„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-20
ბიუროს ნომერი 161
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
22.07.2020,
სარეგისტრაციო
კოდი:
1
240080000.05.001.019981) მე-12 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 მუხლი:
„მუხლი 121. „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების
შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ
ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი
შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური
ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ
შეთანხმებით
გათვალისწინებული ვალდებულებები
ამ კანონის საფუძველზე ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო კომპანია,
აგრეთვე,
აქტივების
მმართველი
კომპანია,
მისი
მართვის
ქვეშ
მყოფი
ავტორიზებული/რეგისტრირებული
ერთობლივი
საინვესტიციო
ფონდისთვის,
ვალდებულია, „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების
შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ
ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი
შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური
ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ
შეთანხმებით
გათვალისწინებული „ანგარიშგების საერთო სტანდარტის“ შესაბამისად განახორციელოს
სათანადო პროცედურები და საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ინფორმაცია ანგარიშგებას
დაქვემდებარებული თითოეული ფინანსური ანგარიშის თაობაზე, თუ ეს საინვესტიციო
კომპანია/ერთობლივი საინვესტიციო ფონდი ამავე შეთანხმებით განსაზღვრული
ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტია.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი შემუშავებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების
ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის
გაცვლის გლობალური ფორუმის წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების
მიზნით.
2011 წელს საქართველო გახდა გლობალური ფორუმის წევრი და იკისრა საგადასახადო
მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტთან
შესაბამისობის უზრუნველყოფის ვალდებულება. ერთ-ერთ ასეთ სტანდარტს წარმოადგენს
ანგარიშგების საერთო სტანდარტი (CRS), რომელიც დიდი ოცეულის მოთხოვნის საფუძველზე
2014 წლის 15 ივლისს დამტკიცდა OECD-ს მიერ. სტანდარტის თანახმად, იურისდიქციებმა
ფინანსური ინსტიტუტებისგან მიღებული ინფორმაცია წელიწადში ერთხელ ავტომატურ
რეჟიმში უნდა გაცვალონ სხვა იურისდიქციებთან. ფინანსური ანგარიშების შესახებ
ინფორმაციის
ავტომატური
კანონშესაბამისობის
იურისდიქციებში
გაცვლის
მიზანია,
საგადასახადო
გაუმჯობესების
ხელშეწყობა,
გადასახადებისთვის
თავის
გამჭვირვალობისა
გლობალიზაციის
არიდების
პირობებში
შესაძლებლობების
და
სხვა
ზრდაზე
საპასუხოდ.
ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის სამართლებრივ
საფუძველს წარმოადგენს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა
და ევროპის საბჭოს 1988 წლის 25 იანვრის კონვენცია „საგადასახადო საკითხებში
ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ (მუხლის 6), რომელსაც საქართველო
მიუერთდა 2011 წლის პირველ ივნისს. აღნიშნული სტანდარტის დანერგვის მიზნით,
აუცილებელია „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის
შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივ შეთანხმებაზე მიერთება და შესაბამისი
საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება.
გაცვლითი ურთიერთობების ასამოქმედებლად, საქართველომ ხელი უნდა მოაწეროს
დეკლარაციას, რომლითაც იგი განაცხადებს თანხმობას „ფინანსური ანგარიშების შესახებ
ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივ
შეთანხმებასთან
(CRS
MCAA)
მიერთების
თაობაზე
საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას.
და
უზრუნველყოს
შესაბამისი
ანგარიშგების საერთო სტანდარტი ადგენს:
ფინანსური ანგარიშების სახეებს, რომელთა შესახებაც კომპეტენტურმა უწყებებმა
უნდა მოიპოვონ ინფორმაცია ფინანსური ინსტიტუტებისგან.
ფინანსური ინსტიტუტების მიერ სათანადო პროცედურების განხორციელების წესს,
რომლის მიხედვითაც ფინანსურმა ინსტიტუტმა უნდა უზრუნველყოს კომპეტენტური
უწყებისთვის მისაწოდებელი ინფორმაციის განსაზღვრა.
კომპეტენტურ უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლის ფორმატს, პერიოდს და სხვა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს კომპეტენტური უწყება, რომელსაც
წარმოადგენს საგადასახადო ორგანო - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის
სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი -შემოსავლების სამსახური
(შემდგომში -შემოსავლების სამსახური), როგორც „ფინანსური ანგარიშების შესახებ
ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი
შეთანხმების (CRS MCAA) მონაწილე მხარე, პასუხისმგებელია საქართველოში არსებული
ფინანსური ინსტიტუტებისგან მოიპოვოს ანგარიშგების საერთო სტანდარტით (CRS)
დადგენილი ინფორმაცია; გადასცეს იგი სხვა იურისდიქციების კომპეტენტურ უწყებებს; და
აწარმოოს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების საერთო სტანდარტით (CRS)
დადგენილი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი.
ამასთან, „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“
კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმების (CRS MCAA) ან საქართველოსა და
შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური
გაცვლის შესახებ შეთანხმების და ანგარიშგების საერთო სტანდარტის (CRS) საფუძველზე
შემოსავლების სამსახური ყოველწლიურად, დადგენილი ფორმით, მიიღებს ინფორმაციას
საქართველოს რეზიდენტების მიერ უცხო ქვეყნის ფინანსურ ინსტიტუტებში განთავსებულ
ფინანსურ ანგარიშებზე მიღებული შემოსავლების შესახებ.
კანონპროექტით გათვალისწინებული უფლებამოსილება ხელს შეუწყობს შემოსავლების
სამსახურს დაკისრებული კომპეტენციების ეფექტურად შესრულებაში.
გარდა
ამისა,
ცვლილებები
წაახალისებს
გადასახადის
გადამხდელთა
ქცევას
კანონშესაბამისობის თვალსაზრისით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის შესაბამისად, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს
კანონის საფუძველზე ავტორიზებულ/რეგისტრირებულ საინვესტიციო კომპანიას, აგრეთვე,
აქტივების
მმართველ
კომპანიას,
მისი
მართვის
ქვეშ
მყოფი
ავტორიზებული/რეგისტრირებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდისთვის, წარმოეშობათ
ვალდებულება, ანგარიშგებას დაქვემდებარებული
ინფორმაცია გადასცენ საგადასახადო
ორგანოს, რომელიც თავის მხრივ მიწოდებულ ინფორმაციას გაცვლის შესაბამისი ქვეყნის
კომპეტენტურ უწყებასთან.
მოქმედი კანონმდებლობით, ფინანსურ ინსტიტუტებს არ აქვთ ვალდებულება,
ანგარიშგების საერთო სტანდარტის (CRS) მიზნებისთვის განახორციელონ სათანადო
პროცედურები კლიენტების ფინანსურ ანგარიშებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე,
აუცილებელია, მითითებული საკითხების კანონით მოწესრიგება, რათა შესაძლებელი გახდეს
საერთაშორისო შეთანხმებით აღებული ვალდებულების შესრულება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემდეგ, 2023 წლის პირველი იანვრიდან, კანონპროექტით
გათვალისწინებულ
რეგულირებად
პირებს
წარმოეშობათ
ვალდებულება
აწარმოონ
ანგარიშგების საერთო სტანდარტით (CRS) დადგენილი სათანადო პროცედურები და ამავე
სტანდარტით
და
ფინანსთა
მინისტრის
მიერ
დამტკიცებულ
სახელმძღვანელოში
განსაზღვრული წესების დაცვით უზრუნველყონ ინფორმაციის მიწოდება ფინანსთა
სამინისტროს შემოსავლების სამსახურისათვის, 2024 წლის პირველი იანვრიდან,
ყოველწლიურად, არაუგვიანეს 30 ივნისისა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, კანონპროექტით გათვალისწინებულ რეგულირებად
პირებს წარმოეშობათ ვალდებულება, „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული
ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური
ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ მრავალმხრივი
შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური
ანგარიშების
შესახებ
მიზნებისათვის
ინფორმაციის
განახორციელონ
ავტომატური
სათანადო
გაცვლის
შესახებ
შეთანხმების
პროცედურები
ფინანსურ
ანგარიშებთან
დაკავშირებით და მოპოვებული ინფორმაცია გადასცენ საგადასახადო ორგანოს. გარდა ამისა,
თავის მხრივ, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, მიწოდებული ინფორმაცია გადასცეს
იმ იურისდიქციების კომპეტენტურ ორგანოებს, რომლებთანაც ამოქმედებულია
კომპეტენტურ უწყებათა შორის „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური
გაცვლის შესახებ“ მრავალმხრივი შეთანხმება (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის
იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის
შესახებ შესაბამისი შეთანხმება.“
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის 2023 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, იგი წარმოადგენს
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტის თანმდევ კანონპროექტს და დაკავშირებულია მისი შესაბამისი დებულებების
ამოქმედებასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
ბიუჯეტის
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღების შემდეგ, კანონპროექტით გათვალისწინებულ რეგულირებად
პირებს დაუდგებათ ანგარიშგების საერთო სტანდარტისა (CRS) და კანონით დადგენილი
ვალდებულებების დანერგვის და განხორციელების საჭიროება, რაც დაკავშირებული იქნება
გარკვეულ
ფინანსურ
ხარჯებთან,
მაგალითად,
ინფორმაციული
ტექნოლოგიების
გასამართად, შიდა პროცედურების მოსამზადებლად და ა.შ. 2021 წლის მდგომარეობით
საქართველოში ფუნქციონირებს ერთი აქტივები მმართველი კომპანია და 2 საინვესტიციო
ფონდი, რომელთაც შეეხება კანონპროექტით გათვალისწინებული დებულებები.
ბ.ვ)
კანონპროექტით
გადასახდელის
(ფულადი
დადგენილი
შენატანის)
გადასახადის,
ოდენობა
მოსაკრებლის
შესაბამის
ან
ბიუჯეტში
სხვა
და
სახის
ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
კანონპროექტი შემუშავებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების
ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის
გაცვლის გლობალური ფორუმის წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების
მიზნით.
ამასთან, ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის
სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების
ორგანიზაციისა და ევროპის საბჭოს 1988 წლის 25 იანვრის კონვენცია „საგადასახადო
საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ (მუხლის 6), რომელსაც
საქართველო მიუერთდა 2011 წლის პირველ ივნისს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის
მოსამზადებლად
შექმნილი
იყო
სამუშაო
ჯგუფი,
რომელშიც
მონაწილეობდნენ სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები უცხო ქვეყნის
უწყებებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.