„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/85; 10.11.2021) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-15
ბიუროს ნომერი 92
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. 299-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შენიშვნა“:
„შენიშვნა:
ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით,
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“;
2. მე-300 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 300. უკანონო თევზჭერა
1. 100 ტონის ან მასზე ნაკლები საერთო ტევადობის და 8 მეტრზე მეტი სიგრძის, ან 100 ტონაზე
მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან თევზსარეწი იარაღით
თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება, ან საქართველოს „წითელ
ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება,
ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, –
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის
უკანონოდ მოპოვება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოციდან ორას ორმოცდაათ
საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
3. 100 ტონის ან მასზე ნაკლები საერთო ტევადობის და 8 მეტრზე მეტი სიგრძის, ან 100 ტონაზე
მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან თევზსარეწი იარაღით
თევზჭერა, ჩადენილი აკრძალულ დროს ან აკრძალულ ადგილას, ან საგანგებო ეკოლოგიური
მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში, ან სახელმწიფო ნაკრძალის,
ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული
რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის ან მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის
ტერიტორიაზე, –
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორას ორმოციდან სამას ოც
საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
4. თევზჭერა ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით ან სხვა აკრძალული იარაღით,
ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის
მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით, –
ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით სამას ოციდან ოთხას საათამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 2 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია ის გარემოება, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად
გაიზარდა უკანონო თევზჭერის ფაქტები (მათ შორის, განსკუთრებით, აკრძალული
იარაღებით თევზჭერა), რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს და ეკოლოგიურ
მდგომარეობას, ხოლო არსებული სანქციები ვერ უზრუნველყოფს ამ უკანონო ქმედებების
სათანადო პრევენციას. ამასთან, არ არის დიფერენცირებული სანქციების სხვადასხვა სიმძიმის
დანაშაულებისთვის. აქედან გამომდინარე, საჭიროა აღნიშნული ქმედებებისთვის
პასუხისმგებლობის შესაბამისი გამკაცრება/დაზუსტება.
კანონპროექტის მიზანია უკანონო თევზჭერისთვის
გათვალისწინებული სანქციების
გამკაცრება/დიფერენცირება. მათ შორის, ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით ან სხვა
აკრძალული იარაღით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა
ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით თევზჭერის პირველივე
შემთხვევისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება. აღნიშნული
აუცილებელია
შემდეგი
გარემოებების
გამო:
მითითებული
ქმედება,
მოქმედი
კანონმდებლობით, წარმოადგენს ადმინისტრაციულ გადაცდომას და მისი ჩადენისთვის
პასუხისმგებლობა განისაზღვრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე
მუხლის მე-8 ნაწილით. თუმცა, როგორც პრაქტიკაში გამოჩნდა, მოქმედი სანქცია ვერ
უზრუნველყოფს სამართალდარღვევის შემაკავებელ ეფექტს და საჭიროებს გამკაცრებას,
მითუმეტეს ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით. კერძოდ, თევზჭერა ელექტროდენით,
ელექტროშოკის აპარატით ან სხვა აკრძალული იარაღით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი
ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა
საშუალებით არსებით ზიანს აყენებს წყლის ცოცხალ ორგანიზმებს, ვინაიდან ელექტრული
ველის ზემოქმედებით ხდება მათი ორიენტირების უნარის მოშლა, კუნთოვანი სისტემის
დაზიანება და თევზის მოძრაობის აქტივობის შემცირება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში
ბრაკონიერები გამოიყენებენ უმეტესად კუსტარულად დამზადებულ ელექტროშოკურ
აპარატებს, რომელთა ელექტრონულ ველში მოყოლილი თევზი იღუპება ან თუ ცოცხალი
გადარჩა, კარგავს აღწარმოების უნარს, უზიანდებათ ხერხემალი და კუნთოვანი ქსოვილი
განიცდის სპაზმს. ელექტროშოკური აპარატის ზემოქმედებით, თევზების გარდა, წყალში
ზიანდებიან ასევე სხვა ცოცხალი ორგანიზმები: მაკროუხერხემლოები, ლარვები, ქვირითი,
ახალმოზარდულები, ამფიბიები და ა.შ. ფაქტობრივად მცირდება წყლის ეკოსისტემის
პროდუქტიულობა და საკვები ბაზა. აქედან გამომდინარე, საჭიროა, რომ აღნიშნული ქმედების
პირველივე შემთხვევა დაკვალიფიცირდეს
დანაშაულად. ამგვარად, ქმედებისგან
გამოწვეული, ეკოლოგიისთვის მძიმე შედეგებიდან გამომდინარე, იგი უნდა მიეკუთვნოს
მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და სასჯელის ერთ-ერთ ფორმად შესაძლებელია
გამოყენებული იქნას თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვს წლამდე. ამასთან, მე-300 მუხლს
სასჯელის ერთ-ერთ ზომად საჭიროა დაემატოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა (რაც
ჩაანაცვლებს ჯარიმას და გამასწორებელ სამუშაოს), რომელიც, როგორც უსასყიდლო შრომის
ფორმა, მიზანშეწონილია გამოყენებული იქნას თუნდაც იმ ზიანის აღმოსაფხვრელად, რაც
შეიძლება გარემოს მიადგეს უკანონო თევზჭერის შემთხვევაში.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მოქმედი კანონმდებლობა (კოდექსის 299-ე მუხლი) წიაღით
სათანადო ლიცენზიის გარეშე სარგებლობისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს
მხოლოდ ფიზიკური პირისთვის, მაშინ, როდესაც დანაშაულის ჩამდენი სუბიექტი ასევე
შეიძლება იყოს იურიდიული პირიც. შესაბამისად, საჭიროა ამ დანაშაულის ჩადენისთვის
განისაზღვროს იურიდიული პირის პასუხისმგებლობაც. შესაბამისად, კანონპროექტის
მიზანია აღნიშნული ხარვეზის გამოსწორება და სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით
სარგებლობისთვის იურიდიული პირის პასუხისმგებლობის დადგენა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
გამომდინარე იქედან, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება
კანონით, შესაბამისად, სუბიექტისთვის (იურიდიული პირი) წიაღით სათანადო ლიცენზიის
გარეშე
სარგებლობისთვის
პასუხისმგებლობის
დადგენისთვის,
ასევე,
უკანონო
თევზჭერისთვის
პასუხისმგებლობის
გამკაცრებისთვის
აუცილებელია
შესაბამისი
ცვლილებების შეტანა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
მიღების
შედეგად,
იურიდიული
პირისთვისაც
დადგინდება
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა წიაღით სათანადო ლიცენზიის გარეშე
სარგებლობისთვის.
ასევე,
გამკაცრდება/დაზუსტდება
პასუხისმგებლობა
უკანონო
თევზჭერისთვის და მოხდება პასუხისმგებლობის დიფერენცირება ქმედებების სიმძიმის
შესაბამისად.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
1. კოდექსის 299-ე მუხლს (წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე) ემატება
„შენიშვნა“, რომლის მიხედვითაც 299-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისთვის
იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან
ლიკვიდაციით და ჯარიმით. (აღნიშნული სასჯელის ზომა აღებული უკანონო სამეწარმეო
საქმიანობისთვის (მუხლი 192) გათვალისწინებული სანქციების მიხედვით;
2. კოდექსის მუხლი 300 (უკანონო თევზჭერა) ყალიბდება ახალი რედაქციით. კერძოდ,
მკაცრდება პასუხისმგებლობა ისეთ ქმედებებისთვის, როგორიცაა:
ა) 100 ტონის ან მასზე ნაკლები საერთო ტევადობის, 8 მეტრზე მეტი სიგრძის ან 100 ტონაზე
მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან თევზსარეწი იარაღით
თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება, ან საქართველოს „წითელ
ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება,
ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ;
ბ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის
უკანონოდ მოპოვება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
გ) 100 ტონის ან მასზე ნაკლები საერთო ტევადობის, 8 მეტრზე მეტი სიგრძის ან 100 ტონაზე
მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან თევზსარეწი იარაღით
თევზჭერა, ჩადენილი აკრძალულ დროს ან აკრძალულ ადგილას, ან საგანგებო ეკოლოგიური
მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში, ან სახელმწიფო ნაკრძალის,
ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული
რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის ან მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის
ტერიტორიაზე.
ზემოაღნიშნული დანაშაულებისთვის სასჯელად, ნაცვლად მოქმედი სანქციებისა (ჯარიმა,
გამასწორებელი სამუშაოები და თავისუფლების აღკვეთა), დიფერენცირებულად, ქმედებების
და შედეგების სიმძიმის მიხედვით, დგინდება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა
(ვადით ას ოციდან სამას ოც საათამდე) ანდა თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისად, ერთიდან
სამ წლამდე.
ასევე, ისეთი მძიმე ქმედებისთვის, როგორიცაა ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით ან
სხვა აკრძალული იარაღით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის
სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით განხორციელებული
თევზჭერა, მძიმდება სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ასეთი ქმედება პირველივე
შემთხვევაში
დაკვალიფიცირდება
დანაშაულად,
რისთვისაც
სასჯელის
ზომად
გათვალისწინებულია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა (ვადით სამას ოციდან ოთხას
საათამდე) ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვს წლამდე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის 2022 წლის 2 იანვრიდან, ვინაიდან, იგი დაკავშირებულია
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან, რომელიც უნდა ამოქმედდეს 2022 წლის 2
იანვრიდან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ)კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების პრაქტიკაში აღსრულება
შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც გამოძიების განმახორციელებელი უწყების,
პროკურატურის,
როგორც
გამოძიებისა
და
სისლისსამართლაბრივი
დევნის
განმახორციელებელი
უწყების
და
სასამართლოს,
როგორც
მართლმსაჯულების
განმახორციელებელი უწყების, მიერ განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტში მათთვის
უკვე გამოყოფილი ფინანსური რესურსებით, ყოველგვარი დამატებითი ადმინისტრაციული
თუ სხვა ტიპის ხარჯის საჭიროების გარეშე.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე. ამასთან, მისი მიღება გარკვეულ გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან, სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლს ემატება
ახალი ნორმა, რომელიც ითვალისწინებს იურიდიული პირის პასუხისმგებლობას ლიცენზიის
გარეშე წიაღით სარგებლობისთვის და სასჯელის ერთერთ ზომად განისაზღვრება ჯარიმა.
შესაბამისად, დამნაშავისთვის სასჯელის სახით ჯარიმის შეფარდების შემთხვევაში, ჯარიმის
სახით გადახდილი თანხა აკუმულირდება სახელმწიფო ბიუჯეტში. მოცემულ საკითხთან
დაკავშირებით აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
მიხედვით, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. ხოლო თუ მუხლის სანქცია
სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის
მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.
ასევე, შესაძლებელია კანონპროექტის მიღებამ გარკვეული გავლენა მოახდინოს სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იმ თვალსაზრისით, რომ სისხლის სამართლის კოდექსის
მე-300 მუხლის სანქციები ყალიბდება ახალი რედაქციით და მასში ჯარიმები
გათვალისწინებული აღარ არის. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში აღარ შევა ის
შემოსულობები, რომლებიც შესაძლოა შესულიყო ბიუჯეტში ამ მუხლით გათვალისწინებული
დანაშაულის ჩადენისას დამნაშავისთვის ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში. რაც შეეხება
უშუალოდ ჯარიმების ოდენობას, სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, კოდექსის მე-300
მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ჯარიმის მინიმალური ოდენობა
არის 500 ლარი. ამასთან, კოდექსის მიხედვით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ჯარიმის
ოდენობას სასამართლო ადგენს დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური
მდგომარეობის გათვალისწინებით (რაც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა
გარემოებით). აქვე მხედველობაშია მისაღები შემდეგი სტატისტიკური ინფორმაცია:
კოდექსის მე-300 მუხლით, 2020 წელს, გამოძიება დაიწყო 167 საქმეზე, სასამართლოში
გადაიგზავნა საქმეების დაახლოებით 80 %, ხოლო სასამართლოს მიერ, დამნაშვეს სასჯელის
სახით, ჯარიმა განესაზღვრა დაახლოებით 25%-ის შემთხვევაში. აღნიშნულიდან
გამომდინარე, ჯარიმის მინიმალური ოდენობის (500 ლარი) გათვალისწინებით, კოდექსის მე300 მუხლით განსაზღვრული დანაშაულისთვის, სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების
შედეგად, 2020 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტში სავარაუდოდ შევიდა 20000-დან 30000 ლარამდე.
შესაბამისად, 2021 წელს 2020 წლის მსგავსი რაოდენობის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში,
დაახლოებით ამ მოცულობის იქნება გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავალო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების
პრაქტიკაში
აღსრულება
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს,
როგორც
გამოძიების
განმახორციელებელი უწყების, პროკურატურის, როგორც სისლისსამართლაბრივი დევნის
განმახორციელებელი
უწყების,
და
სასამართლოს,
როგორც
მართლმსაჯულების
განმახორციელებელი უწყების, მიერ განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტში მათთვის უკვე
გამოყოფილი ფინანსური რესურსებით, ყოველგვარი დამატებითი ადმინისტრაციული თუ
სხვა ტიპის ხარჯის საჭიროების გარეშე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპოექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე,
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი ფინანსურ გავლენას მოახდენს იურიდიულ პირებზე იმ შემთხვევაში, თუ
ისინი ჩაიდენენ სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლით გათვალისწინებულ
დანაშაულს (წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე) და მათ სასამართლო,
სასჯელის სახით, დააკისრებს ჯარიმას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ან ლიკვიდაციას.
კანონპროექტი ასევე, გარკვეულწილად, მოახდენს ფინანსურ გავლენას კოდექსის მე-300
მუხლით მსჯავრდებულ პირებზე, ვინაიდან აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ აღარ
ითვალისწინებს ჯარიმას, არამედ მხოლოდ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომასა და
თავისუფლების აღკვეთას, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტის მიღების შემდეგ, ამ მუხლით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას მსჯავრდებულ პირებს აღარ მოუწევთ ჯარიმის
გადახდა. თუმცა, მეორე მხრივ, მათზე არაპირდაპირ ფინანსურ გავლენას მოახდენს მათთვის
სასჯელის ახალი სახის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დაკისრება. როგორც უკვე
ზემოთაც აღინიშნა, მაგალითად, 2020 წელს, კოდექსის მე-300 მუხლით გამოძიება დაიწყო 167
საქმეზე (2019 წელს - 171 საქმეზე). სისხლის სამართლის საქმის წარმოების შედეგად,
საბოლოოდ, სასჯელის სახით ჯარიმა (500-დან 2000 ლარამდე) სასამართლოში შესული
საქმეების დაახლოებით 25 %-ზე განისაზღვრებოდა.
2020 წელს, გამოძიება დაიწყო 167 საქმეზე, სასამართლოში გადაიგზავნა საქმეების
დაახლოებით 80 %, ხოლო სასამართლოს მიერ, დამნაშვეს სასჯელის სახით, ჯარიმა
განესაზღვრა დაახლოებით 25%-ის შემთხვევაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯარიმის
მინიმალური ოდენობის (500 ლარი) გათვალისწინებით, კოდექსის მე-300 მუხლით
განსაზღვრული დანაშაულისთვის, სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების შედეგად, 2020
წელს, სახელმწიფო ბიუჯეტში სავარაუდოდ შევიდა 20000-დან 30000 ლარამდე (აქვე
აღსანიშნავია, რომ მოცემული სტატისტიკა გასაშუალოებულია, ვინაიდან, პრაქტიკაში, ხშირ
შემთხვევაში, მსჯავრებულების მიერ ადგილი აქვს ჯარიმის გადახდისგან თავის არიდებას (ან
გადახდევინება შეუძლებელია), რის გამოც, დაკისრებული ჯარიმა ეცვლებათ სხვა სასჯელით
(მაგ:
საზოგადოებისათვის
სასარგებლო
შრომით,
გამასწორებელი
სამუშაოთი,
შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით). შესაბამისად, სასამართლოს მიერ, სასჯელის
სახით, ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, სასჯელის შეცვლის გამო, რეალურად სახელმწიფო
ბიუჯეტში როგორც წესი, მიიმართება შედარებით ნაკლები თანხა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2021 წელს 2020 წლის მსგავსი რაოდენობის
დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, სავარაუდოდ, ამ მოცულობის (20000-30000 ლარი) იქნება
გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავალო ნაწილზეც.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი ან მოსაკრებელი. ამასთან, კანონპროექტით,
სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობისთვის, იურიდიული პირებისთვის
სასჯელის ერთ-ერთ ზომად ადგენს ჯარიმას.
აგრეთვე კოდექსის მე-300 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის საასჯელის
სახედ გათვალისწინებული აღარ იქნება ჯარიმა.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ხელშეკრულებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
არ უკავშირდება რომელიმე
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.