„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.04.2021
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/38/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-26
ბიუროს ნომერი 49

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 110060000.04.001.016256) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელე − პროკურატურის მრჩეველი, კანცელარიის უფროსი, საქმისწარმეობის განყოფილების უფროსი, პროკურატურის სპეციალისტი, პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი, იმ სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელი პირები და მათი მოადგილეები, რომლებიც არ არიან პროკურორები და ინიშნებიან პროკურატურის სისტემაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, რომელთა განხორციელება.“. ფუნქციაა საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილებების 2. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობის სხვა წევრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, სახელმწიფო ინსპექტორის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო წოდების ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის, პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის ან პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მიერ დანაშაულის ჩადენისას;“. 3. 76-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის ან პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას იწყებს გენერალური პროკურორი.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საკანონმდებლო ცვლილება მიზნად ისახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ერთმანეთისგან გამიჯვნას. 2011 წლიდან საქართველოს პროკურატურის სისტემაში მოქმედებს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური. 2018 წლის საკანონმდებლო ცვლილებებით, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი გახდა პროცესის სუბიექტი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „სისტემური განახლების“ საგამოძიებო მიმართულების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის №1/43 ბრძანების საფუძველზე მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური ამოქმედდა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს მოქალაქეების სამართალდამცავ სტრუქტურებთან ეფექტური ურთიერთობის დამყარება, გამოძიების პროცესში მოწმის/დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა, ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება, გამოძიების ეტაპზე მათი ინფორმირებულობის უზრუნველყოფა, სახელმწიფოში არსებული სერვისების შეთავაზებას და აღნიშნულ სერვისებში ჩართვა. აღნიშნული სამსახური ძალზე ეფექტიანი აღმოჩნდა და უამრავ მოწმესა და დაზარალებულს გაუწია დახმარება სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გაადვილების კუთხით. ამასთან, 2020 წელს სამსახური გაფართოვდა და მოიცვა საქართველოს ყველა რეგიონი. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოქმედი რედაქციით, პროკურატურის თანამშრომლის შესაძლო დანაშაულზე სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს გენერალური პროკურორი. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები არსებობენ, როგორც საქართველოს პროკურატურის, ისე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, კანონპროექტი მიზნად ისახავს მათ ერთმანეთისგან გამიჯვნასა და გენერალური პროკურორის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას კოორდინატორზე. მხოლოდ პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: როგორც აღინიშნა, პროკურატურის თანამშრომელის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს გენერალური პროკურორი. თუ „პროკურატურის შესახებ“ ორგანულ კანონში არ შევა ცვლილება და არ დაკონკრეტდება, რომ მითითებული წესი ვრცელდება მხოლოდ პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორზე, მითითებულ მოწესრიგებაში შეიძლება მოაზრებულ იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორიც, რაც ეწინააღმდეგება მითითებულ საკითხზე კანონმდებლობის ლოგიკას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი მიიჩნევა პროკურატურის პროფესიულ საჯარო მოხელედ. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივ დევნას არ განახორციელებს გენერალური პროკურორი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, ახლებურად ყალიბდება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლითაც პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი მიიჩნევა პროკურატურის პროფესიულ საჯარო მოხელედ. ამასთან, ამავე პუნქტში ხორციელდება ტექნიკური ცვლილება, სწორდება ხარვეზი და პროკურატურის პროფესიულ საჯარო მოხელეთა ჩამონათვალში მიეთითება საქმისწარმეობის განყოფილების უფროსი. აღსანიშნავია, რომ ვინაიდან, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულება, თბილისის პროკურატურის დებულება და საოლქო პროკურატურის ტიპური დებულება, სტრუქტურული დანაყოფების და თანამშრომლების ჩამონათვალში ითვალისწინებს საქმისწარმოების განყოფილებას და საქმისწარმოების განყოფილების უფროსს, დასახელებულის მითითება უნდა მოხდეს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტშიც. ცვლილების თანახმად, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ყალიბდება იმგვარად, რომ გენერალური პროკურორი კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერმინისტრის, საქართველოს მთავრობის სხვა წევრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, სახელმწიფო ინსპექტორის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო წოდების ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის, პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის ან პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მიერ დანაშაულის ჩადენისას. ანალოგიური ცვლილება ხორციელდება ორგანული კანონის 76-ე მუხლის მე-2 პუნქტში. როგორც ზემოაღნიშნულიდან ჩანს, ცვლილებით კონკრეტდება ფაქტი, რომ გენერალური პროკურორი კანონით დადგენილი წესით სისხლისსამართლებრივ დევნას განახორციელებს მხოლოდ იმ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მიმართ, რომელიც იქნება პროკურატურის თანამშრომელი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი გათვალისწინებული არ არის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, სისხლისსამართლებრივ დევნას მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მიმართ ახორციელებს გენერალური პროკურორი. საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შედეგად, საქართველოს კანონმდებლობით დარეგულირდება და ერთმანეთისგან გაიმიჯდება პროკურატურის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები. შესაბამისად, წარმოდგენილ კანონპროექტში კონკრეტდება, რომ გენერალური პროკურორი სისხლისსამართლებრივ დევნას განახორციელებს მხოლოდ პროკურატურის და არა ყველა, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების მიმართ. აღნიშნული ჩანაწერი სრულ შესაბამისობაშია დღეს მოქმედ რეგულაციასთან, რომლის თანახმადაც გენერალური პროკურორი სისხლისსამართლებრივ დევნას იწყებს პროკურატურის თანამშრომლების და მათ შორის, პროკურატურის კოორდინატორების მიმართ. ვინაიდან არ იცვლება საქართველოს გენერალური პროკურატურის ფუნქციები, კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ამასთან, მართალია ორგანულ კანონში პროკურატურის პროფესიულ საჯარო მოხელეთა ჩამონათვალს ემატება საქმისწარმეობის განყოფილების უფროსი, თუმცა, როგორც აღინიშნა, დასახელებული თანამდებობა საქართველოს პროკურატურაში უკვე არსებობს, შესაბამისად არ ხდება ახალი თანამდებობის დამატება და დასახელებული არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: პროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.