„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“
- „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-08
ბიუროს ნომერი 91
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 16.01.2012, სარეგისტრაციო კოდი:
010100000.05.001.016606) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ) მონაცემები მუშავდება „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის
შეცვლის უფლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გვარის შეცვლასთან
დაკავშირებული ნორმების აღსრულების მიზნით.“;
2. 551 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 551. გარდამავალი დებულებები
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2015 წლის 31 მარტამდე უზრუნველყოს
კონტროლის ელექტრონული სისტემის და მონაცემთა ბანკების კონტროლის სპეციალური
ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ტექნიკურ-ორგანიზაციული
ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების
შექმნა.
2. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი მოქმედებს „ისტორიულკულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ საქართველოს
კანონის მოქმედების ვადით.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 აპრილიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის
შეცვლის უფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. წინამდებარე კანონპროექტი
წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელ ნაწილს და მისი მიზანია „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან
შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტთან შესაბამისობის
უზრუნველყოფა. კერძოდ, „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის
უფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განსაზღვრული მიზნებიდან
გამომდინარე, ადგილი ექნება ფიზიკური პირების პერსონალური მონაცემების, მათ შორის,
ეთნიკური წარმომავლობის (ეთნიკური კუთვნილების) შესახებ მონაცემების დამუშავებას, რაც
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტის
თანახმად წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს. ამ კატეგორიის
მონაცემებისთვის ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს დამუშავების
საფუძვლებს, რომელიც არის ამომწურავად ჩამოთვლილი და ეხება ამა თუ იმ მიზნისთვის
მონაცემთა დამუშავებას. შესაბამისად, „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო
გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული
მიზნების მისაღწევად და ამ კანონის მიზნებისთვის ეთნიკური წარმომავლობის (ეთნიკური
კუთვნილების) მონაცემთა დამუშავებისთვის უნდა არსებობდეს სპეციალური საფუძველი
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
შესაბამისი ცვლილების განხორციელება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში აუცილებელია, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში „ისტორიულკულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული მიზნებიდან გამომდინარე არ იარსებებს განსაკუთრებული
კატეგორიის პერსონალური მონაცემების (ეთნიკური წარმომავლობა/კუთვნილება) დამუშავების
საფუძველი.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონით სახეზე იქნება განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემთა (ეთნიკური
წარმომავლობა/კუთვნილება)
დამუშავების
საფუძველი
„ისტორიულ-კულტურულ
ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ცვლილება ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში, კერძოდ, ამ პუნქტში არსებულ ჩამონათვალს ემატება „მ“ ქვეპუნქტი,
სადაც ეთითება, რომ „მონაცემები მუშავდება „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან
შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
გვარის შეცვლასთან დაკავშირებული ნორმების აღსრულების მიზნით“. ამით, ამ უკანასკნელი
კანონის საფუძველზე პერსონალურ მონაცემთა დამუშავება იქნება შესაბამისი „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ, ამდენად, სამთავრობო
პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან კანონპროექტის
კავშირის დასაბუთება არ მოითხოვება.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
„ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“
საქართველოს კანონის ამოქმედების ვადებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით,
კანონპროექტის ამოქმედება განსაზღვრულია 2022 წლის 1 აპრილიდან. კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა
საშემოსავლო ნაწილზე;
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე,
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
კანონპროექტს არ ექნება ფინანსური შედეგები იმ პირებზე, რომელთა მიმართაც გავრცელდება
მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
ასეთი არ არსებობს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ალუდა ღუდუშაური, სავალან
მირზოევი, ზაურ დარგალი, ისკო დასენი, გოგი მეშველიანი, ანტონ ობოლაშვილი, სოზარ
სუბარი, სამველ მანუკიანი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ალუდა ღუდუშაური, სავალან
მირზოევი, ზაურ დარგალი, ისკო დასენი, გოგი მეშველიანი, ანტონ ობოლაშვილი, სოზარ
სუბარი, სამველ მანუკიანი.