„ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ამნისტიის შესახებ“
- „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-07-06
ბიუროს ნომერი 74
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ
მუხლი 1
1. ამ კანონის მიზანია, ერთჯერადი ხასიათის დროებითი და
განსაკუთრებული ღონისძიების სახით, იმ ფიზიკური და იურიდიული პირების
ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელისაგან - ჯარიმისგან, შესაბამისი
საურავისგან გათავისუფლება, რომელთაც საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
4210;
4211;
და
17715
მუხლებით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2021
წლის 1 ივლისამდე და რომელთა მიმართაც შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი
პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ
დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.
2.
ამ
მუხლით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისთვის სახდელის სახით შეფარდებული ჯარიმა,
რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია, პირს უკან
დაუბრუნდება.
მუხლი 2
1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან
გათავისუფლება
გულისხმობს
ფიზიკური
და
იურიდიული
პირების
ადმინისტრაციული სახდელისა და საურავის გადახდისაგან გათავისუფლებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სახდელისაგან გათავისუფლება ვრცელდება ადმინისტრაციული სახდელისა და
საურავის აღუსრულებელ ნაწილზე.
მუხლი 3
1.
საქართველოს
ადმინისტრაციულ
კანონმდებლობით
სამართალდარღვევათა
გათვალისწინებულმა
საქმეების
განხილვაზე
უფლებამოსილმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის პირველი
მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე
ადმინისტრაციული სახდელისა და საურავის გადახდისაგან გათავისუფლების
საკითხი გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა „აღსრულების ეროვნულმა
ბიურომ“ ამ კანონის საფუძველზე შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამ
კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ კანონის საფუძველზე 3 თვის
ვადაში უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებული,
ჯარიმების ფიზიკურ და იურიდიულ პირებისთვის უკან დაბრუნება და შესაბამისი
ღონისძიების გატარება.
3. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული პირი ამ კანონის
ამოქმედებისთანავე ჩაითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად.
მუხლი 4
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის
პასუხისმგებლობისგან
შემუშავება გამოწვეულია იმ პირთა ადმინისტრაციული
გათავისუფლების
მიზანშეწონილობით,
რომლებსაც
ადმინისტრაციული
სახდელი
დაეკისრათ
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 42 , 42 , და 177 მუხლებით გათვალისწინებული
წესების დარღვევისთვის 2021 წლის 25 ივნისამდე. 2020 წლის 23 აპრილს საქართველოს
10
11
15
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელდა ცვლილებები და
დაემატა 4210
და 17715 ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობას იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისა და საგანგებო ან
საომარი მდგომარეობის დარღვევის შემთხვევაში. ასევე 2021 წლის 18 თებერვალს
აღნიშნულ კოდექსს დაემატა 4211 მუხლი, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას
აწესებს პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის.
2020 წლის 21 მარტს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. საქართველოს
კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და „საგანგებო მდგომარეობის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად,
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით
მოქალაქეებს შეეზღუდათ საქართველოს კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-18, მე-19,
21-ე და 26-ე მუხლებში მითითებული უფლებები. პრეზიდენტის დეკრეტი მოქმედებდა
საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე, შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის
გაუქმებისთანავე , 2020 წლის 23 მაისიდან დაკარგა ძალა.
შემდგომში ეპიდ სიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა
შესახებ შეზღუდვა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2020 წლის 10
ნოემბრიდან ამოქმედდა. აღნიშნული ეფუძნება „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“
კანონში პანდემიის დროს შეტანილ ცვლილებებს, რაც აღმასრულებელ ხელისუფლებას
უფლებას აძლევს, საკანონმდებლო ორგანოს ჩართვის გარეშე შემოიღოს სხვადასხვაგვარი
შეზღუდვები ისე, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ გამხდარიყო საჭირო.
რასაკვირველია,
პანდემიის პერიოდში აუცილებელია გატარებულიყო რიგი
პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფდა ამ კრიტიკულ ვითარებაში
ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას. კოვიდ პანდემიით გამოწვეული იმ
მძიმე შედეგების ფონზე, რაც აისახა ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე, იქნებ ეს ,
ჯანმრთელობისა თუ სიცოცხლის მოსპობის საფრთხე, დაწესებული შეზღუდვებიდან
გამომდინარე, დაემატა მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება.
სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დისტანცირების მოტივით, ეკონომიკური
საქმიანობის შეზღუდვამ, გავლენა იქონია არამარტო კონკრეტული სოციალური ჯგუფის
ეკონომიკურ
მდგომარეობაზე,
არამედ
აისახა
თითოეული
მოქალაქის
ფინანსურ
კეთილდღეობაზე.
საყურადღებოა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკა, რომელიც ეხება
პანდემიასთან
დაკავშირებით
დაწესებული
რეგულაციების,
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210, 4211, და 17715
შემდგომში
მუხლებით
გათვალისწინებული წესების დარღვევას. 2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით შსსს ოფიციალური მონაცემებით დაჯარიმდა სულ 8 737 პირი, მათ შორის ფიზიკური პირების
ოდენობა განისაზღვრა 8716-ით, ხოლო იურიდიული პირების-21. ჯამში ჯარიმათა
საერთო ოდენობამ შეადგინა 26 463 000 ლარი.
ამასთან,
არასამათავრობო
ორგანიზაცია
“საერთაშორისო
გამჭვირვალობა
საქართველოს” 2020 წლის 2 ივლისის ,,კოვიდ19 ინფექციის გამოწვევების მართვახელისუფლების ქმედებების შეფასების“ ანგარიშში უარყოფითად არის შეფასებული
აღმსრულებელი ხელისფულებისათვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების
შეზღუდვასთან
დაკავშირებით
მინიჭებული
ფართო
დისკრეცია,
რამაც
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკები გაზარდა. შეზღუდვების ნაწილი
შეფასებულია, როგორც დაუსაბუთებელი და არაპროპორციული. ასევე ანგარიშში
აღნიშნულია, რომ საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის მკაცრად განსაზღვრული ჯარიმის
ოდენობა ინიდვიდუალური გარემოებების შეფასების შესაძლებლობას არ იძლეოდა და
ადეკვატური სანქციის შეფარდებას შეუძლებელს ხდიდა.
საგანგებო მდგომარეობის, საკარინტენე ან/ და იზოლაციის წესის დარღვევის
შემთხვევაში დაწესდა შეუსაბამოდ მაღალი ჯარიმები, იმ ფონზე როდესაც საქართველოს
მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სიღარიბის ზღვარზე იმყოფება და პანდემიამ მათი
ფინანსური
მდგომარეობა
კიდევ
უფრო
გააუარესა.
ადმინისტრაციულ
სამართალდართვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის
სახეები ზემო ხსენებულ დარღვევებზე არ მოდის შესაბამისობაში ნორმის
მიზნობრიობასთან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში
იმსჯელა სასჯელის ბუნებაზე. „მნიშვნელოვანია შეფასდეს როგორც სასჯელის ბუნება და
ზომა, აგრეთვე ის, თუ რამდენად მიიღწევა ამ ზომისა და ფორმის სანქციით ზოგადად
სასჯელის მიზნები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24
ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „ბექა წიქარიშვილი საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ“ II-43). „საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად,
კონკრეტული ქმედებისგან მომდინარე საშიშროების გაუთვალისწინებლად, მხოლოდ
ზოგადი პრევენციის მიზნით სასჯელის გამოყენება ინდივიდს აქცევს ძალაუფლების
ობიექტად, ინსტრუმენტად სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, რაც გარდაუვლად
იწვევს მისი ღირსების ხელყოფას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015
წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „ბექა წიქარიშვილი საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ“ II-83).
კოვიდპანდემიასთან
დაკავშირებული
რეგულაციების
შემოღება
განხორციელდა მსოფლიოს მასშტაბით, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს გლობალურ
გამოწვევას. შესაბამისად მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ დაწესდა გარკვეული
შეზღუდვები, მათ შორის გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. პანდემიასთან ბრძოლის
მიზნით
სახელმწიფოებმა
განსხვავებული
ნაბიჯები
გადადგეს,
პანდემიის
გამო
შემოღებული შეზღუდვები სასამართლო განხილვის საგანი გახდა უამრავ ქვეყანაში.
მაგალითისთვის, პოლონეთში კოჩიანის საოლქო სასამართლომ უარი თქვა სისხლის
სამართლის საქმის აღძვრაზე იმ ადამიანის მიმართ, რომელიც, სავარაუდოდ, არ ატარებდა
პირბადეს, რადგან მინისტრთა საბჭოს არ ჰქონდა უფლებამოსილება, გამოეცა
განკარგულება, რომელიც პირს ამგვარი მოვალეობის შესრულებას აკისრებდა.
სასამართლომ გააუქმა პირის მიმართ დაკისრებული ჯარიმა, რადგან ჩათვალა, რომ არ
შეიძლებოდა გარკვეული მწვანე ზონების (პარკების, ბოტანიკური ბაღების, ბულვარების
და სხვ.) გამოყენების აკრძალვა.1
ასევე, რუმინეთის მაგალითი, ომბუდსმენმა ეჭვის ქვეშ დააყენა საგანგებო ვითარების
დროს
მთავრობისა
და
პრეზიდენტის
აქტებით
დადგენილი
ადმინისტრაციული
ჯარიმების კონსტიტუციურობა. ომბუდსმენის აზრით, პარლამენტი კანონის საფუძველზე
ნათლად არ განსაზღვრავდა ჯარიმების შემოღების საფუძველს და რსებობდა
არაპროპორციული სანქციების გამოყენების საფრთხე. საკონსტიტუციო სასამართლომ
დაადგინა, რომ გასაჩივრებული აქტები არაკონსტიტუციურია, რადგან ისინი არ
აკმაყოფილებდა განსაზღვრულობის, განჭვრეტადობის მოთხოვნებს და არ შეესაბამებოდა
კონსტიტუციით გათვალისწინებულ ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების
პროპორციული შეზღუდვის პრინციპს.2
ევროპული კონვენცია განსაზღვრავს უფლებებს, რომელთაგან გადახვევა დაუშვებელია.
აღნიშნული მოიცავს კონვენციის მე-5 მუხლს თავისუფლებისა და უსაფრთხოების
უფლებას. ყოველი მაღალი ხელშემკვრელი მხარე, რომელიც იყენებს გადახვევის უფლებას,
ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს აწვდის ამომწურავ ინფორმაციას გატარებული
ღონისძიებებისა
და
მათი
მიზეზების
შესახებ.
ამ
ნორმიდან
გამომდინარე,
საქართველოსთან ერთად, ლატვიამ, რუმინეთმა, სომხეთმა, სერბეთმა, მოლდოვამ, სანმარინომ, ესტონეთმა და ალბანეთმა მიმართეს 2020 წლის მარტ-აპრილში. აღნიშნული
საერთაშორისო სტანდარტი კარგად ცხადყოფს, თუ რამდენად მაღალია სახელმწიფოს,
როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების, პასუხისმგებლობა
საკუთარი მოქალაქეებისა და საერთაშორისო აქტორების წინაშე. აქედან გამომდინარე,
თითოეული მოქალაქე რომლის უფლებებიც შეიზღუდა მოქმედი რეგულაციების
შედეგად, იმსახურებს გადაწყვეტილებებს სახელმწიფოს მხრიდან, რომლის მიზანი იქნება
მათი მდგომარეობის გაუმჯობესება.
ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების პროექტის მიზანია, რომ
ადმინისტრაციული
სახდელისაგან
გათავისუფლება
შეეხოთ
საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210, 4211, და 17715 მუხლებით
ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირებს.
1
Coronavirus Pandemic in the EU – Fundamental Rights Implications, Country: Poland, Helsinki Foundation for
Human Rights, 3 November 2020, 2-3.
2
17 Decision of the Constitutional Court of Romania, No 152 of 6 May 2020
<https://www.ccr.ro/wpcontent/uploads/2021/01/D_152_2020_en.pdf> accessed: 05.11.2021.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: აღნიშნული
კანონის მიღება აუცილებელია, რათა ადმინისტრაციულსახდელდადებული პირები
გათავისუფლდნენ პასუხისმგებლობისგან.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებას დადებითი გავლენა ექნება იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე,
ვისზეც გავრცელდება მისი მოქმედება, რადგან წინამდებარე კანონის პროექტით
მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება იმ პირთა მდგომარეობა, რომლებსაც ადმინისტრაციული
სამართალდარღვევათა კოდექსის 4210, 4211, და 17715
მუხლებით წარმოადგენენ
ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირებს..
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს შემდეგში:
ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც ჩაიდინეს
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210, 4211, და 17715
მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.
ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან მიმართებით ერთნაირად და პროპორციულად
ვრცელდება კანონპროექტით გათვალისწინებული სახდელისაგან გათავისუფლება, რაც
ასევე გულისხმობს საურავისგან გადახდისაგან გათავისუფლებასაც. ამასთანავე,
ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება ვრცელდება ადმინისტრაციული
სახდელის, საურავის აღსრულებულ და აღუსრულებელ ნაწილზე.
ასევე პროექტით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სახდელის
სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის
აღსრულებულია, პირს უკან დაუბრუნდება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობისმიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტის ძალაში შესვლის
თარიღის შერჩევის პრინციპი დაკავშირებულია იმ პირების პასუხისმგებლობისაგან
დროულ გათავისუფლებასთან, რომელსაც შეეხება ეს კანონი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალო ვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან. ვინაიდან იმ პირებს, რომლებმაც უკვე გადახადეს ჯარიმები, აღნიშნული
კანონის თანახმად უკან უნდა დაუბრუნდეს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა
საშემოსავლო ნაწილზე:
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
კანონპროექტი გარკვეულ გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან
პირები აღარ გადაიხდიან ჯარიმით გათვალისწინებულ თანხასა და დარიცხულ საურავს.
ასევე, იმ პირებს, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ უკან უბრუნდებათ მათ მიერ
გადახდილი თანხები. სუბიექტთა წრე კი დამოკიდებულია დაჯარიმებულ ფიზიკურ და
იურიდიულ პირთა რაოდენობაზე. 2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით შსს-ს
ოფიციალური მონაცემებით დაჯარიმდა სულ 8 737 პირი, მათ შორის ფიზიკური პირების
ოდენობა განისაზღვრა 8716-ით, ხოლო იურიდიული პირების-21. ჯამში ჯარიმათა
საერთო ოდენობამ შეადგინა 26 463 000 ლარი.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42¹⁰ მუხლით („იზოლაციის ან/და
კარანტინის წესის დარღვევა“) მუხლით გამოვლენილი სამართალდარღვევები - ფიზიკური
პირების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის რაოდენობა ჩვენს ხელთ არსებული
ინფორმაციით (ღია წყაროებიდან მოპოვებული) არის 21525, ხოლო ჯარიმის ოდენობა
შეადგენს 43 050 000 ლარს. იძულებითი აღსრულების კუთხით საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42¹⁰ მუხლით გათვალისწინებული
სამართალდარღვევის (იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა) ფიზიკური
პირების საქმეების სტატისტიკა -არსებული ინფორმაციით: სულ 11272 საქმე (ჯარიმა 2000
ლარი), ჯამური მოთხოვნის ოდენობა - 22 544 000 ლარი, დასრულებული - 4 საქმე
(მოთხოვნის ოდენობა - 8 000 ლარი), მიმდინარე - 11268 საქმე (მოთხოვნის ოდენობა - 22
536 000 ლარი).
ამასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42¹⁰ მუხლით(„იზოლაციის
ან/და კარანტინის წესის დარღვევა“) მუხლით გამოვლენილი სამართალდარღვევები იურიდიული პირების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის რაოდენობა ჩვენს ხელთ
არსებული ინფორმაციით (ღია წყაროებიდან მოპოვებული) არის 216, ხოლო ჯარიმის
ოდენობა შეადგენს 2 160 000 ლარს (ჯარიმა 10 000 ლარი). იურიდიული პირების საქმეების
სტატისტიკა - არსებული ინფორმაციით: სულ 39 საქმე (ჯარიმა 10 000 ლარი), ჯამური
მოთხოვნის ოდენობა 390 000 ლარი, დასრულებული 1 საქმე (მოთხოვნის ოდენობა - 10 000
ლარი), მიმდინარე - 38 საქმე (მოთხოვნის ოდენობა - 380 000 ლარი).
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42¹¹ („პირბადის ტარების წესის
დარღვევა“) მუხლით გამოვლენილი სამართალდარღვევები - ფიზიკური პირების მიერ
ჩადენილი პირველადი სამართალდარღვევის რაოდენობა ჩვენს ხელთ არსებული
ინფორმაციით (ღია წყაროებიდან მოპოვებული) არის 201 493, ხოლო ჯარიმის ოდენობა
შეადგენს 4 029 860 ლარს (ჯარიმა 20 ლარი), განმეორებით სამართალდარღვევის
რაოდენობა არსებული ინფორმაციით არის 13543, ხოლო ჯარიმის ოდენობა შეადგენს 541
720 ლარს (ჯარიმა 40 ლარი). იძულებითი აღსრულების კუთხით საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42¹¹ მუხლით გათვალისწინებული
სამართალდარღვევის (პირბადის ტარების წესის დარღვევა) საქმეების ფიზიკური პირების
სტატისტიკა - არსებული ინფორმაციით: სულ 29 309 საქმე (ჯარიმა 20 ლარი) (ჯამური
მოთხოვნის ოდენობა - 586 180 ლარი), დასრულდა 9575 საქმე (მოთხოვნის ოდენობა - 191
500 ლარი), მიმდინარე 19 734 საქმე (მოთხოვნის ოდენობა - 394 680 ლარი). ამასთან,
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42¹¹ („პირბადის ტარების წესის
დარღვევა“) მუხლით გამოვლენილი სამართალდარღვევები - იურიდიული პირების მიერ
ჩადენილი პირველადი სამართალდარღვევის რაოდენობა არსებული ინფორმაციით არის
23, ხოლო ჯარიმის ოდენობა შეადგენს 11 500 ლარს (ჯარიმა 500 ლარი), განმეორებით
ჯარიმა არ გამოწერილა.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან იმ
პირებს, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ ჯარიმები, უნდა დაუბრუნდეს, აღნიშნული
კანონის საფუძველზე.იძულებითი აღსრულების კუთხით საგანგებო მდგომარეობის
რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის ფიზიკური პირების საქმეების
სტატისტიკა,დასრულებული - 29 საქმე (მოთხოვნის ოდენობა - 87 000 ლარი).
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42¹⁰ მუხლით („იზოლაციის ან/და
კარანტინის წესის დარღვევა“) მუხლით გამოვლენილი სამართალდარღვევები ფიზიკური
პირების ნაწილში დასრულებული - 4 საქმე (მოთხოვნის ოდენობა - 8 000
ლარი).იურიდიული პირების ნაწილში- დასრულებული 1 საქმე (მოთხოვნის ოდენობა -10
000 ლარი). ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42¹¹ („პირბადის ტარების
წესი დარღვევა“) მუხლით გამოვლენილი სამართალდარღვევები ფიზიკურ პირებთან
მიმართებით-დასრულდა 9575 საქმე (მოთხოვნის ოდენობა - 191 500 ლარი).
ასევე, რაც შეეხება ხარჯების დაზოგვას, აღსრულების ბიურო შეწყვეტს დაუსრულებელ
საქმეებზე წარმოებას და შესაბამისად, არ მოუწევს იმ ხარჯების გაწევა, რაც უნდა გაეწია.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება დადებით სოციალურ-ეკონომიკურ გავლენას მოახდენს იმ
პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებზედაც გავრცელდება მისი მოქმედება,
ვინაიდან
ისინი
გათავისუფლდებიან
საქართველოს
ადმინისტრაციულ
10
11
15
სამართალდარღვევათა კოდექსის 42 , 42 , და 177
მუხლით გათვალისწინებული
სამართალდარღვევის ჩადენისათვის ჯარიმის სახით დაკისრებული სახდელის, ასევე
საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან.
სუბიექტთა წრე კი დამოკიდებულია
დაჯარიმებულ პირთა რაოდენობაზე.
2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით შსს-ს ოფიციალური მონაცემებით დაჯარიმდა
სულ 8 737 პირი, მათ შორის ფიზიკური პირების ოდენობა განისაზღვრა 8716-ით, ხოლო
იურიდიული პირების-21. ჯამში ჯარიმათა საერთო ოდენობამ შეადგინა 26 463 000 ლარი.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42¹⁰ მუხლით („იზოლაციის ან/და
კარანტინის წესის დარღვევა“) მუხლით გამოვლენილი სამართალდარღვევები - ფიზიკური
პირების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის რაოდენობა არსებული ინფორმაციით არის
21525, ხოლო ჯარიმის ოდენობა შეადგენს 43 050 000 ლარს. იძულებითი აღსრულების
კუთხით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42¹⁰ მუხლით
გათვალისწინებული სამართალდარღვევის (იზოლაციის ან/და კარანტინის წესის
დარღვევა) ფიზიკური პირების საქმეების სტატისტიკა -არსებული ინფორმაციით: სულ
11272 საქმე (ჯარიმა 2000 ლარი), ჯამური მოთხოვნის ოდენობა - 22 544 000 ლარი,
დასრულებული - 4 საქმე (მოთხოვნის ოდენობა - 8 000 ლარი), მიმდინარე - 11268 საქმე
(მოთხოვნის ოდენობა - 22 536 000 ლარი).
ამასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42¹⁰ მუხლით(„იზოლაციის
ან/და კარანტინის წესის დარღვევა“) მუხლით გამოვლენილი სამართალდარღვევები იურიდიული პირების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის რაოდენობა არსებული
ინფორმაციით არის 216, ხოლო ჯარიმის ოდენობა შეადგენს 2 160 000 ლარს (ჯარიმა 10 000
ლარი). იურიდიული პირების საქმეების სტატისტიკა - არსებული ინფორმაციით: სულ 39
საქმე (ჯარიმა 10 000 ლარი), ჯამური მოთხოვნის ოდენობა 390 000 ლარი, დასრულებული
1 საქმე (მოთხოვნის ოდენობა - 10 000 ლარი), მიმდინარე - 38 საქმე (მოთხოვნის ოდენობა 380 000 ლარი).
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42¹¹ („პირბადის ტარების წესის
დარღვევა“) მუხლით გამოვლენილი სამართალდარღვევები - ფიზიკური პირების მიერ
ჩადენილი პირველადი სამართალდარღვევის რაოდენობა არსებული ინფორმაციით არის
201 493, ხოლო ჯარიმის ოდენობა შეადგენს 4 029 860 ლარს (ჯარიმა 20 ლარი),
განმეორებით სამართალდარღვევის რაოდენობა არსებული ინფორმაციით არის 13543,
ხოლო ჯარიმის ოდენობა შეადგენს 541 720 ლარს (ჯარიმა 40 ლარი). იძულებითი
აღსრულების კუთხით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
42¹¹ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის (პირბადის ტარების წესის
დარღვევა) საქმეების ფიზიკური პირების სტატისტიკა - არსებული ინფორმაციით: სულ 29
309 საქმე (ჯარიმა 20 ლარი) (ჯამური მოთხოვნის ოდენობა - 586 180 ლარი), დასრულდა
9575 საქმე (მოთხოვნის ოდენობა - 191 500 ლარი), მიმდინარე 19 734 საქმე (მოთხოვნის
ოდენობა - 394 680 ლარი). ამასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
42¹¹
(„პირბადის
ტარების
წესის
დარღვევა“)
მუხლით
გამოვლენილი
სამართალდარღვევები - იურიდიული პირების მიერ ჩადენილი პირველადი
სამართალდარღვევის რაოდენობა არსებული ინფორმაციით არის 23, ხოლო ჯარიმის
ოდენობა შეადგენს 11 500 ლარს (ჯარიმა 500 ლარი), განმეორებით ჯარიმა არ გამოწერილა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას. თუმცა, ხდება შესაბამისი პირების ჯარიმებისგან
გათავისუფლება, რაც აღარ მიიმართება ბიუჯეტში.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
ასეთი არ არსებობს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან
დაკავშირებულ
ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიცია- „ძალა
ერთობაშია“
ვ ) კანონპროექტის ინიციატორი
ფრაქცია „ერთიანი
ერთობაშია“
ნაციონალური
მოძრაობა“
გაერთიანებული
ოპოზიცია
„ძალა