„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-02
ბიუროს ნომერი 146
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური
სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი და
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ“ საქართველოს მოქალაქე, სამხედრო ან სამოქალაქო პირები –
მოხალისეები
რომლებიც
მონაწილეობდნენ
უკრაინის
ტერიტორიული
მთლიანობის დასაცავად და საბრძოლო მოქმედებებისას გარდაიცვალნენ ან ამ
საბრძოლო მოქმედებების დროს მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო
გარდაცვლილ მოქალაქეთა ოჯახის წევრებს;
2. 221 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“-„რ“ ქვეპუნქტებით
განსაზღვრულ პირებს კომპენსაცია დაენიშნებათ ოჯახის წევრის გარდაცვალების
შემთხვევაში.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტის
კანონპროექტის მიღება მიზნად ისახავს არსებულ კანონში ახალი რეალობის ასახვას და
იმ პირებისათვის რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის
დასაცავად და
საბრძოლო მოქმედებებისას გარდაიცვალნენ ან ამ საბრძოლო
მოქმედებების დროს მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ
მოქალაქეთა ოჯახის წევრებისთვის კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას რაც
უზრუნველყოფს სახელმწიფოს მხრიდან ღირსეულ დაფასებას იმ მებრძოლების,
რომლებიც იბრძვიან რეგიონის უსაფრთხოებისთვის.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონპროექტის მიღების აუცილებლობა
დღეს არსებული კანონმდებლობა არ იძლევა შესაძლებლობას სახელმწიფომ დაუნიშნოს
კომპენსაცია იმ გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახის წევრებს, რომლებიც იბრძვიან
უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მიხედვით ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც მონაწილეობდნენ
უკრაინის
ტერიტორიული
მთლიანობის
დასაცავად
და
საბრძოლო
მოქმედებებისას გარდაიცვალნენ მათ ოჯახის წევრებს დაენიშნებათ კომპენსაცია
1000 ლარის ოდენობით.
ა. გ ) კანონპროექტის ძირითადი არსი
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ
საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს ემატება შემდეგი შინაარსის „რ“
ქვეპუნქტი და
• „საქართველოს მოქალაქე, სამხედრო ან სამოქალაქო პირები – მოხალისეები
რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის
დასაცავად და
საბრძოლო მოქმედებებისას გარდაიცვალნენ ან ამ
საბრძოლო მოქმედებების დროს მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების
გამო გარდაცვლილ მოქალაქეთა ოჯახის წევრებს;“
ხოლო 221მუხლის პირველი პუნქტი ყალიბდება შემდეგი რედაქციით:
• ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“-„რ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ
პირებს კომპენსაცია დაენიშნებათ ოჯახის წევრის გარდაცვალების
შემთხვევაში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
აღნიშნული პუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართებით.
(კანონის პროექტი არ არის ინიცირებული მთავრობის მიერ)
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
კანონპროექტით
გათვალისწინებული
მუხლი
ძალაში
შევიდეს
მისი
გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან ინიციატივის მიზანი და შინაარსი მოითხოვს მის
დროულ ამოქმედებას. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუ ძალის მინიჭების საკითხს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
ინიციატორი არ ითხოვს დაჩქარებული წესით განხილვას
ბ ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალო ვადიან პერიოდში
(პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) :
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
საჭიროების შემთხვევაში, კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების
დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და გამოიწვევს დამატებითი
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროეტის მიღებას არ ექნება გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას ექნება გავლენა იმ საჯარო დაწესებულებების ხარჯებზე,
რომლებიც ჩართული იქნებიან ამ ღონისძიებათა განხორციელებაში და შესაძლოა
გამოიწვიოს დამატებითი რესურსების მოძიების საჭიროება. აღსანიშნავია, რომ დღეს
არსებული მონაცმებით რუსეთ-უკრაინის ომში გარდაცვლილია 9 ქართველი მებრძოლი.
შესაბამისად, ამ კანონპროექტის თანახმად, მათი ოჯახები მიიღებენ კომპენსაციას თვეში
1000 ლარის ოდენობით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, პროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება ფინანსურ გავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომლებსაც შეეხება
მისი მოქმედება. კერძოდ, იმ გარდაცვლილი მებრძოლების ოჯახის წევრებზე, რომლებიც
მონაწილეობდნენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და
დამოუკიდებლობის დასაცავად საბრძოლო მოქმედებებში. დღეს არსებული მონაცმებით,
რუსეთ-უკრაინის ომში გარდაცვლილია 9 ქართველი მებრძოლი, შესაბამისად,
თითოეული მათგანის ოჯახი მიიღებს თვეში 1000 ლარს.
ბ.ვ) კანონპროექტის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტის არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე პროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტის არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი.
კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და
შეთანხმებებს.
კანონპროექტის მომზადება
არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში.
კანონპროექტის
შემუშავებაში
ამ
პუნქტით
გათვალისწინებულ
ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებსა და სამუშაო ჯგუფებს მონაწილეობა არ
მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ.
ასეთი არ არის
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას.
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე ) კანონპროექტის პროექტის ავტორი
ანა წითლიძე, გიორგი ბოტკოველი, თეიმურაზ ჯანაშია, დევი ჭანკოტაძე
ვ ) კანონპროექტის პროექტის ინიციატორი
ანა წითლიძე, გიორგი ბოტკოველი, თეიმურაზ ჯანაშია, დევი ჭანკოტაძე