„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
05.10.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, მიხეილ სარჯველაძე; გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#07-3/251/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-10
ბიუროს ნომერი 188

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 222 ნაწილი: „222. მეორეული ვიქტიმიზაცია − დაზარალებულისთვის /მოწმისთვის შესაძლო ზიანის მიყენება მისი სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის შედეგად.“; 2. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი: „3. სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის ან 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე, მოწმის ინტერესების დასაცავად, მოსამართლის გადაწყვეტილებით ბრალდებულს შეიძლება შეეზღუდოს სასამართლოში მოწმის უშუალოდ დაკითხვის უფლება.“; 3. მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის ან 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე მოსამართლეს უფლება აქვს, მოწმის დაკითხვის დროს უარი თქვას ბრალდებულის დასწრებაზე, თუ ეს აუცილებელია მოწმის ინტერესების დასაცავად. ასეთ შემთხვევაში საქმის განხილვაში ბრალდებულის ადვოკატის მონაწილეობა სავალდებულოა.“; 4. 45-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ2“ ქვეპუნქტი: „კ2) სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის ან 11 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე, როდესაც მოწმის ინტერესების დასაცავად მოსამართლის მიერ გამოტანილია განჩინება მოწმის დაკითხვის პროცესში ბრალდებულის სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაყვანის შესახებ;“; 1 5. 46-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი: „6. ამ კოდექსის 45-ე მუხლის კ2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, ადვოკატი ბრალდებულის დაცვას სახელმწიფოს ხარჯზე ახორციელებს მოსამართლის განჩინებით განსაზღვრული ბრალდებულის უფლების შეზღუდვის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში, ადვოკატი ვალდებულია ბრალდებულს პირველივე შესაძლებლობისთანავე ამომწურავად მიაწოდოს ინფორმაცია მისი მონაწილეობის გარეშე ჩატარებული დაკითხვის შინაარსისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებების შესახებ.“; 6. 50-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ − მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში, იმავე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების მიერ – იმ შემთხვევაში, თუ მათ საქართველოს კანონმდებლობით აკისრიათ თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება და იმავდროულად აქვთ ინფორმაცია არასრულწლოვანის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1371 მუხლით, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ან მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 139-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 140-ე ან 141-ე მუხლით, 253-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 254-ე მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით, 255-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5, მე-6 ან მე-7 ნაწილით ან 2551 ან 2552 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, სურვილის შემთხვევაში, გამოკითხვის დროს ინფორმაციის მიწოდება ან მოწმის სახით ჩვენების მიცემა არ ჩაითვლება ზემოაღნიშნული ვალდებულების დარღვევად.“; 7. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2461 მუხლი: „მუხლი 2461 ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე მოწმის დაკითხვის განსაკუთრებული წესი 1. სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის ან 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე მოწმის ინტერესების დასაცავად მოსამართლე უფლებამოსილია პროკურორის შუამდგომლობით გამოიტანოს განჩინება: ა) მოწმის დისტანციურად დაკითხვის შესახებ; ბ) ბრალდებულის დროებით სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაყვანის შესახებ, თუ მოწმე უარს ამბობს ბრალდებულის თანდასწრებით ჩვენების მიცემაზე ან თუ არსებული გარემოებები ცხადყოფს, რომ შეიძლება მოწმემ ბრალდებულის თანდასწრებით არ თქვას სიმართლე ან მოხდეს მისი მეორეული ვიქტიმიზაცია. ამ შემთხვევაში სავალდებულოა საქმის სასამართლოში განხილვაში ბრალდებულის ადვოკატის მონაწილეობა. 2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სავალდებულოა მოწმის დაკითხვის სრული პროცესის ვიდეოგადაღება და ჩანაწერის ბრალდებულისთვის დაუყოვნებლივ გადაცემა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი: სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში საქართველოში ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს მსხვერპლის დაცვის მექანიზმების ნაკლებობა. პრაქტიკაშ ხშირია შემთხვევები, როდესაც მსხვერპლი უარს ამბობს მოძალადე ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ან სასამართლოში ცვლის გამოძიების ეტაპზე მიცემულ მამხილებელ ჩვენებას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე Y. v. Slovenia აღიარა დაცვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობა, გამოიძახონ და დაკითხონ მოწმეები გენდერული ნიშნით ძალადობის შემთხვევებში9. აღნიშნულ საქმეში სასამართლომ განაცხადა, რომ დაცვის მხარეს უნდა მისცემოდა გარკვეული თავისუფლება Y-ის სანდოობის გაბათილებისთვის, თუმცა ჯვარედინი დაკითხვა არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული მოწმეების დაშინების ან დამცირების მიზნით. დაცვის მხარის რამდენიმე კითხვა და რეპლიკა, კერძოდ, განცხადება, რომ Y-ს შეეძლო ტირილი, რათა გავლენა მოეხდინა დამსწრეთა აზრის ჩამოყალიბებაზე, მიზნად ისახავდა არა მხოლოდ მოწმის სანდოობის გაბათილებას, არამედ მის დამცირებას. მსგავსი შემტევი ხასიათის ინსინუაციები ამეტებდა მოპასუხის ეფექტური დაცვის უფლების ფარგლებს. პირველ რიგში, თავმჯდომარე მოსამართლის უპირველეს მოვალეობას წარმოადგენდა Y-ის პიროვნებისადმი პატივისცემის უზრუნველყოფა, მსგავსი შენიშვნებისგან დაცვა და გარკვეულ შემთხვევებში ჩარევა სტრესული გარემოს შემსუბუქების მიზნით10. ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მიზნით, საჭიროა ცვლილების შეტანა სსსკ-ის იმ მუხლში, რომელიც ითვალისწინებს მხარის მიერ პირადად დაკითხვის უფლებას (სსსკ-ის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილი). აღნიშნულ ნორმაში უნდა მიეთითოს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებში, კანონით დადგენილი წესით, შესაძლებელია ბრალდებულის ამ უფლების შეზღუდვა. ცვლილება უნდა შევიდეს ასევე სსსკ-ის 245-ე მუხლში ჯვარედინი დაკითხვის შესახებ და შეიზღუდოს ბრალდებულის მიერ მსხვერპლის პირდაპირ დაკითხვა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებში. ამავე მიზნით, 45-ე მუხლით გათვალისწინებულ სავალდებულო დაცვის შემთხვევებს უნდა დაემატოს ახალი საფუძველი, როდესაც ასეთ საქმეებზე ბრალდებულს არ ეყოლება ადვოკატი შეთანხმებით11. 9 იხ. Y. v. Slovenia, Application No. 41107/10, 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება. 10 იხ. Y. v. Slovenia, Application No. 41107/10, §105-109. 11 აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დამატებით იხილეთ ევროპის საბჭოს ექსპერტების: სტეფანი ლემკეს, ჯერემი მაკბრაიდისა და ჯიმ მერდოკის მიერ 2020 წელს პროექტ „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“-ს ფარგლებში მომზადებული მიმოხილვა ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა ისეთი საკითხები, როგორიცაა: მოწმის დაკითხვის წესი, ბრალდებულის უფლებები და დავალდებულო დაცვის შემთხვევები, რეგულირდება საქართველსო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. ამდენად, აღნიშნული საკითხების ახლებური რეგულირება საჭიროებს საკანონმდებლო დონეზე ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები მოწმეთა პროცესუალური უფლებების გაუმჯობესება ხელს შეუწყობს როგორც მსხვერპლთა მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილებას, ისე ბრალდებულთა ეფექტიან სისხლისსამართლებრივ დევნას და ბრალდებული პირების ბრალეულობის დამტკიცების მაჩვენებლის ზრდას. საყოველთაოდ ცნობილია, რომ დანაშაულის პრევენცია და კრიმინოგენული ვითარების გაუმჯობესება, გრძელვადიან პერსპექტივაში, უფრო მეტად მიიღწევა პასუხისმგებლობის გარდუვალობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებით, ვიდრე მხოლოდ პასუხისმგებლობის გამკაცრებით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტით მიხედვით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელდება შემდეგი ცვლილებები:  ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე, მოწმის ინტერესების დასაცავად მოსამართლე უფლებამოსილი იქნება პროკურორის შუამდგომლობით გამოიტანოს განჩინება: ა) მოწმის დისტანციურად დაკითხვის შესახებ; ბ) სასამართლო სხდომის დარბაზიდან ბრალდებულის დროებით გაყვანის შესახებ;  სსსკ-ის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილში, რომელიც ეხება მხარის მიერ პირადად დაკითხვის უფლებას, მიეთითება, რომ ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებში, კანონით დადგენილი წესით, შესაძლებელი იქნება მოსამართლის მხრიდან ბრალდებულის ამ უფლების შეზღუდვა. ანალოგიური ცვლილება განხორციელდება სსსკ-ის 2461 მუხლის დამატებით, რომელიც დაარეგულირებს ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე მოწმის დაკითხვის განსაკუთრებულ წესს.  45-ე მუხლით გათვალისწინებულ სავალდებულო დაცვის შემთხვევებს დაემატება ახალი საფუძველი, რომლითაც სავალდებულო იქნება ბრალდებულისთვის სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნა ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე, თუ მოხდება ბრალდებულის გაყვანა სასამართლო დარბაზიდან და თუ მას არ ეყოლება ადვოკატი შეთანხმებით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით. კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო დებულებების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე“. კანონპროექტით გათვალისწინებულია მისი ამოქმედება საერთო წესით, გამოქვეყნებიდან მე15 დღეს. ამასთანავე, ამ ცვლილების ამოქმედება დაკავშირებულია სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებასთან და მიზანშეწონილია, რომ მათი ამოქმედება მოხდეს ერთდროულად. კანონპროექტით უკუძალის საკითხი გათვალისწინებული არ არის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) ასეთი არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბრალდებულისთვის სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნის ახალი საფუძვლით გამოწვეული ხარჯები დაფინანსდება სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ასევე, საკუთარი ასიგნებების ფარგლებში მოახდენენ აღნიშნული გათვალისწინებული დამატებითი ფუნქციის შესრულებას სასამართლოებიც. კანონით ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტი არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. ბრალდებულისთვის სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნის ახალი საფუძვლით გამოწვეული ხარჯები დაფინანსდება სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ასევე, საკუთარი ასიგნებების ფარგლებში მოახდენენ აღნიშნული კანონით გათვალისწინებული დამატებითი ფუნქციის შესრულებას სასამართლოებიც. კერძოდ, სასამართლოს ექნება ვალდებულება აწარმოოს ადვოკატის მიერ მოწმის დაკითხვის ვიდეოჩანაწერი და უზრუნველყოს მისი გადაცემა ბრალდებულისთვის. გასათვალისწინებელია, რომ სასამართლო სხდომების ჩაწერის ტექნიკური შესაძლებლობა დღესაც არსებობს და ეს არ გამოიწვევს სასამართლოებისთვის დამატებით ხარჯებს. ანალოგიურად, დამატებით ხარჯებთან არ იქნება დაკავშირებული მოწმის დისტანციურად დაკითხვის უზრუნველყოფაც, რადგან ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის შეჩერებისა და პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, სასამართლოები ისედაც ფლობენ დისტანციური პროცესების ჩატარებისთვის აუცილებელ მოწყობილობებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტის მიღებას ექნება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილების თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის ან 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე, როდესაც მოწმის ინტერესების დასაცავად მოსამართლის მიერ გამოტანილი იქნება განჩინება მოწმის დაკითხვის პროცესში ბრალდებულის სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაყვანის შესახებ, სავალდებულო იქნება საქმის განხილვაში ბრალდებულის ადვოკატის მონაწილეობა. თუ ბრალდებულს არ ეყოლება ადვოკატი შეთანხმებით, მას ადვოკატი დაენიშნება სახელმწიფოს ხარჯზე. ამდენად, ასეთ შემთხვევაში ბრალდებულს არ მოუწევს ადვოკატის მომსახურების საფასურის გადახდა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტს გავლენა არ ექნება ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 45-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად არასრულწლოვან ბრალდებულს ისედაც ენიშნება ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ საქმეში არ მონაწილეობს ბრალდებულის მიერ აყვანილი ადვოკატი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციები გავლილი იქნა საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან. პროექტის შემუშავების პროცესში სამუშაო შეხვედრები გაიმართა ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, მიხეილ სარჯველაძე; გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი.