„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-05-31
ბიუროს ნომერი 60
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს
სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 167-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 167. ცეცხლსასროლი იარაღიდან, გაზის (აირის), ხმოვანი (აკუსტიკური) ან სასიგნალო
იარაღიდან სროლა დასახლებულ პუნქტებსა და საამისოდ გამოუყოფელ ადგილებში ან
დადგენილი წესის დარღვევით
1. ცეცხლსასროლი იარაღიდან, ასევე, გაზის (აირის), ხმოვანი (აკუსტიკური) ან სასიგნალო
იარაღიდან სროლა დასახლებულ პუნქტებსა და საამისოდ გამოუყოფელ ადგილებში, აგრეთვე
გამოყოფილ ადგილებში, მაგრამ დადგენილი წესის დარღვევით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იარაღისა და საბრძოლო მასალის
კონფისკაციით ან უამისოდ.
2. იმავე ქმედების ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა
ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი
სამართალდარღვევისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იარაღის და საბრძოლო მასალის
კონფისკაციით.“.
2. 181-ე მუხლის მე-2-მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის მქონე პირის
მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის
წესის დარღვევა, ასევე, სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ნებართვის მქონე პირის
მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების წესის დარღვევა დასახლებულ პუნქტში
ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის
განმეორებით ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა
ადმინისტრაციული სახდელი იმავე სამართალდარღვევისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, იარაღის და საბრძოლო მასალის
კონფისკაციით.
4. ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის შენახვის, გადატანა-გადაზიდვის ან
გადაგზავნის წესის დარღვევა მისი მოვლა-დაცვისათვის პასუხისმგებელი საწარმოს,
დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაკის მიერ ან მათ მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ან
საბრძოლო მასალის არადანიშნულებისამებრ გამოყენება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 800-დან 1000 ლარამდე.“.
1
3. 1812 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1813 მუხლი:
„მუხლი 1813. გაზის (აირის) იარაღის ტარების წესის დარღვევა, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის
ტარება ან ასეთი იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა
1. გაზის (აირის) იარაღის ტარების წესის დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით.
2. ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით.
3. ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის
განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით.“.
4. 1821 მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. დასახლებულ ადგილას სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო ან სპორტული
პნევმატური იარაღიდან სროლა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.“.
5. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი
208.
რაიონული
(საქალაქო)
სასამართლოს
განსჯადი
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეები
რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443, 445,
447−4411, 45-ე−464, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−554, 56-ე, 57-ე−59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე,
71-ე, 711, 721−78-ე, 791−81-ე, 821, 822, 825, 84-ე−86-ე, 871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031,
104-ე და 1051 მუხლებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281−1285, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 1461,
148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1522, 153-ე, 1531 და 1533−1535 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე5 ნაწილებით, 154-ე−1542, 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 155
6 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557−15511, 156-ე, 1571−1581, 159-ე, 1591, 1594−15910, 163-ე, 164-ე,
1644, 1651−1653, 166-ე და 1701 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−1714 მუხლებით, 171
5 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6 და მე-8−მე-16 ნაწილებით, 172-ე, 1724−1726, 173-ე, 1734−1737,
1739, 17312, 17314, 17315 და 1741 მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 და 1752 მუხლებით,
177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1778, 1779, 17711 და 17712 მუხლებით, 177
13 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში),
178-ე, 1791−1793, 180-ე მუხლით, 1811 მუხლის მე-2 ნაწილით, 182-ე, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192ე, 195-ე, 1963, 1966, 1971 და 1972 მუხლებით, 1973 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1991 მუხლით.
6. 209-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
ორგანოები
განიხილავენ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 4210, 583, 861, 107
1–1073, 1075, 108-ე, 1141, 1142, 116-ე–1163, 118-ე–119-ე და 120-ე–123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით
2
(გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–მე2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე
მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისთვის), 134-ე, 1352−1354, 1395,
1527 და 1528 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 155-ე, 167-ე და 170-ე
მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების
(გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა),
სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის,
რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური
პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი
დარღვევისა)), 17415 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 17415 მუხლის მე-4 ნაწილისა), 17416, 17417, 176
1 და 1763 მუხლებით, 177-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და
მე-13 ნაწილებისა), 17715 მუხლით, 181-ე მუხლით, 1811 მუხლის პირველი ნაწილით, 1813, 1821,
1822, 190-ე და 1902−1911 მუხლებით.“.
7. 239-ე მუხლის მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. ამ კოდექსის 4210, 45-ე, 451, 583, 81-ე, 861, 1002, 107-ე, 1075, 1141, 1142, 116-ე–1163 და 118-ე−123-ე
მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით,
1271 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 134-ე, 1352−1354, 1395, 150-ე, 1527, 1528 და
1533 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებითა და 166-ე, 167-ე, 173-ე, 17314, 17315, 1741,
17415, 17416, 17417, 1752, 1761, 1763, 177-ე, 1771, 17715, 180-ე–183-ე, 190-ე, 1902, 191-ე და 1991 მუხლებით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ საქართველოს
შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო
მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 451, 166-ე და 1972 მუხლებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას შესაბამისი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
უფლებამოსილი პირი.“.
8. 249-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ კოდექსის 167-ე, 180-ე, 181-ე, 1813, 182-ე, 183-ე მუხლებით გათვალისწინებული
დარღვევების ჩადენისას პოლიციის თანამშრომლებს უფლება აქვთ საქმის განხილვამდე
ჩამოართვან იარაღი, აგრეთვე საბრძოლო მასალები, რის შესახებ ოქმში კეთდება ჩანაწერი
ჩამორთმეული იარაღის მარკის ან მოდელის, კალიბრის, სერიისა და ნომრის, საბრძოლო
მასალების რაოდენობის და სახეობის აღნიშვნით იმ პირის მიმართ, რომელმაც
სამართალდარღვევა ჩაიდინა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების დროს, ჩამორთმევა,
პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა გამოიყენება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში.
9. 295-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კონფისკაციის შესახებ დადგენილებას აღასრულებს:
ა) აღმასრულებელი – ამ კოდექსის 208-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა
ჩადენისას; შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი – ამ კოდექსის 167-ე და 180-ე
3
მუხლებით, 181-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1813 და 1831 მუხლით გათვალისწინებულ
სამართალდარღვევათა ჩადენისას;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
4
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
იარაღი არის განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსის მქონე, შეზღუდულ ბრუნვას
დაქვემდებარებული ნივთი, აღნიშნულს განაპირობებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინაშე
იარაღის მომეტებული საფრთხე. იარაღის ბრუნვის კონტროლი სახელმწიფოს განსაკუთრებული
ინტერესის საგანია, რამდენადაც ძალადობრივი დანაშაულების პრევენციის კონტექსტში ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს იარაღის ხელმისაწვდომაზე და მის
ბრუნვაზე შეზღუდვების კონტროლი. სწორედ აღნიშნული უზრუნველყოფს სხვა მძიმე
დანაშაულების თავიდან აცილებას.
აღსანიშნავია, რომ დღეს ამ კუთხით სამართალდამცავი სისტემა კვლავ დადგა ახალი
გამოწვევების წინაშე, რომელთა დასაძლევად აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან
ადეკვატური პოლიტიკის წარმართვა. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონი და
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების მოქმედი რედაქცია ვერ ფარავს
ყველა იმ საფრთხესა და ქმედებების მთელ სპექტრს, რომელიც ბოლო პერიოდში გამოიკვეთა
საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინაშე. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე სამყაროში
ვითარდება და იხვეწება კრიმინალათა მიერ დანაშაულის ჩადენის გზები და ხერხები.
აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან დანაშაულებრივი
სამყაროს წინააღმდეგ გამოყენებული იქნეს ასევე თანამედროვე მიდგომები და რეგულაციები.
უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი კანონმდებლობით ცეცხლსასროლი იარაღის
შეძენის, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, ტარების წესები მოქცეულია საკანონმდებლო
ჩარჩოში. თუმცა, იმ იარაღების ბრუნვის საკითხები, რომლებიც არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ
იარაღს, მოქმედი ნორმებით ან საერთოდ დადგენილი არ არის, ან აღნიშნული მოკლებულია
ეფექტიანობას. პრაქტიკამ ცხადყო, რომ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გამოყენებითაც,
რომელიც მხოლოდ ფუჭ/ცარიელ ვაზნებს ისვრის, შესაძლებელია წარმატებით განხორციელდეს
ძალადობრივი დანაშაულების ჩადენა. დამნაშავე ასეთი იარაღითაც ახერხებს დაზარალებულის
ნების დათრგუნვას და მისი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის უნარის პარალიზებას.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული იარაღების თავისუფალი, შეუზღუდავი დემონსტრირება ან
საჯარო სივრცეში მისი გასროლა ასევე ნებისმიერ მოქალაქეს სუბიექტურად უჩენს შიშის
განცდას, მოქალაქე მოკლებულია შესაძლებლობას, გაარჩიოს ხმოვანი და ცეცხლსასროლი
იარაღი ერთმანეთისგან. ასეთ სიტუაციაში ნებისმიერი პირი იმყოფება ექსტრემალურ
ვითარებაში.
სამაგალითოდ, განმარტებით ბარათში წარმოდგენილია ხმოვანი იარაღებით ჩადენილი
დანაშაულები:
1
2021 წლის 16 აპრილს, ქ. თბილისში, სს „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ექსპრეს
ფილიალში, ახალგაზრდა მამაკაცმა იარაღის მუქარით, მძევლად აიყვანა ბანკში მყოფი
პირები. აღნიშნული პირი დაკავებულ იქნა შემთხვევის ადგილზევე, საიდანაც
ამოღებულ იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღი - ხმოვანი იარაღი;
2020 წლის 6 სექტემბერს, ქ. თბილისში, ერთ-ერთი საბითუმო მაღაზიის მოლარეს
იარაღის მუქარით გასტაცეს თანხა 19 000 ლარამდე ოდენობით. ამოღებულ იქნა
დანაშაულის ჩადენის იარაღი - ხმოვანი იარაღი;
2020 წლის 1 მარტს სურსათის მაღაზიის გამყიდველისა და მეპატრონის მიმართ
განხორციელდა ყაჩაღობა, რომელთაც ხმოვანი იარაღის გამოყენებით, მუქარით წაართვეს
თანხა 1300 ლარის ოდენობით. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ხმოვანი იარაღი;
2020 წლის 27 ნოემბერს, ხმოვანი პისტოლეტით შეირაღებულმა პირმა განახორციელა
ყაჩაღობა ქ. თბილისში მდებარე სს „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ექსპრეს ფილიალზე,
სადაც დაეუფლა თანხას 2 600 აშშ დოლარის, 1 785 ევროს და 1 955 ლარის ოდენობით.
ამოღებული იქნა დანაშაულის იარაღი - ხმოვანი იარაღი და ბანკიდან გატაცებული
თანხის ნაწილი;
2021 წლის 18 იანვარს, ღამის საათებში, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში
მდებარე ჯართის მიმღებ პუნქტში არსებულ სადარაჯო ვაგონში თავს დაესხნენ ორ პირს,
რომლებსაც ხმოვანი იარაღის მუქარით გასტაცეს 2000 ლარი და სხვადასხვა ძვირფასი
ნივთები, რის შემდეგაც დაზარალებულებს აღუკვეთეს თავისუფლება და გამოკეტეს იქვე
მდებარე ჯიხურში, ხოლო ზემოაღნიშნულ ვაგონს წაუკიდეს ცეცხლი;
2020 წლის 11 ნოემბერს ორმა პირმა ხმოვანი იარაღის გამოყენებით განახორციელა
ყაჩაღობა ქ. რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მდებარე „აჭარა ფეის“ მოლარის მიმართ
და სალაროდან გაიტაცეს დაახლოებით 35 000 ლარი;
2020 წლის 6 აპრილს გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში განხორციელდა ყაჩაღობა,
რა დროსაც ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე ხმოვანი იარაღის დემონსტრირებით,
სიცოცხლის მოსპობის მუქარით ოპერატორს მოსთხოვეს ვაჭრობის შედეგად მიღებული
თანხის სრულად გადაცემა;
2020 წლის 23 ოქტომბერს, თეთრიწყაროს რაიონში ჩინეთისა და ავსტრალიის
მოქალაქეების მიმართ განხორციელდა ყაჩაღობა, რა დროსაც სახლში უკანონოდ
შეღწევით, ხმოვანი იარაღისა და ცივი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლისათვის
საშიში მუქარით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 16 100 ლარს, ლეპტოპს,
ტელეფონებსა და „ჰონდას“ მარკის ავტომანქანას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,
მხოლოდ ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ტერიტორიულ ქვემდებარეობაში არსებული
სისხლის სამართლის საქმეებიდან:
2020 წელს ხმოვანი იარაღის გამოყენებით განხორციელდა 18 ყაჩაღობა, ხოლო 2021 წელს1
(მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით) – 8 ყაჩაღობა
1
მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით
2
2020 წელს ხმოვანი იარაღის გამოყენებით ჩადენილ იქნა 24 სხვა ძალადობრივი
დანაშაულის ფაქტი, ხოლო 2021 წელს2 - 12 სხვა ძალადობრივი დანაშაული
მთელი საქართველოს მასშტაბით, 2020-2021 წლებში 755 საქმეზე ამოღებული იქნა გაზის (აირის),
ხმოვანი ან პნევმატური იარაღი.
გარდა
ზემოაღნიშნულისა, ასევე პრობლემას წარმოადგენს დასახლებულ პუნქტებში
აღნიშნული იარაღებიდან (გაზის (აირის) და ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღები), ასევე სასიგნალო
იარაღიდან გასროლა. ასეთი იარაღებიდან გასროლის ხმა ჰგავს ცეცხლსასროლ იარაღიდან
გასროლას, რა შემთხვევაშიც საგამოძიებო ორგანოში შედის შეტყობინება ცეცხლსასროლი
იარაღიდან გასროლის თაობაზე, ხოლო შემთხვევის ადგილზე გასული სამართალდამცავები
ადგენენ, რომ გასროლა განხორციელდა არა ცეცხლსასროლი, არამედ ხმოვანი ან გაზის (აირის)
იარაღიდან. აღნიშნული იწვევს რესურსის არარაციონალურ ხარჯვას, რამდენადაც გაწეული
ძალისხმევის შედეგს არ წარმოადგენს პირისთვის სანქციის დაწესება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ
„112“-ში 2019 წელს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 167-ე მუხლით
გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე შემოსულია 378 შეტყობინება, საიდანაც
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა დადასტურდა 17 ფაქტზე, 2020 წელს - 495 შეტყობინება,
საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა დადასტურდა 12 ფაქტზე, ხოლო 2021 წლის 19
აპრილის მდგომარეობით - 115 შეტყობინება, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა
დადასტურდა მხოლოდ 5 ფაქტზე3.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,
მხოლოდ ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ქვემდებარე ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებიდან 2020 წელს იარაღიდან სროლის შეტყობინების საფუძველზე
ამოღებულ იქნა 116 ხმოვანი პისტოლეტი, ხოლო 2021 წელს4 - 43. ზემოაღნიშნული გარემოებები
იწვევს სამართალდამცავი ორგანოების რესურსის არარაციონალურ ხარჯვას (შეტყობინებაზე
რეაგირება, შემთხვევის ადგილზე გასვლა, გასროლის ფაქტის შესწავლა, ექსპერტიზის ჩატარება).
შესაბამისად, უკანასკნელი პრაქტიკა აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და
ძალადობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში ერთ-ერთ გამოწვევას
წარმოადგენს იმ იარაღების თავისუფალი მიმოქცევა, გადატანა-გადაზიდვა, ტარება, რომლებიც
არ მიეკუთვნებიან ცეცხლასროლ იარაღს (ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის, გაზის (აირის)
იარაღი, პნევმატური იარაღი). პრობლემას ამწვავებს ის ფაქტი, რომ მსგავს იარაღებთან წვდომა
გამარტივებულია, ბაზარზე არსებული ფასი დაბალია, ამასთან, მისი გადატანა-
2
მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით
2021 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით
4
მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით
3
3
გადაზიდვის/ტარების წესი არ არის კონტროლირებადი. ყოველივე ეს მოითხოვს სახელმწიფოს
მხრიდან რეგულაციების დადგენას.
უაღრესად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პროექტი ეყრდნობა, არამხოლოდ პრაქტიკაში
გამოვლენილ გამოწვევებს, არამედ ითვალისწინებს ასევე საერთაშორისო გამოცდილებას.
ამ კუთხით, აღსანიშნავია, რომ ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებში იარაღის შეძენის, შენახვისა და
იარაღთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს არეგულირებს ევროკავშირის 1991 წლის დირექტივა
(Council Directive 91/477/EEC on control of the acquisition and possession of weapons). აღნიშნული
დირექტივის მიზანია ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებში იარაღთან დაკავშირებული ერთიანი
რეგულაციების არსებობა და იარაღის ბრუნვის მკაცრი კონტროლის მექანიზმების
ჩამოყალიბება.
2015 წელს, ერთწლიანი დისკუსიისა და მსჯელობის შემდეგ ევროპარლამენტმა და საბჭომ
მიაღწიეს შეთანხმებას რის საფუძველზეც მომზადდა ზემოაღნიშნული დირექტივის
ცვლილებები. აღნიშნული ცვლილების (2017 (2017/853/EC) განმარტებით ბარათში (explanatory
notes) აღნიშნულია იმ იარაღების რეგულირების საჭიროებაც, რომლებიც ისვრის მხოლოდ ფუჭ
ვაზნებს. აღნიშნული აიხსნება იმით, რომ მიუხედავად მათი არალეტალური ბუნებისა მაინც
არსებობს მათგან მომდინარე რისკები.5 პირველი, არსებობს ალბათობა ასეთი იარაღების იმგვარი
გადაკეთებისა, რომ შესაძლებელი გახდეს ტყვიის გასროლა და მეორე, ასეთი ტიპის იარაღის
იერსახე იმდენად გავს რეალურ ცეცხლსასროლ იარაღებს, რომ ისინი ხშირად გამოიყენება
დანაშაულების ჩასადენად. კვლევებით დასტურდება, რომ ფუჭი ვაზნების სასროლი იარაღები,
რომლებიც შემდგომ გადაკეთდა ცეცხლსასროლ იარაღებად ერთ-ერთი ყველაზე იაფი იარაღებია
შავ ბაზარზე.6
ბელგიაში პოლიციის მიერ ჩატარებული რეიდებისას, კრიმინალური დაჯგუფებებიდან
არაერთხელ იქნა ამოღებული ე.წ. ცარიელი/ფუჭი (blank) იარაღები.7 ბელგიის პოლიციის
განცხადებით, შეიარაღებული ყაჩაღობის ბევრ შემთხვევაში გამოყენებული იყო სწორედ ფუჭი
ტყვიების მქონე და ასევე, ცეცხლსასროლ იარაღთან მიმსგავსებული იარაღები. ყაჩაღობის
უმეტეს შემთხვევებში დამნაშავის მიზანს არ წარმოადგენს რეალური გასროლის
განხორციელება, არამედ მხოლოდ დაშინება და მსხვერპლზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება,
რათა იგი დაემორჩილოს დამნაშავეს.
აღნიშნული არაერთ კვლევაში დაადასტურა დიდმა ბრიტანეთმა და მიუთითა, რომ
ცეცხლსასროლ იარაღთან მიმსგავსებული იარაღების ადვილი ხელმისაწვდომობა გზას უხსნის
იმ პირთა მიერ ყაჩაღობის ჩადენას, რომელთაც ხელი არ მიუწვდებათ რეალურ იარაღზე.8
5
https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/ALL/?uri=CELEX:32017L0853, Para. (20)
გაეროს (UNODC - United Nations Office on Drugs and Crime) იარაღთან დაკავშირებული რეგიონალური
ანალიზის 2020 წლის ანგარიში (Illicit Trafficking in Firearms, their Parts, Components and Ammunition to, from
and across the European Union) გვ. 16
6
Belgian Federal Police, in: Duquet, N. and Goris, K. (2018), Firearms acquisition by terrorists in Europe: Research findings and
policy recommendations of Project SAFTE, Brussels: Flemish Peace Institute, page 36.
8 Interview with the Arms Unit of the Belgian Federal Police (DJSOC/Wapens), 5 April 2017.
7
4
გაეროს იარაღთან დაკავშირებული, რეგიონალური ანალიზის 2020 წლის ანგარიშის თანახმად,
ხშირად ფუჭი/ცარიელი ვაზნების სასროლი იარაღების შეძენა ხდება სწორედ ისეთ ქვეყნებში,
სადაც ასეთი ტიპის იარაღებთან დაკავშირებული რეგულაციები სუსტია ან საერთოდ არ
არსებობს, ხოლო შემდეგ ასეთი იარაღები ვრცელდება სხვადასხვა ქვეყნებში მათ შორის,
ევროპაში, სადაც უკვე ხდება მათი გადაკეთება ტყვიების სასროლად.9
შესაბამისად, ევროკავშირის დირექტივის 2017 წლის ცვლილების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს
ელემენტს წარმოადგენდა დირექტივისათვის საგანგაშო და ხმოვანი იარაღების დეფინიციებისა
და მათთან დაკავშირებული რეგულაციების დამატება.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ გამოწვევებს არაერთმა ქვეყანამ უპასუხა არალეტალურ იარაღებზე
რეგულაციების გამკაცრებით. მაგალითად, პორტუგალიამ ფუჭი ტყვიების სასროლ იარაღებზე
რეგულაციები გაამკაცრა ჯერ კიდევ 2006 წელს.
გერმანიის იარაღების შესახებ კანონით10 ასევე მოცემულია იარაღების კლასიფიკაცია. კერძოდ:
სააღლუმე, (salute) სასიგნალო (alarm) გამაღიზიანებელი საშუალებები (irritant). ამ კანონის, 42-ე
მუხლის თანახმად ნებისმიერი პირი, რომელიც მონაწილეობას იღებს საჯარო გასართობ
ღონისძიებებში, ხალხურ ფესტივალებში, სპორტულ ღონისძიებებში, სავაჭრო ბაზრობებში,
გამოფენებში, ბაზრობებსა და მსგავს საზოგადოებრივ ღონისძიებებში, არ შეიძლება ატარებდეს
რაიმე სახის იარაღს ადამიანის ან ხალხის თავდასხმის ან თავდაცვისუნარიანობის აღმოფხვრის
ან შემცირების მიზნით. აკრძალულია ყალბი იარაღის და გარკვეული პორტატული საგნების
ტარება. აღნიშნული აკრძალვა არ ეხება მხოლოდ ისეთ შემთხვევას, თუ ეს იარაღი გამოიყენება
ფოტო, ფილმის ან თეატრალური გადაღებებისას, ან თუ მისი ტრანსპორტირება ხდება
დახურული კონტეინერით ან თუ მისი ტარებისთვის არსებობს დასაბუთებული ლეგიტიმური
ინტერესი.
დიდ ბრიტანეთში ხმოვანი იარაღი და მისი საბრძოლო მასალის ფლობა ლეგალურია ლიცენზიის
გარეშე. თუმცა, აკრძალულია მისი საჯაროდ ტარება. ბრიტანული კანონმდებლობა
ერთმანეთისაგან განასხვავებს ხმოვან იარაღს, რომელიც არის ცეცხლსასროლი იარაღის
იმიტაცია Imitation Firearm (IF) და ხმოვან იარაღს, რომელიც არის რეალისტური იმიტაცია
Realistic Imitation Firearm (RIF). ნებისმიერი ფუჭი ტყვიების მსროლი იარაღის საზოგადოებრივ
სივრცეში ტარება და გამოყენება კანონსაწინააღმდეგოა.11
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, პირის მიერ გაზის (აირის)
იარაღის ტარების, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარებისა და გადატანა-გადაზიდვის წესების
დარღვევა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით
გაეროს (UNODC - United Nations Office on Drugs and Crime) იარაღთან დაკავშირებული რეგიონალური ანალიზის
2020 წლის ანგარიში (Illicit Trafficking in Firearms, their Parts, Components and Ammunition to, from and across the
European Union) გვ. 24
9
10
11
http://www.gesetze-im-internet.de/waffg_2002/BJNR397010002.html#BJNR397010002BJNG001501360
https://squirestagecombat.org/vcra-legal-outlines-for-blank-firing-guns
5
განსაზღვრულ
პასუხისმგებლობას.
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
აუცილებელია
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილების განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსით განისაზღვრება პასუხისმგებლობა გაზის (აირის) იარაღის ტარების, ხმოვანი
(აკუსტიკური) იარაღის ტარებისა და გადატანა-გადაზიდვის წესების დარღვევისთვის. ამასთან,
იზრდება იარაღთან დაკავშირებული ზოგიერთი სამართალდარღვევისთვის დაწესებული
სანქცია, რაც ემსახურება იარაღის ბრუნვის კონტროლის გამკაცრებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად:
ახალი რედაქციით ყალიბდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის
(შემდგომ
-
კოდექსი)
167-ე
მუხლი,
რომელიც
მოიცავს,
როგორც
ცეცხლსასროლი იარაღიდან, ასევე, გაზის (აირის), ხმოვანი (აკუსტიკური) ან სასიგნალო
იარაღიდან სროლას დასახლებულ პუნქტებსა და საამისოდ გამოუყოფელ ადგილებში,
აგრეთვე გამოყოფილ ადგილებში, მაგრამ დადგენილი წესის დარღვევით. აღნიშნული
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იარაღისა და საბრძოლო მასალების
კონფისკაციით ან უამისოდ. ამასთან, იმავე ქმედების ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც
ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი
ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი სამართალდარღვევისათვის, გამოიწვევს
დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იარაღის და საბრძოლო მასალის კონფისკაციით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის
თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების
მართვის ცენტრ „112“-ში 2019 წელს კოდექსის 167-ე მუხლით გათვალისწინებული
სამართალდარღვევის ფაქტზე შემოსულია 378 შეტყობინება, საიდანაც ცეცხლსასროლი
იარაღიდან გასროლა დადასტურდა 17 ფაქტზე, 2020 წელს - 495 შეტყობინება, საიდანაც
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა დადასტურდა 12 ფაქტზე, ხოლო 2021 წლის 19
აპრილის მდგომარეობით - 115 შეტყობინება, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღიდან
გასროლა დადასტურდა მხოლოდ 5 ფაქტზე12. შესაბამისად, ხშირია სწორედ ისეთი
იარაღიდან გასროლის ფაქტები, რომელზე რეაგირების მექანიზმიც ამ ეტაპზე არ
არსებობს. ამასთან, გასროლების ხშირი ფაქტების არსებობა მოითხოვს სახელმწიფოს
მხრიდან მკაცრ რეაგირებას. შესაბამისად, ცვლილების თანახმად, დასჯადი იქნება
ამგვარი ქმედების განმეორებით ჩადენა.
12
181-ე მუხლის მე-2-მე-4 ნაწილებში იზრდება სანქციები. აღნიშნული გარკვეულწილად
განპირობებულია იმ გარემოებით, რომ კოდექსს ემატება ახალი მუხლი (მუხლი 1813) -
2021 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით
6
გაზის (აირის) იარაღის ტარების წესის დარღვევა, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება
ან ასეთი იარაღის გადატანა-გადაზიდვის წესის დარღვევა. აღნიშნული მუხლით
გათვალისწინებული ქმედებებისთვის სანქციის სახით განსაზღვრულია ჯარიმა 500
ლარის ოდენობით (განმეორების შემთხვევაში - 1000 ლარი), იარაღის კონფისკაციით.
ვინაიდან კოდექსის 181-ე მუხლი შეიცავს საზოგადოებისათვის უფრო საშიშ
სამართალდარღვევებს, აუცილებელი გახდა მოცემული მუხლით გათვალისწინებული
სანქციების გადახედვა. ამასთან, აღნიშნული ემსახურება იარაღის ბრუნვის წესების
დარღვევასთან მიმართებით სახელმწიფო პოლიტიკის გამკაცრებას.
კერძოდ, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილისთვის („ცეცხლსასროლი იარაღის გადატანაგადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის მქონე პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ან
საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა“)
განისაზღვრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით (მოქმედი რედაქცია 300-დან 500
ლარამდე). ამასთან, აღნიშნული ნორმა არ მოიცავს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის
ტარების ნებართვის მქონე პირის მიერ ტარების წესის დარღვევას, რაც ასევე
პრობლემურია. შესაბამისად, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილს ემატება ახალი
სამართალდარღვევა - სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ნებართვის მქონე
პირის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების წესის დარღვევა
დასახლებულ პუნქტში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში,
რომელზეც ასევე გავრცელდება ამ ნორმით გათვალისწინებული სანქცია. აღნიშნული
სამართალდარღვევების განმეორებით ჩადენა დაისჯება ჯარიმით, 2000 ლარის
ოდენობით და იარაღისა და საბრძოლო მასალის კონფისკაციით.
181-ე მუხლის მე-3 ნაწილისთვის („ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა იმ პირის მიერ,
რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი იმავე
სამართალდარღვევისათვის“) განისაზღვრება ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, იარაღის
და საბრძოლო მასალის კონფისკაციით ან უამისოდ (მოქმედი რედაქცია 500-დან 700
ლარამდე).
181-ე მუხლის მე-4 ნაწილისთვის („ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის
შენახვის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა მისი მოვლადაცვისათვის პასუხისმგებელი საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაკის
მიერ
ან
მათ
მიერ
ცეცხლსასროლი
იარაღის
ან
საბრძოლო
მასალის
არადანიშნულებისამებრ გამოყენება“) განისაზღვრება ჯარიმა 800-დან 1000 ლარამდე
(მოქმედი რედაქცია 600-დან 800 ლარამდე).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის
თანახმად, 2019 წელს გამოვლინდა კოდექსის 181-ე მუხლით გათვალისწინებული
სამართალდარღვევის 42 ფაქტი, 2020 წელს - 31 ფაქტი, ხოლო 2021 წლის იანვარი-მარტის
პერიოდში - 7 ფაქტი.
7
კოდექსს ემატება ახალი მუხლი (მუხლი 1813), რაც გულისხმობს გაზის (აირის) იარაღის
ტარების წესის დარღვევას, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარებას ან ასეთი იარაღის
გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევას. აღნიშნული მუხლის
თანახმად, პირს დაეკისრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით,
შემდეგი სამართალდარღვევების ჩადენისას:
გაზის (აირის) იარაღის ტარების წესის დარღვევა (ცვლილების შედეგად „იარაღის
შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს ასეთი იარაღის ტარების წესს და
განისაზღვრება, რომ დაუშვებელია გაზის (აირის) იარაღის ღიად, გამოსაჩენად
ტარება, ასევე საჯარო სივრცეში მისი დემონსტრირება)
ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება (ცვლილების შედეგად „იარაღის შესახებ“
საქართველოს კანონი განსაზღვრავს, რომ დაუშვებელია ხმოვანი (აკუსტიკური)
იარაღის ფიზიკური პირის მიერ ტარება, რაც გულისხმობს ისეთ გარემოებას,
როდესაც პირს თან აქვს იარაღი − უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან
ინახავს ტანსაცმელში)
ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის
დარღვევა (ცვლილების შედეგად „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით
განისაზღვრება, რომ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გადატანა-გადაზიდვაგადაგზავნა დასაშვები იქნება მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული მიზნით,
მხოლოდ განმუხტულ მდგომარეობაში, ვაზნებისგან განცალკევებულად, რაც
გამორიცხავს მისი დაუყოვნებლივი გამოყენების შესაძლებლობას)
აღნიშნული სამართალდარღვევების განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის
დადებიდან 1 წლის განმავლობაში ჩადენის შემთხვევაში პირს დაეკისრება ჯარიმა 1000
ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით.
წინამდებარე მუხლი სანქციის სახით ითვალისწინებს იარაღის სავალდებულო
კონფისკაციას. ამგვარი სანქციის გათვალისწინება მიზანშეწონილია, რამდენადაც
სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია უფრო ეფექტიანად უზრუნველყოფს
სახდელის პრევენციული ფუნქციების აღსრულებას.
პროექტის თანახმად, 1813 მუხლი წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს
ქვემდებარე სამართალდარღვევას. შესაბამისად, სამართალდარღვევის ფაქტის
განხილვასა და სახდელის დადებას უზრუნველყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროს
უფლებამოსილი პირები.
ამასთან, პროექტით ზუსტდება 1821 მუხლის მე-5 ნაწილის დისპოზიცია და იზრდება
დაწესებული სანქცია, რაც შესაბამისობაში მოდის პროექტით გათვალისწინებულ ასკ-ის
167-ე მუხლის სანქციასთან, კერძოდ: დასახლებულ ადგილას სამოქალაქო ბრუნვაში
დაშვებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღიდან სროლა გამოიწვევს
დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით. სანადირო ან
სპორტული პნევმატური იარაღების დაკონკრეტების აუცილებლობა გამოწვეულია იმ
8
გარემოებით, რომ ამგვარი დაზუსტების გარეშე მუხლის რეგულირების სფეროში ექცევა
სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული ყველა პნევმატური იარაღი, მათ შორის, სათამაშოდ
განკუთვნილი იარაღები, რაც მიზანშეწონილი არ არის.
პროექტის თანახმად, კოდექსის 167-ე და 181-ე მუხლები იქნება საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს განსჯადი და შესაბამისად ხორციელდება ცვლილება კოდექსის
208-ე, 209-ე, 239-ე, 249-ე და 295-ე მუხლებში, სადაც მიეთითება ზემოაღნიშნული
მუხლები. აღნიშნულ სამართალდარღვევებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება
მოითხოვს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებულ საქმეებს განიხილავდეს რეაგირების
განმახორციელებელი უწყება. ამასთან, მოქალაქე კვლავ უფლებამოსილია სასამართლო
წესით გაასაჩივროს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონის პროექტის მიმართ. (პროექტი
საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული არ არის)
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
ვინაიდან კოდექსით გათვალისწინებულ ზოგიერთ მუხლზე იზრდება სანქცია, ასევე
განისაზღვრება ახალი სამართალდარღვევა (მუხლი 1813 - გაზის (აირის) იარაღის ტარების წესის
დარღვევა, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება ან ასეთი იარაღის გადატანა-გადაზიდვის
წესის დარღვევა), კანონის ამოქმედების თარიღად შერჩეულ იქნა გამოქვეყნებიდან მე-15 დღე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. კანონპროექტის მიღება არ
გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ამ კანონით
გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენა, მათზე რეაგირება და დანიშნული
სახდელის აღსრულება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
9
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
რამდენადაც იზრდება კოდექსის 167-ე, 181-ე და 1821 მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმები.
კერძოდ: კანონპროექტის თანახმად, ახალი რედაქციით ყალიბდება კოდექსის 167-ე მუხლი,
რომელსაც სამართალდარღვევის სახით ემატება გაზის (აირის), ხმოვანი (აკუსტიკური) ან
სასიგნალო იარაღიდან გასროლა. აღნიშნული ქმედებები, ნაცვლად შრომის ანაზღაურების
ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე დაჯარიმებისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის
ოდენობით, იარაღისა და საბრძოლო მასალების კონფისკაციით ან უამისოდ. ამასთან, იმავე
ქმედების
ჩადენა
იმ
პირის მიერ, რომელსაც ერთი
წლის განმავლობაში
შეეფარდა
ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი
სამართალდარღვევისათვის, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იარაღის და
საბრძოლო მასალის კონფისკაციით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში 2019 წელს კოდექსის 167-ე მუხლით
გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე შემოსულია 378 შეტყობინება, საიდანაც
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა დადასტურდა 17 ფაქტზე, 2020 წელს - 495 შეტყობინება,
საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა დადასტურდა 12 ფაქტზე, ხოლო 2021 წლის 19
აპრილის მდგომარეობით - 115 შეტყობინება, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა
დადასტურდა მხოლოდ 5 ფაქტზე13. აღნიშნული მუხლით სახდელის დაკისრებას
უზრუნველყოფს სასამართლო, საქმეთა ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.
181-ე მუხლის მე-2 ნაწილისთვის („ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან
გადაგზავნის ნებართვის მქონე პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის
გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა“) განისაზღვრება ჯარიმა 500 ლარის
ოდენობით (მოქმედი რედაქცია 300-დან 500 ლარამდე). ამასთან, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილს
ემატება ახალი სამართალდარღვევა - სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ნებართვის
მქონე პირის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების წესის დარღვევა დასახლებულ
პუნქტში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში, რომელზეც ასევე
გავრცელდება ამ ნორმით გათვალისწინებული სანქცია. აღნიშნული სამართალდარღვევების
განმეორებით ჩადენა დაისჯება ჯარიმით, 2000 ლარის ოდენობით და იარაღისა და საბრძოლო
მასალის კონფისკაციით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილისთვის („ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული
სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში
შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი იმავე სამართალდარღვევისათვის“) განისაზღვრება
13
2021 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით
10
ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, იარაღის და საბრძოლო მასალის კონფისკაციით ან უამისოდ
(მოქმედი რედაქცია 500-დან 700 ლარამდე).
ამავე მუხლის მე-4 ნაწილისთვის („ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის შენახვის,
გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა მისი მოვლა-დაცვისათვის
პასუხისმგებელი საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაკის მიერ ან მათ მიერ
ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის არადანიშნულებისამებრ გამოყენება“)
განისაზღვრება ჯარიმა 800-დან 1000 ლარამდე (მოქმედი რედაქცია 600-დან 800 ლარამდე).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2019
წელს გამოვლინდა კოდექსის 181-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის 42
ფაქტი, 2020 წელს - 31 ფაქტი, ხოლო 2021 წლის იანვარი-მარტის პერიოდში - 7 ფაქტი.
ამასთან, პროექტით ზუსტდება 1821 მუხლის მე-5 ნაწილის დისპოზიცია, სადაც მიეთითება, რომ
ისჯება დასახლებულ ადგილას სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო ან სპორტული
პნევმატური იარაღიდან სროლა. ამასთან, იზრდება დაწესებული სანქცია, რაც შესაბამისობაში
მოდის პროექტით გათვალისწინებულ 167-ე მუხლის სანქციასთან, კერძოდ: დასახლებულ
ადგილას სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღიდან
სროლა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2019
წელს დადასტურდა პნევმატური იარაღიდან გასროლის 5 ფაქტი, ხოლო 2020 წელს - 3 ფაქტი.
კოდექსს ემატება ახალი მუხლი (მუხლი 1813), რაც გულისხმობს გაზის (აირის) იარაღის ტარების
წესის დარღვევას, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარებას ან ასეთი იარაღის გადატანაგადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევას. აღნიშნული მუხლის თანახმად, პირს
დაეკისრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით, შემდეგი
სამართალდარღვევების ჩადენისას:
გაზის (აირის) იარაღის ტარების წესის დარღვევა
ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება
ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა
წინამდებარე მუხლი სანქციის სახით ითვალისწინებს იარაღის სავალდებულო კონფისკაციას.
აღნიშნული სამართალდარღვევების განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან
1 წლის განმავლობაში ჩადენის შემთხვევაში პირს დაეკისრება ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით,
იარაღის კონფისკაციით.
ვინაიდან პროექტის თანახმად, 167-ე, 181-ე და 1813 მუხლები წარმოადგენს საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემდებარე სამართალდარღვევას, სამართალდარღვევის ფაქტის
განხილვასა და სახდელის დადებას უზრუნველყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროს
უფლებამოსილი პირები. ამ მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმებით სახელმწიფო
11
ბიუჯეტზე შესაძლო გავლენა
რაოდენობის შესაბამისად.
უნდა
შეფასდეს
გამოვლენილი
სამართალდარღვევების
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისა და საქმის
განხილვის ხარჯებს შესაბამისი უწყება (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო) გაიღებენ
მათთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ
ვალდებულებების აღებას.
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, რამდენადაც იზრდება კოდექსის 167-ე, 181-ე და 1821
მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმები.
კერძოდ: კანონპროექტის თანახმად, ახალი რედაქციით ყალიბდება კოდექსის 167-ე მუხლი,
რომელსაც სამართალდარღვევის სახით ემატება გაზის (აირის), ხმოვანი (აკუსტიკური) ან
სასიგნალო იარაღიდან გასროლა. აღნიშნული ქმედებები, ნაცვლად შრომის ანაზღაურების
ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე დაჯარიმებისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის
ოდენობით, იარაღისა და საბრძოლო მასალების კონფისკაციით ან უამისოდ. ამასთან, იმავე
ქმედების ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა
ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი
სამართალდარღვევისათვის, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იარაღის და
საბრძოლო მასალის კონფისკაციით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში 2019 წელს კოდექსის 167-ე მუხლით
გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე შემოსულია 378 შეტყობინება, საიდანაც
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა დადასტურდა 17 ფაქტზე, 2020 წელს - 495 შეტყობინება,
საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა დადასტურდა 12 ფაქტზე, ხოლო 2021 წლის 19
აპრილის მდგომარეობით - 115 შეტყობინება, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა
12
დადასტურდა მხოლოდ 5 ფაქტზე14. ამჟამად აღნიშნული მუხლით სახდელის დაკისრებას
უზრუნველყოფს სასამართლო, საქმეთა ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით,
ხოლო ცვლილების შემდეგ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
181-ე მუხლის მე-2 ნაწილისთვის („ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან
გადაგზავნის ნებართვის მქონე პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის
გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა“) განისაზღვრება ჯარიმა 500 ლარის
ოდენობით (მოქმედი რედაქცია 300-დან 500 ლარამდე). ამასთან, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილს
ემატება ახალი სამართალდარღვევა - სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ნებართვის
მქონე პირის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების წესის დარღვევა დასახლებულ
პუნქტში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში, რომელზეც ასევე
გავრცელდება ამ ნორმით გათვალისწინებული სანქცია. აღნიშნული ქმედებების განმეორებით
ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, იარაღის და საბრძოლო მასალის
კონფისკაციით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილისთვის („ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული
სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში
შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი იმავე სამართალდარღვევისათვის“) განისაზღვრება
ჯარიმა 1000 ლარი, იარაღის და საბრძოლო მასალის კონფისკაციით ან უამისოდ (მოქმედი
რედაქცია 500-დან 700 ლარამდე).
ამავე მუხლის მე-4 ნაწილისთვის („ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის შენახვის,
გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა მისი მოვლა-დაცვისათვის
პასუხისმგებელი საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაკის მიერ ან მათ მიერ
ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის არადანიშნულებისამებრ გამოყენება“)
განისაზღვრება ჯარიმა 800-დან 1000 ლარამდე (მოქმედი რედაქცია 600-დან 800 ლარამდე).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2019
წელს გამოვლინდა კოდექსის 181-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის 42
ფაქტი, 2020 წელს - 31 ფაქტი, ხოლო 2021 წლის იანვარი-მარტის პერიოდში - 7 ფაქტი.
ამასთან, პროექტით ზუსტდება 1821 მუხლის მე-5 ნაწილის დისპოზიცია, სადაც მიეთითება, რომ
ისჯება დასახლებულ ადგილას სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო ან სპორტული
პნევმატური იარაღიდან სროლა. ამასთან, იზრდება დაწესებული სანქცია, რაც შესაბამისობაში
მოდის პროექტით გათვალისწინებულ 167-ე მუხლის სანქციასთან, კერძოდ: დასახლებულ
ადგილას სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღიდან
სროლა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2019
წელს დადასტურდა პნევმატური იარაღიდან გასროლის 5 ფაქტი, ხოლო 2020 წელს - 3 ფაქტი.
14
2021 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით
13
კოდექსს ემატება ახალი მუხლი (მუხლი 1813), რაც გულისხმობს გაზის (აირის) იარაღის ტარების
წესის დარღვევას, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარებას ან ასეთი იარაღის გადატანაგადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევას. აღნიშნული მუხლის თანახმად, პირს
დაეკისრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით, შემდეგი
სამართალდარღვევების ჩადენისას:
გაზის (აირის) იარაღის ტარების წესის დარღვევა
ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება
ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა
წინამდებარე მუხლი სანქციის სახით ითვალისწინებს იარაღის სავალდებულო კონფისკაციას.
აღნიშნული სამართალდარღვევების განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან
1 წლის განმავლობაში ჩადენის შემთხვევაში პირს დაეკისრება ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით,
იარაღის კონფისკაციით.
ვინაიდან პროექტის თანახმად, 167-ე, 181-ე და 1813 მუხლები წარმოადგენს საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემდებარე სამართალდარღვევას, სამართალდარღვევის ფაქტის
განხილვასა და სახდელის დადებას უზრუნველყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროს
უფლებამოსილი პირები. ამ მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმებით სახელმწიფო
ბიუჯეტზე შესაძლო გავლენა უნდა შეფასდეს გამოვლენილი სამართალდარღვევების
რაოდენობის შესაბამისად.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი ითვალისწინებს 167-ე, 181-ე და 1821 მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმების
გაზრდას. კერძოდ: კანონპროექტის თანახმად, ახალი რედაქციით ყალიბდება კოდექსის 167-ე
მუხლი, რომელსაც სამართალდარღვევის სახით ემატება გაზის (აირის), ხმოვანი (აკუსტიკური)
ან სასიგნალო იარაღიდან გასროლა. აღნიშნული ქმედებები, ნაცვლად შრომის ანაზღაურების
ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე დაჯარიმებისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის
ოდენობით, იარაღისა და საბრძოლო მასალების კონფისკაციით ან უამისოდ. ამასთან, იმავე
ქმედების ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა
ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი
სამართალდარღვევისათვის, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იარაღის და
საბრძოლო მასალის კონფისკაციით.
181-ე მუხლის მე-2 ნაწილისთვის („ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან
გადაგზავნის ნებართვის მქონე პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის
გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა“) განისაზღვრება ჯარიმა 500 ლარის
ოდენობით (მოქმედი რედაქცია 300-დან 500 ლარამდე). ამასთან, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილს
ემატება ახალი სამართალდარღვევა - სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ნებართვის
მქონე პირის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების წესის დარღვევა დასახლებულ
14
პუნქტში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში, რომელზეც ასევე
გავრცელდება ამ ნორმით გათვალისწინებული სანქცია.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილისთვის („ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული
სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში
შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი იმავე სამართალდარღვევისათვის“) განისაზღვრება
ჯარიმა 1000 ლარი, იარაღის და საბრძოლო მასალის კონფისკაციით ან უამისოდ (მოქმედი
რედაქცია 500-დან 700 ლარამდე).
ამავე მუხლის მე-4 ნაწილისთვის („ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის შენახვის,
გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა მისი მოვლა-დაცვისათვის
პასუხისმგებელი საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაკის მიერ ან მათ მიერ
ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის არადანიშნულებისამებრ გამოყენება“)
განისაზღვრება ჯარიმა 800-დან 1000 ლარამდე (მოქმედი რედაქცია 600-დან 800 ლარამდე).
ამასთან, პროექტით ზუსტდება 1821 მუხლის მე-5 ნაწილის დისპოზიცია, სადაც მიეთითება, რომ
ისჯება დასახლებულ ადგილას სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო ან სპორტული
პნევმატური იარაღიდან სროლა. ამასთან, იზრდება დაწესებული სანქცია, რაც შესაბამისობაში
მოდის პროექტით გათვალისწინებულ 167-ე მუხლის სანქციასთან, კერძოდ: დასახლებულ
ადგილას სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღიდან
სროლა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
კოდექსს ემატება ახალი მუხლი (მუხლი 1813), რაც გულისხმობს გაზის (აირის) იარაღის ტარების
წესის დარღვევას, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარებას ან ასეთი იარაღის გადატანაგადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევას. აღნიშნული მუხლის თანახმად, პირს
დაეკისრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით, შემდეგი
სამართალდარღვევების ჩადენისას:
გაზის (აირის) იარაღის ტარების წესის დარღვევა
ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება
ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა
წინამდებარე მუხლი სანქციის სახით ითვალისწინებს იარაღის სავალდებულო კონფისკაციას.
აღნიშნული სამართალდარღვევების განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან
1 წლის განმავლობაში ჩადენის შემთხვევაში პირს დაეკისრება ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით,
იარაღის კონფისკაციით.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
პროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
15
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, −მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა მოცემულია განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ბერაია, ანრი ოხანაშვილი და ალექსანდრე
ტაბატაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ბერაია, ანრი ოხანაშვილი და ალექსანდრე
ტაბატაძე.
16