„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-06
ბიუროს ნომერი 102
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრის (შემდგომ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი)
წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებასა
და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების
აკრედიტაციის დებულებას;“.
2. 63-ე მუხლის 13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების (მათ შორის, ერთობლივი უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის) აკრედიტაცია შეიძლება განახორციელოს განათლების
ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის
მქონე უცხოურმა ორგანიზაციამ. აღიარება ხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებით დადგენილი
წესის შესაბამისად.“.
3. 64-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აკრედიტაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი ქმნის აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს. აკრედიტაციის ექსპერტთა
ჯგუფის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებით.“.
4. 66-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების
აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აკრედიტაციის საბჭო უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის
დებულების შესაბამისად, მათ შორის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის
საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
ბ) 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„32. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირველი აკრედიტაციისა და ყოველი
მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება
მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების
აკრედიტაციის დებულებით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით, თუ უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამა სრულად ვერ აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტებს.“;
გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. საქართველოს
კანონქვემდებარე აქტებში
არაუგვიანეს 6 თვის ვადაში.
განათლებისა
ცვლილებები
და მეცნიერების სამინისტრომ შესაბამის
განახორციელოს კანონის ამოქმედებიდან
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას.
ავტორიზაციის მექანიზმის გაუმჯობესებისა და პროცესის გამარტივების მიზნით, მას შემდეგ
რაც ძალაში შევა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტები, რომლითაც გაუქმდება
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია,
აღნიშნული გამოიწვევს ცვლილების შეტანის აუცილებლობას „უმაღლესი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონში.
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტებში ასახული დასაბუთების გათვალისწინებით,
ვინაიდან, სკოლებისთვის აკრედიტაციის გავლა არ უნდა იყოს სავალდებულო და არც რაიმე
დამატებით უპირატესობასთან ასოცირდება, დღევანდელ რეალობაში ის არ არის ხარისხის
უზრუნველყოფის ქმედითი მექანიზმი. აღსანიშნავია ისიც, რომ აკრედიტაციის გავლა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ნებაყოფლობითია. დღეის მდგომარეობით
საქართველოში აკრედიტებულია მხოლოდ ერთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების
2 საგანმანათლებლო პროგრამა. სხვა დაწესებულებების პროგრამების ხარისხი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მოქმედი სტანდარტით ფასდება
მხოლოდ ინსტიტუციურ დონეზე. ამდენად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დღის
წესრიგში დადგა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის დარედაქტირება
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებების
საგანმანათლებლო
პროგრამების
აკრედიტაციის თაობაზე არსებული ჩანაწერების ამოღების მიზნით.
ამასთან, კანონპროექტი მიზნად ისახავს, კანონის 66-ე მუხლის მე-5 პუნქტის ამოღებას,
რომელიც ითვალისწინებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის
მხრიდან, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, ყოველწლიურად უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ მისაღებ სტუდენტთა ადგილების
რაოდენობის
შეთანხმებას,
აკადემიურ
უმაღლეს
საგანმანათლებლო
პროგრამაზე/პროგრამებზე, ასევე, იმ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის შეთანხმებას,
რომლებიც ირიცხებიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, კანონის
ვინაიდან, მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული საკითხის რეგულირება მოხდება
ნორმატიულ დონეზე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ავტორიზაციის მექანიზმის გაუმჯობესებისა და პროცესის გამარტივების მიზნით, მას შემდეგ
რაც ძალაში შევა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტები, რომლითაც გაუქმდება
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია,
აღნიშნული გამოიწვევს ცვლილების შეტანის აუცილებლობას „უმაღლესი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონში.ვინაიდან, კანონის 66-ე მუხლის მე-5 პუნქტით
გათვალისწინებული საკითხის მოწესრიგება მოხდება ნორმატიული აქტით, აღნიშნული
ჩანაწერი უნდა იქნეს ამოღებული.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
„უმაღლესი
განათლების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
გაუქმდება
„ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებების
საგანმანათლებლო
პროგრამების
აკრედიტაციის“ შესახებ არსებული ჩანაწერები. ამასთან, კანონის 66-ე მუხლის მე-5 პუნქტი
ამოღებულ იქნება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით:
გაუქმდება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების
აკრედიტაციის“ შესახებ არსებული ჩანაწერები, კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტით
წარმოდგენილია 4 მუხლში ცვლილება. ოთხივე ცვლილება ეხება „ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო
პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ სახელწოდების დარედაქტირებას.
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი,
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონთან ერთად, ითვალისწინებს
აკრედიტაციის ინსტიტუტის გაუქმებას და მის ნაწილობრივ ინტეგრაციას ავტორიზაციის
ინსტიტუტში. შესაბამისად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7
მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, 63-ე მუხლის 13 პუნქტი, 64-ე მუხლის პირველი
პუნქტი და 66 მუხლის პირველი და 32 პუნქტები ჩამოყალიბდება ახლებურად და
„ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებისა
და
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ ნაცვლად
გაითვალისწინებს „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო
პროგრამების აკრედიტაციის დებულებას“.
გარდა ამისა, კანონის პროექტით ხდება კანონის 66-ე მუხლის მე-5 პუნქტის ამოღება,
რომელიც ითვალისწინებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის
მხრიდან,
სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, ყოველწლიურად უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ მისაღებ სტუდენტთა ადგილების
რაოდენობის
შეთანხმებას,
აკადემიურ
უმაღლეს
საგანმანათლებლო
პროგრამაზე/პროგრამებზე, ასევე, იმ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის შეთანხმებას,
რომლებიც ირიცხებიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებულია კანონის ძალაში შესვლა გამოქვეყნებისთანავე,
ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული ქმედებები/ღონისძიებები არ მოახდენს ზეგავლენას
სახელმწიფო ბიუჯეტზე, შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს
ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
არ აქვს გავლენა.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
წარმოდგენილი კანონპროექტის 66-ე მუხლის მე-5 პუნქტის ამოღება გავლენას არ იქონიებს
სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგან აღნიშნული
პუნქტით გათვალისწინებული საკითხის რეგულირება განხორციელდება საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნორმატიული აქტით. შესაბამისად, წარმოდგენილი
ცვლილებით ხდება რეგულირების ამოღება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისი მუხლიდან და არა ამ ფუნქციის გაუქმება.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
წარმოდგენილი კანონპროექტის 66-ე მუხლის მე-5 პუნქტის ამოღება გავლენას არ იქონიებს,
არც სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და არც უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების ხარჯებზე, რადგან აღნიშნული პუნქტით
გათვალისწინებული საკითხის რეგულირება განხორციელდება საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრის ნორმატიული აქტით. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებით
ხდება რეგულირების ამოღება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისი მუხლიდან და არა ამ ფუნქციის გაუქმება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღებას.
ბ1) კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადებაში მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო საჯარო სამართლის
იურიდიულმა პირმა - განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულმა ცენტრმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.