„ამნისტიის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
24.06.2021
ავტორი
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
ნომერი
#07-3/90/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ამნისტიის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (9)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-07-06
ბიუროს ნომერი 74

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, ამ კანონის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელის მოხდისგან ათავისუფლებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N41(48), 1999 წელი, მუხ. 209) გათვალისწინებულ დანაშაულში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირებს. მუხლი 1. 1. გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ბრალდებული ან მსჯავრდებული არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2481 და 3591 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. 2.გამოძიება უნდა შეწყდეს, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს,ან თუ დაწყებულია უნდა შეწყდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეებზე. მუხლი 2 1. ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ფიზიკურ და იურდიულ პირებთან მიმართებით ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე. 2. ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებულ პირებს ნასამართლობა მოეხსნებათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებული პირებისათვის გათვალისწინებული ჯარიმის შეფარდების თაობაზე აღსრულების მიზნით სააღსრულებო წარმოების დაწყებული სააღსრულებო წარმოება უნდა შეწყდეს. სასამართლოს დაწყება განაჩენის დაუშვებელია, ხოლო 4. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია, მსჯავრდებულს უკან დაუბრუნდება. მუხლი 3 ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებმაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2481 და 3591 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინეს 2021 წლის 1 ივლისამდე. მუხლი 4 1. ამ კანონის ბრალდებულის, მათ პირველი შორის მუხლის ძებნილი პირველი პუნქტით ბრალდებულის, განსაზღვრული მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე იღებს შესაბამისი პროკურორი, ხოლო სისხლის სამართლის სასამართლო განხილვის სტადიაზე − შესაბამისი სასამართლო. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით მსჯავრდებულის, მათ გათვალისწინებული შორის, ამნისტიის სასამართლო განხილვის ძებნილი მსჯავრდებულის, აღსრულების სტადიაზე იღებს მიზნით საქმის განსაზღვრული მიმართ ამ კანონით გადაწყვეტილებას. შესაბამისი სასამართლო, საქმის ხოლო თუ სამართალწარმოება დასრულებულია − თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც პენიტენციურ დაწესებულებაში/პრობაციის რეჟიმში მყოფი ან არასაპატიმრო სასჯელით მსჯავრდებული პირის პირად საქმეს უგზავნის შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება/დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო 2 კვირის ვადაში, ხოლო ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით სასამართლოს იმავე ვადაში მიმართავს საქართველოს პროკურატურა. 3. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხები განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ კანონის საფუძველზე 3 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებული, ჯარიმების ფიზიკურ და იურიდიულ პირებისთვის უკან დაბრუნება და შესაბამისი ღონისძიების გატარება. მუხლი 5 ყველა პირს, რომლებზედაც გავრცელდება ამ კანონის მოქმედება, უფლება აქვს, ისარგებლოს თავისი სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით. მუხლი 6 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება გამოწვეულია იმ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლების მიზანშეწონილობით, რომლებმაც ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2481 და 3591 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები 2021 წლის 1 ივლისამდე. 2020 წლის 23 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელდა ცვლილებები და დაემატა ზემოხსენებული ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევასა და საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დარღვევის შემთხვევაში. 2020 წლის 21 მარტს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით მოქალაქეებს შეეზღუდათ საქართველოს კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლებში მითითებული უფლებები. პრეზიდენტის დეკრეტი მოქმედებდა საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე, შესაბამისად, გაუქმებისთანავე , 2020 წლის 23 მაისიდან დაკარგა ძალა. საგანგებო მდგომარეობის შემდგომში ეპიდ სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ შეზღუდვა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2020 წლის 10 ნოემბრიდან ამოქმედდა. აღნიშნული ეფუძნება „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში პანდემიის დროს შეტანილ ცვლილებებს, რაც აღმასრულებელ ხელისუფლებას უფლებას აძლევს, საკანონმდებლო ორგანოს ჩართვის გარეშე შემოიღოს სხვადასხვაგვარი შეზღუდვები ისე, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ გამხდარიყო საჭირო. რასაკვირველია, პანდემიის პერიოდში აუცილებელია გატარებულიყო რიგი პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფდა ამ კრიტიკულ ვითარებაში ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას. კოვიდ პანდემიით გამოწვეული იმ მძიმე შედეგების ფონზე, რაც აისახა ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე, იქნებ ეს , ჯანმრთელობისა თუ სიცოცხლის მოსპობის საფრთხე, დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, დაემატა მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება. სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დისტანცირების მოტივით, ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვამ, გავლენა იქონია არამარტო კონკრეტული სოციალური ჯგუფის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, კეთილდღეობაზე. საგანგებო მდგომარეობის, არამედ აისახა საკარანტინე ან/ თითოეული და მოქალაქის იზოლაციის წესის ფინანსურ დარღვევის შემთხვევაში დაწესდა შეუსაბამოდ მაღალი ჯარიმები, იმ ფონზე როდესაც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სიღარიბის ზღვარზე იმყოფება და პანდემიამ მათი ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის სახეები ზემო ხსენებული დანაშაულებისთვის არ მოდის შესაბამისობაში ნორმის მიზნობრიობასთან. ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. „მნიშვნელოვანია შეფასდეს როგორც სასჯელის ბუნება და ზომა, აგრეთვე ის, თუ რამდენად მიიღწევა ამ ზომისა და ფორმის სანქციით ზოგადად სასჯელის მიზნები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-43). „საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, კონკრეტული ქმედებისგან მომდინარე საშიშროების გაუთვალისწინებლად, მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზნით სასჯელის გამოყენება ინდივიდს აქცევს ძალაუფლების ობიექტად, ინსტრუმენტად სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, რაც გარდაუვლად იწვევს მისი ღირსების ხელყოფას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-83) ხოლო სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულია, რომ არ შეიძლება სასჯელის მიზანს წარმოადგენდეს ადამიანის ღირსების შელახვა. გამომდინარე იქიდან, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტის მიზანი არის ერთჯერადი დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ჰუმანური მოქმედების განხორციელება, მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება შეეხოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2481 და 3591 მუხლით პასუხისგებაში მყოფ პირებს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: აღნიშნული კანონის მიღება აუცილებელია, ვინაიდან მსჯავრდებული პირები დროულად გათავისუფლდნენ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან, ხოლო ბრალდებულების მიმართ შეწყდეს სისხლის სამართლის საქმეთა წარმოება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებას დადებითი გავლენა ექნება იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, ვისზეც გავრცელდება მისი მოქმედება, რადგან წინამდებარე კანონის პროექტით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება იმ პირთა მდგომარეობა, რომლებსაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2481 და 3591 მუხლების საფუძველზე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს შემდეგში: ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან მიმართებით ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე. რაც შეეხება პროცედურულ ნაწილს, გამოძიება უნდა შეწყდეს, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ან თუ დაწყებულია უნდა შეწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეებზე. სასჯელისაგან გათავისუფლებულ პირებს ნასამართლობა მოეხსნებათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობისმიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი დაკავშირებულია იმ პირების პასუხისმგებლობისაგან დროულ გათავისუფლებასთან, რომელსაც შეეხება ეს კანონი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. რადგან ამნისტიის კანონი ითვალისწინებს გადახდილი ჯარიმების უკან დაბრუნებას. ამასთან, სახელმწიფო დაზოგავს შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის გათვალისწინებულ პირთა პატიმრობის ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა საშემოსავლო ნაწილზე: სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კანონპროექტის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ვრცელდება როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, მათ შორის ჯარიმაზე, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში ჯარიმის სახით გათვალისწინებული თანხები აღარ იქნება მიმართული, რასაც, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ცხადია, გავლენა ექნება. ასევე, კანონის თანახმად, იმ პირებს, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ უკან უნდა დაუბრუნდეს მათ მიერ გადახდილი თანხები. სუბიექტთა წრე კი დამოკიდებულია დაჯარიმებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა რაოდენობაზე. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, (ღია წყაროებიდან მოძიებული) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3591 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის აღძრულია 227 საქმე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2481 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის - 1486. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგან ამნისტიის კანონი ითვალისწინებს გადახდილი ჯარიმების უკან დაბრუნებას. პირთა რაოდენობა და ჯამურად დასაბრუნებელი თანხა დაზუსტდება საკომიტეტო განხილვის დროს (გამოთხოვილია დეტალური ინფორმაცია) ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღებას დადებითი გავლენა ექნება იმ ფიზიკური და იურიდიული პირებზე, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება. პირები, რომლებიც ვადაზე ადრე დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას. გარდა ამისა, იმ პირებს რომლებზეც ვრცელდება აღნიშნული კანონი, გათავისუფლებული იქნებიან ჯარიმის გადახდისგან. სუბიექტთა წრე კი დამოკიდებულია დაჯარიმებულ პირთა რაოდენობაზე. შესაბამისად, რამდენ პირს შეეხება ჯარიმების პატიება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი პირი არის დაჯარიმებულის ოფიციალური საბოლოო მონაცემებით, 2021 წლის 1 ივლისამდე.(დაზუსტდება საკომიტეტო მოსმენების დროს) ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას. თუმცა, ხდება შესაბამისი პირების ჯარიმებისგან გათავისუფლება, რაც აღარ მიიმართება ბიუჯეტში. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება ასეთი არ არსებობს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიცია- „ძალა ერთობაშია“ ვ ) კანონპროექტის ინიციატორი ფრაქცია „ერთიანი ერთობაშია“ ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა