის წესრიგიდან ჯერ
კიდევ 2018 წლიდანაა მოხსნილი. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, კომიტეტმა
გაიზიარა მთავრობის პოზიცია, რომ მას სასჯელი ბოლომდე უნდა მოეხადა და არ
არსებობდა ციხიდან ვადაზე ადრე გამოსვლის რაიმე საფუძველი.
გამოძიებასთან დაკავშირებით, მინისტრთა კომიტეტის 2020 წლის სექტემბეროქტომბრის
(29.09.2020-01.10.2020)
გადაწყვეტილებაში103
აღნიშნულია,
რომ
განახლებული გამოძიების ფარგლებში, საქართველომ განახორციელა მთელი რიგი
საგამოძიებო მოქმედებებისა. კერძოდ, სხვებს შორის, გაანალიზდა ვიდეოკამერების
ჩანაწერები და შედგა შესაბამისი ოქმები; გამოიკითხა მრავალი მოწმე, მოპოვებულ იქნა
სატელეფონო კომუნიკაციებისა და ანძების მონაცემები. ამასთან, მინისტრთა
კომიტეტმა საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდა, გაგრძელდეს ეფექტიანი
გამოძიება და განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია
მიეწოდოს კომიტეტს.
2021 წლის მარტის სხდომაზე მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს მოუწოდა,
უზრუნველყოს საგამოძიებო ღონისძიებების ამომწურავად ჩატარება და სარწმუნო
დასკვნების მიღება. კომიტეტის მიერ მოწონებულ იქნა ქართული მხარის ინიციატივა
გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის თაობაზე, რაზეც კონსულტაციები
გაიმართება მინისტრთა კომიტეტის სამდივნოსთან.
კომიტეტის შეფასებით, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს და 2018 წლის საკონსტიტუციო
ცვლილებებს დაეფუძნოს რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავს პროკურატურის
კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას, დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის გაზრდას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო
გადაწყვეტილება, რომ ივანე მერაბიშვილის საქმის განხილვას 2021 წლის
სექტემბრამდე აღარ დაუბრუნდება.
სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ივანე მერაბიშვილის საქმე 2017 წლის
ნოემბერში განიხილა და დარღვევა მხოლოდ ერთ ნაწილში − საკნიდან შესაძლო
გაყვანის ეპიზოდში დაადგინა. მერაბიშვილის პატიმრობა დიდმა პალატამ კანონიერად
მიიჩნია.104
103
104
ხელმისაწვდომია: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=CM/Del/Dec(2020)1383/H46-6E
ხელმისაწვდომია: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=CM/Del/Dec(2021)1398/H46-9E
117
სარიშვილი-ბოლქვაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №58240/08, 2018
წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება
37.
საქმე ეხება 2004 წელს მომჩივნის, გულნარა სარიშვილი-ბოლქვაძის, შვილის
გარდაცვალების ფაქტს. ევროპულმა სასამართლომ ამ საქმეზე კონვენციის მე-2 მუხლის
(სიცოცხლის უფლება) დარღვევა დაადგინა.
კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ სახელმწიფოს მიერ
შესაბამისი მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს ეფექტურად ფუნქციონირების
ვერუზრუნველყოფისა
და სამოქალაქო სამართალწარმოებაში
კომპენსაციის
საკითხთან დაკავშირებით არსებული ხარვეზების გამო, დაირღვა კონვენციის მე-2
მუხლი.
ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გარდაცვლილის ექიმებს არ გააჩნდათ
სათანადო ლიცენზიები და რომ საავადმყოფო ახორციელებდა სხვადასხვა სამედიცინო
საქმიანობას აუცილებელი ნებართვების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე,
სახელმწიფოს მხრიდან არ იქნა დაცული პაციენტის უსაფრთხოება, შესაბამისად, არ
მოხდა კონვენციით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულებების შესრულება მარეგულირებელი ჩარჩოს ეფექტური ფუნქციონირება.
სასამართლოს შეფასებით, აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართალწარმოება
(გამოძიების შეწყვეტა) შეესაბამებოდა კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნებს, ვინაიდან
გამოძიების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა ნაჩქარევად
ან თვითნებურად. იგი იყო სათანადოდ დასაბუთებული და ემყარებოდა სასამართლოსამედიცინო ექსპერტების დასკვნებს.
2004 წელს მომჩივნის შვილი, გ. ბ., ტრავმული დაზიანებების ინტენსიური
მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა საავადმყოფოში. ექსპერტთა ჯგუფმა დაადგინა,
რომ მისი მკურნალობისას დაშვებული იყო საექიმო შეცდომა. საქმესთან
დაკავშირებით ეროვნულ დონეზე მიმდინარეობდა როგორც სისხლის, ასევე,
სამოქალაქო სამართალწარმოება.
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
მომჩივანს არ მოუთხოვია სამართლიანი დაკმაყოფილება ევროპული სასამართლოს
წინაშე.
საქმის წარმოების განახლება
უზენაესი სასამართლოდან მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ საკასაციო
სასამართლოს, 2018 წლის 18 ოქტომბერს წარედგინა განცხადება ახლადაღმოჩენილ
გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. 2019 წლის 22
თებერვლის განჩინებით, გარდაცვლილის დედის - გ. სარიშვილის განცხადება ახლად
აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა,
გაუქმდა უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება და მოცემულ
საქმეზე განახლდა წარმოება მოპასუხეთათვის მორალური ზიანის ანაზღაურების
118
დაკისრების მოთხოვნის ნაწილში.105 2019 წლის 16 მაისს უზენაესმა სასამართლომ
მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც შპს „ბათუმის №1 საავადმყოფოსა“ და
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოლიდარულად
დაეკისრათ გ. სარიშვილის სასარგებლოდ კომპენსაციის - 20 000 ლარის
ანაზღაურება.106
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ანალიზი ნათლად აჩვენებს, რომ უზენაესმა
სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საერთაშორისო
სტანდარტებით
ევროპული
კონვენციით,
ევროპული
სასამართლოს
გადაწყვეტილებით და რომ, საქმის წარმოების განახლების პროცედურა ეფექტიანად
მოქმედებს პრაქტიკაში.
ზოგადი ღონისძიებები
2020 წელს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2019 წლის საქმეების ანგარიშში
დეტალურად იყო აღწერილი წინამდებარე საქმეზე დადგენილი დარღვევის კუთხით
გატარებული ზოგადი ღონისძიებები. კერძოდ, მიმოხილული იყო სამედიცინო
საქმიანობის რეგულირების საკითხი, და აღნიშნული იყო, რომ დღეს მოქმედი
კანონმდებლობის მიხედვით, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს ფიზიკური და იურიდიული
პირების სამედიცინო, საექიმო, სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის, წამლისა და
ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებას.107
ასევე, აღნიშნული იყო რომ 2006 წლის 7 დეკემბერს საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით კოდექსს
დაემატა 445 მუხლი - სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობების
შეუსრულებლობის შესახებ.108 ხოლო, 2012 წლის 28 თებერვალს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ იქნა ცვლილება ზემოაღნიშნულ 445
მუხლში, რომლითაც გაიზარდა სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო და სანებართვო
პირობების შეუსრულებლობისათვის განსაზღვრული ჯარიმა.109
ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ 2019 წლის 7 თებერვალს საქართველოში
ჯანმრთელობის დაცვის სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების პროცესის
ხელშეწყობის მიზნით მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის დადგენილება №32.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის წერილი №პ-757-19.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ბს-327-309(2კ-07), 2019 წლის 16 მაისი, გვ.
16.
107
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01 -64/ნ 2011
წლის დეკემბერი, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 2,
ხელმისაწვდომია: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/1544211?publication=0
108
საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ ხელმისაწვდომია:
https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/24832?publication=0
109
საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ ხელმისაწვდომია:
https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/1607216?publication=0
105
106
119
დადგენილების მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
უზრუნველყოფს „ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტიანობის შეფასების“,
„ჯანმრთელობის ანგარიშის სისტემისა“ და „საქართველოს მოსახლეობის
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების“ მომზადებას.
სამინისტრო
ჯანმრთელობის
დაცვის
სისტემის
ეფექტიანობის
შეფასებას
უზრუნველყოფს სამ წელიწადში ერთხელ, ხოლო მოსახლეობის ჯანმრთელობის
მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადებას - ორ წელიწადში
ერთხელ.110
რაც შეეხება ზოგად ღონისძიებებს მორალური ზიანისთვის კომპენსაციის მინიჭების
საკითხის
კუთხით,
განსახილველ
საქმეზე
ევროპულმა
სასამართლომ
შიდასამართლებრივ საშუალებებთან მიმართებით აღნიშნა, რომ უპირობო
საკანონმდებლო შეზღუდვამ მომჩივანს გაუმართლებლად ჩამოართვა შესაძლებლობა,
მოეთხოვა კომპენსაცია მორალური ზიანისთვის, მისთვის ხელმისაწვდომი
სამოქალაქო სამართლებრივი დაცვის საშუალებით. კერძოდ, მომჩივანს უარი ეთქვა
მორალური ზიანის კომპენსაციის მოთხოვნაზე.111
ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ საქმეზე
მომჩივანს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიეცა
მორალური კომპენსაცია, მიუხედავად ზემოაღნიშნული რეგულაციისა. საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტების
მიხედვით:
„საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი
დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც
ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის
ჩამოყალიბებას; [...]; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება
მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა
დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
პრეცედენტულ სამართალს; [...].“112
რაც შეეხება ახლო ნათესავის მიერ მორალური ზიანის ანაზღაურებას სხვა საქმეებში,
ანგარიშში წარმოდგენილი იყო ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული
გადაწყვეტილებები, რომლებშიც სასამართლო გადაწყვეტილებაში კომპენსაციის
განსაზღვრისას მითითებას აკეთებს სარიშვილი-ბოლქვაძისა და ევროპული
სასამართლოს სხვა საქმეებზე. მაგალითად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო 2018
წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიიჩნია, რომ გარდაცვალების
შემთხვევაში მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმა არასამართლიანია და
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 7 თებერვლის დადგენილება №32, ხელმისაწვდომია:
https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4475769?publication=0#DOCUMENT:1;
111
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „სარიშვილი - ბოლქვაძე
საქართველოს წინააღმდეგ“ (საჩივარი № 58240/08), §97.
112
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ხელმისაწვდომია:
https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/29962?publication=144
110
120
დაადგინა, რომ უშუალო დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში, სამოქალაქო
კოდექსის 992-ე და 1006-ე მუხლებით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების
მქონე პირებს ე.ი. დაზარალებულებს (მესამე პირებს), არაქონებრივი ზიანის
ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაც გააჩნიათ.113
ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2010 წლის 5 თებერვალს დააკმაყოფილა
მოსარჩელის სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით შვილის
წამებისა და მკვლელობის გამო. შედეგი უცვლელი დატოვა უზენაესმა სასამართლომ
2010 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით.114
2019 წლის ანგარიშში მიმოხილული იყო ასევე კიდევ ერთი გადაწყვეტილება,
რომელშიც თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის 17 ნოემბერს აღნიშნა:
“ახლო ნათესავის, კონკრეტულ შემთხვევაში შვილის სიკვდილის გამო ჩვეული
სულიერი ტკივილი, რაც გრძელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ქმნის
ცოცხალი ნათესავის ჯანმრთელობის, მისი ფსიქო-ნერვული მდგომარეობის
დაზიანების წინაპირობას. პალატა თვლის, რომ მოსარჩელის მდგომარეობა ალბათობის
მაღალი ხარისხით, გამოწვეულია შვილის მკვლელობის ფაქტით გამოწვეული
განცდებით. ამდენად, სახეზეა გაუბათილებელი პრეზუმფცია შვილის გარდაცვალების
გამო მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თაობაზე, რაც ზიანის
ანაზღაურების დაკისრების კანონისმიერ წინაპირობას ქმნის. [...] სააპელაციო პალატას
მიაჩნია, რომ მორალური ზიანის სახით მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს 2000
ლარის გადახდა.“115
ყოველივე ზემოაღნიშნული ნათლად ადასტურებს, რომ სასამართლოს მიერ
„სარიშვილი-ბოლქვაძე საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე დადგენილი დარღვევები
დღეს აღმოფხვრილია და დღეს უკვე გარდაცვლილი დაზარალებულის უახლოეს
ნათესავს შეუძლია მოითხოვოს და მიიღოს მორალური ზიანის კომპენსაცია.
ჯიშკარიანი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №18925/09, 2018 წლის 20
სექტემბრის გადაწყვეტილება
38.
საქმე ეხებოდა მომჩივან - მარიამ ჯიშკარიანის მიერ 2005 წელს ცილისწამების შესახებ
სამართალწარმოების დაწყებას იმჟამინდელი იუსტიციის მინისტრის, კ.კ.-ს,
წინააღმდეგ. მინისტრი მას ტელევიზიითა და ბეჭდური მედიის საშუალებით
ადანაშაულებდა თანხის სანაცვლოდ პატიმრებისთვის სამედიცინო დასკვნების
შედგენაში.
ევროპული სასამართლო არ დაეთანხმა ცილისწამების საქმესთან დაკავშირებით
ეროვნული სასამართლოების შეფასებას, რომ იუსტიციის მინისტრი გამოთქვამდა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/ბ-936-18 2018,
§§ 4.11. 4.12., 4.16., 4.17., 4.18., 4.22..
114
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება №ას-868-817-2010.
115
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/2774-11.
გვ. 10. ხელმისაწვდომია: http://library.court.ge/judgements/63072015-12-23.pdf
113
121
საკუთარ მოსაზრებას, ევროპული
თავისუფლება) შესაბამისად.
კონვენციის
მე-10
მუხლის
(გამოხატვის
კერძოდ, სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ ევროპული კონვენცია არ შეიძლება
იმგვარად განიმარტოს, რომ პირს დაევალოს მის მიმართ თანამდებობის პირის მიერ
გაჟღერებული დანაშაულებრივი ქცევის შესახებ მძიმე ბრალდებების თმენა, როდესაც,
აღნიშნული ბრალდება არ არის გამყარებული ფაქტობრივი მტკიცებულებებით.
ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ შეძლეს
მინისტრის გამოხატვის თავისუფლებასა და მომჩივნის რეპუტაციის დაცვის უფლებას
შორის სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა. შესაბამისად, ევროპულმა
სასამართლომ ამ საქმეზე დაადგინა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა.
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა მომჩივნის
სასარგებლოდ 1 500 ევროს გადახდა - მორალური ზიანის ანაზღაურების სახით და 1
833 ევროს გადახდა ხარჯების ანაზღაურების სახით.
ინდივიდუალური ღონისძიება
სამართლიანი დაკმაყოფილება
სასამართლოს მიერ მომჩივისთვის მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების
თანხა (3 333 ევრო) მთავრობამ გადაიხადა დადგენილ ვადაში, კერძოდ, 2019 წლის 4
თებერვალს.
საქმის წარმოების განახლება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სამოქალაქო
საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის შესაბამისად ახლად აღმოჩენილ გარემოებათა
გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მომჩივნის - მარიამ ჯიშკარიანის
მიმართვა არ ფიქსირდება.
ზოგადი ღონისძიებები
ეროვნული კანონმდებლობა
2019 წლის მიმდინარე საქმეების ანგარიშში დეტალურად იყო განხილული ეროვნული
კანონმდებლობის ის ნორმები, რომლებიც არეგულირებს სიტყვისა და აზრის
გამოხატვის თავისუფლებას და აწესებს ამ უფლების შეზღუდვის საფუძვლებს, მათ
შორის, პირის რეპუტაციის დაცვის მიზნით.
კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი ადგენს აზრისა და გამოხატვის
თავისუფლებას და აღნიშნავს, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად
მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. თუმცა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტი აწესებს
აღნიშნული უფლების შეზღუდვის საფუძვლებს, რომელთაგან, ერთ-ერთს
წარმოადგენს „სხვათა უფლებების დაცვა“.
შესაბამისად, აზრის გამოხატვის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ
უფლებას და ამ უფლების შეზღუდვებს ითვალისწინებს ასევე „სიტყვისა და
122
გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი,116 რომელიც მოიცავს
კონკრეტულ ჩანაწერებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივ
რეგულირებასთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად, აღნიშნული კანონის მე-9
მუხლის 1-ლ პუნქტში ჩამოთვლილია სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი
რეგულირების საფუძვლები, მათ შორის, მითითებულია, რომ აღნიშნული
რეგულირება შეიძლება დაწესდეს თუ გამოხატვა ეხება ცილისწამებას. ამავე კანონის
მე-13 და მე-14 მუხლით გათვალისწინებულია კერძო და საჯარო პირის
ცილისწამებისათვის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
გარდა ზემოაღნიშნული რეგულაციებისა, სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2
ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით, კანონით
დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების
საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია. ამავე მუხლის მე-6
ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება
მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული
მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის
ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა
ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს
მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის
ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.
ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ ეროვნული კანონმდებლობა სათანადოდ
იცავს ერთი მხრივ, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც დემოკრატიული
საზოგადოების განუყოფელ და ფუნდამენტურ ელემენტს წარმოადგენს, მეორე მხრივ პირის რეპუტაციას.
ეროვნული სასამართლოების პრაქტიკა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განჩინება Nას-790739-2017
საქმეზე ერთ-ერთი ტელერადიო კომპანიის პირდაპირ ეთერში გადაცემის
მსვლელობის დროს 2015 წლის 10 დეკემბერს ქალაქ ახალციხის მერმა საკრებულოს
წევრს მიმართა სიტყვებით, რომელიც საკრებულოს წევრმა ცილისწამებად მიიჩნია და
სარჩელი შეიტანა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა პატივისა და ღირსების
შემლახავი ცნობების უარყოფა.
აღნიშნულ საქმეზე საკასაციო სასამართლომ შეაფასა, მოპასუხის მიერ გავრცელებული
ინფორმაცია წარმოადგენდა თუ არა მოსარჩელის სამოქალაქო კოდექსის მე-18
მუხლითა და „სიტყვისა და გამოხატვისა თავისუფლების შესახებ“ საქართველოს
კანონით დაცულ სფეროში იმგვარ ჩარევას, რასაც სამოქალაქო-სამართლებრივი
პასუხისმგებლობის დაკისრება მოჰყვებოდა და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის
შესაბამისად იმსჯელა, მოპასუხის მსჯელობა წარმოადგენდა „აზრს“ თუ „არსებითად
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონი
ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/33208?publication=6
116
123
მცდარ ფაქტს“. საკასაციო სასამართლომ ასევე მითითება გააკეთა ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებზე117 და
მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებული განცხადებით, რომლითაც ის
კონკრეტულ დანაშაულებრივ ფაქტებზე მიუთითებდა, მტკიცებულებების გარეშე,
ზიანი მიადგა ადრესატის პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, უცვლელად დარჩა თბილისის
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 მარტის
გადაწყვეტილება
პირდაპირ
ეთერში
მოსარჩელის
მიმართ
გაჟღერებული
ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განჩინება Nას-928868-2017
აღნიშნულ საქმეზე ჟურნალისტმა 2015 წლის 31 ივლისს სარჩელით მიმართა თელავის
რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა გუბერნატორის წინააღმდეგ მისი პატივის,
ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისა და ცილისწამების ფაქტის დადგენა,
აგრეთვე - მოპასუხის დავალდებულება, გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა
მოეხდინა იმავე საშუალებით, რა საშუალებითაც მოხდა მისი გავრცელება. თელავის
რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით ჟურნალისტის
სარჩელი, როგორც უსაფუძვლო, არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული სასამართლოს
გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის
გადაწყვეტილებით
ჟურნალისტის
სააპელაციო
საჩივარი
ნაწილობრივ
დაკმაყოფილდა, შეიცვალა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა
მოსარჩელის მიმართ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის უარყოფა იმავე
საშუალებით, რა საშუალებითაც მოხდა მისი გავრცელება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ
და მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის სრულად უარყოფა. უზენაესმა
სასამართლომ არ დააკმაყოფილა კასატორის საჩივარი და უცვლელად დარჩა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.
გადაწყვეტილებაში უზენაესმა სასამართლომ იმსჯელა, რამდენად წარმოადგენდა
გუბერნატორის მსჯელობა „აზრს“, თუ „არსებითად მცდარ ფაქტს“. ამ ნაწილში
სასამართლომ იხელმძღვანელა, როგორც „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ჩანაწერებით, ისე ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს პრაქტიკით და მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ
გავრცელებული განცხადება ქმნიდა ცილისწამების ნორმატიულ შემადგენლობას
მოსარჩელის მიმართ და მოსარჩელემ (ჟურნალისტმა) სამართლებრივად ვარგისი,
დასაშვები და განკუთვნადი მტკიცებულებებით შეძლო მოპასუხის (გუბერნატორის)
მიერ გავრცელებული ფაქტების სინამდვილესთან შეუსაბამობის დადასტურება, ხოლო
117
იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განჩინება Nას-790-739-2017, პარა. 16.
124
მოპასუხეს, ამ მტკიცების გასაქარწყლებლად რაიმე სახის მტკიცებულება არ
წარუდგენია სასამართლოსათვის.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა თბილისის
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და გუბერნატორს დაევალა ჟურნალისტის
მიმართ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის უარყოფა იმავე საშუალებით, რა
საშუალებითაც მოხდა მისი გავრცელება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება,
Nას-1559- 1462-2012118
აღნიშნულ საქმეში მოპასუხემ „ფეისბუქის“ მეშვეობით 2011 წლის 20 დეკემბერს
გაავრცელა მოსარჩელის პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობები, კერძოდ, ბრალი
დასდო მისი ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობაში. მოსარჩელემ მიმართა
სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხისათვის მისი პატივისა და ღირსების
შემლახველი ცნობების უარყოფის დავალება.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე განმარტა, რომ გამოხატვის თავისუფლება
უმნიშვნელოვანესი უფლებაა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ამასთან, იგი არ
წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და მისი შეზღუდვა დასაშვებია კანონიერი
საფუძვლის არსებობისას, ისეთ პირობებში, როდესაც მას ცალკეული პირის თუ პირთა
ჯგუფის კანონიერი ინტერესები უპირისპირდება. სასამართლოს მსჯელობაში
ვკითხულობთ:
„გამოხატვის თავისუფლება რამდენიმე უფლებას აერთიანებს და განსხვავებული
დაცვის სფეროები გააჩნია, კერძოდ, განსხვავებულია მიდგომა, როდესაც საქმე ეხება
მედია საშუალებების მიერ ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებას, როდესაც
სასამართლო ვალდებულია, გადაწყვეტილება კერძო და საჯარო ინტერესების
სამართლიანი ბალანსის დაცვის პირობებში მიიღოს. (...). მოცემულ საქმეზე გ. კ-ის
უფლებას, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, უპირისპირდება ნ. ა-ის
რეპუტაციის უფლება, რომელიც აღიარებული და დაცულია ადამიანის უფლებათა და
ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლით, (...) ეს მუხლი ხელს არ
უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან
კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება. ამ თავისუფლებათა განხორციელება,
რამდენადაც
ის
განუყოფელია
შესაბამისი
ვალდებულებისა
და
პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს,
შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია (...) სხვათა რეპუტაციის
ან უფლებების დასაცავად (...).“119
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა თბილისის
სააპელაციო სასამართლოს განჩინება და მოპასუხეს მოსარჩელის პატივისა და
ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა დაევალა.
118
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება, Nას-1559- 1462-2012,
ხელმისაწვდომია ბმულზე: https://tinyurl.com/ur6ryhz
119
იქვე, გვ. 7-8.
125
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება,
საქმე №2ბ/1713-15120
როგორც ზემოთ განხილული საქმეებიდან ჩანს, პატივის, ღირსების, საქმიანი
რეპუტაციის შემლახველი ცნობების გაჟღერებასა და სიტყვისა და გამოხატვის
თავისუფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ეროვნული
სასამართლოები უთითებენ ევროპული კონვენციის მუხლებზე და სასამართლოს
პრეცედენტულ სამართალზე. აღნიშნულის კიდევ ერთი მაგალითია თბილისის
სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებაში
დაფიქსირებული მსჯელობა, რომელიც ეხება პატივის, ღირსების, საქმიანი
რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას.
გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ:
„მიუხედავად იმისა, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონი
მოსარჩელეს აკისრებს მის წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაციის მცდარობის
დადასტურების ვალდებულებას, (…) რომლის მიხედვითაც, სიტყვის თავისუფლების
შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. თუმცა,
ვინაიდან ამავე კანონის მიხედვით, ამ კანონის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს (....)
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის
შესაბამისად, ამიტომ სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა
გადაწყვიტოს, თუ რამდენად განხორციელებადია მტკიცების ტვირთი შეზღუდვის
ინიციატორის მხრიდან, განსაკუთრებით უარყოფითი ფაქტის მტკიცების კონტექსტში
და კანონის ინტერპრეტაციისას უნდა იხელმძღვანელოს ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლო პრაქტიკით.“121
სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნულ საქმეზე დააკმაყოფილა აპელანტის
მოთხოვნა და მოწინააღმდეგე მხარეს დააკისრა გამოქვეყნებული სტატიით
მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება და გავრცელებული ცნობების
უარყოფის გამოქვეყნება ისეთივე შრიფტით, რა შრიფტითაც გამოქვეყნდა აღნიშნული
(დიფამაციური) ინფორმაცია.
შეჯამება
ამრიგად, ეროვნული კანონმდებლობით, აღიარებულია სიტყვისა და აზრის
ნებისმიერი
საშუალებით
გამოხატვის
თავისუფლება.
აზრის
გამოხატვის
თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და კანონმდებლობა
სათანადოდ არეგულირებს ამ უფლების შეზღუდვას, სხვებს შორის ცილისწამების
შემთხვევაში. ეროვნული სასამართლოები, ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე
დაყრდნობით, სათანადოდ განმარტავენ ზემოთ განხილულ ნორმებს და
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/1713-15,
ხელმისაწვდომია: http://library.court.ge/judgements/52142016-10-10.pdf
121
იქვე, გვ. 23.
120
126
უზრუნველყოფენ გამოხატვის თავისუფლებასა და პირის რეპუტაციას შორის
სამართლიანი ბალანსის დაცვას.
ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №8284/07, 2019 წლის 10
ოქტომბრის გადაწყვეტილება
39.
საქმე ეხება მომჩივან ირაკლი ბათიაშვილის უფლებების დარღვევას სისხლის
სამართალწარმოებისას, რომელიც მის მიმართ 2006 წელს დაიწყო კოდორის ხეობაში
მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფების შესაძლო დახმარების გამო.
კერძოდ, 2006 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ საპოლიციო
კონტროლი მოიპოვა კოდორის ხეობაზე, სადაც მოქმედებდა შეიარაღებული
დაჯგუფება „მონადირე“. 2006 წლის ივლისში, „მონადირის“ ხელმძღვანელ ემზარ
კვიციანის სატელევიზიო მიმართვის შედეგად დაიწყო გამოძიება სსკ-ის 223-ე
(უკანონო ფორმირების შექმნა და ხელმძღვანელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი
იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლების საფუძველზე.
საგამოძიებო ორგანოებმა მოიპოვეს ემზარ კვიციანის სატელეფონო საუბრების
მოსმენისა და ჩაწერის ნებართვა. მომჩივნისა და ემზარ კვიციანის სატელეფონო
საუბრის ჩაწერის შედეგად ირაკლი ბათიაშვილს ბრალი წარედგინა შეიარაღებულ
დაჯგუფებასა და ხელისუფლებას შორის კონფლიქტში აფხაზი სეპარატისტების
მონაწილეობის თაობაზე ხელისუფლების ორგანოებისთვის შეუტყობინებლობისა და
შეიარაღებული დაჯგუფება „მონადირის“ ხელმძღვანელისთვის ინტელექტუალური
მხარდაჭერის გამო.
სატელევიზიო კომპანია „რუსთავი 2“-სთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ
დამონტაჟებული ფორმით იქნა მიწოდებული მოცემულ ორ პირს შორის საუბარი.
დამონტაჟებულ ვერსიაში, რომელიც მოცემულმა არხმა გაავრცელა, მომჩივანი და
ემზარ კვიციანი მსჯელობდნენ იმის შესახებ, თუ როგორ სთავაზობდა ემზარ კვიციანს
აფხაზ სეპარატისტთა ჯგუფი დახმარებას. იმავე ჩანაწერის ის მონაკვეთი კი, სადაც
ემზარ კვიციანი ამბობდა, რომ აფხაზებს დახმარებაზე უარი უთხრა, იქნა ამოჭრილი და
არ იქნა ტელეარხის მიერ გავრცელებული. აღნიშნული დამონტაჟებული სატელეფონო
საუბარი, სხვებს შორის, საფუძვლად დაედო ირაკლი ბათიაშვილისთვის 4-თვიანი
წინასწარი პატიმრობის შეფარდებას.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ირაკლი ბათიაშვილის
სატელეფონო საუბრის ჩანაწერის დამონტაჟება, რაშიც სახელმწიფო უწყება იყო
ჩართული, და ამ ფორმით მოცემული ჩანაწერის ტელეარხით გავრცელება
ემსახურებოდა მომჩივნის დამნაშავედ წარმოჩენას მისი ბრალის სასამართლოს მიერ
დადასტურებამდე, რითაც დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია (ევროპული
კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი).
ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის
ანაზღაურების სახით 3 600 ევროს გადახდა დააკისრა.
127
ინდივიდუალური ღონისძიება
სამართლიანი დაკმაყოფილება
სასამართლოს მიერ მოჩივნისთვის მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების
თანხა (3 600 ევრო) მთავრობამ გადაიხადა დადგენილ ვადაში, კერძოდ 2020 წლის 4
თებერვალს.
საქმის გადასინჯვა
საერთო სასამართლოებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, სტრასბურგის
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ირაკლი ბათიაშვილის
სახელზე შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის
გადასინჯვის თაობაზე არ ფიქსირდება.
ზოგადი ღონისძიებები
უდანაშაულობის პრეზუმფცია - საქართველოს კანონმდებლობა
თავდაპირველად, უნდა აღინიშნოს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია ეფექტიანად
არის დაცული საქართველოს კანონმდებლობით და ეროვნული სასამართლოების მიერ
მათი გამოყენება და განმარტება ხდება მართებულად.
კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად
„ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება
კანონით დადგენილი წესით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს
გამამტყუნებელი განაჩენით.“
უდანაშაულობის პრეზუმფცია ასევე გარანტირებულია სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსით. კერძოდ, კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლ ნაწილში აღნიშნულია,
რომ „პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება
სასამართლოს
კანონიერ
ძალაში
შესული
გამამტყუნებელი
განაჩენით.“
უდანაშაულობის პრეზუმფცია სისხლის სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
პრინციპია და მისი დაცვა სავალდებულოა პროცესის ყველა ეტაპზე, როგორც
სამართალდამცავების, ისე სასამართლოების მიერ.
უდანაშაულობის პრეზუმფცია - ეროვნული სასამართლოების პრაქტიკა
2017 წლის კვლევაში „საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადამიანის
უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების სტანდარტები“122 აღნიშნულია, რომ
ეროვნული სასამართლოები სწორად განმარტავენ და იყენებენ ევროპული
სასამართლოს მიერ შემუშავებულ მტკიცების სტანდარტს, უდანაშაულობის
პრეზუმფციასთან დაკავშირებით.
122
ნანა მჭედლიძე, საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენციის გამოყენების სტანდარტები, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტი
„საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული
კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“,
თბილისი, 2017 წლის იანვარი, ხელმისაწვდომია: https://rm.coe.int/168070a54c
128
მაგალითად, კვლევაში მითითებულია, რომ ევროპული სასამართლოს პრაქტიკა
მართებულად იქნა გამოყენებული 2016 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ
სისხლის სამართლის საქმეზე,123 ეროვნულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ
განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც
მოცემულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. სასამართლომ
განმარტა, რომ ეს მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს,
რომლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა.
ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული
ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე.
აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ
წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლის მიერ
გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა
არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა
ბრალდებულების დამნაშავეობაში.124
ეროვნული სასამართლოს განმარტების შემდეგ, სასამართლომ მოიშველია ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომლის
თანახმადაც, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი მოითხოვს, inter alia, რომ
თავისი ფუნქციის შესრულებას სასამართლო არ უნდა შეუდგეს წინასწარ
ჩამოყალიბებული აზრით, რომ ბრალდებულმა მართლაც ჩაიდინა დანაშაული;
მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეზეა; ყოველგვარი ეჭვი უნდა განიმარტოს
ბრალდებულის სასარგებლოდ.125
ზემოაღნიშნულ კვლევაში უდანაშაულობის პრეზუმფციასთან დაკავშირებით
მიმოხილულია კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელშიც უდანაშაულობის
პრეზუმფციის სტანდარტი ასევე სანიმუშოდ არის გამოყენებული. კერძოდ, გორის
რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6 სექტემბრის განაჩენში126 სასამართლომ
მიუთითა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც:
“როგორც კი გამამართლებელი განაჩენი საბოლოოდ შევა ძალაში, ეს გამართლება
ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის საფუძვლითაც რომ იყოს
დადგენილი, დაუშვებელია ბრალეულობის მიმართ ეჭვის გამოხატვა, რაც მე-6 მუხლის
მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეუთავსებელია უდანაშაულობის პრეზუმფციასთან...
სასამართლოს მიაჩნია, რომ „in dubio pro reo” პრინციპის შესაბამისად, რომელიც
უდანაშაულობის პრეზუმფციის განსაკუთრებული ასპექტია, არ უნდა არსებობდეს
არანაირი თვისობრივი სხვაობა მტკიცებულებათა არარსებობის საფუძველზე
გათავისუფლებასა და უდანაშაულობის დადგენის შედეგად გათავისუფლებას შორის,
როდესაც პირის უდანაშაულობის მიმართ არავითარი ეჭვი არ არსებობს.
სინამდვილეში,
გამამართლებელი
გადაწყვეტილებები
ერთმანეთისაგან
არ
123
თბილისის საქალაქო სასამართლს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 იანვრის
განაჩენი, საქმე no. 1/2369-15.
124
„საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის
გამოყენების სტანდარტები“, გვ. 134.
125
იქვე.
126
გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6 სექტემბრის განაჩენი, საქმე no. 1/257-16.
129
განსხვავდება დასაბუთებით, რომელსაც სისხლის სამართლის საქმის განმხილველი
მოსამართლე წარმოადგენს, პირიქით, კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის
საფუძველზე, გამამართლებელ განაჩენს პატივი უნდა სცეს ხელისუფლების ყველა
შტომ.“127
ზემოაღნიშნული განმარტების ციტირებისას ეროვნული სასამართლო დაეყრდნო
გადაწყვეტილებას საქმეზე „Assilios Stavropoulos c. Greece“.128
გარდა ამისა, იმის საილუსტრაციოდ, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ
უდანაშაულობის პრეზუმფციის სტანდარტის გამოყენება ხდება სწორად,
მნიშვნელოვანია მიმოვიხილოთ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.
უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილების129 სამოტივაციო
ნაწილში სასამართლო განმარტავს:
„საქართველოს
კონსტიტუციის
თანახმად,
განაჩენი
მხოლოდ
უტყუარ
მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს, ხოლო ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის
შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ
უნდა გადაწყდეს. მოცემული საკანონმდებლო დანაწესის მიზანს ფაქტობრივი
გარემოებების მტკიცებულებებით გაუმყარებლობის შემთხვევაში პირის მსჯავრდების
გამორიცხვა წარმოადგენს. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, არავინ არ არის ვალდებული,
ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად
ბრალმდებელს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად,
გამამტყუნებელი განაჩენის სახელმძღვანელო მტკიცებულებით სტანდარტს
წარმოადგენს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა
ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის
ბრალეულობას; ხოლო ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან
გამომდინარე, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.“
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი
უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.“ ამავე მუხლის მე-3 ნაწილი
განაჩენს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევს დასაბუთებულად, როდესაც იგი
სასამართლოს
განხილვის
დროს
გამოკვლელულ,
ეჭვის
გამომრიცხავ
მტკიცებულებათა
ერთობლიობას
ემყარება.
ამავდროულად,
განაჩენში
ჩამოყალიბებული ყოველი დასკვნა თუ გადაწყვეტილება სათანადო დასაბუთებას
მოითხოვს“. 130
ზემოაღნიშნულ ნორმათა მოთხოვნების შესაბამისად, განსახილველ სისხლის
სამართლის საქმეში უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში არსებული
127
იქვე, განაჩენის პუნქტი 4.39.
„საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის
გამოყენების სტანდარტები“, გვ. 135.
129
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 იანვრის
გადაწყვეტილება, საქმე №462აპ-16.
130
იქვე, პარაგრაფი 24.
128
130
მასალები არ ემყარებოდა უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა
ერთობლიობას, რაც, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით
დაადასტურებდა პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
მსგავსი მსჯელობა არის განვითარებული უზენაესი სასამართლოს მიერ მოწოდებულ
კიდევ ერთ საქმეში - 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებაში.131 გადაწყვეტილების
აღწერილობითი ნაწილის თანახმად, პირს ბრალი დაედო განზრახ მკვლელობის
მცდელობაში. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის
განაჩენით ქმედება სსკ-ის 108-ე მუხლიდან (განზრახ მკვლელობა) გადაკვალიფიცირდა
სსკ-ის 124-ე მუხლზე (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება
გაუფრთხილებლობით), ის ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა ჯარიმა. ქუთაისის
სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის განაჩენით ბრალდების მხარის
სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი
დარჩა უცვლელად. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების
მხარემ და მოითხოვა მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობა სსკ–ის 108–ე მუხლით.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, და დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი
არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
სამოტივაციო ნაწილში სასამართლომ აღნიშნა:
„საქართველოს
კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად,
გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.
ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა
გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის მე -5 მუხლის მე -2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული,
ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
ამავე მუხლის მე -3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს
წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა
გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.“132
შესაბამისად, სასამართლომ მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო
სასამართლოს განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა და
ეროვნული პრაქტიკა უზრუნველყოფს მსგავსი დარღვევების სამომავლო პრევენციას.
40.
ხიზანიშვილი და კანდელაკი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №25601/12,
2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება
საქმე ეხება 2007 წელს მომჩივნების - ლალი ხიზანიშვილისა და გიორგი კანდელაკის
საკუთრებაში არსებული სავაჭრო ობიექტის სახელმწიფოს მიერ არაკანონიერად
დანგრევასა და შესაბამისი კომპენსაციის გადაუხდელობას.
131
უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის
გადაწყვეტილება, № 52აპ-17, პარაგრაფი 26.
132
იქვე, პარა. 26.
131
საქმის გარემოებების თანახმად, ორივე მომჩივანი 2003 წლიდან იყო თბილისში,
მეტრო-სადგურ „გოცირიძის“ ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე
სავაჭრო ობიექტის მესაკუთრე. 2007 წელს მერიის განკარგულებით უკანონოდ მოხდა
ხსენებული ობიექტის დანგრევა, რის გამოც მომჩივნებმა სარჩელით მიმართეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს.
ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ შენობა დანგრეულ იქნა უკანონოდ და
რომ მერია ვალდებული იყო მომჩივანთათვის გადაეხადა კომპენსაცია. პირველი
ინსტანციის სასამართლომ მომჩივნებს შესაბამისი თანხები მიაკუთვნა, რაც
ეფუძნებოდა
ექსპერტიზის
დასკვნას
ბაზარზე
არსებული
ღირებულების
გათვალისწინებით. გიორგი კანდელაკს, ასევე, მიეკუთვნა დამატებით თანხა იმ ქირის
სანაცვლოდ, რომელსაც იგი მიიღებდა ყოველთვიურად, 2007 წლის 1-ლი
თებერვლიდან საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2011 წლის 21 იანვარს სააპელაციო სასამართლომ, ექსპერტიზის სხვა დასკვნაზე
დაყრდნობით, ზემოხსენებული საკომპენსაციო თანხები შეამცირა. მან ძალაში დატოვა
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მიუღებელი შემოსავლის ნაწილში, ხოლო
მატერიალური ზიანის ნაწილში იმსჯელა შენობის დანგრევის შედეგად არსებული
მასალის ღირებულებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მომჩივნებმა გაასაჩივრეს
უზენაეს სასამართლოში, რომელმაც 2011 წლის 12 სექტემბერს საკასაციო საჩივარი
დაუშვებლად ცნო.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ
არასათანადოდ შეაფასა, თუ რამდენად იყო კომპენსაციის თანხის გამოთვლის მეთოდი
ან მომჩივანთათვის საბოლოოდ მინიჭებული კომპენსაცია სამართლიანი და
შესაბამისი.
სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, ამგვარი მიდგომით მომჩივნებს არ
მიეკუთვნათ სრული კომპენსაცია. აგრეთვე, იმის გათვალისწინებით, რომ 2003-2007
წლამდე თბილისში უძრავი ქონების ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდა
ფიქსირდებოდა, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის
დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი.
სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს მორალური ზიანის ანაზღაურების სახით,
თითოეული მომჩივნის სასარგებლოდ 3 000 ევრო დააკისრა.
ინდივიდუალური ღონისძიება
სამართლიანი დაკმაყოფილება
სასამართლოს მიერ თითოეული მომჩივნისთვის მინიჭებული სამართლიანი
დაკმაყოფილების თანხა (3 000 ევრო) მომჩივნებს ჩაერიცხათ დადგენილ ვადაში - 2020
წლის 16 აპრილს.
132
საქმის გადასინჯვა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით,133 2020 წლის
7 ივლისს N3ბ/418-20 განჩინებით სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ
დააკმაყოფილა მომჩივნების განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის
წარმოების განახლების შესახებ და ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააპელაციო
სასამართლოს 2011 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება და აღნიშნულ ნაწილში
განახლდა საქმის წარმოება. ხოლო მომჩივნების განცხადება თბილისის საქალაქო
სასამართლოს 2009 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის
წარმოების განახლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
რაც შეეხება მომჩივნების მოთხოვნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19
ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე,
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ევროპული სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის
გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა შეეხებოდა თბილისის სააპელაციო
სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21
იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების პირობებში,
სააპელაციო პალატა განიხილავდა სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებულ,
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარდგენილ სააპელაციო
საჩივრებს. შესაბამისად, აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო პალატა
იმსჯელებდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე.
მომჩივნებმა სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო
სასამართლოს 2009 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის
წარმოების განახლებაზე უარის თქმის ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით,134 უზენაესი
სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 დეკემბრის Nბს926(2კს-20) განჩინებით მომჩივნების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და
უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 7 ივლისის
განჩინება.
ზოგადი ღონისძიებები
ეროვნული სასამართლოების პრაქტიკა
ზიანის
ანაზღაურებაზე
ადმინისტრაციული
ორგანოს
ვალდებულებასთან
დაკავშირებით ეროვნული სასამართლოებიდან გამოთხოვილ იქნა სტატისტიკური
ინფორმაცია. მოწოდებული მონაცემების მიხედვით, აღნიშნული ადმინისტრაციული
დავის კატეგორიის საქმეებში საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოების
მიერ 2007-2019 წლებში გადაწყვეტილების გამოტანით განხილულია 1419
ადმინისტრაციული საქმე, საიდანაც დაკმაყოფილდა (ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა)
1020 საქმე, ანუ გადაწყვეტილების გამოტანით განხილული საქმეების 72%.135
133
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 4 ნოემბრის წერილი N1/6923.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის წერილი Nპ-140-21.
135
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 24 ნოემბრის წერილი Nოს/389-20.
134
133
აღნიშნული მონაცემები ადასტურებს, რომ პრაქტიკაში წარმატებით და
დაუბრკოლებლად ხდება ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების
დაკისრება. აღნიშნულის საილუსტრაციოდ ასევე მიმოხილულია თბილისის მერიის
მიერ მოწოდებული გადაწყვეტილებები/განჩინებები ქვემოთ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება136
აღნიშნულ საქმეზე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა თბილისის მერიასა და
თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისათვის (შემდეგ
„ზედამხედველობის სამსახური“) სოლიდარულად მიყენებული მატერიალური
ზიანის ანაზღაურების დაკისრება. გადაწყვეტილების ფაქტობრივი მდგომარეობის
მიხედვით, ზედამხედველობის სამსახურმა 2006 წლის 21 აგვისტოს განახორციელა
თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის კუთვნილი კონსტრუქციის
დემონტაჟი. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კონსტრუქციების ღირებულება სულ
შეადგენდა 24 555,58 ლარს. სასამართლოს შეფასებაში აღნიშნულია:
„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, ყველასთვის
გარანტირებულია
სახელმწიფო
და
თვითმმართველობის
ორგანოთა
და
მომსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული
ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. (...) მოცემულ შემთხვევაში უდავოდ
დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოების უკანონო ქმედება და დამდგარ შედეგს
შორის უშუალო და პირდაპირი კავშირი. (...) ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ.
თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის და თბილისის მერიის
პასუხისმგებლობა მოსარჩელის წინაშე და მათივე ვალდებულება აანაზღაუროს
[მოსარჩელისთვის] მიყენებული ზიანი, ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად არის
დადგენილი ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებით და საქმეში წარმოდგენილი
მტკიცებულებებით, ანუ სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი
კომპლექსით. (...).“137
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით
თბილისის მერიასა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს სოლიდარულად
დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 24 300
ლარის ოდენობით. მათვე დაეკისრათ ასევე დამატებით 746,42 ლარის გადახდა და
805,62 ლარი ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურების მიზნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოსა138 და საქართველოს უზენაესი სასამართლოს139
განჩინებებით თბილისის მერიისა და ზედამხედველობის სამსახურის სააპელაციო და
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა საქალაქო
სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება.
136
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 თებერვლის
გადაწყვეტილება, საქმე N3/3198-09.
137
იქვე, გვ. 5-6.
138
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 01 მაისის განჩინება, საქმე N3ბ/322-13.
139
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 იანვრის განჩინება, საქმე N ბს-442-431 (2კ-13).
134
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება140
მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებით მიმართა საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა
თბილისის მერიის 2006 წლის 23 ოქტომბრის განკარგულების საფუძველზე
ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული სამართლებრივი აქტის - ქ.
თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე განთავსებული კაფე-ბარის ნებაყოფლობითი დემონტაჟის
თაობაზე გაფრთხილების ბათილად ცნობა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ
უფლებამოსილების გადამეტებით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
სასარჩელო განცხადების თანახმად, ზედამხედველობის სამსახურის მუშაკებმა,
უფლებამოსილების გადამეტებით, წინასწარი გამაფრთხილებელი წერილის
საფუძველზე,
ზემოაღნიშნულ
განკარგულებაზე
დაყრდნობით,
მოახდინეს
მოსარჩელის საკუთრების ხელყოფა, ისე რომ მოსარჩელისთვის არ მიუციათ
საშუალება, კანონით დადგენილ ვადაში საკუთარი ძალებით მოეხდინა კაფე-ბარის
დემონტაჟი.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ვკითხულობთ:
„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი
მუხლი ითვალისწინებს საკუთრების უფლებას. ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს
აქვს თავისი საკუთრების დაუბრკოლებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ
საზოგადოებრივი საჭიროებისთვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს მისი საკუთრება
კანონითა და საერთაშორისო ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას
გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო
ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, (...).
კონვენცია მოითხოვს საკუთრების დაცვის სამართლიანი და სათანადო პროცესის
უზრუნველყოფას, კერძოდ, გამოყენებული ზომა მიღებული და გატარებული უნდა
იქნეს შესაბამისი ხელისუფლების ორგანოს მიერ და არ უნდა იყოს თვითნებური. ასევე,
უნდა არსებობდეს პროცესუალური გარანტიები სახელმწიფოს ძალაუფლების
ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ.“141
სასამართლომ თავისი მსჯელობა ასევე დააფუძნა ევროპული სასამართლოს 2002 წლის
8 ოქტომბრის საქმეს „პინკოვა და პანკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“ და
აღნიშნა, რომ:
„პირველი ოქმის პირველი მუხლის უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა, რომ ნებისმიერი
ჩარევა საჯარო ხელისუფლების მხრიდან საკუთრებით დაუბრკოლებლად
სარგებლობაში უნდა იყოს კანონიერი: პირველი აბზაცის მეორე წინადადება იძლევა
საკუთრების ჩამორთმევას მხოლოდ „კანონით გათვალისწინებული პირობების
დაცვით“, ხოლო, მეორე აბზაცი ცნობს, რომ სახელმწიფოს უფლება აქვს, აკონტროლოს
საკუთრებით სარგებლობა „კანონებით“. (...) აღნიშნული საკითხის განხილვისას
140
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 4 აპრილის
გადაწყვეტილება, საქმე N3/4637-06 წ.
141
იქვე, გვ. 17-18.
135
სასამართლომ უნდა გაარკვიოს, ემსახურებოდა თუ არა საკუთრების ჩამორთმევა
კანონიერ მიზანს, კერძოდ კი არსებობდა თუ არა „საზოგადოებრივი საჭიროება“.142
საბოლოოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს
ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მერიის 2006 წლის 23 ოქტომბრის
განკარგულების საფუძველზე ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის
მიერ გაცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი - კაფე-ბარის
ნებაყოფლობითი დემონტაჟის გაფრთხილების შესახებ.ზედამხედველობის სამსახურს
დაეისრა უფლებამოსილების გადამეტებით მიყენებული მატერიალური ზიანის
ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით მოსარჩელის სასარგებლოდ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 15 აპრილის განჩინებით143
თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ
დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
შეჯამება
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ჩანს, რომ საკუთრების უფლების სარგებლობის
შეზღუდვის შემთხვევაში, ეროვნული სასამართლოების მიერ საქმის ფაქტობრივი
მდგომარეობების, მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შემდეგ, ხდება სრული
და სამართლიანი ანაზღაურების მინიჭება.
ახალი საქმეები
აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე, საჩივარი № 7224/11, 2020 წლის 8 ოქტომბრის
გადაწყვეტილება
41.
ეკატერინე აღდგომელაშვილის (პირველი მომჩივანი) – საქართველოში ლგბტ თემის
მხარდამჭერი
არასამთავრობო
ორგანიზაცია
ფონდი
„ინკლუზივის“
თანადამფუძნებლისა და თინათინ ჯაფარიძის (მეორე მომჩივანი) – აღნიშნული
ორგანიზაციის თანამშრომლის, კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა)
საფუძველზე, ცალკე და კონვენციის მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა)
ერთობლიობაში, დავის საგანს წარმოადგენდა მათ მიმართ პოლიციის მხრიდან
განხორციელებული არასათანადო მოპყრობა 2009 წელს ორგანიზაციის ოფისში
ჩატარებული ჩხრეკის გამო და ამასთან დაკავშირებით ეფექტიანი გამოძიების
ჩაუტარებლობა.
საქმის გარემოებების თანახმად, 2009 წლის 15 დეკემბერს ორგანიზაციის ოფისში,
სადაც მიმდინარეობდა მზადება გამოფენისთვის, უნიფორმის გარეშე მისულმა 17-მდე
პოლიციელმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაიწყო ჩხრეკა. პოლიცია არ
ფლობდა ინფორმაციას, თუ რას ემსახურებოდა ორგანიზაცია, ხოლო ორგანიზაციის
საქმიანობის შესახებ შეტყობისთანავე გახდნენ განსაკუთრებით აგრესიულები. ერთ142
იქვე, გვ. 19.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 აპრილის
განჩინება, საქმე N3ბ/943-07.
143
136
ერთმა პოლიციელმა პირველ მომჩივანს ტელეფონი ჩამოართვა. პოლიციელები მათ
შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ; იმუქრებოდნენ, რომ გადაწვავდნენ
იქაურობას და საჯაროდ გაამჟღავნებდნენ ინფორმაციას იქ მყოფთა სექსუალური
ორიენტაციის შესახებ.
ქალმა პოლიციელებმა იქ მყოფი თითქმის ყველა ქალი, მათ შორის, მომჩივნები,
გაჩხრიკეს გაშიშვლებულები, რის თაობაზეც არ შეუდგენიათ ჩხრეკის ოქმი. ქალები
მიიჩნევდნენ, რომ ამგვარი ჩხრეკა მიმართული იყო მათი დამცირებისაკენ, ვინაიდან
პოლიციელებს არ გაუჩხრეკიათ მათი ტანსაცმელი.
2010 წლის იანვარში მომჩივნებმა მთავარ პროკურატურას, თბილისის პროკურატურასა
და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართეს პოლიციის
მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მომჩივნები არ ყოფილან
ჩართული გამოძიების პროცესში, მათთვის არ მიუნიჭებიათ დაზარალებულის
სტატუსი და გამოძიებას შედეგი არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, სასამართლომ მიიჩნია,
რომ გამოძიების გაჭიანურებამ გამოავლინა სახელმწიფოს უმოქმედობა, რაც, ასევე,
შეიძლება მიჩნეულ იქნეს როგორც სურვილი, რომ არ იქნეს გამოძიებული
ჰომოფობიურ ან/და ტრანსფობიურ მოტივებზე პოლიციის მხრიდან სავარაუდოდ
ჩადენილი დანაშაულები.
ამდენად, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლის
პროცედურული ნაწილი მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.
მე-3 მუხლის არსებით ნაწილთან მიმართებით ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ
ორგანიზაციის ოფისის ჩხრეკის დროს პოლიციელთა ქმედებები, რაც მოტივირებული
იყო ჰომოფობიური ან/და ტრანსფობიური დამოკიდებულებით, იყო არასათანადო.
პოლიციელები არა მხოლოდ სიძულვილის ენის გამოყენებით აყენებდნენ
შეურაცხყოფას მომჩივნებს, არამედ ემუქრებოდნენ მათ. განსაკუთრებით საგანგაშოა ის
ფაქტი, რომ პოლიციელებმა მომჩივნები შიშველ მდგომარეობაში გაჩხრიკეს, რაც არც
თავად პოლიციის და არც სახელმწიფოს მხრიდან არ იქნა დასაბუთებული.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პოლიციის
ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა მომჩივანთა შერცხვენა და დასჯა ლგბტ თემთან
კავშირის გამო. პოლიციის ქმედებებმა მომჩივნებში გამოიწვია შიში, ტანჯვა და
დაუცველობის შეგრძნება, რაც შეუსაბამო იყო მათი ღირსების პატივისცემასთან.
აქედან გამომდინარე, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მე-3 მუხლის არსებითი
ნაწილის დარღვევა მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.
ევროპულმა სასამართლომ სამართლიანი დაკმაყოფილების სახით თითოეულ
მომჩივანს 2,000 ევრო მიაკუთვნა, ხოლო მათი საჩივარი კონვენციის მე-8 მუხლისა და
მე-12 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის ფარგლებში აღარ განიხილა.
137
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
სასამართლოს მიერ მომჩივნებისათვის მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების
თანხის (2 000 – 2 000 ევრო) გადახდა მთავრობამ უზრუნველყო დადგენილ ვადაში
(2021 წლის 18 მარტს).
აღსრულების სამოქმედო გეგმა/ანგარიში მთავრობის მიერ მინისტრთა კომიტეტში
გაიგზავნება გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან (08.01.2021) დადგენილ 6თვიან ვადაში, როგორც ამას ითვალისწინებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის
აღსრულების პროცედურა.
ბოხონკო საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი № 6739/11, 2020 წლის 22
ოქტომბრის გადაწყვეტილება
42.
მომჩივანი 2008 წელს თბილისის აეროპორტში დააკავეს ნარკოტიკების უკანონო
შემოტანის ფაქტზე, რის შემდეგაც იგი გაშიშვლებულ მდგომარეობაში გაჩხრიკეს და
ამოიღეს გარკვეული ნივთიერება, რომელიც მოგვიანებით აღმოჩნდა მეტადონი.
მომჩივანს ბრალი წარედგინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობისა
და გადატანის ფაქტზე.
გამოძიებასა და სამართალწარმოების დროს დაკითხვისას მომჩივანი თავს დამნაშავედ
არ ცნობდა და ამტკიცებდა, რომ ნარკოტიკები მას „ჩაუდეს“. იგი, ასევე, ამტკიცებდა,
რომ სცემეს და აიძულეს, გაშიშვლებულიყო და გაეკეთებინა ბუქნები, რასაც
პოლიციელები მობილური ტელეფონებით იღებდნენ. მომჩივნის თქმით,
პოლიციელებმა მას უკანა ტანი შეუმოწმეს და მას შემდეგ, რაც მან მეორე შემოწმებისას
გონება დაკარგა და გამოფხიზლდა, უთხრეს, რომ აღმოუჩინეს ნარკოტიკები.
მომჩივანი დამნაშავედ იქნა ცნობილი 2009 წელს. სასამართლოები მტკიცებულების
სახით დაეყრდნენ ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნარკოტიკებს, სამი პოლიციელისა და
ჩხრეკის პროცესში დამსწრე თარჯიმნის განმარტებებს. მათ დაადასტურეს თავიანთი
ჩვენებები, რითაც უარყოფდნენ მომჩივნის არასათანადო მოპყრობას და
ადასტურებდნენ, რომ პოლიციელმა ნარკოტიკული ნივთიერება მომჩივნის მიერ
ბუქნების
შესრულების
დროს
აღმოაჩინა.
ეროვნულმა
სასამართლოებმა
დაუსაბუთებლობის მიზეზით არ დააკმაყოფილეს მომჩივნის საჩივრები არასათანადო
მოპყრობისა და პროცედურული დარღვევების თაობაზე.
მომჩივნის მოთხოვნა საგამოძიებო და სასჯელაღსრულების დაწესებულების მიმართ
მისი სამედიცინო შემოწმების ჩატარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამასთან, 2008
წლის 17 ოქტომბერს პროკურატურამ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა პოლიციელთა
მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მომჩივნის საჩივარი მე-3
მუხლის ფარგლებში ეხებოდა ორ ასპექტს: 1) არასათანადო მოპყრობას დაკავებისას და
ფაქტის გამოუძიებლობას; 2) მის გაშიშვლებულ მდგომარეობაში ჩხრეკას და ამ
ეპიზოდის გამოუძიებლობას.
138
დაკავებისას არასათანადო მოპყრობასა და გამოძიებასთან დაკავშირებული საჩივრის
ნაწილი სტრასბურგის სასამართლომ მიუღებლად ცნო იმ საფუძვლით, რომ მომჩივნის
მიერ არ იქნა დაცული საჩივრის წარდგენის 6-თვიანი წესი.
რაც შეეხება გაშიშვლებულ მდგომარეობაში ჩხრეკასა და ფაქტის გამოუძიებლობას,
სასამართლოს შეფასებით, იმის გამო, რომ 2008 წელს საგამოძიებო მოქმედებები არ
განხორციელებულა, 2013 წელს განახლებული სისხლისსამართლებრივი გამოძიებაც
არ იყო საკმარისი, რადგან უკვე ძალიან დიდი დრო იყო გასული შესაძლო
დარღვევიდან. შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-3
მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა.
მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის ფარგლებში, როგორც ევროპულმა სასამართლომ
აღნიშნა, მის ხელთ არსებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი იმის
დასადასტურებლად, რომ მომჩივნის უკანა ტანის შემოწმება ჩატარდა მის მიერ
აღწერილ გარემოებებში. ამდენად, სასამართლოს არ შეუძლია, დაასკვნას, რომ
გაშიშვლებულ მდგომარეობაში ჩხრეკა მიზნად ისახავდა მომჩივნის დამცირებას ან
რომ იგი განხორციელდა მისთვის ტკივილის მიყენებით. ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია მე3 მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევას.
მე-6 მუხლის დარღვევასთან მიმართებით ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ
ეროვნულ სასამართლოებს მომჩივნის მიმართ 2008-2010 წლებში წარმოებული საქმის
განხილვის დროს საკმარისად არ უმსჯელიათ იმაზე, თუ როგორ განხორციელდა
მთავარი მტკიცებულების – ნარკოტიკული საშუალების – მოპოვება, ასევე, მათ არ
განუხილავთ მომჩივნის პრეტენზია ჩხრეკის არაადამიანური და დამამაცირებელი
ფორმებით
განხორციელების
შესახებ.
ზემოთქმულის
გათვალისწინებით,
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მე-6 მუხლის 1-ლი
ნაწილის (საქმის სამართლიანი განხილვა) დარღვევას.
ზემოხსენებული დარღვევების გამო სტრასბურგის სასამართლომ
სამართლიანი დაკმაყოფილების სახით 10,000 ევრო მიაკუთვნა.
მომჩივანს
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
სასამართლოს მიერ მომჩივნისათვის მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების
თანხის (10 000 ევრო) გადახდას მთავრობა უზრუნველყოფს დადგენილ ვადაში.
აღსრულების სამოქმედო გეგმა/ანგარიში მთავრობის მიერ მინისტრთა კომიტეტში
გაიგზავნება გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან (22.01.2021) დადგენილ 6თვიან ვადაში, როგორც ამას ითვალისწინებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის
აღსრულების პროცედურა.
139
შავაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №72080/12, 2020 წლის 19 ნოემბრის
გადაწყვეტილება
43.
საქმე ეხება მომჩივან ციცინო შავაძის მეუღლის, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე როინ
შავაძის, გარდაცვალების ფაქტს. მომჩივნის დავა კონვენციის მე-2 მუხლის
საფუძველზე შეეხებოდა მისი მეუღლის წამებით მოკვლას სამართალდამცავი ორგანოს
წარმომადგენლების მიერ 2008 წელს და აღნიშნული ფაქტის არაეფექტიან გამოძიებას.
კერძოდ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტროს
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა როინ შავაძე
ბათუმში ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ადგილზე მყოფმა
თვითმხილველებმა შემდგომ განაცხადეს, რომ როინ შავაძე სამართალდამცველთა
მიერ სასტიკად იყო ნაცემი, მას „სახელმწიფოს მოღალატე“ უწოდეს და წაიყვანეს
მანქანით.
მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მისი მეუღლე დაიღუპა სასტიკი არასათანადო მოპყრობის
შედეგად. მისი თქმით, გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნებოდა წამების აშკარა
ნიშნები. მომჩივანი უთითებდა ვიდეომასალაზე, სადაც აღბეჭდილი იყო მისი
მეუღლის დაზიანებები, მათ შორის, ფართო ღრმა ჭრილობები და დამტვრეული
თითები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო წინასწარი გამოძიება როინ შავაძის
გარდაცვალების ფაქტზე და ჩაატარა წინასწარი საგამოძიებო ღონისძიებები, რის
შემდეგაც საქმე გადაეცა პროკურატურას.
ევროპული სასამართლოს თანახმად, მომჩივნის მეუღლე შინაგან საქმეთა სამინისტროს
თანამშრომლების ხელში გარდაიცვალა 2008 წლის 16 აგვისტოს და მომხდარი ფაქტის
შემდეგ გამოძიება იმავე ორგანომ დაიწყო და არა პროკურატურამ, როგორც ამას
კანონმდებლობა ითვალისწინებდა. მიუხედავად იმისა, რომ საქმე მოგვიანებით
პროკურატურას გადაეცა, გამოძიება ეყრდნობოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ
მოპოვებულ მტკიცებულებებს. ამრიგად, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ
შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების მიერ განხორციელებული პირველადი
და ყველაზე გადამწყვეტი საგამოძიებო მოქმედებები აშკარად არღვევდა კონვენციის
მე-2 მუხლის მოთხოვნებს. როგორც საქმეებში – „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს
წინააღმდეგ“ და „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ – სტრასბურგის
სასამართლოს მიერ იქნა დადგენილი, ამგვარი პროცედურული ხარვეზი არსებითად
უშლის ხელს შემდგომი გამოძიების ეფექტურობას. ზემოაღნიშნულის გამო
სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოძიება არ იყო დამოუკიდებელი და
მიუკერძოებელი, აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა მის გაჭიანურებაზე. შესაბამისად,
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული
ნაწილის დარღვევა.
რაც შეეხება მე-2 მუხლის არსებით ნაწილს, სტრასბურგის სასამართლოს თანახმად,
მიუხედავად ოფიციალური პოზიციისა, რომ სამართალდამცველთა მიერ როინ შავაძის
მიმართ ძალა გამოყენებულ იქნა მისი უკანონო გაქცევის თავიდან ასაცილებლად, ამის
დამადასტურებელი მტკიცებულება არ ყოფილა წარდგენილი. სასამართლომ, ასევე,
140
აღნიშნა, რომ, მიუხედავად მომჩივნის არაერთი მოთხოვნისა 2008-2011 წლებში, მას არ
მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი და, შესაბამისად, არ ჰქონდა წვდომა გამოძიების
მასალებზე, მათ შორის, გარდაცვლილი მეუღლის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნაზე.
ევროპულმა სასამართლომ, აგრეთვე, მხედველობაში მიიღო თვითმხილველი
მოწმეების ჩვენებები და ვიდეომასალა, რომელზეც მკაფიოდ იყო აღბეჭდილი
მომჩივნის დაზიანებები, რაც არ შეესაბამებოდა ოფიციალურ პოზიციას, რომ როინ
შავაძისთვის სიცოცხლის მოსპობა მოხდა მისი გაქცევის თავიდან ასაცილებლად
გამოყენებული ძალის შედეგად. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა,
რომ ადგილი ჰქონდა მე-2 მუხლის არსებითი მხარის დარღვევას.
ევროპულმა სასამართლომ მთავრობას მომჩივნის სასარგებლოდ 40 000 ევროს გადახდა
დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით.
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
სასამართლოს მიერ მომჩივნისათვის მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების
თანხის (40 000 ევრო) გადახდას მთავრობა უზრუნველყოფს დადგენილ ვადაში.
აღსრულების სამოქმედო გეგმა/ანგარიში მთავრობის მიერ მინისტრთა კომიტეტში
გაიგზავნება გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან (19.02.2021) დადგენილ 6თვიან ვადაში, როგორც ამას ითვალისწინებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის
აღსრულების პროცედურა.
II.
განჩინებები
„ცინცაბაძის ჯგუფის“ განჩინებები
ბაღაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №5168/06, 2014 წლის 18 მარტის
განჩინება
1.
2006 წლის პირველ თებერვალს მომჩივნის მიერ ევროპულ სასამართლოში
წარდგენილი საჩივარი ეხებოდა 1999 წლის 11 დეკემბერს მისი ვაჟის, ბ-ნი ზვიად
ბაღაშვილის, მკვლელობას ქუჩაში პოლიციის თანამშრომლის, ბ-ნი ნ.ა.-ს, მიერ.
შემთხვევა მოხდა სავარაუდო საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ჩადენის გამო
პოლიციის მიერ ბ-ნი ბაღაშვილის დაკავების მცდელობის დროს.
იმავე დღეს ნ.ა.-ს მიმართ აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმე სიღნაღის რაიონის
პროკურატურის მიერ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებული იყო სსკ-ის 187-ე
მუხლის მე-3 ნაწილით და ითვალისწინებდა ძალის გადამეტებას, რომელმაც გამოიწვია
მძიმე შედეგი.
აღნიშნული საქმის მრავალჯერ შეწყვეტისა და სხვადასხვა ინსტანციაში გასაჩივრების
შემდეგ, საბოლოოდ, 2002 წლის 2 ნოემბერს, მიღებულ იქნა დადგენილება სისხლის
სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.
141
მომჩივანი ევროპული სასამართლოს წინაშე ასაჩივრებდა იმ ფაქტს, რომ მისი შვილი
მოკლულ იქნა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ, რაზედაც არ
განხორციელდა ეფექტიანი გამოძიება.
2013 წლის 4 აპრილს სასამართლომ მთავრობას შეატყობინა კონვენციის მე-2 მუხლთან
დაკავშირებული საჩივრის შესახებ.
საქმის სრულყოფილად შესწავლის შემდეგ, მთავრობამ 2013 წლის 25 ოქტომბრის
წერილით შეატყობინა სასამართლოს, რომ სურდა საქმის მორიგებით დასრულება.
მთავრობამ წარდგენილი დეკლარაციით აღიარა კონვენციის მე-2 მუხლის
პროცედურული ნაწილის დარღვევა, იმის გათვალისწინებით, რომ არ იქნა
უზრუნველყოფილი ეფექტიანი გამოძიების ჩატარება მომჩივნის შვილის მიმართ
ძალის გადამეტების ფაქტზე.
შესაბამისად, მთავრობამ აიღო ვალდებულება, ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება ზვიად
ბაღაშვილის მიმართ ძალის გადამეტების ფაქტზე, როგორც ეს გათვალისწინებულია
ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით. ასევე, დეკლარაციის მიხედვით, მთავრობამ
აიღო ვალდებულება, მომჩივნისთვის გადაეხადა 10 000 ევრო.
2013 წლის 30 დეკემბრის წერილით მომჩივანმა განაცხადა, რომ იგი დაეთანხმა
მთავრობის დეკლარაციას, რის საფუძველზეც ევროპულმა სასამართლომ საქმე
ამორიცხა განსახილველ საქმეთა სიიდან.
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
მომჩივნისათვის მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხა, 10 000 ევრო,
გადახდილია დადგენილ ვადაში, კერძოდ, 2015 წლის 30 მაისს.
გამოძიება
ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების საფუძველზე, 2015 წლის 31
იანვარს ზვიად ბაღაშვილის მიმართ ძალის სავარაუდოდ გადამეტების ფაქტზე
წარმოებულ
სისხლის
სამართლის
საქმეზე
გაუქმდა
დადგენილება
სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების შეწყვეტის შესახებ და განახლდა
გამოძიება.
2015 წლის 19 მაისს დამატებით დაიკითხა ყოფილი პოლიციელი ნ.ა., რომელმაც
განმარტა, რომ 1997 წლიდან 1999 წლის დეკემბრამდე მუშაობდა ქალაქ წნორის
პოლიციის ქვეგანყოფილებაში. ნ.ა.-მ მიაწოდა გამოძიებას მომჩივნის შვილის
გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებული ინფორმაცია.
ასევე, რამდენჯერმე დაიკითხნენ ნ.ა.-ს თანმხლები პოლიციელები (წნორის
განყოფილების თანამშრომლები), ზვიად ბაღაშვილის თანმხლები პირი და სხვა
მნიშვნელოვანი მოწმეები, რომლებიც იყვნენ ინციდენტის თვითმხილველნი.
აღსანიშნავია, რომ განსახილველ ფაქტს ადგილი ჰქონდა 1999 წელს, რის გამოც
მოწმეებს არ ახსოვთ საქმის ზუსტი დეტალები და, შესაბამისად, ეფექტიან გამოძიებას
აბრკოლებს აღნიშნული ობიექტური გარემოებები.
142
ზემოხსენებულის გათვალისწინებით, განახლებული გამოძიების ფარგლებში,
ჩატარდა რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ახალი გამოძიება იყო
მაქსიმალურად ყოვლისმომცველი და შედგებოდა ყველა იმ გონივრული ნაბიჯისგან,
რომლებიც საჭირო იყო მტკიცებულებების მოპოვების უზრუნველსაყოფად და
ყოველივე ეს მოხდა იმ პირობებში, რომ საკმარისად დიდი დრო იყო გასული ფაქტის
შემდეგ (ფაქტი მოხდა - 1999 წლის 11 დეკემბერს). გამოძიებამ გამოიჩინა საკმარისი
ძალისხმევა და გულმოდგინება, რომელიც აუცილებელი იყო საქმის ფაქტობრივი
გარემოებების დასადგენად. გამოძიების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია და
მტკიცებულებები შეფასდა სრულად და ობიექტურად. გამოძიება იკვლევდა ნ. ა.-ს მიერ
ზვიად ბაღაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა თუ არა განზრახ მკვლელობას და
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მომჩივნის ინტერესების დამცველი ადვოკატის აქტიური
ჩართულობით დაიგეგმა და ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება. კერძოდ,
2019 წლის 25 ივლისს დამატებით გამოიკითხა დ. ნ., თ. ბ., თ. თ., ნ. თ. და ზ. დ..
გამოკითხვისას მოწმეებმა განმარტეს, რომ მომხდარი ფაქტის შემდგომ გასულია
დაახლოებით 20 წელი, რის გამოც მათთვის ძნელია ყველა დეტალის გახსენება, თუმცა
მათ გამოძიებას დამატებით მიაწოდეს მათთვის ცნობილი ინფორმაცია/დაადასტურეს
გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ვერ იქნა მოპოვებული ობიექტური მტკიცებულებები,
რომლებიც შესაბამისი სტანდარტით დაადასტურებდა ნ. ა.-ს მიერ დანაშაულის ჩადენას.
შესაბამისად, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების სამართლებრივი ანალიზის
შემდგომ მიღებული იქნება შემაჯამებელი (შეწყვეტის) გადაწყვეტილება.
კიზირია საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №4728/08, 2014 წლის 11 მარტის
განჩინება
2.
2007 წლის 18 დეკემბერს მომჩივანმა ევროპულ სასამართლოში წარადგინა საჩივარი,
რომლის თანახმად, 2006 წლის 23 თებერვალს მომჩივნის შვილი - ბუთხუზ კიზირია და
მისი ორი მეგობარი, რომლებიც მიდიოდნენ ვარციხეში, ბაღდათის რაიონში, მოკლულ
იქნენ შსს-ს იმერეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებული
სროლის შედეგად. აღნიშნული ინციდენტი განხორციელდა ოპერაციის ფარგლებში,
რომელიც ითვალისწინებდა მიმავალი მანქანის მგზავრების დაკავებას, რომლებსაც,
პოლიციელთა განმარტებით, უნდა ჰქონოდათ ცეცხლსასროლი იარაღები.
2006 წლის 24 თებერვალს შსს-ს იმერეთის სამხარეო პოლიციაში დაიწყო გამოძიება
მომჩივნის შვილისა და ორი გარდაცვლილი პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის
უკანონო შეძენის, შენახვის, ტარებისა და გადაზიდვის, ასევე, პოლიციის მიმართ
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ გაწეული წინააღმდეგობის ფაქტზე. ყველა
გადაუდებელი საგამოძიებო ღონისძიება, მათ შორის, შემთხვევის ადგილის
დათვალიერება, გამოძიების ფარგლებში ჩატარებულ იქნა პოლიციის ზემოაღნიშნული
დანაყოფის მიერ.
143
პროკურატურა დაეყრდნო ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს და 2006 წლის 8 მაისს
ცალკე წარმოებად გამოყო ახალი საქმე 2006 წლის 23 თებერვლის ინციდენტის დროს
პოლიციის მუშაკების ქმედებების კანონიერების თაობაზე, სსკ-ის 114-ე მუხლით −
მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადამეტებით.
აღნიშნულ სამართალწარმოებაში 2006 წლის 19 მაისს მომჩივანს მიენიჭა
დაზარალებულის სტატუსი.
2006 წლის 31 დეკემბერს პროკურორმა გამოსცა დადგენილება წინასწარი გამოძიების
შეწყვეტის შესახებ პოლიციის მუშაკთა მიმართ დანაშაულის ნიშნების არარსებობის
გამო. მომჩივანმა გაასაჩივრა აღნიშნული დადგენილება, რაც არ იქნა
დაკმაყოფილებული
ქუთაისის
საქალაქო
სასამართლოსა
და
სააპელაციო
სასამართლოების მიერ უსაფუძვლობის გამო.
მომჩივანი ევროპულ სასამართლოში კონვენციის მე-2 მუხლის საფუძველზე
ასაჩივრებდა,
რომ
მისი
შვილი
მოკლეს
სამართალდამცავი
ორგანოს
წარმომადგენლებმა
და
აღნიშნულ
ფაქტზე
ეფექტიანი
გამოძიება
არ
განხორციელებულა.
2013 წლის 4 აპრილს სასამართლომ შეატყობინა მთავრობას საჩივრის თაობაზე,
რომელიც ეხებოდა კონვენციის მე-2 მუხლს.
საქმის სრულყოფილი შესწავლის შედეგად, 2013 წლის 25 ოქტომბერს მთავრობამ
აცნობა სასამართლოს, რომ სურდა საქმის მორიგებით დასრულება. მთავრობამ
ევროპულ სასამართლოში წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე, აღიარა
კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა.
მთავრობამ იკისრა ვალდებულება, განახორციელოს ეფექტიანი გამოძიება ბუთხუზ
კიზირიას მიმართ ძალის გადამეტების ფაქტზე, როგორც ეს გათვალისწინებულია
კონვენციის მე-2 მუხლით.
ასევე, მთავრობამ აიღო ვალდებულება, მომჩივანს გადაუხადოს 10 000 ევრო.
2014 წლის 8 იანვრის წერილით მომჩივანი დაეთანხმა მთავრობის მიერ შეთავაზებულ
პირობებს, რის საფუძველზეც ევროპულმა სასამართლომ ამორიცხა საქმე განსახილველ
საქმეთა ნუსხიდან.
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
სასამართლოს მიერ მომჩივნისათვის მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების
თანხა, 10 000 ევრო, გადახდილია დადგენილ ვადაში, კერძოდ, 2014 წლის 14 მაისს.
გამოძიება
აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ ჩატარდა ხელახალი, ეფექტიანი გამოძიება.
ევროპული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2015 წლის 31 იანვარს სისხლის
სამართლის საქმეზე განახლდა გამოძიება და საქმე გამოსაძიებლად გადაეცა
დამოუკიდებელ ორგანოს − ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.
144
განახლებული გამოძიების ფარგლებში, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
სამხარეო მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული შენობიდან ამოღებულ იქნა
სისხლის სამართლის საქმეზე დართული, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული
ნივთიერი მტკიცებულებები; ასევე, შსს-ს არქივიდან ამოღებულ იქნა სისხლის
სამართლის შეწყვეტილი საქმე ბუთხუზ კიზირიას და მისი თანმხლები ორი
გარდაცვლილი პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენის, შენახვის,
ტარებისა და გადაზიდვის, ასევე, პოლიციის მიმართ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის
მიერ გაწეული წინააღმდეგობის ფაქტზე.
შსს-დან გამოთხოვილ იქნა 2006 წლის 23 თებერვლის მდგომარეობით იმერეთის
სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოში მომუშავე თანამშრომლების სრული
სია მათი სამსახურებრივი პოზიციის მითითებით.
ხელახლა გამოიკითხნენ 2006 წლის 23 თებერვალს სოფელ ვარციხეში ჩატარებული
სპეცოპერაციის მონაწილე იმერეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლები; დაიკითხა
იმ მანქანის მძღოლი, რომელმაც მომჩივნის შვილი და სხვა თანმხლები პირები მიიყვანა
ინციდენტის ადგილამდე და რომელიც აღნიშნული ინციდენტის თვითმხილველია.
აღსანიშნავია, რომ ტაქსის მძღოლმა გ. ჩ.-მა დაადასტურა, რომ მომჩივნის შვილისა და
მისი მეგობრებისთვის იარაღი არ დაუნახავს და არც რაიმე საეჭვო შეუმჩნევია.
აგრეთვე, გამოიკითხა მრავალი პირი საქმის გარემოებების თაობაზე, სხვებს შორის, შსსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლები.
გაგზავნილი მიმართვის პასუხად, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
პოლიციის დეპარტამენტიდან მიღებული იქნა წერილი, სადაც მითითებულია, რომ
მათ საქმისწარმოების არქივში იმჟამინდელი იმერეთის შსს-ს სამხარეო მთავარი
სამმართველოს მიერ 2006-2007 წლებში ნაწარმოები ჟურნალი, სისხლის სამართლის
საქმეების აღრიცხვის შესახებ არ მოიპოვება. რაც შეეხება ჟურნალს, რომელიც შეიცავს
მთავარი სამმართველოს გამომძიებლის მიერ წარმოებაში არსებული სისხლის
სამართლის საქმის სხვა გამომძიებლისათვის გადაწერის შესახებ ინფორმაციას 20062007
წლების
განმავლობაში,
აღნიშნული
ჟურნალები
განადგურებულია
დოკუმენტებისა და საქმეების განადგურების №33/1-1628ს და №33/1-1008ს აქტების
საფუძველზე. აგრეთვე, წერილში მითითებულია, რომ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და
ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში
მოძიებული იქნა სისხლის სამართლის №8806022 საქმეზე დართული ნივთიერი
მტკიცებულება ერთ პაკეტად, დალუქული საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი
სამმართველოს
იმერეთი,
რაჭა-ლეჩხუმის
სამხარეო
კრიმინალისტიკური
განყოფილების №10/7/56 ლუქის ბეჭდით. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, შსსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
ადმინისტრაციული შენობიდან ამოღებული იქნა სისხლის სამართლის №8806022
საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება, ერთ პაკეტად, მასში მოთავსებული
ლითონისმაგვარი მცირე ზომის ობიექტებით (სავარაუდოდ მასრები, რომელიც
ნაპოვნი და ამოღებული იქნა გარდაცვლილთა გვამების სიახლოვეს) შემთხვევის
ადგილის დათვალიერებისას.
145
შსს-ს ადმინისტრაციას გაეგზავნა მიმართვა, რომლითაც მოთხოვნილია 2006 წლის 23
თებერვალს ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში ჩატარებულ ღონისძიებასთან
დაკავშირებული ინფორმაცია. შსს-ს ადმინისტრაციიდან მიღებული პასუხითა და
მასალებით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილე პირთა ანკეტური
მონაცემებისა და გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღების ამჟამინდელი შენახვის
ადგილის დადგენა ვერ ხერხდება, ვინაიდან ვერ იქნა მოპოვებული შესაბამისი
ბრძანება. მასალებით ასევე ირკვევა, რომ მოძიებული 2006 წლის 24 თებერვლის №42
ტელეფონოგრამითა და შეიარაღებისა და სპეციალურ საშუალებათა გაცემისა და
მიღების წიგნით, დასტურდება, რომ ამავე წიგნში აღნიშნული იარაღის ნუმერაციიდან
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო
განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს შეიარაღების ოთახში ინახება ოთხი
ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი (რომელთა მარკა და სერიული ნომერი
მითითებულია წერილში).
ზემომითითებული ინფორმაციის საფუძველზე, გასათვალისწინებელია გამოძიების
ხელშემშლელი ობიექტური გარემოებები, რაც დეტალურად მიეთითა გასული წლების
ანგარიშებში, სხვებს შორის: შემთხვევიდან დიდი დროის გასვლის (14 წელზე მეტი)
გამო, მოწმეებისთვის სირთულეს წარმოადგენს საქმისთვის მნიშვნელოვანი
ფაქტობრივი გარემოებების აღდგენა და გადმოცემა, ასევე, გართულებულია
გამოძიებისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტური თუ სხვა სახის
მტკიცებულებების მოპოვება; იმის გამო, რომ გარდაცვლილთა გვამებიდან არ მოხდა
დენთის კვალის აღება, შეუძლებელია დადგინდეს, რეალურად ახორციელებდნენ თუ
არა გარდაცვლილები სროლებს პოლიციის თანამშრომელთა მიმართულებით.
ვინაიდან გარდაცვლილთა სხეულებიდან არ მომხდარა ტყვიის გულების ამოღება
(მხოლოდდამხოლოდ ერთ-ერთი გარდაცვლილის სხეულიდან - მენჯის ღრუდან იქნა
ამოღებული ორი ცალი ტყვიის გულა), ვერ ხერხდება იდენტიფიცირება, თუ
კონკრეტულად ვინ მიაყენა გარდაცვლილებს სასიკვდილო დაზიანებები და სხვ.
მიუხედავად დასახელებული სირთულეებისა გამოძიება გრძელდება, კერძოდ 2018
წლის 5 ივლისს დაიკითხა შსს-ს იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი
ინსპექტორი, რომელმაც განაცხადა, რომ 2006 წლის 23 თებერვალს მონაწილეობდა
ვარციხეში ჩატარებულ სპეცოპერაციაში, თუმცა აღნიშნულ ღონისძიებასთან
დაკავშირებული სხვა დეტალები მას არ ახსოვს, ვინაიდან შემთხვევიდან გასულია
მრავალი წელი.
2018 წლის 11 ივლისს დაიკითხა შსს-ს იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს
კრიმინალური პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი გ. დ. მან დაადასტურა,
რომ 2006 წლის 23 თებერვალს ვარციხის სპეცოპერაციისას „ბოროტმოქმედებმა“
გაუხსნეს ცეცხლი, რაზედაც პოლიციამ გახსნა საპასუხო ცეცხლი. მან დაადასტურა,
რომ თავადაც ახორციელებდა გასროლებს, თუმცა ვინაიდან არ იყო ხილვადობა,
ძირითადად ტყვიებს ისროდა ჰაერში. სროლების შემდგომ ნახა, რომ
„ბოროტმოქმედთა“ გვამებთან ეწყო იარაღები. სხვა დეტალები არ ახსოვს, დიდი
დროის გასვლის გამო.
146
2018 წლის 9 ივლისს გამოკითხული იქნა შსს-ს იმერეთის სამხარეო მთავარი
სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე - გამომძიებლების კურატორი ჯ. ხ. მან
განაცხადა, რომ 23 თებერვლის სპეცოპერაციის დაგეგმვას იგი არ დასწრებია. ის
მოგვიანებით ჩავიდა სოფელ ვარციხეში, რა დროსაც უკვე მიმდინარეობდა შემთხვევის
ადგილის დათვალიერება და ბოროტმოქმედთა გვამების სიახლოვეს ელაგა იარაღები.
სხვა დეტალები არ ახსოვს.
2018 წლის 4 ივლისს გამოიკითხა შსს-ს იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს
ყოფილი უფროსი ლ. კ.. მან განაცხადა, რომ 2006 წლის 26 ოქტომბერს მე-5
სართულიდან ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად მიიღო მძიმე ტრავმული
დაზიანება, რამაც მათ შორის გამოიწვია მეხსიერების ძლიერი დაქვეითება (რის
თაობაზეც წარმოადგინა სამედიცინო დოკუმენტაცია). შესაბამისად, 2006 წლის 23
თებერვლის ვარციხის სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ სხვებისგან
გადმოცემით აქვს (იცის, რომ „ბოროტმოქმედებმა“ გაწიეს შეიარაღებული
წინააღმდეგობა და პოლიციელთა საპასუხო სროლის შედეგად, გარდაიცვალნენ).
გამოძიების მიერ, 2018 წლის ივლისში შსს-ს ადამიანური რესურსების მართვის
დეპარტამენტიდან, გამოთხოვილი იქნა სისხლის სამართლის №8806022 საქმის
ძირითადი გამომძიებლის ა. კ.-ის (რომელიც იმყოფება საზღვარგარეთ და მასთან
დაკავშირება ვერ მოხერხდა) ნამსახურობის ნუსხა, რითაც დასტურდება, რომ
ხსენებულ საქმეზე გამოძიების შეწყვეტის დროისათვის იგი მუშაობდა სხვა
სტრუქტურულ ერთეულში და საქმის მტკიცებულებებთან შემხებლობა ვერ ექნებოდა.
აგრეთვე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან გამოთხოვილი იქნა
2006
წლის
23
თებერვლის
მდგომარეობით
საქართველოში
მოქმედი
ტელემაუწყებლების სია, რომლის მიღების შემდეგაც ტელეკომპანიებიდან
გამოთხოვილი იქნა ტელე-სიუჟეტები, რომლებიც უკავშირდებოდა ვარციხის
სპეცოპერაციას. სიუჟეტებში ჩანდა მცირე მონაკვეთი, საიდანაც ირკვეოდა, რომ იგი
წარმოადგენდა შსს-ს ოპერატიულ ვიდეო მასალას.
შსს-ს ადმინისტრაციიდან მოთხოვნილი იქნა შსს-ს ვიდეო გადამღები ჯგუფის მიერ
გადაღებული სრული ვიდეოჩანაწერი სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ასევე
მოთხოვნილი იქნა იმ თანამშრომელთა (გადამღები ჯგუფის წევრების) ვინაობა, ვინც
ესწრებოდა სპეცოპერაციას. შსს-დან მიღებული იქნა საპასუხო წერილი, სადაც
ფიქსირდება, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია არ ინახება.
მიუხედავად ჩატარებული ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედებებისა, ამ ეტაპზე,
საქმეზე ვერ იქნა მოპოვებული ობიექტური მტკიცებულებები კონკრეტულ პირთა
ბრალეულობის დასამტკიცებლად.
147
მზექალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №8177/12, 2015 წლის 10
თებერვლის განჩინება
3.
მომჩივნის მიერ 2012 წლის 3 თებერვალს ევროპული სასამართლოს წინაშე
წარდგენილი საჩივარი ეხება თელავის პოლიციის განყოფილების თანამშრომლების
მიერ მის მიმართ 2010 წლის 6 აპრილს განხორციელებულ სავარაუდო არასათანადო
მოპყრობას, როდესაც მომჩივანი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
2010 წლის 16 აპრილს კახეთის საოლქო პროკურატურამ დაიწყო პოლიციის
თანამშრომლების მიერ მომჩივნის მიმართ განხორციელებული სავარაუდო
არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოძიება. თუმცა, გამოძიება მხოლოდ ფორმალურ
სახეს ატარებდა და მას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.
განსახილველ საქმეზე 2014 წლის 23 მაისს მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-3 მუხლის
პროცედურული ნაწილის დარღვევა და აიღო კომპენსაციის (4 500 ევროს) გადახდისა
და ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება.
2014 წლის 6 ოქტომბერს მომჩივანმა აცნობა სასამართლოს, რომ იგი დაეთანხმა
მთავრობის მიერ შეთავაზებულ მორიგების პირობებს. შესაბამისად, საქმე მიჩნეულ
იქნა მორიგებად და ევროპული სასამართლოს მიერ ამოირიცხა განსახილველ საქმეთა
ნუსხიდან.
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
მომჩივანს კომპენსაციის თანხა (4 500 ევრო) ჩაერიცხა სასამართლოს მიერ დადგენილ
ვადაში, 2015 წლის 8 ივნისს.
გამოძიება
ევროპული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გამოძიება განახლდა 2015 წლის 30
მარტს.
გამოძიების ფარგლებში, განხორციელდა იმ პირების ვინაობებისა და დემოგრაფიული
მონაცემების დადგენა, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ იმავე ან მეზობელ საკნებში,
სადაც განთავსებული იყო მომჩივანი.
2015 წლის 8 აგვისტოს მომჩივნის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მის კლიენტს
არ ჰქონდა დაზიანების ნიშნები. გარდა ამისა, მომჩივანმა არც სასამართლოს და არც
წარმომადგენლის წინაშე არ განაცხადა, რომ იგი იყო ცემის ან სხვა ძალადობის
სუბიექტი სხვა პირისგან. ამავე დღეს დაიკითხა მომჩივნის დედა, რომელმაც ჩვენებაში
აღნიშნა, რომ მის შვილს ბავშვობაში აწუხებდა სხვადასხვა დაავადება. დედამ, ასევე,
აღნიშნა, რომ შვილის სხეულის დაზიანების თაობაზე შეიტყო მეორე ადვოკატისგან.
ამასთან, მას შემდეგ, რაც მისი შვილი გათავისუფლდა ციხიდან, უშუალოდ მისგან
მიიღო ინფორმაცია პოლიციის თანამშრომლების მიერ მისი ცემის შესახებ.
2016 წლის 26 აპრილს მოწმის სახით დამატებით დაიკითხა მომჩივანი, რომელიც
მთლიანად დაეთანხმა წინა ჩვენებას და განმარტა, რომ ის დაზიანებები, რაც ჰქონდა
სხეულზე, მიიღო თელავის კრიმინალური პოლიციის შენობაში 2010 წლის 6 აპრილს
148
პოლიციის თანამშრომლების მიერ ცემის შედეგად. არც თელავის დროებითი
მოთავსების იზოლატორში და არც თბილისში, არასრულწლოვანთა საპატიმრო
დაწესებულებაში, მისთვის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.
იმავე დღეს დაიკითხა მომჩივნის მამა, რომელმაც განაცხადა, რომ შვილის სხეულის
დაზიანების თაობაზე შეიტყო მისი მეორე ადვოკატისგან. მისი თქმით, მომჩივანს
დაკავებამდე სხეულზე არანაირი დაზიანება და დალურჯება არ ჰქონია. დაზიანებები
მას პირადად არ უნახავს.
მოწმის სახით დაიკითხა ბრალდებულ მალხაზ მზექალიშვილის ინტერესების
დამცველი ადვოკატი, რომელმაც დაადასტურა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის
მიმართ, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან რაიმე სახის შეურაცხყოფას ან უკანონო
ქმედებას ადგილი არ ჰქონია.
2016 წლის 14 სექტემბერს მოწმის სახით გამოკითხული იქნა მალხაზ მზექალიშვილის
მეზობელ საკანში მყოფი პირი, რომელმაც განმარტა, რომ მისთვის უცნობია მ.
მზექალიშვილს დაკავებისას ვინმემ მიაყენა თუ არა რაიმე სახის დაზიანება.
2016 წლის 11 ოქტომბერს, მოწმის სახით გამოიკითხა დამოუკიდებელი ექსპერტიზის
ცენტრი „ვექტორი“-ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, რომელმაც ჩაუტარა
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა მალხაზ მზექალიშვილს და დააფიქსირა, რომ
2010 წლის 23 აპრილს, დამოუკიდებელი ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორს“ მომართა
ცენტრმა „ემპათიამ“, რათა ჩაეტარებინათ მოქალაქე მალხაზ მზექალიშვილის
სხეულზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით სასამართლო-სამედიცინო
ექსპერტიზა. მან უშუალოდ დაათვალიერა მალხაზ მზექალიშვილი და გასცა
ექსპერტიზის დასკვნა, სადაც დეტალურად ასახა მის სხეულზე არსებული
დაზიანებები. მომჩივნის სხეულზე არსებულ დაზიანებების ხანდაზმულობასთან
დაკავშირებით დასკვნაში დააფიქსირა, რომ დაზიანებები ხანდაზმულობით
შეეფარდებიან საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს, თუმცა, გამორიცხული არ
არის აღნიშნული დაზიანებები განვითარებულიყო ორი დღით ადრე ან გვიან.
2016 წლის 13 ოქტომბერს მოწმის სახით გამოკითხული იქნა მომჩივნის მეზობელ
საკანში მყოფი პირი, რომელმაც აჩვენა, რომ ქ. თბილისის არასრულწლოვანთა №9
დაწესებულებაში გაიცნო მომჩივანი. მისთვის უცნობია, მალხაზ მზექალიშვილს,
დაკავებისას ვინმემ მიაყენა თუ არა რაიმე სახის დაზიანება. აღნიშნულ თემაზე მასთან
არასდროს უსაუბრია, არც სხვა პატიმრებს უთქვამთ მისთვის ამის თაობაზე.
2017 წლის 3 მაისს მოწმის სახით გამოკითხული იქნა შსს-ს კახეთის რეგიონალური
დროებითი მოთავსების იზოლატორის ინსპექტორი, რომელმაც აჩვენა, რომ 2010 წელს,
დაახლოებით აპრილის თვეში, იზოლატორში თელავის შსს-ს სამმართველოს
თანამშრომლებმა მიიყვანეს დააკავებული არასრულწლოვანი მალხაზ მზექალიშვილი,
რომელიც საკანში მოთავსებამდე, მან და მისმა მეწყვილემ შეამოწმეს ვიზუალურად.
შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მას ხელისა და ფეხის არეში აღენიშნებოდა დამწვრობის
მსგავსი დაზიანებები, რაზედაც დაკავებულმა მალხაზ მზექალიშვილმა მათ
განუცხადა, რომ აღნიშნული დამწვრობა მიღებული ჰქონდა რამდენიმე წლის წინ.
დაკავებულს სხვა დაზიანებები სხეულზე ვიზუალური დაკვირვებით არ
149
აღენიშნებოდა. მალხაზ მზექალიშვილი, იზოლატორიდან სასამართლო სხდომაზე
გადაყვანამდე, დეტალურად იქნა შემოწმებული, რათა დადგენილიყო სხეულზე ხომ არ
ჰქონდა რაიმე სახის დაზიანება. თუმცა, ვიზუალური დაკვირვებით არანაირი
დაზიანების კვალი, გარდა რამდენიმე წლის წინ მიღებული დამწვრობის კვალისა, მას
სხეულზე არ აღენიშნებოდა.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა გამოძიებას 2017 წლის 4 მაისს მოწმის სახით
გამოკითხულმა შსს-ს კახეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორის
ინსპექტორმა.
აგრეთვე, დაიკითხა პოლიციის ყველა ის თანამშრომელი (სულ 13 პირი), რომელიც
წარსულში დაკითხული იყო მოცემულ საქმეზე. თუმცა, დასახელებულმა პირებმა
კატეგორიულად უარყვეს რაიმე სახის ძალადობა მომჩივანზე.
დამატებით, საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოიკითხა მრავალი მოწმე: სახალხო
დამცველის წარმომადგენელი, რომელმაც შეადგინა ოქმი მომჩივნის სხეულზე
არსებული დაზიანებების თაობაზე; სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც
მონაწილეობას იღებდა ოქმის შედგენაში მომჩივნის სხეულზე არსებული
დაზიანებების თაობაზე; ის პირები, ვინც მალხაზ მზექალიშვილთან ერთად დააკავეს
ქურდობის ბრალდებით.
განახლებული გამოძიების პირობებში, დაკითხულმა პოლიციის თანამშრომლებმა,
კატეგორიულად უარყვეს მათი მხრიდან მალხაზ მზექალიშვილისათვის დაკავებისას
რაიმე დაზიანების მიყენების ფაქტი. ასევე, მომჩივანთან ერთად დაკავებულმა ორმა
ბრალდებულმა, კატეგორიულად უარყო პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების
გადამეტების ფაქტი და დაკითხვისას აჩვენა, რომ ისინი დააკავეს და მოათავსეს
მომჩივანთან ერთად დროებითი დაკავების იზოლატორში. მათ აღნიშნეს, რომ
მომჩივანს სხეულზე არანაირი დაზიანების კვალი არ ეტყობოდა.
განახლებული გამოძიება იყო მაქსიმალურად ყოვლისმომცველი და შედგებოდა ყველა
იმ გონივრული ნაბიჯისგან, რომელიც საჭირო იყო მტკიცებულებების მოსაპოვებლად.
გამოძიებამ გამოიჩინა საკმარისი ძალისხმევა და გულმოდგინება, რომელიც
აუცილებელი იყო საქმის ფაქტობრივი გარემოებების სწრაფად დასადგენად.
გამოძიების პროცესში დამატებით დაიკითხა ყველა ის პირი, ვისაც რაიმე ფორმით
შემხებლობა ჰქონდა მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან, ასევე გამოვლენილი
და დაკითხული იქნენ სხვა პირებიც. თუმცა, ჩატარებული გამოძიებით ვერ იქნა
მოპოვებული ობიექტური მტკიცებულებები, რომლებიც შესაბამისი სტანდარტით
დაადასტურებდა კონკრეტულ პირთა ბრალეულობას და მისცემდა გამოძიებას მ.
მზექალიშვილის მიერ დასახელებულ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის
დაწყების სამართლებრივ საფუძველს.
150
მოლაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №39726/04, 2014 წლის 30
სექტემბრის განჩინება
4.
მომჩივანმა, ბატონმა სულხან მოლაშვილმა, 2004 წლის 27 ოქტომბერს მიმართა
ევროპულ სასამართლოს. საჩივარში მითითებული ფაქტების თანახმად, 2000 წლის 30
მაისიდან 2004 წლის 4 იანვრამდე მომჩივანს ეკავა კონტროლის პალატის
თავმჯდომარის თანამდებობა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2004 წლის 4 იანვარს,
მომჩივანმა სთხოვა საქართველოს პარლამენტს, დაეკმაყოფილებინა მისი განცხადება
კონტროლის პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
2004 წლის 22 აპრილს, პროკურატურაში მისი დაბარების შემდეგ, მომჩივანი
ნებაყოფლობით გამოცხადდა დაკითხვაზე. მას მაშინვე წაუყენეს ბრალი
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო და გადაიყვანეს თბილისის
პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში.
გამოძიებით ირკვევა, რომ 2004 წლის 22-23 აპრილის ღამეს მომჩივანს აუხვიეს
თვალები, ლიფტით აიყვანეს სამმართველოს რომელიღაც სართულზე, ერთ-ერთ
ოთახში და 40-50 წუთის განმავლობაში აწამებდნენ, კერძოდ, ზურგზე ადებდნენ
გახურებულ საგნებს, მოითხოვდნენ ბრალის აღიარებას და ბიუჯეტის სასარგებლოდ
იმ თანხის გადახდას, რომელსაც გამოძიება მომავალში მოსთხოვდა.
მომდევნო დღეს, 2004 წლის 23 აპრილს, ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ
მომჩივანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით მომჩივანს წინასწარი
პატიმრობის ვადა კიდევ რამდენჯერმე გაუგრძელდა.
2004 წლის 11 ივნისსა და 2 ივლისს საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა
ტელევიზიით ორჯერ გააკეთა საჯარო განცხადება, რომელშიც მან მომჩივანი
კორუფციასა და ქრთამის აღებაში დაადანაშაულა.
2004 წლის 5 ივლისს მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე აღიძრა
სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ გამოძიებას შედეგი არ მოჰყოლია.
2004 წლის ივლისის შუა რიცხვებიდან დაწყებული, მომჩივნის ჯანმრთელობის
მდგომარეობა სერიოზულად გაუარესდა. მისი დაკავების მთელი პერიოდის
განმავლობაში მომჩივანმა და მისმა ადვოკატებმა რამდენჯერმე გამოთქვეს პრეტენზია
არასათანადო მკურნალობის თაობაზე.
2005 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ
მომჩივანი რიგ ბრალდებებში გაამართლა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო,
თუმცა, დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა
და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში; დანაშაულის დაფარვაში;
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი ქონების არაერთგზის
მითვისებაში, ჩადენილი დიდი ოდენობით. მომჩივანს მიესაჯა ცხრა წლის ვადით
თავისუფლების აღკვეთა.
2006 წლის 6 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ შეცვალა
მომჩივნის მიმართ გამოტანილი პირველი ინსტანციის განაჩენი, მომჩივანს სასჯელის
ზომა შეუმცირა 1 წლით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 8
151
წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ძალაში დარჩა უზენაესი სასამართლოს 2006 წლის
23 ივნისის განჩინებით.
საქმის მასალების სრულყოფილად შესწავლის შედეგად 2014 წლის 11 მარტის
წერილით მთავრობამ ევროპულ სასამართლოს წარუდგინა დეკლარაცია.
დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ აღიარა, რომ აღნიშნულ საქმეში
დაირღვა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის (c)
ქვეპუნქტით და მე-3 და მე-4 პუნქტებით, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით,
ასევე, მე-3 პუნქტის (b), (c) და (d) ქვეპუნქტებითა და მე-14 მუხლით
გათვალისწინებული უფლებები.
მთავრობამ აიღო ვალდებულება, ეფექტიანად გამოიძიოს მომჩივნის არასათანადო
მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივარი, ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი
პრინციპების შესაბამისად.
მთავრობის მიერ წარდგენილი დეკლარაციის თანახმად, მომჩივანს სსსკ-ის 310-ე
მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლება ჰქონდა, რომ მოეთხოვა მის წინააღმდეგ
წარმოებული სისხლის სამართლის საქმის ხელახალი განხილვა.
ასევე, დეკლარაციის მიხედვით, მთავრობამ მზადყოფნა გამოთქვა, გადაეხადა
მომჩივნისათვის 20 000 ევრო ნებისმიერი მატერიალური და მორალური ზიანის, ასევე,
ხარჯების ასანაზღაურებლად.
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
ევროპული სასამართლოს მიერ მომჩივნისათვის მინიჭებული სამართლიანი
დაკმაყოფილების თანხა გადახდილია დადგენილ ვადაში, კერძოდ, 2015 წლის 21
იანვარს.
გამოძიება
აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 31 ოქტომბერს გამოძიება დაიწყო სულხან მოლაშვილის
მიმართ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან ძალადობის
გამოყენებით
უფლებამოსილების
გადამეტების
ფაქტზე,
დანაშაული
გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტით.
საქმეზე სრულყოფილი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების ჩასატარებლად
გადადგმულია შემდეგი ნაბიჯები:
- თბილისის და მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან
გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, 2004 წლის 22 და 23 აპრილის მდგომარეობით
დროებითი მოთავსების იზოლატორის ხელმძღვანელი პირებისა და მორიგე
თანამშრომლების დემოგრაფიული მონაცემების თაობაზე.
- სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
სამინისტროს
პენიტენციური
დეპარტამენტიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია 2004 წლის აპრილიდან
აგვისტომდე პერიოდში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის და №1 საპატიმრო
152
დაწესებულების, №7 საპყრობილის და სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი
პირების და თანამშრომლების სია; ინფორმაცია საპატიმრო დაწესებულებებში ყოფნის
პერიოდში სულხან მოლაშვილის თანამესაკნეების თაობაზე. ამასთან, მიღებული იქნა
სულხან მოლაშვილის საარქივო პირად საქმეში არსებული - სხვადასხვა
დაწესებულებაში მისი გადაყვანის ამსახველი დოკუმენტაცია და პირადი საქმე.
- განახლებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა სისხლის სამართლის საქმესთან
შემხებლობაში მყოფი ყველა პირი. კერძოდ:
დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლები, 2004 წლის 22-24 აპრილს
დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი დაკავებული პირები, შსს-სა და
საქართველოს
პროკურატურის
იმჟამინდელი
თანამშრომლები,
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის
და
საპატიმრო
დაწესებულებების
ხელმძღვანელი პირები და სხვა თანამშრომლები, მათ შორის სამკურნალო
დაწესებულების თანამშრომლები, სულხან მოლაშვილის თანამესაკნეები,
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები და სხვ.
განახლებული გამოძიების ფარგლებში ვერ მოხერხდა სულხან მოლაშვილის
დაკითხვა, ვინაიდან, გამოძიების დაწყებიდან მალევე სულხან მოლაშვილმა
დატოვა საქართველოს ფარგლები. 2016 წლის 29 ივნისს, ჯანმრთელობის
მდგომარეობის გაუარესების გამო, მომჩივანი საფრანგეთის რესპუბლიკაში
გარდაიცვალა.
გარდა აღნიშნულისა, საქმეზე 2018 წლის იანვარში მოწმის სახით გამოიკითხნენ ნანა კაკაბაძე, დავით მირცხულავა და ელენე თევდორაძე, ვინაიდან აღნიშნული
პირები საჯაროდ ადასტურებდნენ ბატონი მოლაშვილის წამების ფაქტს და
განმარტავდნენ, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ.
მათი გამოკითხვებით დგინდება, რომ სულხან მოლაშვილი, 2004 წელს დაკავების
შემდეგ, დაექვემდებარა წამებას, რის თაობაზეც მათ შეიტყვეს გადმოცემით თავად
დაზარალებულისგან. დავით მირცხულავას და ნანა კაკაბაძეს პირადად აქვთ ნანახი
სულხან მოლაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები მისი საპატიმრო
დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში.
გასათვალისწინებელია განახლებული გამოძიების წინაშე არსებული მნიშვნელოვანი
პრობლემა, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის სულხან მოლაშვილის მიმართ
განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების სრული სურათის აღდგენას, კერძოდ,
დაზარალებულისაგან მომხდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღების
შეუძლებლობა, რომელიც გამოძიებას დაეხმარებოდა არა მხოლოდ დამატებითი
მტკიცებულებების მოპოვებაში, არამედ ხელს შეუწყობდა დანაშაულის ჩამდენ პირთა
იდენტიფიცირების პროცესს. როგორც აღინიშნა, სულხან მოლაშვილმა, გამოძიების
განახლების შემდგომ უმოკლეს პერიოდში დატოვა საქართველოს ტერიტორია (რის
გამოც მისი დაკითხვა და მისგან ინფორმაციის მიღება ვერ მოხერხდა), გაემგზავრა
საფრანგეთის რესპუბლიკაში სამკურნალოდ, სადაც გარდაიცვალა 2016 წლის 29
ივნისს. ამდენად, გამოძიებამ ფაქტობრივად დაკარგა ჩადენილი დანაშაულის ყველაზე
მნიშვნელოვანი „თვითმხილველი“, რამაც სერიოზულად შეაფერხა მტკიცებულებათა
153
მოპოვების პროცესი, აღნიშნული გარემოება ასევე ნეგატიურად აისახა მომავალში
დაგეგმილ და გამოძიების მხრიდან განსახორციელებელ საგამოძიებო თუ სხვა
საპროცესო მოქმედებებზე.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, 2018 წელს განხორციელდა რიგი საგამოძიებო
მოქმედებები. 2018 წლის აგვისტოში მოწმის სახით გამოიკითხა სულხან მოლაშვილის
ძმა თ. მ., რომელიც 2004 წლის აპრილში მუშაობდა პოლიციის ერთ-ერთი
სამმართველოს უფროსად და დაკავების დროს იმყოფებოდა მომჩივანთან ქალაქის
პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში (თბილისის პროკურატურაც და დაკავებულის
დროებითი მოთავსების იზოლატორიც იმყოფებოდა ამ შენობაში). მოწმის
განმარტებით, მისი ძმის წამება განხორციელდა სწორედ დაკავების დღეს, პოლიციის
ადმინისტრაციულ შენობაში. მოწმე გამოკითხვისას აღნიშნავს, რომ თუ სწორად
ახსოვს, დასახელებელ დღეს, მასთან ერთად ასევე იყვნენ ვ. პ. და პ. ჟ..
2019 წლის 13 თებერვალს მოწმის სახით დამატებით გამოიკითხა ვ. პ., რომელმაც
აღნიშნა, რომ ის და სულხანის ძმა, დაკავების დროს (23 აპრილი), ნამდვილად იყვნენ ქ.
თბილისის პროკურატურაში და იზოლატორშიც ჩააცილეს სულხანი, რის შემდეგაც
დაახლოებით 05:00 საათზე წავიდნენ სახლში. იგი აღნიშნავს, რომ 5 საათამდე იყო
სულხანთან და მას რაიმე დაზიანებები არ აღენიშნებოდა და თავს გრძნობდა
ნორმალურად.
იგი
დანამდვილებით
აღნიშნავს,
რომ
პროკურატურის
თანამშრომლების მხრიდან არანაირ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ადგილი არ ჰქონია,
პირიქით გარკვეულწილად იყო პატივისცემა სულხანის მიმართ და მისთვის
მოატანინეს საჭმელი და წყალი. ასევე, მის ძმას და მეგობრებს მისცეს შესაძლებლობა,
ასულიყვნენ და ენახათ სულხანი. ვ. პ. მიიჩნევს, რომ სულხანის წამება არ მოხდებოდა
არც დაკავების მეორე დღეს, რადგან იგი აწარმოებდა მოლაპარაკებებს
პროკურატურასთან სულხანის გასათავისუფლებლად ზიანის ანაზღაურების
პირობებით და იყო მოლოდინი, რომ მალე გამოუშვებდნენ. ხაზს უსვამს იმას, რომ
თავიდან სულხანი იყო შედარებით კარგ პირობებში და პატიმრობა როდესაც
შეუფარდეს 23 აპრილს, იგი იყო არა რომელიმე საპყრობილეში, არამედ ციხის
საავადმყოფოში - შედარებით კარგ პირობებში. როდესაც ზიანის ანაზღაურების
თაობაზე მოლაპარაკებები პროკურატურასთან შევიდა ჩიხში, სწორედ მაშინ, 2004
წლის ივნისის დასაწყისში სულხანი ციხის საავადმყოფოდან გადაიყვანეს
ორთაჭალაში, №1 საპყრობილეში და მოათავსეს მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე
პატიმრებთან. სწორედ ამის შემდეგ გავრცელდა მედიაში ინფორმაცია სულხანის
წამების შესახებ და მისი აზრით, სულხანი სწორედ ამ დაწესებულებაში აწამეს
პატიმრებმა იმდროინდელი მაღალი თანამდებობის მქონე პირების ნების შესაბამისად.
2019 წლის თებერვალში მოწმის სახით გამოკითხული პ. ჟ., ვ. პ.-ის მსგავსად, ფიქრობს,
რომ მომჩივნის წამება არ მომხდარა დაკავების დღეს, რადგან იგი თავადაც იყო იმ
დროს პროკურატურაში და აღნიშნავს, რომ სულხანის მიმართ არ იგრძნობოდა
აგრესიული დამოკიდებულება. მისი ინფორმაციითაც, ზიანის ანაზღაურების შემდეგ,
სულხანს გამოუშვებდნენ მალევე. მას მიაჩნია, რომ სულხანის წამება
განხორციელდებოდა
ორთაჭალის
ციხეში
თანამესაკნეების
მიერ მაღალი
154
თანამდებობის პირების დავალებით, მას შემდეგ რაც ხელისუფლება და პატიმარი ვერ
შეთანხმდნენ გარკვეულ პირობებზე, რომლის დეტალებიც მისთვის უცნობია.
2019 წლის თებერვალში მოწმის სახით ასევე დამატებით გამოიკითხა დროებითი
იზოლატორის იმდროინდელი უფროსი პ. ბ., რომელიც გამორიცხავს, რომ სულხან
მოლაშვილის წამება მომხდარიყო მისი დაკავების ღამეს. მოწმე აღნიშნავს, რომ
როდესაც მომჩივანი შეასახლეს მის დაქვემდებარებაში არსებულ იზოლატორში
(დაახლოებით 02:00 სთ-დან 04:00 სთ-მდე პერიოდში) მან პირადად ნახა სულხანი და
მისი განმარტებით, არც წამებაზე დაუფიქსირებია რაიმე პრეტენზია და არც
ვიზუალურად ეტყობოდა წამების კვალი. ამასთან, აღნიშნავს, რომ მთელი ღამე იყო
მორიგე, დილის 10 საათამდე და ამ პერიოდში სულხანი არავის გაუყვანია
იზოლატორიდან. პ. ბ. სხვა მოწმეების მსგავსად აღნიშნავს, რომ სულხანის №1 და №7
საპყრობილეში მოთავსება სხვა პატიმრებთან ერთად და ცუდ პირობებში,
ემსახურებოდა მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენას, რადგან სულხანი,
როგორც ყოფილი თანამდებობის პირი, პატიმრობაში უნდა ყოფილიყო ან
განცალკევებით, ან თანაშრომლების საპატიმრო კორპუსში.
ქონების დაბრუნება
ამასთან, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში
ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, 2016 წლის
ნოემბერში სულხან მოლაშვილის ოჯახს დაუბრუნდა სოფელ წავკისში მდებარე
უკანონოდ ჩამორთმეული აგარაკი, რის თაობაზეც დეტალური ინფორმაცია
წარმოდგენილია წინა წლების ანგარიშებში.
კოპაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №58228/09, 2015 წლის 10 მარტის
განჩინება
5.
მომჩივან ემზარ კოპაძის მიერ ევროპულ სასამართლოში 2009 წლის 9 ოქტომბერს
წარდგენილი საჩივარი ეხებოდა 2009 წლის 3 მარტს მომჩივნის მიმართ
სასჯელაღსრულების №15 (ყოფილი №7) დაწესებულებაში სავარაუდო არასათანადო
მოპყრობის ფაქტსა და ამ ფაქტის არასათანადო გამოძიებას.
2014 წლის 4 ნოემბერს მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული
ნაწილის დარღვევა და აიღო კომპენსაციის (3 500 ევროს) გადახდისა და ეფექტიანი
გამოძიების ჩატარების ვალდებულება.
2014 წლის 10 დეკემბერს მომჩივანმა აცნობა სასამართლოს, რომ იგი დაეთანხმა
მთავრობის მიერ შეთავაზებულ მორიგების პირობებს. შესაბამისად, საქმე მიჩნეულ
იქნა მორიგებად და ევროპული სასამართლოს მიერ 2015 წლის 10 მარტს ამოირიცხა
განსახილველ საქმეთა ნუსხიდან.
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
მომჩივანს კომპენსაციის თანხა (3 500 ევრო) ჩაერიცხა სასამართლოს მიერ დადგენილ
ვადაში, 2015 წლის 21 მაისს.
155
გამოძიება
2015 წლის 21 მაისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო ახალი გამოძიება
განსახილველ საქმეზე.
აღსანიშნავია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 22 დეკემბრის
განაჩენით მომჩივანი და კიდევ 3 პირი ცნობილ იქნენ დამნაშავედ სსკ-ის 378-ე მუხლის
მე-5 ნაწილით (პენიტენციური დაწესებულების ან თავისუფლების შეზღუდვის
დაწესებულების საქმიანობისათვის ხელის შეშლა, ან/და ამ საქმიანობის
დეზორგანიზაცია) და მომჩივანს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების
აღკვეთა 12 წლით, 1 თვით და 19 დღით.
განახლებული გამოძიების პროცესში დაიკითხნენ ის პატიმრები, რომლებიც
იმყოფებოდნენ მომჩივანთან ერთად განსახილველი ფაქტების დროს და რომლებმაც
დაადასტურეს მომჩივნისა და სხვა პატიმრების არასათანადო მოპყრობის ფაქტი.
სასჯელაღსრულების დაწესებულების 9 თანამშრომლის ჩვენებით კი, ირკვევა, რომ
2009 წლის 3 მარტს შემოწმების მიზნით მისულ თანამშრომლებს მსჯავრდებულები
დაესხნენ თავს, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. საბოლოოდ, მოხდა
სიტუაციის გაკონტროლება და ის მსჯავრდებულები, რომლებიც აქტიურად
მონაწილეობდნენ თავდასხმაში და რომლებმაც დაწესებულების თანამშრომლებს
უშუალოდ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, დაწესებულების ადმინისტრაციის
კორპუსში გადაიყვანეს. ჩვენებების მიხედვით, დაწესებულების ადმინისტრაციის
კორპუსში მსჯავრდებულების მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
2017 წლის აპრილში მოწმის სახით დამატებით გამოიკითხა მომჩივანი და მასთან
ერთად სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი კ.მ., რომლებიც მიუთითებენ, რომ
სასჯელაღსრულების (ქსნის) დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან, გახდნენ
ძალადობის მსხვერპლნი.
მომჩივნის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით 2017 წლის
ივლისში სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია
სასჯელაღსრულების (ქსნის) დაწესებულებაში, მომჩივნის თანამესაკნეების შესახებ,
თუმცა ინფორმაცია ვერ იქნა მოძიებული. გარდა აღნიშნულისა, დამატებით იქნა
გამოთხოვილი ინფორმაცია, 2009 წლის თებერვალ-მარტის თვის პერიოდში
სასჯელაღსრულების (ქსანი) დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა სრული
დემოგრაფიული მონაცემების შესახებ. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, 2017
წლის სექტემბერ-ოქტომბერში, მოწმის სახით გამოიკითხა ამავე დაწესებულებაში
განთავსებული 6 პატიმარი, რომელთაც მომხდარის შესახებ გამოძიებისთვის
ღირებული ინფორმაცია არ გააჩნდათ.
2017 წლის 30 მაისს სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი იქნა
პატიმრების - კ. მ.-ის, კ. ს.-ის, მ. ბ.-ის და ემზარ კოპაძის მიმართ სხვადასხვა დროს
გაწეული სამედიცინო მომსახურების ამსახველი დოკუმენტაციის ასლები. საქმეში
მოიპოვება, როგორც დასახელებული ოთხივე პატიმრის მიმართ, ასევე დაწესებულების
თანამშრომლების მიმართ ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის
156
დასკვნები, რომლის თანახმად სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდათ, როგორც
პატიმრებს, ასევე დაწესებულების თანამშრომლებს.
ამ ეტაპზე მთლიანობაში გამოკითხული/დაკითხულია რამდენიმე ათეული მოწმე,
თუმცა გასათვალისწინებელია, რომ დაწესებულების ის თანამშრომლები, რომლებსაც
მომჩივანი ამხელს ძალადობაში, ცალსახად უარყოფენ მსჯავრდებულების ცემის ფაქტს
და აღნიშნავენ, რომ თავად გახდნენ პატიმრების მხრიდან თავდასხმის მსხვერპლნი და
არიან დაზარალებულები, რაზედაც არსებობს სასამართლოს გამამტყუნებელი ორი
ინსტანციის განაჩენი.
გამოძიებას აბრკოლებს ის გარემოება, რომ 2009 წლის თებერვალ-მარტის პერიოდში
სასჯელაღსრულების №15 დაწესებულებაში განთავსებული იყო ე.წ. ბარაკული ტიპის
საცხოვრებლები, სადაც მსჯავრდებულები მათი სურვილისამებრ დაახლოებით 6-8
პირისგან შემდგარ ჯგუფებად ცხოვრობდნენ, რომლებიც ხშირად იშლებოდნენ და
ნაწილდებოდნენ ახლად შექმნილ სხვადასხვა ჯგუფში, რის აღრიცხვასაც მაშინდელი
ციხის ადმინისტრაცია არ აწარმოებდა. შესაბამისად, ოფიციალურად ვერ დადგინდა იმ
მსჯავრდებულთა ვინაობა, რომლებიც 2009 წლის 3 მარტს მომჩივანთან ერთად ბარაკში
ცხოვრობდნენ. გამოძიებამ შეძლო, მხოლოდ ერთი მსჯავრდებულის (გ. ჯ.) დადგენა,
რომელიც განსახილველი ფაქტის უშუალო შემსწრე და თვითმხილველი იყო, მაგრამ
აღნიშნული პიროვნება გარდაცვლილია.
გამოძიებამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გამოითხოვა იმ მსჯავრდებულთა
სრული სია, ვინც მომხდარი ფაქტის დროს სასჯელს იხდიდა №15 დაწესებულებაში,
რის შემდგომაც გამოკითხულმა პირებმა დიდი დროის გასვლის გამო ვერ გაიხსენეს
აღნიშნული ფაქტი და საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე მათ
ინფორმაცია ვერ მიაწოდეს გამოძიებას. ასევე, არაერთ ყოფილ მსჯავრდებულს ამჟამად
დატოვებული აქვს საქართველოს ტერიტორია, ერთ-ერთი კი, გარდაცვლილია.
შესაბამისად, ვერ მოხერხდა დასახელებულ პირთა გამოკითხვა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ განახლებული გამოძიება იყო
მაქსიმალურად ყოვლისმომცველი და შედგებოდა ყველა იმ გონივრული ნაბიჯისგან,
რომელიც საჭირო იყო მტკიცებულებების მოსაპოვებლად. გამოძიებამ გამოიჩინა
საკმარისი ძალისხმევა და გულმოდგინება, რომელიც აუცილებელი იყო საქმის
ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად. გამოძიების პროცესში დამატებით დაიკითხა
ყველა ის პირი, ვისაც რაიმე ფორმით შემხებლობა ჰქონდა მოცემულ სისხლის
სამართლის საქმესთან, ასევე გამოვლენილი და დაკითხული იქნენ სხვა პირებიც.
თუმცა,
ჩატარებული
გამოძიებით
ვერ
იქნა
მოპოვებული
ობიექტური
მტკიცებულებები, რომლებიც შესაბამისი სტანდარტით დაადასტურებდა კონკრეტულ
პირთა ბრალეულობას და მისცემდა გამოძიებას ე. კოპაძის მიერ დასახელებულ პირთა
მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების სამართლებრივ საფუძველს.
157
ლანჩავა საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №28103/11, 2015 წლის 23 ივნისის
განჩინება
6.
მომჩივნის მიერ ევროპულ სასამართლოში 2011 წლის 13 აპრილს წარდგენილი
საჩივარი ეხებოდა ქუთაისის №2 დაწესებულებაში 2009 წლის 6 ივლისს მომხდარი
ინციდენტის დროს მომჩივნის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო არასათანადო
მოპყრობის ფაქტს და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას მის
წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას.
თავდაპირველი გამოძიება დაიწყო 2009 წლის 7 ივლისს ქუთაისის №2 საპყრობილეში
მოთავსებულ არასრულწლოვანთა (მათ შორის, მომჩივნის) მიერ სასჯელაღსრულების
დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის
ფაქტზე. 2010 წლის 15 თებერვლის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ
ძალაში შესული განაჩენით, მომჩივანი ცნობილ იქნა დამნაშავედ. დადგინდა, რომ
ინციდენტში მონაწილეობდა 19 არასრულწლოვანი (მათ შორის, მომჩივანი) და 7
მათგანი (მათ შორის, მომჩივანი) იმავე დილით გადაიყვანეს თბილისის ერთ-ერთ
ციხეში. არასრულწლოვნების განცხადებით, 2009 წლის 6 ივლისს ციხის
თანამშრომლებმა შეამჩნიეს, რომ საკანში დაზიანებული იყო ფანჯრის ცხაური და მინა.
მათ უბრძანეს საკნის დატოვება, საკნის გარეთ კი ციხის თანამშრომლებმა მათ სცემეს.
2015 წლის 13 მარტით დათარიღებული წერილით მთავრობამ შეატყობინა
სასამართლოს, რომ სურდათ ცალმხრივი დეკლარაციის წარდგენა, რომლის თანახმად,
მთავრობამ აღიარა, რომ მომჩივნის მიმართ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის
პროცედურული ნაწილის დარღვევას, ასევე, ხარვეზებს 2009 წლის 6 ივლისს ქუთაისის
№2 საპყრობილეში მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობის საქმის გამოძიების
მსვლელობისას. მთავრობამ აღიარა, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი
პუნქტი და მე-3 პუნქტის „c“ ქვეპუნქტი სასამართლო პროცესზე მომჩივნის დასწრების
გაუმართლებელი შეზღუდვით, თუმცა, აღნიშნა, რომ ამ ხარვეზს მთლიანად პროცესი
არ გაუხდია არასამართლიანი.
საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, მთავრობამ
ვალდებულება აიღო, რომ უზრუნველეყო გამოძიების ჩატარება ქუთაისის №2
საპყრობილეში 2009 წლის 6 ივლისს მომხდარი ინციდენტის დროს მომჩივნის მიმართ
სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით და მომჩივნისათვის
გადაეხადა 4 500 ევრო.
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
მომჩივანს კომპენსაციის თანხა (4 500 ევრო) ჩაერიცხა სასამართლოს მიერ დადგენილ
ვადაში, 2015 წლის 8 სექტემბერს.
გამოძიება
ევროპული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2016 წლის 15 აპრილს საქმეზე
განახლდა გამოძიება. საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს მთავარი
პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.
158
ახალი გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო ორგანოებმა შეაგროვეს ყველა საჭირო
მასალა, მათ შორის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა
ინფორმაცია 2009 წლის 6 ივლისს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იმ
თანამშრომელთა თაობაზე, რომლებიც მონაწილეობდნენ პატიმართა ეტაპირებაში.
აგრეთვე, ინფორმაცია იმის შესახებ, ეტაპირების შემდგომ, მოხდა თუ არა
მსჯავრდებულთა სხეულის გარეგნული დათვალიერება და ინფორმაცია 2009 წლის 6
ივლისს ქუთაისის №2 დაწესებულებაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმის გაგზავნის
თაობაზე.
მომჩივნის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, მოხდა გასაუბრება მასთან
დაკავშირებულ პირებთან. კერძოდ, გასაუბრება შედგა მომჩივნის მამასთან, რომელმაც
განმარტა, რომ მომჩივანი სასჯელს იხდის უკრაინაში. ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე, მომზადდა და უკრაინის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს 2016 წლის
12 ოქტომბერს გაეგზავნათ შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების გაწევის
შესახებ, რითაც მოთხოვნილი იქნა მომჩივნის დეტალური დაკითხვა მის მიმართ
განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ. თუმცა, 2017 წლის 20
ივლისს უკრაინის პროკურატურიდან მიღებული იქნა შესაბამისი მასალები, რითაც
ირკვევა, რომ ლაშა ლანჩავამ, რომელიც სასჯელს იხდის უკრაინაში, კატეგორიული
უარი განაცხადა დაკითხვასა და ინფორმაციის მოწოდებაზე.
აღსანიშნავია, რომ მოწმის სახით გამოკითხული ქუთაისის №2 სასჯელაღსრულების
დაწესებულების თანამშრომლები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ მათი მხრიდან არ
მომხდარა მომჩივნის არასათანადო მოპყრობა, თუმცა, შესაძლებელია მან დაზიანებები
მიიღო სპეცდანიშნულების რაზმის წევრებთან დაუმორჩილებლობის დროს,
პროპორციული ძალის გამოყენების შედეგად.
გარდა ზემოაღნიშნულისა, 2017 წლის პერიოდში მოწმის სახით გამოიკითხა
სხვადასხვა პირი, თუმცა, მოწმეებს გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ
გააჩნდათ, ნაწილმა მათგანმა (მომჩივნის თანამესაკნეებმა) განაცხადა, რომ მომხდარის
შესახებ დეტალები არ ახსოვთ.
2017 წლის 27 სექტემბერს გერმანიის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებში
გაიგზავნა შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების თაობაზე, ყოფილი
მსჯავრდებულის გ. ტ.-ს (რომელიც მომჩივანთან ერთად შემსწრე იყო მომხდარი
ინციდენტის) დაკითხვის თხოვნით, ვინაიდან იგი სასჯელს იხდის ქალაქ მანჰაინში
ძარცვისათვის.
2017 წლის 4 მაისს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან
გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია 2009 წლის ივლისის მდგომარეობით სად.-ის სპეც.
რაზმში მომსახურე ყველა პირის შესახებ, რაზედაც მიღებულია შესაბამისი პასუხი.
2017 წლის 26 ივლისს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტიდან გამოთხოვილი იქნა
ინფორმაცია ინციდენტში მონაწილე არასრულწლოვანი მსჯავრდებულების
საზღვრების კვეთის შესახებ, მიღებული პასუხით ირკვევა, რომ 8 მათგანი არ იმყოფება
საქართველოში.
159
2017 წლის აგვისტოსა და ნოემბერში საქართველოს სახალხო დამცველისაგან
გამოთხოვილი იქნა სახალხო დამცველის აპარატის 4 თანამშრომლის დაკითხვის
ნებართვა (სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის
შესაბამისად), რაზედაც 2018 წლის 13 თებერვალს მიღებულ იქნა უარყოფითი პასუხი
იმ საფუძვლით, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები არ არიან შესაძლო
დანაშაულებივი ფაქტის თვითმხილველები, ამასთან მათ მიერ შედგენილი ყველა
დოკუმენტის ანალიზი ასახულია 2009 წლის 15 ივლისის რეკომენდაციაში (სახალხო
დამცველის რეკომენდაცია გამოძიების დაწყების თაობაზე). შესაბამისად, სახალხო
დამცველის პოზიციის თანახმად, მიზანშეუწონელია მათი დაკითხვა.
2018 წლის განმავლობაში ლაშა ლანჩავას თანამესაკნეებთან დაკავშირების მცდელობას
ჰქონდა ადგილი, თუმცა ამ პირების ოჯახის წევრებისთვის მათი ზუსტი
ადგილსამყოფელი უცნობია. ამავე პერიოდში გერმანიის რესპუბლიკიდან შემოსული
კომპეტენეტური ორგანოების ინფორმაციით, მომხდარი ინციდენტის შემსწრე,
ზემოხსენებულმა პირმა გ.ტ.-მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. ასევე, ამავე
პერიოდში გამოკითხული სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ყოფილი
თანამშრომლების ნაწილი უარყოფს არასრულწოვანთა მიმართ არაადამიანურ
მოპყრობას, ნაწილს კი არ ახსოვს იმ დღის დეტალები, დიდი დროის გასვლის გამო.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე გამოძიებას აბრკოლებს რიგი ობიექტური გარემოებები,
კერძოდ, მოწმის სახით გამოკითხულთა უმრავლესობა წარსულში წარმოადგენდა და
ახლაც წარმოადგენს კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებულ პირს (მათი ნაწილი
ამჟამადაც სასჯელს იხდის), რის გამოც, ისინი არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან.
დასაკითხი პირების ნაწილს დატოვებული აქვს საქართველოს ტერიტორია, ამდენად
ვერ ხერხდება ამ პირთა გამოკითხვა და მათგან ინფორმაციის მიღება. ოჯახის წევრებმა
კი, უმრავლეს შემთხვევაში არ იციან საზღვარგარეთ მათი ადგილსამყოფელი. ასევე,
როგორც აღინიშნა, თავად მომჩივანმა ლაშა ლანჩავამ (რომელიც არის კრიმინალური
სამყაროს მიმდევარი) და სასჯელს იხდის უკარაინაში, უარი განაცხადა დაკითხვასა და
ინფორმაციის მოწოდებაზე. აღნიშნულმა ფაქტორმა მნიშვნელოვნად იმოქმედა მისი
ყოფილი თანამესაკნეების პოზიციაზეც, რომლებისთვისაც დღეის მდგომარეობით
მომჩივანი წარმოადგენს ე. წ. „ავტორიტეტს“. ამდენად, დასახელებული პირები არ
თანამშრომლობენ გამოძიებასთან და უარს აცხადებენ ინფორმაციის მოწოდებაზე
(აღნიშნულის თაობაზე პოზიცია მოწმეებმა დააფიქსირეს გამომძიებელთან პირადი
გასაუბრებისას).
160
2009 წლის 6 მაისის აქციის საქმეები
ჩანტლაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №60864/10, 2015 წლის 30 ივნისის
განჩინება144
7.
ძიძიგური საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №60814/10, 2015 წლის 30 ივნისის
განჩინება
8.
(საქმე ამორიცხულია ევროპული კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე, რაც არ
ექვემდებარება მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას)
ბოჭორიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №652/10, 2015 წლის 30
ივნისის განჩინება
9.
(საქმე ამორიცხულია ევროპული კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე, რაც არ
ექვემდებარება მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას)
2009 წლის 6 მაისის საღამოს თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ
იმართებოდა სპონტანური საპროტესტო აქცია, სადაც ასობით ადამიანი იმყოფებოდა,
მათ შორის, მომჩივნები − ბატონი ზვიად ძიძიგური, ბატონი დავით ჩანტლაძე და
ბატონი ბესარიონ ბოჭორიშვილი. სიტუაცია დაიძაბა, როდესაც ერთ-ერთი მონაწილე
პოლიციის შენობის ღობეზე გადაძვრა და პასუხად სამართალდამცველებმა, რომლებიც
მობილიზებული იყვნენ ქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველოს ტერიტორიის
დასაცავად, ბუნტის ჩასახშობი იარაღის გამოყენება დაიწყეს აქციის მონაწილეთა
წინააღმდეგ. შედეგად, მრავალმა მომიტინგემ, მათ შორის, ზემოხსენებულმა
მომჩივნებმა, სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს. აღნიშნულ
ფაქტებზე 2009 წლის 7 მაისს და 2009 წლის 9 ივნისს (ბესარიონ ბოჭორიშვილის მიმართ
პოლიციის თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე)
გამოძიება დაიწყო, თუმცა, მას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.
მომჩივანთა მიერ ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრები ეხებოდა ამ
უკანასკნელთა განცხადებებს, რომ მათ მიმართ დაირღვა კონვენციით გარანტირებული
უფლებები. კერძოდ, ბატონი ბოჭორიშვილი აცხადებდა, რომ მის მიმართ დაირღვა
კონვენციის მე-3 მუხლი, ხოლო ბატონი ძიძიგურისა და ბატონი ჩანტლაძის
განცხადებით, მათ მიმართ დაირღვა კონვენციის მე-3 და მე-11 მუხლები.
ჩანტლაძე საქართველოს წინააღმდეგ
2015 წლის 9 მარტით დათარიღებული წერილით მთავრობამ შეატყობინა
სასამართლოს, რომ სურდა ცალმხრივი დეკლარაციის წარდგენა იმ საკითხების
გადაწყვეტის მიზნით, რომლებიც საჩივარში იყო წარმოდგენილი. დეკლარაციის
საფუძველზე, მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-3 და მე-11 მუხლების დარღვევა და
აიღო ვალდებულება, ეფექტიანად გამოეძიებინა მომჩივნის საქმე და მისთვის
144
საქმე - ჩანტლაძე საქართველოს წინააღმდეგ, შედის „ცინცაბაძის ჯგუფში“.
161
მორალური ან მატერიალური ზიანის, ასევე, ყველა ხარჯის ასანაზღაურებლად
გადაეხადა 6 000 ევრო.
2015 წლის 8 აპრილით დათარიღებული წერილით მომჩივანმა სასამართლოს აცნობა,
რომ ეთანხმებოდა დეკლარაციის პირობებს. შესაბამისად, საქმე მიჩნეულ იქნა, როგორც
მორიგება, და ევროპული სასამართლოს მიერ 2015 წლის 30 ივნისს ამოირიცხა
განსახილველ საქმეთა ნუსხიდან.
ძიძიგური საქართველოს წინააღმდეგ
2015 წლის 24 მარტით დათარიღებული წერილით მომჩივანმა და მთავრობამ
შეატყობინეს სასამართლოს მხარეთა შორის მიღწეული მორიგების შესახებ. ამ მიზნით,
მათ სასამართლოს წარუდგინეს ორმხრივად ხელმოწერილი დეკლარაცია, რომელიც
მორიგების კონკრეტულ პირობებს შეიცავდა.
კერძოდ, მომჩივანმა უარი თქვა ყველა პრეტენზიაზე მოპასუხე მთავრობის მიმართ
კონვენციის მე-3 და მე-11 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევასთან
დაკავშირებით. დარღვევების გამოსასწორებლად მთავრობამ 2009 წლის 6 მაისის
ინციდენტის გამოძიების ვალდებულება აიღო ევროპული სასამართლოს მიერ
დადგენილი პრინციპების სრული დაცვით. ამასთან, მთავრობამ მომჩივანს გადაუხადა
300 ევრო ადვოკატის მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების
სახით.
შესაბამისად, საქმე მიჩნეულ იქნა, როგორც მორიგება, და ევროპული სასამართლოს
მიერ 2015 წლის 30 ივნისს ამოირიცხა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან.
ბოჭორიშვილი საქართველოს წინააღმდეგ
ბატონი ბოჭორიშვილის საჩივრის თაობაზე 2015 წლის 27 თებერვლით
დათარიღებული წერილით მთავრობამ შეატყობინა სასამართლოს, რომ სურდა
ცალმხრივი დეკლარაციის წარდგენა იმ საკითხების გადაწყვეტის მიზნით, რომლებიც
საჩივარში იყო წარმოდგენილი.
ცალმხრივი დეკლარაციით მთავრობამ აღიარა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის
დარღვევა, 2009 წლის 6 მაისს მომჩივნისთვის მიყენებულ დაზიანებებთან
დაკავშირებით საქმის არაეფექტიანი გამოძიების გამო. მთავრობამ აიღო ვალდებულება
მომჩივნისთვის 3 500 ევროს გადახდისა და სისხლის სამართლის საქმის
სრულყოფილად გამოძიების თაობაზე.
ევროპულმა სასამართლომ გაითვალისწინა მთავრობის ცალმხრივ დეკლარაციაში
მითითებული აღიარებები, ასევე, შეთავაზებული კომპენსაციის თანხის ოდენობა და
საჩივარი ამორიცხა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან.
162
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
სამივე მომჩივანს დეკლარაციებით განსაზღვრული თანხა ჩაერიცხა სასამართლოს
მიერ დადგენილ ვადაში.
გამოძიება
აღნიშნულ საქმეებზე ევროპული სასამართლოს მიერ განჩინებების გამოტანის შემდეგ,
აქციის დროს პოლიციელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო
გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმე 2016 წლის 15 აპრილს
გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო
ნაწილს; ხოლო მანამდე, 2013 წლის 25 ივლისს, თბილისის პროკურატურის
პროკურორის დადგენილებით ზემოთ ხსენებული საქმეები გაერთიანდა ერთ
წარმოებად და გამოძიება წარიმართა სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
განახლებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო
მოქმედება. კერძოდ, განახლებული გამოძიების ფარგლებში, სისხლის სამართლის
საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა რამდენიმე მომჩივანი, აგრეთვე, 2009 წლის 6 მაისს
შსს-ს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოსთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო
აქციის სხვა მონაწილეები. განახლებული გამოძიების ფარგლებში დადგინდა
ათეულობით მოქალაქე, რომლებმაც ჩაიტარეს მკურნალობა აქციის შედეგად
მიღებული დაზიანებების გამო (მათი ვინაობა გამოძიებისათვის ცნობილი არ იყო),
შესაბამისად განხორციელდა მათი გამოკითხვა.
ამასთან, ჩატარდა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები აქციის
შედეგად
დაზიანებული
თითოეული მოქალაქის
სამედიცინო
ისტორიის
მოსაპოვებლად. ამ მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ
გაცემული განჩინებით, თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან
ამოღებულ იქნა 2009 წლის 6 მაისს ქ. თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან
გამართული აქციის მონაწილე 46 პირის მკურნალობის ამსახველი დოკუმენტაცია. 2016
წლის 12 აგვისტოს დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა მათთვის
მიყენებული დაზიანების ხარისხის, ლოკალიზაციისა და განვითარების მექანიზმის
დასადგენად.
განახლებული გამოძიების პროცესში დათვალიერდა სხვადასხვა ტელევიზიიდან
გამოთხოვილი აქციის ამსახველი ვიდეომასალა.
შსს-დან გამოთხოვილია ინფორმაცია აქციის დაშლაში მონაწილე პოლიციელების
ვინაობის თაობაზე, ასევე, ინფორმაცია იმ პოლიციელებზე, ვისზეც განპიროვნებული
იყო რეზინის/პლასტიკური ვაზნის იარაღები. აგრეთვე, სამინისტროდან გამოთხოვილ
იქნა ინფორმაცია - FN-303 მოდელის 18 მმ თოფების სასროლი ჭურვების დანაყოფებზე
მიმაგრების სრული დოკუმენტაცია, მათ შორის, ჭურვების ჩამოწერასთან
დაკავშირებული დოკუმენტაცია.
163
განახლებული გამოძიების პროცესში მოხდა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა
მთავარი სამმართველოს შეიარაღების სამმართველოს თანამშრომლების გამოკითხვა.
გარდა აღნიშნულისა 2017 წლის სექტემბერში, გამოიკითხა შსს-ს განსაკუთრებულ
დავალებათა მთავარი სამმართველოს თანაშრომლები, რომლებიც უარყოფენ მათი
მხრიდან მომიტინგეების მიმართ რეზინისა და პლასტიკური ჭურვების სროლის
ფაქტს.
მომხდარი გარემოებების შესახებ, გამოიკითხა ადვოკატი თ. ქ., რომელიც იმყოფებოდა
შემთხვევის ადგილზე.
2017 წლის 17 ნოემბერს, გამოკითხული იქნა შსს-ს ერთ-ერთი სამმართველოს ყოფილი
უფროსი კ. ნ., რომელმაც განმარტა, რომ მან გასცა ბრძანება რეზინისა და პლასტიკური
ჭურვების სროლის შესახებ. თავადაც ერთ-ერთ თანამშრომელს გამოართვა პნევმატური
თოფი (არალეტალური იარაღი) და პირადად ისროდა აგრესიულად განწყობილი და
განსაკუთრებულად აქტიური აქციის მონაწილეთა მიმართულებით.
2017 წლის 16 აგვისტოს შსს-დან გამოთხოვილი იქნა 2009 წლის 6 მაისს შსს-ს ქ.
თბილისის მთავარ სამმართველოსთან გამართული აქციის დროს მყოფი საპატრულო
პოლიციის ეკიპაჟების წევრების მონაცემები და ერთ-ერთი მომჩივნის - ბესარიონ
ბოჭორიშვილის დაკავებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. მიღებული პასუხის
თანახმად, 2009 წლის 6 მაისს შსს-ს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს
ადმინისტრაციულ შენობასთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, საპატრულო
ეკიპაჟის გამოძახებაზე შეტყობინება ვერ იქნა მოძიებული. შესაბამისად, აღნიშნულ
აქციაზე მყოფი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრების შესახებ, ან ავტომანქანების
საბორტო ნომრების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. ასევე აღნიშნულია, რომ
ბესარიონ ბოჭორიშვილის დაკავების შესახებ შეტყობინება შსს-ს საპატრულო
პოლიციის დეპარტამენტში არ შესულა.
აღსანიშნავია, რომ გამოძიების მსვლელობას აბრკოლებს რამდენიმე ობიექტური
გარემოება, კერძოდ იმის გამო, რომ არალეტალური იარაღის მსროლელები
იმყოფებოდნენ შსს-ს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ეზოს უკანა ნაწილში, აქციის
მონაწილეების მხრიდან ვერ ხერხდება მათი იდენტიფიცირება, ასევე არ არსებობს
მსროლელების ფოტო ან ვიდეო მასალა. დაიკითხნენ შსს-ს განსაკუთრებულ
დავალებათა მთავარი სამმართველოსა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა
მთავარი სამმართველოს თბილისის სამმართველოს თანამშრომლები და სნაიპერების
ქვეგანყოფილების თანამშრომლებიც, რომლებსაც გააჩნდათ სათანადო აღჭურვილობა,
მაგრამ ისინი უარყოფენ აქციის დაშლაში მონაწილეობის მიღებას (გარდა
ზემომითითებული კ. ნ.-ისა).
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, 2018 წლის თებერვლიდან 2018 წლის აგვისტოს
პერიოდში გამოიკითხნენ 2009 წლის 6 მაისის მდგომარეობით შსს-ს განსაკუთრებულ
დავალებათა მთავარი სამმართველოს თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა
სამმართველოს თანამშრომლები, მთლიანობაში 27 მოწმე. გამოკითხულთაგან მცირე
ნაწილმა დაადასტურა 2009 წლის 6 მაისს შსს-ს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს
164
ტერიტორიაზე ყოფნის ფაქტი, მაგრამ კატეგორიულად უარყო მომიტინგეებთან
დაპირისპირებაში და მათთვის დაზიანებების მიყენებაში მონაწილეობა.
გამოძიების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოპოვებული იქნა
განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს შეიარაღების განყოფილების
ჟურნალი, რომელშიც აღრიცხულია იარაღისა და აღჭურვილობის გაცემისა და მიღების
შესახებ ინფორმაცია. მიღებული ინფორმაციის შედეგად დადგინდა, თუ ვისზე იყო
გაცემული სპეციალური აღჭურვილობა, როგორიცაა სპეცთოფები და გაზისა და
რეზინის ტყვიების სასროლი თოფები.
გარდა
აღნიშნულისა,
განხორციელდა
ზემოხსენებული
თანამშრომლების
იდენტიფიცირება და საგამოძიებო უწყებაში დაბარება. გამოკითხული იქნენ ის პირები,
რომლებსაც 2009 წლის მაისის თვის მდგომარეობით მუშაობდნენ შესაბამის
პოზიციებზე, მაგრამ მათ უარყვეს 2009 წლის 6 მაისს შსს-ს თბილისის მთავარ
სამმართველოსთან მომიტინგეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის მომხდარ
დაპირისპირებაში მონაწილეობის მიღება.
გამოძიების ფარგლებში საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღების მიზნით
დამატებით დაიგეგმა ამჟამად მსჯავრდებულ - კ.ნ.-სთან სასჯელაღსრულების
შესაბამის დაწესებულებაში ვიზიტი, ამ უკანასკნელის დამატებითი გამოკითხვის
მიზნით. 2020 წლის 1 ოქტომბერს, გამომძიებელი შეხვდა კ.ნ.-ს, თუმცა ამ უკანასკნელმა
უარი განაცხადა გამოკითხვაზე და გამოძიების წინაშე არსებულ კითხვებზე პასუხის
გაცემისგან თავი შეიკავა, აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაზე შედგენილ იქნა
შესაბამისი ოქმი.
2021 წლის 3 თებერვალს, მოწმის სახით გამოიკითხა აქციის მონაწილე თ. ა. რა დროსაც
მან დაადასტურა, რომ აქციის დაშლის მიზნით პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან
აქციის მონაწილეთა მიმართულებით განხორციელდა ტყვიებისა და სითხის სროლა. იმ
პირების ამოცნობა, ვინც სროლას ახორციელებდა ან რომელიმე სამართალდამცავი
ორგანოს წარმომადგენლის ამოცნობა, მას არ შეუძლია.
2021
წლის
3
და
4
თებერვალს,
განხორციელდა
საინფორმაციო
ვებ.პორტალ ,,info.mia.ge”-ს და ,,pol.ge”-ს დათვალიერებები, რათა მომხდარიყო აქციის
მონაწილე შესაბამის პირთა იდენტიფიკაცია. კერძოდ:
გამოძიებით ირკვევა, რომ 2009 წლის 6 მაისს სამედიცინო დაწესებულებას
მიმართა მოქალაქემ - ნ.ი.-მ. ხსენებული საინფორმაციო ვებ.პორტალების
დათვალიერებით გაირკვა, რომ მოცემული სახელით და გვარით, პიროვნება
რეგისტრირებული არ არის.
2009 წლის 6 მაისს სამედიცინო დაწესებულებას მიმართა მოქალაქემ - მ.ლ.-მ.
სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულია
მისი ასაკი, ხოლო, სხვა
საიდენტიფიკაციო მონაცემები მითითებული არ არის. ხსენებულ საინფორმაციო
ვებ.პორტალებზე ინფორმაციის მოძიების შემდეგ გაირკვა, რომ აღნიშნული სახელით
და გვარით რეგისტრირებულია რამოდენიმე პიროვნება, რომელთაგან მოხდა
სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულ ასაკთან მიახლოებულ პირთან
სატელეფონო დაკავშირება, რა დროსაც აღნიშნულმა პირმა განმარტა, რომ არ არის 2009
165
წლის 6 მაისის აქციის მონაწილე პირი და აღნიშნულთან დაკავშირებით მას არც
რომელიმე სამედიცინო დაწესებულებისათვის მიუმართავს.
2009 წლის 6 მაისს სამედიცინო დაწესებულებას მიმართა მოქალაქემ - მ.გ.-მ.
სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულია მისი ასაკი და მისამართი - თბილისი,
ხოლო, სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები მითითებული არ არის. ხსენებულ
საინფორმაციო ვებ.პორტალებზე ინფორმაციის მოძიების შემდეგ გაირკვა, რომ
აღნიშნული სახელით და გვარით, მოცემული ასაკის შესაბამისი პიროვნება არ
ფიქსირდება.
2009 წლის 6 მაისს სამედიცინო დაწესებულებას მიმართა მოქალაქემ - გ.გ.-მ.
სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულია მისი ასაკი და მისამართი - რაიონისა და
სოფლის დასახელებით, ხოლო, სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები მითითებული არ
არის. ვებ.პორტალებზე ინფორმაციის მოძიების შედეგად გაირკვა, რომ ხსენებული
მონაცემების მიხედვით რეგისტრირებულია რამდენიმე პიროვნება, რომლებმაც
სატელეფონო დაკავშირების შემდეგ განმარტეს, რომ არ არიან 2009 წლის 6 მაისის
აქციის მონაწილე პირები და შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით რომელიმე
სამედიცინო დაწესებულებისათვის არ მიუმართავთ.
2009 წლის 6 მაისს სამედიცინო დაწესებულებას მიმართა მოქალაქე გ. ჩ.-მ.
ხსენებულ ვებ.პორტალებზე ინფორმაციის მოძიების შედეგად ირკვევა, რომ 2017 წლის
4 ოქტომბერს, აღნიშნული პიროვნება გასულია საქართველოდან.
2009 წლის 6 მაისს სამედიცინო დაწესებულებას მიმართა მოქალაქე ი. კ.-მ.
ხსნებულ ვებ.პორტალებზე არსებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული
პიროვნება გარდაცვლილია 2016 წელს.
საქმეზე გრძელდება გამოძიება.
2009 წლის 15 ივნისის აქციის საქმეები
10.
შპს სტუდია მაესტრო და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №22318/10,
2015 წლის 30 ივნისის განჩინება145
ბექაური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №312/10, 2015 წლის 15
სექტემბრის განჩინება146
11.
ცაგურია საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №65969/09, 2015 წლის 15
სექტემბრის განჩინება
12.
(საქმე ამორიცხულია ევროპული კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე, რაც არ
ექვემდებარება მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას)
მენაბდე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №4731/10, 2015 წლის 13 ოქტომბრის
განჩინება
13.
145
146
საქმე - შპს სტუდია მაესტრო და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, შედის „ცინცაბაძის ჯგუფში“.
საქმე - ბექაური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, შედის „ცინცაბაძის ჯგუფში“.
166
(საქმე ამორიცხულია ევროპული კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე, რაც არ
ექვემდებარება მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას)
2009 წლის 15 ივნისის დილას ოპოზიციური ჯგუფის წევრები და მხარდამჭერები
შეიკრიბნენ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან, რათა
გაეპროტესტებინათ ოპოზიციის აქტივისტების დაპატიმრება, რაც რამდენიმე დღით
ადრე მოხდა. პოლიციამ ძალისმიერი მეთოდებით დაშალა აქციის მონაწილეები.
აღსანიშნავია, რომ 2009 წლის 26 ივნისს ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო
ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, 2009 წლის 15 ივნისს შსს-ს
ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფური
მოქმედების ორგანიზების ფაქტზე, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ
წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი
მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან ან რამაც ტრანსპორტის, საწარმოს,
დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია, აგრეთვე, ასეთ
მოქმედებაში აქტიური მონაწილეობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკის 226-ე მუხლით.
შპს სტუდია მაესტრო და სხვები საქართველოს წინააღმდეგ
საქმის გარემოებების თანახმად, მეორე (თეონა ლალიაშვილი), მესამე (შოთა კაპანაძე)
და მეოთხე (ნესტან ინასარიძე) მომჩივნებს უნდა გაეშუქებინათ 2009 წლის 15 ივნისის
დემონსტრაცია. თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ დემონსტრაციის
დაწყებისთანავე მომჩივნები გახდნენ მოწმეები, თუ როგორ დაიწყო პოლიციამ
დემონსტრანტების დევნა და განურჩევლად მათი ცემა ხელკეტებითა და ჯოხებით.
მას შემდეგ, რაც მესამე (შოთა კაპანაძე) და მეოთხე (ნესტან ინასარიძე) მომჩივნებმა
დაიწყეს ვიდეო და ფოტოგადაღება დემონსტრაციის აღსაწერად, რამდენიმე
პოლიციელმა ცალკეულ ჯგუფებად შემოარტყა მათ ალყა და ძალის გამოყენებით
წაართვა კამერები.
რაც შეეხება პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობას, მესამე
მომჩივნის (შოთა კაპანაძე) დაზიანებები არ იყო სერიოზული და მას არ მოუთხოვია
სამედიცინო
დახმარება,
ხოლო
მეოთხე
მომჩივანი
(ნესტან
ინასარიძე)
ჰოსპიტალიზებულ იქნა მარჯვენა ხელის კონტუზიის დიაგნოზით და დაედო
თაბაშირი. სამედიცინო ცნობაში, ასევე, მიეთითა, რომ მას ჰქონდა დაჟეჟილობები
ზურგის მიდამოში.
2015 წლის 10 მარტს მთავრობამ შეატყობინა სასამართლოს, რომ სურდა ცალმხრივი
დეკლარაციის წარდგენა საჩივარში მითითებული საკითხების გადასაჭრელად.
წინამდებარე დეკლარაციით მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა,
მეოთხე მომჩივნის (ნესტან ინასარიძის) მიმართ მიყენებულ ფიზიკურ დაზიანებებზე
ეფექტიანი გამოძიების არარსებობის გამო, ასევე, კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა,
რაც გულისხმობს მეორე (თეონა ლალიაშვილი), მესამე (შოთა კაპანაძე) და მეოთხე
(ნესტან ინასარიძე) მომჩივნების ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას 2009 წლის
15 ივნისის დემონსტრაციის დროს.
167
დასახელებული დარღვევების საფუძველზე, მთავრობამ აიღო ეფექტიანი გამოძიების
ჩატარების ვალდებულება ზემომითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით. ასევე,
მატერიალური და მორალური ზიანისა და ხარჯებისა ასანაზღაურებლად, მთავრობამ
აიღო ვალდებულება, რომ ქალბატონ თ. ლალიაშვილს და ბატონ შ. კაპანაძეს
გადაუხდიდა 1 500 ევროს, ქალბატონ ნ. ინასარიძეს − 4 500 ევროს.
2015 წლის 15 მაისს სასამართლომ მომჩივნებისგან მიიღო წერილი, რომლის
თანახმადაც, ისინი დაეთანხმნენ მთავრობის მიერ შეთავაზებულ პირობებს და უარი
განაცხადეს სხვა მოთხოვნებზე. შესაბამისად, საქმე მიჩნეულ იქნა, როგორც მორიგება,
და ევროპული სასამართლოს მიერ 2015 წლის 30 ივნისს ამოირიცხა განსახილველ
საქმეთა ნუსხიდან.
ბექაური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ
მომჩივნებმა 2009 წლის 15 ივნისის დემონსტრაციის დაშლისას პოლიციელების
მხრიდან მიიღეს რამდენიმე ძალისმიერი დარტყმა ხელკეტით ხერხემლის, თავისა და
ხელების არეში. დემონსტრაციის დაშლის შემდეგ რამდენიმე პირი, მათ შორის, 5
მომჩივანი, დააკავეს და პოლიციის სამმართველოს შენობაში შეიყვანეს. შემდგომ,
მომჩივნები
თბილისის
საქალაქო
სასამართლომ
ცნო
ადმინისტრაციულ
სამართალდამრღვევებად და, შედეგად, 3 მათგანს შეუფარდა პატიმრობა 30 დღის
ვადით, ხოლო ორ მომჩივანს − ჯარიმა 400 ლარის ოდენობით.
მთავრობამ 2015 წლის 27 მაისს ევროპულ სასამართლოში წარადგინა ცალმხრივი
დეკლარაცია. აღნიშნული დეკლარაციით, მთავრობამ აღიარა მომჩივნების მიმართ
კონვენციის მე-3, მე-6 და მე-11 მუხლების დარღვევა. ამასთან, მთავრობამ აიღო
ვალდებულება, ეფექტიანად გამოეძიებინა ზემოაღნიშნული ინციდენტი და
მომჩივნებისთვის გადაეხადა კონკრეტული ოდენობის კომპენსაციები დარღვევის
სიმძიმიდან გამომდინარე ((1) ბ-ნ მესხს და ბ-ნ ჩითარიშვილს − 4 500 ევრო თითოეულს;
(2) ბ-ნ ბექაურს, ბ-ნ მაისურაძეს და ბ-ნ წულაძეს − 3 500 ევრო თითოეულს; (3) ბ-ნ
ჭიქაშვილს − 500 ევრო; (4) ბ-ნ საბანაძეს, ბ-ნ სიხარულიძეს, ბ-ნ ქადაგიძეს და ქ-ნ
ქობალიას − 1 000 ევრო თითოეულს).
შესაბამისად, ევროპული სასამართლოს მიერ 2015 წლის 15 სექტემბერს საქმე
ამოირიცხა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან.
ცაგურია საქართველოს წინააღმდეგ
ბატონი დაჩი ცაგურია აცხადებდა, რომ მან მიიღო პოლიციელებისგან რამდენიმე
ძალისმიერი დარტყმა ხელკეტით ხერხემლის, თავისა და ხელების არეში.
დემონსტრაციის დაშლის შემდეგ რამდენიმე მონაწილე, სხვებს შორის, მომჩივანი,
დააკავეს და პოლიციის სამმართველოს შენობაში გადაიყვანეს. იგი თბილისის
საქალაქო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და შეუფარდა
30 დღით პატიმრობა.
მთავრობამ 2015 წლის 27 მაისს ევროპულ სასამართლოში წარადგინა ცალმხრივი
დეკლარაცია.
168
აღნიშნული დეკლარაციის საფუძველზე, მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-3 მუხლის
დარღვევა 2009 წლის 15 ივნისს ბ-ნი ცაგურიას მიმართ მიყენებულ სხეულის
დაზიანებებზე გამოძიების არაეფექტიანობის გამო; ასევე, მთავრობამ აღიარა შსს-ს №2
იზოლატორში სამედიცინო დახმარების აღმოჩენის და პირადი ჰიგიენის დაცვის
უზრუნველყოფის ნაკლოვანებები; აგრეთვე, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3
პუნქტების დარღვევა, რადგან ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მომჩივანს არ
მიეცა ადეკვატური დრო და საშუალება თავის დასაცავად. მთავრობამ აღიარა
კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა იმის გამო, რომ ადმინისტრაციული სახდელი −
30-დღიანი პატიმრობა არ იყო პროპორციული სანქცია.
შესაბამისად, მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ ჩაეტარებინა სწრაფი და ეფექტიანი
გამოძიება 2009 წლის 15 ივნისს მომჩივნის სავარაუდო არასათანადო მოპყრობის
ფაქტზე და მისთვის გადაეხადა 3 500 ევრო ყველა მატერიალური და მორალური
ზიანის, ასევე, ყველა ხარჯის დასაფარად.
შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმე მიჩნეულ იქნა როგორც მორიგება და
ევროპული სასამართლოს მიერ 2015 წლის 15 სექტემბერს ამოირიცხა განსახილველ
საქმეთა ნუსხიდან.
მენაბდე საქართველოს წინააღმდეგ
ევროპული სასამართლოს წინაშე მომჩივანი აცხადებდა, რომ 2009 წლის 15 ივნისის
აქციის დაშლაში მონაწილე პოლიციელებმა მას ხერხემლის, თავისა და ხელების არეში
ხელკეტებით მიაყენეს რამდენიმე დარტყმა. საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ
რამდენიმე მონაწილე, მათ შორის, მომჩივანი, პოლიციის მთავარი სამმართველოს
შენობაში გადაიყვანეს. მომჩივანი მოათავსეს საკანში. თუმცა, თხუთმეტი წუთის
შემდეგ იგი გაათავისუფლეს და განუმარტეს, რომ ის შეცდომით დააკავეს.
2009 წლის 23 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა მომჩივნის სახელით მიმართა
მთავარ პროკურორს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით თბილისის
პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ მომჩივნის სავარაუდო
არასათანადო მოპყრობისა და უკანონო დაკავების ფაქტებთან დაკავშირებით. 2009
წლის 17 აგვისტოს მთავარმა პროკურატურამ აცნობა სახალხო დამცველს, რომ 2009
წლის 15 ივნისის ინციდენტის თაობაზე აღიძრა ერთიანი სისხლის სამართლის საქმე
და რომ გამოძიების შედეგები გონივრულ ვადაში გასაჯაროვდებოდა.
2009 წლის 21 ოქტომბერს სახალხო დამცველი დაინტერესდა გამოძიების
მიმდინარეობით. იმავე მოთხოვნებით მიმართა პროკურატურას მომჩივნის ადვოკატმა
2009 წლის 20 ნოემბერსა და 25 დეკემბერს, თუმცა, ამ მოთხოვნებს პასუხი არ მოჰყოლია.
მთავრობამ 2015 წლის 9 ივლისს ევროპულ სასამართლოში წარადგინა ცალმხრივი
დეკლარაცია. აღნიშნული დეკლარაციით მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-3 მუხლის
პროცედურული ნაწილის დარღვევა, 2009 წლის 15 ივნისის დემონსტრაციის
მიმდინარეობისას მომჩივნისათვის სავარაუდოდ მიყენებული დაზიანებების ფაქტთან
დაკავშირებით გამოძიების არაეფექტიანობის გამო. აგრეთვე, მთავრობამ აღიარა
169
კონვენციის მე-5 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დარღვევა მომჩივნის
თავისუფლების აღკვეთის გამო.
მთავრობამ აიღო სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება 2009
წლის 15 ივნისის დემონსტრაციის მიმდინარეობისას მომჩივნის სავარაუდო
არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით.
ასევე, მთავრობამ აიღო ვალდებულება მომჩივნისთვის კომპენსაციის, 4 500 ევროს,
გადახდის თაობაზე ყველა მატერიალური და მორალური ზიანის, ასევე ყველა ხარჯის
დასაფარად.
ევროპულმა სასამართლომ გაითვალისწინა კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების
შესაბამისად მოპასუხე მთავრობის მიერ წარდგენილი დეკლარაციის პირობები და 2015
წლის 13 ოქტომბერს საჩივარი ამორიცხა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან.
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
მთავრობამ დეკლარაციებით განსაზღვრული თანხა ყველა მომჩივანს გადაუხადა
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. კერძოდ, მომჩივნებს საქმეზე − „შპს მაესტრო
და სხვები“ − 2015 წლის 12 ოქტომბერს, მომჩივნებს საქმეზე − „ბექაური და სხვები“ −
2015 წლის 30 ნოემბერს, ბატონ დაჩი ცაგურიას − 2015 წლის 30 ნოემბერს, ხოლო ბატონ
ვახტანგ მენაბდეს − 2015 წლის 22 დეკემბერს.
გამოძიება
აღსანიშნავია, რომ 2009 წლის 26 ივნისიდან განსახილველ საქმეზე გამოძიებას
აწარმოებდა შსს-ს მთავარი სამმართველო. საქმის მასალების მიხედვით, 2009-2012
წლებში სისხლის სამართლის №010098141 საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები
ფაქტობრივად არ ჩატარებულა. 2013 წელს გამოძიების ფარგლებში დაიკითხა არაერთი
მოწმე, მათ შორის, ზემოხსენებულ მომჩივანთა უმეტესობა.
ევროპული სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეებზე განჩინებების გამოტანამდე,
2015 წლის 3 მარტს, სისხლის სამართლის საქმე შსს-ს თბილისის მთავარი
სამმართველოდან გამოსაძიებლად გადაეცა ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო
ნაწილს. თბილისის პროკურატურის მიერ საქმეზე ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო
მოქმედებები. კერძოდ, დაიკითხა ზოგიერთი მომჩივანი, სხვადასხვა სახელმწიფო
დაწესებულებიდან გამოთხოვილ იქნა შესაბამისი ინფორმაცია და სამედიცინო
დოკუმენტაციაზე დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა.
ასევე, 2015 წლის აპრილში განხორციელდა მოწმეთა მიერ წარმოდგენილი აქციის
ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის დათვალიერება.
განსახილველ საქმეებზე ევროპული სასამართლოს მიერ განჩინებების გამოტანის
შემდგომ, 2016 წლის 12 იანვარს, სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად
გადაიგზავნა მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი
დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში.
170
2016 წლის 8 თებერვალს გამოტანილ იქნა დადგენილება სისხლის სამართლის
№010098141 საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლის თაობაზე და გამოძიება გაგრძელდა სსკის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, შსს-ს თანამშრომლების მიერ
ძალადობის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.
საწყის
ეტაპზე
მოწმის
სახით
დაიკითხნენ/გამოიკითხნენ
მასმედიის
წარმომადგენლები, რომლებიც იმყოფებოდნენ 2009 წლის 15 ივნისს აქციაზე და
ცდილობდნენ გაეშუქებინათ სამართალდამცავების მიერ აქციის დაშლა, თუმცა მათ
ხელი შეეშალათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. სამართალდამცავებმა
მათ ჩამოართვეს აპარატურა და დაუბრუნეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც წაშალეს
გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალა. აქციის მონაწილე პირების დადგენის მიზნით,
შესწავლილ იქნა გამოძიების მიერ მოპოვებული დოკუმენტაცია და გამოკითხული
პირების მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია. აღნიშნულის შედეგად,
2016-2017 წლებში იდენტიფიცირდა და საქმეზე გამოიკითხა აქციის ათეულობით
მონაწილე, რომლებმაც გამოძიებას მიაწოდეს ინფორმაცია აქციის დაშლის ფაქტობრივ
გარემოებებზე და სამართალდამცავების მიერ აქციის დაშლისას მათთვის მიყენებული
ფიზიკური დაზიანებების თაობაზე.
ხსენებულ პერიოდში გამოძიების ფარგლებში, მოძიებულ იქნა, დათვალიერდა და
საქმეზე დამაგრდა სხვადასხვა ინტერნეტ ვებ-გვერდზე განთავსებული ვიდეო მასალა,
რომელიც
უკავშირდებოდა
2009
წლის
15
ივნისის
აქციის
დაშლას.
დაკითხული/გამოკითხული აქციის მონაწილეების მიერ მოწოდებული ინფორმაციის
საფუძველზე, გამოიკითხა რამდენიმე ყოფილი სამართალდამცავი, რომლებიც
მონაწილეობას იღებდნენ 2009 წლის 15 ივნისის აქციის დაშლაში. გამოკითხული
პირების ნაწილმა გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია 2009 წლის 15 ივნისის აქციის
დაშლაში მათი და სხვა სამართალდამცავების მონაწილეობის შესახებ, ხოლო
ზოგიერთმა მათგანმა „ვერ გაიხსენა“ ხსენებული ფაქტი.
გამოძიებისას სხვადასხვა დაწესებულებიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია 2009
წლის 15 ივნისს თბილისის მასშტაბით შსს-ს რიგებში მომუშავე პირების შესახებ, მათ
შორის სამმართველოების ყოფილ ხელმძღვანელებთან დაკავშირებით.
მოპოვებული ფოტო-ვიდეო მასალის საფუძველზე, 2017 წლის 2 მაისს სსიპ ლ.
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა
ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა
ნაწილის (4 პირი) იდენტიფიცირების მიზნით. 2017 წლის 26 სექტემბერს სასამართლო
ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა კიდევ ერთი ჰაბიტოსკოპიური
ექსპერტიზა (2 სამართალდამცავის) იდენტიფიცირების მიზნით.
საქმეზე დამატებით გამოიკითხა აქციის ერთ-ერთი მონაწილე - გიორგი ბექაური,
სამედიცინო დაწესებულებიდან გამოთხოვილ იქნა სამედიცინო ისტორია და 2017
წლის 11 ნოემბერს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დაზიანებების ხარისხისა და ხანდაზმულობის
განსასაზღვრად.
171
2018 წლის 15 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიგზავნა შუამდგომლობა
სისხლის სამართლის №010098141 საქმეზე სამართლებრივი დახმარების გაწევის
თაობაზე. კერძოდ, მედიაკომპანია „ტომპსონ როიტერსიდან“ გამოთხოვილ იქნა 2009
წლის 15 ივნისის აქციის დაშლის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა.
აქვე აღსანიშნავია, რომ საქმეზე მიმდინარე ინტენსიური გამოძიების პირობებში
გამოიკვეთა ობიექტური ხელისშემშლელი გარემოებები, რომლებიც აფერხებს საქმეზე
შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას. კერძოდ, როგორც ზემოთ აღინიშნა, აქციის
დაშლისას სამართალდამცავებმა მასმედიის წარმომადგენლების ძირითად ნაწილს
ჩამოართვეს აპარატურა და წაშალეს მათ მიერ გადაღებული მასალა. შესაბამისად,
მწირი
ფოტო-ვიდეო
მასალის
არსებობის
პირობებში
გართულდა
იმ
სამართალდამცავების იდენტიფიცირების პროცესი, რომლებმაც სავარაუდოდ
გადაამეტეს საკუთარ უფლებამოსილებას. აქვე, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აქციის
დაშლაში მონაწილე სამართალდამცავების ნაწილს აქციის დაშლისას სახეზე ეკეთათ
ნიღბები, რაც საგრძნობლად ამცირებს გამოძიების მიერ მათი იდენტიფიცირების
შესაძლებლობას.
ასევე, მწირი ფოტო-ვიდეო მასალის არსებობის პირობებში გაჭიანურდა
ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზებზე დასკვნების მიღება, რის გამოც გამოძიების
ფარგლებში სხვადასხვა წყაროდან დამატებით მოძიებულ იქნა გარკვეული მასალა, რაც
2018 წლის 21 თებერვალს დამატებით გადაეგზავნა სასამართლო ექსპერტიზის
ეროვნულ ბიუროს.
ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ თავად აქციის მონაწილეებიც ობიექტურად ვერ
ახდენენ იმ პირების იდენტიფიცირებას, რომლებმაც დაშალეს აქცია ძალადობრივი
მეთოდებით და მათ ან აქციის სხვა მონაწილეებს მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები.
შესაბამისად, არსებულ ფოტო-ვიდეო მასალაზე დაყრდნობით, მიმდინარეობს აქციის
დაშლის ეპიზოდურად შესწავლა, დაშლაში მონაწილე სამართალდამცავების
იდენტიფიცირებისა და მათ მიერ განხორციელებული ქმედებების შესაფასებლად.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 29 მარტს, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს
მიერ გაიცა 2009 წლის 15 ივნისის აქციის დაშლასთან დაკავშირებით მიმდინარე
გამოძიების ფარგლებში 6 პირზე დანიშნული ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა.
2018 წლის 2 აპრილს შსს-დან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია 2009 წლის 15 ივნისის
მდგომარეობით
რამდენიმე
თანამშრომლის
სარგებლობაში
არსებული
სამსახურებრივი მობილური ტელეფონის ნომრების შესახებ.
2018 წლის აპრილიდან, სისხლის სამართლის №010098141 საქმეზე დაზარალებულად
იქნა ცნობილი 2009 წლის 15 ივნისის აქციის მონაწილე 37 პირი, რომელთაც აქციის
დაშლის შედეგად მიადგათ ფიზიკური და მორალური ზიანი.
2018 წლის 18 აპრილს მოწმის სახით გამოიკითხნენ აქციის მონაწილეები - გ. პ. და ა. ჯ.
მათ გამოკითხვისას აღნიშნეს, რომ იმყოფებოდნენ 2009 წლის 15 ივნისის აქციაზე და
სამართალდამცავებმა აქციის დარბევისას, მათაც მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი
შეურაცხყოფა.
172
2018 წლის 20 აპრილს გამოიკითხა აქციის ერთ-ერთი მონაწილე - ნ. ბ., რომელსაც
წარედგინა საქმეში არსებული ერთ-ერთი ვიდეო-ფაილი. გამოკითხულმა პირმა ერთერთ კადრში ამოიცნო საკუთარი თავი. აღნიშნულ კადრში ჩანს, თუ როგორ აყენებენ
მას ფიზიკურ შეურაცხყოფას სამართალდამცავის ფორმაში ჩაცმული პირები.
2018 წლის 23 აპრილს მოწმის სახით გამოიკითხა აქციის ერთ-ერთი მონაწილე - რ. ბ.,
რომელმაც გამოკითხვისას აღნიშნა, რომ იმყოფებოდა 2009 წლის 15 ივნისის აქციაზე
და სამართალდამცავებმა აქციის დარბევისას მასაც მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი
შეურაცხყოფა.
2018 წლის 1-ლ მაისს, დაზიანებების ხარისხის, ხანდაზმულობისა და სიმძიმის
დადგენის მიზნით, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში აქციის მონაწილე 10 პირის
სამედიცინო დოკუმენტაციაზე დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
2018 წლის 10 მაისს მოწმის სახით გამოიკითხა აქციის ერთ-ერთი მონაწილე - თ. ჯ.,
რომელმაც გამოკითხვისას აღნიშნა, რომ იმყოფებოდა 2009 წლის 15 ივნისის აქციაზე
და სამართალდამცავებმა აქციის დარბევისას მასაც მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი
შეურაცხყოფა.
2018 წლის მაისში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან გამოთხოვილი იქნა იმ
პირთა სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელთა დაზიანებებზეც დანიშნულია
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები. მიღებული დოკუმენტაცია გადაიგზავნა
ექსპერტიზის ბიუროში.
2018 წლის 5 სექტემბერს გამოიკითხა მ. ბ., რომელიც 2009 წლის 15 ივნისის
მდგომარეობით იყო შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის
სამმართველოს IV განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. მან აღწერა მის
მიერ დაკავების ოქმის შედგენის ვითარება.
2018 წლის 5 სექტემბერს მოწმის სახით გამოიკითხა ლ. გ., რომელიც 2009 წლის 15
ივნისს მუშაობდა ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საკადრო და ორგანიზაციული
უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. მას გამოკითხვისას
წარედგინა სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული ფოტო და ვიდეო მასალა,
თუმცა ვერ შეძლო წარდგენილ მასალაზე აღბეჭდილი შსს-ს სხვადასხვა
სტრუქტურული დანაყოფების თანამშრომლების ამოცნობა.
2018 წლის 6 სექტემბერს გამოიკითხა ი. ს., რომელიც 2009 წლის 15 ივნისს მუშაობდა ქ.
თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის VII
განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. როგორც მან აღნიშნა, მის მიერ
აქციის ერთ-ერთი მონაწილის დაკავება განაპირობა ხელმძღვანელობისგან მიღებულმა
მითითებამ, რომ უნდა დაეკავებინათ აქციის მონაწილეები, რომლებიც თითქოს
აპირებდნენ სამმართველოში შეჭრას. მის მიერ დაკავებულ პირს უშუალოდ მისთვის
ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არ დაუნახავს, რომ იგი
ვინმეს აყენებდა შეურაცხყოფას.
2018 წლის 7 სექტემბერს გამოიკითხა ი. ა., რომელიც 2009 წლის 15 ივნისის
მდგომარეობით იყო შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის
173
სამმართველოს VII განყოფილებაში უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი.
დაკავებული მომჩივნის მიხეილ მესხის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს
უშუალოდ 2009 წლის 12 ივნისს არ შესწრებია, თუმცა ჰქონდა ხელმძღვანელობისგან
მიღებული ინფორმაციის ნდობა და დაკავებისას მოქმედებდა მიღებული მითითების
შესაბამისად.
2018 წლის 21 სექტემბერს, 2009 წლის 15 ივნისის მდგომარეობით თბილისის პოლიციის
მთავარი სამმართველოს უფროსის დ. ჭ.-ის გამოკითხვის მიზნით, დათვალიერდა შსსს სამსახურებრივი ინფორმაციის ვებგვერდი, რის შედეგადაც გაირკვა, რომ იგი ამჟამად
არ იმყოფება საქართველოში.
2018 წლის 24 სექტემბერს გამოიკითხა მ. ა., რომელიც 2009 წლის 15 ივნისის
მდგომარეობით მუშაობდა შსს-ს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უფროსის
თანამდებობაზე. მისი განმარტებით, 2009 წლის 15 ივნისს ხელმძღვანელობისგან
მიიღო მითითება, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი სამართალდამცავებისთვის მიეცა
დავალება, რათა ისინი მისულიყვნენ კორნელი ჩალაძის ქუჩაზე მდებარე ქ. თბილისის
პოლიციის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობასთან. უშუალოდ მას და
დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებს
აქციის მონაწილეებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.
2018 წლის 24 სექტემბერს მოწმის სახით გამოიკითხა ჯ. მ., რომელიც 2009 წლის 15
ივნისის მდგომარეობით მუშაობდა შსს-ს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს
უფროსის თანამდებობაზე. თანამშრომლებისთვის ჰქონდა მიცემული დავალება, რომ
აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობა არ გამოეჩინათ და არ დაუნახავს, რომ
რომელიმე მის თანამშრომელს აქციის მონაწილეებისთვის მიეყენებინოს ფიზიკური
შეურაცხყოფა.
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შსს-დან გამოთხოვილ იქნა ყოფილი
მაღალჩინოსნების/თანამშრომლების გ. ს.-ს, გ. ო.-ს, გ. შ.-ს და გ. გ.-ს დანიშვნაგათავისუფლების ბრძანებები (2009 წლის 15 ივნისის მდგომარეობით).
2018 წლის 26 სექტემბერს მოწმის სახით გამოიკითხა ე. ლ., რომელმაც განმარტა, რომ
2009 წლის 15 ივნისის მდგომარეობით მუშაობდა თბილისის პროკურატურის
განყოფილების პროკურორის თანამდებობაზე. მან აღწერა მის მიერ ნანახი მოვლენები
აქციის მიმდინარეობისას.
2018 წლის 27 სექტემბერს მოწმის სახით გამოიკითხა ზ. გ., რომელიც 2009 წლის 15
ივნისს მუშაობდა ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილებაში უბნის
უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. ზ. გ.-მ აღნიშნა, რომ მან დაინახა,
თუ როგორ აყენებდნენ პოლიციის თანამშრომლები შეურაცხყოფას აქციის
მონაწილეებს, თუმცა უშუალოდ ვინ აყენებდა აქციის მონაწილეებს ფიზიკურ
შეურაცხყოფას არ ახსოვს, რადგან არ აკვირდებოდა აღნიშნულ ფაქტებს. მას წარედგინა
ფოტო და ვიდეო მასალა, რა დროსაც ამოიცნო შსს-ს რამდენიმე თანამშრომელი.
საქმეზე სრულყოფილი, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების ჩატარების მიზნით,
2018 წლის 1-ლ ოქტომბერს დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, აქციის
დაშლისას მომჩივან ლუკა წულაძის მიერ მიღებული დაზიანებების ხარისხისა და
174
ხანდაზმულობის დადგენის მიზნით. შესაბამისი მასალები გადაიგზავნა ექსპერტიზის
ბიუროში.
2018 წლის 12 ოქტომბერს მოწმის სახით გამოიკითხა შ. რ., რომელიც 2009 წლის 15
ივნისს მუშაობდა ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ. შ.რ.მა აღნიშნა, რომ აქციის დაშლის დაწყების შემდეგ დარჩა სამმართველოს ეზოში და
აკვირდებოდა მოვლენათა განვითარებას. ხედავდა, თუ როგორ წააქციეს აქციის
რამდენიმე მონაწილე, თუმცა კონკრეტულად ვინ აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას
აქციის მონაწილეებს მან არ იცის, რადგან იქ შექმნილი ქაოსური სიტუაციიდან
გამომდინარე არ დაკვირვებია კონკრეტულ ინდივიდებს. სამართალდამცავთა ნაწილი
აქციის დაშლისას იყენებდა ხელკეტს, ხოლო სხვა ნივთები არ შეუნიშნავს.
2018 წლის 23 იანვარს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ადამიანის
უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) თანამშრომლობით, ევროპული
სასამართლოს წინაშე მოითხოვა, სხვებს შორის, წინამდებარე საჩივრების („შპს სტუდია
მაესტრო და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, „ბექაური და სხვები საქართველოს
წინააღმდეგ“, „მენაბდე საქართველოს წინააღმდეგ“) განსახილველ საქმეთა ნუსხაში
აღდგენა. რაზეც, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2018 წლის 20 აპრილს
სტრასბურგის სასამართლოს წარუდგინა დასაბუთებული შეპასუხება. 2018 წლის 13
ნოემბერს სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნების მოთხოვნა საჩივრების
აღდგენის თაობაზე არცერთ საქმეზე, რითაც დასტურდება, რომ არ არსებობს
არავითარი ისეთი გარემოება, რაც ევროპული სასამართლოს მხრიდან მთავრობის მიერ
ნაკისრი
ვალდებულებების
შეუსრულებლობაზე
მსჯელობას
შესაძლებელს
147
გახდიდა.
მოცემული ეტაპისათვის საქმეზე ფაქტობრივად ამოწურულია საგამოძიებო და
საპროცესო მოქმედებები, უნდა მოხდეს გამოძიების შედეგად მოპოვებული
მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება და კონკრეტული პირების მიმართ
მისაღებია შემაჯამებელი სამართლებრივი გადაწყვეტილებები.
2009 წლის 25 აპრილის აქციის საქმე
ბერიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №28297/10, 2015 წლის 15 სექტემბრის
განჩინება
14.
(საქმე ამორიცხულია ევროპული კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე, რაც არ
ექვემდებარება მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას)
2010 წლის 30 აპრილს მომჩივანმა თენგიზ ბერიძემ საჩივრით მიმართა ევროპულ
სასამართლოს 2009 წლის 25 აპრილის საპროტესტო აქციების დროს სხეულის
დაზიანების ფაქტზე დაწყებული გამოძიების არაეფექტიანობის თაობაზე.
საჩივრის თანახმად, მომჩივანი საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე იყო და 2009
წლის 23 აპრილიდან ცხოვრობდა საპროტესტო ბანაკში თბილისში, ინგოროყვას
147
ხელმისაწვდომია: http://www.justice.gov.ge/News/Detail?newsId=7823
175
ქუჩაზე, შსს-ს გენერალური ინსპექციის სამსახურის წინ. 2009 წლის 25 აპრილს
მომჩივანმა მარჯვენა თვალბუდის არეში უეცარი ტკივილი იგრძნო, საიდანაც სისხლი
წამოუვიდა. აქციის რამდენიმე მონაწილემ დაინახა, როგორ იდგა სამინისტროს
შენობის აივანზე პირი პნევმატური იარაღით ხელში და აგრძელებდა მათი
მიმართულებით სროლას, მას შემდეგაც კი, როდესაც მომჩივანი დაიჭრა. სამედიცინო
ექსპერტის მიერ დადასტურდა, რომ მომჩივნის ჭრილობა მიყენებული იყო
პნევმატური იარაღიდან ნასროლი ტყვიით.
2015 წლის 27 მაისს მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-3 და მე-11 მუხლების დარღვევა,
მომჩივნის სხეულის დაზიანების ფაქტზე დაწყებული გამოძიების არაეფექტიანობის
გამო.
მთავრობამ დეკლარაციით აიღო გამოძიების ჩატარების ვალდებულება. გარდა ამისა,
მთავრობამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ მომჩივანს გადაუხადოს 4 500 ევრო მორალური
და მატერიალური ზიანის, ასევე, ხარჯების ანაზღაურების მიზნით. ევროპულმა
სასამართლომ გაითვალისწინა დეკლარაციის პირობები და საჩივარი ამორიცხა
განსახილველ საქმეთა ნუსხიდან 2015 წლის 15 სექტემბერს.
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
მომჩივანს კომპენსაციის თანხა (4 500 ევრო) ჩაერიცხა სასამართლოს მიერ დადგენილ
ვადაში, 2015 წლის 16 დეკემბერს.
გამოძიება
2016 წლის 2 აგვისტოს სისხლის სამართლის საქმეზე შეიცვალა კვალიფიკაცია და საქმე
გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამავე კოდექსის 333-ე
მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
2016 წლის 3 აგვისტოს სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა
საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. განახლებული
გამოძიების ფარგლებში საქმეზე მოპოვებულ იქნა 2009 წლის 16 ივნისის სასამართლოსამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა თ. ბერიძის სხეულის დაზიანების შესახებ, რაც
დაერთო საქმეს. აგრეთვე, დაიკითხნენ დამატებითი მოწმეები, მათ შორის, საქმის
გამომძიებელი.
ახალი გამოძიების ფარგლებში, 2017 წლის სექტემბერში მოწმის სახით გამოიკითხა შსსს ყოფილი 5 თანამშრომელი, რომელთაც შეხება ჰქონდათ მომხდარ ინციდენტთან,
თუმცა აღნიშნულმა პირებმა უარყვეს მომჩივნის მიმართ პნევმატური თოფის
გამოყენების ფაქტი და ასევე, „ვერ გაიხსენეს“ მომხდარის დეტალები. გარდა ამისა, 2017
წლის 28 სექტემბერს გამოიკითხა - ს. მ. (აქციის მონაწილე), რომელმაც გაიხსენა
მომხდარი ინციდენტის დეტალები. აგრეთვე, დამატებით გამოიკითხნენ მომჩივანი და
მასთან ერთად აქციაზე მყოფი სხვა პირები.
გამოძიების ფარგლებში დათვალიერდა მოწმე ნ. ს.-ის მიერ წარმოდგენილი
ვიდეოფირი, რომელიც ასახავს მომხდარი ინციდენტის გარკვეულ დეტალებს და
მოხდა ვიდეოფირში ასახული სამართალდამცავთა ნაწილის იდენტიფიცირება.
176
საქმის გამოძიების ფარგლებში, 2018 წლის 12 თებერვალს მოწმის სახით გამოიკითხა
2009 წლის პერიოდისთვის შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომელი კ. ძ.,
რომელმაც ვერ გაიხსენა 2009 წლის 24 აპრილის მდგომარეობით მუშაობდა თუ არა შსსს გენერალურ ინსპექციაში. შესაბამისად, მოწმემ მომჩივანთან მიმართებით
პნევმატური თოფის გამოყენების ფაქტთან და განვითარებულ ინციდენტთან
დაკავშირებით ღირებული ინფორმაცია ვერ მიაწოდა გამოძიებას. ამასთან, მოწმის
განმარტებით, ინციდენტის შესახებ არც სატელევიზიო სიუჟეტიდან ან
თანამშრომლებისგან არ შეუტყვია. მოწმემ გამოკითხვის მიმდინარეობისას წარდგენილ
ვიდეოფირზე მოახდინა რიგი პირების იდენტიფიცირება.
2018 წლის 13 თებერვალს მოწმის სახით გამოიკითხა 2009 წლის პერიოდისთვის შსს-ს
გენერალური ინსპექციის თანამშრომელი გ. გ.. მოწმის განმარტებით, ის პნევმატური
თოფის გამოყენების ფაქტს და მომჩივანთან დაკავშირებულ ინციდენტს არ შესწრებია,
თუმცა ფაქტის შესახებ შეიტყო სატელევიზიო ეთერის საშუალებით. იმავდროულად,
მოწმემ მოახდინა გამოკითხვის მიმდინარეობისას წარდგენილ ვიდეოფირზე რიგი
პირების იდენტიფიცირება.
2018 წლის 15 თებერვალს მოწმის სახით გამოიკითხა 2009 წლის აპრილის
მდგომარეობით, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის რაიონული
სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომელი და სისხლის სამართლის
№006091015 საქმეზე 2009 წლის 24 აპრილს ჩატარებული შემთხვევის ადგილის
დათვალიერების ოქმის შემდგენი პირი დ. ტ.. მოწმის განმარტებით, ვინაიდან
გამომძიებელი გ.ს. ატარებდა საგამოძიებო მოქმედებას მომჩივანთან მიმართებით,
განყოფილების უფროსმა მასაც დაავალა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, კერძოდ,
შემთხვევის ადგილის დათვალიერება. მოწმის განმარტებით, გარდა შემთხვევის
ადგილის დათვალიერებისა, ზემომითითებულ საქმეზე არანაირი საგამოძიებო და
საპროცესო მოქმედება არ ჩაუტარებია და გამოძიების მიმდინარეობასთან
დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას არ ფლობს.
2018 წლის 18 თებერვალს გაიგზავნა მოთხოვნა შსს-ში 2009 წლის 22-26 აპრილის
პერიოდში საქართველოს შსს-ს გენერალური ინსპექციის იმ თანამშრომელთა სრული
დემოგრაფიული მონაცემების გამოთხოვის თაობაზე, რომლებიც განთავსებულები
იყვნენ ქ. თბილისში 9 აპრილის (ყოფ. ჩიტაძის) ქუჩა №6-ში მდებარე შსს-ს გენერალური
ინსპექციის ადმინისტრაციულ შენობაში.
მანუკიანი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №2146/10, 2019 წლის 31 იანვრის
განჩინება
15.
აღნიშნული საქმე ეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2008 წელს მომჩივნის
სავარაუდო არასათანადო მოპყრობას. საქმეზე საქართველოს მთავრობამ წარადგინა
დეკლარაცია, რითაც აღიარა მომჩივნის მიმართ კონვენციის მე-3 მუხლის
პროცედურული ნაწილის დარღვევა 2008 წლის 18 იანვარს მომჩივნის სავარაუდო
არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობის
გამო. მთავრობამ, ასევე, აღიარა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევა
177
შიდასამართლებრივი გასაჩივრების ქმედითი საშუალების
კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებულ საჩივრებზე.
არარსებობის
გამო
მთავრობამ იკისრა ვალდებულება, ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება 2008 წლის 18
იანვარს მომხდარ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით და
დაკითხოს ყველა მოწმე, ასევე გადაუხადოს მომჩივანს 3 500 ევრო კომპენსაციის სახით.
მომჩივანი დაეთანხმა მთავრობის მიერ შეთავაზებულ პირობებს, ხოლო, სხვა
მოთხოვნებზე უარი განაცხადა. შესაბამისად, ევროპული სასამართლოს მიერ
კონვენციის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის (a) ქვეპუნქტის და 39-ე მუხლის შესაბამისად,
საქმე ამოირიცხა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან.
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
მომჩივანს განჩინებით განსაზღვრული თანხა მთავრობამ გადაუხადა სასამართლოს
მიერ დადგენილ ვადაში, 2019 წლის 2 მაისს.
გამოძიება
აღნიშნულ საქმეზე 2012 წლის 12 დეკემბერს თბილისის გლდანი-ნაძალადევის
რაიონულ პროკურატურაში სსკ-ის 1443 მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო გამოძიება
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №18 დაწესებულებაში ალექსანდრე მანუკიანის
მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე.
2012 წლის 19 დეკემბერს აღნიშნული საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №18 დაწესებულებაში პატიმრების მიმართ
განხორციელებული უფლებამოსილების გადამეტების (სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი
ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული) საქმესთან, რაც 2016 წლის 23 აგვისტოს
გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს
და შემდგომ 2019 წლის 6 მაისს მოცემული საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 და №18 დაწესებულებების თანამშრომლების
მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და პატიმრების მიმართ
განხორციელებული
არასათანადო
მოპყრობის
ფაქტებთან
(დანაშაული
3
გათვალისწინებული სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 144 მუხლის 1-ლი და მე2 ნაწილებით) დაკავშირებულ საქმესთან.
გამოძიების ფარგლებში არაერთი საგამოძიებო მოქმედება განხორციელდა, რაც
დეტალურადაა მიმოხილული გასული წლის ანგარიშში, მათ შორის, 2019 წლის 10
ივლისს მოწმის სახით გამოიკითხა ალექსანდრე მანუკიანი, რომელმაც გამოძიებას
მისცა წერილობითი თანხმობა მისი პატიმრობის პერიოდის სამედიცინო
დოკუმენტაციისა და პატიმრის პირადი საქმის მასალების გამოთხოვის შესახებ.
2020 წლის 1-ლ ივლისს სისხლის სამართლის №073110400 საქმიდან 2008-2012 წლებში
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულებაში და №18 სამკურნალო
დაწესებულებაში სხვადასხვა დროს პატიმრების მიმართ განხორციელებული
დამამცირებელი და არადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, ცალკე წარმოებად გამოიყო
სისხლის სამართლის №074010720801 საქმე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №18
178
სამკურნალო დაწესებულების ყოფილი დირექტორის, ა.მ.-ს მიერ მსჯავრდებულ
ალექსანდრე მანუკიანის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და
არასათანადო მოპყრობის ფაქტზე და მოცემულ საქმეზე ალექსანდრე მანუკიანი
ცნობილი იქნა დაზარალებულად.
2020 წლის 1-ლ ივლისს მოცემულ საქმეზე გამოტანილი იქნა დადგენილება
ბრალდების შესახებ ძებნაში მყოფი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №18
სამკურნალო დაწესებულების ყოფილი დირექტორის, ა.მ.-ს მიმართ, სსკ-ის 1443
მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული
დანაშაულის გამო.
2020 წლის 17 ივლისს სისხლის სამართლის №074010720801 საქმე, ძებნაში მყოფი ა.მ.-ს
ბრალდების შესახებ, არსებითად განსახილველად წარიმართა თბილისის საქალაქო
სასამართლოში და ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო განხილვა.
ილაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №62866/19, 2020 წლის 29
სექტემბრის განჩინება
16.
მომჩივანი მე-3 და მე-13 მუხლების საფუძველზე ჩიოდა, რომ 2019 წელს დაექვემდებარა
არასათანადო მოპყრობას პოლიციის განყოფილებაში. მომჩივანს ეთქვა უარი
დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე.
ევროპული სასამართლოს განჩინების შესაბამისად, წარდგენილი მორიგების
საფუძველზე, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება მომჩივნის მიმართ წარმოებული
სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტასა და მომჩივნისათვის მატერიალური და
მორალური ზიანის, ასევე სხვა ხარჯების ასანაზღაურებლად 10 000 ევროს გადახდაზე.
საქმე დასრულდა მორიგებით.
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული თანხა - 10 000 ევრო - მთავრობის მიერ
მომჩივანს გადაერიცხა დადგენილ ვადაში - 2020 წლის 11 ნოემბერს.
სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა
2020 წლის 8 დეკემბერს ბრალდებულ უჩა ილაშვილის მიმართ განხორციელდა
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან განრიდების შეთავაზება და
განრიდების პირობების შესაბამისად დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ
500 (ხუთასი) ლარის გადახდა. აღნიშნული პირობა შესრულდა 2020 წლის 8 დეკემბერს.
შესაბამისად, 2020 წლის 8 დეკემბერს, უჩა ილაშვილის ბრალდების ცალკე გამოყოფილ
სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა და გამოძიება.
მხარეთა მორიგებით გათვალისწინებული ვალდებულებები სახელმწიფოს მიერ
შესრულებულია.
179
სხვა განჩინებები
თაბაგარი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივრები №70820/10 და №60870/11, 2013
წლის 18 ივნისის განჩინება
17.
(საქმე ამორიცხულია ევროპული კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე, რაც არ
ექვემდებარება მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას)
მომჩივნის, ნუგზარ თაბაგარის მიერ ევროპულ სასამართლოში 2010 წლის 3 დეკემბერსა
და 2011 წლის 17 აგვისტოს შეტანილი საჩივრები, სხვებს შორის, ეხებოდა
სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში მომჩივნის მიმართ სავარაუდო
არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, ამ კუთხით ეფექტიანი გამოძიების არარსებობას და
ციხეში ადეკვატური სამედიცინო მკურნალობის ვერუზრუნველყოფას (კონვენციის მე3 მუხლი); აგრეთვე, მომჩივნის პრეტენზია ეხებოდა 2008 წლის 12 აგვისტოს ციხიდან
გაქცევის ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმის პროცესებზე მისი დასწრების
ვერუზრუნველყოფას (კონვენციის მე-6 მუხლი).
დამატებით, 2012 წლის 28 იანვარს სასამართლომ მთავრობას აცნობა კონვენციის მე-6
მუხლის საფუძველზე მომჩივნის პრეტენზიები, რომლებიც ეხებოდა მის მიერ ციხის
თანამშრომლის მიმართ გამოხატული აგრესიული ქმედების გამო აღძრულ სისხლის
სამართლის საქმეს.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, 2013 წლის 19 აპრილს მთავრობამ ევროპულ
სასამართლოში წარადგინა ცალმხრივი დეკლარაცია. დეკლარაციის საფუძველზე,
მთავრობამ აღიარა მომჩივნის პატიმრობის პერიოდში მისი ფსიქოლოგიური
პრობლემების მკურნალობის დროს დაშვებული ხარვეზები.
მთავრობამ აღიარა მომჩივნის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით გამოძიების
ხარვეზები, აგრეთვე ციხის თანამშრომელთა მიმართ გამოხატული აგრესიული
ქმედების თაობაზე, გამოძიებისა და სასამართლო პროცესების დროს დაშვებული
ნაკლოვანებები და გაითვალისწინა სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული
მომჩივნის უფლება, შიდა სასამართლოსთვის სისხლის სამართლის მესამე საქმის
გადასინჯვის მოთხოვნით მიმართვის თაობაზე.
აგრეთვე, მთავრობამ გაითვალისწინა მომჩივნისათვის დაზარალებულის სტატუსის
არმინიჭება სისხლის სამართლის საქმეებში, რის გამოც მას წაერთვა შესაძლებლობა,
გამოეყენებინა
ეროვნულ
დონეზე
არსებული
მიმართვის
ეფექტიანი
შიდასამართლებრივი საშუალება, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მე-13 მუხლი.
ამასთან, მთავრობამ გაითვალისწინა ხონის №9 ციხიდან გაქცევის ფაქტზე აღძრულ
სისხლის სამართლის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესებზე მომჩივნის
დასწრების
ვერუზრუნველყოფა
კონვენციის
მე-6
მუხლის
მოთხოვნების
საწინააღმდეგოდ.
შესაბამისად, ზემოაღნიშნული დარღვევების საფუძველზე, მთავრობამ მზადყოფნა
გამოთქვა, გაუწიოს ბ-ნ თაბაგარს მისი ფსიქიკური პრობლემებისა და სხვა ჩივილების
ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა სახელმწიფოს ხარჯით.
180
ასევე, მთავრობამ აიღო მომჩივნის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებულ
სისხლის სამართლის საქმეებზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება.
რაც შეეხება კომპენსაციის თანხას, მთავრობამ აიღო ვალდებულება მომჩივნისათვის 9
000 ევროს გადახდის თაობაზე მორალური და მატერიალური ზიანის, ასევე, ხარჯების
ანაზღაურების მიზნით. გარდა ამისა, ევროპულმა სასამართლომ, თავისი რეგლამენტის
43-ე (§4) მუხლის საფუძველზე, გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და
მომჩივანს მიანიჭა დამატებით 1 000 ევრო ხარჯების ანაზღაურების სახით.
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
10 000 ევრო მთავრობის მიერ მომჩივანს გადაერიცხა განჩინებით დადგენილ ვადაში,
2013 წლის 23 სექტემბერს.
გამოძიება
სისხლის სამართლის ორივე საქმეზე განახლდა გამოძიება. ხელახალი გამოძიების
ფარგლებში მომჩივანს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი, დაიკითხნენ მოწმეები და
განხორციელდა სხვა საგამოძიებო ღონისძიებები. კერძოდ, საკანში არსებული
ვითარებისა და მომჩივნის ფიზიკური შეურაცხყოფის თაობაზე 2017-2018 წლებში
გამოიკითხნენ ნუგზარ თაბაგარის თანამესაკნე და დაწესებულების თანამშრომლები.
დაკითხულ მოწმეთა განმარტებით, მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ ნ. თაბაგარის ცემაწამების ან მისდამი სხვა უკანონო მოპყრობის ფაქტებზე. შესაბამისად, ჩატარებული
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია
ვერ იქნა მოპოვებული.
უნდა აღინიშნოს, რომ მოწმის სახით გამოკითხულთა უმრავლესობა წარსულში
წარმოადგენდა და ამჟამადაც წარმოადგენს კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებულ
პირს (მათი ნაწილი დღესაც სასჯელს იხდის), რის გამოც ისინი არ თანამშრომლობენ
გამოძიებასთან. დასაკითხი პირების ნაწილს დატოვებული აქვს ქვეყანა, ნაწილი კი
ძებნაში იმყოფება, ამდენად ვერ ხერხდება ამ პირთა გამოკითხვა და მათგან
ინფორმაციის მიღება. ასევე, სავარაუდო დანაშაულის ჩადენიდან დიდი დროის
გასვლის გამო, მოწმეებს უჭირთ დეტალების გახსენება.
გარდა ამისა, ჩატარდა გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაციის გამოთხოვა და
დათვალიერებები, რისი ამსახველი ოქმებიც დართულია საქმეზე.
ზემოხსენებული ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით საგულისხმოა, რომ
საქმეზე ჩატარებული განახლებული გამოძიება იყო მაქსიმალურად ყოვლისმომცველი,
გამოძიებამ გამოიჩინა საკმარისი ძალისხმევა და გულმოდგინება, რომელიც
აუცილებელი იყო საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად და შედგებოდა
ყველა იმ გონივრული ნაბიჯისგან, რომელიც საჭირო იყო მტკიცებულებების
მოსაპოვებლად. გამოძიების პროცესში დაიკითხა ყველა ის პირი, ვისაც შემხებლობა
ჰქონდა მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან, ასევე გამოვლენილი და
დაკითხული იქნენ სხვა პირებიც. თუმცა, ჩატარებული გამოძიებით ვერ იქნა
მოპოვებული ობიექტური მტკიცებულებები, რომლებიც შესაბამისი სტანდარტით
181
დაადასტურებდა კონკრეტულ პირთა ბრალეულობას და მისცემდა გამოძიებას მათ
მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების სამართლებრივ საფუძველს.
18.
ჩქოტუა და არქანია საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №60909/08, 2014 წლის
20 მაისის განჩინება
პირველი მომჩივანი - თენგიზ ჩქოტუა დააპატიმრეს 2006 წლის 16 ნოემბერს. იგი
ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის
სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
დაპატიმრების დროისთვის პირველი მომჩივანი უკვე დაავადებული იყო
ტუბერკულოზით, ვირუსული C ჰეპატიტითა და სხვა დაავადებებით. 2009 წლის 26
დეკემბერს იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა.
2010 წლის 5 მარტს ბატონი ჩქოტუას მეუღლემ, ქალბატონმა ელისო არქანიამ (მეორე
მომჩივანი), ევროპულ სასამართლოს შეატყობინა მისი მეუღლის გარდაცვალების
თაობაზე ციხეში მკურნალობის არარსებობის გამო.
2013 წლის 25 ოქტომბერს განსახილველ საქმესთან მიმართებით მთავრობამ
სასამართლოში წარადგინა დეკლარაცია, რითაც აღიარა კონვენციის მე-2 მუხლის
დარღვევა სამედიცინო დახმარების ნაკლოვანებებისა და პირველი მომჩივნის
გარდაცვალების ფაქტის არაეფექტიანი გამოძიების გამო.
მთავრობამ მეორე მომჩივანს შესთავაზა მორიგება, რომლითაც აიღო ვალდებულება,
მისთვის გადაეხადა 10 000 ევრო ყველა ზიანისა და ხარჯის ასანაზღაურებლად, ასევე,
ჩაეტარებინა ეფექტიანი გამოძიება პირველი მომჩივნის გარდაცვალების ფაქტთან
დაკავშირებით.
2014 წლის 26 მარტს მომჩივანმა აცნობა სასამართლოს, რომ იგი მთავრობის
დეკლარაციის პირობებს დაეთანხმა, შესაბამისად, საქმე მიჩნეულ იქნა, როგორც
მორიგება, და ევროპული სასამართლოს მიერ 2014 წლის 20 მაისს ამოირიცხა
განსახილველ საქმეთა ნუსხიდან.
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
მთავრობამ მეორე მომჩივანს კომპენსაციის თანხა (10 000 ევრო) გადაუხადა დადგენილ
ვადაში, 2014 წლის 15 ივლისს.
გამოძიება
ევროპული სასამართლოს განჩინებისა და მორიგების პირობების შესაბამისად,
პირველი მომჩივნის გარდაცვალების ფაქტის გამოძიება განახლდა 2014 წლის 7
ოქტომბერს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის მიერ.
განახლებული გამოძიების ფარგლებში განხორციელდა არაერთი საგამოძიებო
მოქმედება: გამოთხოვილ იქნა პირველი მომჩივნის სამედიცინო ისტორია და მის
მკურნალობაში მონაწილე სამედიცინო პერსონალის დემოგრაფიული/საკონტაქტო
მონაცემები, რომლის მიღების შემდეგაც დაიკითხნენ პირველი მომჩივნის
182
მკურნალობის პროცესში ჩართული ექიმები, მათ შორის, გამოიკითხა თენგიზ ჩქოტუას
მკურნალი ექიმი ნ. ს.. ოფიციალურად მიღებული ცნობების თანახმად, დაწესებულების
მთავარი ექიმი ა. ე. და ექთანი ლ. ვ. არიან გარდაცვლილი.
გამოძიების პროცესში დაზარალებულის მონაწილეობისა და ჩართულობის
უზრუნველსაყოფად მეორე მომჩივნის ადვოკატს მიეწოდა ინფორმაცია გამოძიების
პროგრესის თაობაზე და მიეცა საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა.
2016 წლის 18 აგვისტოს სისხლის სამართლის საქმე შემდგომი გამოძიების ჩატარების
მიზნით გადაეცა მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. 2017 წლის 3 აპრილს
დამატებით გამოიკითხა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილი ელისო
არქანია. ასევე, გამოიკითხა თენგიზ ჩქოტუას ძმა.
საქმეზე
ჩატარებული
განახლებული
გამოძიების
შედეგად,
დადგინდა
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის №7 დაწესებულების ყოფილი დირექტორი
რ. ა.-ს ბრალეულობა, რის საფუძველზეც 2009 წელს ჩადენილი სამსახურებრივი
გულგრილობის ბრალდებით ეს უკანასკნელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში
მიეცა.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის №7 დაწესებულების ყოფილი დირექტორის
ბრალდების საქმე განსახილველად გადაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში,
რის შედეგადაც 2018 წლის 14 მარტს დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და ცნობილ იქნა
დამნაშავედ.
მჭედლიშვილი საქართველოს წინააღდეგ, საჩივარი №43174/08, 2014 წლის 23
სექტემბრის განჩინება
19.
(საქმე ამორიცხულია ევროპული კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე, რაც არ
ექვემდებარება მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას)
საქმე ეხება 2011 წლის 29 მაისს ციხის სამედიცინო დაწესებულებაში არასათანადო
მკურნალობის გამო მომჩივნის გარდაცვალების ფაქტს.
აღსანიშნავია, რომ ბატონი ნიკოლოზ მჭედლიშვილის წინააღმდეგ სისხლის
სამართლის საქმის აღძვრისა და შემდგომ მისი დაკავების პერიოდში იგი უკვე
დაავადებული იყო ფილტვების ტუბერკულოზით, ვირუსული C ჰეპატიტით და
ჰქონდა ნევროლოგიური დარღვევა. არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის
თანახმად, იგი დაექვემდებარა აუცილებელ სტაციონარულ მკურნალობას, რისთვისაც
მოათავსეს ციხის საავადმყოფოში. დაპატიმრების შემდეგ, მომჩივანს 2009 წლის 13
ოქტომბერს დამატებით დაუსვეს შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის დიაგნოზი,
რომელიც უკვე B2 სტადიაში იყო და დაუწყეს შესაბამისი ანტირეტროვირუსული
მედიკამენტებით მკურნალობა.
2011 წლის 7 ივნისს მომჩივნის წარმომადგენელმა ევროპულ სასამართლოს აცნობა, რომ
მისი დაცვის ქვეშ მყოფი გარდაიცვალა 2010 წლის 25 ივნისს ტუბერკულოზით
გამოწვეული გართულებების შედეგად.
183
2014 წლის 12 მაისს მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-2 (გარდაცვალების მიზეზის
დასადგენად დამოუკიდებელი და სრულყოფილი გამოძიების არარსებობის გამო) და
მე-3 მუხლების (სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნიკოლოზ მჭედლიშვილის
არასათანადო მკურნალობის გამო) დარღვევა და დეკლარაციით იკისრა
ვალდებულება, ჩაატაროს ხელახალი გამოძიება მომჩივნის გარდაცვალების ფაქტზე და
ამასთან, შიდა სასამართლოს მიერ მიკუთვნებულ 10 000 ლარზე დამატებით,
მომჩივნის უფლებამონაცვლეს (მეუღლეს) გადაუხადოს 4 500 ევრო მორალური და
მატერიალური ზიანის, ასევე, ხარჯების ასანაზღაურებლად.
ზემოაღნიშნული დეკლარაციის საფუძველზე, ევროპულმა სასამართლომ საჩივარი
ამორიცხა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან.
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
მომჩივანს კომპენსაციის თანხა (4 500 ევრო) ჩაერიცხა სასამართლოს მიერ დადგენილ
ვადაში, 2014 წლის 1-ლ დეკემბერს.
გამოძიება
აღნიშნულ საქმეზე 2011 წლის 29 მაისს სასჯელაღსრულების, პრობაციის და
იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში
გამოძიება დაიწყო ნიკოლოზ მჭედლიშვილის გარდაცვალების ფაქტზე სსკ-ის 116-ე
მუხლით.
ევროპული სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანის შემდეგ, 2015 წლის 6
თებერვალს, დაიწყო ახალი გამოძიება და სისხლის სამართლის საქმე გადაეგზავნა ქ.
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. 2017 წლის 20 აპრილს საქმეზე
შეიცვალა კვალიფიკაცია და გამოძიება გაგრძელდა სსკ-ის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
განახლებული გამოძიების ფარგლებში საქმეზე ჩატარდა შემდეგი საგამოძიებო
მოქმედებები:
დაიკითხნენ სამედიცინო დაწესებულების ექიმები და პერსონალი, რომლებსაც შეხება
ჰქონდათ მომჩივანთან. მოწმის სახით გამოიკითხნენ ასევე სსიპ ლევან სამხარაულის
სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი და
ექსპერტი, მათი განმარტებით ნ. მჭედლიშვილის მკურნალობა ჩატარდა სწორად.
გამოიკითხა, ასევე ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის
წარმომადგენელი, მისი განმარტებით, ნ. მჭედლიშვილის მკურნალობა/მართვა
მიმდინარეობდა სწორად და მანვე აღნიშნა, რომ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგს
დაფიქსირებული აქვს უმნიშვნელო ხარვეზები პაციენტის მართვასთან დაკავშირებით,
მაგრამ აღნიშნული პაციენტის მკურნალობის საბოლოო შედეგზე ვერავითარ გავლენას
ვერ მოახდენდა. იგივე განაცხადა ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო
ჰოსპიტალის წარმომადგენელმა, რომელიც ასევე დაიკითხა განახლებული გამოძიების
პროცესში.
სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან გამოთხოვილ
იქნა მსჯავრდებულ ნიკოლოზ მჭედლიშვილისათვის გაწეული სამედიცინო
184
მომსახურების საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული მასალები, რაც დაერთო
საქმეს, რის შემდგომაც მოწმის სახით გამოიკითხა სასჯლაღსრულების, პრობაციისა და
იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის
ყოფილი უფროსი დ.ა. მისი განმარტებით, პაციენტს სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებაში უტარდებოდა ადეკვატური
მკურნალობა.
დამატებით აღსანიშნავია, რომ საქმეზე 2017 წლის 31 მაისს მიღებულია საკომისიო
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით ნიკოლოზ მჭედლიშვილის
სიკვდილის მიზეზია ფილტვების მილიარული ტუბერკულოზისა და მოაბსცედირე
ბრონქოპნევმონიის შედეგად განვითარებული სუნთვისა და გულსისხლძარღვთა
უკმარისობა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ პაციენტ ნიკოლოზ მჭედლიშვილის მართვა
ფტიზიატრიული თვალსაზრისით ხორციელდებოდა სწორად, ტუბერკულოზის
მართვის საერთაშორისო და ეროვნული გაიდლაინის მოთხოვნების შესაბამისად.
სიკვდილი გამოიწვია არა დაგვიანებულმა ან არასწორმა დიაგნოსტიკამ ან/და
მკურნალობამ, არამედ იმან, რომ ნიკოლოზ მჭედლიშვილი დაავადებული იყო
ერთდროულად რამდენიმე უმძიმესი პათოლოგიით, რამაც გამოიწვია მკვეთრი
იმუნოსუპრესიული მდგომარეობისა და მის ფონზე სიცოცხლისათვის შეუთავსებელი
გართულებების განვითარება.
ამდენად, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ვერ იქნა მოპოვებული ობიექტური
მტკიცებულებები, რომ სასჯელაღსრულების სამედიცინო პერსონალის მხრიდან
ჩადენილია დანაშაული. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების სამართლებრივი
ანალიზის შემდგომ, მისაღებია შემაჯამებელი გადაწყვეტილება.
თედლიაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №64987/14, 2015
წლის 24 ნოემბრის განჩინება
20.
(საქმე ამორიცხულია ევროპული კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე, რაც არ
ექვემდებარება მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას)
საქმე ეხება 2011 წლის 30 აპრილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომჩივანთა
ოჯახის წევრის სავარაუდო თვითმკვლელობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების
არაეფექტიანობას. 2011 წლის 30 აპრილს ბატონი კახაბერ თედლიაშვილი, სამედიცინო
დოლბანდით ჩამომხრჩვალი იპოვეს რუსთავის №6 საპყრობილის სამარტოო საკანში,
სადაც ის 2008 წლის აგვისტოდან იხდიდა სასჯელს.
2015 წლის 3 აპრილს მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული
ნაწილის დარღვევა და დეკლარაციით აიღო ვალდებულება, ჩაატაროს ეფექტიანი
გამოძიება კახაბერ თედლიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე; ასევე, დაზარალებულის
უფლებამონაცვლეებს გადაუხადოს 10 000 ევრო მორალური და მატერიალური ზიანის,
ასევე, ხარჯების ასანაზღაურებლად. ევროპულმა სასამართლომ გაითვალისწინა
დეკლარაციის პირობები და 2015 წლის 24 ნოემბერს საჩივარი ამორიცხა განსახილველ
საქმეთა ნუსხიდან.
185
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
მთავრობამ კომპენსაციის თანხა (10 000 ევრო) გადაიხადა სასამართლოს მიერ
დადგენილ ვადაში, 2016 წლის 10 თებერვალს.
გამოძიება
აღნიშნულ საქმეზე თავდაპირველი გამოძიება დაიწყო 2011 წლის 30 აპრილს მომჩივნის
თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, ხოლო 2011 წლის 3 მაისს დაიწყო ახალი
გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. ეს ორი საქმე მოგვიანებით
გაერთიანდა. შემდგომ კი, გაუერთიანდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
პატიმართა მიმართ განხორციელებული ცემა-წამების ფაქტებზე დაწყებულ
გამოძიებას.
ევროპული სასამართლოს მიერ განჩინების მიღების შემდგომ, 2016 წლის 12 იანვარს,
სისხლის სამართლის №042090913801 საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო
№042120116801 საქმე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 დაწესებულების
თანამშრომლების მიერ ამავე დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრის, კახაბერ
თედლიაშვილის, მიმართ განხორციელებული ცემა-წამების ფაქტზე სსკ-ის 1441-ე
მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
დანაშაულის ნიშნებით და საქმე შემდგომი გამოძიების ჩასატარებლად დაექვემდებარა
საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.
2016 წლის 24 თებერვალს პროკურორმა გამოიტანა დადგენილება კვალიფიკაციის
შეცვლის შესახებ და სისხლის სამართლის №042120116801 საქმეზე გამოძიება
გაგრძელდა სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „ზ“ ქვეპუნქტებით და სსკის 115-ე მუხლით.
საქმეზე ჩატარდა მთელი რიგი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები.
ხელახალი გამოძიების ფარგლებში დაიკითხნენ მოწმეები, სხვებს შორის,
გარდაცვლილის თანამესაკნეები - საკანში არსებული ვითარების შესახებ; ექიმი თედლიაშვილისთვის დასმული დიაგნოზისა და გაცემული დანიშნულების თაობაზე;
გარდაცვლილის მამა - №6 დაწესებულებაში არსებული პრობლემების თაობაზე.
გამოთხოვილ და მოპოვებულ იქნა შესაბამისი დოკუმენტაციები, დაინიშნა
კომპლექსური ექსპერტიზები, მათ შორის, ბიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური
ექსპერტიზა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დოლბანდის მასალისა და
გამძლეობის დადგენის მიზნით, ასევე, დოკუმენტების ხელწერისა და ტექნიკოკრიმინალისტიკური ექსპერტიზა მომჩივნის მიერ, ზემოაღნიშნული განცხადებების
უშუალოდ შედგენის ფაქტის დადგენის მიზნით. 2017 წლის 22 მაისს, გარდაცვლილის
დედა ცნობილი იქნა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ. 2017 წლის 26-29 ივნისს ადვოკატი სრულად გაეცნო საქმის მასალებს.
გარდა ამისა, საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოთხოვილია შემდეგი სახის მასალები:
საქართველოს სახალხო დამცველისაგან გამოთხოვილი იქნა სახალხო დამცველის
აპარატის
თანამშრომლების
დაკითხვის
ნებართვა;
სასჯელაღსრულების
186
დეპარტამენტიდან გამოთხოვილია ინფორმაცია №6 დაწესებულების სამარტოო
საკნებში მყოფი და სამეურნეო სამსახურში რიცხული პირების შესახებ (მათი
ვინაობების დადგენისა და დაკითხვის მიზნით).
გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ექსპერტიზების შესაბამისად დადგინდა, რომ
სამარტოო საკანში მოთავსების თხოვნით, კ. თედლიაშვილის სახელით შედგენილი
განცხადებები შესრულებულია მისი ხელით და ორივე ეგზემპლარი დედან
დოკუმენტს წარმოადგენს; ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ დოლბანდის
მასალაზე მხოლოდ თედლიაშვილის „დნმ“ ნიმუშების კვალი აღინიშნება. ხოლო
თავად ,,დოლბანდი“, გარდა მისთვის დამახასიათებელი მასალების შემცველობისა,
შეიცავს თოკისათვის დამახასიათებელი ბოჭკოვან მასალას.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საქმეზე ჩატარდა შემდეგი საგამოძიებო და საპროცესო
მოქმედებები:
მოწმის სახით გამოიკითხა დამოუკიდებელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის
ცენტრ ,,ვექტორის“ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ა.გ. (კ. თედლიაშვილის
სხეულის დათვალიერების შედეგად გაცემული დასკვნის ირგვლივ);
მოწმის სახით გამოიკითხა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 დაწესებულების
სამედიცინო ნაწილის ექთანი ლ.გ. (კ. თედლიაშვილისათვის შესაბამისი
ფსიქოტროპული მედიკამენტების მიწოდების საკითხთან დაკავშირებით);
მოწმის სახით გამოიკითხა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 დაწესებულების
ყოფილი დირექტორი დ.მ. (კ. თედლიაშვილის მიერ სამარტოო საკანში მოთავსებისა და
მისი გვამის აღმოჩენის გარემოებების საკითხებთან დაკავშირებით);
დამატებით გამოიკითხა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 დაწესებულების
სამედიცინო ნაწილის ექიმ-ფსიქიატრი მ.გ. (კ. თედლიაშვილისათვის დასმული
დიაგნოზისა და შესაბამისი ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნასთან
დაკავშირებით).
2020 წლის 22 იანვარს მოწმის სახით გამოიკითხა სახალხო დამცველის აპარატის
პრევენციისა და მონიტორინგის ყოფილი სპეციალისტი ა. ნ., რომელმაც დაადასტურა
2011 წლის 13 აპრილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის ფაქტი, სადაც
სახალხო დამცველის აპარატის სპეციალისტ ო.კ.-სთან ერთად შეხვდა სამარტოო
საკანში მოთავსებულ კ.თედლიაშვილს. მოწმემ განმარტა, რომ კახაბერ თედლიაშვილს
თავად სურდა სამარტოო საკანში ყოფნა. მსჯავრდებულთან შეხვედრის თაობაზე მათ
მიერ შედგა შესაბამისი ოქმი, რომელიც ხელმოწერით დაადასტურა თავად კახაბერ
თედლიაშვილმა. საქმეზე გრძელდება გამოძიება.
როგორც 2018 წლის მიმდინარე საქმეების საპარლამენტო ანგარიშში უკვე აღინიშნა,
2018 წლის 23 იანვარს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ადამიანის
უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) თანამშრომლობით, ევროპული
სასამართლოს წინაშე მოითხოვა, სხვებს შორის, წინამდებარე საჩივრის
(„თედლიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“) განსახილველ საქმეთა ნუსხაში
აღდგენა. რაზეც, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2018 წლის 20 აპრილს
187
სტრასბურგის სასამართლოს წარუდგინა დასაბუთებული შეპასუხება. 2018 წლის 13
ნოემბერს სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნების მოთხოვნა საჩივრების
აღდგენის თაობაზე არცერთ საქმეზე, რითაც დასტურდება, რომ არ არსებობს
არავითარი ისეთი გარემოება, რაც ევროპული სასამართლოს მხრიდან მთავრობის მიერ
ნაკისრი
ვალდებულებების
შეუსრულებლობაზე
მსჯელობას
შესაძლებელს
148
გახდიდა.
გამცემლიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №2228/10, 2014 წლის
პირველი აპრილის განჩინება
21.
(საქმე ამორიცხულია ევროპული კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე, რაც არ
ექვემდებარება მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას)
საქმე ეხება საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ 2008 წლის 8 მაისს
მომჩივნების ოჯახის წევრის - გიორგი გამცემლიძის გაუფრთხილებლობით
სიცოცხლის მოსპობისა და შსს-ს ცალკეული თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი
უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2008 წლის 8 მაისს, დაახლოებით ღამის
1:20 საათზე, საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი, რომლებიც შსს-ს
საპატრულო პოლიციის თბილისისა და მცხეთა–მთიანეთის დეპარტამენტის
თანამშრომლები იყვნენ, დაედევნენ ავტომანქანას, რომელიც გადაჭარბებული
სიჩქარით მოძრაობდა თბილისის ცენტრალურ უბანში. მანქანა ბორდიურის ქვებს
მიეჯახა. გამოძიებით დგინდება, რომ მძღოლი, ბ–ნი გიორგი გამცემლიძე გადმოვიდა
და გაქცევა სცადა მიმდებარე ავტოფარეხის სახურავზე აძრომით. საპატრულო
პოლიციის ერთ–ერთმა თანამშრომელმა ამოიღო სამსახურებრივი პისტოლეტი და
დაედევნა გამცემლიძეს, მალევე დააკავა იგი და შებოჭა. გ. გამცემლიძე ცდილობდა
თავის დაღწევას, რა დროსაც პოლიციელის მიერ მოხდა გასროლა და გიორგი
გამცემლიძე სასიკვდილოდ დაიჭრა.
აღნიშნულ ფაქტზე, 2008 წლის 8 მაისს, თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება
სისხლის სამართლის №010088113 საქმეზე. იმავე დღეს, 02:30-03:35 საათამდე
თბილისის პროკურატურის თანამშრომლების მიერ დათვალიერდა შემთხვევის
ადგილი, თუმცა, მათ არანაირი იარაღი არ აღმოუჩენიათ. იმავდროულად, 2008 წლის 8
მაისს, შსს-ს თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის
სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №008082008 საქმეზე, გ.
გამცემლიძის მიერ იარაღის უკანონო შეძენა, შენახვისა და ტარების ფაქტზე. 02:40 სთდან 04:20 სთ-მდე პერიოდში დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც
ავტოფარეხის სახურავზე აღმოჩენილი იქნა ცეცხლსასროლი იარაღი.
2008 წლის 9 მაისს, ზემოაღნიშნული სისხლის სამართლის საქმეები გაერთიანდა ერთ
წარმოებად.
148
ხელმისაწვდომია: http://www.justice.gov.ge/News/Detail?newsId=7823
188
2009 წლის 16 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო
საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი
ნაწილითა და სასჯელის ზომად განუსაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე,
დაზარალებულის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დააკისრა
ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
განსახილველ საქმეზე, 2013 წლის 11 მარტს მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-2
მუხლის არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა ევროპული
სასამართლოს წინაშე და დეკლარაციით იკისრა ვალდებულება, ჩაატაროს ხელახალი
გამოძიება გარდაცვლილის მიმართ პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტზე.
ასევე, მომჩივნებს გადაუხადოს 20 000 ევრო მორალური და მატერიალური ზიანის,
ასევე, ხარჯების ასანაზღაურებლად. ევროპულმა სასამართლომ გაითვალისწინა
დეკლარაციის პირობები და 2014 წლის 1-ლ აპრილს საჩივარი ამორიცხა განსახილველ
საქმეთა ნუსხიდან.
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
მომჩივანს კომპენსაციის თანხა (20 000 ევრო) ჩაერიცხა სასამართლოს მიერ დადგენილ
ვადაში, 2014 წლის 16 ივნისს.
გამოძიება
2014 წლის 23 ივნისს, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში
დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №074230614802 საქმეზე შსს-ს ცალკეული
თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე,
დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. ახალი
გამოძიების ფარგლებში ჩატარდა მრავალი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
კერძოდ, სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივიდან ამოღებული
იქნა პოლიციელის - ვ.ა.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე. გამოძიების
მიზნებისთვის, ასევე, გამოთხოვილი იქნა შესაბამისი ინფორმაციები შსს-ს ცალკეული
დეპარტამენტებიდან და საპატრულო პოლიციიდან; ამასთან, სწრაფი კვების
რესტორნების ქსელ „მაკდონალდსიდან“ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შემთხვევის
დღეს მომუშავე პირებისა და ვიდეო-კამერების ჩანაწერების შესახებ.
გამოძიების პროცესში დაიკითხა არაერთი პირი. კერძოდ, ხელახლა დაიკითხნენ
გარდაცვლილის დედა და მეგობრები, მათ შორის, გარდაცვლილის მეგობარი ი. ჯ.,
რომელიც განსახილველ შემთხვევას უშუალოდ შეესწრო. ასევე, დაიკითხნენ
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის, ვ. ა., რომლის მიერაც მოხდა
გასროლა და მისი მეწყვილე ლ. ჯ.. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაიკითხნენ
შემთხვევის ადგილზე მისული ექსპერტ-კრიმინალისტები, შსს-ს საინფორმაციოანალიტიკური დეპარტამენტის იმჟამინდელი უფროსი და მისი მოადგილე და
აღნიშნული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლები. გამოძიების პროცესში დაიკითხნენ
ი. ჯ.-ს ყოფილი მეუღლე ა. მ. და ფაქტის თვითმხილველი მოწმე - ო. თ., აგრეთვე
189
პროკურატურის თანამშრომლები. აღსანიშნავია, რომ გატარდა კონკრეტული ზომები,
სავარაუდოდ, გ. გამცემლიძის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღის წარმომავლობის
დასადგენად.
გარდა ამისა, დათვალიერდა გ. გამცემლიძის დედის მიერ წარმოდგენილი CD დისკები
და ჩაუტარდათ ფონოსკოპიური ექსპერტიზა. ასევე, საქმეზე ჩატარდა საგამოძიებო
ექსპერიმენტი.
ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ განახლებული
გამოძიება იყო მაქსიმალურად ყოვლისმომცველი და შედგებოდა ყველა იმ
გონივრული ნაბიჯისგან, რომლებიც საჭირო იყო მტკიცებულებების მოპოვების
უზრუნველსაყოფად. გამოძიებამ გამოიჩინა საკმარისი ძალისხმევა და გულმოდგინება,
რომელიც აუცილებელი იყო საქმის ფაქტობრივი გარემოებების სწრაფად დასადგენად.
გამოძიების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია და მტკიცებულებები შეფასდა
სრულად და ობიექტურად. თუმცა, ჩატარებული გამოძიებით ვერ იქნა მოპოვებული
ობიექტური მტკიცებულებები, რომლებიც შესაბამისი სტანდარტით დაადასტურებდა
კონკრეტულ პირთა ბრალეულობას. მოპოვებული მტკიცებულებების სამართლებრივი
ანალიზის შემდგომ, გამოძიება იმსჯელებს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების
მიღების შესახებ.
ძებნიაური საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №67813/11, 2014 წლის 9
სექტემბრის განჩინება
22.
მომჩივანმა, ქალბატონმა ჟანა ძებნიაურმა, 2011 წლის 7 ოქტომბერს მიმართა ევროპულ
სასამართლოს კერძო სამედიცინო დაწესებულებაში (შპს „სამკურნალო კომბინატში“)
2005 წლის 9 აპრილს მისი შვილის − გიორგი ძებნიაურის, გარდაცვალების თაობაზე.
მომჩივანი კონვენციის მე-2 მუხლის საფუძველზე, პრეტენზიას გამოთქვამდა იმასთან
დაკავშირებით, რომ მოპასუხე სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო შესაბამისი კერძო
სამედიცინო დაწესებულების სათანადო და უსაფრთხო ფუნქციონირება და არ
ჩატარდა იმ საექიმო შეცდომების სრულყოფილი გამოძიება, რომლებმაც მომჩივნის
შვილის გარდაცვალება გამოიწვია.
2014 წლის 29 მაისს მთავრობამ სასამართლოში წარადგინა ცალმხრივი დეკლარაცია,
რითაც აღიარა კონვენციის მე-2 მუხლით სახელმწიფოსთვის დაკისრებული
პოზიტიური ვალდებულებების დარღვევის ფაქტი და გამოთქვა მზადყოფნა,
მომჩივნისთვის გადაეხადა 7 000 ევრო.
2014 წლის 13 ივნისის წერილით მომჩივანი მიესალმა მთავრობის აღიარებას,
კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის
თაობაზე და მიუთითა, რომ იგი მზად იყო, დათანხმებოდა მთავრობის დეკლარაციას,
თუ ტექსტიდან ამოღებული იქნებოდა პირობა 7 000 ევროს გადახდის შესახებ.
მომჩივანმა განმარტა, რომ ფულადი კომპენსაცია ვერ აუნაზღაურებდა მას შვილის
გარდაცვალებით გამოწვეულ ტანჯვას და კატეგორიული უარი განაცხადა
მთავრობისგან ნებისმიერი ფულადი შეთავაზების მიღების თაობაზე.
190
შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ ფულადი
კომპენსაციის გადახდის პირობა უნდა იქნეს უარყოფილი. ევროპულმა სასამართლომ
საკმარისად მიიჩნია მთავრობის მიერ კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევის აღიარება
და 2014 წლის 9 სექტემბერს საჩივარი ამორიცხა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან.
ინდივიდუალური ღონისძიებები
გამოძიება
2005 წლის 8 ივნისს შსს-ს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს
პოლიციის სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე.
2016 წლის 11 მარტს - საქმე გამოსაძიებლად გადაეცა თბილისის პროკურატურის
საგამოძიებო ნაწილს.
საქმეზე გამოკითხულია შესაბამისი მოწმეები, ასევე არაერთხელ ჩატარდა კომისიური
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელსაც დაევალა გადაეწყვიტა საკითხი თუ
რამდენად სწორად და კვალიფიციურად მიმდინარეობდა გიორგი ძებნიაურის
მკურნალობა (ოპერაციები) და რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. ექსპერტიზის
დასკვნების თანახმად, მისი გარდაცვალების უშუალო მიზეზია - პანკრეოტიტი - კუჭის
უკანა ჯირკვლის ანთება, რაც ნაღვლის ბუშტის მწვავე ანთებითმა პროცესმა გამოიწვია.
დასკვნებში აღნიშნულია, რომ გიორგი ძებნიაურს ოპერაციის ჩატარებამდე დიაგნოზი
სწორად დაესვა და ჩატარებულ მკურნალობაში შეცდომები დაშვებული არ ყოფილა.
ვინაიდან 2011 წლის 9 აპრილს სისხლის სამართლის №07051275 საქმეზე გავიდა
სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, შესაძლო არაეფექტური
გამოძიების და სამსახურებრივი გულგრილობის დასადგენად, პროკურორის
შესაბამისი დადგენილების საფუძველზე, 2016 წლის 11 მარტს საქმეზე შეიცვლა
კვალიფიკაცია და გამოძიება გაგრძელდა სსკ-ის 342-ე მუხლის მეორე ქვეპუნქტით.
სისხლის სამართლის საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლის შემდეგ ჩატარდა რიგი
საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის დაიკითხნენ ხსენებული საქმის
გამომძიებლები და საქმის ზედამხედველი პროკურორი. მოწმეთა ჩვენებით,
დაზარალებულის
ჩართულობითა
და
მონაწილეობით,
მათი
შესაბამისი
შუამდგომლობების საფუძველზე, ტარდებოდა გარკვეული საგამოძიებო თუ
საპროცესო მოქმედები, საქმეზე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების მიზნით.
2020 წლის 9 ივლისს, დაზარალებულის უფლებამონაცვლეს მიეცა შესაძლებლობა,
სრულად გაცნობოდა სისხლის სამართლის საქმის მასალებს და გამოეთქვა შენიშვნები
და წინადადებები ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებთან
დაკავშირებით, რაზეც მან განმარტა, რომ არ სურს საქმის მასალების გაცნობა, ასევე,
რაიმე სახის შენიშვნა ან წინადადება ჩატარებულ, ან/და ჩასატარებელ საგამოძიებო
მოქმედებებთან დაკავშირებით არ გააჩნდა.
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების
შედეგად არ დადასტურდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისა და
ზედამხედველი პროკურორის მიერ გიორგი ძებნიაურის გარდაცვალების საქმეზე
წარმოებული გამოძიების პროცესში, სსკ-ის 342-ე მუხლით განსაზღვრული ქმედების,
191
კერძოდ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტი. ამასთან, საქმეზე
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, იმის გათვალისწინებით, რომ გიორგი
ძებნიაურს ოპერაციის ჩატარებამდე დიაგნოზი სწორად დაესვა და ჩატარებულ
მკურნალობაში შეცდომები დაშვებული არ ყოფილა, სამედიცინო პერსონალის
ქმედებებში არ გამოიკვეთა სხვა დანაშაულის ნიშნები. ყოველივე ზემოაღნიშნულის
შედეგად, 2020 წლის 14 ივლისს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე
მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეწყდა გამოძიება, სისხლის
სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, რის შესახებაც
ეცნობა დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, რომელსაც აღნიშნული დადგენილების
გაუქმების მოთხოვნით საჩივარი არ წარმოუდგენია.
ასათიანი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №42174/11, 2017 წლის 4
აპრილის განჩინება
23.
(საქმე ამორიცხულია ევროპული კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე, რაც არ
ექვემდებარება მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას)
საჩივარი ეხებოდა პოლიციის მიერ 2011 წლის 3 იანვრის ქუჩის მჯდომარე
საპროტესტო აქციის დარბევას. მომჩივნებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ აქციაში,
განაცხადეს,
რომ
მათ
მიმართ
ადგილი
ჰქონდა
პოლიციის
მხრიდან
უფლებამოსილებების გადამეტებას, რითაც დაირღვა კონვენციის მე-3 და მე-11
მუხლები. ამ საჩივრების შესახებ მთავრობას ეცნობა 2015 წლის 28 სექტემბერს.
2016 წლის 3 მაისსა და 3 ივნისს სასამართლომ მიიღო ორივე მხარის მიერ
ხელმოწერილი დეკლარაციები, რომლის მიხედვით მომჩივნები დათანხმდნენ
განსახილველ საქმეთა ნუსხიდან საჩივრის ამორიცხვას მთავრობის მიერ გამოთქმული
აღიარებებისა და აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით. კერძოდ, მთავრობამ
აღიარა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა №4, №5 და №7 (ბ-ნი თოფურია, ბ-ნი
რევიშვილი და ბ-ნი იამანიძე) მომჩივნებთან მიმართებით პოლიციის მხრიდან, მათ
წინააღმდეგ უფლებამოსილების გადამეტების საფუძველზე და აიღო ვალდებულება,
რომ გამოიძიოს აღნიშნული ინციდენტი. ამასთანავე, მთავრობამ აღიარა კონვენციის
მე-11 მუხლის დარღვევა ათივე მომჩივნის მიმართ.
ასევე, მთავრობამ აიღო შემდეგი თანხების გადახდის ვალდებულება:
- 2 500 ევრო თითოეული მომჩივნის სასარგებლოდ (ბ-ნი თოფურია, ბ-ნი რევიშვილი
და ბ-ნი იამანიძე);
- 2 000 ევრო თითოეული მომჩივნის სასარგებლოდ (ბ-ნი ასათიანი, ბ-ნი ასატრიანი,
ბ-ნი ჩიღოშვილი, ბ-ნი ზღუდაძე, ბ-ნი ძებისაშვილი, ბ-ნი ელისაშვილი და ბ-ნი ჩხაიძე).
2017 წლის 4 აპრილს ევროპულმა სასამართლომ საჩივარი ამორიცხა განსახილველი
საქმეთა ნუსხიდან.
192
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
მთავრობამ მომჩივნებს კომპენსაციის თანხა (21 500 ევრო) გადაუხადა დადგენილ
ვადაში, 2017 წლის 21 ივნისს.
გამოძიება
ყოველმხრივი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარების მიზნით, 2016
წლის 6 იანვრის დადგენილებით, სისხლის სამართლის №074118003 საქმე
გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების
პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტს. ამჟამად გამოძიება
მიმდინარეობს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 147-ე
მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლითა და 341-ე მუხლით, ვინაიდან იკვეთება
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბისა და
განზრახ უკანონო დაკავების ნიშნები.
გამოძიების ფარგლებში, გამოკითხულია მრავალი მოწმე (სულ სისხლის სამართლის
საქმეში
გამოკითხულია
62
მოწმე),
კერძოდ,
პატრულ-ინსპექტორები
ადმინისტრაციული დაკავებისა და ოქმების შევსების თაობაზე, კონსტიტუციური
უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე აქციის მონაწილე პირები, მათ
შორის, მომჩივნები, ჟურნალისტები. აქციის დაშლასთან დაკავშირებით გამოიკითხა
ასევე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი რ. ნ..
საზოგადოებრივი არხის არქივიდან გამოთხოვილი იქნა აუდიო-ვიდეო ფაილი, სადაც
ასახულია აქციის დარბევის კადრი. სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო
ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დამატებით გადაიგზავნა საზოგადოებრივი
მაუწყებლიდან გამოთხოვილი მასალა და გამოტანილ იქნა ახალი დადგენილება
ექსპერტიზის
მიერ
დამატებით
კითხვებზე
პასუხის
გაცემის
მიზნით.
ინტერნეტსივრცეში დამატებით იქნა მოძიებული და საქმეზე დამაგრებული
ვეტერანების დარბევის ამსახველი სხვადასხვა კადრი.
მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმეს ერთვის არაერთი აუდიო-ვიდეო
მასალა, ისინი ძირითადად გამოუსადეგარია საექსპერტო კვლევისთვის, დაბალი
ხარისხიდან გამომდინარე.
საქმეზე
დანიშნულია
კომპლექსური
ჰაბიტოსკოპური
და
ფონოსკოპური
ექსპერტიზები აქციის დაშლაში სავარაუდოდ მონაწილე სამართალდამცავების
იდენტიფიცირების მიზნით, რაც ამ ეტაპზე, მიღებული არ არის. ექსპერტიზის
დასკვნების მიღების შემდგომ დაიგეგმება დამატებითი საგამოძიებო ღონისძიებები.
193
ზურაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №52168/12, 2017 წლის 19
სექტემბრის განჩინება
24.
(საქმე ამორიცხულია ევროპული კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე, რაც არ
ექვემდებარება მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას)
მომჩივანი, კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე აცხადებდა, რომ 2011 წლის 26 მაისს
(შემდგომ - „2011 წლის 26 მაისის ინციდენტი”), პოლიციის მიერ მისი დაკავებისას
ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას და რომ, შესაბამისმა ორგანოებმა ვერ შეძლეს
ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიება.
საქმის მორიგებით დასრულების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მთავრობამ 2016
წლის 28 ოქტომბრის წერილით შეატყობინა სასამართლოს, რომ მას სურდა საჩივარში
აღნიშნული საკითხების გადაწყვეტის მიზნით, ცალმხრივი დეკლარაციის წარდგენა.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-3 მუხლის
არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა 2011 წლის 26 მაისის
ინციდენტთან მიმართებით, მან აიღო ვალდებულება, რომ უზრუნველეყო მომჩივნის
სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოძიება და გადაეხადა მისთვის 5 000
ევრო ყველა მატერიალური და მორალური ზიანის, ასევე ხარჯების დასაფარად.
სასამართლომ განიხილა დეკლარაციის პირობები მისი პრეცედენტული სამართლის
მიხედვით და ამორიცხა საჩივარი კონვენციის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის (c)
ქვეპუნქტის საფუძველზე.
აგრეთვე, განსახილველ საქმეში მომჩივნის ადვოკატების მიერ გაწეული სამუშაოს
გათვალისწინებით, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ გონივრული იქნებოდა
მომჩივნისთვის 1000 ევროს ოდენობით თანხის მინიჭება იურიდიული
წარმომადგენლობის ხარჯების ასანაზღაურებლად, სასამართლოს რეგლამენტის 43-ე
წესის მე-4 პუნქტის საფუძველზე.
ინდივიდუალური ღონისძიებები
სამართლიანი დაკმაყოფილება
მთავრობამ მომჩივანს კომპენსაციის თანხა (6 000 ევრო) გადაუხადა დადგენილ ვადაში,
2017 წლის 13 დეკემბერს.
გამოძიება
ყოველმხრივი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარების მიზნით
სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა მთავარ პროკურატურას და 2011
წლის 11 ივნისს გამოძიება დაიწყო ქ. თბილისის პროკურატურის ანტიკორუფციულ
საგამოძიებო ნაწილში. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის
№8
დაწესებულებაში
მოთავსებულ
პატიმართან
შაქრია
ზურაშვილთან შეხვედრისა და გასაუბრების ოქმში ასახული გარემოებები, 2011 წლის
26 მაისს პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მისი უკანონოდ დაკავებისა და ცემის
შესახებ.
194
2017 წლის 8 დეკემბრის, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის
დადგენილებით, სისხლის სამართლის საქმე, გამოსაძიებლად გადაეცა მთავარი
პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.
საქმეზე მიმდინარე გამოძიებისას გამოკითხულია შაქრია ზურაშვილი და საქმესთან
შემხებლობაში მყოფი მრავალი პირი (მათ შორის, შემთხვევის თვითმხილველი). ასევე,
პოლიციის თანამშრომლები (საქმის გამომძიებლები), აგრეთვე, პენიტენციური
დაწესებულების თანამშრომლები.
გამოძიების
ფარგლებში,
მოპოვებულია
შაქრია
ზურაშვილის
დაკავების
დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აგრეთვე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის
ამსახველი სრულყოფილი დოკუმენტაცია. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ
ბიუროში დანიშნული და ჩატარებული იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა,
რომლის 2018 წლის 25 ივნისის დასკვნის მიხედვით, შაქრია ზურაშვილისათვის
მიყენებული დაზიანებები მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის
გარეშე.
2018 წლის 1-ლ აგვისტოს სისხლის სამართლის საქმეზე შეიცვალა დანაშაულის
კვალიფიკაცია და გამოძიება გაგრძელდა სსკ-ის 1443 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“,
„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით. იმავე დღეს დაზარალებულად იქნა ცნობილი შაქრია
ზურაშვილი, რაც მას ეცნობა და განემარტა უფლება-მოვალეობები.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 2020 წლის 20 იანვარს, შაქრია ზურაშვილის
ინტერესების დამცველმა ადვოკატმა განცხადებით მიმართა საგამოძიებო უწყებას და
მოითხოვა გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილიდან სისხლის
სამართლის საქმის აცილება და მისი გამოსაძიებლად გადაცემა სხვა საგამოძიებო
უწყებისთვის.
პროკრატურის მიერ დაკმაყოფილებულ იქნა ადვოკატის მოთხოვნა და აღნიშნული
საქმე 2020 წლის 29 იანვარს, შემდგომი გამოძიების ჩატარების მიზნით გადაეცა
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში
ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტს.
2020 წლის 20 ნოემბერს მოწმის სახით გამოიკითხა ა.ბ. (შინაგან საქმეთა სამინისტროს
ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სადღეღამისო ჯანდაცვის პუნქტის მედდა),
რომელმაც დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების
უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი, დაკავებული პირის (შაქრია
ზურაშვილი) პირველად სამედიცინო დახმარების ფორმაში ასახული ინფორმაცია
შაქრია ზურაშვილის დაზიანებებისა და გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ.
2020 წლის 9 დეკემბერს მოწმის სახით დაიკითხა კ.ს. (შსს-ს დროებითი მოთავსების
უზრუნველყოფის დეპარტამენტის ქ. თბილისის №1 იზოლატორის სამმართველოს
ინსპექტორი), რომელმაც განმარტა, დაკავებული პირის გადაადგილებისა და
პროცედურების შესახებ.
მოწმეებმა გამოძიებას მიაწოდეს მათ ხელთ არსებული საქმისათვის მნიშვნელოვანი
ინფორმაცია.
195
2020 წლის 7 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი
მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან, 2020 წლის 8 დეკემბერს შპს ,,აკად.
გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრიდან“, 2020 წლის 8
დეკემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის
ეროვნული ბიუროდან, ხოლო 2020 წლის 10 დეკემბერს შპს ,,აკადემიკოს ნიკოლოზ
ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო“ კლინიკიდან, მიმართვის
საფუძველზე გამოთხოვილ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია.
ამასთან, 2020 წლის 10 დეკემბერს საქმეზე დაინიშნა კომპლექსური, ჰაბიტოსკოპიური
და ფონოსკოპიური ექსპერტიზა, შესაბამისად სისხლის სამართლის საქმის მასალები
გადაიგზავნა ექსპეტიზის ეროვნულ ბიუროში. ამჟამად გამოძიება გრძელდება.
2021 წლის 5 თებერვალს მოწმის სახით გამოიკითხა მ.შ. (2010 წლის ოქტომბრიდან 2020
წლის მარტამდე სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური
დაწესებულების ექიმი), რომელმაც განმარტა, რომ 2011 წლის 26 მაისის მოვლენების
შემდგომ, მისი მორიგეობისას №8 დაწესებულებაში მიიყვანეს დიდი რაოდენობით
პატიმრები, რომელთაც ჰქონდათ დაზიანებები. ბუნებრივია, გაისინჯა თითოეული
პატიმარი და შედგა სათანადო დოკუმენტაცია. ამასთან, მოწმემ დაადასტურა შაქრია
ზურაშვილის მიმართ შედგენილი სისხლის სამართლის საქმის „სხეულის
დათვალიერების ოქმსა“ და „სამედიცინო ცნობაში“ ასახული ინფორმაცია. საქმეზე
გრძელდება გამოძიება.
196
III.
შეჯამება
ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაცია ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლება
აქტიურად მუშაობს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულყოფილად
შესრულების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილებებისა და განჩინებების ეფექტიანად აღსრულების კუთხით.
ანგარიში მოიცავს აღსრულების, როგორც ინდივიდუალურ ღონისძიებებს, კერძოდ,
მომჩივანთათვის ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევების შედეგების
მაქსიმალურად გამოსწორებას/აღმოფხვრას, ასევე კომპლექსური ხასიათის ზოგად
ღონისძიებებს, რომელთა მიზანია მსგავსი დარღვევების პრევენცია.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2020 წლის
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მინიმუმამდეა დაყვანილი იმ საქმეების
რაოდენობა, რომელთა თაობაზეც სტრასბურგის სასამართლომ კითხვით მიმართა
საქართველოს. კერძოდ, 2020 წელს სასამართლომ მხოლოდ 7 საქმეზე მიმართა კითხვით
საქართველოს მთავრობას, რაც ევროსაბჭოს წევრობის პერიოდში რეკორდულად მცირე
მაჩვენებელია. შედარებისთვის: 2009-2011 წლებში, საშუალოდ, 45-50 საქმე
იგზავნებოდა საპასუხოდ, ხოლო 2017-2019 წლებში – 15-25.
ეს ნიშნავს იმას, რომ ბოლო წლებში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების
უმეტესობა ევროპული სასამართლოს მიერ დაუშვებლად ცხადდება ისე, რომ
საქართველოს მიერ დამატებითი ინფორმაციის წარდგენის საჭიროებაც არ არსებობს.
ასეთი მცირე რაოდენობის საქმეები 2020 წელს გაეგზავნა სკანდინავიის ქვეყნებს
(ნორვეგია, დანია, ფინეთი) და მცირერიცხოვანი მოსახლეობის მქონე პატარა
სახელმწიფოებს (ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მონაკო, სან მარინო). ამ მონაცემების
მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 23 სახელმწიფოს.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ევროპულ სასამართლოში ნარჩუნდება საქართველოს
წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრების კლების ტენდენცია. კერძოდ, 2019 წელს
წარდგენილი იყო 131 საჩივარი, 2020 წელს – 130, იმის ფონზე, როცა საქართველოს
მიმართ 2010 წელს წარდგენილი იყო 375 საჩივარი, ხოლო 2011 წელს – 395.
აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, მკვეთრად შემცირდა საქართველოს
წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში არსებული საქმეების საერთო რაოდენობა.
კერძოდ, სტატისტიკის თანახმად, 2011 წლისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს წარმოებაში იყო საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3045 საქმე, ხოლო
2020
წლის
ბოლოს
არსებული
მონაცემებით,
ევროპული
სასამართლო
საქართველოსთან მიმართებით მხოლოდ 532 საქმეს განიხილავს.
აღნიშნული სტატისტიკა მკაფიო ინდიკატორია იმისა, რომ სტრასბურგის
სასამართლოს მოსაზრებით, ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს ქვეყნის
შიგნით ეფექტურად არის შესაძლებელი და უმეტეს შემთხვევაში, საჭირო არ არის
საქმეების დამატებითი განხილვა ევროპულ სასამართლოში. ეს კი, საქართველოს
მთავრობის მიერ ბოლო წლებში, მათ შორის, ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილებათა აღსრულების ფარგლებში, განხორციელებული რეფორმების
197
შედეგია, რის შემდგომაც მართლმსაჯულების სისტემა გახდა ქმედითი და იძლევა
უფლებების დაცვის ეფექტურ შესაძლებლობას.
198