„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-20
ბიუროს ნომერი 161
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№54,12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 70-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელის საგადასახადო
შემოწმებისას (ამ შემოწმების ფარგლებში) ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების
შესაბამისად სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიმართვის
საფუძველზე კომერციული ბანკისგან გამოითხოვოს პირის შესახებ „კომერციული ბანკების
საქმიანობის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
მე-17
მუხლით
გათვალისწინებული
კონფიდენციალური ინფორმაცია. ამ ინფორმაციას საგადასახადო ორგანო გამოითხოვს
სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული
საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის 31 ნაწილითა და ამ კოდექსის
702 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.
2. 701 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 702 მუხლი:
„მუხლი 702. „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების
შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ
ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი
შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური
ანგარიშების
შესახებ
ინფორმაციის
ავტომატური
გაცვლის
შესახებ
შეთანხმებით
გათვალისწინებული ვალდებულებები
1. „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988
წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის
ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS
MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების
შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ
შეთანხმების (შემდგომში -
ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებები) საფუძველზე განსაზღვრული
ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტი (შემდგომში - ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტი)
ვალდებულია, განახორციელოს სათანადო პროცედურები ამავე შეთანხმებებით
გათვალისწინებული „ანგარიშგების საერთო სტანდარტის“ შესაბამისად და საგადასახადო
ორგანოს წარუდგინოს
ინფორმაცია შესაბამისი იურისდიქციის რეზიდენტი პირის
ანგარიშგებას დაქვემდებარებული თითოეული ფინანსური ანგარიშის თაობაზე.
2. საგადასახადო ორგანოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
ინფორმაცია წარედგინება იმ კალენდარული წლის დასრულების შემდეგ, რომელსაც იგი
უკავშირდება, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული წლის 30 ივნისისა.
3. საგადასახადო ორგანო, ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მიღებული
ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, უფლებამოსილია შესაბამისი ანგარიშმგები ფინანსური
ინსტიტუტისგან
მოითხოვოს
დამატებითი
ინფორმაციის
წარდგენა,
რისთვისაც
განუსაზღვრავს მას გონივრულ ვადას, რომელიც არ შეიძლება იყოს 15 კალენდარულ დღეზე
ნაკლები.
4. საგადასახადო
ორგანო
უფლებამოსილია
მიღებული
ინფორმაცია
გადასცეს
ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებების წევრი იურისდიქციების იმ
კომპეტენტურ უწყებებს, რომლებთანაც ამოქმედებულია აღნიშნული შეთანხმებები.
5. ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული
ანგარიშგების წესს ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
6. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ
დადგენილი წესით განახორციელოს კონტროლი ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის
მიერ
ინფორმაციის
ავტომატური
გაცვლის
შესახებ
შეთანხმებებით
დადგენილი
მოთხოვნების შესრულებაზე.
7.
პირის
მიერ
ინფორმაციის
ავტომატური
გაცვლის
შესახებ
შეთანხმებებით
გათვალისწინებული „ანგარიშგების საერთო სტანდარტით“ დადგენილი ვალდებულების
თავიდან ასარიდებლად დადებული გარიგება ან განხორციელებული ქმედება, არ
ათავისუფლებს მას ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებისაგან.“.
3. 2791 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2792 მუხლი:
„მუხლი 2792. ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის ავტომატური
გაცვლის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა
1. ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის
შესახებ შეთანხმებებით
განსაზღვრული
ინფორმაციის საგადასახადო ორგანოსთვის
წარდგენის ვადის დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ყოველ
დაგვიანებულ დღეზე. ამასთანავე, მთელ დაგვიანებულ პერიოდზე გამოანგარიშებული
სანქციის ჯამური თანხა არ უნდა აღემატებოდეს 150000 ლარს.
2. ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ, ინფორმაციის ავტომატური გაცვლის
შესახებ
შეთანხმებებით
გათვალისწინებული
ინფორმაციის
დაზუსტების
მიზნით,
დამატებითი ინფორმაციის წარდგენის თაობაზე საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის
დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა იწვევს პირის დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, - იწვევს
პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 20000 ლარის ოდენობით.
4. ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის
შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული ინფორმაციის საგადასახადო ორგანოსთვის
არასრულად/არასწორად წარდგენა, - იწვევს პირის დაჯარიმებას წარდგენილ ინფორმაციაში
გამოტოვებული ან არასრულად/არასწორად წარდგენილი ანგარიშგებას დაქვემდებარებული
თითოეული ანგარიშისთვის 20000 ლარის ოდენობით. ამასთან, ამ პუნქტის შესაბამისად
დაკისრებული ჯარიმის ჯამური თანხა არ უნდა აღემატებოდეს 150000 ლარს თითოეულ
საანგარიშო პერიოდზე.
5. პირს ამ მუხლის პირველი-მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმა არ
დაეკისრება თუ იგი დაამტკიცებს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია მისგან
დამოუკიდებელი მიზეზით, მათ შორის, თუ გამოვლინდა, რომ მას არ გააჩნდა ინფორმაციის
ავტომატური გაცვლის შეთანხმებებით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის
ვალდებულება.“.
მუხლი 2.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2023 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს ამ კანონის
პირველი მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის 702 მუხლის მე-5 ნაწილით
განსაზღვრული წესი.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი შემუშავებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების
ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის
გაცვლის გლობალური ფორუმის წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების
მიზნით.
2011 წელს საქართველო გახდა გლობალური ფორუმის წევრი და იკისრა საგადასახადო
მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტთან
შესაბამისობის უზრუნველყოფის ვალდებულება. ერთ-ერთ ასეთ სტანდარტს წარმოადგენს
ანგარიშგების საერთო სტანდარტი (CRS), რომელიც დიდი ოცეულის მოთხოვნის საფუძველზე
2014 წლის 15 ივლისს დამტკიცდა OECD-ს მიერ. სტანდარტის თანახმად, იურისდიქციებმა
ფინანსური ინსტიტუტებისგან მიღებული ინფორმაცია წელიწადში ერთხელ ავტომატურ
რეჟიმში უნდა გაცვალონ სხვა იურისდიქციებთან. ფინანსური ანგარიშების შესახებ
ინფორმაციის ავტომატური გაცვლის მიზანია, საგადასახადო გამჭვირვალობისა და
კანონშესაბამისობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, გლობალიზაციის პირობებში სხვა
იურისდიქციებში
გადასახადებისთვის
თავის
არიდების
შესაძლებლობების
ზრდაზე
საპასუხოდ.
ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის სამართლებრივ
საფუძველს წარმოადგენს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა
და ევროპის საბჭოს 1988 წლის 25 იანვრის კონვენცია „საგადასახადო საკითხებში
ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ (მუხლის 6), რომელსაც საქართველო
მიუერთდა 2011 წლის პირველ ივნისს. აღნიშნული სტანდარტის დანერგვის მიზნით,
აუცილებელია „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის
შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივ შეთანხმებაზე მიერთება და შესაბამისი
საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება.
გაცვლითი ურთიერთობების ასამოქმედებლად, საქართველომ ხელი უნდა მოაწეროს
დეკლარაციას, რომლითაც იგი განაცხადებს თანხმობას „ფინანსური ანგარიშების შესახებ
ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივ
შეთანხმებასთან (CRS MCAA) მიერთების თაობაზე და უზრუნველყოს შესაბამისი
საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას.
ანგარიშგების საერთო სტანდარტი ადგენს:
ფინანსური ანგარიშების სახეებს, რომელთა შესახებაც კომპეტენტურმა უწყებებმა
უნდა მოიპოვონ ინფორმაცია ფინანსური ინსტიტუტებისგან.
ფინანსური ინსტიტუტების მიერ სათანადო პროცედურების განხორციელების
წესს, რომლის მიხედვითაც ფინანსურმა ინსტიტუტმა უნდა უზრუნველყოს
კომპეტენტური უწყებისთვის მისაწოდებელი ინფორმაციის განსაზღვრა.
კომპეტენტურ უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლის ფორმატს, პერიოდს და
სხვა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს კომპეტენტური უწყება, რომელსაც
წარმოადგენს საგადასახადო ორგანო - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის
სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი -შემოსავლების სამსახური
(შემდგომში
-შემოსავლების
სამსახური),
როგორც
„ფინანსური
ანგარიშების
შესახებ
ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი
შეთანხმების (CRS MCAA) მონაწილე მხარე, პასუხისმგებელია საქართველოში არსებული
ფინანსური ინსტიტუტებისგან მოიპოვოს ანგარიშგების საერთო სტანდარტით (CRS)
დადგენილი ინფორმაცია; გადასცეს იგი სხვა იურისდიქციების კომპეტენტურ უწყებებს; და
აწარმოოს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების საერთო სტანდარტით (CRS)
დადგენილი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი.
ამასთან, „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“
კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმების (CRS MCAA) ან საქართველოსა და
შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური
გაცვლის შესახებ შეთანხმების და ანგარიშგების საერთო სტანდარტის (CRS) საფუძველზე
შემოსავლების სამსახური ყოველწლიურად, დადგენილი ფორმით, მიიღებს ინფორმაციას
საქართველოს რეზიდენტების მიერ უცხო ქვეყნის ფინანსურ ინსტიტუტებში განთავსებულ
ფინანსურ ანგარიშებზე მიღებული შემოსავლების შესახებ.
კანონპროექტით გათვალისწინებული უფლებამოსილება ხელს შეუწყობს შემოსავლების
სამსახურს დაკისრებული კომპეტენციების ეფექტურად შესრულებაში.
გარდა
ამისა,
ცვლილებები
წაახალისებს
გადასახადის
გადამხდელთა
ქცევას
კანონშესაბამისობის თვალსაზრისით.
ამასთან, აღნიშნულ კანონპროექტს არ ახლავს რეგულირების ზეგავლენის შეფასება
(RIA), ვინაიდან, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 171
მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგულირების ზეგავლენის შეფასების
მომზადების ვალდებულება არ მოქმედებს, თუ შესაბამისი კანონპროექტი ითვალისწინებს
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასთან შესაბამისობას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
მოქმედი კანონმდებლობით, შემოსავლების სამსახურს არ აქვს უფლებამოსილება
დაავალდებულოს საქართველოში არსებული ფინანსური ინსტიტუტები, რომ უზრუნველყონ
მათი მომხმარებლების ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ასევე,
ფინანსურ ინსტიტუტებს არ აქვთ ვალდებულება, ანგარიშგების საერთო სტანდარტის (CRS)
მიზნებისთვის
განახორციელონ
სათანადო
ანგარიშებთან
დაკავშირებით.
აქედან
პროცედურები
გამომდინარე,
კლიენტების
აუცილებელია,
ფინანსურ
მითითებული
საკითხების კანონით მოწესრიგება, რათა შესაძლებელი გახდეს საერთაშორისო შეთანხმებით
აღებული ვალდებულების შესრულება.
ა. ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემდეგ, 2023 წლის პირველი იანვრიდან, ფინანსურ
ინსტიტუტებს წარმოეშობათ ვალდებულება აწარმოონ ანგარიშგების საერთო სტანდარტით
(CRS) დადგენილი სათანადო პროცედურები და ამავე სტანდარტით და ფინანსთა მინისტრის
მიერ დამტკიცებულ სახელმძღვანელოში განსაზღვრული წესების დაცვით უზრუნველყონ
ინფორმაციის მიწოდება შემოსავლების სამსახურისათვის, 2024 წლის პირველი იანვრიდან,
ყოველწლიურად, არაუგვიანეს 30 ივნისისა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ცვლილებების
შედეგად,
საქართველოს
ფინანსურ ინსტიტუტებს დაეკისრებათ ვალდებულება აწარმოონ ანგარიშგების საერთო
სტანდარტით (CRS) დადგენილი სათანადო პროცედურები და ფინანსური ანგარიშების
შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ შემოსავლების სამსახურს; შემოსავლების სამსახურს მიეცემა
უფლება, რომ ფინანსური ინსტიტუტებისგან მიღებული ინფორმაცია გადასცეს უცხო ქვეყნის
კომპეტენტურ უწყებებს და განახორციელოს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების
საერთო სტანდარტთან (CRS) დაკავშირებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების
შემოწმება და კონტროლი.
კანონპროექტი ასევე ადგენს სანქციის ზომებს, რომელიც დაეკისრება ფინანსურ
ინსტიტუტს, ამავე კანონპროექტით შემოღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის
შემთხვევაში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძირითადი დებულებები ძალაში შედის 2023 წლის 1 იანვრიდან,
ვინაიდან, კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების დაკისრება შესაბამისი
სუბიექტებისთვის უნდა მოხდეს საანგარიშო წლის დასაწყისიდან, რადგან საჭიროა მთელი
საანგარიშო წლის ინფორმაციის მოგროვება. ამასთან, კანონის სრულად ასამოქმედებლად
საჭირო დებულებები ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი
დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას
სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საჭიროების შემთხვევაში ხარჯები დაფინანსდება შემოსავლების
სამსახურისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში
ან/და საკუთარი შემოსულობებიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღებამ
შესაძლებელია
გაზარდოს
სახელმწიფო
ბიუჯეტის
ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილი, ვინაიდან კანონპროექტით გათვალისწინებულია სანქციების დაწესება
სამართალდარღვევებისთვის. ამასთან, გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება
სამართალდარღვევების ოდენობაზე. კერძოდ, კანონპროექტის შესაბამისად დგინდება
შემდეგი ჯარიმები:
- ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის
შესახებ შეთანხმებებით განსაზღვრული ინფორმაციის საგადასახადო ორგანოსთვის
წარდგენის ვადის დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ყოველ
დაგვიანებულ დღეზე, არაუმეტეს 150000 ლარისა;
- ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ, ინფორმაციის ავტომატური გაცვლის
შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით,
დამატებითი ინფორმაციის წარდგენის თაობაზე საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის
დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 10000 ლარის
ოდენობით; აღნიშნული სამართალდარღვევა ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს პირის
დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 20000 ლარის ოდენობით.
- ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის
შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული ინფორმაციის საგადასახადო ორგანოსთვის
არასრულად/არასწორად
წარდგენა,
-
გამოიწვევს
პირის
დაჯარიმებას
წარდგენილ
ინფორმაციაში გამოტოვებული ან არასრულად/არასწორად წარდგენილი ანგარიშგებას
დაქვემდებარებული თითოეული ანგარიშისთვის 20000 ლარის ოდენობით, არაუმეტეს 150000
ლარისა თითოეულ საანგარიშო პერიოდზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
გავლენას
არ
მოახდენს
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტით გათვალისწინებულია
დამატებითი ფუნქციის განსაზღვრა შემოსავლების სამსახურისთვის, რაც გულისხმობს
საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილებას კონტროლი განახორციელოს ანგარიშმგები
ფინანსური ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით
დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე, მიიღოს მისგან აღნიშნული ინფორმაცია და
გადასცეს
ინფორმაციის
ავტომატური
გაცვლის
შესახებ
შეთანხმებების
წევრი
იურისდიქციების კომპეტენტურ უწყებებს, თუმცა აღნიშნულს შემოსავლების სამსახური
განახორციელებს არსებული ადამიანური რესურსისა და დამტკიცებული ბიუჯეტის
ფარგლებში.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
ვალდებულებები,
კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი
ფინანსური
ვალდებულებების
(საშინაო
ან
საგარეო
ვალდებულებები)
მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღების შემდეგ, ფინანსურ ინსტიტუტებს დაუდგებათ ანგარიშგების
საერთო სტანდარტისა (CRS) და კანონით დადგენილი ვალდებულებების დანერგვის და
განხორციელების საჭიროება, რაც დაკავშირებული იქნება გარკვეულ ფინანსურ ხარჯებთან,
მაგალითად, ინფორმაციული ტექნოლოგიების გასამართად, შიდა პროცედურების
მოსამზადებლად და ასე შემდეგ. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება თითოეული
საფინანსო
ინსტიტუტის
არსებულ
ტექნოლოგიურ
გამართულობასა
და
კადრების
კვალიფიკაციაზე. ამასთან, 2021 წლის მდგომარეობით საქართველოში ფუნქციონირებს
14კომერციული ბანკი; 38 მიკროსაფინანასო ორგანიზაცია; ერთი საკრედიტო კავშირი; 32
საგადახდო მომსახურების პროვაიდერი; 9 საბროკერო კომპანია; 1 აქტივების მმართველი
კომპანია; 4 არასახელმწიფო საპენსიო სქემა; 2 საინვესტიციო ფონდი და 18 სადაზღვევო
ორგანიზაცია.
ბ.ვ)
კანონპროექტით დადგენილი გადასახადის,
მოსაკრებლის ან
სხვა
სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობადაოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით
გათვალისწინებულია
ჯარიმების
დაწესება
სამართალდარღვევებისთვის. კერძოდ:
- ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის
შესახებ
შეთანხმებებით
განსაზღვრული
ინფორმაციის
საგადასახადო
ორგანოსთვის
წარდგენის ვადის დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ყოველ
დაგვიანებულ დღეზე, არაუმეტეს 150000 ლარისა;
- ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ, ინფორმაციის ავტომატური გაცვლის
შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით,
დამატებითი ინფორმაციის წარდგენის თაობაზე საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის
დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 10000 ლარის
ოდენობით; აღნიშნული სამართალდარღვევა ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს პირის
დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 20000 ლარის ოდენობით.
- ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის
შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული ინფორმაციის საგადასახადო ორგანოსთვის
არასრულად/არასწორად
წარდგენა,
-
გამოიწვევს
პირის
დაჯარიმებას
წარდგენილ
ინფორმაციაში გამოტოვებული ან არასრულად/არასწორად წარდგენილი ანგარიშგებას
დაქვემდებარებული თითოეული ანგარიშისთვის 20000 ლარის ოდენობით, არაუმეტეს 150000
ლარისა თითოეულ საანგარიშო პერიოდზე.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ ეწინააღმდეგება
საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
კანონპროექტი შემუშავებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების
ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის
გაცვლის გლობალური ფორუმის წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების
მიზნით.
ამასთან, ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის
სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების
ორგანიზაციისა და ევროპის საბჭოს 1988 წლის 25 იანვრის კონვენცია „საგადასახადო
საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ (მუხლის 6), რომელსაც
საქართველო მიუერთდა 2011 წლის პირველ ივნისს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევს სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის მოსამზადებლად შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფი, რომელშიც
მონაწილეობდნენ სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები უცხო ქვეყნის
უწყებებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულებების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს მთავრობა.