„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“
- „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-08
ბიუროს ნომერი 91
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
28.12.2011,
სარეგისტრაციო
კოდი:
040200010.05.001.016538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 68-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. სრულწლოვან პირს არ აქვს უფლება შეიცვალოს გვარი ამ კანონის 64-ე მუხლის მე-2
პუნქტის „ა“–„დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით, თუ მას
შეცვლილი აქვს გვარი „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის
უფლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლით, თუ ამ კანონით
სხვა რამ არაა დადგენილი.“;
2. 98-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:
„11. ამ კანონის 68-ე მუხლის 21 პუნქტი მოქმედებს „ისტორიულ-კულტურულ
ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ საქართველოს კანონის
მოქმედების ვადით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 აპრილიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის
შეცვლის უფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. წინამდებარე კანონპროექტი
წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელ ნაწილს და მისი მიზანია „სამოქალაქო
აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო
გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტთან შესაბამისობის
უზრუნველყოფა. კერძოდ, „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის
უფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განსაზღვრულია, რომ „ამ კანონის
მიხედვით გვარის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ ერთხელ, გარდა „სამოქალაქო აქტების შესახებ“
საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“-„ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული შემთხვევებისა“. ამ ჩანაწერის მიხედვით, უზრუნველყოფილია გვარის
შეცვლის ერთჯერადობის პრინციპი (შესაბამისი გამონაკლისებით). მნიშვნელოვანია, რომ
აღნიშნული კანონის მიღების შემთხვევაში, ამ კანონსა და „სამოქალაქო აქტების შესახებ“
საქართველოს კანონს შორის იყოს შესაბამისობა გვარის შეცვლის ერთჯერადობის პრინციპის
ნაწილში, რის გამოც „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში უნდა
განხორციელდეს ცვლილება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ცვლილების განხორციელება „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში
აუცილებელია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს შესაბამისობა, ერთი მხრივ, „ისტორიულკულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ საქართველოს
კანონსა და „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონს შორის, გვარის ერთჯერადი
ცვლილების წესთან დაკავშირებით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში
გაკეთდება დათქმა, რომლის მიხედვითაც სრულწლოვან პირს არ ექნება უფლება შეიცვალოს
გვარი 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე
საფუძვლით, თუ მას შეცვლილი ექნება გვარი „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან
შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
საფუძვლით, თუ ამ კანონით სხვა რამ არაა დადგენილი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ცვლილება ხორციელდება „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლში,
კერძოდ, მე-2 პუნქტის შემდგომ ხდება 21 პუნქტის დამატება, სადაც ეთითება, რომ სრულწლოვან
პირს არ აქვს უფლება შეიცვალოს გვარი ამ კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„დ“ და „თ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით, თუ მას შეცვლილი აქვს გვარი
„ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლით, თუ ამ კანონით სხვა რამ არაა
დადგენილი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ, ამდენად, სამთავრობო
პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან კანონპროექტის
კავშირის დასაბუთება არ მოითხოვება.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
„ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“
საქართველოს კანონის ამოქმედების ვადებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით,
კანონპროექტის ამოქმედდება განსაზღვრულია 2022 წლის 1 აპრილიდან. კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა
საშემოსავლო ნაწილზე;
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე,
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
კანონპროექტს არ ექნება ფინანსური შედეგები იმ პირებზე, რომელთა მიმართაც გავრცელდება
მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
ასეთი არ არსებობს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ალუდა ღუდუშაური, სავალან
მირზოევი, ზაურ დარგალი, ისკო დასენი, გოგი მეშველიანი, ანტონ ობოლაშვილი, სოზარ
სუბარი, სამველ მანუკიანი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ალუდა ღუდუშაური, სავალან
მირზოევი, ზაურ დარგალი, ისკო დასენი, გოგი მეშველიანი, ანტონ ობოლაშვილი, სოზარ
სუბარი, სამველ მანუკიანი.