საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.02.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი
ნომერი
#2-1614/22/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში

📋 განხილვის ეტაპები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-02-14
კომიტეტის სხდომის ნომერი 48

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომის დღის წესრიგი 14 თებერვალი 2022 წ. 12 00 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი N410 (B კორპუსი, IV სართული) 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების მიზნით შემუშავებული კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა და დამტკიცება. ასევე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარსადგენი კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა. (პასუხისმგებელი პირი: მ. გოგებაშვილი) მომხსენებელი: სოზარ სუბარი - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე. 2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმება“ (N07-2/120 03.02.2022). (წამყვანი კომიტეტი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი) (სავალდებულო კომიტეტები: აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები) (ვადები: წამყვან კომიტეტზე - 08.02-14.03; სხვა კომიტეტებზე - 08.02-28.02) (პასუხისმგებელი პირები: გ. დოლიშვილი, თ. კალანდარიშვილი) მომხსენებლები: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის I მოადგილე. ეკატერინე გუნცაძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე. მზია გიორგობიანი - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე. 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: ,,მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/114; 10.01.2022) (პირველი მოსმენა) (სავალდებულო კომიტეტები: აგრარულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ საკითხთა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტები) (წამყვანი: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი)(ვადები: წამყვან კომიტეტზე; 01.02-09.030 სხვა კომიტეტზე : 01.02.-22.02) (პასუხისმგბელი პირები კომიტეტიდან: ხ. ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი) მომხსენებელი: დავით გაბაიძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯომარე
ოქმი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომის ოქმი N48 2022 წლის 14 თებერვალი, 12 :00 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი N410 (B კორპუსი, IV სართული) სხდომის თავმჯდომარე: სოზარ სუბარი (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: სოზარ სუბარი (კომიტეტის თავმჯდომარე), ირაკლი ზარქუა (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე) ბექა დავითულიანი, ზაურ დარგალი, ედიშერ თოლორაია, ვიქტორ ჯაფარიძე, ანზორ ბოლქვაძე, დავით უსუფაშვილი, გიორგი ვაშაძე, გიორგი ხოჯევანიშვილი; სხდომას არ ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: დიმიტრი სამხარაძე, ლევან იოსელიანი, ანა წითლიძე; კომიტეტის აპარატის თანამშრომლები: აპარატის უფროსი: სულიკო ბეჟანიძე, ნ. ლეკიშვილი, აპარატის თანამშრომლები: ხ. ხვიჩია, მ. გოგებაშვილი, გ. დოლიშვილი, თ, კალანდარიშვილი, ბ. ქველაძე, მოწვეული სპეციალისტები: ი. ქველაძე, კომიტეტის თავმდომარის პირველი მოადგილის თანაშემწე თ. ნონიაშვილი; სხდომაზე მოწვეულები: 1. მზია გიორგობიანი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე; 2. გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე; 3. იაგო წიკლაური - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში; 4. ანდრო ლოლაძე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; 5. მარიამ შელეგია - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი. კომიტეტის სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 10 წევრის დასწრებით. (კვორუმი - 7) 1 სხდომის დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების მიზნით შემუშავებული კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა და დამტკიცება. ასევე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარსადგენი კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა (პასუხისმგებელი პირი: მ. გოგებაშვილი); მომხსენებელი: სოზარ სუბარი - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე. 2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმება“ (N07-2/120 03.02.2022) (წამყვანი კომიტეტი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი) (სავალდებულო კომიტეტები: აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები) (ვადები: წამყვან კომიტეტზე - 08.02-14.03; სხვა კომიტეტებზე 08.02-28.02) (პასუხისმგებელი პირები: გ. დოლიშვილი, თ. კალანდარიშვილი); მომხსენებლები: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის I მოადგილე. ეკატერინე გუნცაძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე. მზია გიორგობიანი - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე. 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: ,,მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/114; 10.01.2022) (პირველი მოსმენა) (სავალდებულო კომიტეტები: აგრარულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ საკითხთა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტები) (წამყვანი: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი)(ვადები: წამყვან კომიტეტზე; 01.02-09.030 სხვა კომიტეტზე : 01.02.-22.02) (პასუხისმგბელი პირები კომიტეტიდან: ხ. ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი) მომხსენებელი: დავით გაბაიძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯომარე; სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით სხდომის თვმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო ინფორმაცია მომხსენებლის არ ყოფნის გამო, დღის წესრიგით გათვალისწინებული მესამე საკთხის მოხსნის შესახებ, რის შემდეგაც კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის კორექტირებული დღის წესრიგი. I. მოისმინეს: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.გიორგი კაკაურიძემ წარმოადგინა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2 „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმების შესახებ. როგორც მან აღნიშნა, 2020 წლის 15 ოქტომბერს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ხელი მოწერა შეთანხმებას (წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის წყალმომარაგებისა და მდგრადი წყალარინების განვითარების სექტორის პროგრამას, მართვის და რომლის ინსტიტუციური მიზანია ჩარჩოს ჩამოყალიბება). აზიის განვითარების ბანკმა პროგრამის დასაფინანსებლად გამოყო ფინანსური რესურსი ორ ტრანშად 115,310,000 ევროს ოდენობით. პირველი ტრანშის სახით საქართველომ 2021წ იანვარში მიიღო 70,960,000 ევრო, ხოლო ამავე წლის დეკემბერში 44,350,000 მლნ ევროს ოდენობით. აღნიშნული არის ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხი და თანხა პირდაპირ მიმართულია ბიუჯეტში. შემდგომში საფრანგეთის განვითარების სააგენტომ გამოთქვა მზადყოფნა ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში მეორე ტრანშის თანადაფინანსებაზე 30 მლნ ევროს ოდენობით ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხის სახით. რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების რეფორმის იმ პროგრამას, რაც აზიის განვითარების ბანკის მიერაა დაფინანსებული, რომლითაც საფრანგეთის განვითარების სააგენტო მხარს დაუჭერს საქართველოს, გააუმჯობესოს მმართველობა და ინსტიტუციური შესაძლებლობები წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში, ასევე გააძლიეროს ურბანული და სოფლის წყალმომარაგების და წყალარინების სექტორის მართვა და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მმართველობა. სესხის ფინანსური პირობებია: მოცულობა - 30მლნ ევრო; ხანგრძლივობა - 20 წელი (მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 5 წელი); საპროცენტო განაკვეთი - ფიქსირებული, შეადგენს 1.08% (დაზუსტდება თანხის ჩამორიცხვისას); ადმინისტრირების გადასახდელი - 0.5% (ერთჯერადი გადასახდელი, ერიცხება სესის მთლიან მოცულობას, სესხის თანხიდან არ ხდება გადახდა); ვალდებულების გადასახდელი - წლიური 0.5% (ერიცხება სესხის აუთვისებელ ნაწილს) წარმოგენილ რაიფიცირებასთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მხრიდან კითხვები არ დასმულა და შენიშვნები არ გამოთქმულა. სხდომის თავჯდომარემ საკითხი კენჭისყრაზე დააყენა. კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 9 წევრი კომიტეტმა გადაწყვიტა: (ერთხმად) საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2022 წლის 14 თებერვლის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ 3 რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი “საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმება“(№07-2/120; 03.02.2022) კომიტეტს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შენიშვნები არ გააჩნია და მხარს უჭერს წარმოდგენილ სასესხო შეთანხმების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებას. II მოისმინეს: კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა დასამტკიცებლად წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების მიზნით შემუშავებული კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა და პლენარულ სხდომაზე წარსადგენი კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში. მან მოკლედ მიმოიხილა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში და აღნიშნა კომიტეტმა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ჩაატარა 42 კომიტეტის სხდომა (მათ შორის 5 გასვლითი კომიტეტის სხდომა, განიხილა 22 საკანონმდებლო ინიციატივა, 20 სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტი, 1 მთავრობის წინადადება, რომელზეც მომზადდა პარლამენტის დადგენილების პროექტი, 1 საკანონმდებლო წინადადება და 1 მთავრობის წინადადება რომელზეც მომზადდა პარლამენტის დადგენილების პროექტი, 1 საკანონმდებლო წინადადება და 1 პეტიცია. კომიტეტში საანგარიშო პერიოდში დაიწყო თემატური მოკვლევა „მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მდგომარეობის შესწავლის“ შესახებ. მოკვლევის ფარგლებსი ჩატარდა სამი შეხვედრა როგორც არასამტავრობო ორგანიზაციებტან და ექსპერტებთან ასევე პასუხისმგებელ საჯარო დაწესებულებებთან. მარტის თვესი ჩატარდება საბოლოო შემაჯამებელი სხდომა, სადაც მივიღებთ შესაბამის რეკომენდაციებს. საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა 516 მოქალაქეთა წერილი და განცხადება, რომელზეც კანონმდებლობის შესაბამისად მოხდა რეაგირება. რაც შეეხება კომიტეტის გასვლით სხდომებს, საანგარიშო პერიოდში ჩავატარეთ 5 გასვლითი სხდომა: შიდა ქართლის რეგიონში - გორის მუნიციპალიტეტში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ქვემო ქართლის რეგიონში - ბოლნისის მუნიციპალიტეტში, აჭარის ა/რესპუბლიკაში - ქედის მუნიციპალიტეტში და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონშიმესტიის მუნიციპალიტეტში, რომელიც კომიტეტში წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კარგი პრაქტიკაა, რომლის ფორმატში ხდება ზედამხედველობის განხორციელება რამდენიმე მიმართულებით: 1) ვისმენთ მხარეში შემავალი ყველა მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების - მერებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების ინფორმაციას, კანონმდებლობის პრაქტიკაში აღსრულების/იმპლემენტაციის მდგომარეობისა და გამოკვეთილი ხარვეზების შესახებ. სხდომის შემდეგ ხდება გამოვლენილი საკითხების შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში მასზე კანონის პროექტის მომზადება და ინიცირება. 4 2) ვისმენთ როგორც ცენტრალური აღმასრულებელი, (შესაბამისი დარგობრივი სამინისტროების წარმომადგენლების), ასევე ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციებს რეგიონებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების, მიმდინარეობის, შესრულების და სამომავლო გეგმების შესახებ. 3) ასევე ვისმენთ მხარის რწმუნებულ-გუბერნატორის ანგარიშს რეგიონში არსებულ სოციალურეკონომიური მდგომარეობის შესახებ. აქვე მინდა გამოვყო ერთი საინტერესო პროექტი, რომლის პარტნიორი და მხარდამჭერი საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი გახდა ესაა ,,ქედის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტი“, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის დაფინანსებითა და ხელშეწყობით განახორციელა არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ და ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ.მნიშვნელოვანია, რომ ქედა გახდა საქართველოს მასშტაბით პირველი მუნიციპალიტეტი, რომელმაც სრულად, 64 -ივე სოფელში განახორციელა სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტი, რომელიც ჩატარდა საჯარო მმართველობისა და მოქალაქეთა მონაწილეობის თანამედროვე მიდგომებით და ამ პროექტის პრინციპები ეყრდნობოდა საბაზისო ღირებულებებსა და პრინციპებს, რასაც წარმოადგენს საზოგადოების დემოკრატიულობა, სოციალური სამართლიანობა, ეფექტურობა და საჯარო მართვის ინოვაციური მიდგომები. ჩვენ გადავწყვიტეთ მიმდინარე წელს გავაკეთოთ ნორმატიული აქტის ასრულების კონტროლი ,,მაღალმთიანი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის, რომელიც იქნა მიღებული 2015 წელს, საკმაოდ დროა გასული იმისათვის რომ, ვნახოთ რამდენად ეფექტურია კანონი პრაქტიკაში, რა სარგებელი მოუტანა საქართველოს მოსახლეობას, ასევე საჭიროა შევისწავლოთ ხარვეზები, რომელიც შეიძლება კანონს ქონდეს როგორც იმპლემენტაციის დონეზე, ისე საკანონმდებლო კუთხით. 2022 წელს კომიტეტს დაგეგმილი აქვს გასვლითი სხდომების ჩატარება ოზურგეთში, კახეთში მცხეთა-მთიანეთში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, იმერეთში, შიდა ქართლში სამეგრელო-ზემო სვანეთში, და აჭარაში. სხდომების გრაფიკში შესაძლებელია ცვლილებები შევიდეს საჭიროებებიდან გამომდინარე. თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს: ირაკლი ზარქუა: მინდა ჩემი განხორციელებულ ძალიან მნიშვნელოვან დაკავშირებით, მოსაზრება გამოვთქვა სამოქალაქო ქედის მუნიციპალიტეტში ბიუჯეტირების პროექტთან რომელიც გარკვეულწილად ბატონ გიორგი ხოჯევანიშვილის ინიცირებულ კანონპროექტს ეხმიანება, რომელიც კოდექსში სახალხო ბიუჯეტირების სავალდებულო (3 %) 5 მუხლის შეტანას ითვალისწინებს, რაც მიმაჩნია რომ სულაც არაა საჭირო, რადგან ქედის მუნიციპალიტეტი არის ნათელი მაგალითია იმისა, რომ თუ იქნება სწორი მიდგომა ადგილობრივი ხელმძღვანელობის მხრიდან მოსახლეობის პირდაპირი და ფართო ჩართულობა შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს. დღეს 10 %-ით შედეგი იყო, რომელიც ადგილზე ვნახეთ, მაქვს მოლოდინი, რომ გაცილებით მეტი შეიძლება იყოს მომდევნო წლებში. ჩვენ ასევე აქტიურად ვართ ჩართული დეცენტრალიზაციის პროცესებში, რათა მოხდეს მეტი დეცენტრალიზაცია. ამ მიმართულებით როგორც იცით საბავშვო ბაღების განკარგვა, სამხედრო გაწვევა, სკოლების მშენებლობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების პრეროგატივაა, მაგრამ არის მთელი რიგი ნიუანსები, მაგალითდ ეკონომიკის მიმართულებით, სადაც მგონია რომ, მეტი უფლებამოსილებები უნდა მივცეთ თვითმმართველობებს, მათ შორის გარკვეული მიწების განკარგვის, რადგან როდესაც არის შესაძლებლობა, რომ ინვესტორი შევიდეს ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში, მას ის ბიუროკრატიულ ხელისუფლებასთან მეტ დროს აკარგვინებს, მექანიზმები, აქედან რაც არის გამომდინარე ცენტრალურ მიმაჩნია, რომ სამინისტროებთან ამ საკითხებზე ჩვენ აქტიური მუშაობა უნდა გვქონდეს. დავით უსუფაშვილი: მინდა მხარი დაუჭირო ბატონ ირაკლი ზარქუას მოსაზრებას იმ ნაწილში რომ, დეცენტრალიზაციის მიმართულებით უფრო აქტიურად და თამამად უნდა ვიმოქმედოთ. სიამოვნებით გავეცნობი და ჩავერთვები კომიტეტის საქმიანობაში ამ მიმართულებით. რაც შეეხება კომიტეტის შესაძლებლობა სამოქმედო გეგმას, ალბათ დროის გასვლის შემდეგ გვქნება დაუბრუნდეთ საკითხებს და საჭიროების შემთხვევაში კორექტირებაც შევიტანოთ. ჩემის მხრიდან შევეცდები ჩემი წვლილი შევიტანო კომიტეტის სამოქმედო გეგმის აღსრულებაში. სოზარ სუბარი: გამოვეხმაურები ბატონ დავითუსუფაშვილის მოსაზრებას სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც არის დოკუმენტი, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ მთელი წლის განმავლობაში, რათქმაუნდა შეიძლება შეიცვალოს როგორც ცხრილებში მოცემული თარიღები ასევე ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელიც იქნება გამოკვეთილი. გიორგი ვაშაძე: არის ერთი საკითხი, რომელზეც მინდა თქვენი მოსაზრება მოვისმინო - ეს არის გადასახადებთან დაკავშირებით, მაინტერესებს როგორი თანამშრომლობითი ფორმატით ჯობია ვიმუშაოთ, სამოქმედო გეგმაში ჩავსვათ, თუ თემატური მოკვლევის ჯგუფში განვიხილოთ. რადგან ვფიქრობ, რომ დეცენტრალიზაციის ერთ-ერთი მთავარი საკითხია ის, რომ ადგილზე გადასახადები დარჩეს, რათა ადგილობრივი ბიუჯეტი, შეივსოს და არ იყოს მხოლოდ ტრანსფერებზე, ან ცენტრალურ ბიუჯეტზე დამოკიდებული. პასუხობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი: უპირველეს ყოვლისა მადლობას გადაგიხდით შემოთვაზებისთვის, ჩვენ 6 რეალურად დასრულებული გვაქვს 2022-2023 წლის დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა, რომელიც მათ შორის განიხილავს თქვენს მიერ დაყენებულ საკითხს, რომელსაც შევიტანთ გეგმაში, რომლის პარალელეურად მზად ვართ გავაგრძელოთ მუშაობა. ჩვენ ბიუჯეტის გადანაწილების ნაწილში გვაქვს საინტერესო შემოთავაზებებიც, რომელსაც წარმოგიდგენთ სამსჯელოდ. სხდომის თავჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმა დასამტკიცებლად. კომიტეტმა გადაწყვიტა; დასამტკიცებლადდა სიითი შემადგელობით ეარა კენჭი კომიტეტის დასკვნა: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, 2022 წლის 14 თებერვლის სხდომაზე, კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, დაამტკიცა კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმა. ოქმს თან ერთვის კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმა და პლენარულ სხდომაზე წარსადგენი კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში. სხდომის თავმჯდომარე სოზარ სუბარი სხდომის მდივანი ბელა ქველაძე 7
ოქმი
პროექტი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში 1 პროექტი სარჩევი 1. წინასიტყვაობა ............................................................................................................................. 3 2. ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ ................................................................................. 3 2.1. კომიტეტის მიზანი;.................................................................................................................. 3 2.1.1 კომიტეტის წევრები; .......................................................................................................... 4 2. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღწეული წარმატებების მოკლე აღწერა .......... 4 3. კომიტეტის წლიური სამოქმედო გეგმა................................................................................... 4 4.1. საკანონმდებლო საქმიანობა ................................................................................................... 5 4.2. საზედამხედველო საქმიანობა: ............................................................................................ 12 • ანგარიშვალდებული ორგანოების მიერ საქმიანობის კონტროლი და სპეციალური ანგარიშების მოსმენა................................................................................................................. 12 • კომიტეტის მიერ მიღებული კანონპროექტების შესრულებაზე ზედამხვედველობა15 4.3.საზოგადოებასთან ურთიერთობა ........................................................................................ 15 4.4.კომიტეტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევა ..................................................... 15 5. მოქალაქეთა წერილები, მიმართვები, პეტიციები .................................................................. 16 6. საერთაშორისო თანამშრომლობა ............................................................................................... 16 7. კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფები ............................................................................ 17 2 პროექტი 1. წინასიტყვაობა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი (შემდგომში „კომიტეტი“) 2021 წლის განმავლობაში საკუთარ საქმიანობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებებით, პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებითა და კომიტეტის მიერ დამტკიცებული წლიური სამოქმედო გეგმის მიხედვით. 2. ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ კომიტეტი საანგარიშო პერიოდში თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებდა კანონის პროექტებს, შეისწავლიდა და განიხილავდა პარლამენტში შემოტანილ კანონის პროექტებს, შეიმუშავებდა დასკვნებს. ამასთანავე ინტენსიურად ახორციელებდა უფლებამოსილ სფეროში, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ პირთა საქმიანობაზე საკონტროლო ფუნქციებს, რეგლამენტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. კომიტეტს წლების განმავლობაში ჩამოუყალიბდა კარგი პრაქტიკა, რეგიონებში გასვლითი კომიტეტის სხდომების ჩატარებისა, რომელზეც ხდება ზედამხედველობის განხორციელება რამდენიმე მიმართულებით. • • კომიტეტი გასვლით სხდომაზე უსმენს მხარეში შემავალი ყველა მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების - მერებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების ინფორმაციას, კანონმდებლობის პრაქტიკაში აღსრულების/იმპლემენტაციის მდგომარეობისა და გამოკვეთილი ხარვეზების შესახებ; კომიტეტი გასვლით სხდომაზე უსმენს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მხარეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ; 2.1. კომიტეტის მიზანი; მთელი 2021 წლის განმავლობაში, კომიტეტის საქმიანობის მიზანი იყო დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობა და მასზე ზედამხედველობა, ადგილობრივ თვითმმართველობათა შესაძლებლობების განვითარება, მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისათვის განხორციელებული აქტივობების კონტროლი, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის მდგომარეობის შესწავლა და მისი ხელშეწყობა. კომიტეტის მიზნებში დიდი წილი უჭირავს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ პირთა საქმიანობაზე საკონტროლო ფუნქციების ეფექტიან განხორციელებასა და covid-19 პანდემიიდან გამომდინარე არსებულ ახალ გამოწვევებზე რეაგირებას, ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციის ფარგლებში. კომიტეტის მიზანია საკუთარ საქმიანობაში მუდმივად ასახოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს 3 პროექტი და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე მოთხოვნები. 2.1.1 კომიტეტის წევრები; • • • • • • • • • • • • • სოზარ სუბარი - კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ ბოლქვაძე - კომიტეტის წევრი ბექა დავითულიანი - კომიტეტის წევრი ზაურ დარგალი - კომიტეტის წევრი გიორგი ვაშაძე - კომიტეტის წევრი ედიშერ თოლორაია - კომიტეტის წევრი ლევან იოსელიანი - კომიტეტის წევრი დიმიტრი სამხარაძე - კომიტეტის წევრი დავით უსუფაშვილი - კომიტეტის წევრი ანა წითლიძე - კომიტეტის წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი - კომიტეტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე - კომიტეტის წევრი 2. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღწეული წარმატებების მოკლე აღწერა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი გახდა პარტნიორი და მხარდამჭერი ,,ქედის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტისა“ რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის დაფინანსებითა და ხელშეწყობით განახორციელა არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ და ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ. მნიშვნელოვანია, რომ ქედა გახდა საქართველოს მასშტაბით პირველი მუნიციპალიტეტი, რომელმაც სრულად, 64 -ივე სოფელში განახორციელა სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტი. კომიტეტს მიაჩნია, რომ ქედის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტი ჩატარდა საჯარო მმართველობისა და მოქალაქეთა მონაწილეობის თანამედროვე მიდგომებით და ამ პროექტის პრინციპები ეყრდნობოდა საბაზისო ღირებულებებსა და პრინციპებს, რასაც წარმოადგენს საზოგადოების დემოკრატიულობა, სოციალური სამართლიანობა, ეფექტურობა და საჯარო მართვის ინოვაციური მიდგომები. 3. კომიტეტის წლიური სამოქმედო გეგმა კომიტეტმა საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა, რეგლამენტით დადგენილი წესით დაამტკიცა და ბიუროს წარუდგინა კომიტეტის წლიური სამოქმედო გეგმა. 1 კომიტეტმა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ჩაატარა 42 კომიტეტის სხდომა (მათ შორის 5 გასვლითი კომიტეტის სხდომა), განიხილა 22 საკანონმდებლო ინიციატივა, 20 სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტი, 1 მთავრობის წინადადება რომელზეც 1 კომიტეტის 2020 წლის სამოქმედო გეგმა: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/245731 4 პროექტი მომზადდა პარლამენტის დადგენილების პროექტი, 1 საკანონმდებლო წინადადება და 1 პეტიცია. კომიტეტში საანგარიშო პერიოდში დაიწყო თემატური მოკვლევა „მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მდგომარეობის შესწავლის“ შესახებ. 4.1. საკანონმდებლო საქმიანობა კომიტეტმა წლის განმავლობაში განიხილა 22 საკანონმდებლო ინიციატივა. ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებამ, მთელი სამყარო დააყენა სხვადასხვა გამოწვევის წინაშე. პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს, იზოლაციებისა თუ შეზღუდვების გამოყენებამ, პრობლემები შეუქმნა კერძო სექტორსაც რომელსაც სჭირდებოდა დახმარება აღნიშნული პერიოდის მინიმალური დანაკარგით გადასატანად. კომიტეტმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილა ორი კანონპროექტი, რომელიც ეხებოდა საკრებულოს აუქციონის ფორმით პრივატიზებული მუნიციპალიტეტის ქონების შემძენისათვის, მუნიციპალიტეტის მხრიდან სხვადასხვა შეღავათების გაწევის შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში, თუ ქონების შემძენს ზიანი ადგებოდა ახალი კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე. 4.1.1. საქართველოს პარლამენტის წევრების ბექა დავითულიანის, მაია ბითაძის და ირაკლი ზარქუას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი: ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/9; 23.12.2020) კანონპროექტის თანახმად, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს თბილისის მთავრობას ექნება შესაძლებლობა თბილისის საკრებულოს, არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა წარუდგინოს წინადადება აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისათვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ. აღნიშნული უფლებამოსილება თბილისის მთავრობას გააჩნდა, 2021 წლის 1 იანვრამდე და ახლა ხდება ამ უფლებამოსილების ვადის გაგრძელება 2021 წლის 1 ივლისამდე. 4.1.2. საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ხოჯევანიშვილის, ეკა სეფაშვილის, ნინო ლაცაბიძის, ანზორ ბოლქვაძისა და ვიქტორ ჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/35; 23.02.2021) წარმოდგენილი კანონის პროექტით მუნიციპალიტეტის მერი (გარდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა) უფლებამოსილია არაუგვიანეს 2021 წლის 1 სექტემბრისა, საკრებულოს თანხმობით მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს აუქციონის ფორმით პრივატიზებული მუნიციპალიტეტის ქონების შემძენისათვის (გარდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებისა), სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან 5 პროექტი დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შემსუბუქების შესახებ. აღნიშნული შეღავათების დაწესების უფლებამოსილება მერს ეძლევა, ახალი კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე. გარდა ამისა აღნიშნული უფლებამოსილება უკვე მიცემული აქვს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას, და აღნიშნული უფლებამოსილება ვრცელდება სხვა მუნიციპალიტეტებზეც. გარდა ამისა კომიტეტმა, წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა შემდეგი კანონპროექტები: 4.1.3. საქართველოს პარლამენტის წევრების სოზარ სუბარის, ირაკლი ქადაგიშვილის, ირაკლი ჩიქოვანის, გურამ მაჭარაშვილის, დავით მათიკაშვილისა და დიმიტრი სამხარაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/116; 03.11.2021). საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, გარდა თბილისისა, შესაძლებელია ჰყავდეს ერთი მოადგილე და თუ მუნიციპალიტეტში 100 000 ამომრჩეველზე მეტი ცხოვრობს, მაშინ საკრებულოს თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს 2 მოადგილე, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს პირველი მოადგილე და მოადგილეები (მოადგილეთა რაოდენობა არ არის დაკონკრეტებული). ამასთანავე, მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისისა) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს ერთი მოადგილე ჰყავს და თუ ფრაქციაში 9 წევრზე მეტია გაწევრებული, შესაძლებელია ჰყავდეს დამატებით ერთი მოადგილე. რაც შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე, ხოლო ფრაქციის ყოველ ცხრა წევრზე იგი უფლებამოსილია ჰყავდეს დამატებით ერთი მოადგილე. ამასთანავე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს შეუძლია ჰყავდეს არაუმეტეს სამი მოადგილისა. იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს, ისე ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეებს შორის, ფუნქცია-მოვალეობათა განაწილება გამარტივდეს, შესაბამისად დაიხვეწოს მენეჯმენტი და საქმიანობა გახდეს უფრო ეფექტური, მიზანშეწონილია ორგანულ კანონში განხორციელდეს ცვლილება და შეიცვალოს აღნიშნული მოადგილეების არჩევის პრინციპი. ამასთანავე, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოქმედი რედაქციის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოში რეგისტრაციისას ფრაქცია ვალდებულია ჰქონდეს პოლიტიკური პლატფორმა და წესდება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოქმედი რედაქციის მსგავსად მიზანშეწონილია პოლიტიკური პლატფორმის შემუშავების ვალდებულება ამოღებული იქნეს და ახლადშექმნილი ფრაქციის რეგისტრაციისათვის მხოლოდ წესდების შემუშავების ვალდებულება დარჩეს. მეტიც, საკრებულოში ფრაქციის შექმნის წესი განსხვავდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში გაწერილი პრინციპისგან, შესაბამისად, იმისათვის, რომ პარტიის წარმომადგენლობა მუნიციპალიტეტის საკრებულოში ისევე იყოს უზრუნველყოფილი, როგორც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოშია და გაიზარდოს ფრაქციის როლი და სტატუსი, მიზანშეწონილია შეიცვალოს საკრებულოებში ფრაქციის შექმნის წესი და იყოს პარლამენტის რეგლამენტის 6 პროექტი ანალოგიური რეგულირება. ამასთანავე, მოქმედი რედაქცია იძლევა შესაძლებლობას საკრებულოებში ხელოვნურად შეიქმნას მცირე ფრაქციები, რაც დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან, წარმოადგენს არაჯანსაღ პრაქტიკას და მეტიც არ გამოხატავს ამომრჩევლის მიერ არჩევნებში გამოხატულ ნებას. 4.1.4. საქართველოს პარლამენტის წევრების სოზარ სუბარის, ირაკლი ზარქუას, ვიქტორ ჯაფარიძის, ბექა დავითულიანის, ანზორ ბოლქვაძის და დიმიტრი სამხარაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/135; 08.12.2021). ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი (მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარე) ვალდებულია იყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთი კომისიის შემადგენლობაში მაინც. გამომდინარე იქიდან, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს დამატებით აკისრია მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციული ფუნქცია-მოვალეობების განხორციელება, მიზანშეწონილი იქნება მას მიეცეს შესაძლებლობა საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს იყოს თუ არა რომელიმე კომისიის შემადგენლობაში. ამასთანავე, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მოქმედი რედაქცია, განსხვავებით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა, არ ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობისა და ოპოზიციის ცნებებს. იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოებში პოლიტიკურ ძალთა ფორმირება ორგანიზებულად მოხდეს, მიზანშეწონილია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შეტანილ იქნეს ცვლილება, რის შედეგადაც საქართველოს პარლამენტის მსგავსად მუნიციპალიტეტის საკრებულოებში განისაზღვრება უმრავლესობისა და ოპოზიციის ცნებები. კომიტეტის მიერ სავალდებულო წესით განხილული კანონპროექტები: 4.1.5. საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ანა ბუჩუკურის, თეა წულუკიანის, შალვა პაპუაშვილის, დავით სონღულაშვილის, მაკა ბოჭორიშვილის, დავით მათიკაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, მიხეილ დაუშვილისა და ბექა ლილუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მეწარმეთა შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. (№073/29/10) 4.1.6. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ბექა დავითულიანის, ნოდარ ტურძელაძის, ირაკლი ზარქუას, ანა ბუჩუკურის, მიხეილ დაუშვილისა და ბექა ლილუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“, „ამნისტიის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში 7 პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07- 3/36; 24.02.2021) 4.1.7. საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, ალექსანდრე მოწერელიას, ხატია წილოსანის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, შალვა კერესელიძის, ზაალ დუგლაძის, სამველ მანუკიანისა და გოდერძი ჩანქსელიანის მიერ საქართველოს პარალამენტში წარდგენილი „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტები. (№07-3/43; 07.04.2021). 4.1.8.. საქართველოს პარლამენტის წევრების: ბექა დავითულიანის, ირაკლი ზარქუას, ეკა სეფაშვილის, ნოდარ ტურძელაძის, სოზარ სუბარის, მაია ბითაძისა და დიმიტრი სამხარაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/47; 28.04.2021). 4.1.9. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(№07-2/51, 09.06. 2021) 4.1.10. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი მეშველიანის, ნინო ლაცაბიძის, ირაკლი ზარქუას, ალექსანდრე დალაქიშვილის, ედიშერ თოლორაიას, ირაკლი ხახუბიას, ნოდარ ტურძელაძის და დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: ,,საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, ,,აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/80;16.06.2021) 4.1.11. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო 8 პროექტი ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/54; 21.06.2021). 4.1.12. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი მეშველიანის, ნინო ლაცაბიძის, ირაკლი ზარქუას, ალექსანდრე დალაქიშვილის, ედიშერ თოლორაიას, ირაკლი ხახუბიას, ნოდარ ტურძელაძისა და დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/86; 23.06.2021). 4.1.13. საქართველოს პარლამენტის წევრების: რესან კონცელიძის, ზაალ მიქელაძისა და ანზორ ბოლქვაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/87; 23.06.2021). 4.1.14. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ,,თუშეთის, ბაწარა - ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/80; 06.10.2021) 4.1.15. საქართველოს პარლამენტის წევრების ირაკლი ქადაგიშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/122; 17.11.2021). 4.1.16. საქართველოს პარლამენტის წევრების, თამარ ტალიაშვილის, შალვა პაპუაშვილის, სოზარ სუბარის, მარიამ ლაშხისა და გიორგი ამილახვარის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/123; 17.11.2021) 4.1.17. საქართველოს პარლამენტის წევრების გურამ მაჭარაშვილისა და სოზარ სუბარის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/133;07.12.2021). 9 პროექტი 4.1.18. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/106; 08.12.2021) 4.1.19. საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ზარქუას და ირაკლი (დაჩი) ბერაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/136; 08.12.2021) 4.1.20. საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა პაპუაშვილის, ლევან იოსელიანის, ალექსანდრე ელისაშვილის, ფრიდონ ინჯიას, კახაბერ კუჭავას, ნიკოლოზ სამხარაძის, ავთანდილ ენუქიძის, ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, მამუკა მდინარაძის და ირაკლი ჩიქოვანის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტები: ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“, საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ,“ ,,საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი: ,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/39; 02.03.2021) 4.1.21. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/51; 09.06.2021) 4.1.22. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „წყლის რესურსების მართვის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, 10 პროექტი „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/86; 15.11.2021) კომიტეტმა აგრეთვე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი წინადადება ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტების - თვითმმართველი ქალაქ თბილისისა და გარდაბნის ადმინისტრაციული საზღვრის ცვლილებასთან დაკავშირებით (№07-2/81; 20.10.2021). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოებმა მიიჩნიეს, რომ უნდა აღმოიფხვრას უზუსტობა, ქვეყნისა და მუნიციპალიტეტებისათვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისა და ბიზნეს სექტორისათვის ხელშეწყობის/სტიმულირების მიზნით და განხორციელდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და ქალაქ გარდაბნის მუნიციპალიტეტებს შორის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა წარმოდგენილი კორექტირებული რუკის შესაბამისად, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. აქედან გამომდინარე საქართველოს მთავრობამ კანონმდებლობით დადგენილი წესით მომართა საქართველოს პარლამენტს მუნიციპალიტეტებს შორის ადმინისტრაციული საზღვრის ცვლილების საკითხის გადასაწყვეტად. კომიტეტმა განიხილა ააიპ „ჩხარის მომავალი“-ს (450 მოქალაქე) მიერ წარმოდგენილი პეტიცია სოფელ ჩხარისათვის დაბის სტატუსის აღდგენის თაობაზე (№1-9331/21; 06.07.2021). ააიპ „ჩხარის მომავალმა“ (450 მოქალაქე) საქართველოს პარლამენტში დაარეგისტრირა პეტიცია თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარისათვის დაბის სტატუსის აღდგენის თაობაზე. პეტიციის თანახმად, დასახლება ფაქტობრივად წარმოადგენს დაბის სტილის დასახლებას, რომელსაც გააჩნდა ეს სტატუსი და საბჭოთა ხელისუფლების დროს ჩამოერთვა. ააიპ „ჩხარის მომავალი“ და სოფელი ჩხარის მოსახლეობა ითხოვს აღუდგეს დაბის სტატუსი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარს. კომიტეტმა განიხილა საქართველოს მოქალაქეების: ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-8221/20 23.06.2020) საკანონმდებლო წინადადების განმარტებითი ბარათის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 2017 წლის 17 ოქტომბერს დააკმაყოფილა 11 პროექტი №626 კონსტიტუციური სარჩელი საქმეზე საქართველოს მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციით საჯარო თანამდებობის დაკავების ძირითად უფლებასთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-60 მუხლის პირველი პუნქტის (2015 წლის 6 თებერვლის მოქმედი რედაქცია) სიტყვები „და თანამდებობიდან ათავისუფლებს“ და მე60 მუხლის მე-4 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 59-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „გამგებლის/მერის პირველ მოადგილესა და მოადგილეს უფლებამოსილებები უწყდებათ აგრეთვე ახალი გამგებლის/მერის არჩევისას (უფლებამოსილების დაწყებისას)“ გავრცელებას გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიმართ. განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის მიზანია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოიფხვრას არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი ნორმის მოქმედება და თბილისის მერი მოკლებული იქნეს შესაძლებლობას პოლიტიკური მოტივაციით თანამდებობიდან გაათავისუფლოს თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ის ხელმძღვანელები, რომლებიც არაპოლიტიკურ ფიგურებს წარმოადგენენ და რომელთა საქმიანობაც დაცულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით. კომიტეტის გადაწყვეტილებით საკანონმდებლო ცნობილ იქნა უარყოფილად. 4.2. საზედამხედველო საქმიანობა: • ანგარიშვალდებული ორგანოების მიერ საქმიანობის კონტროლი და სპეციალური ანგარიშების მოსმენა კომიტეტი, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა ამტკიცებს კომიტეტის წლიურ სამოქმედო გეგმას, რომელშიც სხვა აქტივობებთან ერთად, გათვალისწინებულია ის ანგარიშები, რომელსაც კომიტეტი მოუსმენს მიმდინარე წლის განმავლობაში. იმ ანგარიშების ჩამონათვალის შემუშავება, რომელსაც კომიტეტი წლის განმავლობაში უსმენს, ხდება კომიტეტის პრიორიტეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიმდინარე საჭიროებებიდან გამომდინარე. კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის სხდომაზე მოუსმინა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ პირთა მიერ წარმოდგენილ 11 ანგარიშს. 4.2.1. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2021 წლის დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად, კომიტეტმა მოუსმინა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის ანგარიშს, საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში არსებული მდგომარეობის შესახებ. (კომიტეტმა ანგარიშს მოუსმინა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, კომიტეტის გასვლით სხდომაზე) 4.2.2. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2021 წლის დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად, კომიტეტმა მოუსმინა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მიერ წარმოდგენილ, 2020-2025წწ 12 პროექტი დეცენტრალიზაციის სტრატეგიისა და სტრატეგიის განხორციელების 2020-2021წწ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულების წლიურს ანგარიშს. მომხსენებელი: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე (მ. გიორგობიანი) 4.2.3. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2021 წლის დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად, კომიტეტმა მოუსმინა ანგარიშს მუნიციპალიტეტებში სკოლამდელი აღზრდისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის მიმდინარეობის, (2019-2021 წლებში) გაწეული სამუშაოების, სამომავლო გეგმებისა და გამოწვევების შესახებ; მომხსენებლები: საქართველოს რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე(ი. ბეგიაშვილი) ; და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე; (ე. დგებუაძე) საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (მ.გ.ფ.) აღმასრულებელი დირექტორი (დ. ტაბიძე) ; ქ. თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორი (კ. გვანცელაძე) ; 4.2.4. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2021 წლის დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად, კომიტეტმა მოუსმინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს საქართველოს რეგიონებში გაზიფიცირების 2019-2021 წლებში განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ; მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე (დ. თვალაბეიშვილი) 4.2.5. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“(№07-2/42;28.05.2021), სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება ,,2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე (№1-6497/21;20.05.2021) და „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (№07-2/47 31.05.2021). მომხსენებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე (გ. კაკაურიძე) 4.2.6. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ წარმოდგენილი 2020 წლის ანგარიში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“ (№1-5165/21; 20.04.2021) მომხსენებელი: მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი (ს. ვარდიაშვილი) 13 პროექტი 4.2.7. საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2021 წლის დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ანგარიშის მოსმენა: - ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საქმეში, 2020-2021 წლებში გაწეული სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. მომხსენებელი: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე (გ. წერეთელი) 4.2.8. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2021 წლის დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ანგარიშის მოსმენა: - საქართველოს რეგიონებში (მუნიციპალიტეტებში) მოსახლეობის 2020-2021 წლებში წყლით უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. მომხსენებელი: საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი (ა. თევდორაძე); საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე(ი. ბეგიაშვილი); 4.2.9. საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2021 წლის გეგმის შესაბამისად: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საპარლამენტო მდივნის ანგარიშის მოსმენა: მთავრობის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო გეგმებში, სამინისტროს 2021 წლის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ; მომხსენებელი: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე (მ. გიორგობიანი) 4.2.10. საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2021 წლის გეგმის შესაბამისად კომიტეტმა მოუსმინა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შესრულების მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ. მომხსენებელი: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე (მ. გიორგობიანი) 4.2.11. საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2021 წლის გეგმის შესაბამისად კომიტეტმა მოუსმინა მუნიციპალური განვითარების ფონდის (მგფ) ანგარიშს - საქართველოს რეგიონებში, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და მომსახურებების, სპორტის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ობიექტების აღდგენა რეაბილიტაციის სამუშაოების მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (მ.გ.ფ.) აღმასრულებელი დირექტორი (დ. ტაბიძე); 14 პროექტი • კომიტეტის მიერ მიღებული კანონპროექტების შესრულებაზე ზედამხვედველობა კომიტეტს, საკუთარი სპეციფიკიდან გამომდინარე, წლების განმავლობაში ჩამოუყალიბდა ზოგადად დადგენილისგან განსხვავებული თუმცა ძალიან ეფექტური პრაქტიკა მიღებული კანონპროექტების შესრულებაზე ზედამხედველობისა. კომიტეტი ამ მიზნით, და არა მხოლოდ ამ მიზნით, ატარებს გასვლით კომიტეტის სხდომებს და უშუალოდ იმ პირთაგან ვისზეც კანონპროექტი ახდენს გავლენას, ისმენს ინფორმაციას აღსრულების მიმდინარეობისა თუ შესაძლო ხარვეზების შესახებ. სხდომის შემდეგ ხდება გამოვლენილი საკითხების შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში, მასზე კანონის პროექტის მომზადება და ინიციირება. წლის განმავლობაში ჩატარდა 5 გასვლითი სხდომა შიდა ქართლის (გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. ერგნეთი), ქვემო ქართლის (ქ. ბოლნისი), სამცხე ჯავახეთის (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, სოფ. კუმურდო), სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეებსა (ქ. მესტია) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. ვარჯანისი). 4.3.საზოგადოებასთან ურთიერთობა კომიტეტის საქმიანობა საზოგადოებასთან ურთიერთობის ნაწილში ეყრდნობა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და კომიტეტის დებულების მოთხოვნებს. კომიტეტის საქმიანობა გამჭვირვალეა, კომიტეტის სხდომები საჯაროა გარდა კანონმდებლობისა და პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კანონპროექტები, მათი განხილვის პროცესი და დასკვნები საჯაროა და განთავსებულია პარლამენტის ვებ-გვერდზე. დაინტერესებულ პირებს, შეუძლიათ პარლამენტის და კომიტეტის ელექტრონულად გამოქვეყნებულ სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით, გამოხატონ საკუთარი პოზიცია და მოსაზრება. საჭიროების შემთხვევაში, კანონპროექტის მოსმენისას, კომიტეტის სხდომაზე ხდება აღნიშნული შენიშვნებისა და წინადადებების განხილვა. კომიტეტის სამოქმედო გეგმა ხელმისაწვდომია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე რაც დაინტერესებულ პირებს აძლევს საშუალებას წინასწარ გაეცნოს წლის განმავლობაში კომიტეტის მიერ ჩასატარებელ აქტივობებს და წარმოადგინოს მასზე საკუთარი მოსაზრებები ან სურვილისებრ ჩაერთოს მასში. 4.4.კომიტეტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გადაწყვეტილებით კომიტეტმა დაიწყო თემატური მოკვლევა „მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მდგომარეობის შესწავლის“ შესახებ. მოკვლევის ფარგლებში ჩატარდა სამი შეხვედრა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან, ასევე პასუხისმგებელ საჯარო დაწესებულებებთან. წარმოდგენილია მოსაზრებები როგორც მოქალაქეთა ჩართულობის არსებულ ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკაზე, ასევე ისეთ მეთოდებზე, რომელიც გათვალისწინებული არ არის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, მაგრამ ფართოდ და ეფექტიანად გამოიყენება მუნიციპალიტეტების მიერ. 15 პროექტი 5. მოქალაქეთა წერილები, მიმართვები, პეტიციები საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა 516 მოქალაქეთა წერილი, სადაც გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი მიმართულება, ესენია: • სამართლებრივი საკითხების პრობლემები, როგორიც არის საკუთრებაში არსებული მიწის რეგისტრაცია, საცხოვრებელი ფართის დაკანონება, საკუთრების უფლების აღიარების საკითხები; • ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის საკითხები, რომელიც ძირითადად ეხებოდა გაზიფიცირებას, ელ. ქსელების, სასმელი წყლის, სამელიორაციო ქსელების მოწყობას, სავალი გზის რეაბილიტაციას, რეკრეაციული სივრცის მოწყობას, შენობის გამაგრებას, საცხოვრებელი კორპუსის გადახურვას, სახურავის შეკეთებას; • სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით პრობლემები: ერთჯერადი ფინანსური დახმარება, მკურნალობის და მედიკამენტების დაფინანსება, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა და დასაქმება. 6. საერთაშორისო თანამშრომლობა 6.1 საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი გახდა პარტნიორი და მხარდამჭერი ,,ქედის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტისა“ რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის დაფინანსებითა და ხელშეწყობით განახორციელა არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ და ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ. 6.2 რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივან, ანდრეას კიფერთან, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის საკითხებსა და საქართველოს 6 რეგიონში ადამიანის უფლებათა ცნობადობის განმტკიცების თაობაზე განსახორციელებელი პროექტებთან დაკავშირებით. აღნიშნული პროექტები მნიშვნელოვანია იმითაც, რომ სამიზნე რეგიონებში ბევრი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ცხოვრობს და ენობრივი ბარიერის მიუხედავად, მათი საზოგადოებასთან სრულფასოვანი ინტეგრაცია მოხდეს. 6.3 რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა ევროპის საბჭოს სტრასბურგის ოფისის პროგრამის უფროს მრჩეველს, კორნელია პერლეს შეხვდნენ. შეხვედრაზე გაიმართა საქართველოში ადგილობრივ დონეზე, მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერების პროექტის პრეზენტაცია. პროექტი ხელს უწყობს როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ისე მოქალაქეებს, ჰქონდეთ რეალური გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. შესაბამისად, ევროპის საბჭო ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმების ჩამოყალიბებასა და ამოქმედებას აქტიურად უჭერს მხარს. პროექტს, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის 16 პროექტი ფარგლებში, დემოკრატიის გენერალური დირექტორატის არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველო და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი, ერთობლივად ახორციელებენ. 7. კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფები საქართველოს მმართველობით სისტემაში, პარლამენტის როლის ფუნდამენტურმა ზრდამ, დიდი მნიშვნელობა შესძინა საზოგადოებისთვის პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით, კომიტეტში ანალიტიკური და კვლევითი სამუშაოების ჩატარების პრაქტიკას. აქედან გამომდინარე კომიტეტთან წლებია შექმნილია სამეცნიეროსაკონსულტაციო საბჭო. მასში უზრუნველყოფილია ექსპერტებისა და დარგის სპეციალისტების ფართო წარმომადგენლობა და კომიტეტი თანამშრომლობს საბჭოსთან კანონშემოქმედებითი თუ საკონტროლო უფლებამოსილებების განხორციელებისას. 17
პრესრელიზი
პრესრელიზი 1. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმება“ (07-2/120 03.02.2022) (წამყვანი კომიტეტი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი) (სავალდებულო კომიტეტები: აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები) (ვადები: წამყვან კომიტეტზე - 08.02-14.03; სხვა კომიტეტებზე 08.02-28.02) (პასუხისმგებელი პირები: გ. დოლიშვილი, თ. კალანდარიშვილი); 2020 წლის 15 ოქტომბერს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ხელი მოწერა შეთანხმებას (წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამას, რომლის მიზანია წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მართვის და ინსტიტუციური ჩარჩოს ჩამოყალიბება). აზიის განვითარების ბანკმა პროგრამის დასაფინანსებლად გამოყო ფინანსური რესურსი ორ ტრანშად 115,310,000 ევროს ოდენობით. პირველი ტრანშის სახით საქართველომ 2021წ იანვარში მიიღო 70,960,000 ევრო, ხოლო ამავე წლის დეკემბერში 44,350,000 მლნ ევროს ოდენობით. აღნიშნული არის ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხი და თანხა პირდაპირ მიმართულია ბიუჯეტში. შემდგომში საფრანგეთის განვითარების სააგენტომ გამოთქვა მზადყოფნა ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში მეორე ტრანშის თანადაფინანსებაზე 30მლნ ევროს ოდენობით ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხის სახით. რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების რეფორმის იმ პროგრამას, რაც აზიის განვითარების ბანკის მიერაა დაფინანსებული. რომლითაც საფრანგეთის განვითარების სააგენტო მხარს დაუჭერს საქართველოს, გააუმჯობესოს მმართველობა და ინსტიტუციური შესაძლებლობები წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში, ასევე გააძლიეროს ურბანული და სოფლის წყალმომარაგების და წყალარინების სექტორის მართვა და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მმართველობა. სესხის ფინანსური პირობებია: მოცულობა - 30მლნ ევრო; ხანგრძლივობა - 20 წელი (მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 5 წელი); საპროცენტო განაკვეთი - ფიქსირებული, შეადგენს 1.08% (დაზუსტდება თანხის ჩამორიცხვისას); ადმინისტრირების გადასახდელი - 0.5% (ერთჯერადი გადასახდელი, ერიცხება სესის მთლიან მოცულობას, სესხის თანხიდან არ ხდება გადახდა); ვალდებულების გადასახდელი - წლიური 0.5% (ერიცხება სესხის აუთვისებელ ნაწილს). 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/114; 10.01.2022) (პირველი მოსმენა) (სავალდებულო კომიტეტები: აგრარულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტები) (წამყვანი: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი) (ვადები: წამყვან კომიტეტზე; 01.02-09.030 სხვა კომიტეტზე: 01.02-22.02) (პასუხისმგბელი პირები კომიტეტიდან: ხ. ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი); აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, მაჭახლის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით. 2017 წლის აგვისტო–ოქტომბრის პერიოდში, გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარე ზონის მართვის შესაძლო მექანიზმების ანალიზი, რის შედეგადაც დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, ამ ტერიტორიის მართვის ოპტიმალურ მექანიზმად მიჩნეულ იქნა დაცული ლანდშაფტის დაარსება. გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) მხარი დაუჭირა ახალ ინიციატივას და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან შეთანხმებით დააფინანსა ახალი დაცული ტერიტორიის დაარსების მხარდამჭერი პროექტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახელას ხეობის იმ ტერიტორიაზე, რომელიც არ შედის ეროვნული პარკის შემადგენლობაში. საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების მიზნით გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი და გაეროს განვითარების პროგრამა (GEF/UNDP) ახორციელებს პროექტს “აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწა”. პროექტის მიზანია შეიქმნას დაცული ტერიტორიების რეგიონული კომპლექსი დასავლეთ საქართველოს მცირე კავკასიონის ქედის საყოველთაოდ მნიშვნელოვანი ზომიერად ნოტიო კოლხური ტყეების დაცვისა და გონივრულად სარგებლობის მიზნით. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, 2018 წელს მოხდა მაჭახელას ხეობაში არსებული სიტუაციის შესწავლა და დაცული ტერიტორიის დაარსებისათვის შესატყვისი კატეგორიის შეთავაზება. კვლევის საფუძველზე შემუშავებული იქნა მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის კანონის პროექტი. მაჭახლის დაცული ლანდშაფტის დაარსების საკითხი შეთანხმებულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსთან, აჭარის სატყეო სააგენტოსთან, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტთან, მაჭახელის ხეობის ადგილობრივ მოსახლეობასთან და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან. მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნა ხელს შეუწყობს მაჭახლის ხეობაში ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ტერიტორიების დაცვას, აღდგენას და გონივრულ გამოყენებას.