საქართველოს პარალმენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარალმენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში
- საქართველოს პარალმენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში (ეს პროექტი) ანგარიში
- საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-15
ბიუროს ნომერი 120
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-1674/22
14-02-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარალმენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ
საქართველოს პარალმენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის მიერ 2021 წლის პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიშს.
დანართი: 63 ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის
სარჩევი
1.
ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ ..................................................... 3
1.1 კომიტეტის წევრები ............................................................................... 3
1.2 კომიტეტის მიზანი ................................................................................ 4
2.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომიტეტის საქმიანობის მოკლე აღწერა ........ 5
3.
კანონშემოქმედებითი საქმიანობა................................................................ 7
3.1 ინიცირებული კანონპროექტები ................................................................ 7
3.2 განხილული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებზედაც
კომიტეტი წამყვანი იყო ............................................................................ 13
3.3 განხილული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებზედაც
კომიტეტი სავალდებულო იყო .................................................................... 13
3.4 განხილული საერთაშორისო ხელშეკრულებები .......................................... 22
3.5 საკანონმდებლო წინადადებები .............................................................. 24
3.6 პეტიციები ......................................................................................... 25
3.7 თანამდებობის პირთა არჩევა.................................................................. 29
3.8 სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოები .................................................... 31
4.
საზედამხედველო საქმიანობა .................................................................. 31
4.1 ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლი და ანგარიშების მოსმენა32
4.2 ბიუჯეტის შესრულების ანგარიში............................................................ 35
4.3 თემატური მოკვლევები ........................................................................ 40
4.4 სამუშაო შეხვედრები კომიტეტის საკოორდინაციო სფეროებში შემავალ საკითხებზე45
5.
საზოგადოებასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობა ..................... 54
5.1 კომიტეტი სოციალურ ქსელში და საზოგადოებასთან კომუნიკაცია .................. 54
5.2 საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ..................................... 54
5.3 საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგი.............................................. 55
6.
მიღებული წერილები და განცხადებები...................................................... 56
7.
საერთაშორისო თანამშრომლობა .............................................................. 57
2 |გ ვ ე რ დ ი
1. ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ
1.1 კომიტეტის წევრები
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტი 2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით შედგება 15 წევრისაგან:
კომიტეტის თავმჯდომარე - დავით სონღულაშვილი;
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ეკა სეფაშვილი;
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - გოჩა ენუქიძე;
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - გელა მიქაძე;
კომიტეტის წევრი - ელგუჯა გოცირიძე;
კომიტეტის წევრი - ისკო დასენი;
კომიტეტის წევრი - ვასილ ჩიგოგიძე;
კომიტეტის წევრი - ბექა ლილუაშვილი;
კომიტეტის წევრი - ლევან მგალობლიშვილი;
კომიტეტის წევრი - ალექსანდრე რაქვიაშვილი;
კომიტეტის წევრი - ხათუნა სამნიძე;
კომიტეტის წევრი - გელა სამხარაული;
კომიტეტის წევრი - სულხან სიბაშვილი;
კომიტეტის წევრი - ბეჟან წაქაძე;
კომიტეტის წევრი - ნინო წილოსანი.
3 |გ ვ ე რ დ ი
1.2 კომიტეტის მიზანი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი თავისი კომპეტენციის
ფარგლებში მონაწილეობას იღებს ქვეყნის ეკონომიკური, მათ შორის ეკონომიკის დარგების
პოლიტიკის შემუშავებასა და განსაზღვრაში და შესაბამისობაში მოჰყავს საქართველოს
კანონმდებლობა ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკასთან. კომიტეტის საქმიანობა მოიცავს ყველა
იმ სფეროს, რომელიც უკავშირდება ეკონომიკას ან პირდაპირ გავლენას ახდენს ქვეყნის
ეკონომიკურ პოლიტიკაზე.
უფრო
დეტალურად,
კომიტეტი
საკანონმდებლო
და
საზედამხედველო
ფუნქციის
შესრულებისას გამოყოფდა საქმიანობის შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებს:
სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს უზრუნველყოფა;
ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისაკენ მიმართული
ეკონომიკური პოლიტიკის
შემუშავების და გატარების ხელშეწყობა;
მეწარმეობისა და ინვესტიციების მოზიდვისათვის ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს
შექმნა;
თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის
კონკურენციის უზრუნველყოფა;
საგარეო სავაჭრო ურთიერთობების განვითარება და ექსპორტის დივერსიფიცირება;
პანდემიით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შემცირება და სწრაფი
პრინციპების
დაცვა
და
თავისუფალი
ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობა;
ტურიზმის სექტორის განვითარება;
სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის დაძლევა;
საექსპორტო პოტენციალის გაზრდა;
ინვესტორთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა;
საქართველოსა
და
ევროკავშირს
შორის
გაფორმებული
ასოცირების
შესახებ
შეთანხმების და მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო
სივრცის შესახებ შეთახმების წარმატებული იმპლემენტაცია;
სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაცია, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების სისტემის
ეფექტიანობის გაზრდა, ფისკალური რისკების შემცირება, სახელმწიფო საწარმოების
მართვა;
კაპიტალის ბაზრის განვითარება;
ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორების პერიოდული ანალიზი და ლარის
კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობა
პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან ერთად კომპეტენციის ფარგლებში;
ენერგეტიკის სექტორის რეფორმის განხორციელება;
სამშენებლო სექტორის მარეგულირებელ კანონმდებლობაზე მუშაობა;
სატრანსპორტო პოლიტიკის წარმართვა;
საჯარო და კერძო თანამშრომლობის განვითარება;
ოფიციალური სტატისტიკის განვითარების ხელშეწყობა.
4 |გ ვ ე რ დ ი
2. საანგარიშო
პერიოდის
განმავლობაში
კომიტეტის
საქმიანობის მოკლე აღწერა
2021 წლის განმავლობაში, საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიების პერიოდში, კომიტეტი
აქტიურად მონაწილეობდა კანონშემოქმედებით და საზედამხედველო საქმიანობაში.
კომიტეტის საქმიანობა შეეხო შემდეგ სფეროებსა და საკითხებს: ენერგეტიკა, კონკურენცია,
ვაჭრობა, ქვეყნის სივრცის დაგეგმარება, სატრანსპორტო პოლიტიკა, სახელმწიფო ქონება,
ბიზნესის ხელშეწყობა, აზარტული თამაშობების რეგულაცია და სხვა.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა
განიხილა
182
კანონის პროექტი (გამომდინარე
კანონპროექტების ჩათვლით), რომელთაგან 35 კანონპროექტზე კომიტეტი იყო წამყვანი,
ხოლო 147 კანონპროექტზე კომიტეტის დასკვნა სავალდებულო იყო.
კომიტეტმა შეისწავლა საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის შემოსული 24
საერთაშორისო ხელშეკრულება, მათ შორის 2 საერთაშორისო ხელშეკრულებაზე კომიტეტი
იყო წამყვანი. კომიტეტმა ასევე, განიხილა 7 საკანონმდებლო წინადადება და ერთი პეტიცია.
აღნიშნულ პერიოდში გაიმართა 39 კომიტეტის სხდომა.
კომიტეტმა განიხილა საზედამხედველო სფეროში შემავალი უწყებების ანგარიშები და
ქვეყანაში არსებული პრობლემური საკითხების მდგომარეობა, მათ შორის აღსანიშნავია,
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისიის
2020
წლის
საქმიანობის
მომხმარებელთა
ანგარიში,
ინტერესების
ენერგეტიკისა
საზოგადოებრივი
და
წყალმომარაგების
დამცველის
2020
სექტორში
წლის
ანგარიში,
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის წლიური ანგარიში,
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 და 2020 წლების საქმიანობის
ანგარიშები
და
სხვა.
წარმოდგენილ
ანგარიშებთან
დაკავშირებით
კომიტეტმა
აღმასრულებელი ხელისუფლების სათანადო უწყებებისა და ეროვნული მარეგულირებელი
ორგანოების მიმართ გასცა შესაბამისი რეკომენდაციები.
კომიტეტმა
განიხილა
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს
მიერ
წარმოდგენილი
„საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი,
საქართველოს მთავრობის მოხსენება - „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ და საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“.
საანგარიშო პერიოდში, კომიტეტმა განიხილა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის წევრების, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის წევრის და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების არჩევის
საკითხები,
ასევე,
ღარიბაშვილის
საქართველოს
მიერ
პრემიერ-მინისტრობის
საქართველოს
პარლამენტში
კანდიდატის
ნდობის
-
ირაკლი
გამოსაცხადებლად
წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა დაიწყო 6 თემატური მოკვლევა, რომლებიც ეხება მცირე და
5 |გ ვ ე რ დ ი
საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, მეწარმეობის განვითარებას, განახლებად ენერგიას,
თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ტურიზმს.
მომზადდა „განახლებადი ენერგიის განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით“ და „მცირე
და საშუალო ბიზნესის ძირითადი გამოწვევები და ხელშეწყობის მექანიზმები კრიზისულ და
პოსტ
კრიზისულ
პერიოდში“
თემატური
მოკვლევების
დასკვნები
და
წარედგინა
საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
კომიტეტის ინიციატივით და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართა 3
საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, მსუბუქი მრეწველობის სექტორის და
გაზიარებული ინტელექტუალური სერვისების განვითარება.
კომიტეტმა
საერთაშორისო
ორგანიზაციების
მხადაჭერით
შეიმუშავა
დარგობრივი
ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა,
კომიტეტის 2021-2024 წლების საკომუნიკაციო სტრატეგია და კომიტეტის 2021-2024 წლების
სტრატეგია.
კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე,
არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე კომიტეტში შემოვიდა 408 ორგანიზაციის
წერილი და მოქალაქის განცხადება, რომლებზედაც კომიტეტმა დროული რეაგირება
უზრუნველყო.
დიაგრამა 1. სტატისტიკური მონაცემები საანგარიშო
პერიოდში განხილული დოკუმენტების შესახებ
პეტიცია
1
თემატური მოკვლევა
6
თანამდებობის პირების დანიშვნაზე თანხმობა
7
ანგარიში
16
საკანონმდებლო წინადადება
7
საერთაშორისო ხელშეკრულება
24
კანონის პროექტი(სავალდებულო)
147
კანონის პროექტი (წამყვანი)
35
0
20
40
60
80
100
120
140
160
6 |გ ვ ე რ დ ი
3. კანონშემოქმედებითი საქმიანობა
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტი შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისათვის ამზადებს
კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს; ასევე,
მონაწილეობს
პარლამენტისთვის
წარდგენილი
კანონპროექტების
ან
სხვა
აქტების
პროექტების განხილვა-დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და სხვა.
3.1 კომიტეტის და კომიტეტის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტები
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და გამომდინარე
კანონპროექტები (№07-3/29; 09.02.2021)
საკანონმდებლო პაკეტის მიღების შედეგად აღმოიფხვრა „მეწარმეთა შესახებ“ მოქმედ კანონში
არსებული ხარვეზები, რაც ემსახურებოდა:
კანონის როლისა და დანიშნულების გაძლიერებას;
საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას;
შიდა კორპორატიული ურთიერთობების უფრო დეტალურ მოწესრიგებას;
სამეწარმეო თავისუფლების ხელშეწყობასთან ერთად, ამ სფეროში გამჭვირვალობის
ზრდას.
გარდა ამისა, ახალი კანონის შემუშავებით შესრულდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის
გაფორმებული ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის მოთხოვნები და
კანონმდებლობაში განხორციელდა 6 დირექტივის იმპლემენტაცია.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას მეწარმეობის განვითარება და
ხელშეწყობა წარმოადგენს, გარდა ამისა კომიტეტში არაერთი წერილი თუ პოზიცია
შემოვიდა, შესაბამისად კანონპროექტის საკომიტეტო განხილვებამდე გაიმართა საჯარო და
კერძო სექტორებს შორის დიალოგიშეხვედრის მიზანს ისეთი საკანონმდებლო ბაზის
შემუშავება
წარმოადგენდა,
რომელიც
მიიღებდა
კონსოლიდირებულ
ხასიათს
და
გაჯერებული იქნებოდა უფრო მობილური და მოქნილი მექანიზმებით.
საკანონმდებლო ინიციატივა მიღებულ იქნა 2021 წლის 2 აგვისტოს.
საქართველოს კანონის პროექტი „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/62; 25.05.2021)
საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის და კომიტეტის
წევრების: ისკო დასენის, ლევან მგალობლიშვილის, გოჩა ენუქიძის, ბეჟან წაქაძის, ვასილ
ჩიგოგიძისა და ელგუჯა გოცირიძის მიერ ინიცირებულ იქნა საქართველოს კანონის პროექტი
7 |გ ვ ე რ დ ი
„შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (№07-3/62; 25.05.2021).
წარმოდგენილი კანონპროექტით ხდება შენობების და საინჟინრო-ტექნიკური სისტემების
ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ამოქმედების გადავადება 2022 წლის 30
ივნისამდე ნაცვლად 2021 წლის 30 ივნისისა.
აღნიშნული განაპირობა კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეულმა სირთულეებმა, რის გამოც ვერ
მოხერხდა მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოებში (მუნიციპალიტეტები და სსიპ
„ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო“) სათანადო კადრების მომზადება,
რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების
ადმინისტრირება
მშენებლობის
ნებართვის
გაცემის
პროცესში.
დამატებით
დროს
საჭიროებდა აგრეთვე კადრების გადამზადებისთვის შესაბამისი საკონსულტაციო კომპანიის
ტენდერის მეშვეობით შერჩევა.
კანონპროექტი გამარტივებული წესით, ერთი მოსმენით მიღებულ იქნა 2021 წლის 6
ოქტომბერს. (დოკუმენტის ნომერი - 626-IVმს-Xმპ).
საქართველოს კანონის პროექტი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/63; 25.05.2021)
საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის და კომიტეტის
წევრების: ისკო დასენის, ლევან მგალობლიშვილის, გოჩა ენუქიძის, ბეჟან წაქაძის, ვასილ
ჩიგოგიძის, ნინო წილოსანის მიერ ინიცირებულ იქნა საქართველოს კანონის პროექტი
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (№07-3/63; 25.05.2021).
კანონის პროექტის მიღების შედეგად:
გამოირიცხა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების“ შესახებ საქართველოს კანონის
მოქმედების
სფეროდან
დამტენი
პუნქტების/სადგურების
მეშვეობით
ელექტროტრანსპორტის
დატენვის
მიზნით
ელექტროენერგიის
რეალიზაციის
საქმიანობა;
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ
კომისიას დაეკისრება ვალდებულება დაადგინოს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი
გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის მარეგულირებელი წესებისა და
პირობები აგრეთვე, დაწესდა ჯარიმა ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესებით
განსაზღვრულ ბაზარზე მანიპულაციის, ბაზარზე მანიპულაციის მცდელობის ან/და
შიდა ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობის შემთხვევაში.
განიმარტა და დაზუსტდა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ორგანიზებული
ბაზრისა და ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის ცნებები და დაზუსტდა
წყალმომარაგების საქმიანობის სფეროში ლიცენზიის მოსაპოვებლად მაძიებლის
მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების სია;
8 |გ ვ ე რ დ ი
გამარტივდა დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ავტორიზაციის
პროცესი;
დაზუსტდა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მარეგულირებელი ნორმები.
კომისიას მიენიჭა უფლებამოსილება ჩაატაროს კომისიის სხდომები დისტანციურად,
კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. დააფუძნოს სასწავლოკვლევითი ცენტრი;
საკანონმდებლო ინიციატივა არაერთხელ განიხილა კომიტეტთან არსებულმა ენერგეტიკის
საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭომ. განხილვებში საბჭოს წევრების
გარდა მონაწილეობას იღებდნენ ბაზარზე არსებული კომპანიები, რომელთა პოზიციების
მოსმენის შედეგად, უმეტესი მათგანი აისახა კანონის პროექტის ტექსტში.
საკანონმდებლო ინიციატივა მიღებულ იქნა 2021 წლის 22 დეკემბერს.
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (№07-3/124; 24.11.2021)
საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის და კომიტეტის
წევრების: ნინო წილოსანის, ეკა სეფაშვილის, ისკო დასენის, ელგუჯა გოცირიძის, გოჩა
ენუქიძისა და ბეჟან წაქაძის მიერ ინიცირებულ იქნა საქართველოს კანონის პროექტი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/124;
24.11.2021).
კანონპროექტით
გადავადდა
სავაჭრო ადგილების
საკონტროლო-სალარო
აღჭურვის ვალდებულება
აპარატებით
არასტაციონარული
და ნაცვლად 2022 წლის 1 იანვრისა
განისაზღვრა 2023 წლის 1 იანვარი.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რეგულაცია
საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2017
წელს მიღებული ცვლილების თანახმად განისაზღვრა. თუმცა, ვინაიდან, რეგულაციების
ამოქმედება მთელ რიგ პრობლემებთან იყო დაკავშირებული და ის
ძირითად გავლენას
რიგით მოვაჭრეებზე ახდენდა, კოდექსით დადგენილ ვადაში არაერთხელ განხორციელდა
ცვლილება, მათ შორის 2019 წელს, რომლის თანახმად
რეგულაციის ამოქმედების ვადად
დადგენილ იქნა 2022 წლის 1 იანვარი.
ქვეყანაში შექმნილმა კოვიდ-პანდემიამ გამოიწვია ბაზრობების ხანგრძლივი დაკეტვა, რის
გამოც,
მოვაჭრეთა უმრავლესობას, საკმაოდ მწირი შემოსავალი გააჩნია და იმყოფება
სიღარიბის
ზღვარზე,
შესაბამისად,
მიღებული
იქნა
გადაწყვეტილება
აღნიშნული
საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესაბამისი
ცვლილების მიღება, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნება სამუშაო ადგილების
შენარჩუნება და სოციალური ვითარების გაუარესების საფრთხის თავიდან აცილება.
ვინაიდან,
კანონპროექტი
გამარტივებული
წესით
იქნა
განხილული,
საქართველოს
პარლამენტმა აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა 22 დეკემბერს ერთი მოსმენით მიიღო.
9 |გ ვ ე რ დ ი
საქართველოს კანონის პროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების
მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და თანმდევი
კანონპროექტები (N 07-3/137; 08.12.2021)
საანგარიშო
პერიოდში,
კომიტეტის
თავმჯდომარის
დავით
სონღულაშვილის
და
პარლამენტის წევრების: ლევან მგალობლიშვილის, გელა სამხარაულის, გოჩა ენუქიძის, ბეჟან
წაქაძის, ელგუჯა გოცირიძისა და ირაკლი (დაჩი) ბერაიას მიერ ინიცირებულ იქნა
საქართველოს კანონის პროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების
მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და თანმდევი
კანონპროექტები (N 07-3/137; 08.12.2021).
კანონის პროექტის შემუშავების აუცილებლობა განაპირობა სათამაშო ბიზნესის სფეროში
საზოგადოების მაღალმა საჯარო ინტერესმა, რის საფუძველზეც საჭირო გახდა ქმედითი და
გამართული სამართლებრივი ნორმების შემუშავება, ვინაიდან მოქმედ კანონმდებლობაში
აზარტული და მომგებიანი თამაშობებში მონაწილეობის მიღებისთვის არ არსებობდა
თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა დაცვის ეფექტური მექანიზმები და კანონმდებლობა არ
განსაზღვრავდა იმ პირთა წრეს, რომელთაც აკრძალული უნდა ჰქონოდათ აზარტულ ან/და
მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის მიღების უფლება.
წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიღების შედეგად:
გაიზარდა აზარტულ თამაშებში მონაწილეთათვის ასაკობრივი ზღვარი;
დამკვიდრდა დამოკიდებულ და აკრძალულ პირთა ცნებები, შეიქმნა მათთვის
რეესტრი (სია) და განისაზღვრა დამოკიდებულ პირთა რეესტრის წარმოების წესი
(მონაცემების შეტანა, ვადა);
განისაზღვრა აკრძალულ პირთა წრე, კერძოდ, საბიუჯეტო ორგანიზაციებში, “საჯარო
სამსახურის
შესახებ“
მარეგულირებელ
საქართველოს
ორგანოებში,
კანონით
ეროვნულ
გათვალისწინებულ
ბანკში
დასაქმებულ
პირებს,
პირებს
და
სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ
ოჯახის წევრებს აეკრძალათ აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის
მიღება;
დაკონკრეტდა შემოსავლების სამსახურის ვალდებულება თუ რა შემთხვევაში უნდა
გასცეს დამოკიდებულ პირთა სიაში და აკრძალულ პირთა სიაში შეტანილი პირის
შესახებ პერსონალური მონაცემები;
აიკრძალა
მოთამაშის
მიერ
სხვა
მოთამაშის
სათამაშო
ანგარიშებზე
თანხის
გადარიცხვა/გადატანა.
შესაბამისად, განხორციელდა ცვლილებები გამომდინარე კანონების პროექტებში, რის
საფუძველზეც
აიკრძალა
აზარტული
და
მომგებიანი
თამაშობების
მოწყობის
ორგანიზატორების შესახებ რეკლამა.
საკანონმდებლო პაკეტი წარმოდგენილი იყო დაჩქარებული წესით და იგი მიღებულ იქნა 2021
წლის 22 დეკემბერს.
10 |გ ვ ე რ დ ი
საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/82; 16.06.2021)
საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის და კომიტეტის
წევრების: ლევან მგალობლიშვილის, ელგუჯა გოცირიძის, ბეჟან წაქაძისა და ისკო დასენის
მიერ ინიცირებულ იქნა საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/82; 16.06.2021).
კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე 2020 – 2021 წლებში დაწესებულმა შეზღუდვებმა
კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააყენა რადიოსამაუწყებლო ბაზარი, რაც უარყოფითად
აისახა რადიომაუწყებლების შემოსავლებზე. შესაბამისად, წარმოდგენილი საკანონმდებლო
ინიციატივა
ეხებოდა
რადიომაუწყებლებისთვის
უსასყიდლოდ,
ერთჯერადად
ავტომატურად ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებას, 2026 წლის 31 დეკემბრამდე,
რომლიც მიღებითაც ხელს შეეწყო დღეის მდგომარეობით არსებული რადიომაუწყებლების
საქმიანობის უწყვეტად გაგრძელებას და ქვეყნის მასშტაბით უწყვეტი რადიომაუწყებლობის
განხორციელებას.
საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/145; 15.12.2021)
საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ეკა სეფაშვილის
მიერ ინიცირებულ იქნა საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/145; 15.12.2021).
კანონპროექტის მიზანია შეიქმნას
სამართლებრივი საფუძველი სსიპ „საზოგადოებრივი
მაუწყებლისთვის“
საკუთრებაში
სახელმწიფოს
ცვლილება უზრუნველყოფს ს
უძრავი
ქონება,
რომელზეც
არსებული
ქონების
გადაცემისათვის.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სარგებლობაში არსებული
მიმდინარეობს
სამშენებლო-სარემონტო
სამუშაოები,
კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრებაში გადაეცეს მაუწყებელს.
კანონპროექტი განხილულ იქნა დაჩაქრებული წესით და მიღებულია საქართველოს
პარლამენტის მიერ.
საქართველოს კანონის პროექტი „ტურისტული საქმიანობის შესახებ“
(კერძო სექტორთან, ასოციაციებთან და დარგის სხვა მონაწილეებთან სამუშაო
შეხვედრები კანონის პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით)
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტი, 2021 წლის 16 თებერვალს დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად,
მუშაობს ტურიზმის დარგის მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფაზე. აღნიშნულ
11 |გ ვ ე რ დ ი
საქმიანობას კომიტეტი ახორციელებს USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის
მხარდაჭერითა და საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსთან თანამშრომლობით.
შესაბამისად, კომიტეტში მიმდინარეობს თემატური ჯგუფების სამუშაო შეხვედრები
„ტურისტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებულ
სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტრის წარმადგენლებთან.
აღნიშნული თემატური ჯგუფების სამუშაო შეხვედრების მთავარი მიზანია, გაანალიზოს
საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები და წარმოაჩინოს გზები დარგის
განვითარების რეალისტურობისა და ეფექტიანობის ზრდისთვის.
სამუშაო შეხვედრებზე ტურიზმის ქვესექტორების მიხედვით დაყოფილ მიზნობრივ
ჯგუფებში, ძირითად განსახილველ საკითხებს განეკუთვნება:
-
ძირითადი ტერმინები და განმარტებები;
-
ტურიზმის კერძო სეტორებისა და სახელმწიფოს ურთიერთობები;
-
დარგის ქვესექტორებში მომსახურების ხარისხი და კომპეტენციები;
-
მომსახურების სტანდარტიზაცია და სერტიფიცირება;
-
ტურისტულო კომპანიების დაზღვევა და გარანტიები;
საერთაშორისო კომპანიების რეგისტრაციის ფორმები და საგადასახადოსთან მათი
ურთიერთობა;
-
ტურისტულ კომპანიებში დასაქმებული კადრების კვალიფიკაციისა და ტრენინგების
სტანდარტების იდენტიფიცირება;
-
მომხმარებელთა უფლებების დაცვა;
კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და მომხმარებელთათვის სანდო ინფორმაციის
მიწოდება;
-
უსაფრთხოებისა და დაზღვევის აუცილებლობა რისკის შემცველ ტურიზმის სახეობებში;
-
გიდების სერტიფიცირება და კატეგორიზაცია;
-
განთავსებისა და კვების ობიექტების კლასიფიკაცია და სტანდარტიზაცია;
-
ავთენტური განთავსების ობიექტების საგადასახადო შეღავათები;
უსაფრთხოების სტანდარტები და ნორმები - სურსათის უვნებლობის, სახანძრო
უსაფრთხოების, ვირუსების და ბაქტერიების გავრცელების პრევენციის, შრომის
უსაფრთხოების, ტექნიკური უსაფრთხოების რეგლამენტები და ა.შ.
კომიტეტი გააგრძელებს კანონპროექტის შემუშავებაზე მუშაობას 2022 წლის საგაზაფხულო
სესიის პერიოდშიც.
12 |გ ვ ე რ დ ი
3.2
განხილული
მნიშვნელოვანი
საკანონმდებლო
ინიციატივები,
რომლებზედაც კომიტეტი წამყვანი იყო
საქართველოს კანონების პროექტები: „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ტრანსპორტის სფეროს
მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (N07-2/82; 21.10.2021)
კანონპროექტი შეეხება საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლისათვის აუცილებელი
კვოტების გაცვლის პირობებს.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში, კანონპროექტის მიღებამდე არ არსებობდა სატვირთო
გადაზიდვებთან დაკავშირებული ნებართვების განაწილება/გაცემის წესი და შესაბამისად
სააგენტო, ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის პროცესში მუდმივად
აწყდება პრობლემას, რომელიც გამოწვეულია გადამზიდველების მხრიდან გამოხატული
უკმაყოფილებით ნებართვების არასაკმარისი რაოდენობისა და მათი არასამართლიანი
განაწილების გამო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, მნიშვნელოვანია
დადგენილი კვოტების ფარგლებში არსებობდეს გაცვლილი საერთაშორისო საავტომობილო
სატვირთო გადაზიდვის ნებართვის გაცემის, გაცემაზე უარის თქმის წესი, რომელიც
ნებართვების
შეზღუდული
რაოდენობის
პირობებში
უზრუნველყოფს
პროცესის
მოწესრიგებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე კანონპროექტით ხდება ამ
მნიშვნელოვანი გარემოების ასახვა. „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების
შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით
კანონპროექტით სახმელეთო ტრანსპორტის დარგის მარეგულირებელი ნორმატიული
აქტების გამოცემის უფლებამოსილება მიენიჭა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს
დირექტორს.
აღნიშნული შესაძლებლობა მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება სააგენტოს დონეზე ისეთი
საკითხის მოსაწესრიგებლად როგორიცაა - საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო
გადაზიდვის
ნებართვის
(რომელიც
მიღებულია
საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულებების საფუძველზე ან/და პარტნიორ ქვეყნებთან შეთანხმებით დადგენილი
კვოტების ფარგლებში) საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველზე გაცემა, რომელიც
შეზღუდული რაოდენობის პირობებში საჭიროებს ნორმატიულ მოწესრიგებას.
13 |გ ვ ე რ დ ი
საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/33; 22.03.2021)
ახალი კორონავირუსის (COVID19) პანდემიიდან გამომდინარე, გართულდა ან შეუძლებელი
გახდა იმ პირობების შესრულება რომელიც დეკისრათ პირებს სახელმწიფო ქონების
საპრივატიზებისას, საკუთრებაში გადაცემისას, მართვის უფლებით გადაცემისას, და
სარგებლობაში გადაცემისას შესაბამისად, გამოიკვეთა
აღნიშნული პირების მიმართ
სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ღონისძიების გატარების საჭიროება. კანონპროექტით
დადგენილი რეგულაცია
გახდება საფუძველი,
გადაიხედოს/შემსუბუქდეს
სახელმწიფო
არესბული გარემოების გათვალისწინებით
ქონების
საპრივატიზებო/საკუთრებაში
გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობი.
საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის
შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების
შესახებ“, „ამნისტიის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტს
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/36; 24.02.2021)
წარმოდგენილი
კანონპროექტების
მიზანია
ქალაქ
თბილისის
მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ საზღვრებში უნებართვოდ ან სანებართვო პირობების დარღვევით
ნაწარმოები მშენებლობების დარეგულირება. საკანონმდებლო პაკეტი აწესებს სანებართვო
პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებით წესს.
კანონპროექტის თანახმად, ექსპლუატაციაში მიღება შეეხება ყველა იმ ობიექტს, რომლებზეც
მშენებლობის ნებართვა გაცემულია 2020 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით და მშენებლობა
დამთავრებულია. გარდა ამისა, ის სამართალდამრღვევი სუბიექტები,
გავრცელდება
კანონის
მოქმედება,
თავისუფლდებიან
ყველა
რომლებზეც
შესაბამისი
დაკისრებული/დასაკისრებელი პასუხისმგებლობისაგან.
ამავდროულად,
კანონპროექტი
ამკაცრებს
შემდგომში
ჩადენილ
იგივე
სამართალდარღვევებზე სანქციებს. კერძოდ, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად მშენებლობის შეჩერების შესახებ
დადგენილების
შეუსრულებლობისთვის
ადმინისტრაციულსახდელდადებული
პირი
ისჯება ჯარიმით ან 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. ხოლო იურიდიული პირი
ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.
ასევე, კანონპროექტით იკრძალება ობიექტის საცხოვრებელი ან სხვა დანიშნულებით
ფუნქციონირება მის
ექსპლუატაციაში მიღებამდე. ასევე, ლიცენზიანტებს ეკრძალებათ
14 |გ ვ ე რ დ ი
ობიექტების ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით მომარაგება მანამ, სანამ არ მოხდება
მათი ექსპლუატაციაში მიღება. ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის მიწოდება დასაშვები
იქნება მხოლოდ სამშენებლო საქმიანობის მიზნებისათვის.
აღნიშნულ კანონპროექტზე სამუშაო პროცესის დროს კომიტეტის მხრიდან განხილული იქნა
სამშენებლო კომპანიების, დარგის ექსპერტების, ბიზნეს ასოციაციის, საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისის და ყველა
დაინტერესებული მხარის მიერ მოწოდებული შენიშვნები და მოსაზრებები. შედგა არაერთი
შეხვედრა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან, სადაც განიხილებოდა სამსჯელო
საკითხების ალტერნატიული ფორმულირებები.
კანონპროექტი სამი მოსმენით მიღებულ იქნა 2021 წლის 12 ივლისს. (დოკუმენტის ნომერი 722-Vრს-Xმპ)
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ“
(№07-3/47; 28.04.2021)
წარმოდგენილი კანონპროექტით, მშენებლობის ცალკეული ეტაპების დამთავრების თაობაზე
შედგენილი
საეტაპო
ოქმის
წარდგენის
ვალდებულებისგან
თავისუფლდება
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის მფლობელი.
გარდა ამისა, კანონპროექტით, ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის
გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან პირები, რომელთაც პასუხისმგებლობა
დაეკისრათ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლზე საეტაპო ოქმის წარმოუდგენლობის გამო.
პასუხისმგებლობისაგან
ასევე
თავისუფლდებიან
ის
სამართალდამრღვევი
პირები,
რომელთაც მიმართ ჯერ არ არის დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის
წარმოება ან სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია, მაგრამ არ არის
მიღებული დადგენილება.
კიდევ ერთი სიახლე, რომელსაც გვთავაზობს კანონპროექტი, არის დროებითი წესი, რომლის
თანახმადაც, 2022 წლის 1 იანვრამდე სამართალდამრღვევ სუბიექტს არ დაეკისრება
პასუხისმგებლობა შენობა-ნაგებობების მშენებლობისას საეტაპო ოქმის დადგენილი წესით
წარუდგენლობისათვის. ხოლო ის სუბიექტები, რომელსაც აღნიშნული დროებითი წესის
ამოქმედებამდე დაეკისრა უკვე პასუხისმგებლობა, მაგრამ ჯარიმის/საურავის თანხა არ აქვს
გადახდილი ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ, გათავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან.
აღნიშნულ კანონპროექტზე სამუშაო პროცესის დროს კომიტეტის მხრიდან განხილული იქნა
დარგის ექსპერტების და ყველა დაინტერესებული მხარის მიერ მოწოდებული შენიშვნები და
მოსაზრებები.
კანონპროექტი სამი მოსმენით მიღებულ იქნა 2021 წლის 2 ნოემბერდ (დოკუმენტის ნომერი 964-VIმს-Xმპ)
15 |გ ვ ე რ დ ი
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ
(07-3/10; 23.12.2020)
წარმოდგენილი
კანონპროექტით,
პასუხისმგებლობისაგან
თავისუფლდებიან
ის
სამართალდამრღვევი სუბიექტები, რომლებმაც საზოგადოებრივ ან/და მის მომიჯნავე
ტერიტორიაზე მშენებლობის შეტყობინების ან მშენებლობის ნებართვის გარეშე განათავსეს
დროებითი შენობა-ნაგებობი − ჯიხურები.
აგრეთვე,
ზემოაღნიშნული
დარღვევის
პასუხისმგებლობისაგან
თავისუფლდება
ის
სამართალდამრღვევი სუბიექტიც, რომლის მიმართ ჯერ არ არის დაწყებული სამშენებლო
სამართალდარღვევის საქმის წარმოება ან სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება
დაწყებულია, მაგრამ არ არის გამოტანილი დადგენილება.
კანონპროექტის თანახმად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო, პირველ
შემთხვევაში - ძალადაკარგულად აცხადებს დადგენილებას ჯარიმის ან/და საურავის
დაკისრების შესახებ, ხოლო მეორე შემთხვევაში - იღებს დადგენილებას დაწყებული
სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
კანონპროექტი დაჩქარებული წესით, სამივე მოსმენით განხილულ იქნა კომიტეტის მიერ 2021
წლის 5 იანვარს. (N 81-IIრს-Xმპ)
საქართველოს კანონის პროექტი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/99; 01.12.2021)
კანონის პროექტი, ითვალისწინებდა ბუნებრივი გაზის სექტორში სისტემების ოპერატორების
(გადაცემის
და
განაწილების
სისტემის
ოპერატორების)
დამოუკიდებლობისა
და
განცალკევების (ე.წ. „unbundling“) მოთხოვნების სათანადოდ განხორციელებისთვის, ასევე,
ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლისა და საჯარო მომსახურების გამწევი საწარმოების
ავტორიზაციისთვის კანონით დადგენილი ვადების გახანგრძლივებას 6 თვით - 2022 წლის 1
ივლისამდე (ნაცვლად 2021 წლის 31 დეკემბრისა).
კანონის პროექტი გამარტივებული წესით მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ.
საქართველოს კანონების პროექტები: „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მოსაკრებლების სისტემის
საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საბიუჯეტო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07- 3/136;
08.12.2021)
კანონპროექტის მიზანია სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული მოსაკრებლებისა და
16 |გ ვ ე რ დ ი
გადასახდელის იმგვარი მოწესრიგება, რათა არ მოხდეს აღნიშნული ინდუსტრიის
განვითარების დაბრკოლება. პროექტით იცვლება ლატარიის გადასახდელის დაანგარიშების
წესი და იგი ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების ნაცვლად
უკავშირდება ლატარიის ერთობლივ შემოსავალს, რომელიც წარმოადგენს სხვაობას
ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის.
კანონპროექტის შედეგად, ლატარიის ორგანიზატორის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში
გადასახდელი მოსაკრებელი დაკავშირებული იქნება არა ბილეთების რეალიზაციის ჯამურ
ღირებულებასთან,
არამედ
ლატარიის
ერთობლივ
შემოსავალთან,
რაც
ლატარიის
ორგანიზატორს მისცემს ბრუნვის გაზრდის, გამართული ფუნქციონირებასა და განვითარების
შესაძლებლობას.
კანონის პროექტი მიღებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2021 წლის 22 დეკემბერს.
3.3
განხილული
მნიშვნელოვანი
საკანონმდებლო
ინიციატივები,
რომლებზედაც კომიტეტი სავალდებულო იყო
საქართველოს კანონების პროექტები: „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/49; 02.06.2021)
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების თანახმად, ყურძნისეული
წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის მწარმოებელ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ
აწარმოონ დარგისათვის ახალი ღვინისეული სასმელი (ღვინის ბაზაზე დამზადებული
ალკოჰოლიანი სასმელი), რაც თავის მხრივ დადებითად აისახება მეღვინეობის განვითარებასა
და ექსპორტის მაჩვენებელზე, ვინაიდან აღნიშნულ პროდუქტზე მაღალი მოთხოვნაა რიგ
იმპორტიორ ქვეყნებში. ზემოაღნიშნული კი ხელს შეუწყობს წარმოების პროდუქტიულობის
გაზრდას, კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარებას და გაზრდის ალკოჰოლიანი სასმელის
ექსპორტის მაჩვენებელს.
2023 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო გახდება და დარეგულირდება საქართველოში
წარმოებული და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელის
სერტიფიცირება, რაც ხელს შეუწყობს ალკოჰოლიანი სასმელის მაქსიმალურ კონტროლსა და
სამომხმარებლო ბაზრის ფალსიფიცირებისგან დაცვას.
17 |გ ვ ე რ დ ი
საქართველოს კანონების პროექტები: ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ატმოსფერული
ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ბირთვული და რადიაციული
უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
„ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/86; 23.06.2021)
კანონპროექტით შემოთავაზებულ ძირითად ცვლილებას წარმოადგენს
სამინისტროს
ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, კერძოდ, სამინისტროს სტრქუტურული ქვედანაყოფის გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული
სააგენტოს
სტრუქტურაში
გადატანა.
დასახელებული
დეპარტამენტი
არსებული
კანონმდებლობით წარმოადგენს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისა და სტრატეგიულ
დოკუმენტებზე დასკვნის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. განმარტებითი ბარათის
თანახმად, ასეთი ცვლილება მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს ყველა აღმასრულებელი რგოლის
დეცენტრალიზება სამინისტროს სისტემაში, ხოლო ცენტრალური აპარატის ძალისხმევა
მიმართული იქნეს უშუალოდ პოლიტიკის შექმნაზე.
გარდა
ამისა,
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ’’ საქართველოს კანონპროექტი ითვალისწინებს გარემოზე
ზემოქმედების
ნებართვის
პირობების
ან
ეკოლოგიური
ექსპერტიზის
დასკვნით
გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას იმ
შემთხვევებისთვის, როცა ამ პირობების დარღვევა იწვევს ატმოსფერულ ჰაერში მავნე
ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის დადგენილი ნორმების გადამეტებას.
ასევე, კანონპროექტს შემოაქვს ახალი სანქციები შემდეგ სამართალდარღვევებზე:
საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის დარღვევით ან მის გარეშე სამშენებლოსარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებაზე;
გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის მოვლა-შენახვის და
სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დადგენილი წესების დარღვევაზე.
კანონპროექტი კომიტეტმა განიხილა 2021 წლის 2 აგვისტოს.
18 |გ ვ ე რ დ ი
საქართველოს კანონის პროექტები: „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“,
საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს ორგანულ კანონში
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და
საქართველოს კანონების პროექტებს: „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს
საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნიადაგების კონსერვაციისა და
ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ (№07-3/43; 07.04.2021)
კანონპროექტი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილისათვის ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის
(შემდგომ - ქარსაფარი ზოლი) სტატუსის მინიჭებასთან, ქარსაფარი ზოლის აღდგენასთან,
გაშენებასთან, აღრიცხვასთან, სარგებლობასა და მართვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ
ურთიერთობებს.
„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე კომიტეტს
გააჩნდა შემდეგი სახის შენიშვნა: კანონპროექტის თანახმად, სპეციალური დანიშნულებით
ჭრების განხორციელების შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება
ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტის შესახებ; თუმცა, მე-15 მუხლი მუნიციპალიტეტებს
ანიჭებს სპეციალური დანიშნულების ჭრების განხორციელების უფლებამოსილებას მარტივი
ადმინისტრაციული წარმოების წესით. აღნიშნული მუხლის ფორმულირებიდან არ იკვეთება
სააგენტოს თანხმობის აუცილებლობა. შესაბამისად, მიზანშეწონილია დაკონკრეტდეს, თუ რა
შემთხვევაში შეუძლია მუნიციპალიტეტს თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება სპეციალური
დანიშნულებით ჭრების განხორციელებაზე სტატუსის შეწყვეტის გარეშე და რა შემთხვევაში
უნდა მიმართოს სააგენტოს. აღნიშნული შენიშვნა გათვალისწინებული და ასახული იქნა
კანონპროექტში.
კანონპროექტი კომიტეტმა განიხილა 2021 წლის 17 მაისს.
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (07-3/111; 05.10.2021)
კოდექსის არსებული რედაქციით დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი
ქონების მიწოდება, თუ მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია 2008 წლის 8
აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებულ ობიექტში ან იმ
ობიექტში, რომელზედაც 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია
(არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის
ნებართვა კი შემდგომ გაიცა;
19 |გ ვ ე რ დ ი
კანონპროექტით
შემოთავაზებული
ცვლილებით,
დღგ-სგან
ჩათვლის
უფლებით
გათავისუფლება შეეხება იმ შემთხვევებსაც, თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნულ ობიექტზე 2008
წლის
8
აგვისტოს
შემდგომ
პერიოდში
შეიცვალა
საპროექტო
დოკუმენტაცია
(არქიტექტურული პროექტი) ან განხორციელდა არსებული შენობის დემონტაჟი და გაიცა
მშენებლობის ახალი ნებართვა.
კანონის მოქმედება გავრცელდება 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ
ურთიერთობებზე.
კანონის პროეტი საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულია.
საქართველოს კანონების პროექტები: „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების
ფლობის შესახებ“, და მისგან გამომდინარე კანონპროექტები (№07-2/75; 16.09.2021)
„დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტის და თანმდევი კანონპროექტების მიზანია ფასიანი ქაღალდების ფლობის
გამართული სამართლებრივი მექანიზმის შემოღება და ფასიანი ქაღალდების ფლობის
სამართლებრივ ჩარჩოში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზების აღმოფხვრა.
აღნიშნული კანონპროექტი აწესრიგებს საქართველოში დემატერიალიზებული ფასიანი
ქაღალდების ფლობასა და მიმოქცევასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის შემთხვევაში აღარაა საჭირო
ფასიანი ქაღალდების მატერიალური ფორმით ფლობა ან მათი რეგისტრაცია, რაც კაპიტალის
ბაზრის სწრაფი განვითარებისა და საბოლოოდ, ეკონომიკური ზრდის წინაპირობაა.
ფასიანი ქაღალდების დემატერიალიზაციის მნიშვნელოვანი უპირატესობები გამოიხატება
ხარჯების, საოპერაციო თუ სამართლებრივი რისკებისა (მათ შორის, მოპარვისა თუ
გაყალბების) და დროის იმ რესურსის შემცირებაში, რაც დაკავშირებულია ფასიანი
ქაღალდების რეგისტრირებული ან მატერიალური ფორმით გამოშვებასთან.
საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
(№07- 2/98; 01.12.2021)
წარმოდგენილი პროექტით ხდება საქართველოს საბაჟო კოდექსში არსებული გარდამავალი
და დასკვნითი დებულებების მარეგულირებელი მუხლებით გათვალისწინებული ვადების
ამოქმედების გადავადება 2022 წლის 1 იანვრიდან - 2023 წლის 1 იანვრამდე.
ამასთანავე,
ცვლილება
შევიდა
საქართველოს
საგადასახადო
კოდექსში,
რომელიც
განპირობებული იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საქართველოს საბაჟო
20 |გ ვ ე რ დ ი
კოდექსის
დებულებების,
ტერმინების
ერთმანეთთან
შესაბამისობაში
მოყვანით
და
ტექნოლოგიური ხასიათის უზუსტობების გასწორების საჭიროებით.
კანონპროექტები მიღებულ იქნა 2021 წლის 17 დეკემბერს.
„საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტი თანდართულ მასალებთან ერთად, დოკუმენტი - „ქვეყნის ძირითადი
მონაცემები და მიმართულებები 2022-2025 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის
მოხსენებას „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების
მიმდინარეობის შესახებ“ (07-2/78; 01.10.2021)
კანონის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ კომიტეტის სხდომაზე,
ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე:
საქართველოში მიმდინარე COVID-19-ის ვაქცინაციასა და ეკონომიკურ აქტივობას შორის
არსებულ და მოსალოდნელ კავშირის გათვალისწინების აუცილებლობაზე; ქვეყნის
ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტში პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების
მოსაზიდად
დამატებითი
ხელშემწყობი/მხარდამჭერი
მექანიზმების
შემუშავების მიზანშეწონილობაზე, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით პრიორიტეტული
სექტორების მიხედვით მითითების და შესაბამისი წლების მიხედვით განახლებული
ინფორმაციის წარმოდგენის აუცილებლობაზე; საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მეწარმეობის განვითარების
კომპონენტში
კიდევ
უფრო
მეტად
დეტალიზაციის
აუცილებლობაზე;
პროგრამაში
„მოსახლეობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების გაუმჯობესება“
ქვეყნის
ზოგიერთ
ბუნებრივი
რეგიონში
გაზის
მოხმარებული
ღირებულების
ელექტროენერგიისა
ნაწილობრივი
და
ანაზღაურების
მოხმარებული
დაკონკრეტების
აუცილებლობის
შესახებ
რეგიონების
მიხედვით;
საქართველოს
რეგიონალური
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებების
მიმდინარე წლის
ფაქტობრივი ათვისების დაბალი მაჩვენებელის ფონზე 2022 წლის გეგმის მნიშვნელოვანი
ზრდის
განმარტების
აუცილებლობის
შესახებ;
ტურიზმის
დარგის
განვითარების
შესაძლებლობებისა და პანდემიის მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით საბიუჯეტო
ასიგნებების დაგეგმვის შესახებ.
კანონპროექტი მიღებულ იქნა 2021 წლის 17 დეკემბერს (№1184-VIმს-Xმპ)
21 |გ ვ ე რ დ ი
3.4 განხილული საერთაშორისო ხელშეკრულებები
საანგარიშო
პერიოდში
რატიფიცირებისათვის
კომიტეტმა
წარმოდგენილი
განიხილა
საქართველოს
საერთაშორისო
პარლამენტში
შეთანხმებები,
რომლებიც
ემსახურება:
ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას - 5 ხელშეკრულება;
ურბანული მომსახურების გაუმჯობესებას - 6 ხელშეკრულება;
ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერას - 2 ხელშეკრულება;
მყარი ნარჩენების მართვის გაუმჯობესებას - 2 ხელშეკრულება;
ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას - 9 ხელშეკრულება (7
სავალდებულო, 2 წამყვანი).
რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და კორეის
რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება (№07-2/26;
18.02.2021)
შეთანხმება შეეხება საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის
საჰაერო მიმოსვლას, რომელიც ემყარება „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“
კონვენციის (ჩიკაგოს კონვენციის) ძირითად პრინციპებს.
აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს მხარეებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას,
თავისუფალი კონკურენციისა და ტურიზმის განვითარებას.
შეერთებისათვის წარმოდგენილი „1957 წლის 30 სექტემბრის „სახიფათო ტვირთების
საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპული შეთანხმების (ADR) 1(ა)
მუხლში, 14(1) მუხლსა და 14(3)(ბ) მუხლში შესწორებების შეტანის შესახებ ოქმი“ (№072/529; 16.10.2020)
შეთანხმების მიზანს წარმოადგენს სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების
უსაფრთხოების გაზრდა. იგი ასევე განსაზღვრავს სახიფათო ტვირთების ჩამონათვალს,
რომლებიც განეკუთვნებიან საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვას, აგრეთვე იმ
განსაკუთრებულ მოთხოვნებს, რომლებიც შეეხება ტრანსპორტირების ოპერაციებს, მძღოლთა
მომზადებას, და ავტოსატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციებს.
22 |გ ვ ე რ დ ი
„საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ
რეგიონ ჰონგ კონგს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან
აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების
აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება (07-2/29; 12.03.2021)
წარმოდგენილი შეთანხმების ძირითად მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო ორმაგი
დაბეგვრის გამორიცხვის მეშვეობით საქონლის და მომსახურების გაცვლის, ასევე კაპიტალის
და ადამიანების გადაადგილების ხელის შეწყობა, გადასახადების გადაუხდელობის და
გადასახადების
გადახდისგან
თავის
არიდების
აღკვეთა.
შეთანხმება
განსაზღვრავს
შემოსავლების აქტიური (შემოსავალი უძრავი ქონებიდან, ეკონომიკური საქმიანობიდან
მიღებული შემოსავალი, დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავალი და სხვა) და
პასიური (დივიდენდები, პროცენტები, როიალტი) სახეობების დაბეგვრის წესს და აგრეთვე
არეგულირებს
ინფორმაციის
გაცვლის
შესახებ
საკითხებს.
(რატიფიცირებულია
-
პარლამენტის დადგენილება, 25 მაისი 2021 წ. №494-IVმს-Xმპ)
„საქართველოსა და იაპონიას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან
აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების
აღკვეთის შესახებ“ კონვენცია (07-2/30; 12.03.2021)
წარმოდგენილი კონვენციის მიზანია საქონლისა და მომსახურების გაცვლის, ადამიანების
გადაადგილების ხელის შეწყობა საერთაშორისო ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვის მეშვეობით,
ასევე კონვენცია ითვალისწინებს გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების
გადახდისგან თავის არიდების აღკვეთას.
(რატიფიცირებულია - პარლამენტის დადგენილება, 25 მაისი 2021 წ. №495-IVმს-Xმპ)
„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას
შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ(2020)“ შეთანხმება (07-2/91; 22.11.2021)
2020 წლის 30 ივლისს გაფორმდა შეთანხმება ფინანსური თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის
(„შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის
მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2019)“), რომლის მიხედვითაც,
გერმანიის მთავრობა შესაძლებლობას აძლევდა საქართველოს მთავრობას, მიეღო ფინანსური
დახმარება
გრანტის
სახით
პროექტისათვის
„ბიომრავალფეროვნება
და
მდგრადი
ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ 18,500,000 ევროს ოდენობით დამატებით
5,237,625.90 ევროს გამოყოფის შესაძლებლობის შესახებ.
(რატიფიცირებულია - 2 დეკემბერი 2021 წ. №1069 -VIმს-Xმპ)
23 |გ ვ ე რ დ ი
2011 წლის 11 ოქტომბრის „საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
მოქმედ NATIXIS-სა და საქართველოს (საქართველოს მთავრობა) სახელით მოქმედ
ფინანსთა სამინისტროს შორის სესხისა და გრანტის ხელშეკრულება (2011 წლის 7
ოქტომბერს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს
(საქართველოს მთავრობა) შორის ხელმოწერილი ფინანსური პროტოკოლის
განხორციელების მიზნით)“ ცვლილების წერილ-შეთანხმების“თაობაზე (N07-2/16;
30.12.2020)
აღნიშნული გრანტისა და სესხის ხელშეკრულების ცვლილება ითვალისწინებს გრანტის
მიზნობრიობის ცვლილებას. გრანტიდან აუთვისებელი 138 410 ევრო გათვალისწინებულ იქნა
სათხილამურო კურორტის მენეჯმენტის სპეციფიკური ტრენინგის დასაფინანსებლად.
3.5 საკანონმდებლო წინადადებები
საანგარიშო პერიოდში, კომიტეტმა განიხილა შემდეგი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო
წინადადებები:
საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N18213/20; 23.06.2020)
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიხედვით „სახელმწიფო ქონების შესახებ“
საქართველოს კანონს ემატება ჩანაწერი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ქონება
უსასყიდლოდ საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს, აგრეთვე საქართველოს ავტოკეფალურ
მართმადიდებელ ეკლესიას „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო
ავტოკეფალურ მართმადიდებელ ეკლესიას შორის“ არსებული კონსტიტუციური შეთანხმების
მე-11 მუხლის უზრუნველსაყოფად.
აღსანიშნავია,
რომ
„სახელმწიფო
ქონების
შესახებ“
საქართველოს
კანონი
უკვე
ითვალისწინებს საქართველოს ავტოკეფალურ მართმადიდებელი ეკლესიისათვის იჯარით
გაუცემელი
სასოფლო-სამეურნეო
უსასყიდლოდ
გადაცემას.
ასევე,
დანიშნულების
მიწის
„საქართველოს
ტყის
ნაკვეთების
საკუთრებაში
კოდექსით“
მთავრობის
გადაწყვეტილებით საქართველოს ტყის ნაწილის გადაცემას. შესაბამისად, კომიტეტმა
საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად ცნო.
24 |გ ვ ე რ დ ი
საკანონმდებლო წინადადება პრივატიზებული ქონების ვინდიკაციასთან დაკავშირებით
(№1-12897/20; 14.09.2020)
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადების
თანახმად,
მიზანშეწონილია,
პრივატიზებული უძრავი ქონებიდან
მასში შეჭრილ
მოქალაქეთა
გამოსახლება და
შემსყიდველთათვის მფლობელობაში გადაცემა მოხდეს სააღსრულებო პოლიციის მიერ,
სასამართლოსადმი ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის გარეშე. ავტორის არგუმენტაციით,
ვინაიდან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთიდან მასში შეჭრილ
მოქალაქეთა გამოსახლებას არ ესაჭიროება სასამართლო, შესაბამისად, ანალოგიური მიდგომა
უნდა გავრცელდეს ქონების სახელმწიფოსგან პრივატიზაციით შემძენ პირებზეც.
სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად
ხელშეშლის აღკვეთა კონსტიტუციასთან შეუსაბამოა, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის
მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ან სხვა
მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ. თუ არ არსებობს სასამართლოს
გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა.
შესაბამისად, სახელმწიფოც არ სარგებლობს რაიმე სახის პრივილეგიით და
არამართლზომიერი მფლობელებისგან უძრავი ნივთის გამოთავისუფლებას ახორციელებს
ზოგადი წესით, სასამართლოსადმი ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის გზით. გარდა
ამისა, განსხვავებული ინსტრუმენტის დანერგვა მესაკუთრეთა მხოლოდ კონკრეტული
კატეგორიისთვის ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებულ თანასწორობის
პრინციპს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,
კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება
უარყოფილად ცნო.
საკანონმდებლო წინადადება „ჰესების მშენებლობისა და ექსპლოატაციის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-1010/21; 03.02.2021)
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადების
მიზანია
ჰიდროელექტროსადგურების
მშენებლობის ხარისხის ამაღლება და ექსპლუატაციაში მიღების წესებში რეფორმების
გატარება.
აქედან
გამომდინარე,
საკანონმდებლო
წინადადება
ახლებურად
ადგენს
ჰიდროელექტროსადგურების პროექტების განხილვის, პრეზენტაციის და ექსპერტიზის
ჩატარების
წესებს;
აგრეთვე
თვითმმართველობის ორგანოების,
კანონპროექტი
არეგულირებს
ჰიდროელექტროსადგურების
ადგილობრივი
ადმინისტრაციის და
ელექტროენერგიის მიმღები კომპანიების ურთიერთობებს; გვთავაზობს, კომპლექსური
ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დაფინანსების წყაროებს;
საკანონმდებლო წინადადების ავტორების მოსაზრებით საკანონმდებლო წინადადებით
შემოთავაზებული მიდგომები მნიშვნელოვნად აამაღლებს ჰიდროელექტროსადგურების
მშენებლობის ხარისხს, გამჭირვალეს გახდის მათ ექსპლუატაციას, რითაც ჰესების
25 |გ ვ ე რ დ ი
მშენებლობა უფრო მისაღები გახდება საქართველოს მოსახლეობისთვის.
სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ ავტორს წარმოდგენილი აქვს აღნიშნული სფეროს
მომწესრიგებელი საინტერესო კომპონენტები და მარეგულირებელი ნორმები. ვინაიდან
კომიტეტში შეიქმნა სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის, არქიტექტურულ-სამშენებლო
სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო და
ასევე იგეგმება ენერგეტიკის საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს
შექმნა, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, მოქალაქე ნუგზარ კობახიძის საკანონმდებლო
წინადადებით წარმოდგენილი მოსაზრებები განიხილოს საბჭოების მუშაობის პროცესში.
შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის
თანახმად, კომიტეტმა უარყოფილად ცნო აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება.
აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება კომიტეტმა განიხილა 2021 წლის 5 აპრილს.
საკანონმდებლო წინადადება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
(№1-4569/21; 08.04.2021)
საკანონმდებლო
წინადადების
ავტორების
მოსაზრებით,
„მაუწყებლობის
შესახებ“
საქართველოს კანონი არ ითვალისწინებდა ერთხელ უკვე ვადაგაგრძელებული ლიცენზიის
მოქმედების ვადის მეორედ ავტომატურად გაგრძელებას. შესაბამისად, ლიცენზიის
მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ მაუწყებლობის გაგრძელებისათვის ოცდაათზე მეტმა
რადიომაუწყებელს ლიცენზია კონკურსის წესით უნდა მოეპოვა.
რადიო სამაუწყებლო ბაზარზე შეფერხებების, რადიო სექტორის მწირი შემოსავლისა და
რადიომაუწყებლების ფინანსური და მათ მფლობელობაში არსებული რადიოსადგურების,
ანძების/გადამცემებისა და სხვა საოპერაციო აქტივის პირობებში რადიო სამაუწყებლო
ბაზარზე საქმიანობის განმახორციელებელ და ბაზარზე შემოსვლის მსურველ პირებს
შესაძლოა შექმნოდათ პრობლემები და ვერ დაეკმაყოფილებინათ თბილისისა და სხვა
გეოგრაფიული არეალების ლიცენზიის მოსაპოვებელი საკონკურსო პირობები, რასაც
შესაძლოა გამოეწვია კონკურსის ჩაშლა.
კომიტეტმა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად ცნო, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ვინაიდან აღნიშნულ
საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ იყო საქართველოს
პარლამენტის წევრების საკანონმდებლო ინიციატივა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/82; 16.06.2021).
26 |გ ვ ე რ დ ი
საკანონმდებლო წინადადება „საკვები ბანკის შექმნის“ თაობაზე (№1-5981/21;
11.05.2021)
საკანონმდებლო წინადადების მიზანს წარმოადგენდა, საკვების ბანკის შექმნა, რომელიც
სიღარიბისგან
გამოწვეული
შოკების
შემცირებასა
და
არასამთავრობო
სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდისკენ იქნებოდა მიმართული.
წინადადება განიხილა,
ასევე, საქართველოს პარლამენტის
კომიტეტმა, თუმცა საკითხი უარყოფილ იქნა,
სექტორის
საკანონმდებლო
აგრარულ საკითხთა
ვინაიდან მიმდინარე წლის ბოლომდე
კომიტეტი თავად გეგმავს შეიმუშავოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სრულად
მოაწესრიგებს სურსათის მარაგებისა და მართვის საკითხებს. ამასთან, წარმოდგენილ
საკანონმდებლო წინადადებაზე კომიტეტს
სადაც
ხაზგასმით
იქნა
გათვალისწინებული
უნდა
ეცნობა საქართველოს მთავრობის პოზიციაც,
აღნიშნული,
იქნეს
რომ
სურსათის
კანონმდებლობის
უვნებლობის
შემუშავებისას
მოთხოვნის
დაცვის
უზრუნველყოფა.
შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი საკითხი საჭიროებდა
კომპლექსურ განხილვას და სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული ნორმების
გათვალისწინებას. ამასთან,
ვინაიდან, აგრარულ საკითხთა კომიტეტი უკვე მუშაობს
კანონის პროექტზე, ხოლო საკანონმდებლო წინადადების ავტორს აქვს შესაძლებლობა
ითანამშრომლოს კანონპროექტის შემუშავების პროცესში, კომიტეტმა საკანონმდებლო
წინადადება, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის
შესაბამისად, ცნო უარყოფილად.
საკანონმდებლო წინადადება მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეყვანილ
დასახლებათა წახალისების შესახებ (№1- 9092/21; 30.06.2021)
საკანონმდებლო
წინადადების
ავტორის
მოსაზრებით
სახელმწიფო
შესყიდვებში
მონაწილეობა უფლება 2022 წლის 1 იანვრიდან უნდა ჰქონდეთ, მხოლოდ იმ იურიდიულ
პირებს, რომლებსაც რეგისტრირებული ოფისი ფაქტობრივად გააჩნიათ მაღალმთიან
დასახლებათა ნუსხაში შეყვანილ დასახლებაში, იჯარის ხელშეკრულება რეგისტრირებულია
საჯარო რეესტრში და მასში მუდმივად დასაქმებულია მინიმუმ ერთი ადგილობრივი
ფიზიკური პირი.
კომიტეტმა წარმოდგენილ საკანონდებლო წინადადება უარყოფილად ცნო, გამომდინარე
იქიდან, რომ იგი ეწინააღმდეგება
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილ
ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც სხვა მრავალ საკითხთან ერთად
მოიცავს
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის ევროკავშირის შესყიდვების შესახებ
დირექტივებთან ჰარმონიზაციას. ხსენებული ვალდებულებების თანახმად, ამ დაახლოების
პროცესში მნიშვნელოვანია, რომ საჯარო შესყიდვებისთვის განკუთვნილი თანხები
გაიხარჯოს საჯაროდ, ღია, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში, ყველა ეკონომიკური
ოპერატორისთვის თანაბარ პირობებში, ხოლო სატენდერო პროცედურებიდან და კანონიდან
27 |გ ვ ე რ დ ი
გამონაკლისი შესყიდვები მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.
აგრეთვე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია სახელმწიფო
შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული,
არადისკრიმინაციული
შემოთავაზებული
მიდგომისა
ცვლილების
და
თანასწორი
განხორციელების
მოპყრობის
შემთხვევაში,
უზრუნველყოფა.
ზემოთაღნიშნული
პრინციპები ვერ იქნება დაცული და გამოიწვევს სახელმწიფოს მხრიდან
ხელოვნურად
კონკურენციის შეზღუდვას და შესყიდვის განხორციელებისას, რომელიმე სუბიექტის მიმართ
დისკრიმინაციულ მოპყრობას.
გარდა ამისა, წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით საქართველოს
მთავრობამ წარმოადგინა უარყოფითი დასკვნა.
3.6 პეტიციები
საქართველოს 10135 მოქალაქის (დ. დვალიშვილი, ვ. გოლეთიანი) მიერ წარმოდგენილი
პეტიცია რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა 2021 წლის 16 თებერვლის სხდომაზე განიხილა საკითხი - საქართველოს 10135
მოქალაქის (დ. დვალიშვილი, ვ. გოლეთიანი) მიერ წარმოდგენილი პეტიცია რაჭა-ლეჩხუმში
ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით.
პეტიციის ავტორებს გააჩნდათ შემდეგი სახის მოთხოვნები:
-
შეწყდეს
მდინარე
რიონზე
დაგეგმილი
ნამახვანისა
და
ონის
-
ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა;
შეიქმნას რაჭის ეროვნული პარკი, სადაც სხვა ეკოსისტემებთან ერთად, დაცული
იქნება მდინარე რიონი და მისი შენაკადები;
-
საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში რისკის
შემცველი პროექტების განხორციელება, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ბუნებრივ
ეკოსისტემებს, მდინარეებს და აფერხებს მაღალმთიანი რეგიონების მდგრად
-
განვითარებას;
გასაჯაროვდეს ჰიდროელექტროსადგურებზე გაფორმებული ხელშეკრულებები;
საკითხზე გამართული მსჯელობის შედეგად,
იმის გათვალისწინებით, რომ პეტიციის
ავტორის განცხადებით დოკუმენტაცია სრულყოფილი არ არის და შესაბამისი არგუმენტები
არ არის წარმოდგენილი სრულად და გამომდინარე იქიდან, რომ პეტიციაში დასმული
საკითხების შესწავლის რესურსი კომიტეტს არ გააჩნია, კომიტეტმა, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
მიზანშეწონილად მიიჩნია პეტიცია საპასუხოდ გადაეგზავნოს საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს.
პეტიციაზე შესაბამისი სამინისტროების მიერ რეაგირების მდგომარეობის მოსმენის მიზნით
2021 წლის 9 მარტს გაიმართა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და
28 |გ ვ ე რ დ ი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომა, სადაც
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საქართველოს გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა გააკეთეს მოხსენებები
„ნამახვანი ჰესის“ პროექტთან
დაკავშირებულ აქტუალური საკითხებზე. სხდომას, პარლამენტის წევრებთან ერთად,
ესწრებოდნენ ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და
„რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ორივე მომხსენებელმა
გამოთქვა მზაობა ექსპერტების ჩართულობით კიდევ ერთხელ განხილულ იქნეს თითოეული
დეტალი იმ ფორმატში, რა ფორმატშიც იქნება მოთხოვნა. ასევე, კომიტეტმაც, თავის მხრივ
გამოთქვა მზადყოფნა, მისი კომპეტენციის ფარგლებში, გაწიოს მედიატორის როლი
აღნიშნულ პროცესებში საზოგადოების და დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური
ჩართულობის კუთხით. კომიტეტმა თხოვნით მიმართა სამინისტროს წარმომადგენლებს
შეიმუშაონ ისეთი ფორმატი, სადაც უზრუნველყოფილი იქნება
საზოგადოების მეტი
ჩართულობა, მსჯელობა აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით და ყველა კითხვას გაეცემა
პასუხი.
3.7 თანამდებობის პირთა არჩევა
კომიტეტის
სხდომაზე
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
შესაბამისად
რეკომენდაცია გაეწია თანამდებობის პირთა არჩევას სხვადასხვა ვაკანტურ თანამდებობებზე.
კერძოდ:
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა დაეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა 2021 წლის 20 თებერვალს, N12 სხდომაზე განიხილა
საქართველოს
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის - ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საქართველოს
პარლამენტში
ნდობის
გამოსაცხადებლად
წარმოდგენილი
საქართველოს
მთავრობის შემადგენლობა და თანდართული „სამთავრობო პროგრამა - 2021-2024
„ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისათვის“ (N07-2/27; 19.02.2021).
კომიტეტმა, სამთავრობო პროგრამის გათვალისწინებით, ფარული კენჭისყრის
შედეგად
მხარი
დაუჭირა
საქართველოს
მთავრობის
წარმოდგენილი
შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას.
საქართველოს
პარლამენტის
დარგობრივი
ეკონომიკისა
და
ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 1 მარტის N13 სხდომაზე განიხილა:
-
საქართველოს პრეზიდენტის წარდგინება საქართველოს კომუნიკაციების
ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად
წარმოდგენილი, საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი, ნათია
კუკულაძის, ირაკლი ბუთბაიასა და ოლია ვოტის კანდიდატურების თაობაზე
(No07-1/2; 29.01.2021)
29 |გ ვ ე რ დ ი
კომიტეტმა განიხილა წარდგენილი ნათია კუკულაძის, ირაკლი ბუთბაიასა და
ოლია
ვოტის
კანდიდატურები
და
კენჭისყრის
შედეგად
(მომხრე-9),
რეკომენდაცია გაუწია ნათია კუკულაძის კანდიდატურას არჩეულ იქნეს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად.
-
საქართველოს პრეზიდენტის წარდგინება საქართველოს კომუნიკაციების
ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად
წარმოდგენილი, საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი, ეკატერინე
იმედაძის, ივანე მახარაძისა და თამარ ჭელიძის კანდიდატურების თაობაზე
(No07-1/1; 29.01.2021)
კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი ეკატერინე იმედაძის, ივანე მახარაძისა და
თამარ ჭელიძის კანდიდატურები და კენჭისყრის შედეგად (მომხრე-8),
რეკომენდაცია გაუწია ეკატერინე იმედაძის კანდიდატურას არჩეულ იქნეს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა დაეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა 2021 წლის 13 ოქტომბერს, N32 სხდომაზე განიხილა საქართველოს
პრეზიდენტის მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
წევრის თანამდებობაზე ასარჩევად
წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი გიორგი ფანგანის
კანდიდატურა (№07- 1/10;09.09.2021).
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,
კომიტეტმა, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით (მომხრე-9), რეკომენდაცია
გაუწია გიორგი ფანგანის კანდიდატურას, საქართველოს ენერგეტიკისა
და
წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად ასარჩევად.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა დაეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა 2021 წლის
28 დეკემბერს, N42 სხდომაზე განიხილა
საქართველოს
პრეზიდენტის წარდგინება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი, საქართველოს
მთავრობის მიერ წარდგენილი, ნინო ქუბინიძის, ივანე მახარაძისა და მარიამ
სულაბერიძის კანდიდატურების თაობაზე (№07-1/3; 11.06.2021).
კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-4 პუნქტის
თანახმად, კენჭისყრის შედეგად (მომხრე-9), რეკომენდაციას გაუწია ივანე მახარაძის
კანდიდატურას არჩეულ იქნეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
წევრად.
30 |გ ვ ე რ დ ი
3.8 სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოები
ენერგეტიკის პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიეროსაკონსულტაციო საბჭო
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის 2021 წლის 26 აპრილის, N19 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების
საფუძველზე შეიქმნა ენერგეტიკის პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე
სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო.
საბჭოს
საქმიანობის
მიზანია
საქართველოში
ენერგეტიკის
სფეროში
არსებული
მდგომარეობის შესწავლა, ანალიზი, დარგში არსებული პრობლემების წარმოჩენა და
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტისთვის
რეკომენდაციების,
საკანონმდებლო
ინიციატივების,
სტრატეგიული
მნიშვნელობის დოკუმენტების შემუშავება.
საანგარიშო
პერიოდში
საბჭომ
ჩაატარა
3
სხდომა.
სხდომებზე
განხილულ
იქნა:
„ელექტროსადგურებისთვის
უბალანსობის
ვალდებულების
შემსუბუქების“,
„ელექტროენერგიის სექტორში ბაზრის რეფორმის მიმდინარეობის“ საკითხები, აგრეთვე,
საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ისკო დასენის, ლევან
მგალობლიშვილის, გოჩა ენუქიძის, ბეჟან წაქაძის, ვასილ ჩიგოგიძის, ნინო წილოსანისა და
ელგუჯა
გოცირიძის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (№07-3/63; 25.05.2021) საქართველოს კანონის პროექტზე გამოთქმული შენიშვნები
და მოსაზრებები.
სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის და არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან
დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო
კომიტეტთან არსებული სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის და არქიტექტურულსამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო
საბჭოს საქმიანობის მიზანი და ამოცანაა: საქართველოს ტერიტორიის სივრცის დაგეგმვისა
და
არქიტექტურულ-სამშენებლო
სფეროს
ძირითადი
პრინციპების
შემუშავება
და
გაუმჯობესება; არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის ხარისხის ამაღლება და
სამართლებრივი მოწესრიგება; საქართველოში არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს
განვითარების მხრივ არსებული მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი; დარგის ინსტიტუციური
გამართულობისათვის რეკომენდაცია/წინადადების შეთავაზება/მომზადება; საკანონმდებლო
ინიციატივებისა
და
სტრატეგიული
მნიშვნელობის
დოკუმენტების
შემუშავება;
არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებული საქართველოს მთავრობის მიერ
მისაღები
ნორმატიული
აქტების
ექსპერტიზა,
აღნიშნულთან
დაკავშირებით
31 |გ ვ ე რ დ ი
კონსულტაციების ჩატარება, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა და სხვა.
სამეცნიერო-საკონსულტაციო
დარგის
ექსპერტები
საბჭოს
შემადგენლობაში
(არქიტექტორები,
მშენებლები,
მოწვეულნი
ინჟინრები,
არიან
ურბანისტები),
ბიზნესსექტორის და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
საანგარიშო პერიოდში საბჭომ ჩაატარა ერთი შეხვედრა, 2021 წლის 17 მაისს. სხდომაზე
იმსჯელეს საბჭოს საქმიანობის პრინციპებზე და სამომავლო გეგმებზე. ასევე, დაგეგმილ
საკანონმდებლო
ცვლილებებზე,
რომლებიც
უკავშირდება
სამშენებლო
სფეროს
რეგულაციებს.
4. საზედამხედველო საქმიანობა
4.1 ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლი და ანგარიშების
მოსმენა
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის წლიური ანგარიში (№15080/21; 19.04.2021)
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა განიხილა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს 2020 წლის წლიური ანგარიში
და დადებითად შეაფასა განხორციელებული საქმიანობა, ამასთანავე შემდგომი საქმიანობის
სრულყოფის მიზნით გასცა რეკომენდაციები, რომლებიც უკავშირდება
გრძელვადიანი
სტრატეგიის/სამოქმედო
გეგმის
შემუშავებისს
აუცილებლობას,
სახელმწიფო დახმარებების კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესებას.
2020 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა კონკურენციის მარეგულირებელმა
კანონმდებლობამ, მიღებულ იქნა ასევე კანონი „ვაჭრობაში ანტიდემპინგური
ღონისძიების შემოღების შესახებ“. შესაბამისად, კომიტეტმა გაამახვილა ყურადღება
კანონქვემდებარე აქტების შემუშავებაში კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობის
აუცილებლობაზე. სხდომაზე აღინიშნა აგრეთვე, რომ უნდა გაგრძელდეს
სექტორის
ინფორმირებულობის
მნიშვნელოვანი
ცვლილებების
ხარისხის
შესახებ.
გაზრდა
კომიტეტმა
კერძო
განხორციელებული
გამოთქვა
მზადყოფნა
ითანამშრომლოს სააგენტოსთან აღნიშნულ საკითხში.
32 |გ ვ ე რ დ ი
სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2020 წლის ანგარიში (N1-5728/21;29.04.2021)
კომიტეტმა, 2021 წლის 31 მაისის სხდომაზე, განიხილა სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის
2020 წლის ანგარიში და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შიდა აუდიტის სამსახურის
ანგარიში 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
დადებითი ტენდენციების მიუხედავად, კომიტეტზე ყურადღება გამახვილდა ისეთ
საკითხებზე, რომლებიც საჭიროებდა მეტ დაზუსტებას და კონკრეტულ პასუხებს, კერძოდ:
1. სტარტაპების დაფინანსების სქემის ამოქმედება, რომელიც გათვალისწინებული იყო
ბოლოს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით.
2. ბიუჯეტის დაგეგმარების გაუმჯობესების საკითხი და დაგეგმილი პროგრამული
ღონისძიებების შესრულება.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა ანგარიშის განხილვას საქართველოს პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
კომისიის საქმიანობის 2020 წლის წლიური ანგარიში და დამოუკიდებელი აუდიტორის
დასკვნა ფინანსურ ანგარიშგებებზე (№2-7206/21; 07.07.2021)
კომიტეტმა, 2021 წლის 8 ნოემბრის სხდომაზე, განიხილა საქართველოს ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების
მარეგულირებელი
ეროვნული
კომისიის
საქმიანობის
2020
წლის
ანგარიში და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა ფინანსურ ანგარიშგებებზე. კომიტეტის
წევრების მიერ ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებზე,
მათ შორის არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის
ფასის დადგენის
დივერსიფიკაციასა
საკითხებზე, ბუნებრივი გაზის
და ქვეყნის შიდა ბაზარზე
სექტორში იმპორტის ბაზრის
კონკურენციის ხელშეწყობაზე,
ელექტროენერგიის
სექტორში
ინვესტიციებსა
განხორციელებული
და
დღეღამურ
ტარიფებზე, წყალმომარაგების სექტორში ტექნიკური დანაკარგების საკითხებზე, აგრეთვე,
ისეთ
მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ასოცირების შეთანხმებით აღებული
ვალდებულებების შესრულებაზე.
კომიტეტმა კომისიის მიერ წარმოდგენილ ანგარიშთან დაკავშირებით გასცა რეკომენდაციები,
რომელიც ეხებოდა: არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი
გაზის ფასის დადგენის, 2020 წელს ბუნებრივი გაზის სექტორის გამანაწილებელ ქსელში
დანაკარგების ოდენობის, წყალმომარაგების სექტორში სასმელი წყლის მთლიანი ტექნიკური
დანაკარგების, ლიცენზიატი კომპანიების
მიწოდების შემცირების საკითხებს.
მხრიდან
წყლის
პერიოდული
გრაფიკით
33 |გ ვ ე რ დ ი
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროში მომხმარებელთა ინტერესების
საზოგადოებრივი დამცველის 2020 წლის ანგარიში (N1-5165/21; 20.04.2021)
კომიტეტმა,
2021
წლის
8
ნოემბრის
სხდომაზე,
განიხილა
ენერგეტიკისა
და
წყალმომარაგების სფეროში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2020
წლის ანგარიში. კომიტეტის წევრების მიერ ყურადღება გამახვილდა ქვეყნის რეგიონებში
მომხმარებელთა ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტობასთან დაკავშირებით, საოჯახო
სასტუმროებთან მიმართებით წყლის საფასურის დარიცხვის ფორმასთან დაკავშირებით და
სხვა.
კომიტეტმა ენერგოომბუდსმენის ანგარიშთან დაკავშირებით
გასცა რეკომენდაციები,
რომელიც ეხებოდა: ბუნებრივი გაზის მოხმარების უსაფრთხოების, გაზგამანაწილებელი
კომპანიების მხრიდან ახალი მომხმარებლის მიერთების, წყლის ხარისხთან დაკავშირებით
მოსახლეობის მომართვიანობისა და საოჯახო სასტუმროებისათვის ე.წ. „ჰიბრიდული
ტარიფების“ დაწესების საკითხებს.
სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი)
2020 წლის საქმიანობის ანგარიში (№1-5663/21; 28.04.2021)
(№1-5663/21; 28.04.2021)
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა 2021 წლის 31 მაისის სხდომაზე განიხილა „სსიპ საქართველოს სტატისტიკის
ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიში 2020 წლის საქმიანობის შესახებ“.
საქსტატის მიერ 2020 წელს განხორციელებულ საქმიანობიდან კომიტეტის სხდომაზე
ყურადღება გამახვილდა განხორციელებული ცვლილებებსა და დანერგილ სიახლეებზე:
მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესებასა და ხარისხის აუდიტზე; სტატისტიკის არეალის
გაფართოებაზე; სტატისტიკის გამოყენების გაუმჯობესებაზე; ახალი პროდუქტების შექმნასა
და ახალი სერვისების ამოქმედებაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქსტატის მიერ სამუშაო
ძალის სტატისტიკის მეთოდოლოგიაში განხორციელებული ფუნდამენტური ცვლილებით
უმუშევრობის დონის გაანგარიშების დანერგვა.
წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტმა მხარი დაუჭირა ანგარიშის
განხილვას საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ინფორმაცია საქართველოს აგროდაზღვევის ბაზრის მიმოხილვის (2020-2021 წ.წ) შესახებ
კომიტეტმა 2021 წლის 29 ნოემბრის სხდომაზე მოისმინა სსიპ საქართველოს დაზღვევის
სახელმწიფო
ზედამხედველობის
სამსახურის
უფროსის
ინფორმაცია
საქართველოს
აგროდაზღვევის ბაზრის მიმოხილვის (2020-2021 წ.წ) შესახებ. აგროდაზღვევის სახელმწიფო
პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავს აგროსექტორში
34 |გ ვ ე რ დ ი
სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას,
ფერმერული რისკების მართვის გაუმჯობესებას და აღნიშნული საქმიანობით დაკავებული
პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას. აგროდაზღვევის პროგრამის ამოქმედებით და
სადაზღვევო პრემიების სუბსიდირებით სახელმწიფო მხარდაჭერის დადებითი პრეცედენტი
უკვე არსებობს, თუმცა პროგრამაში არსებული პრობლემების მოგვარებისა და არსებული
ბაზრის განვითარების კიდევ უფრო მეტი სრულყოფის მიზნით, კომიტეტმა გასცა შესაბამის
რეკომენდაციები,
კომიტეტმა დადებითად შეაფასა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის
სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საქართველოს აგროდაზღვევის ბაზრის
მიმოხილვის (2020-2021 წ.წ) შესახებ, ამასთან გამოთქვა მზადყოფნა საკომიტეტო მოსმენის
ფორმატში
საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე მის სამომავლო განხილვასთან
დაკავშირებით.
მოხსენება “ინოვაციების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობის
შესახებ”
კომიტეტმა 2021 წლის 2 მარტის სხდომაზე მოისმინა საქართველოს ინოვაციებისა და
ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოხსენება
„ინოვაციების
ხელშემწყობი
სახელმწიფო
პროგრამების
მიმდინარეობის
შესახებ“. მომხსენებელმა წარმოადგინა
ინფორმაცია იმ კონკრეტულ პროგრამებსა და პროექტებზე, რომელსაც საქართველოს
მთავრობა ახორციელებს საქართველოში ინოვაციების ეკოსისტემის გასავითარებლად.
ყურადღება გამახვილდა სააგენტოს ყველაზე მოთხოვნად ინსტრუმენტზე
წვდომაზე, რეგიონის მოსახლეობის ჩართვაზე ინოვაციურ
პროდუქტებზე, სააგენტოს 2021 წლის გეგმებზე და სხვა.
- ფინანსებზე
ეკოსისტემაში,
სტარტაპ
„ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური
ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმება“
კომიტეტმა 2021 წლის 9 თებერვალს მოისმინა „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“, 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის
შესრულების შესახებ ანგარიში, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო
სივრცის შესახებ
შეთანხმების (DCFTA) წარმატებული იმპლემენტაციისა და საშუალო
ვადიანი (2021-2023 წლების) სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია. სხდომაზე ყურადღება
გამახვილდა პანდემიის პერიოდში გამოვლენილ გამოწვევებზე.
35 |გ ვ ე რ დ ი
ქვეყნის სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ და
„ტრანსპორტის დარგში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით ასოცირების
შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის
განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ინფორმაცია“
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა 2021 წლის 26 აპრილის სხდომაზე მოისმინა საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის მოხსენება ქვეყნის
სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ და „ტრანსპორტის
დარგში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით ასოცირების შეთანხმებისა და
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების
ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ინფორმაცია“. კომიტეტმა გასცა
რეკომენდაციები, რომლებიც უკავშირდებოდა „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“
შეთანხმებიდან
გამომდინარე
სატრანსპორტო
კავშირის
ნორმატიული
აქტის
აუცილებლობას
შემუშავებას,
პირდაპირი
ევროპასთან,
რკინიგზის
კონკურენტუნარიანობის ზრდას, ტრანსპორტის დარგში პოლიტიკის დოკუმენტის მიღებას.
ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საქმეში 2020-2021 წლებში გაწეული
სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ანგარიში
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა აგრარულ საკითხთა კომიტეტთან ერთად 2021 წლის 29 ნოემბრის სხდომაზე
მოისმინა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის, გიორგი წერეთელის მოხსენება ქვეყნის
საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საქმეში 2020-2021 წლებში გაწეული
სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
მოხსენების
ფარგლებში
ყურადღება
გამახვილდა
ქვეყანაში
საავტომობილო
გზების
მშენებლობის მნიშვნელოვანი პროექტების მიმდინარეობაზე, მათ შორის, თბილისი საგარეჯოსა და ბაკურციხე - წნორის შემოვლითი გზების საპროექტო და სამშენებლო
სამუშაოებზე.
კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა იმ სამშენებლო სამუშაოების უპრეცენდენტოდ დიდი
მასშტაბები, რომელსაც ახორციელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქვეყნისათვის
უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებისას.
მხედველობაში მიიღო რა მომხსენებლის ინფორმაცია კომიტეტმა გასცა შესაბამისი
რეკომენდაციები.
36 |გ ვ ე რ დ ი
საქართველოს რეგიონებში (მუნიციპალიტეტებში) მოსახლეობის 2020-2021 წლებში
წყლით უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ანგარიში
2021 წლის 29 ნოემბერს, კომიტეტმა რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველოსბი
კომიტეტთან ერთობლივად გამართა „საქართველოს რეგიონებში (მუნიციპალიტეტებში)
მოსახლეობის 2020-2021 წლებში წყლით უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და სამომავლო
გეგმების შესახებ“ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ანგარიშის
მოსმენა; კომიტეტებმა მოისმინეს
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების
კომპანიის დირექტორის, ალექსანდრე თევდორაძის ინფორმაცია გაწეული საქმიანობის
შესახებ სხდომაზე გამახვილდა ყურადღება ინფრასტრუქტურუილ პროექტების დროში
მიმდინარეობაზე, ტენდერებთან დაკავშირებულ საკთხებზე და სხვა
ტურიზმის ინდუსტრიაში 2020 წელს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული საქმიანობის
ანგარიში და პოსტკოვიდურ პერიოდში დაგეგმილი აქტივობები
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა 2021 წლის 19 ივნისის სხდომაზე განიხილა „სსიპ საქართველოს ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი ანგარიში 2020 წლის საქმიანობის შესახებ“.
ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ 2020 წელს განხორციელებულ საქმიანობიდან კომიტეტის
სხდომაზე ყურადღება გამახვილდა: 2020 წლის ტურისტთა შემოსვლებისა და შემოსავლების
სტატისტიკასა და ფინანსური მაჩვენებლებზე; 2020 წელს განხორციელებულ აქტივობებზე;
2020-2021 წწ. კოვიდ პანდემიის მართვასთან დაკავშირებულ სირთულეებსა და მათი
გადაჭრის ღონისძიებებზე; 2021 წელს მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობებზე; ტურიზმის
ინდუსტრიის მდგრადი განვითარების და მომსახურების დონის გაზრდისათვის,
ევროპარლამენტის დირექტივასთან დაახლოების მიზნით ტურიზმის საკანონმდებლო ბაზის
ფორმირებასა
და
საუკეთესო
ევროპული
პრაქტიკის
გათვალისწინებაზე.
ასევე,
საკანონმდებლო ბაზის მეშვეობით მოგზაურობის უსაფრთხოებისა და მომხმარებელთა
უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების დანერგვასა და პოსტ-კოვიდურ გარემოში კერძო
სექტორის გაძლიერებასთან დაკავშირებით. ანგარიში ცნობა იქნა მიღებული კომიტეტის
სხდომაზე 2021 წლის 19 ივლისს.
37 |გ ვ ე რ დ ი
4.2 ბიუჯეტის შესრულების ანგარიში
„საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ (072/42; 28.05.2021)
წარმოდგენილი წლიური ანგარიში განხილულ და მხარდაჭერილ იქნა კომიტეტის სხდომაზე.
(დამტკიცდა - პარლამენტის დადგენილება, 26 ივლისი 2021 წ. №830-Vრს-Xმპ)
“საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა”
(№1-5729; 29.04.2021)
კომიტეტმა
განიხილა
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს
მიერ
წარმოდგენილი
“საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა” და
ცნობად მიიღო წარმოდგენილი დოკუმენტი.
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე თანდართულ მასალებთან
ერთად, დოკუმენტი - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2022-2025
წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენებას „საქართველოს 2021 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ (07-2/78; 01.10.2021)
კანონის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ კომიტეტის სხდომაზე,
ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე:
საქართველოში მიმდინარე COVID-19-ის ვაქცინაციასა და ეკონომიკურ აქტივობას შორის
არსებულ და
ძირითადი
მოსალოდნელ
მონაცემების
ინვესტიციების
და
მოსაზიდად
კავშირის
გათვალისწინების
მიმართულებების
დამატებითი
აუცილებლობაზე;
დოკუმენტში
პირდაპირი
ხელშემწყობი/მხარდამჭერი
ქვეყნის
უცხოური
მექანიზმების
შემუშავების მიზანშეწონილობაზე, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით პრიორიტეტული
სექტორების მიხედვით მითითების და შესაბამისი წლების მიხედვით განახლებული
ინფორმაციის წარმოდგენის აუცილებლობაზე; საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის
ასიგნებების
საბიუჯეტო
კომპონენტში
კიდევ
მეტად
უფრო
კლასიფიკაციის
დეტალიზაციის
მეწარმეობის
განვითარების
აუცილებლობაზე;
პროგრამაში
„მოსახლეობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების გაუმჯობესება“
ქვეყნის
ზოგიერთ
ბუნებრივი
რეგიონში
გაზის
აუცილებლობის
მოხმარებული
ღირებულების
შესახებ
ელექტროენერგიისა
ნაწილობრივი
რეგიონების
მიხედვით;
და
მოხმარებული
ანაზღაურების
დაკონკრეტების
საქართველოს
რეგიონალური
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებების
მიმდინარე წლის
ფაქტობრივი ათვისების დაბალი მაჩვენებელის ფონზე 2022 წლის გეგმის მნიშვნელოვანი
ზრდის განმარტების აუცილებლობის შესახებ; ტურიზმის დარგის განვითარების
შესაძლებლობებისა და პანდემიის მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით საბიუჯეტო
ასიგნებების დაგეგმვის შესახებ. (მიღებულია - 17 დეკემბერი 2021 წ. №1184-VIმს-Xმპ)
38 |გ ვ ე რ დ ი
4.3
კომიტეტის
მიერ
მიღებული
კანონპროექტების
შესრულებაზე
ზედამხვედველობა
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში განახორციელა მის გამგებლობისათვის მიკუთვნებულ
სფეროში
ნორმატიული
აქტების
გარდამავალი
დებულებებით
აღმასრულებელი
ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში
შესრულებაზე კონტროლი, კერძოდ განხორციელდა შემდეგ საკანონმდებლო აქტებზე
ზედამხედველობა:
-
საქართველოს
კანონი
,,განახლებადი
წყაროებიდან
ენერგიის
წარმოებისა
და
გამოყენების წახალისების შესახებ“ (N5652-რს, 20.12.2019);
-
საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ (N5646-რს;
20.12.2019);
-
საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს
-
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N6788-რს; 14.07.2020);
საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N82-IIრს-Xმპ; 5.01.2021);
-
საქართველოს კანონი „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე (N5648-რს; 20.12.2019);
-
საქართველოს კანონი „ენერგოეფექტურობის შესახებ“ (N5898-სს; 21.05.2020);
საქართველოს კანონი „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ (N5900-სს; 21.05.2020);
-
საქართველოს
კანონი
„ენერგოეტიკეტირების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N47-IIრს-Xმპ; 30.12.2020);
-
საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“(N6788-რს; 2.07.2020);
-
საქართველოს კანონი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
(№1818-რს; 22.12.2017);
-
საქართველოს კანონი „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“(N6355-IIს; 23.06.2020);
-
საქართველოს კანონი „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“
(N6749-რს; 13.07.2020);
-
საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N5706-IIს, 5.02.2020);
-
საქართველოს
კანონი
„სახელმწიფო
ქონების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N606-IVმს-Xმპ; 9.06.2021).
ზემოხსენებული კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების
კანონით დადგენილ ვადაში შესრულების უზრუნველსაყოფად კომიტეტი სისტემატურად
უგზავნიდა წერილებს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის სამსახურს,
39 |გ ვ ე რ დ ი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას.
ზედამხედველობა გაეწია 14 საქართველოს კანონით განსაზღვრულ - 64 დავალებას. მათგან
უმეტესობა კანონებით დადგენილ ვადაში შესრულებულია (მიღებულია: საქართველოს
მთავრობის
დადგენილებები,
საქართველოს
ენერგეტიკისა
და
წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებები, გამოცემულია:
საქართველოს
პრემიერ-მინისტრის ბრძანებები, სსიპ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს უფროსის
ბრძანებები, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება, სსიპ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება, სსიპ ნავთობისა და გაზის
სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება).
კომიტეტი დავალებების შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით სისტემატურად
აწვდიდა ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტს.
4.4 თემატური მოკვლევები
თემატური მოკვლევა - მცირე და საშუალო ბიზნესის ძირითადი გამოწვევები და
ხელშეწყობის მექანიზმები კრიზისულ და პოსტ კრიზისულ პერიოდში
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის საფუძველზე, კომიტეტმა 2021
წლის 24 მაისს დაიწყო თემატური მოკვლევა - “მცირე და საშუალო ბიზნესის ძირითადი
გამოწვევები და ხელშეწყობის მექანიზმები კრიზისულ და პოსტ კრიზისულ პერიოდში”.
მოკვლევის ჯგუფის წევრები არიან დავით სონღულაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, გოჩა
ენუქიძე, მარიამ ლაშხი, ხატია წილოსანი, ეკა სეფაშვილი, მიხეილ დაუშვილი, ბექა
ლილუაშვილი. კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი არჩეულ იქნა თემატური
მოკვლევის ჯგუფის მთავარ მომხსენებლად.
საკომიტეტო მოკვლევის მექანიზმის გამოყენებით, საჭიროა შესწავლილ იქნას კრიზისულ
პერიოდში მცირე და საშუალო საწარმოების ძირითადი პრობლემები, სახელმწიფოს და
საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გატარებული მხარდაჭერის ინსტრუმენტების გავლენა
და პოსტ კრიზისულ პერიოდში დამატებითი ღონისძიებების გამოყენების მნიშვნელობა.
თემატური მოკვლევის მიზანია კრიზისული და პოსტ კრიზისული პერიოდის შედეგად მცირე
და საშუალო საწარმოების წინაშე დამდგარი/გამწვავებული პრობლემების გამოვლენა და
შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
თემატური მოკვლევის ფარგლებში, გამოქვეყნებული ტექნიკური პირობების მოთხოვნათა
დაცვით, წარმოდგენილ იქნა 22 წერილობითი დასაბუთებული მოსაზრება სხვადასხვა
40 |გ ვ ე რ დ ი
დაინტერესებული სუბიექტისგან, მათ შორის, კერძო პირების, საჯარო, სამოქალაქო და
საერთაშორისო სექტორების წამომადგენლებისგან.
მოკვლევის შემდეგ ეტაპს წარმოადგენდა საკიტხის ზეპირი მოსმენა. აღნიშნული მოსმენა 12
ნოემბერს 2 ნაწილად გაიმართა, მოკვლევის ჯგუფი შეხვდა კერძო სექტორისა და საჯარო
უწყებების წარმომადგენლებს.
თემატური მოკვლევის დროს მიღებული ინფორმაციისა და მონაცემების დამუშავების
შედეგად შემუშავებულ იქნა რეკომენდაციები პოლიტიკის დაგეგმვის, კრიზისული და
პოსტკრიზისული
პოლიტიკის
გახორციელების,
საერთაშორისო
ვაჭრობის
და
ინტერნაციონალიზაციისა და სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით. მოკვლევის
ჯგუფის
აზრით,
წარმოდგენილი
რეკომენდაციები
მცირე
და
საშუალო
ბიზნესს
შესაძლებლობას მისცემს წარმატებით გადალახოს კრიზისული პერიოდი და მომზადებული
შეხვდეს
ახალ
შესაძლებლობებს,
რომელსაც
პოსტკრიზისული
ცვლილებები
ქმნის.
აღნიშნული კი, თავის მხრივ, წვლილს შეიტანს ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებაში და
ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში.
თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა წარედგინა საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
თემატური მოკვლევა - „განახლებადი ენერგიის განვითარების პრობლემებთან
დაკავშირებით“
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა 2021 წლის 24 მაისს დაიწყო თემატური მოკვლევა - „განახლებადი ენერგიის
განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით“.
განახლებადი
ენერგეტიკა
როგორც
ენერგეტიკული,
ასევე
გარემოსდაცვითი
თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი რესურსია ჩვენთვის. მისი განვითარება ასევე ნიშნავს
ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას.
საქართველოში
ელექტროენერგიის
მოხმარება
იზრდება
ყოველწლიურად,
თუმცა
განახლებადი ენერგეტიკის განვითარების ტემპი არ მიყვება ამ ზრდას. ენერგორესურსების
იმპორტის ზრდა გამოწვევაა, როგორც ენერგეტიკული უსაფრთხოების ჭრილში, ასევე
ეროვნული ვალუტის მდგრადობის ასპექტშიც.
მნიშვნელოვანია საკომიტეტო მოკვლევის მექანიზმის გამოყენებით შესწავლილ იქნას ამ
მიმართულებით რა ტიპის ბიუროკრატიას აწყდებიან ხოლმე ინვესტორები და შეიძლება თუ
არა, წახალისების კუთხით მოვხსნათ ბარიერები, თუ აქვთ.
თემატური მოკვლევის ფარგლებში, მოკვლევის ჯგუფის მიერ განხორციელდა საქართველოში
განახლებადი ენერგეტიკის განვითარებასთან დაკავშირებული ვითარების და არსებული
გამოწვევების/პრობლემების
შესწავლა.
განახლებადი
ენერგეტიკის
განვითარების
პრობლემებთან დაკავშირებით დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
41 |გ ვ ე რ დ ი
კომიტეტის მიერ მომზადდა რეკომენდაციები და შემაჯამებელი ანგარიში, რომელიც
მომზადდა
ვესტმინსტერის
დემოკრატიის
ფონდთან
(WFD)
თანამშრომლობით
და
ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.
სამუშაო პროცესში შედგა არაერთი შეხვედრა, სადაც განხილული იქნა დარგის ექსპერტების
მიერ წერილობით მოწოდებული პოზიციები, მოისმინეს განმარტებები აღმასრულებელი
ხელისუფლების წარმომადგენლებისგან და იმსჯელეს საკითხის მოგვარების გზებზე.
მოკვლევის შემაჯამებელ ანგარიშში აისახა სამუშაო ჯგუფის დასკვნები და რეკომენდაციები.
თემატური მოკვლევა -„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან მიღებული სარგებლის,
არსებული სიტუაციის და სამომავლო განვითარების პერსპექტივები“
კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის საფუძველზე 2021 წლის
21 ივნისის გადაწყვეტილებით
დაიწყო თემატური მოკვლევა „თავისუფალი ვაჭრობის
შეთანხმებებიდან მიღებული სარგებლის, არსებული სიტუაციის და სამომავლო განვითარების
პერსპექტივები“.
ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების აქტიური მოქმედებისა და
საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოების შედეგად, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო და მსოფლიოს
სხვადასხვა რეგიონში ბევრ სახელმწიფოსთან, თუ სახელმწიფო გაერთიანებასთან გააფორმა
თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. ამ ეტაპზე მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი
ხელს უნდა უწყობდეს ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას,
თუმცა რეალური პროგრესი აღნიშნული მიმართულებით, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის
მეტი ტემპებით განვითარებას უზრუნველყოფდა, არ ჩანს. შესაბამისად, თემატური
მოკვლევის მიზანი იყო იმ ფაქტორებისა და გამომწვევი მიზეზების გარკვევა, რაც ხელს
უშლის ექსპორტის ზრდას და სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების
ინტენსიფიკაციას.
თემატური მოკვლევის ფარგლებში ინფორმაცისა
და მოსაზრებების მიღების მიზნით,
მოკვლევის ტექნიკური პირობები დაეგზავნა საჯარო უწყებებს, ბიზნეს ასოციაციებს, სავაჭრო
პალატებს,
საკონსულტაციო/ანალიტიკურ
კომპანიებს,
უმაღლეს
სასწავლებლებს
და
საერთაშორისო ორგანიზაციებს/პროგრამებს. ამასთან, მოკვლევის სამუშაო ჯგუფის წევრების
ჩართულობით შედგა საკითხის მოსმენა, რომელიც
მოკვლევის უმნიშვნელოვანესი
კომპონენტია, შესაბამისად. აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა უწყებიდან,
არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ასევე კერძო სუბიექტებიდან
მიღებულ იქნა საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ზეპირი ინფორმაცია, რომლის
დამუშავების შემდგომ შემუშავებულ იქნება რეკომენდაციები, რომელიც მოკვლევის ჯგუფის
აზრით ხელს შეუწყობს ქვეყნის კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ განვითარებას. თემატური
მოკვლევის ფარგლებში
გაიმართა ერთ გასვლითი და 3 სამუშაო შეხვედრა მოკვლევის
ჯგუფის
სხვადასხვა
წევრებსა
და
დაინტერესებულ
მხარეებს
შორის.
აღნიშნული
შეხვედრების ნაწილი მიმდინარეობდა ჰიბრიდულ რეჟიმში.
42 |გ ვ ე რ დ ი
თემატური მოკვლევა - „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - არსებული
გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“
კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის საფუძველზე 2021 წლის
21 ივნისის გადაწყვეტილებით
დაიწყო თემატური მოკვლევა „პირდაპირი უცხოური
ინვესტიციები - არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ
სტაბილურობის გარანტია და საქართველოს ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის
უმნიშვნელოვანესი
ფაქტორია.
ბოლო
წლების
განმავლობაში
ჩვენს
ქვეყანაში
განხორციელებული ინვესტიციების შედეგად დაიწყო უამრავი ბიზნესპროექტი, შეიქმნა
სამუშაო ადგილები და მოხდა სხვადასხვა სექტორის მნიშვნელოვანი განვითარება, რაც
საბოლოო ჯამში სწორედ ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობასა და სწრაფ განვითარებაზე
აისახება.
მნიშვნელოვანია
ინვესტიციების
მოზიდვის
იმ
გარემოების
განმსაზღვრელ
ხაზგასმაც,
რომ
ფაქტორთაგან
პირდაპირი
გამოსარჩევია
უცხოური
სტაბილური
პოლიტიკური და მაკროეკონომიკური გარემო, ეროვნული ეკონომიკის გახსნილობა,
შესაბამისი ინფრასტრუქტურა და კომუნიკაცია, პროგნოზირებადი და ხელშემწყობი
სამართლებრივი და ინსტიტუციური გარემო. შესაბამისად, თემატური მოკვლევის მიზანი
იყო იმ ხელშემშლელი გარემოებების გამოვლენა, რაც აფერხებს პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების მოზიდვას და ამ პრობლემების გადაჭრის გზების შეთავაზება.
თემატური მოკვლევის ფარგლებში ინფორმაცისა
და მოსაზრებების მიღების მიზნით,
მოკვლევის ტექნიკური პირობები დაეგზავნა საჯარო უწყებებს, ბიზნეს ასოციაციებს, სავაჭრო
პალატებს, საკონსულტაციო/ანალიტიკურ კომპანიებს, უმაღლეს სასწავლებლებს და
საერთაშორისო ორგანიზაციებს/პროგრამებს. ამასთან, მოკვლევის სამუშაო ჯგუფის წევრების
ჩართულობით შედგა საკითხის მოსმენა, რომელიც
კომპონენტია, შესაბამისად,
მოკვლევის უმნიშვნელოვანესი
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა უწყებიდან,
არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ასევე კერძო სუბიექტებიდან
მიღებულ იქნა საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ზეპირი ინფორმაცია, რომლის
დამუშავების შემდგომ შემუშავებულ იქნება რეკომენდაციები, რომელიც მოკვლევის ჯგუფის
აზრით მნიშვნელოვანი. თემატური მოკვლევის ფარგლებში გაიმართა ერთი გასვლითი და 3
სამუშაო შეხვედრა მოკვლევის ჯგუფის წევრებსა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს
შორის. აღნიშნული შეხვედრების ნაწილი მიმდინარეობდა ჰიბრიდულ რეჟიმში.
თემატური მოკვლევა - „კრიზისულ და პოსტკრიზისულ პერიოდში ტურიზმის
სექტორის განახლებული სტრატეგია და მისი ეკონომიკური შედეგები“
2021 წლის 19 ივლისს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე
43 |გ ვ ე რ დ ი
მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის თანახმად და კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო
გეგმის შესაბამისად, დაიწყო თემატური მოკვლევა - „კრიზისულ და პოსტ კრიზისულ
პერიოდში ტურიზმის სექტორის განახლებული სტრატეგია და მისი ეკონომიკური შედეგები“.
თემატური მოკვლევა ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)
ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით.
თემატური მოკვლევის მიზანია, კოვიდ პანდემიის შემდგომ პერიოდში ტურიზმის აღდგენის
გეგმის მხარდაჭერა. შესაბამისად, მოკვლევის ჯგუფის ამოცანაა, კორონავირუსის
გავლენასთან დაკავშირებით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისათვის, საზოგადოების
მოსაზრებების და რეკომენდაციების შეგროვება, ანალიზი და სექტორის სწრაფი და ეფექტიანი
აღდგენის რეკომენდაციების შემუშავება. აღნიშნული რეკომენდაციების გამოქვეყნება
იგეგმება 2022 წელს.
თემატური მოკვლევა - „მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების
ხელმისაწვდომობასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით - "აწარმოე
საქართველოში" პროგრამების ეფექტიანობის შესახებ“
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის საფუძველზე, კომიტეტმა 2021
წლის 20 ოქტომბერს დაიწყო თემატური მოკვლევა - “მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო
პროგრამების
ხელმისაწვდომობასა
და
ეფექტიანობასთან
დაკავშირებით
-
"აწარმოე
საქართველოში" პროგრამების ეფექტიანობის შესახებ“. მოკვლევის ჯგუფის წევრები არიან
დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, სოზარ სუბარი, ირაკლი ზარქუა, გელა სამხარაული,
ელგუჯა გოცირიძე, ლევან მგალობლიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ზაზა ლომინაძე.
კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი არჩეულ იქნა თემატური მოკვლევის
ჯგუფის მთავარ მომხსენებლად.
რამდენადაც „აწარმოე საქართველოში“ სააგნეტოს ერთ-ერთ ძირითად მიზანს მეწარმეობის
განვითარების
წახალისება
და
მეწარმე
სუბიექტების
მხარდაჭერა
წარმოადგენს,
აუცილებელია დამწყები და არსებული მსს-ების სათანადო ხელშეწყობა, ასევე ექსპორტისა და
ინვესტიციების მიმართულებების გაძლიერების მიზნით დაგეგმილი და მიმდინარე
პროექტების ეფექტურად და შეუფერხებლად განხორციელება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია
რელევანტური გზების მოძიება მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამების უფრო ეფექტური
გამოყენებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.
თემატური მოკვლევის მიზანია განისაზღვროს, რამდენად ხელმისაწვდომი და ეფექტიანია
მეწარმეობის მხარდამჭერი, კერძოდ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამები
(მოკვლევა არ მოიცავს მიკრო გრანტების პროგრამებს). ასევე, არსებული მონაცემების
შეფასების, მოკვლევის პროცესში წარმოდგენილი წერილობითი და ზეპირი მოსაზრებების
საფუძველზე, რეკომენდაციების შემუშავება.
44 |გ ვ ე რ დ ი
თემატური მოკვლევის პროცესში, კომიტეტის ფარგლებში შექმნილმა მოკვლევის ჯგუფმა
მიიღო დაინტერესებულ მხარეთა მიერ გამოგზავნილი დასაბუთებული მოსაზრებები.
შემდგომ ეტაპზე ინფორმაციის გამოთხოვა მოხდა საჯარო უწყებებიდან. ამ დროისთვის
მიმდინარეობს მონაცემების მიღების, დაზუსტებისა და დამუშავების პროცესი.
თემატური მოკვლევის ჯგუფი საქმიანობას 2022 წლის საგაზაფხულო სესიაზე დაასრულებს.
4.5 სამუშაო შეხვედრები კომიტეტის საკოორდინაციო სფეროებში შემავალ
საკითხებზე
საანგარიშო
პერიოდის
ეკონომიკისა
და
განმავლობაში,
ეკონომიკური
საქართველოს
პოლიტიკის
პარლამენტის
კომიტეტის
დარგობრივი
თავმჯდომარემ,
დავით
სონღულაშვილმა გამართა არაერთი სამუშაო და გაცნობითი ხასიათის შეხვედრა: სხვადასხვა
ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან,
კერძო სექტორის და სხვადასხვა
გაერთიანებების წარმომადგენლებთან, კვლევით და საკონსულტაციო ორგანიზაციებთან,
აუდიტორულ
საერთაშორისო
კომპანიებთან,
საჯარო
ორგანიზაციების
უწყებების
წარმომადგენლებთან,
წარმომადგენლებთან
საქართველოში.
სხვადასხვა
კომიტეტის
თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო არაერთ კონფერენციაში, „მრგვალი მაგიდის“ ფორმატში
გამართულ ღონისძიებებსა და კონფერენციებში. აქტიურად იყო ჩართული და მონაწილეობას
იღებდა კვლევითი ორგანიზაციების ღონისძიებებში.
2021 წლის 29 იანვარი - შეხვედრა უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელ კომპანიების
წარმომადგენლებთან
2021 წლის 29 იანვარს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი უალკოჰოლო
სასმელების მწარმოებელ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას სხვადასხვა
კომპანიის 14 წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ მწარმოებელთა ფედერაციის
აღმასრულებელი დირექტორი და საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირის
დირექტორი.
შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს ის პრობლემები და გამოწვევები, რომელთა
წინაშეც აღნიშნული დარგის წარმომადგენლები დგანან. კომპანიების მხრიდან გამოიკვეთა
კონკრეტული საკითხები და პრობლემები. უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრაზე კომპანიების
მხრიდან
გაჟღერებული
პრობლემების
უმრავლესობა
იდენტურია.
კომპანიის
წარმომადგენლებმა, ხაზგასმით აღნიშნეს მსგავსი ფორმატის შეხვედრების გამართვის
მნიშვნელობა.
შეხვედრაზე დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რომ კომიტეტი იქნება პლატფორმა, სადაც
კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს მიეცემათ საშუალება მაქსიმალურად დააფიქსირონ მათ
45 |გ ვ ე რ დ ი
წინაშე არსებული პრობლემები იმისთვის, რომ სწორად მოხდეს ბიზნესის დაგეგმვა.
აუცილებელია მათი ჩართულობა, რათა პროცესები მაქსიმალურად გამჭირვალედ და
ეფექტიანად წარიმართოს.
2021 წლის 8 თებერვალი - შეხვედრა დისტრიბუტორთა ასოციაციასთან
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს
ასოციაციის პრეზიდენტს ივა ჭყონიას და ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სადისტრიბუციო ბიზნესში არსებული გამოწვევები და აქტუალური
საკითხები განიხილეს. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა სავაჭრო ქსელებსა და დისტრიბუტორებს
შორის
არსებული
პრობლემების
გადაჭრის
მნიშვნელობასა
და
ურთიერთობების
დარეგულირებას.
კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრისას აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრები
რეგულარული ხასიათის იქნება და აღნიშნულ პროცესში ჩართულ მხარეებთან კომიტეტს
აქტიური კომუნიკაცია ექნება.
2021 წლის 8 თებერვალი - შეხვედრა ტურიზმის ადმინისტრაციასთან
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან მედეა ჯანიაშვილთან
სამუშაო შეხვედრა გამართა.
მხარეებმა შეხვედრაზე ტურიზმის სფეროში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე
იმსჯელეს. ამ მიმართულებით დავით სონღულაშვილმა ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილ
პროექტებსა და აქტივობებზე მოისმინა ინფორმაცია. მხარეებმა ასევე განიხილეს ტურიზმის
ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმა და 2025 წლის სტრატეგია.
საუბარი შეეხო კახეთის რეგიონის ტურისტულ განვითარებას და ამ კუთხით პრეს და ინფო
ტურების, ასევე აგრო ტურების გამართვის მნიშვნელობას. მხარეებმა მომავალში მჭიდრო და
ეფექტიანი მუშაობისთვის სრული მზადყოფნა დააფიქსირეს.
2021 წლის 9 თებერვალი - შეხვედრა EY Georgia-სთან
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი EY Georgia-ს მმართველ პარტნიორს
საქართველოში რუსლან ხუროშვილს შეხვდა. აღნიშნული, კომპანია აუდიტისა და ბიზნეს
კონსულტაციის მიმართულებით მუშაობს.
46 |გ ვ ე რ დ ი
სამუშაო შეხვედრაზე ბიზნესგარემოს განვითარებასა და კერძო სექტორის გამოწვევებზე
იმსჯელეს. გამოიკვეთა კონკრეტული სექტორები და ამ მიმართულებით არსებული
გამოწვევები, რომლებზეც მხარეები სამომავლოდ აქტიურად ითანამშრომლებენ.
დავით სონღულაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ კომიტეტი იქნება პლატფორმა, სადაც
ბიზნეს სექტორს საშუალება ექნება ისაუბროს ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც წარმოიშვება
და იქნება აქტუალური.
2021 წლის 9 მარტი - შეხვედრა მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის
ხელმძღვანელებთან
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით
სონღულაშვილი საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელებს
შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს ქვეყნის ბიზნეს გარემო, ასევე ის
პრობლემები და გამოწვევები, რომელთა წინაშეც ბიზნეს სექტორი დგას.
კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის
წარმომადგენლებს კომიტეტის მხრიდან დაგეგმილ აქტივობებზე ინფორმაცია მიაწოდა და
სამომავლო თანამშრომლობის ფორმატები განიხილა.
შეხვედრისას ასევე განხილული იქნა ბიზნესის აღორძინების და განვითარების პროგრამა,
რომლის განხორციელებაც ასოციაციის მხრიდან არის დაგეგმილი.
2021 წლის 9 მარტი - შეხვედრა მენაშენეთა ასოციაციასთან
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით
სონღულაშვილმა მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელთან ირაკლი როსტომაშვილთან
გამართა შეხვედრა.
მხარეებმა სამშენებლო სექტორში არსებული მდგომარეობა განიხილეს და კომიტეტსა და
ასოციაციას შორის თანამშრომლობის სამომავლო ფორმატებზე იმსჯელეს. შეხვედრის
მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება ურბანული განვითარების პოლიტიკაზე
გამახვილდა.
შეხვედრისას მხარეებმა დაადასტურეს მზაობა, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ იმ
აქტუალური პრობლემებისა და გამოწვევების მოსაგვარებლად, რომლებიც ამ კუთხით
არსებობს.
2021 წლის 9 მარტი - შეხვედრა საქართველოს ქარის ენერგიის ასოციაციისთან
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით
47 |გ ვ ე რ დ ი
სონღულაშვილი საქართველოს ქარის ენერგიის ასოციაციის WindGeorgia-ს, მმართველთა
საბჭოს თავმჯდომარეს თორნიკე ბახტურიძეს და თავმჯდომარის მოადგილეს ირაკლი
ჯანაშვილს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ქარის ენერგიის პერსპექტივები
განიხილეს. ამ კუთხით ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს ქარის ენერგიის
მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია.
მხარეებმა საქართველოს მთავრობის ქარის სადგურების განვითარების ხელშეწყობისთვის
წამახალისებელი მექანიზმებზე და ამ მხრივ არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე
იმსჯელეს.
2021 წლის 10 მარტი - შეხვედრა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს ტურიზმის სექტორში
არსებული პრობლემები და გამოწვევები.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტურიზმის ახალ კანონმდებლობაზე,
რომლის შემუშავების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით
საკანონმდებლო
ჩარჩო
შესაბამისობაში
უნდა
იყოს
არსებულ
რეალობასთან
და
მაქსიმალურად მორგებული იყოს სექტორზე, რაც მნიშვნელოვანია ტურიზმის შემდგომი
მდგრადი და თანმიმდევრული განვითარებისთვის.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ პროცესში ერთობლივი მუშაობა, სექტორის წარმომადგენლების
მაქსიმალური ჩართულობა და მათი მოსაზრებები არის ძალიან მნიშვნელოვანი. მხარეებმა
მომავალში მჭიდრო და ეფექტიანი მუშაობისთვის სრული მზადყოფნა დააფიქსირეს.
2021 წლის 15 მარტი - შეხვედრა ევროპის ბიზნეს ასოციაციის (EBA) თავმჯდომარესთან
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი ევროპის ბიზნეს ასოციაციის (EBA)
თავმჯდომარეს ჯონ ბრეკეველდტს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ევროპის ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებმა
კომიტეტის თავჯდომარეს მათი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრისას გამოიკვეთა კონკრეტული საკითხები და ამ მიმართულებით არსებული
გამოწვევები, რომლებზეც მხარეები სამომავლოდ აქტიურად ითანამშრომლებენ.
დავით სონღულაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ კომიტეტი იქნება პლატფორმა, სადაც
ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ისაუბრონ ყველა აქტუალურ
პრობლემაზე.
48 |გ ვ ე რ დ ი
ევროპული ბიზნეს ასოციაცია 100-ზე მეტ ქართულ და ევროპულ კომპანიას აერთიანებს.
ორგანიზაციის ხედვაა, რომ საქართველოში ბიზნესისთვის შეიქმნას ისეთივე გარემო,
როგორიც ევროპაშია. ასოციაციის მისია შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: საქართველოში
ევროპული ბიზნესის ადვოკატირება-ლობირება და საქართველოსა და ევროპას შორის
ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობა.
2021 წლის 15 მარტი - შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და
ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) წარმომადგენლებთან
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)
და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა დეტალურად განიხილეს კომიტეტის სამოქმედო
გეგმით გათვალისწინებული აქტივობები, ასევე ის პროექტები და ღონისძიებები, რომელთა
ეფექტიანი განხორციელებაც სამომავლოდ სხვადასხვა სექტორის გაძლიერებას შეუწყობს
ხელს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება Covid-19-ის პანდემიის შედეგად მცირე და
საშუალო ბიზნესის გამოწვევებს, ასევე ტურიზმის სექტორის პრობლემებს, თანმიმდევრულ
აღდგენას და შემდგომ განვითარებას დაეთმო.
ამ კუთხით, ხაზგასმით აღინიშნა, რომ გაეროს განვითარების პროგრამის და ვესტმინსტერის
დემოკრატიის ფონდის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობები, დარგობრივი ეკონომიკისა
და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისთვის პრიორიტეტული საკითხების გაცილებით
უკეთ წარმართვას შეუწყობს ხელს.
2021 წლის 15 მარტი - შეხვედრა საბიუჯეტო ოფისთან
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო
ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ დეტალურად მოისმინა ინფორმაცია
საბიუჯეტო ოფისის მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო პროექტებზე და თავის მხრივ
მათ წარმომადგენლებს კომიტეტის სამოქმედო გეგმა გააცნო.
ხაზი გაესვა კომიტეტსა და საბიუჯეტო ოფისს შორის თანამშრომლობის გაძლიერების და
კომუნიკაციის კიდევ უფრო გაუმჯობესების მნიშვნელობას. ამ კუთხით, განსაკუთრებული
ყურადღება გამახვილდა საბიუჯეტო ოფისის მიერ მომზადებულ ანგარიშებსა და კვლევით
პუბლიკაციებზე.
49 |გ ვ ე რ დ ი
2021 წლის 16 მარტი - შეხვედრა კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის (KONRAD
ADENAUER STIFTUNG) „სამხრეთ-კავკასიის პოლიტიკური დიალოგის“ რეგიონალური
პროგრამის დირექტორთან
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის
(KONRAD
ADENAUER
რეგიონალური
STIFTUNG)
პროგრამის
„სამხრეთ-კავკასიის
დირექტორს ტომას
პოლიტიკური
შრაპელს და
დიალოგის“
დირექტორის
მოადგილე ჯონათან ნოვაკს შეხვდა.
დავით
სონღულაშვილმა
ფონდის
ხელმძღვანელობას
განსაკუთრებული
მადლობა
გადაუხადა წლების განმავლობაში მათ მიერ განხორციელებული პროექტებისთვის და
კომიტეტთან ეფექტიანი და აქტიური თანამშრომლობისთვის.
შეხვედრისას, კომიტეტის თავმჯდომარემ ტომას შრაპელს კომიტეტის სამოქმედო გეგმა
გააცნო. ამ კუთხით მხარეებმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის კონკრეტული გეგმები
და პრიორიტეტები დასახეს.
ტომას შრაპელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფონდი აქტიურადაა დაინტერესებული რეგიონის
სტაბილურობითა და საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებით. ამ კუთხით ადენაუერის
ფონდი გააგრძელებს მჭიდრო და პირდაპირ კომუნიკაციას კომიტეტთან, რათა ხელი შეუწყოს
მხარეებისთვის პრიორიტეტული საკითხების გაცილებით უკეთ წარმართვას.
2021 წლის 29 მარტი - შეხვედრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის
პრეზიდენტთან
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით
სონღულაშვილი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს გიორგი
პერტაიას შეხვდა.
შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის
საქმიანობისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
შეხვედრის
ფარგლებში
ასევე,
განიხილეს
კომიტეტის
სამოქმედო
გეგმით
მომავალში
აქტიური
გათვალისწინებული აქტივობები.
გამოიკვეთა
კონკრეტული
მიმართულებები,
რაზეც
მხარეებს
კომუნიკაცია ექნებათ. მხარეებმა მჭიდრო და ეფექტიანი მუშაობისთვის სრული მზადყოფნა
დააფიქსირეს.
50 |გ ვ ე რ დ ი
2021 წლის 30 მარტი - შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებთან
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს კომიტეტის სამოქმედო გეგმით
გათვალისწინებული აქტივობები, ასევე ის პროექტები და ღონისძიებები, რომელთა
ეფექტიანი განხორციელებაც სამომავლოდ სხვადასხვა სექტორის გაძლიერებას შეუწყობს
ხელს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ქვეყანაში არსებული საინვესტიციო და ბიზნეს
გარემოს გაუმჯობესებას, სატრანსპორტო პოლიტიკას, ტურიზმის სექტორში არსებულ
გამოწვევებს და განახლებადი ენერგიის ეფექტიან ათვისებას დაეთმო. გერმანიის
საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის მენეჯერმა მარტინა
კოლბმა, აღნიშული საკითხების მიმართ კიდევ ერთხელ დაადასტურა ორგანიზაციის
ჩართულობა და მომავალში აქტიურად მუშაობის სურვილი.
2021 წლის 14 აპრილი - კვლევითი ორგანიზაციების (Think Tanks) მიერ მემორანდუმის
ხელმოწერის ღონისძიება
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა მონაწილეობა მიიღო კვლევითი ორგანიზაციების
(Think Tanks) მიერ მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებაში.
საქართველოს მთავრობასთან COVID-19-ის შედეგად წარმოქმნილი კრიზისიდან ქვეყნის
გამოყვანისა და მდგრადი ეკონომიკის შექმნის მიზნით, პრიორიტეტული ეკონომიკური
რეფორმების პოლიტიკის განსაზღვრისთვის ერთობლივად იმუშავებენ საქართველოს
პარლამენტის კვლევითი ცენტრი, ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტი; PMCG კვლევითი
ცენტრი, „გალთ ენდ ტაგარტი“ (Galt & Taggart), თი-ბი-სი კაპიტალი, თი-ბი-ეს-სი
კონსალტინგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების
ცენტრი, „ბიზნესკვლევების სახლი“ (House of Business Studies), საქართველოს სტრატეგიული
და საერთაშორისო კვლევების ფონდი, სულ ცხრა წამყვანი კვლევითი ორგანიზაცია,
რომლებმაც USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ხელი
მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს.
2021 წლის 10 ნოემბერი - შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)
ექსპერტებთან
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის
თავმჯდომარე
დავით
სონღულაშვილი
ეროვნულ-დემოკრატიული
ინსტიტუტის (NDI) ექსპერტებს შეხვდა.
შეხვედრაზე
მხარეებმა
საქართველოს
პარლამენტის
საზედამხედველო
ფუნქციების
51 |გ ვ ე რ დ ი
ეფექტიანი განხორციელების საკითხებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა დარგობრივი
ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თემატურ მოკვლევებსა და
შემდგომში აღნიშნული მოკვლევების ფარგლებში
შემუშავებული რეკომენდაციების
აღსრულების მნიშვნელობაზე.
კომიტეტის თავმჯდომარემ NDI-ის წარმომადგენლებსა და მოწვეულ ექპერტებს, კენ
მაკინტოშსა და თამარ ჩუგოშვილს
კომიტეტის სამოქმედო გეგმა, ასევე მიმდინარე და
დაგეგმილი თემატური მოკვლევები გააცნო.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა კომიტეტისა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის
განსაკუთრებული თანამშრომლობის მნიშვნელობა.
2021 წლის 10 ნოემბერი - „რეფორმეტრის“ (ქართული რეფორმების პროგრესის შეფასების
პლატფორმა) ღონისძიება - რეფორმების შეფასება დასახულ მიზნებთან მიმართებაში
ISET Policy Institute-ის და The USAID Economic Governance Program-ის ჩართულობით შერატონ
გრანდ მეტეხი პალასში რეფორმეტრის გაცნობითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე
ჩატარებულ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა დავით სონღულაშვილმა მიიღო, სადაც
მიმდინარე რეფორმებსა და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საკუთარ გამოსვლაში კომიტეტის თავმჯდომარემ აქცენტი „რეეგულაციის გავლენის
შეფასების მექანიზმზე“ გააკეთა. მისი განცხადებით, - „რეეგულაციის გავლენის შეფასების
მექანიზმი“, იგივე RIA მნიშვნელოვანი და საკმაოდ ქმედითი ინსტრუმენტია იმის
პროგნოზისთვის, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს საკანონმდებლო ცვლილებას და
სხვადასხვა სახის რეფორმებს. ჩვენ თუ გვინდა, რომ მომავალში მომხდარ ცვლილებებზე
საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში საგნობრივი დისკუსია გაიმართოს და ჩვენ
ერთმანეთს ფაქტებით და სტატისტიკით დავუმტკიცოთ ამა თუ იმ პოლიტიკის თუ
საკანონმდებლო ინიციატივის უპირატესობა, სწორედ RIA-ს მექანიზმის აქტიური გამოყენება
დაგვჭირდება. ჩვენ უნდა დავიწყოთ ციფრებსა და კონკრეტულ, ხელშესახებ შედეგებსა თუ
გავლენებზე საუბარი, რასაც გამოიწვევს ესა თუ ის ცვლილება, თუ ახალი კანონის მიღება.
ასეთი უნდა იყოს ჩვენი მომავალი პოლიტიკური ცხოვრება და დისკურსი. საპარლამენტო
ცხოვრებასა და კომიტეტის მუშაობის პროცესში, არა მხოლოდ RIA-ს ინსტრუმენტის
გამოყენების, ასევე თემატური მოკვლევების ჩატარების თუ სხვა ღონისძიებების გატარების
შემთხვევაში, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ საკანონმდებლო და ცვლილებების პროცესში
მაქსიმალურად ბევრი დაინტერესებული მხარე თუ სპეციალისტი ჩავრთოთ. საერთაშორისო
პარტნიორები, თუ არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან გვეხმარებიან იმაში, რომ მოხდეს
ინტერესთა ჯგუფებთან დიალოგის წარმართვა და საქმიანი ურთიერთობის გამყარება. ეს
საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსე პროცესია. შესაბამისად, ნებისმიერი ახალი
ინსტრუმენტი, რომელიც კერძო-საჯარო და სამოქალაქო დიალოგს შეუწყობს ხელს და თან
მიმართული იქნება რეფორმების პროცესის გაჯანსაღებაზე, რა თქმა უნდა, მისასალმებელია.
მე კი, პირადად, როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის თავმჯდომარემ შემიძლია კიდევ ერთხელ დავაფიქსირო, რომ ჩვენი კომიტეტი
52 |გ ვ ე რ დ ი
აქამდეც აქტიურად იყენებდა და მომავალშიც გამოიყენებს RIA-ს მექანიზმს, რა თქმა უნდა,
დაინტერესებული მხარეებისა და შესაბამისი პროფესიონალების პროცესში ჩართვის გზით.
ამავდროულად, მე გავეცანი რეფორმეტრის პლატფორმის შესაძლებლობებს და შემიძლია
ვთქვა, რომ დიდი მუშაობა არის გაწეული მის მომზადებისთვის, რაზეც მადლობა მინდა
გადავუხადო USAID-ის პროგრამის მესვეურებს. დარწმუნებული ვარ რეფორმეტრი კიდევ
დაიხვეწება მომავალში და რაც ყველაზე მთავარია გამოადგება ჩვენს ქვეყანას.“
2021 წლის 30 ნოემბერი - ინტერნეტ მმართველობის ფორუმსა და საქართველოს
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს შორის
მემორანდუმი გაფორმდა
30 ნოემბერს ინტერნეტ მმართველობის რიგით მეშვიდე ფორუმი - GeoIGF 2021 გაიხსნა.
ფორუმმა უმასპინძლა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერას ფორუმსა და
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტს შორის.
მემორანდუმის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ინტერნეტ მმართველობის დიალოგში
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, როგორც
ინტერნეტის სფეროში კანონშემოქმედებითი პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლის,
ჩართულობას. ამ მიზნით მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობაზე ინტერნეტის
სფეროში საკანონმდებლო პროცესის ეფექტიანობის და ღიაობის უზრუნველსაყოფად.
ღონისძიება
ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა, სულ ჩატარდა 10 თემატური სესია,
საქართველოს
ინტერნეტ
სივრცეში
არსებულ
მთავარ
გამოწვევებსა
და
მომავალ
შესაძლებლობების შესახებ.
ინტერნეტ მმართველობის ფორუმი GeoIGF ყოველწლიური კონფერენციაა, რომელიც 2015
წელს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით დაარსდა. დღეს, ფორუმს 30-ზე მეტი წევრი ჰყავს
სხვადასხვა სფეროდან, რომელიც ყოველწლიურად 200-მდე ადამიანს აერთიანებს და თავს
უყრის ინტერნეტ სფეროში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს,
საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ექსპერტებს, კერძო კომპანიებს,
აკადემიურ წრეებსა და ახალგაზრდული სექტორის მონაწილეებს. ფორუმი მრავალმხრივი
პლატფორმაა წლის განმავლობაში, ქვეყანაში ელექტრონული კომუნიკაციების და
საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით წამოჭრილი აქტუალური
საკითხებისა და პროექტების განსახილველად.
53 |გ ვ ე რ დ ი
5. საზოგადოებასთან და არასამთავრობო სექტორთან
ურთიერთობა
5.1 კომიტეტი სოციალურ ქსელში და საზოგადოებასთან კომუნიკაცია
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი ოპერატიულად უზრუნველყოფდა კომიტეტში მიმდინარე
მოვლენების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას, ინფორმაციის გაშუქების მიზნით
თანამშრომლობდა
მასმედიის
წარმომადგენლებთან,
ხელს
უწყობდა
საქართველოს
პარლამენტის ვებგვერდზე კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და
დოკუმენტაციის დროულად განთავსებას. ამ მიმართულებით აღსანიშნავია, რომ კომიტეტის
ვებგვერდზე საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომად განთავსდა ახალი დოკუმენტები
(კომიტეტის სამოქმედო გეგმა, კომიტეტის საქმიანობის ანგარიშები, კომიტეტის მიერ
ჩატარებული
თემატური
მოკვლევების
დოკუმენტები,
კომიტეტის
სამეცნიერო-
საკონსულტაციო საბჭოებს დოკუმენტები და სხვა).
კომიტეტი აქტიურად იყენებს სოციალური მედიის საშუალებებს, რის საფუძველზეც
კომიტეტისა და კომიტეტის თავმჯდომარის Facebook-ის გვერდებზე რეგულარულად
თავსდება ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ. მიმდინარე საანგარიშო პერიოდში ორივე
გვერდის მნახველთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ამ გვერდებზე განთავსებული
ინფორმაციის დიდ ნაწილს მედიასაშუალებები აქტიურად იყენებენ, როგორც ოფიციალურ
წყაროს.
5.2 საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა
საანგარიშო პერიოდში საქართველოს პარლამენტის კომიტეტი, დავით სონღულაშვილის
თავმჯდომარეობით,
აქტიურად
და
ეფექტიანად
თანამშრომლობდა
საერთაშორისო
ორგანიზაციებთან, სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციებთან, არასამთავრობო და კვლევითი
ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სხვადასხვა დარგის უცხოელ ექსპერტებთან.
ამ კუთხით, გაიმართა არაერთი შეხვედრა და ღონისძიება. კომიტეტი აქტიურად იყო
ჩართული სხვადასხვა კონფერენციებსა და ფორუმებში.
კერძოდ, კომიტეტი სამუშაო
შეხვედრებს მართავდა და აქტიურად თანამშრომლობდა:
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ეკონომიკური მმართველობის
პროგრამასთან;
გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP);
ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD);
ევროკავშირ-საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების
მხარდაჭერა – II“ პროექტთან;
კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის (KONRAD ADENAUER STIFTUNG) „სამხრეთკავკასიის პოლიტიკური დიალოგის“ რეგიონალური პროგრამასთან;
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ);
54 |გ ვ ე რ დ ი
USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივასთან (GGI);
აშშ-ის სავაჭრო პალატასთან;
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტთან (NDI);
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, მნიშვნელოვანი
საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის პროცესში, ასევე, თემატური მოკვლევების
ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფდა
დაინტერესებული მხარეების ჩართულობას.
5.3 საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი
2021 წლის 29 მარტს, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის (PPD) ფორმატში
გაიმართა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის განხილვა.
ღონისძიება ჩატარდა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის,
ადამიანის
უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების
მიერ ერთობლივად, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და
განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანა დაფინანსებული პროექტის
“საქართველოს კომერციული სამართლის და პრაქტიკის გაუმჯობესება” მხარდაჭერით.
კოვიდ რეგულაციების გათვალისწინებით დამსწრეთა უმრავლესობა ჩაერთო Webex-ის
პლატფორმის მეშვეობით.
შეხვედრის მიზანს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალ კანონპროექტზე ბიზნეს
სექტორთან დამატებითი კონსულტაციების გამართვა და პოზიციების საბოლოოდ შეჯერება
წარმოადგენდა, შესაბამისად, შეხვედრას საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის
წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG), ევროპული
ბიზნეს ასოციაციის (EBA), საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის
(GSMEA), საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის (GCCI), ამერიკის სავაჭრო პალატის
(AMCHAM),
გერმანიის
ეკონომიკური
გაერთიანების
(DWV),
საქართველოს
დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის (GDBA), საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა
(GEA) და ბიზნეს სექტორის სხვა წარმომადგენლები.
2021 წლის 19 აპრილს საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის (PPD)
ფორმატში,
კომიტეტისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის
ორგანიზებით, გაიმართა დიალოგი - „მსუბუქი მრეწველობის სექტორის განვითარების
გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოში:
ავეჯის და შესაფუთი მასალების
წარმოება“.
შეხვედრის
მიზანს
წარმოადგენდა
მსუბუქი
მრეწველობის
გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ მსჯელობა,
სექტორში
არსებული
მათ შორის სექტორის იმ
55 |გ ვ ე რ დ ი
გამოწვევებზე, როგორიცაა დარგში კადრების კვალიფიკაციის ნაკლებობა, ბაზარზე წვდომის
სირთულეები, მოძველებული დანადგარები და დაბალი ღირებულების მქონე წარმოება.
შეხვედრა შედგა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, კერძო სექტორისა და
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა და დარგის ექსპერტების ჩართულობით.
საჯარო-კერძო დიალოგისას გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, დაიგეგმა
პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება და მისი ფართო აუდიტორიისთვის გაზიარება.
2021 წლის 7 ივნისს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების
პროგრამის ორგანიზებით გაიმართება საჯარო და კერძო სექტორებს დიალოგი (PPD)
შორის: „გაზიარებული ინტელექტუალური სერვისების სექტორი საქართველოში:
განვითარების პერსპექტივები და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება”.
საქართველოში
მაღალანაზღაურებადი
მოზიდვის
შემოსავლების
და
ინტელექტუალური
სერვისების
სამუშაო
გენერირების
სექტორი
ადგილების
მხრივ,
ერთ-ერთი
შექმნის,
ექსპორტზე
ყველაზე
ინვესტიციების
ორიენტირებული
კონკურენტუნარიანი
მიმართულებაა. სექტორი საქართველოში რამდენიმე პრიორიტეტულ ღირებულებათა ჯაჭვს
აერთიანებს, ესენია: საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT), ბიზნეს
პროცესების აუთსორსინგი (BPO) და ელექტრონული კომერცია. ბიზნეს პროცესების
აუთსორსინგი ფარავს ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორებიცაა: ფინანსები და
ბუღალტრული აღრიცხვა (F&A); არქიტექტურა, დიზაინი და ინჟინერია (ADE);
მომხმარებელთან ურთიერთობის მართვა (CRM), ადამიანური რესურსების მართვა (HRM), და
საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT). აღსანიშნავია, რომ გაზიარებული ინტელექტუალური
სერვისების სექტორის განვითარების მაღალი პოტენციალი და სწრაფი ზრდის ტემპი, მთელ
მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც კიდევ უფრო გამოიკვეთა COVID-19-ის
პანდემიის პირობებში, რომელმაც ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი და
ელექტრონული კომერციის ზრდა კიდევ უფრო დააჩქარა.
6. მიღებული წერილები და განცხადებები
საანგარიშო პერიოდში, კერძოდ, 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის
ჩათვლით, კომიტეტში სულ შემოვიდა 408 წერილი და განცხადება, მათ შორის, სხვადასხვა
უწყებებიდან და ორგანიზაციებიდან შემოსულია 331 წერილი და მოქალაქეებისგან
მიღებულია 77 განცხადება.
შემოსული კორესპონდენცია ეხებოდა, როგორც საკანონმდებლო საქმიანობას, გარდამავალი
დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულებას, ისე სხვადასხვა დარგებში
არსებულ პრობლემურ საკითხებს. კერძოდ:
მიწის რეგისტრაციის საკითხებს;
მშენებლობის საკითხებს;
56 |გ ვ ე რ დ ი
კერძო საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებს;
ტურიზმის სფეროს;
კომუნიკაციების სფეროს;
ტრანსპორტის დარგის საკითხებს;
სამეწარმეო საკითხებს;
მსჯავრდებულთა პრობლემებს;
მოქალაქეების საჩივრებს პირად პრობლემებზე;
და სხვა.
შემოსული წერილები და განცხადებები რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის უწყებებს,
ხოლო მათ ავტორებთან გაიმართა შეხვედრები და სატელეფონო კონსულტაციები.
7. საერთაშორისო თანამშრომლობა
2021 წელს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა, სამუშაო და გაცნობითი
ხასიათის შეხვედრები გამართა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის
წარმომადგენლებთან, სხვადასხვა ქვეყნების
პარლამენტის წევრებთან, საერთაშორისო
ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და მათ წარმომადგენლებთან, არასამთავრობო და
კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან,
ასევე სხვადასხვა დარგში მოღვაწე
მოწვეულ ექსპერტებთან.
საანგარიშო პერიოდში, დავით სონღულაშვილმა მონაწილეობა მიიღო არაერთ
საერთაშორისო კონფერენციასა და ფორუმში. იმყოფებოდა ოფიციალურ ვიზიტებში, როგორც
პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების, ასევე სხვდასხვა სამუშაო შეხვედრების ფარგლებში.
2021 წლის 20 იანვარი - შეხვედრა ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან
ელჩთან საქართველოში ანდრიუს კალინდრასთან
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ხაზგასმით აღინიშნა ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის
ფორმატებში
განსაკუთრებული
მეგობრული
და
პარტნიორული
ურთიერთობების
მნიშვნელობა. ასევე, საუბარი შეეხო არსებული პოტენციალის შემდგომ კიდევ უფრო
ეფექტიან ათვისებას.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ლიეტუვას შორის სავაჭრო-ეკონომიკური
ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. აღინიშნა, პანდემიის ნეგატიური გავლენა
სხვადასხვა სექტორზე.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო კლიმატური ცვლილებების თემატიკას და ენერგო
სექტორის გამოწვევებს. ხაზი გაესვა განახლებადი ენერგიის ეფექტიან ათვისებას. ამ კუთხით,
კომიტეტის თავმჯდომარემ მზის პანელების წარმოებასთან დაკავშირებით ლიეტუვას
გამოცდილების შესახებ მოისმინა ინფორმაცია. ელჩმა კომიტეტის თავმჯდომარეს ლიეტუვას
57 |გ ვ ე რ დ ი
მთავრობის პროგრამა Deposit System და ამ კუთხით მათი გამოცდილება გააცნო.
2021 წლის 26 იანვარი - შეხვედრა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან
საქართველოში ჰუბერტ ქნირშთან
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული მეგობრული და
პარტნიორული
ურთიერთობები
მიმოიხილეს და ეკონომიკური თანამშრომლობის
გაძლიერების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
აღინიშნა,
რომ
მნიშვნელოვანია
სამომავლოდ
მაქსიმალურად
იქნეს
გამოყენებული
ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალი, რაც გულისხმობს
საქართველოს მიმართ გერმანიის საქმიანი წრეებისა და კომპანიების ინტერესის გაზრდას,
ქვეყანაში გერმანული ინვესტიციების მოზიდვას, სექტორული თანამშრომლობის კიდევ
უფრო გაძლიერებასა და გერმანული მხარის გამოცდილების გაზიარებას.
კომიტეტის თამჯდომარემ და ელჩმა ენერგო სექტორის გამოწვევებზე ისაუბრეს და
განახლებადი
და ჰიდრო-ენერგიის ეფექტიან ათვისებაზე გაამახვილეს ყურადღება.
შეხვედრაზე ყურადღება აქცენტი გაკეთდა საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ
ხელშეკრულებების
ეფექტიანი ათვისების
ადგილმდებარეობის პოტენციალზე.
მნიშვნელობაზე,
ასევე
საქართველოს
2021 წლის 15 თებერვალი - შეხვედრა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან
ელჩთან საქართველოში დიეგო კოლასთან
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის ორმხრივ და
მრავალმხრივ
მნიშვნელობა.
ფორმატებში
განსაკუთრებული
პარტნიორული
ურთიერთობების
ასევე, საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით არსებული
პოტენციალის კიდევ უფრო ეფექტიან ათვისებას.
საფრანგეთის ელჩმა აღნიშნა, რომ ფრანგული მხარე აქტიურადაა დაინტერესებული
საქართველოში
ინვესტიციების
მოცულობის
გაზრდით.
აღინიშნა,
რომ
ფრანგული
კომპანიები და ფრანგი ბიზნესმენები კარგად არიან ინფორმირებულები და მზად არიან
საქართველოსთან შემდგომი თანამშრომლობისთვის. ელჩის მხრიდან აღინიშნა, რომ ამ
კუთხით, მიმდინარეობს საფრანგეთის ბიზნეს ასოციაციის სამუშაო ვიზიტის ორგანიზება.
პანდემიაზე
საუბრისას,
ელჩმა
კომიტეტის
თავმჯდომარეს
საფრანგეთში
არსებულ
შეზღუდვებზე მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტიანად
უმკლავდება არსებულ გამოწვევებს. ხაზი გაესვა ვაქცინაციის დროულად განხორციელების
პროცესს. შეხვედრაზე, ასევე განიხილეს საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ
ხელშეკრულებების ეფექტიანი ათვისების მნიშვნელობა. ხაზი გაესვა
საქართველოს
სტრატეგიულ ადგილმდებარეობას.
შეხვედრის მსვლელობისას განხილული იქნა არსებული პოლიტიკური სიტუაცია. აღინიშნა,
რომ პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ პატივი უნდა სცეს კანონის უზენაესობას და
58 |გ ვ ე რ დ ი
სახელმწიფო ინსტიტუტებს.
2021 წლის 15 თებერვალი
-
შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში პეტრ მიკისკასთან
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამომავლოდ მაქსიმალურად იქნეს
ათვისებული
საქართველოსა
და
ჩეხეთს
შორის
არსებული
სავაჭრო-ეკონომიკური
პოტენციალი, რაც გულისხმობს საქართველოს მიმართ ჩეხეთის საქმიანი წრეებისა და
კომპანიების ინტერესის გაზრდას, ჩეხური ინვესტიციების მოზიდვასა და სექტორული
თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი
სავაჭრო სივრცის შეთანხმების ეფექტიანად ათვისების საკითხს. ამ მიმართულებით,
მხარეებმა საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობები განიხილეს.
2021 წლის 22 თებერვალი - შეხვედრა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან
საქართველოში აკირა იმამურასთან
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ის პროექტები და ღონისძიებები, რომლებმაც ხელი
უნდა შეუწყოს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, საქართველოში
მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას, ინფრასტრუქტურული პროექტების
განხორციელებასა და ქართულ ბაზარზე მეტი იაპონური ბიზნესის შემოსვლას.
დავით სონღულაშვილმა იაპონიის ელჩს კომიტეტის სამოქმედო გეგმა და პრიორიტეტები
გააცნო.
განხილული იქნა კოვიდ-19-ის პანდემიასთან ბრძოლის და ვაქცინაციის დროულად
განხორციელების საკითხი, მათ შორის ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევის და
კოორდინაციის აუცილებლობას. ამ კუთხით, კომიტეტის თავმჯდომარემ ელჩს ამომწურავი
ინფორმაცია
მიაწოდა
მთავრობის
მიერ
გადადგმულ
ნაბიჯებზე
და
დაგეგმილ
ღონისძიებებზე.
იაპონიის ელჩმა აღნიშნული საკითხების მიმართ დაადასტურა იაპონიის მთავრობის
მხარდაჭერა და დახმარების სურვილი.
შეხვედრაზე,
ასევე
განიხილეს
საქართველოს
თავისუფალი
ვაჭრობის
ხელშეკრულებების ეფექტიანი ათვისების მნიშვნელობა. ხაზი გაესვა
შესახებ
საქართველოს
სტრატეგიულ ადგილმდებარეობას.
2021 წლის 23 მარტი - შეხვედრა იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან
ელთან საქართველოში ენრიკო ვალვოსთან
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
თავმჯდომარე დავით
სონღულაშვილი იტალიის
რესპუბლიკის
საგანგებო
და
სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ენრიკო ვალვოს შეხვდა.
59 |გ ვ ე რ დ ი
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ის პროექტები და შესაძლებლობები, რომლებმაც
ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას,
ტურიზმის სექტორის განვითარებას, სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურული
პროექტების განხორციელებასა და ქართულ ბაზარზე მეტი იტალიური კომპანიების
შემოსვლას.
შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო კოვიდ-19-ის პანდემიის შემდგომ პერიოდში ქვეყნის
ეკონომიკის აღსადგენად გასატარებელ ღონისძიებებს. მხარეება ასევე, განიხილეს ქვეყანაში
მიმდინარე ვაქცინაციის პროცესი.
ენრიკო ვალვომ აღნიშული საკითხების მიმართ კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის
მთავრობის ჩართულობა და მხარდაჭერა.
2021 წლის 29 აპრილი - შეხვედრა აშშ-ის სავაჭრო პალატის აღმასრულებელ დირექტორთან
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი აშშ-ის სავაჭრო პალატის აღმასრულებელ
დირექტორს საქართველოში ჯორჯ ველტონს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს კომიტეტის
სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები, ასევე ის პროექტები, რომელთა
ეფექტიანი და დროული განხორციელებაც მომავალში სხვადასხვა სექტორის გაძლიერებას
შეუწყობს ხელს.
განსაკუთრებული ყურადღება საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე, მცირე და
საშუალო ბიზნესის გაძლიერებაზე, სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმირებაზე, ტურიზმის
სექტორში არსებულ გამოწვევებსა და განახლებადი ენერგიის ეფექტიან ათვისებაზე
გამახვილდა.
მხარეებმა
მომავალში
მჭიდრო
და
ეფექტიანი
მუშაობისთვის
სრული
მზადყოფნა
დააფიქსირეს.
2021 წლის ივნისი - შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის
კომიტეტის წევრებთან
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის
საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს ტიტუს კორლატეანს,
კლოდ კერნს და ბას კლეინს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში
შეტანილ ცვლილებებზე ისაუბრეს, რაც კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით
სპეციალური მმართველის დანიშვნას ითვალისწინებს. აღნიშნულთან დაკავშირებით,
ყურადღება გამახვილდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე.
60 |გ ვ ე რ დ ი
დავით სონღულაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკუთრების, მედიისა და გამოხატვის
თავისუფლება ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და აღნიშნული კანონის
მიღებით და სპეციალური მმართველის დანიშვნით ამ ფასეულობებს მომავალში არავითარი
საფრთხე არ ემუქრება. მისი განცხადებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და მხარეებს
შორის აქტიური და ეფექტიანი თანამშრომლობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
2021 წლის 8 ივნისი - შეხვედრა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)
მისიის დირექტორთან, პიტერ ვებლერთან
მხარეებმა USAID-ის მხარდაჭერით
განხორციელებული
და
მიმდინარე
აქტივობები
დეტალურად მიმოიხილეს. ყურადღება იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზეც გამახვილდა,
რომელთა გამოყენებაც სამომავლოდ სხვადასხვა სექტორის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
კომიტეტის თავმჯდომარემ, მისიის დირექტორს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ
USAID-ს განსაკუთრებული წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის განვითარებასა და
სხვადასხვა დარგის გაძლიერებაში. შეხვედრაზე ყურადღება საქართველოში მცირე და
საშუალო მეწარმეობის გაძლიერებას, ტურიზმის სექტორის განვითარებასა და მასში არსებულ
გამოწვევებს და განახლებადი ენერგიის ეფექტიან ათვისებას დაეთმო.
შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ USAID-ის მისიის დირექტორს კომიტეტის
მიმდინარე საქმიანობა და პრიორიტეტები გააცნო. დასასრულს, პიტერ ვებლერმა USAID-ის
მაქსიმალური ჩართულობა და სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
2021 წლის 23 ნოემბერი - ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) მიერ
ორგანიზებული საპარლამენტო პლენუმი
2021 წლის 23 ნოემბერს, სერბეთში, ქ. ბელგრადში, ენერგეტიკული გაერთიანების
საპარლამენტო პლენუმი გაიმართა, რომლის ფორმატი ჰიბრიდულ ხასიათს ატარებდა.
პლენუმზე საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი დავით სონღულაშვილი წარმოადგენდა.
პლენუმის ფარგლებში დისკუსია გაიმართა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე,
რომელიც შეეხებოდა ენერგეტიკული გაერთიანების დეკარბონიზაციის 2021-2017 წლების
სამოქმედო გეგმას, სამართლებრივ კონცეფციებს, ნახშირბადის საფასურის და ნახშირბადის
საზღვრის რეგულირების მექანიზმებს.
საკითხების განხილვა და დისკუსია წარიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატით.
2021
წლის 24
ნოემბერი
- ევრონესტის (EURONEST)
საპარლამენტო ასამბლეის
ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფის სხდომა
დავით სონღულაშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული ქვეყნების
სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სამუშაო ჯგუფმა „ასოცირებული ტრიოს“
თანამშრომლობის
გაძლიერებასა
და
ევროინტეგრაციის
საერთო
ინტერესებსა
და
61 |გ ვ ე რ დ ი
პრიორიტეტებზე იმსჯელა. ყურადღება გამახვილდა ასოცირების შესახებ შეთანხმების
განხორციელებასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებზე.
სხდომაზე ასოცირებული ქვეყნებისთვის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო
სივრცის შესახებ შეთანხმებების (DCFTA) მნიშვნელობაზე და მისი უკეთ ათვისების
პერსპექტივებზეც იმსჯელეს და პანდემიის ფონზე სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევებთან
გამკლავების გზები მიმოიხილეს.
აღნიშნულ
საკითხზე
ეკონომიკისა
და
სონღულაშვილმა,
ყოვლისმომცველი
მოხსენება
ეკონომიკური
გააკეთა
საქართველოს
პოლიტიკის
პარლამენტის
კომიტეტის
რომელმაც თავის გამოსვლაში
თავისუფალი სავაჭრო სივრცის
დარგობრივი
თავმჯდომარე
დავით
საქართველოს მიერ ღრმა და
შესახებ შეთანხმებების (DCFTA)
განხორციელების მიმდინარეობასა და მიღწევებზე ასევე, გლობალური პანდემიის პირობებში.
2021 წლის 6-9 დეკემბერი - ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთის რეპუბლიკაში
საქართველოს პარლამენტის, საქართველო-საფრანგეთის მეგობრობის ჯგუფი, დავით
სონღულაშვილის ხელმძღვანელობით 2021 წლის 6-9 დეკემბერს საფრანგეთის რესპუბლიკაში
იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საფრანგეთის სენატში, ასევე
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში. საპარლამენტო დელეგაცია დავით სონღულაშვილის
ხელმძღვანელობით ვიზიტის ფარგლებში შეხვდა:
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საფრანგეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის
ხელმძღვანელ ჟან-რენე კაზნევს და მეგობრობის ჯგუფის წევრებს;
ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ჟან-ლუი ბურლანჟს;
ეროვნული ასამბლეის ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის წევრი და განახლებადი
ენერგიის ექსპერტს ანტონ სალიერის;
ქ-ნ საბინ ტიეს, ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს;
სენატის ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის წევრ სერჟ ბაბარის;
ანდრე რეიშარდტს, სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს;
სენატის საფრანგეთ-კავკასიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ ალან უპერს და
მეგობრობის ჯგუფის საქართველოს საკითხებზე მომუშავე დელეგირებულ პრეზიდენტს
ფილიპ ტაბაროს და მეგობრობის ჯგუფის სხვა წევრებს;
სენატის საგარეო
ალიზარდის.
და
თავდაცვის
საკითხთა
კომიტეტის
თავმჯდომარე
პასკალ
შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საფრანგეთს
შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, ტურიზმის, განათლების, კულტურისა და
ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავების მნიშვნელობაზე.
ვიზიტისას,
ორ
ქვეყანას
შორის
სავაჭრო-ეკონომიკური
თანამშრომლობის
შემდგომ
გაძლიერებასა და საკანონმდებლო ორგანოებს შორის სექტორული მიმართულებით
ორმხრივი ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
62 |გ ვ ე რ დ ი
ვიზიტისას
გამართულ
შეხვედრებზე
ხაზი
გაესვა
საქართველოს
ტერიტორიული
მთლიანობის, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით საფრანგეთის
მხარდაჭერის მნიშვნელობას. მხარეებმა, ასევე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ
რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე ისაუბრეს. მიმოიხილეს შავი ზღვის
რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და მათთან გამკლავების მექანიზმები.
მხარეებმა
ასევე
იმსჯელეს
საქართველოსა
ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე.
და
საფრანგეთის
რეგიონებს
შორის
ამ მხრივ აქცენტი კახეთის რეგიონზე
გაკეთდა.
63 |გ ვ ე რ დ ი