„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“ საქართველოს სამინისტროების 2021 წლის სამოქმედო გეგმების შესრულების წლიური ანგარიში“

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.08.2022
ავტორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/174/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ინიციირებული ვარიანტი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168

📜 ტექსტი

ანგარიში
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“ საქართველოს სამინისტროების 2021 წლის სამოქმედო გეგმების შესრულების წლიური ანგარიში 2022 1 შესავალი წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს სამინისტროების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების და თავისუფლებების შესახებ 2021 წლის შიდაუწყებრივი სამოქმედო გეგმების შესრულების ანგარიშს. სამოქმედო გეგმების შედგენა, ერთი მხრივ, დაეყრდნო ისეთ საერთაშორისო ჩარჩო დოკუმენტებს, როგორიცაა გაეროს კონვენცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ (UN CRPD) და მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs), ხოლო მეორე მხრივ ეროვნულ კანონმდებლობას, როგორიცაა საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი აღიარებს და უზრუნველყოფს სამართლის წინაშე ადამიანთა თანასწორობის ძირითად უფლებას და ითვალისწინებს კონკრეტულ ვალდებულებას სახელმწიფოს მიმართ შშმ პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესებისათვის. კერძოდ, კონსტიტუცია ადგენს, რომ „სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.“ 2014 წელს საქართველომ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის რატიფიკაცია განახორციელა, რითიც ერთის მხრივ ქვეყანამ აღიარა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები, ხოლო მეორე მხრივ, იკისრა რიგი ვალდებულებები როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. კერძოდ, კონვენცია წევრ სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას ხელი შეუწყონ და უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვა როგორც საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმების დანერგვისა და გაძლიერების გზით, ისე შესაბამისი ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარებითა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დამრღვევი პრაქტიკის შეცვლით. გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებისა და პრინციპების ეროვნულ კანონმდებლობაში უკეთ ასახვის მიზნით, 2020 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“. კანონი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შშმ პირთა უფლებრივ გარანტიებს ეროვნულ დონეზე. აღნიშნული კანონის მიზანი შშმ პირთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად საკანონმდებლო გარანტიების შექმნა და საქართველოს კანონმდებლობაში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების ასახვაა. ამისათვის კანონი ითვალისწინებს რიგ ვალდებულებებს სახელმწიფო უწყებების მიმართ. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების 2 შესახებ“ საქართველოს კანონის ვალდებულების შესრულების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის N551 დადგენილებით დამტკიცდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი და მისი დებულება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი კომიტეტი წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის განხორციელების კოორდინაციაზე პასუხისმგებელ მექანიზმს, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და სხვა მნიშვნელოვან ფუნქციათა შორის, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კუთხით საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის კომიტეტის რეკომენდაციების და ეროვნული ვალდებულებების შესრულებასა და კოორდინაციას. კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი კომიტეტის დებულების მიხედვით, კომიტეტის საქმიანობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, შშმ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციათა და შშმ პირთა წარმომადგენლობით ორგანიზაციათა ჩართულობის უზრუნველსაყოფად კომიტეტმა შექმნა საკონსულტაციო საბჭო, რომლის წევრები ღია კონკურსის წესით შეირჩნენ. საკონკურსო კომისიაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, ასევე არიან საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელი და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი. ანგარიში აღნიშნული დოკუმენტი 8 ძირითადი თავისგან შედგება და წარმოადგენს სამინისტროთა საქმიანობის შეჯამებას შშმ პირთა უფლებების შესახებ სამოქმედო გეგმების შესრულების კუთხით და ეხმიანება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში გაწერილ ვალდებულებებს. ანგარიშის პირველი თავი ეთმობა საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლასა და ცნობიერების ამაღლებას; მეორე თავი ჯანმრთელობის დაცვის უფლებას მიემართება; დოკუმენტის მესამე თავი ფარავს დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობასა და მისაწვდომობის უზრუნველყოფას; შემდგომი თავი ეხება სამართალწარმოებაზე ხელმისაწვდომობას; მეხუთე თავი ფარავს დასაქმების ხელშეწყობის საკითხებს; შემდეგი თავები კი მიმოიხილავენ სოციალურ დაცვას, განათლების უფლების ხელმისაწვდომობასა და მონაწილეობას კულტურულ, სპორტულ, გასართობ და სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში. 3 I. საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და ცნობიერების ასამაღლებელი ტრენინგები საქართველოს სამინისტრო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის შენობა-ნაგებობების მშენებლობისას და რეაბილიტაციისას „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ ეფექტიანად განხორციელების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გადამზადდა სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში ან/და მართვაში არსებული სუბიექტების 30 თანამშრომელი; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მხარდაჭერით ყველა მუნიციპალიტეტში „მისაწვდომობის ეროვნული საკითხებზე ჩატარდა ტრენინგები. სულ გადამზადდა 191 თანამშრომელი; სამინისტროს სტანდარტის“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების გარდა, სამინისტროს ინიაციატივით განხორციელდა შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა/მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრის დროს სამინისტროს მხრიდან წარდგენილი იყო 2021 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა/მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს რეკომენდაციები სამინისტროს 2022 წლის გეგმასთან დაკავშირებით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2021 წლის აპრილში, შშმ პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დაამტკიცა სამოქმედო გეგმა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შშმ პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა და სისტემური გარანტიების შექმნა. აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში, სამინისტროს მიერ, გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირების ჩართულობის გაზრდის უზრუნველსაყოფად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს დონორ ორგანიზაციასთან (UNDP) შშმ პირებთან საკონსულტაციო ჯგუფის შექმნის მიმართულებით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტრომ, გაეროს განვითარების პროგრამისა და ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, 2021 წელს განახორციელა ტექნიკური რეგლამენტის − „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ შესახებ ცნობიერების 4 ამაღლების ღონისძიებები. კერძოდ, მარტი-აპრილის თვეებში ტრენინგები ჩაუტარდა 300-ზე მეტ ადამიანს, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორიდან. ხოლო ივლისში განხორციელდა სანიმუშო პროექტების ჩვენება დაინტერესებული პირებისთვის ტექნიკური რეგლამენტის გამოყენების გაადვილების მიზნით. საანგარიშო პერიოდში, სსიპ „ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ“ ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულთათვის და დასაქმების მსურველთათვის ჩაატარა ტრენინგები "ინკლუზიური ტურიზმი Covid 19-ის პერიოდში". ღონისძიების ფარგლებში, ჯამში გადამზადდა განთავსების და კვების ობიექტების 650-მდე წარმომადგენელი 31 დაბასა და ქალაქში (თბილისი, მცხეთა, რუსთავი, თელავი, ყვარელი, გურჯაანი, სიღნაღი, ახალციხე, ბორჯომი, ბაკურიანი, სტეფანწმინდა, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, წყალტუბო, მესტია, ამბროლაური, ონი, ოზურგეთი, თეთრიწყარო, მარნეული, ლაგოდეხი, გორი, ხაშური, კასპი, ანაკლია, ბახმარო, ნაბეღლავი, ურეკი, ცაგერი და აბასთუმანი). საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 5 ივლისის №565 ბრძანებით დამტკიცდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქმედო გეგმა (2021 წელი)“. დოკუმენტის ძირითადი ფოკუსი მიმართული იყო შშმ პირთა უფლებების დაცვისთვის საჭირო ღონისძიებების იდენტიფიცირებაზე და საერთაშორისო პრაქტიკის კვლევაზე. სამოქმედო გეგმამ გააერთიანა 3 ძირითადი აქტივობა აქტივობა 1.1.1 - „საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და სტანდარტების შესწავლა გარემოს შეფასებისთვის“. აქტივობის ფარგლებში, განხორციელდა საერთაშორისო პრაქტიკისა და სტანდარტების შესწავლა, კვლევის სახით მომზადდა შესაბამისი ანგარიში. დოკუმენტით შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციებიც. აქტივობა 1.1.2. - „სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა შესაბამისი უნარების განვითარებისთვის ტრენინგ(ები)ის ჩატარება. ჩატარდა ერთი ტრენინგი - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსი და უფლებრივი მდგომარეობა საჯარო სამსახურში“ (საჯარო სამსახურის ბიუროს, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK AID-ის მხარდაჭერით). ტრენინგი გაიარა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 13-მა თანამშრომელმა. აქტივობა 1.1.3. - „მომდევნო წლებში განსახორციელებელი აქტივობების განსაზღვრა შესაბამისი სფეროს ექსპერტების/ორგანიზაციების ჩართულობით“. შშმ პირთა საჭიროებებისა და შესაბამისი აქტივობების განსაზღვრის მიზნით, თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტმა ჩაატარა კვლევა შშმ სტატუსის მქონე მოსამსახურეებსა და თავდაცვის სამინისტროს სისტემის იმ თანამშრომლებთან, 5 რომელთაც შშმ სტატუსის მქონე ოჯახის წევრი ჰყავთ. არსებული პრაქტიკის გაზიარების მიზნით, საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა თავდაცვის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სპეციალურ მრჩეველთან. მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისთვის შემუშავდა 2022 წლის სამოქმედო გეგმა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ ,,საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ’’, 2021 წლის 14 ივნისს, შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს, ქ. ქუთაისში ჩატარდა შეხვედრა 80 ბენეფიციარის მონაწილეობით. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეგულაციების თაობაზე ცნობიერების ასამაღლებლად 2021 წლის 21-22 და 22-25 ივნისს გაიმართა ტრენინგები „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეგულაციების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლების, მათ შორის, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის კოორდინაციის მიზნით საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებისათვის. ტრენინგებს ორგანიზება გაუწია გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), რის შედეგადაც ტრენინგი გაიარა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის 50-მა თანამშრომელმა; შერიგებისა და სამოქალაქო მინისტრის აპარატი თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ორივე მანდატის, როგორც ჩართულობის პოლიტიკის, ასევე სამოქალაქო თანასწორობის მიმართულების ფარგლებში კოორდინაციას უწევს შესაბამისი პოლიტიკის განხორციელებას და მოსახლეობას არ სთავაზობს სერვისებს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის სპეციფიკური ფუნქციებიდან გამომდინარე, შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით აპარატის მიზანია კომპეტენციას მიკუთვნებულ სამოქალაქო თანასწორობისა და ჩართულობის პოლიტიკებისა 6 და შესაბამისი სახელმწიფო სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების განსაზღვრისას, მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს შშმ პირების უფლებებთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინება. შესაბამისად, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ახალი, 2021-2030 წლების, სტრატეგია ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვას, განათლების და სხვადასხვა სერვისების მაქსიმალურად ხელმისაწვდომობას. აპარატის თანამშრომლებთან მიმართებით სამოქმედო თანამშრომელთა ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას. გეგმა ითვალისწინებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შშმ პირთა საგანმანათლებლო მოდულის საჭიროებათა გამოვლენის მიზნით ჩატარდა სამი ფოკუს ჯგუფის შეხვედრა. აღნიშნული შეხვედრების საფუძველზე შსს აკადემიამ წარმოადგინა ფოკუს ჯგუფების მუშაობის შეფასების ანგარიში. გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით აღნიშნულ საკითხზე მუშაობს ორი ექსპერტი, რომლებსაც გაეგზავნათ ფოკუს ჯგუფების კვლევის ანგარიში და აკადემიაში არსებული მოდული. 2021 წლის 22 ნოემბერს გაიმართა შეხვედრა აკადემიის წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სამინისტროსთან არსებული შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს შორის. კურიკულუმის პროექტი შემუშავებულია და მიმდინარეობს საბოლოო კონსულტაციები შინაარსთან დაკავშირებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქმედო გეგმით, ამოცანასთან „მოსამსახურეთა მომზადება-გადამზადების სასწავლო მოდულებისა და პროგრამების შეფასება, ანალიზი და საჭიროებისამებრ განახლება/გაუმჯობესება“ მიმართებით, ინდიკატორად გაწერილია შემდეგი: შშმ პირებთან კომუნიკაციის, ქცევის პროტოკოლის, ეთიკისა და მოპყრობის საკითხებზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სსიპ მომსახურების სააგენტოს მოსამსახურეთათვის შესაბამისი მომზადება-გადამზადების საჭიროების შესწავლის მიზნით. ამ მიმართულებით, გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მხარდაჭერით, აღნიშნულ აქტივობაზე მუშაობა ხორციელდება ორგანიზაცია ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრთან (IRC) თანამშრომლობით. გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა. მ.წ 25 ოქტომბერს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შშმპ სამუშაო ჯგუფი შეხვდა IRC-ის, რომლის დროსაც შეიმუშავეს შემდეგი კვირების სამუშაო გეგმა. შშმ პირები ეწვივნენ ერთიანი მომსახურების ცენტრს სერვისების შეფასების მიზნით. 14 დეკემბერს გაიმართა ცენტრში არსებული ფოკუს ჯგუფის შეხვედრა ექსპერტთან. შეხვედრისას დაგეგმილი ტრენინგები ჩაუტარდათ ცენტრის თანამშრომლებ თემაზე: შშმ პირებთან კომუნიკაციის უნარები. მომზადდა დოკუმენტი - "ერთიანი მომსახურების ცენტრის თანამშრომლების მომსახურების სტანდარტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციის დროს". 7 გარდა ამისა, IRC-ის ექსპერტებთან გაიმართა მომსახურების სააგენტოს თანამშრომელთა შეხვედრები შშმ პირების მომსახურების და ეთიკური კომუნიკაციის ტრენინგ მოდულის შემუშავების მიზნით. 22 დეკემბერს - ჩატარდა ერთ დღიანი ტრენინგი ეთიკურ კომუნიკაციაში. ტრენინგში მონაწილეობდა სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პოზიციაზე დასაქმებული პირები - ჯამში 22 თანამშრომელი. 2022 წლის 3-4 მარტს ჩატარდა სააგენტოს თანამშრომლებისთვის ეთიკურ კომუნიკაციაში ორ დღიანი ToT ტრენინგი; 2022 წლის 17 და 24 მარტს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ჩატარდა მომსახურების სააგენტოს თანამშრომელთა ტრეინინგი ამავე სააგენტოს ტრენერთა ტრეინინგში გადამზადებული მოსამსახურეთა თანატრენენრობით, ეთიკურ კომუნიკაციაში. აღნიშნული აქტივობის ფარგლებში ასევე დატრენინგდა საპატრულო პოლიციის ცენტრის 10 თანამშრომელი; UNDP-ისა და კომპანია GEC-ის მიერ პირველ დეკემბერს დაწყებულ იქნა სააგენტოსა და საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის თანამშრომლების გადამზადება ჟესტურ ენაში. სასწავლო კურსი მოიცავს საბაზისო კურსს, რომლის ხანგრძლივობაა ჯამში 90 საათი, კვირაში 3-ჯერ, თითო ტრენინგის ხანგრძლივობა - 3 საათი. კურსი დასრულდა 2022 წლის თებერვალს. აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობა მიიღო სააგენტოს ადმინისტრაციის, რუსთავის ცენტრალურ და რეგიონალური (მხოლოდ თბილისის სამმართველო) დეპარტამენტების თანამშრომლებმა - ჯამში 10 თანამშრომელმა, ხოლო ცენტრის 5 თანამშრომელმა. იმისთვის, რომ განხორციელდეს შშმ პირთა სწავლება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში, (შშმ) მე-200, 203-ე და 198-ე სკოლებში ჩატარდა სიმულაციური ვარჯიშები, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული - საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესებისა და ევაკუაციის განხორცილების შესახებ. უწყებრივ საგანგებო მართვის გეგმებში შშმ პირთა საჭიროებებზე ორიენტირებული ღონისძიებების გათვალისწინების კუთხით, სამოქმედო გეგმით ინდიკატორად განისაზღვრა საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის შესწავლა საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმებში შშმ პირთა საჭიროებებზე ორიენტირებული ღონისძიებების შემუშავების ზედამხედველობის და მათი განხორციელების მხარდაჭერის მიზნით. საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმებში შშმ პირთა საჭიროებებზე ორიენტირებული ღონისძიებების შემუშავების ზედამხედველობის და მათი განხორციელების მხარდაჭერის მიზნით, გაიმართა სამუშაო შეხვედრები UNDP-ის მიერ დაკონტრაქტებულ საერთაშორისო ექსპერტთან. სამუშაო შეხვედრებს ესწრებოდნენ როგორც სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები ასევე, შშმ პირების, მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციებისა და ამ სფეროში მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შემდგარი საკონსულტაციო ჯგუფის წევრებიც. საერთაშორისო ექსპერტის მიერ შემუშავებულ იქნა რეკომენდაციები საგანგებო მართვის გეგმებში შშმ პირთა ინტეგრირების საკითხებზე. 8 2022 წლის თებერვალში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის (UNDP)-ისა და (OHCHR)-ის ორგანიზებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებებისა და კომუნიკაციის სტანდარტის შესახებ ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა. სწავლების მიზანს წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთათვის ცოდნის გაღრმავება და ტრენერთათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და მათთან კომუნიკაციის სტანდარტის შესახებ. პირველ ეტაპზე, პრიორიტეტად განისაზღვრა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა გადამზადება. 2022 წლის თებერვლიდან დაიწყო საპატრულო პოლიციისა და ტერიტორიული საპოლიციო ორგანოების თანამშრომელთა გადამზადება, რომელშიც ტრენერებად მონაწილეობას იღებდნენ ტრენერთა ტრენინგში მონაწილე პირები, მათ შორის სამინისტროსთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის წევრები. კასკადური ტრენინგების პირველი ციკლის ფარგლებში, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ჩატარდა, უკვე გადამზადდა 500-მდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი. კასკადური ტრენინგების განხორციელების შედეგად, 2022 წლის განმავლობაში გადამზადდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2200-მდე თანამშრომელი. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, 2022 წლის 25-28 თებერვალს ჩატარდა ტრენინგები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და მათთან კომუნიკაციის სტანდარტის შესახებ, რომელიც ასევე მოიცავდა გამოძიების ეტაპზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეფექტიანი ჩართულობის შესახებ რეკომენდაციისა და გამოძიების ეტაპზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთა ეფექტიანი ჩართულობის შესახებ რეკომენდაციებს. სწავლებების ფარგლებში გადამზადდა 40-მდე საპატრულო პოლიციისა და ტერიტორიული საპოლიციო ორგანოების მენეჯერ პოზიციაზე მყოფი თანამშრომელი. II ჯანმრთელობის დაცვის მიმართულება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თავდაცვის სამინისტროს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების, რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის მიზნით 2021 წელს განხორციელა შემდეგი აქტივობები: 9 მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილტაციო ცენტრში (დაბა წეროვანი) 2014 წლიდან დაიწყო და 2021 წელსაც ხორციელდებოდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია შშმ სტატუსის მქონე სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის. სარეაბილიტაციო სამსახურში ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსი გაიარეს 40-მა შშმ სტატუსის მქონე პირმა და მათმა ოჯახის წევრებმა. აქვე აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო ცენტრის განახლებისათვის გასულ წელს შესყიდულ იქნა 75 864.68 ლარის ღირებულების ახალი სამედიცინო აპარატურა და დამხმარე საშუალებები; მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრის რეკონსტრუქციის ფარგლებში დაპროექტდა დამატებითი საცხოვრებელი ფართები, სპორტული დარბაზი, ტირი და სამზარეულო/სასადილო, რომლებიც სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის (ადაპტირებულია სველი წერტილები, ავეჯი, ლიფტი და პანდუსები, უსაფრთხოების სისტემები და ა.შ.), ამასთან, თავდაცვის სამინისტროს ყველა სხვა ობიექტის (ადმინისტრაციული შენობა, ყაზარმა, საკონტროლო გამშვები პუნქტი, შტაბი და ა.შ.) სამშენებლო პროექტი ითვალისწინებს შშმ პირებისათვის ადაპტირებული გარემოს შექმნას. თავდაცვის სამინისტროსა და შპს „რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ცენტრს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 28 მოსამსახურეს გაეწია საპროთეზოორთოპედიული მომსახურება, ხელშეკრულების ფარგლებში, შესყიდულ იქნა გადაადგილებისათვის საჭირო დამხმარე საშუალებები; საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“- ს თანამშრომლობის შედეგად, 8 ანოფთალ სამხედრო მოსამსახურეს ჩაუტარდა თვალის რეპროთეზირება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ააიპ „დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდის“ ერთობლივი თანამშრომლობით, 5 შშმ სტატუსის მქონე პირს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ (აშშ, გერმანია, თურქეთი). ამავე ფონდთან თანამშრომლობით, შშმ სტატუსის მქონე მოსამსახურეებს თავდაცვის სამინისტრომ დახმარება აღმოუჩინა ისეთი საკითხების გადაჭრაში, როგორიცაა: სახლის ადაპტირება (მკვეთრად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე, ISAF სამშვიდობო მისიაში დაჭრილი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე მოეწყო პანდუსი), ეტლის შეძენა-შეკეთება, მათი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება (მკურნალობა, ოპერაცია, მედიკამენტები); საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შშმ სტატუსის მქონე მოსამსახურეებს ეძლევათ ყოველთვიური სახელფასო დანამატი. 2021 წელს მკვეთრი, მნიშვნელოვანი და ზომიერი შეზღუდვის მქონე 55 მოსამსახურეს მიეცა დანამატი 348 000 ლარის ოდენობით შშმ სტატუსის მქონე მოსამსახურეების მხარდაჭერის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის, საზოგადოებაში რეინტეგრაციის, საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვის მიზნით, სამინისტრო თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, 10 როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. 2021 წელს გაფორმდა შემდეგი მემორანდუმები: პროთეზირების მწარმოებელ გერმანულ კომპანია “Otto bock” და შპს „რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ცენტრთან“ - მაღალი ხარისხის საპროთეზოორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის, სათანადო კოსნულტაციების გაწევის, ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებისა და საქართველოში საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის დამზადების შესახებ; შპს „მედიცენტრთან“ - ჯანდაცვის სფეროში ორმხრივად შეთანხმებული პროექტების განხორციელების, ასევე, ბენეფიციარებისათვის თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მიღების შესახებ; სს „Hualing International Special Economic Zone“-თან - დაჭრილი/დაშავებული, მათ შორის შშმ სტატუსის მქონე მოსამსახურეებისათვის სპორტული დარბაზითა და საცურაო აუზით უფასოდ სარგებლობის შესახებ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შრომის, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები უზრუნველყოფილნი არიან ჯანმრთელობის დაცვის სერვისებით: შშმ პირთა მისაწვდომობა საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაზე და სხვა სახელმწიფო ვერტიკალურ პროგრამეზე: „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“ ითვალისწინებს შშმ პირთა სამკურნალო და სადიაგნოსტიკო სერვისებს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სარგებლობენ განსხვავებული პაკეტით (ე.წ. „ასაკობრივი პაკეტი“), სტაციონარული რაც სამედიცინო ითვალისწინებს როგორც მომსახურების ხარჯების ამბულატორიული, ანაზღაურებას, ასევე, შესაბამისი ლიმიტებისა და თანაგადახდების გათვალისწინებით. 1. პროგრამა ითვალისწინებს ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას: ა) ამბულატორიული მომსახურება (გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ პირველადად ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმთან მიმართვის საფუძველზე), (სოფლის ექიმის/ექთნის მომსახურება განხორციელდება ჯანდაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში): 11 ა.ა) ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმის და ექთნის მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება, მათ შორის, პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციით უზრუნველყოფა (მხოლოდ აცრა-ვიზიტი), ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რისკ-ფაქტორების შეფასება, პრევენციული ღონისძიებები, დაავადებათა დიაგნოსტიკა და მართვა, პალიატიური მზრუნველობა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მომსახურება ბინაზე (კომპეტენციის ფარგლებში); ა.ბ) ქვემოთ ჩამოთვლილი ექიმ-სპეციალისტების მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმის დანიშნულებით: ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი, ქირურგი; ა.გ) ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე ნებისმიერი სახის ინსტრუმენტული გამოკვლევები: ელექტროკარდიოგრაფია, საჭმლის მომნელებელი სისტემის, შარდსასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია (სისტემების მიხედვით, ტრანსაბდომინურად), გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია და ძვლების რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია. კომპიუტერული ტომოგრაფია ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 20%ის თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან, თანაგადახდას არ ექვემდებარება საპენსიო ასაკის მკვეთრად გამოხატული შშმ ვეტერანისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება; ა.დ) ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, გლუკოზა პერიფერიულ სისხლში, კრეატინინი, ჰემოგლობინი, ქოლესტერინი სისხლში, შრატში ლიპიდების განსაზღვრა, განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე, პროთრომბინის დრო (INR), ღვიძლის ფუნქციური სინჯები: ALT, AST, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი TSH; ა.ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმპ) სოციალური ექსპერტიზისათვის, კერძოდ, შშმპ-ის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევები, გარდა მაგნიტურ-ბირთვულ-რეზონანსული გამოკვლევებისა; ა.ვ) ამბულატორიულ დონეზე ყველა სახის სამედიცინო ცნობების, დასკვნებისა და რეცეპტების გაცემა (მათ შორის, ინკურაბელური პაციენტებისათვის ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების რეცეპტების გაცემა) (გარდა სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული ფორმა №IV-100/ა, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შენახვის/ტარების უფლების მისაღებად წარსადგენი ცნობებისა); ა.ზ) გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება (მათ შორის, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული სპეციფიკური შრატებითა და ვაქცინებით მომსახურების უზრუნველყოფა); ბ) სტაციონარული მომსახურება: 12 ბ.ა) გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება: ბ.ა.ა) №1.2 დანართში მითითებული კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია და გადაუდებელი მდგომარეობები; ბ.ა.ბ) სხვა გადაუდებელი მდგომარეობები, მათ შორის, ინფექციურ დაავადებებთან და ინკურაბელური პაციენტების პალიატიურ მზრუნველობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია, გართულებულ ორსულობასთან, მშობიარობასა და ლოგინობის ხანასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია. ბ.ა.გ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 20%-ის თანაგადახდას, თანაგადახდას არ ითვალისწინებს კრიტიკული მდგომარეობები, ნეონატალური ასაკი და ამ ასაკში დაწყებული შემთხვევები, ასევე, ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიურ მზრუნველობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია შშმ ბავშვებისათვის, ასევე თანაგადახდას არ ექვემდებარება საპენსიო ასაკის მკვეთრად გამოხატული შშმ ვეტერანისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება; ბ.ბ) გეგმური ქირურგიული ოპერაციები (მათ შორის, დღის სტაციონარი), ასევე გეგმურ ქირურგიულ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული წინასაოპერაციო, ოპერაციის მსვლელობისას განხორციელებული და პოსტოპერაციული პერიოდის ყველა ტიპის ლაბორატორიული, ინსტრუმენტული გამოკვლევები − წლიური ლიმიტი 15 000 ლარი ითვალისწინებს 20%-იან თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან, თანაგადახდას არ ითვალისწინებს ნეონატალური ასაკი და ამ ასაკში დაწყებული შემთხვევები, ასევე კარდიოქირურგიული და ონკოლოგიური ოპერაციები და მათთან დაკავშირებული გამოკვლევები შშმ ბავშვებისათვის, ასევე თანაგადახდას არ ექვემდებარება საპენსიო ასაკის მკვეთრად გამოხატული შშმ ვეტერანისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება; ბ.გ) ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა და დიაგნოსტიკა (მათ შორის, დღის სტაციონარი), კერძოდ, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია ასევე, მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებით (მონოკლონური ანტისხეულები, პროტეინკინაზას ინჰიბიტორები, ბისფოსფონატები) მკურნალობა და ზემოაღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები - წლიური ლიმიტი – 23 000 ლარი; ბ.დ) მშობიარობა: ლიმიტი − 500 ლარი, საკეისრო კვეთა: ლიმიტი – 800 ლარი; 2. პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები: ქვემოთ ჩამოთვლილი ა) შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში ჯანდაცვითი პროგრამებით დაფარული ხარჯები და მომსახურებები; სხვა სამედიცინო სახელმწიფო ბ) თერაპიული პროფილის გეგმური ჰოსპიტალური მომსახურება; 13 გ) სამედიცინო თვითმკურნალობა; ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, დ) საზღვარგარეთ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები; ე) სანატორიულ-კურორტული მკურნალობა; ვ) ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობა; ზ) სექსუალური დარღვევების, უშვილობის მკურნალობის ხარჯები; თ) აივ-ინფექციის/შიდსის, ქრონიკული ჰეპატიტის სპეციფიკურ ანტივირუსულ მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები; ი) თუ სამედიცინო მომსახურების საჭიროება დადგა ტერორისტულ ან კრიმინალურ აქტებში მონაწილეობის, ან არალეგალურად მოხმარებული ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად, გარდა გადაუდებელი სტაციონარული ან ამბულატორიული მომსახურების შემთხვევებისა; კ) ორგანოთა ტრანსპლანტაციის, აგრეთვე, ეგზოპროთეზირების ხარჯები. ლ) ბარიატრიული (სიმსუქნის გამო) ოპერაციები კუჭზე (ოპერაციები ჭარბი წონის დროს). „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებულია გულსისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების, ფილტვის ქრონიკული დაავადებების, დიაბეტის (ტიპი 2) და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა, ასევე პარკინსონისა და ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტებით პაციენტთა უზრუნველყოფა. ამასთან, შესაბამისი ჯგუფისთვის განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში, სოციალურად დაუცველებისთვის (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს), საპენსიო ასაკის მოსახლეობისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვისთვის, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირისთვის, ვეტერანისთვის და აგრეთვე გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიისა წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ხარჯები ანაზღაურდება სრულად, თანაგადახდის გარეშე, ხოლო პარკინსონითა და ეპილეფსიით დაავადებული პირებისათვის გათვალისწინებულია თანაგადახდა 25%-ს ოდენობით. 2021 წელს „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა საქართველოს მოსახლეობის დაცვა ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციისაგან (COVID-19) როგორც პრევენციული ღონისძიებების, ასევე დაავადების გამოვლენის შემთხვევაში მასზე რეაგირებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების გზით (აღნიშნული 14 ითვალისწინებს როგორც შესაძლო ან სავარაუდო შემთხვევის მართვას კარანტინში (იზოლაციას გამოყოფილ სივრცეში), ასევე, სამედიცინო მეთვალყურეობას (დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე), ტესტირებას და სხვა). პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება არ ითვალისწინებს თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან და სრულად ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის, შშმ პირებისთვის. ამასთან, შშმ პირები, ისევე როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეები ჩართულნი არიან ჯანმრთელობის დაცვის სხვა სახელმწიფო პროგრამებში, კერძოდ: ინფექციური დაავადებების მართვა; ტუბერკულოზის მართვა; ფსიქიკური ჯანმრთელობა; დიაბეტის მართვა; დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია; ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა; სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება; სოფლის ექიმი და სხვა რაც შეეხება იმ მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, რომლებიც არ იფარება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აღნიშნული განიხილება ,,რეფერალური მომსახურების” ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი კომისიის მიერ. სკრინინგ-სერვისები შშმ პირებისთვის პრევენციული და სკრინინგ სერვისები ხელმისაწვდომია ქვეყნის მთელი მოსახლეობისთვის და მათ შორის შშმ ქალებისთვის, კერძოდ, „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს: ა) კიბოს სკრინინგს, მათ შორის: ა.ა) ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-დან 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში, რომელიც მოიცავს: ა.ა.ა) ძუძუს ფიზიკალურ გასინჯვას და მამოგრაფიულ გამოკვლევას, 2 პროექციაში (2 რადიოლოგის მიერ ერთმანეთის დამოუკიდებლად წაკითხვით); ა.ა.ბ) პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ძუძუს ულტრაბგერითი გამოკვლევა და საჭიროების შემთხვევაში ექოსკოპიის კონტროლით ძუძუს ბიოფსიას; ა.ა.გ) აღებული ბიოფსიური მასალის ციტოლოგიურ კვლევას. ა.ბ) საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში, რომელიც მოიცავს: ა.ბ.ა) ოჯახის ექიმის და/ან გინეკოლოგის მიერ გასინჯვას/დათვალიერებას და პაპნაცხის აღებას; ა.ბ.ბ) პაპ-ტესტის (PAP–ტესტი) ჩატარებას ბეტესტას მეთოდზე დაყრდნობით; 15 ა.ბ.გ) პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლპოსკოპიას და საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიური მასალის აღებას; ა.ბ.დ) აღებული ბიოფსიური მასალის ჰისტოლოგიურ კვლევას. ა.გ) კოლორექტული კიბოს სკრინინგი 50-70 წლის ასაკის ჩათვლით ორივე სქესისათვის, რომელიც მოიცავს: ა.გ.ა) ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტის (FOBT) ჩატარებას; ა.გ.ბ) პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლონოსკოპიას (გაუტკივარებით ან გაუტკივარების გარეშე) და საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიური მასალის აღებას (მათ შორის, მცირე ზომის პოლიპების ამოკვეთა); ა.გ.გ) აღებული ბიოფსიური მასალის ჰისტოლოგიურ კვლევას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მუნიციპალიტეტების სამოქმედო გეგმები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ ითვალისწინებს რიგ ვალდებულებებს ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით. სოციალური დახმარების, მედიკამენტებით უზრუნველყოფისა და სამედიცინო დახმარების მიმართულებით, რიგმა მუნიციპალიტეტმა განახორციელა საქმიანობა და მუნიციპალიტეტები განაგრძობენ მუშაობას ამ მიმართულებით. III. დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა და მისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შრომის, სამედიცინო დაწესებულებათა ფიზიკური ხელმისაწვდომობა შშმ პირთათვის ქვეყნის მასშტაბით შშმ პირებისათვის უზრუნველყოფილია ჯანმრთელობის დაცვის არსებულ სერვისებზე ფიზიკური ხელმისაწვდომობა. ამისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის გათვალისწინებულია განსაკუთრებული მიდგომები, მათი უსაფრთხო გადაადგილების კუთხით, რაც ასახულია შესაბამის მარეგულირებელ დოკუმენტებში. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 დეკემბრის №732 დადგენილებით დამტკიცებულია ტექნიკური რეგლამენტი – „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“. 16 სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობები მოიცავს პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილებისა და შენობაში ადაპტაციის კუთხით, ასევე, ხსენებულ პირთა უსაფრთხო გადაადგილების პირობები გათვალისწინებულია ამბულატორიული სერვისის წარმოებისას („სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებასა და „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებები, ასევე „სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციის განსაზღვრისა და პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №01-25/ნ ბრძანება). შშმ ქალებისთვის რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების ფიზიკური ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით განხორციელდა შემდეგი საკანონმდებლო ცვლილება: „ანტენატალური და პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში შევიდა ცვლილება (2021 წლის 14 მაისის №01-46/ნ ბრძანება), რომელშიც გათვალისწინებულია პირობები შშმ პირთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის; იზოლირებული ტუალეტი ადაპტირებული შშმ პირებისთვის. შშმ ქალებისთვის ჯანდაცვის მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (სოპის) მომზადება და დამტკიცება („საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმა 2021 წლისთვის“ ფარგლებში): სამინისტროსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის ოჯახის დაგეგმვის სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (სოპი),“ რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 26 იანვრის № 01-31/ო ბრძანებით. ასევე 2021 წელს შემუშავდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის ანტენატალური მეთვალყურეობის სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (სოპი)“, რომელიც დამტკიცდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 14 თებერვლის № 01-80/ო ბრძანებით. 17 ამ ეტაპზე მიმდინარეობს გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობაზე დარგთაშორისი რეაგირებისას ჯანდაცვის მომსახურების გაწევის სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (სოპის) გადახედვა და განახლება სპეციალური საჭიროებების გათვალისწინებით. საქართველოს სამინისტრო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შემუშავებულ განაშენიანების დეტალური გეგმების ყველა კონცეფციის დავალებაში მითითებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ საზოგადოებრივი სივრცეების თანაბრად გამოყენების საკითხების ასახვა. სამინისტროს ვებ-გვერდი ადაპტირებულია უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის; სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში ან/და მართვაში არსებული სუბიექტების ბალანსზე არსებული შენობები დაიდენტიფიცირებულია ადაპტირებული და დასაადაპტირებელი სტატუსის მითითებით; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შემუშავდა მუნიციპალიტეტების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმის ნიმუში. გეგმის ნიმუში გაზიარებულ იქნა მუნიციპალიტეტებისთვის; სივრცითი დაგეგმარების და განაშენიანების მართვის საკითხებში შემუშავდა ილუსტრირებული გზამკვლევი, რომელიც, მათ შორის, ითვალისწინებს „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ დაცვის ვალდებულებას შესაბამისი დოკუმენტების (გდგ, არქიტექტურული პროექტები) მომზადებისას. გზამკვლევი გაზიარებული იქნა მუნიციპალიტეტებისთვის. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობა მიმდინარეობს "საქართველოს ტურიზმის სტრატეგიის 2025" განახლებაზე, სადაც გათვალისწინებული იქნება ტურისტული პროდუქტისა და მომსახურების განვითარების პროცესში შშმ პირთა საჭიროებები. დამატებით, ასევე, შშმ პირთა ინფორმაციაზე წვდომის გაუმჯობესების მიზნით, 2022 წელს დაგეგმილია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდის - https://georgia.travel/ განახლება (ადაპტირება მოხდება მხედველობადაქვეითებულებისთვის). 18 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სარკინიგზო და საჰაერო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით, საანგარიშო პერიოდში, სსიპ ,,სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ'' საქართველოს აეროპორტებში ჩაატარა შშმ პირთა უფლებების დაცვის მონიტორინგი. კერძოდ, 2021 წელს განხორციელდა 6 აეროპორტის ინსპექტირება, ანუ სრულად შემოწმდა საქართველოში არსებული ყველა აეროპორტი. აღნიშული აეროპორტები აკმაყოფილებენ არსებულ სტანდარტებს. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ სს "საქართველოს რკინიგზამ“ შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, 2021 წელს განახორციელა კოპიტნარის სადგურის რეაბილიტაცია. კერძოდ, დამონტაჟებულია შშმ პირთა საჭიროებაზე ადაპტირებული ლიფტი, ადაპტირებულია ბაქნები, შესასვლელ/გასასვლელში მოწყობილია პანდუსები, ასევე, ადაპტირებულია სველი წერტილები. ასევე, სამგზავრო დოკუმენტების ელექტრონულად შესყიდვის პლატფორმაზე შშმ პირების მიერ ბილეთების შეძენის შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით, ვებ-გვერდის განახლებისა და შშმ პირთა საჭიროებებზე ადაპტირების მიზნით, საანგარიშო პერიოდში დაიწყო და 2022 წლის თებერვალში ხელშეკრულება გაფორმდა კონტრაქტორთან, რომლის მიხედვითაც 14 კალენდარული თვის ვადაში უნდა მოხდეს სამგზავრო გადაყვანების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და დანერგვა და შემდგომი 3 თვის განმავლობაში სატესტო რეჟიმში გაშვება. აღნიშნული ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოხდება ყველა გაყიდვის არხით (ვებ. გვერდი, მობილური აპლიკაცია და ა.შ.) ბილეთების რეალიზაცია. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სხავადასხვა რეგიონში განთავსებული 10 შენობიდან 2 ერთეული შენობა ადაპტირებულია შშმ პირებზე. სააგენტო გამოთქვამს მზაობას მონაწილეობა მიიღოს ვებგვერდის ადაპტაციის ღონისძიებებში; სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საცდელი მეურნეობის ადმინისტრაციული შენობა აღჭურვილია შშმ პირებისათვის ადაპტირებული ლიფტით; სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის შენობა ადაპტირებულია პანდუსით, ლიფტით და საპირფარეშოთი. ეზოში შშმ პირებზე გამოიყო საპარკინგე ადგილი. მიმდინარეობს ცენტრის ვებგვერდის განახლება, რომელიც უახლოეს პერიოდში სატესტო რეჟიმში დაიწყებს ფუნქციონირებას და ადაპტირებული იქნება მცირემხედველ და უსინათლო პირებზე; სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ ქვეყნის მასშტაბით ადაპტირებულ იქნა 10 ვიზიტორთა ცენტრი. ვებგვერდის ადაპტაციის კუთხით, მიმდინარეობს შესაბამისი ფინანსური რესურსის მოძიება. გარდა ამისა, სააგენტო მუშაობს სამოგზაურო აპლიკაციაზე, რომელიც 2022 წელს ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე. 19 სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2022 წლისთვის დაგეგმილი აქვს ეზოში საპარკინგე ადგილის მოწყობა. სააგენტოში მიმდინარეობს ვებგვერდის რევიზია, რომლის დასრულების შემდგომ შემუშავდება ადაპტირების გეგმა და განისაზღვრება შესაბამისი ღონისძიებები. სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია - შენობა-ნაგებობების გარკვეული ნაწილი ადაპტირებულია შშმ პირებზე. მიმდინარეობს ავტოსადგომის ადაპტირების პროცესი. ლაბორატორიას IT მომსახურებას უწევს სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ვებგვერდის ადაპტირება; სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო - ადმინისტრაციული შენობა თითქმის სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებზე. 2022 წლისათვის დაიგეგმა სველი წერტილის ადაპტირებაც. მიმდინარეობს მუშაობა ვებგვერდის ადაპტირების მიმართულებით; სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო - გამოთქვამს მზადყოფნას 2022 წლის განმავლობაში აქტიურად ითანამშრომლოს დონორ ორგანიზაციებთან ვებგვერდის ადაპტირებისათვის აუცილებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით (სხვა აქტივობები შენობის იჯარის ფორმით ფლობის გამო არ განხორციელებულა); სსიპ ველური ბუნების სააგენტო - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. ფონიჭალაში აშენდა სააგენტოს ახალი ოფისი, რომელიც ადაპტირებულია შშმ პირებზე. ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში და მოხდება მისი ადაპტირება შშმ პირებზე; სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო - ახლადგარემონტებულ შენობებში მოეწყო რამდენიმე ადაპტირებული სველი წერტილი; სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო - სააგენტოს ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში და შესაბამისად მოხდება მისი ადაპტირება შშმ პირებზე (სხვა აქტივობები შენობის იჯარის ფორმით ფლობის გამო არ განხორციელებულა); სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი - მიმდინარეობს დეპარტამენტის ვებგვერდის ადაპტირების პროცესი; ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტო - 2022 წლისათვის დაგეგმილია ვებგვერდის ადაპტირება შშმ პირებზე (სხვა აქტივობები შენობის იჯარის ფორმით ფლობის გამო არ განხორციელებულა); შპს საქართველოს მელიორაცია - მოწყობილია 2 პანდუსი, 2 ლიფტი და სველი წერტილები. 2022 წლიდან სამინისტროს ინფორმაციული ტექნიკურ დეპარტამენტთან შეთანხმებით იგეგმება შესაბამისი ფუნქციონალის დანერგვა; სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შშმ პირთა ადაპტაციის მოდულის შემუშავება და სატესტო რეჟიმში დანერგვა დაიწყო 2021 წელს, რომლის დამთავრებაც დაგეგმილია 2022 წელს. აღსანიშნავია ასევე, რომ სამინისტროს უწყებები გამოთქვამენ მზაობას უსინათლო და მცირემხედველი პირების საჭიროებებზე მორგებული სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად 20 თანამშრომელთა გადამზადების თაობაზე. მიმდინარეობს მოლაპარაკება სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და FAO-ს შორის დაფინანსების შესახებ. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის, შესაბამის ინფრასტრუქტურასა თუ სერვისებზე წვდომის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2021 წლის განმავლობაში განახორციელა შემდეგი ღონისძიებები: სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების მიერ საკანონმდებლო სისტემის რევიზია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაერო-ს კონვენციასთან მისი შესაბამისობის დადგენა. 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის ელექტრონულ პროგრამაში ატვირთული ან/და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სხვა გზით შემოსული საკანონმდებლო აქტების პროექტების, აგრეთვე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ ექსპერტიზას დაქვემდებარებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების განხილვისას ყურადღება მახვილდება ამ აქტების შინაარსზე, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობის თვალსაზრისით. გარდა ამისა, უწყების მიერ მომზადდა რეკომენდაციები, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ჭრილში, სამინისტროების 2022-2032 წლების ეროვნული სტრატეგიების, მათ შესაბამის 20222023 წლების სექტორულ სამოქმედო გეგმებსა (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო) და, ასევე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მომზადებულ საჯარო კონსულტაციების ინსტრუქციის პროექტზე. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე შესაძლებელი გახდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დატანა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აღნიშნული სტატუსი უვადოდ აქვთ დადგენილი; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“ დანერგილია მომსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, კერძოდ, ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისათვის. შშმ პირებს აქვთ შესაძლებლობა, ვიდეოკომუნიკაციის გზით დაუკავშირდნენ სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახურს, წარადგინონ განცხადებები ელექტრონული ფორმით და მიიღონ 50-ზე მეტი მომსახურება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ ორგანიზებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სერვისების მიმწოდებელი უწყებების თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემებზე: „უნივერსალური დიზაინის პრინციპი“; „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის 21 მისაწვდომი კომუნიკაციის არსი და მისი ძირითადი პრინციპები“; „სპეციალური მოსარჩელე“; „სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან ურთიერთობისა და ქცევის ეტიკეტი“ და ა.შ. ჯამში, ტრენინგი გაიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა უწყების 80-მდე თანამშრომელმა; ჟესტური ენის სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მომსახურების გაწევისთვის საჭირო საბაზისო ცოდნა მიიღო და ჟესტურ ენაზე მომსახურების გაწევა შეუძლია იუსტიციის სახლის 74 თანამშრომელს საქართველოს მასშტაბით; მიმდინარეობს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი უწყებების ოფიციალური ვებგვერდების მისაწვდომობის უზრუნველყოფის პროცესი, რომლის ფარგლებში, 2021 წელს ჩატარდა რიგი დაწესებულებების ვებგვერდების საჭიროებათა კვლევა, აღწერა და დოკუმენტირება; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სხვებთან თანაბარ პირობებში დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ცხოვრების ყველა სფეროში მათი სრულყოფილი მონაწილეობისათვის სამინისტროს სერვისების მიმწოდებელი უწყებების მიერ განხორციელდა ფიზიკური გარემოს ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის ღონისძიებები. . გარდა ამისა, 2021 წელს გახსნილი იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები სრულად პასუხობს მისაწვდომობის მოთხოვნებს. ევროპის საბჭოს პროექტის „ადამიანის უფლებებისა და ჯანდაცვის ხელშეწყობის გაძლიერება პენიტენციურ სისტემაში (საქართველო)“ ექსპერტის მიერ 2021 წელს განხორციელდა პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ შშმ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საჭიროებების კვლევა, რომლის საფუძველზეც იმავე პროექტის ფარგლებში შემუშავდება შშმ ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა საჭიროებების შეფასების ინსტრუმენტი. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე შემდგომი ადაპტირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, მის დაქვემდებარებაში შემავალ საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ განხორციელდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფრასტრუქტურის, სერვისებისა (მათ შორის, ელექტრონული სერვისების) და გარე მოხმარების ვებ-გვერდების ინვენტარიზაცია. სამინისტროს საქმიანობის პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და გარანტიების იმპლემენტაციის მიზნით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების განსასაზღვრად - მათთვის საინტერესო და საჭირო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალის შექმნის ან/და ადაპტირებისთვის, 2021 წლის პირველ ოქტომბერს გაიმართა ონლაინ შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა/მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან. 22 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმიანობის განხორციელების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინების მიზნით სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ მომზადდა და საჯაროდ განთავსდა ადაპტირებული ვიდეორგოლები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დადგენილი საგადასახადო შეღავათების თაობაზე და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი საზღვრის კვეთის პროცედურების და საზღვრის კვეთისას პირის უფლება-მოვალეობების თაობაზე, რომლებიც განთავსებულია შესაბამის ბმულებზე (https://www.youtube.com/watch?v=6WZ5vY4KHV4&t=75s;https://www.youtube.com/watch?v=uq OZ8E3C8zA&t=86s; https://rs.ge/VideoInstructions) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სამართალწარმოების ეფექტიანი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2021 წლის 29 ივნისის N48 ბრძანებით დამტკიცდა რეკომენდაცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოწმესთან, დაზარალებულსა და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტების შესახებ“ და „შშმ პირის მონაწილეობით ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების დაგეგმვის“ კითხვარი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საგარეო საქმეთა სამინისტროს გეგმით გათვალისწინებული შშმ პირთათვის მისაწვდომი გარემოს (შენობა-ნაგებობების ადაპტირება) შექმნა ამ დროისათვის სრულად ვერ იქნა განხორციელებული, სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის სიძველიდან გამომდინარე. შესაბამისად, დღესდღეობით შენობათა კომპლექსის ადაპტირება შესაძლებელია მხოლოდ ნაწილობრივ. კერძოდ, ძირითადი ადმინისტრაციული კორპუსის ცენტრალური შემოსასვლელის მხრიდან (ჩიტაძის 4) მოწყობილია პანდუსი, ხოლო შშმ პირთა სართულზე ასვლა შესაძლებელია ლიფტით. ამ ეტაპზე სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში მოსაწყობია შესაბამისად აღჭურვილი ადაპტირებული სანიტარული კვანძი. აღნიშნულთან დაკავშირებით, განხორციელდა სამინისტროს ძირითად ადმინისტრაციულ შენობის საჭიროებების შეფასება და დაიგეგმა საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. თუმცა, ეს უკანასკნელი ვერ განხორციელდა სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს’’ შესაბამის სპეციალისტთა მიერ ადმინისტრაციული შენობებისათვის სხვადასხვა კატეგორიის დაზიანების ხარისხის მინიჭების გამო (დეფორმაციათა მიღებული კვალიფიკაციის მიხედვით დაზიანებები II და III ხარისხისაა). ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ექსპერტთა მიერ მდგომარეობის ადგილზე შესწავლა და შესაბამისი დასკვნის ზემოაღნიშნული ღონისძიებების დაგეგმვა. გათვალისწინებით, განხორციელდება 23 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ფიზიკური გარემოს ან/და ინფრასტრუქტურის მისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - "შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების ცენტრისა და მომსახურების სააგენტოს ორგანიზაციული შესაძლებლობის გაძლიერების მხარდაჭერა გაუმჯობესებული საჯარო მომსახურების მიწოდების მიზნით მეორე ფაზის ფარგლებში - 2021 წლის 18 ნოემბერს ინოვაციების და რეფორმების ცენტრის (IRC) მოწვეულ ექსპერტებთან, შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის თანამშრომელთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ჩართულობით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის ერთიან მომსახურების ცენტრში ჩატარდა “user Journey”, რომლის ფარგლებშიც მცირემხედველებისა და უსინათლოების მიერ გამოვლენილი იქნა ინფრასტრუქტურულ და ცენტრის სერვისების ნაწილში არსებული გამოწვევები და განსახორციელებელი ცვლილებები. საბოლოო ანგარიში იქნა წარმოდგენილი რის შედეგად დაიგეგმა მომავალი წლის აქტივობები. ანგარიში მოცემული რეკომენდაციების 50% მეტი შესრულებულია როგორც ინფრასტრუქტურულ ისე ცენტრის სერვისების ნაწილში. IRC-ის ექსპერტთა ჯგუფსა და საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის წარმომადგენლებს შორის გაიმართა არაერთი შეხვედრა. 2021 წლის 23 ოქტომბერს - IRC-ის ექსპერტთა გუნდი ეწვია სააგენტოს რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტს. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ექსპერტები გაეცვნენ სააგენტოს მიერ გასაწევ სერვისებს და სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის ინფრასტრუქტურას. პირველი ნოემბრის კვირაში - IRC-ის ექსპერტი ეწვია სააგენტოს რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტს ინფრასტრუქტურის დათვალიერების მიზნით; 2021 წლის 10 და 11 ნოემბერს - შედგა შეხვედრა IRC-ის ექსპერტებთან. აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა 12 ნოემბრის შშმ პირების ვიზიტი სააგენტოს რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტში. ექსპერტებმა გააცნეს სააგენტოს თანამშრომლებს შშმ პირებთან კომუნიკაციის დამყარების მეთოდოლოგია და კვლევის განხორციელების მიზნით შემუშავებული კითხვარები. 2021 წლის 12 ნოემბერს - სააგენტოს რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტს ეწვივნენ შსს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული საკონსულტაციო ჯგუფის წევრები (შშმ პირები) და მოწვეული სტუმარი -ეტლით მოსარგებლე. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მოწვეული შშმ პირები გაეცნენ სააგენტოს სერვისებს და ინფრასტრუქტურას. 24 2021 წლის 13-14 ნოემბერს - სააგენტოს თანამშრომლების მიერ შეჯამდა 12 ნოემბრის ფარგლებში განხორციელებული შშმ პირების ვიზიტის შედეგად გამოვლენილი რეკომენდაციები და შევსებული კითხვარები გადაგზავნილ იქნა ექსპერტებთან. 2021 წლის 17 ნოემბერს - ჩატარდა ექსპერტების, სააგენტოში მოწვეული შშმ პირების, სააგენტოს და შსს წარმომადგენელების შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც დეტალურად განხილულ იქნა სააგენტოს რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტში 12 ნოემბერს გამართული ვიზიტი. 2021 წლის 25 ნოემბერს - შედგა შეხვედრა სააგენტოს დირექტორის მოადგილესა და IRC-ის ექსპერტებს შორის, სადაც განხილულ იქნა შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიწოდების მიზნით ექსპერტების მიერ შესამუშავებელი რეკომენდაციების სამუშაო პროცესი. 2021 წლის 17 დეკემბერს - IRC-ის ექსპერტი და არქიტექტორი ეწვია სააგენტოს რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტს, სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის შესწავლის მიზნით. 2022 წლის 4 მარტს ჩატარდა შეხვედრა სააგენტოს წარმომადგენლებთან (ხელმძღვანელ პირებთან), სადაც განხილულ იქნა შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიწოდების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების სამუშაო დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტის შედეგად მომსახურების სააგენტომ განსაზღვრა შემდეგი წლის სამოქმედო გეგმა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, ფიზიკური გარემოს ან/და ინფრასტრუქტურის მისაწვდომობის უზრუნველყოფის მიმართულებით, ინდიკატორად გაწერილია შემდეგი: დაწყებულია სამინისტროს არსებული ინფრასტრუქტურის შესწავლა/აუდიტი და ეტაპობრივად გამოვლენილია საჭიროებები შენობა-ნაგებობების ადაპტირების ან უნივერსალური დიზაინით უზრუნველყოფისათვის. ამ კუთხით, კასპში მშენებარე ახალ სახანძრო-სამაშველო შენობაში, ხულოში მშენებარე ახალ სახანძროსამაშველო შენობაში გათვალისწინებულია შშმ პირებისათვის განკუთვნილი შესაბამისი ინფრასტრუქტურა. არსებული ინფრასტრუქტურის შესწავლა/აუდიტი და ეტაპობრივად გამოვლენა შენობა-ნაგებობების ადაპტირებისათვის ან უნივერსალური დიზაინით უზრუნველყოფისათვის პირველ ეტაპზე დაგეგმილია ქ. თბილისში არსებული შენობების ნაწილისათვის. სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ადმინისტირერების მთავარი სამმართველოს ოპერატიული მართვის სამმართველოს ცენტრი 1-ის ახალ შენობაში გათვალისწინებული იქნა აუდიტის მითითებები და ადაპტირდა შენობა შშმ პირებზე. 25 „UNDP-ის მხარდაჭერით განხორციელდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ერთი ერთეული ადმინისტრაციული შენობის შესწავლა. ექსპერტის მიერ შესწავლილ შენობაზე წარმოდგენილ იქნა რეკომენდაციები.“ მონიტორინგის შედეგად „საქართველოს მასშტაბით შსს ბალანსზე არსებული შენობანაგებობები დაიყო ოთხ კატეგორიად:  შენობები, რომლებიც ადაპტირებულია შშმ პირებზე სულ 11 შენობა.  შენობები, რომელთა ადაპტირება სარეკონსტრუქციო-სარემონტო შედეგად შესაძლებელია სრულად - 40 შენობა. სამუშაოების  შენობები, რომელთა ადაპტირება სარეკონსტრუქციო-სარემონტო შედეგად შესაძლებელია მხოლოდ ნაწილობრივ 129 შენობა. სამუშაოების  შენობები, რომელთა ადაპტირება შეუძლებელია 11 შენობა. სამოქმედო გეგმის ამოცანის შედეგის ინდიკატორი ითვალისწინებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის ინფრასტრუქტურის მისაწვდომობის კუთხით არსებული ხარვეზების გამოვლენას და პანდუსების და სხვა ნაგებობების მოდიფიკაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად. ამ კუთხით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - "შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების ცენტრისა და მომსახურების სააგენტოს ორგანიზაციული შესაძლებლობის გაძლიერების მხარდაჭერა გაუმჯობესებული საჯარო მომსახურების მიწოდების მიზნით - მეორე ფაზის ფარგლებში - 2021 წლის 18 ნოემბერს ინოვაციების და რეფორმების ცენტრის მოწვეულ ექსპერტებთან, შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ჩართულობით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის ერთიან მომსახურების ცენტრში ჩატარდა “user Journey” , რომლის ფარგლებშიც მცირემხედველებისა და უსინათლოების მიერ გამოვლენილი იქნა ინფრასტრუქტურულ და ცენტრის სერვისების ნაწილში არსებული გამოწვევები და განსახორციელებელი ცვლილებები. “user journey” – ის ფარგლებში მცირემხედველების, უსინათლოებისა და IRC ექსპერტთან ერთად გამოვლინდა და შეჯერდა კონკრეტული საჭიროებები. ექსპერტის მიერ მომზადებული დოკუმენტის შესაბამისად დაგებულია ტაქტილური ბილიკები. პარკინგიდან ცენტრში მისვლამდე არსებული კიბე არის ადაპტირებული. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სამოქმედო გეგმით ამოცანად განსაზღვრა შემდეგი: შშმ პირთა საჭიროებების შესწავლა, სამინისტროს სერვისებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მისაწვდომობის გაზრდის/უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, აქტივობაზე მუშაობა ხორციელდება ორგანიზაცია ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრთან 26 (IRC) თანამშრომლობით. გაიმართა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, მათ შორის IRC-ის ექსპერტთა გუნდი ეწვია სააგენტოს რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტს. აქტივობის შესრულებაში აქტიურად არიან ჩართულები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის წევრები. კერძოდ, 12 ნოემბერს - სააგენტოს რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტს ეწვივნენ შსს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული საკონსულტაციო ჯგუფის წევრები (შშმ პირები). აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, მოწვეული შშმ პირები გაეცნენ სააგენტოს სერვისებს და ინფრასტრუქტურას. 2021 წლის 17 ნოემბერს - ჩატარდა ექსპერტების, სააგენტოში მოწვეული შშმ პირების, სააგენტოს და შსს წარმომადგენელების შეხვედრა, სადაც დეტალურად განხილულ იქნა სააგენტოს რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტში 12 ნოემბერს გამართული ვიზიტისას გამოვლენილი რეკომენდაციები. 2022 წლის 4 მარტს გაიმართა სამუშაო შეხვედრა UNDP-ის წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან და სააგენტოს წარმომადგენლებთან (ხელმძღვანელ რგოლთან), აღნიშნულ შეხვედრაზე დეტალურად განხილულ იქნა შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიწოდების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების სამუშაო დოკუმენტი. ამავე ამოცანასთან მიმართებით, უნდა აღინიშნოს, რომ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - "შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების ცენტრისა და მომსახურების სააგენტოს ორგანიზაციული შესაძლებლობის გაძლიერების მხარდაჭერა გაუმჯობესებული საჯარო მომსახურების მიწოდების მიზნით - მეორე ფაზა" - დაწყებულია ინოვაციების და რეფორმების ცენტრის მოწვეულ ექსპერტთან ერთად შშმ პირთა საჭიროებების შეფასების შესწავლა და მათი სამომავლოდ დანერგვისთვის საჭირო აქტივობების დაგეგმვა. ყრუ და სმენადაქვეითებულ პირთა ვიდეო-ზარით მომსახურების მოდელის/სერვისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის „ქოლ-ცენტრში“ დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - "შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების ცენტრისა და მომსახურების სააგენტოს ორგანიზაციული შესაძლებლობის გაძლიერების მხარდაჭერა გაუმჯობესებული საჯარო მომსახურების მიწოდების მიზნით მეორე ფაზა" –ერთიანი მომსახურების ცენტრის 5 ინსპექტორის (3 თბილისის ცენტრის ინსპექტორი, 1 რუსთავის ცენტრის ინსპექტორი, 1 მცხეთის ცენტრის ინსპექტორი) ჟესტურ ენაში გადამზადდა და გაიღრმავა ცოდნა. ასევე, განხორციელდა ერთი სატესტო ვიდეოზარი სამ კონკრეტულ სერვისზე სამინისტროს საკონსულტაციო ჯგუფის შშმ პირების მონაწილეობით. ინფორმაციის ხელმისაწვდომის უზრუნველყოფის ხელშესაწყობად, 2021 წლის ოქტომბრის თვეში შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ახალი ვებ-გვერდი (bpg.gov.ge), რომელიც ნაწილობრივ ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. კერძოდ, სიახლეების 27 გვერდის დათვალიერება/ახალი ამბების წაკითხვა შესაძლებელია ტექსტის ზრდადი ფუნქციით. ვებ-გვერდის ვიზიტორებისთვის რაც შეეხება სამინისტროს ბრიფინგების სურდოთარგმანით უზრუნველყოფას, ჩატარებულია შესაბამისი სამუშაოები და უახლოეს მომავალში მოხდება ბრიფინგების სურდო თარჯიმნით უზრუნველყოფა. შშმ პირთათვის ადაპტირებული კორესპონდენციის მისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის საჭიროებების შესაწვლის მიზნით, სამინისტროს ორგანიზებით, სამინისტროსთან არსებული შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფთან ჩატარდა საკონსულტაციო შეხვედრა, კორესპონდენციის მისაწვდომობის საკითხებზე მათი გამოწვევებისა და რეკომენდაციების მიღების მიზნით. შეხვედრის ფარგლებში გამოითქვა გარკვეული მოსაზრებები, თუ როგორ უნდა გააუმჯობესოს სამინისტროში შშმ პირთათვის ადაპტირებული კორესპონდენციის ხელმისაწვდომობა, კერძოდ: მიზანშეწონილია სამინისტროში დაინერგოს იმ თანამშრომელთა (კანცელარიის თანამშრომლები) პერმანენტული გადამზადების მოდული, რომელთა უშუალო მოვალეობას წარმოადგენს კორესპონდენციის მიღება/გაგზავნა და განმცხადებელთან კომუნიკაცია; გამომდინარე იქიდან, რომ სამინისტროს სისტემას/სტრუქტურულ ერთეულებს ჰყავთ საკუთარი საქმისწარმოების ქვედანაყოფები/უფლებამოსილი პირები, შეუძლებელია თითოეულ დანაყოფში არსებობდეს სურდო თარჯიმანი, შესაბამისად, მიზანშეწონილია სამინისტროს სისტემაში გაძლიერდეს კონკრეტული დანაყოფის თანამშრომლები, რომლებიც შეითავსებენ სურდო თარჯიმნის ფუნქციებს და განახორციელებენ შშმ პირის დახმარებას, ონლაინ ზარის მეშვეობით. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისთვის შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები; მიზანშეწონილია სამინისტროს სისტემის ფარგლებში არსებულ მოქალაქეთა მიღებისთვის განკუთვნილ სამუშაო სივრცეში, თვალსაჩინო ადგილას გამოიკრას შშმ პირთათვის აუცილებელი ინფორმაციის მიმწოდებელი ბუკლეტები, რომელთა შექმნას და მოწოდებას განახორციელებს საკონსულტაციო ჯგუფი; მიზანშეწონილია სამინისტროს ყველა საქმისწარმოების ფუნქციით აღჭურვილ დანაყოფს ჰქონდეს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში ისარგებლოს ბრაილის შრიფტის მცოდნე თარჯიმნის მომსახურებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მუნიციპალიტეტების სამოქმედო გეგმები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, ასევე ითვალისწინებდა რიგ ვალდებულებებს დამოუკიდებელი ცხოვრებისა და მისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით. მათ შორის მუნიციპალიტეტებმა განახორციელეს შენობების, სკოლების, ბაღების ადაპტირება, საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობების იდენტიფიცირება, სკვერებისა და 28 ტროტუარების რეაბილიტირება, ასევე, დღის ცენტრების ტრანსპორტირების ხარჯების უზრუნველყოფა, 18 წლამდე ასაკის შშმ პირების სამედიცინო მომსახურების ცენტრამდე გადასაადგილებლად ტრანსპორტირება. აღნიშნულ საკითხებზე მუშაობა გაგრძელდება შემდგომი სამოქმედო გეგმების ფარგლებშიც. IV. Ⴑამართალწარმოებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიების ხარისხის მონიტორინგი. აღნიშნული მიზნით, დეპარტამენტი, დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიღების მომენტიდანვე ჩართულია და მონიტორინგს უწევს ყველა იმ სისხლის სამართლის საქმეს, რომლის ფარგლებშიც სავარაუდოდ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის საფუძველზე შეუწყნარებლობის მოტივი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ამოცანაა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულზე დროული რეაგირებისა და მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა. აღნიშნული ამოცანების შესრულების მიზნით, დეპარტამენტი ახორციელებს სხვადასხვა ფუნქციებს, მათ შორის, ამზადებს რეკომენდაციებს და უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის მათ ხელმისაწვდომობას. დეპარტამენტმა 2019 წელს მოამზადა რეკომენდაცია დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულთა იდენტიფიცირებისა და ეფექტიანი გამოძიების შესახებ, რომელიც, მათ შორის, მოიცავდა შშმ ნიშნით ჩადენილ დისკრიმინაციულ დანაშაულებსაც. რეკომენდაცია შეეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულისა და დისკრიმინაციის ნიშნების განმარტება, დანაშაულის სამიზნეები, მისი გამოძიების მეთოდოლოგია და მოტივის იდენტიფიცირება, გამომძიებელთან დაზარალებულის ურთიერთობის სტანდარტები, მოტივის გამოსაკვეთად გასათვალისწინებელი გარემოებები. ასევე, დეპარტამენტი აქტიურად ახორციელებს თანამშრომელთა კასკადურ გადამზადებას, სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, ხარვეზების იდენტიფიცირებას და სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობას. 29 შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების წარმოება. ამ მიზნით, სამინისტროში 2019 წელს შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური, რომლის საქმიანობის კოორდინაციაზეც პასუხისმგებელია ზემოხსენებული დეპარტამენტი. სამსახურის საქმიანობის მთავარი მიზანია მოწმისა და დაზარალებულისთვის/მსხვერპლისთვის გამოძიების პროცესში მონაწილეობის გამარტივება, დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის შემცირება, ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება და გამოძიების ეტაპზე მათი ინფორმირებულობის უზრუნველყოფა და სერვისების მოძიება. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი, სხვა მოწყვლად ჯგუფებთან ერთად, პრიორიტეტულად მუშაობს შშმ პირებთან და ეხმარება მათ სახელმწიფო სერვისებით სარგებლობაში. 2021 წლის 8 ივლისს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა და საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელს მიენიჭა უფლებამოსილება, საქმის სასამართლოში წარმართვამდე შსს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი სისხლის სამართლის საქმეში ჩართოს საკუთარი გადაწყვეტილებით. შშმ პირებთან მუშაობის სტანდარტისა და მეთოდიკის შემუშავების მიზნით, ,,გამოძიების ეტაპზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეფექტიანი ჩართულობის შესახებ" რეკომენდაცია, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის დახმარებით, მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის (SDG Fund) მიერ მხარდაჭერილი გაეროს ერთობლივი პროგრამის „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“ ფარგლებში მომზადდა. რეკომენდაციის შემუშავების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის წევრები. დროებითი მოთავსების იზოლატორებში შშმ პირთა მისაწვდომობის გაზრდა და საჭიროებებზე მორგებული მიდგომის დანერგვის მიზნით, UNDP (EU) გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭრით, არასამთავრობო ორგანიზაციასთან „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ (შემდგომში - „კოალიცია“), თანამშრომლობით განხორციელდა შესაბამისი სამუშაოები, რათა შეფასებულიყო დროებითი მოთავსების ექვსი იზოლატორი შშმ პირთათვის ინფრასტრუქტურის მისაწვდომობის თვალსაზრისით. კოალიციის ექსპერტების მიერ მოხდა ექვსივე იზოლატორის მონახულება, კერძოდ, ქ. თბილისის N1 და N2 დროებითი მოთავსების იზოლატორების (სამმართველო), ასევე ქ. მცხეთის, ქ. გორის, ქ. რუსთავის და ქ. ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორების (განყოფილება). ექსპერტებმა წარმოადგინეს იზოლატორების შეფასების ანგარიში. 9 დეკემბერს შედგა სამუშაო შეხვედრა ექსპერტს, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტების წარმომადგენლებს შორის შეფასების ანგარიშის განხილვის მიზნით და 2021 წლის დეკემბრის ბოლოსთვის საბოლოო სახე მიიღო მათ მიერ შემუშავებულმა პროექტმა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 9 ივლისს გაიხსნა გურჯაანის ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორი, რომელიც აშენდა შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინებით. კერძოდ, 30 მოეწყო შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული საკანი და საშხაპე. ასევე, შენობის შესასვლელთან მოწყობილია პანდუსი. V. დასაქმების ხელშეწყობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საანგარიშო პერიოდში, მეწარმეობის განვითარების მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობის და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ მიერ, მიკრო გრანტების პროგრამის ფარგლებში, განხორციელდა შშმ პირთათვის დამატებითი ქულის მინიჭება. დადგენილებაში შესაბამისი ცვლილების შესაბამისად, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მონაწილე შშმ აპლიკანტებს მიენიჭათ პრიორიტეტი შეფასების პროცესში (+2 ქულა). ამას გარდა, 2021 წელს სესხის/ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული პროცენტის სუბსიდირებისა და საკრედიტო საგარანტიო სქემის პროგრამების მიზნობრივი ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალში, შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული ეკონომიკური საქმიანობების დამატების მიზნით, ცვლილება შევიდა დადგენილებებში და დამატებულია შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული საქმიანობის 3 კოდი: 87.30.0; 87.90.0; 88.10.0. დამატებით, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ მიერ, საანგარიშო პერიოდში, ცვლილება შევიდა დადგენილებაში, რის საფუძველზეც სახელმწიფო პროგრამაში - „საკრედიტო საგარანტიო სქემა“ მონაწილე შშმ პირთა დამსაქმებელი მეწარმე სუბიექტი გათავისუფლდნენ სქემის მომსახურების საკომისიოს გადახდის ვალდებულებისგან. ასევე, 2021 წელს, სესხის/ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული პროცენტის სუბსიდირების პროგრამაში დაფინანსებული საწარმოებისათვის თანამშრომელთა შერჩევის ეტაპზე, ერთი და იმავე კვალიფიკაციის კანდიდატებს შორის, შშმ პირისათვის უპირატესობის მინიჭების ვალდებულების დაკისრების მიზნით, შესულია შესაბამისი ცვლილება სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოსა და მონაწილე ფინანსურ ინსტიტუტებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში, რომელიც ითვალისწინებს, რომ ფინანსური ინსტიტუტები აღნიშნულ ვალდებულებებს ჩაუწერენ ბენეფიციარებს მათთან გაფორმებულ საკრედიტო/სალიზინგო ხელშეკრულებებში. ამასთან, სააგენტოს მიერ შემუშავებულ იქნა საკრედიტო/სალიზინგო ხელშეკრულებების დანართი, რომელშიც თავმოყრილია სააგენტოს წინაშე ბენეფიციარის არსებული ყველა, მათ შორის მიმდინარე აქტივობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებაც. აღნიშნული, ასევე განსაზღვრავს პროგრამაში ჩართვის ეტაპზე, მონაწილეების წინაპირობად ბიზნესის განხორციელების ადგილის შშმ პირთა საჭიროებების შესაბამისი ადაპტირების ვალდებულებას. 31 დამატებით, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარეობს სსიპ აწარმოე საქართველოში ოფიციალური საიტზე ხმოვანი სიგნალებისა და ექსპორტის, ინვესტიციებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამების საპრომოციო ბეჭდური მასალების (ბუკლეტი, ჰენდაუთი და ა.შ) გამოცემა შშმ პირების საჭიროებების გათვალისწინებით. მიმდინარე ეტაპისთვის, შშმ პირებისთვის გაკეთდა მიკრო და მცირე მეწარმეობის წახალისების პროგრამის სარეკლამო და საინსტრუქციო ვიდეორგოლები (ჟესტურ ენაზე). საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შრომის, დასაქმების ხელშეწყობისთვის 2015 წლიდან ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება სახელმწიფო პროგრამები, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა აქტივობას/ღონისძიებას. პროგრამაში მოსარგებლეებს შორის უპირატესი უფლებით სარგებლობენ მოწყვლადი ჯგუფები, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. პროგრამების განმახორციელებელია 2020 წლიდან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (შემდგომში სააგენტო). სახელმწიფო პროგრამების 2021 წლის ანგარიშის მიხედვით: 1. „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა“ (პროგრამული კოდი 27 05 03) პროგრამის მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარებით/გაძლიერებით, სამუშაოს მაძიებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით დასაქმების ხელშეწყობა; პროგრამის ფარგლებში ხორციელდება შემდეგი აქტივობები: 1.1. პროფესიული მომსახურებების კონსულტაციისა გაწევა (პროფკონსულტაცია) მუნიციპალურ დონეზე - და კარიერის დაგეგმვის ღონისძიების მიზანია პროფკონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების განვითარება ქვეყნის მასშტაბით. სააგენტოს რეგიონულ ცენტრებში ინდივიდუალური კარიერის დაგეგმვა და პროფესიული კონსულტირება ჩაუტარდა 1853 სამუშაოს მაძიებელს, მათ შორის 144 შშმ პირს. 1.2. მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსები - 2-დან 4 თვემდე ხანგრძლივობისაა და სწავლების პროგრამა შემუშავებულია, შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე გამოვლენილი, მოთხოვნადი პროფესიების შესაბამისად. პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის სწავლა უფასოა. 32 2021 წელს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების კომპონენტში ჩაერთო 17 მიმწოდებელი და 2080 სამუშაოს მაძიებელი. სრული კურსი გაიარა 1 512 სამუშაოს მაძიებელმა, მათ შორის 29 შშმ პირი. 1.3. პროგრამის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს სტაჟირება - დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილ ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ სამუშაო ადგილზე/ადგილებზე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება/სწავლება შემდგომი დასაქმების მიზნით. სტაჟირების მაქსიმალური ხანგრძლივობა განისაზღვრება დამსაქმებელთან შეთანხმებით და იგი არ აღემატება 3 კალენდარულ თვეს. სტაჟირებაზე გაგზავნილი მოსარგებლეებისათვის გაიცემა სახელმწიფო სტიპენდია თვეში 200 ლარის ოდენობით. სტაჟირების დასრულების შემდგომ დამსაქმებელი შერჩევის საფუძველზე უფორმებს შრომით ხელშეკრულებას არა ნაკლებ ერთ სტაჟიორს, არანაკლებ 6 თვის ვადით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2021 წელს პროგრამის ფარგლებში, სტაჟირების კომპონენტში ჩაერთო 25 დამსაქმებელი და 147 სტაჟიორი. მათ შორის ქალი - 120, შშმ პირი - 3, დევნილი - 15, სოც. დაუცველი - 21 1.4. საკვანძო კომპეტენციების განვითარება - ღონისძიების მიზანი საკვანძო კომპეტენციებში სამუშაოს მაძიებელთა მომზადების მიზანია მათი შესაბამისი უნარ-ჩვევებით უზრუნველყოფა. დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, სააგენტომ, 2021 წელს, პროგრამის ფარგლებში საკვანძო კომპეტენციების სასწავლო პროგრამები განახორციელა შემდეგი მიმართულებებით: პერსონალური და სოციალური კომპეტენცია, ციფრული კომპეტენცია, სამეწარმეო კომპეტენცია და მულტილინგვურობის კომპეტენცია (გერმანული, ინგლისური, ფრანგული). აღსანიშნავია, რომ გათვალისწინებული იქნა ქვეყანაში არსებული ეპიდემოლოგიური სიტუაცია და კომპეტენციების ყველა მიმართულება განხორციელდა დისტანციური სწავლების ფორმატით. საკვანძო კომპეტენციების მიმდინარეობდა პარტნიორ განხორციელების პერიოდში, ორგანიზაციებთან. აგრეთვე, აქტიური თანამშრომლობა დეტალური ინფორმაცია განთავსებული იქნა სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე და ასევე, გამოქვეყნებული იქნა სტატია საინფორმაციო სააგენტოების ვებგვერდებზე. შედეგად, სულ, საკვანძო კომპეტენციების ტრენინგ კურსებზე ჩართვის სურვილი გამოთქვა 820 სამუშაოს მაძებელმა ხოლო ჩაერთო და დაასრულა 727 სამუშაოს მაძიებელმა. ჩართული 33 727 ბენეფიციარიდან შშმ პირის სტატუსის მქონეა - 44, იძულებით გადაადგილებული პირი 77, სოციალურად დაუცველი - 222, ქალი - 605, ახალგაზრდა - 376. 2. დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამა (პროგრამული კოდი - 27 05 01). „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში - სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამუშაოს მაძიებლებს აწვდის დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა სამუშაოს მაძიებლის კონსულტირება და დაკავშირება დამსაქმებელთან, კონსულტირება კარიერული განვითარების მიზნით და მხარდაჭერითი დასაქმება. მხარდაჭერითი დასაქმების მომსახურება განკუთვნილია შშმ და სსმ პირებისთვის, ვისაც აქვს სურვილი და მოტივაცია დასაქმდეს. სერვისი ითვალისწინებს ინკლუზიურ მიდგომას სამუშაოს მაძიებლისადმი, ასევე აქტიურ კომუნიკაციას დამსაქმებლებთან შშმ/სსმ პირების დასაქმების კუთხით შედეგების გაუმჯობესების მიზნით. პროგრამის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები: 2.1. შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის – www.worknet.gov.ge-ს განვითარება; შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის განვითარების მიზნით, სააგენტოს დაწყებული აქვს მუშაობა პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებთან ერთად. ამ ეტაპზე სააგენტომ, გერმანიის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროკავშირის დაფინანსებითა და მოწვეული ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით, შექმნა შრომის ბაზრის მართვის ახალი საინფორმაციო სისტემის ტექნიკური დავალება, რომელზე დაყრდნობით შესაძლებელი გახდება ახალი Wornket-ის შექმნა, რომელიც თავის მხრივ სრულად დააკმაყოფილებს სააგენტოს საჭიროებებს და უპასუხებს მონაცემთა მართვის, დაცვისა და კიბერუსაფრთხოების თანამედროვე მოთხოვნებს. ყოველწლიურად მიმდინარეობს www.worknet.gov.ge-დან სტატისტიკური ინფორმაციის მოგროვება და ანგარიშის დამუშავება. 2021 წლის მდგომარეობით, სულ სისტემაში დარეგისტრირებულია 350 009 სამუშაოს მაძიებელი. 2021 წელს სისტემაში რეგისტრაცია გაიარა 8 994 სამუშაოს მაძიებელმა მათ შორის ქალი - 5154, შშმ პირი - 278. 2021 წელს 875 დამსაქმებელმა დაარეგისტრირა 11 414 თავისუფალი სამუშაო ადგილი. 2.2. შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირების გაწევა მუნიციპალურ დონეზე -ეს არის პროცესი, რომელიც ხორციელდება დასაქმების კონსულტანტისა და სამუშაოს მაძიებლის პირისპირ შეხვედრის ფორმატში და მიზნად ისახავს დასაქმების შესაძლებლობის გაზრდასა და შრომის ბაზრის მოთხოვნების მიხედვით პიროვნულ განვითარებას. 34 „შრომის ბაზარზე ქცევის წესების“ გაცნობის მიზნით, სააგენტოს რეგიონულ ცენტრებში სამუშაოს მაძიებლებს ჩაუტარდათ ინდივიდუალური კონსულტირებები. შედეგად, ინდივიდუალური კონსულტირება გაიარა 2 584 სამუშაოს მაძიებელმა. მათ შორის 198 შშმ პირი. რაც შეეხება ჯგუფურ კონსულტირებას, აღნიშნული აქტივობა დაგეგმილი იყო პირველი კვარტლის ბოლოს, თუმცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 4 მარტის №01-73/ო ბრძანების თანახმად, ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო, გაუქმდა სააგენტოს საქმიანობის ფარგლებში დანიშნული ყველა მასობრივი და საჯარო ღონისძიება. 2.3 მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობის მექანიზმების შემუშავება და დანერგვა - ღონისძიების მიზანია მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი პირების დასაქმების ხელშეწყობის სერვისების დანერგვა. სააგენტოს მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტებმა, საქართველოს მასშტაბით, მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტირება გაუწიეს 220 შშმ პირს, მათ შორის, ქალი - 95. ბენეფიციართა რაოდენობა რეგიონების მიხედვით: თბილისი 81 აჭარა 19 გურია 2 იმერეთი 65 კახეთი 24 სამეგრელო ზემო სვანეთი 12 ქვემო ქართლი 9 შიდა ქართლი 8 სულ 220 დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, შშმ პირთათვის მოძიებული იქნა 54 ვაკანსია. მიმდინარე წელს, საშუამავლო მომსახურების ფარგლებში, დასაქმდა 38 შშმ პირი. (მათ შორის 19 ქალი) (ქ.თბილისი -17, აჭარა 5,იმერეთი 8, კახეთი 5, სამეგრელო -1, შიდა ქართლი 1 და ქვემო ქართლი 1). ასევე, სუბსიდირების კომპონენტში ჩაერთო 3 დამსაქმებელი და 8 სამუშაოს მაძიებელი. მათ შორის, ქალი 2, შშმ პირი 8 (თბილისი - 6, შიდა ქართლი 1 და კახეთი - 1). კომპონენტის ფარგლებში დასაქმებულია 5 შშმ პირი. 2021 წელს პროგრამას დაემატა ახალი აქტივობა დაცული სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტი - საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 სექტემბრის N451 დადგენილების 35 თანახმად, სააგენტომ დაიწყო მუშაობა დაცული სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტის განხორციელებისათვის. პროგრამის ეფექტური განხორციელებისა და კოორდინაციის მიზნით შეიქმნა კომისია, კომისიის ფარგლებში შემუშავებული იქნა საკანონმდებლო ნორმატიული აქტები და ადაპტირების სტანდარტები. 2.4 დასაქმების ფორუმების მოწყობა - ღონისძიების მიზანია დამსაქმებლებს, პროფესიული განათლების პროვაიდერებსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის უშუალო კონტაქტის დამყარება. შედეგად, საანგარიშო პერიოდში ჩატარებულია 11 დასაქმების ფორუმი, სადაც მონაწილეობა მიიღო 341 დამსაქმებელმა და 2500 ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა. აღნიშნული აქტივობების ფარგლებში, დღეის მდგომარეობით დასაქმებულია 341 (მათ შორის 15 შშმ ) სამუშაოს მაძიებელი. ზემოაღნიშნულ ფორუმებს შორის, 2021 წლის 04 ივნისს, ქ. ქუთაისში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა შშმ პირთა დასაქმების ფორუმი. ფორუმის მხარდამჭერი იყო ქუთაისის მერია, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დასაქმების ფორუმში მონაწილეობა მიიღო 22 საშუალო და მსხვილმა კომპანიამ და 94 სამუშაოს მაძიებელმა. სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს დამსაქმებლებთან და დამსაქმებელთა ასოციაციებთან. სააგენტომ მონაწილეობა მიიღო საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ განხორციელებულ ტრენინგში, დამსაქმებლებთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმების უფლებასთან დაკავშირებით. ტრენინგზე განხილული იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების უფლება, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის საკითხები დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. სააგენტოს რეგიონული ცენტრების წარმომადგენლებმა გამართეს საინფორმაციო სახის შეხვედრები საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. შეხვედრების შედეგად მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება. სააგენტო ახორციელებს დაინტერესებულ დამსაქმებლების მხარდაჭერით დასაქმების ფორუმებს( შშმ და სსსმ პირთათვის). ფორუმის მიზანს წარმოადგენს შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა. მსგავსი აქტივობები სამუშაოს მაძიებლებს უმარტივებს წვდომას ვაკანსიებზე, მათ საშუალება ეძლევათ ერთ სივრცეში, პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ დამსაქმებლებთან და აარჩიონ სხვადასხვა შეთავაზება რამდენიმე პოტენციური დამსაქმებლისგან. ასევე ყოველწლიურად რეგიონული და ცენტრალური მედიისა და დაინტერესებული მხარეების (ადგილობრივი არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციები, სოციალური 36 პარტნიორები, დამსაქმებლებისათვის) წარმომადგენელთათვის, სააგენტო ატარებს საინფორმაციო შეხვედრებს. ღონისძიების მიზანია მედიის, ცნობიერების ამაღლება დასაქმების ხელშეწყობის სერვისებისა და სამუშაოს მაძიებელთა მათ შორის შშმ პირთა საჭიროებების შესახებ. ყოველწლიურად მიმდინარეობს დასაქმების კონსულტანტების ცოდნის გაფართოება - 2021 წელს დასაქმების კონსულტანტებისთვის ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდა მოწვეული ექსპერტი, ბრიტანეთის დასაქმების სააგენტოს წარმომადგენელი, პიტერ ვუდსი. 2022 წელს იგეგმება მხარდამჭერი-კონსულტანტების რაოდენობის გაზრდა და იგეგმება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტრენინგ-კურსის ჩატარება დასაქმების მხარდამჭერი-კონსულტანტებისთვის. VI. სოციალური დაცვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შრომის, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები უზრუნველყოფილნი არიან სოციალური დაცვის ფულადი/არაფულადი ბენეფიტებით. სოციალური პაკეტით, რომელიც არის ფულადი გასაცემელი და სხვა კატეგორიებთან ერთად გაიცემა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის განკუთვნილი სოციალური პაკეტი 2022 წლიდან გაიზარდა 250 ლარიდან და შეადგინა 275 ლარი. მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური პაკეტი განსაზღვრულია 140 ლარით, ხოლო ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც 18 წლის ასაკის შემდეგ დადგენილი აქვთ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი იღებენ 100 ლარს. სოციალური პაკეტის ზრდის პარალელურად ავტომატურად გადაანგარიშდება მაღალმთიანი დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა სოციალური პაკეტი და ისინი იღებენ გაზრდილ დანამატს, სოციალური პაკეტის 20% ოდენობით. გარდა ზემოაღნიშნულისა, ქვეყანაში სიღარიბის პრევენცია/შემცირების მიზნით მოქმედებს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა. სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას გამოიყენება არსებული მეთოდოლოგია ე.წ. ოჯახების შეფასების არაპირდაპირი მეთოდი, სტატისტიკური მოდელი, ფორმულა, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა ცვლადების გამოყენებით შესაძლებელია ოჯახების რანჟირება მათი კეთილდღეობის მიხედვით. რაც უფრო ნაკლებია კეთილდღეობის ინდექსი, მით უფრო დაბალია შინამეურნეობის კეთილდღეობის დონე. ამასთან, ფორმულაში 37 ჩართულია ე.წ. „საჭიროების ინდექსი“, სადაც გათვალისწინებულია სპეციალური სტატუსის მქონე პირების (შშმ პირი, მარტოხელა პენსიონერი, მარტოხელა დედა, სარეცელს მიჯაჭვული და სხვა) საჭიროებებიც. დღეისათვის დახმარება გაიცემა გრადაციული სისტემით და თანხის ოდენობა ოჯახის თითოეულ წევრზე მერყეობს 30 ლარიდან 60 ლარამდე. ამასთან, 16 წლამდე ასაკის ბავშვი იღებს დამატებით ბავშვის ბენეფიტს, რომლის ოდენობა შეადგენს 100 ლარს. ამასთან, „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, მკვეთრად გამოხატულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებმა 6 თვის მანძილზე მიიღეს დამატებით 100 ლარი, აღნიშნული ღონისძიება განხორციელდა ორ ეტაპად. დღეისათვის შშმ პირისათვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა ხორციელდება სამედიცინო ექსპერტიზის საშუალებით. პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ამ მხრივ მნიშვნელოვანი რეფორმა მიმდინარეობს. კერძოდ, სისტემურად იცვლება შშმ პირის სტატუსის დადგენის მეთოდოლოგია და სამედიცინო მოდელი ჩანაცვლდება ბიოფსიქოსოციალური მოდელით, რაც ხელს შეუწყობს შშმ პირების საჭიროებების სწორად განსაზღვრას და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელებას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 31 მარტის №01-101/ო ბრძანებით დამტკიცდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმა 2021 წლისთვის“, რომლის თანახმადაც დაიგეგმა არაერთი აქტივობა როგორც ჯანმრთელობის დაცვის, ისე სოციალური დაცვისა და შრომის მიმართულებით. გარდა მონეტარული დახმარებებისა შშმ პირთათვის გათვალისწინებულია სოციალური დაცვის სხვა მომსახურებები, რომლებიც იგეგმება და ხორციელდება „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის” სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სსიპსახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ დადასტურებული და გამოვლენილი საჭიროებებისა და არსებული პრიორიტეტების გათვალისწინებით. აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ყოველწლიურად იზრდება, კერძოდ, “სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ბიუჯეტი 2021 წელს შეადგენდა 40 000 000 ლარს, 2022 წელს კი განისაზღვრა 52 100 000 ლარით. შესაბამისად, იზრდება პროგრამით გათვალისწინებული სხვადასხვა ქვეპროგრამის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და პირების მომსახურებების დაფინანსება. 38 2021 წლიდან „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამა“ გაიყო ორ ნაწილად: „სოციალური რეაბილიტაციის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამა“ და „ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამა“. შესაბამისად, გაიმიჯნა სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების საკითხები. ამასთან: დამხმარე საშულებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში გათვალისწინებულ იქნა საშუალო და მაღალი მორგების პედიატრიული ეტლები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შშმ ბავშვთა მდგომარეობის გაუმჯობესებას და ფუნქციონირების ამაღლებას. აგრეთვე, გათვალისწინებულია პედიატრიული სმენის აპარატები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბავშვების ინტეგრაციას. გაიზარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების/პირების მომსახურებებით მოსარგებლე პირთა რაოდენობა და დაფინანსება. „ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის“ და ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის ქვეპროგრამების ფარგლებში გაიზარდა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და ვიზიტების/სეანსების რაოდენობა. „მინდობით აღზრდის ქვეპროგრამას“ დაემატა 18 წელს ზემოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახური მზრუნველობის კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც მინდობით აღზრდის ქვეპროგრამით მოსარგებლე 18 წელს მიღწეულ შშმ პირებს, რომლებიც მინიმუმ ორი წელია იმყოფებიან მინდობით აღზრდაში, ვერ ბრუნდებიან ბიოლოგიურ ოჯახში და საჭიროებენ სახელმწიფო ზრუნვას, რაც დასტურდება სოციალური მუშაკის დასკვნით, შესაძლებლობა აქვთ მინდობით აღმზრდელის სურვილის და თანხმობის შემთხვევაში იცხოვრონ იმავე ოჯახში, რაც ხელს შეუწყობს მინდობით აღზრდაში მყოფი ბენეფიციარების ინსტიტუციაში მოხვედრის პრევენციას 18 წლის მიღწევის შემდეგ. „განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ფარგლებში რთული ქცევის მქონე ბენეფიციართათვის ამავე ქვეპროგრამით დადგენილ ღონისძიებებთან ერთად გათვალისწინებულ იქნა ინდივიდუალური მზრუნველის სერვისი, რომლის მუშაობას კოორდინაციას უწევს შემთხვევის მართვის მენეჯერი. ამასთან, 2021 წელს მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის აშენდა და უახლოეს მომავალში ამოქმედდება „ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო - სოციალური ცენტრი“. რომლის მიზანია დაკმაყოფილდეს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი იმ ბავშვების მოთხოვნილებები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალიზებულ, ხანგრძლივ, კომპლექსურ სამედიცინო მოვლას და სოციალურ მხარდაჭერას. 39 აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის“ მხარდაჭერით შემუშავების პროცესშია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია“ 2021-2025 წწ., რომლის მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინსტიტუციონალიზაციის პრევენცია და ინსტიტუციური ზრუნვის ჩანაცვლება ოჯახზე დაფუძნებული და ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული ზრუნვის ხარისხიანი მომსახურებებით. სამიზნე ჯგუფად განისაზღვრა ზრუნვის სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებული დიდი ზომის ინსტიტუციებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და ზრდასრული პირები. კერძოდ, შშმ ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ თბილისის ჩვილ ბავშვთა და კოჯრის შშმ ბავშვთა სახლებში და შშმ პირები, რომლებიც არიან მარტყოფის, დუშეთის და ძევრის შშმ პირთა პანსიონატების ბენეფიციარები. ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით (მშობლის/მზრუნველის გარდაცვალება, უგულვებელყოფა, ძალადობა, და სხვა) იმყოფებიან მიტოვების და ინსტიტუციონალიზაციის რისკის ქვეშ და საჭიროებენ მხარდაჭერას/ასისტირებას დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. ქვეყანაში მიმდინარე დეინსტიტუციონალიზაციის ფარგლებში 2021 წლის ბოლოს დაიხურა სსიპ-სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფილიალის - კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლი და არასრულწლოვნები გადაყვანილ იქნენ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში. 2022 წელს დაგეგმილია ზრუნვის სააგენტოს ფილიალის - თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის დახურვაც. აღნიშნულ დაწესებულებაში მომსახურებას იღებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებებით დამტკიცდა „დამხმარე საშუალებებით მომსახურების მინიმალური სტანდარტები“ (№01-43/ნ, 29.04.2021წ.) და „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტები“ (№01-43/ნ, 29.04.2021წ.). გარდა ამისა, სამინისტროს ფარგლებში შეიქმნა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახხებ’ საქართველოს კანონის აღსრულებისკენ მიმართული საკოორდინაციო საბჭო, რომელიც მოიცავს ოთხ კომიტეტს: შშმ პირთა ბიოფსიქომოდელის დანერგვის, შშმ პირთა პროგრამების და მონიტორინგის შემუშავების, შშმ პირებისთვის სხვებთან თანაბარი შესაძლებლობის ხელშემწყობი მომსახურებების მუნიციპალურ დონეზე ინტეგრირების ხელშეწყობის კომიტეტი და დეინსტიტუციონალიზაციისა და ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებების განვითარების ხელშეწყობის კომიტეტი. კომიტეტების მუშაობაში მონაწილეობენ სამთავრობო და არასამთავრობო და დონორი 40 ორგანიზაციების წარმომადგენლები, შშმ თემი და შშმ საკითხებზე მომუშავე ექსპერტები. დაცულია პრინციპი „არაფერი ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე“. VII. განათლების უფლების ხელმისაწვდომობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, 2021 წლის განმავლობაში მომზადდა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომლის მიზანიცაა სპეციალური მასწავლებლის პროფესიის განვითარების ხელშეწყობა - სპეციალური მასწავლებლის პროფესიაში შესვლის გზების გამრავალფეროვნება და სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამის შექმნა-განხორციელებისათვის შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლის გაჩენა. 2022 წელს იგეგმება ცვლილების ინიცირება. 2021 წლის 24 დეკემბრიდან ცვლილება შევიდა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში და მოქმედი სპეციალური მასწავლებლებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის ჩაბარების ვადა გაიზარდა 2025 წლის 1 იანვრამდე. 2021 წლის თებერვლიდან, დასწრებით სწავლაზე გადასვლასთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დროს ერთ-ერთ რისკ ჯგუფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები წარმოადგენენ, ცვლილება შევიდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 31 დეკემბრის N1246234 ბრძანებით დამტკიცებულ „ზოგადი განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის "COVID-19 გამოწვეული პანდემიის პირობებში საჯარო სკოლების მხარდაჭერის" ქვეპროგრამაში და მთელი საქართველოს მასშტაბით იმ სკოლებს, რომლებსაც არ ჰქონდათ ონლაინ სწავლების ჯგუფი, მიეცათ, მშობლის მოთხოვნის საფუძველზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის დისტანციურ სწავლაზე გადაყვანის შესაძლებლობა ანუ იმისათვის, რომ სასწავლო პროცესში დაცული ყოფილიყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობის უფლება, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობელს მიეცა არჩევანის საშუალება და სურვილის შემთხვევაში, შეეძლო შვილის დისტანციურ სწავლაზე გადაყვანა. 2021 წლის 22 ივლისს ცვლილება შევიდა „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის N476 დადგენილებაში და 2021 წლის 1 სექტემბრიდან გაიზარდა დადგენილების მე-13 პუნქტით განსაზღვრული დაფინანსება. 41 2021 წლის 1 იანვრიდან ცვლილება შევიდა „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში და განისაზღვრა უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის სქემით გათვალისწინებული სტატუსის შესაბამისი დანამატის ოდენობა. ქართული ჟესტური ენის თარჯიმნების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 7 ივნისის N34/ნ ბრძანებით დამტკიცდა „სურდოთარჯიმნების სერთიფიცირების პროგრამა“. პროგრამის ფარგლებში, სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება ჟესტური ენის თარჯიმნების გადამზადება. 2021 წელს სურდოთარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამა გაიარა 30-მდე ქართული ჟესტური ენის თარჯიმანმა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის N42/ნ ბრძანებით დამტკიცდა „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები“, რომლითაც განისაზღვრა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სსსმ სტუდენტის ჩარიცხვის პროცედურა. გარდა ამისა, სსსმ მქონე აპლიკანტებს მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცათ, რამაც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის შესაძლებლობა გაზარდა და ასევე, პროცესს მეტი მოქნილობა შესძინა. ამასთანავე, 2021 წელსაც, კოვიდ-19-ით განპირობებული პანდემიის პირობებში სსსმ/შშმ აპლიკანტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საგანმანათლებლო საჭიროებების შეფასება შესაძლებელი იყო ონლაინ, ისევე, როგორც გარკვეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში პრაქტიკული მოსინჯვის განხორციელება. შემუშავდა „პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიკაციისა და ინკლუზიური პროფესიული განათლების განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების პროექტი. 2022 წელს იგეგმება აღნიშნული დოკუმენტის დამტკიცება. სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 2021 წელს მომზადდა და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2021 წლის 21 დეკემბრის NMES 4 21 0001398735 ბრძანებით დამტკიცდა სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი: (https://eqe.ge/ka/page/static/946/umaghlesi-ganatlebiskvalifikaciebis-ganvitareba). სენსორული (სმენა), აუტიზმის სპექტრის მქონე, მძიმე ინტელექტუალური და მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეებისათვის ფუნქციონირებს 13 ინტეგრირებული კლასი, რომლის ფარგლებშიც საგაკვეთილო პროცესში ინტეგრაციის ხელშესაწყობად მოსწავლეებთან ჯგუფურად და ინდივიდუალურად მუშაობენ დამატებითი სპეციალისტები. მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ხანგრძლივად ჰოსპიტალიზებული ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები ღებულობენ საგანმანათლებლო სერვისს. 42 ააიპ - ბავშვთა ჰოსპისის - „ციცინათელების ქვეყანა“ - ბენეფიციარები ღებულობენ საგანმანათლებლო სერვისს; განხორციელდა ინტეგრირებული კლასების სპეციალისტების გადამზადება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების რთული ქცევის მართვის, ასევე, შეფასების ინსტრუმენტ ABLLS-R-ის გამოყენების მიმართულებით. 2020-2021 სასწავლო წლის II სემესტრიდან „ახალი სკოლის მოდელის “ ფარგლებში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა 597 სკოლაში. ინტერვენციები ხორციელდებოდა ზოგადი განათლების დაწყებით და საბაზო საფეხურზე. სკოლის მასწავლებლებთან მხარდამჭერი ჯგუფები (საგნობრივი ექსპერტებისა და ინკლუზიური განათლების სპეციალისტების შემადგენლობით) განაგრძობდნენ თანამშრომლობას და უწევდნენ ექსპერტულ დახმარებას. ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, ინკლუზიური განათლების მიმართულებით, რეგულარულად იმართება შეხვედრები სკოლების ინკლუზიური განათლების სპეციალისტებთან, რომლის მიზანიცაა სკოლების სპეციალისტების მხარდაჭერა და სსსმ მოსწავლეების საჭიროებებზე მორგებული სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზების ხელშეწყობა. მუსლიმი მესხი, ბოშა, მაღალმთიან რეგიონში არსებულ პანსიონში მცხოვრები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების თანატოლებთან საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებისა და სოციალიზაციის მიზნით „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“ ქვეპროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა 22 საჯარო სკოლის პროექტი, რომლებშიც ჩართული იყო 206 ბენეფიციარი და 295 მოხალისე, სულ 501 მოსწავლე. მიუსაფარი (ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე) ბავშვების განათლების და სოციალიზაციის უზრუნველყოფისთვის ხორციელდებოდა სპეციალური საგანმანათლებლო სერვისი „ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა’’. პროგრამის ბენეფიციარები იყვნენ 7 დღის ცენტრში მყოფი მიუსაფარი ბავშვები. პროგრამაში საანგარიშო წლის სხვადასხვა პერიოდისთვის ჩართული იყო 100-მდე ბავშვი. სკოლის მიღმა დარჩენილი და დარჩენის მაღალი რისკის მქონე მიუსაფარი და სხვა მოწყვლადი ბავშვებისთვის გაეროს ბავშვთა ფონდთან და ბულგარეთის საელჩოსთან თანამშრომლობით შეიქმნა დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმი და სარეკომენდაციო მასალები წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების მიმართულებით, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის საკომპენსაციოდ. მომზადდა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირების პროფესიულ განათლებაში ტრანზიციის ხელშეწყობის მოდელი. ამასთანავე, განხორციელდა მოდელის პილოტირება და პილოტირების შედეგებზე დაყრდნობით, შემუშავდა დამატებითი რეკომენდაციები აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირების პროფესიულ განათლებაში ტრანზიციის მაქსიმალურად ეფექტიანად განხორციელებისთვის. 43 სფეროს სპეციალისტების მიერ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი პროფესიული სტუდენტების განათლების მხარდამჭერი სერვისებით უზრუნველყოფის მექანიზმი. შეირჩა 6 სამიზნე დაწესებულება, რომლებშიც განხორციელდა მხარდაჭერის საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტების იდენტიფიცირების პროცესის პილოტირება სტუდენტური განაცხადის ფორმისა და ექსპერტების მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით. შემუშავებული მექანიზმის სრულად პილოტირება დაგეგმილია 2022 წელს. სპეციალური საგანანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლების ხელშეწყობისთვის მომზადდა სენსორული სასწავლო გეგმა განვითარების შეფერხების მქონე მოსწავლეთათვის, გაფართოებული სასწავლო გეგმა მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეთათვის, დაწყებითი საფეხურის ქართული ჟესტური ენის სტანდარტი, დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმი სავალდებულოა განათლების მიღმა დარჩენილი პირებისთვის. პროფესიულ განათლებაში ჩართული ქართული ჟესტური ენის თარჯიმნებისთვის შემუშავდა საგანმანათლებლო თარჯიმნის პრაქტიკული გზამკლევი. აღნიშნული გზამკვლევის შემუშავებას წინ უძღოდა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჟესტური ენის თარჯიმნის მომსახურებასთან დაკავშირებული საჭიროებების შესწავლა აღნიშნული მიზნისთვის შემუშავებული დაკვირვების ფორმისა და ჟესტური ენის თარჯიმნების ინტერვიუს გზამკვლევის გამოყენებით. მომზადდა რეკომენდაციები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სასწავლო პროცესის ორგანიზების მიმართულებით, დასწრებითი და დისტანციური სწავლების დროს. მომზადდა „ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გზამკვლევი“ - გზამკვლევი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://inclusion.ge/res/docs/2021090400193979992.pdf გზამკვლევი განკუთვნილია მასწავლებლებისა და სპეციალური მასწავლებლებისთვის, რომლებიც ასწავლიან მოსწავლეთა მრავალფეროვან ჯგუფებს, უწევთ განსხვავებულ საჭიროებებზე რეაგირება, სასწავლო პროცესის დიფერენცირებულად დაგეგმვა. გზამკვლევის მიზანია მასწავლებლებსა და სპეციალურ მასწავლებლებს გააცნოს სასწავლო პროცესის დიფერენცირებულად დაგეგმვის შესაძლებლობები მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში. მასში განმარტებულია მესამე თაობის კურიკულუმის საკვანძო სტრუქტურული ერთეულები - სასკოლო კურიკულუმი, სამიზნე ცნება, მკვიდრი წარმოდგენა, კომპლექსური დავალება და სხვა. ასევე, განხილულია აღნიშნული სტრუქტურული ერთეულების გამოყენება ინკლუზიური განათლების კონტექსტის გათვალისწინებითა და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფორმირებისთვის. გზამკვლევის ფარგლებში ასევე შემუშავდა ინდივიდუალური სასწავლო გეგმის სარეკომენდაციო ფორმა და სკოლის მასწავლებლებისა და ინკლუზიური განათლების სპეციალისტების მხარდასაჭერად, მომზადდა ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის ვიდეოინსტრუქციები, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://inclusion.ge/geo/video_gallery/show/99/119 44 შეიქმნა გზამკვლევი „სწავლისა და სწავლების სტრატეგიების გამოყენება სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან“. გზამკვლევი განკუთვნილია საგნის მასწავლებლებისა და ინკლუზიური განათლების სფეროს სპეციალისტებისთვის. მასში აღწერილია სწავლისა და სწავლების ზოგადი კონცეფციები და სტრატეგიები, როგორიცაა სწავლების უნივერსალური დიზაინი, სწავლა-სწავლების დიფერენციალური მიდგომა, მულტიმოდალური სწავლება, კეთებით სწავლება, სკაფოლდინგი, მოდელირება და ა.შ. ასევე, მოცემულია სწავლა-სწავლების სტრატეგიები კონკრეტული სირთულეების მქონე მოსწავლეებთან. გზამკვლევი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://inclusion.ge/res/docs/2021063011383627091.06.21.pdf შემუშავდა გზამკვლევი - „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები და პრობლემური ქცევის პრევენცია“, რომელშიც ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების ანალიზის საფუძველზე, მიმოხილულია სექსუალური განვითარების ასაკობრივი თავისებურებები, პრობლემური სექსუალური ქცევა, მასზე რეაგირების სტრატეგიები, სექსუალური ძალადობის ამოცნობა და პრევენცია. მოცემულია რეკომენდაციები მასწავლებლებისა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტებისათვის, ასევე, რეკომენდაციები მშობლებისათვის, როგორ მიაწოდონ ბავშვს ინფორმაცია სხეულისა და სქესობრივი განვითარების შესახებ. გზამკვლევი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://inclusion.ge/res/docs/2021101214453851390.10.21.pdf „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში მომზადდა „სპეციალური მასწავლებლის გზამკვლევი“. გზამკვლევი, განკუთვნილია ზოგადი განათლების სისტემაში დასაქმებული სპეციალური მასწავლებლებისთვის. გზამკვლევი, ამავდროულად, საინტერესო იქნება მათთვის, ვინც ემზადება სპეციალური მასწავლებლობისთვის, ასევე, საგნის მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების, მშობლებისა და ყველა იმ პირისათვის, ვინც დაინტერესებულია სპეციალური მასწავლებლის საქმიანობითა და ფუნქცია - მოვალეობებით. გზამკვლევის მიზანია, დაეხმაროს სპეციალურ მასწავლებელს პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში, აღჭურვოს იმ ცოდნითა და ღირებულებებით, რომელიც საჭიროა პოზიტიური, უსაფრთხო და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს ფორმირებისთვის. გზამკვლევი ეყრდნობა სპეციალური მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებულ ინდიკატორებს. გზამკვლევი ოთხი ძირითადი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი ეთმობა მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ფორმირებას, სადაც განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა საგანმანათლებლო საჭიროებების განმარტება და ადრეული იდენტიფიცირება, პირველადი მართვის პროცესის ორგანიზება, სსსმ მოსწავლეთა ჰოლისტური შეფასება და პროგრესის დოკუმენტირება. მეორე ნაწილში განხილულია რესურს-ოთახის მოწყობის პრინციპები, სსსმ მოსწავლესა და თანატოლებს შორის ურთიერთობის ხელშეწყობის გზები, ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა და სხვადასხვა რგოლს შორის თანამშრომლობა. მესამე ნაწილი ეთმობა ტრანზიციასთან დაკავშირებული პროცესების მიმოხილვას. გზამკვლევის აღნიშნულ თავში აქცენტი გაკეთებულია ტრანზიციის პროცესში სპეციალური მასწავლებლის ჩართულობის მნიშვნელობასა და როლზე. მეოთხე 45 ნაწილი დაკავშირებულია სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ ეთიკასთან, როგორც მოსწავლეებთან, ასევე კოლეგებთან და მშობლებთან. გზამკვლევი განთავსებულია http://inclusion.ge/res/docs/2022021222004732213.pdf შემდეგ ლინკზე: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში შემუშავდა „სპეციალური მასწავლებლის პორტფოლიოს გზამკვლევი“. მისი მიზანია სპეციალურ მასწავლებლებს დაეხმაროს პორტფოლიოთი გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოებასა და პრაქტიკის გაუმჯობესებაში. პორტფოლიოს გზამკვლევი ეყრდნობა სპეციალური მასწავლებლის საქმიანობაში არსებულ საჭიროებებს და აერთიანებს როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ ნაწილს. იგი დაეხმარება სპეციალურ მასწავლებლებს, საკუთარი ცოდნისა და უნარების, ასევე, სსსმ მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესებაში. პროფესიული საქმიანობის თვითშეფასების მხრივ პორტფოლიო მასწავლებლისთვის შეუცვლელი ინსტრუმენტია, იგი ეხმარება და ამზადებს მასწავლებელს სხვა ალტერნატიული შეფასებისთვის და ნათლად ადასტურებს მის მზარდ განვითარებას. პორტფოლიო სპეციალური მასწავლებლის მიღწევების წარმოჩენის საუკეთესო საშუალებაა. პორტფოლიოს გზამკვლევის ნახვა http://inclusion.ge/res/docs/2022013123164480403.pdf შესაძლებელია ბმულზე: ქართული ჟესტური ენისა და ჟესტური ენის თარჯიმნის, როგორც დამოუკიდებელი პროფესიის, განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიცირებითა და „გაეროს განვითარების პროგრამის“ ექსპერტული მხარდაჭერით, განხორციელდა სიტუაციური ანალიზი და შეიქმნა „საქართველოში ქართული ჟესტური ენის თარჯიმნების სერტიფიცირების და პროფესიის განვითარების გზამკვლევი“. გზამკვლევში წარმოდგენილია ჟესტური ენის თარჯიმნის, როგორც დამოუკიდებელი პროფესიის, ჩამოყალიბების საერთაშორისო გამოცდილება, მიმოხილულია საქართველოს კონტექსტში ჟესტური ენის თარჯიმნის მომსახურებასთან დაკავშირებული საჭიროებები და რესურსები, წარმოდგენილია რეკომენდაციები საქართველოში ქართული ჟესტური ენისა და ქართული ჟესტური ენის თარჯიმნების სერტიფიცირებისა და პროფესიის განვითარებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე. გზამკვლევი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://inclusion.ge/res/docs/2021092810285874827.pdf ორგანიზაცია „მაკ ჯორჯიასთან“ პარტნიორობით განხორციელდა პირდაპირი ჩართვების სერია სოციალური ქსელის საშუალებით „მშობლის სკივრის“ პორტალზე https://www.facebook.com/mshoblisskivri. პირდაპირი ჩართვების მიზანი იყო შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მშობლების ინფორმირება ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით. სსიპ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებდა თბილისის საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებას. 46 2020-2021 სასწავლო წლის II სემესტრი - ტრანსპორტით უზრუნველყოფილი იყო ჯამში 305 სსსმ და შშმ მოსწავლე. მომსახურების ჯამური ღირებულება შეადგენდა 609 890 ლარს. 2021-2022 სასწავლო წლის I სემესტრი - ტრანსპორტით უზრუნველყოფილი იყო ჯამში 308 სსსმ და შშმ მოსწავლე. მომსახურების ჯამური ღირებულება შეადგენდა 509 500 ლარს. 2020/2021 სასწავლო წელს დასრულდა 58 ახალი, სრულად ადაპტირებული სკოლის მშენებლობა, ამასთან, მიმდინარეობს 21 საჯარო სკოლის მშენებლობა ასევე მიმდინარეობს 5 პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა. დასრულდა 44 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია ადაპტირებული გარემოს გათვალისწინებით, ასევე მიმდინარეობს კიდევ 51 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, აღნიშნულ პერიოდში ასევე 30-მდე საჯარო სკოლაში განხორციელდა პანდუსების, ადაპტირებული სანიტარული კვანძებისა და სხვა ხელმისაწვდომობის მოწყობა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და World Vision საქართველოს მხარდაჭერით თბილისის N200 საჯარო სკოლაში მოეწყო სენსორული ოთახი, რომელიც ინტელექტუალური და ფიზიკური განვითარების მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეებს შეგრძნებების სტიმულაციის მეშვეობით სწავლის პროცესში დაეხმარება. მულტისენსორული ოთახი წარმოადგენს მრავალფეროვანი აღჭურვილობის მქონე თერაპიულ სივრცეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. ოთახში განთავსებული რესურსები მოზარდებს შესაძლებლობას მისცემს, შეხების, დანახვის, გემოს შეგრძნებისა თუ სხვა სენსორული სტიმულების მეშვეობით დაეუფლონ სხვადასხვა უნარებს, უკეთ ჩაერთონ სასწავლო პროცესში და გაიუმჯობესონ ყურადღების კონცენტრაცია. მომზადდა სკოლებში რესურს-ოთახის მოწყობისა და ფუნქციონირების რეკომენდაცია, რომელიც უნდა გაითვალისწინონ სკოლებმა რესურს-ოთახის მოწყობა/ფუნქციონირების დროს. უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეების სწავლების ხელშეწყობისათვის მოხდა დამხმარე ტექნიკური საშუალებების შეძენა (პორტატული ვიდეოგამადიდებელი, მექანიკური ბრაილერი, სკანერი ქართული ნაბეჭდი შრიფტის ოპტიკური (OCR) ამომცნობით, ტაქტილური სახაზავი დაფა სამაგრით, სენსორული ბრაილის ნოუთთეიქერი), შეიქმნა IV-VIII კლასის გრიფირებული სახელმძღვანელოების აუდიო ვერსიები, ბრაილის შრიფტით დაიბეჭდა სახელმძღვანელოები. კერძოდ, სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 2021 წელს:  შესყიდულია ბრაილის შრიფტითა და რელიეფურად დაბეჭდილი სახელმძღვანელოები ღირებულებით 87864.00 ლარი.  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლების ხელშესაწყობად გახმოვანდა 33979.00 ლარის ღირებულების გრიფირებული 27 47 სახელმძღვანელო.  შესყიდულია უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის შექმნილი თანამედროვე დამხმარე მოწყობილობები და 5 ცალი პორტატული ვიდეო გამადიდებელი, ჯამური ღირებულებით 306300.00 ლარი. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯთან თანამშრომლობით, სსსმ/შშმ პირების პროფესიული ორიენტაციის ხელშესაწყობად პროფესიული ინტერესების საკვლევი ინსტრუმენტისთვის მომზადდა ვიზუალური მასალა (პროფესიების/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ამსახველი 100 ფოტო-ბარათი) და პროფესიული განათლებისა და ფართო პროფესიული სფეროების გასაცნობი ვიდეო მასალა (სულ 10 ვიდეო რგოლი) რომელიც უნივერსალური დიზაინის პრინციპებს ეფუძნება. აღნიშნული ვიზუალური მასალა მეტად ხელმისაწვდომს ხდის სსსმ/შშმ პირებისთვის პროფესიული განათლებასა და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებულ ინფორმაციას. 2021 წელს სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული იქნა პროფესიული განვითარების მრავალფეროვანი ტრენინგები. კერძოდ:  ,,ინკლუზიური განათლება ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ჩართული უფროსი მასწავლებლებისათვის“ - გაიარა 1310 საგნის უფროსმა მასწავლებელმა.  ,,ინკლუზიური განათლება ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ჩართული წამყვანი მასწავლებლისათვის“ გაიარა 420 საგნის წამყვანმა მასწავლებელმა.  ზოგადსაგანამანათლებლო სისტემაში დასაქმებული ინდივიდუალური ასისტენტის მომზადების კურსი წარმატებით დაძლია 150-მდე ინდივიდუალურმა ასისტენტმა, (2020 წელს - 180 ინდივიდუალურმა ასისტენტმა).  ,,ადრეული ინკლუზიური განათლების მოდული დისტანციური სწავლებისათვის“ გაიარა 255 სპეციალისტმა (სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მომუშავე ადმინისტრაციის წევრები, აღმზრდელები, პედაგოგები, აღმზრდელის თანაშემწეები და ინკლუზიური განათლების გაძლიერებისთვის მომუშავე სხვა სპეციალისტები). პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე ჟესტური ენის თარჯიმნებისთვის შემუშავდა ტრენინგ-მოდული და ჩატარდა პროფესიული გაძლიერების ტრენინგი, რომელიც უშუალოდ საგანმანათლებლო თარჯიმნისთვის მნიშვნელოვანი კომპეტენციების გაძლიერებაზე იყო ორიენტირებული. ტრენინგი ჩატარდა ჟესტური ენის თარჯიმნების ორ ჯგუფთან, თითო ჯგუფთან 2 დღე, 3 საათის ხანგრძლივობით. აღნიშნულ ტრენინგს მთლიანობაში დაესწრო 18 ჟესტური ენის თარჯიმანი 7 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. 48 სპეციალური მასწავლებლის კომპეტენციისა და პროფესიული მხარდაჭერის მიზნით სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სისტემაში მომუშავე სპეციალურ მასწავლებლებს თავაზობს ,,სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების შესავალ კურსს“, რომელიც 2021 წელს გაიარა 700-მდე სპეციალურმა მასწავლებელმა. სსსმ მოსწავლეთა დისტანციურ ფორმატში სწავლა-სწავლების ხელშეწყობის მიზნით, შემუშავდა ტრენინგ-მოდული - ,,სსსმ მოსწავლეთა დისტანციური სწავლების ხელშეწყობა“, რომელიც შეთავაზებულ იქნა საქართველოს მასშტაბით განათლების სისტემაში მომუშავე ყველა სპეციალური მასწავლებლისათვის, მოდული წარმატებით გაიარა 1500-მდე სპეციალურმა მასწავლებელმა. სპეციალური მასწავლებლებისთვის მიმდინარე წელს შეთავაზებულ იქნა 16 საათიანი ტრენინგი ,,პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის ტრენინგი ინკლუზიურ განათლებაში“, რომელიც გაიარა 1500-მდე სპეციალურმა მასწავლებელმა. 2021 წელს პირველად ჩატარდა უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა. უფროსი სპეციალური მასწავლებლის ტესტი მოიცავდა იმ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება პოზიტიური, მოსწავლეზე ორიენტირებული უსაფრთხო გარემოს შექმნას, სასწავლო პროცესის დაგეგმვას, სწავლების სხვადასხვა სტრატეგიისა და სასწავლო რესურსის გამოყენებას, შეფასებასა და მასწავლებლის პროფესიულ პასუხისმგებლობას. სპეციალური მასწავლებლისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შედეგად კვალიფიკაცია დაადასტურა და შესაბამისი სტატუსი მოიპოვა 1302-მა კანდიდატმა, აქედან 1000-მდე მოქმედი სპეციალური მასწავლებელია. ჩატარდა ვორკშოპი მულტიდისციპლინური გუნდის წევრებისათვის, რომლის მიზანიც იყო 6 თვიდან 6 წლამდე ბავშვის განვითარების მდგომარეობის შესაფასებელი ტესტის გამოყენებასა და შეფასების პროცედურის წარმართვაში მულტიდისციპლინური გუნდის წევრების პროფესიული გაძლიერება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მოქმედებს სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო და სასწავლო სამაგისტრო გრანტებით დაფინანსების სოციალური პროგრამები, რომელსაც ყოველი სასწავლო წლისთვის, სამინისტროს წარდგინებით, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. სოციალური პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო და სასწავლო სამაგისტრო გრანტებით, სხვადასხვა სოციალურად მოწყვლადი ჯგუფის სტუდენტებთან ერთად, ფინანსდებიან სტუდენტები, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. 2021-2022 სასწავლო წელს, სოციალური პროგრამების ფარგლებში, უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭა 52 სტუდენტს, ხოლო მაგისტრატურაში - 13 მაგისტრანტს. 49 ამასთან, სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო და სასწავლო სამაგისტრო გრანტებით დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც არიან ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულის, უგზო-უკვლოდ დაკარგულის და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილის შვილი; ბ)1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულის შვილი; გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანი ან მისი შვილი. 2021-2022 სასწავლო წელს, სოციალური პროგრამების ფარგლებში, უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე დაფინანსება მოიპოვა 44-მა და მაგისტრატურაში 4-მა სტუდენტმა, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანების შვილები. ზემოაღნიშნული კატეგორიის სტუდენტთა დაფინანსება დაგეგმილია 2022-2023 სასწავლო წლისთვისაც. VIII. მონაწილეობა კულტურულ, სპორტულ, გასართობ და სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილებით დადგენილი წესის შესაბამისად (ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე), მშენებლობის ან რეკონსტრუქციის შემთხვევაში, სამინისტროს მიერ ხდება რეკომენდაციების გაცემა და მკაცრად რეგულირება. 2021 წელს „სპორტში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის" (პროგრამული კოდი: 32 07 07) ფარგლებში განხორციელდა 1 (ერთი) პროექტი (შპს: "სპორტმშენსერვისი" - მშენებარე სპორტის სასახლე), ხოლო „კულტურაში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის" (პროგრამული კოდი: 32 07 06) ფარგლებში განხორციელდა 9 (ცხრა) პროექტი, კერძოდ:   სსიპ ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი - 1 პროექტი (თბილისი); სსიპ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი - 3 პროექტი (თბილისი, ლენტეხი, ამბროლაური); 50      სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია - 1 პროექტი (თბილისი); სსიპ – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "ერისიონის" შენობა-ნაგებობის სრული რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის პროექტი; სსიპ - ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სარგებლობაში არსებულ ღია ტერიტორიაზე კულტურული ღონისძიებებისათვის განკუთვნილი სივრცის მოწყობის მიზნით კონცეპტუალური ესკიზური პროექტი; სსიპ ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის (ახალი კორპუსი მე-2) საპროექტო სამუშაოები; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კუთვნილი შენობის პროექტი. კულტურის პროექტები 2021 წელს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ჩატარდა კონკურსი ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობის მიზნით, რომლის მიზანი იყო კულტურულ და შემოქმედებით ცხოვრებაში შშმ პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, ხელოვნების სხვადასხვა დარგში შშმ პირების შემოქმედებითი უნარების განვითარებისა და წარმოჩენის მხარდაჭერა და ელექტრონული, ონლაინ პლატფორმების გამოყენებით კულტურის პროდუქტის შექმნა და მასზე შშმ პირთა დისტანციური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. კონკურსის „ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა“ ბიუჯეტი შეადგენდა 97 055 ლარს. გამარჯვებული 4 პროექტის ფარგლებში მონაწილე და დასაქმებულ პირთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 135 ადამიანი. 2021 წელს ასევე დაფინანსდა ა(ა)იპ ,,საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრის“ საქმიანობა, (50 000 ლარით) და კონკურსის „თვითმოქმედი ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობა“ ფარგლებში დაფინანსდა, ა(ა)იპ ,,საქართველოს ყრუთა კავშირის“ პროექტი - „ანსამბლი ლილე“ – 13000 ლარით. კონკურსის „კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწავლებლების პროექტების ხელშეწყობა“ ფარგლებში ა(ა)იპ ინკლუზიური განვითარების ცენტრის პროექტი - „ინკლუზიური საცეკვაო სკოლის ,,ანისი“ დანერგვის პროგრამა“ დაფინანსდა 10 000 ლარით. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ინკლუზიური საცეკვაო სკოლის სასწავლო პროგრამა, მომზადდა სასწავლო და სატრენინგო მოდულები, ბენეფიციარებს (20 შშმ მოსწავლე), ჩაუტარდა ცეკვის გაკვეთილები. პარალელურად ჩატარდა ტრენინგები ინკლუზიური განათლებისა და ინკლუზიური ცეკვის სწავლების მიმართულებით (თეორია, მეთოდიკა, 51 პრაქტიკა). გადამზადდა შოთა რუსთაველის თეატრისა და უნივერსიტეტის 4 სტუდენტი (2 ბაკალავრი და 2 დოქტორანტი). კინოს სახელმწიფო ამავე კონკურსის ფარგლებში 14 500 ლარით დაფინანსდა ა(ა)იპ „ახალგაზრდობა სოციალური თანასწორობისთვის“ პროექტი „ინკლუზიური ცეკვის, მუსიკისა და დრამა თერაპიის სინთეზური მეთოდოლოგიის შემუშავება და სასწავლო - ლაბორატორიული ჯგუფის შექმნა (ინკლუზიური თეატრალური სკოლასტუდიის „აზდაკის ბაღი“ ბაზაზე)”. პროექტის ფარგლებში, ინკლუზიური თეატრალური სკოლა-სტუდიის ბაზაზე, შეიქმნა ლაბორატორიული სასწავლო ჯგუფი 20 სხვადასხვა შეზღუდვის (დაუნის სინდრომი, აუტისტური სპექტრი, გონებრივი განვითარების შეფერხება, სმენისა და მეტყველების დარღვევა, გადაადგილების შეზღუდვა, ყურადღების დეფიციტი და სხვა) მქონე ბავშვისათვის (5-18წ.). ჯგუფში შემუშავდა სამი თერაპიის სინთეზური სავარჯიშოები. 20 სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ბავშვი ჩაერთო სინთეზური ხელოვნების სავარჯიშოებში, რამაც ხელი შეუწყო მუსიკის ელემენტების შესწავლას მოძრაობის, ურთიერთქმედებების გამოცდილებით. შშმ ბავშვებმა განივითარეს გონებრივი შესაძლებლობები და ლოგიკური აზროვნება. კონკურსის „საყმაწვილო სასწავლო სტუდიების ხელშეწყობა“ ფარგლებში 8 420 ლარით დაფინანსდა ა(ა)იპ უნარშეზღუდულ და დიაბეტით დაავადებულ მოზარდთა რეაბილიტაციის ფონდის „ართ ჰოლი+“ პროექტი „საგანმანათლებლო კინო - „გაცოცხლებული ტილოები“. პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდების მიერ გამოჩენილი მხატვრების ნამუშევრების შესწავლას და ე.წ. „გაცოცხლებას“ კინო/ვიდეო საშუალებებით. მასში, სხვა მოზარდებთან ერთად, მონაწილეობდა 6 შშმ პირი. სსიპ შემოქმედებითი საქართველო ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს ოფისთან და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, 2021 წელს განხორციელდა პროექტი „ხელოვნებასა და კულტურაში ინკლუზიურობის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია“, რომლის მიზანია ხელოვნებასა და კულტურაში ინკლუზიურობის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია, ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების საკითხში მისი როლის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს ოფისის მიერ შერჩეულმა ექსპერტმა - ზოი პარტინგტონმა, 2021 წლის თებერვალში გამართა ონლაინ შეხვედრები სამთავრობო ორგანიზაციებთან, კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, შშმ თემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციებსა და შშმ პირებთან. შედეგად, სახელოვნებო და კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორებისთვის შეიქმნა სპეციალური სარეკომენდაციო დოკუმენტი - „კულტურის ხელმისაწვდომობის სახელმძღვანელო მითითებები საქართველოსთვის“, რომელიც ითვალისწინებს ერთი მხრივ, შშმ ხელოვანებისა და სახელოვნებო პრაქტიკის კულტურულ პროცესებში ინტეგრირებას, მეორეს მხრივ კი, შშმ პირებისათვის სახელოვნებო სივრცეებსა და ღონისძიებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. 52 სსიპ შემოქმედებითმა საქართველომ მოამზადა დოკუმენტის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი ციფრული ვერსები, ამასთანავე ნაბეჭდი გამოცემა - ქართულ ენასა და ბრაილის შრიფტზე. ასევე, სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მიერ 2021 წელს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, განხორციელდა პროექტი „ბავშვის მიერ წიგნზე წვდომის მხარდაჭერა“. პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო გამოცდილებისა და საქართველოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შემუშავდა საჭირო რეკომენდაციების პაკეტი, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს მოზარდებში წიგნიერების დონის ამაღლებას, ბავშვის წიგნით დაინტერესებასა და მასზე წვდომის გამარტივებას. პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობითა და სფეროს წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, განხორციელდა კვლევითი საქმიანობა, რომლის საფუძველზეც შეიქმნა საქართველოში ბავშვის წიგნზე წვდომის გაზრდისთვის საჭირო სარეკომენდაციო დოკუმენტი - „წიგნზე ხელმისაწვდომობა ბავშვისა და მოზარდისთვის: გამოწვევები და შესაძლებლობები“. სხვა ამოცანებთან ერთად, ერთ - ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა წიგნზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის წიგნზე ხელმისაწვდომობის მექანიზმების გამოკვეთა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, რაც აისახა ზემოთაღნიშნულ დოკუმენტში. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სააგენტოს ხელშეწყობით, 2021 წლის მაის-ივნისში, ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმში (მის: ქ. თბილისი, ფიროსმანის ქ. 29) საერთაშორისო ფონდმა „ფიროსმანის უკვდავება“ განახორციელა პროექტი „ფიროსმანის საგაზაფხულო კურსები შშმ მოზარდებისთვის“. პროექტის ფარგლებში თბილისის 198-ე სპეციალიზებული სკოლიდან შეირჩა მხატვრობით დაინტერესებული 8 ბავშვი, რომელთაც ორი თვის განმავლობაში უტარდებოდათ მხატვრობის მასტერკლასი. სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმი მუზეუმში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შშმ პირების კულტურისა და და სახელოვნებო განათლებაში ჩართულობის ხელშეწყობას. მუზეუმში შექმნილია ადაპტირებული გარემო სხვადასხვა ასაკის პირთათვის სპეციალური პროგრამების შექმნის მხარდაჭერისა და განხორციელების მიზნით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ყოველწლიურად ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები ტარდება, მიმდინარეობს ინკლუზიური განათლების საკითხების ღრმად და საფუძვლიანად შესწავლა და პრაქტიკაში დანერგვა. ვიზიტი და პროგრამებში მონაწილეობა უფასოა შშმ პირებისთვის. სსიპ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში პანდემიის პირობებში ძალიან შემცირდა შშმ პირთა ვიზიტების რაოდენობა, განსაკუთრებით კი, ჯგუფურად დაგეგმილი აქტივობები. 2021 წლის აპრილის თვეში ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით დაიგეგმა 53 და განხორციელდა სასკოლო ასაკის 50 სპეციალური საჭიროების მქონე პირის ჯგუფური ვიზიტი. მათ მონაწილეობა მიიღეს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მუდმივმოქმედ საგანმანათლებლო პროგრამაში „ფიროსმანის სამყარო“. პროგრამის მონაწილეებმა დაათვალიერეს ექსპოზიცია და შემდგომ მათ ჩაუტარდათ ხატვის გაკვეთილი. 29 აპრილს, ჩატარდა ,,სოციალური თერაპიის სახლის“ სხვადასხვა ასაკის 20 სპეციალური საჭიროების მქონე პირის ჯგუფური ვიზიტი. მათ მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამებში დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში და გიორგი ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმში. 2021 წლის ბოლომდე იგეგმებოდა ინკლუზიური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება სხვა მუზეუმებშიც, მაგრამ პანდემიის გამო ვეღარ განხორციელდა. სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი მუზეუმის თანამშრომელთა (სამი თანამშრომელი) ჯგუფმა 2021 წელს გაიარა ტრენინგი შშმ პირების მომსახურების მიმართულებით. ტრენინგის ფარგლებში მათ გააცნეს შშმ პირებთან ურთიერთობის ეთიკა და მომსახურების შესაძლებლობები, როგორიცაა ექსპონატების 3D მაკეტების დამზადება რათა შესაძლებელი იყოს მათი ხელით შეგრძნება, ბრაილის შრიფტით დატანილი განმარტებითი ბარათები, ჟესტების ენის მცოდნე ექსკურსიამძღოლი მუზეუმში. ასევე, განხილულ იქნა მუზეუმის შესასვლელების ადაპტაცია შშმ პირების საჭიროებებზე, რაც საკმაოდ რთული ამოცანაა თუ გავითვალისწინებთ, რომ დადიანების სასახლეთა კომპლექსი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და ნებისმიერი ცვლილება ინტერიერში საჭიროებს სიღრმისეულ შესწავლას, კვლევას და ნებართვას. სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით, უსინათლოთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფოლკლორის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა კონცერტი ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზში. უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრიდან ფოლკლორის ცენტრს ესტუმრნენ ანსამბლები - „კრწანისი“ და „ლირა“, უსინათლოთა ჟურნალ „სინათლის“ რედაქტორი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ უსინათლო ხელოვანების მეგობრები: ანსამბლი ჩვენებურები და ტრიო კელაპტარი. აღსანიშნავია, რომ ამ დღის აღნიშვნაში ჩაერთო ყველა ასაკის მომღერალი - მაია მიქაბერიძის საბავშვო ანსამბლი - პატრიარქის ნათლულები; ახალგაზრდა მომღერალ-მგალობლები - მამა დავითის მგალობლები, უსინათლო მომღერალი გიორგი მუკბანიანი და ტრიო „ჩვენ მშვიდობა“. სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ 54 2021 წლის 19-20 დეკემბერს სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავში“ ხელოვნების აკადემია „მართვეს“ თეატრალების მიერ დაიდგა სპექტაკლი - „გრაცია და მისი მეგობრები“. სპექტაკლის რეჟისორის - ლაშა გოგნიაშვილი, ხოლო მონაწილეობა მიიღეს „თეატრალების“ აღსაზრდელებმა (11 – 16 წლის ასაკის). პროექტის მიზანია შშმ პირთა შემოქმედების ხელშეწყობა და საზოგადოებისათვის გაცნობა, საზოგადოებრივ და კულტურულ საქმიანობაში მათი ჩართულობის ხელშეწყობა. სსიპ თელავის ისტორიული მუზეუმი მუზეუმი აქტიურად თანამშრომლობს კახეთის რეგიონში არსებულ დღის და სარეაბილიტაციო ცენტრებთან. 2021 წლის განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით: თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში, დაუნის სინდრომის კვირეულის ფარგლებში, რომლის 2021 წლის გზავნილი იყო #ჩვენვაკავშირებთ, გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“. ამ დღეს, მუზეუმს სტუმრად ეწვია საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია - Georgian Down Syndrome Association, ასევე გუბერნიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი საკითხები:     დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების განვითარების ხელშეწყობა. დაუნის სინდრომის მქონე პირებისთვის საზოგადოებასთან კომუნიკაციის მნიშვნელობა. სწორი მიდგომები და განვითარების ეტაპების მრავალფეროვნების საჭიროება. დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების (7 წლიდან 18 წლამდე) განვითარება, განათლება და საზოგადოებაში ღირსეულ, თანასწორუფლებიან წევრად დამკვიდრება. თელავის ისტორიული მუზეუმი, თავისი საქმიანობით ხელს უწყობს შშმ პირთა ინტეგრაციას საზოგადოებაში. ამისი ნათელი მაგალითია, ვიდეო აქტივობა - დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ,რომელიც მოამზადა დაუნის სინდრომის მქონე გოგონამ. აღნიშნული ვიდეო მასალა გამოქვეყნდა მუზეუმის ფეისბუქ გვერდზე. თელავის ისტორიული მუზეუმისა და ასოციაციის „ხელოვნება საზოგადოებრივი ინტერესებისათვის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში არსებული დღის ცენტრებისა და სარეაბილიტაციო ცენტრების ბენეფიციარებმა, მონაწილეობა მიიღეს ინკლუზიურ საგანმანათლებლო პროგრამაში სახელწოდებით - „აღდგომა მუზეუმში“. ბავშვებს დახვდათ მათთვის სპეციალურად მოწყობილი სივრცე ,სადაც გამოფენილი იყო მათ მიერ შესრულებული ნამუშევრები. ასევე დახვდათ სპეციალურად მათთვის შექმნილი პატარა ხის სააღდგომო კვერცხები ,რომლებიც თვითონ შეღებეს. 2021 წლის 14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, მუზეუმის ეზოში მოეწყო შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა. (აღნიშნული ნამუშევრები ბავშვებმა შექმნეს მუზეუმისა და ასოციაცია „ხელოვნება საზოგადოებრივი ინტერესებისათვის“ ერთობლივი პროექტის -„გაგვიცანი და დაინახე ჩვენი შესაძლებლობები“ ფარგლებში. პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის, 55 სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით) გამოფენას ესწრებოდნენ გუბერნიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. 2021 წლის 3 დეკემბერს, თელავის ისტორიულ მუზეუმში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოეწყო შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და კონფერენცია თემაზე ,,შშმ პირთა ინტეგრაცია საზოგადოებაში". კონფერენციაზე, თელავის ისტორიული მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ანა მაისურაძემ და ასოციაცია ,, ხელოვნება საზოგადოებრივი ინტერესებისათვის" დამფუძნებელმა ინა სოხაძემ ისაუბრეს მუზეუმისა და ასოციაციის ერთობლივი პროექტების შესახებ, რომელიც განხორციელდა კახეთის რეგიონში მცხოვრები შშმ მოზარდებისათვის. კონფერენციას ესწრებოდნენ გუბერნიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი კახეთის მხარეში. ასოციაცია „ხელოვნება საზოგადოებრივი ინტერესებისათვის“ პროექტის - „არაფორმალური ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშეწყობა პანდემიის პირობებში“ ფარგლებში, მუზეუმთან თანამშრომლობით, შეიქმნა სპეციალური შემეცნებით - საგანმანათლებლო კომპლექტები, სადაც გამოყენებულია თელავის ისტორიული მუზეუმის ექსპონატები. აღნიშნული საგანმანათლებლო კომპლექტები იქმნება ფსიქოლოგისა და განათლების ექსპერტის ჩართულობით და მიმართულია ბავშვის კონკრეტული უნარების განვითარებაზე. აღნიშნული მასალები დაურიგდათ კახეთის რეგიონში მცხოვრებ შშმ მოზარდებს ( მათ შორის პანკისის ხეობაში მცხოვრებ შშმ ბავშვებს). 2021 წელს, მუზეუმში გაგრძელდა 2019-2020 წწ. შექმნილი ინკლუზიურ - საგანმანათლებლო პროექტები შშმ მოზარდებისათვის:  „აღმოაჩინე წელიწადის ოთხი დრო „ რომლის ფარგლებშიც ბავშვები გაეცნენ ქეთევან იაშვილის სახელობის სამხატვრო გალერეას. თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ, მათთვის სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, ბავშვებს ეძლეოდათ დავალება  შეექმნათ ნამუშევრები ექსპოზიციაში მიღებული შთაბეჭდილების შესახებ. „იმოგზაურე წარსულში“ - სადაც ბავშვები გაეცნენ მუზეუმის ძირითად საგამოფენო სივრცეში არსებულ არქეოლოგიურ მასალას, ამის შემდეგ მათთვის სპეციალურად მოწყობილ სივრცეში ბავშვები ატარებდნენ იმიტირებულ გათხრებს, ბოლოს კი სპეციალური საძერწი თიხით ქმნიდნენ ექსპოზიციაში არსებული ექსპონატების მსგავს ნივთებს და აფერადებდნენ საღებავებით.  „გაგვიცანი და დაინახე ჩვენი შესაძლებლობები“ რომლის ფარგლებშიც ბავშვებმა შექმნეს არაერთი საინტერესო ნამუშევარი. სამუზეუმო ექსპოზიციის სივრცეში თეორიული აქტივობების მიზანი იყო: შშმ მოზარდებისათვის ახალი ინფორმაციის მიღება/გაანალიზება. ასოციაციური აზროვნების გავარჯიშება. ყურადღების კონცენტრირება. მსჯელობის, თვითგამოხატვის და ვერბალური უნარების განვითარება. ცხოვრებისეული გამოცდილების ახალ გარემოში გამოყენება. ხოლო 56 პროგრამების პრაქტიკული აქტივობების მიზანი იყო: შშმ მოზარდებისათვის სოციალური უნარების განვითარება; უცხო გარემოში ამოცანის გადაწყვეტის უნარის განვითარება; თანამშრომლობა; მსხვილი მოტორიკა; წვრილი მოტორიკა; ტაქტილური მგრძნობელობის განვითარება. ზემო აღნიშნული ღონისძიებების და გამომდინარე:     ინკლუზიურ - საგანმანათლებლო აქტივობებიდან ღონისძიებებში/პროგრამებში მონაწილეობა მიიღეს კახეთში მცხოვრებმა 200-მდე შშმ მოზარდმა. შეიქმნა სპეციალური შემეცნებით ინკლუზიურ - საგანმანათლებლო კომპლექტები, რომელიც გადაეცათ შშმ მოზარდებს, რათა მათ სახლის პირობებში შეძლონ კონკრეტული უნარების განვითარება. შშმ მოზარდებმა მათთვის მისაღები ფორმითა და მეთოდებით შეძლეს მიეღოთ მეტი ცოდნა და ჩართულიყვნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გაიზარდა მუზეუმის პოტენციალი და შესაძლებელი გახდა მისი რესურსის გამოყენება სამუზეუმო სივრცის ინკლუზიური განათლების სისტემაში ჩართვის მიმართულებით. სსიპ დავით ბააზოვის სახელობის ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ 2021 წლის ბოლოსთვის, მუზეუმის შემოქმედებითმა ჯგუფმა, სპეციალურად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვიზიტორთათვის, მოამზადა აუდიოგიდი ქართულ და ინგლისურ ენებზე. ეს არის ხმოვანი გზამკვლევი სპეციალური საჭიროებების მქონე ვიზიტორთათვის. მუზეუმში მოსულ სმენისა და მხედველობის პრობლემების მქონე დამთვალიერებელს, საშუალება ექნება ყურსასმენით მოისმინოს მუზეუმისა და მასში დაცულ ექსპონატთა ისტორია. (აუდიოგიდის ტექსტი მომზადდა პროფ. გივი ღამბაშიძის წიგნი-ალბომიდან „საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის ფურცლები“, მუზეუმის თანამშრომელთა გახმოვანებით). სსიპ. ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები სრულად არიან ჩართული საგანმანათლებლო პროგრამებში. 2021 წლის 3 დეკემბერს, მუზეუმში გაიხსნა შშმ პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი დროებითი გამოფენა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის, ქუთაისის ამერიკული კუთხისა და ქუთაისის მე-8 საჯარო სკოლის ჩართულობით. გამოფენაში ასევე აქტიურად იყვნენ ჩართული ქუთაისის მე-2, მე-8, მე-12, მე-19 საჯარო სკოლები, ასევე იმერეთის რეგიონის ოთხი სკოლა: ხონის მე-2 და მე-3, მუხიანისა და წითელხევის საჯარო სკოლები. 57 ქვეყანაში შექმნილი პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე მუზეუმმა ასოციაციასთან„ხელოვნება საზოგადოებრივი ინტერესებისათვის’’ ერთობლივად განახორციელა ონლაინ აქტივობა „შშმ მოზარდების განვითარების ხელშეწყობა პანდემიის პირობებში“, სადაც წარმოდგენილი იყო მუზეუმის ფონდებში დაცული კოლექციების ილუსტრირებული ფოტომასალა. კერძოდ, სათამაშო ბარათებზე სხვადასხვა ზომითა და ფორმით, (შეტრიალებული, ამოყირავებული) დატანილია მუზეუმის საინტერესო ექსპონატები, რომლებიც მარტივი აღსაქმელია ბავშვებისთვის. ბავშვებმა უნდა აღმოაჩინონ და იპოვონ სხვადასხვა ბარათზე ერთი და იგივე ექსპონატი და დაასახელონ იგი. ბარათებს მოჰყვება ექსპონატების ჩამონათვალი თავისი აღწერილობით და მუზეუმის მითითებით, თუ რომელ მუზეუმშია დაცული. თამაშისთვის ქუთაისის ისტორიული მუზეუმისთვის შერჩეული იყო შემდეგი ექსპონატები: ხარის მინიატურული ქანდაკება დღნორისადან, სამთო ზარბაზანი, ხელნაწერი წიგნი, კოლხური დიდრაქმა. სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2021 წლის განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდა შემდეგი აქტივობები: მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სასწავლო-მეთოდური მუშაობა სამხატვრო აკადემიის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სწავლებისა და ამ სფეროებში შემოქმედებითი ნამუშევრების შექმნის მომზადდა სასწავლო-მეთოდური საკითხები, შეიქმნა ნამუშევრები, რომლებიც გამოიფინა როგორც ფიზიკურ გარემოში (სამხატვრო აკადემიის ეზო და საგამოფენო სივრცე), ასევე ინტერნეტში. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შესაბამისად, აკადემიამ და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტმა განახორციელეს ერთობლივი პროექტი „ხელოვნება საზღვრებს გარეშე“ (აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით). საქართველოს პარლამენტის აპარატის ინკლუზიის საკითხთა კოორდინატორთან, ზაზა მეჭიაურთან და საქართველოს კულტურის აკადემიის აღმასრულებელ დირექტორთან, დენის ნესტერენკოსთან თანამშრომლობით, საერთაშორისო ექსპერტ ჯოს ბოისთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით მომზადდა პროექტი, რაც გულისხმობს ჯოს ბოისის წიგნის “Doing disability differently” თარგმნას და ადაპტირებას ქართულ ენაზე, ასევე, შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას. წიგნი ეხმარება დიზაინერებსა და არქიტექტორებს შენობების დიზაინში უნივერსალური მისაწვდომობის პრინციპების შემოქმედებით ინტეგრაციაში. სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 58 შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო ინკლუზიური ცეკვის საერთაშორისო ფესტივალზე (25 აპრილი). კონკურსზე წარადგინეს ინკლუზიური ქორეოგრაფიული პერფორმანსი „ნატვრის ხე“ და მოიპოვეს პირველი ადგილი. ქორეოგრაფი (ნინო სარალიძე, მეთოდოლოგიური ხელმძღვანელი ანა ღვინიაშვილი). ქორეოგრაფიული პერფორმანსის ვიდეოჩანაწერი მომზადდა უნივერსიტეტის საგრანტო პროექტის: ,,ინკლუზიური ცეკვის სწავლება-აქტივობების დისტანციური პროგრამის“ ფარგლებში 2020 წელს, სტუდენტის სასერტიფიკატო აქტივობის ფარგლებში. UNDP Georgia-ს „სწრაფი განვითარების ლაბორატორიისა და მუზეუმის პანდემიური გამოგონებების“ კონკურსში გაიმარჯვა უნივერსიტეტის პროექტის: „სტუმრად ინკლუზიური ცეკვის დისტანციურ გაკვეთილებზე“ ფარგლებში შემუშავებულმა გაკვეთილის მოდელმა (გამოგონების ავტორი ანა ღვინიაშვილი). კონკურსზე მოგებული თანხა 10 000 ლარი სრულად მოხმარდა აღნიშნული იდეის განვითარებას. ინკლუზიური საცეკვაო სკოლა „ანისი“ აღიჭურვა უახლესი აპარატურით. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ ინკლუზიური ცეკვის განვითარების ცენტრისა და უნივერსიტეტთან პარტნიორობით განხორციელდა პროექტი: ინკლუზიური საცეკვაო სკოლის „ანისი“ დანერგვის პროგრამა. პროექტის ფარგლებში შემუშავდა და დაპატენტდა ინკლუზიური საცეკვაო სკოლის „ანისი“ სასწავლო პროგრამა (პატენტის ავტორი: ანა ღვინიაშვილი). სასწავლო პროგრამის შემუშავების შემდეგ მოხდა ცეკვის სპეც-პედაგოგების კადრების მომზადება და ქ.თბილისში დაარსდა „ანისის“ ორი ფილიალი. პირველი ფილიალი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და მეორე ფილიალი ქორეოგრაფიული სტუდიის „სამანი“ ბაზაზე. ინკლუზიური ცეკვის გაკვეთილების სერვისი მიეწოდა 20 ბენეფიციარს (შშმპ). პროექტის: ინკლუზიური საცეკვაო სკოლის ,,ანისი“ დანერგვის პროგრამის ფარგლებში ქორეოგრაფიული მიმართულების სტუდენტებს ჩაუტარდათ ინკლუზიური ცეკვის ტრენინგი (თეორია, მეთოდიკა, პრაქტიკა). განხორციელდა ინკლუზიური ცეკვის სწავლების ადვოკატირების კამპანია და ჩაიწერა ორი გადაცემა სწავლების პრაქტიკაზე: 1. უცხოელ ექსპერტთან (ცეკვა თერაპევტთან) და 2. ქართველ ცეკვის სპეც-პედაგოგთან. აღნიშნული პროექტის განხორციელების გზით საქართველოში პირველად შეიქმნა უბარიერო, სასწავლო საცეკვაო გარემო, რომლის მიზანიც არის შეზღუდული და შეუზღუდავი შესაძლებლობის მქონე პირების საცეკვაო უნარების აღმოჩენა, დაფასება, განვითარება და ინტეგრაცია. სკოლაში სწავლება მიმდინარეობს ჰიბრიდულ ფორმატში (პირისპირ და ონლაინ). სკოლის სასწავლო პროგრამა ეფუძნება უნივერსიტეტის პედაგოგის ანა ღვინიაშვილის მიერ შემუშავებულ ინკლუზიური ცეკვის გაკვეთილის ინოვაციურ მოდელს და სწავლების მეთოდოლოგიას. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტში ინკლუზიური საცეკვაო სკოლის „ანისი“ პროექტი კვლავ აგრძელებს მუშაობას და მასში ამჟამად ჩართულია 10 მოსწავლე. სასწავლო პროცესში სისტემატურად ხდება ქორეოგრაფიული მიმართულების სტუდენტების მონაწილეობა და ინკლუზიური სწავლების მიმართულებით მათი კომპეტენციების გაუმჯობესება. 59 შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული მიმართულების სტუდენტები სისტემატურად ერთვებიან ა(ა)პი ინკლუზიური ცეკვის განვითარების ცენტრის ადვოკატირების კამპანიაში ,,ჩართე და ჩაერთე!“. ისინი ესწრებიან ინკლუზიური ცეკვის ვებინარებს და იზრდება მათი ცნობიერება აღნიშნული თემის შესახებ. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით - ა(ა)იპ ეროვნული ქორეოგრაფიულმა ცენტრმა „გე არტმა“ განახორციელა საგრანტო პროექტი: „გაუზიარე ქორეოგრაფიული ცოდნა 2021“ (1 სექტემბერი -1 ოქტომბერი), რომლის ფარგლებში ჩატარდა ინკლუზიური ცეკვის სწავლების სემინარი და აქტიური მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა. შედეგად, გაიზარდა ცნობიერება და მოტივაცია შშმ პირების ცეკვაში ჩართვის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ქორეოგრაფიულ საზოგადოებაში მოხდა ინკლუზიური ცეკვის ინოვაციური პროექტების იდეების გენერირება. სპორტი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი აქტიურად ავითარებს პარალიმპიური სპორტის 17 სახეობას, სადაც ჩართულია სხვადასხვა კატეგორიისა და საჭიროების 300-მდე პარასპორტსმენი. კომიტეტი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას ახორციელებს საკუთარი მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე. კერძოდ, სხვადასხვა საჭიროების და კატეგორიის პარასპორტსმენებისთვის ღირსეული, თანაბარი და სრულფასოვანი საწვრთნელი-სავარჯიშო პირობების შექმნა და მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა საერთაშორისო სპორტულ ტურნირებსა და ღონისძიებებზე, მათ შორის, ზაფხულისა და ზამთრის პარალიმპიურ თამაშებზე. ამასთან დაკავშირებით, კომიტეტი უზრუნველყოფს პარასპორტსმენების ადაპტირებულ სპორტულ დარბაზებში მომზადების პროცესს, მწვრთნელების გადამზადებას შშმ პირებთან სწორი კომუნიკაციის დამყარების მიზნით და პერსონალური ასისტენტის სერვისის დანერგვა/განვითარებას, ვისი ინდივიდუალური მხარდაჭერა შშმ სპორტსმენებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მათი სპორტული მომზადებისა და ღონისძიებებში მონაწილეობის დროს. ასევე, კომიტეტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გენდერულ ანალიზს და აწარმოებს შესაბამის სტატისტიკას მიღწეული შედეგებისა და მოპოვებული მედლების ჭრილში, ვინაიდან შშმ ქალები და გოგონები მიეკუთვნებიან ჯვარედინი დისკრიმინაციის რისკჯგუფს და მათი უფლებების დაცვა კომიტეტის პრიორიტეტია. 60 საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პარტნიორობით ვითარდება პარასპორტის შემდეგი სახეობები: ეტლით ფარიკაობა, უსინათლო და მცირემხედველ პირთა ძიუდო, ბოჩა, პარა წოლჭიმი, უსინათლოთა წოლჭიმი, პარა მაგიდის ტენისი, ეტლით ჩოგბურთი, პარა ტაეკვანდო, მჯდომარე ფრენბურთი, უსინათლოთა ფეხბურთი, ეტლით კალათბურთი, პარა სროლა, პარა ცურვა, ეტლი-თხილამურებით სრიალი (მოკლე და გრძელ დისტანციაზე), პარა მშვილდოსნობა და პარა მძლეოსნობა. 2021 წელი ჩვენი პარასპორტსმენებისთვის, მედლების თვალსაზრისით, ისტორიული იყო. კერძოდ, პარალიმპიური სპორტის 4 სახეობაში (ეტლით ფარიკაობა, პარა ძიუდო, პარა ტაეკვანდო და წოლჭიმი) ქართველმა პარასპორტსმენებმა 47 მედლის მოპოვება შესძლეს. მათ შორის, ჩვენი ნაკრების ანგარიშზე 13 ოქროს მედალია. მათგან გამორჩეული იყო ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრების ოქროს მედალი, რომლის აღებაც მათ ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატაზე შესძლეს. მოპოვებული მედლებიდან 25 მამაკაც პარასპორტსმენებზე მოდის, ხოლო 22 მედალი ქალმა პარასპორტსმენებმა მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ქართველმა პარასპორტსმენებმა. საერთაშორისო ტურნირებზე, წარმატებული სტარტი აიღეს - პარასპორტის სამ სახეობაში: პარა ძიუდო, პარა მძლეოსნობა და პარა ტაეკვანდო 2022 წლის 11 აპრილის მონაცემებით სულ 9 მედლის მოპოვება შეძლეს. აქედან 2 ოქროს მედალია. კაც პარასპორტსმენებზე წელს 8 მედალი, ხოლო ქალი პარასპორტსმენების ანგარიშზე 1 მედალია. აღსანიშნავია, რომ პარამოფარიკავე ქალთა ნაკრები ჯერ საერთაშორისო ტურნირებში არ ჩართულა. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრიორიტეტი ზაფხულის და ზამთრის პარალიმპიურ თამაშებზე ქართველი პარალიმპიელების ღირსეული მონაწილეობის უზრუნველყოფაა. ისტორიული იყო საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მონაწილეობა 2021 ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ტოკიოში, სადაც ყველაზე მეტმა 13-მა პარასპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, აქედან, ჩვენს ანგარიშზე 10 ლიცენზია იყო, რაც რიო დეჟანეიროს 2016 წლის ზაფხულის თამაშებთან შედარებით ორჯერ მეტია. რაც შეეხება, შედეგებს, ტოკიოში საქართველოს პარალიმპიური ნაკრების ანგარიშზე 3 ვერცხლის მედალი იყო, რაც მედლების რაოდენობის მხრივ რეკორდს წარმოადგენს. 2022 წლის 5-13 მარტს საქართველოს პარალიმპიურმა კომიტეტმა ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში - BEIJING022 მიიღო მონაწილეობა, სადაც ქართველმა პარამოთხილამურემ თემო დადიანმა ეტლით თხილამურების ორ დისციპლინაში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ თემო დადიანი, ამავდროულად არის ISAF-ის საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე. პარალიმპიური კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, რაც საერთაშორისო სამშვიდობო მისებში დაჭრილი სამხედროების პარალიმპიურ მოძრაობაში ჩართვასა და ღირსეული საასპარეზო პირობების შექმნას ისახავს მიზნად. 61 სულ, 2021 წლის 1 იანვრიდან, 2022 წლის 11 აპრილის ჩათვლით საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ანგარიშზე 56 მედალია, ქალთა ანგარიშზე: 23, კაცი პარასპორტსმენების კი: 33. ჯამში ჩვენი ნაკრების ანგარიშზე, მოცემულ პერიოდში, 15 ოქროს მედალია. გარდა ამისა, საქართველო აქტიურად და რეგულარულად მასპინძლობს უმაღლესი დონის საერთაშორისო ტურნირებსა და ჩემპიონატებს. კერძოდ, 2021 წელს თბილისში ორი მსოფლიო მნიშვნელობის სპორტული ასპარეზობა გაიმართა. კერძოდ, მაისში - მსოფლიო თასი პარაწოლჭიმში, რომელშიც მონაწილეობას 26 ქვეყნის 120-მა სპორტსმენმა მიიღო და მსოფლიო ჩემპიონატი, ასევე, პარაწოლჭიმში, სადაც 75 ქვეყნის 850 დელეგატი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატი საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან, ამ სპორტის სახეობაში, წლის საუკეთესო ტურნირად იქნა აღიარებული. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტმა 2022 წელს გაიმარჯვა საერთაშორისო კონკურსში და 2022 წლის ნოემბერში თბილისში საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის შემაჯამებელი ღონისძიება (ასამბლეა) და საუკეთესო პარასპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 180 ეროვნული კომიტეტის მაღალი წარმომადგენლობა მიიღებს. საუბარია 500 დელეგატზე. აღსანიშნავია, რომ ასამბლეის ჩატარების უზრუნველყოფა საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით მოხდება და საქართველოში 500-მდე დელეგატის ჩამოსვლა არის მოსალოდნელი. ახალგაზრდობა სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო სააგენტოში უკვე 10 წელია აქტიურად და შეუფერხებლად ფუნქციონირებს შშმ პირთა დარბაზი, რომლის მიზანია ბენეფიციარების ფიზიკური გაჯანსაღება, ვარჯიშის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება და სოციუმში ადაპტაციის ხელშეწყობა. დარბაზი აღჭურვილია ტრენაჟორებით, ყველა საჭირო ინვენტარით და ინტენსიურად მიმდინარეობს გამაჯანსაღებელი ვარჯიშები, ბენეფიციარები ერთვებიან სხვადასხვა ტიპის არაფორმალური განათლების აქტივობებში. სერვისით სარგებლობს წლის განმავლობაში დაახლოებით 70- მდე ბენეფიციარი. სრულად ადაპტირებული და კეთილმოწყობილია დმანისში, სააგენტოს ბალანსზე არსებული ცენტრი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისი ფუნქციური დატვირთვისთვის კონცეფციის შემუშავება და უმოკლეს პერიოდში დაგეგმილია მისი ამოქმედება. სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ შენობა ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლეთათვის და ნაწილობრივ ადაპტირებულია უსინათლო და მცირედმხედველი ადამიანებისთვის. შენობას აქვს პანდუსი, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილი. შენობაში არის სამუშაო სივრცე „ბიბლიოთეკის დარბაზი“, რომელიც ადაპტირებულია უსინათლოთათვის. გარდა ამისა, სააგენტოს ინიცირებით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ნოემბრის N2160 განკარგულების საფუძველზე, სააგენტოს ბალანსზე არსებული შენობის ნაწილი თხოვების 62 ფორმით გადაეცა დღის ცენტრს „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“, რომლებიც აქტიურად მუშაობენ შშმ ბავშვებისა და ახალგაზრდების განვითარების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მუნიციპალიტეტებმა სამოქმედო გეგმების ფარგლებში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ განახორციელეს რიგი ღონისძიებები სპორტული, კულტურული და რეკრეაციული მიმართულებით შშმ პირთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით. მათ შორისაა შშმ ბავშვებისა და მშობლების მიერ შექმნილი სხვადასხვა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ასევე ამპუტანტთა საფეხბურთო კლუბის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზება მოწყვლად ჯგუფებში და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჩართვა პარალიმპიური სამთო სპორტის სახეობებში. 63 „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“ საქართველოს სამინისტროების 2021 წლის სამოქმედო გეგმების შესრულების წლიური ანგარიში 2022 64