„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-02
ბიუროს ნომერი 146
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და
დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული
ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
„საქართველოს
ტერიტორიული
მთლიანობისათვის,
თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ
დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების
სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 1-2
(33-34), 22 იანვარი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
შინაარსის
მე-4
პუნქტი
და
4. ეს კანონი აგრეთვე ვრცელდება საქართველოს მოქალაქის იმ პირთა ოჯახებზე,
რომლებიც 2022 წლის 24 თებერვლიდან საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე
უკრაინის ტერიტორიაზე მონაწილეობდნენ საბრძოლო ოპერაციებში, უკრაინის
ტერიტორიულის მთლიანობის დასაცავად, როგორც სამხედრო ან სამოქალაქო
პირები – მოხალისეები და დაიღუპნენ საბრძოლო მოქმედებების დროს ან რომლებიც
იმავე გარემოების გათვალისწინებით შემდგომ სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ
დაკარგულებად ან/და გამოაცხადა გარდაცვლილებად.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და
დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული
ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტის
კანონპროექტის მიღება მიზნად ისახავს არსებულ კანონში ახალი რეალობის ასახვას და
უკრაინის
ტერიტორიული
მთლიანობისთვის,
თავისუფლებისა
და
დამოუკიდებლობისთვის
დაღუპულ,
უგზო-უკვლოდ
დაკარგულ,
მიღებული
ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებისთვის დამატებითი სოციალური
დაცვის გარანტიების უზრუნველყოფას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონპროექტის მიღების აუცილებლობა
დღეს არსებული საკანონმდებლო ჩარჩოთი არ არის განსაზღვრული დამატებითი
სოციალური გარანტიები იმ პირთა ოჯახებისთვის რომლებიც გარდაიცვალნენ უკრაინის
ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მიხედვით ქართველი ჯარისკაცები რომლებიც მონაწილეობდნენ
უკრაინის
ტერიტორიული
მთლიანობისათვის,
თავისუფლებისა
და
დამოუკიდებლობისათვის
დასაცავად
და
საბრძოლო
მოქმედებებისას
გარდაიცვალნენ ან ამ საბრძოლო მოქმედებების დროს მიღებული ჯანმრთელობის
დაზიანების გამო გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახებისათვის ხელმისაწვდომი
იქნება დამატებითი სოციალური უზრუნველყოფის გარანტიები.
ა. გ ) კანონპროექტის ძირითადი არსი
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და
დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული
ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“
კანონის პირველ მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
•
„ეს კანონი აგრეთვე ვრცელდება საქართველოს მოქალაქის იმ პირთა
ოჯახებზე, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვლიდან საომარი
მდგომარეობის გაუქმებამდე უკრაინის ტერიტორიაზე მონაწილეობდნენ
საბრძოლო ოპერაციებში, უკრაინის ტერიტორიულის მთლიანობის
დასაცავად, როგორც სამხედრო ან სამოქალაქო პირები – მოხალისეები და
დაიღუპნენ საბრძოლო მოქმედებების დროს ან რომლებიც იმავე
გარემოების გათვალისწინებით შემდგომ სასამართლომ აღიარა უგზოუკვლოდ დაკარგულებად ან/და გამოაცხადა გარდაცვლილებად.“
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
აღნიშნული პუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართებით.
(კანონის პროექტი არ არის ინიცირებული მთავრობის მიერ);
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
კანონპროექტით
გათვალისწინებული
მუხლი
ძალაში
შევიდეს
მისი
გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან ინიციატივის მიზანი და შინაარსი მოითხოვს მის
დროულ ამოქმედებას. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების საკითხს.
(კანონის პროექტი არ არის ინიცირებული მთავრობის მიერ)
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
ინიციატორი არ ითხოვს დაჩქარებული წესით განხილვას
ბ ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალო ვადიან პერიოდში (პროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) :
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის
მიღება
გამოიწვევს
სახელმწიფო,
მუნიციპალიტეტებისა
და
ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფის
საჭიროებას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროეტის მიღებას არ ექნება გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას ექნება გავლენა იმ საჯარო დაწესებულებების ხარჯებზე,
რომლებიც ჩართული იქნებიან ამ ღონისძიებათა განხორციელებაში, მაგალითად,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ასევე, რადგან
კანონმდებლობა
ითვალისწინებს
მუნიციპალიტეტებისა
და
ავტონომიური
რესპუბლიკების მხრიდან გარდაცვლილ მებრძოლთა ოჯახის წევრების მიმართ
სოციალური დაცვის ღონისძიებათა განხორციელებას, კანონპროექტს შესაძლოა გავლენა
ჰქონდეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და ავტონომიური რესპუბლიკების
ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზეც. აღსანიშნავია, რომ დღეს არსებული მონაცემებით,
რუსეთ-უკრაინის ომში გარდაცვლილია 9 ქართველი მებრძოლი, რომელთა ოჯახებს
შეეხებათ კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, პროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება ფინანსურ გავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომლებსაც შეეხება
მისი მოქმედება. კერძოდ, იმ გარდაცვლილი მებრძოლების ოჯახის წევრებზე, რომლებიც
მონაწილეობდნენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და
დამოუკიდებლობის დასაცავად საბრძოლო მოქმედებებში.
ბ.ვ) კანონპროექტის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტის არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე პროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტის არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი.
კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და
შეთანხმებებს.
კანონპროექტის მომზადება
არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში.
კანონპროექტის
შემუშავებაში
ამ
პუნქტით
გათვალისწინებულ
ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებსა და სამუშაო ჯგუფებს მონაწილეობა არ
მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ.
ასეთი არ არის
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას.
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე ) კანონპროექტის პროექტის ავტორი
ანა წითლიძე, გიორგი ბოტკოველი, თეიმურაზ ჯანაშია, დევი ჭანკოტაძე
ვ ) კანონპროექტის პროექტის ინიციატორი
ანა წითლიძე, გიორგი ბოტკოველი, თეიმურაზ ჯანაშია, დევი ჭანკოტაძე