„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.04.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანა წითლიძე, გიორგი ბოტკოველი, თეიმურაზ ჯანაშია, დევი ჭანკოტაძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანა წითლიძე, გიორგი ბოტკოველი, დევი ჭანკოტაძე, თეიმურაზ ჯანაშია
ნომერი
#07-3/202/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-02
ბიუროს ნომერი 146

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ. 14) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-16 მუხლის დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 42.საქართველოს მოქალაქეები, სამხედრო ან სამოქალაქო პირები – მოხალისეები რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დასაცავად და საბრძოლო მოქმედებებისას გარდაიცვალნენ ან ამ საბრძლო მოქმედებების დროს მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვალების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით (განკარგულებით) მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტის კანონპროექტის მიღება მიზნად ისახავს ის ქართველი ჯარისკაცები რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დასაცავად და საბრძოლო მოქმედებებისას გარდაიცვალნენ ან ამ საბრძოლო მოქმედებების დროს მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახისათვის, ოჯახის მარჩენალი წევრის გარდაცვალებით გამოწვეული ეკონომიკურ-ფინანსური პრობლემების დაძლევის მიზნით ერთჯერადი დახმარების განსაზღვრა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონპროექტის მიღების აუცილებლობა დღეს არსებული კანონმდებლობა არ იძლევა შესაძლებლობას სახელმწიფო დაეხმაროს, იმ გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახებს, რომლებიც იბრძვიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისთვის. რუსეთ-უკრაინის ომში გარდაცვლილია 9 ქართველი მებრძოლი რომელთა ოჯახებს სახელმწიფო არ დახმარებია სულ მცირედითაც კი მაშინ როდესაც ოჯახების წინაშე დგას მძიმე ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულები. ამასთანავე ყველა ჯარისკაცი საჭიროებს ღირსეულ დაფასებასა და თანადგომას სახელმწიფოს მხრიდან. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიხედვით ქართველი ჯარისკაცები რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დასაცავად და საბრძოლო მოქმედებებისას გარდაიცვალნენ ან ამ საბრძოლო მოქმედებების დროს მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახისათვის, ოჯახის მარჩენალი წევრის გარდაცვალებით გამოწვეული ეკონომიკურ-ფინანსური პრობლემების დაძლევის მიზნით მიიღოს ერთჯერადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით ა. გ ) კანონპროექტის ძირითადი არსი „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლს ემატება 42 პუნქტი, რომლითაც უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ ქართველს ჯარისკაცებს სახელმწიფო დაეხმარება ფინანსურად. კერძოდ: „42.საქართველოს მოქალაქეები, სამხედრო ან სამოქალაქო პირები – მოხალისეები რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დასაცავად და საბრძოლო მოქმედებებისას გარდაიცვალნენ ან ამ საბრძოლო მოქმედებების დროს მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვალების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით (განკარგულებით) მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით.“ ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული პუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართებით. (კანონის პროექტი არ არის ინიცირებული მთავრობის მიერ) ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; კანონპროექტით გათვალისწინებული მუხლი ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან ინიციატივის მიზანი და შინაარსი მოითხოვს მის დროულ ამოქმედებას. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების საკითხს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება ინიციატორი არ ითხოვს დაჩქარებული წესით განხილვას ბ ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალო ვადიან პერიოდში (პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) : ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: საჭიროების შემთხვევაში, კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროეტის მიღებას არ ექნება გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებას ექნება გავლენა იმ საჯარო დაწესებულებების ხარჯებზე, რომლებიც ჩართული იქნებიან ამ ღონისძიებათა განხორციელებაში, მაგალითად, თავდაცვის სამინისტრო. საჭიროების შემთხვევაში, კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება ამ უწყების არსებული ასიგნებების ფარგლებში და შესაძლოა გამოიწვიოს დამატებითი რესურსების მოძიების საჭიროება. აღსანიშნავია, რომ დღეს არსებული მონაცემებით, რუსეთ-უკრაინის ომში გარდაცვლილია 9 ქართველი მებრძოლი. შესაბამისად, მათი დაკმაყოფილებისთვის საჭირო ჯამური თანხა შეადგენს 900,000 ლარს. (თითოეული გარდაცვლილი მებრძოლის ოჯახზე ერთჯერადად 100,000 ლარის ოდენობით) აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავდაცვის სამინისტროს საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებში აქვს თანხები, რომლის მიზნობრიობა საც წარმოადგენს საბრძოლო მოქმედებების დროს მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახების ფინანსური დახმარება. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება ფინანსურ გავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომლებსაც შეეხება მისი მოქმედება. კერძოდ, იმ გარდაცვლილ მებრძოლთა ოჯახის წევრებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად საბრძოლო მოქმედებებში. ბ.ვ) კანონპროექტის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტის არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე პროექტის ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტის არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი. კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში. კანონპროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებსა და სამუშაო ჯგუფებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ. ასეთი არ არის დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას. ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე ) კანონპროექტის პროექტის ავტორი ანა წითლიძე, გიორგი ბოტკოველი, თეიმურაზ ჯანაშია, დევი ჭანკოტაძე ვ ) კანონპროექტის პროექტის ინიციატორი ანა წითლიძე, გიორგი ბოტკოველი, თეიმურაზ ჯანაშია, დევი ჭანკოტაძე