„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.12.2021
ავტორი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/95/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-06
ბიუროს ნომერი 102

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.”. 2. მე-2 მუხლის: ა) „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) ავტორიზაცია – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა;”; ბ) „ა1“ და „ა2“ პუნქტები ამოღებულ იქნეს; გ) ,,ტ“ პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) ეროვნული შეფასებების, ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავების და დანერგვის სისტემების ჩამოყალიბებას, რაც გულისხმობს სწავლების ხარისხის დადგენისა და შეფასების მეშვეობით ზოგადსაგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვასა და მართვას; ე) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის წარმართვას და ზოგადი განათლების ხარისხის უწყვეტი განვითარების ხელშეწყობას;“. 4. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურზე უცხოურ ენაზე (მათ შორის ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 და 41 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში) განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, შესაძლოა ითვალისწინებდეს ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურისათვის, ამ კანონის მე-2 მუხლის ,,ო“ პუნქტით განსაზღვრული სასწავლო წლებისგან განსხვავებულ წლებს, იმ პირობით თუ საბაზო და საშუალო საფეხურზე უცხოურ ენაზე (მათ შორის ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 და 41 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში) განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების სწავლების წლების ჯამური ოდენობა არ იქნება 6 წელზე მეტი ან ნაკლები.“. 5. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) შეიმუშავებს ზოგადი განათლების სისტემის ხარისხის უზრუნველყოფის ინდიკატორებს;“; ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებასა და საფასურს;”; გ) „ნ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ2) უფლებამოსილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების, მართვის წესის, სტრუქტურული ერთეულების, სასკოლო სასწავლო გეგმის, სახელმწიფო კონტროლის, ადამიანური რესურსებისთვის (მათ შორის, დირექტორისა და მასწავლებლისთვის) წასაყენებელი მოთხოვნების გათვალისწინებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი და დაამტკიცოს მისი წესდება, აგრეთვე განახორციელოს მისი რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებებს სამინისტრო ახორციელებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სფეროში უფლებამოსილი სამინისტროს წარდგინების საფუძველზე;“; დ) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ყ) ქმნის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს;”. 6. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსის მოპოვების მიზნით, რომლებიც ზოგადი განათლების მიღებასთან ერთად უზრუნველყოფენ პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებასა და განათლებას, სამინისტრო შესაბამისი დარგობრივი სამინისტროს წარდგინებით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. ეროვნული სასწავლო გეგმის ზემოთ პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებასა და განათლებას, მათ შორის, დაწყებით და საბაზო საფეხურებზე, აფინანსებს შესაბამისი დარგობრივი სამინისტრო.“. 7. 31-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. კერძო სკოლაზე ვრცელდება ამ კანონის I, II, II1, III, IV, V, XII და XII თავების შესაბამისი დებულებები.”. 8. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 32. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია 1. ავტორიზაციის შედეგად იურიდიული პირი მოიპოვებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს და უფლებამოსილია გასცეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით. 3. ავტორიზაციის ვადა 6 წელია. 4. ავტორიზაციის მიზნებისთვის, დამოუკიდებელ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას წარმოადგენს: ა) დაწყებითი საფეხურის პროგრამა; ბ) საბაზო საფეხურის პროგრამა; გ) საშუალო საფეხურის პროგრამა; დ) უცხოურ ენაზე განხორციელებული პროგრამა; ე) სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროგრამა. 5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ საავტორიზაციო განაცხადში მითითებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა. აგრეთვე ის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა, რომლის განხორციელების უფლებაც მან ავტორიზაციის მოქმედების პერიოდში მოიპოვა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე განახორციელოს მხოლოდ საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა, პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამა. 7. სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, მათ შორის ამ კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სამინისტრომ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით შეიძლება განსაზღვროს ავტორიზაციის განსხვავებული პირობები. 8. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეს ეთვლება იმ მომენტისათვის დასრულებული საგანმანათლებლო პროგრამა.“. 9. 33-ე მუხლის პირველი პუნქტის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა განახორციელოს გრიფმინიჭებული და/ან ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი, სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოებით. სახელმძღვანელოს სამინისტროსთან შეთანხების წესი და ვადები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით;“; ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) გააჩნდეს ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები;”. 10. 58-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ1“ ქვეპუნქტი, 27-ე მუხლის 11 პუნქტი, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ1“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011–2012 სასწავლო წლის დასაწყისიდან.“. მუხლი 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში ცვლილებები განახორციელოს კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღების მიზანია, ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესება, ხარისხის უზრუნველყოფის მოქნილი და ეფექტიანი გარე მექანიზმების დანერგვა და პრაქტიკაში გამოუყენებადი აკრედიტაციის მექანიზმის გაუქმებითა და მისი ნაწილობრივი ინტეგრირებით ავტორიზაციის ინსტიტუტში, ავტორიზაციის მექანიზმის გაუმჯობესება და პროცესის გამარტივება. 1. მოქმედი რეგულაციის მიხედვით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი სხვა საკითხებთან ერთად, ადგენს, რომ სამინისტრო ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის წესს, მაშინ როდესაც, სკოლებისთვის აკრედიტაციის გავლა არ უნდა იყოს სავალდებულო და არც რაიმე დამატებით უპირატესობასთან ასოცირდება, დღევანდელ რეალობაში ის არ არის ხარისხის უზრუნველყოფის ქმედითი მექანიზმი. აღსანიშნავია ისიც, რომ აკრედიტაციის გავლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ნებაყოფლობითია. დღეის მდგომარეობით საქართველოში აკრედიტებულია მხოლოდ ერთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 2 საგანმანათლებლო პროგრამა. სხვა დაწესებულებების პროგრამების ხარისხი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მოქმედი სტანდარტით ფასდება მხოლოდ ინსტიტუციურ დონეზე. ამდენად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა კანონიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თაობაზე არსებული ჩანაწერების ამოღება. 2. ცვლილების თანახმად, კანონიდან ამოღებულ იქნა ბრენდირების დეფინიცია, რადგანაც არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინდივიდუალური შეფასების სისტემის არსებობა არ არის მიზანშეწონილი.უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირების პროცესი ორიენტირებული უნდა იყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ამასთან, ბრენდირების არსებული პრაქტიკა არ უზურნველყოფდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომის ჩამოყალიბებას. აღნიშნულის შესაბამისად, არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე სკოლების ინდივიდუალური შეფასების სისტემის არსებობა არ არის მიზანშეწონილი. გამომდინარე იქიდან, რომ ,,თვითშეფასება“ წარმოადგენს ხარისხის უზრუნველყოფის საკითხს, ის დარეგულირებულია ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით“. ასევე, მას შემდეგ რაც იგეგმება საჯარო სკოლებზეც ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გავრცელება, მნიშვენლოვანია, რომ აღნიშნული საკითხი ერთგვაროვნად რეგულირდებოდეს შესაბამისი აქტით. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ,,თვითშეფასების“ საკითხი დარეგულირდეს „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით“. 3. ცვლილების საფუძველზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურზე ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს ახორციელებენ უცხოურ ენაზე, ექნებთ უფლება, განსაზღვრონ კანონით განსაზღვრული სასწავლო წლებისგან განსხვავებული წლები, იმ პირობით, რომ საბაზო და საშუალო საფეხურზე უცხოურ ენაზე განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების სწავლების წლების ჯამური ოდენობა არ იქნება 6 წელზე მეტი ან ნაკლები. 4. ცვლილების საფუძველზე, ზოგადი განათლების სფეროში სამინისტროს უფლებამოსილების ნაწილში კონკრეტდება, რომ სამინისტრო შეიმუშავებს ზოგადი განათლების სისტემის ხარისხის უზრუნველყოფის ინდიკატორებს. 5. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კერძო სკოლაზე ვრცელდება ამ კანონის I, II, II1, III, IV, V და XII თავების შესაბამისი დებულებები. აღნიშნული ჩანაწერი შეიცავს ტექნიკური ხასიათის შეცდომას, შესაბამისად, აუცილებელია მისი გასწორება და XII თავის დამატება. 6. ცვლილების თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მიეცემა უფლება ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა განახორციელოს გრიფმინიჭებული და/ან ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი, სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოებით. სახელმძღვანელოს სამინისტროსთან შეთანხების წესი და ვადები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ზოგადი განათლების ხარისხის გარე მექანიზმების შესახებ საკითხები საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით. შესაბამისი ცვლილებებიც უნდა განხორციელდეს აღნიშნულ აქტებში. მითითებული ცვლილებების საფუძველზე, შემდგომში ცვლილებები შევა მარეგულირებელ კანონქვემდებარე აქტებშიც. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების მოწესრიგება ხელს შეუწყობს ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. შეიქმნება განათლების ხარისხის მოქნილი, შინაარსზე ორიენტირებული, თანამედროვე ავტორიზაციის ინსტიტუტი. ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პროცესის გაერთიანებით ავტორიზაციის სტანდარტებში, უზრუნველყოფილი იქნება ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება არა მხოლოდ ინსტიტუციურ დონეზე არამედ საგნობრივ დონეზე შეფასდება სასკოლო კურიკულუმის ხარისხი. ამასთან, მოხდება ეროვნული სტანდარტების დაახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან საუკეთესო უცხოური პრაქტიკის გათვალისწინების საფუძველზე. განახლებული სტანდარტები გაითვალისწინებს მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმის თავისებურებებს. ავტორიზაციის სტანდარტების განახლება გამოიწვევს ავტორიზაციის პროცესის, როგორც ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმის გაუმჯობესებას. შეფასების პროცესი იქნება რეალურ თვითშეფასებაზე დაფუძნებული, ორიენტირებული იქნება პროცესების შეფასებაზე და დაწესებულების განვითარებაზე. სტანდარტები შექმნის ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ მიდგომების განვითარების მოქნილობა საკუთარი სპეციფიკის გათვალისწინებით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტთან ერთად, ითვალისწინებს აკრედიტაციის ინსტიტუტის გაუქმებას და მის ნაწილობრივ ინტეგრაციას ავტორიზაციის ინსტიტუტში. კერძოდ, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები ეხება: ა) სკოლის ფილოსოფიას; ბ) სასკოლო კურიკულუმს; გ) სასწავლო პროცესის ადმინისტრაციულ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას; დ) მოსწავლეთა მხარდაჭერას. აღნიშნულის შესაბამისად, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს არა მხოლოდ ინსტიტუციური პროცესების, არამედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამის ხარისხი, ზოგადი განათლების ნაწილში უნდა გაუქმდეს აკრედიტაცია და პროგრამის ხარისხი გახდეს ავტორიზაციის სტანდარტის ნაწილი, ვინაიდან პროგრამული სტანდარტი ორიენტირებულია სასკოლო კურიკულუმის ხარისხის შეფასებაზე. აღნიშნული მოგვცემს შესაძლებლობას სრულფასოვნად შეფასდეს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხი. თითოეული სტანდარტი კანონქვემდებარე აქტებში ჩაიშლება კომპონენტებად, რომლებიც დაეფუძნება შესრულების შესაბამის ინდიკატორებსა და მტკიცებულებებს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ახალი სტანდარტები გაითვალისწინებს ზოგადი განათლების სპეციფიკას, შესაბამისობაში იქნება ახალი სკოლის მოდელის კონცეფციასთან, გაძლიერებულ აქცენტს გააკეთებს დაწესებულების მენეჯმენტსა და მოსწავლეთა უფლებების დაცვის საკითხზე. სასწავლო კურიკულუმის, როგორც შეფასების ცალკე კომპონენტის დანერგვით, აღარ არსებობს აკრედიტაციის აუცილებლობა, რადგან აკრედიტაციის ფარგლებშიც მოქმედი კანონმდებლობა სწორედ სასწავლო პროგრამებისა და მათი განხორციელების პროცესის შეფასებას ითვალისწინებს. მითითებული ცვლილება ტექნიკურად კანონპროექტში აისახა შესაბამისი მუხლების (ტერმინთა განმარტების თუ კანონის ძირითადი ტექსტის ნაწილიდან) დარედაქტირებით და მათგან ტერმინ „აკრედიტაციის“ ამოღებით. 2. დაკორექტირდება „ავტორიზაციის“ ცნება და გაიწერება, რომ ავტორიზაცია არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა; ტექსტი დაკორექტირება, ისე, რომ არ შეიცვლება პუნქტის შინაარსი, არამედ ზოგადი ჩანაწერი ,,სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა“ დაზუსტდება ზოგად განათლებასთან მიმართებით. გამომდინარე იქიდან, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია უქმდება, შესაბამისად, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა1“ პუნქტი ამოღებულ იქნება. ასევე, ამოღებულ იქნება ამავე მუხლის ,,ა2“ პუნქტი, რომელიც ადგენს ბრენდირების დეფინიციას, რადგანაც არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე სკოლების ინდივიდუალური შეფასების სისტემის არსებობა არ არის მიზანშეწონილი. უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირების პროცესი ორიენტირებული უნდა იყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლასწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ამასთან, ბრენდირების არსებული პრაქტიკა არ უზურნველყოფდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომის ჩამოყალიბებას. აღნიშნულის შესაბამისად, არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე სკოლების ინდივიდუალური შეფასების სისტემის არსებობა არ არის მიზანშეწონილი. გარდა ამისა, ცვლილების საფუძველზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურზე ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს ახორციელებენ უცხოურ ენაზე, ექნებათ უფლება, განსაზღვრონ კანონით განსაზღვრული სასწავლო წლებისგან განსხვავებული წლები, იმ პირობით, რომ საბაზო და საშუალო საფეხურზე უცხოურ ენაზე განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების სწავლების წლების ჯამური ოდენობა არ იქნება 6 წელზე მეტი ან ნაკლები. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ პუნქტის თანახმად, საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი), საბაზო (3 წელი) და საშუალო (3 წელი); შესაბამისად, აღნიშნული კანონი არ ითვალისწინებს გამონაკლისს ამავე მუხლის „ო“ პუნქტთან მიმართებით, კერძოდ, არსებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით აღსანიშნავია, რომ უწყებათაშორისი/მთავრობათაშორისი შეთანხმებების საფუძველზე დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებით და ასევე, აღნიშნული კანონის 341 მუხლით გათვალისწინებული საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებით რიგ შემთხვევებში გათვალისწინებულია კანონის მე-2 მუხლის ,,ო“ პუნქტით განსაზღვრული ზოგადი განათლების საფეხურების წლებისგან განსხვავებული წლები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის დარეგულირების მიზნით კანონმა გაითვალისწინოს საგამონაკლისო შემთხვევები მე-6 მუხლის 61 პუნქტის სახით. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ პუნქტის თანახმად, კი თვითშეფასება არის სკოლის მიერ მიმდინარე სასწავლო პროცესის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტთან, ეროვნულ სასწავლო გეგმებსა და სამინისტროს მიერ დადგენილ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნორმატივებთან შესაბამისობის შემოწმება. თვითშეფასების პროცესში მონაწილეობენ სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები. გამომდინარე იქიდან, რომ ,,თვითშეფასება“ წარმოადგენს ხარისხის უზრუნველყოფის საკითხს, ის დარეგულირებულია ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით“. ასევე, მას შემდეგ რაც იგეგმება საჯარო სკოლებზეც ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გავრცელება, მნიშვენლოვანია, რომ აღნიშნული საკითხი ერთგვაროვნად რეგულირდებოდეს შესაბამისი აქტით. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ,,თვითშეფასების“ საკითხი დარეგულირდეს ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით“. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან ამოღებულ იქნება ,,თვითშეფასების“ საკითხი, რომელიც დარეგულირდება ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით“. 3. ვინაიდან, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან „აკრედიტაციის’’ საკითხის ამოღება გამოიწვევს კანონის არაერთი მუხლის/პუნქტის/ქვეპუნქტის დარედაქტირებას, შესაბამისად, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით. კერძოდ, ცვლილების საფუძველზე, საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების მისაღწევად სახელმწიფო უზრუნველყოფს ეროვნული შეფასებების, ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავების და დანერგვის სისტემების ჩამოყალიბებას, რაც გულისხმობს სწავლების ხარისხის დადგენისა და შეფასების მეშვეობით ზოგადსაგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვასა და მართვას, ასევე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის წარმართვასა და ზოგადი განათლების ხარისხის უწყვეტი განვითარების ხელშეწყობას. 4. ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით „ინდიკატორები“ დაკონკრეტდება, მას შემდეგ რაც გაიწერება, რომ სამინისტრო ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის – საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური შეთანხმების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე შეიმუშავებს ზოგადი განათლების სისტემის ხარისხის უზრუნველყოფის ინდიკატორებს; „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში „აკრედიტაციის“ საკითხის გაუქმების შედეგად, დაკორექტირდება ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ და „ყ“ ქვეპუნქტები და გაიწერება, რომ სამინისტრო ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის – საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური შეთანხმების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე: „ი) ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებასა და საფასურს; ყ) ქმნის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს;“. 5. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის ტექნიკური გამართულობის მიზნით მნიშვნელოვანია, რომ ავტორიზაციასთან დაკავშირებული ჩანაწერი გადატანილ იქნას ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსის მოპოვების მიზნით, რომლებიც ზოგადი განათლების მიღებასთან ერთად უზრუნველყოფენ პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებასა და განათლებას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შესაბამისი დარგობრივი სამინისტროს წარდგინებით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. ეროვნული სასწავლო გეგმის ზემოთ პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებასა და განათლებას, მათ შორის, დაწყებით და საბაზო საფეხურებზე, აფინანსებს დარგობრივი სამინისტრო. 6. ხელახლა უნდა ჩამოყალიბდეს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლი, რომელიც შეეხება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და აკრედიტაციას. აღნიშნული მუხლიდან ამოღებულ უნდა იქნეს „აკრედიტაციის“ მარეგულირებელი საკითხები. ავტორიზაციასთან მიმართებით კი უნდა გაჩნდეს ახალი ჩანაწერები, მათ შორის საჯარო სკოლებთან მიმართებით. ამასთან, მიზანშეწონილია, ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხები დარეგულირდეს ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით“. კანონპროექტით შემოთავაზებული 32-ე მუხლის ახალი რედაქცია აწესრიგებს ისეთ მნიშვნელოვან საკიხებს, როგორიცაა: ავტორიზაციის შედეგები, პროგრამები რომლებიც ითვლება დამოუკიდებელ საგანმანათლებლო პროგრამად და ვრცელდება ავტორიცაზიის მარეგულირებელი წესები, პროფესიული პროგრამები, რომლის განხორციელების უფლება აქვთ ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულიების სტატუსის მქონე იურიდიულ პირებს, ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში მოსწავლისათვის გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის ჩათვლის საკითხი. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული სკოლებისათვის ავტორიზაციის განსხვავებული სტანდარტში შემავალი კომპონენტების დაწესების შესაძლებლობას კანონქვემდებარე აქტით. 32-ე მუხლის ახალი რედაქცია არ ითვალისწინებს „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ სტატუსისა და უფლებამოსილების განმარტებას, რადგან აღნიშნული საკითხი რეგულირდება „განათლების ხარისხის განვითარების“ შესახებ კანონითა და რიგი კანონქვემდებარე აქტებით. 7. კანონპროექტის 33-ე მუხლი ითვალისწინებს შესაძლებლობას სასწავლო პროცესი წარიმართოს გრიფმინიჭებული და/ან ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი, სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოებით. ამასთან, სახელმძღვანელოს სამინისტროსთან შეთანხების წესი და ვადები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით. 8. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან მიმართებით წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს აკრედიტაციის გაუქმებას, შესაბამისად, მნიშვნელოვანია დაკორექტირდეს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-7 პუნქტის ჩანაწერი და ამოღებულ იქნეს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება აკრედიტაციის შემდეგ დამფუძნებლის მიერ შეიძლება რეორგანიზებულ იქნეს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად, რის შემდეგაც აღნიშნული იურიდიული პირი ჩაითვლება შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფლებამონაცვლედ. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებულია კანონის ძალაში შესვლა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებული ქმედებების/ღონისძიებების დაფინანსების წყარო იქნება მომდევნო წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებები. გარდა, კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცვლილებისა, რომელიც მოითხოვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. აღნიშნული მიმართულებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინტიტუციური თვითშეფასების განვითარების" ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებებისთვის მოთხოვნილი აქვს დამატებით 944000.00 ათასი ლარი. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე BDD დოკუმენტში აღნიშნული თანხები არ არის გათვალისწინებული. BDD დოკუმენტში თანხების ასახვა მოხდება მას შემდეგ, რაც დამტკიცდება ცენტრის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი. შესაბამისად, ბიუჯეტის დამტკიცების შემდგომ მოხდება BDD დოკუმენტის კორექტირება. აღნიშნული კანონის პროექტით გათვალისწინებული აქტივობების განსახორციელებლად ცენტრის მიერ შემუშავებული ბიუჯეტის პროექტი არ შეცვლილა. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ბოლო რედაქციაში „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინტიტუციური თვითშეფასების განვითარების" ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებებისთვის ცენტრის მიერ მოთხოვნილი თანხა - 944,000.00 ათასი ლარი არ შეცვლილა. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის გაუქმება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან ასეთი პროგრამების აკრედიტაცია არ იყო ქმედითი მექანიზმი და არ იყო სავალდებულო, სულ რამდენიმე პროგრამას აქვს აკრედიტაცია გავლილი (2016 წელი - 2 პროგრამა; 2021 წელი - 1 პროგრამა). შესაბამისად ამ კუთხით აკრედიტაციის გაუქმება არსებით გავლენას ვერ მოახდენას საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის გაუქმება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან ასეთი პროგრამების აკრედიტაცია არ იყო ქმედითი მექანიზმი და არ იყო სავალდებულო, სულ რამდენიმე პროგრამას აქვს აკრედიტაცია გავლილი (2016 წელი - 2 პროგრამა; 2021 წელი - 1 პროგრამა). შესაბამისად ამ კუთხით აკრედიტაციის გაუქმება არსებით გავლენას ვერ მოახდენას საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილზე. კანონის მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის ,,ა2“ პუნქტით გათვალისწინებული, სკოლების ბრენდირების გაუქმება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგანაც არ იყო ქმედითი შეფასების სისტემა და პრაქტიკაში არ განხორციელებულა. შესაბამისად, ფინანსურ შედეგებს არ გამოიწვევს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. წარმოდგენილი კანონპროექტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცვლილება, რომელიც ფართოდ განმარტავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების ქონის საკითხს, იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შემთხვევაში. აღნიშნული ხარჯები დაკავშირებული იქნება სკოლებისთვის საკონსულტაციო და პროგრამული უზრუნველყოფის საკითხებთან, საავტორიზაციო მზადების პროცესში სკოლების მასშტაბური თვითშეფასებების განხორციელებისას. კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს, რადგანაც ყველა კერძო სკოლა არის ავტორიზებული და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოქმედი ავტორიზაციის სტანდარტებით სკოლას მოეთხოვებოდა აქამდეც ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების ქონა. დღეის მდგომარეობით ავტორიზებულია 4 საჯარო სკოლა და დანარჩენ საჯარო სკოლებს კანონით მინიჭებული აქვთ უფლებამოსილება 2026-2027 სასწავლო წლამდე განახორციელონ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა. 2026-2027 წლამდე ავტორიზაცია უნდა გაიროს 2100-მდე საჯარო სკოლამ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საშუალო საფასური შედაგენს 9 000 ლარს, 2023 წლიდან 2026 წლამდე საშუალოდ ყოველწლიურად 500-დან 550-მდე საჯარო სკოლის საავტორიზაციო შეფასება განხორციელდება. აღნიშნულის შესაბამისად, ამ მიმართულებითაც იქნება გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის გაუქმება არ იწვევს ფინანსური შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, ვინაიდან ასეთი პროგრამების აკრედიტაცია არ იყო ქმედითი მექანიზმი და არ იყო სავალდებულო, სულ რამდენიმე პროგრამას აქვს აკრედიტაცია გავლილი (2016 წელი - 2 პროგრამა; 2021 წელი - 1 პროგრამა). კანონის მე-2 მუხლის ,,ა2“ პუნქტით გათვალისწინებული, სკოლების ბრენდირების გაუქმება არ იწვევს ფინანსური შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, რადგანაც არ იყო ქმედითი შეფასების სისტემა და პრაქტიკაში არ განხორციელებულა. შესაბამისად, ფინანსურ შედეგებს არ გამოიწვევს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცვლილება, რომელიც ფართოდ განმარტავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების ქონის საკითხს, იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შემთხვევაში. აღნიშნული ხარჯები დაკავშირებული იქნება სკოლებისთვის საკონსულტაციო და პროგრამული უზრუნველყოფის საკითხებთან, საავტორიზაციო მზადების პროცესში სკოლების მასშტაბური თვითშეფასებების განხორციელებისას. კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს, რადგანაც ყველა კერძო სკოლა არის ავტორიზებული და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოქმედი ავტორიზაციის სტანდარტებით სკოლას მოეთხოვებოდა აქამდეც ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების ქონა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. ბ1) კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება იქონიებს მნიშვნელოვან ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. სისტემურ დონეზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარება უზრუნველყოფს მოსწავლეებისათვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ზოგადი განათლების გაუმჯობესებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადებაში მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულმა ცენტრმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.