„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-26
ბიუროს ნომერი 49
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 581 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი სისხლის სამართლის
შესაძლებელია ჩაერთოს პროკურორის ან გამომძიებლის გადაწყვეტილებით.“;
საქმეში
ბ) მე-3 - მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პროკურორი ან გამომძიებელი მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სისხლის
სამართლის საქმეში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მოწმისა და დაზარალებულის
ინტერესების გათვალისწინებით.
4. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის
მიზანშეწონილობის საკითხი პროკურორის მიერ განიხილება სამართალწარმოების
ნებისმიერ ეტაპზე, ხოლო გამომძიებლის მიერ − საქმის სასამართლოში წარმართვამდე.
5. პროკურორმა ან გამომძიებელმა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სისხლის
სამართლის საქმეში ჩართვის შესახებ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე
დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორს და უნდა
მიაწოდოს მას ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და
მოწმის/დაზარალებულის საკონტაქტო მონაცემების შესახებ.“.
2. 582 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი:
ა) პროკურორთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ მოწმესა და დაზარალებულს აწვდის
საჭირო ინფორმაციას გამოძიებისა და სასამართლო განხილვის მიმდინარეობის შესახებ;
ბ) მოწმესა და დაზარალებულს მათთვის გასაგები ენით განუმარტავს მათ უფლებებსა და
მოვალეობებს და უხსნის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის სამართლებრივ
პროცედურებს;
გ) გამოძიების მიმდინარეობისას ესწრება მოწმისა და დაზარალებულის მონაწილეობით
ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებასა და საპროცესო მოქმედებას მოწმის/დაზარალებულის
ემოციური მხარდაჭერის მიზნით;
დ) საქმის სასამართლო განხილვისას ესწრება მოწმისა და დაზარალებულის სასამართლოში
დაკითხვისა
და
მათი
მონაწილეობით
მტკიცებულებათა
გამოკვლევის
პროცესს
მოწმის/დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერის მიზნით;
ე) მოწმესა და დაზარალებულს აწვდის ინფორმაციას მათთვის საჭირო იურიდიული,
ფსიქოლოგიური, სამედიცინო ან/და სხვა მომსახურების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში
ეხმარება შესაბამის ორგანოსთან/ორგანიზაციასთან დაკავშირებაში.“;
ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. საქართველოს
კოორდინატორი:
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
მოწმისა
და
დაზარალებულის
ა) გამომძიებელთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ მოწმესა და დაზარალებულს აწვდის
ინფორმაციას გამომძიებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და განხორციელებული
საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების, აგრეთვე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ;
ბ) მოწმესა და დაზარალებულს მათთვის გასაგები ენით განუმარტავს მათ უფლებებსა და
მოვალეობებს და უხსნის გამოძიებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ პროცედურებს;
გ) გამოძიების მიმდინარეობისას ესწრება მოწმისა და დაზარალებულის მონაწილეობით
ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებასა და საპროცესო მოქმედებას მოწმის/დაზარალებულის
ემოციური მხარდაჭერის მიზნით;
დ) მოწმესა და დაზარალებულს აწვდის ინფორმაციას მათთვის საჭირო იურიდიული,
ფსიქოლოგიური, სამედიცინო ან/და სხვა მომსახურების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში
ეხმარება შესაბამის ორგანოსთან/ორგანიზაციასთან დაკავშირებაში.“.
3. 182-ე მუხლის 42 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„42. დახურულ სასამართლო სხდომაზე მოწმისა და დაზარალებულის მონაწილეობით
მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესს, მოწმის/დაზარალებულის სურვილის შემთხვევაში,
ესწრება პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საკანონმდებლო ცვლილება მიზნად ისახავს სისხლის სამართლის პროცესში
მოწმეებთან და დაზარალებულებთან კომუნიკაციის გამარტივებას, მათთვის შესაძლო
დანაშაულის ჩადენით მიყენებული სტრესის შემცირებასა და მეორეული ვიქტიმიზაციის
პრევენციას. სისხლის სამართლის პროცესი, თავისი არსით, ფორმალური პროცედურების
დაცვის აუცილებლობას მოითხოვს, რაც მოწმეთათვის და დაზარალებულთათვის
დამატებითი დისკომფორტია. აღნიშნული დისკომფორტის აღმოფხვრისა და სისხლის
სამართლის პროცესში მითითებულ სუბიექტთა სრულყოფილი მონაწილეობის მიზნით,
კანონპროექტი აძლიერებს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუციურ
როლს.
2011 წლიდან საქართველოს პროკურატურის სისტემაში მოქმედებს მოწმისა და
დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური. 2018 წლის საკანონმდებლო ცვლილებებით,
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი გახდა პროცესის სუბიექტი. საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროში „სისტემური განახლების“ საგამოძიებო მიმართულების
რეფორმის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის №1/43
ბრძანების საფუძველზე, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური
ამოქმედდა,
რომლის
მიზანსაც
წარმოადგენს
მოქალაქეების
სამართალდამცავ
სტრუქტურებთან
ეფექტური
ურთიერთობის
დამყარება,
გამოძიების
პროცესში
მოწმის/დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა, ხელახალი და მეორეული
ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება, გამოძიების ეტაპზე მათი ინფორმირებულობის
უზრუნველყოფა, სახელმწიფოში არსებული სერვისების შეთავაზება და აღნიშნულ
სერვისებში ჩართვა. სამსახური ძალზე ეფექტიანი აღმოჩნდა და უამრავ მოწმესა და
დაზარალებულს გაუწია დახმარება სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის
გაადვილების კუთხით. ამასთან, 2020 წელს სამსახური გაფართოვდა და მოიცვა საქართველოს
ყველა რეგიონი.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებული რედაქციით, მოწმისა და
დაზარალებულის კოორდინატორის სისხლის სამართლის პროცესში ჩართვის შესახებ
გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი. იმ პირობებში, როდესაც სამსახური არსებობს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაშიც, ოპერატიული რეაგირების მიზნით,
მნიშვნელოვანია, რომ გამოძიების ეტაპზე მსგავსი გადაწყვეტილების მიღების
უფლებამოსილება გამომძიებელსაც მიენიჭოს. კანონპროექტის მიზანია გამომძიებლისთვის
მითითებული უფლებამოსილების მინიჭება, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს მოწმეებისა და
დაზარალებულების სისხლის სამართლის პროცესში ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე
მონაწილეობას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
როგორც აღინიშნა, არსებული საკანონმდებლო მოწესრიგებით, გამომძიებელს არ აქვს
უფლება, სისხლის სამართლის პროცესში ჩართოს მოწმისა და დაზარალებულის
კოორდინატორი. იმ პირობებში, როდესაც მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის
სამსახური მოქმედებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაშიც,
არაეფექტურია კოორდინატორის პროცესში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მხოლოდ
პროკურორის მიერ მიღება. ოპერატიული რეაგირების მიზნით, აუცილებელია გამომძიებელს
გამოძიების ეტაპზე მიენიჭოს მსგავსი უფლებამოსილება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, გამომძიებელს მიენიჭება უფლებამოსილება, საქმის
სასამართლოში წარმართვამდე მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი ჩართოს
სისხლის სამართლის საქმეში. ამასთან, პროკურორის მიერ მოწმისა და დაზარალებულის
კოორდინატორი
სისხლის
სამართლის
საქმეში
ჩართვა
შესაძლებელი
იქნება
სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 581 მუხლის
პირველ ნაწილში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი სისხლის სამართლის
საქმეში ჩართვაზე უფლებამოსილ პირად, პროკურორთან ერთად, განისაზღვრა
გამომძიებელიც. მითითებული ცვლილებიდან გამომდინარე, 581 მუხლის მე-3 ნაწილში
მიეთითა, რომ პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირი მოწმისა და დაზარალებულის
კოორდინატორის სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს
მოწმისა და დაზარალებულის ინტერესების გათვალისწინებით. მითითებული მუხლის მე-4
ნაწილი ჩამოყალიბდა იმგვარად, რომ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის
სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის მიზანშეწონილობის საკითხი პროკურორის მიერ
განიხილება სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე, ხოლო გამომძიებლის მიერ − საქმის
სასამართლოში წარმართვამდე. აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს მიზანშეწონილობის
შესახებ გადაწყვეტილების მიმღებ პირად გამომძიებლის მოაზრებასაც. მე-5 ნაწილი
ჩამოყალიბდა იმგვარად, რომ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სისხლის
სამართლის საქმეში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა დაუყოვნებლივ
უნდა აცნობოს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორს და უნდა მიაწოდოს მას
ინფორმაცია
სისხლის
სამართლის
საქმის
ფაქტობრივი
გარემოებებისა
და
მოწმის/დაზარალებულის საკონტაქტო მონაცემების შესახებ. მითითებული ცვლილების
მიზანიც პროცესში, პროკურორთან ერთად, გამომძიებლის მონაწილეობის მიღებაა.
კანონპროექტის თანახმად, ახლებურად ყალიბდება 582 მუხლი, რომლის მიხედვითაც
ერთმანეთისგან
გაიმიჯნება
პროკურატურის
მოწმისა
და
დაზარალებულის
კოორდინატორისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და
დაზარალებულის კოორდინატორის უფლებამოსილებები. კერძოდ, საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი უფლებამოსილი იქნება
მოწმესა და დაზარალებულს მიაწოდოს ინფორმაცია გამომძიებლის მიერ მიღებული
გადაწყვეტილებებისა და განხორციელებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების,
აგრეთვე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. ხოლო, საქმის სასამართლო განხილვისას
დასწრების უფლება ექნება მხოლოდ პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის
კოორდინატორს.
როგორც აღინიშნა, პროექტის მიერ შემოთავაზებული ვერსიით სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის თანახმად კოორდინატორის დანიშვნის შესაძლებლობა საქმის
სასამართლოში წარმართვამდე მიენიჭება გამომძიებელსაც. მიუხედავად იმისა, რომ
დღეისათვის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური ფუნქციონირებს
მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროსა და საქართველოს პროკურატურაში,
საგამოძიებო ორგანოებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, მსგავსად მოქმედი რეგულაციებისა,
მიმართონ პროკურორს საქმეში პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის
კოორდინატორის ჩართვის მიზნით. შესაბამისად, პროექტი საგამოძიებო ორგანოებს არ
აკისრებს ახალი სამსახურის შექმნის ვალდებულებას და არ ადგენს მათ მიმართ ახალ
რეგულაციებს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. კანონისთვის უკუძალის
მინიჭების საკითხი გათვალისწინებული არ არის.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის
შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
ხარჯვით
ნაწილზე.
კანონპროექტით
გათვალისწინებული
საქმიანობა
განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს არსებული რესურსით.
კერძოდ, ერთი კოორდინატორისათვის განსაზღვრული ხარჯი ხელფასისა (1 375 ₾) და
თანამშრომელთათვის სატელეფონო კომუნიკაციის უზრუნველყოფის (10 ₾) ჩათვლით
შეადგენს თვეში 1 385 ლარს (წელიწადში 16 620 ლარს). კანონპროექტი არ გამოიწვევს
არსებული ხარჯების ზრდას.
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროში ამოქმედდა 2019 წლიდან, ხოლო 2020 წლიდან მან მოიცვა საქართველოს ყველა
რეგიონი. დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროში
გათვალისწინებულია მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის 15 საშტატო
ერთეული, რომელთაგან დაკავებულია − 14. პრაქტიკამ აჩვენა, რომ დასახელებული
რაოდენობა სრულიად საკმარისია და შეესაბამება არსებულ საჭიროებებს. ამ ეტაპზე
სამინისტრო არ
გეგმავს
დასახელებული
საშტატო
ერთეულების
ზრდას
ან
თანამშრომლებისათვის სამსახურეობრივი სარგოს მომატებას. საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მიერ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის
ფუნქციონირების
უზრუნველყოფა
კვლავ
განხორციელდება
სამინსიტროსათვის
გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ამასთან, როგროც აღინიშნა, პროექტი საგამოძიებო ორგანოებს არ აკისრებს ახალი სამსახურის
შექმნის ვალდებულებას და არ ადგენს მათ მიმართ ახალ რეგულაციებს. შესაბამისად,
პროექტის მიღება არ წარმოშობს სხვა საგამოძიებო ორგანოებისათვის ხარჯვით
ვალდებულებებს. მათ კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, მსგავსად მოქმედი რეგულაციებისა,
მიმართონ
პროკურორს
საქმეში
პროკურატურის
მოწმისა
და
დაზარალებულის
კოორდინატორის ჩართვის მიზნით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით
გადასახდელის
(ფულადი
დადგენილი
შენატანის)
გადასახადის,
ოდენობა
მოსაკრებლის
შესაბამის
ბიუჯეტში
ან
სხვა
სახის
და
ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი
პოზიტიურ
ზეგავლენას
მოახდენს
ბავშვის
უფლებრივ
მდგომარეობაზე, რამდენადაც მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი აქტიურად
ერთვება იმ სისხლის სამართლის საქმეებში, რომლებშიც მოწმე ან დაზარალებული
არასრულწლოვანია.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.