„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/85; 10.11.2021) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-15
ბიუროს ნომერი 92
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ
უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 38-ე მუხლის პირველი, მე-2 და 21 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
ადმინისტრაციული
სახდელი
შეიძლება
დაედოს
არაუგვიანეს
ორი
თვისა
სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია –
არაუგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან, ხოლო ამ კოდექსის 863 მუხლით
გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არაუგვიანეს
6 თვისა სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან.
2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
საქმეზე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის
დადების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 4 თვეს, გარდა ამ კოდექსის 571 მუხლით, 573 მუხლის
მე-2 ნაწილით, 574, 63-ე, 66-ე, 662-665 და 791–793 მუხლებით, 794 მუხლის პირველი და მე-2
ნაწილებით, 795, 797 და 798 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით და 1595–1599 მუხლებით
გათვალისწინებული შემთხვევებისა.
21. ამ კოდექსის 571 მუხლით, 573 მუხლის მე-2 ნაწილით, 574, 63-ე, 66-ე, 662- 665 და 791–793
მუხლებით, 794 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 795, 797 და 798 მუხლებით, 86-ე მუხლის
მე-12 ნაწილით და 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში რაიონული
(საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამ
მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადა
არ შეიძლება აღემატებოდეს 6 თვეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის
დღიდან.“.
2. 51-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 51. მიწის დაცვის მოთხოვნათა შეუსრულებლობა
1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისა და შენახვის და
სამელიორაციო სამუშაოთა ჩაუტარებლობა, აგრეთვე ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიისა და
ნიადაგის მდგომარეობის გამაუარესებელი სხვა პროცესებისაგან ნიადაგის დაცვის
მიწათმოსარგებლეზე დამოკიდებული სავალდებულო ღონისძიებების განუხორციელებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 750 ლარის ოდენობით.
2. მიწის რეკულტივაციის განუხორციელებლობა ან სარეკულტივაციო სამუშაოების ჩატარება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებული
გეგმის/პროექტის გარეშე ან გეგმისგან/პროექტისაგან გადახვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან რვაას ლარამდე.“.
3. 571 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 571. წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე
წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000-დან 1 500 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 14 დღემდე
ვადით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის
ობიექტის (მყარი სასარგებლო წიაღისეულის) კონფისკაციით.
შენიშვნა:
1. თუ სამართალდარღვევის ობიექტი (მყარი სასარგებლო წიაღისეული) განთავსებულია
სატრანსპორტო საშუალებაზე, საქმის განხილვის დასრულებამდე ხდება სატრანსპორტო
საშუალების დროებით ჩამორთმევა მასზე განთავსებულ მყარ სასარგებლო წიაღისეულთან
ერთად და სატრანსპორტო საშუალების დაცულ სადგომზე გადაყვანა. ტრანსპორტირებისა და
სადგომზე შენახვის ხარჯები ეკისრება სამართალდამრღვევს. სატრანსპორტო საშუალება მის
მფლობელს/მესაკუთრეს
დაუბრუნდება
სამართალდარღვევის
საქმეზე
შესაბამისი
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ჯარიმის გადახდის და წიაღით უკანონოდ
სარგებლობისათვის დაკისრებული გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების
შემთხვევაში.
2. ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ტრანსპორტირების
განმახორციელებელი ან/და სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ვალდებულია ამ კოდექსის
239-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების
შესახებ ოქმების შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების თანამშრომელთა ზეპირი
მოთხოვნის შემთხვევაში მყარი სასარგებლო წიაღისეულით დატვირთული სატრანსპორტო
საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ დაცულ სადგომზე, ხოლო საქმის განმხილველი ორგანოს
(თანამდებობის პირის) მიერ სამართალდარღვევის ობიექტის (მყარი სასარგებლო წიაღისეულის)
კონფისკაციის შემთხვევაში – მყარი სასარგებლო წიაღისეული განათავსოს მითითებულ
ადგილას.
3. ამ შენიშვნის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა
გამოიწვევს დაჯარიმებას ამ კოდექსის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამართალდამრღვევს საქმის განხილვამდე
დროებით ჩამოერთმევა სამართალდარღვევის იარაღი, რომელიც მის მფლობელს/მესაკუთრეს
დაუბრუნდება სამართალდარღვევის საქმეზე შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში
შესვლის შემდეგ, ჯარიმის გადახდის და წიაღით უკანონოდ სარგებლობისათვის დაკისრებული
გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში. სამართალდარღვევის იარაღის
ტრანსპორტირების ან/და შენახვის ხარჯები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ეკისრება
სამართალდამრღვევს.“.
4. 641 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი
დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის)
ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი
ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“
შეტანილი სახეობების მიმართ, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 14 დღემდე
ვადით, სამართალდარღვევის იარაღისა და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციით.“.
5. 66-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 14 დღემდე
ვადით, სამართალდარღვევის იარაღისა და ხე-ტყის კონფისკაციით.“;
ბ) დაემატოს შემდეგი შინარსის 23 ნაწილი:
„23. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური
ლიცენზიის, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მფლობელის მიერ
სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში წარუდგენლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.
6. 662 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 662. ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი
ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES)
დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის
ლიცენზიის პირობების დარღვევა
1. ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური
ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES)
დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით
სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ
ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში
წარუდგენლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური
ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES)
დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით
სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა:
1. ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური
ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES)
დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით
სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების
მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა),
ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის
შესაბამისად გამოიწვევს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.
2. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების ამ შენიშვნის პირველი ნაწილით
გათვალისწინებულ დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემდეგ პასუხისმგებლობის
დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული
შემთხვევებისა), ლიცენზიის გამცემის მიერ განმეორებით დადგენილ ვადაში სალიცენზიო
პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლით გათვალისწინებული
ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით.“.
7. 663 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით
საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის
ცოცხალი ან არაცოცხალი ინდივიდის, ამ სახეობის ნაწილის ან დერივატის უკანონო ექსპორტი,
იმპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი ან ზღვიდან ინტროდუქცია −
გამოიწვევს დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით:
ა) კონვენციის დანართებში შეტანილი ცოცხალი სახეობისათვის (გარდა ამ მუხლის „დ“ და „ე“
ქვეპუნქტებისა) - 3000 ლარიდან 4000 ლარამდე;
ბ) კონვენციის დანართებში შეტანილი არაცოცხალი სახეობისათვის (გარდა ამ მუხლის „გ“
ქვეპუნქტისა) – 3000 ლარის ოდენობით;
გ) დაუმუშავებელი სახით სპილოს მთლიანი ეშვისა ან მარტორქის მთლიანი რქისათვის - 5 000
ლარის ოდენობით;
დ) კონვენციის დანართებში შეტანილი პრიმატების თითოეული ინდივიდისათვის - 3000 ლარის
ოდენობით;
ე) კონვენციის დანართებში შეტანილი მტაცებელი ფრინველების თითოეული ინდივიდისათვის
- 4000 ლარის ოდენობით.“.
8. 664 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინარსის 665 მუხლი:
„მუხლი 665. საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი
გარემოდან ამოღებაზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნების
შეუსრულებლობა
საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან
ამოღებაზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნების
შეუსრულებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.
9. 68-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 68. სახელმწიფო ტყის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაზიანება
1. სახელმწიფო ტყის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაზიანება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
2. დაცული ტერიტორიების დადგენილი საზღვრების ფარგლებში მდელოების, მინდვრების,
ველების, სათიბი ან საძოვარი სავარგულების დაზიანება და ძოვების წესების დარღვევა ან
უკანონო ძოვება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით 20 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე, 500 ლარის
ოდენობით 20-დან 100 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე და 1000 ლარის ოდენობით 100 და მეტ
სულ ჩლიქოსან პირუტყვზე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის
ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის,
მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის
დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით 20 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე, 700 ლარის
ოდენობით 20-დან 100 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე და 1200 ლარის ოდენობით 100 და მეტ
სულ ჩლიქოსან პირუტყვზე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი
განმეორებით წლის განმავლობაში, −
გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული
ჯარიმების ორმაგი ოდენობით.".
10. 77-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედების (ხმაური, ელექტრომაგნიტური ველი) დადგენილი
ნორმების გადამეტება – გამოიწვევს დაჯარიმებას:
ა) დადგენილზე 1 დბ-დან 3 დბ-ის ჩათვლით გადამეტების შემთხვევაში − 1 500 ლარის
ოდენობით;
ბ) დადგენილზე 4 დბ-დან 10 დბ-ის ჩათვლით გადამეტების შემთხვევაში − 2 500 ლარის
ოდენობით;
გ) დადგენილზე 11 დბ-დან 15 დბ-ის ჩათვლით გადამეტების შემთხვევაში − 3 500 ლარის
ოდენობით;
დ) დადგენილზე 16 დბ-ით და მეტით გადამეტების შემთხვევაში − 5 000 ლარის ოდენობით;
ე) ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის დადგენილი ნორმიდან 0,1-დან 5
მკვტ/სმ2-მდე გადამეტების შემთხვევაში − 5 000 ლარის ოდენობით;
ვ) ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის დადგენილი ნორმიდან 5-დან 10
მკვტ/სმ2-მდე გადამეტების შემთხვევაში − 10 000 ლარის ოდენობით;
ზ) ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის დადგენილი ნორმიდან 10-დან 15
მკვტ/სმ2-მდე გადამეტების შემთხვევაში − 15 000 ლარის ოდენობით;
თ) ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის დადგენილი ნორმიდან 15
მკვტ/სმ2-დან ზემოთ გადამეტების შემთხვევაში − 20 000 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის გაორმაგებას.“.
11. 793 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 793. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის
მეურნეობის
მინისტრის
გადაწყვეტილებით
განსაზღვრული
პირობების
შეუსრულებლობა
1. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის მინისტრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა,
გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
2. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის მინისტრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა,
რამაც გამოიწვია ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის
დადგენილი ნორმის გადამეტება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას:
ა) დადგენილი ნორმის 5-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 5 000 ლარის ოდენობით;
ბ) დადგენილი ნორმის 5-დან 10-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 15 000 ლარის ოდენობით;
გ) დადგენილი ნორმის 10-ჯერ ან მეტჯერ გადამეტების შემთხვევაში − 45 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა:
1. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების
დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით
გათვალისწინებული შემთხვევებისა) მიუხედავად, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების
შესახებ გადაწყვეტილების მფლობელისთვის დადგენილ გონივრულ ვადაში მიმდინარე
საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს
ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის გასამმაგებას.
2. ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გონივრული ვადის გასვლის შემდეგ
პასუხისმგებლობის დაკისრების (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული
შემთხვევებისა) მიუხედავად, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების
მფლობელისთვის განმეორებით დადგენილ გონივრულ ვადაში მიმდინარე საქმიანობის
გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას
ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით.“.
12. 825 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 825. პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების საქართველოს ტერიტორიაზე
იმპორტისას, წარმოებისას ან/და რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის – „პლასტიკის და
ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მოთხოვნების დარღვევა
1. პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისას,
წარმოებისას ან/და რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის – „პლასტიკის და
ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მოთხოვნების დარღვევა –
გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის
კონფისკაციით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის
კონფისკაციით.
შენიშვნა:
1. ამ კოდექსის 22-ე მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან
გათავისუფლება და დამრღვევის მიმართ სიტყვიერი შენიშვნის გამოყენება არ ათავისუფლებს
დამრღვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციისაგან.
2. იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტირებისას აღებული პროდუქციის ნიმუშების ლაბორატორიული
კვლევის შედეგად გამოვლინდება ამ მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტის
მოთხოვნების დარღვევა, ხოლო შესაბამისი პროდუქცია სამართალდამრღვევის მიერ
გასხვისებულია, ინსპექტირების პროცესში დაფიქსირებული პროდუქციის ყოველ გასხვისებულ
ერთეულზე, პროდუქციის კონფისკაციის ნაცვლად, სამართალდამრღვევს ასევე ეკისრება 25
თეთრის გადახდის ვალდებულება.“.
13. 853 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შენიშვნა“:
„შენიშვნა:
ამ
მუხლით
გათვალისწინებული
დარღვევის
შემთხვევაში,
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შემდგენი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია,
ცოცხალი გარეული ცხოველი დაუყოვნებლივ გაუშვას შესაბამის ბუნებრივ გარემოში.“.
14. 854 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შენიშვნა“:
„შენიშვნა:
ამ
მუხლით
გათვალისწინებული
დარღვევის
შემთხვევაში,
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შემდგენი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია,
ცოცხალი ცხოველთა სამყაროს ობიექტი დაუყოვნებლივ გაუშვას შესაბამის ბუნებრივ
გარემოში.“.
15. 86-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე
ვადით, სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი
ორგანიზმის კონფისკაციით.“;
ბ) მე-5-მე-10 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის
წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი–მე-4 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული
დარღვევებისა) –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე
ვადით, სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი
ორგანიზმის კონფისკაციით.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 14 დღემდე
ვადით, სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი
ორგანიზმის კონფისკაციით.
7. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი წყლის ზომამცირე
სატრანსპორტო საშუალების (8 მეტრამდე სიგრძის კატარღა, ნავი, ნახევარბარკასი ან სხვა)
გამოყენებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 14 დღემდე
ვადით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმისა და სამართალდარღვევის
იარაღის კონფისკაციით, წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ.
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1200 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 14 დღემდე
ვადით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის, სამართალდარღვევის
იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით.
9. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის
უკანონოდ მოპოვება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 14 დღემდე
ვადით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის, სამართალდარღვევის
იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით.
10. 100 ტონის ან მასზე ნაკლები საერთო ტევადობის და 8 მეტრზე მეტი სიგრძის, ან 100 ტონაზე
მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა
(გარდა ამ მუხლის პირველი–მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) –
გამოიწვევს დაჯარიმებას 4 500 ლარის ოდენობით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი
ორგანიზმის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო
საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ..“;
გ) მე-16-მე-18 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. ამ მუხლის მე-15 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე
ვადით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღისა და მოწყობილობის კონფისკაციით და
სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით.
17. ნადირობის წესების დარღვევა
გათვალისწინებული დარღვევებისა) –
(გარდა
ამ
მუხლის
მე-13–მე-16
ნაწილებით
გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე
ვადით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღისა და მოწყობილობის კონფისკაციით და
სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით.
18. ამ მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 200 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 14 დღემდე
ვადით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღისა და მოწყობილობის კონფისკაციით და
სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით.“;
დ) მე-20 და 21-ე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„20. იმ იარაღით, საშუალებით ან მეთოდით ნადირობა, რომლით ნადირობაც აკრძალულია
(გარდა ამ მუხლის მე-13–მე-19 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა), –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დემდე
ვადით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღისა და მოწყობილობის კონფისკაციით და
სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით.
21. ამ მუხლის მე-20 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 14 დემდე
ვადით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღისა და მოწყობილობის კონფისკაციით და
სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევით 3 წლის ვადით.“;
ე) „შენიშვნას“ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:
„7. ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შემდგენი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია,
ცოცხალი ცხოველთა სამყაროს ობიექტი დაუყოვნებლივ გაუშვას შესაბამის ბუნებრივ
გარემოში.“.
16. 862 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 863 და 864 მუხლები:
„მუხლი 863. უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე
ღია ზღვაში საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული
გემების მიერ არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი თევზჭერის
მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა
1. უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია
ზღვაში საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის
გამოყენებით
თევზსაჭერი/თევზჭერასთან
დაკავშირებული
გემის
შესაბამისი
უფლებამოსილების მქონე პირის მიერ არალეგალური, არადეკლარირებული და
დაურეგულირებელი თევზჭერის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის
მოთხოვნების დარღვევა, რაც ჩაითვლება ძალიან მნიშვნელოვან დარღვევად, კერძოდ:
ა) თევზჭერის ან/და თევზჭერასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება
საქართველოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ავტორიზაციის ან/და შესაბამისი
სანაპირო ქვეყნის მიერ გაცემული თევზჭერის ლიცენზიის/ნებართვის გარეშე;
ბ) თევზჭერის ან/და თევზჭერასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება
სატელიტური ელექტრონული მონიტორინგის სისტემის (VMS) გარეშე ან კანონმდებლობით
დადგენილი მოთხოვნების დარღვევით;
გ) ელექტრონული სარეწაო ჟურნალის წარმოების ან/და თევზჭერის ან/და თევზის
ტრანსპორტირების თაობაზე ინფორმაციის კომპეტენტური ორგანოსთვის წარდგენის
ვალდებულების დარღვევა;
დ) თევზჭერის პროცესის უწყვეტი ვიდეოგადაღების ვალდებულების შეუსრულებლობა ან/და
უფლებამოსილი ორგანოსთვის მოთხოვნისას ვიდეოჩანაწერის წარუდგენლობა;
ე) გემიდან სხვა გემის ბორტზე გადატვირთამდე კანონმდებლობით გათვალისწინებული
ინფორმაციის შეუტყობინებლობა;
ვ) აკრძალულ ტერიტორიაზე, აკრძალულ დროს თევზჭერა ან კვოტის გარეშე ან დადგენილ
კვოტაზე მეტი ოდენობით თევზჭერის განხორციელება;
ზ) აკრძალული სახეობის თევზის ჭერა ან/და თევზჭერისათვის აკრძალული ან შეუსაბამო
მოწყობილობების/იარაღების გამოყენება;
თ) თევზსაჭერი გემის ამოსაცნობი ნიშნების ან რეგისტრაციის დოკუმენტების გაყალბება ან
დამალვა;
ი) დარღვევებთან დაკავშირებული მტკიცებულებების დამალვა ან/და დაზიანება;
კ) კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენლებისთვის ხელის შეშლა კანონიერი უფლებების
განხორციელებასა და მოვალეობის შესრულებაში;
ლ) დაშვებულზე მცირე ზომის თევზის მოპოვება, გადაზიდვა, ხმელეთზე გადმოტვირთვა ან
სხვა გემზე გადატვირთვა;
მ) თევზჭერის პროდუქტების გემიდან იმ გემზე გადატვირთვა ან თევზჭერის გაერთიანებულ
ოპერაციებში მონაწილეობის მიღება იმ გემებთან ერთად, რომლებიც ასახულია ევროკავშირის ან
შესაბამისი
თევზჭერის
მართვის
რეგიონული
ორგანიზაციის
არალეგალური,
არადეკლარირებული და დაურეგულირებელი გემების ნუსხაში გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარისა და მოპოვებული თევზის ეროვნულად ან, ასეთის
არარსებობის შემთხვევაში, საერთაშორისოდ განსაზღვრული საბაზრო ღირებულების ხუთმაგი
ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღისა (თევზსაჭერი იარაღი: ბადე და სხვა თევზსარეწი
იარაღები) და ობიექტის (უკანონოდ მოპოვებული თევზი და თევზის პროდუქტები)
კონფისკაციით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული
სახდელის დადების დღიდან 5 წლის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 400 000 ლარისა და მოპოვებული თევზის ეროვნულად ან, ასეთის
არარსებობის შემთხვევაში, საერთაშორისოდ განსაზღვრული საბაზრო ღირებულების რვამაგი
ოდენობით, გემის კონფისკაციით.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი 500 ტონის ან 500
ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის გამოყენებით, თევზსაჭერი/თევზჭერასთან
დაკავშირებული გემის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარისა და მოპოვებული თევზის ეროვნულად ან, ასეთის
არარსებობის შემთხვევაში, საერთაშორისოდ განსაზღვრული საბაზრო ღირებულების ხუთმაგი
ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღისა (თევზსაჭერი იარაღი: ბადე და სხვა თევზსარეწი
იარაღები) და ობიექტის (უკანონოდ მოპოვებული თევზი და თევზის პროდუქტები)
კონფისკაციით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული
სახდელის დადების დღიდან 5 წლის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 300 000 ლარისა და მოპოვებული თევზის ეროვნულად ან, ასეთის
არარსებობის შემთხვევაში, საერთაშორისოდ განსაზღვრული საბაზრო ღირებულების რვამაგი
ოდენობით, გემის კონფისკაციით.
5. თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე
პირის მიერ ელექტრონული სარეწაო ჟურნალის შესაბამისად თევზჭერის შესახებ ინფორმაციის
წარმოდგენა დაგვიანებით ან/და ტექნიკური ხარვეზით (რაც კომპეტენტურ ორგანოს ხელს არ
უშლის დაჭერილი თევზის შესახებ ინფორმაციის მიღებაში) გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
6. საქართველოს მოქალაქის მიერ იმ თევზსაჭერ/თევზჭერასთან დაკავშირებულ გემზე შრომით
ურთიერთობებში
შესვლა,
რომელიც
ასახულია
ევროკავშირის
არალეგალური,
არადეკლარირებული და დაურეგულირებელი თევზსაჭერი გემების ნუსხაში, ან არალეგალური,
არადეკლარირებული და დაურეგულირებელი თევზჭერის ხელშეწყობა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
7. საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ იმ
თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემის/გემების საკუთრებაში/თანასაკუთრებაში
ქონა, რომლებიც ასახულია ევროკავშირის არალეგალური, არადეკლარირებული და
დაურეგულირებელი თევზჭერის ნუსხაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის
დაჯარიმებას 6 000 ლარით ოდენობით.
8. საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ
თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემის გასხვისება ან სარგებლობაში გადაცემა
პირთათვის, რომლებიც მონაწილეობენ იმ თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემის
საქმიანობაში და მართვაში ან არიან იმ თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემის
მესაკუთრენი,
რომლებიც
შეყვანილნი
არიან
ევროკავშირის
არალეგალური,
არადეკლარირებული და დაურეგულირებელი თევზჭერის გემების ნუსხაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული
პირის დაჯარიმებას 300 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა
წარმოადგენს კომპეტენტური ორგანოს მიერ თევზჭერის ავტორიზაციის შეჩერების, ხოლო მე-2
და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა - თევზჭერის ავტორიზაციის
შეწყვეტის საფუძველს.
მუხლი 864 არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერისგან
მიღებული პროდუქტების იმპორტი, ექსპორტი ან რეექსპორტი ან/და ასეთი პროდუქტებით
საერთაშორისო ვაჭრობა
არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერისგან მიღებული
პროდუქტების იმპორტი, ექსპორტი ან რეექსპორტი ან/და ასეთი პროდუქტებით საერთაშორისო
ვაჭრობა გამოიწვევს დაჯარიმებას მოპოვებული თევზის ეროვნულად ან, ასეთის არარსებობის
შემთხვევაში, საერთაშორისოდ განსაზღვრული საბაზრო ღირებულების ოდენობით.“.
17. 1282 მუხლის:
ა) პირველი-მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ხე-ტყის პირველადი გადამუშავება ტყის ტერიტორიაზე −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე
ვადით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.
2. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავება −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე
ვადით, ხე-ტყის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის
კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით,
−
გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დემდე
ვადით, ხე-ტყის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციისა და
სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.
4. ხე-ტყის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო
დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირება (გარდა ამ
მუხლის მე-6−მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე
ვადით, ხე-ტყის კონფისკაციით ან უამისოდ.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 14 დღემდე
ვადით, ხე-ტყის კონფისკაციით.“;
ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე
ვადით, ხე-მცენარის კონფისკაციით.“;
გ) „შენიშვნის“ პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის განხილვის დასრულებამდე ხდება
სატრანსპორტო საშუალების დროებით ჩამორთმევა მასზე არსებულ ხე-ტყესთან/ხე-მცენარესთან
ერთად და სატრანსპორტო საშუალების დაცულ სადგომზე გადაყვანა. ტრანსპორტირებისა და
სადგომზე შენახვის ხარჯები ეკისრება სამართალდამრღვევს. სატრანსპორტო საშუალება მის
მფლობელს/მესაკუთრეს
დაუბრუნდება
სამართალდარღვევის
საქმეზე
შესაბამისი
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ჯარიმის გადახდის და გარემოსათვის
მიყენებული ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში.“.
18. 222-ე მუხლის:
ა) პირველი-მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე, 512 , 514 −532 , 54-ე, 541 , 551 , 554,
56-ე და 571 მუხლებით, 58-ე მუხლით (გარდა 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 581, 583, 59-ე,
593, მე-60, 603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694 –696, 71-ე, 711, 721 −77-ე, 78-ე და 791 –795 მუხლებით, 79
6 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 797 , 798 და 821 –82
4 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ნაწილში),
84-ე−855 მუხლებით, 86-ე მუხლით (გარდა 86-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილებისა), 862-864, 871 –
873 და 89-ე–893 მუხლებით, 913 მუხლის მე-3 ნაწილით, 1031 და 1282 −1285 მუხლებითა და 151-ე
მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდების
უფლება.
2. ამ კოდექსის 583, 59-ე, 64-ე და 641 მუხლებით, 66-ე მუხლის პირველი ნაწილით, 663 მუხლით,
77-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 821 მუხლით, 823 მუხლით, 854 მუხლით, 86-ე მუხლის
პირველი, მე-3, მე-4 და მე-13 ნაწილებით, 862, 872, 873, 893 მუხლებით, 1282 მუხლის მე-6 და მე-8
ნაწილებითა და 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს ან თუ სამართალდამრღვევი
სადავოდ არ ხდის მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და ამას
ხელმოწერით ადასტურებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს
სახელმწიფო
საქვეუწყებო
დაწესებულების
−
გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილია ადგილზე
განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევს
ადგილზევე
შეუფარდოს
შესაბამისი
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევისთვის
გათვალისწინებული როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი.“;
ბ) მე-2-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:
„21. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
უფლებამოსილ
თანამშრომელს
ამ
კოდექსის
863
მუხლით
გათვალისწინებული
სამართალდარღვევისთვის
ადმინისტრაციული
სახდელის დადების
(დადგენილების
გამოტანის) უფლება აქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შეუდგენლად.“.
19. 239-ე მუხლის:
ა) მე-4 ნაწილის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–512, 514−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე და 571 მუხლებით, 58-ე მუხლით
(გარდა 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 581−59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე,
694–696, 71-ე, 711, 721−77-ე, 78-ე და 791–795 მუხლებით, 796 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური
ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 797, 798 და 821–824 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და
ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ნაწილში), 84-ე−86-ე, 862-864, 871–873 და 89-ე–89
3 მუხლებით, 913 მუხლის მე-3 ნაწილით, 1031, 104-ე და 1282–1285 მუხლებითა და 151-ე მუხლით
(გარდა
151-ე
მუხლის
მე-3
ნაწილისა)
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ადგენენ საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების
უფლებამოსილი თანამშრომლები.“;
ბ) 41-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„41. ამ კოდექსის 582 მუხლით და 86-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ
ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები
(საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი
უფლებამოსილების მქონე ორგანოსთან ერთად). ამ კოდექსის 86-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5–
მე-11 და მე-13–21-ე ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ
ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები
(საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი
უფლებამოსილების მქონე ორგანოსთან ერთად).“.
20. 252-ე მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11 . ამ კოდექსის 863, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის
მე-4−51 ნაწილებით, 1254, 1351-1355, 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას პირს ადმინისტრაციული სახდელი
(ჯარიმა)
შეიძლება
მის
დაუსწრებლადაც
შეეფარდოს.
აღნიშნულ
შემთხვევაში
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს ამ მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები წერილობით უნდა განემარტოს.“.
21. 261-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
შესაბამისმა უფლებამოსილმა პირებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეიძლება
განიხილონ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის გათვალისწინებით, საქართველოს
შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებულ მათ სამსახურებრივ ან სხვა
ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში, სამართალდამრღვევისათვის დადგენილი წესით საქმის
განხილვის ადგილისა და დროის წინასწარ შეტყობინების საფუძველზე, ხოლო ამ კოდექსის 863
მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი
უფლებამოსილი პირები განიხილავენ საქართველოს ტერიტორიაზე.“.
22 . 2907 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2908 მუხლი:
„მუხლი 2908. ამ კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებული
პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება
ადმინისტრაციული
1. ამ კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს შესაბამისი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ოქმი
რეგისტრაციის
ადგილის
მიხედვით
ვერ
ჩაბარდა,
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიმტანი პირი საფოსტო გზავნილზე აკეთებს
სათანადო აღნიშვნას და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს უბრუნებს ფოსტას.
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ოქმი
დაბრუნებიდან
არაუადრეს
მე-14
კალენდარული დღისა და არაუგვიანეს 30-ე კალენდარული დღისა სამართალდამრღვევს
ეგზავნება განმეორებით, იმავე მისამართზე.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ამ მუხლის პირველი ნაწილით
განსაზღვრული სამართალდამრღვევისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ ამ პირის მისამართზე
მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმის ფოსტით ჩაბარებისას განმეორებით უარს განაცხადებს მის
მიღებაზე.
4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფოსტის მეშვეობით განმეორებით
ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტრო უზრუნველყოფს აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმის სამინისტროს
ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
პირისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საჯაროდ გამოქვეყნების წესი მტკიცდება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.
5. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულმა სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა
გადაიხადოს მისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებიდან 30 დღის
ვადაში.
6. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სამართალდამრღვევის მიერ ჯარიმის ამ
მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, დაჯარიმების შესახებ
დადგენილება იძულებით აღსრულდება ამავე კოდექსის 291-ე მუხლითა და „სააღსრულებო
წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, უფლებამოსილი პირის მიერ
სააღსრულებო ფურცლის გაცემისა და აღსასრულებლად წარდგენის საფუძველზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 2 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი მიზნად ისახავს შემდეგი პრობლემების გადაჭრას:
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
(შემდგომში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი) მუშაობის პრაქტიკაში
წარმოქმნილი
პრობლემების
დარეგულირება.
კერძოდ,
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის (შემდგომში - კოდექსი) მოთხოვნების სრულყოფილი და
ეფექტური აღსრულების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია კოდექსის შესაბამისი მუხლების
დისპოზიციების დაზუსტება, მუხლების შინაარსობრივი/ტერმინოლიგიური დახვეწა და მათში
არსებული ხარვეზების აღმოფხვრა. ამასთან, გარკვეულ დარღვევებზე ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა საჭიროებს არსებითად გადახედვას პასუხისმგებლობის გამკაცრების
კუთხით, ვინაიდან ზოგიერთ შემთხვევაში კოდექსით განსაზღვრული პასუხისმგებლობა ვერ
ქმნის შემაკავებელ ეფექტს კანონდამრღვევთათვის, რომ არაფერი ითქვას ადმინისტრაციული
სახდელის ზოგადი და კერძო პრევენციული დანიშნულების პრინციპის ხელყოფაზე.
გამომდინარე აღნიშნულიდან, ზოგიერთ შემთხვევაში სახდელის სახედ მიზანშეწონილია ასევე
გათვალისწინებული იქნას ადმინისტრაციული პატიმრობა;
2. კოდექსის 571 მუხლის შინაარსის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი
კოლეგიის 2020 წლის 12 ნოემბრის №1/2/1475 გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანა;
3. არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერა წარმოადგენს
საზღვაო ეკოსისტემის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხეს. არალეგალური, არადეკლარირებული
და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერა ეხება, როგორც ღია ზღვაში და ეროვნულ
იურისდიქციაში უკანონო თევზჭერას, ასევე თევზის ტრანსპორტირებისა და გადაცვლის ყველა
ასპექტსა და ეტაპს. ხშირ შემთხვევაში, ის შეიძლება, დაკავშირებული იყოს ორგანიზებულ
დანაშაულთან.
თევზსაჭერი
გემები,
რომლებიც
ჩართული
არიან
არალეგალურ,
არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ (IUU) თევზჭერაში, იყენებენ სუსტი მართვის მქონე
ადმინისტრაციებს, რომელთაც არ გააჩნიათ ეფექტური კონტროლი და ზედამხედველობა
არალეგალურ, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ (IUU) თევზჭერასთან მიმართებით.
აღსანიშნავია, რომ არალეგალურ, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ (IUU)
თევზჭერასთან ბრძოლის მიზნით, 2008 წელს ევროკავშირმა მიიღო კანონმდებლობა, რომელიც
ადგენს კონტროლის მკაცრ ზომებსა და სავაჭრო სანქციების შემოღების შესაძლებლობას. საბჭოს
2008 წლის 29 სექტემბრის No 1005/2008 (EC) რეგულაციის თანახმად, რომელიც „აფუძნებს
გაერთიანების სისტემას რათა მოხდეს არალეგალური, არადეკლარირებული და
დაურეგულირებელი თევზჭერის პრევენცია, ხელის შეშლა და აღმოფხვრა“, ნებისმიერი მესამე
ქვეყანა, რომელიც არ ასრულებს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ისეთ
ვალდებულებებს, რომლებიც მიზნად ისახავს არალეგალური, არადეკლარირებული და
დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერის თავიდან აცილებას, ხელის შეშლასა და აღმოფხვრას,
შეიძლება, მიჩნეული იქნან არამოთანამშრომლე ქვეყნებად. ასეთ შემთხვევაში, ევროკომისია
მესამე ქვეყანას უგზავნის შეტყობინებას და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელშიც
სახელმწიფომ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს (გასცემს ე.წ. ყვითელ ბა რათს). მოცემული
შეტყობინება გაფრთხილებაა სახელმწიფოსათვის, რომ ის შეიძლება, იდენტიფიცრებული იქნას,
როგორც არამოთანამშრომლე ქვეყანა (მასზე გაიცეს ე.წ. „წითელი ბარათი“). „ყვითელი ბარათის“
გაცემის შედეგად, იწყება ფორმალური დიალოგი ევროკავშირსა და მესამე ქვეყნას შორის,
რომელიც მიზნად ისახავს არსებული პრობლემების აღმოფხვრას. დიალოგი გრძელდება, სულ
მცირე, 6 თვე. იმ შემთხვევაში, თუ დიალოგის პროცესში დადგინდება, რომ ქვეყანას აქვს
პროგრესი, ევროკავშირს შეუძლია, გააგრძელოს დიალოგის ვადა ან საერთოდ მოხსნას სტატუსი.
იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო იდენტიფიცირებული იქნება, როგორც არამოთანამშრომლე
ქვეყანა, რეგულაციის თანახმად, აიკრძალება ამ ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ
დაჭერილი თევზჭერის პროდუქტების ევროკავშირში იმპორტი და, შესაბამისად, არ მიიღება ამ
პროდუქტებზე გაცემული თევზჭერის სერტიფიკატები.
2019 წლის 4-5 მარტს, ევროკომისიის ინიციატივით, საქართველოში განხორციელდა
ევროკომისიის საზღვაო საქმეთა და მეთევზეობის გენერალური დირექტორატის (DG MARE)
წარმომადგენლების ვიზიტი, რომლის მიზანი იყო საქართველოს დროშის ქვეშ, შორეულ
ნაოსნობაში
მცურავი
გემებისთვის
არალეგალური,
არადეკლარირებული
და
დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერის კონტროლის განხორციელების მექანიზმების, მათ
შორის, კომპეტენტური ორგანოს უფლებამოსილებებისა და სამართლებრივი ბაზის შეფასება.
ევროკომისიის ექსპერტების დასკვნის მიხედვით, საქართველოს არ გააჩნია კანონმდებლობა,
რომლის მიხედვითაც უნდა კონტროლდებოდეს საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების
მიერ უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვაში, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და ღია
ზღვაში განხორციელებული თევზჭერა. საქართველოს ვალდებულებები არალეგალურ,
არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ თევზჭერასთან დაკავშირებით გამომდინარეობს
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 2001 წლის საერთაშორისო
სამოქმედო გეგმიდან „უკანონო, შეუთანხმებელი და დაურეგულირებელი თევზჭერის
პრევენციის, შეკავებისა და აღმოფხვრის შესახებ“ (IPOA), რომელიც ნახსენებია „ერთის მხრივ,
საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას
და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ 335-ე მუხლში და
რომელზე დაყრდნობითაც, მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ მეთევზეობის დარგის
ურთიერთსასარგებლო, საერთო ინტერესების სფეროებში, მათ შორის, უკანონო, შეუთანხმებელი
და დაურეგულირებელი თევზჭერის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე. დასკვნის თანახმად,
საქართველოს მიეცა რამდენიმე რეკომენდაცია, მათ შორის, სამართლებრივი ბაზის სრულყოფა.
კერძოდ, კანონმდებლობაში, მათ შორის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში,
უნდა აისახოს არალეგალურ, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ თევზჭერასთან
მიმართებით გასატარებელი ღონისძიებები.
ევროკომისიის საზღვაო საქმეთა და მეთევზეობის გენერალურ დირექტორატთან მჭიდრო
კონსულტაციით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და
სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ შეიმუშავეს „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის
ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31
დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის
დადგენილების პროექტი. გარდა ამისა, სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ რამდენიმე
გემს, რომლებთან დაკავშირებითაც არსებობდა სამართლებრივი საფუძვლები, შეუწყვიტა
რეგისტრაცია და ამის თაობაზე აცნობა ევროკომისიას. ევროკომისიამ დაინახა საქართველოს
მხრიდან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა და აღნიშნა, რომ არ დგას ე.წ „ყვითელი ბარათის“
გამოყენების საჭიროება და თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს, თუმცა, ამისთვის საჭიროა
შესაბამისი ზომების მიღება.
„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი მიღებული იქნა 2019 წლის 31
დეკემბერს. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა მოთხოვნები უცხო ქვეყნის
ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში თევზჭერასა
და თევზჭერასთან დაკავშირებულ საქმიანობაში საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი
თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემებისთვის, ასევე საქართველოს მოქალაქეებისა
და
საქართველოში
რეგისტრირებული
იურიდიული
პირებისთვის
არალეგალურ,
არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ (IUU) თევზჭერასთან მიმართებით და მოთხოვნები
საქართველოს ნავსადგურებში უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი/თევზჭერასთან
დაკავშირებული გემების შემოსვლასთან დაკავშირებით. იმისთვის, რომ დადგენილებით
განსაზღვრული მოთხოვნების აღსრულება და არალეგალურ, არადეკლარირებულ და
დაურეგულირებელ თევზჭერასთან ბრძოლა იყოს ეფექტიანი, აგრეთვე მოხდეს საკანონმდებლო
ბაზის სრულყოფა, რათა შესრულდეს ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციები,
ევროკომისიის საზღვაო საქმეთა და მეთევზეობის გენერალურ დირექტორატთან მჭიდრო
კონსულტაციით, შემუშავდა წინამდებარე კანონის პროექტი;
4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - დაცული
ტერიტორიების სააგენტოს მუშაობის პრაქტიკაში გამოიკვეთა საჭიროება, რათა გამკაცრდეს
სახელმწიფო ტყის სასოფლო-სამეურნეო მიწების დაზიანებისთვის სანქციის ოდენობა, ვინაიდან,
კოდექსით განსაზღვრული პასუხისმგებლობა, ჯარიმების მცირე ოდენობების გამო,
კანონდამრღვევებისთვის შემაკავებელ ეფექტს ვეღარ ახდენს;
5. კოდექსის 964 მუხლისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 15
ივნისის N2-89 ბრძანების საფუძველზე, შპს „საქართველოს მელიორაცია“ უფლებამოსილია,
გამოავლინოს
სარწყავი
წყლის
დატაცების
ფაქტები
და
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმის შედგენით ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს შეუფარდოს
ადმინისტრაციული სახდელი. შპს „საქართველოს მელიორაცია“ ასევე ვალდებულია,
კანონმდებლობის
საფუძველზე,
უზრუნველყოს
სამართალდამრღვევისთვის
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარება. ოქმის ჩაბარების საკითხი ხშირ
შემთხვევებში პრობლემატურია, ვინაიდან სამართალდამრღვევები შეგნებულად არ იბარებენ
მათ მიმართ შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებს, რითაც თავს არიდებენ
ადმინისტრაციულ სახდელს, ხოლო სამართალდარღვევის ოქმის ჩაუბარებლობა კი
ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო იწვევს მათ გაუქმებას. შესაბამისად, საჭიროა ამ საკითხის
მოწესრიგება, რასაც ითვალისიწინებს წარმოდგინილი კანონპროექტი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კოდექსში არსებული ხარვეზებისა და ნაკლოვანებების გამოსწორება (მათ შორის,
სამართალდარღვევებისთვის ადეკვატური სახდელების დაწესება, სანქციების დაზუსტება და
ა.შ) შესაძლებელია მხოლოდ ამავე კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის გზით. ამასთან,
„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით განისაზღვრა
მოთხოვნები უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში,
ასევე ღია ზღვაში თევზჭერასა და თევზჭერასთან დაკავშირებულ საქმიანობაში საქართველოს
დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემებისთვის, ასევე
საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირებისთვის
არალეგალურ, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ (IUU) თევზჭერასთან მიმართებით.
იმისათვის, რომ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება იყოს ეფექტიანი და კანონმდებლობით
შეიქმნას შემაკავებელი ეფექტი, აგრეთვე შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები,
აუცილებელია,
დადგინდეს
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა
მოთხოვნების
დარღვევისათვის. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8
მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, „ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა
განხორციელებისა და დაცვის პირობები და წესი, იურიდიული პასუხისმგებლობისა და
იძულების ზომის გამოყენების საკითხები“ მხოლოდ საკანონმდებლო აქტით შეიძლება
განისაზღვროს. შესაბამისად, საჭირო გახდა წინამდებარე კანონის პროექტის მომზადება.
სახელმწიფო ტყის სასოფლო-სამეურნეო მიწების დაზიანებისათვის სანქციის ოდენობის
გაზრდისთვის ასევე აუცილებელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანა (შესაბამისად, კანონის მიღება), რადგან აღნიშნული სანქციები კოდექსითაა
განსაზღვრული.
კოდექსის 964 მუხლით
(სარწყავი წყლის დატაცება) განსაზღვრული სამართალდარვევის
ჩადენისათვის დაკისრებული პასუხისმგებლობის აღსრულების წესიც ამავე კოდექსში უნდა
განისაზღვოს, რის გამოც, საჭიროა კოდექსში შესაბამისი ცვლილების შეტანა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად მოხდება კოდექსის ნორმების პრაქტიკაში აღსრულებისას
გამოვლენილი, კოდექსში არსებული ხარვეზების გამოსწორება, გარკვეული სახის უკანონო
ქმედებებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება, სხვადასხვა სიმძიმისა და შედეგების მქონე
ქმედებებისთვის სანქციების შესაბამისი დიფერენცირება, სამართალდარღვევებისთვის
ადეკვატური, პრევენციული ეფექტის მქონე სანქციების დადგენა, რეგულირების გარეთ
არსებული საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება, კონკრეტული სამართალდარღვევების
რაოდენობების შემცირება და ა.შ.
ამასთან, უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე
ღია ზღვაში თევზჭერასა და თევზჭერასთან დაკავშირებულ საქმიანობაში საქართველოს დროშის
ქვეშ მცურავი თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემებისთვის, ასევე საქართველოს
მოქალაქეებისა
და
საქართველოში
რეგისტრირებული
იურიდიული
პირებისთვის
არალეგალურ, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ (IUU) თევზჭერასთან მიმართებით
კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის განისაზღვრება შესაბამისი
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რაც აღსრულების ეფექტიანი სისტემის შექმნის
უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. აღნიშნული აგრეთვე ხელს შეუწყობს პირებისთვის
არალეგალურ, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ (IUU) თევზჭერასთან დაკავშირებით
სრუყოფილი საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბებას, ევროკავშირის მიერ გაცემული
რეკომენდაციების შესრულებას და თავიდან იქნება აცილებული სავაჭრო სანქციები, როგორიცაა
ევროკავშირში თევზჭერის პროდუქტების იმპორტის აკრძალვა.
კანონპროექტით ასევე გაიწერება კოდექსის 964 (სარწყავი წყლის დატაცება) მუხლით
განსაზღვრული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის
აღსრულების წესიც, რაც უზრუნველყოფს აღნიშნული პასუხისმგებლობის ზომის ქმედითობას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
- კოდექსის 38-ე მუხლის (ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადები) პირველი ნაწილი
ყალიბდება ახალი რედაქციით. კერძოდ, პირველი ნაწილის მოქმედი რედაქციის მიხედვით,
„ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არაუგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის
ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია – არაუგვიანეს ორი თვისა მისი
გამოვლენის დღიდან“. წარმოდგენილი ცვლილებით განისაზღვრება, რომ ამ კანონპროექტით
გათვალისწინებული ახალი სამართალდარღვევის (კოდექსის 863 მუხლი. უცხო ქვეყნის
ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში
საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემების მიერ
არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი თევზჭერის მარეგულირებელი
კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა) შემთხვევაში ადმინისტრაციული სახდელის დადება
შესაძლებელი იყოს არაუგვიანეს 6 თვისა სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან.
აღიშნული, სახდელის დადების 6-თვიანი საგამონაკლისო ვადის დადგენის აუცილებლობა
გამოწვეულია იმ მიზეზით, რომ 863-ე მუხლი დაადგენს პასუხისმგებლობას ისეთი სპეციფიური
ქმედებისთვის, როგორიცაა უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ
ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი
თევზსაჭერი/თევზჭერასთან
დაკავშირებული
გემების
მიერ
არალეგალური,
არადეკლარირებული და დაურეგულირებელი თევზჭერის მარეგულირებელი კანონმდებლობის
მოთხოვნების
დარღვევა.
იმის
გათვალისწინებით,
რომ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეების განსახილველად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის
პირებს) საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამორკვევისთვის, აგრეთვე
მტკიცებულებების შეგროვებისა და შეფასებისთვის, სავარაუდოდ უცხო სახელმწიფოებთან
თანაშრომლობა მოუწევთ, შესაბამისად, აღნიშნული სახის დარღვევისთვის ადმინისტრაციული
სახდელის დადებისთვის საჭიროა არსებულ 2-თვეზე უფრო ხანგრძლივი ვადის (6 თვე)
განსაზღვრა.
- იმავე 38-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილები ყალიბდება ახალი რედაქციით. აღნიშნული ნაწილებით
განსაზღვრულია რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადა. კერძოდ, მე-2
ნაწილით განსაზღვრული ზოგადი ვადაა არაუმეტეს 4 თვე (გარდა ამავე ნაწილში ჩამოთვლილი
კონკრეტული საგამონაკლისო მუხლებისა, რომელთა შემთხვევაში, ამავე მუხლის 21 ნაწილის
მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადა არის
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან).
არაუმეტეს
6
თვე,
კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება -გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში, ასევე, „გარემოსდაცვითი შეფასების
კოდექსით“ გათვალისწინებული, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების
შეუსრულებლობაზე.
შემოწმების პროცესში ხშირია შემთხვევები, როდესაც საქმიანობის განმახორციელების მიმართ
განსაზღვრულია ისეთი სახის პირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს გარკვეულ პერიოდში
(მაგ: 6 თვეში), ხოლო შემოწმებისას, როდესაც გამოვლინდება ამ პირობების შეუსრულებლობა
(რაც აღიქმება სამართალდარღვევის გამოვლენად), ხშირად გასულია ხოლმე კოდექსის 38-ე
მუხლის
პირველი ნაწილით დადგენილი
სახდელის დადების ხანდაზმულობის
ზემოაღნიშნული ზოგადი ვადები, რის გამოც გამოვლენილ სამართალდარღვევაზე კოდექსით
გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები ვეღარ ტარდება, ვინაიდან კოდექსის 38-ე
მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება
დაედოს სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან(ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია მისი გამოვლენის დღიდან) მაქსიმუმ ოთხი თვის ვადაში.
ასევე აღსანიშნავია, რომ მაგალითად კოდექსის 663 მუხლით („გადაშენების საფრთხის წინაშე
მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის
(CITES) დანართებში შეტანილი სახეობის ცოცხალი ან არაცოცხალი ინდივიდით, ამ სახეობის
ნაწილით ან დერივატით უკანონო ვაჭრობა, აგრეთვე ამ სახეობის, მისი ნაწილის ან დერივატის
უკანონო ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი ან ზღვიდან ინტროდუქცია)
განსაზღვრული სამართალდარღვევისას, მისი სპეციფიკური შინაარსის, ასევე ზოგ შემთხვევაში,
გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო
ვაჭრობისთვის შესაბამისი ნებართვის წარმოდგენისთვის განსაზღვრული პროცედურების, ასევე,
ამანათის მიმღებთან დაკავშირების პრობლემების, სხვა უწყებების (საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს შემოსავლების სამსახრური) ჩართულობის აუცილებლობის და სხვა გარემოებების
გამო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში სამართალდარღვევის საქმის
მასალების გადმოგზავნა ხდება სამართალდარღვევის შემდეგ რამდენიმე თვის დაყოვნებით და
შესაბამისად, ხშირია შემთხვევები, როდესაც ამ შემთხვევაშიც იწურება ადმინისტრაციული
სახდელის დადების კოდექსით დადგენილი 4-თვიანი ვადა.
ზემოაღნიშნული
პრობლემის
აღმოსაფხვრელად,
იმისთვის,
რომ
ასეთი
სამართალდრღვევებისთვის უზრუნველყოფილი იქნეს საქმის წარმოების შესაბამისი ვადები,
აწარმოდგენილი პროექტით ზემოთმითითებული სამართალდარღვევებისთვის სახდელის
დადებისთვის გათვალისწინებულია არაუმეტეს 6 თვე. კერძოდ, კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 და
21 ნაწილებში განსაზღვრული იმ საგამონაკლისო მუხლების ჩამონათვალს (რომელთა
შემთხვევაშიც ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადა შეადგენს 6 თვეს) ემატება
კოდექსის შემდეგი მუხლები: მუხლი 663 („გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური
ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES)
დანართებში შეტანილი სახეობის ცოცხალი ან არაცოცხალი ინდივიდით, ამ სახეობის ნაწილით
ან დერივატით უკანონო ვაჭრობა, აგრეთვე ამ სახეობის, მისი ნაწილის ან დერივატის უკანონო
ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი ან ზღვიდან ინტროდუქცია); ახალი მუხლი 665
(საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან
ამოღებაზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნების
შეუსრულებლობა); მუხლი 797 (გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული
საქმიანობის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე
განხორციელება); მუხლი 798 (გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების
შეუსრულებლობა).
- კოდექსის 51-ე მუხლი (მიწის დაცვის მოთხოვნათა განუხორციელებლობა) ყალიბდება ახალი
რედაქციით. კერძოდ, მუხლის მოქმედი რედაქციით დარეგულირებულია მხოლოდ
რეკულტივაციის განუხორციელებლობა, ხოლო რეკულტივაციის შეთანხმების პროცედურა ან
შეთანხმებული გეგმის/პროექტის გარეშე საქმიანობა ან/და მისგან გადახვევა არ არის
დარეგულირებელი.
შესაბამისად,
მუხლს
ემატება
ნორმები,
რომლითაც
ადმინისტრაციულსამართლებრივი პასუხისმგებლობის სფეროში მოექცევა ასევე ისეთი
ქმედებები, როგორიცაა მიწის რეკულტივაციის განუხორციელებლობა ან სარეკულტივაციო
სამუშაოების ჩატარება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან
შეთანხმებული გეგმის/პროექტის გარეშე, ან გეგმისგან/პროექტისაგან გადახვევა.
- კოდექსის 571 მუხლს ემატება მე-4 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, სამართალდამრღვევს საქმის
განხილვამდე დროებით ჩამოერთმევა სამართალდარღვევის იარაღი, რომელიც მის
მფლობელს/მესაკუთრეს
დაუბრუნდება
სამართალდარღვევის
საქმეზე
შესაბამისი
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ჯარიმის გადახდის და წიაღით უკანონოდ
სარგებლობისათვის დაკისრებული, გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების
შემთხვევაში;
- კოდექსის 571 მუხლის, 641 მუხლის მე-2 ნაწილში, 66-ე მუხლის მე-2 ნაწილში, 86-ე მუხლის მე2, მე-5-მე-9, მე-16-მე-18, მე-20 და 21-ე ნაწილებში, 1282 მუხლის პირველ-მე-5 ნაწილებში, მე-7 და
მე-9 ნაწილებში შედის ცვლილებები და ამ ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისთვის,
სანქციის სახით, დამატებით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობაც.
შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებათა მიხედვით და დამრღვევის პიროვნების
გათვალისწინებით (მაგ: დარღვევის შედეგად დამდგარი ზიანი მნიშვნელოვნად მძიმეა, ან
სამართალდამრღვევი ინტენსიურად ჩადის ერთიდაიგივე ქმედებას, განმეორებით), საქმის
განმხილველი თანამდებობის პირი არასაკმარისად მიიჩნევს საჯარიმო სანქციას, დამრღვევის
მიმართ შესაძლებელი იქნება გამოყენებული იქნას ადმინისტრაციული პატიმრობა.
ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები, კოდექსის შესაბამისი მუხლების (დარღვევების)
მიხედვით, განისაზღვრება 7-დან 14 დღემდე;
- 66-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოქმედი რედაქცია, ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის,
ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური
ლიცენზიის ან ტყითსარგებლობასთან დაკავშირებული შესაბამისი ხელშეკრულების
პირობებისა და მოთხოვნების დარღვევისთვის, სანქციის სახით, ითვალისწინებს 2000-ლარიან
ჯარიმას. გამომდინარე იქედან, რომ ლიცენზიატებს დადგენილი აქვთ სხვადასხვა
სახის/მნიშვნელობის სალიცენზიო პირობები, საჭიროა ნორმების გარკვეული დიფერენცირება.
შესაბამისად, 66-ე მუხლს ემატება 23 ნაწილი და ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიის,
ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური
ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშის
წარმოუდგენლობისთვის ჯარიმა იქნება 500 ლარი, ხოლო ლიცენზიის სხვა, გაცილებით უფრო
მნიშვნელოვანი პირობების დარღვევისას დარჩება და გამოყენებული იქნება ამ მუხლის მე-3
ნაწილი (აღნიშნული სანქცია აღებული იქნა კოდექსის 573 მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული სალიცენზიო პირობების დარღვევისათვის განსაზღვრული ჯარიმის
ანალოგიით);
- კოდექსის 662 მუხლის მოქმედი რედაქცია ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების
საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის
შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და
ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის სანქციის
სახით
ითვალისწინებს 2000-ლარიან ჯარიმას. გამომდინარე იქედან, რომ ლიცენზიატს
დადგენილი აქვს სხვადასხვა სახის/მნიშვნელობის სალიცენზიო პირობები, რაც შესაბამის
დიფერენცირებულ მიდგომას მოითხოვს - 662 მუხლი იყოფა ორ ნაწილად: ექსპორტის მიზნით
სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის
სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი
თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის
მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშის წარმოუდგენლობისას
ჯარიმა იქნება 500 ლარი, ხოლო ლიცენზიის სხვა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პირობების
დარღვევისას დარჩება ჯარიმა 2000 ლარი (აღნიშნული სანქცია განისაზღვრა კოდექსის 573
მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, სალიცენზიო პირობების დარღვევისათვის
დადგენილი ჯარიმის ანალოგიით);
- 663 მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას გადაშენების საფრთხის წინაშე
მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის
(CITES) დანართებში შეტანილი სახეობის ცოცხალი ან არაცოცხალი ინდივიდის, ამ სახეობის
ნაწილის ან დერივატის უკანონო ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტის, რეექსპორტის ან ზღვიდან
ინტროდუქციისთვის. ამასთან, პასუხისმგებლობის ზომა დამოკიდებულია იმაზე, თუ
კონვენციის რომელ დანართშია შეყვანილი სახეობა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით
მხედველობაშია მისაღები, რომ „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და
ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში
შეტანილი სახეობის ცოცხალი ან არაცოცხალი ინდივიდის, ამ სახეობის ნაწილის ან დერივატის
სახეობები მრავალფეროვანია და ზოგიერთი სახეობა ან მისი ქვესახეობა შესაძლებელია
შეტანილი იყოს კონვენციის სხვადასხვა დანართში. ამასთან, არ არსებობს კონვენციით დაცული
ცოცხალი და არაცოცხალი ნიმუშის მაიდენტიფიცირებელი სამეცნიერო ორგანო. აქვე კონვენციის VII მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით “I დანართში შეტანილი ცხოველთა სახეობების
ნიმუშები, რომლებიც გამოყვანილია ტყვეობაში, კომერციული მიზნებისთვის, ან I დანართში
შეტანილი მცენარეთა სახეობანი, რომლებიც ხელოვნურად გამოყვანილია კომერციული
მიზნებისთვის, ჩაითვლებიან II დანართში შეტანილ სახეობათა ნიმუშებად”.
შესაბამისად, კოდექსის მოქმედი რედაქციის მიხედვით, კონვენციით დაცული სიკეთეების
უკანონო ვაჭრობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ უნდა მოხდეს ტყვეობაში გამოყვანილი
ცოცხალი
ცხოველების
ან
ხელოვნურად
გამოყვანილი
მცენარეების
იდენტიფიცირება/განსხვავება
ველურ
გარემოში
მცენარეებისაგან, რაც ფაქტობრივად შეუძლებელია.
მოპოვებული
ცხოველებისა
და
ასევე, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ზოგიერთი სახეობის ინდივიდი
ერთდროულად ზემოთმითითებული კონვენციის რამოდენიმე დანართშია შეყვანილი (მაგ:
რუხი მგელი (Canis lupus), მურა დათვი (Ursus arctos) მითითებულია კონვენციის I და II
დანართებში). შესაბამისად, კანონაღსრულების თვალსაზრისით არაეფექტურია კოდექსის 663
მუხლის არსებული რედაქცია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იცვლება მუხლის რედაქცია და პასუხისმგებლობა
განისაზღვრება არა დანართების მიხედვით, არამედ ცოცხალი და არაცოცხალი სახეობების,
ასევე, პრიმატების და მტაცებელი ფრინველების კატეგორიების მიხედვით.
იმის გათვალისწინებით, რომ კონვენციის დანართებში შეტანილი პრიმატების და მტაცებელი
ფრინველების სახეობების ნიმუშები უკანონო ვაჭრობის (ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტიი და
ზღვიდან ინტროდუქცია) ხშირი ობიექტები არიან, ამავდროულად მათი დაცვის სტატუსი
მაღალია, რაზეც მიუთითებს ის გარემოება, რომ პრიმატების ყველა სახეობა შეტანილია
კონვენციის დანართებში, ხოლო მტაცებელი ფრინველების უმეტესობას გააჩნია ორმაგი დაცვის
სტატუსი, მათი უმეტესობა დაცულია როგორც საერთაშორისო, ასევე, ეროვნულ დონეზე,
მიზანშეწონილია ამ სახეობების თითოეული ნიმუშის მიხედვით დაწესდეს შედარებით მაღალი
საჯარიმო სანქცია. მითუმეტეს, რომ ხშირია ტრანსასაზღვრო გადაადგილება მტაცებელი
ფრინველების ჰიბრიდული სახეობებით, რაც ასევე ართულებს სახეობების ზუსტ
იდენტიფიკაციას.
ამასთან, მუხლში ცალკე ქვეპუნქტად გამოყოფილი რჩება დაუმუშავებელი სახით სპილოს
მთლიანი ეშვთან ან მარტორქის მთლიანი რქასთან დაკავშირებული უკანონო ქმედებები.
აღნიშნულ ნიმუშზე საჯარიმო სანქციის დიფერენცირებული განსაზღვრა განპირობებულია ამ
სახეობების დაცვის განსაკუთრებით მაღალი სტატუსით (მათი სახეობების უმეტესობა
შეტანილია კონვენციის პირველ და მეორე დანართში).
ყოველივე
ზემოაღნიშნულის
გათვალოსწინებით,
შესაბამისად
კორექტირდება
დარღვევებისთვის ჯარიმების ოდენობები, რაც უზრუნველყოფს კონვენციით დადგენილი
მოთხოვნების დარღვევისთვის ადეკვატურ და შესაბამის პასუხისმგებლობას.
- კოდექსს ემატება 663 მუხლი, რაც განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
სახელმწიფოებრივი/საზოგადოებრივი
მნიშვნელობის
პროექტების
განხორციელებისას
საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან
ამოღებაზე „საქართველოს წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის შესახებ“ საქართველოს კანონის
24-ე მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
აღნიშნული გადაწყვეტილებით (მთავრობის განკარგულება) საქართველოს მთავრობა
შესაბამისი სუბიექტის (საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების
ბუნებრივი გარემოდან ამოღებით დაინტერესებული პირი) მიმართ ადგენს გარკვეულ
მოთხოვნებს (ინფორმაციის მიწოდება, ანგარიშგება და სხვ.). პრაქტიკაში ხშირია ამ მოთხოვნების
დარღვევა, თუმცა კანონმდებლობა ამ მოთხოვნების დარღვევაზე პასუხისმგებლობას არ
ითვალისწინებს. შესაბამისად, კოდექსს ემატება 665 მუხლი, რომელიც ადგენს
პასუხისმგებლობას ზემოაღნიშნული
განკარგულებით
განსაზღვრული
მოთხოვნების
შეუსრულებლობისთვის. ამასთან, სანქციის ოდენობა (500 ლარი) აღებულ იქნა კოდექსის 574
მუხლიდან, ვინაიდან ეს დარღვევა შინაარსობრივად წარმოადგენს ანალოგიური ხასიათისა და
სიმძიმის სამართალდარღვევას;
- კოდექსის 68-ე მუხლი (სახელმწიფო ტყის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
დაზიანება) ყალიბდება ახალი რედაქციით. კერძოდ, იზრდება სანქციები ამ მუხლის
მოთხოვნების დარღვევისთვის. ამასთან, ახალი სანქციები განისაზღვრება სახელმწიფო ტყის
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის და დაცული ტერიტორიების მიწების
დამაზიანებელი (ძოვების წესების დარღვევა, უკანონო ძოვება) ჩლიქოსანი პირუტყვის
სულადობის (ნაცვლად უნიფიცირებული ჯარიმისა წვრილფეხა და რქოსანი პირუტყვის
მიხედვით). კერძოდ, მოქმედი რედაქციით: სახელმწიფო ტყის სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის დაზიანებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 40 ლარი, პროექტით - 100
ლარი. ასევე, მოქმედი რედაქციით: დაცული ტერიტორიების საზღვრებში მდელოების,
მინდვრების, ველების, სათიბი ან საძოვარი სავარგულების დაზიანება და ძოვების წესების
დარღვევის ან უკანონო ძოვებისთვის გათვალისწინებულია 40 ლარი წვრილფეხა პირიტყვზე და
80 ლარი მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე. პროექტით: 100 ლარი 20 სულამდე ჩლიქოსან
პირუტყვზე, 500 ლარი 20-დან 100 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე, 1000 ლარი 100 და მეტ სულ
ჩლიქოსან პირუტყვზე. მსგავსი პრინციპით იზრდება საჯარიმო სანქციები ზემოაღნიშნული
დარღვევების სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის,
ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის,
მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის
დადგენილი საზღვრების ფარგლებში ჩადენისთვის. კერძოდ, ნაცვლად 60 ლარისა (წვრილფეხა
პირუტყვზე) და 130 ლარისა (მსხვილფეხა პირუტყვზე), დგინდება 20 სულამდე ჩლიქოსან
პირუტყვზე - 150 ლარი, 20-დან 100-მდე ჩლიქოსან პირუტყვზე - 700 ლარი და 100 და მეტ
ჩლიქოსან პირუტყვზე - 1200 ლარი.
ამასთან, ქმედების განმეორების
ჯარიმების ორმაგი ოდენობით.
შემთხვევაში
პასუხისმგებლობა
დგინდება
შესაბამისი
- კოდექსის 77-ე მუხლის (ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ
გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის ფაქტობრივ
მდგომარეობასთან შეუსაბამობა ან მისი უქონლობა, ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედების
დადგენილი ნორმების გადამეტება ან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის
მაქსიმალური მნიშვნელობის გადამეტება) მე-3 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით, მსგავსად
ამავე მუხლის მე-5 ნაწილისა, რომელიც შემუშავდა გარემოსდაცვით ტექნიკურ რეგლამენტს
დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ ატმოსფერულ ჰაერზე
მავნე ზემოქმედების (ხმაური, ელექტრომაგნიტური ველი) მაქსიმალური მნიშვნელობის
გადამეტებისთვის პასუხისმგებლობის ცალკე გამოყოფისა და ამ დარღვევისთვის მკაცრი
საჯარიმო სანქციის შემოღების მიზნით (ასევე, აღნიშნული ნაწილიდან ამოღებულია ვიბრაციაზე
მითითება, ვინაიდან ვიბრაციის გაზომვა, შესაბამისი ნორმების/ტექნიკური საშუალებების
არარსებობის გამო, პრაქტიკაში არ ხორციელდება).
აქვე აღსანიშნავია, რომ კანონის
ამოქმედებისთანავე გაუქმდება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №54
დადგენილებით (ტექნიკური რეგლამენტის - „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის
(გამოანგარიშების)
მეთოდიკა“
დამტკიცების
შესახებ)
დამტკიცებული
ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრული ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედების
შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) წესი და
აღნიშნული ქმედების დარღვევისთვის გათვალისწინებული იქნება მხოლოდ კოდექსით
დადგენილი ადმინისტრაციული საჯარიმო სანქცია. ამასთან, აქვე ახალი რედაქციით ყალიბდება
მე-4 ნაწილი, რომელიც წარმოადგენს პროექტით განსაზღვრული მე-3 ნაწილით
გათვალისწინებულ
ქმედებას,
ჩადენილს
განმეორებით,
რა
დროსაც
მოხდება
გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის გაორმაგება;
- კოდექსის 793 მუხლის რედაქცია ყალიბდება 792 მუხლის მიხედვით, ვინაიდან აღნიშნული
მუხლებით გათვალისწინებული დარღვევები (გზშ-ს სფეროში გაცემული აქტების პირობების
შეუსრულებლობა)
ერთმანეთის
მსგავსია.
შესაბამისად,
იდენტური
უნდა
იყოს
პასუხისმგებლობა არამხოლოდ ძირითადი დარღვევისთვის, არამედ დამდგარი შედეგისთვისაც.
შესაბამისად, 793 მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას
მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრუოლი პირობების
შეუსრულებლობისთვის, რამაც ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად
დასაშვები გაფრქვევის ნორმების გადამეტება გამოიწვია. ამ დარღვევისთვის ჯარიმის ოდენობა
ასევე დადგინდა 792 მუხლის მე-2 ნაწილის სანქციის იდენტურად;
- კოდექსის 825 მუხლი (პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების საქართველოს
ტერიტორიაზე იმპორტისას, წარმოებისას ან/და რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის –
„პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მოთხოვნების დარღვევა)
ყალიბდება ახალი რედაქციით. კერძოდ, გამომდინარე იქიდან, რომ მოქმედი რედაქციით
განსაზღვრული საჯარიმო სანქცია ამართალდამრღვევთათვის ვერ ქმნის შემაკავებელ ეფექტს,
იზრდება მუხლით გათვალისწინებული სანქციები (ჯარიმის ოდენობა ორმაგდება და პირველი
დარღვევისთვის, ნაცვლად დგინდება 1000 ლარი (ნაცვლად 500 ლარისა), ხოლო
განმეორებისთვის - 2000 ლარი (ნაცვლად 1000 ლარისა).
ასევე, მუხლის „შენიშვნას“ ემატება მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში თუ
შესაბამისი პროდუქცია სამართალდამრღვევის მიერ გასხვისებულია მანამ, სანამ
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია, ინსპექტირების პროცესში
დაფიქსირებული პროდუქციის ყოველ გასხვისებულ ერთეულზე, პროდუქციის კონფისკაციის
ნაცვლად, სამართალდამრღვევს ასევე დაეკისრება 25 თეთრის გადახდის ვალდებულება (25
თეთრი აღებულ იქნა პროდუქტის საშუალო საბაზრო ღირებულების მიხედვით (გასაყიდი ფასი
მერყეობს 20-30 თეთრამდე (ერთი ცალი);
- კოდექსის 853, 854 და 86-ე მუხლებს ემატება „შენიშვნა“, რომლის მიხედვითაც, ამ მუხლებით
გათვალისწინებული დარღვევების შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
შესახებ ოქმის შემდგენი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იქნება, ცოცხალი
ცხოველთა სამყაროს ობიექტი დაუყოვნებლივ გაუშვას შესაბამის ბუნებრივ გარემოში.
აღნიშნული რეგულაციის შემოღება საჭიროა იმისთვის, რომ მოხდეს ცოცხალი ორგანიზმების
ბუნებრივ გარემოში დროულად დაბრუნების უზრუნველყოფა. დღევანდელი რეალობიდან
გამომდინარე ხდება ცოცხალი ორგანიზმების ჩამორთმევა და სასამართლოს საქმის
დასრულებამდე მათი ზოოლოგიურ პარკში, ან სამართალდამრღვევისთვის მიბარება. არის
შემთხვევები, როდესაც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, როცა
ხდება ცხოველთა სამყაროს ობიექტის კონფისკაცია, იგი უკვე მკვდარია. ვინაიდან გარეული
ცხოველი, რომელიც მიჩვეულია ველურ ბუნებას, ვერ ეგუება ტყვეობაში ყოფნას და იღუპება.
გამომდინარე აღნიშნულიდან, იმ შემთხვევაში, როდესაც ცხოველთა სამყაროს ობიექტი
ცოცხალია, საჭიროა მისი დაუყოვნებლივ გაშვება ბუნებრივ გარემოში, რის შესაძლებლოაბსაც
ითვალისწინებს წარმოდგენილი ცვლილება;
- კოდექსის 86-ე მუხლის მე-9 ნაწილიდან ხდება სიტყვების „ელექტროდენით, ელექტროშოკის
აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით
ან თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით
თევზჭერა“ ამოღება. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ პასუხისმგებლობის არსებული
ნორმები ვერ უზრუნველყოფენ ამ ქმედებების პრევენციას, რასაც მოწმობს გაზრდილი
სტატისტიკა და შესაბამისად, ეკოლოგიისთვის დამდგარი მძიმე შედეგები. აქედან გამომდინარე,
ზემოაღნიშნული საშუალებებით თევზჭერა, ქმედების/დამდგარი შედეგის სიმძიმიდან
გამომდინარე, მიზანშეწონილია პირველივე ჯერზე დაკვალიფიცირდეს დანაშაულად
(შესაბამისი ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში, თანმდევი კანონპროექტის სახით,
ერთვის ამ კანონპროექტს). შესაბამისად, ხდება კოდექსიდან ამ ქმედებისთვის
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის ამოღება;
- კოდექსს ემატება 863-ე მუხლი, რომელიც ადგენს პასუხისმგებლობას უცხო ქვეყნის
ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში
საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემების მიერ
არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი თევზჭერის მარეგულირებელი
კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისათვის. ამ მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს
ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობას უცხო ქვეყნის ტერიტორიულ
ზღვასა და
განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი
500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის გამოყენებით თევზსაჭერი/თევზჭერასთან
დაკავშირებული გემის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ არალეგალური,
არადეკლარირებული და დაურეგულირებელი თევზჭერის მარეგულირებელი საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისათვის, რაც ჩაითვლება ძალიან მნიშვნელოვან
დარღვევად. პირველი ნაწილი ასევე აკონკრეტებს, თუ რა ჩაითვლება საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევად. პირველი ნაწილით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ჩადენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სახდელად
განისაზღვრება ჯარიმა 200 000 ლარისა და მოპოვებული თევზის ეროვნულად ან, ასეთის
არარსებობის შემთხვევაში, საერთაშორისოდ განსაზღვრული საბაზრო ღირებულების ხუთმაგი
ოდენობით სამართალდარღვევის იარაღისა (თევზსაჭერი იარაღი: ბადე და სხვა თევზსარეწი
იარაღები) და ობიექტის (უკანონოდ მოპოვებული თევზი და თევზის პროდუქტები)
კონფისკაციით.
აღსანიშნავია,
რომ
ევროკავშირის
რეკომენდაციის
თანახმად,
ასეთი
სახის
სამართალდარღვევების სამომავლო პრევენციისთვის აუცილებელია, რომ უფრო მკაცრი
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის განსაზღვრა მოხდეს ისეთ შემთხვევებში, როცა
პასუხისმგებელი პირი იგივე ქმედებას ჩაიდენს ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 5
წლის განმავლობაში. შესაბამისად, ამავე მუხლის მეორე ნაწილით ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა წესდება პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის, რომელიც
ჩადენილი იქნება ადმინისტრაციული სახდელის დადების დღიდან 5 წლის განმავლობაში.
ადმინისტრაციული სახდელის სახით წესდება ჯარიმა 400 000 ლარისა და მოპოვებული თევზის
ეროვნულად ან, ასეთის არარსებობის შემთხვევაში - საერთაშორისოდ განსაზღვრული საბაზრო
ღირებულების რვამაგი ოდენობით, გემის კონფისკაციით.
ამავე მუხლის მესამე ნაწილი ადგენს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ამ მუხლის პირველი
ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის, რომელიც ჩადენილია 500 ტონის ან 500 ტონაზე
ნაკლები საერთო ტევადობის გემის მიერ, ხოლო მეოთხე ნაწილი კი მე-3 ნაწილით
გათვალისწინებული ქმედებისთვის, რომელიც ჩადენილია ადმინისტრაციული სახდელის
დადების დღიდან 5 წლის განმავლობაში.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს პასუხისმგებლობას თევზსაჭერი/თევზჭერასთან
დაკავშირებული გემის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ელექტრონული
სარეწაო ჟურნალის შესაბამისად თევზჭერის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენისთვის
დაგვიანებით ან/და ტექნიკური ხარვეზით (რაც კომპეტენტურ ორგანოს ხელს არ უშლის
დაჭერილი თევზის შესახებ ინფორმაციის მიღებაში).
- 863-ე მუხლის მე-7-მე-8 ნაწილები ადგენენ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას
საქართველოს მოქალაქებისა ან/და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების
მიერ
არალეგალური,
არადეკლარირებული
და
დაურეგულირებელი
თევზჭერის
ხელშეწყობისათვის,
იმ
თევზსაჭერი/თევზჭერასთან
დაკავშირებული
გემის/გემების
საკუთრებაში/თანასაკუთრებაში
ქონისათვის,
რომლებიც
ასახულია
ევროკავშირის
არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი თევზჭერის ნუსხაში, ასეთ
გემთან დაკავშირებით სახელშეკრულებო ურთიერთობაში (შრომითი ურთიერთობა)
შესვლისათვის,
თევზსაჭერი/თევზჭერასთან
დაკავშირებული
გემის
იმ
პირებზე
გასხვისებისთვის ან იმ პირთათვის სარგებლობაში გადაცემისთვის, რომლებიც მონაწილეობენ
იმ თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემის საქმიანობაში და მართვაში ან არიან იმ
თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემის მესაკუთრენი, რომლებიც შეყვანილნი არიან
ევროკავშირის არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი თევზჭერის
გემების ნუსხაში.
- კოდექსს ასევე ემატება 864 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობას არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU)
თევზჭერისგან მიღებული პროდუქტების იმპორტის, ექსპორტის ან რეექსპორტის ან/და ასეთი
პროდუქტებით საერთაშორისო ვაჭრობისათვის.
- 1282 მუხლის (ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ხე-ტყის ტრანსპორტირებისა და
რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევა) „შენიშვნის“ პირველ ნაწილში ზუსტდება
სამართალდარღვევისას გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების დროებითი ჩამორთმევის
წესი. ეს წესი დადგენილია კოდექსის 571 (წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე)
მუხლის „შენიშვნის“ პირველი ნაწილის მიხედვით, ვინაიდან მნიშვნელოვანია, რომ ამ
მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას გამოყენებული სატრანსპორტო
საშუალებების დროებით ჩამორთმევა განხორციელდეს ერთნაირი პროცედურის დაცვით;
- კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ნაწილშ შედის ცვლილება, რომლის თანახმადაც,
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლების ენიჭებათ კოდექსის 863 და 864 მუხლებით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და
ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება. ამავე მუხლს ასევე ემატება მე-21 ნაწილი,
რომლის თანახმადაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ
თანამშრომლებს კოდექსის 863 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის
დადების
(დადგენილების
გამოტანის)
უფლება
ენიჭებათ
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმის შეუდგენლად. გამომდინარე იქიდან, რომ 863 მუხლი ადგენს
პასუხისმგებლობას ისეთი სამართალდარღვევისათვის, რომელიც ჩადენილია უცხო ქვეყნის
ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში,
შესაძლებელია რომ სამართალდარღვევის ჩამდენი პირისათვის ოქმის ჩაბარება შეუძლებელი
გახდეს ან ხანგრძლივ ვადასთან იყოს დაკავშირებული.
- კოდექსის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით. კერძოდ, ამ ნაწილით
გათვალისწინებულ იმ მუხლების ჩამონათვალს, რომლებით გათვალისწინებული დარღვევებიც
არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას და სახდელის შეფარდება
შესაძლებელია ადგილზე, ემატება შემდეგი მუხლები: 663 მუხლი („გადაშენების საფრთხის
წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“
კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის ცოცხალი ან არაცოცხალი ინდივიდით, ამ
სახეობის ნაწილით ან დერივატით უკანონო ვაჭრობა, აგრეთვე ამ სახეობის, მისი ნაწილის ან
დერივატის უკანონო ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტსი ან ზღვიდან
ინტროდუქცია); 77-ე მუხლის პირველი ნაწილი (ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების
წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური
ანგარიშის უქონლობა) და ამავე მუხლის მე-2 ნაწილი (ამავე ნაწილით გათვალისწინებულ
ქმედებ, ჩადენილსი განმეორებით), 821 მუხლი ( ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა
გაფრქვევების აღრიცხვის მონაცემების დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებში
წარმოუდგენლობა); 823 მუხლი (მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების
სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმისა და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის
მოთხოვნების დარღვევა).
აქვე, მითითებული ნაწილიდან ხდება 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 86-ე მუხლის მე-2, მე-5-მე-9,
მე-16-მე-18 და მე-20-21-ე ნაწილების, 1282 მუხლის პირველი-მე-5 და მე-7 ნაწილების ამოღება,
გამომდინარე იქიდან, რომ წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ცვლილებებით,
კოდექსის ამ ნორმებში, საჯარიმო სანქციის სახით, გათვალისწინებულია ადმინისტრაციული
პატიმრობა;
- კოდექსის 239-ე მუხლის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) 41-ე ნაწილი
ყალიბდება ახალი რედაქციით და ზუსტდება კოდექსის 86-ე მუხლის ის ნაწილები, რომლებით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სასაზღვრო ზოლსა და
სასაზღვრო ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის
შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ერთობლივად
შეადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები და საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე
ორგანოები.
- კოდექსის 252-ე მუხლის (ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და
მოვალეობები) 11 ნაწილში (ადმინისტრაციული სახდელის დაუსწრებლად შეფარდება) შედის
ცვლილება და ამ ნაწილში მოცემული მუხლების ჩამონათვალს ემატება 863 მუხლი;
- კოდექსის 261-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
საქმეს განიხილავენ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის გათვალისწინებით, საქართველოს
შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებულ მათ სამსახურებრივ ან სხვა
ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში. გამომდინარე იქიდან, რომ 863-ე მუხლი ადგენს
პასუხისმგებლობას ისეთი სამართალდარღვევისათვის, რომელიც ჩადენილია უცხო ქვეყნის
ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში,
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა სამართალდარღვევის ჩადენის
ადგილის გათვალისწინებით შეუძლებელი იქნება. შესაბამისად, 261-ე მუხლი მე-5 ნაწილში
შედის ცვლილება, რომლის თანახმადაც, კოდექსის 863 მუხლით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
საქმეების
განხილვა
გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ შესაძლებელი
იქნება საქართველოს ტერიტორიაზე;
- კოდექსს ემატება 2908 მუხლი, რომლითაც განისაზღვრება კოდექსის 964 მუხლით (სარწყავი
წყლის დატაცება) გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის
დაკისრებული პასუხისმგებლობის აღსრულებასთან დაკავშირებული წესი. კერძოდ,
ცვლილების მიზანია სამართალდამრღვევის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმის ჩაუბარებლობის და შესაბამისად ადმინისტრაციული სახდელისაგან თავის არიდების
ფაქტების აღმოფხვრა. ცვლილება ითვალისწინებს, რომ სარწყავი წყლის დატაცების შესახებ
სამართალდარღვევის ოქმის კანონით დადგენილი წესით განმეორებით ჩაუბარებლობის
შემთხვევაში, ოქმი გამოქვეყნდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ჩაითვლება ჩაბარებულად.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი
ძალაში
შედის
2022
წლის
2
იანვრიდან,
რადგან
მისი
ამოქმედება
დაკავშირებულია ახალ საბიუჯეტო წელთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კოდექსს ემატება 863 და 864 მუხლები, რომლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე
რაგირებას მოახდენს სსდ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, რისთვისაც ამ
უკანასკნელს წარმოეშეობა დამატებითი ხარჯი, რომელიც უნდა დაფინანსდეს ყოველი წლის
სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კერძოდ, სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს
ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ესაჭიროება დამატებითი დაფინანსება, 100 000 (ასი
ათასი) ლარის ოდენობით. რაც შეეხება აღნიშნული ფუნქციის განსახორციელებლად საჭირო
ადამიანურ რესურსებს, ის უკვე მოძიებულია არსებული საშტატო რიცხოვნობის ფარგლებში.
კოდექსს ასევე ემატება 2907 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სამელიორაციო სისტემიდან
სარწყავი წყლის დატაცების (964 მუხლი) გამო დადებული ადმინისტრაციული სახდელების
აღსრულების პროცედურას, რის შედეგადაც, უფრო მეტი სახდელის აღსრულება გახდება
შესაძლებელი. ამან შესაძლოა, გაზარდოს სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს ხარჯი,
რომლის ამოღებაც მოხდება სამართალდამრღვევისგან (მოვალისგან), „სააღსრულებო
წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და
გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის
საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართელოს იუსტიციის მინისტრის
2010 წლის 30 ივლისის N 144 ბრძანების შესაბამისად.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღების შედეგად, გარკვეულწილად შესაძლოა გაიზარდოს სახელმწიფო
ბიუჯეტის შემოსულობები, კერძოდ:
1. კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 და 22 ნაწილებში შესატანი ცვლილების თანახმად, კოდექსის 663,
797 და 798 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული
სახდელის დადების მაქსიმალური ვადა 4-დან 6 თვემდე იზრდება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს
სახდელდადებული პირების რაოდენობის ზრდაც, რაც, თავის მხრივ, გადაიხდიან რა
აღნიშნული პირები დაკისრებულ ჯარიმას სახელმწიფო ბიუჯეტში, გავლენას მოახდენს
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ამ გავლენის სიდიდე დამოკიდებული იქნება
დასახელებული მუხლებით დაჯარიმებული პირების რაოდენობასა და მათთვის დაკისრებული
ჯარიმების ოდენობაზე.
2. კოდექსის 51-ე მუხლის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის რეკულტივაციის ღონისძიებების განუხორციელებლობისთვის 750ლარიან ჯარიმას, ხოლო ცვლილება - 500-დან 800 ლარამდე ჯარიმას.
აღნიშნულს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
ვინაიდან ჯარიმა სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა იქნეს გადახდილი. 2019 წელს გამოვლინდა 51-ე
მუხლით დაჯარიმების 1 ფაქტი, ხოლო 2020 და 2021 წლებში - არც ერთი. მომავალ წლებში
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კოდექსის 51-ე მუხლის შემოთავაზებული
ცვლილებით გამოწვეული გავლენის სიდიდე დამოკიდებული იქნება აღნიშული მუხლის მე-2
ნაწილით დაჯარიმებული პირების რაოდენობასა და მათთვის დაკისრებული ჯარიმების
ოდენობაზე.
3. კოდექსის 571 მუხლის კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, წიაღით
სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000-დან 1 500 ლარამდე
ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 14 დღის ვადით. ე.ი. თუ სამართალდამრღვევს
ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება, მაშინ იგი აღარ გადაიხდის ჯარიმას. აღნიშნულს
შესაძლოა გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე შემცირების
მიმართულებით. შემცირების მოცულობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენ
შემთხვევაში გამოიყენებს სასამართლო ჯარიმას და რამდენ შემთხვევაში - ადმინისტრაციულ
პატიმრობას.
აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის სტატისტიკა ასეთია:
ა) 2019 წელს - 612 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 238 210 ლარი;
ბ) 2020 წელს - 365 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 186 650 ლარი;
გ) 2021 წლის აპრილის ჩათვლით - 115 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 14 300 ლარი.
4. კოდექსის 641 მუხლის მე-2 ნაწილის კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილების
თანახმად, დაცული ტერიტორიების დადგენილი საზღვრების ფარგლებში მერქნიან მცენარეთა
უკანონო გაჩეხვა და დაზიანება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების
მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი
დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის
ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში ან საქართველოს „წითელ
ნუსხაში“ შეტანილი სახეობების მიმართ, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით ან
ადმინისტრაციულ პატიმრობას 14 დღის ვადით. ე.ი. თუ სამართალდამრღვევს
ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება, მაშინ იგი აღარ გადაიხდის ჯარიმას. აღნიშნულს
შესაძლოა გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე შემცირების
მიმართულებით. შემცირების მოცულობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენ
შემთხვევაში გამოიყენებს სასამართლო ჯარიმას და რამდენ შემთხვევაში - ადმინისტრაციულ
პატიმრობას.
აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული სამართალდარღვევა 2019, 2020 წლებში და 2021 წლის
აპრილის ჩათვლით არ დაფიქსირებულა.
5. კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილების
თანახმად,
სახელმწიფო
ტყის
ტერიტორიაზე
ხეტყის
დამზადება
საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების გარეშე ან სამონადირეო
მეურნეობის მოწყობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს
დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 14 დღის ვადით. ე.ი. თუ
სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება, მაშინ იგი აღარ გადაიხდის
ჯარიმას. აღნიშნულს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე შემცირების მიმართულებით. შემცირების მოცულობა დამოკიდებული იქნება იმაზე,
თუ რამდენ შემთხვევაში გამოიყენებს სასამართლო ჯარიმას და რამდენ შემთხვევაში ადმინისტრაციულ პატიმრობას.
აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის სტატისტიკა:
ა) 2019 წელს - 124 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 128 500 ლარი;
ბ) 2020 წელს - 128 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 137 000 ლარი;
გ) 2021 წლის აპრილის ჩათვლით - 38 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 23 000 ლარი.
6. კოდექსის 663 მუხლის მე-2 ნაწილის კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილების
თანახმად, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით
საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის
ცოცხალი ან არაცოცხალი ინდივიდის, ამ სახეობის ნაწილის ან დერივატის უკანონო
ექსპორტისთვის, იმპორტისთვის, ტრანზიტისთვის, რეექსპორტისთვის და ზღვიდან
ინტროდუქციისთვის იცვლება ჯარიმის ოდენობები კონვენციის დანართებში შეტანილი
სახეობების მიხედვით, რასაც გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
გავლენის სიდიდე დამოკიდებული იქნება აღნიშული ნორმით დაჯარიმებული პირების
რაოდენობასა და მათთვის დაკისრებული ჯარიმების ოდენობაზე.
აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის სტატისტიკა ასეთია:
ა) 2019 წელს - 26 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 26 000 ლარი;
ბ) 2020 წელს - 1 ფაქტი, რომლის გამოც, ჯარიმის ჯამური ოდენობა უცნობია;
გ) 2021 წლის აპრილის ჩათვლით არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
7. კოდექსის 68-ე მუხლის კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, იზრდება
ჯარიმები აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, რასაც შესაძლოა
გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. გავლენის სიდიდე
დამოკიდებული იქნება აღნიშული მუხლით დაჯარიმებული პირების რაოდენობასა და
მათთვის დაკისრებული ჯარიმების ოდენობაზე.
დასახელებული მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის სტატისტიკა
შემდეგია:
ა) 2018 წელს - 78 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 2 450 ლარი;
ბ) 2019 წელს – 109 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 3 250 ლარი;
გ) 2020 წელს – 119 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 2 580 ლარი;
დ) 2021 წლის პირველ კვარტალში - 61 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 570 ლარი.
8. კოდექსის 77-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების კანონპროექტით შემოთავაზებული
ცვლილების თანახმად, იზრდება ჯარიმები აღნიშნული ნორმებით გათვალისწინებულ
სამართალდარღვევებზე, რასაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე. გავლენის სიდიდე დამოკიდებული იქნება აღნიშული ნორმებით
დაჯარიმებული პირების რაოდენობასა და მათთვის დაკისრებული ჯარიმების ოდენობაზე.
2019, 2020 და 2021 წლების განმავლობაში აღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული
სამართალდარღვევების ჩადენის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
9. კოდექსის 793 მუხლის კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, იზრდება
ჯარიმები აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე,
თუკი მან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის
დადგენილი ნორმის გადამეტება გამოიწვია. ამას შესაძლოა გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. გავლენის სიდიდე დამოკიდებული იქნება აღნიშული
ნორმით დაჯარიმებული პირების რაოდენობასა და მათთვის დაკისრებული ჯარიმების
ოდენობაზე.
აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის სტატისტიკა ასეთია:
ა) 2019 წელს - 6 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 30 000 ლარი;
ბ) 2020 წელს - 3 ფაქტი, რომელთა გამოც, ჯარიმის ჯამური ოდენობა უცნობია;
გ) 2021 წლის აპრილის ჩათვლით - 1 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა უცნობია.
10. კოდექსის 825 მუხლის კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, იზრდება
ჯარიმები აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე. ამას შესაძლოა
გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. გავლენის სიდიდე
დამოკიდებული იქნება აღნიშული მუხლით დაჯარიმებული პირების რაოდენობასა და
მათთვის დაკისრებული ჯარიმების ოდენობაზე.
აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის სტატისტიკა ასეთია:
ა) 2019 წელს - 5 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 1 000 ლარი;
ბ) 2020 წელს - 8 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 4 000 ლარი;
გ) 2021 წელის აპრილის ჩათვლით - 10 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა უცნობია.
კანონპროექტის თანახმად, 825 მუხლის შენიშვნას ემატება მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვით, იმ
შემთხვევაში, თუ ინსპექტირებისას აღებული პროდუქციის ნიმუშების ლაბორატორიული
კვლევის შედეგად გამოვლინდება ამ მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტის
მოთხოვნების დარღვევა, ხოლო შესაბამისი პროდუქცია სამართალდამრღვევის მიერ
გასხვისებულია, ინსპექტირების პროცესში დაფიქსირებული პროდუქციის ყოველ გასხვისებულ
ერთეულზე, პროდუქციის კონფისკაციის ნაცვლად, სამართალდამრღვევს ასევე ეკისრება 25
თეთრის გადახდის ვალდებულება. აღნიშნულმა შესაძლოა ასევე დადებითი გავლენა მოახდინოს
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. გავლენის სიდიდე დამოკიდებული იქნება
იმაზე, თუ რამდენი ერთეული პროდუქტი გაასხვისა სამართალდამრღვევმა „პლასტიკის და
ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მოთხოვნების დარღვევით.
11. კოდექსის 86-ე მუხლის მე-2, მე-5-მე-9, მე-16-მე-18, მე-20 და 21-ე ნაწილების კანონპროექტით
შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების,
ნადირობის წესების და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების
დარღვევის განსაზღვრული შემთხვევებისთვის, ჯარიმის ალტერნატივად გათვალისწინებულია
ადმინისტრაციული პატიმრობა. ე.ი. თუ სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული პატიმრობა
შეეფარდება, მაშინ იგი აღარ გადაიხდის ჯარიმას. აღნიშნულს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე შემცირების მიმართულებით. შემცირების
მოცულობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენ შემთხვევაში გამოიყენებს სასამართლო
ჯარიმას და რამდენ შემთხვევაში - ადმინისტრაციულ პატიმრობას.
86-ე მუხლის აღნიშნული ნაწილებით განსაზღვრული სამართალდარღვევების ჩადენის
სტატისტიკა ასეთია:
ა) სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის იარაღისა და ხერხების გამოყენებით თევზჭერისა
და თევზის მარაგის დაცვის წესების განმეორებით დარღვევა (მე-2 ნაწილი) 2019, 2020 და 2021
წლებში არ დაფიქსირებულა;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის
წესების დარღვევა (გარდა 86-ე მუხლის პირველი–მე-4 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული
დარღვევებისა) (მე-5 ნაწილი):
ბ.ა) 2019 წელს - 189 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 11 700 ლარი;
ბ.ბ) 2020 წელს - 108 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 6 900 ლარი;
ბ.გ) 2021 წლის აპრილის ჩათვლით - 46 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა უცნობია.
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის
წესების დარღვევა (გარდა 86-ე მუხლის პირველი–მე-4 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული
დარღვევებისა), ჩადენილი განმეორებით (მე-6 ნაწილი):
გ.ა) 2019 წელს - 2 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა უცნობია.
გ.ბ) 2020 წელს - 3 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 600 ლარი;
გ.გ) 2021 წლის აპრილის ჩათვლით - არც ერთი ფაქტი.
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის
წესების დარღვევა (გარდა 86-ე მუხლის პირველი–მე-4 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული
დარღვევებისა), ჩადენილი წყლის ზომამცირე სატრანსპორტო საშუალების (8 მეტრამდე სიგრძის
კატარღა, ნავი, ნახევარბარკასი ან სხვა) გამოყენებით (მე-7 ნაწილი):
დ.ა) 2019 წელს - 19 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 3 600 ლარი;
დ.ბ) 2020 წელს - 4 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 600 ლარი;
დ.გ) 2021 წლის აპრილის ჩათვლით - 11 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა უცნობია.
ე) წყლის ზომამცირე სატრანსპორტო საშუალების (8 მეტრამდე სიგრძის კატარღა, ნავი,
ნახევარბარკასი ან სხვა) გამოყენებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა (გარდა 86-ე მუხლის პირველი–მე-4
და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა), ჩადენილი განმეორებით (მე-8 ნაწილი):
ე.ა) 2019 წელს - 2 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 4 200 ლარი;
ე.ბ) 2020 წელს - 2 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 3 000 ლარი;
ე.გ) 2021 წლის აპრილის ჩათვლით - 1 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა უცნობია.
ვ) ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი,
ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით ან თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის
მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით თევზჭერა, აგრეთვე საქართველოს „წითელ
ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვება (მე-9 ნაწილი):
ვ.ა) 2019 წელს - 37 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 78 000 ლარი;
ვ.ბ) 2020 წელს - 27 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 57 000 ლარი;
ვ.გ) 2021 წლის აპრილის ჩათვლით - 12 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 9 000 ლარი.
ზ) ნადირობის ობიექტებისთვის მიკუთვნებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე ნადირობისას
ნადირობის წესის დარღვევა (გარდა 86-ე მუხლის მე-13 და მე-14 ნაწილებით
გათვალისწინებული დარღვევებისა), ჩადენილი განმეორებით (მე-16 ნაწილი):
ზ.ა) 2019 წელს - არც ერთი ფაქტი;
ზ.ბ) 2020 წელს - 1 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა უცნობია.
ზ.გ) 2021 წლის აპრილის ჩათვლით - არც ერთი ფაქტი.
თ) ნადირობის წესების დარღვევა (გარდა 86-ე
გათვალისწინებული დარღვევებისა) (მე-17 ნაწილი):
მუხლის
მე-13–მე-16
ნაწილებით
თ.ა) 2019 წელს - 9 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 1 200 ლარი;
თ.ბ) 2020 წელს - 3 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 600 ლარი;
თ.გ) 2021 წლის აპრილის ჩათვლით - 12 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა უცნობია.
ი) ნადირობის წესების დარღვევა (გარდა 86-ე მუხლის მე-13–მე-16 ნაწილებით
გათვალისწინებული დარღვევებისა) განმეორებით (მე-18 ნაწილი) 2019, 2020 და 2021 წლებში არ
დაფიქსირებულა.
კ) იმ იარაღით, საშუალებით ან მეთოდით ნადირობა, რომლით ნადირობაც აკრძალულია (გარდა
86-ე მუხლის მე-13–მე-19 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) (მე-20 ნაწილი):
კ.ა) 2019 წელს - 16 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 7 500 ლარი;
კ.ბ) 2020 წელს - 18 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 4 500 ლარი;
კ.გ) 2021 წლის აპრილის ჩათვლით - 5 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 1 650 ლარი.
ლ) იმ იარაღით, საშუალებით ან მეთოდით ნადირობა, რომლით ნადირობაც აკრძალულია
(გარდა 86-ე მუხლის მე-13–მე-19 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა), ჩადენილი
განმეორებით (21-ე ნაწილი) - ეს სამართალდარღვევა 2019, 2020 და 2021 წლებში არ
დაფიქსირებულა.
12. კოდექსის 1282 მუხლის პირველი-მე-5 და მე-7 ნაწილების კანონპროექტით შემოთავაზებული
ცვლილების თანახმად, ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ხე-ტყის ტრანსპორტირებისა და
რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევის განსაზღვრული შემთხვევებისთვის, ჯარიმის
ალტერნატივად
გათვალისწინებულია
ადმინისტრაციული
პატიმრობა.
ე.ი.
თუ
სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება, მაშინ იგი აღარ გადაიხდის
ჯარიმას. აღნიშნულს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე შემცირების მიმართულებით. შემცირების მოცულობა დამოკიდებული იქნება იმაზე,
თუ რამდენ შემთხვევაში გამოიყენებს სასამართლო ჯარიმას და რამდენ შემთხვევაში ადმინისტრაციულ პატიმრობას.
კოდექსის 1282 მუხლის აღნიშნული ნაწილებით განსაზღვრული სამართალდარღვევების
ჩადენის სტატისტიკა ასეთია:
ა) ხე-ტყის პირველადი გადამუშავება ტყის ტერიტორიაზე (პირველი ნაწილი):
ა.ა) 2019 წელს - 6 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 6 000 ლარი;
ა.ბ) 2020 წელს - არც ერთი ფაქტი;
ა.გ) 2021 წლის აპრილის ჩათვლით - არც ერთი ფაქტი.
ბ) უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავება (მე-2 ნაწილი):
ბ.ა) 2019 წელს - 37 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 39 000 ლარი;
ბ.ბ) 2020 წელს - 17 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 20 000 ლარი;
ბ.გ) 2021 წლის აპრილის ჩათვლით - 7 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 4 000 ლარი.
გ) უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავება, ჩადენილი განმეორებით (მე-3
ნაწილი):
გ.ა) 2019 წელს - 3 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 6 000 ლარი;
გ.ბ) 2020 წელს - 2 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 8 000 ლარი;
გ.გ) 2021 წლის აპრილის ჩათვლით - 1 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა უცნობია.
დ) ხე-ტყის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო
დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირება (გარდა 1282
მუხლის მე-6−მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) (მე-4 ნაწილი):
დ.ა) 2019 წელს - ფაქტების რაოდენობა უცნობია, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 457 400 ლარი;
დ.ბ) 2020 წელს - 865 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 295 300 ლარი;
დ.გ) 2021 წლის აპრილის ჩათვლით - 343 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 36 000 ლარი.
ე) ხე-ტყის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო
დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირება (გარდა 1282
მუხლის მე-6−მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ჩადენილი განმეორებით
(მე-5 ნაწილი):
ე.ა) 2019 წელს - 86 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 113 500 ლარი;
ე.ბ) 2020 წელს - 76 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 88 000 ლარი;
ე.გ) 2021 წლის აპრილის ჩათვლით - 25 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 21 000 ლარი.
ვ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (მათ შორის, კერძო საკუთრებაში
არსებულ ტერიტორიაზე) მოპოვებული ხე-მცენარის საქართველოს მთავრობის დადგენილებით
განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის გარეშე ტრანსპორტირება ან სპეციალური
ფირნიშით მარკირების გარეშე სახერხ საამქროში შეტანა (განთავსება), ჩადენილი განმეორებით
(მე-7 ნაწილი):
ვ.ა) 2019 წელს - 1 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 2 000 ლარი;
ვ.ბ) 2020 წელს - არც ერთი ფაქტი;
ვ.გ) 2021 წლის აპრილის ჩათვლით - არც ერთი ფაქტი.
13. კანონპროექტით, კოდექსს ემატება 2908 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სამელიორაციო
სისტემიდან სარწყავი წყლის დატაცების (964 მუხლი) გამო დადებული ადმინისტრაციული
სახდელების აღსრულების პროცედურას, რის შედეგადაც, უფრო მეტი სახდელის აღსრულება
გახდება შესაძლებელი. ეს გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
გავლენის სიდიდე დამოკიდებული იქნება ჩადენილი სამართალდარღვევების რაოდენობაზე.
აღნიშნული სამართალდარვევის გამო, 2019 წელს დაწერილია 250 ოქმი, მათ შორის,
ჩაუბარებლობით გაუქმებულია 31 ოქმი, რის გამოც, სახელმწიფო ბიუჯეტმა იზარალა 7750
ლარით. დარჩენილი 219 ოქმის საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში შევიდა 54 750 ლარი. სხვა
წლების სტატისტიკა არ არსებობს.
კანონპროექტით აგრეთვე დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა რამდენიმე ახალ
სამართალდარღვევაზე (51-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 66-ე მუხლის 23 ნაწილი, 662 მუხლი პირველი
ნაწილი, 665, 793, 863, 864 მუხლები), რომლებისთვისაც, სანქციის სახით, გათვალისწინებულია
ჯარიმები (500-ლარიდან 300 000 ლარამდე). . აღნიშნული სამართალდარღვევების ჩადენისა და
დამრღვევებისთვის ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში, გადახდილი თანხები მიიმართება
სახელმწიფო ბიუჯეტში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალიწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის გავლენის დონე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენ პირს დაეკისრება
ჯარიმა კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი სამართალდარღვევების ჩადენის გამო და
რამდენ პირს დაეკისრება კანონპროექტის შესაბამისად გაზრდილი ჯარიმა უკვე არსებულ
სამართალდარღვევებზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გარკვეულ გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე, რამდენადაც კანონპროექტი, 571 მუხლის, 641 მუხლის მე-2 ნაწილის, 66-ე მუხლის მე-2
ნაწილის, 86-ე მუხლის მე-2, მე-5-მე-9, მე-16-მე-18, მე-20 და 21-ე ნაწილების, 1282 მუხლის
პირველი-მე-5 ნაწილებისა და მე-7 და მე-9 ნაწილების დარღვევისას სახდელის ერთ-ერთ სახედ
განსაზღვრავს ადმინისტრაციულ პატიმრობას, 7-14 დღემდე, შესაბამისი მუხლების
დარღვევების მიხედვით. ადმინისტრაციული პატიმრობაშეფარდებული პირის ყოველდღიური
ხარჯი, საშუალოდ, ერთი დღის განმავლობაში შეადგენს 15 ლარს. აღნიშნული ხარჯი მოიცავს
კვების, ჰიგიენური საშუალებებისა და სხვა საჭიროებებს, რაც აუცილებელი იქნება
პატიმრობაშეფარდებული
პირისთვის.
ასევე,
ადმინისტრაციული
რესურსისა
და
ინფრასტრუქტურის შენახვის ხარჯებს. გარდა ამისა, აღნიშნული სამართალდარღვევის
გამოვლენას, მათზე რეაგირებას/ოქმის შედგენას, ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული
პირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანას უზრუნველყოფენ
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომლები, არსებული
ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, რაც არ გამოიწვევს საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს თანამშრომლეთა რაოდენობის ზრდას ან რეაგირებისთვის საჭირო
ეკიპაჟების დამატებას და არც დამატებითი საბიუჯეტო ფინანსური სახსრების მობილიზების
აუცილებლობას.
გარდა ამისა, კოდექსს ემატება 863 და 864 მუხლები, რომელთაგან პირველი ეხება უცხო ქვეყნის
ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში
საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემების მიერ
არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი თევზჭერის მარეგულირებელი
კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევას, ხოლო მეორე არალეგალური, არადეკლარირებული
და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერისგან მიღებული პროდუქტების იმპორტს, ექსპორტს,
რეექსპორტს და ასეთი პროდუქტებით საერთაშორისო ვაჭრობას.
ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენის თვალსაზღისით,
უნდა აღინიშნოს შემდეგი:
სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საქართველოს მთავრობის 2013 წლის
31 დეკემბრის N423 დადგენილებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული
ასოცირების ხელშეკრულების 232-ე მუხლის (თევზით ვაჭრობა და თევზჭერის საკითხები)
შესაბამისად, 2020 წლის 1 ივნისიდან დღემდე (18.05.2021) ახორციელებს საქართველოს დროშის
ქვეშ მცურავი თევზსაჭერი გემების
ელექტრონულ კონტროლს. სსდ გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტი ზემოაღნიშნული კონტროლისთვის იყენებს ევროკავშირის
ქვეყნებში აღიარებულ და აპროპირებულ ელექტრონულ სისტემას, სახელად VMS და ERS (Vessel
Monitoring System) & (Electronic Reporting System) გემების მონიტორინგის სისტემასა და
ელექტრონული სარეწაო ჟურნალების სისტემას. აღნიშნული სისტემის მომწოდებელი ამჟამად
არის ფრანგული კომპანია CLS. ელექტრონული პროგრამის წლიური ღირებულება შეადგენს 100
000 (ასი ათასი) ლარს.
აღნიშნული პროგრამის მეშვეობით, სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
აკონტროლებს საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების გადაადგილების მარშრუტს,
არეალსა და სივრცეებს 24 საათის განმავლობაში, რათა მათ მიერ არ იქნეს დარღვეული საზღვაო
თუ ოკეანური ზონები და დაცული ტერიტორიები. ასევე კონტროლის მთავარ საგანს
წარმოადგენს აღნიშნული გემების მიერ ყოველი თევზჭერის დროს მოპოვებული თევზის წონა,
სახეობები, რაოდენობა და სხვ. თევზის ყველა სახეობას FAO-ს კოდი აქვს მინიჭებული, რომლის
მიხედვითაც, დგინდება კვოტირების, რაოდენობისა და წონის გადაჭარვების ან დარღვევის
საკითხები. დეპარტამენტი ყოველდღიურად იღებს გემებისგან ანგარიშს, სადაც ასახულია
ყოველივე ეს ინფომრაცია. დამატებით აღნიშნულ გემებს დამონტაჟებული აქვთ რამდენიმე
ვიდეო კამერა უშუალოდ გემზე და მიმდინარეობს 24-საათიანი ვიდეო ჩაწერა, რაც საშუალებას
იძლევა, თავიდან ავირიდოთ ანგარიშებისა და ინფორმაციის არავალიდურობის საკითხები.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, VMS და ERS (Vessel Monitoring System) & (Electronic Reporting
System) გემების მონიტორინგის სისტემისა და ელექტრონული სარეწაო ჟურნალების სისტემის
წლიური ღირებულების დასაფარად, სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს
ყოველწლიურად ესაჭიროება დამატებითი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100 000 (ასი
ათასი) ლარის ოდენობით. რაც შეეხება აღნიშნული ფუნქციის განსახორციელებლად საჭირო
ადამიანურ რესურსებს, ის უკვე მოძიებულია არსებული საშტატო რიცხოვნობის ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპოექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება ფინანსურ გავლენას მოახდენს პირთა გარკვეულ წრეზე, კერძოდ:
1. კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 და 22 ნაწილებში შესატანი ცვლილების თანახმად, კოდექსის 663,
797 და 798 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული
სახდელის დადების მაქსიმალური ვადა 4-დან 6 თვემდე იზრდება, რაც ფინანსურ გავლენას
მოახდენას აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩამდენ
პირებზე, ვინაიდან ცვლილების შემდეგ უფრო მეტ შემთხვევაში მოესწრება სახდელის დადება.
გავლენის სიდიდე დამოკიდებული იქნება დასახელებული მუხლებით დაჯარიმებული
პირებისათვის დაკისრებული ჯარიმების ოდენობაზე.
2. კოდექსის 51-ე მუხლის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის რეკულტივაციის ღონისძიებების განუხორციელებლობისთვის 750
ლარიან ჯარიმას, ხოლო ცვლილება - 500-დან 800 ლარამდე ჯარიმას.
აღნიშნულს ფინანსური გავლენა ექნება ამ სამართალდარღვევის ჩამდენ პირებზე. 2019 წელს
გამოვლინდა 51-ე მუხლით დაჯარიმების 1 ფაქტი, ხოლო 2020 და 2021 წლებში - არც ერთი.
მომავალ წლებში სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კოდექსის 51-ე მუხლის
შემოთავაზებული ცვლილებით გამოწვეული გავლენის სიდიდე დამოკიდებული იქნება
აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილით დაჯარიმებული პირების რაოდენობასა და მათთვის
დაკისრებული ჯარიმების ოდენობაზე.
3. კოდექსის 571 მუხლის კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, წიაღით
სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000-დან 1 500 ლარამდე
ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 14 დღის ვადით. ე.ი. თუ სამართალდამრღვევს
ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება, მაშინ იგი აღარ გადაიხდის ჯარიმას. აღნიშნულს
დადებითი ფინანსური გავლენა ექნება სამართალდარღვევის ჩამდენ პირზე, რამდენადაც
შესაძლებელია, მას, ჯარიმის ნაცვლად, შეეფარდოს ადმინისტრაციული პატიმრობა, რაც
დაზოგავს მის ფინანსურ ხარჯებს.
კანონპროექტით, კოდექსის 571 მუხლის შენიშვნას ემატება მე-4 პუნქტი, რომლის თანახმადაც, ამ
მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამართალდამრღვევს საქმის განხილვამდე დროებით
ჩამოერთმევამსამართალდარღვევის იარაღის ტრანსპორტირების ან/და შენახვის ხარჯები
(ასეთის არსებობის შემთხვევაში) ეკისრება სამართალდამრღვევს. თუ სამართალდარღვევის
იარაღის ტრანსპორტირებამ ან/და შენახვამ ხარჯები გამოიწვია, ეს ფინანსურ გავლენას
მოახდენს სამართალდამრღვევზე, რომელმაც უნდა გასწიოს აღნიშნული ხარჯები.
კოდექსის 571 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის სტატისტიკა:
ა) 2019 წელს - 612 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 238 210 ლარი;
ბ) 2020 წელს - 365 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 186 650 ლარი;
გ) 2021 წლის აპრილის ჩათვლით - 115 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 14 300 ლარი.
4. 641 მუხლის მე-2 ნაწილის კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილების თანახმად,
დაცული ტერიტორიების დადგენილი საზღვრების ფარგლებში მერქნიან მცენარეთა უკანონო
გაჩეხვა და დაზიანება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი
დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის)
ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი
ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“
შეტანილი სახეობების მიმართ, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით ან
ადმინისტრაციულ პატიმრობას 14 დღის ვადით. ე.ი. თუ სამართალდამრღვევს
ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება, მაშინ იგი აღარ გადაიხდის ჯარიმას. აღნიშნულს
დადებითი ფინანსური გავლენა ექნება სამართალდარღვევის ჩამდენ პირზე, რამდენადაც
შესაძლებელია, მას, ჯარიმის ნაცვლად, შეეფარდოს ადმინისტრაციული პატიმრობა, რაც
დაზოგავს მის ფინანსურ ხარჯებს.
აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული სამართალდარღვევა 2019, 2020 წლებში და 2021 წლის
აპრილის ჩათვლით არ დაფიქსირებულა.
5. კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილების
თანახმად,
სახელმწიფო
ტყის
ტერიტორიაზე
ხეტყის
დამზადება
საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების გარეშე ან სამონადირეო
მეურნეობის მოწყობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს
დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 14 დღის ვადით. ე.ი. თუ
სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება, მაშინ იგი აღარ გადაიხდის
ჯარიმას. აღნიშნულს დადებითი ფინანსური გავლენა ექნება სამართალდარღვევის ჩამდენ
პირზე, რამდენადაც შესაძლებელია, მას, ჯარიმის ნაცვლად, შეეფარდოს ადმინისტრაციული
პატიმრობა, რაც დაზოგავს მის ფინანსურ ხარჯებს.
აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის სტატისტიკა:
ა) 2019 წელს - 124 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 128 500 ლარი;
ბ) 2020 წელს - 128 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 137 000 ლარი;
გ) 2021 წლის აპრილის ჩათვლით - 38 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 23 000 ლარი.
6. 663 მუხლის მე-2 ნაწილის კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილების თანახმად,
„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით
საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის
ცოცხალი ან არაცოცხალი ინდივიდის, ამ სახეობის ნაწილის ან დერივატის უკანონო
ექსპორტისთვის, იმპორტისთვის, ტრანზიტისთვის, რეექსპორტისთვის და ზღვიდან
ინტროდუქციისთვის იცვლება ჯარიმის ოდენობები კონვენციის დანართებში შეტანილი
სახეობების მიხედვით, რასაც ფინანსური გავლენა ექნება იმ პირებზე, რომლებიც ჩაიდენენ
აღნიშნულ
სამართალდარღვევას.
გავლენის
სიდიდე
დამოკიდებული
იქნება
სამართალდამრღვევებისათვის დაკისრებული ჯარიმების ოდენობაზე.
აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის სტატისტიკა ასეთია:
ა) 2019 წელს - 26 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 26 000 ლარი;
ბ) 2020 წელს - 1 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა უცნობია;
გ) 2021 წლის აპრილის ჩათვლით არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
7. კოდექსის 68-ე მუხლის კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, იზრდება
ჯარიმები აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, რასაც ფინანსური
გავლენა ექნება იმ პირებზე, რომლებიც ამ სამართალდარღვევებს ჩაიდენენ. გავლენის სიდიდე
დამოკიდებული იქნება მათთვის დაკისრებული ჯარიმების ოდენობაზე.
დასახელებული მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის სტატისტიკა
ასეთია:
ა) 2018 წელს - 78 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 2 450 ლარი;
ბ) 2019 წელს – 109 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 3 250 ლარი;
გ) 2020 წელს – 119 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 2 580 ლარი;
დ) 2021 წლის პირველ კვარტალში - 61 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 570 ლარი.
8. კოდექსის 77-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების კანონპროექტით შემოთავაზებული
ცვლილების თანახმად, იზრდება ჯარიმები აღნიშნული ნორმებით გათვალისწინებულ
სამართალდარღვევებზე, რასაც ფინანსური გავლენა ექნება იმ პპირებზე, რომლებიც ამ
სამართალდარღვევებს ჩაიდენენ. გავლენის სიდიდე დამოკიდებული იქნება მათთვის
დაკისრებული ჯარიმების ოდენობაზე.
აღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის 2019, 2020
წლებში და 2021 წლის აპრილის ჩათვლით არავინ არ დაჯარიმებულა.
9. კოდექსის 793 მუხლის კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, იზრდება
ჯარიმები აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე,
თუკი მან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის
დადგენილი ნორმის გადამეტება გამოიწვია. ამას ფინანსური გავლენა ექნება აღნიშნული
სამართალდარღვევის ჩამდენ პირებზე. გავლენის სიდიდე დამოკიდებული იქნება მათთვის
დაკისრებული ჯარიმების ოდენობაზე.
აღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის სტატისტიკა
ასეთია:
ა) 2019 წელს - 6 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 30 000 ლარი;
ბ) 2020 წელს - 3 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა უცნობია;
გ) 2021 წლის აპრილის ჩათვლით - 1 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა უცნობია.
10. კოდექსის 825 მუხლის კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, იზრდება
ჯარიმები აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე. ამას ფინანსური
გავლენა ექნება აღნიშნული სამართალდარღვევების ჩამდენ პირებზე. გავლენის სიდიდე
დამოკიდებული იქნება მათთვის დაკისრებული ჯარიმების ოდენობაზე.
აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის სტატისტიკა ასეთია:
ა) 2019 წელს - 5 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 1 000 ლარი;
ბ) 2020 წელს - 8 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 4 000 ლარი;
გ) 2021 წლის აპრილის ჩათვლით - 10 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა უცნობია.
კანონპროექტის თანახმად, 825 მუხლის შენიშვნას ემატება მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვით, იმ
შემთხვევაში, თუ ინსპექტირებისას აღებული პროდუქციის ნიმუშების ლაბორატორიული
კვლევის შედეგად გამოვლინდება ამ მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტის
მოთხოვნების დარღვევა, ხოლო შესაბამისი პროდუქცია სამართალდამრღვევის მიერ
გასხვისებულია, ინსპექტირების პროცესში დაფიქსირებული პროდუქციის ყოველ გასხვისებულ
ერთეულზე, პროდუქციის კონფისკაციის ნაცვლად, სამართალდამრღვევს ასევე ეკისრება 25
თეთრის გადახდის ვალდებულება. ეს ასევე მოახდენს ფინანსურ გავლენას სამართალდარღვევის
ჩამდენ პირებზე. გავლენის სიდიდე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი ერთეული
პროდუქტი გაასხვისა სამართალდამრღვევმა „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების
რეგულირების წესის“ მოთხოვნების დარღვევით.
11. კოდექსის 86-ე მუხლის მე-2, მე-5-მე-9, მე-16-მე-18, მე-20 და 21-ე ნაწილების კანონპროექტით
შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების,
ნადირობის წესების და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების
დარღვევის განსაზღვრული შემთხვევებისთვის, ჯარიმის ალტერნატივად გათვალისწინებულია
ადმინისტრაციული პატიმრობა. ე.ი. თუ სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული პატიმრობა
შეეფარდება, მაშინ იგი აღარ გადაიხდის ჯარიმას. აღნიშნულს დადებითი ფინანსური გავლენა
ექნება სამართალდარღვევის ჩამდენ პირზე, რამდენადაც შესაძლებელია, მას, ჯარიმის ნაცვლად,
შეეფარდოს ადმინისტრაციული პატიმრობა, რაც დაზოგავს მის ფინანსურ ხარჯებს.
86-ე მუხლის აღნიშნული ნაწილებით განსაზღვრული სამართალდარღვევების ჩადენის
სტატისტიკა ასეთია:
ა) სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის იარაღისა და ხერხების გამოყენებით თევზჭერისა
და თევზის მარაგის დაცვის წესების განმეორებით დარღვევა (მე-2 ნაწილი) 2019, 2020 და 2021
წლებში არ დაფიქსირებულა;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის
წესების დარღვევა (გარდა 86-ე მუხლის პირველი–მე-4 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული
დარღვევებისა) (მე-5 ნაწილი):
ბ.ა) 2019 წელს - 189 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 11 700 ლარი;
ბ.ბ) 2020 წელს - 108 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 6 900 ლარი;
ბ.გ) 2021 წლის აპრილის ჩათვლით - 46 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა უცნობია.
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის
წესების დარღვევა (გარდა 86-ე მუხლის პირველი–მე-4 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული
დარღვევებისა), ჩადენილი განმეორებით (მე-6 ნაწილი):
გ.ა) 2019 წელს - 2 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა უცნობია;
გ.ბ) 2020 წელს - 3 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 600 ლარი;
გ.გ) 2021 წლის აპრილის ჩათვლით - არც ერთი ფაქტი.
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის
წესების დარღვევა (გარდა 86-ე მუხლის პირველი–მე-4 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული
დარღვევებისა), ჩადენილი წყლის ზომამცირე სატრანსპორტო საშუალების (8 მეტრამდე სიგრძის
კატარღა, ნავი, ნახევარბარკასი ან სხვა) გამოყენებით (მე-7 ნაწილი):
დ.ა) 2019 წელს - 19 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 3 600 ლარი;
დ.ბ) 2020 წელს - 4 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 600 ლარი;
დ.გ) 2021 წლის აპრილის ჩათვლით - 11 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა უცნობია.
ე) წყლის ზომამცირე სატრანსპორტო საშუალების (8 მეტრამდე სიგრძის კატარღა, ნავი,
ნახევარბარკასი ან სხვა) გამოყენებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა (გარდა 86-ე მუხლის პირველი–მე-4
და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა), ჩადენილი განმეორებით (მე-8 ნაწილი):
ე.ა) 2019 წელს - 2 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 4 200 ლარი;
ე.ბ) 2020 წელს - 2 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 3 000 ლარი;
ე.გ) 2021 წლის აპრილის ჩათვლით - 1 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა უცნობია.
ვ) ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი,
ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით ან თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის
მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით თევზჭერა, აგრეთვე საქართველოს „წითელ
ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვება (მე-9 ნაწილი):
ვ.ა) 2019 წელს - 37 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 78 000 ლარი;
ვ.ბ) 2020 წელს - 27 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 57 000 ლარი;
ვ.გ) 2021 წლის აპრილის ჩათვლით - 12 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 9 000 ლარი.
ზ) ნადირობის ობიექტებისთვის მიკუთვნებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე ნადირობისას
ნადირობის წესის დარღვევა (გარდა 86-ე მუხლის მე-13 და მე-14 ნაწილებით
გათვალისწინებული დარღვევებისა), ჩადენილი განმეორებით (მე-16 ნაწილი):
ზ.ა) 2019 წელს - არც ერთი ფაქტი;
ზ.ბ) 2020 წელს - 1 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა უცნობია;
ზ.გ) 2021 წლის აპრილის ჩათვლით - არც ერთი ფაქტი.
თ) ნადირობის წესების დარღვევა (გარდა 86-ე
გათვალისწინებული დარღვევებისა) (მე-17 ნაწილი):
მუხლის
მე-13–მე-16
ნაწილებით
თ.ა) 2019 წელს - 9 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 1 200 ლარი;
თ.ბ) 2020 წელს - 3 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 600 ლარი;
თ.გ) 2021 წლის აპრილის ჩათვლით - 12 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა უცნობია.
ი) ნადირობის წესების დარღვევა (გარდა 86-ე მუხლის მე-13–მე-16 ნაწილებით
გათვალისწინებული დარღვევებისა) განმეორებით (მე-18 ნაწილი) 2019, 2020 და 2021 წლებში არ
დაფიქსირებულა.
კ) იმ იარაღით, საშუალებით ან მეთოდით ნადირობა, რომლით ნადირობაც აკრძალულია (გარდა
86-ე მუხლის მე-13–მე-19 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) (მე-20 ნაწილი):
კ.ა) 2019 წელს - 16 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 7 500 ლარი;
კ.ბ) 2020 წელს - 18 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 4 500 ლარი;
კ.გ) 2021 წლის აპრილის ჩათვლით - 5 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 1 650 ლარი.
ლ) იმ იარაღით, საშუალებით ან მეთოდით ნადირობა, რომლით ნადირობაც აკრძალულია
(გარდა 86-ე მუხლის მე-13–მე-19 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა), ჩადენილი
განმეორებით (21-ე ნაწილი) - ეს სამართალდარღვევა 2019, 2020 და 2021 წლებში არ
დაფიქსირებულა.
12. კოდექსს ემატება 863 მუხლი, რომლის შენიშვნის თანახმად, 863 მუხლის პირველი და მე-3
ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა წარმოადგენს კომპეტენტური ორგანოს
მიერ თევზჭერის ავტორიზაციის შეჩერების, ხოლო მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული
სამართალდარღვევა - თევზჭერის ავტორიზაციის შეწყვეტის საფუძველს, რასაც ფინანსური
გავლენა უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე
ღია ზღვაში საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული,
ავტორიზაციის მქონე გემების მფლობელ სუბიექტებზე, ვინაიდან ისინი ვეღარ
განახორციელებენ აღნიშნულ საქმიანობას. ამჟამად ასეთი ავტორიზაცია გაცემულია მხოლოდ
ერთ გემზე.
13. კოდექსის 1282 მუხლის პირველი-მე-5 და მე-7 ნაწილების კანონპროექტით შემოთავაზებული
ცვლილების თანახმად, ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ხე-ტყის ტრანსპორტირებისა და
რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევის განსაზღვრული შემთხვევებისთვის, ჯარიმის
ალტერნატივად
გათვალისწინებულია
ადმინისტრაციული
პატიმრობა.
ე.ი.
თუ
სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება, მაშინ იგი აღარ გადაიხდის
ჯარიმას. აღნიშნულს დადებითი ფინანსური გავლენა ექნება სამართალდარღვევის ჩამდენ
პირზე, რამდენადაც შესაძლებელია, მას, ჯარიმის ნაცვლად, შეეფარდოს ადმინისტრაციული
პატიმრობა, რაც დაზოგავს მის ფინანსურ ხარჯებს.
კოდექსის 1282 მუხლის აღნიშნული ნაწილებით განსაზღვრული სამართალდარღვევების
ჩადენის სტატისტიკა ასეთია:
ა) ხე-ტყის პირველადი გადამუშავება ტყის ტერიტორიაზე (პირველი ნაწილი):
ა.ა) 2019 წელს - 6 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 6 000 ლარი;
ა.ბ) 2020 წელს - არც ერთი ფაქტი;
ა.გ) 2021 წლის აპრილის ჩათვლით - არც ერთი ფაქტი.
ბ) უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავება (მე-2 ნაწილი):
ბ.ა) 2019 წელს - 37 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 39 000 ლარი;
ბ.ბ) 2020 წელს - 17 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 20 000 ლარი;
ბ.გ) 2021 წლის აპრილის ჩათვლით - 7 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 4 000 ლარი.
გ) უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავება, ჩადენილი განმეორებით (მე-3
ნაწილი):
გ.ა) 2019 წელს - 3 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 6 000 ლარი;
გ.ბ) 2020 წელს - 2 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 8 000 ლარი;
გ.გ) 2021 წლის აპრილის ჩათვლით - 1 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა უცნობია.
დ) ხე-ტყის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო
დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირება (გარდა 1282
მუხლის მე-6−მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) (მე-4 ნაწილი):
დ.ა) 2019 წელს - ფაქტების რაოდენობა უცნობია, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 457 400 ლარი;
დ.ბ) 2020 წელს - 865 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 295 300 ლარი;
დ.გ) 2021 წლის აპრილის ჩათვლით - 343 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 36 000 ლარი.
ე) ხე-ტყის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო
დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირება (გარდა 1282
მუხლის მე-6−მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ჩადენილი განმეორებით
(მე-5 ნაწილი):
ე.ა) 2019 წელს - 86 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 113 500 ლარი;
ე.ბ) 2020 წელს - 76 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 88 000 ლარი;
ე.გ) 2021 წლის აპრილის ჩათვლით - 25 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 21 000 ლარი.
ვ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (მათ შორის, კერძო საკუთრებაში
არსებულ ტერიტორიაზე) მოპოვებული ხე-მცენარის საქართველოს მთავრობის დადგენილებით
განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის გარეშე ტრანსპორტირება ან სპეციალური
ფირნიშით მარკირების გარეშე სახერხ საამქროში შეტანა (განთავსება), ჩადენილი განმეორებით
(მე-7 ნაწილი):
ვ.ა) 2019 წელს - 1 ფაქტი, ჯარიმის ჯამური ოდენობა - 2 000 ლარი;
ვ.ბ) 2020 წელს - არც ერთი ფაქტი;
ვ.გ) 2021 წლის აპრილის ჩათვლით - არც ერთი ფაქტი.
13. კანონპროექტით, კოდექსს ემატება 2908 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სამელიორაციო
სისტემიდან სარწყავი წყლის დატაცების (964 მუხლი) გამო დადებული ადმინისტრაციული
სახდელების აღსრულების პროცედურას, რის შედეგადაც, უფრო მეტი სახდელის აღსრულება
გახდება შესაძლებელი. ეს ფინანსურ გავლენას მოახდენს სამართალდამრღვევ პირებზე.
გავლენის სიდიდე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ხშირად ჩაიდენენ ისინი
ხსენებულ სამართალდარღვევას.
სამართალდამრღვევ პირებზე ფინანსური გავლენის კუთხთ, აგრეთვე აღსანიშნავია, რომ,
სახდელის იძულებითი აღსრულების შემთხვევაში, მათ, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ”
საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე
მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის
წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართელოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის N 144
ბრძანების შესაბამისად, აგრეთვე დაეკისრებათ აღსრულების საფასურის გადახდის
ვალდებულება, აღნიშნული საფასურის ოდენობა, 250-ლარიანი ჯარიმის შემთხვევაში, შეადგენს
40 ლარს, ხოლო 500-ლარიანი ჯარიმის შემთხვევაში - 50 ლარს.
აღნიშნული სამართალდარვევის გამო, 2019 წელს დაწერილია 250 ოქმი, მათ შორის,
ჩაუბარებლობით გაუქმებულია 31 ოქმი, რის გამოც, სახელმწიფო ბიუჯეტმა იზარალა 7750
ლარით. დარჩენილი 219 ოქმის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტში შევიდა 54 750 ლარი. სხვა
წლების სტატისტიკა არ არსებობს.
გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტით, კოდექსს ემატება ახალი სამართალდარღვევები (51-ე
მუხლის მე-2 ნაწილი, 66-ე მუხლის 23 ნაწილი, 662 მუხლის პირველი ნაწილი და 665, 793, 863, 864
მუხლები), რომელთა ჩადენის შემთხვევაში, პირებს დაეკისრებათ სხვადასხვა ოდენობის ჯარიმა,
რაც ფინანსურ გავლენას მოხდენს მათზე. ამ გავლენის სიმძიმე დამოკიდებული იქნება მათთვის
დაკისრებული ჯარიმის ოდენობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირებზე ფინანსური შედეგების სიმძიმე
დამოკიდებული
იქნება
პირების
მიერ
კანონპროექტით
გათვალისწინებული
სამართალდარღვევების ჩადენის რაოდენობასა და სახეზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი და მოსაკრებელი. ამასთან, კანონპროექტი
ადგენს ჯარიმებს ახალი სამართალდარღვევებისთვის, ასევე, იზრდება ჯარიმები რამდენიმე
მოქმედი სამართალდარღვევისთვის. ჯარიმების ოდენობები განისაზღვრება ერთი მხრივ,
ქმედებების/ქმედებების გამო მოსალოდნელი შედეგების სიმძიმის და მეორე მხრივ, მსგავსი
სახის დარღვევებისთვის მოქმედი სანქციების გათვალისწინებით. ჯარიმების ოდენობების
განსაზღვრისას ასევე მხედველობაში იქნა მიღებული, სანქციის ერთ-ერთი ძირითადი
დანიშნულება - სამართალდარღვევების შემაკავებელი, პრევენციული ეფექტი.
მაგალითად: კოდექსის 51-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა (500დან 800 ლარამდე) დადგენილია კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვინაიდან
აღნიშნული დარღვევა შინაარსობრივად წარმოადგენს ანალოგიური ხასიათისა და სიმძიმის
სამართალდარღვევას.
კოდექსის 66-ე მუხლს ემატება 23 ნაწილი და ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური
ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშის
წარმოუდგენლობისთვის ჯარიმა (500 ლარი) დგინდება მსგავსი დარღვევის (573 მუხლი)
სანქციის ანალოგიით.
662 მუხლი იყოფა ორ ნაწილად და პირველ ნაწილში - ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და
„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით
საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას
ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის მიერ
სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშის წარმოუდგენლობისას, მსგავსად პროექტით
წარმოდგენილი 66-ე მუხლის 23 ნაწილისა, ჯარიმა იქნება 500 ლარი (ხოლო ლიცენზიის სხვა,
გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პირობების დარღვევისას (ორივე შემთხვევაში - 66-ე მუხლის
მე-3 ნაწილში და 662 მუხლის მე-2 ნაწილში) ჯარიმა რჩება 2000 ლარი). აღნიშნული სანქციები
აღებულ იქნა კოდექსის 573 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, სალიცენზიო
პირობების დარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმის ანალოგიით.
663 მუხლის მე-2 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით და ხდება მასში არსებული ქვეპუნქტების
გაერთიანება, ხოლო რაც შეეხება საჯარიმო სანქციებს, აქ ასევე მოხდა ქვეპუნქტებში მოცემული,
მოქმედი სანქციების ოდენობების გასაშუალოება და ახალი საჯარიმო სანქციების ამგვარად
დადგენა.
665 მუხლით გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციაის ოდენობა (500 ლარი) აღებული იქნა
მსგავსი შინაარსის დარღვევისთვის დადგენილი სანქციიდან (574 მუხლი).
77-ე მუხლის მე-3 ნაწილით ყალიბდება ახალი საჯარიმო სანქციები, რომელთა ოდენობებიც
აღებულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №54 დადგენილებით
განსაზღვრული, ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად
გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) წესიდან (წესი შესაბამისად
გაუქმდება წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებისთანავე).
793 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ჯარიმების ოდენობები (5000, 15000, 45000) წარმოადგენს
792 მუხლის ანალოგიას, ვინაიდან ამ მუხლებით გათვალისწინებული დარღვევები
შიანაარსობრივად წარმოადგენენ ანალოგიური შედეგების სამართალდარღვევებს.
825 მუხლით განსაზღვრული სანქციები ორმაგდება. კერძოდ, ჯარიმა დგინდება 1000 ლარის
ოდენობით (ნაცვლად 500ლარისა), ხოლო განმეორებისას - 2000 ლარი (ნაცვლად 1000 ლარისა).
ასევე, მუხლის „შენიშვნას“ ემატება მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში, თუ
შესაბამისი პროდუქცია სამართალდამღრვევის მიერ გასხვისებულია მანამ, სანამ
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია, ინსპექტირების პროცესში
დაფიქსირებული პროდუქციის ყოველ გასხვისებულ ერთეულზე პროდუქციის კონფისკაციის
ნაცვლად სამართალდამრღვევს ასევე დაეკისრება 25 თეთრის გადახდის ვალდებულება.
აღნიშნული ოდენობა - 25 თეთრი აღებულ იქნა საბაზრო ღირებულების მიხედვით, იმის
გათვალისწინებით, რომ პროდუქტის გასაყიდი ფასი მერყეობს 20-30 თეთრამდე (ერთი ცალი);
კანონპროექტით ასევე
დგინდება ჯარიმები: უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და
განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი
500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის გამოყენებით თევზსაჭერი/თევზჭერასთან
დაკავშირებული გემის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ არალეგალური,
არადეკლარირებული და დაურეგულირებელი თევზჭერის მარეგულირებელი საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისათვის - 200 000 ლარისა და მოპოვებული თევზის
ეროვნულად ან, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, საერთაშორისოდ განსაზღვრული საბაზრო
ღირებულების ხუთმაგი ოდენობით; იმავე ქმედებისათვის, რომელიც ჩადენილი იქნება
ადმინისტრაციული სახდელის დადების დღიდან 5 წლის განმავლობაში - 400 000 ლარისა და
მოპოვებული თევზის ეროვნულად ან, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, საერთაშორისოდ
განსაზღვრული საბაზრო ღირებულების რვამაგი ოდენობით; 500 ტონის ან 500 ტონაზე ნაკლები
საერთო ტევადობის გემის მიერ მოთხოვნების დარღვევისათვის - 150 000 ლარისა და
მოპოვებული თევზის ეროვნულად ან, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, საერთაშორისოდ
განსაზღვრული საბაზრო ღირებულების ხუთმაგი ოდენობით; ამავე ქმედებისათვის, რომელიც
ჩადენილი იქნება ადმინისტრაციული სახდელის დადების დღიდან 5 წლის განმავლობაში - 300
000 ლარისა და მოპოვებული თევზის ეროვნულად ან, ასეთის არარსებობის შემთხვევაში,
საერთაშორისოდ
განსაზღვრული
საბაზრო
ღირებულების
რვამაგი
ოდენობით;
თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის
მიერ ელექტრონული სარეწაო ჟურნალის შესაბამისად თევზჭერის შესახებ ინფორმაციის
დაგვიანებით ან/და ტექნიკური ხარვეზით (რაც კომპეტენტურ ორგანოს ხელს არ უშლის
დაჭერილი თევზის შესახებ ინფორმაციის მიღებაში) წარმოდგენისათვის - 10 000 ლარის
ოდენობით; საქართველოს მოქალაქის მიერ იმ თევზსაჭერ/თევზჭერასთან დაკავშირებულ იმ
გემზე შრომით ურთიერთობებში შესვლისთვის, რომელიც ასახულია ევროკავშირის
არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი თევზსაჭერი გემების ნუსხაში, ან
არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი თევზჭერის ხელშეწყობისათვის
- 2000 ლარის ოდენობით; საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში რეგისტრირებული
იურიდიული პირის მიერ იმ თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემის/გემების
საკუთრებაში/თანასაკუთრებაში
ქონისათვის,
რომლებიც
ასახულია
ევროკავშირის
არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი თევზჭერის ნუსხაში - 2000
ლარის ოდენობით ფიზიკური პირისთვის, ხოლო იურიდიული პირისთვის - 6000 ლარის
ოდენობით; საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის
მიერ თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემის გასხვისებისათვის ან პირთათვის
სარგებლობაში გადაცემისათვის, რომლებიც მონაწილეობენ იმ თევზსაჭერი/თევზჭერასთან
დაკავშირებული გემის საქმიანობაში და მართვაში ან არიან იმ თევზსაჭერი/თევზჭერასთან
დაკავშირებული გემის მესაკუთრენი, რომლებიც შეყვანილნი არიან ევროკავშირის
არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი თევზჭერის გემების ნუსხაში 100 000 ლარის ოდენობით ფიზიკური პირისათვის, ხოლო იურიდიული პირისთვის - 300 000
ლარის ოდენობით; არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU)
თევზჭერისგან მიღებული პროდუქტების იმპორტის, ექსპორტის ან რეექსპორტისა ან/და ასეთი
პროდუქტებით საერთაშორისო ვაჭრობისათვის - მოპოვებული თევზის ეროვნულად ან, ასეთის
არარსებობის შემთხვევაში, საერთაშორისოდ განსაზღვრული საბაზრო ღირებულების
ოდენობით. ამ ჯარიმების განსაზღვრა მოხდა იმგვარად, რომ მათ ჰქონდეთ შემაკავებელი ეფექტი
და იყოს ჩადენილი სამართალდარღვევის პროპორციული. აღსანიშნავია, რომ ჯარიმის
განსაზღვრისთვის აგრეთვე გამოიყენება მოპოვებული თევზის ეროვნულად ან, ასეთის
არარსებობის შემთხვევაში, საერთაშორისოდ განსაზღვრული საბაზრო ღირებულება. იმისთვის,
რომ სამართალდარღვევის ჩადენაზე პასუხისმგებელმა პირებმა არ განაგრძონ არალეგალურ,
არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ (IUU) თევზჭერასთან დაკავშირებული საქმიანობა
ჯარიმის გადახდის შემდეგ, მნიშვნელოვანია, რომ ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას აგრეთვე
მხედველობაში იქნას მიღებული ის ეკონომიკური სარგებელი, რომელსაც იღებენ აღიშნული
პირები უკანონო საქმიანობის შედეგად. უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციული სახდელების
განსაზღვრა ასევე მოხდა ევროკავშირის მხარის აქტიური ჩართულობით და არალეგალურ,
არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ (IUU) თევზჭერასთან ევროკავშირის მკაცრი,
„ნულოვანი ტოლერანტობის“ მიდგომის გათვალისწინებით.
რაც შეეხება ჯარიმების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანებს, მათი ოდენობა
დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენ პირს დაეკისრება ჯარიმა კანონპროექტით
გათვალისწინებული ახალი სამართალდარღვევების ჩადენის გამო, ან არსებული
სამართალდარღვევის გამო, რომლის ჩადენისთვისაც კანონპროექტით იზრდება ჯარიმის
ოდენობა.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
ამასთან, კანონპროექტის გარკვეული მუხლების (863, 864) მიღება ხელს შეუწყობს „ერთი მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას
და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ 234-ე მუხლის „f“
პუნქტის შესრულებას, რომლის თანახმად, მხარეები იღებენ ვალდებულებას, „უზრუნველყონ
ურთიერთანამშრომლობა არალეგალური, არადოკუმენტირებული და დაურეგულირებელი
(IUU) თევზჭერისა და მასთან დაკავშირებული ქმედებების წინააღმდეგ ყოვლისმომცველი,
ეფექტიანი და გამჭვირვალე ზომების გამოყენებით. მხარეები ასევე თანხმდებიან,
განახორციელონ პოლიტიკა და მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა არალეგალური,
არადოკუმენტირებული და დაურეგულირებელი პროდუქცია არ მოხვდეს სავაჭრო მიმოქცევასა
და შესაბამის ბაზრებზე.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტით გათვალისწინებული 863, 864 მუხლების და მათთან დაკავშირებული ნორმების
შემუშავებაში ჩართული იყვნენ ევროკომისიის საზღვაო საქმეთა და მეთევზეობის გენერალური
დირექტორატის (DG MARE) წარმომადგენლები, რომელთაც წარმოადგინეს პრინციპული
პოზიცია დასაწესებელ ჯარიმებთან, დარღვევების სახეებთან და დარღვევის განმეორებით
ჩადენის ვადასთან დაკავშირებით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.