„ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“
- „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (9)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (10)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (11)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-08
ბიუროს ნომერი 91
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ
მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო
1. ამ კანონის მიზანია გვარის შეცვლის ამ კანონით განსაზღვრული სპეციალური
ერთჯერადი შესაძლებლობის მინიჭება საქართველოს იმ მოქალაქისთვის, რომლის გვარიც
ფორმირებული იქნა მის ეთნიკურ და კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო, არაავთენტური
მეთოდით.
2. ამ კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად, შესაბამისი კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტით განსაზღვრული ეთნიკური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქეებს
ენიჭებათ ამავე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული მეთოდოლოგიის
შესაბამისად არაავთენტური გვარის შეცვლის შესაძლებლობა.
3. ამ კანონით დადგენილ გვარის შეცვლასთან დაკავშირებით „სამოქალაქო აქტების
შესახებ“ საქართველოს კანონი და „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით
დამტკიცებული წესი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნორმები თავსებადია ამ
კანონის დებულებებთან. ამ საკანონმდებლო აქტების ნორმებს შორის კოლიზიის არსებობის
შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ამ კანონის დებულებებს, როგორც სპეციალურ ნორმებს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გვარის შეცვლის მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირი - ფიზიკური პირი, რომელიც
აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ამ კანონის საფუძველზე აქვს
მინიჭებული გვარის შეცვლის მოთხოვნის უფლება;
ბ) უფლებამოსილი ორგანო - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე აწარმოებს
სამოქალაქო რეესტრს საქართველოში;
გ) კომისია - „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და
საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შექმნილი დროებითი სათათბირო ორგანო,
რომლის მიზნებიც განისაზღვრება ამ კანონით;
დ) არაავთენტური გვარი - გვარი, რომელიც პირს სავარაუდოდ მიენიჭა იმ წესებთან და
კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო მიდგომების გამოყენებით, რომელიც დამკვიდრებული
იყო გვარის მინიჭების დროს იმ ეთნიკური კულტურული ტრადიციების სახით, რომელსაც ეს პირი
წარმოადგენს და ცნობილია, რომ ეს მიდგომა ზოგადად გამოიყენებოდა ამავე ეთნიკური ჯგუფის
მიმართ;
ე) აღმავალი შტოს ნათესავი - აღმავალი შტოს ის ნათესავები, რომელთა გვარებიც აქვს
მიღებული პირს.
მუხლი 3. გვარის შეცვლის მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირი
1. გვარის შეცვლის მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირი ამ კანონის საფუძველზე
უფლებამოსილია მოითხოვოს არაავთენტური გვარის შეცვლა ამ კანონით დადგენილი წესით.
2. ამ კანონის მიხედვით გვარის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ ერთხელ. ამ კანონის
მიხედვით გვარის შეცვლა პირს არ უზღუდავს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს
კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“-„ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის 1196-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით გვარის შეცვლის უფლებას.
3. ამ კანონის მიხედვით გვარის შეცვლა წარმოადგენს საფუძველს იმ პირთა გვარის
შეცვლისთვის, რომელსაც მიღებული აქვს ამავე პირის გვარი.
4. ამ კანონის მიხედვით გვარის შეცვლის მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირი უნდა
აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა პირობას:
ა) ამ კანონის ამოქმედების დროისთვის, ასევე ამ კანონით განსაზღვრული გვარის
შეცვლაზე უფლებამოსილი ორგანოსთვის მიმართვის მომენტისთვის და ამ კანონის მიხედვით
გვარის შეცვლის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის
უნდა წარმოადგენდეს საქართველოს მოქალაქეს;
ბ) თვითონ ან აღმავალი შტოს მისი ის ნათესავი, რომლის გვარიც აქვს მიღებული მას:
ბ.ა) უნდა წარმოადგენდეს 1975 წლის 31 მარტამდე დაბადებულ პირს, რომელიც
საქართველოში ცხოვრობდა ჯამში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, 1993 წლის 31
მარტისთვის იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და რომელსაც არ მიუღია სხვა ქვეყნის
მოქალაქეობა, ან
ბ.ბ) უნდა წარმოადგენდეს 1975 წლის 31 მარტის შემდეგ დაბადებულ პირს, რომელიც 1993
წლის 31 მარტისთვის ცხოვრობდა საქართველოში და რომელსაც არ მიუღია სხვა ქვეყნის
მოქალაქეობა, ან
ბ.გ) უნდა წარმოადგენდეს საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებულ პირს, რომელმაც
1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვა საქართველოს ტერიტორია, ამდენად, ვერ
აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ბ.ა“ ან „ბ.ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს, და რომელსაც არ მიუღია
სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.
გ) წარადგენს მისი ან აღმავალი შტოს ნათესავის იმ ეთნიკური კუთვნილების
დამადასტურებელ დოკუმენტებს, რომელი ეთნიკური წარმომავლობაც განისაზღვრება
კომისიის მიერ ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და აისახება
მინისტრის მიერ ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით გამოცემულ ბრძანებაში;
დ) განცხადების წარდგენის მომენტისთვის:
დ.ა) არის სრულწლოვანი, ან
დ.ბ) მიღწეული აქვს 16 წლის ასაკს და მიღებული აქვს კანონიერი წარმომადგენლის
(წარმომადგენლების) თანხმობა ამ კანონის მიხედვით გვარის შეცვლაზე, ან
დ.გ) არის მხარდაჭერის მიმღები და ამ კანონით განსაზღვრული განცხადების
წარდგენისთვის ესაჭიროება მხარდამჭერის თანხმობა და მიღებული აქვს ასეთი თანხმობა.
5. ამ კანონით დადგენილი შესაძლებლობით ვერ ისარგებლებს გვარის შეცვლის
მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირი, თუ სახეზეა ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ა) იგი მსჯავრდებულია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და არ
აქვს გაქარწყლებული ნასამართლობა;
ბ) იგი არის რომელიმე უცხო სახელმწიფოს გადაწყვეტილებით დეპორტირებული პირი და
ამ კანონის მიხედვით გვარის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისთვის არ არის
გასული 5 წელი;
გ) მას ერთხელ მაინც მინიჭებული აქვს გვარი, რომელიც ჩამოყალიბებულია გვარის
ფორმირების ქართული ტრადიციების შესაბამისად.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესი ვრცელდება ასევე იმ შემთხვევაზე,
როდესაც გვარის შეცვლის საფუძველს წარმოადგენს ამ კანონის მიხედვით სხვა პირისთვის
მინიჭებული გვარის მიღება ნათესაური კავშირიდან გამომდინარე.
7. ამ კანონის საფუძველზე გვარის შეცვლისთვის სავალდებულოა სამოქალაქო აქტების
რეგისტრაციის ორგანოს მიერ გვარის შეცვლის რეგისტრაცია.
მუხლი 4. კომისია
1. ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად საქართველოს იუსტიციის
მინისტრის (შემდგომში - „მინისტრი“) ბრძანების საფუძველზე იქმნება „საქართველოს
მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული სათათბირო ორგანო - დროებითი კომისია,
ამ კანონის მოქმედების ვადით.
2. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება კომისიის ფუნქციები და საქმიანობის წესი.
3. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ დარგის ექსპერტები, მეცნიერები,
მკვლევარები, რომელთაც გააჩნიათ ამ კანონით განსაზღვრული საკითხების თაობაზე
სათანადო ცოდნა და გამოცდილება ისტორიის მეცნიერებების, მათ შორის, გენეალოგიის
მიმართულებით, ასევე სხვადასხვა დაინტერესებული ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები.
4. კომისიის საქმიანობაში მაქსიმალურად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ამ მუხლის მე-5
პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლების
ჩართულობა და მათთვის კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე წვდომა.
5. კომისია:
ა) სამეცნიერო მასალებზე დაყრდნობით შეისწავლის და მინისტრს რეკომენდაციის სახით
წარუდგენს იმ ეთნიკურ წარმომავლობათა ჩამონათვალს, რომელთა მიმართაც ადგილი ჰქონდა
პირთათვის ისეთი გვარების მინიჭების პრაქტიკას, რომელიც არ შეესაბამებოდა ამავე ეთნოსის
ისტორიულ-კულტურულ, მათ შორის, გენეალოგიურ ტრადიციებს;
ბ) შეიმუშავებს და მინისტრს რეკომენდაციის სახით წარუდგენს გვარების შეცვლის
მეთოდოლოგიას.
6. კომისია უფლებამოსილია დააკვირდეს ამ კანონის საფუძველზე განხორციელებულ
პროცესებსა და ტენდენციებს. მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე კომისია
უფლებამოსილია მინისტრს მიმართოს ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით
განსაზღვრულ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის რეკომენდაციით.
მუხლი 5. მინისტრის უფლებამოსილება ამ კანონის აღსრულების პროცესში
1. ამ კანონით პირთათვის მინიჭებული უფლების აღსრულებისთვის აუცილებელი
პროცედურებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხების მოწესრიგების მიზნით, მინისტრი
გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს - ბრძანებას, რომლითაც განისაზღვრება:
ა) ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული რეკომენდაციების მხედველობაში
მიღებით - იმ ეთნიკური ჯგუფების ჩამონათვალი, რომელთა მიმართაც ადგილი ჰქონდა
პირთათვის ისეთი გვარების მინიჭების პრაქტიკას, რომელიც არ შეესაბამებოდა ამავე ეთნოსის
ისტორიულ-კულტურულ, მათ შორის, გენეალოგიურ ტრადიციებს;
ბ) ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული რეკომენდაციების მხედველობაში
მიღებით - ამ კანონის მიხედვით გვარის შეცვლის მეთოდოლოგია;
გ) ამ კანონის მიხედვით გვარის შეცვლასთან დაკავშირებით წარსადგენი დოკუმენტების
ჩამონათვალი;
დ) ამ კანონის მიხედვით გვარის შეცვლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული
წარმოების ვადები, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს განცხადების წარდგენის დღიდან.
ეს ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს ერთჯერადად არაუმეტეს 1 თვით;
ე) ამ კანონის მიხედვით გვარის შეცვლასთან დაკავშირებით უფლებამოსილი ორგანოს
მიერ გაწეული მომსახურების საფასური, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს გვარის
შეცვლისთვის კანონმდებლობით დადგენილი საფასურის ნახევარს;
ვ) გვარის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურები და სხვა საკითხები, რომელიც
წესრიგდება ამ კანონის მიხედვით.
მუხლი 6. გვარის შეცვლის მეთოდოლოგია
1. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება გვარის შეცვლის მეთოდოლოგია, რომლის
გამოცემისას მხედველობაში მიიღება კომისიის მიერ მომზადებული რეკომენდაციები.
2. გვარის შეცვლის მეთოდოლოგია გულისხმობს იმ წესების შემუშავებას, რომლის
მიხედვითაც განისაზღვრება გვარის შეცვლის მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირის მიერ ახალი
გვარის არჩევა. ასეთ წესს შეიძლება წარმოადგენდეს:
ა) ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, კონკრეტული ფორმულირებების ჩამონათვალის
შექმნა, საიდანაც გვარის შეცვლის მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირი აარჩევს მისთვის
სასურველ გვარს;
ბ) გვარის გარდაქმნის წესები, რა დროსაც გვარის შეცვლის მოთხოვნაზე უფლებამოსილი
პირი გამოიყენებს მისი გვარის ფუძეს და ექნება შესაძლებლობა შეარჩიოს წინასწარ
განსაზღვრული სუფიქსები.
3. ცალკეული ერების ისტორიულ-კულტურული ტრადიციების შინაარსისა და სპეციფიკის
გათვალისწინებით, მეთოდოლოგია შეიძლება იყოს განსხვავებული სხვადასხვა ეთნიკური
ჯგუფების მიხედვით.
4. ამ კანონის მიხედვით შემუშავებული მეთოდოლოგია თავსებადი უნდა იყოს სახელისა
და გვარის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ზოგად წესებთან.
მუხლი 7. გვარის შეცვლაზე გადაწყვეტილების მიღება
1. ამ კანონის მიხედვით გვარის შეცვლის მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირისთვის გვარის
შეცვლაზე გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი ორგანო.
2. ამ კანონის მიხედვით გვარის შეცვლის შესახებ განცხადება წარმოადგენს საფუძველს
შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისთვის.
3. ამ კანონით განსაზღვრული წესით გვარის შეცვლაზე უარის თქმა დასაშვებია მხოლოდ
ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში:
ა) გვარის შეცვლის მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირი არ აკმაყოფილებს ამ კანონით
დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე გვარის შეცვლის
მოთხოვნაზე უფლებამოსილ პირს სხვა ნათესაური კავშირიდან გამომდინარე მიღებული აქვს
სხვა ისეთი გვარი, რომელიც ამ კანონის მიხედვით შეცვლას არ ექვემდებარება.
4. ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბრძანება უნდა
ითვალისწინებდეს გვარის შეცვლის მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირისთვის ალტერნატიული
მტკიცებულებების (მათ შორის, მოწმეები) წარდგენის შესაძლებლობას, როდესაც უდავოდ
დასტურდება სტანდარტული წესით განსაზღვრული საბუთების მოძიების ობიექტური
შეუძლებლობა მათი განადგურების გამო.
5. უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია მიმართოს კომისიას ისეთ საკითხებზე
კონსულტაციის მიზნით, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს კომისიის კომპეტენციას.
კომისიისთვის ამ საფუძვლით მიმართვის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული
წარმოება ჩერდება შესაბამისი პასუხის მიღებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 თვემდე ვადით.
6. ამ კანონით დადგენილი გვარის შეცვლის საკითხზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ
მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ
აქტს და საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8. პერსონალური მონაცემების დაცვა
1. ამ კანონით განსაზღვრული მიზნით პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი
მოთხოვნების შესაბამისად.
2. უფლებამოსილი ორგანო და კომისია ვალდებულნი არიან უზრუნველყონ დამუშავებულ
პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობა და მონაცემები არ გახადოს ხელმისაწვდომი
მესამე პირთათვის, კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა.
მუხლი 9. გარდამავალი დებულებები
1. 2022 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს ამ
კანონის მე-4 მუხლის პირველი-მე-4 პუნქტების მიხედვით კომისიის შექმნა.
2. 2022 წლის 1 აპრილამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს ამ
კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის
გამოცემა.
3. 2026 წლის 31 დეკემბრის შემდეგ სააგენტოს მიერ განცხადების განხილვის გაგრძელება
ამ კანონით დადგენილი წესით დასაშვებია თუ განცხადება გვარის მინიჭების თაობაზე შეტანილ
იქნა ამ კანონის მოქმედების ვადის გასვლამდე 1 თვით ადრე.
მუხლი 10. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლების, მე-4 მუხლის მე-5 და მე-6
პუნქტებისა და მე-5-მე-8 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 თებერვლიდან.
3. ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლები, მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი და მე-5-მე-8 მუხლები
ამოქმედდეს 2022 წლის 1 აპრილიდან.
4. ეს კანონი მოქმედებს 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ საქართველოში მაცხოვრებელი ზოგიერთი
ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთა გვარები შექმნილ იქნა ხელოვნურად, ამავე ეთნიკური
ჯგუფის ისტორიულ-კულტურული ტრადიციებისთვის არადამახასიათებელი მეთოდიკით.
საქართველოში გვარის შეცვლის აღნიშნული პრაქტიკა, ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის
პერიოდიდან იღებს სათავეს და აღნიშნული პროცესი განსაკუთრებით ინტენსიური გახდა
საბჭოთა კავშირის პერიოდში, როდესაც ასიმილაციის პოლიტიკის გატარების გზით, არაერთი
ეთნიკური ჯგუფისთვის დამახასიათებელი გვარი იძულებით იქნა შეცვლილი, რაც, მათ შორის,
რუსული ენის დომინაციით იყო ნაკარნახევი. აღნიშნულ პროცესს არ ჰქონდა ადგილი მხოლოდ
საქართველოში, მაგალითად, გასაბჭოების შემდგომ, აზერბაიჯანული გვარების დაბოლოებებმა
შეიძინა რუსული გვარისთვის დამახასიათებელი სუფიქსები1. ცნობილია, რომ მსგავსი მიდგომა
გამოიყენებოდა საქართველოშიც და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შეყვანილ სხვა
სახელმწიფოებში მაცხოვრებელი სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლების მიმართ
(იეზიდები, ბერძნები).
ამრიგად, საქართველოში ეს პოლიტიკა გატარებული იყო სხვა ეთნიკური უმცირესობის
წარმომადგენლების მიმართაც და ადგილი ჰქონდა შემთხვევებს, როდესაც გვარი არათუ
მოდიფიცირდა, არამედ, სრულად ხელოვნურად იქნა ფორმირებული და მიკუთვნებული
კონკრეტული პირებისთვის. აღსანიშნავია, რომ რუსული ენისთვის უცხო გვარის იძულებითი
მოდიფიცირება/შექმნა ხდებოდა, ძირითადად, მშობლის სახელიდან გამომდინარე, რასაც
ემატებოდა დაბოლოებები -ევი/-ოვი.
აქედან გამომდინარე, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს წართმეული ჰქონდათ
საკუთარი იდენტობისთვის დამახასიათებელი გვარის ტარების უფლება, ხოლო
გაუმართლებელი კულტურული დომინაციის ამ მეთოდის გამოყენებით ეს პირები მოკლებულნი
იყვნენ შესაძლებლობას ჰქონოდათ საკუთარი, ავთენტური გვარები. არსებული ვითარების
გათვალისწინებით, ამჟამად, საქართველოს მოქალაქეობის მქონე ზოგიერთი ეთნიკური ჯგუფის
წარმომადგენლებს მინიჭებული აქვთ გვარები, რომელიც მათი წარმოშობისთვის არაავთენტურ
გვარებს წარმოადგენს, ასევე, არ შეესაბამება გვარის ფორმირების გენეალოგიურ
თავისებურებებს. ასეთ ნუსხას, მაგალითად, მიეკუთვნება გვარები: პაპანდოპულოვი
(პაპანდოპულო), მამედოვი (მამედლი), ჰუსეინოვი (ჰუსეინ ოღლი) და ა.შ. ეს და სხვა გვარები,
ძირითადად,
ზემოაღნიშნული
სუფიქსებით
გამოირჩევა
(-ევი,-ოვი),
რაც
მათი
ზვიადაძე, ს., სორდია, გ., რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება საქართველოში, ევროპის
საბჭო, 2021, გვ. 21. [https://rm.coe.int/-/1680a2e321].
1
წარმომავლობისთვის შეუსაბამოა და მინიჭებულია ხელოვნურად, მათი ტრადიციებისა და
კულტურული თავისებურებების უგულებელყოფის შედეგად.
ეჭვგარეშეა, რომ პირის გვარი წარმოადგენს მისი ეთნიკური კუთვნილებისა და იდენტობის
განმსაზღვრელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინდიკატორს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია
არსებობდეს მისი დაბრუნების სისტემური და ეფექტიანი მეთოდოლოგია.
ამასთან, ამ კანონპროექტის ინიციატორები მიესალმებიან იმ ინიციატივაზე მუშაობას,
რომელიც წარიმართა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (ქამრან მამედოვი, ბანიამინ
კასიმოვი, აითაჯ ხალილოვა, ფარიდ ასკეროვი, რაბილ ისმაილოვი) მიერ და მოიცავდა 25000
ამომრჩევლის ხელმოწერის შეგროვების, როგორც უშუალო დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი
მექანიზმის გამოყენების, გზით დიდწილად იგივე თემატიკასთან დაკავშირებული ინიციატივის
წარმოდგენას. აღსანიშნავია, რომ წინამდებარე კანონპროექტი არსებითად განსხვავდება
იმისგან, რაც იყო წარმოდგენილი საინიციატივო ჯგუფის მიერ, თუმცა, რამდენადაც ეს ორი
ინიციატივა მიზნად ისახავს ერთი და იმავე საკითხის ახლებურად და სამართლიანად
მოწესრიგებას, ამ კანონპროექტის ინიციატორებსა და საინიციატივო ჯგუფის წევრებს შორის
საკმაოდ ნაყოფიერი კონსულტაციები გაიმართა.
ამრიგად, ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში გადაწყდება ის პრობლემა, რომლის
გადაჭრას მიზნად ისახავდა აღნიშნული საინიციატივო ჯგუფი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლი ითვალისწინებს
განმცხადებლისთვის მისი ისტორიული გვარის აღდგენის შესაძლებლობას, თუმცა დახვეწას
საჭიროებს და ექსპერტულ ანალიზს უნდა დაექვემდებაროს ის მექანიზმი, რომელიც ეხება
განმცხადებლისთვის სასურველი გვარის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხს, არსებული
გვარის არაავთენტურობიდან გამომდინარე. ეფექტიანი მექანიზმის არარსებობობის პირობებში
კი, უფლება ავთენტური გვარის ტარების თაობაზე არ არის ჯეროვნად რეალიზებული, რაც თავის
მხრივ გავლენას ახდენს საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის ფარგლებში მოაზრებული
თვითგამორკვევის, კერძოდ, საკუთარი გვარის ტარების უფლების ჯეროვან რეალიზაციაზე.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ევროპის საბჭოს „ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ“
ჩარჩო კონვენციის2 მე-11 მუხლის პირველი პარაგრაფით ხაზგასმულია მხარეების, მათ შორის საქართველოს, ვალდებულება - ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებისთვის
უზრუნველყოს თავიანთი გვარებისა და სახელების ოფიციალური აღიარების შესაძლებლობა,
შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების საფუძველზე. კონვენციის განმარტებით ბარათში
კი აღნიშნულია, რომ ამ ვალდებულების პრაქტიკული იმპლემენტირების მხრივ,
მნიშვნელოვანია
მათი
მორგება
განხორციელდეს
კონკრეტული
გარემოებების
გათვალისწინებით, მაგალითად, პირები, რომლებმაც იძულებით შეიცვალეს საკუთარი
სახელები3, უფლება აქვთ დაიბრუნონ ის, გარდა იმ შემთხევებისა როდესაც ხდება უფლების
ბოროტად გამოყენება4. ამდენად, კონვენციით ნაკისრი ამ ვალდებულების შესრულების მიზნით,
რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ, 13.10.2005. [სსმ, N1938].
სადაც, ასევე, მოიაზრება გვარები.
4 Council of Europe Framework Convention for the Protection of National Minorities, 10.11.1994, Explanatory
Report, Art. 11 (1). [https://rm.coe.int/16800c10cf].
2
3
მნიშვნელოვანია ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული წესი ჯეროვნად და
მაქსიმალურად ეფექტიანად იქნეს იმპლემენტირებული შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ
სივრცეში. გარდა ამისა, უმცირესობათა უფლებების დაცვაზე, სადაც, მათ შორის, მოაზრებულია
თვითგამორკვევის უფლებაც, მითითებულია ისეთ საერთაშორისო აქტებში, როგორიცაა
სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი, ბავშვის უფლებათა კონვენცია
და ა.შ., რაც თავის მხრივ, ხაზს უსვამს მათი უფლებების დაცვის მნიშვნელობასა და
აუცილებლობას.
ამდენად, საქართველოს მოქალაქეობის მქონე ეთნიკური უმცირესობებისთვის არაავთენტური
გვარის შეცვლის პროცედურის გამართული მექანიზმის შემუშავება აუცილებელია მათი
ძირითადი უფლების ჯეროვანი რეალიზაციისთვის.
ა.ბ.) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის
შეიქმნება ეფექტიანი მექანიზმი ავთენტური გვარის მინიჭებისთვის, რომელიც მათ დაკარგეს
ზემოაღნიშნული ისტორიული პროცესებიდან გამომდინარე.
ამასთან, მსგავსი შემთხვევებისთვის, ფორმირებული იქნება გვარის შეცვლის დეტალიზებული
პროცედურა, რაც გულისხმობს შესაბამისი გენეალოგიური თუ სხვა ტიპის ისტორიული კვლევის
შედეგად პირთა ავთენტური გვარების განსაზღვრას. შედეგად კი, განმცხადებლები მარტივად
შეძლებენ აღნიშნული სერვისის მიღებას შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებაში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით, საქართველოს ცალკეული მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილია თავიანთი
გვარის ავთენტური (ნამდვილი) გვარით შეცვლის უფლება, თავიანთი ისტორიულ-კულტურული
ტრადიციების შესატყვისად, კერძოდ:
კანონპროექტის პირველი მუხლი განსაზღვრავს კანონის მიზანსა და რეგულირების სფეროს. ის
გავრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომელთა გვარიც არ არის ფორმირებული მათი
ეროვნული და კულტურული ტრადიციების შესაბამისად. ამდენად, დაგეგმილია აღნიშნული
გვარების შეცვლის შესაძლებლობის უზრუნველყოფა შესაბამისი მეთოდოლოგიის შესაბამისად.
ამასთან, გვარის შეცვლის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა განმცხადებლებს ექნებათ
მხოლოდ ერთხელ.
კანონპროექტის მე-3 მუხლი განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებს, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს
გვარის შეცვლის მოთხოვნაზე უფლებამოსილმა პირმა. ამავდროულად, ჩამოთვლილია ის
საფუძვლები, რა დროსაც, ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაში, გვარის შეცვლის მოთხოვნაზე
უფლებამოსილი პირი ამ უფლებით ვერ ისარგებლებს.
კანონპროექტის მე-4 მუხლი აყალიბებს დროებითი კომისიის ფორმირების საფუძვლებს,
რომელიც შემდგომ უფლებამოსილი იქნება შეისწავლოს და საქართველოს იუსტიციის
მინისტრს რეკომენდაციის სახით წარუდგინოს იმ ეროვნებათა ჩამონათვალი, რომელთა
მიმართაც ადგილი ჰქონდა არაავთენტური გვარების მინიჭების პრაქტიკას. კომისია, ასევე,
უფლებამოსილი იქნება შეიმუშავოს და მინისტრს რეკომენდაციის სახით წარუდგინოს გვარების
შეცვლის მეთოდოლოგია. ამავე მუხლით, ჩამოყალიბებულია კრიტერიუმები, რის მიხედვითაც
ხდება კომისიის შემადგენლობის განსაზღვრა.
კანონპროექტის მე-5 მუხლის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილი
იქნება, კანონით გათვალისწინებული დებულებების აღსრულების მიზნით, გამოსცეს
კანონქვემდებარე აქტი, რითაც განისაზღვრება: ეროვნებათა ჩამონათვალი, რომელთა
მიმართაც ადგილი ჰქონდა არაავთენტური გვარების მინიჭების პრაქტიკას, გვარის შეცვლის
მეთოდოლოგია, გვარის შეცვლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ვადები,
მომსახურების საფასური და სხვა საკითხები, რომელიც დაკავშირებულია გვარის შეცვლის
მოცემულ სპეციალურ პროცედურასთან.
კანონპროექტის მე-6 მუხლი შეიცავს დებულებებს გვარის შეცვლის მეთოდოლოგიის შესახებ.
განსაზღვრულია, რომ მეთოდოლოგიის შემუშავებისას მხედველობაში მიიღება კომისიის მიერ
მომზადებული რეკომენდაციები, ხოლო თავად მეთოდოლოგია გულისხმობს წესების
შემუშავებას, რითაც განისაზღვრება ახალი გვარის არჩევის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ
მეთოდოლოგია შეიძლება იყოს განსხვავებული სხვადასხვა ეროვნების მიხედვით, მათი
ისტორიულ-კულტურული ტრადიციების შინაარსისა და თავისებურებების გათვალისწინებით.
კანონპროექტის მე-7 მუხლი აყალიბებს გვარის შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების
წესებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი ორგანო - სსიპ სახელმწიფო
სერვისების განვითარების სააგენტო. ამავე მუხლით დგინდება, მათ შორის, გვარის შეცვლაზე
უარის თქმის საფუძვლები და გვარის შეცვლის მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირის მიერ
ალტერნატიული მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობა.
კანონპროექტის მე-8 მუხლი ეხება დამუშავებული პერსონალური მონაცემების დაცვასა და
კონფიდენციალურობის უზრუნველყოფას. გამომდინარე იქედან, რომ კანონპროექტი
ითვალისწინებს პირთა ეთნიკური წარმომავლობის შესახებ ინფორმაციის დამუშავებას,
მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას ამ მონაცემთა დაცვას, რამდენადაც, ის განსაკუთრებული
კატეგორიის პერსონალურ მონაცემს წარმოადგენს.
კანონპროექტის მე-9 მუხლი ეხება კანონის მიღებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.
აღსანიშნავია, რომ წინამდებარე კანონპროექტის მოქმედება დროში განსაზღვრულია 5 წლიანი
პერიოდით, ვინაიდან გათვალისწინებული ღონისძიებები წარმოადგენს დროებითს და არ
საჭიროებს დროში განუსაზღვრელ მოქმედებას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ, ამდენად, სამთავრობო
პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან კანონპროექტის
კავშირის დასაბუთება არ მოითხოვება.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი რეგულაციები ამოქმედდება 2022 წლის 1
თებერვლიდან და 1 აპრილიდან, ხოლო კანონპროექტის ის ნაწილი, რომელიც სამართლებრივი
და
ტექნიკური
ღონისძიებების
განხორციელებას
ითვალისწინებს,
ამოქმედდება
გამოქვეყნებისთანავე. ეს პერიოდები აუცილებელია იმისთვის, რომ გარდამავალი
დებულებებით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდეს და რეალურად შეიქმნას
კანონპროექტით გათვალისწინებული
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
მექანიზმი.
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, არ არის მოსალოდნელი, რომ
დაინტერესებულ პირთა მიმართვიანობის სავარაუდო, თუნდაც მაქსიმალურად მაღალი
მასშტაბი (კანონის მოქმედების 5 წლიანი პერიოდის მხედველობაში მიღებით), მაგალითად,
შექმნის, დამატებით თანამშრომელთა დაქირავების აუცილებლობას. მიმართვიანობა
შეუძლებელია იყოს ისეთი, რომელიც ზოგადად სამოქალაქო რეესტრის წარმოებასთან
დაკავშირებული მომსახურების მოთხოვნათა რაოდენობას არსებითად გაზრდის.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა
საშემოსავლო ნაწილზე;
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე. კანონპროექტით გათვალისწინებული წესით გვარის შეცვლისთვის,
გვარის შეცვლის მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირი, ვალდებული იქნება გვარის შეცვლისთვის
განსაზღვრული საფასური გადაიხადოს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოში, რაც გავლენას მოახდენს ამ უწყების ბიუჯეტის საკუთარ შემოსავალზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე. აღნიშნული საფუძვლით გვარის შეცვლის მოთხოვნა არ გამოიწვევს
წლიურად სერვისების მიწოდების მნიშვნელოვან ზრდას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე,
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
კანონპროექტს ექნება ფინანსური შედეგები გვარის შეცვლის მოთხოვნაზე უფლებამოსილ
პირებზე, რომლებიც სურვილისამებრ ისარგებლებენ აღნიშნული საფუძვლით გვარის შეცვლის
შესაძლებლობით. ამ შემთხვევაში ისინი ვალდებულნი იქნებიან გადაიხადონ გვარის
შეცვლისთვის განსაზღვრული საფასური, რომლის ოდენობაც დგინდება ამ კანონის მიხედვით
საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით და არ შეიძლება აღემატებოდეს
გვარის შეცვლისთვის კანონმდებლობით (საქართველოს მთავრობის დადგენილება #508
(29.12.2011) დანართი, მე-2 მუხლის მე-11 პუნქტი) დადგენილი საფასურის ნახევარს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის მინისტრს ენიჭება უფლებამოსილება
გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი - ბრძანება, რომელიც შეეხება პირის გვარის ამ
კანონპროექტით გათვალისწინებული სპეციალური საფუძვლით შეცვლის პროცედურებსა და
მასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას. ამავე ბრძანებით უნდა განისაზღვროს
გვარის შეცვლის პროცედურასთან დაკავშირებული მომსახურების საფასური, რომელიც არ
შეიძლება აღემატებოდეს გვარის შეცვლისთვის კანონმდებლობით (საქართველოს მთავრობის
დადგენილება #508 (29.12.2011), დანართი, მე-2 მუხლის მე-11 პუნქტი) დადგენილი საფასურის
ნახევარს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადების პროცესში მონაწილეობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო,
ასევე ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული
პირი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. კანონპროექტი მომზადებულია ამ
უწყებებთან ერთობლივად.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ალუდა ღუდუშაური, სავალან
მირზოევი, ზაურ დარგალი, ისკო დასენი, გოგი მეშველიანი, ანტონ ობოლაშვილი, სოზარ
სუბარი, სამველ მანუკიანი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ალუდა ღუდუშაური, სავალან
მირზოევი, ზაურ დარგალი, ისკო დასენი, გოგი მეშველიანი, ანტონ ობოლაშვილი, სოზარ
სუბარი, სამველ მანუკიანი.