„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.12.2021
ავტორი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/95/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-06
ბიუროს ნომერი 102

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 05.08.2010, მუხ. 301) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებას (შემდგომ – აკრედიტაციის დებულება) და საფასურს;“. 2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (შემდგომ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი)) ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას;“; ბ) „ბ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ2“ ქვეპუნქტი: „ბ2) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას;“. 3. მე-7 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება: ა) სკოლის ფილოსოფიას; ბ) სასკოლო კურიკულუმს; გ) სასწავლო პროცესის ადმინისტრაციულ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას; დ) მოსწავლეთა მხარდაჭერას.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. სახელმწოფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, მათ შორის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 27ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით შეიძლება განსაზღვროს ავტორიზაციის განსხვავებული პირობები.“. 4. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. სტატუსის მაძიებლის თვითშეფასება ავტორიზაციის პროცესის პირველი საფეხურია ცენტრის მიერ სტატუსის მაძიებლისთვის წინასწარ დადგენილი ფორმის მიხედვით სტატუსის მაძიებლის მიერ ჩატარებული თვითშეფასება.”. 5. მე-11 მუხლის: ა) მე-2 პუნქტს „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები: „ე) კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ; ვ) სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფუნქციონირების მიზანშეწონილობის თაობაზე სამინისტროსადმი შუამდგომლობით მიმართვის შესახებ.“; ბ) 22 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 პუნქტი: „23. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ავტორიზაციის გაუქმების/ავტორიზაციაზე უარის თქმის/ სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გაუქმების გარემოებების დადგომის შემთხვევაში დააყენოს შუამდგომლობა სამინისტროს წინაშე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფუნქციონირების მიზანშეწონილობის შესახებ.“. 6. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 13. ავტორიზაციის სამართლებრივი შედეგი 1. ავტორიზაციის შედეგად საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მოსწავლეები, პროფესიული სტუდენტები, სტუდენტები და გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. ამ კანონის მე-11 მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფუნქციონირების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა აგრძელებს ფუნქციონირებას ავტორიზაციის დარჩენილი ვადით.“. 7. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 14. გადაწყვეტილება ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება არ აკმაყოფილებს ავტორიზაციის ერთ-ერთ სტანდარტს, გარდა აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის 23 პუნქტით გათვალისიწინებული შემთხვევისა.“. 8. მე-15 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ცენტრი აკონტროლებს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულებას. ავტორიზაციის სტანდარტთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში ავტორიზაციის საბჭოები უფლებამოსილი არიან, შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრონ არაუმეტეს 60 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.“; ბ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. ცენტრს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასების ანგარიში წარედგინება არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ. ცენტრისათვის თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“; გ) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „22“ პუნქტი: „22. ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია განახორციელოს თვითშეფასება ავტორიზაციის დებულებით გათვალისწინებული წესით.“; დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ავტორიზაციის საბჭოები უფლებამოსილი არიან შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების შემოწმების შედეგების საფუძველზე, მიიღონ გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება არღვევს ავტორიზაციის სტანდარტს ან საგანმანათლებლო სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ნორმებს საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლის, პროფესიული სტუდენტის ან სტუდენტის სტატუსის წარმოშობასთან, შეჩერებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით, გარდა აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის 23 პუნქტით გათვალისიწინებული შემთხვევისა.“; ე) 31 ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 ქვეპუნქტი: „32. თუ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმებისას გამოვლინდა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ორი ან ორზე მეტი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამიდან რომელიმე არ შეესაბამება ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტანდარტს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია, ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ნაცვლად, მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ, გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“; ვ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება და ამ კანონის მე-11 მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებული შუამდგომლობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანების გამოცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის დინება შეჩერებულად ითვლება ავტორიზაციის საბჭოების მიერ შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში.”. 9. 161 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ცენტრისთვის წარდგენილი საგანმანათლებლო პროგრამის დამატების თაობაზე განაცხადით დაიმატოს აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები ან სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამები (გარდა რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, ვეტერინარის მომზადების, ქართულ ენაში მომზადებისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა).“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების დამატების თაობაზე განაცხადის წარდგენის უფლება აქვს მხოლოდ ავტორიზებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.“. 10. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკრედიტაციის მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამებისა) აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრის გზით, განათლების ხარისხის ასამაღლებლად საგანმანათლებლო დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა.“. 11. მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სტუდენტების მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა;“. 12. 22-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამებისა) აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აკრედიტაციის საბჭო აკრედიტაციის დებულების შესაბამისად, მათ შორის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.”; ბ) 35 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „35. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება სასწავლო წლის განმავლობაში იქნება მიღებული, აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია, შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების შუამდგომლობისა და სტუდენტების კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესის უწყვეტობის მიზნით, აკრედიტაციის დარჩენილი ვადის მიუხედავად, სათანადო გადაწყვეტილებით სტუდენტებს მიმდინარე სასწავლო წელი შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტებულ რეჟიმში დაასრულებინოს და აკრედიტაციის გაუქმების შესახებ ან ხელახალ აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღად არაუგვიანეს მიმდინარე სასწავლო წლის დასრულების თარიღი მიუთითოს.“. 13. 23-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ცენტრი აკონტროლებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტაციის პირობების შესრულებას. აკრედიტაციის პირობების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვროს არაუმეტეს 60 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.“; ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემოწმების შედეგების საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება აკრედიტაციის გაუქმების შესახებ, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არღვევს აკრედიტაციის პირობებს. 4. აკრედიტაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანების გამოცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის დინება შეჩერებულად ითვლება აკრედიტაციის საბჭოს მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში.“. 14. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში ცვლილებები განახორციელოს კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში. ამასთან, შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში ცვლილებების განხორციელებამდე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლებთან დაკავშირებით „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით“ გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოებები განხორციელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების შესაბამისად. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღების მიზანია, ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესება, ხარისხის უზრუნველყოფის მოქნილი და ეფექტიანი გარე მექანიზმების დანერგვა და პრაქტიკაში გამოუყენებელი აკრედიტაციის მექანიზმის გაუქმებითა და მისი ნაწილობრივი ინტეგრირებით ავტორიზაციის ინსტიტუტში, ავტორიზაციის მექანიზმის გაუმჯობესება და პროცესის გამარტივება. ამასთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების ახლებურად ჩამოყალიბება. 1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რეგულაციის მიხედვით, სამინისტრო ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებას, მაშინ როდესაც, სკოლებისთვის აკრედიტაციის გავლა არ უნდა იყოს სავალდებულო და არც რაიმე დამატებით უპირატესობასთან ასოცირდება, დღევანდელ რეალობაში ის არ არის ხარისხის უზრუნველყოფის ქმედითი მექანიზმი. 2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია დღეის მდგომარეობით არ არის ქმედითი მექანიზმი. აღსანიშნავია, რომ აკრედიტაციის გავლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ნებაყოფლობითია. ამჟამად, საქართველოში აკრედიტებულია მხოლოდ ერთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 2 საგანმანათლებლო პროგრამა. სხვა დაწესებულებების პროგრამების ხარისხი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მოქმედი სტანდარტით ფასდება მხოლოდ ინსტიტუციურ დონეზე. ამდენად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თაობაზე არსებული ჩანაწერების ამოღება. 3. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები აღარ იძლევა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სრულფასოვანი შეფასების შესაძლებლობას. ავტორიზაციის პროცესის გამჭვირვალობისა და სანდოობის კვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომ მოქმედი სტანდარტებით შეფასება აღარ არის სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული. შეფასების კრიტერიუმები და შესრულების ინდიკატორები არ არის მკაფიოდ განსაზღვრული და იწვევს ხშირად ექსპერტთა მხრიდან ინდივიდუალური ინტერპრეტირების შესაძლებლობას, რაც განაპირობებს ავტორიზაციის პროცესის გამჭვირვალობისა და სანდოობის დაბალ მაჩვენებელს. ასევე, მოქმედი სტანდარტები არ ითვალისწინებს სკოლის სპეციფიკასა და თავისებურებებს. სტანდარტები აღწერს სკოლის მდგომარეობას და არ არის ორიენტირებული რეალური პროცესების შეფასებაზე. ის არ ითვალისწინებს ისეთი მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებას, როგორიცაა მაგ. ინსტიტუციის სტრატეგიული განვითარების საკითხები, მოსწავლის უფლებების დაცვა და მათი მხარდაჭერის ღონისძიებები და სხვა. 4. დღეს მოქმედი რეგულაციით, ავტორიზაციის პროცესის პირველი საფეხურია ცენტრის მიერ სტატუსის მაძიებლისთვის წინასწარ მიწოდებული ფორმის მიხედვით სტატუსის მაძიებლის მიერ ჩატარებული თვითშეფასება. აღნიშნულ ნაწილში განხორციელდება ტექნიკური ხასიათის ცვლილება და დაკორექტირდება ფორმულირება, ნაცვლად „წინასწარ მიწოდებულისა“ მიეთითება ,,წინასწარ დადგენილით“. 5. ცვლილების საფუძველზე ავტორიზაციის საბჭოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სახეებს, ემატება ორი სახის გადაწყვეტილება: კერძო სკოლებთან მიმართებით, ცალკეული პროგრამ(ებ)ის განხორციელების უფლების ჩამორთმევასთან დაკავშირებით და საჯარო სკოლების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების ფუნქციონირების მიზანშეწონილობის თაობაზე სამინისტროსავის შუამდგომლობით მიმართის შესახებ გადაწვეტილება. 6. აღსანიშნავია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილი არ არის, რომ სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ავტორიზაციის გაუქმების/უარის თქმის გარემოებების დადგომის შემთხვევაში, დააყენოს შუამდგომლობა სამინისტროს წინაშე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფუნქციონირების მიზანშეწონილობის თაობაზე. ამიტომ, აუცილებელია, განხორციელდეს ცვლილება, რომელიც გაითვალისწინებს გამონაკლისს საჯარო სკოლებთან მიმართებით, კერძოდ, ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება არ აკმაყოფილებს ავტორიზაციის ერთ-ერთ სტანდარტს, გარდა აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის 23 პუნქტით გათვალისიწინებული შემთხვევისა. 7. უნდა აღინიშნოს, რომ დაგეგმილია „ავტორიზაციის დებულებაში“ ცვლილებების შეტანა. აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თვითშეფასების პროცესი იქნება ყოველწლიური და დეტალური რეგულაცია განსაზღვრული იქნება აღნიშნულ სამართლებრივ აქტში. შესაბამისად, მიზანშეწონილია კანონში ცალკე გამოიყოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დაკავშირებული თვითშეფასების ანგარიშის წარმოდგენის საკითხი. ამასთან, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თვითშეფასების პროცესი იქნება ყოველწლიური, მათი თვითშეფასების შედეგები აისახება ელექტრონულად, მართვის საინფორმაციო სისტემის საშუალებით, რაზეც ცენტრს ექნება წვდომა. შესაბამისად, თვითშეფასების ანგარიშების ცენტრისათვის დამატებით წარდგენის ვალდებულება დაწესებულებებს აღარ ექნებათ. ამასთან, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რეგულაცია არ ვრცელდება საჯარო სკოლებზე. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი კი არ ითვალისწინებს საჯარო სკოლებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების ფორმის შესახებ ჩანაწერს. 8. ცვლილების თანახმად, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მსგავსად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსაც ექნებათ საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესაძლებლობა. დღევანდელი რეგულაციით, პროგრამის/საფეხურის დამატება ხელახალ ავტორიზაციას იწვევს. აღნიშნული მექანიზმი მეტ შესაძლებლობას მისცემს სკოლას და მოქნილს გახდის პროცესს. ამასთან, ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების დამატების თაობაზე განაცხადის წარდგენის უფლება ექნება მხოლოდ ავტორიზებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას. აღსანიშნავია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას/სკოლას წარმოადგენს: ა) მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად მოიცავს ზოგადი განათლების ერთ საფეხურს მაინც; ბ) ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 341 მუხლით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება. აღნიშნულის შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დამატების წესის შინაარსიდან გამომდინარე მიზანშეწონილია, რომ აღნიშნული უფლებამოსილებით სარგებლობდეს მხოლოდ ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ზემოაღნიშნული საგამონაკლისო დათქმა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ზოგადი განათლების ხარისხის გარე მექანიზმების შესახებ საკითხები საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონითა და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონით. შესაბამისი ცვლილებებიც უნდა განხორციელდეს აღნიშნულ აქტებში. მითითებული ცვლილებების საფუძველზე, შემდგომში ცვლილებები შევა მარეგულირებელ კანონქვემდებარე აქტებშიც. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, გაუქმდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია. კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების მოწესრიგება ხელს შეუწყობს ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. შეიქმნება განათლების ხარისხის მოქნილი, შინაარსზე ორიენტირებული, თანამედროვე ავტორიზაციის ინსტიტუტი. ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პროცესის გაერთიანებით ავტორიზაციის სტანდარტებში, უზრუნველყოფილი იქნება ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება არა მხოლოდ ინსტიტუციურ დონეზე არამედ საგნობრივ დონეზე შეფასდება სასკოლო კურიკულუმის ხარისხი. აღნიშნული მოგვცემს შესაძლებლობას სრულფასოვნად შეფასდეს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხი. შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები შეძლებენ მხოლოდ ავტორიზაციის გავლას, ამასთან, საგანმანათლებლო პროგრამები აისახება სტანდარტის შინაარსში. ამიტომ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან მიმართებით „აკრედიტაციის“ შესახებ არსებული ჩანაწერი ამოღებულ იქნება კანონის ტექსტიდან. დაკორექტირდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები, ახალი სტანდარტების სახელწოდებების შესაბამისად. ამასთან, მოხდება ეროვნული სტანდარტების დაახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან საუკეთესო უცხოური პრაქტიკის გათვალისწინების საფუძველზე. განახლებული სტანდარტები გაითვალისწინებს მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმის თავისებურებებს. ავტორიზაციის სტანდარტების განახლება გამოიწვევს ავტორიზაციის პროცესის, როგორც ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმის გაუმჯობესებას. შეფასების პროცესი იქნება რეალურ თვითშეფასებაზე დაფუძნებული, ორიენტირებული იქნება პროცესების შეფასებაზე და დაწესებულების განვითარებაზე. სტანდარტები შექმნის ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ მიდგომების განვითარების მოქნილობა საკუთარი სპეციფიკის გათვალისწინებით. მოქმედი რეგულაციით, სკოლის მიერ პროგრამის დამატება წარმოადგენს ხელახალ ავტორიზაციას. ცვლილების შემდეგ, სკოლას ექნება შესაძლებლობა დაიმატოს ცალკეული პროგრამა დამოუკიდებლად. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით: 1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილების პროექტთან ერთად, ითვალისწინებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის ინსტიტუტის გაუქმებას და მის ნაწილობრივ ინტეგრაციას ავტორიზაციის ინსტიტუტში. შესაბამისად, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ყალიბდება განსხვავებული რედაქციით, რომლითაც, დადგინდება, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს კანონდებლობით დადგენილი წესით დაამტკიცებს „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებასა და საფასურს”. 2. გამომდინარე იქიდან, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია უქმდება, შესაბამისად, საკითხი ცალკე პუნქტად იქნება მოწესრიგებული, კერძოდ, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შინაარსში გაიწერება, რომ ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (შემდგომ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი)) ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, ხოლო მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატება ,,ბ2“ ქვეპუნქტი, რომელიც გაითვალისწინებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ ჩანაწერს და დაადგენს, რომ ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ასევე ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას. 3. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოთვლის ახალ სტანდარტებს: ა) სკოლის ფილოსოფიას; ბ) სასკოლო კურიკულუმს; გ) სასწავლო პროცესის ადმინისტრაციულ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას; დ) მოსწავლეთა მხარდაჭერას. თითოეული სტანდარტი კანონქვემდებარე აქტებში ჩაიშლება კომპონენტებად, რომლებიც დაეფუძნება შესრულების შესაბამის ინდიკატორებსა და მტკიცებულებებს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ახალი სტანდარტები გაითვალისწინებს ზოგადი განათლების სპეციფიკას, შესაბამისობაში იქნება ახალი სკოლის მოდელის კონცეფციასთან, გაძლიერებულ აქცენტს გააკეთებს დაწესებულების მენეჯმენტსა და მოსწავლეთა უფლებების დაცვის საკითხზე. სასწავლო კურიკულუმის, როგორც შეფასების ცალკე კომპონენტის დანერგვით, აღარ არსებობს აკრედიტაციის აუცილებლობა, რადგან აკრედიტაციის ფარგლებშიც მოქმედი კანონმდებლობა სწორედ სასწავლო პროგრამებისა და მათი განხორციელების პროცესის შეფასებას ითვალისწინებს. აღნიშნული კანონის მე-7 მუხლს დაემატება მე-4 პუნქტი, რომლითაც დადგინდება, რომ სახელმწოფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით შეიძლება განსაზღვროს ავტორიზაციის განსხვავებული პირობები. 4. დაკორექტირდება კანონის მე-9 მუხლის ფორმულირება, კერძოდ, ნაცვლად ,,წინასწარ მიწოდებულისა“ ჩასწორდება ,,წინასწარ დადგენილით“ და გაიწერება, რომ ავტორიზაციის პროცესის პირველი საფეხურია ცენტრის მიერ სტატუსის მაძიებლისთვის წინასწარ დადგენილი ფორმის მიხედვით სტატუსის მაძიებლის მიერ ჩატარებული თვითშეფასება. 5. კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატება ,,ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები და გაიწერება, რომ ავტორიზაციის საბჭოები საავტორიზაციო დოკუმენტაციისა და შესაბამისი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე უფლებამოსილნი იქნებიან, რომ ასევე მიიღონ შემდეგი სახის გადაწყვეტილება „ე) კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ; ვ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფუნქციონირების მიზანშეწონილობის თაობაზე შუამდგომლობით მიმართვის შესახებ.“. შესაბამისად, შემოთავაზებულ იქნება საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ახალი სახეები, რომელიც უფრო მოქნილს გახდის პროცესს და პროგრამასთან/მის რესურსებთან მიმართებით ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილი იქნება გააუქმოს არა მთლიანად სკოლა, არამედ ცალკეული პროგრამა. აღნიშნული რეგულაცია არ გავრცელდება საჯარო სკოლებზე. ასევე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფუნქციონირების მიზანშეწონილობის თაობაზე ავტორიზაციის საბჭოები უფლებამოსილნი იქნებიან შუამდგომლობით მიმართოს სამინისტროს. ამასთან, კანონის მე-11 მუხლს დაემატება 23 პუნქტი, რომელიც კერძო სკოლებისგან განსხვავებულად დაარეგულირებს საჯარო სკოლების ფუნქციონირების საკითხს და დაადგენს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ავტორიზაციის გაუქმების/უარის თქმის გარემოებების დადგომის შემთხვევაში დააყენოს შუამდგომლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/პროგრამის ფუნქციონირების მიზანშეწონილობის თაობაზე. 6. ცვლილება განხორციელდება ავტორიზაციის სამართლებრივი შედეგების მარეგულირებელ მუხლში, კერძოდ „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლს დაემატება მე-2 პუნქტი და სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან/ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამასთან მიმართებით გაიწერება მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის სამართლებრივი შედეგები. 7. კანონის მე-14 მუხლს დაემატება ჩანაწერი, რომელიც გაითვალისწინებს გამონაკლისს საჯარო სკოლებთან მიმართებით, კერძოდ, ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება არ აკმაყოფილებს ავტორიზაციის ერთ-ერთ სტანდარტს, გარდა აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის 23 პუნქტით გათვალისიწინებული შემთხვევისა. 8. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით, ცენტრი აკონტროლებს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულებას. ავტორიზაციის სტანდარტთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში ავტორიზაციის საბჭოები უფლებამოსილი არიან, შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრონ არაუმეტეს 60 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება. შესაბამისად, დაკორექტირდა ფორმულირება და ნაცვლად ,,დარღვევისა“ გაიწერება ,,ავტორიზაციის სტანდარტთან შეუსაბამობა“. ამავე კანონის მე-15 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით, ცენტრს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასების ანგარიში წარედგინება არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ. ცენტრისათვის თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით. ხოლო 21 პუნქტის შემდეგ დაემატება 22 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრება, რომ ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია განახორციელოს თვითშეფასება ავტორიზაციის დებულებით გათვალისწინებული წესით. ასევე, საჯარო სკოლებთან მიმართებით გამონაკლისის დადგენის მიზნით, მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით, ავტორიზაციის საბჭოები უფლებამოსილი არიან შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების შემოწმების შედეგების საფუძველზე, ცენტრის წარდგინებით მიიღონ გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება არღვევს ავტორიზაციის სტანდარტს ან საგანმანათლებლო სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ნორმებს საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლის, პროფესიული სტუდენტის ან სტუდენტის სტატუსის წარმოშობასთან, შეჩერებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით, გარდა აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის 23 პუნქტით გათვალისიწინებული შემთხვევისა. გაჩნდება ახალი ჩანაწერი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, რომელიც არ გავრცელდება საჯარო სკოლებზე. კერძოდ, მე-15 მუხლს დაემატება 32 პუნქტი, რომელიც დაადგენს, რომ თუ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმებისას გამოვლინდა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ორი ან ორზე მეტი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამიდან რომელიმე არ შეესაბამება ამ კანონის მე-7 მუხლის 2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტანდარტს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია, ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ნაცვლად, მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განხორციელების უფლების 3 ჩამორთმევის შესახებ, გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის 2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამასთან, საჯარო სკოლებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების ფორმის დამატების მიზნით, მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგნაირად, ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება და ამ კანონის მე-11 მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებული შუამდგომლობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანების გამოცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის დინება შეჩერებულად ითვლება ავტორიზაციის საბჭოების მიერ შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში. 9. კანონის მოქმედი რეგულაციით, სკოლის მიერ პროგრამის დამატება წარმოადგენს ხელახალ ავტორიზაციას. იმისათვის, რომ ცვლილების შემდეგ სკოლას შესაძლებლობა ჰქონდეს დაიმატოს ცალკეული პროგრამა დამოუკიდებლად, მე-161 მუხლის პირველი პუნქტს დაემატება ჩანაწერი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამასთან/პროგრამებთან მიმართებით და განისაზღვრება, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ცენტრისთვის წარდგენილი საგანმანათლებლო პროგრამის დამატების თაობაზე განაცხადით დაიმატოს აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები ან სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამები (გარდა რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, ვეტერინარის მომზადების, ქართულ ენაში მომზადებისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა). ასევე, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-161 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატება 11 პუნქტი, რომელიც გაითვალისწინებს საგამონაკლისო დათქმას და დაადგენს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების დამატების თაობაზე განაცხადის წარდგენის უფლება აქვს მხოლოდ ავტორიზებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას. 10. გამომდინარე იქიდან, რომ იგეგმება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის გაუქმება, საგამონაკლისო ჩანაწერი გაჩნდება მე-17 მუხლის პირველი პუნქტში და გაიწერება, რომ აკრედიტაციის მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამებისა) აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრის გზით, განათლების ხარისხის ასამაღლებლად საგანმანათლებლო დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა. 11. მე-18 მუხლის ,,გ“ პუნქტიდან ამოღებულ იქნება ჩანაწერი მოსწავლეებთან მიმართებით და დადგინდება, რომ აკრედიტაციის ერთ-ერთი სტანდარტია სტუდენტების მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა. 12. გამომდინარე იქიდან, რომ იგეგმება ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის გაუქმება, საგამონაკლისო ჩანაწერი ამ მიმართულებით გაჩნდება „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველ პუნქტში და დადგინდება, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამებისა) აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აკრედიტაციის საბჭო აკრედიტაციის დებულების შესაბამისად, მათ შორის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კანონის 22-ე მუხლის ,,35” პუნქტიდან ამოღებულ იქნება მოსწავლეებთან მიმართებით არსებული ჩანაწერი და დადგინდება, რომ თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება სასწავლო წლის განმავლობაში იქნება მიღებული, აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია, შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების შუამდგომლობისა და სტუდენტების კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესის უწყვეტობის მიზნით, აკრედიტაციის დარჩენილი ვადის მიუხედავად, სათანადო გადაწყვეტილებით სტუდენტებს მიმდინარე სასწავლო წელი შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტებულ რეჟიმში დაასრულებინოს და აკრედიტაციის გაუქმების შესახებ ან ხელახალ აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღად არაუგვიანეს მიმდინარე სასწავლო წლის დასრულების თარიღი მიუთითოს. 13. ვინაიდან, კანონიდან ამოღებულ უნდა იქნეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ არსებული ჩანაწერები, ამ მიზნით, დარედაქტირდება კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტი და განისაზღვრება, რომ ცენტრი აკონტროლებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტაციის პირობების შესრულებას. აკრედიტაციის პირობების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვროს არაუმეტეს 60 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება. ზემოაღნიშნული მიზნის განსახორციელებლად, ასევე დარედაქტირდება კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით, რომ აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილი იქნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემოწმების შედეგების საფუძველზე, ცენტრის წარდგინებით მიიღოს გადაწყვეტილება აკრედიტაციის გაუქმების შესახებ, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არღვევს აკრედიტაციის პირობებს. ასევე, კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნება ჩანაწერი ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება“ და დადგინდება, რომ აკრედიტაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანების გამოცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის დინება შეჩერებულად ითვლება აკრედიტაციის საბჭოს მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში. 14. კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ხელახალ აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში მის თანმდევ სამართლებრივ შედეგებს. ვინაიდან, კანონპროექტით უქმდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ არსებული ჩანაწერები, შესაბამისად, აღნიშნული პუნქტი მთლიანად ამოღებულ იქნება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებულია კანონის ძალაში შესვლა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ასევე, კანონი ადგენს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში ცვლილებები უნდა განახორციელოს კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში. ამასთან, შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში ცვლილებების განხორციელებამდე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლებთან დაკავშირებით „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით“ გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოებები უნდა განხორციელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცის სტანდარტების შესაბამისად. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებული ქმედებების/ღონისძიებები დაფინანსების წყარო იქნება მომდევნო წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებები. გარდა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა, რომელიც მოითხოვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. უნდა აღინიშნოს, რომ BDD დოკუმენტში ამ ეტაპზე აღნიშნული თანხები არ არის გათვალისწინებული. BDD დოკუმენტში თანხების ასახვა მოხდება მას შემდეგ, რაც დამტკიცდება ცენტრის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი. შესაბამისად, ბიუჯეტის დამტკიცების შემდგომ ცენტრის მიერ მოხდება BDD დოკუმენტის კორექტირება. აღნიშნული კანონის პროექტით გათვალისწინებული აქტივობების განსახორციელებლად ცენტრის მიერ შემუშავებული ბიუჯეტის პროექტი არ შეცვლილა. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ბოლო რედაქციაში „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინტიტუციური თვითშეფასების განვითარების" ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებებისთვის ცენტრის მიერ მოთხოვნილი თანხა - 944,000.00 ათასი ლარი არ შეცვლილა. ამასთან, 2026-2027 წლამდე ავტორიზაცია უნდა გაიროს 2100-მდე საჯარო სკოლამ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საშუალო საფასური შედაგენს 9 000 ლარს, 2023 წლიდან-2026 წლამდე საშუალოდ ყოველწლიურად 500-დან 550-მდე საჯარო სკოლის საავტორიზაციო შეფასება განხორციელდება. შესაბამისად, საჭირო გახდება საჯარო სკოლებისთვის საშუალოდ წელიწადში 4,500,000-4,950,000-მდე დამატებით სახსრების გამოყოფა. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის გაუქმება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან ასეთი პროგრამების აკრედიტაცია არ იყო ქმედითი მექანიზმი და არ იყო სავალდებულო, სულ რამდენიმე პროგრამას აქვს აკრედიტაცია გავლილი (2016 წელი - 2 პროგრამა; 2021 წელი - 1 პროგრამა). შესაბამისად ამ კუთხით აკრედიტაციის გაუქმება არსებით გავლენას ვერ მოახდენას საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილზე. ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებების პროცესში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საფასურთან დაკავშირებით არ იგეგმება მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება, შესაბამისად კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ამ მიმართულებით შენარჩუნდება არსებული მდგომარეობა. რაც შეეხება, საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მათი ავტორიზაციის პროცესში ჩართვა დაკავშირებული იქნება დამატებით ფინანსურ რესურსებთან და გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას, მასშტაბური დიაგნოსტიკური თვითშეფასებების განხორციელების შემდეგ მოხდება რეალურად გასაწევი დანახარჯების კალკულაცია საავტორიზაციო მზაობისთვის განსაზღვრული საჭირობების მიხედვით. საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საფასურის შედეგად გაიზრდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შემოსავალი, რომლის ფარგლებშიც 10% მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. კერძოდ, 2026-2027 წლამდე ავტორიზაცია უნდა გაიროს 2100-მდე საჯარო სკოლამ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საშუალო საფასური შედაგენს 9 000 ლარს, 2023 წლიდან -2026 წლამდე საშუალოდ ყოველწლიურად 500დან 550-მდე საჯარო სკოლის საავტორიზაციო შეფასება განხორციელდება, რომელიც დაახლოებით წელიწადში 4,500,000.0-დან 4,950,000.0-მდ ლარს შედაგენს. სავარაუდო შემოსავლების 10% (450,000.0-დან 495,000.0 ლარი) გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, დაწესებულება უფლებამოსილია ცენტრისთვის წარდგენილი საგანმანათლებლო პროგრამის დამატების თაობაზე განაცხადით დაიმატოს აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები ან სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამები (გარდა რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, ვეტერინარის მომზადების, ქართულ ენაში მომზადებისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა). აღნიშნული ცვლილება, უმნიშვნელო გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საფასურის სახით ბიუჯეტის პოტენციურად მისაღები თანხების შემცირების კუთხით. არსებული პრაქტიკით, ყოველწლიურად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წარედგინება 2-3 საავტორიზაციო განაცხადი საფეხურის დამატების მიზნით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის გაუქმება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან ასეთი პროგრამების აკრედიტაცია არ იყო ქმედითი მექანიზმი და არ იყო სავალდებულო, სულ რამდენიმე პროგრამას აქვს აკრედიტაცია გავლილი (2016 წელი - 2 პროგრამა; 2021 წელი - 1 პროგრამა). შესაბამისად ამ კუთხით აკრედიტაციის გაუქმება არსებით გავლენას ვერ მოახდენას საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილზე. ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებების პროცესში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საფასურთან დაკავშირებით არ იგეგმება მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება, შესაბამისად კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ამ მიმართულებით შენარჩუნდება არსებული მდგომარეობა. რაც შეეხება, საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მათი ავტორიზაციის პროცესში ჩართვა დაკავშირებული იქნება დამატებით ფინანსურ რესურსებთან და გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას, მასშტაბური დიაგნოსტიკური თვითშეფასებების განხორციელების შემდეგ მოხდება რეალურად გასაწევი დანახარჯების კალკულაცია საავტორიზაციო მზაობისთვის განსაზღვრული საჭირობების მიხედვით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად საჯარო სკოლებისთვის მხარდაჭერა შესაძლებელია გახდეს საჭირო ინფრასტრუქტურული, ადმინისტრაციული, ადამიანური რესურსების გაძლიერების და სხვა მიმართულებებით. წარმოდგენილი კანონპროექტის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისიწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ახალი სტანდარტები გამოიწვევს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგანაც საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ხარჯები დაკავშირებული იქნება საჯარო სკოლების ავტორიზაციის საფასურთან და ავტორიზაციისთვის მოსამზადებელ სამუშაოებთან. ამათან, უნდა აღინიშნოს, რომ მასშტაბური დიაგნოსტიკური თვითშეფასების ჩატარება, რომელიც მიზნად ისახავს დაწესებულებების საავტორიზაციო მზაობის შეფასებას, იგეგმება 2022 წლის განმავლობაში. აღნიშნული აქტვობა განხორციელდება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინტიტუციური თვითშეფასების განვითარების" ქვეპროგრამის ფარგლებში. შესაბამისად, აღნიშნული ქვეპროგრამა მოიცავს ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებისთვის საჭირო თანხებს. 2026-2027 წლამდე ავტორიზაცია უნდა გაიროს 2100-მდე საჯარო სკოლამ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საშუალო საფასური შედაგენს 9 000 ლარს, 2023 წლიდან 2026 წლამდე საშუალოდ ყოველწლიურად 500-დან 550-მდე საჯარო სკოლის საავტორიზაციო შეფასება განხორციელდება. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის გაუქმება არ იწვევს ფინანსური შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, ვინაიდან ასეთი პროგრამების აკრედიტაცია არ იყო ქმედითი მექანიზმი და არ იყო სავალდებულო, სულ რამდენიმე პროგრამას აქვს აკრედიტაცია გავლილი (2016 წელი - 2 პროგრამა; 2021 წელი - 1 პროგრამა). ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებების პროცესში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საფასურთან დაკავშირებით არ იგეგმება მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება, შესაბამისად კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ამ მიმართულებით შენარჩუნდება არსებული მდგომარეობა. რაც შეეხება, საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მათი ავტორიზაციის პროცესში ჩართვა დაკავშირებული იქნება დამატებით ფინანსურ რესურსებთან და გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას, მასშტაბური დიაგნოსტიკური თვითშეფასებების განხორციელების შემდეგ მოხდება რეალურად გასაწევი დანახარჯების კალკულაცია საავტორიზაციო მზაობისთვის განსაზღვრული საჭირობების მიხედვით. კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისიწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ახალი სტანდარტები გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, რადგანაც ახალ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის ხშირ შემთხვევაში აუცილებელი იქნება როგორც შინაარსობრივი, ისე ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის გაძლიერება მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად დამატებითი ხარჯების გაწევა იქნება აუცილებელი კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის საკუთარი შემოსავლებიდან. კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცვლილება, რომელიც გულისხმობს კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევას ფინანსურ შედეგებს გამოიწვევს კერძო სკოლებისთვის, რადგანაც ჩამორთმეული პროგრამით განსაზღვრულ მისაღებ შემოსავალს ვეღარ მიიღებს. თუმცა, აღნიშნული რეგულაცია აუმჯობესებს სკოლის მდგომარეობას, რადგანაც მოქმედი რეგულაციით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტ(ებ)ის ვერ დაკმაყოფილებისას შესაძლოა გაუქმდეს მთლიანად ინსტიტუცია და არა მისი ცალკეული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა, როცა ხარვეზები აღმოჩენილ იქნება ცალკეულ პროგრამაში. აღნიშნული ცვლილება ემსახურება სკოლისთვის განვითარების შესაძლებლობის მიცემას და მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვას. კანონის მე-161 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცვლილება, აუმჯობესებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ფინანსურ მდგომარეობას, რადგანაც ნაცვლად ავტორიზაციის საფასურის გადახდისა, ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/საფეხურის დამატების მზაობისას, დაწესებულება იხდის მხოლოდ პროგრამის დამატების საფასურს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. ბ1) კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება იქონიებს მნიშვნელოვან ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. სისტემურ დონეზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარება უზრუნველყოფს მოსწავლეებისათვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ზოგადი განათლების გაუმჯობესებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადებაში მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულმა ცენტრმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.