საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში
- საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში ანგარიში
- საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში (ეს პროექტი) ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2022-03-17
შენიშვნები 17/03/2022 ცნობად იქნა მიღებული
📜 ტექსტი
წერილი
რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტი
2-1614/22
14-02-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის
შესაბამისად გიგზავნით საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა
და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობის
ანგარიშს.
დანართი: 17 გვერდი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
სოზარ სუბარი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
პროექტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის
2021 წელს გაწეული
საქმიანობის ანგარიში
1
პროექტი
სარჩევი
1.
წინასიტყვაობა ............................................................................................................................. 3
2. ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ ................................................................................. 3
2.1. კომიტეტის მიზანი;.................................................................................................................. 3
2.1.1 კომიტეტის წევრები; ........................................................................................................... 4
2.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღწეული წარმატებების მოკლე აღწერა .......... 4
3.
კომიტეტის წლიური სამოქმედო გეგმა................................................................................... 4
4.1. საკანონმდებლო საქმიანობა ................................................................................................... 5
4.2. საზედამხედველო საქმიანობა: ............................................................................................ 12
ანგარიშვალდებული ორგანოების მიერ საქმიანობის კონტროლი და სპეციალური
ანგარიშების მოსმენა................................................................................................................. 12
კომიტეტის მიერ მიღებული კანონპროექტების შესრულებაზე ზედამხვედველობა15
4.3.საზოგადოებასთან ურთიერთობა ........................................................................................ 15
4.4.კომიტეტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევა ..................................................... 15
5. მოქალაქეთა წერილები, მიმართვები, პეტიციები .................................................................. 16
6. საერთაშორისო თანამშრომლობა ............................................................................................... 16
7. კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფები ............................................................................ 17
2
პროექტი
1. წინასიტყვაობა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი (შემდგომში
„კომიტეტი“) 2021 წლის განმავლობაში საკუთარ საქმიანობაში ხელმძღვანელობდა
საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებებით,
პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებითა და კომიტეტის მიერ დამტკიცებული წლიური
სამოქმედო გეგმის მიხედვით.
2. ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ
კომიტეტი საანგარიშო პერიოდში თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებდა
კანონის პროექტებს, შეისწავლიდა და განიხილავდა პარლამენტში შემოტანილ კანონის
პროექტებს, შეიმუშავებდა დასკვნებს. ამასთანავე ინტენსიურად ახორციელებდა
უფლებამოსილ სფეროში, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ პირთა საქმიანობაზე
საკონტროლო ფუნქციებს, რეგლამენტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
კომიტეტს წლების განმავლობაში ჩამოუყალიბდა კარგი პრაქტიკა, რეგიონებში
გასვლითი კომიტეტის სხდომების ჩატარებისა, რომელზეც ხდება ზედამხედველობის
განხორციელება რამდენიმე მიმართულებით.
კომიტეტი გასვლით სხდომაზე უსმენს მხარეში შემავალი ყველა
მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების - მერებისა და საკრებულოს
თავმჯდომარეების
ინფორმაციას,
კანონმდებლობის
პრაქტიკაში
აღსრულების/იმპლემენტაციის
მდგომარეობისა
და
გამოკვეთილი
ხარვეზების შესახებ;
კომიტეტი გასვლით სხდომაზე უსმენს აღმასრულებელი ხელისუფლების
წარმომადგენლებს, მხარეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების
განხორციელებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ;
2.1. კომიტეტის მიზანი;
მთელი 2021
წლის განმავლობაში, კომიტეტის საქმიანობის მიზანი იყო
დეცენტრალიზაციის
სტრატეგიის
განხორციელების
ხელშეწყობა
და
მასზე
ზედამხედველობა, ადგილობრივ თვითმმართველობათა შესაძლებლობების განვითარება,
მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისათვის განხორციელებული აქტივობების
კონტროლი, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის
მდგომარეობის შესწავლა და მისი ხელშეწყობა.
კომიტეტის მიზნებში დიდი წილი უჭირავს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ
პირთა საქმიანობაზე საკონტროლო ფუნქციების ეფექტიან განხორციელებასა და covid-19
პანდემიიდან გამომდინარე არსებულ ახალ გამოწვევებზე რეაგირებას, ადგილობრივი
თვითმმართველობის კომპეტენციის ფარგლებში.
კომიტეტის მიზანია საკუთარ საქმიანობაში მუდმივად ასახოს გაეროს მდგრადი
განვითარების მიზნებისა და ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს
3
პროექტი
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე მოთხოვნები.
2.1.1 კომიტეტის წევრები;
სოზარ სუბარი - კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ზარქუა - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
ანზორ ბოლქვაძე - კომიტეტის წევრი
ბექა დავითულიანი - კომიტეტის წევრი
ზაურ დარგალი - კომიტეტის წევრი
გიორგი ვაშაძე - კომიტეტის წევრი
ედიშერ თოლორაია - კომიტეტის წევრი
ლევან იოსელიანი - კომიტეტის წევრი
დიმიტრი სამხარაძე - კომიტეტის წევრი
დავით უსუფაშვილი - კომიტეტის წევრი
ანა წითლიძე - კომიტეტის წევრი
გიორგი ხოჯევანიშვილი - კომიტეტის წევრი
ვიქტორ ჯაფარიძე - კომიტეტის წევრი
2. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღწეული
წარმატებების მოკლე აღწერა
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტი გახდა პარტნიორი და მხარდამჭერი ,,ქედის სამოქალაქო ბიუჯეტირების
პროექტისა“ რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)
პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“
პროგრამის
დაფინანსებითა
და ხელშეწყობით განახორციელა არასამთავრობო
ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ და ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ.
მნიშვნელოვანია,
რომ
ქედა
გახდა
საქართველოს
მასშტაბით
პირველი
მუნიციპალიტეტი, რომელმაც სრულად, 64 -ივე სოფელში განახორციელა სამოქალაქო
ბიუჯეტირების პროექტი. კომიტეტს მიაჩნია, რომ ქედის სამოქალაქო ბიუჯეტირების
პროექტი ჩატარდა საჯარო მმართველობისა და მოქალაქეთა მონაწილეობის თანამედროვე
მიდგომებით და ამ პროექტის პრინციპები ეყრდნობოდა საბაზისო ღირებულებებსა და
პრინციპებს, რასაც წარმოადგენს საზოგადოების დემოკრატიულობა, სოციალური
სამართლიანობა, ეფექტურობა და საჯარო მართვის ინოვაციური მიდგომები.
3. კომიტეტის წლიური სამოქმედო გეგმა
კომიტეტმა საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა, რეგლამენტით
დადგენილი წესით დაამტკიცა და ბიუროს წარუდგინა კომიტეტის წლიური სამოქმედო
გეგმა. 1
კომიტეტმა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ჩაატარა 42 კომიტეტის სხდომა (მათ
შორის 5 გასვლითი კომიტეტის სხდომა), განიხილა 22 საკანონმდებლო ინიციატივა, 20
სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტი, 1 მთავრობის წინადადება რომელზეც
1
კომიტეტის 2020 წლის სამოქმედო გეგმა: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/245731
4
პროექტი
მომზადდა პარლამენტის დადგენილების პროექტი, 1 საკანონმდებლო წინადადება და 1
პეტიცია.
კომიტეტში საანგარიშო პერიოდში დაიწყო თემატური მოკვლევა
„მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მდგომარეობის შესწავლის“
შესახებ.
4.1. საკანონმდებლო საქმიანობა
კომიტეტმა წლის განმავლობაში განიხილა 22 საკანონმდებლო ინიციატივა.
ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებამ, მთელი სამყარო დააყენა სხვადასხვა
გამოწვევის წინაშე. პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს, იზოლაციებისა თუ
შეზღუდვების გამოყენებამ, პრობლემები შეუქმნა კერძო სექტორსაც რომელსაც
სჭირდებოდა დახმარება აღნიშნული პერიოდის მინიმალური დანაკარგით გადასატანად.
კომიტეტმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილა ორი კანონპროექტი,
რომელიც
ეხებოდა
საკრებულოს
აუქციონის
ფორმით
პრივატიზებული
მუნიციპალიტეტის ქონების შემძენისათვის, მუნიციპალიტეტის მხრიდან სხვადასხვა
შეღავათების გაწევის შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში, თუ ქონების შემძენს ზიანი
ადგებოდა ახალი კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე.
4.1.1. საქართველოს პარლამენტის წევრების ბექა დავითულიანის, მაია ბითაძის და
ირაკლი ზარქუას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი: ,,საქართველოს ორგანულ კანონში
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/9;
23.12.2020)
კანონპროექტის თანახმად, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს თბილისის მთავრობას
ექნება შესაძლებლობა თბილისის საკრებულოს, არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა
წარუდგინოს წინადადება აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების
შემძენისათვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით
გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული
საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის
შესახებ. აღნიშნული უფლებამოსილება თბილისის მთავრობას გააჩნდა, 2021 წლის 1
იანვრამდე და ახლა ხდება ამ უფლებამოსილების ვადის გაგრძელება 2021 წლის 1
ივლისამდე.
4.1.2. საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ხოჯევანიშვილის, ეკა
სეფაშვილის, ნინო ლაცაბიძის, ანზორ ბოლქვაძისა და ვიქტორ ჯაფარიძის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონის
პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/35; 23.02.2021)
წარმოდგენილი კანონის პროექტით მუნიციპალიტეტის მერი (გარდა ქ. თბილისის
მუნიციპალიტეტისა) უფლებამოსილია არაუგვიანეს 2021 წლის 1 სექტემბრისა,
საკრებულოს თანხმობით მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს აუქციონის ფორმით
პრივატიზებული მუნიციპალიტეტის ქონების შემძენისათვის (გარდა ქ. თბილისის
მუნიციპალიტეტის ქონებისა), სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის
უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან
5
პროექტი
დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური
პირობის შემსუბუქების შესახებ. აღნიშნული შეღავათების დაწესების უფლებამოსილება
მერს ეძლევა, ახალი კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე.
გარდა ამისა აღნიშნული უფლებამოსილება უკვე მიცემული აქვს ქ. თბილისის
მუნიციპალიტეტის მთავრობას, და აღნიშნული უფლებამოსილება ვრცელდება სხვა
მუნიციპალიტეტებზეც.
გარდა ამისა კომიტეტმა, წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა შემდეგი
კანონპროექტები:
4.1.3. საქართველოს პარლამენტის წევრების სოზარ სუბარის, ირაკლი ქადაგიშვილის,
ირაკლი ჩიქოვანის, გურამ მაჭარაშვილის, დავით მათიკაშვილისა და დიმიტრი სამხარაძის
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს ორგანული
კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/116; 03.11.2021).
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს
დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს,
გარდა თბილისისა, შესაძლებელია ჰყავდეს ერთი მოადგილე და თუ მუნიციპალიტეტში
100 000 ამომრჩეველზე მეტი ცხოვრობს, მაშინ საკრებულოს თავმჯდომარეს შეიძლება
ჰყავდეს 2 მოადგილე, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში
თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს პირველი მოადგილე და მოადგილეები (მოადგილეთა
რაოდენობა არ არის დაკონკრეტებული). ამასთანავე, მუნიციპალიტეტის (გარდა
თბილისისა) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს ერთი მოადგილე ჰყავს და თუ
ფრაქციაში 9 წევრზე მეტია გაწევრებული, შესაძლებელია ჰყავდეს დამატებით ერთი
მოადგილე. რაც შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფრაქციის
თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე, ხოლო ფრაქციის ყოველ ცხრა წევრზე იგი
უფლებამოსილია ჰყავდეს დამატებით ერთი მოადგილე. ამასთანავე, ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს შეუძლია ჰყავდეს არაუმეტეს
სამი მოადგილისა. იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში, როგორც
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს, ისე ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეებს
შორის, ფუნქცია-მოვალეობათა განაწილება გამარტივდეს, შესაბამისად დაიხვეწოს
მენეჯმენტი და საქმიანობა გახდეს უფრო ეფექტური, მიზანშეწონილია ორგანულ კანონში
განხორციელდეს ცვლილება და შეიცვალოს აღნიშნული მოადგილეების არჩევის
პრინციპი.
ამასთანავე,
საქართველოს
ორგანული
კანონის
„ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსის“ მოქმედი რედაქციის მიხედვით, მუნიციპალიტეტის
საკრებულოში რეგისტრაციისას ფრაქცია ვალდებულია ჰქონდეს პოლიტიკური
პლატფორმა და წესდება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოქმედი რედაქციის
მსგავსად მიზანშეწონილია პოლიტიკური პლატფორმის შემუშავების ვალდებულება
ამოღებული იქნეს და ახლადშექმნილი ფრაქციის რეგისტრაციისათვის მხოლოდ წესდების
შემუშავების ვალდებულება დარჩეს. მეტიც, საკრებულოში ფრაქციის შექმნის წესი
განსხვავდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში გაწერილი პრინციპისგან,
შესაბამისად, იმისათვის, რომ პარტიის წარმომადგენლობა მუნიციპალიტეტის
საკრებულოში ისევე იყოს უზრუნველყოფილი, როგორც უმაღლეს საკანონმდებლო
ორგანოშია და გაიზარდოს ფრაქციის როლი და სტატუსი, მიზანშეწონილია შეიცვალოს
საკრებულოებში ფრაქციის შექმნის წესი და იყოს პარლამენტის რეგლამენტის
6
პროექტი
ანალოგიური რეგულირება. ამასთანავე, მოქმედი რედაქცია იძლევა შესაძლებლობას
საკრებულოებში ხელოვნურად შეიქმნას მცირე ფრაქციები, რაც დაკავშირებულია
დამატებით ხარჯებთან, წარმოადგენს არაჯანსაღ პრაქტიკას და მეტიც არ გამოხატავს
ამომრჩევლის მიერ არჩევნებში გამოხატულ ნებას.
4.1.4. საქართველოს პარლამენტის წევრების სოზარ სუბარის, ირაკლი ზარქუას, ვიქტორ
ჯაფარიძის, ბექა დავითულიანის, ანზორ ბოლქვაძის და დიმიტრი სამხარაძის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის
პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/135; 08.12.2021).
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად,
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი (მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარე)
ვალდებულია იყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთი კომისიის შემადგენლობაში
მაინც. გამომდინარე იქიდან, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს დამატებით აკისრია
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
ადმინისტრაციული
ფუნქცია-მოვალეობების
განხორციელება, მიზანშეწონილი იქნება მას მიეცეს შესაძლებლობა საკუთარი
შეხედულებისამებრ განსაზღვროს იყოს თუ არა რომელიმე კომისიის შემადგენლობაში.
ამასთანავე, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მოქმედი რედაქცია,
განსხვავებით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა, არ ითვალისწინებს
მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობისა და ოპოზიციის ცნებებს. იმისათვის,
რომ
მუნიციპალიტეტის
საკრებულოებში
პოლიტიკურ
ძალთა
ფორმირება
ორგანიზებულად მოხდეს, მიზანშეწონილია ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსში შეტანილ იქნეს ცვლილება, რის შედეგადაც საქართველოს პარლამენტის
მსგავსად მუნიციპალიტეტის საკრებულოებში განისაზღვრება უმრავლესობისა და
ოპოზიციის ცნებები.
კომიტეტის მიერ სავალდებულო წესით განხილული კანონპროექტები:
4.1.5. საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ანა ბუჩუკურის,
თეა წულუკიანის, შალვა პაპუაშვილის, დავით სონღულაშვილის, მაკა ბოჭორიშვილის,
დავით მათიკაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, მიხეილ დაუშვილისა და ბექა
ლილუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
კანონის პროექტი „მეწარმეთა შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. (№073/29/10)
4.1.6. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ბექა დავითულიანის,
ნოდარ ტურძელაძის, ირაკლი ზარქუას, ანა ბუჩუკურის, მიხეილ დაუშვილისა და ბექა
ლილუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
კანონის პროექტები: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „პროდუქტის
უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“, „ამნისტიის შესახებ“ და
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში
7
პროექტი
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07- 3/36;
24.02.2021)
4.1.7. საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, ალექსანდრე
მოწერელიას, ხატია წილოსანის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, შალვა კერესელიძის, ზაალ
დუგლაძის, სამველ მანუკიანისა და გოდერძი ჩანქსელიანის მიერ საქართველოს
პარალამენტში წარდგენილი „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტი, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის პროექტი, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“, „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნიადაგის დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო რეესტრის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტები.
(№07-3/43; 07.04.2021).
4.1.8.. საქართველოს პარლამენტის წევრების: ბექა დავითულიანის, ირაკლი ზარქუას,
ეკა სეფაშვილის, ნოდარ ტურძელაძის, სოზარ სუბარის, მაია ბითაძისა და დიმიტრი
სამხარაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
კანონის პროექტი: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/47; 28.04.2021).
4.1.9. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,ფშავ-ხევსურეთის დაცული
ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“(№07-2/51, 09.06. 2021)
4.1.10. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი
მეშველიანის, ნინო ლაცაბიძის, ირაკლი ზარქუას, ალექსანდრე დალაქიშვილის, ედიშერ
თოლორაიას, ირაკლი ხახუბიას, ნოდარ ტურძელაძის და დავით კაჭარავას მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები:
,,საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, ,,აკვაკულტურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, ,,საჯარო რეესტრის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,ბუნებრივი რესურსებით
სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“, საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/80;16.06.2021)
4.1.11. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: „სახელმწიფო
ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო
8
პროექტი
ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ბუნებრივი
რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/54; 21.06.2021).
4.1.12. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი
მეშველიანის, ნინო ლაცაბიძის, ირაკლი ზარქუას, ალექსანდრე დალაქიშვილის, ედიშერ
თოლორაიას, ირაკლი ხახუბიას, ნოდარ ტურძელაძისა და დავით კაჭარავას მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების
პროექტებზე: ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ბირთვული და
რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/86;
23.06.2021).
4.1.13. საქართველოს პარლამენტის წევრების: რესან კონცელიძის, ზაალ მიქელაძისა და
ანზორ ბოლქვაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ
საქართველოს
კანონის
პროექტზე
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/87; 23.06.2021).
4.1.14.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი ,,თუშეთის, ბაწარა - ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული
ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (№07-2/80; 06.10.2021)
4.1.15. საქართველოს პარლამენტის წევრების ირაკლი ქადაგიშვილის და გურამ
მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
კანონის პროექტი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/122; 17.11.2021).
4.1.16. საქართველოს პარლამენტის წევრების, თამარ ტალიაშვილის, შალვა
პაპუაშვილის, სოზარ სუბარის, მარიამ ლაშხისა და გიორგი ამილახვარის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტს
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/123; 17.11.2021)
4.1.17. საქართველოს პარლამენტის წევრების გურამ მაჭარაშვილისა და სოზარ სუბარის
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის
პროექტი: „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/133;07.12.2021).
9
პროექტი
4.1.18. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა
სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების
სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფიზიკური
და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ
მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/106; 08.12.2021)
4.1.19. საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ზარქუას და ირაკლი (დაჩი)
ბერაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის
პროექტები: „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლატარიების, აზარტული და
მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (№07-3/136; 08.12.2021)
4.1.20. საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა პაპუაშვილის, ლევან იოსელიანის,
ალექსანდრე ელისაშვილის, ფრიდონ ინჯიას, კახაბერ კუჭავას, ნიკოლოზ სამხარაძის,
ავთანდილ ენუქიძის, ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, მამუკა მდინარაძის და
ირაკლი ჩიქოვანის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
ორგანული კანონის პროექტები: ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს
საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“, საქართველოს ორგანულ კანონში
,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ,“ ,,საქართველოს
ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის პროექტი: ,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (07-3/39; 02.03.2021)
4.1.21. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,ფშავ-ხევსურეთის დაცული
ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ (N07-2/51; 09.06.2021)
4.1.22. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „წყლის რესურსების მართვის შესახებ“,
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის
მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში
(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ოკუპირებული ტერიტორიების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
10
პროექტი
„თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების
შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების
აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და
თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ტყის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/86; 15.11.2021)
კომიტეტმა აგრეთვე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი
წინადადება ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტების - თვითმმართველი ქალაქ
თბილისისა და გარდაბნის ადმინისტრაციული საზღვრის ცვლილებასთან დაკავშირებით
(№07-2/81; 20.10.2021).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის
საკრებულოებმა მიიჩნიეს, რომ უნდა აღმოიფხვრას უზუსტობა, ქვეყნისა და
მუნიციპალიტეტებისათვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისა და ბიზნეს
სექტორისათვის ხელშეწყობის/სტიმულირების მიზნით და განხორციელდეს ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტისა და ქალაქ გარდაბნის მუნიციპალიტეტებს შორის
ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა წარმოდგენილი კორექტირებული რუკის
შესაბამისად, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. აქედან
გამომდინარე საქართველოს მთავრობამ კანონმდებლობით დადგენილი წესით მომართა
საქართველოს პარლამენტს მუნიციპალიტეტებს შორის ადმინისტრაციული საზღვრის
ცვლილების საკითხის გადასაწყვეტად.
კომიტეტმა განიხილა ააიპ „ჩხარის მომავალი“-ს (450 მოქალაქე) მიერ წარმოდგენილი
პეტიცია სოფელ ჩხარისათვის დაბის სტატუსის აღდგენის თაობაზე (№1-9331/21; 06.07.2021).
ააიპ „ჩხარის მომავალმა“ (450 მოქალაქე) საქართველოს პარლამენტში დაარეგისტრირა
პეტიცია თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარისათვის დაბის სტატუსის აღდგენის
თაობაზე. პეტიციის თანახმად, დასახლება ფაქტობრივად წარმოადგენს დაბის სტილის
დასახლებას, რომელსაც გააჩნდა ეს სტატუსი და საბჭოთა ხელისუფლების დროს
ჩამოერთვა. ააიპ „ჩხარის მომავალი“ და სოფელი ჩხარის მოსახლეობა ითხოვს აღუდგეს
დაბის სტატუსი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარს.
კომიტეტმა განიხილა საქართველოს მოქალაქეების: ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა
კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან
დაკავშირებით (№1-8221/20 23.06.2020)
საკანონმდებლო წინადადების განმარტებითი ბარათის შესაბამისად, საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 2017 წლის 17 ოქტომბერს დააკმაყოფილა
№626 კონსტიტუციური სარჩელი საქმეზე საქართველოს მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძე
11
პროექტი
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციით
საჯარო
თანამდებობის
დაკავების
ძირითად
უფლებასთან
მიმართებით
არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსის“ მე-60 მუხლის პირველი პუნქტის (2015 წლის 6
თებერვლის მოქმედი რედაქცია) სიტყვები „და თანამდებობიდან ათავისუფლებს“ და მე60 მუხლის მე-4 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 59-ე
მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „გამგებლის/მერის პირველ მოადგილესა და
მოადგილეს უფლებამოსილებები უწყდებათ აგრეთვე ახალი გამგებლის/მერის არჩევისას
(უფლებამოსილების დაწყებისას)“ გავრცელებას გამგეობის/მერიის სტრუქტურული
ერთეულის ხელმძღვანელის მიმართ. განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის
მიზანია
ქალაქ
თბილისის
მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე
აღმოიფხვრას
არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი ნორმის მოქმედება და თბილისის მერი
მოკლებული იქნეს შესაძლებლობას პოლიტიკური მოტივაციით თანამდებობიდან
გაათავისუფლოს თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ის ხელმძღვანელები,
რომლებიც არაპოლიტიკურ ფიგურებს წარმოადგენენ და რომელთა საქმიანობაც დაცულია
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით.
კომიტეტის გადაწყვეტილებით საკანონმდებლო ცნობილ იქნა უარყოფილად.
4.2. საზედამხედველო საქმიანობა:
ანგარიშვალდებული ორგანოების მიერ საქმიანობის კონტროლი და
სპეციალური ანგარიშების მოსმენა
კომიტეტი, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად საგაზაფხულო სესიის
დაწყებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა ამტკიცებს კომიტეტის წლიურ სამოქმედო გეგმას,
რომელშიც სხვა აქტივობებთან ერთად, გათვალისწინებულია ის ანგარიშები, რომელსაც
კომიტეტი მოუსმენს მიმდინარე წლის განმავლობაში. იმ ანგარიშების ჩამონათვალის
შემუშავება, რომელსაც კომიტეტი წლის განმავლობაში უსმენს, ხდება კომიტეტის
პრიორიტეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიმდინარე საჭიროებებიდან
გამომდინარე.
კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის სხდომაზე მოუსმინა პარლამენტის
წინაშე ანგარიშვალდებულ პირთა მიერ წარმოდგენილ 11 ანგარიშს.
4.2.1. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2021 წლის დამტკიცებული
სამოქმედო გეგმის შესაბამისად, კომიტეტმა მოუსმინა შერიგებისა და სამოქალაქო
თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის
ანგარიშს, საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში არსებული
მდგომარეობის შესახებ. (კომიტეტმა ანგარიშს მოუსმინა გორის მუნიციპალიტეტის
სოფელ ერგნეთში, კომიტეტის გასვლით სხდომაზე)
4.2.2. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2021 წლის დამტკიცებული
სამოქმედო გეგმის შესაბამისად, კომიტეტმა მოუსმინა, რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მიერ წარმოდგენილ, 2020-2025წწ
12
პროექტი
დეცენტრალიზაციის სტრატეგიისა და სტრატეგიის განხორციელების 2020-2021წწ
სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულების წლიურს ანგარიშს.
მომხსენებელი: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის
მოადგილე (მ. გიორგობიანი)
4.2.3. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2021 წლის დამტკიცებული
სამოქმედო გეგმის შესაბამისად, კომიტეტმა მოუსმინა ანგარიშს მუნიციპალიტეტებში
სკოლამდელი აღზრდისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის
მიმდინარეობის, (2019-2021 წლებში) გაწეული სამუშაოების, სამომავლო გეგმებისა და
გამოწვევების შესახებ;
მომხსენებლები:
საქართველოს
რეგიონული
განვითარებისა
ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე(ი. ბეგიაშვილი) ;
და
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე; (ე.
დგებუაძე)
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (მ.გ.ფ.) აღმასრულებელი
დირექტორი (დ. ტაბიძე) ;
ქ. თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორი (კ. გვანცელაძე) ;
4.2.4. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2021 წლის დამტკიცებული
სამოქმედო გეგმის შესაბამისად, კომიტეტმა მოუსმინა საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს
საქართველოს რეგიონებში გაზიფიცირების
2019-2021 წლებში განხორციელებული
საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ;
მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
მოადგილე (დ. თვალაბეიშვილი)
4.2.5. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2020 წლის
სახელმწიფო
ბიუჯეტის
შესრულების
წლიური
ანგარიში“(№07-2/42;28.05.2021),
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება ,,2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე (№1-6497/21;20.05.2021)
და „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების
ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (№07-2/47 31.05.2021). მომხსენებელი საქართველოს
ფინანსთა მინისტრის მოადგილე (გ. კაკაურიძე)
4.2.6. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ
ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების
საზოგადოებრივი დამცველის მიერ წარმოდგენილი 2020 წლის ანგარიში საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ (№1-5165/21; 20.04.2021)
მომხსენებელი: მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი (ს.
ვარდიაშვილი)
13
პროექტი
4.2.7.
საქართველოს
პარლამენტის
რეგიონული
პოლიტიკისა
და
თვითმმართველობის კომიტეტის
საზედამხედველო საქმიანობის 2021 წლის
დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ანგარიშის მოსმენა: - ქვეყნის საგზაო
ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საქმეში, 2020-2021 წლებში გაწეული სამუშაოებისა და
სამომავლო გეგმების შესახებ. მომხსენებელი: რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე
(გ. წერეთელი)
4.2.8. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2021 წლის დამტკიცებული
სამოქმედო გეგმის შესაბამისად, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების
კომპანიის ანგარიშის მოსმენა: - საქართველოს რეგიონებში (მუნიციპალიტეტებში)
მოსახლეობის
2020-2021 წლებში წყლით უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და
სამომავლო გეგმების შესახებ.
მომხსენებელი: საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების
კომპანიის
დირექტორი (ა. თევდორაძე);
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე(ი. ბეგიაშვილი);
4.2.9.
საქართველოს
პარლამენტის
რეგიონული
პოლიტიკისა
და
თვითმმართველობის კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2021 წლის გეგმის
შესაბამისად: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საპარლამენტო მდივნის ანგარიშის მოსმენა: მთავრობის მიერ წარმოდგენილ
საკანონმდებლო გეგმებში, სამინისტროს 2021 წლის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ;
მომხსენებელი: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის
მოადგილე (მ. გიორგობიანი)
4.2.10.
საქართველოს
პარლამენტის
რეგიონული
პოლიტიკისა
და
თვითმმართველობის კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2021 წლის გეგმის
შესაბამისად კომიტეტმა მოუსმინა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრის მოადგილის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას „სოფლის მხარდაჭერის
პროგრამის“ შესრულების მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
მომხსენებელი: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის
მოადგილე (მ. გიორგობიანი)
4.2.11.
საქართველოს
პარლამენტის
რეგიონული
პოლიტიკისა
და
თვითმმართველობის კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2021 წლის გეგმის
შესაბამისად კომიტეტმა მოუსმინა მუნიციპალური განვითარების ფონდის (მგფ) ანგარიშს
- საქართველოს რეგიონებში, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და მომსახურებების,
სპორტის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ობიექტების აღდგენა რეაბილიტაციის სამუშაოების მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (მ.გ.ფ.) აღმასრულებელი
დირექტორი (დ. ტაბიძე);
14
პროექტი
კომიტეტის მიერ მიღებული კანონპროექტების შესრულებაზე
ზედამხვედველობა
კომიტეტს, საკუთარი სპეციფიკიდან გამომდინარე, წლების განმავლობაში
ჩამოუყალიბდა ზოგადად დადგენილისგან განსხვავებული თუმცა ძალიან ეფექტური
პრაქტიკა მიღებული კანონპროექტების შესრულებაზე ზედამხედველობისა.
კომიტეტი ამ მიზნით, და არა მხოლოდ ამ მიზნით, ატარებს გასვლით კომიტეტის
სხდომებს და უშუალოდ იმ პირთაგან ვისზეც კანონპროექტი ახდენს გავლენას, ისმენს
ინფორმაციას აღსრულების მიმდინარეობისა თუ შესაძლო ხარვეზების შესახებ. სხდომის
შემდეგ ხდება გამოვლენილი საკითხების შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში, მასზე
კანონის პროექტის მომზადება და ინიციირება.
წლის განმავლობაში ჩატარდა 5 გასვლითი სხდომა შიდა ქართლის (გორის
მუნიციპალიტეტი, სოფ. ერგნეთი), ქვემო ქართლის (ქ. ბოლნისი), სამცხე ჯავახეთის
(ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, სოფ. კუმურდო), სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეებსა
(ქ. მესტია) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ.
ვარჯანისი).
4.3.საზოგადოებასთან ურთიერთობა
კომიტეტის საქმიანობა საზოგადოებასთან ურთიერთობის ნაწილში ეყრდნობა
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და კომიტეტის დებულების მოთხოვნებს.
კომიტეტის საქმიანობა გამჭვირვალეა, კომიტეტის სხდომები საჯაროა გარდა
კანონმდებლობისა და პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
კანონპროექტები, მათი განხილვის პროცესი და დასკვნები საჯაროა და განთავსებულია
პარლამენტის ვებ-გვერდზე. დაინტერესებულ პირებს, შეუძლიათ პარლამენტის და
კომიტეტის ელექტრონულად გამოქვეყნებულ სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით,
გამოხატონ საკუთარი პოზიცია და მოსაზრება. საჭიროების შემთხვევაში, კანონპროექტის
მოსმენისას, კომიტეტის სხდომაზე ხდება აღნიშნული შენიშვნებისა და წინადადებების
განხილვა.
კომიტეტის სამოქმედო გეგმა ხელმისაწვდომია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე რაც დაინტერესებულ პირებს აძლევს საშუალებას წინასწარ გაეცნოს წლის
განმავლობაში კომიტეტის მიერ ჩასატარებელ აქტივობებს და წარმოადგინოს მასზე
საკუთარი მოსაზრებები ან სურვილისებრ ჩაერთოს მასში.
4.4.კომიტეტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გადაწყვეტილებით
კომიტეტმა დაიწყო თემატური მოკვლევა „მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა
ჩართულობის მდგომარეობის შესწავლის“ შესახებ. მოკვლევის ფარგლებში ჩატარდა სამი
შეხვედრა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან, ასევე
პასუხისმგებელ საჯარო დაწესებულებებთან.
წარმოდგენილია მოსაზრებები როგორც მოქალაქეთა ჩართულობის არსებულ
ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკაზე, ასევე ისეთ მეთოდებზე, რომელიც
გათვალისწინებული არ არის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, მაგრამ ფართოდ და ეფექტიანად
გამოიყენება მუნიციპალიტეტების მიერ.
15
პროექტი
5. მოქალაქეთა წერილები, მიმართვები, პეტიციები
საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა 516 მოქალაქეთა წერილი, სადაც
გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი მიმართულება, ესენია:
სამართლებრივი საკითხების პრობლემები, როგორიც არის საკუთრებაში არსებული
მიწის რეგისტრაცია, საცხოვრებელი ფართის დაკანონება, საკუთრების უფლების
აღიარების საკითხები;
ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის საკითხები, რომელიც ძირითადად
ეხებოდა გაზიფიცირებას, ელ. ქსელების, სასმელი წყლის, სამელიორაციო ქსელების
მოწყობას, სავალი გზის რეაბილიტაციას, რეკრეაციული სივრცის მოწყობას, შენობის
გამაგრებას, საცხოვრებელი კორპუსის გადახურვას, სახურავის შეკეთებას;
სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით პრობლემები: ერთჯერადი
ფინანსური დახმარება, მკურნალობის და მედიკამენტების დაფინანსება,
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა და დასაქმება.
6. საერთაშორისო თანამშრომლობა
6.1 საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტი გახდა პარტნიორი და მხარდამჭერი ,,ქედის სამოქალაქო ბიუჯეტირების
პროექტისა“ რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)
პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“
პროგრამის
დაფინანსებითა
და ხელშეწყობით განახორციელა არასამთავრობო
ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ და ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ.
6.2 რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა შეხვედრა გამართა
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ
მდივან,
ანდრეას კიფერთან, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის საკითხებსა და
საქართველოს 6 რეგიონში ადამიანის უფლებათა ცნობადობის განმტკიცების თაობაზე
განსახორციელებელი
პროექტებთან
დაკავშირებით.
აღნიშნული
პროექტები
მნიშვნელოვანია იმითაც, რომ სამიზნე რეგიონებში ბევრი ეთნიკური უმცირესობის
წარმომადგენელი
ცხოვრობს
და
ენობრივი
ბარიერის
მიუხედავად,
მათი
საზოგადოებასთან სრულფასოვანი ინტეგრაცია მოხდეს.
6.3 რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე,
სოზარ სუბარი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა ევროპის საბჭოს
სტრასბურგის ოფისის პროგრამის უფროს მრჩეველს, კორნელია პერლეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე გაიმართა საქართველოში ადგილობრივ დონეზე, მონაწილეობითი
დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერების პროექტის პრეზენტაცია. პროექტი
ხელს უწყობს როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ისე მოქალაქეებს,
ჰქონდეთ რეალური გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. შესაბამისად, ევროპის
საბჭო ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის
თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმების ჩამოყალიბებასა და ამოქმედებას აქტიურად
უჭერს მხარს. პროექტს, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის
16
პროექტი
ფარგლებში,
დემოკრატიის
გენერალური
დირექტორატის
არჩევნებისა
და
მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველო და ადგილობრივ და რეგიონულ
ხელისუფალთა კონგრესი, ერთობლივად ახორციელებენ.
7. კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფები
საქართველოს მმართველობით სისტემაში, პარლამენტის როლის ფუნდამენტურმა
ზრდამ, დიდი მნიშვნელობა შესძინა საზოგადოებისთვის პრიორიტეტულ საკითხებთან
დაკავშირებით, კომიტეტში ანალიტიკური და კვლევითი სამუშაოების ჩატარების
პრაქტიკას. აქედან გამომდინარე კომიტეტთან წლებია შექმნილია სამეცნიეროსაკონსულტაციო საბჭო. მასში უზრუნველყოფილია ექსპერტებისა და დარგის
სპეციალისტების ფართო წარმომადგენლობა და კომიტეტი თანამშრომლობს საბჭოსთან
კანონშემოქმედებითი თუ საკონტროლო უფლებამოსილებების განხორციელებისას.
17