„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.06.2022
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/161/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-20
ბიუროს ნომერი 161

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-17 მუხლის: ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში), განხორციელებული გადახდის ოპერაციის, ანგარიშის, ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციისა და ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეცეთ შესაბამისი გარიგების მონაწილე მხარეს, გადახდის ოპერაციის განხორციელებისას − გადამხდელ პირს ან/და მიმღებ პირს, შესაბამისი ანგარიშის მფლობელს და მათ წარმომადგენლებს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და იმ პირებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან, აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე აქტები, მათი აღსრულების პროცესში, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელებისას − პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, საგადასახადო ორგანოს − საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების, „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების, „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე, აგრეთვე „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს. ეს ინფორმაცია შეიძლება გაიცეს აგრეთვე სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე. 3. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია გადასცეს „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრულ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ ორგანოს.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ პუნქტი: „31. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია გადასცეს იმ იურისდიქციების კომპეტენტურ უწყებებს, რომლებთანაც ამოქმედებულია „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმება (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმება.“. 2. 211 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომერციული ბანკი ანგარიშის გახსნის პროცედურას ახორციელებს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების და „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმების შესაბამისად.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. „კომერციული ბანკი, რომელიც წარმოადგენს „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრულ ანგარიშმგებ ფინანსურ ინსტიტუტს, ვალდებულია ამ შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრული სათანადო პროცედურები განახორციელოს ამავე შეთანხმებით გათვალისწინებული „ანგარიშგების საერთო სტანდარტის“ შესაბამისად.“; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. კომერციული ბანკი უფლებამოსილია პირს უარი უთხრას ანგარიშის გახსნაზე ან დაუხუროს არსებული ანგარიში, თუ იგი უარს აცხადებს კომერციული ბანკისთვის „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით, „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე ინფორმაციის მიწოდებაზე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი შემუშავებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების მიზნით. 2011 წელს საქართველო გახდა გლობალური ფორუმის წევრი და იკისრა საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ვალდებულება. ერთ-ერთ ასეთ სტანდარტს წარმოადგენს ანგარიშგების საერთო სტანდარტი (CRS), რომელიც დიდი ოცეულის მოთხოვნის საფუძველზე 2014 წლის 15 ივლისს დამტკიცდა OECD-ს მიერ. სტანდარტის თანახმად, იურისდიქციებმა ფინანსური ინსტიტუტებისგან მიღებული ინფორმაცია წელიწადში ერთხელ ავტომატურ რეჟიმში უნდა გაცვალონ სხვა იურისდიქციებთან. ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური კანონშესაბამისობის იურისდიქციებში გაცვლის მიზანია, საგადასახადო გაუმჯობესების ხელშეწყობა, გადასახადებისთვის თავის გამჭვირვალობისა გლობალიზაციის არიდების პირობებში შესაძლებლობების და სხვა ზრდაზე საპასუხოდ. ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა და ევროპის საბჭოს 1988 წლის 25 იანვრის კონვენცია „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ (მუხლის 6), რომელსაც საქართველო მიუერთდა 2011 წლის პირველ ივნისს. აღნიშნული სტანდარტის დანერგვის მიზნით, აუცილებელია „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივ შეთანხმებაზე მიერთება და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. გაცვლითი ურთიერთობების ასამოქმედებლად, საქართველომ ხელი უნდა მოაწეროს დეკლარაციას, რომლითაც იგი განაცხადებს თანხმობას „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივ შეთანხმებასთან (CRS MCAA) მიერთების თაობაზე და უზრუნველყოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას. ანგარიშგების საერთო სტანდარტი ადგენს:  ფინანსური ანგარიშების სახეებს, რომელთა შესახებაც კომპეტენტურმა უწყებებმა უნდა მოიპოვონ ინფორმაცია ფინანსური ინსტიტუტებისგან.  ფინანსური ინსტიტუტების მიერ სათანადო პროცედურების განხორციელების წესს, რომლის მიხედვითაც ფინანსურმა ინსტიტუტმა უნდა უზრუნველყოს კომპეტენტური უწყებისთვის მისაწოდებელი ინფორმაციის განსაზღვრა.  კომპეტენტურ უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლის ფორმატს, პერიოდს და სხვა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს კომპეტენტური უწყება, რომელსაც წარმოადგენს საგადასახადო ორგანო - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი -შემოსავლების სამსახური (შემდგომში -შემოსავლების სამსახური), როგორც „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმების (CRS MCAA) მონაწილე მხარე, პასუხისმგებელია საქართველოში არსებული ფინანსური ინსტიტუტებისგან მოიპოვოს ანგარიშგების საერთო სტანდარტით (CRS) დადგენილი ინფორმაცია; გადასცეს იგი სხვა იურისდიქციების კომპეტენტურ უწყებებს; და აწარმოოს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების საერთო სტანდარტით (CRS) დადგენილი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი. ამასთან, „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმების (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმების და ანგარიშგების საერთო სტანდარტის (CRS) საფუძველზე შემოსავლების სამსახური ყოველწლიურად, დადგენილი ფორმით, მიიღებს ინფორმაციას საქართველოს რეზიდენტების მიერ უცხო ქვეყნის ფინანსურ ინსტიტუტებში განთავსებულ ფინანსურ ანგარიშებზე მიღებული შემოსავლების შესახებ. კანონპროექტით გათვალისწინებული უფლებამოსილება ხელს შეუწყობს შემოსავლების სამსახურს დაკისრებული კომპეტენციების ეფექტურად შესრულებაში. გარდა ამისა, ცვლილებები წაახალისებს გადასახადის გადამხდელთა ქცევას კანონშესაბამისობის თვალსაზრისით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: მოქმედი კანონმდებლობით შემოსავლების სამსახურს არ აქვს უფლებამოსილება, დაავალდებულოს საქართველოში არსებული კომერციული ბანკები, რომ უზრუნველყონ მათი მომხმარებლების ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ამასთან, კომერციულ ბანკებს არ აქვთ ვალდებულება, ანგარიშგების საერთო სტანდარტის (CRS) მიზნებისთვის განახორციელონ ანგარიშებთან დაკავშირებით. სათანადო აქედან პროცედურები გამომდინარე, კლიენტების აუცილებელია, ფინანსურ მითითებული საკითხების კანონით მოწესრიგება, რათა შესაძლებელი გახდეს საერთაშორისო შეთანხმებით აღებული ვალდებულების შესრულება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის შესაბამისად, კომერციულ ბანკს, რომლებიც წარმოადგენს „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრულ ანგარიშმგებ ფინანსურ ინსტიტუტს, წარმოეშობა ვალდებულება ამ შეთანხმებით განსაზღვრული სათანადო პროცედურები განახორციელოს ამავე შეთანხმებით გათვალისწინებული „ანგარიშგების საერთო სტანდარტის“ შესაბამისად და მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს საგადასახადო ორგანოს. კანონპროექტის მიღების შემდეგ, 2023 წლის პირველი იანვრიდან, კომერციულ ბანკებს წარმოეშობათ ვალდებულება აწარმოონ ანგარიშგების საერთო სტანდარტით (CRS) დადგენილი სათანადო პროცედურები და ამავე სტანდარტით და ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ სახელმძღვანელოში განსაზღვრული წესების დაცვით უზრუნველყონ ინფორმაციის მიწოდება ფინანსთა სამინისტრო შემოსავლების სამსახურისათვის, 2024 წლის პირველი იანვრიდან, ყოველწლიურად, არაუგვიანეს 30 ივნისისა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლში, რომლის მიხედვითაც კომერციულ ბანკებს მიენიჭებათ უფლებამოსილება, რომ „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ მრავალმხრივი შეთანხმების (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმების მიზნებისათვის ინფორმაცია გადასცენ საგადასახადო ორგანოს. გარდა ამისა, კანონის მე-17 მუხლს ემატება 31 პუნქტი, რომლის მიხედვით თავის მხრივ, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, მიწოდებული ინფორმაცია გადასცეს იმ იურისდიქციების კომპეტენტურ ორგანოებს, რომლებთანაც ამოქმედებულია კომპეტენტურ უწყებათა შორის „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ მრავალმხრივი შეთანხმება (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმება. კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის ცვლილების მიხედვით, კომერციულ ბანკებს ენიჭებათ უფლებამოსილება, ანგარიშების გახსნის პროცესის დროს იმოქმედონ „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით’’ გათვალისწინებული წესების მიხედვით. ამავე მუხლის მე-21 პუნქტის დამატების მიხედვით, კომერციული ბანკს, რომელიც წარმოადგენს „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრულ ანგარიშმგებ ფინანსურ ინსტიტუტს, წარმოეშობა ვალდებულება ამ შეთანხმებით განახორციელოს ამავე შეთანხმებით განსაზღვრული სათანადო პროცედურები გათვალისწინებული „ანგარიშგების საერთო სტანდარტის“ შესაბამისად. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით კი კომერციული ბანკს ენიჭება უფლებამოსილება, უარი განაცხადოს ანგარიშების გახსნაზე, თუ პირი უარს აცხადებს კომერციული ბანკისთვის „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე ინფორმაციის მიწოდებაზე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის 2023 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, იგი წარმოადგენს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტს და დაკავშირებულია მისი შესაბამისი დებულებების ამოქმედებასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღების შემდეგ კომერციულ ბანკებს დაუდგებათ ანგარიშგების საერთო სტანდარტისა (CRS) და კანონით დადგენილი ვალდებულებების დანერგვის და განხორციელების საჭიროება, რაც დაკავშირებული იქნება გარკვეულ ფინანსურ ხარჯებთან, მაგალითად, ინფორმაციული ტექნოლოგიების გასამართად, შიდა პროცედურების მოსამზადებლად და ა.შ. 2021 წლის მდგომარეობით საქართველოში ფუნქციონირებს 14 კომერციული ბანკი, რომელთაც შეეხებათ წინამდებარე კანონპროექტით გათვალისწინებული დებულებები. ბ.ვ) კანონპროექტით გადასახდელის (ფულადი დადგენილი შენატანის) გადასახადის, ოდენობა მოსაკრებლის შესაბამის ბიუჯეტში ან და სხვა სახის ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ კანონპროექტი შემუშავებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების მიზნით. ამასთან, ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა და ევროპის საბჭოს 1988 წლის 25 იანვრის კონვენცია „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ (მუხლის 6), რომელსაც საქართველო მიუერთდა 2011 წლის პირველ ივნისს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მოსამზადებლად შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობდნენ სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები უცხო ქვეყნის უწყებებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.