„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
05.10.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, მიხეილ სარჯველაძე; გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#07-3/251/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-10
ბიუროს ნომერი 188

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 35-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი: „7. სამართალდარღვევის ჩადენა გენდერის ნიშნით.“; 2. 1661 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1661. სექსუალური შევიწროება 1. სექსუალური შევიწროება - საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს პირის ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახავ ან შეურაცხმყოფელ გარემოს, გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს 1 თვემდე ვადით. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის სამართალდამრღვევისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში ან ორი ან ორზე მეტი პირის მიერ − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს 1 თვემდე ვადით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით. შენიშვნა: ამ კოდექსის მიზნებისთვის: 1. სექსუალური ხასიათის სიტყვიერ ქცევად მიიჩნევა სამართალდამრღვევის მიერ ზეპირად ან წერილობით გამიხატული სიტყვიერი ან ხმოვანი ქცევა. 2. სექსუალური ხასიათის არასიტყვიერ ქცევად მიიჩნევა სამართალდამღღვევის ქცევა, რომელიც არ შეიცავს სიტყვებსა და ხმოვან გამოხატვას. 3. სექსუალური ხასიათის ფიზიკურ ქცევად მიიჩნნევა სამართალდამღღვევის ქცევა, რომელიც მოიცავს პირის სხეულზე შეხებას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი 2022 წლის 3 მარტს საქართველომ წარადგინა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი. ევროკომისიის დასკვნა ევროკავშირში საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით გამოქვეყნდა 2022 წლის 17 ივნისს. ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველოს უნდა მიეცეს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა და ამავდროულად გასცა რეკომენდაცია 12 პუნქტის შესრულების თაობაზე. 2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროკომისიის მიერ დასახელებული 12 რეკომენდაციის შესრულების შემდეგ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მზადყოფნის თაობაზე. ევროპული კომისიის რეკომენდაციებში გენდერის საკითხს ეთმობა მე-9 პუნქტი. ამ პუნქტის თანახმად, საქართველოს მოეთხოვება მოახდინოს გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევის განსაკუთრებული კონსოლიდაცია; (Notably consolidate efforts to enhance gender equality and fight violence against women). საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობამ შეიმუშავა და საზოგადოებას წარუდგინა ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტის განხორციელების გეგმა, სადაც მე-9 პუნქტთან მიმართებით განსაზღვრულია, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო წარმართავენ აქტიურ სამუშაო პროცესს და შესაბამისი კანონპროექტების პაკეტი პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არა უგვიანეს 5 ოქტომბრისა, ხოლო პარლამენტის მიერ მიიღება არა უგვიანეს 15 ნოემბრისა. აღნიშნული გეგმის შესაბამისად, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში შემუშავდა წარმოდგენილი კანონპროექტი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციულ 12 სამართალდარღვევად გამოცხადდა 2019 წლის 10 მაისიდან . აღნიშნულის მიუხედავად, მიზანშეწონილია ამ სამართალდარღვევის დისპოციზიის სრულყოფა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ასევე, მნიშვნელოვანია სექსუალური 12 იხ. საქართველოს 2019 წლის 3 მაისის N4552-IIს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. შევიწროებისთვის დაწესებული პასუხისმგებლობის ზომის გადახედვა და უფრო მეტად ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების დაწესება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საკითხები საკითხები რეგულირდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, შესაბამისი საკითხის ახლებურად მოწესრიგებაც საჭიროებს სწორედ ამ საკანონმდებლო აქტში ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის შედეგად იხვეწება სექსუალური შევიწროების დეფინიცია და ხდება მისი „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანა. ასევე, გათვალისწინებულია ამ სამართალდარღვევისთვის უფრო ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების დაწესება. პროექტით ასევე გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად „გენდერის ნიშნით“ სამართალდარღვევის ჩადენის მიჩნევა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტით იხვეწება სექსუალური შევიწროების დეფინიცია და ხდება მისი „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანა. ასევე, გათვალისწინებულია ამ სამართალდარღვევისთვის უფრო ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების დაწესება. ცვლილების თანახმად, 166 1 მუხლის პირველი ნაწილი გაითვალისწინებს 600 ლარის ოდენობის ჯარიმას, მე-2 ნაწილი - 800 ლარის ოდენობის ჯარიმას, მე-3 ნაწილი - 800-დან - 1000 ლარამდე, მე-4 ნაწილი კი 1000-დან 1500 ლარამდე ჯარიმას. პროექტით ასევე გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალის გაფართოება და „გენდერის ნიშნით“ სამართალდარღვევის ჩადენის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნევა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტი არ ითვალისწინებს გარდამავალ დებულებას, შესაბამისად მიზანშეწონილია მისი ამოქმედება საერთო წესის მიხედვით, გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული მისი დებულებებისთვის უკუძალის მინიჭება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არის დაკავშირებული ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტი გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ზრდის კუთხით, რადგან პროექტით გათვალისწინებულია არსებული ჯარიმების ოდენობის გაზრდა, კერძოდ, 1661 მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს 300 ლარის ოდენობის ჯარიმას და გახდება 600 ლარი, მე-2 ნაწილი - 500 ლარის ოდენობის ჯარიმას და გახდება 800 ლარი, მე-3 ნაწილი - 500-დან - 800 ლარამდე ჯარიმას და გახდება 800-დან 1000 ლარამდე, მე-4 ნაწილი კი 800-დან 1000 ლარამდე ჯარიმას და გახდება 1000-დან 1500 ლარამდე. 1661 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა, ასევე ამავე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული გამასწორებელი სამუშაოების ზუსტი თანხის განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამოკიდებული იქნება პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებზე, ქმედების საშიშროების ხასიათზე, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების არსებობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგან აღნიშნული ქმედება დღესაც წარმოადგენს სამართალდარღვევას და მასზე რეაგირებისთვის აუცილებელი ხარჯებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასაქართველოს საერთო სასამართლოები გაიღებენ მათთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება, რამდენადაც კანონპროექტით წარმოდგენილი 1661 მუხლი სახდელის სახედ ითვალისწინებს ჯარიმის გაზრდილ ოდენობებს. ამასთან, ჯარიმის ზუსტ ოდენობას სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს ჩადენილი სამართალდარღვევის სიმძიმის, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, სამართალდამრღვევის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი ითვალისწინებს სახდელის ერთ-ერთი სახის - ჯარიმის გაზრდას, კერძოდ 1661 მუხლის პირველი ნაწილის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს ჯარიმას 300 ლარის ოდენობით და გახდება 600 ლარი, მე-2 ნაწილი ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით და გახდება 800 ლარი, მე-3 ნაწილი - ჯარიმას 500-დან - 8000 ლარამდე ოდენობით და გახდება 800-დან 1000 ლარამდე, მე-4 ნაწილი კი ჯარიმას 800-დან 1000 ლარამდე და გახდება 1000-დან 1500 ლარამდე ოდეობით. 1661 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამოკიდებული იქნება პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებზე, ქმედების საშიშროების ხასიათზე, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების არსებობაზე ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტს არ ექნება გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციები გავლილი იქნა საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან. პროექტის შემუშავების პროცესში სამუშაო შეხვედრები გაიმართა ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, მიხეილ სარჯველაძე; გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი.