საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარალმენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში
- საქართველოს პარალმენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში ანგარიში
- საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში (ეს პროექტი) ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2022-03-17
შენიშვნები 17/03/2022 ცნობად იქნა მიღებული
📜 ტექსტი
წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-1683/22
15-02-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად
წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს.
დანართი: - ანგარიში „36“ ფურცელზე
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
2021
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
0
-
-1-
შინაარსი
1.
შესავალი ................................................................................................................................... - 2 -
2.
ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ ........................................................................... - 2 2.1.
კომიტეტის მისია.............................................................................................................. - 2 -
2.2.
კომიტეტის წევრები ......................................................................................................... - 2 -
3.
შემაჯამებელი მიმოხილვა ..................................................................................................... - 3 -
4.
კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობა ............................ - 5 4.1.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები ................................................................... - 5 -
4.2.
თვითგამორკვევის უფლება .......................................................................................... - 12 -
4.3.
სოციალურ-ეკონომიკური უფლებები .......................................................................... - 12 -
4.4.
თანასწორობის უფლება ............................................................................................... - 15 -
4.5.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები......................................... - 16 -
4.6.
ბავშვთა უფლებები ........................................................................................................ - 18 -
4.7.
მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებები ......................................................... - 20 -
4.8.
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებები .................................... - 23 -
4.9.
სახალხო დამცველის ანგარიში ................................................................................... - 24 -
4.10. ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლი და სპეციალური
ანგარიშები .................................................................................................................................. - 25 4.11. განსაკუთრებული პროცედურა - პეტიცია ................................................................... - 29 5.
საზოგადოებასთან ურთიერთობა ....................................................................................... - 30 5.1.
მოქალაქეთა წერილები, მომართვები ........................................................................ - 30 -
5.2.
სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა .............................................................. - 31 -
6.
საერთაშორისო თანამშრომლობა ...................................................................................... - 32 -
7.
ფუნქციურ-ორგანიზაციული საქმიანობა ............................................................................ - 33 -
8.
დასკვნა .................................................................................................................................... - 35 8.1. 2021 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების
მიმოხილვა .................................................................................................................................. - 35 8.2.
სამომავლო პრიორიტეტები ......................................................................................... - 35 -
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2021
-2-
1. შესავალი
წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის ადამიანის
უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ, 2021 წელს გაწეული
საქმიანობის ანგარიში.
ანგარიში მოიცავს და შესაბამისობაშია კომიტეტისთვის საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტითა და კომიტეტის დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებასთან,
აგრეთვე, კომიტეტის წლიური სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ საქმიანობასთან.
კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია კანონშემოქმედებითი და
საზედამხედველო საქმიანობა, საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან
ურთიერთობა, ფუნქციურ-ორგანიზაციული საკითხები.
2. ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ
2.1.
კომიტეტის მისია
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის მისიას წარმოადგენს მის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხთა შესახებ
საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, კანონმდებლობის განვითარება და
პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და საქართველოს მთავრობის
საქმიანობის კონტროლი.
კომიტეტის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს
კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და კომიტეტის დებულების
შესაბამისად.
2.2.
კომიტეტის წევრები
საანგარიშო პერიოდის დასასრულს, კომიტეტი წარმოდგენილია თორმეტი დეპუტატით,
რომელთაგან შვიდი არის მმართველი პარტიის წარმომადგენელი, ხოლო ხუთი ოპოზიციური
პარტიებიდან.
კომიტეტის შემადგენლობა 2021 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით:
1. მიხეილ სარჯველაძე (კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქცია „ქართული ოცნება“)
2. ალუდა ღუდუშაური (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია
„ქართული ოცნება“),
3. სავალან მირზოევი (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე,ფრაქცია „ქართული
ოცნება“),
4. ანა ბუჩუკური (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, უფრაქციო პარლამენეტის
წევრი),
5. ზაურ დარგალი (კომიტეტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება“),
6. გიორგი კახიანი (კომიტეტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება“),
7. ტარიელ ნაკაიძე (კომიტეტის წევრი, საპარლამეტო პოლიტიკური ჯგუფი
„რეფორმების ჯგუფი“),
8. ანა ნაცვლიშვილი (კომიტეტის წევრი, ფრაქცია „ლელო“
პარტნიორობა
საქართველოსთვის“)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2021
-39. დავით სერგეენკო (კომიტეტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება“),
10. ვლადიმერ ჩაჩიბაია (კომიტეტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება“),
11. ნატო ჩხეიძე (კომიტეტის წევრი, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ),
12. ეკატერინე ხერხეულიძე (კომიტეტის წევრი, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობა“- გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ).
3. შემაჯამებელი მიმოხილვა
2021 წელს, კომიტეტის ფარგლებში მომზადებული და ინიციირებული საკანონმდებლო
აქტები მიმართული იყო ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული რეფორმების
განხორციელებისა და სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებისკენ. ამასთანავე, კომიტეტი
კრიტიკულად აანალიზებდა წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივებს ადამიანის
უფლებების ჭრილში, განსაზღვრავდა მათ სამომავლო ზეგავლენას ადამიანის უფლებებზე
და აფასებდა შემოთავაზებული ცვლილებების ეფექტიანობას ამ მიმართულებით არსებული
გამოწვევების დასაძლევად. ამას გარდა, კომიტეტის შეფასების საგანი იყო წარმოდგენილი
საკანონმდებლო ინიციატივების თავსებადობა ადამიანის უფლებების შესახებ სახელმწიფო
პოლიტიკის დოკუმენტებითა და საერთაშორისოდ ნაკისრ ვალდებულებებთან.
საანგარიშო წელს კომიტეტმა ჩაატარა 63 სხდომა. აღნიშნულ სხდომებზე კომიტეტის მიერ
განხილულ იქნა:
•
•
•
•
•
•
•
•
64 საკანონმდებლო ინიციატივა (263 კანონპროექტი) - მათ შორის 31 საკანონმდებლო
პაკეტი (230 კანონპროექტი) და 33 ცალკეული კანონპროექტი. მათგან, წამყვანი
კომიტეტის სტატუსით განიხილა 3 საკანონმდებლო ინიციატივა (4 კანონპროექტი);
10 საკანონმდებლო წინადადება. ყველა განხილულია წამყვანი კომიტეტის სტატუსით;
2 პეტიცია. ორივე პეტიცია განხილულია წამყვანი კომიტეტის სტატუსით;
8 საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხი. მათ შორის, წამყვანი
კომიტეტის სტატუსით განხილულია 1 საკითხი;
15 პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების მიერ წარმოდგენილი
ანგარიში და ინფორმაცია. მათგან, წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილულია 2
ანგარიში;
14 კანონის აღსრულებისა და მათი გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული
დავალებების შესრულების მდგომარეობა;
1 საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი;
11 ორგანიზაციული და სხვა საკითხი.
საანგარიშო პერიოდში, მზარდი იყო კომიტეტის მიერ, საზედამხედველო საქმიანობის
ფარგლებში
განხორციელებული
აქტივობები
და
რეგლამენტით
მინიჭებული
საზედამხედველო ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკა.
2021 წელს კომიტეტმა განიხილა 12 ანგარიში, დაიწყო მუშაობა 1 თემატურ მოკვლევაზე,
მიღებული კანონებისა და მათი გარდამავალი დებულებების აღსრულების მონიტორინგის
მიზნით მოაწყო 14 საკომიტეტო განხილვა, ხოლო სხვადასხვა საკითხებზე ინფორმაციის
მიღების მიზნით გაგზავნა 386 სადეპუტატო კითხვა. აღნიშნული მონაცემები, როგორც
საზედამხედველო ინსტრუმენტების მრავალფეროვნების, ასევე მათი რაოდენობის
თვალსაზრისით გაუმჯობესებულ მაჩვენებელს წარმოადგენს კომიტეტის წლიურ
პრაქტიკაში.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2021
-4რეგულარული საკომიტეტო მოსმენები იმართებოდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა უფლებების შესახებ“ და „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონების
აღსრულების და მათთან, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების
დაწესებულებებისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულების პროცესის
მონიტორინგის მიზნით. კომიტეტის დასკვნებში აისახებოდა როგორც კანონების
იმპლემენტაციის პროგრესი, აგრეთვე რეკომენდაციები უწყებების მიმართ.
პარლამენტის წევრის კითხვა იყო საზედამხედველო ინსტრუმენტი, რომელსაც კომიტეტი
წლის განმავლობაში აქტიურად მიმართავდა. საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის წევრების
მხრიდან სულ გაიგზავნა 386 სადეპუტატო კითხვა. კითხვების ძირითადი ადრესატები იყვნენ
აღმასრულებელი, სასამართლო და ადგილობრივი ხელისუფლების დაწესებულებები და
დასმული კითხვების თემატიკა მოიცავდა შემდეგ საკითხებს: მსჯავრდებულთა/
ბრალდებულთა
უფლებები,
საგზაო
მოძრაობის
უსაფრთხოება,
ადგილობრივ
თვითმმართველობებში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა მომზადება-გადამზადება,
მუნიციპალიტეტებში სოციალური მუშაობა, განათლება, ევროინტეგრაცია, სასამართლო
სტატისტიკა, საზოგადოებრივი წესრიგი, ადმინისტრაციული წარმოება, თავდაცვა და
უსაფრთხოება, რელიგია, ბავშვთა უფლებები ა.შ. მიღებული პასუხების საერთო რაოდენობა
შეადგენს 357-ს. კითხვებისა და მიღებული პასუხების უმრავლესობა საფუძვლად დაედო
საკომიტეტო მოკვლევებს, რომელთა შედეგადაც გამოიკვეთა კონკრეტული მიგნებები და
მომზადდა კომიტეტის შესაბამისი რეკომენდაციები.
მიმდინარეა კომიტეტის თემატური მოკვლევა, რომელიც სწავლობს საჯარო
დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ამსახველი ანგარიშების
წარდგენაზე საპარლამენტო კონტროლის ეფექტიანობას.
წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია კომიტეტის მიერ, 2021 წლის მანძილზე
განხორციელებული საქმიანობის მთავარი ტენდენციები და ძირითადი პროექტები,
რომლებიც გაერთიანებულია შემდეგ კატეგორიებში:
-
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები,
თვითგამორკვევის უფლება,
სოციალურ-ეკონომიკური უფლებები,
თანასწორობის უფლება,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები,
ბავშვთა უფლებები,
მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებები,
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებები,
სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვა,
ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლი და სპეციალური
ანგარიშების განხილვა,
განსაკუთრებული პროცედურა - პეტიცია,
საზოგადოებასთან ურთიერთობა,
საერთაშორისო თანამშრომლობა და ფუნქციურ-ორგანიზაციული საქმიანობა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2021
-5-
4. კომიტეტის
საქმიანობა
4.1.
კანონშემოქმედებითი
და
საზედამხედველო
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები 1
#კანონშემოქმედებითი საქმიანობა #საკუთრების უფლება
კომიტეტის ფარგლებში მომზადდა და განხილულ იქნა საქართველოს კანონის პროექტი
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და თანმდევი
საქართველოს კანონების პროექტები. პრაქტიკაში გამოვლენილი გარკვეული ხარვეზების
აღმოსაფხვრელად, საკანონმდებლო ინიციატივით ახლებურად დარეგულირდა საზიარო
უფლების გაუქმება, რის შედეგად გაიზრდება საკუთრების უფლების დაცვის ხარისხი.
საკანონმდებლო პაკეტის შესაბამისად, საზიარო უფლების გაუქმების დამატებითი
საშუალებების გაჩენის შედეგად, ხდება საერთო საკუთრებაში არსებული ნივთის იძულებითი
რეალიზაციისაგან მაქსიმალურად დისტანცირება. ცვლილებების შედეგად, ნატურით
გაყოფის წინაპირობების მოქნილობის შემოღებით, იზრდება სასამართლოსთვის
კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების შეფასების საფუძველზე საკითხის
უფრო სამართლიანად გადაწყვეტის შესაძლებლობა.
#კანონშემოქმედებითი საქმიანობა # საკუთრების უფლება
საკუთრების უფლებასთან კავშირში კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტი. პრაქტიკაზე დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ
1
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 104-ე მუხლის შესაბამისად, კომიტეტის 2021 წლის 3 თებერვლის
დასკვნის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 18 თებერვლის N242-IVმს-Xმპ დადგენილებით,
მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული განხილვის პროცედურის გაგრძელება IX მოწვევის პარლამენტში ინიციირებულ
შემდეგი ინიციატივებზე:
1. საქართველოს პარლამენტის წევრების: სოფიო კილაძის, რატი იონათამიშვილის, ცოტნე ზურაბიანის, ვანო
ზარდიაშვილის, ირაკლი ბერაიასა და ანრი ოხანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“,
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/353; 22.05.2019).
აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მიზანს წარმოადგენს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სტანდარტების ამაღლება, ფიზიკური პირის უფლებების დაცვის გაძლიერება და ევროკავშირთან გაფორმებული
ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რაც ითვალისწინებს ამ სფეროში მოქმედი
კანონმდებლობის ჰარმონიზებას ევროკავშირში მოქმედ სტანდარტთან.
2. საქართველოს პარლამენტის წევრების: გუგული მაღრაძის, კახაბერ კუჭავას, სიმონ ნოზაძის, თემურ
გოცირიძის, გივი ჭიჭინაძის, თამარ ჩუგოშვილის, ირინე ფრუიძის, გიორგი გაჩეჩილაძის, გელა სამხარაულის,
ლევან მგალობლიშვილის, ირაკლი აბუსერიძის, გიორგი თოთლაძის, სამველ მანუკიანის, ედიშერ თოლორაიას,
იოსებ მაკრახიძის, თამარ ხულორდავას, დავით სონღულაშვილის, ოთარ დანელიას, რომან მუჩიაშვილის, ეკა
ბესელიას, კობა ნაკაიძის, ვლადიმერ კახაძის, გენადი მარგველაშვილის, ლევან კობერიძის, ზურაბ ხაჩიძის,
დიმიტრი მხეიძის, ლევან ბეჟანიძის, ზაზა ხუციშვილის, ენძელა მაჭავარიანის, გიორგი ხატიძსა და შოთა
ხაბარელის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის
დადგენილების პროექტი „საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო
კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ (№07-3/466; 09.06.2020).
დადგენილების პროექტის თანახმად, მტკიცდება „საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების
მხარდაჭერის სახელმწიფო კონცეფცია“. კონცეფციის განხორციელებაზე პასუხისმგებელ სუბიექტად მთავრობა
განისაზღვრება, ხოლო კონცეფციის იმპლემენტაციის შეფასებას ახორციელებს ღია მმართველობის
მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2021
-6გამოწვევას წარმოადგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განხილვისა და
სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის
ცენტრი „112“-ის მიერ მის დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალებების
გაყვანა მესაკუთრეების/მფლობელების მიერ, რის საფუძველსაც უმეტეს წილად
წარმოადგენდა სადგომზე დგომის საფასურის ოდენობა, რომელიც, რიგ შემთხვევაში,
აღემატებოდა სატრანსპორტო საშუალებების თვითღირებულებას. აღნიშნულის საპასუხოდ
კანონით განისაზღვრა საშეღავათო დროებითი წესი (მიუხედავად გადასახადის დაკისრების
თაობაზე დავის განხილვის ეტაპისა), რომელმაც მესაკუთრე/მფლობელი აღჭურვა
შესაძლებლობით, სიმბოლური საფასურის - 100 ლარის გადახდის სანაცვლოდ,
გათავისუფლებულიყო გადასახადისგან და დაცული სადგომიდან გაეყვანა მისი
სატრანსპორტო საშუალება. გარდა ამისა, კანონით ახლებურად დარეგულირდა დაცულ
სადგომზე
სატრანსპორტო
საშუალებათა
გადაადგილებისათვის
და
დგომის
საფასურისათვის გადახდევინების მექანიზმი, რამაც სამომავლოდ უნდა უზრუნველყოს
ავტოსატრანსპორტო საშულებათა არაეფექტიანი გადინებისა და „112“-ის დაცული
სადგომების არამიზნობრივი გადატვირთვის პრევენცია.
#საზედამხედველო საქმიანობა
კომიტეტის ფარგლებში მიმდინარეობს თემატური მოკვლევა „საჯარო დაწესებულებების
მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ამსახველი ანგარიშების წარდგენაზე
საპარლამენტო კონტროლის ეფექტიანობა“.
მოკვლევის მიზანია შეისწავლოს საქართველოში საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყოველწლიური ანგარიშების წარდგენის ეფექტიანობა და
ხარისხი, რაც ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე
მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 177-ე მუხლის მიხედვით.
ამავდროულად, გაანალიზდეს ზემოაღნიშნული ანგარიშგების პროცესი - თუ რამდენად
ასრულებს იმ დანიშნულებას, რისთვისაც არის გათვალისწინებული ანგარიშების წარდგენა
საქართველოს პარლამენტისთვის, საქართველოს პრეზიდენტისთვისა და საქართველოს
პრემიერ-მინისტრისთვის. დამატებით, მოკვლევა მიზნად ისახავს, გააანალიზოს საჯარო
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ანგარიშგების მხრივ არსებული პრობლემები და მათი
გამომწვევი მიზეზები, გამოავლინოს ის მიმართულებები, რომლის მეშვეობითაც
უზრუნველყოფილი იქნება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებული და
გაძლიერებული საპარლამენტო კონტროლი, ხოლო გამოვლენილ გამოწვევებზე ეფექტიანი
რეაგირებისთვის და ანგარიშების სისტემის გასაუმჯობესებლად, შეიმუშაოს შესაბამისი
რეკომენდაციები.
კომიტეტი, თემატური მოკვლევის დაწყებიდან აქტიურად ახორციელებს მოკვლევისთვის
საჭირო და მნიშვნელოვან აქტივობებს. ინფორმაციის მოძიებისა და სხვადასხვა საკვანძო
საკითხის დაზუსტების მიზნით, კომიტეტმა გამოითხოვა ინფორმაცია სხვადასხვა
სახელმწიფო უწყებებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებიდან და
აღმასრულებელი ხელისუფლებების ორგანოებიდან.
კომიტეტი აგრძელებს მუშაობას თემატურ მოკვლევაზე, რომლის დასრულების შემდეგაც,
მოკვლევის დასკვნაში აისახება ის მიგნებები და საკვანძო საკითხები, რომლებიც
გამოვლინდა კვლევის და ინფორმაციის მოძიების დროს. დასკვნაში ასევე, დასახელებული
იქნება გამოწვევები და მათზე რეაგირების შესაძლო გზები.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2021
-7#კანონშემოქმედებითი საქმიანობა #პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება
კომიტეტმა, სავალდებულო წესით განიხილა საქართველოს კანონის პროექტი „პოლიციის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
კანონპროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა
და ფუნქციების განხორციელებისას პრაქტიკაში გამოვლენილი საკანონმდებლო ხარვეზების
აღმოფხვრას. შესაბამისად, განისაზღვრა პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის
მხრიდან პირის მიერ ვინაობის დადგენისას წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმების
შესაძლებლობა სამინისტროს საინფორმაციო ბაზებში.
შესაბამისად, იდენტიფიკაციის ჩატარება შესაძლებელი გახდა, მათ შორის, ისეთ
შემთხვევებში, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირის მიერ
მიწოდებული მონაცემები ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ შეესაბამება
პირის ნამდვილ ვინაობას.
#კანონშემოქმედებითი საქმიანობა
#საკუთრების უფლება
#სამართლიანი სასამართლოს უფლება
კომიტეტის წევრთა მიერ ინიციირებულ იქნა აღსრულების სფეროში ახალი, ერთიანი,
სისტემატიზებული სამართლებრივი დოკუმენტი - ახალი კანონი, „აღსრულების კოდექსი“,
რომელიც იზიარებს საზღვარგარეთის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკასა და გამოცდილებას
და ქმნის აღსრულების მოქნილ და ეფექტიან სისტემას, რომელიც სამართლიანობის,
პროპორციულობის და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზეა დაფუძნებული.
კოდექსის მიღების შედეგად, ჩამოყალიბდება აღსრულების სრულიად ახალი სისტემა.
მოწესრიგდება აღსასრულებელი დოკუმენტების აღსრულების პროცესი, განისაზღვრება
საქართველოს აღმასრულებელთა პალატის მოწყობისა და საქმიანობის, აგრეთვე
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მომსახურების გაწევის წესი და პირობები.
საანგარიშო პერიოდის დასასრულისთვის, კანონპროექტი მიღებულია პირველი მოსმენით.
#კანონშემოქმედებითი საქმიანობა #სასამართლოში საქმის სამართლიანი და დროული
განხილვის უფლება #საერთაშორისო ხელშეკრულებები
კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი
„სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების
საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ 1965 წლის 15 ნოემბრის ჰააგის კონვენცია და მისი
თანმდევი დოკუმენტაცია. აღნიშნული კონვენცია ძალაშია 1969 წლის 10 თებერვლიდან და
ჰყავს 78 ხელშემკვრელი სახელმწიფო. კონვენციის მოქმედების სფერო ეხება სამოქალაქო ან
კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ
დროულად და გამარტივებული წესით ჩაბარებას, რისთვისაც კონვენციით ასევე
განსაზღვრულია ხელშემკვრელ სახელმწიფოთა თანამშრომლობის წესი. აღნიშნული
კონვენციის საქართველოს მიერ სავალდებულოდ აღიარება წარმოადგენს ერთ-ერთ
მნიშვნელოვან ვალდებულებას, რაც გათვალისწინებულია საქართველოსა და ევროკავშირს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების დღის წესრიგით. კონვენციასთან საქართველოს
მიერთება ხელს უწყობს სამართლებრივი ურთიერთდახმარების წესის და პროცედურების
გამარტივებას, სამოქალაქო და კომერციული დავების დროულად გადაწყვეტას.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2021
-8-
კომიტეტში მომზადდა და განხილულ იქნა საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის მიღებაც
განპირობებული იყო საქართველოს მიერთებით „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე
სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ ჰააგის
1965 წლის 15 ნოემბრის კონვენციასთან. აღნიშნული ცვლილებები ემსახურებოდა
საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს შორის სამართლებრივი ურთიერთდახმარების
პროცესის გამარტივებას, ხელშემკვრელ მხარეებთან ეფექტიან თანამშრომლობაში
სამართალწარმოების პროცესში მტკიცებულებათა გაცვლისა და მოპოვების თვალსაზრისით.
იგი ასევე უზრუნველყოფს სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას
სამოქალაქო და კომერციული საქმეების მიმართულებით.
#კანონშემოქმედებითი საქმიანობა #სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლება
კომიტეტში მომზადდა და განხილულ იქნა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებათა
პროექტები.
ცვლილებებით, აღსანიშნავია, რომ ახლებურად დარეგულირდა სსიპ – სახელმწიფო
სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ელექტრონული დოკუმენტების გამოცემის,
მიმოცვლისა და დაინტერესებული პირებისათვის მათი გაცნობის წესები. კერძოდ,
შესაძლებელი გახდა სააგენტოს ოფიციალური დოკუმენტების გაცემა ელექტრონული
ფორმით ისე, რომ არ გახდეს საჭირო ამ დოკუმენტების ელექტრონული ვერსიების
გამოქვეყნება მაღალი ხელმისაწვდომობის მქონე ვებპორტალებზე. ცვლილებებმა
გაითვალისწინა ის გარემოებაც, როდესაც შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ტექნიკურ
გაუმართაობასა და სხვა ფორს-მაჟორულ გარემოებებს, რამაც ხელი შეიძლება შეუშალოს
სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას. ამ
გამოწვევაზე საპასუხოდ, გათვალისწინებულ იქნა შესაძლებლობა, რომ სამოქალაქო აქტის
ჩანაწერი შეიქმნას მატერიალური სახით.
#კანონშემოქმედებითი საქმიანობა # საკუთრების უფლება
განხილულ პროექტებს შორის საკუთრების უფლების დაცვას ემსახურებოდა ე.წ. სამშენებლო
ამნისტია. ინიციატივა ეხებოდა იმ სამშენებლო ობიექტებს, რომლებიც მშენებლობა
დამთავრებულია, ფუნქციონირებს (საცხოვრებელი, კომერციული თუ სხვა დანიშნულებით),
თუმცა სამშენებლო დარღვევ(ებ)ის გამო, არ არიან ექსპლუატაციაში მიღებულები. ამგვარი
რეალობა უპირველესად იმ პირებს უქმნიდა დაბრკოლებას, რომლებმაც შეიძინეს
ექსპლუატაციაში არმყოფ შენობაში საკუთრება, თუმცა უძრავი ქონების მხოლოდ
ფაქტობრივი მესაკუთრეები იყვნენ და ქონებას ვერ იყენებდნენ სამოქალაქო ბრუნვაში.
მიღებული ცვლილებების შედეგად, დასაშვებია შესაბამისი პირობების არსებობის
შემთხვევაში (მათ შორის, უსაფრთხოების სტანდარტის დაკმაყოფილება) ასეთი ობიექტების
ექსპლუატაციაში მიღება, რაც მათ მესაკუთრეებს აძლევს შესაძლებლობას თავიანთი
საკუთრება დაარეგისტრირონ და განავითარონ კანონმდებლობით დადგენილი წესის
შესაბამისად.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2021
-9#კანონშემოქმედებითი საქმიანობა # საკუთრების უფლება
კომიტეტის მიერ, საკუთრების უფლების ფარგლებში განხილული ერთ-ერთი კანონპროექტი
შეეხებოდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობისას მშენებლობის
ცალკეული ეტაპების დამთავრების თაობაზე შედგენილი საეტაპო ოქმის წარდგენის
დროებითი წესის შექმნას. პრაქტიკის თანახმად, ინსტიტუტის სიახლიდან გამომდინარე
მშენებლობის ნებართვის მფლობელებისთვის პრობლემური და ბუნდოვანი იყო საეტაპო
ოქმის წარდგენის პროცედურა, რის გამოც უმრავლესობა ჯარიმდებოდა წარუდგენლობის
გამო. ცვლილებებმა, ერთი მხრივ, პანდემიიდან გამომდინარე ფინანსური ტვირთის
შემსუბუქების მიზნით, განსაზღვრა მშენებლობის ნებართვის მფლობელების გადაუხდელი
ჯარიმის/საურავის თანხის გადახდისაგან გათავისუფლება, ხოლო, მეორე მხრივ, 2022 წლის
პირველ იანვრამდე - ვიდრე მოხდება პროცედურის თაობაზე ცნობიერების ამაღლება,
საეტაპო ოქმის წარდგენაზე გამოცხადდა მორატორიუმი.
#კანონშემოქმედებითი საქმიანობა #სამართლიანი სასამართლოს უფლება
კომიტეტმა განიხილა პარლამენტის წევრთა ჯგუფის მიერ ინიციირებული საქართველოს
კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“. კანონპროექტის მიღება განპირობებული იყო საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/8/765 გადაწყვეტილების „საქართველოს
მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საფუძველზე
სამოქალაქო
საპროცესო
კანონმდებლობის
საქართველოს
კონსტიტუციასთან
შესაბამისობაში მოყვანით. საკანონმდებლო ცვლილებები უზრუნველყოფს საქართველოს
კონსტიტუციის 31-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების
სტანდარტის ამაღლებას, რაც დადებითად აისახება საქართველოში ადამიანის უფლებების
რეალიზაციაზე.
#კანონშემოქმედებითი საქმიანობა # პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება
კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული საკანონმდებლო
პაკეტი, რომელმაც უზრუნველყო არსებული სამართლებრივი ვაკუუმის შევსება
„კიბერდანაშაულის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის შესაბამისად. კერძოდ, მოქმედი
სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებდა „კიბერდანაშაულის შესახებ“ ევროპის
საბჭოს კონვენციაში ასახული ყველა ქმედების კრიმინალიზაციას. კომპიუტერული
პროგრამის ან/და სხვა მოწყობილობის, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისათვის
საჭირო პაროლის, დაშვების კოდის ან სხვა მსგავსი მონაცემის უნებართვო შეძენა არ
წარმოადგენდა დასჯად ქმედებას, გავრცელებული პრაქტიკის მიუხედავად. ცვლილებების
შემდეგ დასახელებული ქმედება გამოცხადდა დანაშაულად და, მაგალითად, პირი, რომელიც
დაფარულ ვებ გვერდზე შეიძენს მოპარული პლასტიკური ბარათის მონაცემებს, დაისჯება
სისხლის სამართლის კოდექსით. ამავე დროს, სისხლის სამართლის კოდექსი
ერთმანეთისგან არ განასხვავებდა კომპიუტერულ სისტემების ხელყოფას კომპიუტერული
სისტემების მნიშვნელობის გათვალისწინებით. ცვლილებების თანახმად, დამამძიმებელ
ქმედებად იქნა გათვალისწინებული პირის მიერ კიბერდანაშაულის ჩადენა კრიტიკული
ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ. ცვლილებების შედეგად, სპეციალური
ამკრძალვი დებულება შეიქმნა და დანაშაულად გამოცხადდა კომპიუტერული მონაცემის
ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, რაც
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2021
- 10 ცხადია, ასევე, წარმოადგენს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულებას
საკუთრების უფლების დაცვის თვალსაზრისით.
#კანონშემოქმედებითი საქმიანობა #საკუთრების უფლება
კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა
სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ფიზიკური და კერძო
სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის
ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“.
საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, 2022 წლის 1 იანვრიდან სისტემური რეგისტრაცია
შესაბამის გეოგრაფიულ არეალში წარიმართება საჯარო რეესტრის სააგენტოს მიერ
პროაქტიულად და სისტემურად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფოს
ხარჯზე, რაც დააჩქარებს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების პროცესს და
დადებითად აისახება თითოეული მოქალაქის უფლებრივ მდგომარეობაზე.
საკანონმდებლო პაკეტით დაზუსტდა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის
განხორციელების პირობები და მომსახურების საფასურის გადახდის შემთხვევები. საჯარო
რეესტრის სააგენტო 2025 წლის 1 იანვრამდე სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში
გააგრძელებს უსასყიდლოდ მომსახურების გაწევას, რაც შეეხება სპორადულ რეგისტრაციას,
2022 წლის 1 იანვრის შემდეგ აღნიშნული მომსახურების საფასური დადგინდება
საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.
#კანონშემოქმედებითი საქმიანობა #სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლება
კომიტეტმა განიხილა საქართველოს კანონების პროექტები: „სურსათის/ცხოველის საკვების
უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ“.
ცვლილებებით, მათ შორის, გათვალისწინებული იყო სურსათის/ცხოველის საკვების
უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში გარკვეული საკითხების
დაზუსტება და დარეგულირება, კერძოდ: ტერმინოლოგიური ცვლილებები; ვეტერინარიის,
როგორც რეგულირებადი პროფესიის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხების
დარეგულირება; კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა
და პასუხისმგებლობის ზომებთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტება და
დარეგულირება;
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ოქმის
ჩაბარებასთან
დაკავშირებული საკითხის დარეგულირება; კოდექსის რეგულირების სფეროს ერთ-ერთი
ნაწილის, მცენარეთა დაცვის, განმარტება; სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის,
ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მოთხოვნების დარღვევისათვის
პასუხისმგებლობის საკითხების დახვეწა-დარეგულირება; სპირტიანი სასმელის, სასოფლოსამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და დისტილატების წარმოებისა და
გადამუშავების ეტაპზე სახელმწიფო კონტროლის უფლებამოსილების განსაზღვრა; სხვა
რიგი ნორმების კორექტირება-დახვეწა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2021
- 11 -
#კანონშემოქმედებითი საქმიანობა #საარჩევნო უფლება
კომიტეტმა, თანმდევ ცვლილებებთან ერთად განიხილა „საქართველოს ორგანულ კანონში
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ორგანული კანონის
პროექტი. მიღებული რეფორმატორული ცვლილებები არის ინტერპარტიული, რომლებიც
ორიენტირებულია პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმების წერტილების პოვნაზე და იგი,
საერთო ჯამში, ასახავს იმ სულისკვეთებას, რომელსაც ევროპის კავშირის ხელმძღვანელობის
ჩართულობით შემდგარი დოკუმენტი ისახავდა მიზნად. საკანონმდებლო ცვლილებების
შედეგად, ახლებურად განისაზღვრა თვითმმართველი თემებისა და თვითმმართველი
ქალაქების საკრებულოების არჩევნებში საარჩევნო საპროცენტო ბარიერი. ამასთან,
დადგინდა თითოეული თვითმმართველი თემის და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს
მაჟორიტარული და პროპორციული შემადგენლობა. დაზუსტდა საარჩევნო პროცედურის
მომწესრიგებელი წესები და განისაზღვრა საარჩევნო კომისიის ახალი ვალდებულებები.
#კანონშემოქმედებითი საქმიანობა #საერთაშორისო ხელშეკრულებები
კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი
„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნების შესახებ
საგრანტო შეთანხმება“. საგრანტო შეთანხმების თანახმად, იგი ემსახურება სამი მიზნის
მიღწევას: 1. მავნე ზეგავლენისადმი გაზრდილი მედეგობა; 2. მოქალაქისადმი
ანგარიშვალდებული
მმართველობის
გაძლიერება
დემოკრატიული
მიღწევების
განსამტკიცებლად; 3. ეკონომიკური ზრდის შედეგად შექმნილი ინკლუზიური,
მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობები. საგრანტო
შეთანხმების მიხედვით, დაგეგმილია აქტივობები, მათ შორის, შემდეგი მიმართულებებით:
ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, სამოქალაქო საზოგადოება, სოციალური
სერვისები, გარემოს დაცვა. შეთანხმების თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ
ვალდებულებად აღებულია როგორც 2021-2030 წლების საქართველოს ადამიანის უფლებათა
ეროვნული სტრატეგიის პროექტის, ასევე, 2021-2025 წლების სამოქალაქო თანასწორობისა
და ინტეგრაციის სტრატეგიის პროექტის შემუშავება.
#კანონშემოქმედებითი საქმიანობა #პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება
პერსონალურ მონაცემთა დაცვის არსებული საკანონმდებლო ბაზის განვითარების
ტენდენციებისა და მიმდინარე გამოწვევებზე ეფექტური რეაგირების მიზნით, კომიტეტი
აგრძელებს მუშაობას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტსა და თანმდევ ცვლილებებზე, რომელიც ერთი მხრივ, სრულად გაითვალისწინებს
ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნებს, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს
გამჭვირვალე და მწყობრი სამართლებრივი რეგულაციების შემოღებას, პერსონალურ
მონაცემთა დაცვის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების რეალიზაციასა და
საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრებას.
კანონპროექტის მიღების შედეგად პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი
საკანონმდებლო ბაზა შესაბამისობაში მოვა ევროკავშირის კანონმდებლობასთან, რითაც
უზრუნველყოფილი იქნება პერსონალური მონაცემის დამუშავებისას ადამიანის უფლებათა
და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ეფექტიანი დაცვა.
ამასთან, კანონპროექტის მიღების შედეგად გაიზრდება მონაცემთა სუბიექტის უფლებების
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2021
- 12 დაცვის სტანდარტი, დაიხვეწება კანონმდებლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში
და იქნება მეტად განჭვრეტადი.
4.2.
თვითგამორკვევის უფლება
#კანონშემოქმედებითი საქმიანობა
კომიტეტი განიხილავს მის ფარგლებში მომზადებულ „ისტორიულ-კულტურულ
ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ საქართველოს
კანონპროექტსა და თანმდევ ცვლილებებს, რითაც, საქართველოს ცალკეული
მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილია თავიანთი გვარის ავთენტური (ნამდვილი) გვარით
შეცვლის უფლება, თავიანთი ისტორიულ-კულტურული ტრადიციების შესატყვისად.
კანონპროექტის თანახმად, მისი გავრცელება იგეგმება საქართველოს იმ მოქალაქეებზე,
რომელთა გვარიც არ არის ფორმირებული მათი ეროვნული და კულტურული ტრადიციების
შესაბამისად. გვარის შეცვლის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა განმცხადებლებს
ექნებათ მხოლოდ ერთხელ. ამავდროულად, ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რა დროსაც,
ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაში, გვარის შეცვლის მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირი ამ
უფლებით ვერ ისარგებლებს. კანონპროექტი აყალიბებს დროებითი კომისიის ფორმირების
საფუძვლებს, რომელიც შემდგომ უფლებამოსილი იქნება შეისწავლოს და საქართველოს
იუსტიციის მინისტრს რეკომენდაციის სახით წარუდგინოს იმ ეროვნებათა ჩამონათვალი,
რომელთა მიმართაც ადგილი ჰქონდა არაავთენტური გვარების მინიჭების პრაქტიკას.
კომისია, ასევე, უფლებამოსილი იქნება შეიმუშავოს და მინისტრს რეკომენდაციის სახით
წარუდგინოს გვარების შეცვლის მეთოდოლოგია.
4.3.
სოციალურ-ეკონომიკური უფლებები
#კანონშემოქმედებითი საქმიანობა #ეკონომიკური თავისუფლება
კომიტეტის ფარგლებში გადამუშავდა, ინიციირებული და განხილული იყო საქართველოს
კანონის პროექტი „მეწარმეთა შესახებ“ და თანმდევი საქართველოს კანონების პროექტები,
რომელიც მომზადებული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. “მეწარმეთა
შესახებ” საქართველოს კანონი წარმოადგენს თვისობრივად ახალ საკანონმდებლო აქტს,
რომელიც არამხოლოდ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვადამოსული დირექტივების
შესრულებას უზრუნველყოფს, არამედ არსებული, 1994 წლის კანონის ნაკლოვანებებსაც
აღმოფხვრის და სამეწარმეო სამართალში სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებას უწყობს
ხელს. ახალი კანონით საწესდებო ავტონომია გარანტირებულია, რადგან კანონის ნორმების
აბსოლუტური უმრავლესობა წარმოადგენს დისპოზიციურ ნორმებს. ამასთან, კანონი
მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სამეწარმეო უფლებების დაცვის ხარისხს, რაზეც
მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სამეწარმეო ურთიერთობებში პირთა ჩართულობის
სტიმულირება. კანონი ადგენს მკაფიო რეგულაციებს, ამდენად, ნორმის ადრესატებისთვის
მარტივად განჭვრეტადი ხდება სამართლებრივი შედეგი მათ მიერ მიღებულ
გადაწყვეტილებებზე.
#კანონშემოქმედებითი საქმიანობა #ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის
რეაბილიტაციის უფლება
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2021
- 13 კომიტეტმა განიხილა პარლამენტის წევრის, მიხეილ სარჯველაძის მიერ წარმოდგენილი
კანონპროექტი,
რომლის
მიზანს
ადამიანით
ვაჭრობის
(ტრეფიკინგის)
მსხვერპლის/დაზარალებულის რეაბილიტაციის უფლების გაუმჯობესება წარმოადგენდა.
შედეგად კანონში დადგინდა, რომ სახელმწიფო, ტრეფიკინგის მსხვერპლებსა და
დაზარალებულებზე
გასცემს
ერთჯერად
კომპენსაციას,
მიუხედავად
იმისა,
მსხვერპლი/დაზარალებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად
იდავებს თუ არა ზიანის ანაზღაურებაზე. ერთჯერადი სახელმწიფო კომპენსაციის
გაცემისთვის საკმარისი წინაპირობაა პირისათვის მსხვერპლის ან დაზარალებულის
სტატუსის მინიჭება. კომპენსაციის გაცემის წესი უკუძალით გავრცელდა იმ პირებზეც,
რომლებმაც მსხვერპლის/დაზარალებულის სტატუსი მოიპოვეს ამ კანონის ამოქმედებამდე.
გარდა ამისა, ახალი კანონით დაზუსტდა ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების
ვადა - მუდმივმოქმედი ჯგუფის მიერ მსხვერპლის თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან არა
უგვიანეს 48 საათი. კანონის მიღებას შედეგად მოჰყვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში
კომპენსაციის
გაცემის
პროცედურის,
ოდენობის
რეგულირება
და
მსხვერპლებისთვის/დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემა.
#კანონშემოქმედებითი საქმიანობა # გარემოს დაცვის უფლება
კომიტეტმა განიხილა ცვლილებები, რომლის მიზანიც გარემოზე მავნე ზემოქმედების
გამომწვევი ქმედებების მიმართ რეაგირების პოლიტიკის გამკაცრება იყო. კერძოდ,
რეპრესიულ კანონმდებლობას დაემატა არაერთი ახალი დებულება, ხოლო არსებული
არამართლზომიერი ქმედებებისათვის გაიზარდა პასუხისმგებლობის ზომა. უფრო
კონკრეტულად, საკანონმდებლო პაკეტი ეხება წიაღის უკანონოდ მოპოვების, ხე-ტყის
პირველადი გადამუშავების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევის,
უკანონო თევზჭერის, ბრაკონიერობის, პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების
საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისას, წარმოებისას ან/და რეალიზაციისას ტექნიკური
რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის მარეგულირებელ ნორმებში განსახორციელებელ
ცვლილებებს. იმავდროულად, სამართალდარღვევად გამოცხადდა (ა) უცხო ქვეყნის
ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე, ღია ზღვაში
საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემების
მიერ არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი თევზჭერის
მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა, (ბ) არალეგალური,
არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერისგან მიღებული პროდუქტების
იმპორტი, ექსპორტი ან რეექსპორტი ან/და ასეთი პროდუქტებით საერთაშორისო ვაჭრობა,
(გ) საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან
ამოღებაზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნების
შეუსრულებლობა. რიგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებულ
სანქციათა
სახეებს
დაემატა
ადმინისტრაციული
პატიმრობა.
ამავდროულად,
ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით ან სხვა აკრძალული იარაღით, ასაფეთქებელი
ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი
განადგურების სხვა საშუალებით განხორციელებული თევზჭერისთვის დამძიმდა
სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ასეთი ქმედება პირველივე შემთხვევაში
კვალიფიცირდება დანაშაულად.
#კანონშემოქმედებითი საქმიანობა #გარემოს დაცვის უფლება
#საკუთრების უფლება
კომიტეტმა საანგარიშო წელს განიხილა საქართველოს კანონის პროექტი „ქარსაფარი
(მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ და თანმდევი საქართველოს კანონების პროექტები.
„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ პროექტი წარმოადგენს ახალი კანონის
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2021
- 14 პროექტს. მისი შემუშავება განპირობებული იყო იმ გამოწვევებით, რაც ქვეყანაში სახნავი
მიწების დეგრადაციის, ქარით გამოწვეული ნიადაგის ეროზიული პროცესების გაძლიერების
მიმართულებით არსებობს. მიღებული კანონი ითვალისწინებს შესაბამისი პროგრამისა და
გეგმის დამტკიცებას, რაც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას
ქარსაფარი ზოლების პოლიტიკასთან დაკავშირებით. კანონში აღნიშნულია, რომ
სპეციალური მოკვლევის ან ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის შედეგების საფუძველზე
კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილისათვის ქარსაფარი ზოლის
სტატუსის მინიჭების და მასზე ქარსაფარი ზოლის გაშენების თაობაზე გადაწყვეტილება
მიიღება მხოლოდ მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე, რაც იცავს საკუთრების უფლების
დაცვის პრიორიტეტულობის პრინციპს.
#საზედამხედველო საქმიანობა
#სოციალური მუშაობა
აღსრულების კონტროლი
#პარლამენტის წევრის კითხვა
#ნორმატიული
აქტების
კომიტეტი აქტიურ ზედამხედველობას უწევდა „სოციალური მუშაობის შესახებ“
საქართველოს კანონითა და მისი გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი
ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების შესრულების
პროგრესს. აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების დაწესებულებებთან
თანამშრომლობის პროცესში კომიტეტის მიერ გამოყენებული იყო ნორმატიული აქტების
აღსრულების კონტროლის და პარლამენტის წევრის კითხვის საზედამხედველო
ინსტრუმენტები. კანონის იმპლემენტაციის პროცესის ზედამხედველობას დაეთმო ხუთი
საკომიტეტო მოსმენა. მოსმენების შედეგად კომიტეტმა გასცა კონკრეტული რეკომენდაციები
აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიმართ და შემდგომში შეამოწმა მათი
შესრულების მდგომარეობა. შედეგად:
•
•
იუსტიციის სამინისტროს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი
ნორმატიული აქტებით განმტკიცებული და უზრუნველყოფილია ბენეფიციართათვის
გადაუდებელ შემთხვევებზე 24 საათიანი რეაგირების მექანიზმის ფუნქციონირება.
იუსტიციის სამინისტროს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულია
შესაბამისი ნორმატიული აქტები სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და
ინფრასტრუქტურული
უზრუნველყოფის
შესახებ,
სოციალური
მუშაობის
უსაფრთხოების წესის დანერგვის შესახებ, სოციალური მუშაკისთვის სოციალური
მუშაობის პროფესიული სტანდარტების დადგენის შესახებ.
საანგარიშო პერიოდის დასასრულისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
მიერ, ზემოთხსენებული ნორმატიული აქტების პროექტები მომზადებული, თუმცა
დამტკიცებული არ იყო.
კომიტეტი აგრეთვე თანამშრომლობდა მუნიციპალიტეტებთან, როგორც სოციალური
მუშაობის დელეგირებული უფლებამოსილების განმახორციელებელ ერთეულებთან.
ადგილობრივ დონეზე კანონის იმპლემენტაციის პროცესის შესახებ ინფორმაციის
შეგროვების მიზნით, კომიტეტიდან, სხვადასხვა დროს 130 სადეპუტატო კითხვა გაიგზავნა
მუნიციპალიტეტებში.
მიღებული
ინფორმაციის
შედეგად
კომიტეტმა
შეძლო
მუნიციპალიტეტებში სოციალური მუშაობის დანერგვის პროგრესის შეფასება და
გამოწვევების იდენტიფიცირება, რომელთა საფუძველზეც შეიმუშავა მიზნობრივი
რეკომენდაციები თითოეული ადრესატი უწყებისთვის.
წლის მანძილზე მუნიციპალიტეტებში განხორციელებული პროგრესი ასეთია:
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2021
- 15 •
•
•
•
ყველა
მუნიციპალიტეტში,
სოციალური
მუშაობის
დელეგირებული
უფლებამოსილების განხორციელების სამართლებრივი საფუძვლის შექმნის მიზნით,
განხორციელდა საჭირო ცვლილებები დებულებებში და დამტკიცდა მათი ახალი
რედაქცია;
ყველა მუნიციპალიტეტში განისაზღვრა სტრუქტურული ერთეული, რომელიც
პასუხისმგებელია სოციალური მუშაობის კოორდინაციასა და ადმინისტრირებაზე.
საანგარიშო პერიოდის დასასრულისთვის, 44 მუნიციპალიტეტში დასაქმებული იყო
სოციალური მუშაკი/მუშაკები.
ყველა მუნიციპალიტეტისთვის იყო შეთავაზებული სოციალური მუშაკის
სერტიფიცირების და კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგები.
6 მუნიციპალიტეტში, დიფერენცირებული/საჭიროებაზე ორიენტირებული მიდგომის
და პრაქტიკის დანერგვის მიზნით განისაზღვრა როგორც თემის, ასევე ბავშვზე/
ბავშვის ოჯახზე მომუშავე სოციალური მუშაკი;
კომიტეტის მიერ იდენტიფიცირებული გამოწვევები ძირითადად მოიცავს შემდეგ
მიმართულებებს: კვალიფიციური კადრის მოძიება, არაკონკურენტული შრომის
ანაზღაურება, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, სამუშაო სივრცე და მატერიალურ-ტექნიკური
აღჭურვა, დასაქმებული კადრის შენარჩუნება, სხვა საქმიანობასთან შეთავსებული
სოციალური მუშაობა, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში
საკადრო დეფიციტი და ადგილობრივი მოსახლეობის ნაკლები ინფორმირება, დაბალი
ცნობიერება თემში მუნიციპალური სოციალური სამსახურის შესახებ, ცენტრალური
ხელისუფლებიდან უფლებამოსილების დელეგირების გადაცემის მწირი გამოცდილება,
სოციალური
მუშაობის
არაერთგვაროვანი
პროგრესი
მუნიციპალიტეტებში
და
უწყებათაშორისი კოორდინაციის საჭიროება.
კომიტეტი, ზემოთხსენებული საქმიანობის პარალელურად, დაინტერესდა სტაციონარულ
სამედიცინო დაწესებულებების კანონისმიერი ვალდებულების, სოციალური მუშაობის
დანერგვის მიმდინარეობით. საკითხის გაცნობის მიზნით, კომიტეტის ინიციატივით მოეწყო
შეხვედრა სტაციონარული დაწესებულებების მენეჯმენტთან, სადაც განხილული იყო
სექტორული სპეციფიკის გათვალისწინებით სოციალური მუშაობის მიმდინარეობა და
გამოწვევები.
4.4.
თანასწორობის უფლება
#კანონშემოქმედებითი საქმიანობა
კომიტეტმა განიხილა პარლამენტის წევრთა ჯგუფის მიერ ინიციირებული საქართველოს
კანონის პროექტები „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“. კანონპროექტების მიღება განპირობებულ იყო საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბერის N2/6/623 გადაწყვეტილების „შპს „სადაზღვევო
კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ და საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის N2/15/1214 განჩინების „ააიპ
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ“ საფუძველზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს კონსტიტუციასთან
შესაბამისობაში მოყვანის საჭიროებით. მიღებული საკანომდებლო ცვლილებები
დადებითად იმოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ
თანასწორობის უფლების რეალიზაციაზე.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2021
- 16 -
4.5.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები
#კანონშემოქმედებითი საქმიანობა #საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება
კომიტეტმა წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ
სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმი, რომლის
რატიფიცირება საქართველოს პარლამეტმა 2021 წლის 5 მარტს მოახდინა. წინარე
პერიოდში, ოქმის რატიფიცირების პროცესს კომიტეტი აქტიურ ადვოკატირებას უწევდა.
შესაბამისად, საქართველოს მთავრობას მისცა რეკომენდაცია დაეწყო კანონით
გათვალისწინებული
პროცედურები
განსახილველი
ფაკულტატური
ოქმის
საქართველოსთვის შესასრულებლად სავალდებულოდ აღიარების მიზნით.
ფაკულტატური ოქმი ემსახურება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
კონვენციის“ ეფექტიანი აღსრულებისა და მონიტორინგის მიზანს. ამ მიზნით ფაკულტატური
ოქმი ითვალისწინებს ორ პროცედურას - (ა) უფლებების აღდგენის მიზნით ინდივიდუალური
საჩივრების განხილვას (საჩივარს წევრ სახელმწიფოში გავლილი უნდა ჰქონდეს
გასაჩივრების ყველა სამართლებრივი ეტაპი) და რეკომენდაციების მიღებას და (ბ)
კონვენციის უხეში და სისტემატური დარღვევების საიმედო მტკიცებულებების გამოკვლევასა
და რეკომენდაციების მიღებას. რატიფიცირების შედეგად შშმ პირთა უფლებების დაცვის
დამატებითი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი ამოქმედდა საქართველოს
ტერიტორიაზე. ოქმი საქართველოსთვის ძალაშია 2021 წლის 12 მაისიდან.
აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ, საქართველო გახდა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა 18 ძირითადი
ხელშეკრულებიდან 15-ის წევრი სახელმწიფო, რითაც მან გაიუმჯობესა საერთაშორისო
სტატუსი ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის თვალსაზრისით.
# საზედამხედველო საქმიანობა
#ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი
საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, კომიტეტმა 2021 წლის სამოქმედო გეგმით
განსაზღვრა, რეგულარულად შემოწმდეს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების შესახებ“ (შემდგომში - შშმ პირთა კანონი) კანონის გარდამავალი დებულებებით
აღმასრულებელი/სასამართლო ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული
დავალებების დადგენილ ვადაში შესრულების მდგომარეობა.
შშმ პირთა კანონის აღსრულების კონტროლის მიზნით 2021 წელს გაიმართა შვიდი
საკომიტეტო სხდომა პასუხისმგებელი ორგანოებისა და თემის ჩართულობით. გარდა ამისა,
კომიტეტი ვალდებულებების შესრულების მიზნით რეგულარულად თანამშრომლობდა
პასუხისმგებელ ორგანოებთან სამუშაო შეხვედრებისა თუ კომუნიკაციის სხვა ფორმების
გამოყენებით. ყოველი საკომიტეტო სხდომის შემდეგ კომიტეტი შეიმუშავებდა დასკვნას,
რომელშიც აფასებდა პასუხისმგებელი ორგანოების მიერ გაწეულ საქმიანობას და
გამოწვევების დაძლევის მიზნით შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებებისა და შესრულების
ვადების მითითებით გასცემდა რეკომენდაციებს. კომიტეტი მონიტორინგს უწევდა მის მიერ
გაცემული რეკომენდაციების აღსრულებას.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2021
- 17 კომიტეტისა და პასუხისმგებელი უწყებების ურთიერთთანამშრომლობის შედეგად
საანგარიშო პერიოდში შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების
მიმართულებით მიღწეული შედეგები ასეთია:
•
•
•
პასუხისმგებელი ორგანოების მიერ შემუშავდა და დამტკიცდა 5 ახალი დოკუმენტი:
(ა) სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მისაღებად/გასაგრძელებლად შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით სამოქალაქო ან/და
ადმინისტრაციული სამართალწარმოების სფეროში საქმიანობის დამადასტურებელი
დოკუმენტაციის ფორმისა და წარდგენის წესები; (ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პროცესის მონაწილეებთან მუშაობის სტანდარტები და მეთოდიკა; სურდოთარჯიმნების
სერტიფიცირების პროგრამა; (გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოწმესთან,
დაზარალებულსა და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტები და მეთოდიკა; (დ)
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვან მოწმესთან, დაზარალებულსა
და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტები და მეთოდიკა.
შშმ პირთა კანონის III თავით განსაზღვრულმა ორგანოებმა/დაწესებულებებმა წლიური
სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და დამტკიცების ვალდებულების შესრულების
მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენეს. კერძოდ, სამოქმედო გეგმა 32
უწყებამ და ყველა მუნიციპალიტეტმა (64 მუნიციპალიტეტი) დაამტკიცა. სამოქმედო
გეგმები ხელმისაწვდომია საჯაროდ.
შეიქმნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა
უფლებების
კონვენციის“
იმპლემენტაციისათვის
პასუხისმგებელი
უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი. გაიმართა კომიტეტის პირველი სხდომა.
ვადამოსული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის გარდა, კომიტეტი თავის
რეკომენდაციებში ადვოკატირებდა ისეთი ვალდებულებების კანონით დადგენილ ვადაზე
ადრე შესრულებას, რომელთა მიმართ შშმ პირთა თემს განსაკუთრებული ინტერესი აქვს. ეს
ვალდებულებებია - (ა) პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტებისა და
წესების, (ბ) შეზღუდვის სტატუსის დადგენის მექანიზმის ბიოფსიქოსოციალური მოდელის
დანერგვასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმისა და
(ბ)დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცება. ამ
დროისათვის, პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტების პროექტის
მზადება დასკვნით ფაზაშია, ასევე, მუშაობა დაიწყო და 2022 წელს დამტკიცდება
ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით განსახორციელებელი
ღონისძიებების
გეგმა,
ხოლო
სამუშაო
ჯგუფმა
დაასრულა
მუშაობა
დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტებზე.
გარდა ზემოაღნიშნული დავალებებისა, მიმდინარე წელს კომიტეტის შესწავლის არეალში
მოექცა სპეციალური/ცალკეული სფეროს მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების
აღსრულების პროცესიც, კერძოდ, საპარლამენტო ზედამხედველობას დაექვემდებარა შშმ
პირების კერძო და საჯარო სექტორში შრომის ბაზარზე სხვების თანასწორად
მისაწვდომობის უზრუნველმყოფი კანონმდებლობა, კერძოდ, საქართველოს ორგანული
კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ დადგენილი გონივრული მისადაგების
დებულებისა და საქართველოს კანონით „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“
განსაზღვრული შშმ პირთა დასაქმების მასტიმულირებელი ღონისძიებების აღსრულების
მდგომარეობა. იდენტიფიცირებული გამოწვევების დაძლევისათვის გაიცა რიგი
რეკომენდაციები.
ამავე დროს, საზედამხედველო პროცესმა, გამოავლინა გამოწვევებიც, კერძოდ, ამ
ეტაპისათვის, დამტკიცებული არ არის 2021−2035 წლების ერთიანი სტრატეგია და წლიური
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2021
- 18 სამოქმედო გეგმა. აღნიშნულთან დაკავშირებით კომიტეტმა არაერთხელ გასცა
რეკომენდაცია და აქტიურად ადევნებს თვალს საქართველოს მთავრობის მიერ
დასახელებული ვალდებულების შემჭიდროვებულ ვადებში შესრულების პროცესს.
4.6.
ბავშვთა უფლებები
#კანონშემოქმედებითი საქმიანობა
საანგარიშო პერიოდში, კომიტეტმა ორი მოსმენით განიხილა კომიტეტის ფარგლებში
შემუშავებული საქართველოს კანონის პროექტი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, თუ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
პროცესში ექსპერტიზის ჩატარება გულისხმობს არასრულწლოვანთან ექსპერტის
კომუნიკაციას, ამ პროცესში ექსპერტად მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ექსპერტს.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს არასრულწლოვნის მეორეული ვიქტიმიზაციისაგან
დაცვის დამატებითი გარანტიების გაჩენას. ამ მხრივ გამოსაყოფია ცვლილება, რომლის
თანახმადაც „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ
დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ
მიმართული დანაშაულის საქმის გამოძიების სტადიაზე ბრალდების მხარის მიერ
არასრულწლოვანი მოწმის განმეორებითი გამოკითხვა ნებადართულია მხოლოდ კანონით
განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევაში. კანონი, აგრეთვე აწესრიგებს გამოკითხვის შემდეგ
მხარის მიერ არასრულწლოვანის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
114-ე მუხლის შესაბამისად მოწმედ დაკითხვის ან ხელახალი დაკითხვის პირობებს.
კანონპროექტით გათვალისწინებულია გამოძიების ეტაპზე გამოკითხული პირის ან/და
მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხული მოწმის ჩვენების გამოქვეყნების შესაძლებლობა
საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე და შემოთავაზებულია არასრულწლოვანის
განმეორებითი დაკითხვის თავიდან არიდების მექანიზმები.
კანონპროექტი მიღებულ იქნა პირველი მოსმენით 2021 წლის 1 დეკემბერს.
#კანონშემოქმედებითი საქმიანობა
კომიტეტმა განიხილა საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით. საკანონმდებლო წინადადების ავტორების აზრით,
გამართლებულია, კოდექსის 130-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით, რომლის
მიხედვითაც 16 წლამდე ასაკის მგზავრის უბილეთო გადაადგილება არ გამოიწვევს მის
დაჯარიმებას, უფლება მიეცემა, დაასრულოს მგზავრობა, ხოლო კონტროლის
განმახორციელებელ პირს აეკრძალება, დაატოვებინოს მას სატრანსპორტო საშუალება.
კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია მუშაობის გაგრძელება საკანონმდებლო
წინადადებაში წამოჭრილი საკითხის გადასაწყვეტად იმგვარი საკანონმდებლო
რეგულირების შექმნის მიზნით, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება ბავშვის უფლებათა
კოდექსთან და მის პრინციპებთან. შესაბამისად, კომიტეტმა მიღებულად ცნო
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2021
- 19 -
#საკანონმდებლო საქმიანობა
კომიტეტმა განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე. კანონში განხორციელებული ცვლილებით, იმ სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ „ოკუპირებული
ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ
ტერიტორიაზე და რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიებზე ინკლუზიური განათლების არ
არსებობის გამო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას
ახერხებდნენ მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად
ტერიტორიაზე მოქმედ შესაბამის ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში,
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული
გამოცდების გავლის გარეშე გაჩნდა ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დამტკიცების
საფუძველი.
კომიტეტმა აღნიშნა მისი დადებითი გავლენა ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე, კერძოდ
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლეებზე, რომლებიც სრული ზოგადი განათლების მიღების შემდეგ ჩაირიცხებიან
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული
გამოცდების გარეშე და შესაძლებლობა მიეცემათ მიიღონ უმაღლესი განათლება
სახელმწიფოს დაფინანსებით.
# საზედამხედველო საქმიანობა
2021 წლის 10 თებერვალს, ბავშვის უფლებათა დაცვის ადგილობრივი პროგრესის შეფასების
და მონიტორინგის მიზნით, კომიტეტი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებთან
ერთად იმყოფებოდა იმერეთის რეგიონში. კომიტეტი ადგილზე გაეცნო ქ. სამტრედიის N15
საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურასა და სასწავლო სისტემას. საგანმანათლებლო
დაწესებულება, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფ და რთული ქცევის
არასრულწლოვანებს ემსახურებოდა, უკვე დახურულია და მიმდინარეობს ალტერნატიულ
პროექტზე მუშაობა. კომიტეტი, ქუთაისში ვიზიტისას გაეცნო აკაკი წერეთლის სახელწმიფო
უნივერსიტეტში არსებული ბავშვის უფლებათა ცენტრის, ასევე ქუთაისის მერიის
მუნიციპალიტეტის ბავშვის უფლებათა დაცვის სამსახურის საქმიანობას. კომიტეტის
გასვლით სხდომაზე ქ. ქუთაისში, კომიტეტმა მოისმინა იმერეთის რეგიონის
მუნიციპალიტეტებში ბავშვის უფლებათა დაცვის სამსახურის ფუნქციონირების შესახებ
ინფორმაცია და გაეცნო ამ მიმართულებით სამინისტროების მიერ განხორციელებულ
საქმიანობას.
#საზედამხედველო საქმიანობა
საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროების იდენტიფიცირების მიზნით, კომიტეტი
ინტენსიურად თანამშრომლობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, მათგან
ინფორმაციის გამოთხოვის და პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრების ორგანიზებით.
კომიტეტის ინტერესის სფეროს წარმოადგენდა სკოლებში ბულინგის პრევენციის, აგრეთვე,
სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების იდენტიფიცირების და მათი განათლების უფლების
რეალიზებასთან დაკავშირებული საკითხები.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2021
- 20 -
#საზედამხედველო საქმიანობა
კომიტეტმა, გაეროს ბავშვთა ფონდის და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის
მონაწილეობით ჩაატარა საკომიტეტო მოსმენა, რომელზეც განხილული იყო სტატისტიკის
ეროვნული სამსახურის მიერ, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისთვის
ადაპტირებული ვებპორტალის მახასიათებლები. კომიტეტმა შეაფასა ბავშვების მიერ
სტატისტიკურ ინფორმაციაზე წვდომის და მოხმარების პოზიტიური შედეგები და მხარი
დაუჭირა მის შემდგომ განვითარებას.
4.7.
მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებები
#კანონშემოქმედებითი საქმიანობა
კომიტეტმა განიხილა მიხეილ სარჯველაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ამნისტიის შესახებ“, „საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით მოხდა საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულისთვის ბრალდებული და
მსჯავრდებული პირების გათავისუფლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და
სასჯელისაგან. ასევე, პაკეტში შემავალი კანონის პროექტით „სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ ახლებურად დარეგულირდა უვადო თავისუფლების აღკვეთით
მსჯავრდებული პირის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან პირობით გათავისუფლებისა და
უვადო თავისუფლების აღკვეთის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან
შინაპატიმრობით შეცვლის საკითხები. საკანონმდებლო ინიციატივით საქართველოს
იუსტიციის მინისტრს დაევალა უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის
გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის შემუშავება.
საკანონმდებლო პაკეტი მიღებული იქნა 2021 წლის 11 იანვარს.
# საზედამხედველო საქმიანობა
კომიტეტმა, საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 37-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
შეამოწმა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებით განსაზღვრული დავალების შესრულების
მდგომარეობა.
კომიტეტმა გამოარკვია, რომ 2021 წლის 9 თებერვალს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა
გამოსცა №682 ბრძანება „უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის
გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ“.
კომიტეტმა დადებითად შეაფასა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებით განსაზღვრული დავალების შესრულება.
ამავდროულად, კომიტეტმა გასცა რეკომენდაციები, რომ შემუშავებულიყო აღნიშნული
პროგრამის გავლის სპეციალური წესი იმ პირებისთვის, რომლებსაც საქართველოს სისხლის
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2021
- 21 სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის
N90-IIრს-Xმპ კანონის ამოქმედების მომენტისათვის ფაქტობრივად მოხდილი ჰქონდათ
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 721 მუხლის პირველი ნაწილით ან იმავე
კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ 20 და 15 წლიანი ვადა.
# კანონშემოქმედებითი საქმიანობა
საანგარიშო პერიოდში, ინიციირებული და განხილული იქნა კომიტეტის ფარგლებში
შემუშავებული საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების,
ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
კანონპროექტით ახლებურად დარეგულირდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული 8
ნივთიერების ოდენობები და მათი დოზები, კერძოდ მცირე, სისხლის სამართლის
პასუხისმგებლობის საწყისი, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები განისაზღვრება
ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორებიცაა: ამფეტამინი, დეზომორფინი,
ლიზელგინის მჟავა, მდმა, მეთადონი, მეთკათინონი, მეტამფეტამინი და ჰეროინი, ხოლო
მეთადონს და ჰეროინს განესაზღვრება მცირე ოდენობა და მოხდა მცირე და სისხლის
სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობას შორის ზღვრის გავლება.
კანონი მიღებული იქნა 2021 წლის 5 მარტს.
#კანონშემოქმედებითი საქმიანობა
კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები „საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო
კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“,
„არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული
კანონის პროექტი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“.
საკანონმდებლო ინიციატივით სისხლის სამართლის საქმეში მოწმისა და დაზარალებულის
კოორდინატორის ჩართვის უფლება პროკურორთან ერთად მიენიჭა გამომძიებელსაც. ასევე,
ერთმანეთისგან გაიმიჯნა პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორისა
და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის
კოორდინატორის უფლებამოსილებები.
2021 წლის 22 ივნისს, პარლამენტმა კანონი მესამე მოსმენით მიიღო.
# კანონშემოქმედებითი საქმიანობა
კომიტეტმა განიხილა პარლამენტის წევრთა ჯგუფის მიერ ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
კანონპროექტის თანახმად, ანონიმური შეტყობინების ან „ოპერატიულ-სამძებრო
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კონფიდენტის/ინფორმაციის
მიმწოდებელი წყაროსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ან მე-5 ნაწილით დადგენილი წესით
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2021
- 22 ჩატარებული ჩხრეკის ან ამოღების შედეგად მოპოვებული უკანონო საგანი, ნივთი ან
ნივთიერება, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ
განაჩენს, თუ უკანონო საგნის, ნივთის ან ნივთიერების პირის მფლობელობაში ყოფნა,
საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი/ოპერატიულ-სამძებრო ფუნქციის მქონე
საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის ჩვენებისა და შესაბამისი საგამოძიებო
მოქმედების ოქმის გარდა, დადასტურდება სხვა მტკიცებულებითაც. აღნიშნული წესი არ
გამოიყენება ისეთ შემთხვევაში, როდესაც სხვა მტკიცებულების მოპოვება/წარდგენა
ობიექტურად შეუძლებელია. კანონპროექტით ასევე განიმარტა უკანონო საგნის, ნივთის ან
ნივთიერების მნიშვნელობა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის
მიზნებისთვის.
საკანონმდებლო
ინიციატივით
განხორციელდა
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილების აღსრულება საქმეზე
„გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
პარლამენტმა კანონი 2021 წლის 28 ივნისს მიიღო.
# კანონშემოქმედებითი საქმიანობა
კომიტეტის ფარგლებში შემუშავებულ და განხილულ იქნა „პატიმრობის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ და „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“.
საკანონმდებლო პაკეტით განისაზღვრა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის,
საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დასაკავშირებლად ბრალდებულის/მსჯავრდებულის
სატელეფონო საუბარი განხორციელდება პენიტენციური დაწესებულების ხარჯით. ასევე,
საკანონმდებლო დონეზე განმტკიცდა ის წესიც, რომ პატიმრობის კოდექსით დადგენილი
სატელეფონო საუბრის ლიმიტები არ გავრცელდება სახელმწიფო ინსპექტორის, სახალხო
დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის
სატელეფონო ნომერზე დაკავშირების შემთხვევაში.
კანონი მიღებულ იქნა 2021 წლის 2 ნოემბერს.
# კანონშემოქმედებითი საქმიანობა
კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ადმინისტრაციული სახდელისგან
გათავისუფლების შესახებ“ და „ამნისტიის შესახებ“.
საკანონმდებლო ინიციატივით ადმინისტრაციული სახდელისაგან - ჯარიმისგან
გათავისუფლდნენ პირები, რომლებსაც პასუხისმგებლობა დაეკისრათ „საქართველოს მთელ
ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ
ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის
მე-8 მუხლის საფუძველზე, აგრეთვე „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების
აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით გათვალისწინებული შეზღუდვებისა
და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210, 4211 და 17715
მუხლების დარღვევის გამო. საკანონმდებლო პაკეტში შემავალი „ამნისტიის შესახებ“
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2021
- 23 საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა
და სასჯელისაგან გათავისუფლდნენ პირები, რომლებმაც ჩაიდინეს საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 2481 (იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა) ან 3591
(საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა) მუხლებით გათვალისწინებული
დანაშაული.
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისა
და
სასჯელისაგან
გათავისუფლებულ პირებს ასევე მოეხსნათ ნასამართლობა.
კანონი მიღებულ იქნა 2021 წლის 7 სექტემბერს.
#საზედამხედველო საქმიანობა
საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის წევრები ოთხი ვიზიტით
იმყოფებოდნენ სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ვიზიტების მიზანი
ბრალდებულთა, მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობის ადგილზე შესწავლა და
მათთვის საინტერესო, ახალი საკანონმდებლო ინიციატივების გაცნობა იყო.
4.8.
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებები
#კანონშემოქმედებითი საქმიანობა # საქართველოს მოქალაქეობა
კომიტეტმა განიხილა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც შეეხებოდა საქართველოს
მოქალაქეობის დადგენის დროებით წესს. კერძოდ, ცვლილებების თანახმად, პირებს,
რომლებიც არ არიან რომელიმე ქვეყნის მოქალაქეები და, ამავე დროს, აკმაყოფილებენ
კონკრეტულ დროის შუალედში დაბადების და საქართველოში ცხოვრების განსაზღვრულ
ცენზს, უფლება აქვთ 2022 წლის 31 დეკემბრამდე მოითხოვონ საქართველოს მოქალაქეობის
მინიჭება. გარდა ამისა, კანონს დაემატა დებულება, რომელიც გარკვეული პირობების
დაკმაყოფილების შემთხვევაში, განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული
პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სპეციალურ წესს. განხორციელებული
ცვლილებები ემსახურებოდა საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირთა არსებობის
პრევენციას.
#კანონშემოქმედებითი საქმიანობა
კომიტეტმა განიხილა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
წარმოდგენილი კანონის პროექტი მიზნად ისახავდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე
პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების
განხორციელებას სხვადასხვა კუთხით, რაც თავის მხრივ გამომდინარეობდა პრაქტიკაში
გამოვლენილი საჭიროებებიდან. ცვლილებათაგან აღსანიშნავია: ტერმინის - „ოჯახის
წევრი“-ს დაზუსტება; უცხოელის მოთხოვნის საფუძველზე დროებითი ბინადრობის
ნებართვის გაგრძელების შესაძლებლობა მუდმივი ბინადრობის ნებართვის ნაცვლად;
ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნებისთვის უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე
კანონიერად ყოფნის გამოყენების შეზღუდვა; C კატეგორიის ვიზის მიმართება ბინადრობის
ნებართვის მოთხოვნის საფუძვლებთან; საქართველოში ბინადრობის ნებართვის
მოთხოვნის უფლების შეზღუდვა იმ უცხოელების მიმართ, რომლებიც საქართველოს
ტერიტორიაზე იმყოფებიან საქართველოს მთავრობის 2015 წლის 05 ივნისის N255
დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნის ვიზის ან/და ბინადრობის ნებართვის საფუძველზე;
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2021
- 24 თავშესაფრის მაძიებელთა მიერ ბინადრობის ნებართვის მისაღებად მოთხოვნის დაყენების
შესაძლებლობის გამორიცხვა; ფიქციური დოკუმენტების გამოვლენის მექანიზმების დახვეწა;
საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმისა და ყოფნის ვადის
შეწყვეტის შესაძლებლობა საქართველოში უცხოელის მიერ დანაშაულის ჩადენის გამო;
საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის შეწყვეტის შესახებ
გადაწყვეტილების
ამოქმედების
ვადის
არჩევის
თავისუფლება;
გაძევებას
დაქვემდებარებული უცხოელის მიმართ საქართველოდან გასვლის ვალდებულების
გადავადებისა და ბინადრობის ნებართვის მიღების შესაძლებლობის შეზღუდვა.
4.9.
სახალხო დამცველის ანგარიში
სახალხო
დამცველის
ანგარიშები,
კომიტეტის
ზედამხედველობის
ეფექტიანი
განხორციელების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. კომიტეტი ყურადღებით
სწავლობს ანგარიშში წარმოდგენილ ადამიანის უფლებათა საკითხებს და ეცნობა ადრესატი
უწყებების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას, რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას
სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების გაზიარების თაობაზე. საბოლოოდ,
კომიტეტი ამზადებს პარლამენტის დადგენილების პროექტს, რომელშიც წარმოდგენილია
სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე გაცემული დავალებები აღმასრულებელი
ხელისუფლების დაწესებულებების მიმართ.
კომიტეტმა სახალხო დამცველის ანგარიში 2021 წლის 18 ივნისის სხდომაზე მოისმინა.
სახალხო დამცველის ანგარიშში წარმოდგენილი 370 რეკომენდაციიდან კომიტეტმა
გაიზიარა 339, რომლებიც თავის მხრივ აისახა პარლამენტის დადგენილებით გაცემულ 333
დავალებაში. კომიტეტის მიერ რეკომენდაციების გაზიარების წლის მაჩვენებელია 91.7%.
ქვემოთ, წარმოდგენილია დიაგრამა, რომელიც აჩვენებს კომიტეტის მიერ, სახალხო
დამცველის რეკომენდაციების გაზიარების დინამიკას წლების მიხედვით.
100.00%
90.00%
84.10%
80.00%
88.90% 91.70%
75.20%
70.00%
60.00%
50.00%
40.00%
30.00%
20.00%
10.00%
29%
10.80% 13.50%
32.30%
18.70%
0.00%
რეკომენდაციების გაზიარების დინამიკა წლების მიხედვით
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2021
- 25 „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე,
საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 12 ივლისის დადგენილების 31-ე პუნქტის
შესაბამისად, კომიტეტში მიმდინარეობდა მუშაობა საქართველოს სახალხო დამცველის
ანგარიშში წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტისადმი მიმართული წინადადებების
გათვალისწინების საკითხებთან დაკავშირებით.
საანგარიშო წელს, კომიტეტის დებულებაში განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმად,
სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე პარლამენტის მიმართ გაცემული
რეკომენდაციების მიზანშეწონილობის გაანალიზების მიზნით, კომიტეტი ქმნის სამუშაო
ჯგუფს. სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა ეთხოვება იმ საპარლამენტო კომიტეტებს, აგრეთვე
აღმასრულებელი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტების ან სხვა ორგანოებს, რომელთა
საქმიანობასაც ეხება სახალხო დამცველის წინადადებებით გათვალისწინებული საკითხები.
სამუშაო ჯგუფი, სახალხო დამცველის წინადადებების გაზიარების მიზანშეწონილობასთან
დაკავშირებულ საკუთარ რეკომენდაციებს წარუდგენს კომიტეტს, რომელიც განიხილავს მათ
და თავის დასკვნაში ასახავს გადაწყვეტილებას თითოეული წინადადების გათვალისწინების
მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.
4.10.
ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლი და
სპეციალური ანგარიშები
# სპეციალური თემატური ანგარიში
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის შესაბამისად, კომიტეტის 2021
წლის 8 თებერვლის სხდომაზე დასასწრებად მოწვეულ იქნა საქართველოს იუსტიციის
მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე, მისივე მოთხოვნის საფუძველზე. იუსტიციის მინისტრმა
კომიტეტს წარუდგინა ინფორმაცია 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა
ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად საქართველოს
მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოსა და ამავე საქმეზე სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის
გადაწყვეტილების თაობაზე.
#უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა (UPR)
#საპარლამენტო კონტროლი
კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „გაერთიანებული
ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული
მიმოხილვის მე-3 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის
მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვის შედეგად
საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების“ პროექტი.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული რეკომენდაციების განხილვის პროცესში კომიტეტის ამ სახით
მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის რეფორმის ფარგლებში
პარლამენტისთვის მინიჭებული ახალი საზედამხედველო ინსტრუმენტის განხორციელების
პირველი შემთხვევა იყო 2 . საქართველოს პარლამენტისთვის, აღნიშნული პროცედურა
2 2016
წელს განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ახალმა
რედაქციამ უზრუნველყო პარლამენტისთვის მნიშვნელოვანი საზედამხედველო ფუნქციების შეძენა. აღნიშნული
ცვლილებით, გაჩნდა სამართლებრივი მექანიზმი, საქართველოს პარლამენტმა საზედამხედველო
უფლებამოსილების ფარგლებში განიხილოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2021
- 26 წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, რეგულარულად შეაფასოს ქვეყანაში
ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტის
მიერ გაწერილი პროცედურის კვალდაკვალ. გარდა ამისა, აღნიშნული პროცესი ხელს უწყობს
საქართველოს, როგორც გაეროს წევრი სახელმწიფოს პოლიტიკის გაძლიერებას სხვა წევრი
ქვეყნების მიერ საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციების მნიშვნელობის და
ადამიანის უფლებების პრიორიტეტულობის მიმართ.
კომიტეტზე განხილული, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოებისგან
საქართველოს მიმართ გაცემული 266 რეკომენდაცია 3 პირობითად გაერთიანებული იყო
შემდეგი უფლებების ქვეშ:
-
საერთაშორისო თანამშრომლობა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო
ინსტრუმენტები,
ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო მექანიზმების/ინსტიტუტების
გაძლიერება,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, უმცირესობების და მოწყვლადი
ჯგუფების უფლებები,
ბავშვთა უფლებები.
გენდერული თანასწორობა,
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა,
დისკრიმინაციის აღმოფხვრა და თანასწორობის ხელშეწყობა,
შეკრების, გაერთიანების, გამოხატვის და მედია თავისუფლება,
ჯანსაღ გარემოზე უფლება.
კომიტეტმა მიიჩნია, რომ მიუხედავად ცალკეულ რეკომენდაციებში წარმოდგენილი
არაობიექტური გარემოებებისა და საკამათო შეფასებებისა, რომელთა გაზიარებისთვის
საკმარისი საფუძველი არ არსებობდა, მნიშვნელოვანი იყო, არ დაზიანებულიყო
რეკომენდაციებში ასახული დადებითი ტენდენციები და შემდგომი რეფორმების
პერსპექტივა.
აღნიშნულის
გათვალისწინებით,
კომიტეტმა
მხარი
დაუჭირა
რეკომენდაციებით
წარმოდგენილი
თითოეული
მიმართულებით
რეფორმების
განხორციელებას და გასცა შესაბამისი რეკომენდაციები აღმასრულებელი და სასამართლო
ხელისუფლების დაწესებულებების მიმართ.
#იურიდიული დახმარების სამსახურის ანგარიში
#საპარლამენტო კონტროლი
კომიტეტმა განიხილა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იურიდიული დახმარების
სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიში 2020 წლის საქმიანობის შესახებ. სამსახურის
ანგარიშიდან აღსანიშნია რამდენიმე ახალი გარემოება: ბავშვის უფლებათა კოდექსის
შესაბამისად, არასრულწლოვნის უფასო იურიდიული კონსულტაცია და იურიდიული
დახმარება, თუ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა
საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციები და ამ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ
სამთავრობო ანგარიშები.
3 საქართველო არ დაეთანხმა რუსეთის ფედერაციის, ვენესუელას, ნიკარაგუისა და სირიის მიერ გაცემულ
რეკომენდაციებს. ქართული მხარის გადაწყვეტილებით, იგი არ იღებს რეკომენდაციებს რუსეთის ფედერაციისგან
და იმ ქვეყნებისგან, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ
ოსეთის რეგიონების ოკუპაციას, მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებით, რაც არის საერთაშორისო სამართლის
ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2021
- 27 შეთანხმებით); საზოგადოებრივი ადვოკატების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირისთვის
საადვოკატო
მომსახურების
გაწევა
სასამართლოში
სამოქალაქო,
ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე, მათ შორის, წარმომადგენლობას
ადმინისტრაციულ ორგანოში და სამართლებრივი კონსულტაცია. ბენეფიციართათვის
საზოგადოებრივი ადვოკატების მიერ საადვოკატო მომსახურების გაწევა სასამართლოში
სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე, საქმის სირთულისა და
მნიშვნელობის გათვალისწინებით, თუკი პირი გადახდისუუნაროა. სსიპ იურიდიული
დახმარების სამსახურის ტერიტორიული მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, გაფართოვდა
და მოწესრიგდა სამსახურის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები. კომიტეტმა
იურიდიულ სამსახურს რეკომენდაცია მისცა, გაზარდოს სამსახურის ხელმისაწვდომობა
ქვეყნის მასშტაბით ახალი საკონსულტაციო ცენტრების ან/და იურიდიული დახმარების
ბიუროების გახსნით.
#კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიში
#საპარლამენტო კონტროლი
კომიტეტმა განიხილა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კონკურენციის
ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი საქართველოს კონკურენციის ეროვნული
სააგენტოს 2020 წლის წლიური ანგარიში. წარმოდგენილ ანგარიშში ხაზგასმული იყო
თავისუფალ მეწარმეობასთან დაკავშირებული უფლებების დაცვის პრიორიტეტულობა,
ასევე, მომხმარებლის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხების აქტუალობა.
ანგარიშში მითითებული იყო საერთაშორისო კვლევის შედეგების თაობაზე, რომლის
განხორციელებაშიც ჩართული იყო საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო და
რომლის მიზანსაც წარმოადგენდა პანდემიის გავლენის შეფასება კონკურენტულ გარემოზე.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, აქტიურად გაგრძელდება კონკურენციის ეროვნულ
სააგენტოსთან თანამშრომლობა ყველა მნიშვნელოვანი თემის მიმართულებით, რათა
სააგენტოს მუშაობა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს და თემატური მწვავე საკითხები მეტად
გახდეს აქტიური განხილვის საგანი. კომიტეტმა სააგენტოს რეკომენდაციით მიმართა,
სახელმწიფო აუდიტის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად, უზრუნველყოს
სააგენტოს გრძელვადიანი საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნა.
# სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიში
#საპარლამენტო კონტროლი
კომიტეტმა განიხილა სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2020 წლის
საქმიანობის ანგარიში. წარმოდგენილი ინფორმაცია მიმოიხილავდა სამსახურის
მარეგულირებელ კანონმდებლობას, სამსახურის ორგანიზაციულ სტრუქტურას და საშტატო
განრიგს, 2020 წლის ბიუჯეტს, 2020 წელს განხორციელებულ ცვლილებებს, საერთაშორისო
თანამშრომლობის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს და 2021 წლის
გეგმებს. კომიტეტმა სამსახურის საქმიანობის სხვა დადებით ტენდენციებთან ერთად,
ყურადღება გაამახვილა სამსახურის მიერ ახალი, ბავშვებისთვის ადაპტირებული პორტალის
„სტატისტიკა ბავშვებისა და მოზარდებისთვის“ შექმნაზე, რაც მოემსახურება ცნობადობის
და სტატისტიკის გაუმჯობესებას, აგრეთვე, ინფორმაციის შეგროვების და ანალიზის მიმართ
დაინტერესებას ბავშვებში. კომიტეტმა გამოყო გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების
დამატებითი მაჩვენებლის განთავსება სამსახურის ოფიციალურ ვებ პორტალზე და
რეკომენდაცია გაუწია მონაცემთა შემდგომ გამდიდრებასა და კლასიფიცირების დახვეწას.
კომიტეტის სხვა რეკომენდაციები შეეხებოდა სამსახურის მიერ, პანდემიის გავლენის
გამოკვლევების განხორციელებას საზოგადოების იმ ჯგუფებისთვის, რომელთა
მოწყვლადობა პანდემიის გავლენით გაიზარდა; აგრეთვე, სამსახურის ვებ გვერდზე
განთავსებული ინფორმაციის მისაწვდომობის გაზრდას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2021
- 28 პირებზე 4 და ეთნიკური უმცირესობების ენებზე. აღნიშნულს გარდა, კომიტეტის მხრიდან
გამოითქვა ინიციატივა, საქსტატის მიერ წარმოებული მნიშვნელოვანი კვლევების შესახებ
საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, გამოყენებული იყოს საკომიტეტო
განხილვების ფორმატი.
#საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიში
#საპარლამენტო კონტროლი
კომიტეტმა განიხილა სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2020 წლის ანგარიში.
წარმოდგენილი ინფორმაცია მიმოიხილავდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, მის წინაშე კანონმდებლობით დაკისრებული
ფუნქციების შესრულების მიზნით მიღწეულ პროგრესს. ასევე, ასახავდა იმ პრობლემებსა და
გამოწვევებს, რომელთა არსებობის პირობებში აგრძელებს ორგანიზაცია მუშაობას
„მაუწყებლობის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
ნაკისრი
ვალდებულების
შესასრულებლად. კომიტეტმა ორგანიზაციის საქმიანობის სხვა დადებით ტენდენციებთან
ერთად, ყურადღება გაამახვილა პანდემიის გამოცხადებისთანავე, საზოგადოებრივი
მაუწყებლის მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროსთან ერთად პროექტის ტელესკოლის შექმნაზე, რომელიც მიზნად ისახავდა
პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში განათლების ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფას. კომიტეტის მიერ დადებითად შეფასდა ასევე, მაუწყებლის მიერ
განხორციელებული ღონისძიებები, რომლებიც უკავშირდება ადამიანის უფლებების
თაობაზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და სამოქალაქო ინტეგრაციას. ამავე
დროს, კომიტეტმა რეკომენდაციით მიმართა მაუწყებელს, აღნიშნული მიმართულებით
მედიაპროდუქტების შექმნისას ყურადღება გაამახვილოს ბავშვთა უფლებებზე, შშმ პირთა
უფლებებზე, ქალთა უფლებებზე, უმცირესობის უფლებებზე და სხვ. ასევე, კომიტეტმა ხაზი
გაუსვა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტერესების გათვალისწინების
საჭიროებას და ამ მიზნით, მათ წარმომადგენელთა ჩართულობის ხელშეწყობას მათთან
დაკავშირებული მედიაპროდუქტების მომზადების პროცესში, ასევე, უმცირესობების ენაზე,
უმცირესობების შესახებ მომზადებულ გადაცემებში მათი მონაწილეობის ხარისხის
გაზრდას. კომიტეტის სხვა რეკომენდაციები შეეხებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის
პრიორიტეტების შეფასების ინდიკატორების დახვეწის მიმართულებით მუშაობის
გაგრძელებას, ასევე, ცალკეული პროგრამებისა თუ გადაცემების ეფექტიანობის
ინდიკატორების შემოღების უზრუნველყოფას.
#კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიში
#საპარლამენტო კონტროლი
კომიტეტმა განიხილა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის
ანგარიში. წარმოდგენილი ანგარიში ძირითადად მოიცავდა მაუწყებლობის და
ელექტრონული კომუნიკაციის სფეროების, ამ ბაზრებზე კონკურენციის უზრუნველყოფის,
ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის, მედიაწიგნიერების განვითარების ღონისძიებების
და წლის მთავრი მიღწევების შესახებ ინფორმაციას. კომიტეტმა გამოყო და დადებითად
შეაფასა კომისიის წლიური საქმიანობის შემდეგი ასპექტები: საერთაშორისო აღიარების
ფაქტები, კომისიის მუშაობა ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგიებზე მისაწვდომობის
გაზრდის თვალსაზრისით, კომისიის მიერ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის სასიკეთოდ
გადადგმული ნაბიჯები და კომისიის მიერ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე სამართლიანი
კონკურენციის ზრდის ხელშემწყობი ღონისძიებები. კომიტეტმა განსაკუთრებული
ყურადღება გაამახვილა მედიაწიგნიერების პროექტის მნიშვნელობაზე, საყოველთაო
4 სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2021 წელს მოახდინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირებისთვის ვებ გვერდის ადაპტირება.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2021
- 29 ინტერნეტიზაციის პროექტზე და კომისიის საქმიანობაზე ბავშვებისა და მოზარდების მავნე
ზეგავლენისგან დაცვის მიმართულებით (ამ უკანასკნელის ვალდებულება კომისიას ბავშვის
უფლებათა კოდექსიდან გამომდინარე გაუჩნდა). შესაბამისად, კომიტეტი დაინტერესდა,
მავნე ზეგავლენისგან ბავშვთა დაცვის ღონისძიებების შესახებ საზოგადოებრივი
ცნობიერების დონით და ამ საკითხის ირგვლივ კომისიის საქმიანობის მიმართებით.
კომიტეტმა აგრეთვე ყურადღება გაამახვილა ინტერნეტ მიმწოდებელი კომპანიების მიერ
რეგულაციების შესრულების ეფექტიანობის გაზომვაზე. მომხმარებელთა უფლებების
განმტკიცების და გაუმჯობესების მიზნით, კომიტეტმა რეკომენდაციით მიმართა კომისიას,
აწარმოოს მის მიერ შექმნილი სასარგებლო რესურსების მომხმარებელთა კმაყოფილების
კვლევა და საჭიროების შემთხვევაში იზრუნოს მათ შემდგომ განვითარებაზე ან/და მათ
შესახებ ცნობადობის გაზრდაზე.
# COVID-19 და ადამიანის უფლებები
აღსანიშნავია, რომ კომიტეტი, ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის ანგარიშების
განხილვისას განსაკუთრებით ინტერესდებოდა პანდემიის გავლენით ადამიანის
უფლებებზე. ამასთან, კომიტეტი აღნიშნულ საკითხზე ცალკეულ ზედამხედველობასაც
ახორციელებდა. მათ შორის:
−
−
−
−
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი
კვლევა პანდემიის გავლენა ბავშვებზე და მათ ოჯახებზე;
მსჯავრდებულების უფლებრივი მდგომარეობა პანდემიის პირობებში;
სამუშაო შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან;
პარლამენტის წევრის კითხვები.
4.11.
#პეტიცია
განსაკუთრებული პროცედურა - პეტიცია
#მსჯავრდებულის უფლებები
კომიტეტმა 2021 წლის 29 ნოემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს სამედიცინო სფეროს
წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილი პეტიცია შესაბამისი სამედიცინო დახმარების
მიღების მიზნით ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში
დაუყოვნებლივ გადაყვანასთან დაკავშირებით.
პეტიციის თანახმად, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა ჯგუფი ითხოვდა
საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანს
სამოქალაქო კლინიკაში, შესაბამისი სამედიცინო დახმარების მისაღებად.
იმის გათვალისწინებით, რომ პეტიციის განხილვის მომენტისთვის პატიმარი მიხეილ
სააკაშვილი მისივე თანხმობით გადაყვანილი იქნა ქალაქ გორში მდებარე სსიპ გიორგი
აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, პეტიციის
ავტორთა მოთხოვნამ დაკარგა აქტუალობა. ამდენად, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 203-ე მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომიტეტმა
მიზანშეუწონლად მიიჩნია პეტიციის შესწავლა და განხილვა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2021
- 30 #პეტიცია
#დისკრიმინაცია
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტმა 2021 წლის 13 დეკემბრის სხდომაზე განიხილა ააიპ „ერი და სახელმწიფოს“
(ზვიად ტომარაძე) მიერ წარმოდგენილი პეტიცია „მწვანე პასპორტების წინააღმდეგ“.
პეტიციის ავტორები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში „მწვანე პასპორტის“ ამოქმედების მიზანია
მოქალაქეთა ნაწილის დისკრიმინაცია, ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და მოითხოვენ
აღნიშნული საკითხის განხილვას და შეფასებას.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, მისი კომპეტენციის ფარგლებში, პეტიციაში წამოჭრილ
საკითხზე გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ მისი დეტალური შესწავლისა და ანალიზის
შემდეგ.
5. საზოგადოებასთან ურთიერთობა
5.1.
მოქალაქეთა წერილები, მომართვები
კომიტეტი, კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს და რეაგირებას ახდენს მოქალაქეთა
მომართვებზე. საანგარიშო წლის განმავლობაში დაინერგა მოქალაქეთა განცხადებების
დამუშავების ახლებური მიდგომა. საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტი წერილობით
სამართლებრივ განმარტებას აძლევს მოქალაქეს, მისი საჭიროებებიდან გამომდინარე
შესაძლებლობების შესახებ.
საანგარიშო პერიოდში სულ შემოვიდა მოქალაქეთა 2056 განცხადება. განცხადებების
შინაარსობრივი კლასიფიკაცია შემდეგია:
-
გამოძიება და მართლმსაჯულება - 747,
სასჯელაღსრულებასთან დაკავშირებული - 321,
სასჯელისგან გათავისუფლება/შეწყალების საკითხზე - 337,
ამნისტია - 51,
სოციალური და ეკონომიკური უფლებები - 61,
იურიდიული დახმარების მოთხოვნა - 163,
დევნილთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებები - 19,
ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული - 40,
ჯანმრთელობის დაცვა - 24,
შშმ პირთა უფლებები - 12,
საკუთრების უფლება - 44,
განათლების უფლება - 11,
ბავშვთა უფლებები - 17,
ქონებრივი დავა - 24,
Covid-19-თან დაკავშირებული - 21,
შრომითი უფლებები - 17,
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები - 12,
სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული - 12,
სხვადასხვა საკითხზე - 123. იხ. დიაგრამა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2021
- 31 -
ქონებრივი დავა
1%
საკუთრების უფლება
2%
ბავშვთა
უფლებები
შშმ პირთა
1%
უფლებები
1%
ინფრასტრუქტურა
2%
ჯანმრთელობის
დაცვა
1% დევნილთა/იძულებით
გადაადგილებულ პირთა
საჭიროებები
1%
იურიდიული დახმარება
8%
შრომითი უფლებები
1%
სამოქალაქო და
Covid-19
1%
პოლიტიკური
უფლებები
1%
სასამართლო
გადაწყვეტილების
აღსრულება
1%
სხვადასხვა
6%
განათლების
უფლება
1%
გამოძიება და
მართლმსაჯულება
36%
სოციალური და
ეკონომიკური
3%
ამნისტია
2%
სასჯელისგან
გათავისუფლება/შეწყალე
ბა
16%
5.2.
სასჯელაღსრულება
16%
სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა
კომიტეტში, საანგარიშო წლის მანძილზე, არაერთი შეხვედრა გაიმართა სამოქალაქო
საზოგადოების ინდივიდუალური წევრების და ორგანიზაციების, აგრეთვე პროფესიული
წრეების მონაწილეობით. ამას გარდა, კომიტეტი ჩართული იყო სხვადასხვა სამოქალაქო
ინიციატივასა და პროექტში. ხსენებული თანამშრომლობა ეხებოდა არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების,
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირთა,
ბავშვთა,
თვითგამორკვევის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს.
2021 წლის განმავლობაში, სამოქალაქო საზოგადოების მიერ, საჯარო ინფორმაციის 41
მოთხოვნას უპასუხა კომიტეტმა. მათგან 1 არ დაკმაყოფილდა კომიტეტის კომპეტენციის
მიღმა მოთხოვნილი საკითხის გამო.
კომიტეტი უზრუნველყოფდა საკომიტეტო განხილვებში ყველა დაინტერესებული მხარის,
მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას და ინტერაქციას.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2021
- 32 2021წლის განმავლობაში ექვსი შეხვედრა გაიმართა სტუდენტური პარლამენტის წევრებთან.
სტუდენტებს სამჯერ კომიტეტის თავმჯდომარემ უმასპინძლა, სამჯერ კომიტეტის
თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. საუბრები კომიტეტის საქმიანობას, ადამიანის
უფლებებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს და სტუდენტური პარლამენტის
ფუნქციონირებას ეხებოდა.
6. საერთაშორისო თანამშრომლობა
კომიტეტისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორ
ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. საანგარიშო პერიოდში გაიმართა არაერთი შეხვედრა
და ერთობლივი ღონისძიება როგორც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან,
ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა გერმანიის,
იაპონიის, ევროკავშირის, ჩეხეთის, ნიდერლანდების და ა.შ.შ. ელჩებთან. ადამიანის
უფლებათა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე შეხვედრები გაიმართა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელთან, გაეროს ბავშვთა ფონდის
(UNICEF), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გაეროს ლტოლვილთა
უმაღლესი კომისარიატის (UNHCR), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR), ევროპის საბჭოს საპარლამენტო
ასამბლეის (PACE), ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის,
ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI),
ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) წარმომადგენლებთან.
2021 წლის 5 მარტს, საქართველოს ინვესტორთა საბჭოსთან თანამშრომლობით,
ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების
ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანადაფინანსებული პროექტის - „საქართველოს
კომერციული სამართლისა და პრაქტიკის გაუმჯობესება“ მხარდაჭერით, გაიმართა
„მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონპროექტის პრეზენტაცია.
გაფართოვდა კომიტეტის თანამშრომლობა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისთან და
2021 წლის ბოლოსთვის კომიტეტი ორგანიზაციასთან ხუთი პროექტის ფარგლებში
თანამშრომლობს: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების
აღსრულების საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება, დისკრიმინაციასთან, სიძულვილის
ენასთან და სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლა, მედიისა და
ინტერნეტის თავისუფლების მხარდაჭერა, სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის
გაძლიერება, ჩართულობითი დემოკრატიის და ადამიანის უფლებების გაძლიერება
ადგილობრივი დონეზე.
კომიტეტი თანამშრომლობდა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის
წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის
(„გრევიო“) მისიასთან, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში.
კომიტეტი აგრძელებს თანამშრომლობას გაეროს ბავშვთა ფონდთან, ბავშვის უფლებათა
კოდექსის იმპლემენტაციის მხარდაჭერის პროცესში. კომიტეტი ჩართულია როგორც ახალი
საკანონმდებლო ინიციატივების მომზადების, აგრეთვე კოდექსის იმპლემენტაციის
მიმდინარეობაზე დაკვირვების პროცესში.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2021
- 33 -
7. ფუნქციურ-ორგანიზაციული საქმიანობა
საანგარიშო წლის მანძილზე კომიტეტმა ორგანიზება გაუწია 63 სხდომას, რომელზეც
განიხილა 64 საკანონმდებლო ინიციატივა, 10 საკანონმდებლო წინადადება, 2 პეტიცია, 8
საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხი, 15 პარლამენტის წინაშე
ანგარიშვალდებული ორგანოების მიერ წარმოდგენილი ანგარიში და ინფორმაცია, 14
კანონის აღსრულებისა და გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების
შესრულების მდგომარეობა, 11 ორგანიზაციული და სხვა საკითხი. კომიტეტმა თითოეულ
მათგანზე მოამზადა შესაბამისი ოქმები, დასკვნები და რეკომენდაციები.
მოქალაქეთა განცხადებების გარდა, კომიტეტი რეაგირებას ახდენდა სხვა გარე და შიდა
კორესპონდენციაზე, რომელთა რაოდენობამ წლის განმავლობაში 1319 შეადგინა.
კომიტეტი, კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობდა პარლამენტის სხვადასხვა
სტრუქტურულ ერთეულთან და მუდმივმოქმედ საბჭოებთან.
კომიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს გენდერული თანასწორობის საბჭოსთან. აღნიშნული
თანამშრომლობის ფარგლებში, გენდერული საბჭოს ცალკეული წევრები არიან როგორც
კომიტეტის ინიციატივების თანაავტორები, ასევე საბჭოში წარმოდგენილი კომიტეტის
წევრები მონაწილეობენ საბჭოს ინიციატივებში. 2021 წელს კომიტეტის აპარატი ჩართული
იყო გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ
მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივების პროექტების განხილვაში. საკანონმდებლო
ცვლილებები შეეხებოდა: საქალწულე აპკის მთლიანობის დადგენის მიზნით სამედიცინო
გამოკვლევის/ექსპერტიზის აკრძალვის დაწესებას, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მიერ სახელმწიფო მომსახურებებით, მათ შორის
თავშესაფრით/კრიზისული ცენტრით, სარგებლობისთვის „მსხვერპლის სტატუსის“ ქონის
სავალდებულო წინაპირობის გაუქმებას და ოჯახის წევრთა ჩამონათვალში ინტიმური
პარტნიორის დამატებას. კომიტეტის აპარატმა შეისწავლა აღნიშნული კანონის პროექტები
და წერილობით გაუზიარა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავისი მოსაზრებები.
იგეგმება მუშაობა ევროპის საბჭოს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის
აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ კონვენციასთან (ე.წ. სტამბულის კონვენცია) ეროვნული
კანონმდებლობის მეტად დაახლოების მიზნით.
კომიტეტი აქტიურად იყო ჩართული ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს
საქმიანობაში, რაც გამოიხატებოდა კომიტეტის მიერ, საბჭოს საქმიანობის ფარგლებში
აღებული რიგი ვალდებულებების შესრულებაში.
ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით, კომიტეტის
თავმჯდომარემ, როგორც საბჭოს წევრმა, საქართველოს პარლამენტის ღიაობის,
გამჭვირვალობის,
ანგარიშვალდებულების მიმართულებით
განახორციელა რიგი
ღონისძიებები:
-
საქართველოს სახალხო დამცველის წინადადებებთან დაკავშირებით სამუშაო
ჯგუფის შექმნის ვალდებულებისა და მისი მუშაობის ვადების გაწერა;
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშთან/პარლამენტის შესაბამის
დადგენილებასთან დაკავშირებით უწყებების პასუხების გამოქვეყნება
პარლამენტის კომიტეტებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის
გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
პარლამენტის კომიტეტების სხდომების ოქმების ვებგვერდზე გამოქვეყნებისათვის
ვადების შემოღება;
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2021
- 34 -
კანონპროექტებთან დაკავშირებით პარლამენტის კომიტეტების სხდომების
აუდიოჩანაწერების გამოქვეყნება;
ჯანდაცვის სამთავრობო პროგრამების საზედამხედველო პლატფორმის ანგარიშების
პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნება;
კომიტეტის წევრები წარმოდგენილია ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედ საბჭოს
შემადგენლობაში და აქტიურად მონაწილეობენ სხდომებსა და სხვადასხვა ხასიათის
სამუშაო შეხვედრებში. 2021 წლის განმავლობაში საბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში
კომიტეტმა მონაწილეობა მიიღო საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.
კომიტეტის აპარატის თანამშრომლები წლის განმავლობაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა
სემინარებში, სამუშაო შეხვედრებში და ტრენინგებში. მათ შორის: ევროპის საბჭოს სემინარი
„ცნობიერების ამაღლება ევროპის სოციალური ქარტიის შესახებ“; გაეროს განვითარების
პროგრამის მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა თემაზე „საქართველოს საერთაშორისო
ვალდებულებები ადამიანის უფლებების კუთხით და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული
კანონშემოქმედებითი პროცესი"; საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის ტრენინგი
„მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება საქართველოში“; გაეროს ბავშვთა ფონდის
სემინარი ბავშვის უფლებათა საკითხებზე; სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სემინარი
სტატისტიკის მომხმარებლებისთვის; გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ
ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა თემაზე „დევნილების მდგომარეობა საქართველოშიპოლიტიკისა და პრაქტიკის გაუმჯობესება“, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ
ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა პარლამენტში თემატური მომხსენებლის მექანიზმის
გაძლიერების საკითხზე.
კომიტეტი ჩართულია სხვადასხვა უწყებათაშორისი/მულტისექტორული ჯგუფების
მუშაობაში. 2021 წელს, კომიტეტი წარმოდგენილი იყო სხვადასხვა კომისიების, სამუშაო
ჯგუფების, მმართველი კომიტეტების მუშაობაში. სსიპ დასაქმების ხელშეწყობის
სახელმწიფო სააგენტოს მიერ, „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების
სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი კომისია; ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის
მიერ ორგანიზებული დეინსტიტუციონალიზაციის სამუშაო ჯგუფი; გაეროს ბავშვთა ფონდის
მიერ შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი - ბავშვთა ცხელი ხაზის 111-ის შეფასება;
ევროპის საბჭოს შემდეგი პროექტების მმართველი კომიტეტები: ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საპარლამენტო კონტროლის
გაძლიერება, დისკრიმინაციასთან, სიძულვილის ენასთან და სიძულვილის მოტივით
ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლა, მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების მხარდაჭერა,
სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება; ფრიდრიხ ებერტის ფონდის
მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი პროექტისთვის ESCape (დასაქმება, მხარდაჭერა და
კონსულტირება შრომის ბაზრის მოთხოვნების საპასუხოდ).
აღსანიშნავია კომიტეტის მჭიდრო თანამშრომლობა მთავრობის ადმინისტრაციასთან.
არაერთი სამუშაო შეხვედრა და საკომიტეტო მოსმენა გაიმართა ადამიანის უფლებათა
საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის და მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის
უფლებათა სამდივნოს ჩართულობით.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2021
- 35 -
8. დასკვნა
8.1.
2021 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანების
შესრულების მიმოხილვა
კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სტრატეგიული მიზნები
მოიცავდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში
კანონშემოქმედებითი საქმიანობის გაუმჯობესებას, ეფექტიანი ზედამხედველობის
განხორციელებას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
მიმართულებით, კომიტეტის ინტერნაციონალიზაციას, კომიტეტის კომუნიკაციას
ადგილობრივ დონეზე, გამჭვირვალობას და კომიტეტისა და მისი აპარატის ფუნქციურორგანიზაციული საქმიანობის სრულყოფას.
კომიტეტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები დაკავშირებული იყო
როგორც მდგრადი განვითარების მიზნებთან, ასევე გაეროს ადამიანის უფლებათა
სახელშეკრულებო ორგანოების რეკომენდაციებთან. შესაბამისად, წინამდებარე ანგარიშით
წარმოდგენილი აქტივობები ეხმიანება და ემსახურება, მათ შორის ხსენებული ნაკისრი
ვალდებულებების შესრულებას.
კომიტეტმა, საანგარიშო პერიოდში რამდენიმე ისეთი საკანონმდებლო ინიციატივა
წარადგინა, რაც სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული არ იყო და გამომდინარეობდა
კომიტეტის სამუშაო პროცესში იდენტიფიცირებული საჭიროებებიდან, ისევე როგორც
მთავრობის მიერ წარმოდგენილი ახალი ინიციატივებიდან. მეორე მხრივ, იყო ინიციატივები,
რომლებიც განსაზღვრული იყო სამოქმედო გეგმით და წლის განმავლობაში არ
განხორციელებულა.
კომიტეტის სამოქმედო გეგმისა და კომიტეტის მიერ 2021 წელს განხორციელებული
საქმიანობის შეფასებისას, მნიშვნელოვანია რამდენიმე გარემოების, მათ შორის გარე
ფაქტორების გათვალისწინება. კომიტეტის საქმიანობის პრაქტიკულ განხორციელებაში
გარკვეული ცვლილებები შეაქვს სამთავრობო გეგმით გათვალისწინებული ინიციატივების
წარმოდგენაში ცვლილებას და პარლამენტის მიერ, კომიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ
საკითხად მათ განსაზღვრას.
8.2.
სამომავლო პრიორიტეტები
კომიტეტი, მომავალშიც გააგრძელებს მასზე დაკისრებული უფლებამოსილების
განხორციელებისა და საქმიანობის განვითარებაზე ზრუნვას. სხვებთან ერთად, კომიტეტის
მომავალი წლის პრიორიტეტებად განისაზღვრება საპარლამენტო ზედამხედველობის
მექანიზმების გაძლიერება და მათში ახალი ინსტრუმენტების ინტეგრირება. საპარლამენტო
კონტროლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, კომიტეტის დღის წესრიგშია როგორც
ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის გაძლიერება, აგრეთვე, მიზნობრივი
სამუშაო ჯგუფების ფორმირება, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული უწყებების მიერ,
ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საქმიანობის რეგულარული კონტროლი,
ანგარიშების წარმოდგენის წესებისა და პროცედურების რეფორმირება, ადამიანის
უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტების გადაწყვეტილებების, განჩინებების, ანგარიშების
შესაბამისად საჭირო საკანონმდებლო და საზედამხედველო რეფორმების განხორციელება.
პრიორიტეტულია, აგრეთვე, კომიტეტის ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერება
კომიტეტის საქმიანობის ხარისხის გასაუმჯობესებლად და გასაფართოებლად.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2021