„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.06.2022
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცული ტერიტორიების სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/160/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ტანასა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 85 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-13
ბიუროს ნომერი 160

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, N12, 1984 წელი, მუხ.421) 239-ე მუხლის 44 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 4 1 „4 . ამ კოდექსის 48-ე მუხლით, 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 51-ე მუხლით, 51 მუხლის 2 4 1 2 1 პირველი ნაწილით, 51 და 51 –52-ე მუხლებით, 53 მუხლის პირველი ნაწილით, 53 , 54-ე, 54 1 და 55 მუხლებით, 554 მუხლის პირველი ნაწილით, 58-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 58-ე 1 3 3 1 1 მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 58 , 58 , მე-60, 60 , 61-ე, 63-ე და 63 მუხლებით, 64 მუხლის 1 პირველი ნაწილით, 65-ე, 66-ე, 66 და 67-ე მუხლებით, 68-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, 1 5 721 მუხლის პირველი ნაწილით, 73-ე, 74-ე, 76-ე და 85 -85 მუხლებით, 86-ე მუხლის 3 პირველი-მე-9 და მე-13-21-ე ნაწილებით, 89-ე მუხლის პირველი ნაწილით, 89 მუხლის 2 პირველი და მე-3 ნაწილებითა და 104-ე და 128 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს მუხლებით გათვალისწინებულ თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ადგენს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია, თრუსოს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე − ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია, არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე − დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია, ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე - გორის მუნიციპალიტეტის მერია, ან ადგენენ მათ მიერ უფლებამოსილი პირები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელ ნაწილს და მისი მომზადების მიზეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ „ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტით, იქმნება ახალი დაცული ტერიტორია - ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტი, რომლის მართვას განახორციელებს გორის მუნიციპალიტეტის მერია. შესაბამისად, აღნიშნულ მუნიციპალიტეტს, სხვა მუნიციპალიტეტების მუნიციპალიტეტი, დუშეთის (ახმეტის მუნიციპალიტეტი, მუნიციპალიტეტი, რომლებიც მართავენ, თუშეთის დაცულ ლანდშაფტს, თრუსოს დაცულ ლანდშაფტს და ყაზბეგის შესაბამისად, არაგვის დაცული ლანდშაფტს) მსგავსად, უნდა მიენიჭოს უფლება, მის მართვაში არსებულ დაცულ ტერიტორაზე - ტანასა და თეძამის დაცულ ლანდშაფტში განახორციელოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება (შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები). ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენაზე უფლებამოსილ სუბიექტებს განსაზღვრავს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიას მიენიჭოს აღნიშნული უფლებამოსილება, საჭიროა შესაბამისი ცვლილება შევიდეს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექში“. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად გორის მუნიციპალიტეტის მერიას მიენიჭება უფლება, ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე განახორციელოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებულ ქმედებებზე რეაგირება (შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები). ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კოდექსის 239-ე მუხლის (ადმინისტრაციუალი სამართალდარღვევის ოქმი) 44 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით. ამ ნაწილში განსაზღვრულია კოდექსის კონკრეტული მუხლები (სამართალდარღვევები გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის დაცვის სფეროში), რომლებზეც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს, ადგენს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია (თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე), ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია (თრუსოს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე) და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია (არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე) ან მათ მიერ უფლებამოსილი პირები. აღნიშნულ ნაწილს ემატება ნორმა, რომლის მიხედვითაც, ამ ნაწილით განსაზღვრული მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს, ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, შეადგენს გორის მუნიციპალიტეტის მერია (ან მის მიერ უფლებამოსილი პირები). ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია საკანონმდებლო პაკეტის ძირითადი კანონპროექტის („ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“) ძალაში შესვლის თარიღის მიხედვით - 2023 წლის 1 იანვრიდან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას, თუმცა „ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების შესრულებისათვის მოთხოვნილია 182,360 ლარი, როგორც კანონპროექტის ამოქმედების წელს, ასევე მომდევნო საშუალოვადიან პერიოდშიც. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღების შედეგად გარკვეულწილად გაიზრდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, რადგან კანონპროექტის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის მერია განახორციელებს ატენისა და თეძამის დაცული ლანდშაფტების ტერიტორიებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსით განსაზღვრულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას. შესაბამისად, სასამართლოს მიერ ჯარიმის სახით დაკისრებული და შემდგომ ამოღებული თანხები მიმართული იქნება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. აღნიშნული შემოსულობის ოდენობა დამოკიდებული იქნება ჩადენილი სამართალდარღვევების რაოდენობაზე. რაოდენობაზე და დაკისრებული ჯარიმების ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, „ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების შესრულებისთვის მოთხოვნილია 182,360 ლარი. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდბეულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი ფინანსურ გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებიც ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ჩაიდენენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, კანონპროექტით გათვალისწინებული შესაბამისი მუხლების მიხედვით. მათ სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაეკისრებათ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმა. გავლენის ზომა დამოკიდებული იქნება გამოვლენილ სამართალდარღვევათა და ჯარიმის ოდენობებზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროეტის გავლენის შეფასება: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) ორმხრივ მრავალმხრივ წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიმართება საქართველოს და ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი შესაბამისობაშია საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. ამასთან, იგი თანხვედრაშია იმ ზოგად ვალდებულებებთან, რომლებიც საქართველოს, როგორც წევრ ქვეყანას (2009 წლიდან) გააჩნია „ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის“ (IUCN) მიმართ. ასევე, კანონპროექტი ეხმიანება იმ ვალდებულებებსაც, რაც საქართველოს აქვს საერთაშორისო კონვენციების ფარგლებში („კონვენცია ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“, „კონვენცია მიგრირებადი სახეობების შესახებ“, „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების კონვენცია“ (ე.წ. „ბერნის კონვენცია“), „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია“ და ა.შ. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ორგანიზაცია/დაწესებულება, მონაწილეობა მიიღო ექსპერტი, კანონპროექტის ან/და საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/ დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცული ტერიტორიების სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.