სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენება

მოხსენება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.05.2022
ავტორი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ნომერი
#07-2/157/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

სხდომაზე განსახილველი პროექტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-06
ბიუროს ნომერი 156

📜 ტექსტი

მოხსენება
სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება ივნისი, 2021 − მაისი, 2022 1|სამთავრობო პროგრამის შესრულების შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 სარჩევი სარჩევი........................................................................................................................................................ 2 შესავალი ................................................................................................................................................... 4 1. საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები 7 1.1 საგარეო პოლიტიკა......................................................................................................................... 7 1.2 შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა ................................................................................ 23 1.3 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება ....................................................................... 27 1.4 უსაფრთხოება და მართლწესრიგის დაცვა .............................................................................. 37 2. 1.4.1 საზოგადოების უსაფრთხოება და მართლწესრიგი .................................................. 37 1.4.2 ადამიანის უფლებების დაცვა....................................................................................... 60 ეკონომიკური განვითარება .......................................................................................................... 68 2.1 კრიზისიდან გამოსვლა და სწრაფი ეკონომიკური განვითარება ................................. 68 2.2 დასაქმება ........................................................................................................................................ 74 2.3 სამეწარმეო გარემო ....................................................................................................................... 77 2.4 სამეწარმეო და საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობა ..................................................... 86 2.5 საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის, პოტენციალის რეალიზაცია .................... 90 2.6 ინფრასტრუქტურის განვითარება ............................................................................................. 92 2.7 ენერგეტიკა ..................................................................................................................................... 94 2.8 ტრანსპორტი და ლოგისტიკა ..................................................................................................... 96 2.9 კავშირგაბმულობა და საინფორმაციო ტექნოლოგიები ...................................................... 101 2.10 რეგიონული განვითარება ....................................................................................................... 103 2.11 სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება .............................................................. 105 2.12 გარემოს დაცვა ........................................................................................................................... 113 2.13 ტურიზმი .................................................................................................................................... 116 3. სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება ................................... 118 3.1. ჯანმრთელობის დაცვა.............................................................................................................. 118 3.2. სოციალური დაცვა .................................................................................................................... 123 3.3 განათლება .................................................................................................................................... 125 2|სამთავრობო პროგრამის შესრულების შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 3.4 მეცნიერება ................................................................................................................................... 136 3.5 ახალგაზრდული პოლიტიკა .................................................................................................... 139 3.6 კულტურა ..................................................................................................................................... 141 3.7 სპორტი ......................................................................................................................................... 146 4. სახელმწიფო მმართველობა ........................................................................................................ 148 4.1 საჯარო მმართველობის რეფორმა ........................................................................................... 148 4.2 ელექტრონული მმართველობა და სახელმწიფო სერვისები .............................................. 150 4.3 ანგარიშვალდებულება და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ........................................... 154 3|სამთავრობო პროგრამის შესრულების შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 შესავალი საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, გრძელდება რეფორმების განხორციელება და სახელმწიფოს მშენებლობის პროცესი, რომელიც თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. 2022 წლის 3 მარტს საქართველომ ოფიციალური განაცხადით მიმართა ევროკავშირს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რითაც ისტორიული ნაბიჯი გადაიდგა ქვეყნის მდგრადი, ინკლუზიური და მშვიდობიანი განვითარებისაკენ. 2022 წლის მარტი გამორჩეული იყო კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის კუთხითაც. მოსახლეობის იმუნურობის გაზრდის ფონზე, სტაბილურად იკლებს ინფიცირების მაჩვენებელი. შესაბამისად, შემსუბუქდა პანდემიით გამოწვეული რეგულაციები და ბიძგი მიეცა ეკონომიკური საქმიანობის გაჯანსაღებას. საქართველოს მთავრობა, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის გააქტიურების კვალდაკვალ, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მთავრობის თანმიმდევრულ მუშაობას, სექტორული რეფორმების დაჩქარებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, რაც დღეს ქვეყანაში შეუქცევადად მიმდინარეობს. საანგარიშო პერიოდში ინტენსიური მუშაობა წარიმართა და ხელშესახები შედეგები დაფიქსირდა სამთავრობო პროგრამის 4-ივე საკვანძო მიმართულებით: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები − ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიული განაცხადის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ დაჩქარებულ რეჟიმში იმუშავა ევროკომისიისგან მოწოდებული თვითშეფასების კითხვარის შევსებაზე. კითხვარის ორივე ნაწილი ვადაზე ადრე იქნა შევსებული და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გადაეცა ევროკავშირის ელჩს საქართველოში. გრძელდება თანმიმდევრული რეფორმები ასოციირების დღის წესრიგის შესაბამისად. დინამიკურად ვითარდება ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, არსებული ფორმატებისა და პრაქტიკული მექანიზმების მეშვეობით. საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებს მუშაობას ნატოსთან თავსებადობის ამაღლებისა და ალიანსში ინტეგრაციისთვის მზადყოფნის მიმართულებით. საქართველო რჩება ამერიკის შეერთებული შტატების საიმედო სტრატეგიული მოკავშირე რეგიონში, რაც არაერთხელ დადასტურდა მტკიცე ორპარტიული აქტების მიღებით, გამოყოფილი დაფინანსებითა და საქართველოში აშშ-ის მაღალი დონის წარმომადგენელთა ვიზიტებით. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, ქვეყნის დეოკუპაცია, დევნილი მოსახლეობის მშვიდობიანი დაბრუნება და ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მათ მიმდებარედ მცხოვრებ მოქალაქეთა კეთილდღეობაზე მუშაობა მთავრობის მუდმივი საზრუნავი და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აქტიური ძალისხმევაა მიმართული ყველა შესაძლო ფორმატის გამოყენებაზე, რათა საერთაშორისო ასპარეზზე მაქსიმალური მობილიზება იქნეს მიღწეული რუსეთის ფედერაციაზე საერთაშორისო ზეწოლის მიმართულებით. მშვიდობის, მშენებლობისა და ნდობის აღდგენის მიზნით, ინტენსიურად გრძელდება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება. 4|სამთავრობო პროგრამის შესრულების შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 გასული პერიოდი მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხითაც. საფუძველი ჩაეყარა თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივას (GDDEI), რითაც ხელი შეეწყობა ნატოს სტანდარტების მიღწევასა და ქვეყანაში ტოტალური თავდაცვის განვითარებას. მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნა მიმართული კიბერუსაფრთხოების გაძლიერებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების შესაძლებლობების გაზრდისაკენ. ქვეყანაში უსაფრთხო გარემოსა და მართლწესრიგის მიმართულებით, გაგრძელდა რეფორმები საპოლიციო საქმიანობის დახვეწისა და დანაშაულთან ბრძოლის სისტემის გაუმჯობესებისათვის. მიმდინარეობს ადამიანის საყოველთაო უფლებების დაცვაზე ორიენტირებული თანასწორობის პოლიტიკის განმტკიცება და მუდმივი ყურადღება ეთმობა უმცირესობათა უფლებების გაუმჯობესებას, მათი ყოველდღიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ხარისხის ასამაღლებლად. ეკონომიკური განვითარება − საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკების შემცირებამ და კორონავირუსის შემთხვევების ეფექტიანმა მართვამ ხელი შეუწყო პანდემიის უარყოფითი ეკონომიკური ეფექტების შერბილებას. აღსანიშნავია, რომ ფიქსირდება ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღებისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესების დადებითი ტენდენციები. 2021 წელს ორნიშნა − 10,4%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, ეს კი პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით 2,9%-ით მეტია. ეკონომიკის აღდგენის პოზიტიური ტემპი გაგრძელდა 2022 წელსაც და, იანვარი-აპრილის მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკა 10.8%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის საშუალოვადიანი პროგნოზის მიხედვით, 2022 − 2027 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა როგორც რეგიონში, ისე − ევროპაში. 2021 წელი რეკორდული იყო ექსპორტის, ადგილობრივი ექსპორტის, იმპორტისა და სავაჭრო ბრუნვის მოცულობის მიხედვით. სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება − პანდემიით გამოწვეული კრიზისი, ბუნებრივია, ყველაზე დიდ ტვირთად დააწვა ჯანდაცვის სექტორს. 2021 წლის ბოლოს და 2022 წლის დასაწყისში ინფიცირების მატება ფიქსირდებოდა. ამის გამო, რესურსები მიიმართა დაავადების როგორც ჰოსპიტალურ, ასევე პირველადი ჯანდაცვის დონეზე ეფექტიანი მართვისკენ. პანდემიის დაწყებიდან 1 მილიარდ ლარზე მეტი იქნა მობილიზებული სახელმწიფოს მიერ მოქალაქეთათვის ხარისხიანი სერვისის მისაწოდებლად. მთავრობის მიერ გადადგმული პროაქტიული ნაბიჯების შედეგად, საქართველო გახდა რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელმაც მიიღო COVID-19-ის სამკურნალო საშუალება − „პაქსლოვიდი“ და უზრუნველყო პაციენტებისთვის მისი უსასყიდლოდ მიწოდება. კორონავირუსის მართვის პარალელურად, სახელმწიფო მუდმივად ზრუნავდა მოქალაქეთა სოციალურ კეთილდღეობაზე. 2021 წელს ამოქმედებული „პენსიის ინდექსირების“ წესის მიხედვით, გაიზარდა სახელმწიფო პენსია, გაუმჯობესდა და გაფართოვდა სოციალური პაკეტები განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისათვის. გრძელდება განათლებისა და მეცნიერების სისტემის სტრუქტურული რეფორმირება, რათა ქვეყანაში შეიქმნას სწავლისა და კომპეტენციების განვითარების უწყვეტი შესაძლებლობები ყველა ასაკობრივი 5|სამთავრობო პროგრამის შესრულების შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 ჯგუფისათვის, რაც ეფუძნება სისტემაში ხარისხის ამაღლებას, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების განმტკიცებას. სახელმწიფო მმართველობა − გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული, შედეგებზე ორიენტირებული და ევროპულ პრინციპებზე დაფუძნებული საჯარო მმართველობის სისტემაზე გადასასვლელად მთავრობამ ინტენსიურად გააგრძელა მუშაობა საჯარო მმართველობის რეფორმის ახალ სტრატეგიაზე, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ევროკავშირთან დაჩქარებული ინტეგრაციის კონტექსტში. პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის განახლებული სისტემის ფარგლებში, იზრდება სამთავრობო სტრატეგიული დოკუმენტების მტკიცებულებებზე დაფუძნებულობის ხარისხი, რაც კარგი მმართველობის ხერხემალს წარმოადგენს. უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საჯარო მოხელეთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება. ასევე გრძელდება სახელმწიფო სერვისების მოდერნიზების პროცესი, რათა ქვეყნის საჯარო სექტორმა ხარისხიანად და ეფექტიანად უზრუნველყოს სახელმწიფო სერვისების მიწოდება მოქალაქეებისათვის. ანგარიშში წარმოდგენილია დეტალური ინფორმაცია იმ აქტივობებსა და ღონისძიებებზე, რაც საქართველოს მთავრობამ საანგარიშო პერიოდში განახორციელა სამთავრობო პროგრამაში წარმოდგენილი რეფორმების დღის წესრიგის შესაბამისად. 6|სამთავრობო პროგრამის შესრულების შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 1. საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები 1.1. საგარეო პოლიტიკა საანგარიშო პერიოდში საქართველოს ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობდა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის, დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართულებით. 2021 წლის 23 ივნისს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შეიქმნა სამთავრობო კომისია „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების მიზნით. კომპლექსური სტრატეგია ეფუძნება საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის ორივე მიმართულებას − როგორც დეოკუპაციას, ისე − საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებასა და ჩართულობას. მისი შემუშავება მიმდინარეობს ინკლუზიური და საერთო ეროვნული (whole of nation) პროცესის ფარგლებში. საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 3 რაუნდი, სადაც მთავარ თემებს წარმოადგენდა რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა, ძალის არგამოყენების, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხები. განიხილებოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების, მათ შორის, ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის კუთხით შექმნილი მძიმე ვითარება და კონკრეტული გამოსავლის მოძიების საჭიროება. აქცენტი კეთდებოდა ასევე რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების წინააღმდეგ მიმართულ დესტრუქციულ ქმედებებსა და ამ მნიშვნელოვანი მექანიზმის შეუფერხებელი მუშაობის აუცილებლობაზე. საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (იპრმ) 7 შეხვედრა. ქართული მხარე კვლავ აქტიურად აყენებდა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (იპრმ) უპირობოდ და ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად აღდგენის საკითხს ყველა შესაბამის დონეზე. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა 56-ე რაუნდი, რომელიც უნდა გამართულიყო 29-30 მარტს, თანათავმჯდომარეების გადაწყვეტილებით, გადაიდო რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად შექმნილი მდგომარეობის გამო. აღნიშნულის მიუხედავად, გაგრძელდა აქტიური მუშაობა მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებსა და აშშ-სთან, როგორც მოლაპარაკებების მონაწილეებთან. საქართველო ინტენსიურად მუშაობდა საერთაშორისო ასპარეზზე როგორც ორმხრივ, ისე მრვალმხრივ ფორმატებში გამართული ვიზიტებისა და შეხვედრების ფარგლებში, პარტნიორების მხარდაჭერის მობილიზებისა და საერთაშორისო დღის წესრიგში თემის აქტიურად დაყენებისთვის 7|სამთავრობო პროგრამის შესრულების შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის უზრუნველყოფის მიზნით. მუდმივ რეჟიმში ხდებოდა პარტნიორი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება რუსეთის ოკუპაციის პოლიტიკის, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი უმძიმესი მდგომარეობისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ, რისი თვალსაჩინო მაგალითიცაა მიმდინარე წლის 17 ივლისს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში დაგეგმილი ე. წ. რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციასთან მიერთების თაობაზე. სწორედ ქართული მხარის აქტიური დიპლომატიური ნაბიჯების შედეგად, პარტნიორების მხრიდან დაფიქსირდა მკაფიო საჯარო მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის − ჟოზეფ ბორელის მანდატით ევროკავშირის წევრი ქვეყნების (ავსტრია, ლიეტუვა, რუმინეთი) საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი საქართველოში სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში. ამასთანავე, რუსეთის ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებები ასახულ იქნა პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთ დოკუმენტში. ინტენსიური მუშაობა გრძელდებოდა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზებისა და ინდივიდუალური ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შესაძლო შემზღუდავი ზომების დაწესების მიზნით. სიისადმი მხარდაჭერა და სანქციების დაწესების მოწოდება ასახულია მათ არაერთ დოკუმენტში. საანგარიშო პერიოდში ქართული მხარე ყველა შესაძლო დონეზე მუდმივად უსვამდა ხაზს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შემდგომი გაძლიერებისა და მანდატის სრულად განხორციელების აუცილებლობას. ინტენსიური იყო თანამშრომლობა მისიის წარმომადგენლებთან, საოკუპაციო ხაზთან ვითარების ესკლაციის პრევენციის მიზნით. მიმდინარეობდა მუშაობა არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების, რისკების ნიველირებისა და საზღვარგარეთ საოკუპაციო რეჟიმების უკანონო კონტაქტების აღკვეთის მიმართულებით. ამ კონტექსტში გრძელდებოდა ინტენსიური თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებსა და სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფოებთან. მიმდინარეობდა აქტიური სამუშაოები სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის საქმეზე − „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“, დაზარალებულთა იდენტიფიცირებისა და მათ მიერ განცდილი ზიანის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შეგროვების მიზნით. საქმე ეხება 2008 წლის აგვისტოს ომისა და შემდგომი ოკუპაციის პერიოდში რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დარღვევის ადმინისტრაციულ პრაქტიკას. მიმდინარე წლის 20 იანვარს საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის (დაზარალებულთა სასამართლოს კომპენსაციის წარუდგინა საკითხი) „სამართლიან დაკავშირებით დაკმაყოფილებასთან“ სამართლებრივი პოზიცია და თანდართული კომპლექსური მტკიცებულებები. სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხზე მხარეთა პოზიციების შესწავლის შემდგომ, ადამიანის 8|სამთავრობო პროგრამის შესრულების უფლებათა ევროპული სასამართლო მიიღებს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 გადაწყვეტილებას რუსეთის ქმედებებით დაზარალებული საქართველოს მოსახლეობისათვის გადასაცემი კომპენსაციის ოდენობის თაობაზე, რომლის აღსრულებაზეც ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი განახორციელებს. გრძელდება საქართველოს ინტერესების დაცვა სახელმწიფოთაშორის დავაზე − „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“, რომელიც ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას. მეოთხესახელმწიფოთაშორისი დავის განხილვა დროებით შეჩერებული იყო „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თუმცა 2021 წლის 25 მაისს განახლდა და ამჟამად მიმდინარეობს მხარეებს შორის პოზიციების გაცვლის პროცედურები. აქტიურ ფაზაშია ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის გამოძიება. 2022 წლის 10 მარტს „აგვისტოს ომის“ დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე სისხლის სამართლის პროკურორმა დაკავების ბრძანებები გამოსცა 3 საერთაშორისო ბრალდებულის სასამართლოს (ცხინვალის დეფაქტო „ხელისუფლების“ წარმომადგენლების) მიმართ. გამოძიების ფარგლებში აგრეთვე გამოიკვეთა მითითებულ პერიოდში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორისა და საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილის (აწ გარდაცვლილის) როლი, რომელმაც, გამოძიების ვარაუდით, განზრახ ხელი შეუწყო ზემოხსენებული დანაშაულების ჩადენას. დაპატიმრების ორდერების აღსრულების მიზნით, საქართველო სრულად ითანამშრომლებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან. საქართველო აგრძელდებდა შეუქცევად, თანმიმდევრულ სვლას ევროკავშირში ინტეგრაციისაკენ, რაც გამოიხატება რეფორმების გატარებაში ასოციირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად. 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის შედეგად შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ასევე, ქვეყნის მიერ ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით არსებული პროგრესის გაანალიზების საფუძველზე, 2022 წლის 3 მარტს საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების თაობაზე, რითაც კიდევ ერთხელ, ცალსახად დაამტკიცა ქვეყნის ერთგულება ევროპული კურსისადმი. ევროკავშირის საბჭოს 7 მარტის გადაწყვეტილების შედეგად, საქართველომ ევროკომისიისგან მიიღო კითხვარი ორ ნაწილად − 11 აპრილს (პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმები) და 19 აპრილს (სექტორული/საკანონმდებლო ნაწილი). კითხვარის გადმოცემამდე გაძლიერდა ევროინტეგრაციის შიდა საკოორდინაციო მექანიზმი, მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის ფარგლებში ჩამოყალიბდა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფები მინისტრის მოადგილეებისა და უწყებებში სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების 9|სამთავრობო პროგრამის შესრულების შ ე ს ა ხ ე ბ დონეზე. მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 კომისიის მუშაობის კოორდინაცია მიმდინარეობდა უმაღლეს დონეზე და მისი სხდომები კვირაში ერთხელ იმართებოდა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ინტენსიური მუშაობის შედეგად, საქართველომ შევსებული კითხვარი ევროკომისიას ვადაზე ადრე გადასცა (პირველი ნაწილი − 2 მაისს, ხოლო მეორე ნაწილი − 10 მაისს). საანგარიშო პერიოდი გამორჩეული იყო ორმხრივი ვიზიტებისა და ინსტიტუციური დიალოგის დინამიკით. ამ მხრივ, აღსანიშნავია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტები (2021 წელს); სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის სამუშაო ვიზიტი (2021 წლის ივლისი); საქართველოს ხელისუფლების მაღალი და უმაღლესი დონის ოფიციალური პირების ვიზიტები ბრიუსელში. 17-18 მაისს შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი ქ. ბრიუსელში, სადაც მან შეხვედრები გამართა ევროკავშირის ინსტიტუციების ხელმძღვანელ პირებთან, კერძოდ, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან − რობერტა მეცოლასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან − შარლ მიშელთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში − ჯოზეფ ბორელთან და ევროკომისართან სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში − ოლივერ ვარეისთან. შეხვედრების ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე, მათ შორის, ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადისა და შევსებული შეფასების კითხვარის გადაცემის შემდგომ პროცედურებზე; ასევე საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე და ამ მიმართულებით ევროკავშირის გაძლიერებული ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. საგულისხმოა ევროპარლამენტის დოკუმენტებსა და ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოებისა და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკების შესახებ ანგარიშებში ასახული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული პერსპექტივისა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ (კენჭი ეყარა 2022 წლის 16 თებერვალს). გაგრძელდა ევროკავშირთან თანამშრომლობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის ფარგლებში. საქართველო აქტიურად მონაწილეობდა ფორმატის სამომავლო ხედვის შემუშავებასა და დამტკიცებაში. 2021 წლის 15 ნოემბერს, ბრიუსელში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, 15 დეკემბერს კი − „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი, რომელზეც მიღებულ იქნა ერთობლივი პოლიტიკური დეკლარაცია და დამტკიცდა აღპ-ის 2020 წლის შემდგომი მიზნები, მათ შორის, ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვან საფლაგმანო პროექტებს განსაზღვრავს. ახალ ეტაპზე გადავიდა თანამშრომლობა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის ევროკავშირთან ასოციირებული ქვეყნების ტრიოს ფორმატში. ფორმატის ფარგლებში, 2021 წლის ივნისში შედგა სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი ვიზიტი ბრიუსელში. 19 ივლისს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად, გაიმართა ასოციირებული ტრიოს სამიტი, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელიც დაესწრო და მისი თანდასწრებით მიღებულ იქნა პრეზიდენტების დეკლარაცია. 2021 წლის 30 ნოემბერს 10 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 გაიმართა ტრიოს პრემიერ-მინისტრების პირველი ერთობლივი ვიზიტი ბრიუსელში. 16 დეკემბერს, სამიტის შემდეგ, სამი ქვეყნის ლიდერების მიერ გაკეთდა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ ევროინტეგრაციის საერთო მიზნებს, პრინციპებს, მისწრაფებებსა და პრიორიტეტებს. ევროკავშირში სექტორული ინტეგრაციის ხელშესაწყობად, მომზადდა 2022 წლის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმა და 2021 წლის სამოქმედო გეგმის 6 თვისა და წლის ანგარიშები. გაიმართა ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის 6 თემატური ჯგუფის სხდომა. ჩატარდა ასოციირების კომიტეტის სხდომა, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა. დასრულდა მოლაპარაკებები საქართველო-ევროკავშირის ასოციირების დღის წესრიგის (2021 − 2027) ტექსტის შეთანხმებაზე. საანგარიშო პერიოდში შემუშავდა ათეულობით სამართლებრივი დასკვნა ევროდირექტივებთან, რეგულაციებსა და გადაწყვეტილებებთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების მიზნით შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტებთან დაკავშირებით. მიმდინარეობს ასოციირების შეთანხმებებით გათვალისწინებული ელექტრონული აღრიცხვისა და სამართლებრივი მონიტორინგის დაახლოების სისტემის ვალდებულებების დანერგვისთვის აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოები. შემუშავებულია კონცეფციის დოკუმენტი და მუშავდება პლატფორმის სადემონსტრაციო ვერსია. ხელშესაწყობად, გაგრძელდა ევროკავშირის კანონმდებლობასთან სამართლებრივი აქტების დაახლოების ინგლისურენოვანი პროცესის ვერსიებისა და ევროკავშირის სამართლებრივი აქტების ქართულენოვანი ვერსიების მაღალ, პროფესიულ დონეზე შექმნა. საანგარიშო პერიოდში ითარგმნა 6385 გვერდი, ხოლო რედაქტირდა 7643 გვერდი. მთარგმნელობითი ცენტრის ერთიან სერვერულ ტერმინოლოგიურ ბაზას დაემატა 3000-მდე დამუშავებული და თარგმანზე ორიენტირებული ტერმინი. საანგარიშო პერიოდში „ევროტერმბანკის“ (ცენტრალიზებული ონლაინტერმინოლოგიური ბანკი) ვებგვერდზე განლაგებულ საკანონმდებლო მაცნის მთარგმნელობითი ცენტრის კრებულს დაემატა 1380 ტერმინი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხდება მაცნის მთარგმნელობითი ცენტრის კრებულის მუდმივი განახლება, რომელიც „ევროტერმბანკის“ პირველ ქართულენოვან კრებულს წარმოადგენს. ასოციირების შეთანხმების განხორციელების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური დახმარების პროგრამები. ამ კონტექსტში აქტიური მუშაობა იქნა წარმართული ევროკომისიასთან, რის საფუძველზეც მიღებულ იქნა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერის გაგრძელების გადაწყვეტილება, Twinning-ისა და TAIEX-ის პროგრამების მეშვეობით. ამჟამად განხორციელების ფაზაშია Twinning-ის 12 პროექტი. დინამიკურად ვითარდებოდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობა. ნატოში საქართველოს გაწევრიანების პროცესის ხელშესაწყობად, გაიმართა კონსულტაციები და მაღალი დონის შეხვედრები თბილისში, ბრიუსელსა და ნატოს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში. საქართველო ეფექტიანად 11 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 იყენებდა ნატოში ინტეგრაციის ყველა ინსტრუმენტს: ნატო-საქართველოს კომისიას (NGC), წლიურ ეროვნულ პროგრამასა (ANP) და ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს (SNGP). კერძოდ, ალიანსმა შეიმუშავა 2021 წლის წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელების შეფასების დოკუმენტი, რომელიც დადებითად აფასებს საქართველოში სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და მნიშვნელოვან პროგრესს ნატოში გაწევრიანების გზაზე. 2022 წლის აპრილში კი შემუშავდა საქართველოს 2022 წლის რიგით მე-14 წლიური ეროვნული პროგრამის სამუშაო ვერსია და გაიგზავნა ნატოს შტაბ-ბინაში. მიმდინარეობდა ნაყოფიერი მუშაობა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებშიც. საანგარიშო პერიოდში ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის 5 სხდომა. გაგრძელდა აქტიური მუშაობა ნატოს 2022 წლის სამიტზე საქართველოს დასწრებისა და სათანადოდ წარმოჩენის უზრუნველსაყოფად. ქართული მხარე მართავს აქტიურ კონსულტაციებს, რათა მადრიდის სამიტის დასკვნით დოკუმენტში საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი ადეკვატურად იქნეს ასახული. საქართველო აქტიურად მონაწილეობდა ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფციის შემუშავების პროცესში, რომელიც უნდა დამტკიცდეს მადრიდის სამიტზე. აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობდა ნატოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. საქართველო აგრძელებდა ალიანსთან სტრატეგიულ დისკუსიებს და რეგულარულად უზიარებდა ინფორმაციას რეგიონში არსებულ ვითარებაზე. შავი ზღვის უსაფრთხოების თემაზე ალიანსში გაიმართა რამდენიმე შეხვედრა საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით, მათ შორის, 2021 წლის 1 დეკემბერს − საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში. შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით ნატოსთან თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგია 2021 წლის სექტემბერში ბათუმში ნატოს საზღვაო ძალების საპორტო ვიზიტი. ვიზიტის ფარგლებში ნატოს საზღვაო შენაერთების წარმომადგენლებმა, საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ჩაატარეს ერთობლივი სწავლება. 2022 წლის 18 − 20 თებერვალს, საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დაესწრო 58-ე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას, რომლის ფარგლებშიც პრემიერ-მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა როგორც პარტნიორი ქვეყნების უმაღლეს პოლიტიკურ პირებთან, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. ინტენსიური ძალისხმევა იქნა მიმართული ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს მთავარ მოკავშირესთან, სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისა და გაღრმავებისაკენ, მათ შორის, დეოკუპაციის, ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცების, ნატოში ინტეგრაციის, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. დინამიკურად ვითარდებოდა თანამშრომლობა როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე. აშშ-სთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად მყარ საფუძველს ქმნის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასა და სენატში საქართველოს მიმართ არსებული მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა და 12 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 გაძლიერებული ფოკუსი რეგიონზე. საანგარიშო პერიოდში შედგა აშშ-ის კონგრესის დელეგაციების 3 ვიზიტი საქართველოში. აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერის ნათელი დადასტურებაა 2022 წლის 15 მარტს დამტკიცებული აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი, რომელიც, უკვე მე-7 წელია, მნიშვნელოვან ჩანაწერებს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ 2022 ფისკალური წლისთვის საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსება კვლავ უმაღლეს ნიშნულზეა და 132 025 000 აშშ დოლარს შეადგენს. ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკანონმდებლო დონეზე გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია 2022 წლის 26 აპრილს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ დამტკიცება, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მზაობისა და აშშ-ის კონგრესის მხრიდან საქართველოს მიმართ მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერის მკაფიო დასტურია, განსაკუთრებით, არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას არა მარტო ორმხრივ, არამედ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების კონტექსტში. 2021 წლის 6-7 და 11 ივნისს, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი − ფილიპ რიკერი ორჯერ ეწვია საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში, რომლის დროსაც, საქართველოს პრემიერ-მინისტის აქტიური ჩართულობითა და ფასილიტაციით, შედგა მნიშვნელოვანი შეთანხმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. 2021 წლის 4 ნოემბერს შედგა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, ერიკა ოლსონის ვიზიტი თბილისში. 2021 წლის 20 − 25 სექტემბერს ნიუ-იორკში იმყოფებოდა საქართველოს დელეგაცია პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გენერალურ დებატებში მონაწილეობის მიღების მიზნით. გენერალური დებატების მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, გაეროში ვიზიტით აგრეთვე იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი. 24 სექტემბერს შედგა პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების ფარგლებში. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილმა გამართა 6 ორმხრივი შეხვედრა: გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან; თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯიბ ტაიპ ერდოღანთან; ლატვიის პრეზიდენტთან, ეგლის ლევიტსთან; ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან, სებასტიან კურცთან; ქუვეითის პრემიერმინისტრთან, შეიხ საბაჰ ჰალედ ალჰამად ალსაბაჰთან და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, კირიაკოს მიტსოტაკისთან. ნიშანდობლივია, რომ 2021 წლის ბოლოსა და 2022 წლის დასაწყისში, უკრაინაში რუსეთის აგრესიამდე, აშშ-სა და რუსეთის ფედერაციას შორის უსაფრთხოების საკითხებზე მიმდინარე დიალოგის კონტექსტში, აშშ აწარმოებდა მუდმივ კომუნიკაციასა და კოორდინაციას უახლოეს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, მათ შორის, საქართველოსთან. ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა მაღალი დონის წარმომადგენლებმა არაერთხელ საჯაროდ დააფიქსირეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და 13 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე ნატოს ღია კარის პოლიტიკისადმი ერთგულება და დაადასტურეს ქვეყნების სუვერენული უფლება, თავად აირჩიონ უსაფრთხოების ალიანსები. რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების საკითხზე გაიმართა არაერთი სატელეფონო საუბარი აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. უმაღლეს ნიშნულზეა აშშ-სთან თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. საქართველოსადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერისა და რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, აშშ-ის ინტერესისა და ჩართულობის მორიგი დემონსტრირება იყო 2021 წლის 19 ოქტომბერს აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა „საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივას“, რითაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 2021 წლის 9-10 დეკემბერს, პრეზიდენტ ბაიდენის ინიციატივით გამართულ დემოკრატიის სამიტზე ამერიკული მხარის მიწვევით საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა. საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხზე პროგრესის მისაღწევად, გრძელდება მუშაობა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე ბიზნესისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერის − ლევან დავითაშვილის ვიზიტი აშშ-ში (2022 წლის მაისი). ამასთანავე, 2021 წლის ივნისში, ბათუმის პორტში, მათ შორის, ამერიკული კომპანია TRAMMO-ის ინვესტიციით, ახალი მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა. საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორული ურთიერთობების ნათელი დასტურია COVID-19-ის პანდემიის პერიოდში აშშ-ის მიერ საქართველოსთვის მრავალმილიონიანი დახმარების გამოყოფის გაგრძელება. 2021 წლის ივლისში, საქართველოში ჩამოვიდა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის − „ფაიზერის“ 500 000 დოზა, რაც წარმოადგენდა აშშ-ის მთავრობის საჩუქარს ქართველი ხალხისთვის. მნიშვნელოვანია, რომ 2021 წლის სექტემბერში, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის ახალი პროგრამა დაინერგა, რომელიც ამ მიმართულებით ერთადერთია აშშ-ში. საქართველომ 2021 წლის ნოემბერში პირველად უმასპინძლა კანადურ მრავალეროვნულ სამეთაუროსაშტაბო სწავლებას − MAPLE ARCH 21, რაც მნიშვნელოვანია მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდის, თავდაცვის სფეროში კავშირების გაღრმავების, დაგეგმარებისა და სამშვიდობო ოპერაციების განხორციელების პროცესში ნატოს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოების კუთხით. აქტიურად გრძელდება 14 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს კანადურ შ ე ს ა ხ ე ბ მხარესთან მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 მუშაობა უცხოური ინვესტიციების დაცვის შეთანხმებაზე (FIPA) მოლაპარაკებების შესახებ, რომლის ხელმოწერაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება კანადასთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშესაწყობად. მსოფლიო პანდემიისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად წარმოქმნილმა გეოპოლიტიკურმა რეალობამ ევროპის ქვეყნებს შეცვლილი პოლიტიკის წარმოებისა და ახლებური მიდგომების შემუშავებისკენ უბიძგა. ამ ფონზე, დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებამ და თანამშრომლობის ახალი სფეროების განვითარებამ, განსაკუთრებით, საქართველოს მედეგობის გაძლიერების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტებისადმი პარტნიორთა მხარდაჭერის კონსოლიდაციის მიზნით. პანდემიის მიუხედავად, აქტიური იყო უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა ევროპის ქვეყნებთან. გაიმართა უპრეცედენტო რაოდენობის პოლიტიკური კონსულტაციები (ფიზიკურ ფორმატში) 16 ქვეყანასთან (ავსტრია, ბელგია, გაერთიანებული სამეფო, იტალია, კვიპროსი, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ფინეთი, ჩეხეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ხორვატია, უკრაინა). დინამიკურად გაგრძელდა თანამშრომლობა გერმანიის მხარესთან მეტი პოლიტიკური მხარდაჭერის კონსოლიდაციის მიმართულებით. ხაზგასასმელია 2022 წლის 2 მაისს საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში, რომლის ფარგლებშიც ის შეხვდა ქვეყნის ფედერალურ პრეზიდენტს. საქართველოს საგარეო-პოლიტიკური მიზნების მხარდამჭერი მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ბუნდესტაგის 2022 წლის 28 აპრილის რეზოლუცია, რომელიც, უკრაინასთან ერთად, საქართველოსა და მოლდოვის ევროპულ გზაზე მხარდაჭერას ადასტურებს და ხაზს უსვამს საქართველოსა და მოლდოვის მედეგობის განმტკიცების აუცილებლობას. გაგრძელდა სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება გაერთიანებულ სამეფოსთან. დინამიკური იყო თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში როგორც კონვენციური, ასევე ჰიბრიდული საფრთხეების მიმართულებით. შავი ზღვის რეგიონის მიმართ ბრიტანეთის მზარდ ინტერესზე მიუთითებს 2021 წლის 26 ივნისს ბრიტანული საზღვაო ძალების გამანადგურებლის, ხომალდ „HMS DEFENDER-ის“ ვიზიტი ბათუმის პორტში. სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერის მორიგი გამოხატულება იყო გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების 2021 წლის 30 ივნისის ერთობლივი კომუნიკე, სადაც დაფიქსირდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული იმპლემენტაციის მიმართ მხარდაჭერა. გაგრძელდა კონსულტაციები ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამკუთხედის ფარგლებში, რომელიც სამი ქვეყნის საგარეო უწყებას შორის სტრატეგიულ საკითხებზე მსჯელობის რეგულარულ ფორმატს წარმოადგენს. სამმხრივი კონსულტაციების მორიგი რაუნდი 2022 წლის 20 იანვარს თბილისში გაიმართა. 15 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 გრძელდებოდა აქტიური თანამშრომლობა საფრანგეთთან. საანგარიშო პერიოდში საქართველოს პრეზიდენტი ოთხჯერ ეწვია საფრანგეთს და გამართა შეხვედრები ქვეყნის პრეზიდენტთან. ხაზგასასმელია მზარდი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა. 2021 წლის 15-16 ნოემბერს შედგა საფრანგეთის მეწარმეთა მოძრაობის (MEDEF International) ვიზიტი საქართველოში. პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, გაგრძელდა მჭიდრო თანამშრომლობა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD). მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ვატიკანში, რომლის ფარგლებშიც, პირველად საქართველო-ვატიკანის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში, გაფორმდა სახელმწიფოთაშორისი დარგობრივი შეთანხმებები კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. 2021 წელს, გლაზგოში გამართული კლიმატის ცვლილებების გაეროს 26-ე კონფერენციის (COP26) ფარგლებში, პირველ-2 ნოემბერს ჩატარდა მსოფლიო ლიდერების სამიტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. სამიტზე საქართველოს პრემიერ‐მინისტრი სიტყვით გამოვიდა და ყურადღება გაამახვილა კლიმატური ცვლილებების სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებსა და კლიმატის გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ლიდერთა სამიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს პრემიერ‐მინისტრის ორმხრივი შეხვედრები სლოვენიის რესპუბლიკისა და ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ‐მინისტრებთან, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტთან. უკრაინაში მიმდინარე ომისა და რეგიონში გაზრდილი უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, საქართველოსთან ნორდიული ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობისა და ურთიერთობების მზარდი დინამიკის მანიფესტაცია იყო 2022 წლის 31 მარტი-1 აპრილს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოლო 6 აპრილს შვედეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტები საქართველოში. ამასთან, აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართ დანიის გაძლიერებული ინტერესი გამოიხატა როგორც „ახალი დემოკრატიის ფონდის“ ოფისის გახსნით თბილისში, ასევე ოფიციალური კოპენჰაგენის გადაწყვეტილებით, საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებით. გაგრძელდა დინამიკური თანამშრომლობა ირლანდიასთან. გამოიცა საფოსტო მარკა დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდში, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე მეტყველებს 2021 წლის 25 ივნისს საქართველოირლანდიის ბიზნესსაბჭოს ჩამოყალიბება. აღსანიშნავია საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტები ავსტრიასა და შვეიცარიაში. ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა და მრგვალი მაგიდა ქართველი და ავსტრიელი ბიზნესწრეების წარმომადგენელთა მონაწილეობით. რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში ავსტრიის ჩართულობის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი იყო 2021 წლის 25-26 ივნისს ავსტრიის 16 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური მინისტრის ვიზიტი საქართველოში, რუმინელ და ლიეტუველ კოლეგებთან ერთად. ურთიერთობათა აქტიური დინამიკა შენარჩუნდა ვიშეგრადის ქვეყნებთან. 2022 წლის 3 თებერვალს საქართველოს ეწვია პოლონეთის პრეზიდენტი, 17 მარტს − პრემიერ-მინისტრი, ხოლო 29-30 მარტს − საგარეო საქმეთა მინისტრი, ეუთოს თავმჯდომარეობის რანგში. 5 მაისს განხორციელდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი პოლონეთში, უკრაინის დონორთა კონფერენციაში მონაწილეობის ფარგლებში. გააქტიურდა მაღალი დონის კონტაქტები ჩეხეთთან, რომელიც 2022 წლის ივლისიდან ევროკავშირის თავმჯდომარის ფუნქციას შეასრულებს. 14 აპრილს ჩეხეთს სტუმრობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი. 2 − 4 მაისს საქართველომ ჩეხეთის სენატის პრეზიდენტს, ხოლო 16 მაისს − სენატის პირველ ვიცე-პრეზიდენტს უმასპინძლა. ჩეხეთის სენატის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ბიზნესფორუმები ჩეხეთის საქმიანი წრეების წარმომადგენელთა მონაწილეობით და შედგა ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრა. გაფართოვდა თანამშრომლობა სლოვაკეთთან − 2021 წლის 17-18 ოქტომბერს საქართველოს ეწვია საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი. შენარჩუნდა ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა უნგრეთთან და გაიცვალა ვიზიტები დარგობრივი უწყებების დონეზე. ბალტიის ქვეყნებთან აქტიური პოლიტიკური დიალოგისა და საქართველოს მხარდაჭერის კონსოლიდაციის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო ლიეტუვის პრეზიდენტის ვიზიტი 2021 წლის 10-11 ივნისს, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე. 2022 წლის 20 − 22 იანვარს განხორციელდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ლიეტუვაში, ხოლო 2021 წლის 7-8 ივნისს საქართველომ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა. შავი ზღვის ქვეყნებთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების თვალსაზრისით, პრიორიტეტული იყო რუმინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის თაობაზე მუშაობა, რომლის ხელმოწერაც ახლო მომავალში იგეგმება. არსებული მჭიდრო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს საქართველოსა და ბულგარეთის პრემიერმინისტრებმა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა 2022 წელს, მრავალმხრივი ფორუმების ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე. ტრადიციულად პრიორიტეტული იყო საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ უკრაინასთან მჭიდრო დიალოგის შემდგომი განმტკიცება. ამ მიზნით, 2021 წელს გაიცვალა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები. 19-20 ივლისს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებმა. უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველო მტკიცედ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას როგორც პოლიტიკური და დიპლომატიური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით. 2022 წლის 22-23 თებერვალს, უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე, შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის 17 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 ვიზიტი კიევში და გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები. უკრაინისადმი სოლიდარობა გამოიხატება არა მხოლოდ ორმხრივ ფორმატში პრაქტიკული მხარდაჭერით, არამედ საქართველოს მტკიცე პოზიციებით, რეზოლუციების დასპონსორებით/თანადასპონსორებით თუ განცხადებებზე მიერთებით ყველა საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში. 2022 წლის 28 თებერვალს, საქართველო მიუერთდა ევროკავშირის შემზღუდავ სანქციებს დონეცკსა და ლუჰანსკზე. ამასთან, საერთო ჯამში, თებერვლიდან მოყოლებული, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, საქართველოს მიერ უკრაინისადმი მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციებისა და გადაწყვეტილებების რაოდენობამ 260-ს მიაღწია. იმ პირობებში, როდესაც უმეტესმა სახელმწიფოებმა თავიანთი დიპლომატიური მისიები კიევიდან გაიყვანეს, საქართველოს დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობებს არცერთი დღით არ შეუჩერებიათ ფუნქციონირება და დღესაც რჩებიან ადგილზე როგორც კიევში, ისე ლვოვსა და ოდესაში. ქართველი დიპლომატები უწყვეტად აგრძელებენ უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერის კოორდინაციას საქართველოს მოქალაქეთა დახმარებას. ომის დაწყების დღიდან, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს უკრაინას, რაც ასევე მოიცავს საქართველოში შემოსული უკრაინელი მოქალაქეების საცხოვრებლითა და სხვა რესურსებით უზრუნველყოფას. დღეის მდგომარეობით, უკრაინაში გაიგზავნა 1000 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი (150 ტონა საჰაერო, ხოლო დანარჩენი სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებით). საქართველომ უკრაინისთვის უკვე გამოყო 7 მილიონი აშშ დოლარი და ქვეყანა აგრძელებს ომის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000 უკრაინელის დახმარებას. ბალკანეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის კუთხით, განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო მონტენეგროს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში 2021 წლის 7-8 ოქტომბერს, რომლის ფარგლებში გაფორმდა შეთანხმება რეადმისიის შესახებ. ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს საქართველოსა და ხორვატიის პრემიერებმა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა 2022 წელს, მრავალმხრივი ფორუმების ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე. გააქტიურდა დიალოგი სლოვენიასთან, რომელიც 2021 წლის მეორე ნახევარში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ფუნქციას ასრულებდა. 14-16 ოქტომბერს, შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი სლოვენიაში და გაიხსნა საქართველოს საპატიო საკონსულო. 1-2 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო ბლედის სტრატეგიულ ფორუმში. გაფართოვდა კვიპროსის რესპუბლიკასთან ბოლო პერიოდში გააქტიურებული ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკა. ისტორიული მნიშვნელობის იყო 2021 წლის 9-10 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის პირველი საპასუხო ვიზიტი კვიპროსის რესპუბლიკაში. ასევე პირველი პოლიტიკური კონსულტაციები საგარეო უწყებებს შორის. დინამიკური თანამშრომლობა გრძელდებოდა საბერძნეთთან ურთიერთობების კუთხით. გაიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ათენში. 18 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 2021 წელს, სუამის თავმჯდომარე ქვეყნის რანგში, საქართველო განაგრძობდა ორგანიზაციის ფარგლებში პოლიტიკური და დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე სუამის პარტნიორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებთან კოორდინაციის ხელშეწყობას. გაგრძელდა რეგიონში დაბალანსებულ და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე დამყარებული პოლიტიკის განხორციელება. მიმდინარეობდა მუშაობა რეგიონში დასავლელი პარტნიორების კიდევ უფრო აქტიურად ჩართვის მიზნით, რუსეთის ნეგატიური გავლენის დასაბალანსებლად სამხრეთ კავკასიაში. რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველომ წამოაყენა მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა, რომლის მიზანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერა. მიმდინარეობს კონსულტაციები აზერბაიჯანსა და სომხეთთან ამ ინიციატივის ფარგლებში კონკრეტული თანამშრომლობის მიმართულებებზე. საქართველომ, ე. წ. 3+3 რეგიონული პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით დააფიქსირა ცალსახა პოზიცია − იმ პირობებში, როდესაც რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების უგულებელყოფას და ამავდროულად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელდება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ეთნიკურ ნიადაგზე, მიუღებელია რუსეთის ფედერაციასთან ამ ფორმატში თანამშრომლობა. 2021 წლის 1 ივნისს განხორციელდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო ვიზიტი თურქეთში და გაიმართა შეხვედრა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. აგრეთვე საქართველოსა და თურქეთს შორის უმაღლესი დონის შეხვედრა შედგა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში. 2021 წლის 29 სექტემბერს, გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მე-8 მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისია, რომელსაც თანათავმჯდომარეობდა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. მიმდინარე წლის 2627 აპრილს შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. ქვეყნის პირველ პირებთან შეხვედრების დროს, განხილულ იქნა ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებისა და გაღრმავებისაკენ გადასადგმელი ნაბიჯები. 9 სექტემბერს, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ხელმეორედ არჩევის შემდეგ, პირველი ორმხრივი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. ამასთან, 2021 წლის 9 ოქტომბერს, გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის − ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში, ხოლო 2021 წლის 19-20 დეკემბერს − გაიმართა საქართველოსა და სომხეთს შორის სამთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის რიგით მე-11 სხდომა, რომელსაც თანათავმჯდომარეობდა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. 2022 წლის 29-30 აპრილს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია. 19 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 24 ნოემბერს, ონლაინრეჟიმში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, გაიმართა ე. წ. აბაშიძე-კარასინის შეხვედრა. მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული კავშირების დინამიკა. საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა აქტიური კომუნიკაცია ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებთან. გაიმართა მაღალი და უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტები. დიდი ყურადღება ეთმობოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების უზრუნველყოფას და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. ამ კუთხით აღსანიშნავია არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან ერთობლივი განცხადების ხელმოწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე. მოლაპარაკებათა დასრულების შემდეგ ხელი მოეწერება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას საქართველოსა და გაერთიანებულ საემიროებს შორის. მიმდინარე წლის 30 მაისს, საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით ეწვია ისრაელის სახელმწიფოს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ქნესეთის თავმჯდომარესთან, ალტერნატიულ პრემიერ-მინისტრსა და საგარეო მინისტრთან, იერუსალიმის პატრიარქთან. ისტორიულ წმინდა მიწაზე საქართველოს დაბრუნების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი მოვლენა იყო იორდანიის მხრიდან საქართველოსთვის 4000 კვ/მ მიწის ნაკვეთის გადაცემა მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილთან, სადაც აშენდება ქართული კულტურის ცენტრი. საქართველოს საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი კვლავ უკავია აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას. აღსანიშნავია, ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს უსასყიდლოდ, მუდმივ მფლობელობაში გადმოეცა გოაში აღმოჩენილი წმ. ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების ერთი ფრაგმენტი. ასევე თბილისში გაიხსნა მაჰათმა განდის ძეგლი. 2021 წლის ნოემბერში, ისტორიაში პირველად, შედგა მონღოლეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რომლის მიზანს წარმოადგენდა „ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის შემუშავებისა და მიღების საკითხში საქართველოს გამოცდილების გაზიარება. მნიშვნელოვანი იყო ასევე „საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმების ძალაში შესვლა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და „საქართველოს ბანკს“ შორის 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სასესხო ხელშეკრულების გაფორმება, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების მიზნით. საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან ურთიერთობების განმტკიცება. საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებით აღსანიშნავია ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომლის შედეგად ინიციირებულ იქნა მუშაობის პროცესის დაწყება გაფართოებულ სავაჭრო შეთანხმებაზე. 20 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 გაგრძელდა მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებში (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო) საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისი პოლიტიკის გატარებისა და ქვეყნის სათანადოდ პოზიციონირების უზრუნველსაყოფად. მიმდინარეობდა მუშაობა გაეროს დღის წესრიგში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების, მათ შორის კი, უპირველეს ყოვლისა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული თემატიკის აქტიურად დაყენებისა და შენარჩუნების უზრუნველყოფის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული რთული მდგომარეობისა და მიმდინარე უხეში დარღვევების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების, ასევე საერთაშორისო არენაზე ოკუპირებული რეგიონების ე. წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის შემდგომი განმტკიცების მიმართულებით. აქტიურად და რეგულარულად გამოიყენებოდა გაეროს უშიშროების საბჭოს, გენერალური ასამბლეისა და მისი ძირითადი კომიტეტებისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს ფორმატები, სადაც საქართველოს დელეგაციამ 2021 წელს 70-მდე, ხოლო 2022 წლის აპრილის ჩათვლით − 65-ამდე განცხადება გააკეთა. რუსეთის 2008 წლის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილეს გაეროს უშიშროების საბჭოში 2021 წლის 4 აგვისტოს გამართულ დახურულ სხდომაზე. სხდომის დასრულების შემდგომ გაკეთდა აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ესტონეთის, ირლანდიის, ნორვეგიის, საფრანგეთისა და 2022-2023 წლების პერიოდში გაეროს უშიშროების საბჭოს მომავალი არამუდმივი წევრის − ალბანეთის ერთობლივი განცხადება, რომელშიც მხარდაჭერილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და დაგმობილია რუსეთის აგრესიული ქმედებები. აქტიური სამუშაო ჩატარდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუციის − „თანამშრომლობა საქართველოსთან“ − მხარდაჭერის მობილიზების მიზნით, რომელიც მიღებულ იქნა საბჭოს 49-ე სესიაზე, 2022 წლის 1 აპრილს. რეზოლუციის თანასპონსორი გახდა 48 ქვეყანა (საქართველოს ჩათვლით). 2021 წლის 16 ივნისს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 75-ე სესიის ფარგლებში, კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოსა და 56 ქვეყნის მიერ ინიციირებული რეზოლუცია − „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. საანგარიშო პერიოდში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის, საპარლამენტო ასამბლეისა და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის ფორმატები აქტიურად და რეგულარულად გამოიყენებოდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშრებით საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების მიზნით. 2022 წლის თებერვალში საქართველოს ეწვია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი. 2021 წლის ნოემბერსა და 2022 წლის აპრილში გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 24-ე და 25-ე კონსოლიდირებული ანგარიშები საქართველოში კონფლიქტის შესახებ. 2022 წლის 4 21 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 მაისს მიღებულ იქნა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება − „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“. ასევე, 2022 წლის 19-20 მაისს, ევროპის საბჭოს 132-ე მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. საანგარიშო პერიოდში გაიმართა საპარლამენტო ასამბლეის 4 რეგულარული და 1 რიგგარეშე საგანგებო სესია უკრაინის საკითხზე. 2022 წლის ზამთრის სესიაზე მიღებულ იქნა მონიტორინგის კომიტეტის ყოველწლიური რეზოლუცია, რომელშიც PACE რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, შეასრულოს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნები საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან დაკავშირებით. საგაზაფხულო სესიაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხზე და ხაზგასმით აღინიშნა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და ეფექტიანი კონტროლი. აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა ეუთოს ფარგლებში. საქართველოსა და ეუთოს მაღალი რანგის წარმომადგენელთა შორის შედგა არაერთი შეხვედრა, მათ შორის, 24 მაისს, დავოსში შეხვედრა გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ეუთოს გენერალურ მდივანს, ჰელგა მარია შმიდს შორის. ამასთან, ორგანიზაციის ეგიდით გამართულ ღონისძიებებზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს მაღალი რანგის წარმომადგენლები. ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომებზე ქართული მხარისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მიერ არაერთხელ დაისვა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. საქართველოს წარმომადგენლების მიერ გაკეთდა 20-მდე განცხადება. გაგრძელდა განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის, გაუვრცელებლობის, ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მექანიზმებთან დაკავშირებული რეჟიმებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა. საქართველოს დელეგაციის მიერ გაკეთდა 50მდე განაცხადება ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის, შეიარაღებაზე კონტროლისა და გაუვრცელებლობის სხვადასხვა ფორმატებში, როგორიცაა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენცია თუ სხვა მრავალმხრივი ინიციატივები. ასევე გავრცელებულ იქნა ხსენებული რეჟიმებით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიშები. მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა დიასპორული პოლიტიკის აქტიურ განხორციელებას. საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელთათვის გაგრძელდა საგრანტო პროგრამები − „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამა“, „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა“, პროგრამა − „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ („საქართველოს ახალგაზრდა ელჩები“) და „საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის პროგრამა“. 22 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზღვარგარეთ ახალი საგანმანათლებლო და კულტურული კერების დაფუძნებას − მოეწყო 5 ახალი საკვირაო სკოლა. განხორციელდა პროექტი სახელწოდებით − „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება“. ევროკავშირის ხელშეწყობით ჩატარდა დიასპორის ეკონომიკური ფორუმი, რომელიც მიზნად ისახავდა საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისათვის საქართველოს სამეწარმეო და ბიზნესგარემოს, კონკრეტული საინვესტიციო შეთავაზებებისა და პროგრამების წარდგენას. ამასთან, წარმატებით ჩატარდა დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული ფორუმი, სახელწოდებით − „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის“, რომელიც მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველყოფას, მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას. გაგრძელდა ძალისხმევა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ეფექტიანი დაცვისათვის. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღიდან, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულებები გადავიდნენ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. სამგზავრო დოკუმენტების გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების გამარტივების მიზნით, საქართველოს საელჩოს ვიცე-კონსული კიევიდან ოპერატიულად მივლენილ იქნა ლვოვში. ორგანიზებულად განხორციელდა საქართველოს მოქალაქეთა და მათი ოჯახის წევრთა მოსაზღვრე ქვეყნებამდე ტრანსპორტირება, შემდგომში მათი სამშობლოში გამომგზავრების მიზნით. საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა სახის დახმარება გაეწია 2635 მოქალაქეს. აქტიური მუშაობა გაგრძელდა საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილების არეალის გაფართოების მიმართულებით. ამ ეტაპისთვის საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, უვიზოდ იმოგზაურონ მსოფლიოს 68 ქვეყანაში, ხოლო დიპლომატიური ან/და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს − 83 ქვეყანაში. 1.2. შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა საქართველოს მთავრობა საანგარიშო პერიოდში აგრძელებდა აქტიურ და შედეგზე ორიენტირებულ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას, ჩართულობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით, ასევე სამშვიდობო ინიციატივით − „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გათვალისწინებული მიმართულებებისა და სტატუს-ნეიტრალური მექანიზმების ეფექტიანი განხორციელების გზით, რაც მიზნად ისახავდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის დიალოგის, ნდობის აღდგენისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის ხელშეწყობას. 23 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობისა და ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ფუნქციონირებას აგრძელებდა სამშვიდობო ინიციატივის − „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში ამოქმედებული „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც გრანტებს გასცემს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ერთობლივი ბიზნესპროექტების მხარდასაჭერად. 2021 წლის 1-31 ივლისს, მშვიდობის ფონდმა რიგით მეორე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, რომლის ფარგლებში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 84 განაცხადი დარეგისტრირდა და ეს რიცხვი პირველ საგრანტო კონკურსში დარეგისტრირებულთა მაჩვენებელს სამჯერ აღემატება. შემოსული ბიზნესგანაცხადებიდან დაფინანსება 35-მა პროექტმა მიიღო, რომელთაგან 27 პროექტის ეფექტიანი განხორციელება დაიწყო. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მშვიდობის ფონდი გრანტებს გამოყოფს საერთაშორისო კონტრიბუციების საფუძველზე. ინტენსიური კონსულტაციების შედეგად, ფონდში ფინანსური კონტრიბუცია განახორციელეს გერმანიამ, შვეიცარიამ და გაერთიანებულმა სამეფომ. პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე შეუფერხებელი და გამარტივებული წვდომის ხელშეწყობა, რისთვისაც შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში არაერთი სტატუსნეიტრალური პროგრამა ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების, ასევე საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან უგამოცდოდ ჩაირიცხა 276 აბიტურიენტი. გარდა ამისა, 7 აბიტურიენტი ჩაირიცხა ე. წ. „1+4“ პროგრამის შედეგად, რომელიც განკუთვნილია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, ასევე აფხაზებისა და ოსებისთვის. მთავრობა ძალისხმევას განაგრძობდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის COVID-19-ის პანდემიის მძიმე შედეგების შესამსუბუქებლად, რაც რამდენიმე მიმართულებას მოიცავდა: 1) საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ვაქცინაციასთან დაკავშირებით; 2) ადგილობრივი ექიმებისთვის რეგულარული ონლაინკონსულტაციის გაწევა ქართველი სპეციალისტების მიერ; 3) აფხაზეთისთვის საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის, მედიკამენტებისა და ჰიგიენური საშუალებების რეგულარული მიწოდება; 4) ოკუპირებული რეგიონებიდან კოვიდინფიცირებული პაციენტების საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ტრანსპორტირება და მკურნალობა (2021-2022 წლებში 700-მდე პაციენტი იქნა გადმოყვანილი როგორც აფხაზეთიდან, ისე ცხინვალის რეგიონიდან); 5) ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამის გავრცელება, რაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გამარტივებული წესით, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაციის ჩატარებას გულისხმობს. 24 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 შეუფერხებლად გრძელდებოდა „სახელმწიფო რეფერალური პროგრამის“ ეფექტიანი ფუნქციონირება და მის ფარგლებში საჭირო სამედიცინო მომსახურების უფასოდ გაწევა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის. საანგარიშო პერიოდში ამ მომსახურებით აფხაზეთის რეგიონიდან 977-მა, ხოლო ცხინვალის რეგიონიდან 271-მა ადამიანმა ისარგებლა. გარდა ამისა, სტატუს-ნეიტრალური საკოორდინაციო მექანიზმის საშუალებით, საქართველოს მთავრობა აფხაზეთს რეგულარულად აწვდიდა იმუნიზაციის ვაქცინებს, დიაბეტის წამლებს, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკებსა და აივ/შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტებს, რომელთა ღირებულებამ ჯამში მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ადგილზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით, საკოორდინაციო მექანიზმის მეშვეობით, გრძელდებოდა აფხაზეთის მოსახლეობის დახმარება ცხოველთა და მცენარეთა დაცვის კუთხით. კერძოდ, აფხაზეთს გადაეცა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო საშუალებები და პესტიციდები, რომელთა ღირებულებამ დაახლოებით 600,000 ლარი შეადგინა. ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის დიალოგის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მხარდაჭერილ იქნა ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების 83 ახალ პროექტზე, რომელთა დაახლოებით 60% მოიცავდა ნდობის აღდგენის აქტივობებს გაყოფილ საზოგადოებას შორის. მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობის კუთხით, აქტიურად გრძელდებოდა საქმიანობა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ხვედრის გარკვევასთან დაკავშირებით. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან თანამშრომლობით, საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულ იქნა და ოჯახებს გადაეცა 1990-იანი წლების აფხაზეთის შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი, მათ შორის, ერთი ადამიანი, ოჯახის გადაწყვეტილებით, გადასვენებულ და დაკრძალულ იქნა უკრაინაში. დაკრძალვის ცერემონიები 2021 წლის აგვისტოსა და დეკემბერში გაიმართა. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა 20-მდე ახალი მომართვა შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ოჯახის წევრის მოძიებასთან დაკავშირებით. უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ნეშტების იდენტიფიცირების დაჩქარების გეგმის შესაბამისად, განხორციელდა 100-მდე გენეტიკური საექსპერტო მომსახურების გაწევა, კერძოდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახის წევრებისა და ბიოლოგიური ნათესავების ბიოლოგიური ნიმუშების გენეტიკური გამოკვლევა-პროფილირება. საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა 2010 წელს დამტკიცებული „სახელმწიფო სტრატეგიის ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ − ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და თანმდევი სამოქმედო გეგმის გადახედვის პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს მნიშვნელოვნად განახლებული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებას, ფართო საზოგადოებრივი და საერთაშორისო ჩართულობით. სტრატეგიული გადახედვის პირველი ეტაპის ფარგლებში მომზადდა ჩართულობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასების დოკუმენტი. 25 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობოდა სამშვიდობო პროცესში ქალთა როლის გაძლიერებასა და აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, მათ შორის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან დაარსებული ინსტიტუციონალიზებული ფორმატის − „მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე საკონსულტაციო პლატფორმის“ ფარგლებში. საანგარიშო პერიოდში გაიმართა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეების შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მათ შორის, ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან. ასევე შეხვედრები და ონლაინტრენინგები შედგა გამყოფ ხაზებთან მიმდებარე კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში მცხოვრები ქალების ეკონომიკური და უფლებრივი გაძლიერების მიზნით. სამშვიდობო პროცესით დაინტერესებული, მათ შორის, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების ჩართულობის გააქტიურების მიზნით, 2021 წელს, მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა ღონისძიება „ახალგაზრდების როლის გაზრდა მშვიდობის მშენებლობაში“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრებმა, ასევე მშვიდობის მშენებლობის პროცესით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა. ამასთან, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ახალგაზრდებისთვის ყოველწლიური ჯილდოს − „სახელმწიფო მინისტრის აპარატის მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ − დაწესების თაობაზე. გრძელდებოდა ინტენსიური თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის, სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შექმნილი „შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოს“ ფარგლებში. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაგრძელდა მოსახლეობის მხარდამჭერი ცალკეული ღონისძიებები, კერძოდ: 2021-2022 წლის ზამთრის პერიოდში, გათბობის უზრუნველსაყოფად, გამოიყო 2,816,800 ლარი; ამასთან, გაგრძელდა სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამა და 2021-2022 სასწავლო წელს 2400-მდე სტუდენტს სრულად დაუფინანსდა უმაღლესი განათლების საფასური; ასევე გრძელდებოდა ინფრასტრუქტურული, სასოფლო-სამეურნეო, საგანმანათლებლო-საკონსულტაციო ხასიათის სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება. საანგარიშო პერიოდში შედგა აშშ-სა და ევროკავშირთან სამმხრივი სტრატეგიული დიალოგის ორი შეხვედრა; ამასთან, სახელმწიფო მინისტრი სამუშაო ვიზიტით ეწვია ესტონეთს, ბელგიასა და აშშ-ს, სადაც გაიმართა მაღალი დონის შეხვედრები ოფიციალურ პირებთან. 26 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 1.3. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად ქვეყანა აგრძელებს ტოტალური თავდაცვის მიდგომის დანერგვას. პროცესის აუცილებელი კომპონენტია ეროვნული და უწყებრივი დოკუმენტების განახლება და მათი თანხვედრაში მოყვანა, რის ფარგლებშიც, თავდაცვის სამინისტრომ, ამერიკელ და სხვა პარტნიორებთან ერთად, შეიმუშავა და განაახლა თავდაცვის სფეროს მიკუთვნებული რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის კოორდინაციის მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში, დაასრულა მუშაობა „ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის“ თავდაცვის სამინისტროს კომპონენტზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის პროექტის განახლებაზე, დახვეწასა და დოკუმენტის საბოლოო ვერსიის შემუშავებაზე, მათ შორის, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და შეცვლილი რეგიონული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით. „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2021-2025“ − დოკუმენტში ასახული განგრძობითი დაგეგმვის პრინციპებიდან გამომდინარე, 2021 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს თავდაცვის მინისტრის №945 ბრძანებით დამტკიცებული „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის სამოქმედო გეგმა 2021-2025-ის“ ფარგლებში შემუშავდა და 2022 წლის 27 აპრილის მინისტრის №333 ბრძანებით დამტკიცდა 2022 − 2025 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2021-2025-ის“ დოკუმენტში გაცხადებული მიმართულებების შესასრულებლად 2022 წლისთვის განსაზღვრავს მიზნებს დროში გაწერილი ამოცანებითა და აქტივობებით. 2021 წელს დამტკიცდა თავდაცვის ძალების გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტი − „თავდაცვის ძალები 2030“, რომლის მიზანია საქართველოს თავდაცვის ძალების მდგრადი და სტაბილური განვითარების პირობების შექმნა. უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავების ერთიანი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით, 2021 წლის 8 დეკემბრის საქართველოს თავდაცვის მინისტრის №1071 ბრძანებით დამტკიცდა „თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავების სახელმძღვანელო“, რომელიც ადგენს უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავების სტრუქტურას, მეთოდოლოგიასა და ძირითად კომპონენტებს. 2021 წლის 6 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრის №058 ბრძანებით დამტკიცდა „თავდაცვის სტრატეგიული დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელო“, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უწყებრივი დონის სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მეთოდოლოგიას. საანგარიშო პერიოდში განხორციელდა თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის დონის რამდენიმე წარმატებული ვიზიტი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, რამაც განაპირობა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო სრულყოფა და ახალი ინიციატივების იდენტიფიცირება. 27 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, 2021-2022 წლებში თურქული მხარისაგან გამოყოფილი გრანტის ოდენობამ 1,464,122 აშშ დოლარი შეადგინა; 256,695 ევროს ღირებულების სამთო აღჭურვილობა და საველე საწოლები გადმოეცა ქართულ მხარეს საფრანგეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამინისტროსაგან. ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროსაგან საქართველოს თავდაცვის უწყებამ მიიღო 417 384 ევროს ოდენობის გრანტი, რომელიც მზის ენერგიის პანელების დამონტაჟებას მოხმარდება. 2021-2022 წლებში საქართველომ წარმატებით უმასპინძლა მრავალეროვნულ სწავლებას − „მტკიცე სულს“ (AGILE SPIRIT), ხოლო უცხოეთში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის ევროპული სარდლობის მიერ დაგეგმილ სწავლებებში. 2021 წლის დეკემბერში, აშშ-ის მხარესთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, წარმატებით დასრულდა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ინსტიტუციური კომპონენტის განხორციელება. პროგრამამ მთლიანობაში უზრუნველყო არა მხოლოდ ტაქტიკური დონის საბრძოლო ქვედანაყოფების (9 ქვეითი ბატალიონი) საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, არამედ დაკომპლექტების, ინსტიტუციური წვრთნის, შესაძლებლობების აღჭურვისა განვითარება. და ძალების პროგრამის შენარჩუნების წარმატებით მდგრადი განხორციელებამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივას (GDDEI), რომლის ურთიერთგაგების მემორანდუმს 2021 წლის 18 ოქტომბერს საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი. GDDEI-ს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაჰყავს. აღნიშნული ინიციატივის მთავარი მიზანი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, შეკავებისა და ნატოსთან თავსებადობის უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფაა და ასევე ის მხარს უჭერს ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობების განვითარებას. გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, შემუშავდა მისი აღსრულების კონცეფცია (2022 − 2027), რომელსაც ხელი 2022 წლის 20 მაისს დაგეგმილ აშშსაქართველოს თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციების ფარგლებში მოეწერა. 2021-2022 წლებში აშშ-სთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარების კუთხით, კერძოდ, აშშ-ის მხარდაჭერით განხორციელდა სხვადასხვა დონის წვრთნები და კურსები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში, აგრძელებს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების NATO-ს სტანდარტის შეიარაღებით გადაიარაღების პროცესს. 2022 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თანადაფინანსებით უკვე შეისყიდა JAVELIN-ების დამატებითი პარტია. ამჟამად აშშ-ის დახმარებით მიმდინარეობს ტაქტიკური აღჭურვილობის მოდერნიზაცია, მათ შორის, ბრიგადების დაკომპლექტება, სადაზვერვო საშუალებებისა და კავშირგაბმულობის სისტემების განვითარება, საარტილერიო სისტემების განახლება და თანამედროვე ცეცხლის მართვის სისტემებში ჩართვა. 28 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 საქართველო განაგრძობს ნატოში გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა ფორმატისა (NGC) და პრაქტიკული მექანიზმის (ANP, SNGP, PARP, Military Committee with Georgia Work Plan და სხვა) წარმატებით განხორციელებას. საანგარიშო პერიოდში ნატოსთან წარმატებულ თანამშრომლობას ადასტურებს ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) ფარგლებში თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე გამართული სხდომების ინტენსივობა (8 სხდომა), როგორც სტრატეგიულ, ასევე სამუშაო დონეზე. 2021 წელს დამტკიცდა წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) ვალდებულებები, რომლის შესრულების სტატუსი შეფასებისთვის ნატოს საერთაშორისო სამსახურს წარედგინა. 2022 წელს შემუშავდა ANP 2022-ის თავდაცვის სამინისტროს ვალდებულებები. ასევე 2021 წელს დამტკიცდა დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის (PARP) 2021 წლის პარტნიორობის მიზნები (Partnership Goals, PGs). თავდაცვის სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულებების ზედმიწევნით შესრულება დადებითად ფასდება ნატოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლების მიერ და აისახება სხვადასხვა შეფასების დოკუმენტსა თუ ოფიციალურ განცხადებაში. საანგარიშო პერიოდში წარმატებით მიმდინარეობდა განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (Refreshed SNGP) განხორციელების პროცესი. განახლებული პაკეტი მოიცავს 16 ინიციატივას და მისი ეფექტიანად და წარმატებით განხორციელება ეროვნული დონის პრიორიტეტია. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), როგორც ნატოსაქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, აგრძელებს უნიკალური საწვრთნელი შესაძლებლობების შეთავაზებას როგორც ქართული, ასევე რეგიონისა და ნატოს მოკავშირეების შეიარაღებული ძალებისთვის. JTEC აქტიურად თანამშრომლობს პოლონეთში მდებარე ნატოს ერთობლივი ძალების საწვრთნელ ცენტრთან (Joint Force Training Centre- JFTC). „ნატო-საქართველოს სწავლება 2022-ის“ ჩატარების მიზნით, 2021 წლის განმავლობაში გაგრძელდა აქტიური თანამშრომლობა ნატოს სარდლობებთან. მ. წ. 14 − 25 მარტს კი JTEC-მა მესამედ უმასპინძლა ნატო-საქართველოს ერთობლივ სამეთაურო-საშტაბო სწავლებას − NATO-Georgia Exercise 2022. წელს აღნიშნულ სწავლებაში ნატოს 17 წევრი და 4 პარტნიორი სახელმწიფოს 564 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. 2021 წელს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ უმასპინძლა ნატოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობიდან (ACT), რომელმაც შეაფასა სკოლის, როგორც ნატოს ინსტიტუციური აკრედიტაციის მაძიებლის სტატუსის მქონე ინსტიტუტის, ხარისხის მართვის სისტემა. სკოლა მიიღებს ნატოს ექვსწლიან უპირობო ინსტიტუციურ აკრედიტაციას. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სამხედრო პოლიციის ინიციატივის ფარგლებში, 2021 წელს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის ოცეულმა წარმატებით დაასრულა შესაბამისი წვრთნები პოლონეთის რესპუბლიკაში და ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონში (NATO MNMPBAT) მონაწილეობისთვის საბოლოო სერტიფიცირება 29 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 მოიპოვა. პოლონური მხარის მიერ ასევე განხორციელდა ხსენებული ოცეულისათვის სპეციალიზებული აღჭურვილობის გრანტის სახით გადმოცემა. საანგარიშო პერიოდში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კრიზისების მართვის ინიციატივის ფარგლებში, დანიის სამეფომ საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას გრანტის სახით 62,825.70 ევროს ღირებულების სხვადასხვა ტიპის ხანძარსაწინააღმდეგო და პირადი უსაფრთხოების აღჭურვილობა გადმოსცა. მიმდინარეობს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სადაზვერვო ინფორმაციის მიმოცვლისა და უსაფრთხო კომუნიკაციების ინიციატივის ფარგლებში მოქმედი უსაფრთხო კომუნიკაციების პროექტის მეორე ფაზა, რომლის ღირებულება 1,776,549 ევროს შეადგენს. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ნატოსა და საქართველოს შორის საიდუმლო ინფორმაციის ელექტრონულად მიმოცვლისთვის საჭირო ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებას. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების მიზნით, თავდაცვის სამინისტრო აქტიურად მონაწილეობდა ნატოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხების შესახებ სხვადასხვა დონეზე გამართულ შეხვედრებში და, ეროვნულ დონეზე, შესაბამის უწყებებსა და ნატოსთან მჭიდრო კოორდინაციით ახორციელებდა ერთობლივად განსაზღვრულ პრაქტიკულ ღონისძიებებს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმართულებით. საანგარიშო პერიოდში განხორციელდა მაღალი დონის ვიზიტები საქართველოში და საზღვარგარეთ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ნატოს შტაბბინაში გამართულ ნატოს თავდაცვის მინისტერიალებში, რომელთა ფარგლებშიც ორმხრივი შეხვედრები გამართა როგორც ნატოს მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან, ასევე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან. საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის რიგით მეოთხე ვიზიტი გაიმართა (2021 წლის 7-8 ოქტომბერი) ახალი თავმჯდომარის, ადმირალ რობ ბაუერის ხელმძღვანელობით. ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანოს წარმომადგენლებმა საქართველოს საწვრთნელი შესაძლებლობები, ახალი ინფრასტრუქტურა და სისტემები დადებითად შეაფასეს. საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე პოლიტიკური ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით/კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ნატოს დაზვერვისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე, ნატოს ერთობლივი ძალების საწვრთნელი ცენტრის მეთაური და მისი მოადგილე, ევროპის სპეციალური ოპერაციების სარდლობის მეთაური, ნატოს სახმელეთო სარდლობის მეთაური, ნატოს მეკავშირეთა გაერთიანებული სარდლობისა და ნატოს საერთაშორისო სამხედრო სამსახურის წარმომადგენლები. წარმატებით განხორციელდა ევროკავშირთან ასოციირების შეთანხმებითა და ასოციირების დღის წესრიგის ფარგლებში აღებული 17 ვალდებულების შესრულება, ასევე განისაზღვრა 2022 წლისათვის თავდაცვის სამინისტროს ახალი 18 ვალდებულება. 30 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, განისაზღვრა თავდაცვის სამინისტროს შემდეგი დამატებითი პრიორიტეტები: 1. ევროპის თავდაცვის სააგენტოსთან (EDA) ადმინისტრაციული შეთანხმების გაფორმება და თანამშრომლობა; 2. ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის (European Peace Facility – EPF) ფარგლებში ინტენსიური თანამშრომლობა; 3. ევროკავშირის მუდმივი სტრუქტურული თანამშრომლობის (PESCO) პროექტებში მონაწილეობა; 4. ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების სააგენტოსთან (ENISA) თანამშრომლობა. აღნიშნულის პარალელურად, როგორც ორმხრივ, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატების, ინიციატივებისა და პროგრამების ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობა ევროკავშირთან. გრძელდება ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან (EUMM) მჭიდრო თანამშრომლობა გამჭვირვალობის საფუძველზე, მისიის მანდატის შესრულების ხელშეწყობის მიზნით. 2021 წლის 2 დეკემბერს ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის ევროპული სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) ფარგლებში ფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა 12,75 მილიონი ევროს ოდენობით. მისი შესაძლებლობების უსაფრთხოების მიზანი ქვეყნის განვითარებაა, პოლიტიკის თავდაცვისუნარიანობის რომლებიც (CSDP) ხელს ფარგლებში გაძლიერება შეუწყობს ერთიანი ევროკავშირთან და ასევე იმ თავდაცვისა და საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას. 2022 წლის მარტში თავდაცვის სამინისტროში გაიმართა ევროკავშირის დელეგაციის ვიზიტი, რა დროსაც მოხდა 2021 წლის დახმარების იდენტიფიცირებული მიმართულებების (სამხედრო-სამედიცინო, პაკეტის საინჟინრო და ფარგლებში მობილობა) დეტალების შეჯერება და 2022 წლისათვის საქართველოს თავდაცვის სისტემისთვის მორიგი დახმარების გამოყოფის შესახებ საკითხების განხილვა. 2022 წლის 21 მარტს ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა ევროკავშირის სტრატეგიული კომპასი, რომელიც ასახავს უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრის ფონზე საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებს და ცალსახად ხაზს უსვამს ევროკავშირის მზაობას, გააძლიეროს აღმოსავლეთ ევროპული პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობები. 2021 წელს ევროპული თავდაცვის სააგენტოსთან (EDA) ექსპერტულ დონეზე გაიმართა კონსულტაციები და გადაეცა თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი წინადადებები EDA-ის კონკრეტულ პროექტებში ქართული მხარის მონაწილეობასთან დაკავშირებით. რეგიონის ქვეყნებთან დაბალანსებული და სტაბილური კეთილმეზობლური ურთიერთობების ფარგლებში, თავდაცვის სამინისტრო წარმატებით თანამშრომლობს თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების თავდაცვის სამინისტროებთან. წარმატებით ფუნქციონირებს აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებასა და შეიარაღებულ ძალებს შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას საერთო მიზნებისა და ინტერესების ეფექტიანად შესრულებისათვის. ფორმატის 31 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს ფარგლებში შ ე ს ა ხ ე ბ რეგულარულად მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 ხორციელდება მინისტრების, ექსპერტთა დონის შეხვედრები, სამმხრივი სამთო მომზადების კურსი და სამმხრივი სწავლებები. 2021 წელს დასრულდა ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ ოპერაცია. საქართველო მისიის დასრულების შემდგომაც მხარში ედგა კოალიციურ ძალებს და, მოკავშირეების თხოვნის საფუძველზე, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოეწყო დროებითი რეგიონული სატრანზიტო ჰაბი, რომლის მეშვეობითაც ხორციელდებოდა მოკავშირე ძალების სამხედრო აღჭურვილობის გამოტანა ავღანეთიდან და შემდეგ მათი გაგზავნა ნატოს წევრ ქვეყნებში. ამ პერიოდში განხორციელდა 250-ზე მეტი რეისი. მეტიც, 2021 წლის აგვისტოს თვეში, ავღანეთიდან ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების სასწრაფო ევაკუაციის მიზნით, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურებოდა ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებს, რომლებიც ყოველდღიურად ასრულებდნენ ფრენებს ქაბულის მიმართულებით. აღნიშნული ძალისხმევის ფარგლებში განხორციელდა 40-ზე მეტი ფრენა და 5000-ზე მეტი პირის ევაკუაცია მოხერხდა. საქართველოს თავდაცვის ძალების ერთი ქვეითი ასეული როტაციის პრინციპით განაგრძობს მონაწილეობას ნატოს საპასუხო ძალებში (NRF). ამასთან, საქართველოს თავდაცვის ძალები აგრძელებს მონაწილეობას ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში (CSDP) მიმდინარე მისიებსა და ოპერაციებში. 2022 წლის მარტში განხორციელდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) თავდაცვის ძალების ოცეულის (35ს/მ) მორიგი როტაცია. მალის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელი მისიის (EUTM Mali) ფარგლებში, 2022 წლის 31 იანვარს განხორციელდა ქართველი ოფიცრის საქართველოში გადმოსროლა. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მარტში, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, მალის საწვრთნელი მისია დროებით შეჩერდა. გრძელდება თავდაცვის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და განვითარების პროცესი. საანგარიშო პერიოდში განხორციელდა მასშტაბური სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, როგორც სამხედრო დანიშნულების ობიექტებზე, ასევე დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში რესოციალიზაციისათვის განკუთვნილ ობიექტებზე. თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები ჩაუტარდა 67 ობიექტს. მათ შორის, საშუალო და კაპიტალური რემონტი გაუკეთდა 46-ს, რომელთაგან დასრულდა 8 ობიექტი. ამასთან, მშენებლობა მიმდინარეობდა 21 ობიექტზე, რომელთაგან დასრულდა 3 ობიექტი. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 2021 წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში გამოყოფილი იყო 80 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი. ქალაქ თბილისში, აბაშვილის ქ. №3-ში 2021 წელს დასრულდა 2 ცხრასართულიანი კორპუსის მშენებლობა (ჯამში 486 ბინა), სადაც ბინები გადაეცათ მოქმედ და ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს. ასევე მახათას მთაზე წარმატებით ხორციელდება „არმი სითის“ ბინათმშენებლობის 32 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 პროექტი. თავდაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით მიმდინარეობს 39 ერთეული საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რაც დასრულდება 2022 წელს და 1000-მდე სამხედრო ოჯახი მიიღებს ბინას. ლოგისტიკური ქვედანაყოფების განვითარებას ხელს უწყობს თურქეთის რესპუბლიკის მიერ გამოყოფილი გრანტით მიღებული სპეცტექნიკა: სულ 2021 წელს მიღებულია 25 ერთეული სატრანსპორტო, სარემონტო, საინჟინრო და სხვა სახის სპეციალური ტექნიკა. დახმარების აღნიშნული პროგრამა გრძელდება 2022 წელსაც. თავდაცვის სისტემის თითოეული მოსამსახურისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ღირსეული სოციალური პირობების შექმნა მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. უწყვეტად მიმდინარეობს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციისა და საპროთეზო-ორთოპედიული დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის პროცესი. 2021 წელს, სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის მიერ ინიციირებული საკანონმდებლო ბაზის ცვლილების შედეგად, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო სამსახურში ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსის გავლის შესაძლებლობა მიეცათ აქტიურ სამხედრო სამსახურში მყოფ და თავდაცვის ძალების სამოქალაქო შტატზე დასაქმებულ დაჭრილ და დაშავებულ მოსამსახურეებს. საანგარიშო პერიოდში სარეაბილიტაციო ცენტრის მომსახურებით უკვე ისარგებლა 20-მა დაჭრილმა/დაშავებულმა მოსამსახურემ. საანგარიშო პერიოდში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით გაიგზავნა 8 დაჭრილი/დაშავებული სამხედრო მოსამსახურე და ერთი ოჯახის წევრი. ასევე 9 სამხედრო მოსამსახურეს თურქი სპეციალისტის მიერ ჩაუტარდა თვალის რეპროთეზირება. თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, საანგარიშო პერიოდში თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით ისარგებლა 2182-მა ბენეფიციარმა (სწავლა დაუფინანსდა 1911 ბენეფიციარს, სტიპენდია გაიცა 271 ბენეფიციარზე). საბრძოლო მზადყოფნის დონის ასამაღლებლად მთავრობის პრიორიტეტია თავდაცვითი შესაძლებლობებისა და ძალთა გამაძლიერებლების განვითარება, ამ მხრივ კი განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება შეიარაღების სისტემების შეძენასა და მოდერნიზაციას. საანგარიშო პერიოდში ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა საჰაერო თავდაცვის, ჯავშანსაწინააღმდეგო, სადაზვერვო და საინჟინრო შესაძლებლობების განვითარებასთვის. ავიაციის განვითარების მიზნით, 2022 წლის მაისის მონაცემებით, 5 ერთეულ სუ-25 ტიპის, 4 ერთეულ ან-2 ტიპის თვითმფრინავებზე, 3 ერთეულ მი-24 ტიპის მოიერიშე შვეულმფრენსა და 3 ერთეულ UH სატრანსპორტო შვეულმფრენებზე ძირითადი სარემონტო/მოდერნიზაციის განხორციელდა. 33 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 სამუშაოები საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის სისტემის განვითარებისთვის უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება − „დიდგორი 2021-ის“ პროცესში დაიხვეწა თავდაცვის ძალების მართვის პროგრამული უზრუნველყოფა. ჩამოყალიბდა რეინჯერთა ბატალიონი და დაიხვეწა ს.ო.ძ.-ის საშტატო სტრუქტურა. თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები დაკომპლექტდა სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი“ მედევაკით. თავდაცვის ძალებში ჩამოყალიბდა როლი 2 დონის (მობილური ლიმიტირებული ჰოსპიტალური შესაძლებლობების ქვედანაყოფი) სამედიცინო ქვედანაყოფები, მიმდინარეობს მათი თანამედროვე ტექნიკა-აპარატურითა და ინვენტარით უზრუნველყოფა. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სამხედრო სავალდებულო სამსახურის სისტემის განვითარებასა და რეზერვისა და მობილიზაციის არსებული სისტემის გამართვაზე. ბოლო დროს გადაგმული ნაბიჯების შედეგად სავალდებულო სამხედრო სამსახურის პირობები მნიშვნელოვანად გაუმჯობესდა. გაიზარდა წვრთნების ხარისხი, გაუმჯობესდა წვევამდელთა სოციალური პირობები. ამასთან, რეგიონის უსაფრთხოების გარემოს ცვლილების გამო, თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო წინა საანგარიშო პერიოდში შემუშავებული თავდაცვის კოდექსის პროექტის გადასინჯვა. რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის გაუმჯობესების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა საკონტრაქტო-პროფესიულ და აქტიურ სარეზერვო სამსახურში მსურველთა რეკრუტირების პროცესი. საანგარიშო პერიოდში რეკრუტირებულია 2000-ზე მეტი მსურველი. პარტნიორებს შორის სტრატეგიული დონის ინფორმაციის მიმოცვლისა და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განსაზღვრის თვალსაზრისით, 2021 წელს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, სსიპ − კიბერუსაფრთხოების ბიუროს მიერ ორგანიზებულ იქნა საერთაშორისო კიბერკონფერენცია „Intermarium Cyber Security Forum 2021“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 60-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ღონისძიების თემატიკა ფოკუსირებული იყო კიბერთავდაცვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: ჰიბრიდული გამოწვევები, კიბერსარდლობა, კიბერშეტევები, თავდაცვითი სტრატეგიები, თანამედროვე ტენდენციები კიბერსივრცეში და სხვა; კიბერუსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის შექმნის მიზნით, საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა აქტიური თანამშრომლობა გაერთიანებული სამეფოს ექსპერტებთან. მათი ჩართულობით შერჩეულ იქნა ტერიტორია, სადაც აშენდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შენობა და ინფრასტრუქტურა, და მოეწყობა საოპერაციო სივრცე. თემატური მიმართულებით შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, კიბერუსაფრთხოების გაწევრიანდა ბიურო ევროკავშირის პროექტში − „EU-HYBNET“. პროექტი სპეციალიზდება ჰიბრიდული საფრთხეების კვლევაზე, რისთვისაც პროექტის წევრ ორგანიზაციებს შორის ხდება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. 2021 წელს კიბერუსაფრთხოების ბიურო, საქართველოს სახელით, ლიეტუვასთან, აშშ-სა და უკრაინასთან ერთად გახდა რეგიონალური კიბერთავდაცვის ცენტრის (RCDC) წევრი. ცენტრის მუშაობა ორიენტირებულია კიბერინციდენტების იდენტიფიცირებაზე, ანალიზსა და ინფორმაციის გაზიარებაზე ცენტრის წევრ სახელმწიფოებს შორის. 34 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე პარტნიორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებთან ინფორმაციის მიმოცვლის კუთხით, ბიურო მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტებში: ნატოს გონივრული თავდაცვის პროექტ „მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის გაცვლის პლატფორმა“ MISP-ისა და ევროკავშირის Twining-ის პროექტში. კიბერელემენტების სამხედრო ოპერაციებში ინტეგრირების მიზნით, ბიუროს წარმომადგენლობა აქტიურ მონაწილეობას იღებდა როგორც ეროვნულ სწავლებებში, ასევე საერთაშორისო სწავლება Maple Arch 2021-ში. ეროვნული თავდაცვის აკადემიის ეროვნული რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამისა და ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში დაინერგა კიბერუსაფრთხოების სასწავლო მოდული. მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება ადამიანური რესურსების განვითარების მიმართულებით. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში შემუშავდა და დამტკიცდა „სამხედრო მოსამსახურეთა კარიერის ტრანზიციის კონცეფცია“. კონცეფციის მიზანია, სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეთა სამოქალაქო ცხოვრებასა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და მათი შრომითი უფლებების სრულად რეალიზება. საანგარიშო პერიოდში, ადამიანური რესურსების მართვის და თავდაცვის სისტემაში განათლების ხელშეწყობის მიზნით, დაიხვეწა კონცეპტუალური ჩარჩო. თავდაცვის სამინისტრო თანამშრომლობს NATO DEEP (Defence Education Enhancement programme) პროგრამასთან, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სამხედრო განათლების სასწავლო პროგრამებში კეთილსინდისიერების ამაღლებისა და ანტიკორუფციული საკითხების ინტეგრირება. ასევე მუშაობა მიმდინარეობს NATO კეთილსინდისიერების (BI) პროგრამასთან ერთად BI კურსებისა და ტრენერების ტრენინგების დანერგვის შესაძლებლობებზე. მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ჯარის პოპულარიზაციას. თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შესაძლებელია როგორც სამხედრო სამსახურში გაწვევის მსურველთა პირველადი რეგისტრაცია, ასევე საინფორმაციო აქტივობების განხორციელება, რაც გულისხმობს ვიდეორგოლების, საინფორმაციო დაფების, შტენდერებისა და ბუკლეტების განთავსებას მათ ყველა ფილიალში. ასევე გორში, ქუთაისსა და ბათუმში არსებულ რეკრუტირების ცენტრებს დაემატა ორი ახალი ცენტრი ბათუმსა და თელავში. თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციისა და რეფორმების შესახებ საზოგადოებას მიეწოდებოდა სრული და ამომწურავი ინფორმაცია სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების საშუალებით (სოციალური მედია, ტელევიზია, ოფიციალური ვებგვერდი, უწყებრივი ორენოვანი ჟურნალი). ამასთან, ჯარის პოპულარიზაციის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობდა მასშტაბური საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში სამხედრო მოსამსახურეებმა მოქალაქეებთან პირისპირ შეხვედრები გამართეს, ასევე დაიბეჭდა და გავრცელდა შესაბამისი საინფორმაციო მასალები, სარეკლამო ვიდეორგოლები, რომლებიც პერიოდულად განთავსდა მედიაში. 35 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 ქვეყნის მასშტაბით, სამხედრო საკონტრაქტო სამსახურთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს მასშტაბური საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში სამხედრო მოსამსახურეებმა მოქალაქეებთან პირისპირ შეხვედრები გამართეს, დაიბეჭდა და გავრცელდა შესაბამისი საინფორმაციო მასალები, სარეკლამო ვიდეორგოლები პერიოდულად განთავსდა მედიაში. 2021 წლის განმავლობაში გამოიცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პერიოდული ჟურნალის − „ქართული ჯარი“ 3 (ქართულ და ინგლისურ ენებზე) ნომერი და გამოსაცემად მზადდება მეოთხე. ჟურნალი თავდაცვის ძალებსა და რეგიონში თავდაცვისა და უსაფრთხოების თემებზე ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. მედიის წარმომადგენლებში თავდაცვისა და უსაფრთხოების თემების პოპულარიზაციისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდების გაცნობის მიზნით, ჩატარდა მედიასწავლება − „ღირსეული პასუხი 2021“ სამხედრო, თავდაცვისა და უსაფრთხოების თემატიკით დაინტერესებული უკვე მოქმედი და მომავალი ჟურნალისტებისთვის. მთავრობის პრიორიტეტია სამხედრო მრეწველობის განვითარება. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ საქმიანობის ძირითად სფეროს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დიზაინის შექმნა, აწყობა და სერიული წარმოება განეკუთვნება. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ახალი სადაზვერვო მანქანა, რომელიც „დელტას“ საწარმოში ქართველი სპეციალისტების მიერ შეიქმნა. აღნიშნული ჯავშანტექნიკა უკვე გადაეცა თავდაცვის სამინისტროს. სამომავლოდ კი, მანქანის სერიული წარმოება და ექსპორტზე გატანაა დაგეგმილი. საანგარიშო პერიოდში მრავალმიზნობრივ საქართველოს პლატფორმაზე თავდაცვის შექმნილი ძალებს „დელტას“ კავშირგაბმულობის მიერ წარმოებული მანქანები გადაეცა. ინტეგრირებული ქსელების მანქანა თავდაცვის ძალების მოთხოვნებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით დაპროექტდა და შეიქმნა. 2022 წლიდან დელტაში ნატოს სტანდარტის ავტომატური შაშხანის GI-4-ის წარმოება დაიწყო. ახალი ქართულ-ებრაული საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ჩარხ-დანადგარებით. აღსანიშნავია, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სრული ტექნოლოგიური პროცესი საქართველოში მიმდინარეობს. „დელტას“ მიერ კაპიტალურად გარემონტდა სეტყვის საწინააღმდეგო 84 დანადგარი, შეძენილ იქნა 5 000-ზე მეტი რაკეტა. ინფორმაციის სწრაფი მიღებისა და დამუშავების მიზნით, მართვის ცენტრს ჩაუტარდა პროგრამული მოდერნიზაცია, გერმანელი სპეციალისტის მიერ განხორციელდა რადარის ნაწილობრივი განახლება. აღნიშნულ პერიოდში „დელტა ტექსტილის“ მიერ საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის მაღალი ხარისხის ტანსაცმელი და ეკიპირება შეიკერა. ასევე „დელტას“ საწარმოებში მიმდინარეობს ჯავშანჟილეტების, ჯავშანჩაფხუტებისა და სასწავლო ხელყუმბარების დამზადება, რომლებიც პერიოდულად გადაეცემა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებს. 36 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 ასევე აქტიურად მიმდინარეობდა დედოფლისწყაროსა და ფონიჭალის ბაზებზე ვადაგასული საბრძოლო მასალების უტილიზაციის პროექტი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია ITF-სთან თანამშრომლობით ხორციელდება. 1.4.  უსაფრთხოება და მართლწესრიგის დაცვა მიმდინარეობს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის პოლიტიკისა და ინსტიტუციური გაძლიერების პროცესი. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კოორდინაციითა და სამოქალაქო საზოგადოებისა და უცხოელი პარტნიორების აქტიური ჩართულობით, შემუშავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია. პროცესში აქტიურად მონაწილეობდა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI). დოკუმენტის საბოლოო ვერსია დამატებით განახლდა უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული აგრესიისა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევების შესაბამისად. ამ ეტაპზე დოკუმენტი მზად არის დამტკიცების პროცედურების დასაწყებად. ასევე მიმდინარეობს საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლება. ბოლო პერიოდში უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვანი ცვლილების ფონზე, მოცემული ეტაპისთვის, ხდება დოკუმენტის სათანადო ნაწილების გადახედვა და არსებულ გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანა. მუშაობის დაწყება იგეგმება ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების მიზნით. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 30 სექტემბრის №482 დადგენილებით დამტკიცდა „საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2021 − 2024 წლების ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა“ და დაიწყო იმპლემენტაციის აქტიური ფაზა. „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 23 თებერვლის №85 დადგენილებით დამტკიცდა „კომპიუტერული ინციდენტების კლასიფიცირების წესი“, რომელიც განსაზღვრავს სავალდებულო კრიტერიუმებს, რითაც ინციდენტზე მოპასუხე დაწესებულება განსაზღვრავს ინციდენტის სიმძიმეს მისი შესაბამისი კლასიფიცირებისთვის. 1.4.1. საზოგადოების უსაფრთხოება და მართლწესრიგი ქვეყანაში უსაფრთხო გარემოსა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარეობს მნიშვნელოვანი რეფორმები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომელიც საპოლიციო საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს. გაგრძელდა ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებების მკაფიო გამიჯვნის პროცესი. ასევე გრძელდება საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის განვითარება და 37 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის გაფართოება, რომლის უმთავრესი ამოცანაა დანაშაულის პრევენცია. აღსანიშნავია, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში განხორციელდა მართლწესრიგის ოფიცრის რეფორმა და მართლწესრიგის ინსტიტუტი დედაქალაქის მასშტაბით სრულად ამოქმედდა. მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან მართლწესრიგის ოფიცრები თბილისის ყველა რაიონში მუშაობენ. გარდა ამისა, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისო დონორების დაფინანსებით განხორციელდა არაერთი სასწავლო კურსი მართლწესრიგის ოფიცრების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება გამოძიების ხარისხის ზრდა. ამ მიმართულებით 2021 წლის 24 ნოემბერს საქართველოს პარლამენტს წარედგინა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს საგამოძიებო მექანიზმის გაძლიერებას და ემსახურება გამოძიების პროცესში გამომძიებელსა და პროკურორს შორის უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობების გამიჯვნას, გამოძიების პროცესში გამომძიებლის როლის გააქტიურებასა და მისი დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას. გამოძიების ხარისხის მონიტორინგის სისტემის დახვეწის მიზნით, საანგარიშო პერიოდში მომზადდა და პოლიციელთათვის ხელმისაწვდომი გახდა შემდეგი რეკომენდაციები:  შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ოქმის შედგენის შესახებ;  გამოძიების ეტაპზე შშმ არასრულწლოვანთა ეფექტიანი ჩართულობის შესახებ;  გამოძიების ეტაპზე შშმ პირთა ეფექტიანი ჩართულობის შესახებ. გრძელდება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების მიმართულებით. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ჩატარდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ან სავარაუდო მსხვერპლი ბავშვის NICHD პროტოკოლით გამოკითხვის მეთოდის შემსწავლელი ტრენინგკურსი და გადამზადდა აღმოსავლეთ საქართველოს 9 გამომძიებელი, რომლებიც ასევე სერტიფიცირებულნი არიან სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის გამოძიების კუთხით. 2022 წლის 25 მარტს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, დამტკიცდა არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტების გამოძიების სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (SOP). საანგარიშო პერიოდში განხორციელდა კამპანია − „ნუ წაართმევ ბავშვობას“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები შეხვდნენ სკოლის მოსწავლეებს, სამედიცინო პერსონალს, მასწავლებლებს, სტუდენტებსა და სამიზნე აუდიტორიის სხვა წარმომადგენლებს მთელი საქართველოს მასშტაბით. პარალელურად მიმდინარეობს გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლება არასრულწლოვანთა დანაშაულის სპეციფიკასთან დაკავშირებით. ხორციელდება გამომძიებელთა სწავლება ისეთ 38 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 პრობლემატურ საკითხებზე, როგორიცაა: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და გამოძიების ტექნიკები, არასრულწლოვანთან მუშაობის ფსიქოლოგიური ასპექტები, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნების გამოკითხვა/დაკითხვა და სხვა. პოლიციელთა გადამზადება არასრულწლოვანთა ეტაპობრივად მიმდინარეობს მართლმსაჯულების პროცესის განმახორციელებელ სპეციალიზებულ პოლიციელთა და გამომძიებელთა მომზადების პროგრამის ფარგლებში. საანგარიშო პერიოდში სსიპ − საქართველოს შსს აკადემიაში გადამზადდა 117 მსმენელი. სასაზღვრო პოლიციის რეფორმა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზღვრის ინტეგრირებული მართვის ეფექტიანი და სრულყოფილი სისტემის დანერგვისა და საზღვართან დაკავშირებული დანაშაულის შემცირებისა და პრევენციის მექანიზმის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში შემუშავდა საზღვრის ეფექტიანი მართვისა და შიდაუწყებრივი კოორდინაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც, ამავე დეპარტამენტში შეიქმნა საზღვრის მართვისა და კოორდინაციის სამმართველო. საანგარიშო პერიოდში სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სახმელეთო საზღვრის დაცვის, სასაზღვრო ავიაციისა და სანაპირო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებისა და ადამიანური რესურსების მართვის განვითარების მიმართულებით. ასევე მიმდინარეობს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის (JMOC) შემდგომი განვითარება. სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით საანგარიშო პერიოდში განხორციელდა სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები:  დასრულდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ახალციხის სამმართველოს სექტორ „ნიალას“ მშენებლობა;  წითელი ხიდის სამმართველოს სასაზღვრო სექტორს − „წითელ ხიდსა“ და ლაგოდეხის სამმართველოს სექტორს − „ომალოს“ ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები;  განხორციელდა სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს ტერიტორიაზე არსებული ასაფრენი ზოლის რემონტი;  განხორციელდა წითელი ხიდის სამმართველოსა და სასაზღვრო სექტორის („ირგანჩაი“) გაზიფიცირება. ასევე განხორციელდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მესაზღვრეთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის (საანგარიშო პერიოდში სასაზღვრო პოლიციაში საბიუჯეტო ასიგნებებით განხორციელდა 1 098 745 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები). „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებაში განხორციელდა ცვლილებები: 39 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2  მკაფიოდ განისაზღვრა საქართველოს სახმელეთო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში, როგორც ფიზიკური და იურიდიული პირ(ებ)ის, სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის შესვლის, დროებითი ყოფნისა და გადაადგილების, აგრეთვე სამეურნეო, სარეწი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განსახორციელებლად შესაბამისი შეტყობინების განხორციელების წესები;  განიმარტა ტერმინი „სასაზღვრო რეჟიმი“ და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფლებამოსილება განისაზღვრა სასაზღვრო რეჟიმის დაცვის კუთხით;  დამტკიცდა სასაზღვრო ზოლისა და სასაზღვრო ზონის აღმნიშვნელი გამაფრთხილებელი ნიშნების ფორმები და დაიწყო მათი მონტაჟი, რაც დადებით როლს შეასრულებს სახმელეთო საზღვრის დაცვისა და კონტროლის მიმართულებით. დამტკიცდა სასაზღვრო ზოლსა და ზონაში შესვლის, დროებითი ყოფნისა და გადაადგილების საშვის გაცემის პროცედურა, რომლის საფუძველზეც 2022 წლის 1 მაისიდან საქართველოს სახმელეთო საზღვარზე, სასაზღვრო ზონასა და ზოლში შესვლის მსურველებმა უნდა შეავსონ განახლებული ფორმის განაცხადი. 2022 წლის 1 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობით ადმინისტრაციულ შემუშავებული სამართალდარღვევათა საკანონმდებლო კოდექსში. ცვლილებები ცვლილების თანახმად, საქართველოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის დაწესდა განსხვავებული ოდენობის ჯარიმები, რომლის ოდენობაც დამოკიდებული იქნება დამრღვევის მიერ განხორციელებულ ქმედებაზე. განახლდა სასაზღვრო პოლიციის დაკვირვებისა და აღმოჩენის საშუალებები: მახე-კამარები, თერმული ხედვისა და ღამის ხედვის აღჭურვილობა. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია სწრაფი რეაგირების გაძლიერება, სტანდარტული სამოქმედო პროცედურების დოკუმენტისა და პროფესიული განვითარების პროგრამის შემუშავება და საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოფა; მიმდინარებს მუშაობა წითელი ხიდის სამმართველოს 2 სექტორის − „ვახტანგისი“ და „ჭანარი“ დასაცავ მონაკვეთებზე თანამედროვე, ელექტრონული დაკვირვების სისტემის მოწყობისთვის საჭირო აღჭურვილობის შესყიდვასა და განთავსებაზე. შესაძლებლობების განვითარების მიზნით, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დონორობით სასაზღვრო პოლიციას გადაეცა 2 წყალმზიდი და 8 მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომობილი, ხოლო ევროკავშირის დახმარებით − 2 ავტობუსი. აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით, სასაზღვრო პოლიციის ბათუმისა და ახალციხის სამმართველოებს გადაეცათ FLIR მულტისენსორული კამერებით აღჭურვილი მაღალი გამავლობის 2 მობილური დაკვირვების ავტომანქანა. 40 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 საქართველო-თურქეთის 2021 წლის სამხედრო თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმის თანახმად, 2021 წლის 2 − 4 ნოემბერს ახალციხეში (სასაზღვრო სექტორ „ვალეს“ მიმდებარედ), ჩატარდა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის „სასაზღვრო ქვედანაყოფების ერთობლივი წვრთნა - 2021“. წვრთნაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სასაზღვრო ოცეულებმა (თითო ქვეყნიდან 22 მოსამსახურე). ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის სასაზღვრო სექტორებზე დისტანციური სწავლების სისტემის დანერგვის მიზნით, სასაზღვრო პოლიციას გადაეცა შესაბამისი აღჭურვილობა. აშშ-ის ევროპულ სარდლობასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის შემდეგი სექტორების მშენებლობაზე:  ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორი „ომალო“;  ბარისახოს სამმართველოს სასაზღვრო სექტორი „ჭიმღა“;  ჯავა-ონის სამმართველოს სექტორი „მამისონი“. გახანგრძლივდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შენაერთისა და მცურავი საშუალებისთვის საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებსა და ღია ნავსადგურებში შესვლისა და რეიდზე დგომის ერთწლიანი ნებართვა. საქართველოს სანაპირო დაცვას 2021 წლის მაისში დაემატა თანამედროვე სწრაფმავალი ტიპის 4 კატარღა „SAFE 27 FULL CABIN“. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ტაქტიკურმა ჯგუფებმა დაასრულეს NATO-ის ოპერაციული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&F) მე-2 დონის შეფასების მე-2 საფეხური (NEL – 2). აღნიშნული წარმოადგენს შეფასების პროგრამის ბოლო ფაზას, რაც ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) გადაწყვეტილებით, საქართველოს მიანიჭებს ოფიციალური პარტნიორის სტატუსს NATO-ის საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში − „ზღვის მცველი“ მონაწილეობის მისაღებად. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადარაჯო ხომალდებმა − „ოჩამჩირემ“ (P– 23) და „დიოსკურიამ“ (P-25) წარმატებით გაიარეს NATO-ის ოპერაციული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E & F) პირველი დონის შეფასება. აღნიშნული პროგრამა მოიცავს ორ დონეს, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადარაჯო ხომალდებს მიენიჭებათ NATO-ს რეაგირების ძალების (NRF) სტატუსი. აშშ-ის საელჩოს თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის კოორდინაციითა (ODC) და აშშ-ის ევროპული საზღვაო სარდლობის (USNAVEUR) მხარდაჭერით, შავ ზღვაზე ვითარების გაცნობიერების გაზრდის (MDA) ფარგლებში, მიმდინარეობს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის საკომუნიკაციო და საზღვაო მონიტორინგის შესაძლებლობების გაუმჯობესება. 41 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 2021 წლის 27 − 30 სექტემბერს ბათუმის ნავსადგურს ეწვია NATO-ის მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2), 5 სამხედრო ხომალდის (ესპანეთი, იტალია, ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი) შემადგენლობით. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა ერთობლივი წვრთნები. 2021 წლის 26 ივნისს, სანაპირო დაცვამ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ხომალდს − „HMS DEFENDER-ს“ უმასპინძლა და ხომალდის ეკიპაჟთან ერთად შავ ზღვაზე ერთობლივი საზღვაო წვრთნები გამართა. 2022 წლის 11 აგვისტოს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის სამეთაურო ხომალდი − USS Mount Whitney (LCC 20) და საზღვაო ხომალდი − USS Porter (DDG 78) ესტუმრნენ. სანაპირო დაცვის სადარაჯო ხომალდებმა − „ოჩამჩირე“ (P–23) და „დიოსკურია“ (P–25), ასევე აბორდაჟის ტაქტიკურმა ჯგუფებმა მონაწილეობა მიიღეს უკრაინაში გამართულ მრავალეროვნულ სწავლებაში − „SEA BREZEE – 2021“ (2021 წლის 29 ივნისი − 16 ივლისი). სანაპირო დაცვის სადარაჯო ხომალდმა − „ოჩამჩირემ“ (P–23) მონაწილეობა მიიღო ბულგარეთში გამართულ მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში „BREEZE – 2021“ (2021 წლის 29 ივლისი). სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ტაქტიკური ჯგუფის 13-მა მოსამსახურემ მონაწილეობა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტის (US NAVY AFRICA) ორგანიზებით ჩატარებულ სწავლებაში − „Cultural EX- PRESS 21“. 2022 წლის 14 − 25 მაისს განხორციელდა მრავალეროვნული სწავლება „ნატო-საქართველო 2022“, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტმა პირველად მიიღო მონაწილეობა. 2021 წლის მარტიდან საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრში საპილოტე რეჟიმში ამოქმედებულია ცენტრის ინფორმაციის რეგისტრაციისა და ანალიტიკური დამუშავების პროგრამული უზრუნველყოფა. აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით, 2021 წლის 13 − 16 სექტემბერს გაიმართა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის უწყებათაშორისი სამაგიდო სწავლება (JMOC TTX 2021). რუმინეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა (RoAid) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას შორის 2020 − 2023 წლებისთვის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, რუმინულმა მხარემ შეისყიდა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას უსასყიდლოდ გადასცა მყვინთავთა აღჭურვილობა. ასევე ჩატარდა მყვინთავთა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტრენინგი, რომელშიც სასაზღვრო მონაწილეობა პოლიციის სანაპირო მიიღო დაცვის დეპარტამენტის 8 მოსამსახურემ. ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის ძალისხმევითა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, დაიწყო საქართველოს შინაგან 42 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი, რომლის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციისთვის ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვის ვერტმფრენების (BELL 206 JetRanger) გადმოცემა იგეგმება. საპატრულო პოლიციის რეფორმა აქტიურად მიმდინარეობს საპატრულო პოლიციის რეფორმა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის კონცეფციის დანერგვის პროცესი მიმდინარეობს შიდა ქართლის რეგიონში, სადაც სარემონტო სამუშაოები უკვე სრულდება. 2022 წელს ახალი ერთიანი მომსახურების ცენტრის განყოფილების გახსნა იგეგმება შიდა ქართლისა და აჭარის რეგიონებში, კერძოდ, გორსა და ბათუმში. განხორციელდა შშმ პირების მიერ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურისა და ერთიანი მომსახურების სერვისების მიწოდებისას ხელმისაწვდომობისა და საჭიროების შეფასება. აგრეთვე დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობასთან ეტლით მოსარგებლეთათვის განთავსდა ლიფტი და მოეწყო ტაქტილური ბილიკები. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრში დანერგილია ჟესტური ენით მომსახურების სერვისი და, შესაბამისად, ცენტრის სერვისები ადაპტირებულია ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის. დაინერგა საჯარო სექტორის ხარისხის მართვის საერთაშორისო მექანიზმი − შეფასების ერთიანი სისტემა (CAF) და ცენტრის თანამშრომლებმა გაიარეს შშმ პირებთან კომუნიკაციის, ქცევის პროტოკოლისა და ეთიკის სასწავლო კურსები. ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის მოდელი შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო (Intelligence-Led Policing) კონცეფციის იმპლემენტაციის მიმართულებით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2021 წლის 11 ივლისს დაამტკიცა ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის სტრატეგია, რომლის მთავარი მიზანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ანალიტიკური ქსელის დანერგვა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტის მიერ, საქართველოში ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშში დადებითად შეფასდა აღნიშნული მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება აქტიურად გრძელდება მუშაობა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გაძლიერებაზე. საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2021 − 2024 წლების ეროვნული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა. მუშაობა მიმდინარეობს 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის პროექტზე. 43 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 ასევე მთავრობა უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს კანონსაწინააღმდეგო ორგანიზებულ ჯგუფებსა და მათ ლიდერებთან. 2021 წლის 1 ივნისიდან დღემდე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 3 კანონიერი ქურდი, ასევე ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის, ქურდული სამყაროსადმი მიმართვისა და მხარდაჭერის ფაქტზე დაკავებულ იქნა 106 პირი. გარდა ამისა, დაწყებულია საინფორმაციო კამპანია, სლოგანით − „იცოდე, რომ კანონი გიცავს!“. კამპანია მიზნად ისახავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული საფრთხეებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ამ კუთხით განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული შედეგების შესახებ. ნარკოპოლიტიკის დახვეწა და ნარკოდანაშაულთან ბრძოლა ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის შემდგომი დახვეწის მიზნით, გაგრძელდა მუშაობა სტრატეგიულ დოკუმენტებზე და შემუშავდა 2022 − 2026 წლების ანტინარკოტიკული სტრატეგიის სამუშაო ვერსია. სტრატეგიის პრიორიტეტები მოიცავს პრევენციული პროგრამების გაძლიერებას ყველა რგოლში, საჭიროების მქონე პირთათვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო სერვისების მიწოდებას, ზიანის შემცირების პროგრამების მხარდაჭერას, მიწოდებასთან ბრძოლის კომპონენტებსა და სტრატეგიული დოკუმენტების შესრულების მონიტორინგს, შეფასებასა და თემატური კვლევების მხარდაჭერას. ასევე შემუშავდა ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც წარმოადგენს ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის 2021 − 2026 წლების სტრატეგიის იმპლემენტაციის მიზნით შექმნილ დოკუმენტს. 2021 წლის ბოლოს მომზადდა სამუშაო დოკუმენტის პროექტი (Working Arrangement) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრს (EMCDDA) შორის, რომლის გაფორმება იგეგმება მხარეებს შორის 2022 წელს. გააქტიურდა ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მუშაობა ქვეყანაში არსებული ტენდენციების გამოკვეთისა და ეროვნულ დონეზე არსებული ნარკოვითარების შესწავლის მიმართულებით. ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრთან თანამშრომლობით, მომზადდა თემატური კვლევები ნარკოდამოკიდებულთა სამკურნალო დაწესებულებათა მუშაობის ხარისხისა და ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების თავისებურებების შესახებ. შემუშავდა ნარკოტიკების საინფორმაციო სისტემის 2022 − 2025 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩამოყალიბდება ანალიზისთვის, სინთეზისა სისტემა და ნარკოვითარების შესახებ ინტერპრეტირებისათვის, რაც არსებული მონაცემების საფუძვლად დაედება მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის წარმოებას. ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით გამკაცრდა კანონმდებლობა და ნარკოტიკების გასაღებისთვის სასჯელის მინიმალურ ოდენობად განისაზღვრა 10 წელი, ცალკეულ შემთხვევებში სასჯელი უფრო მკაცრია და უვადო თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში დაკავებულ იქნა 149 ნარკორეალიზატორი და ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობაში ჩართული 19 პირი, გამოვლინდა 7 ინტერნეტნარკოსარეალიზაციო მაღაზია, ე. წ. „დრაგშოპი“ და 1 ნარკოლაბორატორია, უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ იქნა: 17,5 კილოგრამი 44 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 ჰეროინი, 1,5 კილოგრამი ალფა პვპ, 12,5 კილოგრამი კოკაინი, 5 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და სხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველო აქტიურად და წარმატებულად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან. საანგარიშო პერიოდში, სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე განხორციელდა ერთობლივი საერთაშორისო კონტროლირებადი მიწოდება, მაგალითად, 2021 წლის ივლისში განხორციელებული საერთაშორისო კონტროლირებადი მიწოდების ფარგლებში უკრაინის რესპუბლიკაში ამოღებულ იქნა 368 კგ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომელიც დასავლეთ ევროპისთვის იყო განკუთვნილი და დაკავებულ იქნა ორგანიზებული დაჯგუფების ორი წევრი. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, გაგრძელდა ნარკოდანაშაულის გამოძიების საკითხებზე გამომძიებელთა გადამზადება. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ანგარიშის თანახმად, მსგავსად 2016 − 2020 წლების შეფასებისა, საქართველომ ევროკავშირის სხვადასხვა სახელმწიფოს გვერდით კვლავ დაიკავა მოწინავე პოზიცია ე. წ. პირველ კალათაში, რაც მიუთითებს სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანობაზე ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ. აღსანიშნავია ისიც, რომ 2018 − 2021 წლების ანგარიშებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის მხოლოდ საქართველო იკავებს ადგილს უმაღლეს საფეხურზე. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში მომზადდა სახელმძღვანელო დოკუმენტები შრომის ინსპექტორებისთვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიცირების მობილური ჯგუფებისა და მუდმივმოქმედი ჯგუფისათვის. ასევე განახლდა ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიცირების სპეციალური კითხვარი. გრძელდება ცნობიერების ასამაღლებელი ასამაღლებელი აქტივობები და სამთავრობო ტრეფიკინგის უწყებების თანამშრომელთა იდენტიფიცირებისა და კვალიფიკაციის მასზე ეფექტიანი რეაგირებისათვის. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შექმნილი 6 მობილური ჯგუფის მიერ ტრეფიკინგის ფაქტების პროაქტიურად გამოვლენის მიზნით, სანგარიშო პერიოდში შემოწმდა ტრეფიკინგის რისკის შემცველი 83 ობიექტი და განხორციელდა რისკჯგუფს მიკუთვნებული 254 მოქალაქის გამოკითხვა, მათ მიმართ შესაძლო განხორციელებული ტრეფიკინგის ფაქტის გამოვლენის მიზნით. ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ იქნა 6 პირი. დამატებით, ტრეფიკინგის საფრთხეებისა და მისგან თავის დაცვის საშუალებების შესახებ საინფორმაციო ბროშურები დაურიგდა 1204 მოქალაქეს. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემების მოსაგვარებლად. ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების ყველა სახის ძალადობისგან, მათ შორის, ადამიანით ვაჭრობისგან (ტრეფიკინგისგან) დაცვის მიზნით, შემუშავდა 2022 − 2026 წლების 45 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 სტრატეგია და მისი შესრულების 2022 − 2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც უახლოეს მომავალში დამტკიცდება. სსიპ − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბაზაზე გრძელდება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სერვისების მიწოდება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა და დაზარალებულთათვის − მოქმედებს 2 თავშესაფარი, 5 კრიზისული ცენტრი, სამედიცინო, იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარება, ერთჯერადი სახელმწიფო კომპენსაცია 1000 ლარის ოდენობით, ასევე სარეაბილიტაციო- სარეინტეგრაციო ღონისძიებები. თანამშრომლობა საერთაშორისო საპოლიციო სტრუქტურებთან საპოლიციო და სამართალდამცავ სფეროში ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მუდმივად იზრდება სამინისტროს მიერ პარტნიორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებთან გაფორმებული შეთანხმებების/მემორანდუმების რაოდენობა. 2021 წლის ივლისის თვეში ხელი მოეწერა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის პოლიციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მხარეთა თანამშრომლობას ორგანიზებულ დანაშაულთან, ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან), ნარკოტიკულ დანაშაულთან, კიბერდანაშაულთან და სხვა სახის სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლაში. გარდა აღნიშნულისა, ორგანიზებული დანაშაულისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ფრანგი კოლეგების მხარდაჭერის მიზნით, 2019 წელს გაფორმებული ადმინისტრაციული შეთანხმების საფუძველზე, 2021-2022 წლებშიც გაგრძელდა სამინისტროს მოსამსახურეების გრძელვადიანი მივლენა საფრანგეთის რესპუბლიკაში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 თანამშრომელი მივლენილ იქნა საფრანგეთის ეროვნულ პოლიციაში, ხოლო 1 თანამშრომელი − საფრანგეთის ჟანდარმერიაში. კვლავაც გრძელდება პოლიციის ატაშეების ქსელის განვითარება, კერძოდ, ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოს პოლიციის ატაშეები მივლენილნი არიან 16 ქვეყანაში (ჯამში ფარავენ 24 ქვეყანას). საანგარიშო პერიდოში სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის მიერ სხვადასხვა არხით მიღებულ იქნა 8 623 მოთხოვნა და დამუშავდა ინფორმაცია 11 863 პირის შესახებ. ასევე, საანგარიშო პერიოდში, უშუალოდ ატაშეების ჩართულობით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ჩატარდა 11 ერთობლივი საპოლიციო ღონისძიება, რომლის ფარგლებში დაკავებულ იქნა საქართველოს 47 მოქალაქე და 1 კანონიერი ქურდი. ამავე პერიოდში, საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებთან გაიმართა 60 შეხვედრა. 2021 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს 148 თანამშრომელს ჩაუტარდა ტრენინგები 46 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში უვიზო მიმოსვლის ფარგლებში გამგზავრების პირობების შესახებ. ევროპის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში, საქართველოდან არალეგალი მიგრანტების ნაკადის შემცირების მიზნით (გასვლის კონტროლი), ევროკავშირის/შენგენის ასოციირებული ქვეყნების აეროპორტებში დამატებით ექსპერტებად განთავსებულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. საანგარიშო პერიოდში, ევროკავშირის/შენგენის ზონაში გასვლაზე უარი ეთქვა საქართველოს 2 636 მოქალაქეს. საქართველოს მიერ გაფორმებული რეადმისიის შეთანხმებების ფარგლებში, საანგარშო პერიოდში, განხილულ იქნა განაცხადი 2 347 პირზე, საიდანაც დაკმაყოფილდა 2 303 განაცხადი. ადამიანური რესურსების მართვის ქმედითი სისტემა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების მოზიდვის, ასევე არსებული კადრების მოტივაციის ამაღლების მიზნით, მიმდინარეობს ადამიანური რესურსების მართვის ქმედითი სისტემის ჩამოყალიბება. 2021 წლის ოქტომბრიდან სამინისტროს აკადემიაში სპეციალური მომზადების პროგრამებზე მიღება დაწესდა წელიწადში სამჯერ (იანვრის, მაისისა და სექტემბრის თვეებში). აღნიშნული ცვლილებით შესაძლებელი გახდა სამინისტროში ახალი თანამშრომლების მეტად გეგმური მიღება და წლის განმავლობაში უფრო მეტი თანამშრომლის გადამზადება. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, სსიპ − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პირველადი მომზადება გაიარა ჯამში 356-მა მსმენელმა პოლიციელთა, გამომძიებელთა საბაზისო მომზადების სპეციალურ პროფესიულ და მესაზღვრე-კონტროლიორის კვალიფიკაციის მიმნიჭებელ საგანმანათლებლო პროგრამებზე. აგრეთვე სხვადასხვა სასწავლო პროგრამის მიხედვით გადამზადდა 6 719 მსმენელი. აღსანიშნავია, რომ ეტაპობრივად უმჯობესდება სამინისტროს მოსამსახურეების სოციალური გარანტიები. დაგეგმილია თანამდებობრივი სარგოს ზრდა ეტაპობრივად. შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს მოსამსახურეების ჯანმრთელობის დაზღვევასაც. ამასთანავე, სამინისტროს თანამშრომელს, დაქორწინების, შვილის შეძენის ან/და ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, ერთჯერადი დახმარების სახით გადაეცემა 1 000 ლარი. ასევე აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მიმდინარე პროექტს, რომელიც გულისხმობს სამინისტროს მოსამსახურეთა ბინათმშენებლობის საცხოვრებელი სახლებით შეღავათიან პირობებში უზრუნველყოფას საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ბინათმშენებლობის პროექტით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის მშენებლობა დასრულდა თბილისსა და რუსთავში, რომლის შედეგად ქ. თბილისში პროექტში მონაწილე 87 თანამშრომელს გადაეცა საცხოვრებელი ბინა, ხოლო ქ. რუსთავში − 79 თანამშრომელს. არსებული მდგომარეობით, მიმდინარეობს პროექტით 47 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 განსაზღვრული მშენებლობის დასრულება ბათუმში, რის შედეგადაც საცხოვრებელ ბინას მიიღებს სამინისტროს 83 თანამშრომელი. ბინათმშენებლობის პროექტი გადავიდა უფრო მასშტაბურ ეტაპზე − აშენდება 1 000-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი − „პოლიციის ქალაქი“. შერჩეულია შესაბამისი ადგილმდებარეობა და მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ამაღლება გრძელდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვიანობის ახალი მოდულის დანერგვა, რომელიც გულისხმობს საქართველოს მასშტაბით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვის ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნას. მოდული აკმაყოფილებს ევროკავშირის CADaS (კადას) სტანდარტის მოთხოვნებს. პროგრამა ამოქმედებულია საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტერიტორიაზე. საანგარიშო პერიოდში დამონტაჟდა 152 ვიდეოკამერა (75 − ზოგადი ხედვის, ხოლო, 77 − ნომრის ამომცნობი). დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ჯამურად დამონტაჟებულია 5 428 ვიდეოკამერა. საშუალო სიჩქარის კონტროლისა და საგზაო მოძრაობის ადმინისტრირების მიზნით, საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ამოქმედდა საშუალო სიჩქარის კონტროლის 65 სექცია, რომლის საშუალებითაც იფარება 165 კმ სიგრძის საგზაო მონაკვეთი. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჯამურად ამოქმედებულია 360 საშუალო სიჩქარის კონტროლის სექცია, რომელიც ფარავს 1 434 კმ სიგრძის საგზაო მონაკვეთს. ე. წ. „ჭკვიანი კამერების“ მეშვეობით გრძელდება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო სანომრე ნიშნების დაფიქსირება, ტექნიკური ინსპექტირება. სამართალდარღვევის გასულ ოქმი, რაც რომელთაც არ წელს გამოიწერა წინა წლებთან გაუვლიათ 500 სავალდებულო 000-ზე შედარებით მეტი პერიოდული ადმინისტრაციული მნიშვნელოვნად გაზრდილი მაჩვენებელია. 2021 წლის ნოემბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდა ევროპარლამენტისა და საბჭოს შესაბამის დირექტივასთან. 2022 წლის 25 აპრილიდან შეიცვალა მართვის უფლების მისაღები გამოცდის სისტემა და პრაქტიკული გამოცდის ერთ-ერთი კომპონენტი სრულდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. ასევე კანონით დადგინდა სატრანსპორტო საშუალების ახალი კატეგორიები (AM და A2) და სატრანსპორტო საშუალებათა არსებული კატეგორიები შესაბამისობაში მოვიდა ხსენებულ დირექტივასთან. დამატებით, 2021 წელს, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მძღოლებისთვის სასჯელი გამკაცრდა. მძიმე შედეგების დადგომა, რასაც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა იწვევს და ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. 48 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 საგანგებო სიტუაციების მართვის ეფექტიანობის გაზრდა ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულებით ეფექტიანობის გაზრდის მიზნით. ექსპლუატაციაში შევიდა თანამედროვე სტანდარტების სახანძრო-სამაშველო განყოფილება მარტვილში, წალენჯიხასა და ჩოხატაურში. კაპიტალურად გარემონტდა ქედის სახანძრო-სამაშველო განყოფილება. დაიწყო ახალი სახანძრო-სამაშველო განყოფილებების სამშენებლო სამუშაოები კასპში, აბასთუმანსა და ხულოში. უახლოეს მომავალში დაგეგმილია სამშენებლო სამუშაოები ონსა და ბორითში. სსდ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის ცენტრი (Call Centre) განთავსდა ახალ თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ შენობაში. ასევე სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზის ტერიტორიაზე დასრულდა სიმულაციური საწვრთნელი სივრცის მშენებლობა. მეხანძრე-მაშველთათვის შესყიდულ იქნა სხვადასხვა ტიპის ფორმა (4600 კომპლექტი ყოველდღიური ფორმა, 4000 კომპლექტი ზამთრის ყოველდღიური ფორმა, 1850 კომპლექტი წყალზე სამაშველო საქმიანობისათვის განკუთვნილი ფორმა, 1000 კომპლექტი ცეცხლგამძლე ფორმა;) და შესაბამისი აღჭურვილობა სეზონური მაშველებისა და მყვინთავებისთვის. ასევე განახლდა საზღვაო კოშკურების ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, სსდ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტისათვის შესყიდულ იქნა 210 კომპლექტი უნიფორმა და სამხრე კამერები. საქართველოს პარლამენტში განიხილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც ცვლილება შედის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით რეგულირდება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს ცალკეული საკითხები. მათ შორის, მეხანძრემაშველთა სწავლება; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა წახალისება; საგანგებო სიტუაციების უსაფრთხოების მართვის მოთხოვნების, სამსახურის საგანგებო ცალკეული სიტუაციის საკადრო პრევენციისა საკითხები; და მასზე სახანძრო რეაგირების მოთხოვნების დარღვევა; სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის დაგეგმვა. დაიხვეწა სსდ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზა და დამტკიცდა ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესი; სსდ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი; სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საქმიანობის ორგანიზების წესი; მეხანძრე-მაშველის სარგებლობაში არსებული სახანძროსამაშველო აღჭურვილობის ნუსხა. 49 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის განვითარების მიზნით, საანგარიშო პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის შემუშავდა სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) უსაფრთხოების საკითხების სასწავლო კურსი. ასევე მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმების შემუშავების საკითხებზე თელავის, ახმეტის, სიღნაღის, გორის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამსახურების უფროსებისათვის ჩატარდა ხუთდღიანი სწავლება ორ ეტაპად. გარდა ამისა, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან (მათ შორის, ინკლუზიური და სპეციალურ საგანმანათლებლო სუბიექტებთან ერთობლივად) თანამშრომლობით, საგანგებო მართვის გეგმების საფუძველზე, პერმანენტულად ტარდება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში თეორიული და პრაქტიკული სწავლებები. საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა მუშაობა სახელმწიფო რეზერვების განვითარების ხედვის შემუშავებისა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზნით. არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, შემუშავდა სახელმწიფო რეზერვების განვითარების კონცეფცია. სსდ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების მიზნით, დონორ ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:  ევროკავშირის პროგრამა − EU4 Security, Accountability and Fight against Crime in Georgia-ის (SAFE) ფარგლებში, სსდ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის გამოიყო 600 000 ევროს ოდენობის ბიუჯეტი, რომელიც უნდა მოხმარდეს სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის შესაძლებლობების განვითარებას;  SNGP კრიზისების მართვის ინიციატივის ფარგლებში, დანიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, სსდ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად არის ჩართული კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირებისა და ეროვნული მდგრადობის გაძლიერების აქტივობებში;  UNDP პროგრამის − „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ − ფარგლებში დაიწყო აქტიური თანამშრომლობა მრავალმხრივი საფრთხეების რისკის მონაცემთა ბაზის დამუშავებისა და მუნიციპალურ დონეზე სწავლებების დაგეგმვის/განხორციელების კუთხით. 2021 წელს დამტკიცდა 144 640 დოლარის ღირებულების გრანტი, რომელიც 11 სამიზნე მუნიციპალიტეტში საგანგებო მართვის გეგმების შემუშავების აქტივობებს მოხმარდება;  სხვადასხვა საერთაშორისო ფარგლებში გადამზადდა ორგანიზაციის სსდ − ეგიდით საგანგებო გამართული სიტუაციების სასწავლო მართვის კურსების სამსახურის 185 თანამშრომელი. ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა და მიმდინარეობს შემდეგი სახის პროექტები: 50 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2  ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბორჯომის განვითარების ჯგუფთან თანამშრომლობის ფარგლებში, ბორჯომის ტყის ხანძრების პრევენციისა და კრიზისზე ეფექტიანი რეაგირებისთვის, სსდ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის 2021 წელს შესყიდულ იქნა 2 ერთეული კვადროციკლი და სამაშველო აღჭურვილობა; აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 2022 წელს სამსახურს გადაეცა ტყის ხანძრების აღმომჩენი ავტომატური სისტემა „MASP“;  ქ. ვარშავის სახანძრო სამსახურის მთავარ სკოლასთან არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, პოლონური მხარის მიერ, საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, 2021 წლისთვის შესყიდულ იქნა სახანძრო-სამაშველო სპეციალური აღჭურვილობა. ამავე პროექტის ფარგლებში, 2022 წელს ქართველმა სპეციალისტებმა პოლონეთში მხედველობისა და სუნთქვის ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალების ტექნიკური მომსახურების საკითხების შესახებ კურსი გაიარეს. სწავლება ასევე მოიცავდა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევებზე რეაგირების საკითხებს;  ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და სსდ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე, სახანძრო სამაშველო ძალების დეპარტამენტის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სამთო მაშველებისთვის 2021 წელს შესყიდულ იქნა სპეციალური სამთო აღჭურვილობა;  ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, 2022 წლის I კვარტალში დაბა გუდაურში, ავსტრიელი ინსტრუქტორების მიერ ჩატარდა სწავლება სათხილამურო ტრასებზე უსაფრთხოების სტანდარტების დაცვისა და ზვავსაშიშ ზონებში სამაშველო ოპერაციების ჩატარების მიმართულებით. კურსის ფარგლებში, ქართველ მეხანძრე-მაშველებს გადაეცათ სხვადასხვა სახის აღჭურვილობა;  იაპონიასთან თანამშრომლობის ფარგლებში დამტკიცდა 97 633 აშშ დოლარის ღირებულების გრანტი, რომლის საფუძველზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს გადაეცემა სახანძრო მანქანა როგორც ურბანული, ასევე ტყის ხანძრებთან ბრძოლის მიზნით; ასევე 135 000 აშშ დოლარის ღირებულების გრანტით, ქ. ქუთაისისთვის შესყიდული იქნება ერთი ერთეული სახანძრო ავტო-კიბე მაღალსართულიან შენობებში სამაშველო ოპერაციების განხორციელებისათვის;  აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისთან (US ODC) გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, პირველადი მორეაგირეებისთვის სტანდარტიზებული ტრენინგკურსების უზრუნველყოფის მიზნით, 2021 წელს ODC-ის მიერ სსდ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს გადაეცა სპეციალური სასწავლო აღჭურვილობა. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 178 000 ევროს;  აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისთან (US ODC) თანამშრომლობის ფარგლებში, სსდ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუმტკიცდა 305 000 დოლარის ღირებულების პროექტი ტყის ხანძრებთან ბრძოლის წინააღმდეგ; ასევე 2021 წლის ივლისის თვეში ამერიკულმა მხარემ უზრუნველყო წყალზე სამაშველო აღჭურვილობის შესყიდვა;  ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების შემცირების, კონტროლისა და მასთან ბრძოლაში ხელშეწყობის მიზნით, US DTRA-მ 2022 წლის I 51 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 კვარტალში სსდ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს გადასცა მასობრივი დეკონტამინაციის სრული აღჭურვილობა. პროექტის ღირებულება შეადგენდა 912 000 დოლარს. ახალი საპოლიციო ციფრული პროდუქტები და 112 თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით, სახანძრო და სამაშველო ოპერაციების მართვის საინფორმაციო სისტემის (eFris) პლატფორმაზე შემუშავდა საგანგებო სიტუაციების ინციდენტების აღრიცხვისა და სტატისტიკის მოდული. საანგარიშო პერიოდში შემუშავებულია სახანძროსამაშველო ტერიტორიული დანაყოფების რეაგირების ძალების რიცხოვნებისა და ტექნიკური აღჭურვილობის განსაზღვრის მოდულის სატესტო ვერსია. გარდა ამისა, შეიქმნა სსდ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა მოხმარების ზოგადი საინფორმაციო პორტალი, რომელიც აერთიანებს სამსახურის თანამშრომლებისათვის საჭირო სხვადასხვა ელექტრონულ სერვისს. სსიპ − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ში“ ეტაპობრივად ინერგება ინციდენტის ტიპებისა და საქმის პრიორიტეტის განმსაზღვრელი ამერიკული პროგრამა „ProQA“. სახანძრო/სამაშველო პროტოკოლთან ერთად, საანგარიშო პერიოდში ამუშავდა საპოლიციო პროტოკოლი. 2022 წლის ბოლომდე იგეგმება სასწრაფო-სამედიცინო პროტოკოლის დანერგვაც. აღნიშნული პროგრამის დანერგვის საფუძველზე, ცენტრმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მომსახურების ხარისხი. აქტიურად მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც უფრო მოქნილს გახდის მომსახურების სააგენტოს მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებულ სერვისებს. ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა ელექტრონული საჯარო სივრცის კონცეფცია, რომლის მიზანია, საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს მიაწოდოს სხვადასხვა სახის საჯარო და პირადი ინფორმაცია, ასევე შესაძლებლობა მისცეს, ისარგებლოს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის ონლაინმომსახურებით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ელექტრონული ხელმოწერის სისტემის საშუალებას მისცემს, ბარათისა და ID ინტეგრირება, პინკოდის რაც მომხმარებელს საშუალებით, მოახდინოს იდენტიფიცირება/ვერიფიკაცია და დისტანციურად ისარგებლოს შესაბამისი სერვისებით. გარდა აღნიშნულისა, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სატრანსპორტო საშუალების ახალი სარეგისტრაციო პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაზე, რაც განაპირობებს სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად რეგისტრაციის/გადაფორმების მომსახურების დანერგვას. საპოლიციო ინფრასტრუქტურის განვითარება მიმდინარეობს პოლიციის შენობების განახლება/რეაბილიტაცია და ახალი ობიექტების მშენებლობა, ასევე მათი შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა. საანგარიშო პერიოდში აშენდა/განახლდა შემდეგი ობიექტები:  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახელმწიფო სასაზღვრო ზოლთან, სამინისტროს სახელმწიფო 52 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო სასაზღვრო სექტორი;  ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩიანში სამინისტროს ადმინისტრაციული შენობები;  ქ. თბილისში, ნოე რამიშვილის ქუჩა №38-ში მდებარე სამინისტროს ტერიტორიაზე 300 კვ.ტ სიმძლავრის მზის ელემენტები;  სარემონტო/სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდა საჩხერეში, ივანე გომართელის ქ. №22ში, ქ. თბილისში, გულუას ქ. №8-სა და გულუას ქ. №10-ში მდებარე სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებს. ბოლო 12 წლის განმავლობაში პირველად განხორციელდა მასშტაბური გადაიარაღება და შინაგან საქმეთა სამინისტროს საბრძოლო დანაყოფებს გადაეცათ მე-5 თაობის „გლოკ 17“ ტიპის პისტოლეტები. 2021 წელს ასევე განახლდა ავტოპარკი და შეძენილ იქნა 700-მდე ავტომანქანა. 2021 წლის ივნისში გაიხსნა ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორი გურჯაანში. აღნიშნული შენობა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, კერძოდ, თითოეული დაკავებულისთვის უზრუნველყოფილია განთავსების სივრცის მინიმალური სტანდარტი, ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, იზოლატორები აღჭურვილია თანამედროვე ვიდეოსამეთვალყურეო ტექნიკით და მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე. ამასთანავე, აღნიშნულ პერიოდში, დროებითი მოთავსების იზოლატორები და სამედიცინო პუნქტები აღიჭურვა სხვადასხვა სახის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით. სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს 20 იზოლატორში, ხოლო დუშეთში, ახალქალაქში, ახალციხეში, ამბროლაურში, ოზურგეთში, ქობულეთში, ლანჩხუთსა და მესტიაში აქტიურად მიმდინარეობს სათანადო კვალიფიკაციის მქონე ექიმების მოძიების პროცესი და უახლოეს მომავალში ყველა დაწესებულება უზრუნველყოფილი იქნება სათანადო კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალით. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული პირებისთვის გარე სივრცეში ეწყობა ფიზიკური დატვირთვის ინფრასტრუქტურა. საექსპერტო-კრიმინალისტიკური შესაძლებლობების გაძლიერება მიმდინარეობს საექსპერტო-კრიმინალისტიკური შესაძლებლობების განვითარება, რომლის საბოლოო მიზანი მტკიცებულებების მაღალი სტანდარტით მოპოვებაა. საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ISO 17025 სტანდარტის აკრედიტაცია მიიღო დეპარტამენტის 8 საგამოცდო ლაბორატორიამ, მათ შორის, დაქტილოსკოპიურმა, ბალისტიკურმა, ჰაბიტოსკოპიურმა ლაბორატორიებმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის INL პროგრამის მხარდაჭერითა და ჩართულობით, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილზე მუშაობის სტანდარტიზება და შესაბამისი პროცედურები ამერიკული აკრედიტაციის ორგანოსგან (A2LA) საერთაშორისო ISO 17020 აკრედიტაციის მისაღებად. 53 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 გარდა ამისა, მიმდინარეობს და 2022 წლის ბოლომდე დასრულდება ბირთვულ-რადიაციული ექსპერტიზისა და უკანონო ბრუნვიდან ამოღებული მასალების, ასევე მიტოვებული ბირთვულრადიაციული წყაროების ერთიანი ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნის პროცედურები, აშშ-ის ენერგეტიკული დეპარტამენტისა და ევროკავშირის ერთობლივი კვლევების ცენტრის ხელშეწყობით. საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბაზაზე შეიქმნა ბიოლოგიური ექსპერტიზის სამსახური, სადაც შესაძლებელი გახდება სრულყოფილი გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარება. აღნიშნული ლაბორატორია დანაშაულის ადგილიდან ამოღებული ბიოლოგიური ნიმუშების დროული და მაღალხარისხიანი ექსპერტიზის დასკვნის მომზადების საშუალებას მოგვცემს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დანაშაულის სწრაფ და ეფექტიან გამოძიებას. დამატებით, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, შემუშავდა „დნმ-ის კოდის ერთიანი ბანკის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. პროექტის თანახმად, შეიქმნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დნმ-ის კოდის ერთიანი ბანკი, სადაც დაცული იქნება საგამოძიებო ორგანოების საგამოძიებო და ოპერატიული ფუნქციების განმახორციელებელი თანამშრომლების, ბრალდებულების, მეხანძრე-მაშველების დნმ-ის კოდის მსჯავრდებულების, ნიმუშები. სამხედრო კანონის მოსამსახურეებისა პროექტით ასევე და დეტალურად განისაზღვრება აღნიშნული მონაცემების შენახვის ვადები. კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება საქართველოს მთავრობამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო კიბერდანაშაულის პრევენციასა და კერძო სექტორთან ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად (მაგ.: საფინანსო სექტორი, ონლაინსათამაშო ბიზნესი) შემუშავდა კონტროლის ისეთი მექანიზმები (მაგ.: ერთჯერადი პაროლის გენერირება), რაც კიბერდამნაშავეებს ურთულებს პერსონალური მონაცემების მოპარვას. შედეგად, კიბერდანაშაულმა 2021 წელს, გასულ წელთან შედარებით, 48 პროცენტით დაიკლო, საანგარიშო პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 147 კიბერდამნაშავე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ორი ახალი მუხლი. კერძოდ, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა პირის მიერ თავისთვის ან სხვისთვის ქონებრივი უფლების მოპოვების ან ნებისმიერი სახის ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემის უნებართვო ჩასმა, წაშლა, შეცვლა ან დაფარვა ან კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში ნებისმიერი სახის უნებართვო ჩარევა, რამაც სხვისთვის ფინანსური ზიანის მიყენება გამოიწვია. ასევე, ცვლილების შედეგად, დანაშაულია კომპიუტერული მონაცემის უნებართვო ჩასმით, წაშლით, შეცვლით ან დაფარვით ყალბი ოფიციალური კომპიუტერული მონაცემის მიღება მისი ნამდვილ/უტყუარ მონაცემად გასაღების ან/და გამოყენების მიზნით, გასაღება ან/და გამოყენება. დანაშაულის მსხვერპლისა და მოწმის მხარდაჭერა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, 2021 წლის 8 ივლისს ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელს მიენიჭა უფლებამოსილება, საქმის სასამართლოში გადაგზავნამდე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების პროცესში საკუთარი ინიციატივით ჩართოს მოწმისა და დაზარალებულის 54 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 კოორდინატორი. ამასთან, კოორდინატორს მიენიჭა უფლებამოსილება, მოწმის/დაზარალებულის (მათ შორის, არასრულწლოვნის) სურვილის შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს სისხლის სამართლის საქმეში. პენიტენციური სისტემა გრძელდება პენიტენციური დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. დასასრულს უახლოვდება დაბა ლაითურში ახალი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა. 4 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე რეაბილიტაციის სამუშაოები, დასრულდა ასევე №10 სპორტული პენიტენციური მოედნების რეკონსტრუქცია- დაწესებულების ტერიტორიაზე მიმდინარეობს 27 სასეირნო სივრცის მოწყობის სამშენებლო სამუშაოები. დაგეგმილია არასრულწლოვან მსჯავრდებულთათვის განკუთვნილი საოჯახო ტიპის დაწესებულებების კონცეფციაზე მუშაობის დაწყება, რათა სამომავლოდ დაიწყოს საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულებების შექმნის პროცესი. მუშაობა მიმდინარეობს მსჯავრდებულებისთვის სარეაბილიტაციო/თერაპიული სერვისების მიწოდების მიმართულებით. ამ ეტაპისთვის პენიტენციურ სისტემაში დანერგილია 19 პროგრამა. საანგარიშო პერიოდში შემუშავდა „წამალდამოკიდებულ პირთა სარეაბილიტაციო პროგრამა“, რომლის პილოტირება დაწყებულია №17 პენიტენციურ დაწესებულებაში. 2021 წელს პენიტენციური სისტემის სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები გადამზადდნენ ფასილიტატორებად 12 სარეაბილიტაციო პროგრამაში, რომლებიც უნდა დაინერგოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში. ამავე პერიოდში ფსიქოსოციალურ სარეაბილიტაციო პროგრამებში მსჯავრდებულები ჩართული იყვნენ 435-ჯერ. პრიორიტეტად რჩება მსჯავრდებულთა ხელმისაწვდომობა უმაღლეს განათლებაზე. მომზადებულია და უახლოეს მომავალში ამოქმედდება ციფრული უნივერსიტეტის პროექტი, რომლითაც ხელი შეეწყობა სტუდენტი მსჯავრდებულების ლექციებზე ელექტრონულ ფორმატში დასწრებას. ასევე ციფრულ უნივერსიტეტში იფუნქციონირებს სოციალური პროგრამა − სტუდენტის სტატუსის მქონე მსჯავრდებულებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ დაუფინანსდებათ უმაღლესი განათლების მიღების საფასური. სისტემაში მყოფი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ფიზიკური გაჯანსაღებისა და ჯანსაღი ცხოვრების მხარდაჭერის მიზნით, 2022 წლის 20 აპრილს დამტკიცდა პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტის მართვის სტრატეგია და 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმა. სპორტისა და ფიზიკური აქტივობების დანერგვის შედეგად გაიზრდება მსგავს აქტივობებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჩართულობის მაჩვენებელი. ბრალდებულები/მსჯავრდებულები უზრუნველყოფილი იქნებიან განახლებული სპორტული ინფრასტრუქტურითა და ინვენტარით. 55 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 მსჯავრდებულები გადამზადდებიან მწვრთნელებად სპორტის სხვადასხვა სახეობებში და ექნებათ პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზების მიღწევის შესაძლებლობა. პენიტენციურ დაწესებულებებში კვლავ გრძელდება მხარდაჭერა. 2021 წელს სხვადასხვა სოციალურ სხვადასხვა აქტივობაში სოციალური აქტივობის (კულტურული, სპორტული, შემეცნებითი და სარეკრეაციო ღონისძიებები) მსჯავრდებულები ჩართულნი იყვნენ 1065-ჯერ. 2021 წელს ამოქმედდა გათავისუფლებისათვის „უვადო მომზადების თავისუფლების პროგრამა“, აღკვეთით რომელიც მსჯავრდებული მოიაზრებს პირის კომპლექსურ და მულტისექტორულ მუშაობას მსჯავრდებულებთან დანაშაულის გაცნობიერებისა და პრევენციის მიზნით, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთა მომზადებას შემდგომი რესოციალიზაცია-რეინტეგრაციისთვის. დღეისთვის პროგრამა ხორციელდება №5, №6, №8 და №15 პენიტენციურ დაწესებულებებში და მასში ჩართულია 46 უვადო თავისუფლების აღკვეთილი პირი. გარდა ამისა, მუშაობა მიმდინარეობს ყველა ტიპის დაწესებულებისთვის გათავისუფლებისთვის მომზადების კონცეფციის შექმნაზე. პროცესის მხარდამჭერია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიურო (INL). ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფის მიმართულებით, შემუშავების პროცესშია ჯანდაცვის სტანდარტის დოკუმენტი და იგეგმება მისი დამტკიცება. ევროპის საბჭოს პროექტთან თანამშრომლობით, კვლავ გრძელდება პენიტენციური სისტემის მხარდაჭერა ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების შემდგომი გაუმჯობესების საკითხებზე, რომლის ფარგლებშიც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა სისტემაში ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაზე. პროექტის ფარგლებში იგეგმება მხარდაჭერა როგორც სამედიცინო, ისე რესოციალიზაციარეაბილიტაციის მიმართულებების დასახვეწად, რაც გააუმჯობესებს მულტიდისციპლინურ მუშაობას ფსიქიკური ჯანმრთელობის მართვის მიმართულებით. გარდა ამისა, ბრალდებულები/მსჯავრდებულები უზრუნველყოფილი არიან ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ინფრასტრუქტურის პროგრამებით გაუმჯობესების განსაზღვრული კუთხით მომსახურებით. შედგენილია №18 ჯანდაცვის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების ახალი კორპუსის საპროექტო დოკუმენტაცია და გაგზავნილია ექსპერტიზისთვის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ამასთანავე, დაგეგმილია დაწესებულებაში მომუშავე სამედიცინო პერსონალის ზრდა. განახლდა პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის ადგილობრივი საბჭოებისთვის წარსადგენი დახასიათების ფორმა, სასჯელის მოხდის პერიოდში მისი შემთხვევის მართვის პროცესსა და სხვადასხვა აქტივობაში მიღწეული პროგრესის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდების მიზნით. ფორმის პილოტირება განხორციელდა 4 პენიტენციურ დაწესებულებაში, რის შემდეგაც დაგეგმილია მისი დამტკიცება და ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში დანერგვა. 56 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 გრძელდება პენიტენციური დაწესებულებების უსაფრთხოების გაუმჯობესება. საანგარიშო პერიოდში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის აღმოსავლეთის სამმართველოს მე-16 განყოფილებას გადაეცა ორი ცალი სამხრე ვიდეოკამერა. დაწესებულებათა გარე პერიმეტრის დაცვის გაძლიერების უზრუნველსაყოფად, დაგეგმილია საგუშაგო კოშკურების დამატება, ასევე სენსორული და ბუფერული ზონების განახლება/დამატება. პენიტენციურ დაწესებულებებში აკრძალული ნივთების შეტანის შესაძლებლობის შესამცირებლად დაგეგმილია მსჯავრდებულთან ხანგრძლივ პაემანზე მისული მოქალაქეების სკანერით დათვალიერების შემოწმება. ესკორტირების გაუმჯობესების კუთხით, დაგეგმილია სპეციალური პენიტენციური სამსახურის კუთვნილ ადმინისტრაციულ შენობებში სავარჯიშო დარბაზების მოწყობა და 6 თვეში ერთხელ მოსამსახურეებისთვის ნორმატივების ჩაბარების ვალდებულების დაწესება. 2021 წლის 1 ივნისს დამტკიცდა „სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტების, სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფისა და სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება, რითაც გაუმჯობესდა სისტემაში სოციალური მუშაობის ორგანიზება. გრძელდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მსჯავრდებულთათვის პროგრამები, უზრუნველყოფილი რათა იყოს ბრალდებულთათვის/ ადამიანის უფლებების დაცვაზე მიმართული სხვადასხვა მომსახურების მიწოდება. 2021 წელს ტრენინგები გაიარა პენიტენციური სამსახურის 983-მა თანაშრომელმა, ხოლო, 2022 წლის მაისის მდგომარეობით, გადამზადებულია 301 თანამშრომელი. გრძელდება მუშაობა დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სისტემის გაძლიერების მიზნით. მომზადდა პრაქტიკული სახელმძღვანელო სპეციალისტებისა და პროფესიული სწავლებისთვის სახელწოდებით − „დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის საფუძვლები“. შემუშავდა და განხორციელდა ტრენინგებისა და თანამშრომლების პროფესიული განვითარების 9 პროგრამა, რომელიც ჯამში 101-მა თანამშრომელმა (მათ შორის, სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, პრობაციის ოფიცრები) გაიარა. გაუმჯობესდა პრობაციის რეგიონული ბიუროების ინფრასტრუქტურა − გაიხსნა იმერეთის პრობაციის რეგიონული ბიუროს განახლებული ოფისი ქუთაისში, მისი მუნიციპალური ოფისები ზესტაფონსა და თერჯოლაში, ხოლო წყალტუბოს ოფისი შესაბამის იუსტიციის სახლში დამოუკიდებელი შესასვლელით განთავსდა. გარდაბნის პრობაციის ოფისი განთავსდა გარდაბნის იუსტიციის სახლში, ხოლო სიღნაღის, კასპისა და ჩხოროწყუს პრობაციის ოფისები − შესაბამის საზოგადოებრივ ცენტრებში. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციართა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 2021 წელს, 57 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შესაბამისი მემორანდუმები გააფორმა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. ამავე მიზნით, სააგენტომ 2022 წლის მარტში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი „აითი აკადემია სტეპთან“ გააფორმა, რომლის საფუძველზე, აკადემიის სპეციალისტები ბენეფიციარებს საინფორმაციო ტექნოლოგიებში მოამზადებენ. 2021 წელს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შესაბამისი მემორანდუმები გააფორმა თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ფოთის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ხაშურის, ბორჯომის, გურჯაანის, ყვარლის, თელავისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების მერიებთან, რაც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ეფექტიან აღსრულებასთან ერთად, ხელს უწყობს სააგენტოს ბენეფიციარების დასაქმებას. რთული ქცევის მქონე და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებთან მუშაობის პოლიტიკის ფარგლებში, გაფართოვდა არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ხელმისაწვდომობა და 2021 წლის ივლისში ცენტრის რეგიონული ოფისი გაიხსნა ქუთაისში. აღდგენითი მართლმსაჯულების პრაქტიკის განვითარებისათვის, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობოდა შესაბამისი ადამიანური რესურსების განვითარებას. 2021 წლის 14 დეკემბრიდან ამოქმედდა სისხლის სამართლის მედიატორთა რეესტრის მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს მედიატორთა ადამიანური რესურსების ეფექტიანად მართვასა და სისხლის სამართლის მედიატორის პროფესიის განვითარებას ქვეყანაში. დაგეგმილია რეესტრში ჩარიცხულ პირთა ინტენსიური გადამზადება სააგენტოში მოქმედი პროფესიული მენტორობის პროგრამის ფარგლებში. 2022 წლის მარტში გაიხსნა პირველი მედიაციის სივრცე რეგიონულ დონეზე. წლის ბოლომდე დაგეგმილია დამატებით 2 სივრცის გახსნა, რაც ხელს შეუწყობს აღდგენითი მართლმსაჯულების − მედიაციის წარმართვას საჭიროებებზე მორგებულ გარემოში. აქტიურად მიმდინარეობს აღდგენითი მართლმსაჯულების პრაქტიკა განრიდების პროგრამების ფარგლებში, სადაც 2021 წელს დაფიქსირდა მედიაციის ყველაზე მაღალი − 65%-იანი მაჩვენებელი. გრძელდება მედიაციის მექანიზმის იმპლემენტაცია უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთა გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის ფარგლებში, მომზადებულია აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარების ხედვის/კონცეფციის სამუშაო ვარიანტი, რომელიც ეფუძნება სისხლის სამართლის მედიაციის საპილოტე პროგრამების ფარგლებში სააგენტოს გამოცდილებასა და აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულებით საერთაშორისო ექსპერტის მოსაზრებებს. პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულთა დასაქმებისა და პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების განხორციელება კვლავ გრძელდება შპს „თოლია 2020ის“ კოორდინაციით, რომელიც სსიპ − მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და 58 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 გადამზადების ცენტრის მიერ არის დაფუძნებული. საანგარიშო პერიოდში მიმდინარე დასაქმების პროგრამებიდან აღსანიშნავია:  სასოფლო-სამეურნეო პროექტი №8 პენიტენციურ დაწესებულებაში, პროექტის ფარგლებში, გაფართოვდა ჟოლოს ნერგების განაშენიანების საერთო ფართი, დაიგეგმა 3300 ძირი მარწყვის დარგვა და დარჩენილ ფართობზე გოგრისა და მწვანილის მოყვანა;  ყვავილების სათბური №5 და №16 პენიტენციურ დაწესებულებებში − 2021 წლის განმავლობაში ყვავილების სათბურის პროექტი განხორციელდა №5 პენიტენციურ დაწესებულებაში, მიმდინარე წელს კი დაგეგმილია პროექტის გაფართოება და №16 პენიტენციურ დაწესებულებაში ანალოგიური პროექტის დაწყება. პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილია ჯამურად 7000-მდე ქოთნის ყვავილის მოყვანა;  დიგიტალიზაციის პროექტი №8 პენიტენციურ დაწესებულებაში − პროექტი გულისხმობს დაარქივებული გარდაცვალების აქტების გაციფრულებას. აღსანიშნავია, რომ დაწესებულების შიგნით მყოფი მსჯავრდებულებისთვის განსაზღვრულია 300-ლარიანი ანაზრაურება, ხოლო დაწესებულების გარეთ მყოფი მსჯავრდებულები ხელფასის სახით იღებენ 600 ლარს.  ხის ნაკეთობისა და სხვადასხვა პროდუქციის დამზადება №16 პენიტენციურ დაწესებულებაში − პროექტის განხორციელება წლის განმავლობაში დაგეგმილია რამდენიმე ეტაპად. 2022 წლის პირველ კვარტალში მიმდინარეობდა პროექტის პირველი ეტაპი;  მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების მაღაზია − საქართველოში პირველად იქმნება მაღაზია მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციის მიზნით, რომელიც მსჯავრდებულთა ინდივიდუალურ დასაქმებას შეუწყობს ხელს და გაუჩენს მათ შესაბამის შემოსავალს. პირველი კვარტალის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 100-მდე მსჯავრდებულმა გამოთქვა სურვილი აღნიშნულ პროექტში მონაწილეობაზე. მეორე კვარტალში დაგეგმილია მაღაზიის გახსნა. მაღაზიის გახსნის შემდგომ ეტაპს წარმოადგენს ონლაინპლატფორმის შექმნა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ონლაინშეკვეთების მიღება და პროდუქციის მიწოდება მყიდველის მისამართზე. გარდა ამისა, იგეგმება საცხობის, სამრეცხაოს, ლოკოკინების ფერმის მოწყობა. დაგეგმილია მუყაოს ყუთების დამზადების პროექტის განხორციელება. აღნიშნული პროექტების ფარგლებში შეიქმნება დამატებითი შესაძლებლობა მსჯავრდებულთა დასაქმებისთვის. პარალელურად გრძელდება მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამები, რომელთაგანაც გამოსაყოფია:  „მოხალისე მასწავლებელი“ − 2021 წელს №2, №3, №5, №11 პენიტენციურ დაწესებულებებში 109 მსჯავრდებულმა შემსწავლელი გაიარა კურსები. ქართული, ამავე ინგლისური, პროექტის რუსული, ფარგლებში, გერმანული, მიმდინარეობდა თურქული ზოგადი ენის უნარების შემსწავლელი კურსი №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში. 2022 წლის პირველ კვარტალში გაგრძელდა ქართული ენის კურსი №5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში, 59 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 ზოგადი უნარები − №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, რუსული ენის კურსი − №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში. ამავე პროექტის ფარგლებში, დაიწყო იტალიური ენის შემსწავლელი კურსი №5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში და ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი №6 პენიტენციურ დაწესებულებაში. ჯამში, პროექტში ჩართულია 27 მსჯავრდებული. ამასთან, იგეგმება ქართული, ინგლისური, თურქული, იტალიური, ფრანგული, გერმანული, რუსული ენების შემსწავლელი კურსები №2, №3, №5, №11, №14, №15, №16 პენიტენციურ დაწესებულებებში;  სასოფლო-სამეურნეო მიმართულების ტრენინგები − 2021 წელს სხვადასხვა მიმართულებით დარგობრივ ტრენინგებს დაესწრო №2 და №8 პენიტენციური დაწესებულებების 30 მსჯავრდებული. 2022 წელს ამავე დაწესებულებებში ჩატარდა ტრენინგები ვეტერინარიისა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლის/მოყვანის მიმართულებით, რომელთაც, ჯამში, 9 მსჯავრდებული დაესწრო;  პროფესიული ორიენტაცია − დაიწყო პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის შეხვედრები მსჯავრდებულებთან. 2021-2022 წლებში მსგავსი სესიები ჩატარდა იმ უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულებთან, რომლებიც ჩართულნი არიან გათავისუფლებისთვის მომზადების პროგრამებში (ჯამში, 42 მსჯავრდებული). 2022 წელს საპილოტე რეჟიმში პროფორიენტაცია ჩაუტარდა №16 დაწესებულების 66 მსჯავრდებულს;  დასაქმების სააგენტოს კურსები საკვანძო კომპეტენციებში − სსიპ − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან თანამშრომლობით, ცენტრი იწყებს მსჯავრდებულთა პროფესიულ მომზადებას/გადამზადებას სააგენტოს საკვანძო კომპეტენციებში. საწყის ეტაპზე პროექტში ჩაერთვება №16 პენიტენციური დაწესებულების 33 მსჯავრდებული;  პროფესიული კურსები უვადო მსჯავრდებულებისთვის − 2021 წელს ჯამში 11 უვადო მსჯავრდებული ჩაერთო მცირე ბიზნესის მწარმოებლის კურსში; 2022 წელს აქტიურად დაიწყო პენიტენციური დაწესებულების გარეთ მყოფი მსჯავრდებულებისთვის სხვადასხვა პროფესიული პროგრამის შეთავაზება. ჯამში გამოყოფილია 70 ვაკანსია კომპანია „სოკარში“, კომპანია „მტევინოსა“ და სანერგე მეურნეობაში, როგორც თბილისის, ისე რეგიონების მასშტაბით; ბიბლიოთეკების შევსების/განახლების მიზნით, საანგარიშო პერიოდში, სხვადასხვა დაწესებულებაში გადანაწილდა 5690 ჟურნალი, 1700 გაზეთი და 124 წიგნი, ჯამში − 7514 ერთეული. 1.4.2. ადამიანის უფლებების დაცვა საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა მუშაობა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე. დოკუმენტი წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებზე ფართო კონსესუსის საგანს. ქვეყნის ინსტიტუციური დემოკრატიისკენ სწრაფვა, სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური უფლებებით თანაბარი სარგებლობა, თანასწორობის პოლიტიკის განმტკიცება და ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებზე 60 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 ზრუნვა სახელმწიფო პოლიტიკის ის ძირეული ბაზისია, რომელსაც ადამიანის უფლებების ახალი სტრატეგია დაეფუძნება. სტრატეგია ზედმიწევნით ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს და თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან. დამტკიცებამდე დოკუმენტი გაუზიარდება პარტნიორ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შენიშვნებისათვის, რაც აისახება დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში და მისი მთავრობის მიერ მოწონების შემდგომ, დოკუმენტი გაიგზავნება საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესის პარალელურად, დაიწყო მუშაობა ორ ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე:  ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს 1325 რეზოლუციის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმა;  ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმა. აღნიშნული გეგმების შემუშავების პროცესში ჩართულები არიან შესაბამისი სახელმწიფო უწყებები, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები, სახალხო დამცველის ოფისი და მუნიციპალიტეტები. მიმდინარე წელს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. იგი მიზნად ისახავს ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემური მექანიზმების გაუმჯობესებასა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელებას. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს თანამშრომლობას მუნიციპალიტეტების საკრებულოების ფარგლებში მოქმედი თანასწორობის უზრუნველყოფის მექანიზმების, მათ შორის, გენდერული თანასწორობისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების ეფექტიანი საქმიანობის ხელშეწყობასა და ადგილობრივ დონეზე, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის, ისე სამთავრობო სამოქმედო გეგმების ლოკალიზაციისა და განხორციელების პროცესის ხელშეწყობას. თანასწორობა საანგარიშო პერიოდში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობით, ადამიანის უფლებათა გაგრძელდა და უკვე 10 საჯარო უწყებაში დაინერგა სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების შიდა მექანიზმი. ამასთანავე, იგეგმება შესაბამისი პასუხისმგებელი პირების გადამზადება და რეაგირების მექანიზმების ეფექტიანი განხორციელებისა და ფუნქციონირების სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავება. 61 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის პოლიტიკის დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობა შეუერთდა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მიერ გამართულ თანასწორობის კვირეულს. კვირეული გაიმართა კამპანიის − „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში და მიზნად ისახავდა ტოლერანტობის გაზრდას საზოგადოებაში, მრავალფეროვნებისა და თანასწორობის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლებას. ასევე დისკრიმინაციის მსხვერპლთა ინფორმირებას არსებული სამართლებრივი მექანიზმების შესახებ. 2021 წლის ნოემბერში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) შესრულების მონიტორინგზე პასუხისმგებელ, დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს (GREVIO) უმასპინძლა. მონიტორინგის ჯგუფი, საჭიროების შემთხვევაში, გამოსცემს რეკომენდაციებს და შეიმუშავებს ანგარიშს, რომელიც გამოქვეყნდება მიმდინარე წლის ბოლომდე. 2021 წლის სექტემბერში დასრულდა თანაბარი ანაზღაურების საერთაშორისო კოალიციაში (EPIC) საქართველოს გაწევრიანების პროცესი, რითაც ქვეყანამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა თანაბარი სამუშაოსთვის თანაბარი ანაზღაურების აუცილებლობას. 2021 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირთა მონიტორინგი. ამ მიზნით, მიღებულ იქნა შესაბამისი კანონმდებლობა და აქტიურად დაიწყო მისი აღსრულება. შემუშავდა სპეციალიზაციის პროგრამა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს სექსუალური ძალადობის ეფექტიანი გამოძიებისათვის პოლიციის თანამშრომელთა ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას, ასევე მსხვერპლზე ორიენტირებული და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების დამკვიდრებას. აღნიშნული მიმართულებით, პირველ ეტაპზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული და სტრუქტურული ერთეულების 240-მდე გამომძიებელი გადამზადდა. საანგარიშო პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული და სტრუქტურული ერთეულების რიგით და მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი 420-მდე თანამშრომელი გადამზადდა დისკრიმინაციასთან, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან, სიძულვილის ენის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებსა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ბავშვთა უფლებები საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის კონცეფციის“ საფუძველზე, მიმდინარეობს მუშაობა „ერთი ფანჯრის პრინციპის“ სერვისის დანერგვაზე, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკაა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილებისა და მათი რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად. UNICEF-ისა და საქართველოს მთავრობის მუშაობის მნიშვნელოვანი მიღწევაა ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთათვის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის შექმნა. ცენტრის მიზანია მსხვერპლ ბავშვთა მოკლე და გრძელვადიანი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციით უზრუნველყოფა, მეორადი ვიქტიმიზაციის 62 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 პრევენცია და ეფექტიანი გამოძიების ჩატარება. პირველ ეტაპზე, ცენტრი საპილოტე რეჟიმში 2022 წლის მარტში თბილისში ამოქმედდა, საპილოტე შედეგების საფუძველზე კი, მოკლე დროში კიდევ ერთი ცენტრი ქუთაისში შეიქმნება. ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით, პლატფორმასთან − „გლობალური პარტნიორობა ბავშვზე ძალადობის დასრულებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში, გაიმართა უწყებათშორისი დიალოგი, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა სამთავრობო განაცხადი შესაბამის დაგეგმილ ღონისძიებათა ჩამონათვალით. 2021 წელს განხორციელდა კამპანია − „ნუ წაართმევ ბავშვობას“, რომლის ფარგლებშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები შეხვდნენ სკოლის მოსწავლეებს, სამედიცინო პერსონალს, მასწავლებლებს, სტუდენტებსა და სხვა რელევანტურ პირებს მთელი საქართველოს მასშტაბით. შეხვედრების ფარგლებში განიხილებოდა ნაადრევი ქორწინებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები როგორც სამართლებრივ, ისე სოციალურ ჭრილში. 2022 წლის 25 მარტს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, დამტკიცდა არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტების გამოძიების სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (SOP). შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის №551 დადგენილებით შეიქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი, რომელიც წარმოადგენს გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციისა“ და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის განხორციელების კოორდინაციაზე პასუხისმგებელ მექანიზმს. უწყებათაშორისი კომიტეტი ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე. ღია მოწვევის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის მიერ დაკომპლექტდა კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოც, რომლის წევრებიც არიან შშმ პირები და შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი ადმინისტრაციულ ორგანოებს აკისრებს ვალდებულებას, შეიმუშაონ და დაამტკიცონ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ წლიური სამოქმედო გეგმები. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, საანგარიშო პერიოდში, ყველა სამინისტროს, მინისტრის აპარატის, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სხვა სახელმწიფო უწყებებისა და 64-ივე მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ 2021 წლის შიდაუწყებრივი სამოქმედო გეგმები. აღნიშნული პროცესი გაგრძელდა 2022 წელსაც, მომდევნო წლის სამოქმედო გეგმების დამტკიცების მიზნით. გარდა ამისა, 2022 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს შშმ პირთა უფლებებისა და კომუნიკაციის სტანდარტის შესახებ ტრენერთა ტრენინგში. ტრენინგის 63 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 მიზანს წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და მათთან კომუნიკაციის სტანდარტის შესახებ ცოდნის გაღრმავება და ტრენერთათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებებისა და კომუნიკაციის სტანდარტის შესახებ კასკადური ტრენინგები დაიწყო და ამ ეტაპზე გადამზადდა 500მდე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. სამოქალაქო თანასწორობა და ინტეგრაცია საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 13 ივლისის №356 დადგენილებით დაამტკიცა „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021 − 2030 წლების სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკა ეთნიკური უმცირესობების ჭრილში განიხილება და ორიენტირებულია თანაბარუფლებიანი და დემოკრატიული საზოგადოების განმტკიცებაზე, სადაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად მისი ეთნიკური თუ კულტურული კუთვნილებისა, სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვანი მონაწილეობის, პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის თანაბარი შესაძლებლობები. ათწლიანი პოლიტიკისა და შესაბამისი სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესი იყო მაქსიმალურად ღია და ინკლუზიური. აღსანიშნავია, რომ სტრატეგიის საერთაშორისო ექსპერტიზა უზრუნველყო და მაღალი შეფასება მისცა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლესმა კომისარმა, რითაც დადასტურდა შემუშავებული დოკუმენტის შესაბამისობა საერთაშორისო პრინციპებსა და სტანდარტებთან. სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესების მიზნით, ძალისხმევა მიმართული იყო განათლების თითოეულ საფეხურზე და ზრდასრულთა განათლებაში სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლებაზე. ასევე გაფართოვდა ქართული ენის სასწავლო პროგრამების ბენეფიციართა სეგმენტი და გეოგრაფიული დაფარვა. პირისათვის, მათ მოხელეებისთვის, კურსები შორის, ხელმისაწვდომი სკოლის სამხედრო გახდა მოსწავლეებისთვის, მოსამსახურეებისთვის, ნებისმიერი დაინტერესებული სტუდენტებისთვის, რელიგიური საჯარო პირებისა და მსჯავრდებულთათვის. 2021 წლის ივნისიდან დღემდე სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის დაკომპლექტდა პროგრამაში 254 ჩაერთო ჯგუფი. ეთნიკური COVID-19-ის უმცირესობების პანდემიის 3242 პრევენციის წარმომადგენელი, მიზნით დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, სწავლება ძირითადად განხორციელდა ონლაინრეჟიმში, შედგა 24 მობილური ჯგუფი 3 სამხედრო ბაზასა და მარტყოფის თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების ცენტრში. პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და არაქართულენოვანი ბენეფიციარებისთვის ქართული ენის სწავლების ხელშეწყობის მიზნით, 2021 წელს მომზადდა 64 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 „სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების წესის კონცეფციის“ პირველადი ვერსია. აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის შექმნის შესაძლებლობას, ქართული ენის შესწავლის შემდგომ, ჩააბარონ მათთვის სასურველ პროფესიულ პროგრამაზე და მიიღონ შესაბამისი კვალიფიკაცია. საანგარიშო პერიოდში პროფესიული განათლების დაწესებულებებში ჩაირიცხა ეთნიკური უმცირესობის 238 წარმომადგენელი. გაგრძელდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების უზრუნველყოფა მშობლიურ და სახელმწიფო ენებზე წარმოებული სატელევიზიო პროგრამებითა და ელექტრონული/ბეჭდვითი მედიასაშუალებებით. კერძოდ, მიმდინარეობდა საინფორმაციო გადაცემა „მოამბის“ ტრანსლირება სომხური და აზერბაიჯანული ენების მატარებელი ხმოვანი ბილიკების თანხლებით. ასევე ფუნქციონირებდა ვებპორტალი − www.1tv.ge, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ქოლგის ქვეშ 12-საათიანი უწყვეტი პირდაპირი ეთერით ახორციელებდა მაუწყებლობას. გაიზარდა არაქართულენოვანი ბეჭდვითი მედიის ხელშეწყობა მისი ეფექტიანობისა და გავრცელების არეალის გაფართოების მიზნით. სახელმწიფოს მხარდაჭერით გამოიცა სომხურენოვანი ყოველკვირეული გაზეთი „ვრასტანი“ (84 ნომერი, 3500 ტირაჟი) და აზერბაიჯანულენოვანი ყოველკვირეული გაზეთი „გურჯისტანი“ (44 ნომერი; 2050 – 3100 ტირაჟი). გაზეთები გავრცელდა როგორც თბილისში, ასევე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, პენიტენციურ დაწესებულებებში. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების/ცნობიერების ამაღლების მიზნით, განხორციელდა საინფორმაციო კამპანიები, რომლის ფარგლებშიც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში პროგრამებისა და სერვისების, მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია სახელმწიფო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, დეზინფორმაციისა და პროპაგანდისა და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ. საანგარიშო პერიოდში გაიმართა ტრენინგი თემაზე: „დეზინფორმაციის ზეგავლენა სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესზე და მისი პრევენციის მნიშვნელობა“, რომელშიც სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და ქვემო ქართლის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტების, ასევე თბილისის არაქართულენოვანი სკოლებიდან 24 მასწავლებელი მონაწილეობდა. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებზე/სერვისებზე შეხვედრები გაიმართა ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. ასევე განხორციელდა საინფორმაციო კამპანიის პროექტი − „ეთნიკური უმცირესობებისათვის ხელმისაწვდომობა“, რომლის უფასო იურიდიული ფარგლებშიც ტრენერებმა სახელმწიფო ეთნიკური სერვისების უმცირესობების წარმომადგენელთა მშობლიურ ენებზე ჩაატარეს შეხვედრები სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში, მუნიციპალური ცენტრებიდან დაშორებულ სოფლებში. ჯამში, 3 რეგიონის 11 მუნიციპალიტეტის 16 სოფელში ჩატარდა 27 შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 498-მა ბენეფიციარმა. 65 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 2020-2021 წლებში COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტების მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მომზადდა ეთნიკური უმცირესობების ენებზე 1 მილიონი ბეჭდური სხვადასხვა სახის/შინაარსის საინფორმაციო მასალა და კარდაკარ პრინციპით გავრცელდა. ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა სტაჟირების პროგრამის განხორციელება, რომელიც გათვლილია სტუდენტებზე, რომელთაც გავლილი აქვთ („1+4“ პროგრამა). საგანმანათლებლო პროგრამა“ ეთნიკური უმცირესობების „ქართულ ენაში პროგრამის წარმომადგენელ მომზადების ფარგლებში, იმ სპეციალური დღემდე 370-მა ახალგაზრდამ გაიარა სტაჟირება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში. კულტურული მრავალფეროვნების მხარდაჭერის, ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით, გაგრძელდა ეთნიკური უმცირესობების თეატრებისა და მუზეუმების ხელშეწყობა, პროგრამებისა და პროექტების განხორციელება. შრომითი უფლებები სსიპ − შრომის ინსპექციის სამსახური, გაფართოებული მანდატის ფარგლებში, აქტიურად მუშაობს შრომით ნორმებსა და უფლებებზე ზედამხედველობის კუთხით. 2021 წლის საანგარიშო პერიოდში განხორციელებულმა აქტივობებმა აქტიური სუბიექტების 6,7% მოიცვა (განხორციელდა 58830 აქტივობა 13 612 ობიექტზე) და ჯამში 200 000-მდე დასაქმებულ პირს შეეხო. შრომის ინსპექციის ძირითადი მანდატის ფარგლებში 2021 წელს განხორციელდა 1540 ინსპექტირება 834 ობიექტზე. 2022 წლის 1 კვარტალის მონაცემებით, შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, განხორციელდა 499 (პირველადი და შემდგომი) ინსპექტირება 369 ობიექტზე. განხორციელებული ინსპექტირებები კი შეეხო 26 000-მდე დასაქმებულ პირს. შრომის უფლებების მიმართულებით განხორციელდა 239 ინსპექტირება (პირველადი და შემდგომი) 150 ობიექტზე. განხორციელებული ინსპექტირებები კი შეეხო 9 000-მდე დასაქმებულ პირს. განსაკუთრებით აღსანიშნავია შრომის ინსპექციის როლი და მანდატი კოვიდინფექციის მართვასა და სამუშაო ადგილებზე ინფექციის ავრცელების პრევენციაში. 2020-2022 წლებში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის განხორციელდა 146 025 აქტივობა 28 628 ობიექტზე. შემუშავდა 42 რეკომენდაცია, მომზადდა 1 ზოგადი და 26 სექტორული ინსპექტირების კითხვარი. ეკონომიკური საქმიანობის სრულყოფილად აღდგენის მიზნით, შეიქმნა ორი ელექტრონული პლატფორმა. შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განხორციელებული არაერთი პროაქტიული აქტივობის შედეგად, თანმიმდევრულად იზრდება დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ცნობიერება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნების შესახებ. კერძოდ, 2021 წლის განმავლობაში შემოწმებულ საწარმოთა 28%-მა, გონივრული ვადის გასვლისთანავე, სრულად გამოასწორა დარღვევები მას შემდეგ, რაც მათთვის პირველადი შემოწმებისას გამოყენებულ იქნა 66 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 ადმინისტრაციული სახდელები (გაფრთხილება, ჯარიმა, შეჩერება). ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ 2018 წლის მარტში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიღების შემდეგ, რადიკალურად, 31%-ით შემცირდა სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა. სამუშაო ადგილზე საქართველოს შრომის უსაფრთხოებისა კანონმდებლობა ინსტრუმენტებს. ევროკავშირის ეტაპობრივად და ჯანმრთელობის უახლოვდება „დაძმობილების“ პროექტის დაცვის მიმართულებით ევროკავშირის სამართლებრივ ჩართულობით, ინტენსიურად გრძელდება მუშაობა შრომის უსაფრთხოების მიმართულებით განსაზღვრულ 14 ევროდირექტივაზე, რაზეც სამუშაო ჯგუფის ფორმატში საქმიანობის დასრულება განსაზღვრულია მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების განვითარება სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, გატარდა რეფორმა, რომლის ფარგლებშიც 2022 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური, გაზრდილი ფუნქციებითა და საგამოძიებო მანდატით. მთავრობის მხრიდან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაძლიერების მიზნით, საანგარიშო პერიოდში (2022 წლის მარტი-აპრილი) განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა: შემუშავდა და მხარი დაეჭირა საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს სამსახურის დამოუკიდებლობის გაზრდას. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სამსახურს დაემატა ორი რეგიონული ოფისი კახეთსა (თელავი) და სამეგრელოში (ზუგდიდი). ასევე, სათაო ოფისისა და რეგიონული ოფისების (შიდა და ქვემო ქართლში) შენობითა და შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. საერთაშორისო დონეზე ადამიანის უფლებების დაცვა ე. წ. დეპორტირებულების საქმის („საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ (I)“) აღსრულებასთან დაკავშირებით მთავრობის აქტიური მუშაობის შედეგად, რუსეთის ფედერაცია დათანხმდა, დაზარალებულებისთვის განკუთვნილი კომპენსაცია გადარიცხოს ევროპის საბჭოს ანგარიშზე. ამ მიზნით, მხარეების მიერ ხელი მოეწერა მემორანდუმს. პროცედურის თანახმად, ხელმოწერის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ თანხა უნდა ჩარიცხოს ევროპის საბჭოს ანგარიშზე, რის შემდეგაც დაიწყება კომპენსაციის დაზარალებულებზე განაწილების პროცესი. კომიტეტი დეპორტირებულების საქმის განხილვას დაუბრუნდება მომდევნო სხდომაზე, 2022 წლის ივნისში. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რათა მოპასუხე სახელმწიფომ შეასრულოს ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები, მიუხედავად მიმდინარე გამოწვევებისა, რაც უკავშირდება რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპის საბჭოს წევრობის შეწყვეტას. გრძელდება მუშაობა „სასამართლოს არჩევის შესახებ შეთანხმებების შესახებ“ ჰააგის 2005 წლის 30 ივნისისა და „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახური რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციებსა და „ჰააგის რჩენის 67 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 ვალდებულებებზე გამოსაყენებელი სამართლის შესახებ“ 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმზე. ამ ეტაპისთვის საერთაშორისო დოკუმენტები გადის შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს. ხსენებულ ჰააგის კონვენციებთან შეერთება ხელს შეუწყობს საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების განვითარებისათვის მყარი სამართლებრივი გარემოს შექმნასა და ტრანსსასაზღვრო საქმეებში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვას, ბავშვისათვის ალიმენტის გადახდისა და რჩენის ვალდებულების შესრულებას. 2022 წლის 1 იანვრიდან საქართველოსთვის ძალაში შევიდა „სამოქალაქო და კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ 1965 წლის 15 ნოემბრის ჰააგის კონვენცია, ხოლო 2021 წლის 30 ივლისს საქართველოსათვის ძალაში შევიდა „სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეებზე მტკიცებულების საზღვარგარეთ მოპოვების თაობაზე“ ჰააგის 1970 წლის 18 მარტის კონვენცია, რითაც ხელი შეეწყობა უცხო ქვეყნებთან სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი დახმარების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებასა და სამოქალაქო საპროცესო უფლებების დაცვის მექანიზმების გამარტივებას. 2. ეკონომიკური განვითარება 2.1. კრიზისიდან გამოსვლა და სწრაფი ეკონომიკური განვითარება პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღება და მაკროეკონომიკური პარამეტრების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაფიქსირდა. 2021 წელს ეკონომიკური აქტივობის დონე გაიზარდა, როგორც წინა წელთან, ასევე პანდემიამდე − 2019 წელთან შედარებით. 2020 წელს 6.8%-იანი კლების შემდეგ, 2021 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 10.4% შეადგინა და მნიშვნელოვნად გადააჭარბა მოლოდინებს (წლის დასაწყისში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5% იყო, მოგვიანებით − 7.7%). ეკონომიკური აქტივობის დონე პანდემიამდე პერიოდის (2019 წლის) მაჩვენებელს 2.9%-ით აღემატებოდა. 2021 წელს ეკონომიკის ზრდა ძირითადად მოხმარების, საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ზრდით იყო განპირობებული. ეკონომიკის სწრაფი ტემპებით გაჯანსაღების პროცესი გაგრძელდა 2022 წელს. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში კი, ეკონომიკური აქტივობის ზრდამ 10.8% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომით განპირობებული გამოწვევებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ეკონომიკურმა ზრდამ 10.6% შეადგინა. ხოლო აპრილში, მიუხედავად, მარტში წინა წლის მაღალი საბაზო ეფექტის მიუხედავად (წინა წლის აპრილში შთამბეჭდავად მაღალი 44.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა), ეკონომიკური აქტივობის ზრდა დადებითი იყო და 2.6%-ს გაუტოლდა. იანვარ-აპრილში დაფიქსირებული დინამიკის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის პროგნოზით, 2022 წელს ეკონომიკური ზრდა 6%-ს მიაღწევს (ომის გარეშე კი ზრდა გაცილებით მაღალი იქნებოდა). საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში, 2022 − 2027 წლებში საშუალოდ საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონსა და ევროპის ქვეყნებს შორის და საშუალოდ 5%-ს გაუტოლდება. 68 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 2021 წელს ეკონომიკის მნიშვნელოვანი გაჯანსაღების ფონზე, სიღარიბის დონის მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა და ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის დონე, რომელიც გულისხმობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ხვედრით წილს, 2021 წელს 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 17.5 პროცენტი შეადგინა. სიღარიბის დონე ასევე შემცირდა 2019 წელთან შედარებითაც, 2.0 პროცენტული პუნქტით. სიღარიბის დონე შემცირდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში და როგორც სოფლად, ასევე ქალაქად. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შეძლო, შეენარჩუნებინა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, იმ ფონზე, როცა გაუარესდა არაერთი ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი. სარეიტინგო კომპანიების − Fitch-ის, S&P-ის, Moodys’-ის შეფასებით, საქართველომ უზრუნველყო რეიტინგის შენარჩუნება პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე და კრიზისის დაძლევა, რეიტინგის გაუარესების გარეშე. 2021 წელს, საგარეო ვაჭრობის არა მხოლოდ სრულ გაჯანსაღებას ჰქონდა ადგილი, არამედ ექსპორტის, ადგილობრივი ექსპორტის, იმპორტისა და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობაც დაფიქსირდა. 2021 წელს ექსპორტი 26.9%-ით, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) 29.9%-ით გაიზარდა. საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესების ტენდენციები გაგრძელდა აპრილშიც. რუსეთ-უკრაინის ომისა და რეგიონში დაძაბული გეოპოლიტიკური მდგომარეობით განპირობებული ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, 2022 წლის მარტსა და აპრილში ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ ფონზეც, რომ წინა წლის აღნიშნულ პერიოდშიც ექსპორტი მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი. 2022 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი გაიზარდა 32.8%-ით და 1,587.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 33.7%-ით გაიზარდა და 3,666.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ 37.1% შეადგინა. პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის მნიშვნელოვანი იყო ტურიზმის სწრაფი აღდგენა და, ამ მხრივ, საკმაოდ პოზიტიური დინამიკა დაფიქსირდა. 2021 წლის ივლისდეკემბრის პერიოდში ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის დონე აჭარბებდა 50%-ს და 52.2% იყო. 2022 წლის იანვარ-აპრილში, 2019 წელთან შედარებით, ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის დონემ 68.9% შეადგინა. 2021 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაფიქსირდა, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაორმაგდა და 1,152.8 მლნ აშშ დოლარი, მშპ-ის 6.2% შეადგინა, რაც, 2019 წელთან შედარებით, 86%-იანი აღდგენაა. საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დონე მშპ-თან მიმართებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, რეგიონის, ევროპისა და ჩვენი მსგავსი სუვერენული რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის. „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის (2021 წლის დეკემბერი), ასევე „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადების დროს „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული 69 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 ფისკალური წესების პროგნოზები დაიგეგმა ორგანული კანონით დადგენილი ზღვრული მოცულობების მიღმა და, აღნიშნულ პროგნოზებთან ერთად, წინასწარ მომზადდა ზღვრულ მოცულობებში დაბრუნების გეგმა, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი 2023 წლისთვის ჩამოსცდება 3-პროცენტიან ზღვრულ მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ფაქტობრივი მონაცემებით, სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი განისაზღვრა მშპ-თან მიმართებით 6.16%-ის ფარგლებში, რაც 2021 წლის თავდაპირველი გეგმით გათვალისწინებულ (7.7%) და 2021 წლის დეკემბრის განახლებულ პროგნოზირებულ მაჩვენებელთან (6.7%) შედარებით შემცირებულია. 2020 წელს მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა ეკონომიკურმა რეცესიამ გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკური პარამეტრების პროგნოზებსა და ბიუჯეტის, როგორც საშემოსავლო, ისე ხარჯვით ნაწილებზე. შეფერხდა როგორც არსებული საინვესტიციო პროექტების განხორციელება, ასევე შეზღუდული იყო ახალი პროექტების დასაფინანსებლად საჭირო სახსრები. მიუხედავად ამისა, საინვესტიციო პროექტების მართვის რეფორმის (PIM) ფარგლებში განხორციელდა ყველა ახალი კაპიტალური პროექტის შეფასება და მომზადდა საინვესტიციო პროექტების რეესტრი. ეკონომიკური ანალიზები და შემაჯამებელი ინფორმაცია ამ პროექტების შერჩევისა და შეფასების შესახებ თან დაერთო „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს და წარედგინა საქართველოს პარლამენტს. საინვესტიციო პროექტების მართვის რეფორმის ფარგლებში ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა საინვესტიციო პროექტების მართვის ტრენინგები სამინისტროებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის და გაგრძელდება მათი დახმარება ახალი კაპიტალური პროექტების მომზადების პროცესში. ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (International Budget Partnership) მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის გამჭვირვალობის 2021 კვლევის (Open Budget Survey – 2021) შედეგების მიხედვით, საქართველომ მსოფლიოს 120 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევის ბოლო ორი შეფასებით, 2017 და 2019 წლებში საქართველო მე-5 ადგილს იკავებდა მსოფლიოს 117 ქვეყანას შორის სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების ჯგუფში. აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველოში მიმდინარე საჯარო ფინანსების მართვის რეფორმამ კიდევ ერთხელ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და დადასტურდა ბოლო ათწლეულის მანძილზე გატარებული ღონისძიებების შედეგები. საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის დაიდო 3-წლიანი შეთანხმება 289 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მხარდამჭერ პროგრამაზე (Stand-By Arrangement). აღნიშნული პროგრამა ქვეყანას დაეხმარება როგორც მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის გაუმჯობესებაში, ასევე ხელს შეუწყობს ინკლუზიურ ზრდას. 70 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა საქართველო აგრძელებს თანამშრომლობას სხვადასხვა განვითარების პარტნიორთან პრიორიტეტული პროგრამებისა და საინვესტიციო პროექტების დაფინანსებისათვის. საანგარიშო პერიოდში მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული პროექტებისა და პროგრამების დასაფინანსებლად გაფორმდა 17 სასესხო/საგრანტო შეთანხმება დაახლოებით 1.07 მილიარდი ევროს ოდენობის საგარეო ფინანსურ რესურსზე: გერმანიის რეკონსტრუქციის განვითარების ბანკთან (KFW), საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), აზიის განვითარების ბანკთან (ADB), რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB), სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციასთან (NEFCO). მათ შორის, დაახლოებით, 195 მლნ ევრო საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამების, ხოლო დაახლოებით 871 მლნ ევრო საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად. საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილი ფინანსური რესურსი მიიმართება საგზაო, კომუნალური ინფრასტრუქტურის, ურბანული განახლების, ენერგოეფექტურობის, ტრანსპორტის, განათლების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ენერგეტიკის, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული საფრთხეების თავიდან აცილებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისათვის, ასევე სხვა პროექტების დასაფინანსებლად. COVID-19-თან ბრძოლისა და საქართველოს ეკონომიკისათვის COVID-19-ით მიყენებული ზიანის აღმოფხვრის მიზნით გასატარებელი (პოსტკრიზისული პერიოდის) ღონისძიებების დასაფინანსებლად ჩამორიცხულია 113.5 მლნ ევრო. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 30 მარტს საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება − „საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა“, რომლის დასაფინანსებლადაც საქართველოს გამოეყო 358.5 მლნ ევრო ფინანსური რესურსის სახით. აღნიშნული პროგრამისთვის მსოფლიო ბანკი საქართველოში პირველად იყენებს დაფინანსების „შედეგზე ორიენტირებული პროგრამის“ ე. წ. PforR (Program for Results) ინსტრუმენტს, რაც გულისხმობს იმას, რომ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაცია და მონიტორინგი მთლიანად დაეყრდნობა საჯარო მმართველობაში არსებულ ინსტიტუტებსა და სისტემებს. წლის ბოლომდე დაგეგმილია ხელმოწერა, მოლაპარაკება და კონსულტაციები გერმანიის რეკონსტრუქციის განვითარების ბანკთან (KfW), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD), საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (AFD) და აზიის განვითარების ბანკთან (ADB) დაახლოებით 670 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის მოსაზიდად. მათ შორის, აღსანიშნავია აზიის განვითარების ბანკთან (ADB) ფისკალური მდგრადობისა და სოციალური დაცვის პროგრამა; საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის განვითარების ბანკს (KfW) შორის სასესხო შეთანხმება − „საქართველოში საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის პროგრამა“; ევროპის რეკონსტრუქციისა და 71 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 განვითარების ბანკთან (EBRD) გასაფორმებელი სასესხო ხელშეკრულება აჭარის მყარი ნარჩენების დამატებით დაფინანსებასთან დაკავშირებით და სხვა. მთავრობის ვალის მართვა საანგარიშო პერიოდში გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები მთავრობის ვალის მართვის პოლიტიკის გაუმჯობესებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კერძოდ:  მთავრობის ვალის მართვა ხდება მთავრობის მიერ მოწონებული დოკუმენტის შესაბამისად „მთავრობის ვალის მართვის სტრატეგია 2022 − 2025 წლებისათვის“;  2021 წლის ბოლოს მთავრობის ვალის მშპ-თან ფარდობამ 49.5% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია მთავრობის ვალის ზღვრულ 60%-თან შედარებით. მთავრობის ვალის დინამიკა 2022 წლის განმავლობაშიც სტაბილურობით ხასიათდება;  მთავრობის ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომი მიზნით, გრძელდება ბენჩმარკ ბონდების გამოშვება; განვითარების ხელშეწყობის წარმატებით მიმდინარეობს პირველადი დილერების საპილოტე პროგრამა და 2022 წლის მეორე კვარტალში დაწყებულია პროგრამის ქმედუნარიანობის შეფასებაზე მუშაობა. შეფასების შედეგების საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება პროგრამის გაგრძელების/გაფართოების შესახებ სხვა ვადიანობის ფასიანი ქაღალდის ჩართვით; მიმდინარეობს მუშაობა ინვესტორებთან კომუნიკაციის ურთიერთობის გაუმჯობესებისათვის, სტრატეგიაზე, რისთვისაც აგრეთვე დაწყებულია ანალიტიკურ და ინვესტორებთან სტატისტიკურ რეპორტებზე/პრეზენტაციებზე მუშაობა;  მსოფლიო ბანკის მისიის დახმარებით მიმდინარეობს მუშაობა სახელმწიფო ვალის კანონის ცვლილებაზე, ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. სხვადასხვა უწყებასთან კონსულტაციების შემდეგ, წლის ბოლომდე დაგეგმილია ახალი კანონის ინიციირება „სახელმწიფო ვალის მართვის შესახებ“. საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის დანერგვის მიმართულებით საანგარიშო პერიოდში გადაიდგა შემდეგი ნაბიჯები:  შემუშავდა რისკის მართვის განახლებული სახელმძღვანელო საჯარო სექტორის მენეჯერებისთვის;  შემუშავდა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის მეორე ეტაპის ინსტრუქცია;  შემუშავდა საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში მომსახურების შეთანხმების შემუშავების ინსტრუქცია; 72 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 გაწევის შესახებ  4 სამინისტროს მაპროფილებელი დეპარტამენტებისთვის შემუშავდა რისკის რეესტრები, ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა დამატებით 2 სამინისტროსთან1;  აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში მომსახურების გაწევის შესახებ შეთანხმებების შემუშავებაზე ცენტრალურ სამინისტროებსა და მათ სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის;  4 სამინისტროში დაიხვეწა მაპროფილებელი დეპარტამენტების მიზნები და ინდიკატორები. შიდა აუდიტის მიმართულებით:  შემუშავდა ეფექტიანობის აუდიტის მეთოდოლოგია;  შემუშავდა შიდა აუდიტის საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო;  შეფასდა 40-მდე შიდა აუდიტის სუბიექტის საქმიანობის ხარისხი;  განხორციელდა ტრენინგები თემებზე: „ეჯაილ აუდიტი“ და „გამჭრიახი შიდა აუდიტი“, „შიდა აუდიტის საქმიანობის ხარისხის შიდა შეფასება“, რომლებსაც ჯამში დაესწრო 70-მდე შიდა აუდიტორი;  8 მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის გაძლიერებისთვის, GIZ-ის მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი, რომელიც გულისხმობს რისკზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენებით შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური დაგეგმვის პროცესში დახმარებას. დამატებით 2 მუნიციპალიტეტს უშუალოდ ჰარმონიზაციის ცენტრის მხრიდან გაეწია საჭირო დახმარება ამ მიმართულებით;  საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით განხორციელდა 20-მდე ვებინარი შიდა აუდიტორებისთვის აქტუალურ საკითხებზე. თითოეულ ვებინარს ესწრებოდა 100-მდე შიდა აუდიტორი. ჰარმონიზაციის ცენტრის მიმართულებით:  ჰარმონიზაციის ცენტრის საქმიანობის ძირითადი ღონისძიებები დაიყო პროექტებად/ქვეპროექტებად. თითოეულ პროექტს ჰყავს შესაბამისი პასუხისმგებელი პირი. აღნიშნული დოკუმენტირებულია MS Project-ის ფორმატში;  მიმდინარეობს მუშაობა ჰარმონიზაციის ცენტრის ახალ ვებგვერდზე. 1 ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის საპილოტე სამინისტროებია: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. 73 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 ფისკალური რისკების მართვის კონტექსტში აღსანიშნავია, რომ დასრულდა მუშაობა სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიაზე. სტრატეგიის პროექტი საჯაროა და თან დაერთო „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს, ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის ერთ-ერთ ქვეთავად. ამ მომენტისთვის გრძელდება მუშაობა ყველა ჩართულ მხარესთან, სტრატეგიის კონცეპტუალურ საკითხებთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევის მიზნით. 2.2. დასაქმება ეკონომიკური გაჯანსაღების ფონზე, 2021 წლის მესამე და მეოთხე კვარტალებში შრომის ბაზრის მაჩვენებლების გაუმჯობესება დაფიქსირდა, კერძოდ, 2021 წლის მეოთხე კვარტალში, 2020 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, უმუშევართა რაოდენობა 5.2%-ით შემცირდა და 291.9 ათასი შეადგინა. რაც შეეხება უმუშევრობის დონეს, 2021 წლის მეოთხე კვარტალში 19%-ს გაუტოლდა, რაც 1.5 პროცენტით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. 2021 წლის მესამე და მეოთხე კვარტალებში გაიზარდა, როგორც სამუშაო ძალის მონაწილეობის, ასევე დასაქმების მაჩვენებელი, კერძოდ, მეოთხე კვარტალში აქტივობის დონემ 51.2% შეადგინა, რაც 1.2 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, ხოლო დასაქმების დონე 1.7 პროცენტით გაიზარდა და 41.5 პროცენტი შეადგინა. 2021 წლის მესამე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 12.1 ათასით, ხოლო მეოთხე კვარტალში − 46.3 ათასით გაიზარდა. დადებით ტენდენცია გაგრძელდა 2022 წლის პირველ კვარტალშიც: შემცირდა უმუშევრობა და გაიზარდა როგორც დასაქმების, ასევე აქტიურობის დონე. 2022 წლის პირველ კვარტალში, წინა წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე 2.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 19.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 71.3 ათასით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში მომზადდა „ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სექტორებში სამუშაო ძალასა და უნარებზე არსებული მოთხოვნისა და სამომავლო განზრახვის კვლევა“, რომლის მიზანია ადამიანური კაპიტალის უნარებზე აღნიშნულ სექტორებში საწარმოების არსებული და სამომავლო მოთხოვნის გამოვლენა, რომელთა გათვალისწინებაც შესაბამისი პოლიტიკის შემუშავების პროცესში ხელს შეუწყობს უნარებთან მიმართებით შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის შემცირებას. ამასთან, დაწყებულია და მიმდინარეობს მუშაობა 2022 წელს უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევაზე. საანგარიშო პერიოდში დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს მიერ გაგრძელდა შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელება და სამუშაოს მაძიებლებთან აქტიური კომუნიკაცია, რაც მათ შესაძლებლობას აძლევთ, ჩაერთონ ისეთ პროგრამებში, როგორიცაა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიანი კურსები; სტაჟირება; ხელფასის/დაცული სამუშაო ადგილების სუბსიდირება; საკვანძო კომპეტენციების კურსები და დასაქმების ფორუმები. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში (2022 წლის პირველი კვარტალის ჩათვლით პერიოდში):  ინდივიდუალური კარიერის დაგეგმვა და პროფესიული კონსულტირება ჩაუტარდა 2713 სამუშაოს მაძიებელს; 74 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2  პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების კომპონენტში ჩაერთო 17 მიმწოდებელი და 2962 სამუშაოს მაძიებელი. მონიტორინგის შედეგად, 2021 წლის კურსდამთავრებულებიდან დასაქმდა 1373;  სტაჟირების პროგრამაში ჩაერთო 24 დამსაქმებელი და 247 სტაჟიორი. დღეის მდგომარეობით, დასაქმებულია 79 სამუშაოს მაძიებელი და გრძელდება პროგრამაში ჩართვის მსურველთა აღრიცხვა;  2021 წლის საანგარიშო პერიოდში, საკვანძო კომპეტენციების (პერსონალური და სოციალური კომპეტენცია, ციფრული კომპეტენცია, სამეწარმეო კომპეტენცია და მულტილინგვურობის კომპეტენცია (გერმანული, ინგლისური, ფრანგული)) ტრენინგკურსებზე ჩართვის სურვილი გამოთქვა 820 სამუშაოს მაძიებელმა, საიდანაც ჩაერთო და კურსი დაასრულა 727 სამუშაოს მაძიებელმა, მათგან კი დასაქმდა 70. 2022 წელს, პროგრამის ფარგლებში, საკვანძო კომპეტენციების ტრენინგკურსებზე ჩართვის სურვილი გამოთქვა 386-მა სამუშაოს მაძიებელმა;  ჩატარდა 11 დასაქმების ფორუმი, სადაც მონაწილეობა მიიღო 341 დამსაქმებელმა და 2500-ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა. აღნიშნული აქტივობების ფარგლებში, დასაქმებულია 341 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის, 178 ქალი;  „შრომის ბაზარზე ქცევის წესების“ გაცნობის მიზნით, სააგენტოს რეგიონულ ცენტრებში სამუშაოს მაძიებლებისათვის ჩატარდა ინდივიდუალური კონსულტაციები, ჯამში, 3564 სამუშაოს მაძიებლისათვის. მათ შორის, ინდივიდუალური კონსულტაცია გაეწია 274 შშმ პირს. მათთვის მოძიებულ იქნა 54 ვაკანსია, რომელზეც დასაქმდა 38 შშმ პირი;  საშუამავლო მომსახურების ფარგლებში, სულ 13 602 თავისუფალ სამუშაო ადგილზე შეირჩა და დამსაქმებელთან გაიგზავნა 3 560 სამუშაოს მაძიებელი. აქედან 2021 წლის საანგარიშო პერიოდში დასაქმდა 785 მათგანი, ხოლო 2022 წელს დამსაქმებელთან გაგზავნილ სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების კუთხით მიმდინარეობს მომიტორინგი. სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა მჭიდრო კომუნიკაციის ხელშესაწყობად, გაგრძელდა ახალი შესაძლებლობების შექმნაზე მუშაობა. ვაკანსიების მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, სააგენტომ შეიმუშავა დამსაქმებლების გამოკითხვისთვის საჭირო კითხვარი და ვაკანსიების მონიტორინგის სახელმძღვანელო. შრომის ბაზარზე ლოკალურ დონეზე ვაკანსიების მონიტორინგის ფარგლებში რეგიონულმა წარმომადგენლობებმა, მთელი საქართველოს მასშტაბით, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში აღრიცხულ 1178 ორგანიზაციასთან დაამყარეს კომუნიკაცია, რომელთაგან გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 238-მა დამსაქმებელმა. აქედან 191 ორგანიზაციაში ამჟამად/მომავალი 6 თვის განმავლობაში მოსალოდნელია 1962 ვაკანსიის გამოცხადება. 27-მა ორგანიზაციამ სააგენტოს უკვე მომართა საშუამავლო მომსახურების მიღების კუთხით და წარმოადგინა მიმდინარე ვაკანსიები. გამოკითხულ ორგანიზაციებში დაფიქსირდა დეფიციტური პოზიციები, ასევე დამუშავდა ინფორმაცია დარეგისტრირებული ვაკანსიების შესახებ და ისინი აისახა მოთხოვნადი პროფესიების 75 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 ნუსხაში. პარალელურად, მიმდინარეობს დამატებით ორგანიზაციებთან დაკავშირება და მათთვის დასაქმების ხელშეწყობის სერვისების შეთავაზება. ვაკანსიების გეოგრაფიული გადანაწილების კუთხით, 2021 წლის განმავლობაში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში ვაკანტური ადგილების ყველაზე დიდი რაოდენობა − 6524 თბილისში დაფიქსირდა. მას მოჰყვება იმერეთი − 1402 ვაკანსია და კახეთი − 697 ვაკანსია. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის №81 დადგენილებით დამტკიცდა „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“, რომლის მიზანია სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების მიმართ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელება, მათი საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის გზით. ამ პროცესში ხდება მოსარგებლის პროფილირება და მისთვის საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიის ან შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიის შეთავაზება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარგებლე დასაქმებულია არაფორმალურ სექტორში − დასაქმების ფორმალიზება. თუ შრომისუნარიანი პირი თანახმაა ერთერთ შეთავაზებაზე, ოჯახს 4 წლის განმავლობაში უწყვეტად უნარჩუნდება საარსებო შემწეობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება მოთხოვნილია უშუალოდ ოჯახის მიერ, ხოლო თუ შრომისუნარიანი პირი არ არის თანახმა შეთავაზებებზე, უარის თქმის თვიდან ერთი წლის შემდეგ განხორციელდება ოჯახის სოციალურეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება. პროგრამის განხორციელება დაიწყო 2022 წლის 1 მარტს და, 31 მაისის მდგომარეობით, დასაქმებულია 8590 სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირი. პარალელურად, გრძელდება ცირკულარული მიგრაციის პროექტები, რაც საქართველოს მოქალაქეებისათვის საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმების საშუალებას ქმნის. ინტენსიური დიალოგი მიმდინარეობს ევროკავშირის წევრ და სხვა მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების გაფართოების, შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვის მიზნით ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების გასაფორმებლად. გერმანიასთან გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, გერმანული მხარის მიერ გათვალისწინებულია წლიური კვოტა 5 000 ადამიანისათვის. 2021 წლის განმავლობაში შეირჩა და დასაქმდა 308 მოქალაქე, ხოლო 2022 წლის 1 მაისის მდგომარეობით − 132 მოქალაქე. ისრაელში ლეგალურად დასაქმების მიზნით, ბაზაში რეგისტრირებულია საქართველოს 2 076 მოქალაქე. აქედან, შეთანხმებაში წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, ისრაელის მხარის მიერ შეირჩა 60 განმცხადებელი, რომელიც არის ე. წ. „ლატარიის“ ეტაპზე. ასევე, ისრაელთან გაფორმებული შეთანხმების განხორციელების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, 2021 წლის ბოლოს განათლების სამინისტროს სსიპ − განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრსა და შესაბამის პროფესიულ კოლეჯებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შემუშავდა ახალი მოკლევადიანი 76 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 (144-საათიანი) სასწავლო კურსი მომვლელებისთვის, „გერიატრიული ასისტენტი“, რომლის გავლის შემდეგაც, 2022 წლის ბოლომდე, ისრაელში დასაქმების შესაძლებლობა ექნება საქართველოს 1 000 მოქალაქეს. „საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ გაფორმებული ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში, გრძელდება მუშაობა საფრანგეთში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობის გაჩენისათვის. მომზადებულია საფრანგეთის ერთ-ერთ რეგიონში საქართველოს მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობის პილოტური პროექტი, რომლის თანახმად, იგეგმება საქართველოს 100 მოქალაქის საფრანგეთში დროებით ლეგალურად დასაქმება. დამატებით, 2021 წლის 30 ნოემბერს, ხელი მოეწერა „ბულგარეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის შრომითი შესაძლებელი მიგრაციის გახდება რეგულირების საქართველოს შესახებ“ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეების დროებითი ლეგალური დასაქმება ევროკავშირის კიდევ ერთ ქვეყანაში. ევროპის სხვა ქვეყნებში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების გაჩენის მიზნით, ჯამში 9 ქვეყანასთან (პორტუგალია, ესპანეთი, ჩეხეთი, ხორვატია, კვიპროსი, უნგრეთი, ფინეთი, ბელგია და საბერძნეთი) იქნა ინიციირებული დიალოგი და განსახილველად გაიგზავნა ქართული მხარის მიერ შემუშავებული შეთანხმების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და ქვეყნის მთავრობას შორის ლეგალური დროებითი (ცირკულარული) შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“. 2.3. სამეწარმეო გარემო სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესება მნიშვნელოვანი წინაპირობაა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის, რისთვისაც გრძელდება უფრო მეტად ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბება. აღსანიშნავია, რომ დღგ-ის ზედმეტობის ავტომატური დაბრუნების მიმართულებით 2020 წლის ნოემბრიდან დაინერგა დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების სისტემა, რომელიც გახდა სრულად ავტომატური და გულისხმობს გადასახადის გადამხდელთა პირად საბანკო ანგარიშზე დასაბრუნებელი თანხის გადამხდელის მოთხოვნის გარეშე (ავტომატურად) ასახვას. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული საგადასახადო ადმინისტრაციების შეფასების ინსტრუმენტის (TADAT – Performance Outcome Area 8 – Adequacy of the VAT refund system) მიხედვით, დღგ-ის დაბრუნების არსებული სისტემა შეესაბამება B ქულას. საგადასახადო დეკლარირების ავტომატური სისტემის თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 27 იანვრის №18 ბრძანებით ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში, რომლის მიხედვითაც გაფართოვდა სავარაუდო დარიცხვის სამიზნე ჯგუფი. პროექტის ფარგლებში 77 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 სავარაუდო დარიცხვის მექანიზმი 2022 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდიდან ამოქმედდა დღგის გადამხდელად რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელების მიერ წარუდგენელი მოგების გადასახადის ყოველთვიური და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციების მიმართ. საგადასახადო დავების სისტემის რეფორმის მიმართულებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის, კერძო სექტორისა და საერთაშორისო საგადასახადო კონსულტანტისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციების გათვალისწინებით, შემუშავდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს დავის განმხილველი ორგანოს პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებაას და ინსტიტუციურ გაძლიერებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნული კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასებაზე (RIA) მუშაობა, რომელიც დასრულდება მიმდინარე წლის სექტემბერში. საგადასახადო შეთანხმებების პრაქტიკასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში გაფორმებულია 2681 საგადასახადო შეთანხმება, აქედან შეთანხმების პირობების შესრულების საფუძველზე (შეთანხმებით განსაზღვრული თანხის − 90,820,679 ლარის ბიუჯეტში გადახდა) 2122 გადასახადის გადამხდელს ჩამოეწერა 102,845,918 ლარის ოდენობით ჯარიმა და საურავი. ამასთან, შეთანხმების პირობების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდა 551 გადასახადის გადამხდელი. ციფრული და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით უნდა აღინიშნოს შემდეგი:  მიმდინარეობს სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული სერვისების სისტემატიზაციის, სტანდარტიზაციისა და ოპტიმიზაციის ფართომასშტაბიანი პროექტები, რომლის ფარგლებშიც, პირველ რიგში, აღირიცხა სამსახურის მიერ გაწეული ყველა სერვისი. დაიდენტიფიცირდა 452 სერვისი, რომელთა უმეტესობა (85%-ზე მეტი) ელექტრონულად არის ხელმისაწვდომი. პროექტების ფარგლებში შემუშავდება სერვისის მოხმარების სახელმძღვანელოები და ვიდეოინსტრუქციები, ასევე ელექტრონული სერვისების გარკვეულ ნაწილზე უკვე ამოქმედებულია პრეფერენციული საფასო პოლიტიკა. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს ელექტრონულ განცხადებებზე პასუხების გენერირების ავტომატური რეჟიმის შემდგომი გაფართოება, რაც, პროცესების ავტომატიზაციასთან ერთად, ადამიანური და დროითი რესურსის ეფექტიან გამოყენებასაც უწყობს ხელს;  მიმდინარეობს მეთოდოლოგიური ბაზის შექმნა, რაც გულისხმობს ერთიან მიდგომებზე დაფუძნებული ელექტრონული საინფორმაციო პლატფორმის შექმნას, რომელიც განკუთვნილი იქნება როგორც შიდა (თანამშრომლები), ისე გარე მომხმარებლებისთვის. ერთიან მეთოდოლოგიურ ბაზაში სისტემატიზებული ფორმით განთავსდება და მუდმივად განახლდება სხვადასხვა სახის ინფორმაცია, მათ შორის, სიტუაციური სახელმძღვანელოები, ინსტრუქციები, გადაწყვეტილებები და ა.შ. აღნიშნული პლატფორმის შემუშავებით დაინერგება თვითმომსახურების ახალი ინსტრუმენტი, რომელიც საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საკითხების ერთიან, ადვილად მოხმარებად სივრცეში თავმოყრით უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი ინფორმაციის განჭვრეტადობას; 78 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2  სასაქონლო კოდით საქონლის ძიებისა და ნებართვების გაცემის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ჩართულია ყველა სახელმწიფო უწყება და ამოქმედებულია ერთი ფანჯრის პრინციპით სსიპ − შემოსავლების სამსახურის ვებგვერდიდან (www.rs.ge) ყველა სახის ნებართვა/სერტიფიკატის ელექტრონულად მოთხოვნისა და მიღების სერვისი. ევროკავშირის კანონმდებლობასთან საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის ჰარმონიზების თაობაზე აღსანიშნავია:  შემუშავებულ იქნა საქართველოს მთავრობის დადგენილება „წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიებისა და სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ადმინისტრირების წესის შესახებ“, რომელიც ძალაში შევიდა 2021 წლის 1 ივნისს. იგი ჰარმონიზებულია ასოციირების შესახებ შეთანხმებასთან „ერთის მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის“ (მუხლები: 40-43);  ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2014 წელს გაფორმებული ასოციირების შეთანხმებით აღებული ვალდებულების ფარგლებში, 2021 წლიდან ძალაში შევიდა დღგ-ის კარის ახალი რედაქცია საგადასახადო კანონმდებლობის დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) საერთო სისტემის შესახებ 2006 წლის 28 ნოემბრის საბჭოს 2006/112/EC დირექტივასთან დაახლოების მიზნით. განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე, დღგ-ის გამოანგარიშებისა და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა უცხოელ დასაბეგრ პირს, რომელსაც არ გააჩნია რაიმე ტიპის დაწესებულება საქართველოში და არადასაბეგრ ფიზიკურ პირებს უწევთ ციფრულ მომსახურებებს საქართველოში. უცხოელი დასაბეგრი პირების მიერ, საქართველოში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების (დღგ-ის ანგარიშგებისა და გადახდის) სრულყოფილად შესრულების მიზნით, სსიპ − შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განთავსებულია დღგ-ის პორტალი ციფრულ მომსახურებებზე „VAT Portal on Digital Services“, ხოლო წესი დადგენილია „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 471 მუხლის საფუძველზე;  საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელდა მთელი რიგი ცვლილებებისა, რის შედეგადაც მოხდა საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ალკოჰოლსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის გადასახადის სტრუქტურის შესახებ 1992 წლის 19 ოქტომბრის საბჭოს 92/83/EEC დირექტივასთან, მესამე ქვეყნებიდან მგზავრების მიერ შემოტანილი საქონლის დამატებული ღირებულების გადასახადისა და აქციზის გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ 2007 წლის 20 დეკემბრის საბჭოს 2007/74/EC დირექტივასა და წარმოებული თამბაქოს აქციზის გადასახადის სტრუქტურისა და განაკვეთების შესახებ 2011 წლის 21 ივნისის საბჭოს 2011/64/EU დირექტივასთან;  2019 წლის სექტემბერში ძალაში შევიდა ახალი საბაჟო კოდექსი, რის შედეგადაც განხორციელდა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის საბაჟო კოდექსის შექმნის შესახებ საბჭოს №952/2013 რეგულაციასა და 2009 წლის 16 ნოემბრის საბჭოს №1186/2009 საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლების თაობაზე ევროკავშირის სისტემის შექმნის შესახებ რეგულაციასთან; 79 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 შესაბამისად, 2021-2022 წლებში საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შემდგომი ჰარმონიზების მიზნით, მიმდინარეობდა მუშაობა შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მისაღებად. გრძელდება კონკურენტუნარიანი და საინვესტიციოდ ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით წიაღის სექტორის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც სსიპ − შემოსავლების სამსახურისა და სსიპ − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს კოორდინირებული მუშაობის შედეგად, 2021 წელს დაინერგა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ადმინისტრირების ახალი პროგრამა. პროგრამის მეშვეობით, მოსაკრებლის ადმინისტრირება გახდა ავტომატიზებული, კერძოდ, დაინერგა ბუნებრივი რესურსების სარგებლობისათვის გაანგარიშგების ავტომატური ვალიდაციისა და სავარაუდო დარიცხვის ავტომატური მექანიზმები, რამაც ადმინისტრირების პროცესი გახადა მოქნილი და ეფექტიანი. საანგარიშო პერიოდში, აქტიურად მიმდინარეობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვის პროცესი. ობიექტების პრივატიზების შედეგად შემოსული თანხებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 2021 წელს გადაირიცხა 206 301 245 ლარი, ხოლო 2022 წლის I კვარტალში − 34 833 393.57 ლარი. მათ შორის, ობიექტების პრივატიზების შედეგად 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის მაისამდე სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა 222 899 196 ლარი. ამასთან, პროაქტიულად მიმდინარეობდა უძრავი ქონების პრივატიზება ელექტრონული აუქციონის ფორმით, რის შედეგადაც 2021 წელს პროექტის − „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ − ფარგლებში, გაიყიდა 318 ობიექტი, ჯამური საწყისი ფასით − 148 149 250 ლარი, რომელთა საპრივატიზაციო ღირებულება შეადგენდა 211 425 350 ლარს. 2022 წელს, ამავე პროექტის ფარგლებში გაიყიდა 58 ობიექტი, ჯამური საწყისი ფასით − 21 733 875 ლარი, რომელთა საპრივატიზაციო ღირებულება შეადგენდა 27 203 875 ლარს. მათ შორის, 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის მაისამდე „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში გაიყიდა 281 ობიექტი, ჯამური საწყისი ფასით − 126 466 025 ლარი, რომელთა საპრივატიზაციო ღირებულება შეადგენდა 179 110 125 ლარს; რაც შეეხება სახელმწიფო საწარმოებს, 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის მაისამდე პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში გაიყიდა 4 სახელმწიფო საწარმო, საწყისი ფასით − 2 229 850 ლარი, ხოლო საპრივატიზაციო ღირებულება შეადგენდა 2 238 350 ლარს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა წიაღის სექტორის რეფორმის მეორე ფაზა, რომელიც გულისხმობს წიაღის სექტორის სტრატეგიის დოკუმენტზე დაყრდნობით სამართლებრივი ჩარჩოს მოწესრიგებას. ექსპერტების მიერ მომზადდა წიაღის შესახებ კოდექსის სამუშაო ვერსია, რომლის გადამუშავებაც განხორციელდება უწყებებიდან მოწოდებული შენიშვნებისა და კომენტარების გათვალისწინებით. დამატებით, საანგარიშო პერიოდში მსოფლიო ბანკის მიერ გამოიყო 400,000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი მულტიდონორული ნდობის ფონდიდან საქართველოს სამთომოპოვებითი სექტორის მხარდაჭერის მიზნით, რომლის უმთავრესი მიზანია, დაეხმაროს საქართველოს მთავრობას 80 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 სასარგებლო წიაღისეულის პოპულარიზაციაში და პასუხისმგებლიანი ინვესტორების მოზიდვის მიმართულებით. პროექტის ფარგლებში, არაერთი აქტივობა განხორციელდა შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით, რომელთა შორისაა არსებული გაციფრულება, საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება და აერომაგნიტური თანამშრომელთა რუკების გადამზადება ტრენინგებისა და სასწავლო ვიზიტების საფუძველზე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობის მიზნით. საანგარიშო პერიოდში, „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ − პროგრამის ფარგლებში, დამატებული ობიექტებიდან ლიცენზია გაიცა 13 ობიექტზე, რომლის შედეგად ბიუჯეტში მობილიზებულმა თანხამ 5,298,794 ლარი შეადგინა; გაცემული ლიცენზიის ფარგლებში დასაქმდება 240 ადამიანი და საინვესტიციო ვალდებულებების ჯამური ოდენობა 19,850,000 ლარს შეადგენს. სალიცენზიო პირობების კონტროლისა და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების მიზნით, საანგარიშო პერიოდში, სსიპ − მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში განხორციელდა მონიტორინგის ჯგუფის დამატება. ამასთან, დაგეგმილია მუშაობის დაწყება მონიტორინგის ელექტრონული სისტემის შემუშავების მიმართულებით. კაპიტალის ბაზრის სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში, გრძელდება კაპიტალის ბაზრის განვითარების ახალ სტრატეგიაზე მუშაობა, რომლის დამტკიცებაც იგეგმება უახლოეს მომავალში. 2021 წლის შემოდგომიდან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს დაგროვებითი პენსიის რეფორმის სრულყოფისათვის. აღნიშნული მიზნით, დაინტერესებულ მხარეებს შორის მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები/მოლაპარაკებები კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის სამართლებრივი ჩარჩოს დახვეწას, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მოქნილი და ეფექტიანი საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრის შესაძლებლობას. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები შემოდგომაზე წარედგინება საქართველოს პარლამენტს. ამასთან, საპენსიო რეფორმისა და გრძელვადიანი კაპიტალის მობილიზების ფარგლებში, მუშაობა გრძელდება ახალ „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია დაგროვებითი პენსიის დამატებითი მექანიზმის სრულყოფა უზრუნველყოფილი სიბერის მისაღწევად და გრძელვადიან პერსპექტივაში ფისკალური წნეხის შემცირება. კანონის პროექტი უახლოეს თვეებში წარედგინება საქართველოს პარლამენტს. 2021 წლის შემოდგომაზე საქართველოს პარლამენტს წარედგინა „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ფასიანი ქაღალდების ფლობის გამართულ სამართლებრივ ჩარჩოს. აღნიშნული ითვალისწინებს ფასიანი ქაღალდების ფლობისა და ანგარიშსწორების ინფრასტრუქტურის დახვეწას და შემოაქვს საკუთრებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამართლებრივი სიცხადე და განჭვრეტადობა. 81 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 კერძო სექტორისათვის „სექიურითიზაციის არასაბანკო დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის გაზრდის საქართველოს მიზნით, პარლამენტში წარსადგენად, კონსულტაციები მიმდინარეობს კერძო და საჯარო სექტორებთან. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მეშვეობით მეწარმესა და ინვესტორს გაუჩნდებათ წვდომა აქამდე არსებულ არალიკვიდურ აქტივებსა და მათი საშუალებით ინვესტიციების მოზიდვაზე, რაც ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას. „სექიურითიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენა პარლამენტისათვის წლის განმავლობაში არის დაგეგმილი. 2022 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს პარლამენტს აგრეთვე წარედგინა „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საბანკო სექტორისათვის ლიკვიდობის მიწოდების ახალი ინსტრუმენტის გაჩენას, რაც აგრეთვე ინვესტორების პორტფელის დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს. მიმდინარეობს მუშაობა ფაქტორინგის კანონის პროექტზე, რომელიც 2022 წელს დასრულდება და კანონის პროექტი წარედგინება სამართლებრივი ჩარჩოთი მოკლევადიანი საჭიროებების საქართველოს მოწესრიგების პარლამენტს. შედეგად, დასაფინანსებლად ბიზნესებს გაყიდონ აღნიშნული პროდუქტის შესაძლებლობა დებიტორული ექნებათ, დავალიანებები ფაქტორინგულ კომპანიებზე. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ტრასტების ინსტრუმენტის დანერგვაზე და ფინანსური ზონის განვითარებისათვის, ფინანსური ბაზრების იმ სეგმენტების განსაზღვრაზე, რომლებსაც გააჩნიათ პოტენციალი, ხელი შეუწყონ საქართველოში რეგიონული ჰაბის განვითარებას. საამისოდ მთავრობის მიერ დაქირავებულ იქნა Rothschild & Co და Kaiser Partners-ი, რომლებთან ერთადაც ამჟამად მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები და მომზადებულია შუალედური გზამკვლევი (Interim Roadmap). ფინანსური ცენტრის განვითარების ფარგლებში, აგრეთვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც გაწეული სამუშაოსა და ფინანსური ცენტრის განვითარებისათვის სხვა საჭირო საკითხებს განიხილავს. Rothschild & Co და Kaiser Parnter-თან თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდება სტრატეგიული გზამკლევი (Strategic Roadmap), რომელიც ხელს შეუწყობს ფინანსური ცენტრის განვითარებისათვის შემდგომი იმპლემენტაციის ნაბიჯების განსაზღვრას. გარდა ამისა, კაპიტალის ბაზრის სტიმულირების მიზნით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო განვითარების პარტნიორებსა და რეგიონულ საინვესტიციო ფონდებთან, რათა ადგილობრივად მოხდეს საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარება − კერძო და ვენჩერული კაპიტალის ფონდების შემოყვანის გზით. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს „კატაპულტ ჯორჯიასთან“. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კაპიტალის ბაზარზე ემისიების სტიმულირებისათვის ევროკავშირის დაფინანსების ფარგლებში, მიმდინარეობს პროგრამა, რომელიც ბიზნესებს გაუწევს ფინანსურ მხარდაჭერას წილობრივი ან სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში. 82 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 ინოვაციური ბიზნესის განვითარებისა და სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით, 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით, განხორციელდა შემდეგი:  650 000 ლარიანი თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში ჩატარებული ორი რაუნდის საფუძველზე, მიღებული 63 განაცხადიდან გამოვლინდა 6 მაღალტექნოლოგიური და გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპი;  100 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში ჩატარებული ერთი რაუნდის საფუძველზე, ჯამურად მიღებული 246 პროექტიდან გამოვლინდა და დაკონტრაქტდა 20 სტარტაპი. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მოცულობა 100 000-იდან 150 000 ლარამდე გაიზარდა. აღნიშნულ პროგრამაზე 2022 წლის მარტ-აპრილის პერიოდში სულ შემოვიდა 230 განაცხადი. ამჟამად მიმდინარეობს განაცხადების შეფასების პროცესი;  საანგარიშო პერიოდში დაიწყო „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა“, რომელიც საპილოტე რეგიონებში (იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვასა და ფინანსებზე წვდომის ინსტრუმენტების გაძლიერებას უწყობს ხელს. პროგრამის ფარგლებში, 2022 წლის იანვარაპრილის პერიოდში შემოსული 170 განაცხადიდან (70 განაცხადი 30 000-ლარიან გრანტებზე და 100 განაცხადი 100 000-ლარიან გრანტზე) გამოვლინდა 11 გამარჯვებული პროექტი მცირე (30 000 ლარი) გრანტებზე და 14 პროექტი ინოვაციების საგრანტო პროგრამების (100 000 ლარი) ფარგლებში, ამჟამად მიმდინარეობს პროგრამის შემდეგ რაუნდზე განაცხადების მიღება;  სტარტაპების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობის თემატური დაფინანსების მექანიზმის, მცირე გრანტების (15 000 ლარამდე) პროგრამის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში შემოსული 261 განაცხადიდან დაფინანსება მიიღო 42-მა პროექტმა;  დასასრულს უახლოვდება 2019 წელს დაწყებული ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამა (TTPP), რომლის მიზანია ბაზრის საჭიროებების შესაბამისი სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციის ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში შეირჩა კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე კომერციალიზაციის ინდუსტრიული 9 პროექტი, გეგმა და, პარტნიორების რომელთათვისაც პარალელურად, მოძიებისა და ინდივიდუალურად აქტიურად დაიწყო მოლაპარაკებების შემუშავდა პოტენციური პროცესი, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო მასშტაბით;  სტარტაპებისა და ინოვაციური მეწარმეების მხარდასაჭერად, 2022 წლის იანვარში გაიხსნა ოზურგეთის ტექნოლოგიური პარკი, რომელიც აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიით (ფაბლაბით), საერთო სამუშაო, სატრენინგო და საკონფერენციო სივრცეებით. ტექნოპარკებში აქტიურად ხდება, როგორც ინოვაციური და ტექნოლოგიურ პროტოტიპებზე მუშაობა, ისე სხვადასხვა მიმართულებით საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება;  საერთაშორისო ტოპ აქსელერატორის, „500 სტარტაპის“ ფარგლებში, აქსელერაცია გაიარა 28 ინოვაციურმა სტარტაპმა. მათგან 4 გამარჯვებული სტარტაპისთვის 2021 წლის აგვისტოში გაიმართა „Demo-day“ და ინვესტორებთან შეხვედრა აშშ-ში; 83 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2  ბაზარზე არსებულ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებში კვალიფიციური კადრების მომზადების მიზნით, მიმდინარეობს 3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამა, რომელიც 2023 წლის აპრილამდე უზრუნველყოფს, სულ მცირე, 3000 მოქალაქის გადამზადებას ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად 45 მიმართულებაზე. ამ ეტაპზე გადამზადებულია ჯამში 1,429 მონაწილე, მათ შორის, 2022 წლის პირველ 5 თვეში გადამზადდა 855 მონაწილე. პროგრამის ფარგლებში, გარდა პროფესიული ტრენინგისა, თითოეული მონაწილე გადის დამატებით კურსს პროდუქტის მენეჯმენტსა და ფრილანსერობაში, საჭირო უნარების შესაძენად (soft skills), ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვეთებთან/კომპანიებთან მუშაობის გამარტივების მიზნით;  2021 წლის ნოემბრიდან, რეგიონებში არსებული ინოვაციური ცენტრებისა და პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე ხორციელდება პრეაქსელერატორის პროგრამა სტუდენტებისთვის, რომელშიც საქართველოს 4 საპილოტე რეგიონიდან (რაჭა, გურია, კახეთი, იმერეთი) მონაწილეობა მიიღო 130-მდე ბენეფიციარმა და შეიქმნა 5 ახალი სტარტაპი. ბენეფიციარების ნაწილმა შემდგომ მონაწილეობა მიიღო „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების რეგიონულ საგრანტო პროგრამაში“. მათგან გაიმარჯვა და გრანტი მოიპოვა 2-მა გუნდმა რაჭაში, ერთმა − გურიაში და ერთმა − კახეთში. ჯამურად, 2019 − 2022 წლებში ინოვაციების სააგენტოს პორტფოლიო სტარტაპებმა 285 მილიონ ლარამდე კერძო ინვესტიციები მოიზიდეს ქვეყანაში, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებულ 21 მილიონ ლარზე. მათ შორის დაფიქსირდა პირველი წარმატებული გლობალური სტარტაპ exit-ი, ხოლო ჯამურად მოზიდული კერძო ინვესტიციებიდან საანგარიშგებო პერიოდში მოზიდული იყო 130 მლნ ლარი. გრძელდება მეწარმეებისათვის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა, კერძოდ:  აქტიურად მიმდინარეობდა თურქეთის მხარესთან მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ორმხრივ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის საკითხებთან დაკავშირებით. შედეგად, 2021 წლის დეკემბერში, საქართველო-თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში მოქმედი ერთობლივი კომიტეტის მორიგი სხდომის ფარგლებში დასრულდა მოლაპარაკებები ტარიფების შემდგომ ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით და ამჟამად მიმდინარეობს ორმხრივი კონსულტაციები შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შედეგების ამსახველი ოქმის პროექტის მომზადების მიზნით. რაც შეეხება შეთანხმებაში მომსახურებით ვაჭრობის დამატების საკითხს, გრძელდება მოლაპარაკებები;  საანგარიშო პერიოდში გაიმართა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან სამუშაო შეხვედრა ონლაინრეჟიმში. 2022 წლის იანვარში დაიწყო და მარტში დასრულდა არაბულ მხარესთან შეთანხმების სტრუქტურის, მოლაპარაკებების ვადებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების სხვა დეტალების თაობაზე მხარეებს შორის დოკუმენტის (TOR) შეთანხმების პროცედურა. მხარეთა მიერ გაფორმდა დოკუმენტი მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე. მოლაპარაკებების პირველი რაუნდის გამართვა იგეგმება 2022 წლის ივლისში; 84 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2  დასრულდა სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის რესპუბლიკასთან, თავისუფალი კვლევა მოხდა ვაჭრობის და გაიმართა გამოცდილებისა შესახებ ონლაინ და შეთანხმების ტექნიკური მოსაზრებების გაფორმების შეხვედრა გაზიარება, მიზნით კორეის შემდგომში მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით;  ჩატარდა გაერთიანებულ სამეფოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში შექმნილი ვაჭრობის საკითხებზე ორმხრივი კომიტეტისა და ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტის პირველი შეხვედრა;  2022 წლის მაისში განხორციელდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვიზიტი აშშ-ში, რომლის ფარგლებშიც გაიმართა ორმხრივი შეხვედრები აშშ-ის ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი თანამდებობის პირებთან, სადაც ქართულმა მხარემ დააყენა საქართველო-აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხი;  2022 წლის მაისში, ქალაქ ჟენევაში გაიმართა საქართველო-EFTA-ის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ორმხრივი კომიტეტის პირველი შეხვედრა. 2021 წლის 22 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ სარატიფიკაციოდ წარდგენილი „მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე“ (ე. წ. სინგაპურის კონვენცია „მედიაციის შესახებ“) გაერთიანებული ერების კონვენციის რატიფიცირება, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, რომლითაც საქართველოს კანონმდებლობაში გაჩნდა „საერთაშორისო სამედიაციო მორიგების“ ცნება და განისაზღვრა მისი ცნობისა და აღსრულების წესები. განხორციელებული ცვლილებები ხელს უწყობს საქართველოში მედიაციის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის, განვითარებას. 2021 წლის 2 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი (ამოქმედდა 2022 წლის 1 იანვრიდან), რომელიც შემუშავებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ. კანონით შემოთავაზებული მიდგომები, ერთი მხრივ, ამყარებს საწესდებო ავტონომიის პრინციპს, ხოლო, მეორე მხრივ, მარეგულირებელ ფუნქციას ასრულებს ამგვარი ავტონომიით სარგებლობის პროცესში. მასში ასახულია ასოციირების შეთანხმებითა და მისი დანართებით გათვალისწინებული ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციების იმპერატიული და დისპოზიციური ნორმები. კანონის საფუძველზე, 2021 წლის 29 ნოემბერს იუსტიციის მინისტრის მიერ გამოიცა №791 ბრძანება „სამეწარმეო საზოგადოებების სტანდარტული წესდებების დამტკიცების შესახებ“, რომლითაც სამეწარმეო საზოგადოების თითოეული სამართლებრივი ფორმის მიმართ დამტკიცდა სტანდარტული წესდებები. სტანდარტული წესდება სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო 85 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 შეთანხმების ნაწილად მიიჩნევა, თუ საზოგადოების რეგისტრაციისას წარდგენილი არ არის დამფუძნებლების მიერ შემუშავებული წესდების საკუთარი ვერსია. მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამართალშემოქმედების განვითარების მიზნით, გრძელდება რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტრუმენტის ინსტიტუზიონალიზაცია. საანგარიშო პერიოდში შეფასება ჩაუტარდა კანონპროექტებს: „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“ და „აღსრულების კოდექსს“. USAID-თან თანამშრომლობით, მომზადდა სახელმძღვანელო დოკუმენტის პროექტი RIA-ის მხარდამჭერი პლატფორმის შემუშავების შესახებ. აღნიშნული პლატფორმა გააერთიანებს ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც დაეხმარება სახელმწიფო ორგანოებს RIA-ის განხორციელებაში. დოკუმენტის პროექტი შეიცავს პლატფორმის ფუნქციონირების პრინციპებსა და პროცედურულ წესებს. ამჟამად ის დამუშავების პროცესშია დარგობრივი სამინისტროების მიერ. საანგარიშო პერიოდში მომზადდა „რადიოაპარატურის შესახებ ტექნიკური რეგლამენტისა“ და „შენობა-ნაგებობების მიმართ ინსოლაციის მინიმალური მოთხოვნების შესახებ“ რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშები. 2.4. სამეწარმეო და საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის №351 დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია (2021 − 2025 წ.წ.) და სამოქმედო გეგმა (20212022 წ.წ.), რომელიც ეფუძნება „ევროპული მცირე ბიზნესის აქტის“ უმთავრეს პრინციპს − „უპირველესად იფიქრე მცირეზე“ (Think Small First). ამასთან, სტრატეგიაში გათვალისწინებულია „ევროპული მცირე ბიზნესის აქტის“ ძირითადი პრინციპები და ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის კუთხით. მეწარმეობის განვითარების მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში, განხორციელდა შემდეგი აქტივობები:  საკრედიტო საგარანტიო სქემა − საანგარიშო პერიოდში პროგრამაში 284 სესხი ჩაერთო, რომელთა მოცულობა შეადგენს 195.6 მლნ ლარს, აქედან სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ გარანტირებულია 144.5 მლნ ლარი, ხოლო გადარიცხული თანხების ოდენობა შეადგენს 30.4 მლნ ლარს. პროგრამა გულისხმობს სესხის ძირი თანხის არა უმეტეს 80%-ის გარანტირებას. პროგრამის ფარგლებში, რეგისტრირდება კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხები, მოცულობით − 50 ათასი ლარიდან (20 ათასი − მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში) 5 მლნ ლარამდე. პროგრამის მიზანია ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება იმ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, 86 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები, ეკონომიკის დაკრედიტების ხელშეწყობა და ინკლუზიური ეკონომიკის ზრდის უზრუნველყოფა;  სესხის/ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსება − საანგარიშო პერიოდში გაფორმდა 488 ხელშეკრულება 431 ბენეფიციართან. პროექტების ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 911.6 მლნ ლარს, ხოლო დაგეგმილი ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობაა − 8027. 2021 წლის 1 სექტემბრიდან ხორციელდება სესხის/ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსების განახლებული პროგრამა (ბიზნესუნივერსალი), რომელიც ბენეფიციარებს დამატებით სთავაზობს საგარანტიო და საგრანტო კომპონენტებს. განისაზღვრება შემდეგნაირად: რეფინანსირების განაკვეთს თანადაფინანსების სესხებისთვის გამოკლებული − 5% საპროცენტო საქართველოს და განაკვეთი ეროვნული ლიზინგისთვის − 3%. ბანკის სესხის მოცულობა/ლიზინგის საგნის ღირებულება შეადგენს არანაკლებ 50 ათასსა და არა უმეტეს 10 მლნ ლარს. თანადაფინანსების პერიოდი ვრცელდება სესხის ვადის სრულ პერიოდზე. საგარანტიო კომპონენტის ფარგლებში, შესაძლებელია სესხის ძირი თანხის მოცულობის არა უმეტეს 60%-ის გარანტირება. გრანტის მექანიზმით სარგებლობენ დადგენილებით განსაზღვრულ ეკონომიკურ საქმიანობებში ჩართული ბენეფიციარი კომპანიები (50-მდე პრიორიტეტული დარგი, რომელსაც აქვს ექპორტის ზრდისა და იმპორტის ჩანაცვლების მნიშვნელოვანი პოტენციალი − ბიზნესექსპორტის კომპონენტი), არა უმეტეს სესხის ძირი თანხის/ლიზინგის საგნის ღირებულების 15%-ის მოცულობით, არა უმეტეს 500 ათასი ლარისა. საპილოტე რეგიონებში (იმერეთი, კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი) გრანტის მოცულობა განისაზღვრება შემდეგნაირად: სესხის ძირი თანხის/ლიზინგის საგნის ღირებულების 10% − 50 ათასი − 1 500 ათასი ლარის მოცულობის სესხებზე/ლიზინგის საგნის ღირებულებაზე ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობის შემთხვევაში და 20% − დადგენილებით განსაზღვრული საქმიანობებისთვის;  მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა − 2021 წლის ივნისიდან აგვისტოს პერიოდში დაფინანსდა 2020 წლის მიკრო და მცირე გრანტების პროგრამის კონკურსში გამარჯვებული 689 ბენეფიციარი, ჯამურად − 14 303 493 ლარის მოცულობის გრანტით. 2022 წლის მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში საქართველოს მასშტაბით დარეგისტრირდა 14 823 მეწარმე, საიდანაც შემდეგ ეტაპზე გადავიდა 4156 აპლიკანტი. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, გრანტის მოცულობა შეადგენს 30 000 ლარს, ხოლო საპილოტე რეგიონებში (იმერეთი, კახეთი, რაჭალეჩხუმი-ქვემო სვანეთი) − 40 000 ლარს. ასევე 2022 წლიდან კონკურსში მონაწილე შშმ პირებს, ბიზნესიდეების შეფასების ეტაპზე, ავტომატურად ენიჭებათ დამატებითი 2 ქულა;  იპოთეკური სესხების თანადაფინანსება − 2021 სექტემბრიდან ხორციელდება იპოთეკური სესხების თანადაფინანსების შეძენაში/აშენებაში პროგრამა, რომლის ოჯახებს/მარტოხელა მიზანია, მშობლებს/ქვრივებს, დაეხმაროს სახლის თანადაფინანსების საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია ბავშვების რაოდენობაზე და შეადგენს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3.5% ან 1.5%, არა უმეტეს 6-8%-ისა. სესხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 200 000 ლარს, ხოლო თანადაფინანსების პერიოდი − 5 87 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 წელს. 2022 წლის მაისის ჩათვლით, პროგრამაში ჩაერთო 2 343 ბენეფიციარი 259 მლნ ლარის მოცულობის სესხით. ექსპორტის მხარდაჭერის კუთხით, საანგარიშო პერიოდში განხორციელდა შემდეგი:  საერთაშორისო ღონისძიებებზე ორგანიზების/თანადაფინანსების ქართული გზით. კომპანიების სულ მონაწილეობის მხარდაჭერილ იქნა 55 მხარდაჭერა ბენეფიციარი (თანადაფინანსების 80 ფაქტი). არსებული მდგომარეობით, სსიპ-ის − აწარმოე საქართველოში მხარდაჭერით ქართულმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღეს 10-ზე მეტ შემდეგ საერთაშორისო ღონისძიებაში/გამოფენაში: Pitti Immagine Bimbo 2021 (ჩატარდა ონლაინ), Playtime (ჩატარდა ონლაინ), Fashion Weeks 2021 (Spring/Summer), Anuga 2021, VIV MEA 2021, Intersolar North America 2022, Pitti Immagine Bimbo 2022 (Winter show), Playtime Paris 2022 (Winter show), INTERSOLAR North America 2022, GULFOOD 2022, Fashion Weeks 2022 (Fall/Winter 2022), APLF Dubai 2021, Birmingham Food&Drink Expo 2022;  ქვეყნის საექსპორტო პლატფორმაზე − www.tradewithgeorgia.com რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა გაიზარდა 660-მდე. - აღსანიშნავია, რომ 2022 წლის აპრილში დაიწყო ტექნიკური დახმარების კომპონენტის (ექსპორტის სტიმულირების პროგრამა) (პროდუქტის ლიცენზირება/სერტიფიცირება; ბრენდინგი/პროდუქციის შეფუთვა; საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირება) განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს ექსპორტზე ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობას. კერძოდ, ბენეფიციარ კომპანიებში ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრასა და ექსპორტის მასტიმულირებელი მექანიზმების დანერგვას, რომელიც ხელს შეუწყობს საექსპორტო პროდუქტებისა და სერვისების დივერსიფიკაციას, მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორებისა საქართველოს მასშტაბით სამუშაო და პროდუქტების ადგილების შექმნასა იდენტიფიცირებას, და საერთაშორისო გაყიდვების წახალისებას.  ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი, რომელსაც ჯამურად დაესწრო 75 პირი. ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში განხორციელდა შემდეგი:  განხორციელდა 5 ახალი საინვესტიციო პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება 4 მილიონი აშშ დოლარია. პროექტების განხორციელების შემდეგ 1000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება. - ევროპაში ყველაზე დიდი სატვირთო ფლოტის მფლობელმა ლიტვურმა კომპანია Girteka-მ გლობალური ბიზნეს სერვისების (GBS) ლოკაციად საქართველო აარჩია და 2023 წლის ბოლომდე 300 სამუშაო ადგილს შექმნის. კომპანია გეგმავს ევროპაში 10 88 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 ყველზე დიდ ლოგისტიკურ კომპანიებს შორის მოხვდეს და საქართველო გაფართოვების გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია. - ბრიტანულმა IT კომპანიამ, Godel Technologies საქართველოში ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღო. Godel Technologies შერჩეული იყო, როგორც სამიზნე კომპანია და ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით მოხდა მათთან დაკავშირება. კომპანია ახალ ლოკაციას ეძებდა და არჩევანი საქართველოზე შეაჩერა. გადაწყვეტილების საბაბი მიმზიდველი ბიზნეს კლიმატი, კონკურენტული გარემო და კვალიფიციური სამუშაო ძალა გახდა. შედეგად, მომდევნო ორი წლის მანძილზე საქართველოში დაახლოებით 250 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. - კლიენტების მომსახურების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ამერიკულმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში ინვესტირების შესახებ, რომელიც საწყის ეტაპზე გეგმავს 200 თანამშრომლის აყვანას. - სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდმა ხორვატულმა კომპანიამ, მას შემდეგ რაც შეისწავლა საინვესტიციო გარემო, მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში ინვესტირების შესახებ. 2022 წლის ბოლომდე იგეგმება 200-მდე თანამშრომლის აყვანა. - ლიბანურმა კომპანიამ, რომელიც ეწევა თამბაქოს პროდუქტის ექსპორტს მსოფლიოს 90 ქვეყანაში, გადაწყვიტა გახსნას ახალი საწარმო საქართველოში, კერძოდ აჭარაში. საქართველოში 72 განსხვავებული პროდუქტის წარმოება მოხდება და ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროპის ქვეყნები იქნება. თავდაპირველად საწარმოში 50-მდე თანამშრომელი დასაქმდება.  უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოს ბიზნესგარემოსა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მომზადდა საინვესტიციო გზამკვლევები, საინვესტიციო განახლებული გზამკვლევი პროექტების კატალოგი, დიპლომატებისთვის, 6 სექტორული რომელიც მოიცავს ბროშურა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებთან თანამშრომლობით ინვესტიციების მოზიდვის მექანიზმს, სექტორების მიხედვით სასაუბროს, სამიზნე კომპანიებს, კომპანიების შერჩევის კრიტერიუმებს და ა.შ. ასევე გამოქვეყნდა 20-მდე საერთაშორისო სტატია და ანგარიში საქართველოს შესახებ, მათ შორის, FDI Intelligence-ის მიერ მომზადებული Special Report, რომელიც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე მომზადებული დოკუმენტია და დაეგზავნა fDi Magazine-ის 15 500 და fDi Intellegence-ის ვებგვერდის 36,000 გამომწერს, რომელთა დაახლოებით 80% მულტინაციონალური კომპანიების მაღალი დონის მენეჯერები არიან. ორგანიზება გაუკეთდა ან/და მონაწილეობა მიღებულ იქნა 6 საერთაშორისო ღონისძიებაში (გამოფენა, როუდშოუ, ვებინარი). 2021 წლის ბოლოს დასრულდა „საქართველოში ელექტრონული და ელექტრული მოწყობილობების ნაწილების და კომპონენტების წარმოების პოტენციალის კვლევა“, რომლის შედეგადაც გამოიკვეთა მაღალი პოტენციალის მქონე 9 ქვესექტორი და მომზადდა შეთავაზება ინვესტორებისთვის (value proposition).  პოტენციურ ინვესტორ კომპანიებთან პროაქტიული კომუნიკაცია − პრიორიტეტული სექტორებისა და კომპანიების პროფილების მიხედვით, მომზადდა 500-მდე სამიზნე კომპანიის ბაზა, დაკავშირების მცდელობა განხორციელდა (ოფიციალური წერილი, ელფოსტა, ზარი და 89 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 ა.შ.) 340-მდე კომპანიასთან, შედგა შეხვედრა/საკონფერენციო ზარი 100-მდე სამიზნე კომპანიასთან. ასევე, ე.წ. aftercare სერვისის ფარგლებში, შედგა შეხვედრა/საკონფერენციო ზარი 35-მდე არსებულ ინვესტორ კომპანიასთან.  ინვესტიციების მოზიდვისთვის საკონსულტაციო კომპანიასთან თანამშრომლობა − სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივითა და USAID-ის მხარდაჭერით, წამყვან საკონსულტაციო კომპანია OCO Global-თან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც გულისხმობს სააგენტოს მხარდაჭერას ინვესტიციების მოზიდვის საკითხში, OCO Global-მა შექმნა 780 სამიზნე კომპანიის სია, რომლებთანაც მოხდა დაკავშირება საქართველოს გაცნობის მიზნით და გაიმართა 27 შეხვედრა.  ლოკაციების სკაუტებთან თანამშრომლობა ქვეყნის პოტენციალის გაცნობის მიზნით, სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ წარმომადგენლების მონაწილეობით, საკონფერენციო ზარი განხორციელდა ლოკაციის საკონსულტაციო ექვს კომპანიასთან, რომელთაგან ერთ-ერთმა (Orban Consulting) უკვე დაამატა საქართველო იმ ქვეყნების სიას, სადაც ისინი სთავაზობენ კომპანიებს გაფართოებას და ახალი ლოკაციის გახსნას. გარდა ზემოაღნიშნულისა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, განხორციელდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის − აწარმოე საქართველოში შერჩეული პროგრამებისა და აქტივობების გავლენის შეფასების საპილოტე პროექტი. 2022 წლის მეორე ნახევარში გავლენის შეფასება სრულად მოიცავს სააგენტოს პროგრამებსა და აქტივობებს. 2.5. საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის, პოტენციალის რეალიზაცია საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერების მიზნით, გრძელდება ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელებში ინტეგრაციის ხელშეწყობა. მნიშვნელოვანი ინვესტიციები იდება ქვეყნის სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარებაში. PACE Group-ის მიერ დასრულდა ფოთის ნავსადგურში ახალი მრავალფუნქციური საზღვაო ტერმინალის მშენებლობის პირველი ფაზა, რომლის საინვესტიციო მოცულობა 93 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. აქედან 50 მლნ აშშ დოლარი ფინანსდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მიერ. პრიორიტეტად რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა. 2021 წლის 13 მაისს, სსიპ − ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოსა და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიას − MTBS-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში, კომპანიამ განახორციელა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის ფარგლებში არსებული კვლევების განახლება და დამატებით ახალი კვლევების შემუშავება, კერძოდ, კომპანიამ შეასრულა შემდეგი კვლევები: (ა) ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე ტვირთნაკადების 90 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 პროგნოზი რამდენიმე ალტერნატიული სცენარის გათვალისწინებით; (ბ) ფინანსური/ბიზნესმოდელის განახლება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზისთვის; (გ) ტვირთბრუნვის კვლევის განახლებისა და ფინანსური მოდელის საფუძველზე, ყველაზე ოპტიმალური საჯარო და კერძო თანამშრომლობის მოდელის შესახებ რეკომენდაციების წარმოდგენა, მათ შორის, რისკების განაწილებისა და კერძო ინვესტორებისგან მოსაზიდი კაპიტალის ოდენობისა და ვადების თაობაზე; (დ) მარკეტინგის სტრატეგიისა და გეგმის წარმოდგენა პროექტის, როგორც რეგიონული მნიშვნელობის, ასევე ადგილობრივი ბაზრის გათვალისწინებით. გარდა აღნიშნულისა, ამავე კომპანიამ განახორციელა საქართველოს სანავსადგურე სექტორის კვლევა და მოამზადა რეკომენდაციები შესაბამისი სტრატეგიის დაგეგმვის თაობაზე, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია აღნიშნული სექტორის განვითარების კუთხით სრული სურათის აღქმისა და გაანალიზებისთვის. ამასთან, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს მიერ „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, მომზადდა დოკუმენტაცია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის ახალი შესარჩევი პროცესის დასაწყებად. მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში. დღეისათვის დასრულებულია რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტით გათვალისწინებული ყველა (ჯამში 6) გვირაბის მშენებლობა. მათ შორის, ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი, ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი გვირაბი, რომლის სიგრძეც 8300 მ-ს შეადგენს. ორ გვირაბში უკვე მოძრაობენ მატარებლები. დარჩენილ 4 გვირაბში მიმდინარეობს მიღება-ჩაბარებისთვის მომზადების სამუშაოები. სრულად დამთავრებულია სამუშაოები ზესტაფონი-ძირულის მონაკვეთზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზვარე-მოლითისა და ხარაგაული-ძირულას მონაკვეთებზე მიწის ვაკისისა და ხელოვნური ნაგებობების, ასევე ძირულის, ქვიშხეთის სადგურების, ქვიშხეთის ქვესადგურის მშენებლობა. უახლოეს პერიოდში, დაიწყება მოლითის სადგურის მშენებლობისა და ზესტაფონისა და მოლითის ქვესადგურების რეკონსტრუქციის სამუშაოები. ასევე დღეისათვის დასრულებულია ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის სამშენებლო სამუშაოების დაახლოებით 86% და სატვირთო გადაზიდვები ხორციელდება საპილოტე რეჟიმში. დასრულდა ქუთაისის აეროპორტის რკინიგზის სადგურის (კოპიტნარის სადგური) რეაბილიტაცია, რომელიც 2022 წლის 30 აპრილიდან ემსახურება მგზავრებს. რეაბილიტირებული სადგურიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილი 1.8 კმ-ია და მის დაფარვას 5 წუთზე ნაკლები დრო სჭირდება. სადგური თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის არის ადაპტირებული. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მგზავრებს სადგურიდან აეროპორტამდე და პირიქით, უფასო შატლებით ემსახურება. აღნიშნული პროექტის განხორციელება კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომს და კომფორტულს ხდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან და მისი მიმართულებით მგზავრობას. საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტების კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, გრძელდება აქტიური თანამშრომლობა 91 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს პარტნიორ შ ე ს ა ხ ე ბ ქვეყნებსა მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 და საერთაშორისო ორგანიზაციებთან/ინსტიტუტებთან. ქართული მხარის მიმართვის საფუძველზე, მსოფლიო ბანკმა 2021 წლის დასაწყისში დაიწყო დერეფნის გაციფროვნების პროექტის „Creating a Framework for the Digitalization of Logistics Corridor between South Caucasus and Central Asia“ განხორციელება, რომელიც რამდენიმე აქტივობას მოიცავს. 2022 წლის ბოლომდე დასრულდება კვლევა, ხოლო შემდგომ ეტაპზე იგეგმება ციფრული ლოგისტიკური პლატფორმის პროტოტიპის შექმნა და პილოტირება. 2.6. ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის, პოტენციალის ათვისების მიზნით, საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა საერთაშორისო და სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საკვანძო ინფრასტრუქტურის განვითარება. კერძოდ: • დასრულდა გურჯაანის შემოვლითი გზის 15 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, ხოლო თბილისისაგარეჯოს 35 კმ-იანი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაზე გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულებები და მიმდინარეობს სამუშაოები. • დასრულდა საჩხერე-ონის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა; განხორციელდა 513 კილომეტრამდე საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და 47 სახიდე გადასასვლელის მშენებლობა-რეაბილიტაცია; • აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის სხვა მონაკვეთებზე. გრძელდება სამუშაოები მოსახლეობისთვის უწყვეტი, ხარისხიანი სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდების რეჟიმით უზრუნველყოფის მიმართულებით. წყალმომარაგების სისტემა მოეწყო ოზურგეთში, ანასეულის დასახლებაში, კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტების გამყოფი ხაზის სოფლებში, საჩხერის მუნიციპალიტეტში, ჩიხასა და გორისას ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში, სააკაძისა და აფაქიძის ქუჩების მიმდებარედ. დასრულდა კურორტ აბასთუმნის, წნორის, არაზინდოს დასახლების, ვალეს, ღვანკითის, ზემო არანისისა და დაბა ლაითურის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია. ამასთანავე, გაფორმდა ქალაქ თელავის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. წყალმომარაგების სისტემის სამუშაოები მიმდინარეობს აგრეთვე სოფელ ბაკურციხეში, კარდენახში, ძველ ანაგაში, ბანოჯაში, ასევე მიმდინარეობს სოფელ ქვიტირის რეზერვუარის, დამწნეხი კოლექტორისა და სამტრედიის წყალარინების სატუმბი სადგურის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობა. მიმდინარეობს საჩხერისა და გორის მუნიციპალიტეტების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში წყალმომარაგების ქსელის მოწყობა. მშენებლობის/რეაბილიტაციის პროცესშია წყალმომარაგების სისტემები დმანისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების 20-ზე მეტ დასახლებაში. 92 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 შესყიდვის წინასაკვალიფიკაციო ინფრასტრუქტურისათვის წყლისა ეტაპები მიმდინარეობს სტეფანწმინდის და წყალარინების პროექტის, კომუნალური ასევე ხაშურის მაგისტრალური მილსადენისა და გამანაწილებელი ქსელის რეკონსტრუქციისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის, სათავეების, რეზერვუარებისა და მაგისტრალური მილების მოწყობის პროექტირების, მშენებლობისა და ოპერირების პროექტებისთვის საჭირო საკონსულტაციო მომსახურებებზე. 2022 წლის მარტში გაფორმდა ხელშეკრულება იმერეთის (ვანი, ბაღდათი, სამტრედია) კომუნალური ინფრასტრუქტურისათვის წყლისა და წყალარინების საკონსულტაციო მომსახურებისა და თანმხლები ღონისძიებების განმახორციელებელ კონსულტანტთან. შედეგად, დღეის მდგომარეობით, დაწყებულია საპროექტო სამუშაოები. შესყიდვის პროცედურების ფაზაშია მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემისა და ბოლნისის წყალარინების სისტემისა და კოლექტორის მშენებლობის სამუშაოები. ამასთან ერთად, მიმდინარეობს ქუთაისის წყალარინების სისტემის ხელახალი პროექტირება. გარდა ზემოაღნიშნულისა, დასრულდა და განხორციელების ეტაპზეა არაერთი სხვა პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის ქსელის გაფართოებასა და განვითარებას. აქტიურად მიმდინარეობს ნარჩენების მართვის გაუმჯობესებისაკენ მიმართული ღონისძიებები: საანგარიშო პერიოდში, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ ნარჩენებისგან გაიწმინდა ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში შავი ზღვის სანაპირო ზოლი და მასში ჩამავალი მდინარეების მიმდებარე ტერიტორიები და აღნიშნულ მდინარეებზე დამონტაჟდა ნატანდამჭერები, შავი ზღვის ნარჩენებით დაბინძურების ხარისხის შემცირების მიზნით. განხორციელდა 12 არსებული ნაგავსაყრელის (ამბროლაური, ონი, ცაგერი, ასპინძა, ახალციხე, ნინოწმინდა, ბოლნისი, გორი, ჩოხატაური, ზუგდიდი, სამტრედია და ხაშური) კეთილმოწყობარეაბილიტაცია, დამატებითი სამუშაოები მიმდინარეობს ქუთაისის ნაგავსაყრელზე. გამოცხადდა წნორის არსებული ნაგავსაყრელის შესაბამისი სტანდარტების დაცვით დახურვის მიზნით ტენდერი. კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთისთვის მიმდინარეობს ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის დეტალური დიზაინის მომზადება, აგრეთვე დასრულდა სამშენებლო კომპანიის წინასაკვალიფიკაციო შერჩევა. მომზადდა სკოპინგისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშები. რეგიონების მუნიციპალიტეტებისთვის მიმდინარეობს ნარჩენების შესაგროვებელი დასუფთავებისა და სატვირთო ნარჩენების მანქანების, სეპარირებული ნარჩენების კონტეინერების, შეგროვებისათვის საჭირო ქუჩის ტექნიკური აღჭურვილობის შესყიდვის ტენდერი. ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტის ფარგლებში მომზადდა ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის დეტალური დიზაინი და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. აგრეთვე გამოცხადდა ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის წინასაკვალიფიკაციო ტენდერი, 93 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 ხოლო ცენტრალური საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტი (შიდა ქართლი, მცხეთამთიანეთი და სამცხე-ჯავახეთი) ფარგლებში მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადება. გრძელდება მუშაობა ქვეყნისა და მუნიციპალიტეტების სივრცითი მოწყობის კონცეფციების, სქემებისა და გეგმების, ქალაქების, დაბებისა და სოფლების მიწათსარგებლობისა და განაშენიანების რეგულირების გეგმების მომზადების კუთხით. საანგარიშო პერიოდში შემუშავდა გენერალური და ცენტრალური უბნის განაშენიანების გეგმები დაბა სურამისა და ქალაქ ზუგდიდისთვის. ასევე მომზადდა წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფცია. შემუშავების პროცესშია ქალაქ ქუთაისის გენერალური გეგმის კონცეფცია, დაბა სტეფანწმინდის, სოფელ გრიგოლეთის, დაბა გომისმთისა და ქალაქ წყალტუბოს ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმები. ასევე მზადდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმა, ქალაქ სიღნაღის სატრანსპორტო ქსელის სქემა და ქალაქ მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაცია. 2.7. ენერგეტიკა საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, გრძელდება ენერგეტიკის სფეროს ფართომასშტაბიანი რეფორმა, რის შედეგადაც, დარგში თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების გაძლიერების მიზნით, მიმდინარეობს ენერგეტიკული საქმიანობების − გადაცემისა და განაწილების განცალკევება წარმოების, ვაჭრობისა და მიწოდების საქმიანობისგან. წლის ბოლომდე სრული დატვირთვით ამოქმედდება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც უზრუნველყოფს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული და ღია ბაზრის პრინციპების დანერგვას. საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის მიერ აქტიურად მიმდინარეობს დღით ადრე ბაზრის პლატფორმის ფუნქციონირება სატესტო რეჟიმში, ბაზრის სხვა მონაწილეების ჩართულობით, რაც მოიცავს მათ ტრენინგსაც. უკვე დასრულებულია დღით ადრე ბაზრის ამოქმედებისთვის აუცილებელი მოსამზადებელი ეტაპები − მიღებულია ძირითადი სამართლებრივი აქტები, შიდა რეგულაციები და ინსტრუქციები. ამასთან, მიმდინარეობს მუშაობა დღიური ბაზრის დანერგვაზე. გარდა ამისა, სიმულაციურ რეჟიმში მიმდინარეობს ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირება. ასევე აღსანიშნავია, რომ აქტური ძალისხმევაა მიმართული ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის ოპერირებისთვის საჭირო სამართლებრივი აქტების შემუშავებაზე. დაწყებულია საბოლოო მომხმარებლების ბაზარზე გაყვანის პროცესი (გარდა საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისა და მცირე საწარმოებისა), რაც ეტაპობრივად განხორციელდება 2026 წლამდე, მათი 94 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 მოხმარების სიდიდისა და ძაბვის მიხედვით. პარალელურად, განხორციელდება შესაბამისი რეგულირებული სადგურების ეტაპობრივი დერეგულირება სიმძლავრეების მიხედვით. ამ ეტაპისთვის, ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ფარგლებში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრირებულია 33 მსხვილი მომხმარებელი. გარდა ამისა, საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, გადაიდგა შემდეგი ნაბიჯები: - მიმდინარეობს მუშაობა გარდაბანში თანამედროვე ტექნოლოგიების, გაზის ტურბინიანი კომბინირებული ციკლის ახალი თბოელექტროსადგურების (გარდაბანი 3 და გარდაბანი 4) მშენებელობაზე, დაახლოებით 500 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ამ ეტაპისთვის, დასრულებულია მუშაობა ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებზე. - ენერგოეფექტურობის გაძლიერებისა და ენერგოეფექტურობის სტანდარტების დანერგვის მიზნით, საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით, მიმდინარეობს მუშაობა კანონქვემდებარე აქტებზე. მათ შორის, საანგარიშო პერიოდში დამტკიცდა „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები“, „შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია“, გათბობისა და გაგრილების სისტემების ხარჯეფექტურობის ანალიზის წესი, ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის შეტყობინების წარდგენის წესი და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ენერგოეფ ექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შესრულების თაობაზე ანგარიშგების წესი. ასევე მომზადებულია „ენერგოეფექტურობის შესახებ“ და „შენობების ენეროგეფექტურობის შესახებ“ კანონებით განსაზღვრული კანონქვემდებარე აქტების 21 პროექტი. - გრძელდება ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა. ექსპლუატაციაში შევიდა 6 ჰიდროელექტროსადგური (დვირულა ჰესი, საშუალა 1 ჰესი, საშუალა 2 ჰესი, სხალთა ჰესი, ლახამი 1 ჰესი, ლახამი 2 ჰესი) ჯამური დადგმული სიმძლავრით 39,1 მგვტ. - ამჟამად გაფორმებულია 207 მემორანდუმი, მათგან 160 მცირე და საშუალო სიმძლავრის, ხოლო 4 დიდი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების თაობაზე, ასევე 12 ქარისა და 31 მზის ელექტროსადგურის განვითარებასთან დაკავშირებით. გაფორმებული მემორანდუმებით, ელექტროსადგურების სავარაუდო ჯამური დადგმული სიმძლავრე − 4073 მგვტ, სავარაუდო გამომუშავება კი, დაახლოებით 15,59 მლრდ კვტ/სთ-ია. - სატრანზიტო მიმართულების განვითარების მიზნით, საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, გაგრძელდა 220 კვ „ახალციხე-ბათუმის“ ელექტროგადამცემი ხაზის (ეგხ) მშენებლობა და 220 კვ ეგხ „კოლხიდა-1ის“ რეაბილიტაცია; - 2021 წლის მეორე ნახევარსა და 2022 წლის დასაწყისში, ხელი მოეწერა სამშენებლო კონტრაქტებს: 95 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 220/110 კვ ქვესადგური ოზურგეთი, 220 კვ ქვესადგური ლაჯანური და ახალციხის ქვესადგურის 400-იანი და 500-იანი ჩანართების მშენებლობა; o ეგხ 220/110 კვ „ოზურგეთი-ზოტის“ მშენებლობა და პალიასტომის შეჭრა; o 220 კვ ეგხ „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობა (სხალთის მონაკვეთი); o 500 კვ ეგხ „წყალტუბო-ახალციხის“ და 400 კვ ეგხ „ახალციხე-თორთუმი". o - 2022 წლის დასაწყისში დასრულდა 500/220 კვ „ჯვარი-ხორგას“ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა. აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები რეგიონებში მოსახლეობის გაზიფიცირების უზრუნველსაყოფად. გაგრძელდა 2019-2021 წ.წ. გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები. დღეის მდგომარეობით, გეგმის ფარგლებში, ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის საშუალება მიეცა 68500-ზე მეტ პოტენციურ აბონენტს, 300-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 43 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები 9200-ზე მეტი ოჯახისათვის. 2021 წლის 28 სექტემბრის №1716 განკარგულებით ცვლილება შევიდა საქართველოს რეგიონების გაზიფიცირების 2022-2024 წ.წ. გეგმაში. ცვლილების თანახმად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდება 244 დასახლებულ პუნქტში 39698 პოტენციური აბონენტისათვის. 2.8. ტრანსპორტი და ლოგისტიკა გრძელდება ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან საქართველოს დაახლოების პროცესი. შემუშავებულია 2022 − 2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა (2022-2023), რომლის დამტკიცებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება. სტრატეგია უზრუნველყოფს კოორდინირებული პოლიტიკის გატარებას ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის განვითარების მიმართულებით, ხელს შეუწყობს დარგის ეფექტიანობის გაზრდას და საქართველოს კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. საქართველო წარმატებით უბრუნდება საჰაერო მიმოსვლის იმ მზარდ დინამიკას, რაც გვქონდა პანდემიამდე პერიოდში. 2021 წლის დაჯამებული მონაცემებით, სახეზე გვქონდა ფრენების აღდგენის 85%-იანი მაჩვენებელი, ხოლო მგზავრთნაკადის აღდგენის − 43%-იანი მაჩვენებელი. მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში შესრულებული ფრენების მიხედვით, ავიარეისები აღდგენილია 74%-ით, ხოლო მგზავრთნაკადი − 67%-ით. მთავრობისა და შესაბამისი უწყებების აქტიური ძალისხმევით, 2021 წლის ივნისიდან, საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოვიდნენ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები: ევროვინგზი (Eurowings); ვიზ ეარ აბუ დაბი (Wizz Air Abu Dhabi) და ეარ არაბია აბუ დაბი (Air Arabia Abu Dhabi). ამასთან, მიმდინარე წელს, საქართველოს მიმართულებით რეგულარული ოპერირება დაიწყეს ავიაკომპანიებმა: კონდორიმ 96 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 (Condor), ფლაიუან არმენიამ (FLYONE Armenia) ირანული ავიაკომპანია Varesh Airlines და საუდის არაბეთის ავიაკომპანია ფლაიდილ (flydeal)-მა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში კვირაში საშუალოდ 300 რეისი სრულდება. ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, ფრენები სრულდება 36 ავიაკომპანიის მიერ, 31 ქვეყნის 72 მიმართულებით, კვირაში დაახლოებით 415-420 სიხშირით, რაც დადებით გავლენას იქონიებს მგზავრთა გადაადგილებასა და ტურიზმის ეტაპობრივ აღდგენაზე ქვეყანაში. ამასთან, ფრენების უსაფრთხოებისა და მგზავრთა ინტერესებიდან გამომდინარე, თანმიმდევრულად გრძელდება საავიაციო უსაფრთხოებასთან, უშიშროებასთან, მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და საჰაერო მოძრაობის მართვასთან დაკავშირებული ევროკავშირის რეგულაციების დანერგვა. 2021 წელს დაინერგა ავიამეთვალყურეებისა და მათი სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების ევროპული სტანდარტები, ხოლო მიმდინარე წელს დასრულდა საჰაერო ხომალდების ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული ევროპული სტანდარტების დანერგვა. ამასთან, გრძელდება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის დანერგვა საქართველოს საავიაციო სფეროში. გასულ წელს მოხდა სამოქალაქო აეროდრომებისა და ვერტოდრომების სერტიფიცირების, ასევე საფრენი მოედნების რეგისტრაციის ახალი მოთხოვნების ასახვა კანონმდებლობაში. უპილოტო საჰაერო ხომალდების ონლაინრეგისტრაციასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ შემუშავებულია უპილოტო საჰაერო ხომალდების ონლაინ რეგისტრაციის პროგრამა, რომელიც ამოქმედდა 2021 წლის 1 აპრილიდან და, შესაბამისად, უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაცია ხორციელდება აღნიშნული ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. დღეის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 450-მდე უპილოტო საჰაერო ხომალდის ოპერატორი. 2021 წლის ივნისში დასრულდა და ოფიციალურად გაიხსნა განახლებული და გაფართოებული ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალი. სრულად ოპერირებაში შევიდა 30 ათას კვადრატულ მეტრამდე თანამედროვე ტიპის საერთაშორისო სტანდარტის აეროპორტი ერთი საერთო ტერმინალით, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა საჭირო აღჭურვილობით. აეროპორტს 7 გასასვლელი (ე. წ. Gate) აქვს და საათში 1 200 მგზავრის გატარება შეუძლია. ტერმინალის გაფართოების შედეგად, აეროპორტის გამტარუნარიანობა ოთხჯერ გაიზარდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომს დაემატა ახალი სამიმოსვლო ბილიკი G (Golf). ახალი სამიმოსვლო ბილიკი უზრუნველყოფს მაღალი კოდის საჰაერო ხომალდების უსაფრთხო მანევრირებას. ამ პროექტის განხორციელებით შემცირდა საჰაერო ხომალდების მიერ ასაფრენდასაფრენი ზოლის დაკავების და მანევრირების დრო, შესაბამისად, მთლიანობაში საგრძნობლად გაიზარდა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (აზდ-ის) გამტარუნარიანობა. აღნიშნული პროექტი მოიცავდა მაღალი სიმტკიცის ხელოვნური საფარის მოწყობას 26 ათას კვ/მ ფართობზე. 97 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 ასევე, აღსანიშნავია, რომ გრძელდება მუშაობა სახმელეთო ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მეტად გამარტივებისა და ეფექტიანად განხორციელების მიზნით, მომზადდა და დამტკიცდა შესაბამისი ცვლილებები „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკურ რეგლამენტში. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ელექტრონული/ციფრული პლატფორმის შექმნისთვის. პროექტი მუშაობა ერთიანი ითვალისწინებს სახმელეთო ტრანსპორტთან დაკავშირებული შიდა პროცესების ერთიან ელექტრონულ/ციფრულ ფორმატში გადაყვანას, რაც სამომავლოდ აჩენს შესაძლებლობას, შეიქმნას ეფექტიანი სერვისი, რომლითაც ისარგებლებს საერთაშორისო გადაზიდვების (სატვირთო, სამგზავრო) სფეროში ჩართული სექტორი. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამ მიმართულებით აღსანიშნავია, რომ მომზადდა და საჯარო განხილვებისთვის გამოქვეყნდა საგზაო უსაფრთხოების 2022 − 2025 წლების ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა (2022-2023), რომლის დამტკიცებაც უახლოეს მომავალში მოხდება. ასევე 2022 წლის იანვარში, საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით, დაიწყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტექნიკური დახმარების ტვინინგის პროექტი: საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ერთიანი მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბებისა და საგზაო უსაფრთხოების მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობა (Twinning project: Support in Establishment of Comprehensive Road Safety Database and Further Improvement of Road Safety Management in Georgia), რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში საგზაო უსაფრთხოების მონაცემთა ბაზის გაუმჯობესების მხარდაჭერასა და საგზაოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის შემცირების ხელშეწყობას. ამასთან, ევროკავშირის „აღმოსავლეთ მიმდინარეობს პარტნიორობის“ ფარგლებში, მუშაობა რეგიონული მნიშვნელობის საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორიის შექმნის მიმართულებით, რაც გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოების კუთხით ქვეყნის ანალიტიკურ შესაძლებლობებს. რაც შეეხება საზღვაო ტრანსპორტს, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, საქართველოს საზღვაო სფეროს კერძო და საჯარო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად, შემუშავდა საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტი. ამჟამად მიმდინარეობს დოკუმენტის საქართველოს ეროვნული საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად გადამუშავება, რის შედეგადაც უნდა შეიქმნას საზღვაო ტრანსპორტის განვითარების კონცეფცია. კონცეფციის დოკუმენტი ხელს შეუწყობს საზღვაო ტრანსპორტის დარგის მწყობრ, მდგრად და ეფექტიან განვითარებას და საზღვაო ტრანსპორტის დარგში საბაზისო მონაცემებისა და ინდიკატორების შემუშავებას. კონცეფცია სამომავლოდ გახდება სტრატეგიის შემუშავებისა და დამტკიცების საფუძველი. ამასთან, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს სანავსადგურე სერვისების გაციფროვნებაზე. საქართველოს ნავსადგურებში განხორციელდა ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვის მიზანშეწონილობის კვლევა და დაიწყო საზღვაო ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვისთვის საჭირო 98 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის, მომზადებულია საკანონმდებლო ბაზა, მოძიებულია დონორული დაფინანსება და გამოცხადებულია ტენდერი software და hardware-ის შეძენისა და შემუშავებისთვის. საზღვაო ტრანსპორტის ჯაჭვის სრული დიგიტალიზაციისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, დასრულდა ნავსადგურის გაერთიანების სისტემის (Port Community System (PCS)) დანერგვის მიზანშეწონილობის კვლევა. კვლევის შედეგად შესწავლილ იქნა რეგიონულ სისტემებთან, შავი ზღვისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებთან, ასევე ევროკავშირის სისტემებთან ინტეგრირების შესაძლებლობები. შედეგად შემუშავდა საქართველოში PCS დანერგვის სტრატეგია და სახელმძღვანელო პრინციპები. მიმდინარეობს მოლაპარაკება EBRDთან PCS-ის იმპლემენტაციის შესაძლო დაფინანსებასთან დაკავშირებით. აგრეთვე ხორციელდება საქართველოს ნავსაგდურებში მწვანე ინიციატივების (ე.წ მწვანე პორტის) დანერგვა და გარემოს დაცვის კუთხით შესაძლებლობების გაძლიერება. მიმდინარეობს რამდენიმე პროექტი, რომელთაგან ერთ-ერთია საქართველოში ნავსადგურის ნარჩენების მდგრადი მართვის მიზანშეწონილობის კვლევა, რომლის მიზანია კვლევების ჩატარება ბათუმის, ფოთის, ყულევისა და სუფსის ნავსადგურებში და ნარჩენების მდგრადი მართვის სისტემის განვითარებისთვის რეკომენდაციების შემუშავება. საქართველო, როგორც საპილოტე ქვეყანა, მონაწილეობს ნორვეგიის სამეფოს და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ერთობლივ პროექტში ,,GreenVoyage2050“, რომლის მიზანია გემებიდან სათბური აირების შემცირებასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება და ტექნიკური გადაჭრის გზების დანერგვა. მწვანე პორტის ინიციატივის ფარგლებში ასევე იგეგმება კვლევების ჩატარება ნავსადგურებში ენერგო-ეფექტურობასთან, ალტერნატიული საწვავების, ნავსადგურის მართვის გეგმებისა და სხვა ენერგო სისტემების ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით. მთავრობის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს მეზღვაურთა განათლების სისტემის გაუმჯობესება და დასაქმების ხელშეწყობა. საანგარიშო პერიოდში, აჭარის მთავრობისა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დაფინანსებით, საზღვაო აკადემიაში აშენდა მრავალფუნქციური საწვრთნელი აუზი, სადაც აკადემიის სტუდენტებსა და მოქმედ მეზღვაურებს რეალურთან მიახლოებულ, სხვადასხვა ამინდის სიმულირების პირობებში შეუძლიათ, გაიარონ წვრთნები. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა მეზღვაურთა საწვრთნელ ცენტრს და სამანქანე ლაბორატორიას. ამასთან, ბათუმის სახლმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალში 12 ლაბორატორია აღიჭურვა შესაბამისი სიმულატორებით და 10 პროფესიულ საგანმანათლებლო და ერთ საბაკალავრო პროგრამას მიენიჭა ავტორიზაცია. 2022 წლის სექტემბრიდან, ფოთის სასწავლებელი უმაღლესი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე − ტრანსპორტის ეკონომიკა და საფინანსო საქმე და დაზღვევა ტრანსპორტზე - დაიწყებს სტუნდეტების მიღებას. სასწავლებელი გათვლილია 1000 სტუდენტზე და ემსახურება ქვეყნის ლოგისტიკურ ინტერესებს. მეზღვაურთა დასაქმების ხელშესაწყობად, 2021 წელს ურთიერთგაგების მემორანდუმები გაფორმდა საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, მიმდინარეობს ორმხრივი აღიარების 99 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 თაობაზე მოლაპარაკებები კატარის სახელმწიფოსთან. ჯამში, ქართველი მეზღვაურების კომპეტენციის დამადასტურებელ სერტიფიკატებს აღიარებს 62 მოწინავე საზღვაო სახელმწიფო, მათ შორის, 18 ევროკავშირის წევრია, აღნიშნული ქვეყნების დროშის ქვეშ ცურავს მსოფლიო სავაჭრო ფლოტის 85%. სააგენტოს მიერ შექმნილია სპეციალური პორტალი, სადაც რეგისტრირდებიან მეზღვაურები და დამსაქმებლები და შესაძლებლობა აქვთ, შუამავალი რგოლის გარეშე, პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ ერთმანეთთან. საქართველოში 12 000 მოქმედი მეზღვაურია, 2020-2021 წლების მდგომარეობით, ამათგან დასაქმებული იყო 8636 მეზღვაური. აღსანიშნავია, საზღვაო ტრანსპორტის მიმართულებით, მეზღვაურთა შრომის ბაზრის რეფორმა. „საზღვაო შრომის შესახებ“ (MLC) საერთაშორისო კონვენციასთან მიერთების მიზნით, საანგარიშო პერიოდში მომზადდა კონვენციის სარატიფიკაციო პაკეტი, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მათ შორის, საქართველოს კანონის პროექტი „მეზღვაურთა შრომის შესახებ“. კონვენციის ტექსტთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყებებიდან მიღებულია დასკვნები, რის საფუძველზეც, მომზადდა შეთანხმების ფურცელი. „საზღვაო შრომის შესახებ“ (MLC 2006) საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად, გრძელდება საზღვაო ტრანსპორტის სფეროში, ევროკავშირთან ასოციირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რომელთა 86% შესრულებულია. სრულად დანერგილია 18 დირექტივა/რეგულაცია. მიმდინარეობს მუშაობა 3 დირექტივის დანერგვაზე.2 რაც შეეხება სარკინიგზო ტრანსპორტს, აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მარტში დაიწყო და მიმდინარეობს სამართლებრივი ევროკავშირის და მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური ჩარჩოს ტვინინგის დაახლოების პროექტი: „საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირის კანონმდებლობასთან სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში“ (Twinning project: Support to approximation of Georgian legal and institutional framework to the Union Acquis in the field of railway transport), რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან ქართული სარკინიგზო სამართლის დაახლოებას და შესაბამის ინსტიტუციურ ცვლილებებს. პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს მუშაობა შემდეგი დირექტივების: 2012/34/EC (რომლის მეშვეობითაც ჩამოყალიბდა ერთიანი ევროპული სარკინიგზო ზონა), 2004/49/EC (გაერთიანების რკინიგზების უსაფრთხოების შესახებ), 2008/57/EC (გაერთიანების ფარგლებში სარკინიგზო სისტემის ურთიერთთავსებადობის შესახებ) იმპლემენტაციის მიზნით. სამივე დირექტივის შესაბამისად, მომზადებულია საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილებების შეტანის პირველადი პროექტები და მიმდინარეობს მათი შემდგომი დახვეწის მიზნით მუშაობა. პროექტის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს ქართველი და პოლონელი ექსპერტების სამუშაო შეხვედრები (შეხვედრები, ტრენინგები). ასევე დაგეგმილია ქართველი ექსპერტების სასწავლო ვიზიტები პოლონეთში. 2 მიმდინარეობს მუშაობა შემდეგი 3 დირექტივის დანერგვაზე: 2019 წლის 20 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2019/1239/EU რეგულაცია ევროპული საზღვაო ერთი ფანჯრის გარემოს შექმნის შესახებ (2010 წლის 20 ოქტომბრის 2010/65/EU). ‐ აღნიშნულთან დაკავშირებით მომზადდა „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. პროექტი გაგზავნილია სხვადასხვა უწყებებში შენიშვნებისთვის და წინადადებებისთვის. 1999 წლის 13 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 1999/95/EC დირექტივა გაერთიანების ნავსადგურებში შემოსული გემების ბორტზე მეზღვაურთა სამუშაო საათებთან მიმართებით დებულებების ამოქმედების თაობაზე; 1999 წლის 21 ივნისის საბჭოს 1999/63/EC დირექტივა, რომელიც ეხება „მეზღვაურთა სამუშაო დროის ორგანიზების შესახებ“ შეთანხმებას. 100 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 2.9. კავშირგაბმულობა და საინფორმაციო ტექნოლოგიები საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 − 2025 წლების ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად, გრძელდება საქართველოში ფართოზოლოვანი ინტერნეტინფრასტრუქტურის განვითარება. 2022 წლის 10 მარტს, „ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის“ მეორე საპილოტე რეგიონში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ოუფენ ნეტმა“ დაასრულა ოპტიკური ქსელის სამშენებლო სამუშაოები, რომლის ფარგლებში, მოეწყო 50 კმ-მდე ოპტიკურბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა, რაც 13 დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ 10,500-ზე მეტ მოსახლეს შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლოს ელექტრონული ჯანდაცვით, ელექტრონული განათლებით, ელექტრონული კომერციით და სხვა თანამედროვე სერვისებით. ამასთან, მოწყობილი ინფრასტრუქტურა, კერძო სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს უქმნის მათი არსებული ქსელის გაფართოების ახალ შესაძლებლობებს. ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, პროექტ „Log-In Georgia-ის“ ფარგლებში, გამოცხადდა ოთხი ტენდერი: რაჭის, ლეჩხუმის, სამტრედია-ჩოხატაურისა და ქობულეთი-ხელვაჩაურის სამიზნე გეოგრაფიულ არეალებში. მათგან, რაჭისა (150 კმ; 20 დასახლებული პუნქტი; 11,000 მოსახლე) და ლეჩხუმის (145 კმ; 21 დასახლებული პუნქტი; 10,000 მოსახლე) ტენდერის ფარგლებში, უკვე გაფორმდა ხელშეკრულებები და დაწყებულია საპროექტე სამუშაოები, ხოლო 2022 წლის ბოლოსთვის იგეგმება ქსელის მშენებლობის დასრულებაც; ამასთან, მიმდინარეობს გამარჯვებულის გამოვლენა სამტრედია-ჩოხატაურისა (137 კმ; 20 დასახლებული პუნქტი; 9,000 მოსახლე) და ქობულეთი-ხელვაჩაურის (134 კმ; 37 დასახლებული პუნქტი; 36,000 მოსახლე) ტენდერებზე. ინტერნეტსერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 200-ზე ნაკლებია და არ იფარება სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, გრძელდება სათემო ინტერნეტიზაციის ხელშემწყობი მოსამზადებელი ღონისძიებები. საანგარიშო პერიოდში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელდა დასახლებული პუნქტების იდენტიფიცირება და დაიწყო სათემო ინტერნეტქსელების დაგეგმარება. ამავე პროექტის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპილოტე პროგრამის 49 დასახლებულ პუნქტში მოსახლეობის ციფრული ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვისათვის ჩატარდა კვლევითი სამუშაოები. მოსახლეობის გამოკითხვისა და შეფასების საფუძველზე, გამოვლინდა მიმართულებები, რომელთა განვითარებაც ხელს შეუწყობს სოფლად დასახლებული მოსახლეობის ციფრულ სამყაროში ჩართვასა და ახალი ციფრული შესაძლებლობების უკეთ გამოყენებას. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ეთნიკური და სოციალური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ ინტერნეტითა და ციფრული სერვისებით სარგებლობის ხელშეწყობის განვითარებას. 101 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების მიზნით, რომელიც მოიაზრებს ციფრული სატრანზიტო კორიდორისა და საქართველოში ციფრული ჰაბის განვითარებას და რომელიც, ასევე განსაზღვრულია საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 – 2025 წლების ეროვნული სტრატეგიით, მსოფლიო ბანკის ექსპერტების ჩართულობით ,მომზადდა ტექნიკური დავალება ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის შესწავლისა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული კორიდორისა და საქართველოში ციფრული ჰაბის განვითარების კონცეფციის მომზადების მიზნით. საანგარიშო პერიოდში, გრძელდებოდა მუშაობა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის (HDM) პროექტის EU4Digital ინიციატივის „ციფრული უნარების“, მომსახურებების, „ICT საინფორმაციო ინოვაციების“, და კიბერ „ელექტრონული იდენტიფიკაციის, უსაფრთხოების, ელექტრონული სანდო ვაჭრობის, ელექტრონული ჯანდაცვისა და ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების პრიორიტეტების“ ფარგლებში. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ: - საქართველოში დასრულდა შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები EaP ქვეყნებს შორის „როუმინგული რეგიონული შეთანხმების“ გასაფორმებლად. შეთანხმება ითვალისწინებს როუმინგული მომსახურების ტარიფების ეტაპობრივ შემცირებას 2022 − 2025 წლებში, ხოლო 2026 წლის 1 იანვრიდან მოხდება ევროკავშირის საბითუმო ფასების ახალი განაკვეთების ასახვა და საცალო ფასების დადგენა შიდა ბაზრის გამოთვლილი ეფექტური ფასების დამატებით; ‐ საქართველოში დასრულდა შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები „სპექტრის რეგიონალური შეთანხმების“ გაფორმებლად. EaP ქვეყნებს შორის შეთანხმება ითვალისწინებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის მიწისზედა რადიოსაკომუნიკაციო ქსელებზე 694-790 მჰც და 3.4-3,8 გჰც ჰარმონიზებული ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრას, რათა მოხდეს მომავალი თაობის (5G) მომსახურებების განვითარება აღნიშნულ რადიოსიხშირულ დიაპაზონებში. დამატებით, ასევე მუშაობა მიმდინარეობს ასოციირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების მიზნით მისაღებ საკანონმდებლო აქტების პროექტებზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარების მიზნით, მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარებით, მიმდინარეობს მუშაობა „ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების გრძელვადიანი ეროვნული სტრატეგიის და მისი განხორციელების გეგმის“ პროექტზე. 102 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 2.10. რეგიონული განვითარება რეგიონების განვითარებაში უთანასწორობის აღმოფხვრისა და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის კუთხით, გრძელდება სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, მათ შორის, ურბანული განახლების დოკუმენტების შემუშავებასაც. პირველ ეტაპზე პროგრამის საორიენტაციო ღირებულება განისაზღვრება 500 მილიონი ლარის ფარგლებში. საანგარიშო პერიოდში დასრულდა დუშეთის ისტორიული ქუჩების ურბანული განახლება, ქ. გორში − ისტორიული სამეფო ქუჩის რეაბილიტაცია, ქ. ოზურგეთის სამკუთხა სკვერის რეაბილიტაცია, ქ. ბათუმში − ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოწყობის სამუშაოები. პარალელურად, მიმდინარეობს ბაკურიანში ცენტრალური სატრანსპორტო ჰაბის პროექტირება/მშენებლობა, ქ. დუშეთის ისტორიული ქუჩების ურბანული განახლება, გურჯაანის პარკის რეაბილიტაცია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია, აბასთუმანში მწვანე და ლურჯი კორიდორის რეაბილიტაცია, პროექტირება/მშენებლობა, დაბა აბასთუმანში სახიდე გადასასვლელის, ავტოსადგურისა და ღია ავტოსადგომის მშენებლობა და სხვა. საანგარიშო პერიოდში დაფინანსდა არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რაც მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. მათ შორის:  „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ დაფინანსდა ჯამში 754 პროექტი;  „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა დაახლოებით 4200 ინფრასტრუქტურული პროექტი, ხოლო 2022 წელს შერჩეულია დაახლოებით 4000 ინფრასტრუქტურული პროექტი;  მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან 2021 წელს დაფინანსდა 16 პროექტი. საანგარიშო პერიოდში დასრულდა და ამ ეტაპზე განხორციელების პროცესშია არაერთი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ემსახურება რეგიონულ განვითარებასა და მოსახლეობისა და ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. კვლავ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მთის განვითარებას. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სოციალური შეღავათებისთვის საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიმართა 98 მილიონ ლარზე მეტი. ამასთან ერთად, 2020 − 2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, მიმდინარეობს ურბანული განახლების, ინტეგრირებული ადგილობრივი და ტურიზმის განვითარების მიმართულებებით − 130 პროექტი. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ განხორციელდა EU4ITD პროგრამის ფინანსური შეთანხმების პოლიტიკის მატრიცის პირობების განხორციელების შეფასება, სადაც მატრიცის ინდიკატორების თითოეული სამიზნის შესრულება 103 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 შეფასდა 100%-ით, შედეგად, 2022 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტში ევროკავშირის მიერ სრულად და უდანაკარგოდ იქნება ჩარიცხული EU4ITD ფინანსური შეთანხმების მე-2 ტრანში (5 მილიონი ევრო). მუნიციპალური საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, დასრულდა თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღულელები-ნაქალაქარის, ასევე ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოყურეშის მისასვლელი და შიდა საუბნო, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი და სენაკის მუნიციპალიტეტის, სოფელ გოლასყურის შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციის სამუშაოები და აგრეთვე სხვა პროექტები. მიმდინარეობს არაერთი ადგილობრივი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტი. ქვეყნის მასშტაბით, ტურისტული პოტენციალის გაზრდისა და რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, დასრულდა ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებული ძველი საბაგირო სადგურებისა და საბაგირო-სატრანსპორტო სისტემების სადემონტაჟო სამუშაოები და მოეწყო ახალი რევერსიული გონდოლებიანი საბაგირო, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებულ მუხაძის ხაზის საბაგირო გზას. ასევე განხორციელდა ქ. ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი შენობის, დაბა მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის, ოზურგეთში ისტორიული მუზეუმის სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები. აქტიურ ფაზაშია ბორჯომის კავალერიის შენობის რესტავრაციისა და მუზეუმად ადაპტაციის, ასევე დაბა სტეფანწმინდაში ალ. ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტები. შესაბამისი ტურისტრული ინფრასტრუქტურა მოეწყო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, ფარავნის ტბის ჯებირისა და წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერთან, ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტერსა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსთან. კაცხის სვეტთან დასრულდა კელიებისა და მომსახურების შენობის მშენებლობა. აგრეთვე დასრულდა სხვა არაერთი პროექტი, რომელიც მიმართულია ტურისტული პოტენციალის გაზრდისა და სოციალურ-ეკონომოკური გაძლიერებისკენ. კვლავ მიმდინარეობს სხვადასხვა სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია და საკურორტო დასახლებებში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. ასევე აღსანიშნავია, რომ დასრულდა ქ. ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები და ქ. ფოთის უეფას მესამე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა. ასევე, საქართველოს რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, 10-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს სპორტული კომპლექსების, საცურაო აუზების, საფეხბურთო სტადიონების, სპორტული დარბაზების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტები. საქართველომ დაიწყო ევროპული ახალი პრაქტიკის „ჭკვიანი სპეციალიზაციის“ პლატფორმის საქართველოში ეტაპობრივ დანერგვასთან დაკავშირებული სამუშაოები. „ჭკვიანი სპეციალიზაცია“ ითვალისწინებს ოთხმხრივი (ბიზნესსექტორი, აკადემიური სექტორი, არასამთავრობო სექტორი და სამთავრობო ორგანიზაციები) თანამშრომლობის მექანიზმის ჩამოყალიბების გზით ინოვაციური და მაღალი ეკონომიკური პოტენციალის მქონე ბიზნესსექტორების გამოვლენას და, მათი მხარდაჭერის მიზნით, სტრატეგიული დოკუმენტის მომზადებას. პირველ ეტაპზე, ფოკუს ტერიტორიად შეირჩა იმერეთის რეგიონი, განხორციელდა მისი ეკონომიკური და ინოვაციური პოტენციალის კვლევა და 104 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 მომზადდა რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზი. ამ ეტაპზე გამოვლენილია ოთხი პრიორიტეტული ე. წ. ჭკვიანი დომეინი. დღეისათვის მიმდინარეობს სტრატეგიული დაგეგმვის ცენტრალური ფაზა − სამეწარმეო აღმოჩენის პროცესი (Entrepreneurial Discovery Process − EDP), რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება და კვლევების საფუძველზე მიღებული შედეგები საფუძვლად დაედება იმერეთის რეგიონის „ჭკვიანი სპეციალიზაციის“ სტრატეგიის პროექტის მომზადებას. საანგარიშო პერიოდში, მომზადდა „საქართველოში ევროპული NUTS მეთოდოლოგიის სამომავლო დანერგვისა და მისი პრაქტიკული გამოყენების“ შესახებ პირველი კვლევა. შედეგად, შემუშავდა საქართველოს სტატისტიკური სისტემის ევროპულ სისტემასთან წინასწარი „ჰარმონიზაციის გეგმა“. ასევე შეთანხმდა პირველადი პრიორიტეტული მონაცემთა ბაზების სია NUTS დონეებისთვის, რომლებზეც განხორციელდა და დღესაც მიმდინარეობს მონაცემთა ინვენტარიზაცია და შეფასება. ევროსტატის რეგიონული სტატისტიკა NUTS დონეებისთვის მოიცავს 16 მონაცემთა ბაზას და 300 ინდიკატორს, საწყის ეტაპზე შეირჩა და შეფასდა 5 მონაცემთა ბაზა NUTS-ის დონეებისთვის საქართველოსთვის, რომელიც ასევე მოიცავს ცალკეულ ინდიკატორებს, რომლებიც აუცილებელია „ჭკვიანი სპეციალიზაციის“ პროცესებისთვის. 2.11. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება მსოფლიო აგროსასურსათო ბაზარზე დღეს არსებულმა ვითარებამ ნათლად გამოაჩინა, რომ სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება თითოეული ქვეყნისა და, მათ შორის, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს, რისკენაც უკანასკნელ წლებში განსაკუთრებული ძალისხმევაა მიმართული. 2021 წელი აგროსასურსათო სექტორისათვის მნიშვნელოვანი წინსვლით გამოირჩა:  აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ 1.1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 21.2%-ით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში 72%-ით შემცირდა აგროსასურსათო პროდუქციით საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სავაჭრო სალდო;  მზარდია ევროკავშირში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი − უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში დაფიქსირდა 76.7%-იანი ზრდა და 2021 წლის მონაცემებით 180 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;  სტაბილურად ფართოვდება ექსპორტის გეოგრაფია − საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა 99 ქვეყანაში, მაშინ როცა 2020 წელს ეს მაჩვენებელი 92 ქვეყანას შეადგენდა, ხოლო 2012 წელს − 75-ს;  ისტორიული შედეგები დაფიქსირდა ღვინის წარმოების მიმართულებით. მსოფლიოს 62 ქვეყანაში ექსპორტირებულ იქნა 107 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან ერთად, უკანასკნელ პერიოდში, თითქმის 5-ჯერ გაიზარდა გადამუშავებული ყურძნის მოცულობა და ჯამურად 105 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 243 ათასი ტონა შეადგინა. გაიზარდა გადამუშავებული ყურძნის ღირებულებაც და აღნიშნული მაჩვენებელი 300 მილიონ ლარს გაუტოლდა;  წინასწარი მონაცემებით, სოფლის მეურნეობაში პირველადი პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელმა 6 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2012 წლის მაჩვენებელს 2.4 მლრდ ლარით (65%), ხოლო 2020 წლის მაჩვენებელს − 0.2 მლრდ ლარით (3.6%) აღემატება. დამატებული ღირებულების მაჩვენებელმა, 3.7 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2012 წლის მაჩვენებელზე 1.5 მლრდ ლარით (65%), ხოლო 2020 წლის მაჩვენებელზე − 0.1 მლრდ ლარით (3%) მეტია. სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების შედეგად მიღებული მთლიანი გამოშვება 7.3 მლრდ ლარს გაუტოლდა. ეს მაჩვენებელი 2012 წლის მაჩვენებელს 3.2 მილიარდი ლარით (80%), 2020 წლის მაჩვენებელს კი − 1 მილიარდი ლარით (15%) აჭარბებს. ფინანსურ ინსტრუმენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნითა და წარმოების პროცესების ხელშესაწყობად, კვლავ გრძელდება მეწარმეთა მხარდაჭერა. სხვადასხვა პროექტისა და პროგრამის ფარგლებში, ინვესტიციის ჯამურმა სახელმწიფო თანადაფინანსება მოცულობამ 4,67 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 980 მილიონ ლარს აჭარბებს. საანგარიშო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1,2 მილიარდი ლარია, აქედან კი სახელმწიფო თანადაფინანსება 370 მლნ ლარს შეადგენს. საანგარიშო პერიოდში, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ეგიდით, 10 257 უნიკალურ ბენეფიციარზე გაიცა 921 443 250 ლარის ღირებულების 11 500 სესხი, სახელმწიფოს მიერ გაცემულმა თანადაფინანსებამ კი შეადგინა 136 767 736 ლარი. ამოქმედდა ერთწლოვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტი, რომლის ფარგლებშიც 3 847 უნიკალურ ბენეფიციარზე გაიცა 65 604 999 ლარის ღირებულების 3 885 სესხი. სახელმწიფოს მიერ გაცემული და გასაცემი თანადაფინანსება 4 912 055 ლარს შეადგენს. სახელმწიფო პროგრამამ − „დანერგე მომავალი“ 648 უნიკალური ბენეფიციარი მოიცვა, რომელთანაც 741 ხელშეკრულება გაფორმდა. დაკონტრაქტებულმა ფართობმა შეადგინა 5 284.41 ჰა. ინვესტიციის ოდენობა 82 247 438 ლარია, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სახელმწიფო თანადაფინანსება 36 834 845 ლარს შეადგენს. აქედან:  ბაღების კომპონენტის ფარგლებში გაფორმდა 617 ხელშეკრულება. დაკონტრაქტებული ფართობი − 4 358.22 ჰა;  სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში გაფორმდა 5 ხელშეკრულება. დაკონტრაქტებული ფართობი − 60.90 ჰა;  წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის დაფინანსების კომპონენტის ფარგლებში გაფორმდა 43 ხელშეკრულება, დაკონტრაქტებული ფართობი − 307.85 ჰა;  ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში გაფორმდა 76 ხელშეკრულება. დაკონტრაქტებული ფართობი − 557.44 ჰა. 106 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტმა დააფინანსა 70 უნიკალურ ბენეფიციარი. ინვესტიციამ შეადგინა 92 673 611 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სახელმწიფო თანადაფინანსებაა 30 614 010 ლარი. სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამის − „ახალგაზრდა მეწარმის“ ფარგლებში, ხელშეკრულება გაფორმდა 4 უნიკალურ ბენეფიციართან. ინვესტიციის ოდენობაა 449 649 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სახელმწიფო თანადაფინანსება 179 859 ლარია. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამამ − „ქართული ჩაი“ 13 უნიკალური ბენეფიციარი დააფინანსა. დაკონტრაქტებულმა ფართობმა შეადგინა 282.45 ჰა. ინვესტიციის ოდენობა 1 012 783 ლარია, აქედან კი ხელშეკრულებით განსაზღვრულიმა სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა 713 487 ლარი. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში 70 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 72 ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 11 524 245 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სახელმწიფო თანადაფინანსებაა 4 716 706 ლარი. სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელშეკრულება გაფორმდა 2 332 უნიკალურ ბენეფიციართან. ინვესტიციის ოდენობამ მიაღწია 141 176 296 ლარს, აქედან ხელშეკრულებით განსაზღვრული სახელმწიფო თანადაფინანსებაა 45 463 108 ლარია. სოფლის განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში, ხელშეკრულება გაფორმდა 44 უნიკალურ ბენეფიციართან. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 5 666 769 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სახელმწიფო თანადაფინანსებაა 4 175 935 ლარი. მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის (DIMMA) ფარგლებში 4 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 167 553 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სახელმწიფო თანადაფინანსებაა 134 042 ლარი. გაგრძელდა კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც მიმდინარეობდა რამდენიმე კომპონენტად:  მეფუტკრეობის მიმართულებით, 7 უნიკალურ ბენეფიციარს/კოოპერატივს გაუფორმდა ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 164 139 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სახელმწიფო თანადაფინანსებაა 130 051 ლარი;  სათიბ-საძოვრების მიმართულებით, 1 უნიკალურ ბენეფიციარს/კოოპერატივს გაუფორმდა ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 60 000 ლარი, ხელშეკრულებით განსაზღვრული სახელმწიფო თანადაფინანსებაა 54 000 ლარი; 107 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 საიდანაც  მერძევეობის მიმართულებით, 4 უნიკალურ ბენეფიციარს/კოოპერატივს გაუფორმდა ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 359 955 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სახელმწიფო თანადაფინანსებაა 338 513 ლარი. აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ეგიდით, 1 176 ბენეფიციარმა 1 119 ტონა მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები მიიღო. ბენეფიციარებმა ჯამში 1 008 ტონა საწვავი გამოიყენეს. არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 2021 წელს შესყიდული არასტანდარტული ვაშლის რაოდენობამ 35 388 198 კგ შეადგინა, ხოლო სუბსიდიის თანხამ − 3 538 820 ლარი. სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროგრამის ფარგლებში, 2021 წელს კახეთის რეგიონსა და კასპის მუნიციპალიტეტში სეტყვის შედეგად დაზარალებულმა 1 297-მა ფერმერმა/ბენეფიციარმა დახმარების სახით ჯამში მიიღო 3 633 645 ლარი. დასეტყვილმა ფართობმა, რომელზეც გაიცა დახმარება, 1226 ჰა შეადგინა. საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში შეთანხმება გაფორმდა 30 უნიკალურ ბენეფიციართან. ჯამური თანხის (დამტკიცებული სესხის ოდენობა) მოცულობა 21 182 030 ლარია, საიდანაც შეთანხმებით გათვალისწინებული თანადაფინანსების მოცულობაა 12 668 552 ლარი. საანგარიშო პერიოდში, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, 3 127 უნიკალურ დამზღვევზე/ბენეფიციარზე გაცემულია 4 365 პოლისი. დაზღვეულ იქნა 28 871 961 ლარის ღირებულების სხვადასხვა კულტურა და 3 625 ჰა მიწის ფართობი. ხელშეკრულებით/პოლისით განსაზღვრულმა სახელმწიფო თანადაფინანსებამ (სააგენტოს პრემიის წილი) 1 556 641 ლარი შეადგინა. გრძელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერი პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს დარგის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ფერმერებისთვის წარმოების საშუალებების ხელმისაწვდომობის ზრდასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გაძლიერების მიზნით, 2022 წლის მაისში დაიწყო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემნახველი საწარმოების (ბოსტნეულისა და კარტოფილის) თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამები. მიმდინარე წლის მაისში ასევე დაიწყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა. პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 0.25-იდან 1.25 ჰექტარის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 108 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 ნაკვეთი, სუბსიდიის მოცულობა 1 ჰექტარ მიწაზე განსაზღვრულია 300 ლარით (აგრობარათზე დარიცხული 300 ქულით). ქულების გამოყენება შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად სპეციალიზებულ მაღაზიებში. ამ ეტაპზე 76 255 ფერმერს დაერიცხა აგროქულები, სუბსიდიის ოდენობამ კი შეადგინა 13 124 952 ლარი. საანგარიშო პერიოდში, ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 34-მა ქართულმა კომპანიამ სამ საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო მიმართულების გამოფენაში მიიღო მონაწილეობა (დოჰა − „AGRITEQ 2022“; ბერლინი − „FRUITLOGISTICA 2022“ და ბაქო − „CASPIANAGRO 2022“). შედეგად, 4-მა კომპანიამ სხვადასხვა სახის ხილის წვენებისა და ჯემების, თხილის პასტის, გაყინული ცხვრის ხორცის ექსპორტი უკვე განახორციელა კატარის სახელმწიფოსა და არაბეთის ყურის ქვეყნებში. მიმდინარე ეტაპზე ქართული კომპანიების მხრიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობს 70-მდე სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან სამომავლო ექსპორტთან დაკავშირებით. პანდემიით შექმნილი გამოწვევების მიუხედავად, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობდა მარკეტინგული ღონისძიებები, რამაც ხელი შეუწყო ღვინის ექსპორტის ისტორიულად მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირებას. ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო 50-მდე პროფესიულ დეგუსტაციაზე, 5 ფესტივალზე, 6 გამოფენასა და 2 „ქართული ღვინის ფორუმზე“ მსოფლიოს შემდეგ ქვეყნებში: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, მონაკო, შვეიცარია, გერმანია, პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია. ქართული ღვინო წარდგენილი იყო შემდეგ გამოფენებზე: „EnoExpo 2021“ (პოლონეთი), „საქართველო მეღვინეობის აკვანი“ (სამხრეთ კორეა), „Vinexpo America“ (აშშ), „საქართველო − 8000 წლის მეღვინეობა“ (შვეიცარია), RAW Wine (დიდი ბრიტანეთი) და ProWein 2022 (გერმანია). ფესტივალები გაიმართა შემდეგ ქვეყნებში: „ახალი ღვინის ფესტივალი 2021“ (საქართველო), „ახალი ღვინის ფესტივალი 2022“ (საქართველო), „WinExpo Georgia 2021“ (საქართველო), „SAVIM Printemps Salon des Vignerons et de la Gastronomie“ (საფრანგეთი), Zero Compromise (საქართველო). „ქართული ღვინის ფორუმი“ გაიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და შვეიცარიაში. მიმდინარე წელს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში დასრულდა მევენახეობამეხილეობისა და ყურძნისეული პროდუქტების მრავალპროფილური სამეცნიერო-კვლევითი და ექსპერიმენტალური სივრცის მშენებლობა. ეს სივრცე გახდება ახალი ტექნოლოგიების კვლევისა და დემონსტრირების, მეწარმეების, ფერმერებისა და მევენახე-მეღვინეების ტრენინგების, ვაზისა და ღვინის პოპულარიზაციის, სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენციების მოწყობის მნიშვნელოვანი ცენტრი. სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებების ხარისხისა უზრუნველსაყოფად, დაინერგა საერთაშორისო მოთხოვნების და ხელმისაწვდომობის შესაბამისი მცენარეთა გასამრავლებელი მასალის სერტიფიცირების სისტემა. შედეგად გაიზარდა ხეხილოვანი კულტურების ნერგის, ხორბლისა და ქერის ხარისხიანი სათესლე მასალის ხელმისაწვდომობა. მოეწყო ვაზისა და 109 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 ხეხილის მაღალი კატეგორიის სადედე ნარგაობები, საიდანაც მასალები შესაბამის ფერმერულ მეურნეობებში გავრცელდება. 2021 წელს, ჩაისა და სუბტროპიკული კვლევის სამსახურის ანასეულის ბაზაზე, დასრულდა მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ლაბორატორიის მშენებლობა და აღჭურვა თანამედროვე აპარატურით. სრული დატვირთვით მიმდინარეობს მცენარეთა დაავადებებისა და მავნე ორგანიზმების კონტროლი, დაცვის ინტეგრირებული მეთოდების შემუშავება და გავრცელება. ფერმერთა და მეწარმეთა ცოდნისა და ინფორმირებულობის ამაღლების უზრუნველსაყოფად, გადამზადდა 550-ზე მეტი ფერმერი და აგრარული საკითხებით დაინტერესებული პირი შემდეგი მიმართულებებით: ხორბლის, კარტოფილის, თხილის, ნუშის, სიმინდისა და ლურჯი მოცვის მოყვანის ტექნოლოგიები, თაფლის წარმოება, საძოვრების მდგრადი მართვა, მეცხოველეობა, სასათბურე მეურნეობა, ქარსაფარი ზოლები, მეფრინველეობა. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა დარგობრივი აგრარული ცოდნის გადაცემა 9 რეგიონული სამსახურისა და 45 საინფორმაციოსაკონსულტაციო ცენტრის 220-ზე მეტი სპეციალისტის მიერ. საკონსულტაციო მომსახურება გაეწია 19 640 ფიზიკურსა და იურიდიულ პირს. სოფლად, ადგილობრივ მოსახლეობასთან ჩატარდა 534 საინფორმაციო/საექსტენციო შეხვედრა. მიწის ბალანსის შედგენისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვის მიზნით, მიწის ფონდის განაწილების შესახებ ინფორმაცია დამუშავდა 325 651 ჰექტარზე. ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების კატეგორიის მიწის ნაკვეთების შესახებ ინფორმაცია დამუშავდა 258 493 ჰექტარზე. ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის პროგრამის ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტში აღირიცხა 355.08 ჰა და სტატუსი მიენიჭა 701 ნაკვეთს. მიმდინარე წელს ინვენტარიზებული იქნება 880 ჰა ქარსაფარი ზოლი მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ოქტომბრის №497 დადგენილებით დამტკიცდა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა“. პროგრამის ფარგლებში შეირჩა იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის 14 787 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მოქალაქეების მხრიდან დაინტერესება გამოიხატა 83 უნიკალურ კოდზე − საერთო ფართობით − 12 371.8 ჰა. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გრძელდება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებსა და ნორმებთან ჰარმონიზებული ახალი კვლევის მეთოდების დანერგვის პროცესი. 2021 წელს დაინერგა 25 ახალი მეთოდი და ჩატარდა 506 509 კვლევა. ამასთანავე, 2021 წლის ბოლოს დაიწყო სურსათის კვლევის ახალი ლაბორატორიის მშენებლობა. ადგილობრივ და საექსპორტო ბაზარზე ფალსიფიცირებული და უხარისხო ღვინოპროდუქციის აღკვეთის მიზნით, ინსპექტირება განხორციელდა 49 კომპანიაში, ხოლო სახელმწიფო კონტროლი − 38 კომპანიაში. საექსპორტო ღვინის ხარისხის უფრო მეტი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, 110 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 2021 წლის ივნისიდან, სერტიფიცირებული საექსპორტო ღვინის ინსპექტირება დამოუკიდებელმა, ავტორიტეტულმა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიებმა „SGS“ და „Bureau Veritas“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში დაიწყეს. საანგარიშო პერიოდში განხორციელდა 198 საინსპექციო კონტროლი. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გრძელდება ამორტიზებული და მწყობრიდან გამოსული სარწყავი და დამშრობი სისტემების აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტები. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ქვეყანაში გაიზარდა მელიორირებული სავარგულების რაოდენობა − წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი გაიზარდა 2,855 ჰექტარით, ხოლო დაშრობილი მიწის ფართობი − 240 ჰექტარით. შედეგად, სულ ქვეყანაში წყალუზრუნველყოფილია 160 200 ჰა, ხოლო დაშრობილი მიწის ფართობია 43 469 ჰა. საანგარიშო პერიოდში, სურსათის უვნებლობის მიმართულებით, განხორციელდა სახელმწიფო კონტროლის 24 865 აქტივობა (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, ზედამხედველობა, სურსათის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა). ვეტერინარიის მიმართულებით, გაგრძელდა უფასო ვაქცინაცია 8 დაავადებაზე (თურქული, ჯილეხი, მსხვილფეხა პირუტყვის ბრუცელოზი, ცოფი, წვრილფეხა პირუტყვის ბრუცელოზი, წვრილფეხა პირუტყვის ჭირი, ყვავილი, მსხვილფეხა პირუტყვის ნოდულარული დერმატიტი). საანგარიშო პერიოდში განხორციელდა 4 063 298 ვეტერინარული მანიპულაცია. ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტებზე ექტოპარაზიტების საწინააღმდეგოდ უსასყიდლოდ დამუშავდა 949 352 სული წვრილფეხა და 10 123 სული მსხვილფეხა პირუტყვი. ვეტერინარული პრეპარატების ხარისხის მონიტორინგის მიზნით, გამოსაკვლევად ლაბორატორიაში გადაცემულ იქნა პრეპარატის 129 ნიმუში. შემოწმდა 832 ბიზნესოპერატორის საქმიანობა. მცენარეთა დაცვის მიმართულებით, ჩატარდა და ახლაც მიმდინარეობს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოს 33 მუნიციპალიტეტში. საანგარიშო პერიოდში დამუშავდა 186 000 ჰა ფართობი. მონიტორინგის მიზნით, განთავსდა 6 000 ერთეული ფერომონიანი დამჭერი და 43 260 ერთეული ე. წ. „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური. აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგოდ დამუშავდა 120 000 ჰა ფართობი, სიმინდის ხვატარის საწინააღმდეგოდ − 240 500 ჰა, ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ − 1 300 ჰა. გაიცა 15 793 ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი, რის საფუძველზეც, საქართველოდან ექსპორტირებულია 180 000 ტონა მცენარეული პროდუქცია. გრძელდება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის, ფიტოსანიტარიისა და გარემოს დაცვის სფეროების დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ასოციირების შეთანხმების მიხედვით. საანგარიშო პერიოდში მიღებულ იქნა 11 საკანონმდებლო აქტი. მიწის რეგისტრაციის რეფორმა მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, რეგისტრაცია ორი მიმართულებით წარმოებს − სპორადული და სისტემური წესით. სპორადული წესით რეგისტრაცია მოქალაქეების მხრიდან 111 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 წარდგენილი განცხადებების საფუძველზე მიმდინარეობს, ხოლო სისტემური წესით რეგისტრაცია შესაბამის გეოგრაფიულ არეალში პროაქტიულად და სისტემურად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე წარიმართება. ქვეყანაში მიწის რეგისტრაციის რეფორმის დაწყებიდან − 2016 წლის პირველი აგვისტოდან 2022 წლის მაისის მდგომარეობით, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, წარმატებით დასრულდა 1 მილიონზე მეტი სარეგისტრაციო განცხადება და ჯამურად დარეგისტრირდა 1 209 657 ჰა მიწის ნაკვეთი. საანგარიშო პერიოდში სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, წარმატებით დასრულდა 62 142-ზე მეტი სარეგისტრაციო განცხადება და ამ პერიოდში ჯამურად დარეგისტრირდა 184 720 ჰა მიწის ნაკვეთი. სისტემური რეგისტრაციის წარმოების არეალებად განისაზღვრა საქართველოს 59 მუნიციპალიტეტი (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა). შემუშავდა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2021 წლის 17 დეკემბერს. შეტანილი ცვლილებებით განისაზღვრა, რომ 2025 წლის 1 იანვრამდე სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოები და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება/ამ უფლებაში ცვლილება უსასყიდლოდ რეგისტრირდება. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ყველა სახის მომსახურება მოსახლეობას საცხოვრებელ ადგილზე მიეწოდება. მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვა/აზომვა, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და უფლებების რეგისტრაცია სააგენტოს მიერ წარმოებს. სისტემური რეგისტრაციის პროცესის ხარისხის კონტროლი მიმდინარეობს ISO 19157 და ISO 2859-1 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში 2021 წლის 1 ივნისიდან დღემდე დარეგისტრირდა 40 018 მესაკუთრის უფლება 27 477 მიწის ნაკვეთზე, რომელთა ჯამური ფართობია 15 648 ჰა. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში რეგისტრირებულ მესაკუთრეთა 48.8% (19 544 მესაკუთრე) ქალია. აზომილია/იდენტიფიცირებულია 51 185 ერთეული მიწის ნაკვეთი, რომელთა ჯამური ფართობია 16 558.2 ჰა. შესასრულებელი სამუშაოების წარმართვისთვის ორგანიზაციას ეტაპობრივად შემოუერთდნენ ახალი თანამშრომლები, ჩატარდა მათი სწავლება. 2022 წლის 10 მაისის მდგომარეობით, დასაქმებულია 408 ამგეგმავი, 224 რეგისტრატორი და 7 საჯაროდ გამოცხადების სპეციალისტი; შეძენილია 235 საამზომველო ხელსაწყოს კომპლექტი და 141 მაღალი გამავლობის ავტომობილი. მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმართულებით, საქმეთა წარმოებისას დაინტერესებულ პირთა შორის შესაძლო დავის ალტერნატიული გადაწყვეტისათვის აქტიურად მოქმედებს სანოტარო მედიაცია. 112 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 2.12. გარემოს დაცვა გრძელდება გარემოსდაცვითი პოლიტიკის თანმიმდევრული და დაბალანსებული განხორციელება ქვეყნის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. აქტიურად მიმდინარეობს 2022 − 2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამის (NEAP-4) შემუშავება, რომელიც წარმოადგენს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში ქვეყნის ძირითად სტრატეგიულ დოკუმენტს და განსაზღვრავს დარგის გრძელვადიან სტრატეგიულ პრიორიტეტებსა და შესაბამის სამოქმედო გეგმას. ატმოსფერული ჰაერის დაცვის სისტემის გაუმჯობესებისა და ევროპულ პრინციპებზე გადასვლის მიზნით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოციირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად, ქვეყნის ტერიტორია დაიყო ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და მართვის ხუთ ზონად და ერთ აგლომერაციად. აღნიშნული ხელს შეუწყობს რეგიონულ და ლოკალურ დონეზე ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარებისათვის შედეგზე ორიენტირებული კონკრეტული ქმედებების დაგეგმვას. მრეწველობის სექტორიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრევენციისა და საწარმოთა გარემოდაცვითი კონტროლის გაუმჯობესების მიზნით, 2021 წლის 1 ივნისიდან უმსხვილესი სამრეწველო ობიექტებისთვის სავალდებულო გახდა ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვა. ამ მიზნით, მსხვილმა სამრეწველო ობიექტებმა უკვე დაიწყეს შესაბამისი ტექნოლოგიური გადაიარაღება და თანამედროვე ფილტრაციის სისტემების განთავსება. საანგარიშო პერიოდში, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგისა და ქსელის გაფართოების მიზნით, შეძენილ იქნა 1 მობილური ავტომატური სადგური. თბილისსა და რუსთავში 3 ლოკაციაზე დაიწყო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის, ნიკელის, კადმიუმის, დარიშხანისა და ბენზო(ა)პირენის გაზომვა ევროპული სტანდარტების შესაბამისად. აქტიურად წარიმართა მუშაობა წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის სისტემის დანერგვის მიმართულებით. მხარეებთან ჩატარებული კონსულტაციების საფუძველზე, შემუშავდა და საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინა „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც სრულ თანხვედრაშია ევროპულ კანონმდებლობასთან. ქვეყნის მასშტაბით, სტიქიურად მოწყვლად ხეობებში, ადრეული გაფრთხილების სისტემების გაუმჯობესების მიზნით, 2021 წლის დეკემბერში, ქ. თბილისის მიმდებარედ, სოფელ კიკეთში განთავსდა მეტეოროლოგიური რადარი. ასევე ქვეყნის მასშტაბით 11 მეწყრულ უბანზე განთავსდა თანამედროვე მონიტორინგის სისტემები. ამით გაუმჯობესდა მეწყრული პროგნოზირებისა და უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების შესაძლებლობები. 113 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 პროცესების 2021 წლის 1 დეკემბერიდან საქართველო ოფიციალურად გახდა ასოციირებული წევრი ქვეყანა ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზირების ცენტრში, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამინდის პროგნოზისა და მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების შესახებ ადრეული გაფრთხილებების სიზუსტეს. 2023 წლიდან ქვეყანაში ეტაპობრივად გაუქმდება სოციალური ჭრების არამდგრადი პრაქტიკა და ის ჩანაცვლდება ტყის მდგრადი მართვის ეფექტიანი მექანიზმებით. ამ მიზნით, მიმდინარეობს „საქმიანი ეზოების“ ქსელის განვითარება. აღნიშნული ქსელი უზრუნველყოფს მერქნულ რესურსზე მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ხეტყის მოსახლეობის ორგანიზებულად დამზადებას, დახარისხებას, დასაწყობებასა და რეალიზაციას, რაც გაამარტივებს მოსახლეობისა და კერძო სექტორისთვის სასურველი მერქნული რესურსის შეძენასა და ტრანსპორტირებას სასურველ პერიოდში, ხოლო მეორე მხრივ, საგრძნობლად შეამცირებს უკონტროლო და უკანონო ჭრებს. ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით მოწყობილია 26 საქმიანი ეზო, მათ შორის საანგარიშო პერიოდში მოეწყო 2 საქმიანი ეზო თიანეთის მუნიციპალიტეტში. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდში, მერქნულ რესურსზე მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, გაცემულია 249 432 კბ.მ მერქნული რესურსი. საქართველოს მთავრობამ მოიწონა და საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად გადაგზავნილია კანონპროექტები − კვერეთის აღკვეთილის დაარსებასა და კოლხეთის ეროვნული პარკის გაფართოებასთან დაკავშირებით. ასევე მომზადებული და უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტში გაიგზავნება კანონპროექტები, რომელთა საფუძველზეც შეიქმნება სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია და ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიები. შედეგად, საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზრდება 67 ათასი ჰექტარით. აღნიშნული ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას, მის შენარჩუნებას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას. პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით, დაცულ ტერიტორიებში აშენდა/მოეწყო შემდეგი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა:  3 ვიზიტორთა ცენტრი − ფშავ-ხევსურეთის, წალკის კანიონისა და თეთრა მღვიმის დაცულ ტერიტორიებზე;  13 ტურისტული თავშესაფარი − ბორჯომ-ხარაგაულის, მტირალას, ალგეთის ეროვნულ პარკში და ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე;  13 ხიდი − მარტვილის კანიონსა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში;  ზიპლაინი − მარტვილის კანიონზე;  მცირე ინფრასტრუქტურა პონტოს მუხის აღკვეთილში;  9 ეკობილიკი 5 დაცულ ტერიტორიაზე (86 კმ) − ალგეთისა და ბორჯომ-ხარაგაულის ევროვნულ პარკში, წალკის კანიონზე, თეთრა მღვიმისა და ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე. 2021 წელს დაცულ ტერიტორიებზე დაიწყო სალაშქრო ბილიკებისა და თანმდევი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მასშტაბური პროექტი, რომლის ფარგლებში 10 დაცულ ტერიტორიაზე 114 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 გათვალისწინებულია 1 000 კმ-ზე მეტი სიგრძის სალაშქრო ბილიკების ქსელისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. 2021 წელს, პირველად საქართველოს ისტორიაში, 4 დაცულ ტერიტორიას: კოლხეთისა და მტირალას ეროვნულ პარკებს, ქობულეთისა და კინტრიშის დაცულ ტერიტორიებს, როგორც უნიკალურ კოლხურ ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს, UNESCO-ის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. საანგარიშო პერიოდში, გარემოსდაცვითი მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, განხორციელდა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის, გარემოსდაცვთი გადაწყვეტილების მფლობელი სუბიექტებისა და გარემოსდაცვით ტექნიკურ რეგლამენტებს დაქვემდებარებული საწარმოების 2 773 ინსპექტირება. ასევე განხორციელდა საქართველოს ნავსადგურებში შემოსული 187 გემის ინსპექტირება. საავტომობილო საწვავის ხარისხის კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, 2021 წლის დეკემბერში, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში განთავსებული 100 ავტოგასამართი სადგურის რეზერვუარიდან აღებულ იქნა ბენზინისა და დიზელის საწვავის სინჯები და ჩატარდა შესაბამისი ლაბორატორიული კვლევა. გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით, ჩატარდა ტრენინგები დაინტერესებული საზოგადოებისთვის და ჯამში გადამზადდა 2 199 პირი. 700-მდე მოსწავლისთვის გაიმართა გარემოსდაცვითი თემატიკის ლექცია-სემინარები. მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო პროგრამის − „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ − დანერგვის პროცესი, რომლის ფარგლებშიც გადამზადდა 2800-მდე I − VI კლასების მასწავლებელი. შემუშავდა მწვანე ეკონომიკის სასერტიფიკატო კურსი. საერთაშორისო პლატფორმაზე განთავსებულია მწვანე ეკონომიკის 5 ქართულენოვანი მოდული, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, შემუშავებულ იქნა ნარჩენების მართვის ახალი (2022 − 2026 წ.წ.) ეროვნული სამოქმედო გეგმისა და ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიაში (2016 − 2030 წ.წ.) ცვლილებებისა და დამატებების პროექტები. ასევე შემუშავებულ იქნა პლასტიკის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის გამოცდილებას. ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და რეციკლირების ხელშეწყობის მიზნით, ოთხი სპეციფიკური ნარჩენების ნაკადის (ელექტრო და ელექტრონული, ზეთების, საბურავების, ბატარეებისა ინტენსიურად და აკუმულატორების) მიმდინარეობდა ეფექტიანი მწარმოებლის 115 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მართვის სისტემების გაფართოებული შ ე ს ა ხ ე ბ განვითარებისათვის ვალდებულების მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 დანერგვის ღონისძიებები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ცნობიერების ამაღლების ელექტრონული კამპანია, რეესტრი. რომელიც მწარმოებლებისათვის მოიცავდა ცალკეული მიმართულებისათვის 5 სამუშაო და 30-მდე საკონსულტაციო შეხვედრებს. ჩატარდა სექტორული მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის ეტაპობრივი დანერგვის მიზნით, ცალკეული საპილოტე პროექტები ხორციელდება ზოგიერთ მუნიციპალიტეტში (ქუთაისი, ზუგდიდი, თბილისი, ბათუმი) კონკრეტული ნარჩენების ნაკადებისათვის (პლასტიკის, მინის, მეტალისა და მწვანე ნარჩენები). „დამბინძურებელი იხდის პრინციპის“ შესაბამისად, კერძო სექტორის მიერ ხორციელდება მათი საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების სეპარირება მათი შემდგომი გადამუშავების მიზნით და შესაბამისი ნებართვის მქონე კომპანიებზე გადაცემა. 2.13. ტურიზმი 2022 წელს ტურიზმის აღდგენის დინამიკა საკმაოდ სწრაფი ტემპებით ხასიათდება. იანვარ-აპრილის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ 820,796 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემის 36.2% აღდგენის მაჩვენებელია. საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ კი 642,343 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემების 52.2% აღდგენის მაჩვენებელი და 2021 წელთან შედარებით, 233.9%-იანი ზრდის მაჩვენებელია. ამასთან, იანვრი-აპრილის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 582,297,301 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 68.9% აღდგენაა. 2021 წლის იანვრი-აპრილის თვესთან 478,886,422 (+463.1%) შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია აშშ დოლარით. მაქსიმალური ეკონომიკური სარგებლის მიღებისა და ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის, USAID-თან თანამშრომლობით, გრძელდება მუშაობა ტურიზმის სტრატეგია 2025-ის განახლებაზე. აგრეთვე, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, მიმდინარეობს ტურიზმის მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფის პროცესზე მუშაობა. მაღალგადახდისუნარიან სეგმენტზე მარკეტინგული აქტივობების კონცენტრაციასთან ერთად, ხარისხიანი და მრავალფეროვანი შეთავაზებების ფორმირების მიზნით, საანგარიშო პერიოდში გატარდა შემდეგი ღონისძიებები:  მიზნობრივი ბაზრების იდენტიფიცირება საქართველოს ცნობადობის, გამყვანი ტურიზმის მასშტაბის, საჰაერო მისაწვდომობის, ვიზიტზე საშუალო დანახარჯის შერჩევის კრიტერიუმის საფუძველზე: ისრაელი, ევროკავშირის ქვეყნები და აშშ. აღნიშნულ ბაზრებზე განხორციელდა ონლაინკამპანიები საერთაშორისო პლატფორმებზე: Сulturetrip, National Geographic, CNN, Conde Nast Traveller, Expedia, Wego Arabia, Conde Nast Traveler Middle East-სა და TimeOut Magazine;  განხორციელდა 41 პრეს-ტური, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა მიზნობრივი ქვეყნიდან მოწვეულმა 240-მდე მედიის წარმომადგენელმა და 5 გაცნობითი ტური 53 116 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 ტუროოპერატორისთვის. ამასთან, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის თანადაფინანსებით ზაფხულისა და ზამთრის პერიოდში, განხორციელდა პროექტი − „ციფრული დღეები საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ესტუმრა 35-მდე მაღალრეიტინგული ბლოგერი და ინფლუენსერი;  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრო საერთაშორისო გამოფენებს: დიდი ბრიტანეთი − WTM, IBTM ესპანეთი, IMTM ისრაელი, ATM არაბთა გაერთიანებული საამიროები. ამასთან, მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა FITUR-ზე საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი, ხოლო ITB Berlin-ის გამოფენაზე (ონლაინფორმატი) საქართველო წარსდგა, როგორც პარტნიორი ქვეყანა კულტურული ტურიზმის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველო ITB Berlin-ის ღონისძიების მასპინძელი ქვეყანის სტატუსით წარსდგება;  საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, განხორციელდა ქვეყნის გაცნობითი ღონისძიებები და B2B შეხვედრები უკრაინაში, უზბეკეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ამასთან, საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ მონაწილეობა მიიღო ღონისძიებებში: MI CE Budapest, MICE Arabia & Luxury Travel Congress Dubai, M&I Europe Spring, Seville;  ამასთან, გაიმართა ქვეყნის გაცნობითი B2B და Roadshow ღონისძიებები შვეიცარიასა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში;  მიმდინარეობს ციფრული ეკოსისტემის სრული განახლება, რაც მოიცავს ვებგვერდის − Georgia.travel სრულად განახლებას, კონტენტის გენერირებასა და მენეჯმენტის, საძიებო სისტემებში რეიტინგის ამაღლებას და ა.შ.;  ქვეყნის მასშტაბით, მომსახურების დონის გაუმჯობესების მიზნით, ჯამში გადამზადდა 1,800 ადამიანი 5 სხვადასხვა თემატიკაში. ამასთან, საკონვენციო ბიუროს წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის, ღონისძიებების საქართველოში მოზიდვისათვის განხორციელდა ტრენინგი და გადამზადდა საქმიანი ტურიზმის სფეროში მოღვაწე 120-მდე პირი;  შიდა ტურისტული ნაკადების სტიმულირების მიზნით, საანგარიშო პერიოდში, განხორციელდა 17 პრესტური ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის, 9 ინფოტური ტუროპერატორებისთვის 4 გასტროტური და დამზადდა 2 ვიდეორგოლი ქვემო ქართლსა და რაჭაზე;  ღვინის გზის პროექტში, საანგარიშო პერიოდში, მოხდა 48 ახალი ობიექტის ჩართვა. ასევე მომზადდა საპროექტო დოკუმენტაცია 35 ახალი საოჯახო მარნისა და საწარმოსთვის, რომელთათვისაც საგზაო მანიშნებლების მონტაჟი დაგეგმილია 2022 წლის ბოლომდე;  ქვეყნის სამთო საფეხმავლო ბილიკების ქსელს დაემატა 7 ახალი ბილიკი სამეგრელო-ზემო სვანეთსა და გურიაში, ჯამური სიგრძით − 105 კმ. სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარების მიზნით, განხორციელდა ინფრასტრუქტურული ღონისძიებები: 117 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 შემდეგი  სვანეთში, ზურულდის მთაზე, 2021-2022 წლის ზამთრის სეზონზე აშენდა ამიერკავკასიაში ყველაზე სწრაფი საბაგირო;  ბაკურიანში, დიდველის ორ სათხილამურო გათოვლიანების სისტემის მესამე ფაზა. ტრასაზე დამონტაჟდა ხელოვნური ასევე დასრულდა PGS, PSL და სლოუფსტაილის ტრასების მშენებლობა და განხორციელდა მეხის დაცემის შედეგად დაზიანებული კოხტას საბაგიროს სრული რეაბილიტაცია;  მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში, ბაკურიანში მიმდინარეობს წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარის (ტბა) მშენებლობა: დიდველი − 201 433 მ3, კოხტა-მიტარბი − 105 948 მ3;  ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო ტრასაზე განხორციელდა ღამის განათების სარეაბილიტაციო სამუშაოები;  თეთნულდზე დაიწყო ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციის პროცესი. 2021-2022 ზამთრის სეზონზე, კურორტმა თეთნულდმა უმასპინძლა ფრირაიდის მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო ეტაპებს, სადაც მონაწილეობა მიიღო 20 ქვეყნის 120-მდე სპორტსმენმა. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით ბაკურიანში გაიმართა ევროპისა და მსოფლიო თასის ეტაპები: ევროპის თასი პარალელურ გიგანტურ სლალომში, სადაც მონაწილეობა მიიღო 12 ქვეყნის 70 სპორტსმენმა და მსოფლიო თასის ეტაპები, ფრისკისა და სნოუბორდ სლოუფსტაილის სახეობაში, რის ფარგლებშიც, საქართველომ უმასპინძლა 33 სპორტსმენს 9 ქვეყნიდან. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, საქართველო მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატს თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში. 3. სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება 3.1. ჯანმრთელობის დაცვა 2022 წლის 2 მაისს დამტკიცდა საქართველოს 2022 − 2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც ასახავს მომდევნო 9 წლის განმავლობაში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების ხედვას ქვეყანაში და განსაზღვრავს ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს ჯანმრთელობის დაცვის უფლებასთან მიმართებით. ხარისხიანი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, სოციალური სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. დღეის მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოცულია მოსახლეობის 94.7%. მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად, თითქმის ხუთჯერ გაიზარდა ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები (2012 წელი − 450 მლნ ლარი, ხოლო 2022 წელი – 2541 მლნ ლარი). ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ზრდამ და სერვისების ეფექტიანმა დაგეგმვამ წარმატებით შეამცირა ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არსებული ფინანსური 118 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 ბარიერები და, შესაბამისად, გაზარდა მომსახურებით სარგებლობა. მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდები 2012 წელს არსებული 73.4%-იდან 2021 წელს 43.5%-მდე არის შემცირებული. მიუხედავად მსგავსი შთამბეჭდავი შედეგებისა, გრძელდება მუშაობა სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის გაზრდისათვის. ამისათვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მექანიზმია დაფინანსების დიაგნოზთან შეჭიდული მოდელი (DRG), რომლის დანერგვის პილოტური პროექტი უკვე დაიწყო შერჩეულ კლინიკებში, წლის ბოლომდე კი სისტემა მზად იქნება სრულად ასამოქმედებლად. მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო მნიშვნელოვანი რეფორმები ფარმაცევტული სექტორის გაუმჯობესების მიმართულებით, რაც ერთდროულად გულისხმობდა როგორც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მათზე მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯების შემცირებას, ასევე წამლის ხარისხის კონტროლის გაძლიერებასა და მისი რაციონალური მოხმარების ხელშეწყობას. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით, ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯია თურქეთის ბაზრის გახსნა და მეზობელი ქვეყნიდან იმ მედიკამენტების იმპორტი, რომლებზეც მოსახლეობის დანახარჯები მნიშვნელოვნად მაღალი იყო. დღეს საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი და მათი რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია. რეფორმის შედეგად სახეზეა ხელშესახები ცვლილებები, რაც გამოიხატა ფასების 60% − 80%-მდე შემცირებაში. მიმდინარე წლის მარტიდან დღემდე 155 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და ძველი ფასებით, 74 მილიონის ნაცვლად, დაახლოებით 23 მილიონი ლარი გადაიხადა. შესაბამისად, პირველი მარტიდან დღემდე, სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი, 51 მილიონ ლარამდე დანაზოგი. წამლებზე ჯიბიდან დანახარჯების შემცირებისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით განსაზღვრული ვაუჩერის ფარგლებში, ხორციელდება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტების დაფინანსება. საანგარიშო პერიოდში, პროგრამის მოსარგებლეა 312 508 პირი. მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით, 2022 წლის ბოლომდე ყველა ადგილობრივი მწარმოებელი გადავა კარგი საწარმოო პრაქტიკის − GMP სტანდარტზე. ადგილობრივ მწარმოებლებსა და იმპორტიორტებს შორის თანაბარი კონკურენტული გარემოს შესაქმნელად, მიმდინარე წლის ივნისიდან GMP სტანდარტის დაკმაყოფილების ვალდებულება განისაზღვრა იმპორტირებულ მედიკამენტებზეც. ქვეყანაში მიმოქცევაში მექანიზმების არსებული მედიკამენტების უზრუნველყოფისთვის, აქტიურ ხარისხის რეჟიმში დამატებითი მიმდინარეობს რეგულირების წამლის ხარისხის ლაბორატორიის მოწყობა, რომლის აღჭურვილობის შესყიდვა უკვე დასრულებულია და 2022 წლის ბოლოს ქვეყანას ექნება გამართული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ეროვნული ლაბორატორია. 119 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 მიმდინარე წლის აპრილიდან მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტები დაექვემდებარა მხოლოდ ელექტრონული რეცეპტით გამოწერისა და აფთიაქიდან გაცემის ვალდებულებას, რაც ითვალისწინებს რეცეპტში მედიკამენტის არა − ბრენდული, არამედ − გენერიკული დასახელებით გამოწერას. ფარმაცევტებისთვის კი გაჩნდა ვალდებულება, პაციენტს შესთავაზონ გამოწერილი გენერიკული მედიკამენტის შესაბამისი 3 ყველაზე იაფი სავაჭრო დასახელების პროდუქტი ე. წ. „პოზიტიური სიიდან“. აღნიშნულ სიაში მედიკამენტები შესულია სხვადასხვა კრიტერიუმის შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრავს მათ ხარისხის სტანდარტებსა და ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის მოთხოვნებს. ჯანდაცვის სერვისების სრული გაციფრულების მიმართულებით, წამყვანი პრიორიტეტია ჯანმრთელობის ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემის განვითარება, რომელიც 2022 წლიდან სრულად ამოქმედდა. ქაღალდმატარებლიდან სისტემა საშუალებას გადავიდეს ერთიან, იძლევა, პაციენტის სამედიცინო დაცულ ელექტრონულ სივრცეში. ისტორიები მკურნალი ექიმებისთვის კი ჩნდება შესაძლებლობა, საჭიროების დროს, მარტივად ჰქონდეთ წვდომა პაციენტის სრულ სამედიცინო ისტორიაზე, გადატანილ დაავადებებზე, ჩატარებულ მკურნალობასა და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციაზე. 2022 წელს დაიწყო პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ოჯახის ექიმებისა და ექთნების შრომითი ანაზღურების ეტაპობრივი გაზრდა, ქრონიკული დაავადებების მართვის გაუმჯობესებისთვის ამოქმედება, ტელემედიცინის დიფერენცირებულ-გაზრდილი კაპიტაციური შესაძლებლობების გამოყენება ფართოდ დაფინანსების და ხარისხიანი მომსახურების გაწევისათვის შესაბამისი დაფინანსების მექანიზმების მოდიფიცირება. წელს, პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში, სოფლის ექიმის პროგრამის მართვა გადავიდა სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის პასუხისმგებლობაში. სოფლებში დასაქმებული ოჯახის ექიმები და ექთნები აღარ ოპერირებენ როგორც ინდივიდუალური მეწარმეები, არამედ ისინი გახდნენ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები. ამავდროულად, გაიზარდა სოფლის ექიმების შრომის ანაზღაურება. 200-მდე სოფლის ამბულატორიას გადაეცა განახლებული სამედიცინო აღჭურვილობა და ტელემედიცინის 50 სისტემა, რითაც მოსახლეობისთვის გაჩნდა შესაძლებლობა, საკუთარ საცხოვრებელ ტერიტორისთან ახლოს მიიღოს გაუმჯობესებული სამედიცინო სერვისები. მიმდინარე წლის ბოლომდე, ევროკავშირის დაფინანსებით, დაგეგმილია სოფლებისთვის ტელემედიცინის დამატებით 50 სისტემის გადაცემა. კვლავ გრძელდება C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მოქმედების მანძილზე ქრონიკული C ჰეპატიტის გავრცელება 67%-ით შემცირდა. შეინიშნება B და C ჰეპატიტების რისკფაქტორების მკვეთრი შემცირებაც. ასევე მნიშვნელოვანი შედეგებია სხვა გადამდებ დაავადებათა, მათ შორის, შიდსისა ტუბერკულოზის შემცირების მიმართულებით. პრიორიტეტად რჩება კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის დაფინანსება. მიმდინარეობს მუშაობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მაღალტექნოლოგიური, ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდების, მათ შორის, PET/CT ინტეგრირებისთვის. საქართველო ჩაერთო ჰიგიენისა და 120 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 ტროპიკული მედიცინის ლონდონის სკოლასთან არსებულ კიბოს გადარჩენაზე გლობალური ეპიდზედამხედეველობის პროექტში (CONCORD). მუშაობა მიმდინარეობს კიბოს უნიფიცირებული ინფორმაციული სისტემის განვითარებაზე. დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაჩნდა სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემების დაფინანსების კომპონენტი, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 5 400 000 ლარი. შედეგად, დიაბეტით დაავადებულ ბავშვებს ექნებათ ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი, ხარისხიანი და ოფიციალური ავტორიზაციის მქონე მოწყობილობა, რომელიც წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. გარდა ამისა, სამედიცინო დაწესებულებებთან აქტიური მოლაპარაკების ფარგლებში, შესაძლებელი გახდა პროგრამის სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა. სულ მალე, დიაბეტის მართვის სერვისების მიღება შესაძლებელი იქნება იმერეთის, აჭარისა და შიდა ქართლის რეგიონებში. სამომავლოდ იგეგმება პროგრამის კიდევ მეტად გაფართოება. კრიტიკული მდგომარეობა იყო დიალიზის სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მიმართულებით, რაზე საპასუხოდაც, დღეისათვის სერვისი სრულად ამოქმედდა დაბა მესტიაში, უახლოეს პერიოდში კი სერვისის მიღება შესაძლებელი იქნება ლანჩხუთში, ამბროლაურში, თიანეთსა და ყაზბეგში. 2022 წლიდან, იშვიათი დაავადებების მართვის პროგრამის ფარგლებში, სპინალური კუნთოვანი ატროფიით დაავადებული პაციენტებისთვის დაიწყო მედიკამენტების მიწოდება. შედეგად, ეს დაავადება მათი სიცოცხლისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ასევე 2022 წლიდან დაიწყო ახალი სახელმწიფო პროგრამის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, ტრანსპლანტაციის წინა კვლევები, მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია, პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა. ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროგრამით ტრანსპლანტაცია ფინანსდება ბანკთან თანამშრომლობით, მიმდინარეობს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ევროპის საინვესტიციო მუშაობა ექთნების პროფესიული განვითარების სტანდარტებზე. საექთნო პროფესიის გაძლიერება და ექიმების პროფესიული განვითარების სისტემის ფორმირება ჯანდაცვის ახალი სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტებია. ევროინტეგრაციის კონტექსტში, კვლავ პრიორიტეტად რჩება ასოციირების ხელშეკრულების ფარგლებში არსებული დირექტივების მაღალ დონეზე შესრულება. 2022 წელს დასრულდა და პარლამენტს წარედგინა „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი. წელსვეა დაგეგმილი „ქსოვილების, ორგანოების და უჯრედების ტრანსპლანტაციის შესახებ“ კანონპროექტის დასრულება და პარლამენტისათვის წარდგენა. აღსანიშნავია ფსიქიკური ჯანმრთელობის გაძლიერების მიმართულება, რომელიც ასევე ერთ-ერთია ევროდირექტივებს შორის. მთავრობის მიერ დამტკიცდა 2022 − 2030 წლების სტრატეგია, რომლის 121 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა ავადობისა და დაინვალიდების ტვირთის შემცირება. საანგარიშო პერიოდი მნიშვნელოვანი იყო ახალი კორონავირუსული (SARS-CoV-2) ინფექციის პანდემის მართვის კუთხით. 2021 წლის ბოლოსა და 2022 წლის დასაწყისში ინფიცირების მაჩვენებლები კვლავ კრიტიკული იყო, რის გამოც რესურსები მიიმართა დაავადების როგორც ჰოსპიტალურ, ასევე პირველადი ჯანდაცვის დონეზე ეფექტიანი მართვისკენ. გაზრდილი საჭიროებიდან გამომდინარე, ვირუსის ბინაზე მართვაში სრულად ჩაება პირველადი ჯანდაცვის სისტემა. იანვარში 90-მდე თანამშრომლით გაიზარდა ცენტრალური ონლაინკლინიკის ადამიანური რესურსები, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დისტანციური სერვისების მიწოდების ინტენსივობა და ხარისხი. პროცესების ეფექტიანი დაგეგმვით შესაძლებელი გახდა სათანადო სერვისის ბარიერების გარეშე, შეუფერხებლად მიწოდება ყველა ინფიცირებულისთვის. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველო გახდა რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელმაც მიიღო COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი „პაქსლოვიდი“. აღნიშნული მედიკამენტი მნიშვნელოვნად ზღუდავს ორგანიზმში ვირუსის გამრავლებას და განსაკუთრებით ეფექტიანია დაავადების გართულების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში. 2022 წლის მარტიდან „პაქსლოვიდით“ მკურნალობა საქართველოს მოქალაქეებისათვის უფასოა. პანდემიის დაწყებიდან 1 მილიარდ ლარზე მეტი იქნა მობილიზებული სახელმწიფოს მიერ მოქალაქეთათვის ხარისხიანი სერვისის მისაწოდებლად. მკურნალობაში ჩართული სამედიცინო პერსონალისთვის დაწესდა 50%-იანი დანამატი. პანდემიის სტაბილიზაციის პირობებში, მიმდინარე წლის 1 მარტიდან შესაძლებელი გახდა კლინიკების ეტაპობრივი გამოთიშვა კოვიდის მართვის პროგრამიდან. ამჟამად კოვიდპაციენტების მიღებას საჭიროების შესაბამისად ახორციელებს 40-მდე კლინიკა 2000-მდე საწოლით. თუმცა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ამ ეტაპზე მინიმალურია და დღეში 30 შემთხვევას შეადგენს. პანდემიის პერიოდში აშკარად გამოიკვეთა ჰოსპიტალური სექტორის მუდმივი მზაობის მნიშვნელობა ინფექციურ დაავადებებზე რეაგირებისთვის. ჰოსპიტალური ქსელის პასუხისმგებლობა, პანდემიის პირობებში ინფექციური დაავადებების მართვისთვის საწოლფონდის მობილიზების თაობაზე, მიმდინარე წლის მარტში აისახა სანებართვო პირობებსა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დადგენილებებში. საბედნიეროდ, COVID-19-ის გავრცელების მაჩვენებლები მცირდება როგორც გლობალურად, ასევე საქართველოში. ამ წარმატების მთავარი განმაპირობებელი ცენტრალიზებული მენეჯმენტი და მთავარია რაც ფაქტორია აქტიური პანდემიის იმუნიზაცია სწორი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით. პრემიერ-მინისტრის ძალისხმევით ქვეყანაში მობილზიებულია 5 მლნ-ზე მეტი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა. საქართველოში ამ დროისთვის ვაქცინირებულია მოსახლეობის 44%. 2022 წლის ბოლომდე დაგეგმილია საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის აცრა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით. მოსახლეობის იმუნური ფენის შეფასებისთვის მუდმივად ტარდება სერო-პრევალენტობის კვლევები და 2022 წლის მარტში 122 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 ჩატარებული კვლევის შედეგებით, მოსახლეობის 85% იმუნურია კოვიდის მიმართ. დიპლომისშემდგომი განხორციელდება და უწყვეტი სამედიცინო პროფესიული განათლების განათლების სისტემური გაუმჯობესების რეფორმა: კერძოდ, მიზნით, საექიმო სპეციალობების სარეზიდენტო პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, განხორციელდება მოქმედი პროგრამების გადახედვა და, საჭიროების შემთხვევაში, კორექტირება. უწყვეტი სამედიცინო განათლების სავალდებულო სისტემაში ექიმთა ეტაპობრივი მონაწილეობა გახდება ცალკეული ექიმების რესერტიფიცირების ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი. ზემოაღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვნად გაიზრდება დარგობრივი ასოციაციების/პროფესიული განხორციელებისა და ორგანიზაციების მისი მუშაობის ჩართულობა. შეფასების ამასთან, მიზნით, სისტემის დაინერგება ეფექტიანი მონიტორინგის განხორციელების კრიტერიუმები, შემუშავდება მონიტორინგის შედეგებზე რეაგირების ეფექტიანი მექანიზმები. 3.2. სოციალური დაცვა მოსახლეობის სიღარიბისა და სოციალური რისკების პრევენციის/შემცირების მიზნით, ქვეყანაში უწყვეტად ხორციელდება სახელმწიფო პენსიით/სახელმწიფო კომპენსაციით, საარსებო შემწეობით, სოციალური ბენეფიტებით, პაკეტით, დემოგრაფიული მაღალმთიან დასახლებაში მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მცხოვრებთა სოციალური შეღავათებით, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე ოჯახების (ოთხი და მეტი 18 წლამდე ბავშვი) ელექტროენერგიის ყოველთვიური შეღავათით, საყოფაცხოვრებო სუბსიდიით უზრუნველყოფა. ასევე მიზნობრივი ჯგუფებისათვის გრძელდება სოციალური სერვისებით უზუნველყოფის სახელმწიფო პროგრამები. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, 2021 წელს ამოქმედებული პენსიის ინდექსაციის წესის თანახმად, 2022 წლიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის სახელმწიფო პენსია გაიზარდა 20 ლარით და შეადგინა 260 ლარი, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერთათვის განხორციელდა პენსიის 25-ლარიანი მატება და პენსია განისაზღვრა 300 ლარით. სახელმწიფო პენსიის მატების პარალელურად, ავტომატურად გადაანგარიშდა სახელმწიფო კომპენსაცია (არა უმეტეს კანონით დადგენილი მაქსიმალური ზღვრისა) და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერებისთვის გაიცა გაზრდილი ოდენობის დანამატი. 2022 წლიდან გაიზარდა შშმ ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური პაკეტის ოდენობა და განისაზღვრა 275 ლარით. შესაბამისად, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებმა მკვეთრად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე პირებმა და შშმ ბავშვებმა მიიღეს გაზრდილი ოდენობის დანამატი. 123 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთათვის, რომლებიც იღებდნენ საყოფაცხოვრებო სუბსიდიას/სოციალურ პაკეტს 22 ან 44 ლარის ოდენობით, აღნიშნული გასაცემელი განისაზღვრა 100 ლარის ოდენობით. 2021 წლის ივლისიდან გაორმაგდა ბავშვის ბენეფიტი და შეადგინა 100 ლარი, ამასთან, 100 001-იდან 120 001-მდე გაიზარდა ბავშვის ბენეფიტის მისაღები ზღვრული ქულა. მიმდინარე წლის ივნისის თვიდან 50 ლარით კვლავ გაიზრდა ბავშვის დახმარების ოდენობა და შეადგენა 150 ლარი. დაახლოებით 220 000 ბავშვი ამ თვეში უკვე მიიღებს დახმარებას. სტაბილურად გრძელდება „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ბიუჯეტის ზრდა − მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი განსაზღვრულია 52 მლნ ლარით, რაც 12 მლნ ლარით მეტია გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით. პროგრამის ფარგლებში, ეტაპობრივად იზრდება სხვადასხვა მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, რიგ მომსახურებებში გაიზარდა მომსახურების ვაუჩერის ფასი (მაგ.: დღის ცენტრებში, ადრეული განვითარების, ბავშვთა აბილიტაციის/რეაბილიტაციის პროგრამაში), გაიზარდა მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, ცალკე გამოიყო 2 წლამდე ასაკის მინდობით აღზრდა, რათა მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდა. პროგრამის ფარგლებში, 1 ივნისიდან ამოქმედდება რთული ქცევის ბავშვთა დღის ცენტრი ქ. ქუთაისში. ადგილობრივ თვითმმართველობასთან აქტიური თანამშრომლობით, ასევე წელს ამოქმედდება რთული ქცევის ბავშვების 24-საათიანი მომსახურება. გარდა ამისა, მიმდინარე წელს ამოქმედდება სამედიცინო-სოციალური ცენტრი ჟვანიას კლინიკის ბაზაზე, რომელშიც განთავსდებიან ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებით. ისინი ერთ სივრცეში მიიღებენ მაღალი სტანდარტის სამედიცინო და სოციალურ მომსახურებას. აქტიურად მიმდინარეობს შშმ პირთა ზრუნვის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი. 2021 წელს დაიხურა კოჯრის შშმ ბავშვთა სახლი და შეიქმნა ორი მცირე საოჯახო ტიპის სპეციალიზებული დაწესებულება, სადაც გადაყვანილ იქნენ კოჯრის ბავშვთა სახლის ბავშვები. თითო სახლში განთავსებულია 7 ბავშვი, მომსახურება კი მაქსიმალურად მიახლოებულია ოჯახურ გარემოსთან. პარალელურად, ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით, დაგეგმილია თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის დახურვა, მისი ბენეფიციარებისთვის კი ამოქმედდება კიდევ სამი მცირე საოჯახო ტიპის სპეციალიზებული სახლი. ერთი შენობა უკვე დასრულებულია და 7 ბავშვი გადაყვანილია ახალ მომსახურებაში, დანარჩენი ორი სახლის სრულად აღჭურვაც უახლოეს პერიოდში დასრულდება. თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის დახურვის შემდეგ საქართველოში აღარ იარსებებს შშმ ბავშვთა დიდი ზომის ინსტიტუცია. ასევე აქტიურად მიმდინარეობს შშმ პირთა დიდი ინსტიტუციების (მარტყოფი, დუშეთი) დეინსტიტუციონალიზაცია. უახლოეს მომავალში დამტკიცდება დეინსტიტუციონალიზაციის 124 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. შეიქმნება კიდევ ორი დაწესებულება, რომელშიც განთავსდებიან ბენეფიციარები. მიუსაფარი და ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დაცვის უზრუნველსაყოფად, 2021 წლიდან სსიპ − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში ამოქმედდა 24-საათიანი რეაგირების მექანიზმი. შესაბამისად, სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულში გაჩნდა მზაობა, მოხდეს გადაუდებელი და სწრაფი რეაგირება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში მიუსაფარი და ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დაცვის მიზნით. მიმდინარეობს მუშაობა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით, რისთვისაც შესაბამისი სამოქმედო გეგმა შემუშავდება მიმდინარე წლის ბოლომდე. ამასთან, გრძელდება მუშაობა შშმ სტატუსის დადგენის არსებული მოდელის გაუმჯობესებასა და დაავადებათა ჩამონათვალის დახვეწაზე, რათა შშმ პირის სტატუსის მინიჭების სისტემა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. გრძელდება იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც, 2021 წელს განხორციელდა 3130 დევნილი და 278 ეკომიგრანტი ოჯახის განსახლება, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში კი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილ იქნა 1200-ზე მეტი დევნილი და 150 ეკომიგრანტი ოჯახი. 3.3. განათლება განათლებაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობისა და მისი ხარისხის ზრდა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მომზადდა 2022 − 2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიისა და 2022 − 2024 წლების სექტორული სამოქმედო გეგმის პროექტები, რომლის დამტკიცებაც იგეგმება უახლოეს მომავალში. ადრეული და სკოლამდელი განათლება საანგარიშო პერიოდში სკოლამდელი განათლების საყოველთაოდ ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად, შემუშავდა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის სტრატეგია. ბაღის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის შეთავაზებული ტრენინგმოდულები თემატურად უფრო მრავალფეროვანი გახდა და მოიცვა პანდემიის გავლენის პრევენცია და სტრესის მართვის სეგმენტი ბავშვების სოციალურ-ემოციური სიჯანსაღისთვის. აქცენტი გაკეთდა საგანმანათლებლო პროცესში მშობელთა ჩართულობაზე და შეიქმნა პოზიტიური მშობლობის კონცეფციაზე დაფუძნებული პროგრამები, რომელიც 6 მუნიციპალიტეტში საპილოტე რეჟიმში ინერგება. 125 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 ინკლუზიური სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდა ალტერნატიული და მხარდამჭერი მომსახურებების საჭიროებების კვლევა ხარისხიანი და ინკლუზიური ადრეული და სკოლამდელი განათლების უზრუნველსაყოფად. გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით შეიქმნა საგანმანათლებლო რესურსები ინკლუზიური სკოლამდელი განათლების მხარდასაჭერად და პილოტირებას გადის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. სკოლამდელი განათლების დაწესებულებების აღმზრდელების მომზადების მიზნით, შემუშავდა სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამები, რაც შესაძლებელს გახდის, სისტემა შეივსოს ახალგაზრდა კვალიფიციური კადრებით. პარალელურად, მიმდინარეობს სისტემაში არსებული აღმზრდელების, მეთოდისტებისა და ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადება (ჯამში გადამზადებულია 722 ბაღის თანამშრომელი). ეთიკური/ეროვნული ბილინგვური უმცირესობების პროგრამა, რაც სკოლამდელი საშუალებას დაწესებულებებისთვის აძლევს ეთნიკურ/ეროვნულ შემუშავდა უმცირესობათა წარმომადგენელ ყველა ბავშვს, შეისწავლოს მშობლიური და სახელმწიფო ენები სრულფასოვნად ადრეული ასაკიდანვე, ასევე განივითაროს ყველა ის უნარი, რომელიც საჭიროა სასკოლო მზაობისა და თანამედროვე საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირებისთვის. გადამზადებულია და ინტენსიური მომზადების პროცესში ჩართულნი არიან ორენოვანი აღმზრდელები და ასისტენტები, რომელთაც ქართულ ენაზე მიჰყავთ სააღმზრდელო პროცესი. 2021-2022 სასწავლო წლისთვის პროგრამაში ჩართულია 9 საბავშვო ბაღი, ხოლო 2022-2023 სასწავლო წლიდან დამატებით ერთვება 8 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება. პროგრამა ეტაპობრივად განხორციელდება ყველა არაქართულენოვან ბაღში. 2022 წელს დაგეგმილია ადრეული და სკოლამდელი განათლების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნისთვის ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესწავლა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ელექტრონული სისტემის კონცეფციის შემუშავება. საანგარიშო პერიოდში დასრულდა 22 საბავშვო ბაღის მშენებლობა, სადაც შესაძლებელი იქნება ჯამურად დაახლოებით 1200 ბავშვის მიღება. ზოგადი განათლება ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მხარდასაჭერად, 2021 წელს შემუშავებული ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განვითარების კონცეფციის შესაბამისად, დადგინდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები და პროცედურები. დაიწყო აქტიური მუშაობა საჯარო სკოლების ავტორიზაციის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს საჯარო სკოლებში განათლების ხარისხის უზრუნველყოფის კულტურის დანერგვასა და განვითარებას. ამ მიზნით, შეიქმნა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დიაგნოსტიკური თვითშეფასების ელექტრონული სისტემა, რომლის მიხედვითაც პირველად მოხდება საჯარო სკოლების თვითშეფასება განახლებული სტანდარტების მიხედვით. 126 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 ასევე პირველად შეიქმნა ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთა სერტიფიცირების სისტემა და დღეს უკვე 146 სერტიფიცირებული სპეციალისტია, რომლებიც საჯარო სკოლებს მოამზადებენ ავტორიზაციისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით. 2022 წლის იანვრის თვიდან გაიზარდა სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატი 100 ლარის ოდენობით. ასევე 10%-ით გაიზარდა სკოლის ადმინისტრაციის ტექნიკური პერსონალის ხელფასი. დამატებით აღსანიშნავია, რომ მომზადებულია დირექტორებისა და სკოლების მართვის ახალი კონცეფციის პირველადი ვერსია, რომელიც აქცენტს აკეთებს სკოლის დირექტორის, როგორც საგანმანათლებლო ლიდერის, ფუნქციების გაძლიერებაზე. ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა და სასკოლო კულტურის განვითარების მიზნით, გაგრძელდა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა დაწყებით და საბაზო საფეხურებზე. 2021-2022 სასწავლო წლიდან აღნიშნული პროცესის მხარდამჭერი სერვისები ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის. მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მხარდამჭერი ექსპერტების ქსელი. მომზადდა ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მხარდამჭერი საგანმანათლებლო რესურსები. მოხდა სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და ინტერნეტით უზრუნველყოფა. 2021 წლის შემოდგომაზე დამატებით 427 სკოლა აღიჭურვა კომპიუტერული ტექნიკით. 2021 წელს გადამუშავდა და დამტკიცდა საშუალო საფეხურის საგნობრივი სტანდარტები. გარდა შინაარსობრივი და მეთოდოლოგიური განახლებისა, ეროვნულ სასწავლო გეგმას საშუალო საფეხურზე დაემატა საგანი − საქართველოს ისტორია. 2022-2023 სასწავლო წლიდან, მოსწავლეებში ანალიტიკური, ლოგიკური, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების პრაქტიკული გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სავალდებულო საგნად ემატება ჭადრაკი. მიმდინარეობს დაწყებითი საფეხურის საგნობრივი სასწავლო გეგმების გადამუშავება. მომზადდა და დამტკიცდა საგნის − „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ − განახლებული სტანდარტი, რომელიც დაწყებით საფეხურზე II, III და IV კლასებში ინერგება. სკოლებში პილოტირებას გადის ე. წ. „ექიმის საათი“, რომლის ფარგლებშიც, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს კვალიფიციური და გადამზადებული სკოლის ექიმები აწვდიან ინფორმაციას ჯანსაღი ცხოვრების წესის, კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის გზების, ძალადობის ნიშნების ამოცნობის, თანასწორობის, კიბერბულინგისა და უფლება-მოვალეობების შესახებ. კიბერუსაფრთხოების სფეროში ცოდნის ამაღლების მიზნით, შეიქმნა სატრენინგო მოდულები, რომლითაც აქტიურად მიმდინარეობს მასწავლებელთა და მშობელთა ცნობიერების ამაღლება. 127 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 აქტიურად მიმდინარეობდა ახალი სახელმძღვანელოების შექმნის პროცესი გრიფირების განახლებული პროცედურებით. 2021 წელს დასრულდა საბაზო საფეხურის სახელმძღვანელოების გრიფირება და 2022 წლიდან დაიწყო საშუალო საფეხურზე, X კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირება. შესაბამისად, ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები უკვე X კლასის ჩათვლით ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასკოლო სახელმძღვანელოებით ისწავლიან. 2023 წელს დაგეგმილია როგორც XI კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების, ასევე დაწყებითი საფეხურის I-IV კლასების განახლებული სახელმძღვანელოების გრიფირება. საანგარიშო პერიოდში, მთელი საქართველოს მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა ინკლუზიური განათლების კომპონენტის დანერგვისა და სსსმ/შშმ პირებისათვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით. იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ სოციალიზაციის განსაკუთრებული პროგრამები, გრძელდება სპეციალური საგანმანათლებლო სერვისი − „ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის“ სახით. სენსორული დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის შეიქმნა სახელმძღვანელოების აუდიოვერსიები, ასევე განხორციელდა დამხმარე ტექნიკური საშუალებების შეძენა. 2021 წლის 1 სექტემბრიდან გაიზარდა სკოლებისათვის განსაზღვრული დამატებითი დაფინანსების ოდენობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლების მხარდაჭერისათვის. მომზადდა დაწყებითი საფეხურის ქართული ჟესტური ენის სტანდარტი, რომლის მიხედვით სმენის დარღვევის მქონე/ყრუ მოსწავლეებისთვის მოხდება სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზება და სასკოლო კურიკულუმის შექმნა. დამტკიცდა „დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმი“, რომელიც დაეხმარება სკოლებს, საგანმანათლებლო დანაკლისების აღმოფხვრის მიზნით, განახორციელონ დამატებითი ინტერვენციები. ქართული ჟესტური ენის თარჯიმნების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ხორციელდება „სურდოთარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამა“. მომზადდა სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი. 2021 წელს პირველად ჩატარდა უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა პროფესიულ უნარებში, რის შედეგადაც კვალიფიკაცია დაადასტურა და შესაბამისი სტატუსი მოიპოვა 1302-მა კანდიდატმა. გრძელდება ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა ბილინგვური პროგრამით არაქართულენოვან სკოლებში, დაწყებით საფეხურზე, რომლის ფარგლებშიც, საგნების ერთი ნაწილის სწავლა-სწავლება მშობლიურ ენაზე ხორციელდება, მეორე ნაწილის − სახელმწიფო ენაზე. 2022 წლის სექტემბრიდან დაგეგმილია ბილინგვური სწავლების პროექტში ჩართული სკოლების რაოდენობის გაფართოება. 128 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 წელს, პირველად, სომხური და აზერბაიჯანული ენის მასწავლებლებს ექნებათ საშუალება, ჩააბარონ მშობლიური ენის გამოცდა და ჩაერთონ მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაში. აღსანიშნავია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თბილისის 41-ე საჯარო სკოლასა და ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში დააფუძნა უკრაინულენოვანი სექტორი, სადაც უკრაინელ მოსწავლეებს პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით მშობლიურ ენაზე აქვთ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებისთვის სრულად არის შეთავაზებული უკრაინული სასწავლო პროგრამა. დამატებით ისინი შეისწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას და ასევე − საქართველოს ისტორიას. უკრაინულენოვან სექტორში დასაქმებული არიან უკრაინიდან ლტოლვილი პედაგოგები, ფსიქოლოგები, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები უკრაინულენოვანი მასწავლებლები. ამ ეტაპზე უკრაინულენოვან სექტორზე ბათუმსა და თბილისში 400-ზე მეტი მოზარდი სწავლობს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინელი მოსწავლეები, საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლაში ჯამში 1000-მდე უკრაინელი მოსწავლე იღებს განათლებას. განათლების მიღმა დარჩენილი პირების სასწავლო პროცესში ინტეგრაციის მიზნით, უწყებათაშორის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2021 წელს განხორციელდა სკოლის მიღმა დარჩენილი 6-იდან 16 წლამდე ასაკის ბავშვების მონაცემების დაზუსტების პირველი ეტაპი. თავდაპირველი 10 404 მონაცემიდან სკოლაში დარეგისტრირდა 1 773 მოსწავლე, დაზუსტდა და დამატებით ღონისძიებებს არ საჭიროებს 3 962 მონაცემი (მუშავდება 2 415 მონაცემი). ამ მიზნით მიმდინარეობს მუშაობა ბავშვების მოძიების უფრო მოქნილი და ეფექტიანი მექანიზმის შესამუშავებლად. გაეროს ბავშვთა ფონდისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე შეიქმნა დაწევისა და დაჩქარებული სწავლების პროგრამა, სასწავლო რესურსები, სკოლის ადმინისტრატორთა და მასწავლებელთა ტრენინგ-მოდულები, შეფასებისა და მონიტორინგის ინსტრუმენტები. უცხოეთის 38 ქვეყანაში მცხოვრები 720 ქართველი მოსწავლისთვის ტარდება ქართული ენის ონლაინგაკვეთილები. სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მიმდინარეობს მანდატურების პერმანენტული გადამზადება ადამიანის უფლებებისა და ტოლერანტობის, კონფლიქტების მართვისა და პრევენციის თემებზე. ტოლერანტობის საკითხებზე საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, საანგარიშო პერიოდში ჩატარდა 200-მდე საინფორმაციო შეხვედრა და შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიება სასკოლო საზოგადოების თანამონაწილეობით. სსიპ − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურსა და სსიპ − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შორის შეიქმნა ურთიერთთანამშრომლობის მექანიზმი და სამართლებრივი საფუძველი, რომლითაც ხორციელდება ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მდგომარეობაზე ზედამხედველობა. 129 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 სკოლებში შემუშავდა სოციალური მუშაობის მოდელი და დაიწყო საგანმანათლებლო სივრცეში სოციალური მუშაობის კომპონენტის გაძლიერება. მზარდია სოციალური მუშაკების რაოდენობა. საანგარიშო პერიოდში დაინიშნა 31 ახალი სოციალური მუშაკი და ასევე გაიზარდა სოციალური მუშაკის შრომის ანაზღაურება 1200 ლარიდან 1500 ლარამდე. საპილოტედ შერჩეულ სკოლებში დაიწყო სასკოლო მედიაციის პროგრამის განხორციელება და ბავშვთა მიმართ ძალადობისა და აღდგენითი პროცესების დანერგვა. გრძელდება ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის, ძალადობისა და კიბერბულინგის მიმართულებით ცნობიერების ამაღლება. აქტიურად ფუნქციონირებს კრიზისული ინტერვენციის ჯგუფი, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის 24-საათიანი ცხელი ხაზი. ამოქმედდა ახალი ვებგვერდი − befriend.mes.gov.ge, სადაც ფსიქოლოგიური კონსულტაციის მიღება კონფიდენციალური ონლაინჩათის საშუალებითაა შესაძლებელი. მიმდინარეობს მანდატურთა შერჩევისა და გადამზადების პროგრამა. დამატებით, 2022 წლის სექტემბრისთვის, მანდატური 112 საჯარო სკოლას დაემატება. 2022 − 2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის პროექტით განისაზღვრა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სისტემისა და პროფესიის რეგულირების ახალი წესის შემუშავების ვალდებულება. პროფესიული განვითარების ახალი სისტემის პირველადი ვერსია მომზადებულია მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საკონსულტაციო სამუშაო ჯგუფის მიერ. მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობისათვის, შეიქმნა 103 სატრენინგო მოდული როგორც საგნობრივი, ასევე გამჭოლი მიმართულებებით და ჯამში გადამზადდა 46 545 მასწავლებელი. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა STEM განათლების მიმართულებით. პირველად STEM ლაბორატორიაში ტრენინგებს ერთად გადიან მასწავლებლები და მოსწავლეები. სწავლების დისტანციური და ჰიბრიდული მეთოდოლოგიის გაუმჯობესების მიზნით, მომზადდა რეკომენდაციები და პუბლიკაციები სკოლის დირექტორებისთვის, მასწავლებლებისთვის, ონლაინსწავლებისა და შემცირებული საგაკვეთილო საათების პირობებში, როგორ დაიგეგმოს და განხორციელდეს სასწავლო პროცესი, ასევე მოსწავლეთა შეფასება. ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის სპეციალური საგნობრივი მხარდამჭერი ჯგუფები (მათ შორის, ტექნოლოგიების ექსპერტები) კი რეგიონულ დონეზე, აქტიურად მუშაობდნენ სკოლებთან დისტანციური სწავლების პრაქტიკის დახვეწის კუთხით. სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში დასრულდა 43 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და მიმდინარეობს 17 საჯარო სკოლის მშენებლობა. დასრულდა 44 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და მიმდინარეობს 51 საჯარო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. დასრულდა 160-ზე მეტი სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია და 130 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 მიმდინარეობს 100-მდე სკოლის ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები. აქვე აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, სენაკის ბაზაზე არსებული რეგიონული ინოვაციური ჰაბის მშენებლობა. თბილისსა და რეგიონებში აშენდება და რეაბილიტირდება 800 სკოლა. უფრო კონკრეტულად, აშენდება 80 ახალი სკოლა და 220 სკოლა − სრულ, ხოლო 500 − ნაწილობრივ რეაბილიტაციას გაივლის. ამ უპრეცედენტო მასშტაბის მქონე პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 1 მილიარდ ლარს და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ სიკეთით ისარგებლებს 230 000-ზე მეტი მოსწავლე. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება. პროფესიული განათლება საანგარიშო პერიოდში დასრულდა მუშაობა საქართველოს პროფესიული განათლების 2022 − 2027 წლების სტრატეგიასა და მის შესაბამის სამოქმედო გეგმაზე, რომლის მიზანიც არის ყველა ადამიანისათვის მთელი ცხვორების მანძილზე კომპეტენციების განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფა, თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების საპასუხოდ. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების − GIZ-ის მხარდაჭერით დაიწყო მუშაობა პროფესიული განათლების დაფინანსების ახალ მოდელსა და მექანიზმებზე, რომელიც გაითვალისწინებს შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მიდგომებს და მხარს დაუჭერს საჯარო და კერძო პროვაიდერების თანაბარ პირობებში ოპერირებას. ასევე გაითვალისწინებს პროფესიულ მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალ მიდგომებს. ა(ა)იპ − პროფესიული უნარების სააგენტომ, რომელიც 2021 წელს დაფუძნდა საქართველოს სავაჭროსამრეწველო პალატისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, ერთობლივად დაიწყო მუშაობა პროფესიული კვალიფიკაციების განვითარების ახალი მეთოდის დანერგვის მიმართულებით. ასევე, სააგენტოს კოორდინაციით, გააქტიურდა სამუშაოები დარგობრივი უნარების ორგანიზაციების/პროფესიული ასოციაციების, სხვადასხვა სექტორის საერთო მიზნის ქვეშ გაერთიანებისა და ურთიერთთანამშრომლობის მხარდასაჭერად. ინკლუზიური პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მომზადდა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირების პროფესიულ განათლებაში ტრანზიციის ხელშეწყობის მოდელი. ასევე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისთვის შემუშავდა საგანმანათლებლო გარემოში მომუშავე ჟესტური ენის თარჯიმნის გზამკვლევი. ჟესტური ენის თარჯიმნებს ჩაუტარდათ პროფესიული გაძლიერების ტრენინგი. 2021 წლიდან ამოქმედდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის ერთიანი წესი, რომლის თანახმად, 2021 წელს, პირველად, ერთიანი მიღების ფარგლებში გახდა შესაძლებელი პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვა არა მხოლოდ საჯარო, არამედ ყველა კერძო დაწესებულებაში. ჩარიცხვის 131 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 პროცესში გამოყენებულია მრავალფეროვანი მექანიზმები, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ჩარიცხვის ალტერნატიული პროცედურა. საანგარიშო პერიოდში დასრულდა მუშაობა პროფესიული განათლების მასწავლებლის განვითარების ახალი მოდელის შემუშავებაზე, რომელიც ითვალისწინებს ისეთ საკვანძო საკითხებს, როგორებიცაა: მასწავლებლის სტანდარტი, პროფესიული განვითარებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების სქემა. 2022 წლიდან მიმდინარეობს მასწავლებელთა განვითარების ახალი მოდელის დანერგვა. პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, საანგარიშო პერიოდში, ყველა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება შესაბამისობაში მოვიდა ხარისხის უზრუნველყოფის ახალ სტანდარტებთან. დაინერგა კრედიტების ევროპული სისტემა, რაც ხელს უწყობს მისანიჭებელი კვალიფიკაციების თავსებადობას ევროპული სივრცის კვალიფიკაციებთან. პროფესიული სისტემის ახალმა მოდელმა გაზარდა კერძო სექტორის ჩართულობის შესაძლებლობები, როგორც საჭირო უნარების იდენტიფიცირების, ასევე სტუდენტთა სწავლებისა და შეფასების პროცესებში. გრძელდება მუშაობა პროფესიული განათლების სისტემის შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის კუთხით და შედეგად გაიზარდა ე. წ. დუალური პროგრამების რაოდენობა. დუალურ პროგრამებზე ირიცხება 400-ზე მეტი სტუდენტი. 2022 წლის მიღების ფარგლებში, დუალურ პროგრამებზე გამოცხადებულია 639 თავისუფალი ადგილი. შემუშავდა პროფესიული პროგრამების სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესი და პირობები. ასევე დასრულდა „სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების წესისა და პირობების“ შესახებ მარეგულირებელი დოკუმენტის შემუშავება. დღეის მდგომარეობით, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლება მიიღო 77-მა იურიდიულმა პირმა 400-მდე მოკლევადიან პროგრამაზე, საიდანაც 17 დაწესებულება კერძო სექტორის წარმომადგენელია. მოკლევადიან პროგრამებზე ჩაირიცხა 7800-მდე პირი. პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი შეადგენს 76.4%-ს. საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა მუშაობა პროფესიულ განათლებაში ზოგადსაგანმანათლებლო კომპონენტის ინტეგრირების მიმართულებით. ინტეგრირებულ პროგრამებზე 27-მა საგანმანათლებლო დაწესებულებამ (23 საჯარო და 4 კერძო) გაიარა ავტორიზაცია, სადაც 550-მდე საბაზო განათლების მქონე სტუდენტი სწავლობს. 2022 წლის მიღების ფარგლებში ინტეგრირებულ პროგრამებზე გამოცხადებულია 1068 თავისუფალი ადგილი. აღსანიშნავია, რომ არაფორმალური განათლების აღიარების მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში, დაინერგა არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების სისტემა. გაიზარდა როგორც აღიარების უფლების მქონე დაწესებულებების რაოდენობა, ისე აღიარებას დაქვემდებარებული პროფესიული კვალიფიკაციების სპექტრი. აღნიშნული მიდგომა ხელს უწყობს ნებისმიერ პირს, რომ ის ცოდნა და უნარები, რაც არაფორმალურ გარემოში შეიძინა, აღიარებულ იქნეს, როგორც სწავლის გაგრძელების, ისე დასაქმების მიზნებისთვის. 132 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 პროფესიული განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის მიზნით, მომზადდა და დასამტკიცებლად ინიციირებულია გაცვლითი და ერთობლივი პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების წესისა და პირობების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტები, რომლებიც ამოქმედდება 2022 წლიდან. 2021 წლიდან საქართველოს მიეცა შესაძლებლობა, ჩაერთოს Erasmus+-ში პროფესიული განათლების საფეხურზე. შეიქმნა და დაინერგა პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა და პროფესიული განათლების საინფორმაციო პორტალი. ელექტრონული სისტემის შექმნის შედეგად, პროფესიულ განათლებაში მიმდინარე პროცესები ავტომატიზებულია. მიმდინარეობს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების გეოგრაფიული ქსელის გაფართოება. 2021 წელს, სტუდენტები/მსმენელები პირველად მიიღეს ახლად დაფუძნებულმა პროფესიულმა სასწავლებლებმა კასპში, მარნეულში, ჩოხატაურში, ფოთში, ქედასა და შუახევში. ასევე საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტებში: მიმდინარეობდა ხაშური, წყალტუბო, ახალი ლოკაციების ლანჩხუთი, განვითარება შემდეგ ამასთან, გერმანიის ბორჯომი. რეკონსტრუქციის განვითარების ბანკის (KfW) მხარდაჭერით, მიმდინარეობდა სამუშაოები ე. წ. ექსელენსცენტრების განვითარების მიმართულებით − თბილისში ტრანსპორტის/ლოგისტიკის და სამშენებლო მიმართულებების ექსელენსცენტრი და თელავში − ღვინის სკოლა და დუშეთში − ტურიზმის სკოლა. დასრულდა 9 პროფესიული კოლეჯის ბაზაზე სასწავლო სახელოსნოების მშენებლობა. ამჟამად მიმდინარეობს სასწავლო სახელოსნოების მშენებლობა 2 კოლეჯის ბაზაზე. ასევე იდენტიფიცირდა ახალი სახელოსნოების განვითარებისა და აღჭურვის საჭიროება. 2021 წელს, დაიწყო მუშაობა გურჯაანში გასტრონომიული აკადემიის დაფუძნების მიზნით. კოლეჯი, საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ვითარდება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სასწავლებელთან − ბასკეთის კულინარიის ცენტრთან ერთად. უმაღლესი განათლება გრძელდება უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე მუშაობა საუკეთესო მოდელის იდენტიფიცირების მიზნით. მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში წარმოდგენილია ზოგადი ხედვა უმაღლესი განათლების დაფინანსების მიმართულებით რეფორმის შესახებ და გამოკვეთილია შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის დანერგვის უპირატესობები. ხედვა გაზიარებულია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და მიმდინარეობს განხილვის პროცესი უნივერსიტეტების აქტიური ჩართულობით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელთან შედარებით 2022 წელს 890 000 ლარით გაიზარდა უმაღლესი განათლების დაფინანსება და შეადგინა 142 380.7 ლარი. საანგარიშო პერიოდში შემუშავდა საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის კონცეფცია. კლასტერული აკრედიტაციის ფარგლებში, უნივერსიტეტები წლის განმავლობაში 133 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 სააკრედიტაციოდ წარადგენენ კონკრეტული დარგისა და სფეროს პროგრამებს, რაც ხელს უწყობს როგორც უნივერსიტეტების რესურსების კონსოლიდირებას, ასევე სიღრმისეულ შეფასებას, თუ როგორ ვითარდება კონკრეტული დარგი, როგორც უნივერსიტეტის ფარგლებში, ასევე ქვეყნის მასშტაბით. კლასტერული აკრედიტაციის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, 3 უნივერსიტეტში ჩატარდა საპილოტე შეფასება, მომზადდა ჰუმანიტარული სფეროს 5 დარგობრივი მახასიათებელი, განხორციელდა ექსპერტთა კორპუსის ატესტაცია. შემუშავდა სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების დამატებითი კრიტერიუმები და ინდიკატორები, რომლებიც ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების სპეციფიკას. უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, აქტიურად გრძელდება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობა საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვების პროცესში. აქტიურ ფაზაშია სსიპ − საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სსიპ − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის STEM საბაკალავრო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი. გრძელდება სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ABET აკრედიტებული STEM საბაკალავრო პროგრამებისა და ახალი პროგრამების მომზადების პროცესის მხარდაჭერა. 2021 წლის ოქტომბერში გაიმართა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კიდევ ერთი ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის ოფიციალური გახსნა. ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, ფრანგულ ინსტიტუტთან ერთად, ხელი მოაწერა სუპაგრო მონპელიეს ერთობლივ ორმაგ სამაგისტრო პროგრამას მეღვინეობა-მევენახეობაში. საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის სანიმუშო მაგალითს წარმოადგენს განათლების სისტემის მეგაპროექტი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე. უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და 2022 წლიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი პროგრამების დამატების შედეგად სწავლა წარიმართება უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე: ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში. 2022 სასწავლო წელს უნივერსიტეტი მიიღებს სტუდენტებს სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსებისა და ინფორმაციის მართვის მიმართულებით. პროგრამა წარმოადგენს ბოლო წლების ყველაზე რეიტინგულ სამაგისტრო კურსს გერმანიაში. სწავლა წარიმართება უცხოელი პროფესორების ჩართულობით, ხოლო სწავლის გადასახადს საქართველოს მოქალაქეებისათვის სრულად ფარავს 134 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“. წელსვე უნივერსიტეტი იწყებს საერთაშორისო სადოქტორო პროგრამების განხორციელებას. 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის პირველ ადგილს იკავებს. დამატებით აღსანიშნავია, რომ წარმატებით გრძელდება პროგრამის − „ვისწავლოთ საქართველოში“ განხორციელება. 2021 წლის 1 ივნისიდან დღემდე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის უფლება მოიპოვა უცხო ქვეყნის 8 446-მა მოქალაქემ. დღეს საქართველოში უმაღლეს განათლებას ეუფლება უცხო ქვეყნის 19 883 მოქალაქე სტუდენტი. საანგარიშო პერიოდში, ქმედითი ნაბიჯები ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, საგანმანათლებლო პროგრამების იქნა კერძოდ განვითარების გადადგმული გრძელდება მხარდაჭერა. უმაღლესი განათლების მასწავლებლის მომზადების ერთწლიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ მასწავლებლობის მსურველ პირთა დაფინანსება 2021-2022 სასწავლო წელს 1 964 250 ლარიდან 2 250 000 ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, სწავლა დაუფინანსდა მასწავლებლობის მსურველ 969 პირს 19 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მომზადდა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის საფუძველზეც ამოქმედდება სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები. 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სახელმწიფო სტიპენდია გაიცა 11 სსიპ − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 3029 წარმატებულ სტუდენტზე, ხოლო გაზაფხულის სემესტრში -− 2 755 სტუდენტზე. სახელმწიფო სტიპენდიების წლიური ბიუჯეტი შეადგენს 4 500 000 ლარს. 2021-2022 სასწავლო წელს, სახელმწიფო სოციალური პროგრამის ფარგლებში, სასწავლო გრანტი მოიპოვა 1420-მა სტუდენტმა, სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი − 106-მა სტუდენტმა. 2021 წლის მისაღები გამოცდები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით, უსაფრთხო გარემოში წარიმართა. პირველად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიაში დაორგანიზდა და ჩატარდა დამატებითი საგამოცდო სესიები კოვიდინფიცირების მიზეზით გამოცდაზე გამოუცხადებელი აბიტურიენტებისა და მაგისტრანტობის მსურველებისთვის. 2021 წელს სამინისტროში, უნივერსიტეტების წარმომადგენელთა ჩართულობით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი „ერთიანი ეროვნული გამოცდების რეფორმებისთვის რეკომენდაციების შემუშავების მიზნით“. ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2022 წლიდან აბიტურიენტებს ჩასაბარებელი საგნების არჩევანის შესაძლებლობა გაეზარდათ. მესამე საგნის (მათემატიკა ან/და ისტორია) არჩევანი გაფართოვდა და დაემატა: ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება. 135 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 საქართველოს მთავრობამ წერილობით დაადასტურა სურვილი, გახდეს Erasmus+ პროგრამული ქვეყანა. სამინისტროს ინიციატივით, ევროკავშირი 2022 წლის 30 მაისს იწყებს ტექნიკური დახმარების ახალ პროექტს, რომლის მიზანია, საქართველოს შესაძლებლობების შეფასება და გაწევრიანებისთვის აუცილებელი შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება. გრძელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება სასწავლო გარემოს გასაუმჯობესებლად. დაფინანსდა სსიპ − ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის ლაბორატორიული აღჭურვილობის შეძენა; სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის საპროექტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები; სსიპ − იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფასადის მოპირკეთება; სსიპ − აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის XIV კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები; სსიპ − სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 სასწავლო კორპუსის მე-8 სართულის რეაბილიტაცია. 3.4. მეცნიერება მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები დარგობრივი კლასტერიზაციის პროცესის შედეგად STEM-ის, ქართველოლოგიისა და ჰუმანიტარულ-სოციალური მეცნიერების მიმართულებებით სამი მსხვილი სამეცნიერო-კვლევითი ჩამოსაყალიბებლად. ევროკავშირის ცენტრისა და ტექნოლოგიური ტვინინგპროექტის ფარგლებში ტრანსფერის − ოფისის „ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა მეცნიერებასა და ბიზნესს შორის“ − მიმდინარეობს მეცნიერების, ინოვაციისა და ტექნოლოგიური ტრანსფერის განვითარებისა და კვლევის ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით სტრატეგიული გეგმის შემუშავება. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ შემუშავებულია ახალი დებულებები ინტერდისციპლინური კვლევებისა და სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსებისთვის. შექმნილია ახალი საგრანტო დაფინანსების სქემები მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით (STEM). საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური, ასევე ჰუმანიტარული და ქართველოლოგიური სამეცნიერო საგრანტო კონკურსების დაფინანსების ფუნდამენტური კვლევების მასშტაბის გაფართოების მიზნით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გაზრდილია საგრანტო კონკურსების დაფინანსება – ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო საგრანტო კონკურსისათვის 100%-ით, ხოლო ახალგაზრდა მეცნიერთა (პოსტდოქტორები, დოქტორანტურისა და მაგისტრატურის სტუდენტები) ინდივიდუალური კვლევითი გრანტებისათვის 40-50%-ით. შესაბამისად, გაუმჯობესდა საგრანტო კონკურსების წარმატების ინდექსები. 2021 წლიდან ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ადმინისტრირება ხორციელდება ევროპული კვლევების საბჭოს ფუნდამენტური კვლევების კლასიფიკატორის საფუძველზე. შედეგად, უზრუნველყოფილია 136 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 სამეცნიერო მიმართულებებს შორის საკონკურსო ბიუჯეტის თანაბარზომიერი გადანაწილება. 2021 წლისათვის კონკურსის წარმატების ინდექსმა შეადგინა 24% (2019 წლის 13%-თან შედარებით). უზრუნველყოფილია სახელმწიფო გამოწვევებზე ორიენტირებული სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო დაფინანსება საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და კავკასიის მიმართულებებით. 2021 წელს ჯამში დაფინანსებულია 6 სამეცნიერო პროექტი. მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, „ჰორიზონტი ევროპის“ ეროვნულ ოფისს ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად განესაზღვრა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი და უცხოელი აკადემიური თანამშრომლობის და გაღრმავება სამეცნიერო და პერსონალის საქართველოს ქართულ სამეცნიერო სამეცნიერო სივრცესთან დიასპორებთან ინტენსიური კავშირების დამყარება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ განხორციელებული საგრანტო კონკურსები, განსაკუთრებით საგრანტო კონკურსი − „კვლევები უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით“. სახელმწიფო სამეცნიერო გრანტით დაფინანსებულია 5 კვლევითი პროექტი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების საგრანტო კონკურსის დებულებაში შეტანილი ცვლილებების შედეგად შექმნილია სამართლებრივი საფუძვლები ახალი ტექნოლოგიების შექმნაზე, ტექნოლოგიური ტრანსფერის მზაობის დონის ამაღლებასა და შემდგომ კომერციალიზაციაზე ორიენტირებული პროექტების გამოსავლენად. ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს უნივერსიტეტებში მიმდინარეობს პროექტი კვლევისა და ინდუსტრიის დაახლოების, მეცნიერებსა და მკვლევრებში ინოვატორული და მეწარმეობის უნარების განვითარების მიზნით. 2022 წლისთვის გაიზარდა მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობაზე სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული დაფინანსება და შეადგინა 66,588.6 ლარი. კანონმდებლობით დადგენილ პირობათა დაცვით გაიზარდა სსიპ − სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სამეცნიერო პერსონალის შრომის ანაზღაურება. მსოფლიო ბანკის დაფინანსებით 2021 წელს განხორციელდა პროექტი − „უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავება“, რომლის მესამე კომპონენტის ფარგლებში შედეგზე ორიენტირებული დაფინანსების ძირითად ინდიკატორებად კვლევების მიმართულებით განისაზღვრა სამეცნიერო პროდუქტიულობა (სამეცნიერო პუბლიკაციები საერთაშორისო ჟურნალებში, წამყვან ადგილობრივ და სხვა გამოცემებში, პატენტების რაოდენობა; სამეცნიერო (საერთაშორისო და ეროვნული) და გრანტების რაოდენობა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 29 დეკემბრის №1435198 ბრძანებით, პროგრამის − „ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს მეცნიერთა ჩართულობის ხელშეწყობა“ − ფარგლებში ჩამოყალიბებულია მეცნიერების მენეჯმენტის სკოლა, რომელიც ასევე მხარდაჭერილია ევროკავშირის Twinning-ის 137 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 პროექტის მიერ − „ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობდა COST-ის ასოციაციაში საქართველოს გაწევრიანების მიმართულებით. 2022 წლის 14 თებერვალს გაკეთდება ასოციაციაში საქართველოს გაწევრიანების შესახებ შესაბამისი განაცხადი. შედეგად, 30-31 მარტს, პარიზში, უმაღლეს ხელმძღვანელთა კომიტეტისა და გენერალური ასამბლეის სხდომაზე COST-ის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოს გაწევრიანებას. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული ასოციაცია COST-ის სრულუფლებიანი წევრი სახელმწიფოს სტატუსი საქართველოს სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებს საშუალებას აძლევთ, გააფართოონ და გააძლიერონ საერთაშორისო სამეცნიერო კავშირები და უზრუნველყონ თავიანთი კვლევითი პროექტების საერთაშორისო წარმატება, ასევე ჩაერთონ ორგანიზაციის სტრატეგიული მომავლის ფორმირების პროცესშიც. კვლევითი საქმიანობის ხარისხის ამაღლების მიზნით, 2022 წელს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ბაზაზე მიმდინარეობს მეცნიერმზომელობის არსებული ინსტრუმენტებისა და კვლევის ხარისხის მექანიზმების დახვეწა-განახლება ეროვნულ დონეზე. საქართველო-ევროკავშირს შორის „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს შორის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ საერთაშორისო შეთანხმებას ბრიუსელში 7 დეკემბერს საზეიმოდ მოეწერა ხელი. შეთანხმების გაფორმებით, საქართველოს სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს საზოგადოებას ახალი შესაძლებლობებისკენ გაეხსნა გზა. Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები სარგებლობენ ზუსტად იმავე პირობებითა და უფლებებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ. ქართველ მეცნიერებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ 95.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში. დაფუძნდა Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი, რომლის მისიაა ევროკავშირსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუტებს შორის მედიაციისა და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა. 14 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უკვე გაიხსნა საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისები, რომლებიც მოქმედებენ ჰორიზონტი ევროპის ეროვნულ ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობით. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აგრძელებს ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერას, ბილატერალური საგრანტო დაფინანსების გზით, გერმანიის აკადემიური კვლევის სამსახურთან (DAAD), ფრანგულ ინსტიტუტსა (Institute Francais) და გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრთან აქტიური თანამშრომლობით. 2021 წელს ამ მიმართულებით დაფინანსდა 25 ახალგაზრდა მკვლევარ-მეცნიერი. 138 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, 2021 წელს 6 050 000 ლარის ფარგლებში დაფინანსდა და ამჟამად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო თუ სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიების ჩამოყალიბების სამუშაოები, როგორც უნივერსიტეტებში მოქმედ სამეცნიეროკვლევით დაწესებულებებში, ისე − სსიპ − სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში. „სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების განახლებისა და მდგრადობისათვის განკუთვნილი ხარჯების გამჭვირვალედ განაწილებისა და მისი ხარჯვის მონიტორინგის უზრუნველსაყოფად, 2021 წლიდან საფუძველი ჩაეყარა და 2022 წელს წარმატებით ხორციელდება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსი (ბიუჯეტი 1 500 000 ლარი). განხორციელდა „ღია მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამა (ბიუჯეტი 1 396 500 ლარი). ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან. ადრონული თერაპიის ცენტრისთვის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) აეწყო. აღსანიშნავია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას. ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ არაერთმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად, ჩაერთოს კვლევით პროცესში. ეს ყოველივე კი ხელს უწყობს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს თანამედროვე სამეცნიერო-კვლევით რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბებაში. 3.5. ახალგაზრდული პოლიტიკა ქვეყნის ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის მნიშნელოვანია ახალგაზრდებისა და მათი პოტენციალის სრულად რეალიზების ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნით მუშაობა მიმდინარეობს „სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგია 2025-სა“ და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შექმნაზე. საანგარიშო პერიოდში შემუშავდა სახელმწიფო ახალგაზრდული მოხალისეობის კონცეფცია და სახელმწიფო ბანაკების სტანდარტი. ახალგაზრდების გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობისთვის გადაიდგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. შერჩეულ 14 სამიზნე მუნიციპალიტეტთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები. გადამზადდა ახალგაზრდული მიმართულების კოორდინატორები, შეიქმნა ხარისხის სტანდარტი 139 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ და სახელმძღვანელო. მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 შედეგად, 14 მუნიციპალიტეტში, სტანდარტის გათვალისწინებით, შემუშავდა ადგილობრივი ახალგაზრდული სტარტეგია და სამოქმედო გეგმა, დაწყებულია ამ დოკუმენტების კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცების პროცესი. გარდა ამისა, შეიქმნა მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭო. დაიწერა 3 სხვადასხვა სახელმძღვანელო მუნიციპალურ დონეზე მონაწილეობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის მხარდაჭერის მეთოდებისა და მექანიზმების შესახებ. ახალგაზრდული საქმიანობის გაძლიერების მიზნით, ევროკავშირის ექსპერტების დახმარებით, დაიწყო ახალგაზრდული მუშაკის პროფესიის სტანდარტზე მუშაობა. ჩატარდა სამუშაო შეხვედრები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, გაკეთდა სიტუაციური ანალიზი და განისაზღვრა სტანდარტის საკვალიფიკაციო საფეხური. საანგარიშო პერიოდში განხორციელდა ახალგაზრდული მუშაკების პროფესიული გადამზადების პროგრამის შეფასება და, პროგრამის გაუმჯობესების მიზნით, მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები. გადამზადდა 55 ახალგაზრდული მუშაკი. ასევე ქვეყანაში შეიქმნა ახალგაზრდულ/საგანმანათლებლო სექტორში მომუშავე დაწესებულებების მონაცემთა ბაზა. შემუშავდა ონლაინპლატფორმა − Youthplatform.gov.ge განვითარების მოდულები. პლატფორმას დაემატება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქციონალი, კერძოდ, ახალგაზრდული მუშაკების ველი, სადაც ისინი შეძლებენ ინდივიდუალური პროფილების შექმნას და საქმიანობის გაზიარებას. დაემატება სასწავლო სივრცე, სადაც სფეროში მომუშავე ორგანიზაციებსა და ახალგაზრდულ მუშაკებს შესაძლებლობა ექნებათ, დაამატონ სასწავლო რესურსები და მეთოდოლოგია. საანგარიშო პერიოდში, 45-ზე მეტმა ორგანიზაციამ და 12-მა საინიციატივო ჯგუფმა ისარგებლა ახალგაზრდობის სააგენტოს მფლობელობაში არსებული შენობის სივრცეებით და ჯამში 1000-მდე ახალგაზრდა ჩაერთო სხვადასხვა აქტივობაში. 2021 წელს, ქ. დმანისში განხორციელდა სსიპ − ახალგაზრდობის სააგენტოს ბალანსზე რიცხული შენობის კეთილმოწყობა, სატრენინგო სივრცეების გამოყოფა და ყველა საჭირო ტექნიკითა თუ ინვენტარით აღჭურვა. საბანაკე ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, მუშაობა მიმდინარეობს სოფ. ანაკლიასა და შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ორი საბანაკე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე. ასევე, საანგარიშო პერიოდში, ევროკავშირის მხარდაჭერით, ვირტუალური გაცვლის ფორმატში ჩატარდა ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2021, რომელშიც მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ თანამეზობლობის 6 ქვეყნის 95-მა ახალგაზრდამ (14-18 წლის). საანგარიშო პერიოდში ჩატარდა სასწავლო ვიზიტი ესტონეთში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო „2021 წლის ახალგაზრდული მუშაკის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის გამარჯვებულმა 11-მა ახალგაზრდულმა მუშაკმა. საანგარიშო პერიოდში განახორციელდა პროგრამა − „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“, რომლის ფარგლებშიც, ღია კონკურსის წესით შეირჩა საქართველოს 140 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში. აღნიშნული ინიციატივა ქვეყანაში ახალგაზრდულ საქმიანობაში საერთაშორისო გამოცდილების ასახვას ემსახურება. საქართველოში ევროკავშირის პროექტის − „ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობის“ (Skills Development and Matching for Labour Market Needs) (Skills4Jobs) ფარგლებში განხორციელდა არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამები, სადაც მონაწილეობა მიიღო 7584-მა ახალგაზრდამ. 3.6. კულტურა საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა მუშაობა „კულტურის კოდექსის“ პროექტზე, რომელიც დაარეგულირებს კულტურის ყველა სფეროს, მათ შორის, კულტურულ და ბუნებრივ მემკვიდრეობას. ასევე მუშაობა მიმდინარეობდა თეატრებისა და სახელოვნებო განათლების მარეგულირებელ დოკუმენტებზე. კულტურის მართვის ეფექტიან მოდელზე გადასვლის მიზნით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დამტკიცდა „კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესი“, რომელიც ითვალისწინებს როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ასევე კულტურის სფეროში მოქმედი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების დაფინანსების განახლებულ მიდგომებს. ასევე შემუშავდა და დამტკიცდა „კულტურის ხელშეწყობის პროგრამა“, რომლითაც განისაზღვრა 11 პრიორიტეტული მიმართულება წიგნისა და ლიტერატურის, თეატრის, კინოს, სახვითი და თანამედროვე ხელოვნების, სახელოვნებო განათლების, ქართული ფოლკლორის განვითარების მიმართულებით, კულტურაზე ხელმისაწვდომობისა და კულტურაში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით. 2021 წელს, პროგრამის ფარგლებში ჩატარებული 46 კონკურსის შედეგად, დაფინანსდა 460-მდე პროექტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. გარდა ამისა, განხორციელდა 50 არასაკონკურსო წესით დაფინანსებული პროექტი. 2022 წელს, კულტურის სფეროს მზარდი მოთხოვნების შესაბამისად, გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი და ქვეპრიორიტეტების ჩამონათვალი, რომელიც მოიცავს 36 საკონკურსო, 57 არასაკონკურსო და 4 სატენდერო ღონისძიებას. მიმდინარე წელს 23 კონკურსი ჩატარდა, საიდანაც 160-მდე პროექტი დაფინანსდა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში შეიქმნა გენერალური ინსპექცია, რომლის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურულ ფასეულობათა დაცვა წარმოადგენს. ჩატარდა სსიპ − კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, სსიპ − ეროვნული მუზეუმის − მუზეუმების გაერთიანების რეორგანიზაცია. 2022 წლის 15 იანვრიდან სსიპ − საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა გაერთიანებაში ცალკე მუზეუმად გამოეყო სვანეთის ისტორიულეთნოგრაფიული მუზეუმი. 141 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 2022 წელს, რეორგანიზაციის შედეგად, გაერთიანდა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი რამდენიმე თოჯინების თეატრი, კერძოდ, სსიპ − ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი, სსიპ − ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი და სსიპ − ქ. ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი. აღნიშნული თეატრების გაერთიანების შედეგად შეიქმნა სსიპ − საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება. შეიქმნა კულტურული მემკვიდრეობის ოსტატთა და რესტავრატორთა ბაზა. მომზადებულია თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რეფორმის პროექტი, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაცია-კონსერვაციის მიმართულების გაძლიერება. სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ შეძენილია 3D ლაზერული სკანირების მოწყობილობა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია სკანირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის 3D ვიზუალიზაცია, მრავალწერტილოვანი ზუსტი ფიქსაცია („ღრუბლის“ შექმნა), შემდგომში არქიტექტურული პროექტის უზრუნველსაყოფად, ზუსტი ანაზომების მისაღებად ან დაზიანების დინამიკის განსასაზღვრავად. გარდა აღნიშნულისა, შექმნილია გეოინფორმაციული სისტემა (გის) − პორტალი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ინტერაქტიული რუკით. კულტურული სისტემაში მემკვიდრეობის განთავსებულია ერთიან ინფორმაცია მონაცემთა 20990 ბაზას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე/ობიექტზე; 12 968 კულტურული მემკვიდრეობის მოძრავ ობიექტზე; 11 ზოგად დამცავ ზონაზე; 28 კედლის მხატვრობის პასპორტზე; 26 მუზეუმსა და მუზეუმ-ნაკრძალზე. 2021-2022 წლებში გამოცხადებული კონკურსის − „ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგრაფიული აღწერა“ − ფარგლებში დაფინანსდა 7 პროექტი, მათ შორის, 2021 წელს დაფინანსებული 6 სისტემატიზირებული პროექტის ფარგლებში ფოტომასალა, უკვე რომელშიც შეიქმნება კულტურული მემკვიდრეობის აისახა ხუროთმოძღვრული ძეგლების მახასიათებელი მხატვრულ-სტილისტიკური ნიშნები. ამავე კონკურსის ფარგლებში, 2022 წელს დაფინანსებული პროექტი ითვალისწინებს შიდა ქართლის რეგიონში გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოფიქსაციას. გრძელდება კულტურის რესურსის გამოყენება ტურიზმისა და შემოქმედებითი მეწარმეობის განვითარებისთვის. საანგარიშო პერიოდში სერტიფიცირება მიენიჭა ორ კულტურულ მარშრუტს − „ნობელიანტები საქართველოში და „მიხაი ზიჩის მარშრუტი საქართველოში“ და ამჟამად ფუნქციონირებს 9 კულტურული მარშრუტი. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ტურიზმისა და შემოქმედებითი მეწარმეობის შემდგომი განვითარების და ხელშეწყობის მიზნით, 2021 წელს, ევროპის საბჭოს ეგიდით, ქ. ქუთაისში ჩატარდა ევროპული მარშუტების რიგით მე-10 საკონსულტაციო ფორუმი, რომელიც გაიმართა დისტანციურ ფორმატში და მასში ჩართული იყო 500მდე დელეგატი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 142 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით საანგარიშო პერიოდში განხორციელდა და მიმდინარეობს 26-მდე მცირე და მსხვილი ინფრატსრუქტურული პროექტი, მათ შორის, სსიპ − საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის − „ერისიონის“ შენობა-ნაგებობის, სსიპ − ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ღია ტერიტორიაზე კულტურული ღონისძიებებისათვის განკუთვნილი სივრცის მოწყობის, შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი შენობის, სსიპ − ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობის, სსიპ − სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების − ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის“ შენობისა და სხვა საპროექტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე სსიპ − საქართველოს ხელოვნების სასახლის − კულტურის ისტორიის მუზეუმისა და სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის ქ. თბილისში ახალი შენობების შეძენა, სსიპ − ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ძველი შენობის საინჟინრო/კონსტრუქციული კვლევა და გამაგრების პროექტის მომზადება. გრძელდება ლევილის ქართულ მამულში დაგეგმილი პროექტის − პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრის, ლევილის ქართული აკადემიის მშენებლობა. ასევე განხორციელდა მამულის ქონების ინვენტარიზაცია. საანგარიშო პერიოდში დაფინანსდა 5 სახელოვნებო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. გარდა ამის, მომზადდა უმაღლესი სახელოვნებო განათლების რეფორმის პროექტი. განხორციელდა 800-მდე ღონისძიება/აქტივობა, მათ შორის: სხვადასხვა მიმართულებისა და ტიპის კონცერტი − 165-მდე; მასტერკლასი/ვორქშოფი/ტრენინგი − 135-მდე; საერთაშორისო პროექტები − 20-მდე; კონფერენციები − 25-მდე; გამოფენები − 30-მდე; Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი 100-მდე ხელშეკრულების გაფორმება და სხვა ღონისძიებები; ღია ლექციები, შეხვედრები, სემინარები, პრეზენტაციები − 20-მდე, გამოცემები − 15-მდე, სპექტაკლები − 60-მდე, კონკურსები/ფესტივალები − 70-მდე, დაიგეგმა ევროკავშირის ჩარჩოპროგრამა Horizon Europe-ში მონაწილეობის მიმართულებები. ასევე განხორციელდა 150-მდე სხვადასხვა აქტივობა. შედეგებზე ორიენტირებული პროგრამების ხელშეწყობისა და სტუდენტთა/მოსწავლეთა ზრდადაოსტატების მიზნით, დაფინანსდა 11 სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება. სსიპ − სკოლისგარეშე სახელოვნებო სასწავლებლების მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელდა 350-ზე მეტი ღონისძიება/აქტივობა. კულტურის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლების მიზნით, 2021 წელს, კონკურსის შედეგად დაფინანსდა და 170-მდე მუსიკალური ინსტრუმენტით აღიჭურვა 14 სამუსიკო სასწავლებელი. 2022 წლის აპრილში გამოცხადებული კონკურსის − „ინსტრუმენტების 143 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 განახლება სახელოვნებო სასწავლებლებში“ შედეგად, სასწავლებლების ტექნიკური ბაზა კიდევ 100ზე მეტი ინსტრუმენტით განახლდება. კონკტრაქტი გაფორმდა კომპანიასთან − „სტეიონვეი ენდ სანზთან“ 78 ერთეული როიალის შესყიდვაზე სსიპ − თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიისთვის. კულტურის ხელშეწყობის პროგრამის შესაბამისად, ჩატარდა „ახალგაზრდა პიანისტთა ეროვნული კონკურსი“ − საქართველოს სამუსიკო სკოლებისა და სასწავლებლების მოსწავლეთა X ეროვნული (რეგიონული) კონკურსი; საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსი − „მომავლის ვარსკვლავები“; „საყმაწვილო სასწავლო სტუდიების ხელშეწყობის კონკურსისა“ და „კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწავლებლების პროექტების ხელშეწყობის კონკურსის“ ფარგლებში კი დაფინანსდა 4-4 პროექტი. ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობის კონკურსის ფარგლებში, განხორციელდა 22 ახალგაზრდის საქართველოსა და უცხოეთში სწავლების ხელშეწყობა სასწავლო თუ სხვა ხარჯით. დაწყებულია მზადება საქართველოს სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობისთვის ევროპის კულტურის უმნიშვნელოვანეს ფესტივალზე − „ევროპალიაზე“. საქართველო პავილიონით წარსდგა ვენეციის თანამედროვე ხელოვნების 59-ე ბიენალეზე, რომელიც ფართოდ გაშუქდა სახელოვნებო ელექტრონულ მედიაში. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, ხელი მოეწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებებს ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკასთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და წმინდა საყდრის კულტურის პონტიფიკალურ საბჭოს შორის კულტურის სფეროში გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი და ასევე ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში (2021 − 2027) საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ შეთანხმებას. შეთანხმების გაფორმების შედეგად საქართველო „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში მეორედ ჩაერთო, როგორც ასოციირებული ქვეყანა და მონაწილეობს კულტურის, მედიისა და ინტერსექტორული მიმართულებების ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში და იღებს დაფინანსებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში კულტურის, შემოქმედებითი და აუდიოვიზუალური სექტორების გაძლიერებასა და ქართული კულტურის ევროპულ სივრცესთან ინტეგრაციას. საანგარიშო პერიდოში, რუსეთის ფედერაციიდან და ევროპის ქვეყნებიდან დაბრუნდა საქართველოდან დროებით გატანილი კულტურული მემკვიდრეობა − მხატვრული ტილოები. 2021 წელს მუშაობა მიმდინარეობდა 6 საერთაშორისო პროექტზე, სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორთან ერთად: 144 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2  UNESCO IFCD − „შემოქმედებითი გარდასახვა − „შემოქმედებითი და კულტურის ინდუსტრიების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება“;  EU-UNESCO Expert Facility on the Policy of Culture – „შემოქმედებით კლასტერების ეკოსისტემის განვითარება საქართველოში“;  British Council CCI Policy Support – „შემოქმედებითი ინდუსტრიების კვლევის მხარდაჭერა საქართველოში“;  British Council CCI Policy Support – „შემოქმედებითი ინდუსტრიების კვლევისა და მტკიცებულებების ჩარჩოს განვითარება“; 2022  British Council Unlimited – „ინკლუზიურობის მხარდაჭერა ხელოვნებასა და კულტურაში“;  British Council Creative Spark − „რეკონცეფცია“. წელს ევროკავშირის მიერ მოხდა მხარდაჭერა „EU4Business Connecting Companies“ კონკურსისთვის, ევროპული ქვეყნების კონსორციუმთან ერთად მომზადებული და წარდგენილი საგრანტო განაცხადი პროექტისთვის − „Thinking Outside of BHOCS“. პროექტი მიზნად ისახავს სექტორული თანამშრომლობის გაძლიერებასა და განვითარებას საქართველოსა და ესპანეთის ორგანიზაციებს შორის. „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გაიზარდა კულტურაზე ხელმისაწვდომობა ფართო საზოგადოებისათვის და განხორციელდა კონკურსები („კლასიკური მუსიკა, ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში − ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“; „დედაქალაქის პროფესიული თეატრები რეგიონებში − ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“; „ინდივიდუალური შემოქმედებითი პროექტების/ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა რეგიონებში, მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან“), სადაც ჯამში გამარჯვებული იყო 34 პროექტი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა 153 სხვადახვა ღონისძიება. კონკურსების ფარგლებში ღონისძიებები და კონცერტები ჩატარდა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში და განხორციელდა 20-მდე კულტურული ღონისძიება/აქტივობა, რომელშიც ჩართული იყო 130-მდე ხელოვანი. საანგარიშო პერიოდში, ეთნიკური უმცირესობების კულტურული ტრადიციების შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის მიზნით, გრძელდებოდა სსიპ − თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის, სსიპ − თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის, სსიპ − ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის, სსიპ − მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმისა და სსიპ − დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის საქმიანობის ხელშეწყობა. სსიპ − თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთობლივად, განახორციელა პროექტი − „პალიტრა ინტეგრაცია“, რომლის 145 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 მიზანი იყო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ქართული და აზერბაიჯანული ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება. ასევე აკადემიის მიერ განხორციელდა პროექტი „ჩვენი კულტურის ასი წელი საქართველოში“, რომელიც ითვალისწინებდა ქურთ იეზიდთა თვითმყოფადობის ასახვას ფოტო და სახვით ხელოვნებაში. 2021 წელს განხორციელდა სხვადასხვა თემატური კონკურსი და დაფინანსდა ინკლუზიური სახელოვნებო პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავდა კულტურულ და შემოქმედებით ცხოვრებაში შშმ პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას, ხელოვნების სხვადასხვა დარგში შშმ პირების შემოქმედებითი ელექტრონული, უნარების განვითარებასა ონლაინპლატფორმების შექმნასა და და წარმოჩენის მასზე შშმ მხარდაჭერას. პირთა ასევე დისტანციურ ხელმისაწვდომობას. სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა 9 ინკლუზიური პროექტი, რომელთა დაფინანსებამ შეადგინა 200 000-მდე ლარი. 2021 წელს, ბრიტანეთის საბჭოსთან ერთად, განახორციელდა 2 პროექტი, რომლის ფარგლებშიც, მომზადდა და ბრაილის შრიფტით დაიბეჭდა ბრიტანელი ექსპერტის მიერ შედგენილი დოკუმენტი − „კულტურული ხელმისაწვდომობის სახელმძღვანელო, რეკომენდაციები საქართველოსთვის“. ასევე „ხელოვნებასა და კულტურაში ინკლუზიურობის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია“. 3.7. სპორტი სახელმწიფოს მიერ ბოლო წლების განმავლობაში გაზრდილმა მხარდაჭერამ განაპირობა ის შთამბეჭდავი შედეგები, რომელიც ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო სარბიელზე მოიპოვეს. საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ, ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაზე, ტოკიოში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა. მას შემდეგ, რაც საქართველო ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ქართული დროშით ასპარეზობს, ჩვენმა სპორტსმენებმა ყველაზე მეტი მედლის მოპოვება შეძლეს (2 ოქრო, 5 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) და ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილე 205 ქვეყანას შორის 33-ე ადგილი დაიკავეს. ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ასპარეზზე 2021 წლის მეორე ნახევარში მოიპოვეს 198 მედალი, ხოლო 2022 წლის პირველ ნახევარში − 156 მედალი (43 ოქრო, 45 ვერცხლი, 58 ბრინჯაო). ქვეყნის პარალიმპიურმა გუნდმა 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა და ქართული პარალიმპიური სპორტის ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების მედალოსნებს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განსხვავებული ფულადი ჯილდო გადაეცათ. ოლიმპიურმა ჩემპიონებმა − ერთი მილიონი, ვერცხლის პრიზიორებმა − 500 ათასი, ხოლო ბრინჯაოს მედალოსნებმა − 250 ათასი ლარი მიიღეს. საქართველოს მთავრობა აგრძელებს სოციალური პროგრამების მხარდაჭერას. კერძოდ: 146 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2  „მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელების მხარდაჭერის პროგრამა“ (305 ბენეფიციარი);  „ვეტერან სპორტსმენთა და სპორტის მუშაკთა სოციალური დახმარების პროგრამა“ (300 ბენეფიციარი);  „Ⴑაქართველოს ეროვნული, ოლიმპიური და ასაკობრივი ნაკრებების წევრთა, მწვრთნელთა, ადმინისტრაციული და საექიმო პერსონალის და პერსპექტიულ სპორტსმენთა სტიპენდიების“ (900-მდე სტიპენდიანტი) ფარგლებში, ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერის პროგრამით სარგებლობს 1500-მდე ბენეფიციარი. პარალელურად, სპორტულმა ფედერაციებმა მიიღეს ახალი წესდებები და ჩაატარეს გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები, რამაც ხელი შეუწყო სპორტულ ფედერაციებში კარგი მმართველობის პრინციპების გამყარებას და ახალი, პროფესიონალი კადრების გაჩენას. გაძლიერდა სპორტული ფედერაციები და მათი კავშირები საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებთან. საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე დაიმკვიდრა ღირსეული მასპინძელი ქვეყნის სტატუსი, რაც განაპირობა ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ჩატარებულმა ათეულობით მაღალი დონის სპორტულმა ღონისძიებამ. მიმდინარე წლის სექტემბერში თბილისი კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩებს უმასპინძლებს, რისთვისაც სახელმწიფოს მხარდაჭერით ახალი, თანამედროვე სტანდარტების სპორტის სასახლე შენდება, რომელიც ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩვენს მომავალ თაობას მოემსახურება. ბაკურიანი ემზადება 2023 წელს გასამართი სნოუბორდისა და ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც გახლავთ ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიება ზამთრის სპორტის სახეობებში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება. მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზების მიზნით, სახელმწიფომ ათეულობით მილიონი ლარი დახარჯა და კეთილმოეწყო ბაკურიანის სათხილამურო ტრასები. ღონისძიების დასრულების შემდეგ, საქართველოს დარჩება უმაღლესი დონის ზამთრის კურორტი, რომელიც მზად იქნება ნებისმიერი რანგის საერთაშორისო სპორტული ღონისძიების მისაღებად ზამთრის სპორტის სახეობებში. მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას საქართველოში ჩამოვა ასეულობით ტურისტი, სპორტული შეჯიბრებები გადაიცემა წამყვანი სპორტული არხების მიერ, მილიონობით აუდიტორიისთვის, რაც ცხადია კიდევ უფრო გაზრდის ბაკურიანის, როგორც ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული სპორტული კურორტის ცნობადობას. 2023 წელს საქართველო, რუმინეთთან ერთად, უმასპინძლებს 21 წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს, ფინალური მატჩი კი ჩატარდება ბათუმის ახალ სტადიონზე. ევროპის ჩემპიონატის ღირსეულად მისაღებად დაწყებულია არაერთი სტადიონისა და სავარჯიშო მოედნის რეკონსტრუქცია, რომლისთვისაც სახელმწიფომ გამოყო 70 მილიონ ლარზე მეტი. ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დარჩება უეფას (ევროპის ფეხბურთის ასოციაცია) სტანდარტებით რეკონსტრუირებული სტადიონები, რომელიც დააჩქარებს საქართველოში ფეხბურთის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას. 147 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 ევროპულ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან ერთობლივად ხორციელდება ERASMUS+ პროექტი Integrisport Next (2021 და 2022 წლებში), ევროპის სპორტის კვირეული, რომელშიც საქართველოს მასშტაბით ასეულობით ახალგაზრდა მონაწილეობს. ასევე გაეროს ეგიდით აღინიშნება სპორტის საერთაშორისო დღე, ასეულობით პროფესიონალი თუ მოყვარული სპორტსმენის ჩართულობით. მიმდინარე წელს ყაზახეთის რესპუბლიკასთან გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ხელს შეუწყობს სამომავლო თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის და გამოცდილების გაზიარებას სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით. ასევე აღსანიშნავია, რომ სპორტულმა ორგანიზაციებმა გააღრმავეს ურთიერთობები საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებთან, რამაც განაპირობა ქართული წარმომადგენლობის გაზრდა საერთაშორისო ფედერაციების აღმასრულებელ ორგანოებში, ასევე ხელი შეუწყო ქართველი სპორტსმენების სპორტული ინვენტარით გაძლიერებას, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში ჩართულობას და ერთობლივი გაცვლითი პროგრამების დანერგვას. 4. სახელმწიფო მმართველობა 4.1. საჯარო მმართველობის რეფორმა გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი სახელმწიფო მართვის სისტემისა და კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვის მიზნით, საქართველოს მთავრობა, ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2015 წლიდან ახორციელებს საჯარო მმართველობის რეფორმას (PAR), რომელიც 6 მიმართულებას3 ფარავს და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. რეფორმის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობამ საჯარო მმართველობის რეფორმის ახალი ფაზა დაიწყო, რაც ახალი სტრატეგიისა და 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებას გულისხმობს. აღნიშნული პროცესი მაქსიმალური ინკლუზიურობით, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული პირების აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს. გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით, ახალი სტრატეგიის შემუშავების ფარგლებში დაიწყო მუშაობა გენდერული თანასწორობისა და სოციალური ჩართულობის საკითხების შესწავლის მიმართულებით. გრძელდება მუშაობა პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიმართულებით. მნიშვნელოვნად უმჯობესდება სამთავრობო პოლიტიკის დოკუმენტების ხარისხი და შედეგად სამთავრობო პოლიტიკის დაგეგმვა და მასზე ანგარიშგება მეტად შედეგებზე ორიენტირებული გახდა. 3 პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია; საჯარო სამსახური და ადამიანური რესურსების მართვა; ანგარიშვალდებულება; სახელმწიფო სერვისების მიწოდება; საჯარო ფინანსების მართვა; ადგილობრივი თვითმმართველობა. 148 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 სისტემის მდგრადობის შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად, განვითარებისაკენ კვლავ მიმართული მიმდინარეობს აქტივობები − საჯარო მოხელეთა შემუშავდა პოლიტიკის დოკუმენტების ხარჯთაღრიცხვისა და ბიუჯეტირების ტრენინგმოდული, რომლის საფუძველზეც შესაბამისი უნარები გაიუმჯობესა 160-მა საჯარო მოხელემ. ამასთანავე, დამტკიცდა საჯარო კონსულტაციების გამართვის ინსტრუქცია, რომელიც აანალიზებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და საჯარო უწყებებისათვის ამკვიდრებს კონკრეტულ სახელმძღვანელო პრინციპებს პოლიტიკის სრული ციკლის მაქსიმალური ინკლუზიურობით, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით წასამართად. ჩატარდა კვლევა მონაცემთა მართვის მიმართულებით, რომლის შედეგების საფუძველზეც გაგრძელდება ქვეყანაში მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოების ხელშეწყობა. დამატებით, მიმდინარეობს პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის მართვის ელექტრონული სისტემის განვითარება. სისტემის საშუალებით ციფრულ სივრცეში მოექცევა მთავრობის საქმიანობის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების პროცესები. სისტემაში ინტეგრირებული იქნება საჯარო კონსულტაციების მოდულიც, რის შედეგადაც კიდევ უფრო გამარტივდება სამთავრობო საქმიანობაში საზოგადოების ყველა ჯგუფის ჩართვა. საჯარო სამსახურში ადამიანური კაპიტალის განვითარების მიზნით, საჯარო სამსახურის ბიურო აგრძელებს მუშაობას ადამიანური რესურსების მართვის პროცესების სრულყოფის მიმართულებით. ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელი პირების საქმიანობის, მოხელეთა შერჩევის, შეფასებისა და პროფესიული განვითარების სტანდარტების ამაღლების მიზნით, მიმდინარეობს სამუშაო ძალის დაგეგმვის მეთოდოლოგიის ადაპტაციის პროცესი, შემუშავების პროცესშია ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის შექმნის მეთოდოლოგია, რომელიც აერთიანებს კვლევის იდენტიფიცირების, შედეგებზე მონაცემთა დაფუძნებული შეგროვების, სტრატეგიული ანალიზისა მიმართულებების და პრეზენტაციის პრაქტიკულ მიზნით, მიმდინარეობს ძირითადი ინსტრუმენტებს. მოხელეთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის კომპეტენციების მოდელის ჩამოყალიბების პროცესი, ასევე დასრულდა მუშაობა ელექტრონული სწავლების პლატფორმის − moodle-ის საჯარო სამსახურის საჭიროებებსა და სპეციფიკაზე მორგებისა და საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებულ სისტემასთან ინტეგრაციის მიმართულებით. გარდა ზემოაღნიშნულისა, საჯარო სამსახურის ბიუროს ხელშეწყობით, მიმდინარეობს ცენტრალური და ადგილობრივი ადამიანური რესურსების მართვის ერთეულების გაძლიერება და მათი ურთიერთკავშირების გამყარება ისეთი პროფესიული განვითარების ინოვაციური მექანიზმების დანერგვით, როგორებიცაა: მენტორინგი, ქოუჩინგი, ტალანტების მართვა, სწავლა კეთებით და სხვ. განხორციელდა ბიუროს საქმიანობისა და ბიზნესპროცესების თვითშეფასება, შემუშავდა უწყებრივი შიდა და გარე კომუნიკაციის სტანდარტი, გაანალიზდა ბიუროში არსებულ მონაცემთა თანმიმდევრული შეგროვების, მონაცემების დამუშავებისა და ანალიტიკური ანგარიშების წარმოების 149 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 არსებული მეთოდები, შეიქმნა მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის გზამკვლევი, მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები და გაიწერა ბიუროს 2022-2023 წლების ინსტიტუციური სამოქმედო გეგმა. ორგანიზაციების თანამედროვე, დასავლური სტანდარტებით მართვის, პასუხისმგებლობის განაწილებისა და ანგარიშვალდებულების პრინციპის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ფუნქციური და ინსტიტუციური მოწყობის გასაძლიერებლად, გამოიკვეთა საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეფორმირებისათვის შესაბამისი ადამიანური რესურსისა და მმართველობითი პროცესების მომზადების საჭიროება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბიუროს მიერ იგეგმება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებული ადამიანური კაპიტალის განვითარების ციკლთან დაკავშირებული ღონისძიებები. 2022 წლის პირველი იანვრიდან საჯარო სექტორში საბაზისო თანამდებობრივი სარგო გაიზარდა 1000 ლარიდან 1100 ლარამდე და, შესაბამისად, გადაანგარიშდა საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოები, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის პოლიტიკის ფარგლებში, დასრულდა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დეცენტრალიზაციის 2020-2025 წლების სტრატეგიის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება. გეგმა შესრულდა 90%-ით, დარჩენილ 10%-ს მეტწილად შესრულებულის სტატუსი აქვს, თუმცაღა მათი დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება. ასევე უკვე შემუშავებულია მომდევნო, 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს კონკრეტულ ნაბიჯებს, მუნიციპალიტეტების უფლებამოსილების გაზრდის, მათი ფინანსური და დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერებისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიმართულებით. აღნიშნული სამოქმედო გეგმა იქნება კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებული მიზნისკენ, რომ 2025 წლის ბოლოსთვის მუნიციპალიტეტების შემოსულობები მშპ-ში გახდება არანაკლებ 7%. აღსანიშნავია, რომ შემუშავდა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა „მუნიციპალიტეტის განვითარების დაგეგმვის სახელმძღვანელო“. აღნიშნული დოკუმენტი განკუთვნილია მუნიციპალიტეტის განვითარების დაგეგმვის დოკუმენტების შედგენის პროცესში დასახმარებლად. საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში სრულად დაინერგა ერთიანი ელექტრონული სერვისების სისტემა, რომელიც მოიცავს ელექტრონული სერვისების ონლაინპორტალს მოქალაქეთათვის, საქმისწარმოების ელექტრონული სისტემასა და ინტერაქტიულ რუკას გეოსივრცითი მონაცემების მართვისათვის. 4.2. ელექტრონული მმართველობა და სახელმწიფო სერვისები საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგია 2022 − 2025“, რომელიც ეფუძნება ევროკავშირის საჯარო მმართველობის პრინციპებს. სტრატეგიის მიზანია საჯარო სექტორში სახელმწიფო სერვისების შექმნის, მიწოდების, განფასებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით ერთიანი მიდგომების დანერგვა. ასევე დამტკიცდა სტრატეგიის 150 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც აღწერს მთავრობისა და სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელი უწყებების მიერ განსახორციელებელ აქტივობებს. სახელმწიფო სერვისების ხარისხისა და მომხმარებელთა კმაყოფილების დონის გასაუმჯობესებლად, ზემოაღნიშნული სტრატეგიით გათვალისწინებული ახალი მიდგომების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, გრძელდება სერვისის გამცემი უწყებების თანამშრომელთა გადამზადება 5 მიმართულებით (სახელმწიფო სერვისების დიზაინი, სახელმწიფო სერვისების მიწოდება, ორგანიზაციული თვითშეფასების ერთიანი სისტემა (CAF), სახელმწიფო სერვისების მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა, სახელმწიფო სერვისების თვითღირებულების გაანგარიშების მეთოდოლოგია). საანგარიშო პერიოდში გადამზადდა 292 საჯარო მოხელე, ხოლო რეფორმის დაწყებიდან დღემდე, ჯამში − 400- ზე მეტი. კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით აღსანიშნავია, რომ „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, მომზადდა 9 კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლებიც მთავრობის მიერ კერძო სექტორში იდენტიფიცირებული კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებისთვის ქმნის ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემის მხარდამჭერ სამართლებრივ ჩარჩოს. პარალელურად, მიმდინარეობს კიბერუსაფრთხოების რიგით მესამე ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების აღსრულების პროცესი. ელექტრონული მმართველობის განვითარების მიმართულებით, რაც ასევე მოიცავს ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდას, მიმდინარეობს მუშაობა ქვეყნის რიგით მეორე ციფრული მმართველობის სტრატეგიასა და შესაბამის სამოქმედო გეგმაზე. აღნიშნული სტრატეგია ხელს შეუწყობს საჯარო დაწესებულებების მიერ კოორდინირებულად მოქმედებასა და სისტემის მდგრად განვითარებას. საჯარო უწყებებში შიდა პროცესების გაციფრულება ხელს შეუწყობს მათი ეფექტიანობის ზრდას, ხოლო დისტანციური სერვისების კიდევ უფრო მეტად დახვეწა და რაოდენობის ზრდა გააუმჯობესებს სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის ხარისხს. დისტანციური სერვისების განვითარების მიზნით, გაგრძელდა მუშაობა ელექტრონული არქივაციის მიმართულებით. შემუშავდა ეროვნული საარქივო ფონდის დაკომპლექტების წყარო- დაწესებულებათა რეგისტრაციისა და მათთან დაცული საარქივო ფონდის აღრიცხვის მოდულები, დაიწყო მუშაობა ელექტრონული ნომენკლატურების შემუშავებასა და ელექტრონული არქივირების სტრატეგიის დოკუმენტზე. შეიქმნა საქართველოს ეროვნული არქივის მკვლევართა მომსახურების ელექტრონული პროგრამა, რომლის საშუალებით მკვლევრებს საშუალება აქვთ, დისტანციურად დაჯავშნონ ადგილი მკვლევართა დარბაზში, გააგზავნონ განაცხადი და გაიარონ რეგისტრაცია. შემუშავდა 2 ახალი კატალოგი − „ქართული ხელნაწერები“ და „მეფე ერეკლე II“. „მონაცემთა ბაზების სრულყოფა, მონაცემთა ბაზების დახვეწა, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ხელშეწყობა“ − პროგრამის ფარგლებში, „სამოქალაქო აქტების დიგიტალიზაციის“ პროექტი. დაწყებულია დიგიტალიზაციის პროცესი მოიცავს სამოქალაქო აქტების ჩანაწერების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ასახვასა და მატერიალური 151 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 ფორმის სააქტო ჩანაწერების სკანირებას შესაბამის ელექტრონულ აქტზე. საანგარიშო პერიოდში დიგიტალიზებულია 988 807 აქტის ჩანაწერი, ხოლო პროექტის დასაწყისიდან დღემდე, სულ − 8 203 032 აქტი. განახლდა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების სერვისი. ასევე განახლდა სამი ელექტრონული სერვისი: პირადობის ელექტრონული მოწმობა, თანხმობა − პირის მიერ სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული მოქმედების განხორციელებისათვის საჭირო თანხმობის გამოხატვა, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად მცხოვრები პირის რეგისტრაცია და პირადი ნომრის მინიჭება. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, 2021 წლის 1 ივნისიდან სამოქალაქო აქტის ჩანაწერები და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობები იქმნება ელექტრონული დოკუმენტის ფორმით და დამოწმებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. ამავდროულად, სრულად შეესაბამება „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებს, რომლითაც რეგულირებულია ელექტრონული დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია. სამოქალაქო აქტის ჩანაწერებისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობების ელექტრონული დოკუმენტის ფორმით არსებობამ კიდევ უფრო გაზარდა მათ მიმართ სანდოობის ხარისხი. ელექტრონული დოკუმენტის სახით გაცემული სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობის ორიგინალის ნახვა და ჩამოტვირთვა შესაძლებელია სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით. დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის ელექტრონული მოწმობა დაამოწმოს ელექტრონული აპოსტილით. საარჩევნო სიების დაზუსტებისა და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნებისა და 2022 წლის შუალედური არჩევნებისთვის მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, შედგა სატელეფონო კომუნიკაცია იმ მოქალაქეებთან, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით ვერ ხვდებოდნენ საარჩევნო სიაში. კერძოდ, დაკავშირება მოხერხდა 28 655 რეგისტრაციიდან მოხსნილ პირთან და მიეწოდათ ინფორმაცია სწორ მისამართზე რეგისტრაციის გავლის აუცილებლობის შესახებ. გადამოწმდა 21 512 იურიდიული ძალის არმქონე, ძველი ტიპის დოკუმენტის მფლობელი მოქალაქე და მიეწოდა ინფორმაცია დოკუმენტის შეცვლის აუცილებლობის შესახებ. გადამოწმდა 5 013 მისამართის გარეშე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე, რომელთაც არასწორად ან არ ჰქონდათ მითითებული ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი. საველე სამუშაოების ფარგლებში, სავარაუდოდ გარდაცვლილ პირთა მოძიებისა და საარჩევნო სიიდან ამოღების მიზნით, გადამოწმებულია 17 816 მისამართი, შედგენილია და მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებულია 1 657 გარდაცვალების ოქმი. საანგარიშო პერიოდში, ორგანიზებული აქციებით, რაც მოიაზრებდა იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტის მფლობელი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არმქონე და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში უსურათო/უხარისხო ფოტოს მქონე მოქალაქეებისთვის უფასოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას, ისარგებლა და ახალი დოკუმენტი უსასყიდლოდ აიღო 16 813-მა პირმა. 152 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 დამუშავდა ძველი, ლამინირებული, უვადო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მფლობელი, 90 წელს გადაცილებული 6 265 მოქალაქის მონაცემი. ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის შედეგად, იდენტიფიცირდა 196 გარდაცვლილი მოქალაქე. მიმდინარეობს მათი გარდაცვალების დარეგისტრირება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში, გარდაცვალების ოქმის საფუძველზე. საანგარიშო პერიოდში, საველე სამუშაოების შედეგად, სულ 1 993 გარდაცვლილი პირია ამოღებული სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან და შესაბამისად − საარჩევნო სიიდან. „დამისამართების სისტემის სრულყოფის“ პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დამისამართების მართვის სისტემაში არასრული და დუბლირებული მისამართების გასწორება, რის შედეგადაც გასწორდა 2 549 მოქალაქის ჩანაწერი და 107 მისამართი. ქალაქ თბილისის სხვადასხვა რაიონში მიმდინარეობს საველე და საოფისე სამუშაოები სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ახალი, კორექტირებული მისამართების გასწორებასა და გამოვლენილ ცვლილებებზე. განხორციელდა 282 მისამართზე გასვლა. საველე და საოფისე სამუშაოების შესაბამისად, რედაქტირდა 46 927 მოქალაქის ჩანაწერი; დამისამართების ჯგუფის მიერ შესრულდა 25 049 მოთხოვნა, რომლის შედეგად გამოყენებულ იქნა დამისამართების მართვის სისტემაში დამისამართების ჯგუფის მიერ დამატებული მისამართები მოქალაქეთა რეგისტრაციისთვის, დოკუმენტების გაცემისთვის ან/და სხვა მიზნებისათვის. ასევე ცვლილებები აისახა მისამართებთან დაკავშირებით, გაიცა სხვადასხვა სახის ინფორმაცია სამისამართო ერთეულებთან მიმართებით. დამისამართების ჯგუფების მიერ განხორციელდა 290 მისამართზე გასვლა, აღნიშნული მოთხოვნებისა და საველე სამუშაოების შესაბამისად, რედაქტირდა 18 411 მოქალაქის ჩანაწერი. ევროკავშირის რეგიონული ინიციატივის (EU4Digital) ფარგლებში განხორციელდა საპილოტე პროექტი, რომელმაც დაადასტურა ელექტრონული ხელმოწერის ტექნიკური ურთიერთთავსებადობა საქართველოს, ევროკავშირის წევრ ესტონეთსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან. „EU4Digital-თან“ მოხდა შეთანხმება ელექტრონული ხელმოწერის საერთო ფორმატზე − Xades (იძლევა XML დოკუმენტებზე ხელმოწერის შესაძლებლობას). განახლდა პროგრამული უზრუნველყოფის არსებული ვერსია, რომლითაც შესაძლებელია როგორც მხარეებს შორის შეთანხმებული Xades, ისე სხვა, უფრო ფართოდ გამოყენებული (Pades, ASiC) ფორმატებით ელექტრონული დოკუმენტების ხელმოწერა. შეიქმნა ახალი ელექტრონული ხელმოწერის ვალიდაციის პორტალი ევროკავშირისა და ინიციატივაში მონაწილე ქვეყნების ხელმოწერების ვალიდაციისათვის. 2021 წლის 11 ივლისიდან დაინერგა სიახლე, რომლის საფუძველზეც, კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შეღავათისა და სერვისის მიიღება გაუმარტივდათ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს, რადგან მითითებული სტატუსის შესახებ ინფორმაცია უკვე საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დაიტანება და ამ პირებს სხვა დამატებითი დოკუმენტის წარდგენის გარეშე აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ მათთვის განკუთვნილი შეღავათებით. მოქალაქის საჭიროებებზე ორიენტირებული 153 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს სახელმწიფო შ ე ს ა ხ ე ბ სერვისების მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 განვითარებისა და სახელმწიფოს დოკუმენტური მეხსიერების დაცვის გაუმჯობესების მიზნით, 2021 წელს ახალციხეში გაიხსნა და სრულად აღიჭურვა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის ახალი შენობა. 4.3. ანგარიშვალდებულება და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა კორუფციის პრევენცია და მის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა კვლავ მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტებს შორისაა, რაზეც მიანიშნებს არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციისა და რეიტინგის ფარგლებში ნაჩვენები შედეგები. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის (CPI) 2021 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო კვლავ პირველია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. მსოფლიო მასშტაბით კი − 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილს იკავებს და ბოლო 6 წელია, ინარჩუნებს პოზიციას საუკეთესო ქვეყნების 25%-ში. გლობალური კორუფციის ინდექსის (Global Corruption Index) 2021 წლის რეიტინგში საქართველო 9 ადგილით დაწინაურდა, მსოფლიოს 196 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის 41-ე ადგილზეა, ხოლო მსოფლიო ბანკის წევრ 40 საუკეთესო ქვეყანას შორის 38-ე პოზიციაზე სახელდება. „Heritage Foundation-ის“ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, 2021 წელს საქართველო მე-12 ადგილს იკავებს მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის, ხოლო ევროპის რეგიონში მე-7 ადგილზეა. „მსოფლიო სამართლის პროექტის“ კანონის უზენაესობის გლობალური ინდექსის (World Justice Project: Rule of Law Index) 2021 წლის მონაცემებით, საქართველო მსოფლიოს მასშტაბით 50 ქვეყანას შორისაა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილს იკავებს. Trace International-ის მიერ შემუშავებული ბიზნესის კორუფციის რისკების 2021 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში და მსოფლიოს საუკეთესო 30 ქვეყანას შორისაა. საქართველო პირველ ადგილზეა ქვეკომპონენტში − მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციის რისკის დაბალი ხარისხი. ანტიკორუფციული პოლიტიკის კოორდინაცის გაძლიერების მიზნით, ცვლილებები შევიდა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულებაში, რომელთა მიხედვითაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მაკოორდინირებელ ორგანოდ განისაზღვრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, ანტიკორუფციული საბჭოს ანალიტიკური და ორგანიზაციული მხარდაჭერისათვის კი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნა ანტიკორუფციული სამდივნო. 2021 წელს საქართველო ჩაერთო OECD/ACN-ის კომპლექსურ და ფართომასშტაბიან საპილოტე მონიტორინგის პროცესში, რაც OECD/ACN-ის მიერ მომზადებული შეფასების ახალი მეთოდოლოგიისა და საპილოტე ინდიკატორების პრაქტიკაში გამოცდას ემსახურებოდა. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით „EU for Integrity“ პროგრამის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი) განხორციელდა. საპილოტე 154 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 ინდიკატორების გამოყენებით შეფასდა 13 მსხვილი სექტორული მიმართულება და მომზადდა შეფასების საპილოტე ანგარიში. საქართველო აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსთან (UNODC), რომელიც კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის (UNCAC) სამდივნოა. 2022 წელი სრულად ეთმობა კონვენციის განხორციელების მიმართულებით საქართველოს შეფასებას მეორე ციკლის (II და V თავები) ფარგლებში. მომზადდა და UNODC-ს წარედგინა თვითშეფასების ანგარიში, დაგეგმვის პროცესშია შემდეგი ეტაპები. საქართველო ასევე აქტიურად თანამშრომლობს ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფთან (GRECO). შეფასების მეოთხე რაუნდის ფარგლებში, GRECO-ის 16 რეკომენდაციიდან, რომლებიც ეხება კორუფციის პრევენციას პარლამენტის წევრებთან, მოსამართლეებსა და პროკურორებთან მიმართებით, სრულად და ნაწილობრივ შესრულდა 14 რეკომენდაცია და მიმდინარეობს მუშაობა დარჩენილი რეკომენდაციების შესასრულებლად. 2021 წლის პირველი ივნისიდან, საჯარო სამსახურის ბიურომ დაიწყო თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შევსების განახლებული ელექტრონული სისტემით ოპერირება. აღნიშნული სისტემა დაუკავშირდა საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებულ ბაზებს, რის შედეგადაც ავტომატურად ხდება თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებისათვის საჭირო მონაცემების, (უძრავი/მოძრავი ქონების, სამეწარმეო საქმიანობის, შემოსავლებისა და მოქმედი ხელშეკრულებების შესახებ) მოძიება. გარდა ამისა, დაწყებულია სამუშაოები დეკლარაციების ღია ფორმატში ხელმისაწვდომობის მსოფლიო სტანდარტთან შესაბამისობის მიზნით, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება დეკლარაციების მოძებნა, დამუშავება და ანალიზი CSV ფორმატისა და API აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისის საშუალებით. განახლებული პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით, მომზადდა და საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2021 წლის 31 მაისის ბრძანებით დამტკიცდა „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ტექნიკურად სწორად შევსების ინსტრუქცია“. ამასთანავე, ჩვეულ რეჟიმში გრძელდება თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი, რომლის შედეგებიც აისახება ყოველწლიურ ანგარიშებში და ქვეყნდება ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე. გრძელდება ღია მმართველობის პარტნიორობაში (Open Government Partnership − OGP) საქართველოს, როგორც მმართველი კომიტეტის წევრი ქვეყნის, აქტიური მონაწილეობა. ღია მმართველობის პროცესის ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ეფექტიანი კოორდინაციის კუთხით, მთავრობის პრიორიტეტია სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაძლიერება და ღია მმართველობის სფეროში ახალი და ინოვაციური რეფორმების ინიციირება. 2021 წლის მეორე ნახევარში, პანდემიით გამოწვეული შეფერხების შემდგომ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ეტაპობრივად განაახლა ღია მმართველობა საქართველოს ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი − კონსულტაციები გაიმართა როგორც სახელმწიფო 155 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2 უწყებებთან, ასევე პროცესში ჩართულ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე აკადემიური წრის წარმომადგენლებთან. OGP საქართველოს ახალი გეგმის შემუშავების პროცესში შემოვიდა 50-ზე მეტი ინიციატივა, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმოდგენილი წარმომადგენლების, ინიციატივების განხილვა ისე სახელმწიფო მიმდინარეობს ღია უწყებების მმართველობა მხრიდან. საქართველოს ფორუმისა და ვიწრო თემატური სამუშაო ჯგუფების ფარგლებში, სახელმწიფო უწყებებისა და 4 არასამთავრობო ორგანიზაციათა ჩართულობით. საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, OGP საქართველოს ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი დაინტერესებულ პირთა ფართო წრის ჩართულობით წარიმართოს, ამასთან, გათვალისწინებული იყოს ღია მმართველობის პარტნიორობის საერთაშორისო სამდივნოს (OGP Support Unit) მიერ მომზადებული სახელმძღვანელოს მიდგომები და შედეგად, შემუშავდეს ისეთი სამოქმედო გეგმა, რომელიც ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მოქალაქეთა საჭიროებებს ადეკვატურად უპასუხებს. 4 ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ. 156 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 2