„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-10
ბიუროს ნომერი 188
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 218) 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61
პუნქტი:
„61. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 45-ე მუხლის კ2 ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, ადვოკატი ბრალდებულის დაცვას სახელმწიფოს
ხარჯზე ახორციელებს მოსამართლის განჩინებით განსაზღვრული ბრალდებულის უფლების
შეზღუდვის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში, ადვოკატი ვალდებულია ბრალდებულს პირველივე
შესაძლებლობისთანავე ამომწურავად მიაწოდოს ინფორმაცია მისი მონაწილეობის გარეშე
ჩატარებული დაკითხვის შინაარსისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებების
შესახებ.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი:
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
კანონპროექტის მიღების მიზეზია „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ
ცვლილებასთან „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების
შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობა
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვასთან
დაკავშირებული საკითხები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან ერთად რეგულირდება
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონითაც, აუცილებელია სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებასთან აღნიშნული კანონის დებულებების
შესაბამისობაში მოყვანა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მიღებით „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმები
შესაბამისობაში მოვა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებასთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის თანახმად, 21-ე მუხლს ემატება 61 პუნქტი. ცვლილების თანხმად,
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 45-ე მუხლის კ2 ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, ადვოკატი ბრალდებულის დაცვას სახელმწიფოს
ხარჯზე განახორციელებს მოსამართლის განჩინებით განსაზღვრული ბრალდებულის უფლების
შეზღუდვის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში, ადვოკატს ექნება ვალდებულება ბრალდებულს
პირველივე შესაძლებლობისთანავე ამომწურავად მიაწოდოს ინფორმაცია მისი მონაწილეობის
გარეშე ჩატარებული დაკითხვის შინაარსისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა
გარემოებების შესახებ.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით.
კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
კანონპროექტით გათვალისწინებულია მისი ამოქმედება საერთო წესით, გამოქვეყნებიდან მე15 დღეს. ამასთანავე, ამ ცვლილების ამოქმედება მჭიდროდ არის დაკავშირებული სისხლის
სამართლის საპროცესი კოდექსში შესატან ცვლილებასთან და მათი ამოქმედება უნდა მოხდეს
ერთდროულად. კანონპროექტით უკუძალის საკითხი გათვალისწინებული არ არის.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას. ბრალდებულისთვის სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნის ახალი საფუძვლით
გამოწვეული ხარჯები დაფინანსდება სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურისთვის გამოყოფილი
ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტი არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. პროექტით გათვალისწინებულ მომსახურებას
იურიდიული დახმარების სამსახური გასწევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების
ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტის მიღება
ვალდებულებების აღებას.
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტის მიღებას ექნება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსში განხორციელებული ცვლილების თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით
გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის ან 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის
სისხლის სამართლის საქმეებზე, როდესაც მოწმის ინტერესების დასაცავად მოსამართლის მიერ
გამოტანილი იქნება განჩინება მოწმის დაკითხვის პროცესში ბრალდებულის სასამართლო სხდომის
დარბაზიდან გაყვანის შესახებ, სავალდებულო იქნება საქმის განხილვაში ბრალდებულის
ადვოკატის მონაწილეობა. თუ ბრალდებულს არ ეყოლება ადვოკატი შეთანხმებით, მას ადვოკატი
დაენიშნება სახელმწიფოს ხარჯზე. ამდენად, ასეთ შემთხვევაში ბრალდებულს არ მოუწევს
ადვოკატის მომსახურების საფასურის გადახდა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღების ვალდებულებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტს გავლენა არ ექნება ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, რადგან სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის 45-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად არასრულწლოვან
ბრალდებულს ისედაც ენიშნება ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ საქმეში არ მონაწილეობს
ბრალდებულის მიერ აყვანილი ადვოკატი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციები გავლილი იქნა საქართველოს
გენერალური პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან.
პროექტის შემუშავების პროცესში სამუშაო შეხვედრები გაიმართა ასევე არასამთავრობო სექტორის
წარმომადგენლებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, მიხეილ სარჯველაძე; გენდერული
თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო; საქართველოს პარლამენტის ადამიანის
უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტი.