„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 5
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-05-31
ბიუროს ნომერი 60
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) იარაღი – მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი
ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად, ან სიგნალის მისაწოდებლად ან
ხმოვანი (აკუსტიკური) ეფექტის მისაღებად;“;
ბ) „მ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ2“ ქვეპუნქტი:
„მ2) ფუჭი ვაზნა - მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შედგება მხოლოდ მასრის, ფეთქებადი
ნივთიერების, საცობის, კაფსულისაგან და განკუთვნილია ხმოვანი (აკუსტიკური) ეფექტის
მისაღებად;“;
გ) „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ ქვეპუნქტი:
„რ ) ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი - იარაღი, რომელიც კონსტრუქციულად დამზადებულია
ან/და გადაკეთებულია მხოლოდ ხმოვანი (ფუჭი) ვაზნების სასროლად და გამოიყენება
თეატრალურ წარმოდგენებში, კინო და სატელევიზიო ჩვენებებში, ისტორიულ
რეკონსტრუქციებში, აღლუმებსა და სპორტულ ღონისძიებებში;“.
1
2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) ხმოვანი (აკუსტიკური).“.
3. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.სამსახურებრივი
უფლებამოსილების
ვადის
გასვლის
შემდეგ,
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან
ცეცხლსასროლ იარაღებზე იარაღის ტარების უფლება უნარჩუნდებათ ამ მუხლის მე-2 პუნქტის
„ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს
მოსამართლეებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, აგრეთვე
საქართველოს პროკურატურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის,
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სისტემის
1
თანამშრომლებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ უფროსი და
უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი ოფიცრისა და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო
წოდებები და ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, გარდა იმ
შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადიან საქართველოს მოქალაქეობიდან, ახორციელებენ კერძო
დაცვით საქმიანობას (მხოლოდ აღნიშნული საქმიანობის განხორციელების პერიოდში) ან/და
დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან დისციპლინური ან/და სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის დაკისრების გამო.“
4. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების,
შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესი მტკიცდება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“.
5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 მუხლი:
„მუხლი 211. გაზის (აირის) იარაღის ტარებისა და ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარების,
გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის წესი
1. დაუშვებელია გაზის (აირის) იარაღის ღიად, გამოსაჩენად ტარება, ასევე საჯარო სივრცეში
მისი დემონსტრირება.
2. დაუშვებელია ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ფიზიკური პირის მიერ ტარება. ხმოვანი
(აკუსტიკური) იარაღის ტარება გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს თან
აქვს იარაღი − უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში.
3. დასაშვებია ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გადატანა-გადაზიდვა ან გადაგზავნა ამ კანონის
მე-2 მუხლის „რ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნებით, მხოლოდ განმუხტულ
მდგომარეობაში, ვაზნებისგან განცალკევებულად, რაც გამორიცხავს მისი დაუყოვნებლივი
გამოყენების შესაძლებლობას.
4. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
იარაღი არის განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსის მქონე, შეზღუდულ ბრუნვას
დაქვემდებარებული ნივთი, აღნიშნულს განაპირობებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების
წინაშე იარაღის მომეტებული საფრთხე. იარაღის ბრუნვის კონტროლი სახელმწიფოს
განსაკუთრებული ინტერესის საგანია, რამდენადაც ძალადობრივი დანაშაულების პრევენციის
კონტექსტში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს იარაღის წვდომაზე
და მის ბრუნვაზე კონტროლი. აღნიშნული უზრუნველყოფს სხვა მძიმე დანაშაულების
თავიდან აცილებას.
აღსანიშნავია, რომ დღეს ამ კუთხით სამართალდამცავი სისტემა კვლავ დადგა ახალი
გამოწვევების წინაშე, რომელთა დასაძლევად აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან
ადეკვატური პოლიტიკის წარმართვა. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონი და
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების მოქმედი რედაქცია ვერ ფარავს
ყველა იმ საფრთხესა და ქმედებების მთელ სპექტრს, რომელიც ბოლო პერიოდში გამოიკვეთა
საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინაშე. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე სამყაროში
ვითარდება და იხვეწება კრიმინალთა მიერ დანაშაულის ჩადენის გზები და ხერხები.
აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან დანაშაულებრივი
სამყაროს წინააღმდეგ გამოყენებული იქნეს ასევე თანამედროვე მიდგომები და რეგულაციები.
უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი კანონმდებლობით ცეცხლსასროლი იარაღის
შეძენის, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, ტარების წესები მოქცეულია საკანონმდებლო
ჩარჩოში. თუმცა, იმ იარაღების ბრუნვის საკითხები, რომლებიც არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ
იარაღს, მოქმედი ნორმებით ან საერთოდ დადგენილი არ არის, ან აღნიშნული მოკლებულია
ეფექტიანობას. პრაქტიკამ ცხადყო, რომ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გამოყენებითაც,
რომელიც მხოლოდ ფუჭ/ცარიელ ვაზნებს ისვრის, შესაძლებელია წარმატებით
განხორციელდეს ძალადობრივი დანაშაულების ჩადენა. დამნაშავე ასეთი იარაღითაც ახერხებს
დაზარალებულის ნების დათრგუნვას და მისი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის უნარის
პარალიზებას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული იარაღების თავისუფალი, შეუზღუდავი
დემონსტრირება ან საჯარო სივრცეში მისი გასროლა ასევე ნებისმიერ მოქალაქეს
სუბიექტურად უჩენს შიშის განცდას, მოქალაქე მოკლებულია შესაძლებლობას, ერთმანეთისგან
გაარჩიოს ხმოვანი და ცეცხლსასროლი იარაღი. ასეთ სიტუაციაში ნებისმიერი პირი იმყოფება
ექსტრემალურ ვითარებაში.
სამაგალითოდ, განმარტებით ბარათში წარმოდგენილია ხმოვანი იარაღებით ჩადენილი
დანაშაულები:
1
2021 წლის 16 აპრილს, ქ. თბილისში, სს „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ექსპრეს
ფილიალში, ახალგაზრდა მამაკაცმა იარაღის მუქარით, მძევლად აიყვანა ბანკში მყოფი
პირები. აღნიშნული პირი დაკავებულ იქნა შემთხვევის ადგილზევე, საიდანაც
ამოღებულ იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღი - ხმოვანი იარაღი;
2020 წლის 6 სექტემბერს, ქ. თბილისში, ერთ-ერთი საბითუმო მაღაზიის მოლარეს
იარაღის მუქარით გასტაცეს თანხა 19 000 ლარამდე ოდენობით. ამოღებულ იქნა
დანაშაულის ჩადენის იარაღი - ხმოვანი იარაღი;
2020 წლის 1 მარტს სურსათის მაღაზიის გამყიდველისა და მეპატრონის მიმართ
განხორციელდა ყაჩაღობა, რომელთაც ხმოვანი იარაღის გამოყენებით, მუქარით
წაართვეს თანხა 1300 ლარის ოდენობით. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ხმოვანი
იარაღი;
2020 წლის 27 ნოემბერს, ხმოვანი პისტოლეტით შეიარაღებულმა პირმა განახორციელა
ყაჩაღობა ქ. თბილისში მდებარე სს „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ექსპრეს
ფილიალზე, სადაც დაეუფლა თანხას 2 600 აშშ დოლარის, 1 785 ევროს და 1 955 ლარის
ოდენობით. ამოღებულ იქნა დანაშაულის იარაღი - ხმოვანი იარაღი და ბანკიდან
გატაცებული თანხის ნაწილი;
2021 წლის 18 იანვარს, ღამის საათებში, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში
მდებარე ჯართის მიმღებ პუნქტში არსებულ სადარაჯო ვაგონში თავს დაესხნენ ორ
პირს, რომლებსაც ხმოვანი იარაღის მუქარით გასტაცეს 2000 ლარი და სხვადასხვა
ძვირფასი ნივთები, რის შემდეგაც დაზარალებულებს აღუკვეთეს თავისუფლება და
გამოკეტეს იქვე მდებარე ჯიხურში, ხოლო ზემოაღნიშნულ ვაგონს წაუკიდეს ცეცხლი;
2020 წლის 11 ნოემბერს ორმა პირმა ხმოვანი იარაღის გამოყენებით განახორციელა
ყაჩაღობა ქ. რუსთავში მდებარე „აჭარა ფეის“ მოლარის მიმართ და სალაროდან გაიტაცეს
დაახლოებით 35 000 ლარი;
2020 წლის 6 აპრილს გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში განხორციელდა ყაჩაღობა,
რა დროსაც ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე ხმოვანი იარაღის დემონსტრირებით,
სიცოცხლის მოსპობის მუქარით ოპერატორს მოსთხოვეს ვაჭრობის შედეგად მიღებული
თანხის სრულად გადაცემა;
2020 წლის 23 ოქტომბერს, თეთრიწყაროს რაიონში ჩინეთისა და ავსტრალიის
მოქალაქეების მიმართ განხორციელდა ყაჩაღობა, რა დროსაც სახლში უკანონოდ
შეღწევით, ხმოვანი იარაღისა და ცივი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლისათვის
საშიში მუქარით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 16 100 ლარს, ლეპტოპს,
ტელეფონებსა და „ჰონდას“ მარკის ავტომანქანას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,
მხოლოდ ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ტერიტორიულ ქვემდებარეობაში
არსებული სისხლის სამართლის საქმეებიდან:
2020 წელს ხმოვანი იარაღის გამოყენებით განხორციელდა 18 ყაჩაღობა, ხოლო 2021
წელს1 (მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით) – 8 ყაჩაღობა
1
მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით
2
2020 წელს ხმოვანი იარაღის გამოყენებით ჩადენილ იქნა 24 სხვა ძალადობრივი
დანაშაულის ფაქტი, ხოლო 2021 წელს2 - 12 სხვა ძალადობრივი დანაშაული
მთელი საქართველოს მასშტაბით, 2020-2021 წლებში 755 საქმეზე ამოღებული იქნა გაზის
(აირის), ხმოვანი და პნევმატური იარაღი.
გარდა
ზემოაღნიშნულისა, ასევე პრობლემას წარმოადგენს დასახლებულ პუნქტებში
აღნიშნული იარაღებიდან (გაზის (აირის) და ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღები), ასევე
სასიგნალო იარაღიდან გასროლა. ასეთი იარაღებიდან გასროლის ხმა ჰგავს ცეცხლსასროლ
იარაღიდან გასროლას, რა შემთხვევაშიც საგამოძიებო ორგანოში შედის შეტყობინება
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის თაობაზე, ხოლო შემთხვევის ადგილზე გასული
სამართალდამცავები ადგენენ, რომ გასროლა განხორციელდა არა ცეცხლსასროლი, არამედ
ხმოვანი ან გაზის (აირის) იარაღიდან. აღნიშნული იწვევს რესურსის არარაციონალურ ხარჯვას,
რამდენადაც გაწეული ძალისხმევის შედეგს არ წარმოადგენს პირისთვის სანქციის დაწესება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ
„112“-ში 2019 წელს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 167-ე მუხლით
გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე შემოსულია 378 შეტყობინება, საიდანაც
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა დადასტურდა 17 ფაქტზე, 2020 წელს - 495 შეტყობინება,
საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა დადასტურდა 12 ფაქტზე, ხოლო 2021 წლის 19
აპრილის მდგომარეობით - 115 შეტყობინება, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა
დადასტურდა მხოლოდ 5 ფაქტზე3.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,
მხოლოდ ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ქვემდებარე ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებიდან 2020 წელს იარაღიდან სროლის შეტყობინების
საფუძველზე ამოღებულ იქნა 116 ხმოვანი პისტოლეტი, ხოლო 2021 წელს4 - 43.
ზემოაღნიშნული
გარემოებები
იწვევს
სამართალდამცავი
ორგანოების
რესურსის
არარაციონალურ ხარჯვას (შეტყობინებაზე რეაგირება, შემთხვევის ადგილზე გასვლა,
გასროლის ფაქტის შესწავლა, ექსპერტიზის ჩატარება).
შესაბამისად, უკანასკნელი პრაქტიკა აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და
ძალადობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში ერთ-ერთ გამოწვევას
წარმოადგენს იმ იარაღების თავისუფალი მიმოქცევა, გადატანა-გადაზიდვა, ტარება,
რომლებიც არ მიეკუთვნებიან ცეცხლსასროლ იარაღს (ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის, გაზის
(აირის) იარაღი, პნევმატური იარაღი). პრობლემას ამწვავებს ის ფაქტი, რომ მსგავს იარაღებთან
წვდომა გამარტივებულია, ბაზარზე არსებული ფასი დაბალია, ამასთან, მისი გადატანა2
მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით
2021 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით
4
მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით
3
3
გადაზიდვის/ტარების წესი არ არის კონტროლირებადი. ყოველივე ეს მოითხოვს სახელმწიფოს
მხრიდან რეგულაციების დადგენას.
უაღრესად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პროექტი ეყრდნობა არამხოლოდ პრაქტიკაში
გამოვლენილ გამოწვევებს, არამედ ითვალისწინებს ასევე საერთაშორისო გამოცდილებას.
ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებში იარაღის შეძენის, შენახვისა
და იარაღთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს არეგულირებს ევროკავშირის 1991 წლის
დირექტივა (Council Directive 91/477/EEC on control of the acquisition and possession of weapons).
აღნიშნული დირექტივის მიზანია ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებში იარაღთან
დაკავშირებული ერთიანი რეგულაციების არსებობა და იარაღის ბრუნვის მკაცრი კონტროლის
მექანიზმების ჩამოყალიბება.
2015 წელს, ერთწლიანი დისკუსიისა და მსჯელობის შემდეგ ევროპარლამენტმა და საბჭომ
მიაღწიეს შეთანხმებას, რის საფუძველზეც მომზადდა ზემოაღნიშნული დირექტივის
ცვლილებები. 2017 წლის ცვლილებაში (2017/853/EC) აღნიშნულია იმ იარაღების რეგულირების
საჭიროებაც, რომლებიც ისვრის მხოლოდ ფუჭ ვაზნებს. აღნიშნული აიხსნება იმით, რომ
მიუხედავად მათი არა ლეტალური ბუნებისა, მაინც არსებობს მათგან მომდინარე რისკები.5
პირველი − არსებობს ალბათობა ასეთი იარაღების იმგვარი გადაკეთებისა, რომ შესაძლებელი
გახდეს ტყვიის გასროლა და მეორე − ასეთი ტიპის იარაღის იერსახე იმდენად ჰგავს რეალურ
ცეცხლსასროლ იარაღებს, რომ ისინი ხშირად გამოიყენება დანაშაულების ჩასადენად.
კვლევებით დასტურდება, რომ ფუჭი ვაზნების სასროლი იარაღები, რომლებიც შემდგომ
გადაკეთდა ცეცხლსასროლ იარაღებად ერთ-ერთი ყველაზე იაფი იარაღებია შავ ბაზარზე.6
ბელგიაში პოლიციის მიერ ჩატარებული რეიდებისას, კრიმინალური დაჯგუფებებიდან
არაერთხელ იქნა ამოღებული ე.წ. ცარიელი/ფუჭი (blank) იარაღები.7 ბელგიის პოლიციის
განცხადებით, შეიარაღებული ყაჩაღობის ბევრ შემთხვევაში გამოყენებული იყო სწორედ ფუჭი
ტყვიების მქონე და ასევე, ცეცხლსასროლ იარაღთან მიმსგავსებული იარაღები. ყაჩაღობის
უმეტეს შემთხვევებში დამნაშავის მიზანს არ წარმოადგენს რეალური გასროლის
განხორციელება, არამედ მხოლოდ დაშინება და მსხვერპლზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება,
რათა იგი დაემორჩილოს დამნაშავეს.
აღნიშნული არაერთ კვლევაში დაადასტურა დიდმა ბრიტანეთმა და მიუთითა, რომ
ცეცხლსასროლ იარაღთან მიმსგავსებული იარაღების ადვილი ხელმისაწვდომობა გზას უხსნის
იმ პირთა მიერ ყაჩაღობის ჩადენას, რომელთაც ხელი არ მიუწვდებათ რეალურ იარაღზე.8
5
https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/ALL/?uri=CELEX:32017L0853, Para. (20)
გაეროს (UNODC - United Nations Office on Drugs and Crime) იარაღთან დაკავშირებული რეგიონალური
ანალიზის 2020 წლის ანგარიში (Illicit Trafficking in Firearms, their Parts, Components and Ammunition to,
from and across the European Union) გვ. 16
7
Belgian Federal Police, in: Duquet, N. and Goris, K. (2018), Firearms acquisition by terrorists in Europe: Research
findings and policy recommendations of Project SAFTE, Brussels: Flemish Peace Institute, page 36.
8
Interview with the Arms Unit of the Belgian Federal Police (DJSOC/Wapens), 5 April 2017.
6
4
გაეროს იარაღთან დაკავშირებული რეგიონალური ანალიზის 2020 წლის ანგარიშის თანახმად,
ხშირად ფუჭი/ცარიელი ვაზნების სასროლი იარაღების შეძენა ხდება სწორედ ისეთ ქვეყნებში,
სადაც ასეთი ტიპის იარაღებთან დაკავშირებული რეგულაციები სუსტია ან საერთოდ არ
არსებობს, ხოლო შემდეგ ასეთი იარაღები ვრცელდება სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის,
ევროპაში, სადაც უკვე ხდება მათი გადაკეთება ტყვიების სასროლად.9
შესაბამისად, ევროკავშირის დირექტივის 2017 წლის ცვლილების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს
ელემენტს წარმოადგენდა დირექტივისათვის საგანგაშო და ხმოვანი იარაღების დეფინიციებისა
და მათთან დაკავშირებული რეგულაციების დამატება.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ გამომწვევებს არაერთმა ქვეყანამ უპასუხა არალეტალურ
იარაღებზე რეგულაციების გამკაცრებით. მაგალითად, პორტუგალიამ ფუჭი ტყვიების სასროლ
იარაღებზე რეგულაციები გაამკაცრა ჯერ კიდევ 2006 წელს.
გერმანიის იარაღების შესახებ კანონით10 ასევე მოცემულია იარაღების კლასიფიკაცია. კერძოდ:
სააღლუმე, (salute) სასიგნალო (alarm) გამაღიზიანებელი საშუალებები (irritant). ამ კანონის 42-ე
მუხლის თანახმად, ნებისმიერი პირი, რომელიც მონაწილეობას იღებს საჯარო გასართობ
ღონისძიებებში, ხალხურ ფესტივალებში, სპორტულ ღონისძიებებში, სავაჭრო ბაზრობებში,
გამოფენებში, ბაზრობებსა და მსგავს საზოგადოებრივ ღონისძიებებში, არ შეიძლება ატარებდეს
რაიმე სახის იარაღს ადამიანის ან ხალხის თავდასხმის ან თავდაცვისუნარიანობის აღმოფხვრის
ან შემცირების მიზნით. აკრძალულია ყალბი იარაღის და გარკვეული პორტატული საგნების
ტარება. აღნიშნული აკრძალვა არ ეხება მხოლოდ ისეთ შემთხვევას, თუ ეს იარაღი გამოიყენება
ფოტო, ფილმის ან თეატრალური გადაღებებისას, ან თუ მისი ტრანსპორტირება ხდება
დახურული კონტეინერით, ან მისი ტარებისთვის არსებობს ლეგიტიმური ინტერესი.
დიდ ბრიტანეთში ხმოვანი იარაღი და მისი საბრძოლო მასალის ფლობა ლეგალურია
ლიცენზიის
გარეშე,
თუმცა,
აკრძალულია
მისი
საჯაროდ
ტარება.
ბრიტანული კანონმდებლობა ერთმანეთისაგან განასხვავებს ხმოვან იარაღს, რომელიც არის
ცეცხლსასროლი იარაღის იმიტაცია Imitation Firearm (IF) და ხმოვან იარაღს, რომელიც არის
რეალისტური იმიტაცია Realistic Imitation Firearm (RIF). ნებისმიერი ფუჭი ტყვიების მსროლი
იარაღის საზოგადოებრივ სივრცეში ტარება და გამოყენება კანონსაწინააღმდეგოა.11
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ცნებას,
ასეთი იარაღის ტარების, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და გაზის (აირის) იარაღის
ტარების რეგულაციებს. ზემოაღნიშნული პრობლემების აღმოფხვრის ერთადერთ საშუალებას
წარმოადგენს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება.
9
გაეროს (UNODC - United Nations Office on Drugs and Crime) იარაღთან დაკავშირებული რეგიონალური
ანალიზის 2020 წლის ანგარიში (Illicit Trafficking in Firearms, their Parts, Components and Ammunition to,
from and across the European Union) გვ. 24
10
http://www.gesetze-im-internet.de/waffg_2002/BJNR397010002.html#BJNR397010002BJNG001501360
11
https://squirestagecombat.org/vcra-legal-outlines-for-blank-firing-guns
5
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად განისაზღვრება ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ცნება, ასევე
ასეთი იარაღისა ტარების, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნის და გაზის (აირის) იარაღის
ტარების რეგულაციები, რომელთა დარღვევის შემთხვევაშიც პირს დაეკისრება
პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული წესით. პროექტის მიღების შედეგად, შეიქმნება
ეფექტიანი მექანიზმები იარაღის ბრუნვის შეზღუდვის მიზნით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი შეიცავს შემდეგი სახის სიახლეებს:
კანონპროექტის თანახმად, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონს (შემდგომ - კანონი)
ემატება ორი ახალი ტერმინი. პირველ რიგში, განიმარტება ფუჭი ვაზნა, კერძოდ,
აღნიშნული არის მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შედგება მხოლოდ მასრის,
ფეთქებადი ნივთიერების, საცობის, კაფსულისაგან და განკუთვნილია ხმოვანი
(აკუსტიკური) ეფექტის მისაღებად. ფუჭი ვაზნა არ შეიცავს ჭურვს და სწორედ
აღნიშნული განასხვავებს მას საბრძოლო მასალისგან. ვინაიდან ხმოვანი (აკუსტიკური)
იარაღი არის სწორედ იმ ტიპის იარაღი, რომელიც ისვრის ფუჭ ვაზნებს (ე.წ. “blank
pistols”), აუცილებელი გახდა ამ ტერმინის განმარტება.
განიმარტება
ხმოვანი
(აკუსტიკური)
იარაღის
ცნება,
რამდენადაც
მოქმედი
კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის განმარტებას.
ასეთი იარაღი ასევე არ განეკუთვნება კანონმდებლობით უკვე განსაზღვრულ იარაღებს
(მაგ.: ცეცხლსასროლი იარაღი, გაზის (აირის) იარაღი, პნევმატური იარაღი, სასიგნალო
იარაღი).
„იარაღის შეძენისა და ფლობის კონტროლის შესახებ“ ევროკავშირის 1991 წლის 18
ივნისის 91/477/ECC დირექტივის თანახმად, აკუსტიკური იარაღი ისვრის მხოლოდ ფუჭ
ვაზნებს და მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ თეატრალურ წარმოდგენებში, კინო
და სატელევიზიო ჩვენებებში, ისტორიულ რეკონსტრუქციებში, აღლუმებში,
ტრენინგებსა და სპორტულ ღონისძიებებში გამოყენების მიზნით.
შესაბამისად, კანონის მე-2 მუხლის „რ1“ ქვეპუნქტის თანახმად, განისაზღვრება, რომ
ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი არის მოწყობილობა ან საგანი, რომელიც
კონსტრუქციულად დამზადებულია ან/და გადაკეთებულია მხოლოდ ხმოვანი (ფუჭი)
ვაზნების სასროლად და გამოიყენება თეატრალურ წარმოდგენებში, კინო და
სატელევიზიო ჩვენებებში, ისტორიულ რეკონსტრუქციებში, აღლუმებსა და სპორტულ
ღონისძიებებში.
ზუსტდება კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული იარაღის დეფინიცია,
რომელიც, ცვლილების თანახმად, ასევე მოიცავს ხმოვან (აკუსტიკურ) იარაღს.
6
კანონი დანიშნულების მიხედვით განსაზღვრავს იარაღების სამ სახეს: სამოქალაქო,
სამსახურებრივ-საშტატო და სამხედრო-საბრძოლო. ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი
დანიშნულების შესაბამისად განეკუთვნება სამოქალაქო იარაღს და, შესაბამისად,
სამოქალაქო იარაღების ჩამონათვალს ემატება აღნიშნული იარაღი.
ტექნიკური ხასიათის ცვლილება შედის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტში. კერძოდ,
სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, იარაღის ტარების
უფლების შენარჩუნებისათვის დამაბრკოლებელი გარემოებების ჩამონათვალში არ
იქნება სხვა სახელმწიფოს სამსახურში შესვლა. აღნიშნული საკითხი ბუნდოვანია და
გაურკვეველია რას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ
საქართველოს კომპეტენტური
ორგანოების ნებართვის გარეშე სხვა სახელმწიფოს სამართალდამცავ სისტემაში შესვლა
წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველს. საქართველოს
მოქალაქეობიდან გასვლა კი წარმოადგენს სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის
გასვლის შემდეგ, იარაღის ტარების უფლების შენარჩუნებისათვის დამაბრკოლებელ
გარემოებას. შესაბამისად, ნორმის განჭვრეტადობის უზრუნველყოფისათვის სხვა
დამატებითი ჩანაწერის არსებობის საჭიროება არ არსებობს.
ტექნიკური ხასიათის ცვლილება შედის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტში და ზუსტდება ამ
პუნქტით განსაზღვრული კანონქვემდებარე აქტის დასახელება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დარეგულირებულია როგორც
სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარებისა
და შენახვის, ასევე გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესი.
შესაბამისად,
მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების,
შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესი მტკიცდება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“.
კანონს ემატება ახალი მუხლი (მუხლი 211), რომელიც არეგულირებს გაზის (აირის)
იარაღის ტარებისა და ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარებისა და გადატანაგადაზიდვის წესს. კერძოდ, მუხლის თანახმად, დასაშვები იქნება გაზის (აირის)
იარაღის ტარება, თუმცა, მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრული წესით. ვინაიდან გაზის
(აირის) იარაღი წარმოადგენს თავდაცვის იარაღს და მას გააჩნია თავდაცვითი ფუნქცია,
ამასთან, კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მისი რეგისტრაცია
ხორციელდება ტარების უფლებით, დასაშვები უნდა იყოს ფიზიკური პირის მიერ მისი
ტარება, თუმცა კონკრეტული წესების დაცვით. შესაბამისად, წინამდებარე მუხლით
განისაზღვრება, რომ დაუშვებელია გაზის (აირის) იარაღის ღიად, გამოსაჩენად ტარება,
ასევე საჯარო სივრცეში მისი დემონსტრირება.
7
ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გამოყენება დასაშვები ხდება მხოლოდ კონკრეტული
მიზნით (თეატრალურ წარმოდგენებში, კინო და სატელევიზიო ჩვენებებში, ისტორიულ
რეკონსტრუქციებში, აღლუმებსა და სპორტულ ღონისძიებებში) და ამასთან, მას არ
გააჩნია თავდაცვითი ფუნქცია, შესაბამისად, დაუშვებელი იქნება ასეთი იარაღის
ფიზიკური პირის მიერ ტარება.
ნორმა განმარტავს, თუ რა იგულისხმება ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარებაში.
აღნიშნული გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს თან აქვს იარაღი
− უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში. იმისათვის,
რომ პირმა შეძლოს მის მფლობელობაში არსებული იარაღის დანიშნულებისამებრ
გამოყენება, ამავე მუხლის თანახმად, დასაშვები იქნება ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის
გადატანა-გადაზიდვა კანონით დადგენილი
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მიზნებითა
და
საქართველოს
ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გადატანა-გადაზიდვის წესი გულისხმობს, რომ
დასაშვები იქნება ასეთი იარაღის გადატანა-გადაზიდვა მხოლოდ განმუხტულ
მდგომარეობაში,
დაუყოვნებლივი
ვაზნებისგან
განცალკევებულად,
რაც
გამორიცხავს
მისი
გამოყენების შესაძლებლობას. აღნიშნული წესი ემსახურება
საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას, მათ შორის, ხმოვანი (აკუსტიკური)
იარაღების არადანიშნულებისამებრ გამოყენების შეზღუდვას.
ზემოაღნიშნული მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ
პასუხისმგებლობას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონის პროექტის მიმართ. (პროექტი
საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული არ არის)
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
ვინაიდან კანონპროექტი ითვალისწინებს გაზის (აირის) იარაღის ტარებისა და ხმოვანი
(აკუსტიკური) იარაღის ტარების, გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის წესის დადგენას,
რომლის დარღვევის შემთხვევაშიც პირს დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა,
კანონის ამოქმედების თარიღად შერჩეულ იქნა გამოქვეყნებიდან მე-15 დღე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
8
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის თანახმად, განისაზღვრება გაზის (აირის) იარაღის ტარების, ხმოვანი
(აკუსტიკური) იარაღის ტარებისა და ასეთი იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის
წესი, რომელთა დარღვევაც იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. შესაბამისად,
ზემოაღნიშნული ცვლილება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე შემდეგი ფორმით:
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ახალი მუხლი (მუხლი 1813), რაც
გულისხმობს გაზის (აირის) იარაღის ტარების წესის დარღვევას, ხმოვანი (აკუსტიკური)
იარაღის ტარებას ან ასეთი იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევას.
აღნიშნული მუხლის თანახმად, პირს დაეკისრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, იარაღის
კონფისკაციით, შემდეგი სამართალდარღვევების ჩადენისას:
გაზის (აირის) იარაღის ტარების წესის დარღვევა
ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება
ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის
დარღვევა
წინამდებარე მუხლი სანქციის სახით ითვალისწინებს იარაღის სავალდებულო კონფისკაციას.
აღნიშნული სამართალდარღვევების განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან
1 წლის განმავლობაში ჩადენის შემთხვევაში პირს დაეკისრება ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით,
იარაღის კონფისკაციით.
1813 მუხლი წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემდებარე სამართალდარღვევას.
შესაბამისად, სამართალდარღვევის ფაქტის განხილვასა და სახდელის დადებას
უზრუნველყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირები. ვინაიდან 1813
მუხლი არის ახალი სამართალდარღვევა, ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმებით
სახელმწიფო
ბიუჯეტზე
შესაძლო
გავლენა
უნდა
შეფასდეს
გამოვლენილი
სამართალდარღვევების რაოდენობის შესაბამისად.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
9
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე. იარაღთან დაკავშირებული სამართალდარღვევის გამოვლენას
ახორციელებს
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტრო,
აღნიშნული
ფუნქციების
შესრულება განხორციელდება ამ სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება
კანონპროექტის მოქმედება, რამდენადაც, კანონპროექტის თანახმად, განისაზღვრება გაზის
(აირის) იარაღის ტარების, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარებისა და ასეთი იარაღის
გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესი, რომელთა დარღვევაც იწვევს ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობას. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ცვლილება პირთათვის წარმოშობს
ფინანსურ შედეგებს შემდეგი ფორმით:
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ახალი მუხლი (მუხლი 1813), რაც
გულისხმობს გაზის (აირის) იარაღის ტარების წესის დარღვევას, ხმოვანი (აკუსტიკური)
იარაღის ტარებას ან ასეთი იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევას.
აღნიშნული მუხლის თანახმად, პირს დაეკისრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, იარაღის
კონფისკაციით, შემდეგი სამართალდარღვევების ჩადენისას:
გაზის (აირის) იარაღის ტარების წესის დარღვევა
ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება
ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის
დარღვევა
წინამდებარე მუხლი სანქციის სახით ითვალისწინებს იარაღის სავალდებულო კონფისკაციას.
აღნიშნული სამართალდარღვევების განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან
1 წლის განმავლობაში ჩადენის შემთხვევაში პირს დაეკისრება ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით,
იარაღის კონფისკაციით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
10
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღების ვალდებულებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
პროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
ევროკავშირის
სამართალს.
კანონპროექტით
გათვალისწინებული ცვლილება შეესაბამება „იარაღის შეძენისა და ფლობის კონტროლის
შესახებ“ ევროკავშირის 1991 წლის 18 ივნისის 91/477/ECC დირექტივას.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, −მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
11
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა მოცემულია განმარტებითი ბარათის „ააა“ ქვეპუნქტში.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ბერაია, ანრი ოხანაშვილი და ალექსანდრე
ტაბატაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ბერაია, ანრი ოხანაშვილი და ალექსანდრე
ტაბატაძე.
12