„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შემდგომში -„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი-„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (07-2/194/10, 10.10.20220) და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს ორგანული კანონის პროექტი (07-2/194/10, 10.10.2022), გამომდინარე „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/194/10, 10.10.2022). (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-17
ბიუროს ნომერი 189
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
„დაგროვებითი
საკანონმდებლო
მაცნე
პენსიის
შესახებ“
(www.matsne.gov.ge),
საქართველოს
კანონში
06.08.2018,
(საქართველოს
სარეგისტრაციო
კოდი:
280060000.05.001.019066) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ბ) საქართველოს მოქალაქეებზე;
გ) მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე
უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მუდმივი
ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე;
დ) აქტივების მმართველი კომპანიების, სპეციალიზებული დეპოზიტარების, კომერციული
ბანკების,
სადაზღვევო
კომპანიების
და
სხვა
პირების
მიერ
განხორციელებულ,
დაგროვებით საპენსიო სქემასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.“.
2. მე-2 მუხლის:
ა) „ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) აქტივების მმართველი კომპანია – აქტივების მართვის მიზნით ეროვნული ბანკის ან სხვა
სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული და ეროვნული ბანკის
მიერ აღიარებული ნდობითი ვალდებულების მქონე იურიდიული პირი, რომელიც
ახორციელებს საპენსიო აქტივების მართვას, ან იმ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ,
რომლის წევრი სახელმწიფო არის საქართველო, აქტივების მართვის მიზნით ან/და
საინვესტიციო რჩევების გაცემის მიზნით შექმნილი ან დაფუძნებული პირი, რომელიც
ცალკეული
ქვეყნების
შესაბამისი
მარეგულირებლის
მიერ
ლიცენზირებას
არ
ექვემდებარება;“.
ბ) „დ“ პუნქტი ჩამოყალიბეს შემდეგი რედაქციით:
„დ) დაგროვებითი საპენსიო სქემა – განსაზღვრული საპენსიო შენატანების საპენსიო სქემა,
რომელშიც
მონაწილის
სასარგებლოდ
განსახორციელებელი
საპენსიო
შენატანები
გამოითვლება ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრული წესით და აისახება ინდივიდუალურ
საპენსიო
ანგარიშზე,
ხოლო
მიღებული
სარგებელი
გამოითვლება
მხოლოდ
განხორციელებული საპენსიო შენატანების და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე
დარიცხული შემოსავლის, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგისა და სხვა შემოსავლის
(ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასახვის შედეგად, ხოლო პენსია / საპენსიო აქტივები
გაიცემა ამ კანონის შესაბამისად;“.
გ) „ვ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) დასაქმებული − ფიზიკური პირი, რომელიც (განურჩევლად იმისა, მისი ხელფასი
საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად იბეგრება თუ არა, ან გათავისუფლებულია
თუ არა საშემოსავლო გადასახადისაგან ან ასეთი ხელფასიდან გადასახდელი საშემოსავლო
გადასახადი ექვემდებარება თუ არა გადახდის წყაროსთან დაკავებას):
ვ.ა)
ვალდებულებებს
ასრულებს
იმ
ურთიერთობათა
ფარგლებში,
რომლებიც
საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით ან/და საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს
შრომის კანონმდებლობით რეგულირდება;
ვ.ბ) ასრულებს საქართველოს თავდაცვის ძალებში, სამართალდამცავ ორგანოებსა და
მათთან
გათანაბრებულ
ორგანოებში
ამ
პირის
სამსახურთან
დაკავშირებულ
ვალდებულებებს;
ვ.გ) არის საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელი (დირექტორი) ან ხელმძღვანელის
(დირექტორის) მოვალეობის შემსრულებელი;
ვ.დ) დასაქმებულია საჯარო დაწესებულებაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად;“ .
დ) „ი“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) თვითდასაქმებული – „საქართველოს საგადასახადო კოდექსით“ განსაზღვრული
მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმებლობის შესაბამისად
რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად.“.
ე) „მ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) მონაწილე – დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებული დასაქმებული ან
თვითდასაქმებული;
ვ) „ნ“ პუნქტის:
ვ.ა) „ნ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ.ა) ახორციელებს საპენსიო აქტივების მართვის პროცესში კანონით გათვალისწინებულ
უფლებამოსილებას ან კონტროლს, გარდა ეროვნული ბანკის მიერ რეგულირების
მიზნებისთვის კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;“.
ვ.ბ) „ნ.გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეეგი შინაარსის „ნ.დ“ ქვეპუნქტი:
„ნ.დ) მომსახურებას უწევს საპენსიო სააგენტოს დაგროვებითი საპენსიო სქემის მართვის
ან/და ადმინისტრირების მიზნით;“.
ზ. „ო“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) პენსია – დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის შედეგად ამ კანონის 32-ე და 33ე
მუხლების
შესაბამისად
ინდივიდუალურ
საპენსიო
მიღებული/მისაღები
ანგარიშზე
და
რომლის
თანხა,
რომელიც
დაანგარიშება,
ასახულია
დანიშვნა
და
მონაწილისათვის გადახდა ხდება ამ კანონით და საპენსიო სააგენტოს მიერ ამ კანონის
შესაბამისად განსაზღვრული ოდენობითა და წესით;“.
თ) „ჟ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი – საინვესტიციო საბჭოს ან ამ კანონის 29-ე
მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანიის მიერ შემუშავებული
დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საინვესტიციო სტრატეგიასა და პრინციპებს და
რომლითაც ხელმძღვანელობს (ხელმძღვანელობენ) შესაბამისად საპენსიო სააგენტო / ამ
კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები) ან ამ
კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანია მონაწილეთა
საპენსიო აქტივების მართვასა და ინვესტირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების
მიღებისას;“.
ი) „ტ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) საპენსიო შენატანი – მონაწილის სახელით ან/და სასარგებლოდ, მის ინდივიდუალურ
საპენსიო ანგარიშზე ასახვის მიზნით, ამ კანონით განსაზღვრული ოდენობითა და წესით
გადახდილი თანხა.“.
კ) „ღ“, „ყ“ და „შ“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ღ) საინვესტიციო საბჭო – საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო, რომელიც ამ კანონის
შესაბამისად
განსაზღვრავს
საპენსიო
პოლიტიკას
და
ახორციელებს
რომელიც
აქტივებთან
დაკავშირებულ
კანონმდებლობით
საინვესტიციო
გათვალისწინებულ
საქმიანობას;
ყ) ელექტრონული სისტემა − საინფორმაციო ტექნოლოგიით უზრუნველყოფილი საპენსიო
სააგენტოს საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა და
შესაბამისი მონაცემთა ბაზა;
შ) სპეციალიზებული დეპოზიტარი – ეროვნული ბანკის ან სხვა სახელმწიფოს შესაბამისი
მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული და ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული
ნდობითი ვალდებულების მქონე იურიდიული პირი ან ამ პირის ფილიალი, რომელიც
საპენსიო სააგენტოს ან ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ აქტივების მმართველ
კომპანიას უზრუნველყოფს სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურებით შესაბამისი
ხელშეკრულების საფუძველზე, აგრეთვე, ამ კანონის 26-ე მუხლის მე-13 პუნქტით
განსაზღვრულ შემთხვევაში - ეროვნული ბანკი;“.
ლ) „წ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„წ) საინვესტიციო ფონდის ერთეული - ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც არის
აქცია/წილი საინვესტიციო კომპანიაში ან პაი ერთობლივ საინვესტიციო ფონდში;“.
მ) „ხ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ხ)
შესაძლებლობის
შეზღუდვა
–
„სამედიცინო-სოციალური
ექსპერტიზის
შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული მდგომარეობა, რაც დასტურება შეზღუდული
შესაძლებლობის სტატუსის დადგენის უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულების მიერ
გაცემული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერით და რომელიც
განაპირობებს მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატულ შესაძლებლობის შეზღუდვის
სტატუსს;“.
ნ) „ჰ1“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ1) წლიური ხელფასი/წლიური შემოსავალი – მონაწილისთვის − ერთი წლის 1 იანვრიდან
31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული ხელფასი / თვითდასაქმებულის შემოსავალი,
დაგროვებით
საპენსიო
გაწევრიანებიდან
იმავე
სქემაში
წლის
გაწევრებული
31
დეკემბრის
ახალი
მონაწილის
ჩათვლით
შემთვევაში
მიღებული
ხელფასი
−
/
თვითდასაქმებულის შემოსავალი;“.
ო) „ჰ2“ პუნქტი ამოღებულ იქნეს;
პ) ჰ2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ3“, „ჰ4“, „ჰ5“, „ჰ6“, „ჰ7“, „ჰ8“, „ჰ9“, „ჰ10“, „ჰ11“
და „ჰ12“ პუნქტები :
„ჰ3. დახურული საინვესტიციო ფონდი − როგორც განმარტებულია „საინვესტიციო
ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით.
ჰ4. ღია საინვესტიციო ფონდი − როგორც განმარტებულია „საინვესტიციო ფონდების
შესახებ“ საქართველოს კანონით.
ჰ5.ინტერვალური საინვესტიციო ფონდი − როგორც განმარტებულია „საინვესტიციო
ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით.
ჰ6. რისკის მართვა – საპენსიო სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა და მმართველობის
ორგანოების კოორდინირებული ქმედებების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც
ხორციელდება სააგენტოში რისკის კონტროლი.
ჰ7.საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის პოლიტიკა − დოკუმენტი,
რომელიც მოიცავს საოპერაციო რისკების მართვის ჩარჩოს, საოპერაციო რისკების
აპეტიტის ჩარჩოს, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკას, ბიზნესუწყვეტობის
ჩარჩოს, ადამიანური რისკების, სწავლებისა და შესაძლებლობების ჩარჩოს, თაღლითობის,
ქრთამისა და კორუფციის რისკების ჩარჩოს, რეპუტაციული რისკისა და კომუნიკაციის
ჩარჩოს, მხილების, სამართლებრივი შესაბამისობის, ინტერესთა კონფლიქტის ჩარჩოს.
ჰ8. საინვესტიციო რისკი – მიზნობრივი ამონაგებიდან ნეგატიური გადახრის ალბათობა,
რომელიც, თავის მხრივ, შესაძლოა, გამოწვეულ იქნეს საბაზრო რისკით, ინფლაციის
რისკით, საკრედიტო რისკით, კონტრაჰენტის რისკით, ლიკვიდურობის რისკითა და
შეფასების რისკით.
ჰ9. არასაინვესტიციო რისკი – საპენსიო სააგენტოს არასაინვესტიციო რისკი, რომელიც
მოიცავს სტრატეგიულ რისკს, საოპერაციო რისკს, ინფორმაციული უსაფრთხოების რისკს,
სამართლებრივ, მარეგულირებელ, შესაბამისობისა და რეპუტაციულ რისკებს.
ჰ10. რისკის აგრეგირება - საინვესტიციო და არასაინვესტიციო რისკების ერთ რისკში
გაერთიანება საპენსიო სააგენტოს საერთო რისკის შესაფასებლად.
ჰ11. პენსიის მიმღები - პირი რომელიც იყო საპენსიო სქემის მონაწილე და რომელიც ამ
კანონით და საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით იღებს პენსიას ან საპენსიო
აქტივებს.
ჰ12. პორტფელის ერთეული - ამ კანონით გათვალისწინებულ საინვესტიციო პორტფელში
წილის ფლობის დამადასტურებელი ერთეული, რომლის ღირებულების გამოთვლის წესს
განსაზღვრავს საპენსიო სააგენტო.“.
3. მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-2 - მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანება და საპენსიო შენატანის განხორციელება
სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, ამ კანონის 21-ე მუხლის ამოქმედების
შემდგომ ყოველი ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში, გარდა იმ
დასაქმებულისა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა მამაკაცს 60 წელი,
ხოლო ქალს− 55 წელი.
3.
დაგროვებით
საპენსიო
სქემაში
გაწევრიანება
ნებაყოფლობითია
ყველა
დასაქმებულისთვის, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა მამაკაცს 60 წელი,
ხოლო ქალს − 55 წელი, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში, და
თვითდასაქმებულისთვის, თვითდასაქმებულის შემოსავლის ნაწილში. ნებაყოფლობით
გაწევრიანების
შემთხვევაში
დასაქმებული
ვალდებულია
აღნიშნულის
შესახებ
შეატყობინოს მის ყველა დამსაქმებელს. დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით
გაწევრიანებული
მონაწილის
სახელითა
და
სასარგებლოდ
საპენსიო
შენატანის
განხორციელება სავალდებულოა ყოველი ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ან
თვითდასაქმებულის შემოსავლის ნაწილში.
4. დასაქმებულის საპენსიო შენატანების დაფინანსებას ახორციელებენ დამსაქმებელი,
დასაქმებული და სახელმწიფო ამ კანონით განსაზღვრული ოდენობითა და წესით, ხოლო
დაგროვებით
საპენსიო
სქემაში
გაწევრიანებული
თვითდასაქმებულის
საპენსიო
შენატანები ფინანსდება თვითდასაქმებულისა და სახელმწიფოს მიერ ამ კანონით
განსაზღვრული ოდენობით და წესით.“.
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მონაწილის საპენსიო შენატანების დაფინანსება ხორციელდება შემდეგნაირად:
ა) დამსაქმებელი ხელფასის გაცემიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა საპენსიო
სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო
ანგარიშზე ახორციელებს საპენსიო შენატანს დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი
ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით;
ბ) დამსაქმებელი ხელფასის გაცემიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო
დღისა
დასაქმებულის სახელით, საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით, დასაქმებულის
ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ახორციელებს საპენსიო შენატანს დასაქმებულზე
გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით;
გ)
მონაწილე
თვითდასაქმებული
საშემოსავლო
დეკლარაციის
საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული წესით წარდგენიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო
დღისა ახორციელებს საპენსიო შენატანს საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით
თვითდასაქმებულის შემოსავლის 4 პროცენტის ოდენობით;
დ) დასაქმებული რომლის ხელფასიდან გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი არ
ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაკავებას, ხელფასის მიღებიდან არაუგვიანეს 5
(ხუთი) სამუშაო დღისა ახორციელებს საპენსიო შენატანს საპენსიო სააგენტოს მიერ
განსაზღვრული წესით დასაბეგრი ხელფასის 4 პროცენტის ოდენობით, ხოლო ასეთი
დასაქმებულის დამსაქმებელი ვალდებულია ხელფასის გადახდისას დასაქმებულს
აუნაზღაუროს საპენსიო შენატანი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით;
ე) სახელმწიფო მონაწილის სასარგებლოდ, მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო
ანგარიშზე რიცხავს:
ე.ა) დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის ან თვითდასაქმებულის შემოსავლის 2 პროცენტს,
იმ შემთხვევაში, თუ წლიური ხელფასი / წლიური შემოსავალი არ აღემატება 24 000 ლარს,
ან
ე.ბ) დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის 1
პროცენტს, იმ შემთხვევაში თუ დასაბეგრი წლიური ხელფასი / წლიური შემოსავალი 24 000
ლარიდან 60 000 ლარამდეა ან შეადგენს 60 000 ლარს.“ .
დ) მე-6 პუნქტის შემდეგი დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:
„7. სახელმწიფო არ განახორციელებს საპენსიო შენატანს მონაწილე დასაქმებულის
ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის წლიური შემოსავლის იმ მოცულობაზე, რომელიც
შესაბამისი კალენდარული წლის განმავლობაში აღემატება 60 000 ლარს.
8.
ამ
კანონით
დამსაქმებლებთან,
გათვალისწინებული
საპენსიო
დასაქმებულებთან/მონაწილეებთან
შენატანების
განხორციელება,
ანგარიშსწორება,
მათ
შორის
პენსიის / საპენსიო აქტივების საპენსიო სააგენტოს მიერ გადაცემა/გადახდა/ დაბრუნება
ხორციელდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.“.
4. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საპენსიო სააგენტოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით
საპენსიო სააგენტოზე არ ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეზღუდვები და მოთხოვნები.“.
5. კანონის მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეროვნული ბანკი საპენსიო სააგენტოს და ამ კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრული
აქტივების
მმართველი
კომპანიის
საინვესტიციო
საქმიანობის
პრუდენციული
რეგულირების განხორციელების ფარგლებში ამოწმებს:
ა) საპენსიო სააგენტოს / ამ კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი
კომპანიის მიერ მომზადებული საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის ამ კანონით
დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;
ბ) საპენსიო სააგენტოს / ამ კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი
კომპანიის
(კომპანიების)
პროცედურების
და
სტრუქტურის,
აქტივების
მატერიალურ-ტექნიკური
მართვასთან
რესურსების
დაკავშირებული
საპენსიო
აქტივებთან
დაკავშირებული საინვესტიციო საქმიანობისათვის აუცილებელ, ეროვნული ბანკის მიერ
დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას;
გ) აქტივების განთავსების სტრატეგიის შემუშავების მეთოდოლოგიას, საინვესტიციო
გადაწყვეტილებების
და
საპენსიო
სააგენტოს
მიერ
ამ
კანონის
28-ე
მუხლით
განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიების შერჩევის პროცედურის ეროვნული
ბანკის მიერ დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას. ამასთანავე, ეროვნული
ბანკი არ აფასებს საპენსიო სააგენტოს და ამ კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრული
აქტივების მმართველი კომპანიის საინვესტიციო გადაწყვეტილებებს;
დ) საპენსიო სააგენტოს / ამ კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი
კომპანიის
საინვესტიციო
საანგარიშსწორებო,
საქმიანობასთან
ადმინისტრაციული
და
დაკავშირებული
საინფორმაციო
სააღრიცხვო,
სისტემების
და
დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის საშუალებების ამ კანონითა და ეროვნული
ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;
ე) საპენსიო სააგენტოს / ამ კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი
კომპანიის
საინვესტიციო
საქმიანობის
საინვესტიციო
პოლიტიკის
დოკუმენტით
განსაზღვრულ ლიმიტებთან შესაბამისობას.“.
ბ) მე-2 პუნქტის:
ბ.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა)
დაადგინოს
დამატებითი
მარეგულირებელი
წესები
სპეციალიზებული
დეპოზიტარისთვის, რომელიც მომსახურებას უწევს საპენსიო სააგენტოს /აქტივების
მმართველ კომპანიას (კომპანიებს). ეს წესები შეიძლება ეხებოდეს საკუთარ კაპიტალს,
პერსონალის გამოცდილებას, ტექნიკურ და პროგრამულ უზრუნველყოფას, მომსახურების
მაქსიმალურ ფასს ან ნებისმიერ სხვა საკითხს, რომელსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ
მიიჩნევს ამ კანონის აღსრულების მიზნებისთვის;
ბ) საპენსიო სააგენტოსგან, აქტივების მმართველი კომპანიისგან, სპეციალიზებული
დეპოზიტარისგან
იურიდიული
და
მათთვის
პირისგან
უფლებამოსილებების
მომსახურების
მოითხოვოს
და
განსახორციელებლად
გამწევი
მიიღოს
საჭირო
ფიზიკური
ამ
კანონით
ნებისმიერი
პირისგან
და
განსაზღვრული
(მათ
შორის,
კონფიდენციალური) ინფორმაცია;“.
ბ.ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით::
„ე) დაადგინოს დამატებითი პრინციპები და წესები, რომლებიც გავრცელდება საპენსიო
სააგენტოს ან/და აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) მიერ ღია საფონდო
ინსტრუმენტების შერჩევის პროცესზე;
ვ) ამ კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, მნიშვნელოვანი დარღვევების
აღმოჩენის შემთხვევაში საპენსიო სააგენტოს ან და აქტივების მმართველ კომპანიას მისცეს
სავალდებულო
მითითება
ან/და
საჯარო
რეკომენდაცია
არსებული
აღმოფხვრის შესახებ, გონივრული ვადის მითითებით.“.
ბ.გ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
ხარვეზების
„ზ) მონაწილეთა ინტერესების დაცვის და საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის
უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი
წესით
სრულად
ან
ნაწილობრივ
შეასრულოს
სპეციალიზებული
დეპოზიტარის
ფუნქციები.“.
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ეროვნული ბანკი ვალდებულია თავის წლიურ ანგარიშში ასახოს საპენსიო სააგენტოს
და ამ კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიის
საინვესტიციო საქმიანობის
(კომპანიების)
ამ კანონთან და ეროვნული ბანკის
მოთხოვნებთან შესაბამისობა.“.
დ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიას;“
ე) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ეროვნული ბანკი საპენსიო სააგენტოს / ამ კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრულ
აქტივების
მმართველ
სპეციალიზებული
კომპანიას
(კომპანიებს)
აწვდის
დეპოზიტარის
ფინანსური
ან
წერილობით
ორგანიზაციული
ინფორმაციას
მდგომარეობის
გაუარესების ან შესაძლო გაუარესების შესახებ, თუ მას აქვს ასეთი ინფორმაცია, ასევე,
საპენსიო სააგენტოს / ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი
კომპანიის მიერ ამ კანონის შესაბამისად შერჩეული სპეციალიზებული დეპოზიტარის და ამ
კანონის
28-ე
მუხლით
გათვალისწინებული
აქტივების
მმართველი
კომპანიის
ავტორიზაციის გაუქმების პროცესის ინიცირების თაობაზე.
6. ეროვნული ბანკი ახორციელებს სპეციალური ადმინისტრირების დროებით რეჟიმს,
რომლის
დაწყების
საფუძველია
საპენსიო
აქტივების
ინვესტირების
და
მასთან
დაკავშირებული საქმიანობის შედეგად მიღებული ინვესტირებული საპენსიო აქტივების
1%-ზე მეტი დანაკარგი, რომელიც არ არის გამოწვეული საბაზრო პირობების ცვლილებით,
საკრედიტო ან კონტრაგენტთან დაკავშირებული რისკების მატერიალიზებით, რომლის
განჭვრეტაც
შეუძლებელი
ბრალეულობით
ან
იყო
ეროვნული
და
რომელიც
ბანკის
არ
არსებითი
არის
გამოწვეული
მითითებების
სააგენტოს
სისტემატური
შეუსრულებლობა, ან მდგომარეობა, რომლის დროსაც საპენსიო სააგენტო დროებით ვერ
ასრულებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს და რომელიც
ითვალისწინებს საინვესტიციო საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით
ეროვნული ბანკის მიერ ამ საქმიანობასთან დაკავშირებული დროებითი მოქმედების
განხორციელებას. სპეციალური ადმინისტრირების დროებითი რეჟიმის ეროვნული ბანკის
მიერ განხორციელების და მოქმედების წესს განსაზღვრავს ეროვნული ბანკი.“.
6. კანონის მე-7 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საპენსიო სააგენტო ელექტრონული სისტემის გამოყენებით ახორციელებს დაგროვებით
საპენსიო სქემაში მონაწილეთა გაწევრიანების ტექნიკურ მხარდაჭერას, აღრიცხავს
გაწევრიანებულ მონაწილეებს, ახორციელებს საპენსიო შენატანების ადმინისტრირებას ამ
კანონის შესაბამისად და თითოეული მონაწილისთვის ქმნის ინდივიდუალურ საპენსიო
ანგარიშს.
2.
საპენსიო
სრულდება
შენატანების
განხორციელებასთან
ელექტრონული
სისტემის
დაკავშირებით
მეშვეობით
საპენსიო
ვალდებულებები
სააგენტოს
მიერ
განსაზღვრული წესით.“.
ბ) მე-3 - მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
გ) მე-8 და მე-9 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10.
საპენსიო
სააგენტო
ახორციელებს
ელექტრონული
სისტემის
მართვასა
და
ადმინისტრირებას, მათ შორის, მესამე პირების მეშვეობით.“.
ე) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 და მე-12 პუნქტები:
„11. საპენსიო სააგენტოს მიერ პერიოდულად განხორციელებული შედარების და
ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების შემოწმების შედეგად გამოვლენილი
შეუსაბამობის შემთხვევაში, საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია დამსაქმებლისაგან,
მონაწილისაგან, პენსიის მიმღებისაგან, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრისაგან
მოითხოვოს საპენსიო შენატანის ან/და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული
საპენსიო აქტივების ან/და მათი კორექტირების შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია. ამასთან,
საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერი პირისაგან მოითხოვოს საპენსიო
სააგენტოს მიერ მისთვის შეცდომით გადახდილი ნებისმიერი თანხის დაბრუნება.
12.
საპენსიო
სააგენტო
„რეაბილიტაციისა
და
კრედიტორთა
კოლექტიური
დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს
კანონის მიზნებისთვის არ წარმოადგენს კრედიტორს. მონაწილის საკუთრებაში არსებულ
საპენსიო აქტივებთან მიმართებით კრედიტორს წარმოადგენს შესაბამისი მონაწილე ან
მონაწილის მემკვიდრე/მემკვიდრეები. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური
დაკმაყოფილების
შესახებ“
საქართველოს
კანონის
შესაბამისად,
რეაბილიტაციის
მმართველის ან/და გაკოტრების მმართველის, ხოლო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად, ლიკვიდატორის მიმართვის შემთხვევაში საპენსიო სააგენტო
ვალდებულია
აღნიშნულ
პირს
მიაწოდოს
ელექტრონულ
სისტემაში
არსებული
ინფორმაცია შესაბამისი დამსაქმებლის მიერ განხორციელებულ საპენსიო შენატანებთან
დაკავშირებით,
ასევე
შემოსავლების
სამსახურის
მონაცემთა
ბაზებში
არსებულ
ინფორმაციასთან შედარების შედეგად მიღებული ინფორმაცია.“.
7. მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-71 მუხლი:
„მუხლი 71. საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა
1. შემოსავლების სამსახური საპენსიო სააგენტოს უზრუნველყოფს ინფორმაციით საპენსიო
სააგენტოს მიერ განსაზღვრული საჭიროებისამებრ და პერიოდულობით. საპენსიო
სააგენტო
უფლებამოსილია
პერიოდულობით
შეადაროს
საჭიროებისამებრ
ელექტრონულ
და
მის
სისტემაში
შემოსავლების სამსახურისაგან მიღებულ ინფორმაციას.
მიერ
განსაზღვრული
არსებული
ინფორმაცია
ასეთი შედარების შედეგად
საპენსიო სააგენტო იდენტიფიცირებას უკეთებს საპენსიო შენატანების განხორციელების
ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების ფაქტებს ან/და
ავლენს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განხორციელებული შედარების შედეგად
საპენსიო
სააგენტოს მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების
შეუსრულებლობის
ფაქტის
გამოვლენის
შემთხვევაში
საპენსიო
სააგენტო
უფლებამოსილია:
ა) დამსაქმებელს ასევე
ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ დასაქმებულს, რომელმაც ამ კანონის შესაბამისად არ შეასრულა
საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება, ასევე იმ დამსაქმებელს, რომელმაც
ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დასაქმებულს
ამავე ქვეპუნქტის შესაბამისად არ აუნაზღაურა საპენსიო შენატანი დააკისროს ჯარიმა
კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობებით;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებს მოსთხოვოს დარღვეული
ვალდებულების შესრულება - საპენსიო შენატანის განხორციელება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ჯარიმის თანხა
მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საპენსიო შენატანის თანხა აღირიცხება მონაწილის ინდივიდუალურ
საპენსიო ანგარიშზე, საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით;
4. ამ კანონის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა და საპენსიო შენატანი
აღსასრულებლად
მიიქცევა
საპენსიო
სააგენტოს
ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
იძულებით
კანონიერ
ძალაში
აქტისა
მის
და
შესული
შესაბამისად
გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
5. საპენსიო სააგენტო ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და ამტკიცებს საპენსიო
შენატანის
განხორციელების
ვალდებულების
დარღვევის
და
საპენსიო
შენატანის
ზედმეტად
განხორციელების
ფაქტების
გამოვლენის,
გაფრთხილების,
ჯარიმის
დაკისრების, აღსრულების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის
დაბრუნების
წესსა
და
პროცედურებს
და
აღნიშნული
უფლებამოსილებების
განსახორციელებლად ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების
ფორმებს მათ მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.“.
8. კანონის მე-8 მუხლის:
ა) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საპენსიო სააგენტოს მიზნებია:
ა) დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირება და მართვა, მისი გამართული
ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ბ) საპენსიო აქტივების ინვესტირება, ამ კანონის და საინვესტიციო პოლიტიკის
დოკუმენტის შესაბამისად, კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპების და დაგროვებითი
საპენსიო სქემის მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების დაცვით;
გ) დაგროვებითი საპენსიო სქემის ანალიზი, მისი განვითარებასა და გაუმჯობესებასთან
დაკავშირებული ხედვის ჩამოყალიბება, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და
სამეთვალყურეო საბჭოსთვის წარდგენა;
დ) ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი
საქმიანობის განხორციელება.“.
გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. საპენსიო სააგენტოს ფუნქციებია:
ა) ეროვნულ ბანკში,
კომერციულ ბანკებში
ან/და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში
ანგარიშების გახსნა საპენსიო შენატანების აკუმულირების, საინვესტიციო საქმიანობის
განხორციელების ან/და ამ კანონით გათვალისწინებული ან/და მისგან გამომდინარე სხვა
მიზნით
და საპენსიო აქტივების, მათ შორის, საპენსიო სააგენტოს ნომინალური
მფლობელობის ანგარიშებზე არსებული ფულადი რესურსების მართვა დაგროვებითი
საპენსიო სქემის მონაწილეთა და მათ მემკვიდრეთა ინტერესების შესაბამისად;
ბ)
ელექტრონული
სისტემის
მართვა
და
მონაწილეებისათვის, რომლებმაც ისარგებლეს
უფლებით);
გ) ხელშეკრულებების გაფორმება:
ადმინისტრირება
(მათ
შორის
იმ
ამ კანონის 29-ე მუხლით მინიჭებული
გ.ა) აქტივების მმართველ კომპანიასთან (კომპანიებთან), სპეციალიზებულ დეპოზიტართან
და საინვესტიციო საქმიანობის ან ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელებისათვის
საჭირო ნებისმიერი მომსახურების ან/და საქონლის მიმწოდებელ პირებთან;
გ.ბ) ბუღალტრული, აუდიტორული, იურიდიული, აქტუარული მომსახურებებისა და
საპენსიო სააგენტოსთვის საჭირო სხვა მომსახურების გამწევ პირ(ებ)თან;
გ.გ) საპენსიო სააგენტოს საქმიანობისთვის აუცილებელი უძრავი ქონების ან მოძრავი
ქონების (მათ შორის, აღჭურვილობის ან პროგრამული უზრუნველყოფის) შეძენისა და
განკარგვის თაობაზე;
დ)
აქტივების
მმართველი
კომპანიისგან
(კომპანიებისგან),
სპეციალიზებული
დეპოზიტარისგან, ღია საინვესტიციო ფონდისაგან და სხვა მომსახურების გამწევი
პირებისგან საპენსიო სააგენტოს სახელით განხორციელებული ნებისმიერი გარიგების
შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა და მიღება;
ე) საპენსიო სააგენტოს თანამშრომლებით დაკომპლექტება და კონკურენტუნარიანი
ანაზღაურების პირობების შექმნა;
ვ) საპენსიო შენატანებთან, საპენსიო აქტივებთან და პენსიის გაცემასთან დაკავშირებულ
საკითხებთან დაკავშირებით საჭირო ღონისძიებების გატარება;
ზ)
დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებზე (მათ შორის იმ მონაწილეებზე,
რომლებმაც ისარგებლეს ამ კანონის 29-ე მუხლით მინიჭებული უფლებით) და კანონით
განსაზღვრულ შემთხვევაში, მონაწილეთა მემკვიდრეებზე პენსიებისა და საპენსიო
აქტივების შესაბამისი ღირებულების გაცემის პროცესის ადმინისტრირება;
თ) საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დამრღვევი პირისათვის ამ
კანონისა და საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად ამ კანონის მე-71
მუხლის შესაბამისად საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებისა და ჯარიმის
დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.“.
დ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საპენსიო სააგენტო შეიმუშავებს და ამტკიცებს სამართლებრივ აქტებს საპენსიო
შენატანების გადახდის წესების, საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით ინფორმაციის
წარდგენის ფორმებისა და ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, პენსიის
და საპენსიო აქტივების მოთხოვნის შესახებ განცხადების წარდგენის, პენსიის და საპენსიო
აქტივების დანიშვნისა და გაცემის, საპენსიო ფონდიდან საპენსიო აქტივების გამოტანის
წესის
და
პერიოდულობის
განსაზღვრის,
დაგროვებითი
საპენსიო
სქემის
ადმინისტრირებისა და მართვისათვის აუცილებელი სხვა ღონისძიებების, წესებისა და
პროცედურების შესახებ.
6. საპენსიო სააგენტოს მიერ ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების
და დაგროვებითი საპენსიო სქემის ეფექტიანად ადმინისტრირების მიზნით, ნებისმიერი
ადმინისტრაციული ორგანო ან/და პირი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია
უზრუნველყოს საპენსიო სააგენტო მისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი
ნებისმიერი და ყველა ინფორმაციით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაწილის
პერსონალური მონაცემებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
ე) მე-7 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
9. კანონის მე-9 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამეთვალყურეო საბჭო კონკურსის წესით არჩევს და თანამდებობაზე ნიშნავს, აგრეთვე
თანამდებობიდან
ათავისუფლებს
საპენსიო
სააგენტოს
დირექტორს,
რომელიც
ხელმძღვანელობს საპენსიო სააგენტოს საქმიანობას, გარდა სააგენტოს საინვესტიციო
საქმიანობისა. საპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობაზე ინიშნება 5 წლის ვადით.“.
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საპენსიო სააგენტოს დირექტორი:
ა) კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს
სააგენტოს თანამშრომლებს;
ბ) ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოსცემს
ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ
აქტებს
და
ნორმატიულ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს;
გ) ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
წინადადებების
გათვალისწინებით
ამზადებს
და
სამეთვალყურეო
საბჭოსთან
შეთანხმებით ამტკიცებს საპენსიო სააგენტოს წლიურ ბიუჯეტს, საშტატო ნუსხას და
სტრუქტურას.
დ) ამტკიცებს კანონმდებლობით განსაზღვრულ და მისგან გამომდინარე რეგულაციებს,
წესებსა და პროცედურებს, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს საპენსიო სააგენტოსა და
მისი სტრუქტურული ერთეულების მიზნებს, ამოცანებს, უფლება-მოვალეობებს და
სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შემადგენელ პროცესებსა
და პროცედურებს.
ე) უფროსი საინვესტიციო ოფიცრის წარდგინებით ამტკიცებს რეგულაციებს, წესებსა და
პროცედურებს, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს საინვესტიციო სამსახურის მიზნებს,
ამოცანებს, უფლება-მოვალეობებსა და შემადგენელ პროცესებს და პროცედურებს.
ვ) ცვლილების შეტანის უფლების გარეშე ამტკიცებს საინვესტიციო საბჭოს მიერ
შემუშავებულ და დირექტორისათვის წარდგენილ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს;
ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, საპენსიო
შენატანის განხორციელების ვალდებულების დამრღვევი პირისათვის ამ კანონისა და
საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად საპენსიო შენატანის
განხორციელების ვალდებულებისა და ჯარიმისა დაკისრების შესახებ და კანონიერ ძალაში
შესული
ინდივიდუალურ
გამოსცემს
სააღსრულებო
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
ფურცელს,
მიღებული
აქტის
საფუველზე
გადაწყვეტილების
იძულებით
აღსრულების მიზნით ;
თ) ასრულებს სააგენტოს დებულებით ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით
გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.“.
გ) მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
დ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. საპენსიო სააგენტოს დირექტორი და სააგენტოს დირქტორის მოადგილე არ შეიძლება
პროფესიულ მომსახურებას უწევდეს აქტივების მმართველ კომპანიას ან სპეციალიზებულ
დეპოზიტარს თანამდებობიდან
გათავისუფლებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში თუ დირექტორი ან/და დირექტორის მოადგილე ამ
პუნქტით დადგენილი შეზღუდვის გამო ვერ დასაქმდება, მას უნარჩუნდება არსებული
თანამდებობრივი სარგო.“.
ე) მე-13 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
10. კანონის მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:
„მუხლი 91. რისკის მთავარი ოფიცერი და რისკების კონტროლის დეპარტამენტი
1. სამეთვალყურეო საბჭო კონკურსის წესით არჩევს და თანამდებობაზე ნიშნავს, აგრეთვე
თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო სააგენტოს რისკის მთავარ ოფიცერს.
2. რისკის მთავარი ოფიცრის კონკურსის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება ამ
კანონითა და საპენსიო სააგენტოს დებულებით.
3. რისკის მთავარ ოფიცრად შესაძლებელია, დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე,
რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების დარგში და ფინანსურ
ინსტიტუტში
ხელმძღვანელ
თანამდებობაზე
რისკების
მართვის
მიმართულებით
მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. რისკის მთავარ ოფიცრად არ შეიძლება
დაინიშნოს ნასამართლევი პირი ან პირი, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოში გამოცხადდა
გაკოტრებულად ან ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობისთვის შეუფერებლად.
4. რისკის მთავარ ოფიცერზე ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
ვალდებულებები. რისკის მთავარ ოფიცერს ასევე ეზღუდება ნებისმიერი საჩუქრის,
კრედიტის (გარდა ჩვეულებრივი კომერციული პირობებით აღებული კრედიტისა)
ანაზღაურების
მიღება
აქტივების
მმართველი
კომპანიისგან,
ან
სპეციალიზებული
დეპოზიტარისგან ან მათთან აფილირებული პირისგან, ან საპენსიო სააგენტოსთვის
მომსახურების გამწევი სხვა პირისგან. რისკის მთავარი ოფიცერი ვალდებულია საჯარო
სამართლის
იურიდიულ
პირს
−
საჯარო
სამსახურის
ბიუროს
ყოველწლიურად
წარუდგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.
5. რისკის მთავარი ოფიცერი და მისი მოადგილე არ შეიძლება პროფესიულ მომსახურებას
უწევდეს
აქტივების
თანამდებობიდან
მმართველ
კომპანიას
ან
სპეციალიზებულ
დეპოზიტარს
გათავისუფლებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნული
პერიოდის განმავლობაში თუ რისკის მთავარი ოფიცერი ან/და მისი მოადგილი ამ პუნქტით
დადგენილი
შეზღუდვის
გამო
ვერ
დასაქმდება
მას
უნარჩუნდება
არსებული
თანამდებობრივი სარგო.
6. რისკის მთავარი ოფიცრის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების
შეუძლებლობის შემთხვევაში რისკის მთავარი ოფიცრის მოვალეობას ასრულებს მისი
მოადგილე.
7. რისკის მთავარი ოფიცერი, რისკის კონტროლის დეპარტამენტის მეშვეობით:
ა) ასრულებს საინვესტიციო რისკების კონტროლთან დაკავშირებულ ფუნქციებს,
სარგებლობს ასეთ ფუნქციებთან დაკავშირებული უფლებებით და ასრულებს ასეთ
ფუნქციებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს ამ კანონისა და საპენსიო სააგენტოს
დებულებით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
ბ) ასრულებს არასაინვესტიციო რისკების კონტროლთან დაკავშირებულ ფუნქციებს,
სარგებლობს ასეთ ფუნქციებთან დაკავშირებული უფლებებით და ასრულებს ასეთ
ფუნქციებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს ამ კანონისა და საპენსიო სააგენტოს
დებულებით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
გ) ახორციელებს საპენსიო სააგენტოს რისკის აგრეგირებას და მასთან დაკავშირებულ
ფუნქციებს, სარგებლობს ასეთ ფუნქციებთან დაკავშირებული უფლებებით და ასრულებს
ასეთ ფუნქციებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს ამ კანონისა და საპენსიო სააგენტოს
დებულებით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
8. რისკის მთავარი ოფიცერი არ არის უფლებამოსილი შეაჩეროს, შეაფერხოს ან/და
შეზღუდოს
საპენსიო
სააგენტოს,
მათ
შორის
საინვესტიციო
სამსახურის
გადაწყვეტილებები და მის მიერ სააგენტოს მმართველობის ორგანოებისთვის ან/და
სტრუქტურული
ერთეულებისათვის
წარდგენილი
რეკომენდაციები
არ
არის
სავალდებულო ხასიათის.
9. რისკის მთავარი ოფიცრის მიერ ამ კანონის შესაბამისად საინვესტიციო რისკების
კონტროლის
ფუნქციების
განხორციელებისას,
რისკის
მთავარი
ოფიცერი
ანგარიშვალდებულია უშუალოდ საინვესტიციო საბჭოს წინაშე, ხოლო არასაინვესტიციო
რისკების მართვასთან დაკავშირებით − უშუალოდ სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე.
10. სააგენტოს აგრეგირებული რისკების კონტროლთან დაკავშირებული ფუნქციების
შესრულებისას რისკის მთავარი ოფიცერი ანგარიშვალდებულია როგორც სამეთვალყურეო
საბჭოს, ისე საინვესტიციო საბჭოს წინაშე.“.
11. კანონის მე-10 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამეთვალყურეო საბჭო თავის წევრთაგან 2 წლის ვადით ირჩევს სამეთვალყურეო საბჭოს
თავმჯდომარეს. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა თანამდებობრივად.“.
გ) მე-6 პუნქტის:
გ.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ითანხმებს საპენსიო სააგენტოს წლიურ ბიუჯეტს, საშტატო ნუსხას და სტრუქტურას;
ბ) ზედამხედველობს საპენსიო სააგენტოს დირექტორის, შიდა აუდიტის სამსახურის და
რისკის მთავარი ოფიცრის (გარდა საინვესტიციო რისკების კონტროლთან დაკავშირებული
საქმიანობისა) საქმიანობას და აძლევს მას მითითებებს;“.
გ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ)
კონკურსის
წესით
ირჩევს,
თანამდებობაზე
ნიშნავს
და
თანამდებობიდან
ათავისუფლებს საპენსიო სააგენტოს დირექტორსა და რისკის მთავარ ოფიცერს;“.
გ.დ) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
გ.ე) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ)
ითანხმებს
საპენსიო
სააგენტოს
დირექტორის
საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტისა;“.
ნორმატიულ
აქტებს,
გარდა
გ.ვ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) ახორციელებს ამ კანონით და სააგენტოს დებულებით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას.“.
გ.ზ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები:
„ლ) ითანხმებს საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის პოლიტიკას;
მ)
ზედამხედველობს
უზრუნველყოფს
რისკების
რისკების
კონტროლის
კონტროლის
დეპარტამენტის
დეპარტამენტის
საქმიანობას
საინვესტიციო
და
რისკების
კონტროლის ფუნქციის დამოუკიდებლობას არასაინვესტიციო რისკის კონტროლის
ფუნქციისაგან;
ნ) ითანხმებს რისკის კონტროლის დეპარტამენტისა და აუდიტის სამსახურის წესდებებს.“.
დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სამეთვალყურეო საბჭო შეიძლება არ დაეთანხმოს დირექტორის მიერ წარდგენილი
სააგენტოს
საშტატო
ნუსხით
/
ბიუჯეტით
/
სტრუქტურით
გათვალისწინებულ
საინვესტიციო სამსახურის საშტატო ნუსხას, სტრუქტურას და საინვესტიციო საქმიანობის
ბიუჯეტს მხოლოდ დასაბუთებული უარის თქმით.“.
12. კანონის მე-11 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საინვესტიციო საბჭოს წევრთა კანდიდატურების შერჩევის პროცედურებს, ყოველი
შერჩევის პროცესისათვის განსაზღვრავს და ამტკიცებს შესარჩევი კომისია ამ კანონის
შესაბამისად.“.
ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარის მე-7 პუნქტი:
„7. შესარჩევი კომისია გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მას ესწრება მინიმუმ 5 წევრი.
შესარჩევი კომისია გადაწყვეტილებებს იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.“.
13. კანონის მე-12 მუხლის:
ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საინვესტიციო საბჭო თავის წევრთაგან სრული შემადგენლობის უმრავლესობით,
უფლებამოსილების ვადით ირჩევს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარეს. ამასთან,
საინვესტიციო
საბჭო
უფლებამოსილია,
სრული
შემადგენლობის
უმრავლესობით,
უფლებამოსილების ვადით აირჩიოს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
4. საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილის არჩევისას
დაუშვებელია საინვესტიციო საბჭოს წევრის მიერ ხმის საკუთარი თავისთვის მიცემა.“.
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საინვესტიციო საბჭოს წევრის თითოეული დაუკავებელი თანამდებობისთვის შესარჩევი
კომისია აცხადებს კონკურსს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, მათ
შორის, არანაკლებ ერთ საერთაშორისო ფინანსურ გამოცემაში განცხადების გამოქვეყნებით.
საინვესტიციო საბჭოს წევრის თითოეული დაუკავებელი თანამდებობისთვის შესარჩევი
კომისია
განიხილავს
არანაკლებ
დაყრდნობით, რომლის სიას
2
კანდიდატურას
შერჩევის
კრიტერიუმებზე
საინვესტიციო საბჭო ამზადებს და წარუდგენს შესარჩევ
კომისიას. საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატებს შესარჩევი კომისია არჩევს
პროფესიული
უნარ-ჩვევებისა
და
გამოცდილების
გათვალისწინებით,
სრული
შემადგენლობის უმრავლესობით.“.
გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. საინვესტიციო საბჭოს წევრს ეზღუდება ნებისმიერი საჩუქრის, კრედიტის (გარდა
ჩვეულებრივი კომერციული პირობებით აღებული კრედიტისა) ან ანაზღაურების მიღება
აქტივების
მმართველი
კომპანიისგან
(კომპანიებისგან),
სპეციალიზებული
დეპოზიტარისგან ან მათთან აფილირებული პირისგან, ან საპენსიო სააგენტოსთვის
მომსახურების გამწევი სხვა პირისგან.“.
დ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. საინვესტიციო საბჭოს წევრი არ შეიძლება პროფესიულ მომსახურებას უწევდეს აქტივების
მმართველ კომპანიას ან სპეციალიზებულ დეპოზიტარს საინვესტიციო საბჭოს წევრობის
ვადის განმავლობაში და მისი დასრულებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნული
პერიოდის განმავლობაში თუ საინვესტიციო საბჭოს წევრი ამ პუნქტით დადგენილი
შეზღუდვის გამო ვერ დასაქმდება მას უნარჩუნდება არსებული თანამდებობრივი სარგო.“
14. კანონის მე-13 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტის მომზადების მიზნით ამზადებს წინადადებებს
საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ წლიურ ხარჯებთან, მათ შორის, საპენსიო
სააგენტოს
უფროსი
საინვესტიციო
ოფიცრის
და
საინვესტიციო
სამსახურის
თანამშრომლების რაოდენობასა და სახელფასო ხარჯებთან, მომსახურების გამწევ
პირებთან სახელშეკრულებო ურთიერთობით გათვალისწინებულ სხვა გადასახდელებთან,
დაკავშირებით და წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს, სააგენტოს ერთიან
ბიუჯეტში ასახვისა და სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით დამტკიცების მიზნით;
ვ) შეარჩევს სპეციალიზებულ დეპოზიტარს და ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრულ
აქტივების მმართველ კომპანიას (კომპანიებს);“.
ა.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.გ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) განსაზღვრავს ისეთ ორგანიზაციულ სტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფს
საინვესტიციო სამსახურში ადეკვატური შიდა კონტროლის მექანიზმების არსებობას და
წარუდგენს სააგენტოს დირექტორს, სააგენტოს ერთიან ორგანიზაციულ სტრუქტურაში
ასახვისა და სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით დამტკიცების მიზნით;“
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11, 12 და 13 პუნქტები:
„11. საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილია საინვესტიციო რისკების კონტროლის ფუნქციის
შესრულების მიზნით, შექმნას სტრუქტურული ერთეული, რომელიც ფუნქციურად და
იერარქიულად გამიჯნული იქნება საინვესტიციო სამსახურისგან და ანგარიშვალდებული
იქნება პირდაპირ და მხოლოდ საინვესტიციო საბჭოს წინაშე;
12. საინვესტიციო საბჭო ვალდებულია უზრუნველყოს საინვესტიციო რისკების მართვა და
კონტროლი. შესაბამისად, საინვესტიციო საბჭო ზედამხედველობს:
ა. საინვესტიციო საქმიანობიდან გამომდინარე ან/და მასთან დაკავშირებული რისკების
მართვის
ფუნქციას,
რომელსაც
ახორციელებს
უფროსი
საინვესტიციო
ოფიცერი
საინვესტიციო სამსახურის მეშვეობით და
ბ. საინვესტიციო რისკების კონტროლის ფუნქციას.
13.
საინვესტიციო
საბჭოს
მიერ
ამ
მუხლის
უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაში
11
პუნქტით
გათვალისწინებული
შექმილი სტრუქტურული ერთეული
ვალდებულია საინვესტიციო რისკების მართვისა და კონტროლის და აგრეთვე აღნიშნული
საქმიანობის განხორციელების ფარგლბში მის ხელთ არსებული და მის მიერ შექმნილი
ყველა ინფორმაცია/დოკუმენტი წარუდგინოს რისკის მთავარ ოფიცერს მისი რისკის
აგრეგირების ფუნქციის შესრულების მიზნით.“.
გ) მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საინვესტიციო საბჭო ადგენს ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრული აქტივების
მმართველი კომპანიის შერჩევის წესსა და კრიტერიუმებს, აქტივების მმართველი
კომპანიებისთვის
სამართავად
გადასაცემი
საპენსიო
აქტივების
მოცულობისა
გადაცემის ვადების განსაზღვრის კრიტერიუმებსა და წესს (პროცედურებს).“.
და
ე) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
15. კანონის მე-14 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის სტრუქტურას საინვესტიციო საბჭოსთან
შეთანხმებით შეიმუშავებს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი და წარუდგენს სააგენტოს
დირექტორს, საპენსიო სააგენტოს ერთიან სტრუქტურაში ასახვისა და სამეთვალყურეო
საბჭოსთან შეთანხმებით დამტკიცების მიზნით.“.
ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7.უფროსი
საინვესტიციო
ოფიცრის
თანამდებობაზე
შეიძლება
დაინიშნოს
კეთილსინდისიერი პირი, რომელსაც აქვს ფინანსურ სექტორში მუშაობის არანაკლებ 10
წლის პროფესიული გამოცდილება, მათ შორის,
ფინანსების, ინვესტიციების ან/და
რისკების მართვის მიმართულებით ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5
წლის გამოცდილება.“.
დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი პასუხისმგებელია საპენსიო აქტივების საინვესტიციო
პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად ინვესტირებაზე და
მართვაზე.
უფროსი
საინვესტიციო
ოფიცერი
ამ
საინვესტიციო რისკების
კანონით
გათვალისწინებულ
უფლებამოსილებებს ახორციელებს საინვესტიციო სამსახურის მეშვეობით.“.
ე) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი :
„91. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ხელმძღვანელობს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო
საქმიანობას, უფლებამოსილია მიიღოს, გააფორმოს და აღასრულოს საინვესტიციო
გადაწყვეტილებები და აღნიშნული მიზნით წარმოადგინოს სააგენტო მესამე პირებთან
ურთიერთობაში და გააფორმოს მათთან ხელშეკრულებები.“.
ვ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ზ) მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. უფროს საინვესტიციო ოფიცერზე ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
ვალდებულებები. უფროს საინვესტიციო ოფიცერს ასევე ეზღუდება ნებისმიერი საჩუქრის,
კრედიტის (გარდა ჩვეულებრივი კომერციული პირობებით აღებული კრედიტისა)
ანაზღაურების
მიღება
აქტივების
მმართველი
კომპანიისგან,
ან
სპეციალიზებული
დეპოზიტარისგან ან მათთან აფილირებული პირისგან, ან საპენსიო სააგენტოსთვის
მომსახურების გამწევი სხვა პირისგან. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ვალდებულია
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო სამსახურის ბიუროს ყოველწლიურად
წარუდგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.
12. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი და მისი მოადგილე არ შეიძლება პროფესიულ
მომსახურებას უწევდეს აქტივების მმართველ კომპანიას ან სპეციალიზებულ დეპოზიტარს
თანამდებობიდან გათავისუფლებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნული პერიოდის
განმავლობაში თუ უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ან/და უფროსი საინვესტიციო ოფიცრის
მოადგილე ამ პუნქტით დაგენილი შეზღუდვის გამო ვერ დასაქმდება, მას უნარჩუნდება
არსებული თანამდებობრივი სარგო.“
16. კანონის მე-17 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.საინვესტიციო საბჭოს სხდომას წარმართავს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო
მისი არყოფნისას − საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (ასეთის არსებობის
შემთხვევაში) ან სხდომის თავმჯდომარედ არჩეული საინვესტიციო საბჭოს სხვა წევრი.“.
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილია საინვესტიციო საბჭოს სხდომაზე მოიწვიოს
საპენსიო სააგენტოს ნებისმიერი თანამშრომელი ან სხვა ნებისმიერი პირი.“.
17. კანონის მე-18 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საპენსიო სააგენტოს საქმიანობის დაფინანსების წყაროა მონაწილეთა საპენსიო აქტივები,
საპენსიო აქტივების წლიური მომსახურების საფასურის სახით, რომელიც გამოიხატება
საპენსიო აქტივების პროცენტული მოცულობით. საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია
განსაზღვროს აღნიშნული საფასურის გატანის პერიოდულობა.“
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტის პროექტი შედგება:
ა) საინვესტიციო საქმიანობის ბიუჯეტისაგან, რომელიც უნდა მოიცავდეს საპენსიო
სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის ბიუჯეტს, ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრული
აქტივების
მმართველი
კომპანიისა
(კომპანიებისა)
და
სპეციალიზებული
დეპოზიტარისათვის გადასახდელ მომსახურების საკომისიოებს და საინვესტიციო საბჭოს
ხარჯებს;
ბ) ადმინისტრაციული საქმიანობის ბიუჯეტისაგან, რომელიც მოიცავს საპენსიო სააგენტოს
მმართველობით და ადმინისტრაციულ ხარჯებს;“;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საპენსიო სააგენტოს დირექტორი არაუგვიანეს ყოველი საბიუჯეტო წლის 1 დეკემბრისა
სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საპენსიო სააგენტოს მომდევნო
წლის ბიუჯეტის პროექტს.“.
დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. საპენსიო სააგენტოს საქმიანობის დაფინანსების მიზნით მონაწილეთა საპენსიო
აქტივებიდან, საპენსიო აქტივების წლიური მომსახურების საფასურის სახით, საპენსიო
სააგენტოს მიერ მიღებული თანხა არ შეიძლება დაგირავდეს, უფლებრივად დაიტვირთოს,
მათზე საკუთრების უფლება მესამე პირს გადაეცეს ან სხვაგვარად გასხვისდეს საპენსიო
სააგენტოს
მიმართ
არსებული
რაიმე
მოთხოვნის
დასაკმაყოფილებლად
ან
უზრუნველსაყოფად, აღნიშნული თანხა არ ექვემდებარება აღსრულებას, ვერ იქნება
შეტანილი საპენსიო სააგენტოს გაკოტრების მასაში.“.
18. მე-19 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის წლიურ ფინანსურ ანგარიშგებას, რომელიც
აუდიტირებულია მსოფლიოს ოთხი უმსხვილესი აუდიტორული კომპანიიდან ერთ-ერთის
მიერ, რომელსაც შეარჩევს საქართველოს პარლამენტი. შერჩეულ აუდიტორულ კომპანიას
შესაძლებლობა ექნება, უწყვეტად მხოლოდ სამჯერ განახორციელოს წლიური ფინანსური
ანგარიშგების
აუდიტირება.
საპენსიო
სააგენტოს
ანგარიშგების
დამოუკიდებელი
აუდიტორული შემოწმების ჩასატარებლად აუდიტორული ფირმის მომსახურებასთან
დაკავშირებულ
შესყიდვებზე
არ
ვრცელდება
„სახელმწიფო
შესყიდვების
შესახებ“
საქართველოს კანონი;“.
ა.ბ)„ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ინფორმაციას ჯამური აბსოლუტური ამონაგების შესახებ, ამ კანონის 27-ე მუხლის მე-4
პუნქტით განსაზღვრული თითოეული საინვესტიციო პორტფელის ჭრილში, მათ შორის,
აქტივების კლასების მიხედვით;“.
ა.გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ანგარიშს ყველა სხვა გადასახდელის შესახებ, მათ შორის, სპეციალიზებული
დეპოზიტარის საკომისიოს და ჯამურად სხვა მომსახურების და ფინანსური გარიგების
საფასურების შესახებ;“
ა.დ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:
„ე1) საპენსიო სააგენტოს რისკის მთავარი ოფიცრის მიერ შესრულებულ რისკის
აგრეგირების
შესახებ
ინფორმაციას
და
შესაბამის
რეკომენდაციებს.
აღნიშნული
ინფორმაცია და რეკომენდაციები დანართად ერთვის ამ მუხლით დადგენილი წესით
პარლამენტში წარდგნილ საპენსიო სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის
გასული წლის ანგარიშს;“
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საპენსიო სააგენტოს დირექტორი ვალდებულია:
ა) კალენდარული წლის პირველი 6 თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა
საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საპენსიო სააგენტოს მიერ 6 თვის განმავლობაში
განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვა, რომელიც არ მოიცავს საინვესტიციო
საქმიანობის მიმოხილვას.
ბ) კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 თვისა, საქართველოს პარლამენტს
წარუდგინოს
საპენსიო
სააგენტოს
მიერ
განხორციელებული
საქმიანობის
(გარდა
საინვესტიციო საქმიანობისა) გასული წლის ანგარიში.“.
გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:
„21 საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ვალდებულია:
ა)
კალენდარული წლის პირველი 6 თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა
საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საპენსიო სააგენტოს მიერ განხორციელებული
საინვესტიციო საქმიანობის მიმოხილვა.
ბ) კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 თვისა, საქართველოს პარლამენტს
წარუდგინოს მის მიერ განხორციელებული საინვესტიციო საქმიანობის გასული წლის
ანგარიში.
22. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია ყოველ 2
წელიწადში ერთხელ, საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ანგარიში საანგარიშო
პერიოდში საინვესტიციო პოლიტიკის შესრულებასთან დაკავშირებით.“.
დ) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
19. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. შიდა აუდიტის სამსახურის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი
განისაზღვრება საპენსიო სააგენტოს დებულებით და შიდა აუდიტის სამსახურის
წესდებით.“.
20. მე-21 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დასაქმებული, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე
შეუსრულდა 60 წელი მამაკაცის შემთხვევაში, ხოლო ქალის შემთხვევაში − 55 წელი, ხდება
მონაწილე ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ, დამსაქმებლის მიერ ამ კანონის მე-3 მუხლის
მე-6 პუნქტის საფუძველზე პირველი საპენსიო შენატანის განხორციელებისთანავე.“.
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დასაქმებული, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა მამაკაცს 60 წელი,
ხოლო ქალს − 55 წელი, და თვითდასაქმებული მონაწილეები ხდებიან ნებაყოფლობით, ამ
კანონის შესაბამისად.
4. დასაქმებული, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა მამაკაცს 60 წელი,
ხოლო ქალს − 55 წელი, და თვითდასაქმებული მონაწილეები ხდებიან ამ მუხლის
ამოქმედების შემდეგ მათ მიერ საპენსიო სააგნეტოს დადგენილი წესით
შესაბამისი
განცხადების წარმოდგენისა და პირველი საპენსიო შენატანის განხორციელებისთანავე.“.
21. 22-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.
დასაქმებულს,
რომელიც
უარს
განაცხადებს
დაგროვებით
საპენსიო
სქემაში
მონაწილეობაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით შეუძლია
ნებისმიერ დროს ხელახლა გაწევრიანდეს დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ კანონის და
საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად. დასაქმებულის ხელახლა
გაწევრებისას დასაქმებულის, დამსაქმებლის და სახელმწიფოს საპენსიო შენატანების
განხორციელება დაიწყება დასაქმებულის გაწევრიანების შემდეგ მისთვის პირველი
ხელფასის გადახდისთანავე, ხოლო აღნიშნული მონაწილე ჩაითვლება დაგროვებით
საპენსიო სქემაში სავალდებულო წესით გაწევრიანებულად. ხელახლა გაწევრიანების
შემთხვევაში დასაქმებული ვალდებულია აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს მის ყველა
დამსაქმებელს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაწევრიანებული დასაქმებულისთვის, მის მიერ
საპენსიო
სააგნეტოს
დადგენილი
წესის
შესაბამისად
განცხადების
წარმოდგენის
საფუძველზე, პირველი საპენსიო შენატანის
სისტემაში
ამ
მონაწილის
შესახებ
გადახდა გამოიწვევს ელექტრონულ
საინფორმაციო
ჩანაწერის
შექმნას,
რომელიც
დაადასტურებს დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებას და შექმნის
საფუძველს სათანადო ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის გააქტიურებისათვის.“.
22. 23-ე მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მონაწილე დასაქმებული, რომელსაც დროებით შეუჩერდება ხელფასის სახით თანხის
მიღება, დროებით შეაჩერებს საპენსიო შენატანების განხორციელებას. მონაწილე საპენსიო
შენატანების
განხორციელებას
განაახლებს
ხელფასის
სახით
თანხის
მიღების
აღდგენისთანავე. თუ მონაწილე შეწყვეტს საპენსიო შენატანების განხორციელებას
შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო
და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ან დროებითი ან ხანგრძლივი
შრომისუუნარობის გამო, ან ხელფასის ნებისმიერი მიზეზით არ არსებობის გამო, საპენსიო
აქტივები რჩება მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ამ კანონის შესაბამისად.
2. მონაწილე თვითდასაქმებული, რომელსაც დროებით შეუჩერდება თვითდასაქმებულის
შემოსავლის მიღება, დროებით
შეაჩერებს საპენსიო შენატანების განხორციელებას და
საპენსიო აქტივები რჩება მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ამ კანონის
შესაბამისად. მონაწილე თვითდასაქმებული საპენსიო შენატანების განხორციელებას
განაახლებს თვითდასაქმებულის შემოსავლის მიღების აღდგენისთანავე.“.
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
23. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. არ შეიძლება მონაწილის საპენსიო აქტივებზე მისი ქონებრივი უფლებები დაგირავდეს,
უფლებრივად დაიტვირთოს, მათზე საკუთრების უფლება მესამე პირს გადაეცეს ან ისინი
სხვაგვარად
გასხვისდეს
მონაწილის,
საპენსიო
სააგენტოს,
სპეციალიზებული
დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ
არსებული რაიმე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან უზრუნველსაყოფად. მონაწილის
ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივები არ ექვემდებარება
აღსრულებას, ვერ იქნება შეტანილი მონაწილის, საპენსიო სააგენტოს, სპეციალიზებული
დეპოზიტარის ან აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) გაკოტრების მასაში და
მათზე
არ
იმოქმედებს
რაიმე
სახის
ანგარიშსწორების
პროცედურა,
გარდა
იმ
ანგარიშსწორების პროცედურისა, რომელიც დაკავშირებულია საპენსიო აქტივების
ინვესტირების პროცესთან.“.
24. 25-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საპენსიო შენატანები აისახება მონაწილის (მათ შორის იმ მონაწილის, რომელმაც
ისარგებლა ამ კანონის 29-ე მუხლით მინიჭებული უფლებით) ინდივიდუალურ საპენსიო
ანგარიშზე.“.
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ საპენსიო სააგენტო დაადგენს, რომ დამსაქმებელმა, დასაქმებულმა ან მონაწილე
თვითდასაქმებულმა ზედმეტი
თანხა შეიტანა, ზედმეტი თანხის ადმინისტრირება
განხორციელდება საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით.“.
გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, პენსიის ან/და საპენსიო აქტივების გაცემის
შემდეგ, მონაწილის ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში არ უქმდება, თუმცა
ხდება
არააქტიური. ყოფილ მონაწილეს უნარჩუნდება ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშზე
წვდომა.“.
25. 26-ე მუხლის:
ა) პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საინვესტიციო საბჭო ვალდებულია შეარჩიოს სპეციალიზებული დეპოზიტარი,
რომელსაც დააკისრებს საპენსიო სააგენტოს მართვაში არსებული საპენსიო აქტივების
შენახვის ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს, და ამის
თაობაზე დადოს მასთან დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულება.
2. საინვესტიციო საბჭო სპეციალიზებულ დეპოზიტარს (გარდა ეროვნული ბანკისა)
კონკურსის წესით შეარჩევს. კონკურსის ჩატარების პირობებსა და პროცედურებს, მათ
შორის, სპეციალიზებული დეპოზიტარის წინასწარი შერჩევის მოთხოვნებს, განსაზღვრავს
და ამტკიცებს საინვესტიციო საბჭო. აღნიშნული შერჩევის პროცესზე არ ვრცელდება
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა.
3. სპეციალიზებული დეპოზიტარი შეიძლება მომსახურებას უწევდეს ერთზე მეტ პირს,
მაგრამ მას საპენსიო სააგენტოს საპენსიო აქტივები, მათთან დაკავშირებული ოპერაციები
და ჩანაწერები ნებისმიერი სხვა პირის ან/და საკუთარი აქტივებისა და ჩანაწერებისგან
განცალკევებით
უნდა
ჰქონდეს
აღრიცხული
და
შენახული.
სპეციალიზებული
დეპოზიტარი და მის მიერ დასაქმებული პირები, რომლებსაც აქვთ დისკრეციული
უფლებამოსილება საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით, ამ კანონის მიზნებისთვის არიან
ნდობითი ვალდებულების მქონე პირები.
4.
საქართველოში
მომსახურებას
რეგისტრირებული
უწევს
საპენსიო
სპეციალიზებული
სააგენტოს,
უნდა
იყოს
დეპოზიტარი,
რომელიც
ლიცენზირებული
და
აკმაყოფილებდეს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს. საქართველოს
ფარგლების გარეთ რეგისტრირებული სპეციალიზებული დეპოზიტარი, რომელიც
მომსახურებას უწევს საპენსიო სააგენტოს უნდა იყოს ლიცენზირებული სხვა სახელმწიფოს
შესაბამისი მარეგულირებლის მიერ და აღიარებული ეროვნული ბანკის მიერ. ასეთი
სპეციალიზებული დეპოზიტარი უნდა იყოს მოქმედი, მის წინააღმდეგ არ უნდა
მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და ის უნდა აკმაყოფილებდეს
შესაბამისი სახელმწიფოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
5. სპეციალიზებული დეპოზიტარი არ უნდა მოქმედებდეს, როგორც აქტივების მმართველი
კომპანია;“.
ბ) მე-6 - მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სპეციალიზებული დეპოზიტარი, ამ მუხლის მე-13 პუნქტის გათვალისწინებით,
ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:
ა) იღებს და ინახავს ფასიან ქაღალდებს, რომლებიც შეადგენს საპენსიო აქტივებს;
ბ) იღებს და ინახავს იმ გადარიცხვების და ფულადი სახსრების გაცემის თაობაზე
ანგარიშსწორების დოკუმენტების ასლებს, რომლებიც შეადგენს საპენსიო აქტივებს;
გ) ახორციელებს ჩანაწერებს სპეციალიზებულ დეპოზიტართან განთავსებული საპენსიო
აქტივების რეესტრის შესაბამის ანგარიშებში;
დ) საპენსიო სააგენტოს უზრუნველყოფს ყველა საჭირო ინფორმაციით მისთვის ამ კანონით
განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაში დახმარების გასაწევად;
ე) უზრუნველყოფს, რომ საპენსიო აქტივების შეძენისა და განკარგვის თაობაზე
დოკუმენტები შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას და საპენსიო სააგენტოს
მიერ დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
ვ)
ასრულებს
საპენსიო
აქტივებთან
მიმართებით
ზედამხედველობის
(oversight)
ვალდებულებებს.
ზ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
7. საპენსიო სააგენტოსა ან ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ აქტივების
მმართველ
კომპანიასა
და
სპეციალიზებულ
დეპოზიტარს
შორის
დადებული
სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ
საკითხებს:
ა) სპეციალიზებული დეპოზიტარის ვალდებულებებს;
ბ) სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ ვალდებულებების შესრულების ვადებსა და
ფორმას;
გ) სპეციალიზებული დეპოზიტარის ანაზღაურების ოდენობასა და გამოთვლის წესს;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
8.
სპეციალიზებული
დეპოზიტარის
ლიცენზიის
ან
ავტორიზაციის/აღიარების
გაუქმების, სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულების ნებისმიერი არსებითი
დარღვევის
ან
არასათანადოდ
შესრულების
ან
სპეციალიზებული
დეპოზიტარის
წინააღმდეგ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში საპენსიო
სააგენტო სპეციალიზებულ დეპოზიტარს უგზავნის შეტყობინებას სპეციალიზებული
დეპოზიტარის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და ამის თაობაზე დაუყოვნებლივ
აცნობებს ეროვნულ ბანკს და საინვესტიციო საბჭოს.
9. სპეციალიზებული დეპოზიტარის თითოეული ცვლილება განხორციელდება ისეთი
ფორმით, რომელიც უზრუნველყოფს საპენსიო სააგენტოსთვის და ამ კანონის 29-ე მუხლით
გათვალისწინებული
აქტივების
მმართველი
კომპანიისთვის
სპეციალიზებული
დეპოზიტარის მომსახურების უწყვეტ მიწოდებას.“.
გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ამ მუხლის შესაბამისად სპეციალიზებულ დეპოზიტართან განთავსებული საპენსიო
აქტივები არ არის სპეციალიზებული დეპოზიტარის საკუთრება, არ შეიძლება მიექცეს
სპეციალიზებული დეპოზიტარის ვალდებულებების შესრულების მიზნებისთვის, არ არის
სპეციალიზებული
დეპოზიტარის
აქტივების
ნაწილი,
რომელზედაც
შეიძლება
გავრცელდეს გაკოტრების პროცედურები, და არ დაექვემდებარება რაიმე ანგარიშსწორების
პროცედურას, გარდა იმ ანგარიშსწორების პროცედურისა, რომელიც დაკავშირებულია
საპენსიო აქტივების ინვესტირების ან/და დაგროვებითი საპენსიო სქემის მართვისა და
ადმინისტრირების პროცესთან.“ .
დ) მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:
„13.
თუ
სპეციალიზებული
დეპოზიტარის
მომსახურების
შეუძლებელია ან არაგონივრულ ძალისხმევას ან ხარჯებს
მიღება
სხვაგვარად
მოითხოვს, საინვესტიციო
საბჭოს ან ამ კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრულ აქტივების მმართველ კომპანიას უფლება
აქვს
მიიღოს გადაწყვეტილება
სპეციალიზებული
დეპოზიტარული მომსახურების
შესაძენად ეროვნულ ბანკთან ხელშეკრულების დადების შესახებ. ამ ხელშეკრულების
საფუძველზე ეროვნულმა ბანკმა შეიძლება შეასრულოს ამ მუხლის მე-6 პუნქტით
გათვალისწინებული სპეციალიზებული დეპოზიტარის ყველა ფუნქცია ან მათი მხოლოდ
გარკვეული ნაწილი. ეროვნულ ბანკთან დადებული ხელშეკრულების ვადა არ უნდა
აღემატებოდეს იმ პერიოდს, რომელიც საინვესტიციო საბჭოსათვის ან ამ კანონის 29-ე
მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიისთვის არის აუცილებელი
ახალი სპეციალიზებული დეპოზიტარის შესარჩევად. ამ პუნქტით გათვალისწინებული
ხელშეკრულების
დადებაზე არ ვრცელდება სახელმწიფო
შესყიდვების შესახებ
საქართველოს კანონმდებლობა.“.
26. 27-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საპენსიო აქტივების ინვესტირება ხორციელდება სამ განსხვავებული რისკიანობისა და
მოსალოდნელი შემოსავლიანობის მქონე საინვესტიციო პორტფელში. მონაწილეს უფლება
აქვს, თავად გადაწყვიტოს, რომელი საინვესტიციო პორტფელი ან საინვესტიციო
პორტფელის
კომბინაცია
შეეფერება
ყველაზე
მეტად
მის
რისკის
მიმართ
ტოლერანტულობას. ამ კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ვადის
განმავლობაში
გაწევრიანებული
მონაწილეების
შემთხვევაში,
აღნიშნული
ვადის
გასვლიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ხოლო 38-ე მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული
ვადის გასვლის შემდეგ დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებული მონაწილის
შემთხვევაში - დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებიდან 1 თვის ვადაში, მონაწილე
დისტანციური ელექტრონული წვდომის საშუალებით ან/და განცხადებით აფიქსირებს
გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რომელი საინვესტიციო პორტფელი ან საინვესტიციო
პორტფელის კომბინაცია შეეფერება მას. საინვესტიციო პორტფელის შერჩევის წესს და
პირობებს განსაზღვრავს საპენსიო სააგენტო.“.
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სანამ მონაწილე არ გამოიყენებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით მინიჭებულ უფლებას და თუ
არ გამოიყენებს ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ უფლებას, საპენსიო
აქტივების ინვესტირება განხორციელდება შემდეგი პრინციპის დაცვით:
ა)
გაწევრიანების
მომენტისთვის
40
წლამდე
მონაწილის
საპენსიო
აქტივები
−
მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი;
ბ) გაწევრების მომენტისთვის 40 წლიდან 50 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივები −
საშუალორისკიანი საინვესტიციო პორტფელი;
გ) გაწევრების მომენტისთვის 50 ან 50-ზე მეტი წლის მონაწილის საპენსიო აქტივები −
ნაკლებად რისკიანი საინვესტიციო პორტფელი.“.
გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. საინვესტიციო საბჭოს ან/და 29-ე მუხლით გათვალისწინებულ აქტივების მმართველ
კომპანიას უფლება აქვთ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრონ:
ა) პორტფელის ფონდის ერთეულების გამოსყიდვის იმგვარი მექანიზმი, რომლის
ფარგლებშიც დაწესდება გამოსყიდვის თითოეულ პერიოდზე გამოსასყიდი პორტფელის
ერთეულების საერთო რაოდენობის ან მაქსიმალური ღირებულების შეზღუდვა.
ბ) აქტივების წმინდა ღირებულებით გამოთვლილი პორტფელის ერთეულის ფასიდან
გადახრის იმგვარი მექანიზმი, რაც დააბალანსებს ფონდის ახალი ერთეულების გაყიდვის,
ან არსებული პორტფელის ერთეულების გამოსყიდვით გამოწვეულ ეფექტს აქტივების
წმინდა ღირებულებაზე.“.
დ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მონაწილეს, ასევე პენსიის მიმღებს შეუძლია, ამ კანონის და საპენსიო სააგენტოს მიერ
განსაზღვრული წესის შესაბამისად, შეცვალოს მის მიერ არჩეული ან ამ მუხლის მე-4
პუნქტის საფუძველზე, კანონის შესაბამისად ავტომატურად არჩეული საინვესტიციო
პორტფელი, რომლის მართვასაც საპენსიო სააგენტო ახორციელებს. აღნიშნული წესით
განისაზღვრება, მათ შორის, საინვესტიციო პორტფელის შეცვლის პერიოდულობა და
მონაწილის / პენსიის მიმღების მიერ სააგენტოსათვის შესაბამისი შეტყობინების წარდგენის
ვადა. საინვესტიციო პორტფელის შეცვლის პერიოდულობა არ უნდა იყოს 12 თვეზე
ნაკლები, გარდა საპენსიო სააგენტოს ნორმატიული აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა,
ასეთის არსებობის შემთხვევაში. ცვლილება შეიძლება შეეხოს ინდივიდუალურ საპენსიო
ანგარიშზე რიცხულ და მომავალ საპენსიო აქტივებს.
6. საინვესტიციო საბჭო, ხოლო ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში
აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები) ამ მუხლით განსაზღვრული პრინციპების
გათვალისწინებით
შეიმუშავებს
საინვესტიციო
პოლიტიკის
დოკუმენტს,
რომლის
მიხედვითაც განხორციელდება საპენსიო აქტივების ინვესტირება.“.
ე) მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) აქტივების განთავსების სტრატეგიას და აქტივების განთავსების სტრატეგიიდან
გადახრის მაქსიმალურ დაშვებულ ნორმებს თითოეული კლასის აქტივებისთვის;“.
ვ) მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ)
საინვესტიციო
საქმიანობის
პროცედურას,
მათ
შორის,
საინვესტიციო
გადაწყვეტილებების მიღების პროცედურას, ამ კანონის შესაბამისად, ამ კანონის 28-ე
მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული
დეპოზიტარის, საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების
გამწევი პირის შერჩევის, მონიტორინგის, შეფასების და მასთან ხელშეკრულების
გაფორმების/შეწყვეტის
პროცედურას.
თითოეულ
საინვესტიციო
პორტფელში
ინვესტიციები უნდა დაიგეგმოს იმ გათვლით, რომ საინვესტიციო ჰორიზონტის
ბოლოსთვის, მაღალი სანდოობით მოსალოდნელი იყოს ინვესტირებიდან დადებითი
რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით).“.
ზ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. თითოეული საინვესტიციო პორტფელი
უნდა ითვალისწინებდეს განსხვავებულ
საინვესტიციო ჰორიზონტს, რომელსაც განსაზღვრავს საინვესტიციო საბჭო, ხოლო ამ
კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში - აქტივების მმართველი კომპანია
ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ამასთანავე:
ა) ნაკლებად რისკიანი საინვესტიციო პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტი არ უნდა
იყოს 5 წელზე ნაკლები;
ბ) საშუალორისკიანი საინვესტიციო პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტი უნდა
აღემატებოდეს
ნაკლებად
რისკიანი
საინვესტიციო
პორტფელის
საინვესტიციო
ჰორიზონტს;
გ)
მაღალრისკიანი
აღემატებოდეს
საინვესტიციო
საშუალორისკიანი
პორტფელის
საინვესტიციო
საინვესტიციო
ჰორიზონტი
პორტფელის
უნდა
საინვესტიციო
ჰორიზონტს.“.
თ) მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. საინვესტიციო საბჭო, ხოლო ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში
აქტივების მმართველი კომპანია განსაზღვრავს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის
გადასინჯვის წესსა და პერიოდულობას. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი უნდა
გადაისინჯოს არანაკლებ წელიწადში ერთხელ.
11.
საფინანსო
ბაზრებზე
განვითარებულ
მნიშვნელოვან
რყევებზე
ან
მათთან
დაკავშირებულ რისკებზე რეაგირების მიზნით საინვესტიციო საბჭო, ხოლო ამ კანონის 29ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია
განიხილოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის ცვლილების საჭიროება.
12. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული საინვესტიციო პორტფელების ტიპები და
დასაშვები საინვესტიციო ლიმიტები აქტივების ფართო კლასების ჭრილში განისაზღვრება
შემდეგნაირად:
ა) ნაკლებად რისკიანი საინვესტიციო პორტფელი:
ა.ა) ფულადი სახსრები, საბანკო დეპოზიტები და სადეპოზიტო სერტიფიკატები− 75
პროცენტამდე;
ა.ბ) ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ბ“-„დ1“ ქვეპუნქტებითა და მე-17 პუნქტის „ბ“-„გ1“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასესხო ფასიანი ქაღალდები, ამ მუხლის მე-16
პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-17 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
კორპორაციული სასესხო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც განთავსებულია საჯარო
შეთავაზების გზით − 100 პროცენტამდე;
ა.გ) ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და მე-17 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული წილობრივი ფასიანი ქაღალდები − 20 პროცენტამდე;
ა.დ) სხვა ტიპის აქტივები - 10 პროცენტამდე.
ბ) საშუალორისკიანი საინვესტიციო პორტფელი:
ბ.ა) ფულადი სახსრები, საბანკო
დეპოზიტები და სადეპოზიტო სერტიფიკატები − 50
პროცენტამდე;
ბ.ბ) ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ბ“-„დ1“ ქვეპუნქტებითა და მე-17 პუნქტის „ბ“-„გ1“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასესხო ფასიანი ქაღალდები, ამ მუხლის მე-16
პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-17 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
კორპორაციული სასესხო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც განთავსებულია საჯარო
შეთავაზების გზით − 75 პროცენტამდე;
ბ.გ) ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და მე-17 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული წილობრივი ფასიანი ქაღალდები − 20 პროცენტიდან 40 პროცენტამდე;
ბ.დ) სხვა ტიპის აქტივები − 15 პროცენტამდე;
გ) მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი:
გ.ა) ფულადი სახსრები, საბანკო დეპოზიტები და სადეპოზიტო სერტიფიკატები − 25
პროცენტამდე;
გ.ბ) ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ბ“-„დ1“ ქვეპუნქტებითა და მე-17 პუნქტის „ბ“-„გ1“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასესხო ფასიანი ქაღალდები, ამ მუხლის მე-16
პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-17 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
კორპორაციული სასესხო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც განთავსებულია საჯარო
შეთავაზების გზით − 50 პროცენტამდე;
გ.გ) ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და მე-17 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული წილობრივი ფასიანი ქაღალდები − 40 პროცენტიდან 60 პროცენტამდე;
გ.დ) სხვა ტიპის აქტივები − 20 პროცენტამდე.“.
ი) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარის 121 პუნქტი :
„121. ამ მუხლის მე-12 პუნქტის მიზნებისთვის, სხვა ტიპის აქტივები ნიშნავს ამ მუხლის მე16 პუნქტის "დ2", "ზ" და "თ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საინვესტიციო ფინანსურ
ინსტრუმენტებს, და მე-17 პუნქტის "დ1", "ვ" და "ზ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ
საინვესტიციო ფინანსურ ინსტრუმენტებს.“.
კ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„131. ამ მუხლის მე-12, მე-13 პუნქტების მიზნებისთვის, ამ კანონის 30-ე მუხლით
გათვალისწინებული ღია/ინტერვალური საინვესტიციო ფონდის ერთეულებში საპენსიო
აქტივების ინვესტირება ჩაითვლება საპენსიო აქტივების ღია/ინტერვალური საინვესტიციო
ფონდის შემადგენელ აქტივებში ინვესტირებად.“.
ლ) მე-14 და მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. ეროვნული ბანკი და საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილი არიან სამეთვალყურეო
საბჭოს, ამ კანონში ცვლილების ინიცირების მიზნით, წარუდგინონ რეკომენდაციები ამ
კანონით
გათვალისწინებული
საინვესტიციო
ლიმიტებისა
და
შეზღუდვების
ცვლილებასთან დაკავშირებით, თუ აღნიშნული ლიმიტები და შეზღუდვები აფერხებს
საპენსიო აქტივების ოპტიმალურად განთავსებას მონაწილეთა საუკეთესო ინტერესების
შესაბამისად.
15. საინვესტიციო საბჭო ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრული თითოეული აქტივების
მმართველი კომპანიისთვის (არსებობის შემთხვევაში) ამტკიცებს დეტალურ საინვესტიციო
სახელმძღვანელოს თითოეული ტიპის საინვესტიციო პორტფელისთვის, რომელიც უნდა
მოიცავდეს სულ მცირე უკუგების მიზნობრივ მაჩვენებლებს (თამასას), თამასისადმი
რისკების გადახრის ზღვრულ მაჩვენებელს მიზნობრივი მაჩვენებლების მიმართ, დასაშვებ
და
აკრძალულ
სარეიტინგო
ინვესტიციებს,
ზღვრებს,
საკრედიტო
საინვესტიციო
რისკებს,
პოლიტიკის
საინვესტიციო
დოკუმენტის
და
ჰორიზონტს,
ამ
შესაბამისად.“
მ) მე-16 პუნქტის:
მ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ფულადი სახსრები, საბანკო დეპოზიტები და სადეპოზიტო სერტიფიკატები;“
მ.ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
კანონის
„გ) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი
ქაღალდები;
დ) სახელმწიფოს, მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდი, ასევე მუნიციპალიტეტის ან
სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდი, თუ ის სათანადოდ არის
გარანტირებული შესაბამისი სახელმწიფოს მიერ;“
მ.გ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ და „დ2“ ქვეპუნქტები :
„დ1) სახელმწიფოს საბანკო მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული კომერციული
ბანკების მიერ გამოშვებული იპოთეკით დაცული ობლიგაციები;
დ 2)
საერთაშორისო
ფინანსური
ინსტიტუტების
მიერ
ორგანიზებული
და
თანადაფინანსებული კერძო შეთავაზებით გამოშვებული წილობრივი, სავალო ან სასესხო
შეთავაზებაში თანამონაწილეობა.“
მ.დ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) კორპორაციული სასესხო ფასიანი ქაღალდები (გარდა ამ პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულისა), რომლებიც რეგისტრირებულია შესაბამისი მარეგულირებლის
მიერ და განთავსებულია საჯარო ან კერძო შეთავაზების გზით;“
მ.ე) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული და ეროვნული
ბანკის მიერ აღიარებული საინვესტიციო ფონდის ერთეულები;
თ) სხვა ფინანსური ინსტრუმენტები ან/და არაფინანსური აქტივები, ან/და მხოლოდ
მაღალრისკიანი
საინვესტიციო
პორტფელების
შემთხვევაში
-
უძრავი
ქონების
საინვესტიციო ფონდების ერთეულები, რომლებიც შეიძლება ინვესტირებისთვის დაუშვას
ეროვნულმა ბანკმა.
ნ) მე-17 პუნქტის:
ნ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ფულადი სახსრები, საბანკო დეპოზიტები და სადეპოზიტო სერტიფიკატები;“.
ნ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი
ქაღალდები;“.
ნ.გ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული
იპოთეკით დაცული ობლიგაციები;“.
ნ.დ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) კორპორაციული სასესხო ფასიანი ქაღალდები (გარდა ამ პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულისა), რომლებიც რეგისტრირებულია შესაბამისი მარეგულირებლის
მიერ საქართველოში და განთავსებულია საჯარო ან კერძო შეთავაზების გზით;“.
ნ.ე) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1)
საერთაშორისო
ფინანსური
ინსტიტუტების
მიერ
ორგანიზებული
და
თანადაფინანსებული კერძო შეთავაზებით გამოშვებული წილობრივი, სავალო ან სასესხო
შეთავაზებაში თანამონაწილეობა.“.
ნ.ვ) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ეროვნული ბანკის მიერ ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის
ერთეულები ;
ზ) სხვა ფინანსური ინსტრუმენტები ან/და არაფინანსური ინსტრუმენტები ან/და მხოლოდ
მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელების შემთხვევაში - უძრავ ქონების საინვესტიციო
ფონდებში, რომლებიც შეიძლება ინვესტირებისთვის დაუშვას ეროვნულმა ბანკმა.“.
ო) მე-18 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
პ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„19. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები, მათ შორის,
მინიმალური დასაშვები საკრედიტო რეიტინგი, ამ მუხლით განსაზღვრული ნებისმიერი
სახის საინვესტიციო ინსტრუმენტისთვის ან/და ემიტენტისთვის.“.
ჟ) მე-20 პუნქტის:
ჟ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ჟ.ბ) „დ“ და „ე“ ქვეპუნტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) აქტივების
მმართველი
კომპანიის
(რომელიც
საპენსიო
აქტივებს
მართავს),
სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, საინვესტიციო საბჭოს წევრის ან მასთან აფილირებული
პირი ნებისმიერ ქონებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შესაბამისი გარიგება იდება
საფონდო ბირჟაზე
ე) ფასიან ქაღალდებში, რომლებიც გამოუშვა აქტივების მმართველმა კომპანიამ (რომელიც
საპენსიო აქტივებს მართავს) ან მასთან აფილირებულმა პირმა;“.
რ) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. დაუშვებელია საპენსიო აქტივების 5 პროცენტზე მეტის ინვესტირება ერთი ემიტენტის
მიერ
გამოშვებულ
ფასიან
ქაღალდებში
(გარდა
ფულადი
სახსრების,
,საბანკო
დეპოზიტებისა და სადეპოზიტო სერტიფიკატებისა).“.
ს) 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„22. დაუშვებელია:
ა) ერთი ემიტენტის მიმოქცევაში არსებული ფასიანი ქაღალდების ჯამურად 25 პროცენტზე
მეტის ფლობა.
ბ) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ტრანზაქციების ფარგლებში, 1/3-ზე მეტი
თანამონაწილეობა.
გ) ერთი ემისიის ფარგლებში იპოთეკით დაცული ობლიგაციების 40 პროცენტზე მეტის,
თუმცა არაუმეტეს შესაბამისი ემიტენტის მიმოქცევაში არსებული იპოთეკით დაცული
ობლიგაციების 25 პროცენტის, ფლობა.“.
ტ) 22-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 და 222 პუნქტები :
„221. ნებისმიერი საინვესტიციო გადაწყვეტილება, ინვესტიციის განხორციელების დროს,
უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლით განსაზღვრულ ლიმიტებს. იმ შემთხვევაში, როდესაც
საინვესტიციო პორტფელი სცდება ამ მუხლით განსაზღვრულ ლიმიტებს და ეს
შეუსაბამობა
არ
არის
გამოწვეული
ახალი
საინვესტიციო
გადაწყვეტილებით,
საინვესტიციო საბჭოს ან/და 29-ე მუხლით გათვალისწინებულ აქტივების მმართველ
კომპანიას მიეცემა 6 თვე საინვესტიციო პორტფელის კანონით განსაზღვრული ლიმიტების
ფარგლებში დასაბრუნებლად.
222. ამ მუხლით გათვალისწინებული ლიმიტების გამოთვლისას გაითვალისწინება
მხოლოდ ღია (არა-ჰეჯირებული) პოზიციები.“.
უ) 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„24. ფინანსური ინსტრუმენტის სახით წარმოდგენილი
საპენსიო აქტივები, გარდა იმ
შემთხვევისა, როცა შესაბამისი გარიგება საფონდო ბირჟაზე იდება,
არ შეიძლება
გასხვისდეს:
ა) აქტივების მმართველ კომპანიაზე, რომელიც მომსახურებას უწევს ამ საპენსიო აქტივებს;
ბ) სამეთვალყურეო საბჭოს წევრზე ან საინვესტიციო საბჭოს წევრზე;
დ) ნებისმიერ პირზე, რომელიც არის აქტივების მმართველ კომპანიასთან, სამეთვალყურეო
საბჭოს წევრთან ან საინვესტიციო საბჭოს წევრთან აფილირებული პირი, ასეთი
აფილირების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემთხვევაში.“.
27. 28-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილია კანონმდებლობით და მის მიერ დადგენილი
კრიტერიუმებისა და პროცედურების დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება საპენსიო
აქტივების ამ მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიისთვის სამართავად
გადაცემის შესახებ. ამ შემთხვევაში საპენსიო სააგენტო აქტივების მმართველ კომპანიასთან
დებს შესაბამის ხელშეკრულებას.“.
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აქტივების მმართველი კომპანია, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული, უნდა
იყოს ლიცენზირებული და საპენსიო აქტივების მართვის მიზნით ეროვნული ბანკის მიერ
ავტორიზებული იურიდიული პირი. ასეთი აქტივების მმართველი კომპანია ბოლო 3 წლის
განმავლობაში
უწყვეტად
უნდა
საქმიანობდეს
და
მის
წინააღმდეგ
არ
უნდა
მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ან ლიცენზიის / ავტორიზაციის
გაუქმების პროცედურები;“.
28. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 29. აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) არჩევის უფლება
„1. მონაწილის / პენსიის მიმღების საპენსიო აქტივების ინვესტირებას განახორციელებს
საპენსიო სააგენტო ამ კანონით დადგენილი წესით. მონაწილეს / პენსიის მიმღებს უფლება
აქვს, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების და
მომავალი საპენსიო შენატანების სრული მოცულობის ან მისი ნაწილის სამართავად
აირჩიოს აქტივების მმართველი კომპანია. ამ პუნქტით გათვალისწინებული აქტივების
ინვესტირებას აქტივების მმართველი კომპანია ახორციელებს მის მიერ ამ კანონის 27-ე
მუხლის შესაბამისად შედგენილ, მონაწილის / პენსიის მიმღების მიერ არჩეულ
საინვესტიციო პორტფელში.
2. აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია მართოს საპენსიო აქტივები მის მიერ ამ
კანონის 27-ე მუხლის მიხედვით შემუშავებული საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის
შესაბამისად. ამ კანონის დებულებები, რომლებიც საპენსიო აქტივების ინვესტირებას
შეეხება, შესაბამისად ვრცელდება ამ მუხლით გათვალისწინებულ აქტივების მმართველ
კომპანიაზე. აქტივების მმართველი კომპანია და მის მიერ დასაქმებული პირები,
რომლებსაც აქვთ დისკრეციული უფლებამოსილება საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით,
არიან ნდობითი ვალდებულების მქონე პირები ამ კანონის შესაბამისად.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ აქტივების მმართველ კომპანიაზე შესაბამისად
ვრცელდება ამ კანონის 28-ე მუხლის მე-3 - მე-5 პუნქტებით დადგენილი დებულებები.
საპენსიო სააგენტო მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აქვეყნებს იმ აქტივების მმართველი
კომპანიების სიას, რომლებსაც აქვთ ამ მუხლით გათვალისწინებული საპენსიო აქტივების
მართვის უფლება და შესაძლებლობა და რომელთანაც საპენსიო სააგენტოს გაფორმებული
აქვს ადმინისტრაციული მომსახურების ხელშეკრულება.
4. მონაწილე / პენსიის მიმღები აქტივების მმართველი კომპანიისა და საინვესტიციო
პორტფელის
არჩევას, აგრეთვე ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად აქტივების
მმართველი
კომპანიის ან/და საინვესტიციო პორტფელის შეცვლას ახორციელებს
ელექტრონული სისტემის საშუალებით, საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესის
შესაბამისად.
5. საპენსიო სააგენტო განსაზღვრავს აქტივების მმართველი კომპანიისთვის საპენსიო
აქტივების სამართავად გადაცემასთან დაკავშირებულ პროცედურებს, საპენსიო სააგენტოსა
და
აქტივების
მმართველ
კომპანიას
შორის
ადმინისტრაციული
მომსახურების
ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს, ადმინისტრაციული მომსახურების საფასურის
მაქსიმალურ ოდენობას, საპენსიო აქტივების გადაცემის პერიოდულობას და ინფორმაციის
მიმოცვლის ძირითად საშუალებებს.
6. მონაწილეს / პენსიის მიმღებს შეუძლია შეცვალოს მის მიერ არჩეული აქტივების
მმართველი კომპანია ან/და საინვესტიციო პორტფელი, მათ შორის, ინდივიდუალურ
საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების და მომავალი საპენსიო შენატანების
სრული მოცულობა ან მისი ნაწილი სამართავად გადასცეს ამ მუხლით გათვალისწინებულ
სხვა აქტივების მმართველ კომპანიას ან საპენსიო სააგენტოს, ამ კანონისა და საპენსიო
სააგენტოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ამ წესით განსაზღვრება, მათ შორის,
აქტივების
მმართველი
კომპანიისა
და
საინვესტიციო
პორტფელის
შეცვლის
პერიოდულობა და მონაწილის / პენსიის მიმღების მიერ საპენსიო სააგენტოსათვის
შესაბამისი შეტყობინების წარდგენის ვადა. აქტივების მმართველი კომპანიისა და
საინვესტიციო პორტფელის შეცვლის პერიოდულობა არ უნდა იყოს 12 თვეზე ნაკლები.
7. მონაწილის / პენსიის მიმღების მიერ ამ მუხლის შესაბამისად აქტივების მმართველი
კომპანიის არჩევის შემთხვევაში აქტივების მმართველმა კომპანიამ საპენსიო აქტივები
შესანახად უნდა გადასცეს სპეციალიზებულ დეპოზიტარს. აქტივების მმართველი
კომპანია უფლებამოსილია დამოუკიდებლად შეარჩიოს სპეციალიზებული დეპოზიტარი.
ასეთი სპეციალიზებული დეპოზიტარი შესაძლოა იყოს
შერჩეული
სპეციალიზებული
დეპოზიტარი.
ამ
საპენსიო სააგენტოს მიერ
პუნქტით
გათვალისწინებულ
სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და მის მიერ მომსახურების გაწევაზე შესაბამისად
ვრცელდება ამ კანონის 26-ე მუხლის მე-3-მე-11 პუნქტებით დადგენილი დებულებები.
8. ამ მუხლის შესაბამისად აქტივების მმართველ კომპანიასთან განთავსებული საპენსიო
აქტივები არ არის აქტივების მმართველი კომპანიის საკუთრება, არ შეიძლება მიექცეს
აქტივების მმართველი კომპანიის ვალდებულებების შესრულების მიზნებისთვის, არ არის
აქტივების
მმართველი
კომპანიის
აქტივების
ნაწილი,
რომელზედაც
შეიძლება
გავრცელდეს გადახდისუუნარობის პროცედურები, და არ დაექვემდებარება რაიმე
ანგარიშსწორების პროცესს.
9. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს შესაფერისობის კრიტერიუმები ან/და
დამატებითი მოთხოვნები ამ მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი
კომპანიისთვის.“.
29. კანონის 30-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 30. საინვესტიციო საბჭოს ან/და აქტივების მმართველი კომპანიის მიერ ღია ფონდის
ინსტრუმენტში პირდაპირი ინვესტიციის განხორციელება“
ბ) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საინვესტიციო საბჭო ან/და აქტივების მმართველი კომპანია უფლებამოსილია საკუთარი
ნდობითი ვალდებულების შესრულების ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება საპენსიო
აქტივების ამ მუხლით გათვალისწინებულ ღია ფონდის ინსტრუმენტში ინვესტირების
შესახებ. საინვესტიციო საბჭოს ან/და აქტივების მმართველი კომპანიის მიერ, ერთ ან ერთზე
მეტი ღია საფონდო ინსტრუმენტის შერჩევის პროცესზე არ ვრცელდება „სახელმწიფო
შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი.
2.
ამ
მუხლით
გათვალისწინებული
ღია/ინტერვალური
საინვესტიციო
ფონდის
შემადგენელი თითოეული აქტივი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონითა და საინვესტიციო
პოლიტიკის დოკუმენტით დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებს.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ ღია საფონდო ინსტრუმენტში განხორციელებული
ინვესტიცია ყოველი საანგარიშგებო წლის ბოლოს საპენსიო აქტივების 40 პროცენტს არ
უნდა აღემატებოდეს.“.
გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ღია საფონდო ინსტრუმენტი, რომელსაც საპენსიო სააგენტო ან/და 29-ე მუხლით
გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანია საინვესტიციოდ გამოიყენებს, უნდა
იყოს ლიცენზირებული შესაბამისი მარეგულირებლის მიერ.“.
ე) მე-6 და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
ვ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
30. 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საპენსიო სააგენტო არანაკლებ კვარტალში ერთხელ აწვდის მონაწილეს მის
ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების
ღირებულების შესახებ ინფორმაციას, რომელშიც მითითებულია საპენსიო შენატანების
განხორციელების თარიღები და საინვესტიციო ამონაგები. ეს ინფორმაცია შეიძლება
მიწოდებულ იქნეს ელექტრონული სისტემის მეშვეობით. მონაწილისთვის ინფორმაციის
მიწოდების
წესსა
და
ფორმას
განსაზღვრავს
საპენსიო
სააგენტო
საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად.“.
31. კანონის 32-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 32. პენსიის დანიშვნა და გაცემა საპენსიო ასაკში“
ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მონაწილე უფლებამოსილია საპენსიო სააგენტოს მიერ
დადგენილი წესის შესაბამისად მიმართოს საპენსიო სააგენტოს და მიიღოს მის
ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების
შესაბამისი ღირებულება ერთიანი გადახდით ან პროგრამული გატანით.
2. საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მონაწილე ასევე უფლებამოსილია საპენსიო სააგენტოს
მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მიმართოს საპენსიო სააგენტოს და მოსთხოვოს მის
ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივებით სადაზღვევო
ანუიტეტური პროდუქტის შეძენა პენსიის მიღების მიზნით.“ .
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მონაწილე უფლებამოსილია მიიღოს საპენსიო აქტივების ღირებულების სრული
მოცულობა მისი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან, თუ მან საპენსიო ასაკს მიაღწია
და საპენსიო სააგენტოს მიმართა საპენსიო აქტივების მიღების თაობაზე დაგროვებით
საპენსიო სქემაში გაწევრიანების თარიღიდან არაუგვიანეს 5 წლისა.“.
დ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მონაწილე მიიღებს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო
აქტივების შესაბამისი თანხის მთლიან მოცულობას მას შემდეგ, რაც იგი საპენსიო
სააგენტოს მიერ დადგენილი წესით მიმართავს საპენსიო სააგენტოს, ხოლო საპენსიო
სააგენტო მიიღებს ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას.
7. საპენსიო სააგენტოს დირექტორი სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს
სიცოცხლის ხანგრძლივობის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით პროგრამული
გატანის პერიოდულობის განსაზღვრის წესებსა და პირობებს საპენსიო აქტივების იმ
მონაწილეებისთვის გაცემის მიზნით, რომლებიც არ არიან უფლებამოსილნი გაიტანონ
საპენსიო აქტივები ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.“.
ე) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. საპენსიო სააგენტო მონაწილეს მისი საპენსიო ასაკის მოახლოების შესახებ
ელექტრონული სისტემის მეშვეობით ატყობინებს ამ ასაკის დადგომამდე 6 თვით ადრე და
უზრუნველყოფს მისთვის სტანდარტული განაცხადის ფორმის ხელმისაწვდომობას.“.
ვ) მე-11 და მე-12 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
ზ) მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, მონაწილე უფლებამოსილია თუმცა არ არის
ვალდებული, საპენსიო ასაკის მიღწევის საფუძვლით მოითხოვოს და მიიღოს პენსია
საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად. იმ შემთხვევაში თუ
მონაწილე არ ისარგებლებს ასეთი უფლებით, დამსაქმებელი და სახელმწიფო მონაწილის
სასარგებლოდ განაგრძობენ საპენსიო შენატანის ამ კანონის და საპენსიო სააგენტოს მიერ
განსაზღვრული წესის შესაბამისად განხორციელებას.
14. არ შეიძლება მონაწილემ გააგრძელოს საპენსიო შენატანების განხორციელება პენსიის
მიღების დაწყების შემდეგ.
15. საპენსიო სააგენტო პენსიის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს მონაწილის
პენსიაზე გასვლის თაობაზე, საპენსიო სააგენტოს მიერ დადგენილი წესით განცხადებით
მიმართვის თარიღიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო პენსიის გაცემას /
გადახდას დაიწყებს პენსიის/საპენსიო აქტივების დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების
მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა. საპენსიო სააგენტოს მიერ პენსიის
დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან მონაწილეს ეცვლება სტატუსი და
ხდება პენსიის მიმღები.“.
თ) მე-16 და მე-17 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
32. 33-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 33. მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვისას პენსიის დანიშვნა და გაცემა“
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი;
„3.
შესაძლებლობის
შეზღუდვის
საფუძვლით
პენსიის
დანიშვნის
შესახებ
გადაწყვეტილებას საპენსიო სააგენტო მიიღებს და პენსიის გაცემას / გადახდას დაიწყებს ამ
კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული წესითა და ვადებში.“.
გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის ერთიანი გადახდით დანიშვნის გამო
საპენსიო სქემიდან გასვლის შემდეგ, მონაწილე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს
ხელახლა გაწევრიანდეს დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ კანონის და საპენსიო სააგენტოს
მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, მონაწილე ჩაითვლება
დაგროვებით
საპენსიო
სქემაში
სავალდებულო
წესით
გაწევრიანებულად
და
ამავდროულად აღარ ექნება უფლება ამ კანონით განსაზღვრული წესით შესაძლებლობის
შეზღუდვის
საფუძვლით
მოითხოვოს
პენსიის
დანიშვნა
და
გაცემა.
ხელახლა
გაწევრიანების შემთხვევაში მონაწილე ვალდებულია აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს
მის ყველა დამსაქმებელს.“.
33. 34-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მონაწილის მემკვიდრისგან მოთხოვნის და ასეთი მოთხოვნის ლეგიტიმურობის
დამადასტურებელი დოკუმენტაციის საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესის
შესაბამისად მიღების შემდეგ, საპენსიო სააგენტო ამ კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტით
განსაზღვრულ ვადებში იღებს
მემკვიდრისთვის
გადაცემის
გადაწყვეტილებას საპენსიო აქტივების მონაწილის
შესახებ
და
გადასცემს
მემკვიდრეს
მონაწილის
ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხულ საპენსიო აქტივების შესაბამისი
თანხას.“.
ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
34. 34-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 341 მუხლი :
„341 მუხლი. საპენსიო აქტივების მიღება საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას
1. მონაწილეს, რომელსაც შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა ან/და დაკარგავს
საქართველოში
მუდმივი
ბინადრობის
ნებართვას
შეუძლია
მოითხოვოს
მის
ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი
ღირებულების
მიღება
ერთიანი
გადახდით.
ეს
მოთხოვნა
დაკმაყოფილდება
იმ
შემთხვევაში თუ დადასტურდება, რომ მონაწილე აღარ წარმოადგენს საქართველოს
მოქალაქეს ან აღარ ფლობს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვას.
2. იმ შემთხვევაში თუ პირი რომელმაც ისარგებლა ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული უფლებით კვლავ მოიპოვებს საქართველოს მოქალაქეობას ან/და
მუდმივი ბინადრობის ნებართვას, ამ კანონის შესაბამისად მისი სახელით და მის
სასარგებლოდ სავალდებულო იქნება საპენსიო შენატანის განხორციელება. საქართველოს
მოქალაქეობის ან/და მუდმივი ბინადრობის ნებართვის კვლავ მოპოვების შემთხვევაში,
მონაწილე ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს მის ყველა დამსაქმებელს.
3. საქართველოს სამუდამოდ დატოვების საფუძვლით ინდივიდუალურ საპენსიო
ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულების გაცემის შესახებ
გადაწყვეტილებას საპენსიო სააგენტო მიიღებს და მონაწილეს გადასცემს საპენსიო
აქტივების ღირებულებას ამ კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში.
საქართველოს სამუდამოდ დატოვების საფუძვლით მონაწილის მიერ მისაღები თანხა
დაიბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
35. 35-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ნდობითი ვალდებულების დარღვევად ჩაითვლება ნდობითი ვალდებულების მქონე
პირის მიერ მხოლოდ ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევა, მათ შორის,
საპენსიო აქტივების თავის სასარგებლოდ ან აფილირებული პირების სასარგებლოდ
გამოყენება, ან საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით ისეთი გარიგების დადება, (გარდა
საპენსიო სააგენტოს ან აქტივების მმართველი კომპანიის მიერ საინვესტიციო საქმიანობის
ფარგლებში საპენსიო აქტივებით საფონდო ბირჟაზე დადებული გარიგებისა), რომლის
მეორე მხარე ნდობითი ვალდებულების მქონე პირის აფილირებული პირია.“.
36. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 37. დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრების პროცესში
დამსაქმებლის ჩარევა და საპენსიო სააგენტოში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის საპენსიო
შენატანისა და საკუთარი საპენსიო შენატანის გადაუხდელობა
1. საპენსიო სააგენტოში დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრების
პროცესში დამსაქმებლის ჩარევა არის ამ კანონის დარღვევა.
2. საპენსიო სააგენტოში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის საპენსიო შენატანისა და
საკუთარი საპენსიო შენატანის გადაუხდელობა, ასევე ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6
პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასაქმებულის მიერ ამ კანონის
შესაბამისად საპენსიო შენატანის განხორციელებლობა, ასევე დამსაქმებლის მიერ
ამ
კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში
დასაქმებულისათვის საპენსიო შენატანის გადაუხდელობა, არის ამ კანონის დარღვევა და
გამოიწვევს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას.“.
37. 38-ე მუხლის:
ა) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი
„71. საპენსიო სააგენტოს ხარჯებმა (გარდა საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული
ხარჯებისა) არ უნდა გადააჭარბოს საპენსიო აქტივების 0.2 პროცენტს, ხოლო საპენსიო
სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულმა პირდაპირმა ხარჯებმა
საპენსიო სააგენტოს მართვაში არსებული საპენსიო აქტივების 0.3 პროცენტს. ამასთან, ამ
კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანიის მიერ
შესაბამის მონაწილეთა საპენსიო აქტივებიდან მისაღები მომსახურების საფასური არ უნდა
აღემატებოდეს ამ კანონის შესაბამისად მის მართვაში არსებული საპენსიო აქტივების 0.3
პროცენტს.“.
ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:
„91. საპენსიო სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს საშუალო რისკიანი და მაღალ
რისკიანი საინვესტიციო პორტფელების 27-ე მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ და „გ“
ქვეპუნქტებთან შესაბამისობა ამ კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული
ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 180 დღის ვადაში.“.
გ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 და მე-15 პუნქტები :
„14. საპენსიო სააგენტომ ამ კანონის მე-71 მუხლის ამოქმედებამდე უზრუნველვოს მე-71
მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესის შემუშავება და დამტკიცება.
15. ის პირები, გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით
განსაზღვრული დასაქმებულისა და ასეთი დასაქმებულის დამსაქმებლისა, რომლებმაც ამ
კანონით განსაზღვრული საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება დაარღვიეს
ამ კანონის
71 მუხლის ამოქმედებამდე,
თუმცა
ასეთ
ვალდებულებას
სრულად
შეასრულებენ არაუგვიანეს ამ კანონის 71 მუხლის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში, არ
დაექვემდებარებიან დაჯარიმებას ამ კანონის 71 მუხლის შესაბამისად.“.
მუხლი 2. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-7 პუნქტის,
მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 41 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 28-ე პუნქტის,
32-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 34-ე პუნქტით გათვალისწინებული 341 მუხლის მე-2 პუნქტისა
და
ამ
კანონის
პირველი
მუხლის
37-ე
პუნქტის
„ა“
ქვეპუნქტისა,
ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე;
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, მე-7 პუნქტი, მე-8 პუნქტის „გ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული 41 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს ამ კანონის
გამოქვეყნებიდან 180 დღეში.
3. ამ კანონის პირველი მუხლის 28-ე პუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან;
4. ამ კანონის პირველი მუხლის 32-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და 34-ე პუნქტით
გათვალისწინებული 341 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან;
5. ამ კანონის პირველი მუხლის 37-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1
იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო
რეფორმა ამოქმედდა 2019 წლის 1 იანვრიდან. აღნიშნულ პერიოდში საპენსიო სააგენტოს
საქმიანობის პროცესში გამოვლიდა მთელი რიგი საკითხებისა, რომელიც საჭიროებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში განსხვავებულად ან/და დამატებით
დარეგულირებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის მიღების აუცილებლობა განპირობებულია ცალკეული საკითხების დარეგულირების
საჭიროებიდან, რომელსაც „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი
რედაქცია
არ
ითვალისწინებს
დარეგულირებული
კანონით
ან
არსებობს
საჭიროება
განსაზღვრული
განსხვავებულად
საკითხები.
იქნეს
კანონპროექტით
გათვალისწინებული ცვლილებები შესაძლებლობას მისცემს საპენსიო სააგენტოს უფრო
ეფექტურად განახორციელოს დაგროვებითი საპენსიო სქემის მართვა და ადმინისტირება და
სათანადოდ იზრუნოს მონაწილეთა საუკეთესო ინტერესებზე.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული საკითხები უფრო ეფექტურს გახდის
დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირებასა და მართვას, ამასთან, კანონმდებლობით
მინიჭებული სხვა უფლებებისა და ვალდებულებების განხორციელებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში
(შემდგომში - კანონი) შემდეგ ძირითად ცვლილებებს:
კანონის საფუძველზე შექმნილი საპენსიო რეფორმის არსისა და მიზნის გათვალისწინებით,
რომელიც მდგომარეობს იმაში რომ საპენსიო ასაკში მონაწილეები უზრუნველყოფილნი
იყვნენ ადეკვატური შემოსავლით, ის უნდა ვრცელდებოდეს ნებისმიერ და ყველა
დასაქმებულზე, განურჩევლად იმისა თუ სად არიან ისინი დასაქმებულნი და აქვთ თუ არა
მათ დამსაქმებლებს საშემოსავლო გადასახადის ხელფასიდან დაკავებისა და საგადასახადო
აგენტის შესრულების ვალდებულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტი
ითვალისწინებს დასაქმებულის განმარტების ცვლილებას და განსხვავებულ რეგულირებას
ისეთი დასაქმებულებისათვის, რომელთა დამსაქმებლებიც მოქმედი კანონმდებლობით არ
არიან
ვალდებულნი
შეასრულონ
საგადასახადო
აგენტის
ფუნქცია.
ცვლილების
გათვალისწინებით, ასეთი დასაქმებულები ვალდებულნი არიან დასაბეგრი ხელფასის 4
პროცენტის ოდენობით საპენსიო შენატანი განახორციელონ თავად. ხოლო ასეთი
დასაქმებულების
დამსაქმებელები
ვალდებულნი
არიან
ხელფასის
გადახდისას
დასაქმებულებს აუნაზღაურონ საპენსიო შენატანი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის
ოდენობით.
კანონპროექტი
ითვალისწინებს
„პენსიის“
განმარტების
ცვლილებას.
აღნიშნული
ცვლილების თანახმად, კონკრეტდება რომ პენსია არის დაგროვებითი საპენსიო სქემის
მონაწილეების მიერ საპენსიო ასაკის მიღწევის და შესაძლებლობის შეზღუდვის
საფუძვლით მიღებული/მისაღები თანხა, რომელიც დაანგარიშდება კანონისა და საპენსიო
სააგენტოს მიერ კანონის შესაბამისად განსაზღვრული ოდენობითა და წესით. აღნიშნული
ცვლილების მიზანია გაიმიჯნოს პენსიის და საპენსიო აქტივების მიღების შემთხევები,
რამდენადაც შინაარსობრივად მემკვიდრის მიერ გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო
აქტივების მიღება არ უნდა მიიჩნეოდეს მემკვიდრის მიერ პენსიის მიღებად, იგივე შეეხება
საქართველოს სამუდამოდ დატოვების შემთხვევაში საპენსიო აქტივების მიღებას.
კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია საკუთარი სახელით
და
ხარჯით,
ასევე
დასაქმებულის
სახელითა
და
ხარჯით
საპენსიო
შენატანი
განახორციელოს დასაქმებულისათვის ხელფასის გადახდისას. სამწუხაროდ, არსებული
პრაქტიკის გათვალისწინებით, დამსაქმებლების დიდი უმრავლესობა საპენსიო შენატანის
განხორციელების ვალდებულებას ხელფასის გადახდისთანავე ვერ ასრულებს, შესაბამისად
მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საპენსიო შენატანის განხორციელებისთვის გონივრული
ვადად განისაზღვროს - ხელფასის გაცემიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღე.
კანონის არსებული რედაქციის თანახმად, დასაქმებულს, რომელიც უარს განაცხადებს
დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე, შეუძლია ნებისმიერ დროს ხელახლა
გაწევრიანდეს დაგროვებით საპენსიო სქემაში. დაგროვებით საპენსიო სქემაში ხელახლა
გაწევრიანების
მიზნით,
გათვალისწინებით,
რომ
დასაქმებულმა
აღნიშნულ
უნდა
დასაქმებულს
აცნობოს
დამსაქმებელს.
შესაძლოა
ჰყავდეს
იმის
რამდენიმე
დამსაქმებელი, რომელთათვისაც უცნობია დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში
გაწევრიანების ფაქტი, აღნიშნულმა დამსაქმებლებმა შესაძლოა არ განახორციელონ
საპენსიო შენატანები და დადგნენ საპენსიო შენატანების განხორციელების ვალდებულების
შეუსრულებლობის
ფაქტის
წინაშე.
შესაბამისად,
კანონპროექტით
განისაზღვრება
დასაქმებულის ვალდებულება, ხელახლა გაწევრიანების შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ
შეატყობინოს მის ყველა დამსაქმებელს.
კანონის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს ცალსახა რეგულირებას მასზედ თუ რა
ვალუტაში უნდა მოხდეს მონაწილეებისადმი კანონით გათვალისწინებული ფულადი
ვალდებულების შესრულება/გადახდა. უმეტეს შემთხვევაში აღნიშნული რეგულირების
აუცილებლობა არ არსებობს, რამდენადაც კანონით გათვალისწინებული ანგარიშსწორება
უმეტესწილად ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე. თუმცა შესაძლებელია,
საქართველოს სამუდამოდ დატოვების შემთხვევაში მონაწილის მიერ მოთხოვნილ იქნეს
ანგარიშსწორება უცხოურ ვალუტაში. აღნიშნულის ადმინისტირებასთან დაკავშირებული
სირთულეების გათვალისწინებით, კანონპროექტის ითვალისწინებს, საპენსიო სააგენტოს
და მონაწილეებს შორის ანგარიშსწორებას მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში.
კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახური საპენსიო
სააგენტოს უზრუნველყოფს ინფორმაციით, რომლის საფუძველზეც საპენსიო სააგენტო
ამოწმებს დამსაქმებლისა და მონაწილის მიერ საპენსიო შენატანების განხორციელების
ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტებს ან/და ავლენს თანხების ზედმეტად
გადახდის ფაქტებს, რის შედეგადაც, ვალდებულების შესრულებლობის შემთხვევაში
საპენსიო
სააგენტო
შესაბამის
ინფორმაციას
ელექტრონული
ფორმით
უგზავნის
დამსაქმებელს, მონაწილეს და სსიპ შემოსავლების სამსახურს, ხოლო შემოსავლების
სამსახური
საქართველოს
ადმინისტრაციულ
შესაბამისად
უზრუნველყოს
შესაბამისი
სამართალდარღვევათა
დამსაქმებლის
და
კოდექსის
თვითდასაქმებულის
დაჯარიმებას 500 ლარის, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში 1000 ლარის
ოდენობით. აღნიშული რეგულირების ფარგლებში დაგროვებითი საპენსიო სქემის
მონაწილის ინტერესები არ არის ბოლომდე გათვალისწინებული, ვინაიდან საპენსიო
შენატანების
განხორციელების
ვალდებულების
დარღვევის
შემთხვევაში
კანონი
ითვალისწინებს მხოლოდ ჯარიმას, რომელიც მიემართება საქართველოს ბიუჯეტში, ხოლო
მონაწილე, რომლის სასარგებლოდაც უნდა განხორციელებულიყო საპენსიო შენატანი
მოკლებულია შესაძლებლობას მოითხოვოს და მიიღოს ის საპენსიო შენატანები რომლებიც
მას კანონით უნდა მიეღო, შესაბამისად ვალდებულების დარღვევისგან პრევენციის
მიზნებისთვის სანქციის ფორმად, მხოლოდ ჯარიმა არ უნდა იყოს განხილული. ამასთან,
საპენსიო სააგენტოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის, დაგროვებითი
საპენსიო სქემის ამოქმედების შემდეგ შემდგარი არაერთი განხილვის შედეგად,
მონაწილეთა ინტერესების გათვალისწინებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საპენსიო
შენატანების
განხორციელების
ვალდებულების
დარღვევისათვის
დაჯარიმების
პროცესიდან შემოსავლების სამსახურის ამორთვის შესახებ, რამდენადაც შემოსავლების
სამსახურს არ აქვს შესაძლებლობა და რესურსი სათანადოდ, დაგროვებითი საპენსიო
სქემის მონაწილეების ინტერესების შესაბამისად უზრუნველყოს დაჯარიმების პროცესის
მართვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტი ითვალისწინებს არსებულისაგან
არსებითად
განსხვავებულ
რეგულირებას
საპენსიო
შენატანების
განხორციელების
ვალდებულების დარღვევისათვის სანქციების დაკისრებისა და საპენსიო შენატანების
კანონის შესაბამისად განხორციელების ნაწილში.
კანონპროექტის თანახმად, შემოსავლების სამსახური საპენსიო სააგენტოს უზრუნველყოფს
შესაბამისი ინფორმაციით საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული საჭიროებისამებრ და
პერიოდულობით, ხოლო საპენსიო სააგენტო შემოსავლების სამსახურიდან მიღებული
ინფორმაციის საპენსიო სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში არსებულ ინფორმაციასთან
შედარების
შედეგად,
საპენსიო
შენატანის
განხორციელების
ვალდებულების
შეუსრულებლობის ფაქტის იდენტიფიცირების შემთხვევაში, მის მიერ განსაზღვრული
წესით უზრუნველყოფს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დამრღვევი
დამსაქმებლის და ცალკეულ შემთხვევაში იმ დასაქმებულის, რომელის
ხელფასიდან
გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან
დაკავებას (კანონპროექტის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად)
დაჯარიმებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის მოქმედი რედაქციის თანახმად, დამსაქმებლის გარდა ჯარიმა შესაძლებელია
დაეკისროს თვითდასაქმებულსაც, თუმცა კანონპროექტი თვითდასაქმებულისათვის
ჯარიმის
დაკისრების
შესაძლებლობას
არ
ითვალისწინებს,
რამდენადაც
თვითდასაქმებული ნებაყოფლობით წევრიანდება დაგროვებით საპენსიო სქემაში და
შესაბამისად არ არის მიზანშეწონილი ჯარიმის დაკისრება. ამასთან, ჯარიმის დაკისრება არ
ათავისუფლებს შესაბამის პირს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების
შესრულებისაგან. კანონპროექტის თანახმად ჯარიმის ოდენობები, რომლებიც მიემართება
სახელმწიფო ბიუჯეტში, რჩება უცვლელი, თუმცა დაკისრებული ჯარიმა და ძირითადი
ვალდებულება
(საპენსიო
აღსასრულებლად
მიიქცევა
შენატანის
გადახდის
ვალდებულების)
საპენსიო
სააგენტოს
კანონიერ
ძალაში
იძულებით
შესული
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტისა და მის შესაბამისად საპენსიო
სააგენტოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. კანონპროექტის
შესაბამისად დაჯარიმების ახალი მექანიზმის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია
კანონის გამოქვეყნებიდან 6 თვე და ამოქმედების თარიღამდე საპენსიო სააგენტო
ვალდებულია შეიმუშავოს და დაამტკიცოს საპენსიო შენატანების განხორციელების
ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების
ფაქტების გამოვლენის, ჯარიმის დაკისრების, აღსრულების წესი და პროცედურები.
პრაქტიკაში ადგილი აქვს არაერთ შემთხვევას როდესაც საპენსიო სააგენტოს მიმართავენ
„რეაბილიტაციისა
საქართველოს
და
კრედიტორთა
კოლექტიური
დაკმაყოფილების
შესახებ“
კანონის
შესაბამისად
დანიშნული
რეაბილიტაციის/გაკოტრების
მმართველები და საპენსიო სააგენტოსაგან როგორც აღნიშნული კანონის მიზნებისთვის
კრედიტორისაგან ითხოვენ ინფორმაციას საპენსიო შენატანებთან მიმართებით მისი
მოთხოვნების შესახებ. საპენსიო სააგენტო, რომელიც ახორციელებს დაგროვებითი
საპენსიო სქემის ადმინისტრირებასა და მართვას, ვერ იქნება განხილული დამსაქმებლის
კრედიტორად, რადგან საპენსიო სააგენტოსათვის შეუძლებელია დადგენილ იქნეს
კრედიტორული მოთხოვნები, სულ მცირე შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
ა) საპენსიო შენატანის ოდენობა გამოთვლილ უნდა იქნეს დასაქმებულის ხელფასიდან,
საპენსიო
სააგენტოსათვის
კი უცნობია
დამსაქმებლის მიერ
დასაქმებულისათვის
გადახდილი/გადასახდელი ხელფასის (კანონის განმარტების გათვალისწინებით) ოდენობა,
შესაბამისად, უცნობია დამსაქმებლის დასაქმებულის მიმართ შრომითი ურთიერთობიდან
არსებულ/წარმოშობილი ვალდებულებები, ხელფასთან მიმართებით;
ბ) საპენსიო სააგენტოსათვის უცნობია, დამსაქმებლის დასაქმებულთა შესახებ ინფორმაცია,
მათ შორის და არა მხოლოდ, დასაქმებულთა მოქალაქეობრივი სტატუსი, ასაკი, რაც
დაკავშირებულია
დაგროვებით
საპენსიო
სქემაში
სავალდებულო
გაწევრიანების
საკითხთან, ასევე თუ რამდენად მიმართა დასაქმებულმა დამსაქმებელს, კანონიდან
გამომდინარე დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით გაწევრიანების თაობაზე და
ა.შ.;
ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით,
კანონპროექტი
ითვალისწინებს
შესაბამის
ცვლილებას, რომლის თანახმად საპენსიო სააგენტო „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა
კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის და „მეწარმეთა შესახებ“
საქართველოს
კანონის
მიზნებისთვის
არ
წარმოადგენს
კრედიტორს.
მონაწილის
საკუთრებაში არსებულ საპენსიო აქტივებთან მიმართებით კრედიტორს წარმოადგენს
შესაბამისი მონაწილე ან მონაწილის მემკვიდრე/მემკვიდრეები.
კრედიტორთა
კოლექტიური
დაკმაყოფილების
შესახებ“
„რეაბილიტაციისა და
საქართველოს
კანონის
შესაბამისად, რეაბილიტაციის მმართველის ან/და გაკოტრების მმართველის, ხოლო
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ლიკვიდატორის მიმართვის
შემთხვევაში საპენსიო სააგენტო ვალდებულია აღნიშნულ პირს მიაწოდოს ელექტრონულ
სისტემაში არსებული ინფორმაცია შესაბამისი დამსაქმებლის მიერ განხორციელებულ
საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით, ასევე შემოსავლების სამსახურის მონაცემთა
ბაზებთან შედარების შედეგად მიღებული ინფორმაცია.
კანონპროექტი ითვალისწინებს ცალკეულ ცვლილებებს, მასზედ რომ ნათლად მოხდეს
საპენსიო სააგენტოს საოპერაციო მიმართულებისა და საინვესტიციო მიმართულების
გამიჯვნა და უზრუნველყოფილ იქნეს საინვესტიციო საბჭოს / უფროსი საინვესტიციო
ოფიცრის დამოუკიდებლობა საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების პროცესში.
მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, 2026 წლის 1 იანვრიდან საპენსიო სააგენტოს
მომსახურების საფასურის პროცენტულობის გაყოფა ადმინისტრაციული და საინვესტიციო
მიმართულებისთვის.
აღნიშნულ
განაწილებასთან
დაკავშირებით,
საშუალოვადიან
პერიოდზე, გაკეთდა რამდენიმე სიმულაცია და შესაბამისად მიღებულ იქნა შეჯერებული
და რაციონალური გადაწყვეტილება. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად საპენსიო
სააგენტოს ხარჯებმა (გარდა საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯებისა)
არ უნდა გადააჭარბოს საპენსიო აქტივების 0.2 პროცენტს, ხოლო საპენსიო სააგენტოს
საინვესტიციო
საქმიანობასთან
დაკავშირებულმა
პირდაპირმა
ხარჯებმა
საპენსიო
სააგენტოს მართვაში არსებული საპენსიო აქტივების 0.3 პროცენტს. ამასთან, ამ კანონის 29ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანიის მიერ შესაბამის
მონაწილეთა საპენსიო აქტივებიდან მისაღები მომსახურების საფასური არ უნდა
აღემატებოდეს ამ კანონის შესაბამისად მის მართვაში არსებული საპენსიო აქტივების 0.3
პროცენტს.
კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად მონაწილის საპენსიო აქტივებზე ქონებრივი
უფლებები დაუშვებელია დაგირავდეს, უფლებრივად დაიტვირთოს, მათზე საკუთრების
უფლება მესამე პირს გადაეცეს ან ისინი სხვაგვარად გასხვისდეს მონაწილის მიმართ
არსებული რაიმე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან უზრუნველსაყოფად. ამასთან,
საპენსიო აქტივები არ ექვემდებარება აღსრულებას, ვერ იქნება შეტანილი მონაწილის,
საპენსიო სააგენტოს გაკოტრების მასაში და მათზე არ იმოქმედებს რაიმე სახის
ანგარიშსწორების პროცედურა. იმის გათვალისწინებით, რომ კანონის შესაბამისად 2021
წლის 15 სექტემბრიდან საპენსიო სააგენტოს დაფინანსების წყაროს წარმოადგენს
დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეების საპენსიო აქტივებიდან მიღებული
მომსახურების საფასური და კანონი ასევე ითვალისწინებს ასეთი მომსახურების საფასურის
მაქსიმალურ პროცენტულ ზღვარს, მონაწილეების ინტერესების დაცვისა და საპენსიო
სააგენტოს
საქმიანობის
უწყვეტობის
უზრუნველყოფის
მიზნით,
კანონპროექტი
ითვალისწინებს ზემოთ მითითებულის მსგავს შეზღუდვას მომსახურების საფასურთან
მიმართებით. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, საპენსიო სააგენტოს საქმიანობის
დაფინანსების მიზნით მონაწილეთა საპენსიო აქტივებიდან, საპენსიო აქტივების წლიური
მომსახურების საფასურის სახით, საპენსიო სააგენტოს მიერ მიღებული თანხა არ შეიძლება
დაგირავდეს, უფლებრივად დაიტვირთოს, მათზე საკუთრების უფლება მესამე პირს
გადაეცეს ან სხვაგვარად გასხვისდეს საპენსიო სააგენტოს მიმართ არსებული რაიმე
მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან უზრუნველსაყოფად, აღნიშნული თანხა არ
ექვემდებარება აღსრულებას, ვერ იქნება შეტანილი საპენსიო სააგენტოს
გაკოტრების
მასაში.
კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, მონაწილეს რომელიც გადაწყვეტს საქართველოს
სამუდამოდ დატოვებას, შეუძლია მოითხოვოს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე
რიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულების მიღება ერთიანი გადახდით ან
პროგრამული გატანით. ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება იმ პირობით, რომ მონაწილე
საპენსიო სააგენტოს წარუდგენს სხვა სახელმწიფოში კანონიერი, მუდმივი ცხოვრების
უფლების დამადასტურებელ სათანადოდ დამოწმებულ დოკუმენტს. ამასთან სამუდამოდ
დატოვების საფუძვლით საპენსიო აქტივების მიღებისას, მონაწილის მიერ მისაღებ თანხას
ჩამოეჭრება
მის
სასარგებლოდ
განხორციელებული
სახელმწიფო
შენატანების
პროპორციული საპენსიო აქტივების ღირებულება. პრაქტიკაში საქართველოს სამუდამოდ
დატოვების საფუძვლით საპენსიო აქტივების მიღების პროცესი საკმაოდ პრობლემური
აღმოჩნდა. კერძოდ, უმთავრეს სირთულეს წარმოადგენს სხვა ქვეყანაში მუდმივად
ცხოვრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის/ვალიდურობის
შემოწმება, რათა დადგინდეს აღნიშნული დოკუმენტი ნამდვილად წარმოადგენს თუ არა
მუდმივი ცხოვრების უფლების დასტურს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და
ზოგადად, დაგროვებითი საპენსიო რეფორმის არსიდან გამომდინარე მიზანშეწონილად
იქნა მიჩნეული აღნიშნულ რეგულირებაში ცვილილების შეტანა და სამუდამოდ
დატოვების საფუძვლით საპენსიო აქტივების მხოლოდ იმ მონაწილეთათვის გადაცემა,
რომლებიც დაკარგავენ საქართველოს მოქალაქეობას ან საქართველოში
მუდმივი
ბინადრობის ნებართვას. ამავდროულად იმის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერი სხვა
საფუძვლით, საპენსიო აქტივების / პენსიის მიღება გულისხმობს სახელმწიფოს მიერ
განხორციელებული
საპენსიო
შენატანების
მიღებას,
კანონპროექტის
თანახმად,
საქართველოს სამუდამოდ დატოვების საფუძვლით საპენსიო აქტივების მიღებისას
მონაწილე მიიღებს საპენსიო აქტივების სრულ ოდენობას, სახელმწიფოს საპენსიო
შენატანების ჩამოჭრის გარეშე. ამასთან, მონაწილეს რომელიც გადაწყვეტს საქართველოს
სამუდამოდ დატოვებას, შეუძლია მოითხოვოს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე
რიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულება მხოლოდ ერთიანი გადახდით. იმ
შემთხვევაში, თუ პირი კვლავ გახდება საქართველოს მოქალაქე ან კვლავ მოიპოვებს
მუდმივი ბინადრობის ნებართვას, მასზე კვლავ გავრცელდება კანონის მოქმედება და სხვა
დასაქმებულების მსგავსად, მის მიმართ იარსებებს დაგროვებით საპენსიო სქემაში
სავალდებულოდ
გაწევრიანების
და
საპენსიო
შენატანების
განხორციელების
ვალდებულება.
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად
საპენსიო სააგენტო ვალდებულია პენსიის გაცემა / გადახდა დაიწყოს მონაწილის
შესაბამისი განცხადების/მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის
ვადაში. საპენსიო სააგენტოს საოპერაციო საქმიანობის კომპლექსურობის და ცალკეულ
შემთხვევებში ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, შესაბამისი ინფორმაციის
მოძიებისა
და
ადმინისტრაციული
კანონმდებლობის
შესაბამისად
მოკვლევის
ჩატრებისათვის საჭირო დროის გათვალისწინებით, კანონპროექტი ითვალისწინებს
განსხვავებულ ვადებს პენსიის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა / პენსიის
დანიშვნისა და პენსიის გაცემის/გადახდისათვის. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად,
საპენსიო სააგენტო პენსიის დანიშვნის გადაწყვეტილებას მიიღებს შესაბამისი განცხადების
მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო პენსიის გაცემას/გადახდას
დაიწყებს არაუგვიანეს პენსიის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 30
კალენდარული დღის ვადაში.
კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, შესაძლებლობის შეზღუდვა განმარტებულია
როგორც „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული მდგომარეობა, რაც წარმოშობს იმის დაშვებას რომ ნებისმიერი პირი
რომელსაც აქვს მსუბუქი, ნაკლებად გამოხატული ან/და დროებითი შესაძლებლობის
შეზღუდვა, შეიძლება აქვს მიიღოს პენსია. აღნიშნულისა და ასევე საქართველოში
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების შესახებ ერთიანი სააღრიცხვო
ბაზის არარსებობის გამო, რაც შეუძლებელს ხდის 2007 წლის 1 იანვრამდე მინიჭებული
სტატუსების გადამოწმებას, როგორც ელექტრონული, ასევე მატერიალური სახით,
კანონპროექტით შესაძლებლობის შეზღუდვა განმარტებულია როგორც „სამედიცინოსოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი
სამედიცინო დაწესებულების
მიერ
2007 წლის 1
იანვრის
შემდეგ მინიჭებული
შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი, რომელიც განაპირობებს მუდმივ მნიშვნელოვნად
ან მუდმივ მკვეთრად გამოხატულ შეზღუდვას. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს,
შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის ერთიანი გადახდით დანიშვნის გამო
საპენსიო სქემიდან გასვლის შემდეგ, მონაწილის უფლებამოსილებას ნებისმიერ დროს
ხელახლა გაწევრიანდეს დაგროვებით საპენსიო სქემაში.
კანონპროექტით განისაზღვრება რისკის მთავარი ოფიცრის თანამდებობა. კანონპროექტის
თანახმად, რისკის მთავარი ოფიცერი არ არის უფლებამოსილი შეაჩეროს, შეაფერხოს ან/და
შეზღუდოს
საპენსიო
სააგენტოს
გადაწყვეტილებები
და
მის
მიერ
სააგენტოს
მმართველობის ორგანოებისთვის ან/და სტრუქტურული ერთეულებისათვის წარდგენილი
რეკომენდაციები არ არის სავალდებულო ხასიათის. კანონპროექტი ერთმანეთისგან
განასხვავებს საინვესტიციო და არასაინვესტიციო რისკს და ითვალისწინებს აგრეგირებულ
რისკს.
არასაინვესტიციო
რისკებთან
მიმართებით,
რისკის
მთავარი
ოფიცერი
ანგარიშვალდებულია უშუალოდ სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე, ხოლო საინვესტიციო
რისკების კონტროლთან მიმართებით, რისკის მთავარი ოფიცერი ანგარიშვალდებულია
უშუალოდ საინვესტიციო საბჭოს წინაშე. რაც შეეხება აგრეგირებულ რისკს, აღნიშნულთან
დაკავშიორებით
რისკის
მთავარი
ოფიცერი
ანგარიშვალდებულია,
როგორც
სამეთვალრყურეო საბჭოსთან ასევე საინვესტიციო საბჭოსთან. რისკის მთავარი ოფიცრის
ფუნქციებთან
მიმართებით,
აღსანიშნავია,
რომ
კანონპროექტი
ითვალისწინებს
საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის პოლიტიკას, რომელიც მოიცავს
საოპერაციო რისკების მართვის ჩარჩოს, საოპერაციო რისკების აპეტიტის ჩარჩოს,
ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკას, ბიზნესუწყვეტობის ჩარჩოს, ადამიანური
რისკების, სწავლებისა და შესაძლებლობების ჩარჩოს, თაღლითობის, ქრთამისა და
კორუფციის რისკების ჩარჩოს, რეპუტაციული რისკისა და კომუნიკაციის ჩარჩოს,
მხილების, სამართლებრივი შესაბამისობის, ინტერესთა კონფლიქტის ჩარჩოს. აღნიშნულ
პოლიტიკას შეიმუშავებს რისკის მთავარი ოფიცერი და სამეთვალყურეო საბჭოსთან
შეთანხმებით ამტკიცებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი.
კანონპროექტი ითვალისწინებს განსხვავებულ რეგულირებას კანონის 29-ე მუხლით
გათვალისწინებულ
მიმართებით
აქტივების
საქართველოს
მმართველ
ეროვნული
კომპანიებთან
ბანკის
და
ასეთ
კომპანიებთან
საზედამხედველო
ფუნქციებთან
დაკავშირებით. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად:
-
ეროვნული ბანკი, ახორციელებს 29-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების
მმართველი კომპანიების პრუდენციულ რეგულირებას იგივე პრინციპითა და
მექანიზმებით როგორც ხდება ეროვნული ბანკის მიერ პროდენციული რეგულირება;
-
საინვესტიციო საბჭოს უფლებამოსილება საინვესტიციო საქმიანობის მონიტორინგისა
და საინვესტიციო სახელმძღვანელოს დამტკიცების კონტექსტში არ ვრცელდება 29-ე
მუხლით გათვალისწინებულ აქტივების მმართველ კომპანიებზე;
გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტი ითვალისწინებს იმ მონაწილეთა წრის გაფართოვებას,
რომლებიც უფლებამოსილნი არიან საპენსიო აქტივების სამართავად აირჩიონ 29-ე
მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანია. აღნიშნული ცვლილების
თანახმად ნებისმიერი მონაწილე უფლებამოსილია საპენსიო აქტივები სამართავად
გადასცეს 29-ე მუხლით გათვალისწინებულ აქტივების მმართველ კომპანიას. ამასთან,
კანონპროექტის თანახმად შეცვლილი რედაქციით ჩამოყალიბებული 29-ე მუხლის
ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია 2024 წლის 12 ოქტომბერი.
კანონპროექტი ცალკეული თანამდებობის პირებისა (დირექტორი, უფროსი საინვესტიციო
ოფიცერი და მისი მოადგილე, რისკის მთავარი ოფიცერი და მისი მოადგილე) და
საინვესტიციო საბჭოს წევრებისათვის ითვალისწინებს ე.წ. „გარდენინგის“ პირობას,
რომლის მიხედვით, აღნიშნული პირები არ შეიძლება პროფესიულ მომსახურებას უწევდეს
აქტივების
მმართველ
თანამდებობიდან
კომპანიას
ან
სპეციალიზებულ
დეპოზიტარს
გათავისუფლებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნული
პერიოდის განმავლობაში მათ უნარჩუნდებათ არსებული თანამდებობრივი სარგო.
კანონის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს რეგულირებას საინვესტიციო საბჭოს
წევრთა შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებაუნარიანობასა და გადაწყვეტილების მიღების
წესთან დაკავშირებით. შესაბამისად, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ შესარჩევი
კომისია გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება მინიმუმ 5 წევრი. შესარჩევი კომისია
გადაწყვეტილებებს იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
კანონპროექტით განისაზღვრება საინვესტიციო საბჭოს ვალდებულება უზრუნველყოს
საინვესტიციო საქმიანობიან გამომდინარე ან/და მასთან დაკავშირებული რისკების მართვა
და ასევე პასუხიმგებლობა, ასეთი რისკების მოქმედი კანონმდელობით დადგენილ
ლიმიტებთან შესაბამისობის კონტროლზე. ასევე განისაზღვრება, რომ საინვესტიციო საბჭო
ახორციელებს საინვესტიციო საქმიანობიდან გამომდინარე ან/და მასთან დაკავშირებული
რისკების მართვის ფუნქციის და საინვესტიციო რისკების მოქმედი კანონმდებლობით
დადგენილ ლიმიტებთან შესაბამისობის კონტროლის ფუნქციის ზედამხედველობას.
კანონპროექტით დეტალურად განისაზღვრება უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მიერ
საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისა და აღსრულების, მათ შორის მესამე
პირებთან
წარმომადგენლობისა
და
შესაბამისი
გარიგებების
გაფორმების
უფლებამოსილება.
კანონის
მოქმედი
რედაქცია
ითვალისწინებს
სააგენტოს
დირექტორის
მიერ
პარლამენტისადმი ანგარიშგების წესს. საინვესტიციო საქმიანობის დამოუკიდებლობის
გათვალისწინებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საქართველოს პარლამენტისადმი
დამატებით
ასევე
უფროსი
საინვესტიციო
ანგარიშგების
ვალდებულების
განსაზღვრა.
კანონპროექტი
ითვალისწინებს
უფროსი
ოფიცრისა
და
საინვესტიციო
ზემოაღნიშნულის
საინვესტიციო
საბჭოს
გათვალისწინებით,
ოფიცრის
ვალდებულებას
საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ნახევარ წლის და ერთი წლის ანგარიში
საინვესტიციო
საქმიანობასთან
დაკავშირებით
და
ასევე
საინვესტიციო
საბჭოს
თავმჯდომარის ვალდებულება საქართველოს პარლამენტს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ
წარუდგინოს ანგარიში საანგარიშო პერიოდში საინვესტიციო პოლიტიკის შესრულებასთან
დაკავშირებით.
კანონპროექტი, ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინებით, ითვალისწინებს შემსუბუქებულ
მოთხოვნებს სპეციალიზებულ დეპოზიტართან მიმართებით, კერძოდ, კანონპროექტის
თანახად, სპეციალიზებულ დეპოზიტარზე აღარ ვრცელდება შეზღუდვა მასზედ, რომ ის არ
უნდა იყოს აქტივების მმართველი კომპანიის ან სამეთვალყურეო საბჭო წევრთან ან
საინვესტიციო საბჭოს წევრთან აფილირებული პირი და ასევე, მასზედ, რომ არ უნდა
სესხულობდეს ან ასესხებდეს თანხებს აქტივების მმართველ კომპანიას ან მასთან
აფილირებულ პირს.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, ცვლილებას საინვესტიციო საბჭოს მიერ რამდენიმე
სპეციალიზებული დეპოზიტარის არჩევასთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით,
რომ
პრაქტიკიდან
გამომდინარე
შეუძლებელია
რამდენიმე
სპეციალიზებული
დეპოზიტარი ემსახურებოდეს სხვადასხვაა საინვესტიციო პორტფელს თუ საპენსიო
აქტივების
ნაწილს,
უფლებამოსილია
კანონპროექტით
შეარჩიოს
და
განისაზღვრება,
გააფორმოს
რომ
საინვესტიციო
ხელშეკრულება
საბჭო
მხოლოდ
ერთ
სპეციალიზებულ დეპოზიტართან.
ამასთან, მონაწილეთა ინტერესების დაცვის და საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო
საქმიანობის
უწყვეტობის
უზრუნველსაყოფად,
კანონპროქტი
ითვალისწინებს
საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას, მის მიერ დადგენილი წესით
სრულად ან ნაწილობრივ შეასრულოს სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციები.
კერძოდ, თუ სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების მიღება სხვაგვარად
შეუძლებელია ან არაგონივრულ ძალისხმევას ან ხარჯებს
მოითხოვს, საინვესტიციო
საბჭოს ან კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრულ აქტივების მმართველ კომპანიას უფლება
აქვს
მიიღოს გადაწყვეტილება
სპეციალიზებული
დეპოზიტარული მომსახურების
შესაძენად საქართველოს ეროვნულ ბანკთან ხელშეკრულების დადების შესახებ. ამ
ხელშეკრულების
საფუძველზე
ეროვნულმა
ბანკმა
შეიძლება
შეასრულოს
სპეციალიზებული დეპოზიტარის ყველა ფუნქცია ან მათი მხოლოდ გარკვეული ნაწილი.
ეროვნულ ბანკთან დადებული ხელშეკრულების ვადა არ უნდა აღემატებოდეს იმ პერიოდს,
რომელიც საინვესტიციო საბჭოსათვის ან ამ კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრული
აქტივების მმართველი კომპანიისთვის არის აუცილებელი
ახალი სპეციალიზებული
დეპოზიტარის შესარჩევად;
ამავდროულად, გამომდინარე იქიდან, რომ მოხდეს მონაწილეების ინტერესების და
უფლებების
მაქსიმალურად
გათვალისწინება,
მონაწილეებისათვის ითვალისწინებს
კანონპროექტი
სქემის
არსებული
საშუალო და მაღალრისკიანი საინვესტიციო
პორტფელების შექმნიდან ერთ თვიან ვადას იმისათვის, რომ მონაწილემ გადაწყვიტოს
რომელი რისკის საინვესტიციო პორტფელში მოახდინოს მისი კუთვნილი დანაზოგის
გადატანა/ინვესტირება, ხოლო 2023 წლის 6 აგვისტოდან (კანონის მოქმედი რედაქციით
საშუალო და მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელების შექმნის თარიღი) ყოველ ახალ
მონაწილებს გაწევდიანებიდან ექნება ერთ თვიანი ვადა, რომ გადაწყვიტოს რომელი
საინვესტიციო პორტფელი აირჩიოს. ამავდროულად, კანონპროექტი განსაზღვრავს
მონაწილის შესაძლებლობას კვლავ შეცვალოს მის მიერ უკვე არჩეული საინვესტიციო
პორტფელი
სააგენტოსათვის
შესაბამისი
შეტყობინების
საფუძველზე,
თუმცა
საინვესტიციო პორტფელის შეცვლის პერიოდულობა არ უნდა იყოს 12 თვეზე ნაკლები,
იმისათვის რომ მონაწილეების ინტერესები იყოს მაქსიმალურად თანაბრად დაცული და არ
ხდებოდეს მოკლე ვადებში მაშტაბური და მუდმივი რებალანსირება/გადანაწილება, რაც
აუცილებლად აზარალებს საპენსიო ფონდს და შესაბამისად გარკვეულ მონაწილეებს.
იმისათვის, რომ საინვესტიციო სტრატეგია გახდეს გაცილებით მრავალფეროვანი და
მრავალმხრივი, კანონპროექტი ხსნის დაწესებულ 95 პროცენტიან სანდოობის ზღვარს და
შემოაქვს ზოგადად მაღალი სანდოობის მიდგომა, რაც გაცილებით მოქნილს
ხდის
საინვესტიციო ანალიზს და სტრატეგიას.
კანონპროექტის
ითვალისწინებს
ცვლილებებს
საინვესტიციო
პორტფელებისათვის
დაწესებულ ლიმიტებთან/მოთხოვნებთან მიმართებით. კერძოდ:
-
ნაკლებად რისკიანი პორტფელის ნაწილში, ემატება სხვა ტიპის აქტივები - 10
პროცენტამდე,
-
საშუალო რისკიანი საინვესტიციო პორტფელში სხვა ტიპის აქტივების მოცულობა
გაიზარდა 15 პროცენტამდე (10 პროცენტიდან)
-
მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელში სხვა ტიპის აქტივების მოცულობა
გაიზარდა 20 პროცენტამდე (10 პროცენტიდან).
აღნიშნული ცვლილებები უპირველეს ყოვლისა ემსახურება მონაწილეების ინტერესებს,
რამეთუ ითვალისწინებს საინვესტიციო პორტფელების მეტ დივერსიფიცირებას და
შესაბამისად მეტ დაზღვევას საინვესტიციო რისკებისგან. ამავდროულად, აღნიშნული
ცვლილებები
მოიაზრებს
პირდაპირ
რეალურ
ეკონომიკაში
მეტი
ინვესტიციების
განხორციელების შესაძლებლობას (სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების დაფინანების
საშუალებას) და შესაბამისად საშუალო და გრძელვადიან პერიოდში გაცილებით მეტი
მოგების გენერირებას, რაც შეესაბამება მონაწილეთა საუკეთესო ინტერესებს.
კანონპროექტი, პოტენციურად ბაზარზე ახალი საინვესტიციო ინსტრუმენტების გაჩენის
გათვალისწინებით, ითვალისწინებს საინვესტიციო შესაძლებლობას ლიცენზირებული
კომერციული ბანკების მიერ გამოშვებულ იპოთეკით დაცულ ობლიგაციებში. ამას გარდა,
კანონპროექტი განსაზღვრავს საინვესტიციო შესაძლებლობას წილობრივ, სავალო ან
სასესხო
შეთავაზებაში
საერთაშორისო
ფინანსურ
ინსტიტუტებთან
ერთად
33
პროცენტამდე თანამონაწილეობით.
კანონპროექტი ითვალისწინებს უძრავ ქონების საინვესტიციო ფონდების ერთეულებში
ინვესტირების შესაძლებლობას დამატებითი მოგების მიღების მიზნით და დამატებით
დივერსიფიკაციის მიზნით და მხოლოდ მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელების
შემთხვევაში. საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით კანონპროექტი აფართოებს
საინვესტიციო შესაძლებლობას ერთი ემიტენტის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში
25 პროცენტამდე (10 პროცენტიდან), ხოლო ერთი ემისიის ფარგლებში იპოთეკით დაცული
ობლიგაციების 40 პროცენტამდე.
კანონპროექტი ითვალისწინებს 6 თვიან გარდამავალ პერიოდს საშუალორისკიანი და
მაღალრისკიანი
საინვესტიციო
პორტფელების
შექმნის
თარიღიდან,
რომლის
განმავლობაშიც საპენსიო სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს საშუალო რისკიანი და
მაღალ რისკიანი საინვესტიციო პორტფელების კანონის 27-ე მუხლით დადგენილ
ლიმიტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობა.
მონაწილეების ინტერესების დაცვის მიზნით კანონპროქტი ასევე ითვალისწინებს ე.წ.
redemption gate, swing price და anti-dilution მექანიზმებს, რაც საკმაოდ მიღებული პრაქტიკაა
ღია საინვესტიციო ფონდებისთვის. აღნიშნული მექანიზმების მიხედვით, საინვესტიციო
საბჭოს ან/და 29-ე მუხლით გათვალისწინებულ აქტივების მმართველ კომპანიას უფლება
აქვთ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრონ: ა) პორტფელის ფონდის
ერთეულების გამოსყიდვის იმგვარი მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც დაწესდება
გამოსყიდვის თითოეულ პერიოდზე გამოსასყიდი პორტფელის ერთეულების საერთო
რაოდენობის ან მაქსიმალური ღირებულების შეზღუდვა (redemption gate). ბ) აქტივების
წმინდა ღირებულებით გამოთვლილი პორტფელის ერთეულის ფასიდან გადახრის
იმგვარი მექანიზმი, რაც დააბალანსებს ფონდის ახალი ერთეულების გაყიდვის, ან
არსებული პორტფელის ერთეულების გამოსყიდვით გამოწვეულ ეფექტს აქტივების
წმინდა ღირებულებაზე (swing price, anti-dilution mechanism).
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონის პროექტის ძალაში შესვლის თარიღად გარკვეული ნორმების მიმართ განისაზღვრა
გამოქვეყნების თარიღი, ხოლო სხვა შემთხვევებში კანონის გამოქვეყნებიდან 6 თვე, 2024 წლის
1 იანვარი, ასევე 2025 წლის 1 იანვარი და 2026 წლის 1 იანვარი. აღნიშნული გამოწვეულია იმ
გარემოებით, რომ შესაბამის ნორმებთან მიმართებით აღნიშნული თარიღის დადგომამდე,
მიღებულ უნდა იქნეს სხვადასხვა სამართლებრივი აქტები, საპენსიო სააგენტომ უნდა
უზრუნველყოს
აღნიშნული
ცვლილების
საფუძველზე
შესაბამისი
სტრუქტურული
ერთეულების სათანადო ჩამოყალიბება/დაკომპლექტება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) და
ტექნიკური გამართვა. შესაბამისად, საპენსიო სააგენტოს მიერ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით,
გათვალისწინებული უფლებამოსილების სრულად განხორციელებამდე საჭიროა გარკვეული
მატერიალური და ადამიანური რესურსების, საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რაც მოითხოვს
გონივრულ ვადას. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
საპენსიო სააგენტოს საქმიანობის დაფინანსების წყარო არის საპენსიო აქტივებიდან
მომსახურების საფასურის სახით მიღებული თანხები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რამდენადაც:
- კანონპროექტის თანახმად თვითდასაქმებულები აღარ ექვემდებარებიან დაჯარიმებას
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად;
- კანონის
მოქმედი
შემთხვევაში,
რედაქციის
მონაწილეს
განხორციელებული
თანახმად,
გადაეცემა
საპენსიო
საქართველოს
საპენსიო
შენატანების
სამუდამოდ
დატოვების
აქტივები,
სახელმწიფოს
მიერ
გამოკლებით.
სახელმწიფოს
მიერ
განხორციელებული საპენსიო შენატანები უბრუნდება სახელმწიფოს. კანონპროექტის
თანახმად სახელმწიფოს აღარ დაუბრუნდება სახელმწიფოს მიერ განხორციელებული
საპენსიო შენატანი და აღნიშნული საპენსიო შენატანის თანხა გადაეცემა მონაწილეს მისი
და დამსაქმებლის მიერ განხორციელებულ საპენსიო შენატანებთან ერთად. წინასწარ
შეუძლებელია იმ თანხის ოდენობის განსაზღვრა რაც არ დაუბრუნდება სახელმწიფოს.
ასეთი თანხის ოდნეობა დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენი მონაწილე დატოვებს
საქართველოს სამუდამოდ, მოითხოვს აღნიშნული საფუძვლის საპენსიო აქტივების
გადაცემას და ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ოდენობის საპენსიო აქტივები ექნება
ასეთ პირებს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე,
ვინაიდან:
-
კანონპროექტის
თანახმად,
კანონის
მოქმედება
გავრცელდება
საქართველოს
მოქალაქეებზე, მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა
და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე,
მიუხედავად
საქართველოში
მათი
რეზიდენტობის
სტატუსისა.
შესაბამისად,
შესაძლოა გაიზარდოს იმ პირთა წრე ვისი სახელითა და სასარგებლოდ საპენსიო
შენატანის განხორციელების ვალდებულება წარმოიშვება, მათ შორის სახელმწიფოს
მიერ. თუმცა წინასწარ ფინანსური შედეგების განსაზღვრა შეუძლებელია;
-
სსიპ შემოსავლების სამსახურს კანონპროექტის თანახმად უმცირდება ფუნქციები,
რამდენადაც
საპენსიო
შენატანის
განუხორციელებლობის
გამო
დაჯარიმებას
განახორციელებს საპენსიო სააგენტო. შესაბამისად სსიპ შემოსავლების სამსახურს
შეუცირდება ასევე ხარჯები. ასეთი ხარჯების ოდენობის წინასწარ განსაზღვრა
შეუძლებელია.
-
კანონპროექტი ითვალისწინებს, შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის
ერთიანი გადახდით დანიშვნის გამო საპენსიო სქემიდან გასვლის შემდეგ, მონაწილის
უფლებამოსილებას ნებისმიერ დროს ხელახლა გაწევრიანდეს დაგროვებით საპენსიო
სქემაში. აღნიშნული გავლენას მოახდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე,
რამდენადაც
შესაბამისი
გაწევრიანების
პირის
შემთხვევაში
დაგროვებით
სახელმწიფოს
საპენსიო
წარმოეშვება
სქემაში
ხელახლა
საპენსიო
შენატანის
განხორციელების ვალდებულება. აღნიშნული ხარჯის წინასწარ განსაზღვრა არ არის
შესაძლებელი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის
ბუნებისა
და
მიმართულების
მითითებით,
რომლებზედაც
მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
-
კანონპროექტის
თანახმად,
კანონის
მოქმედება
გავრცელდება
საქართველოს
მოქალაქეებზე, მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა
და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე,
მიუხედავად
საქართველოში
მათი
რეზიდენტობის
სტატუსისა.
შესაბამისად,
შესაძლოა გაიზარდოს იმ პირთა წრე ვისი სახელითა და სასარგებლოდ საპენსიო
შენატანის განხორციელების ვალდებულება წარმოიშვება, მათ შორის დამსაქმებლების
და დასაქმებულების მიერ. თუმცა წინასწარ ფინანსური შედეგების განსაზღვრა
შეუძლებელია;
-
შესაძლებლობის შეზღუდვის ტერმინში შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით,
ვიწროვდება შესაძლებლობის შეზრუდვის სტატუსის მქონე იმ პირთა წრე, რომლებიც
უფლებამოსილნი იქნებიან კანონის შესაბამისად მიიღონ პენსია. ასეთ პირთა
რაოდენობის და მათ მიმართ ფინანსური შედეგების წინასწარ განსაზღვრა არ არის
შესაძლებელი.
-
ეროვნული
ბანკის
მიერ
კანონის
მე-6
მუხლში
შეტანილი
ცვლილებების
გათვალისწინებით, 29-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი
კომპანიების
პრუდენციულ
რეგულირებასთან
დაკავშირებული
ასევე
სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შესრულებამ შესაძლოა მისთვის
გამოიწვიოს დამატებითი ხარჯები. ამასთან ერვონულ ბანკს სპეციალიზებული
დეპოზიტარული მომსახურების ფუნქციის შესრულების შემთხვევაში, იმ შემთხვევაში
თუ ასეთი მომსახურება სასყიდლიანი იქნება, ასევე გაუჩნდება დამატებითი
შემოსავალი. ასეთი ხარჯების ან/და შემოსავლის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.
-
კანონპროექტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრებასთან დაკავშირებული
რეგულირება გამოიწვევს საპენსიო სააგენტოს მიერ დამატებითი ფინანსური ხარჯების
გაწევას,
კანონპროქტის
შესაბამისად
მისი
ინფორმაციული
ტექნოლოგიების
ინფრასტრუქტურის სათანადოდ მოწყობის და დამატებით ადამიანური რესურსების
მობილიზების აუცილებლობის გამო.
-
კანონპროექტი
ცალკეული
თანამდებობის
პირებისა
(დირექტორი,
უფროსი
საინვესტიციო ოფიცერი და მისი მოადგილე, რისკის მთავარი ოფიცერი და მისი
მოადგილე)
და
საინვესტიციო
საბჭოს
წევრებისათვის
ითვალისწინებს
ე.წ.
„გარდენინგის“ პირობას, რომლის მიხედვით, აღნიშნული პირები არ შეიძლება
პროფესიულ
მომსახურებას
უწევდნენ
აქტივების
მმართველ
კომპანიას
ან
სპეციალიზებულ დეპოზიტარს თანამდებობიდან გათავისუფლებიდან 6 (ექვსი) თვის
განმავლობაში. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მათ უნარჩუნდებათ არსებული
თანამდებობრივი სარგო. შესაბამისად აღნიშნული ცვლილება გავლენას ახდენს
საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე და ასევე, ფინანსურ შედეგებს
იწვევს იმ პირებისთვის, რომლებზეც ვრცელდება აღნიშნული პირობა. ფინანსური
გავლენის
ოდენობის
წინასწარ
განსაზღვრა
არ
არის
შესაძლებელი,
რადგან
დამოკიდებულია შესაბამის დროს შესაბამისი პირის ხელფასის ოდნეობაზე.
-
საინვესტიციო საბჭოს მიერ მე-13 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული
უფლებამოსილებით
სარგებლობისა
და
საინვესტიციო
რისკების
კონტროლის
ფუნქციის შესრულების მიზნით შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის შექმნის
შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული ზეგავლენას მოახდენს
საპენსიო სააგენტოს ხარჯვით ნაწილზე. წინასწარ ასეთი ხარჯის ოდენობის
განსაზღვრა არ არის შესაძლებელი.
-
საინვესტიციო
ლიმიტებთან
(მანდატის
გაფართოებასთან)
დაკავშირებით
კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებს ექნება გავლენა დაგროვებითი
საპენსიო სქემის მონაწილეების საპენსიო აქტივებზე, თუმცა, ასეთი გავლენის წინასწარ
შეფასება და ფინანსური შედეგების განსაზღვრა არ არის შესაძლებელი.
-
კანონპროექტის საფუძველზე 29-ე მუხლში შეტანილ ცვლილებებს აქვს გავლენა
დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებზე, რამდენადაც ფართოვდება ისეთ
მონაწილეთა წრე, რომლებსაც აქვთ უფლება აირჩიონ აქტივების მმართველი კომპანია.
ასეთ მონაწილეებზე გავლენის წინასწარ შეფასება და ფინანსური შედეგების წინასწარ
განსაზღვრა არ არის შესაძლებელი.
-
კანონის 38-ე მუხლში შეტანილი ცვლილების თანახმად, განისაზღვრება 29-ე მუხლით
გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანიის მიერ მისაღები მომსახურების
საფასურის მაქსიმალური ოდნეობა (პროცენტული განაკვეთის სახით), შესაბამისად
აღნიშნული ცვლილება გავლენას ახდენს აქტივების მმართველი კომპანიების
საშემოსავლო ნაწილზე და ასევე აქტივების მმართველი კომპანიების მომსახურების
მიმღები მონაწილეების ხარჯზე.
-
საქართველოს საამუდამოდ დატოვების საფუძვლით საპენსიო აქტივების მიღების
შემთხვევაში, კანონპროექტის თანახმად ზუსტება იმ პირთა წრე რომელსაც აქვს
უფლება აღნიშნული საფუძვლით მიიღოს საპენსიო აქტივები. ამასთან, საქართველოს
სამუდამოდ დატოვების საფუძვლით საპენსიო აქტივების მიღების შემთხვევაში,
მონაწილე მიიღებს სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ საპენსიო შენატანებსაც,
შესაბამისად მონაწილე მიიღებს იმაზე მეტი ოდენობით საპენსიო აქტივს ვიდრე
გათვალისწინებულია კანონის მოქმედი რედაქციით. მონაწილეებზე ფინანსური
გავლენის თანხობრივად განსაზღვრა წინასწარ შეუძლებელია.
-
კანონპროექტი ითვალისწინებს, შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის
ერთიანი გადახდით დანიშვნის გამო საპენსიო სქემიდან გასვლის შემდეგ, მონაწილის
უფლებამოსილებას ნებისმიერ დროს ხელახლა გაწევრიანდეს დაგროვებით საპენსიო
სქემაში.
აღნიშნული გავლენას მოახდეს დამსაქმებლებზე და მონაწილეებზე,
რადენადაც შესაბამისი პირის დაგროვებით საპენსიო სქემაში ხელახლა გაწევრიანების
შემთხვევაში, დამსაქმებელს წარმოეშვება საპენსიო შენატანის განხორციელების
ვალდებულება და შესაბამისი ხარჯი, ხოლო მონაწილეს დაუგვორდება დამატებითი
საპენსიო აქტივები. აღნიშნული გავლენის თანხობრივად განსაზღვრა წინასწარ არ არის
შესაძლებელი.
-
კანონპროექტი,
ბაზრის
სპეციფიკის
გათვალისწინებით,
ითვალისწინებს
შემსუბუქებულ მოთხოვნებს სპეციალიზებულ დეპოზიტართან მიმართებით, კერძოდ,
კანონპროექტის
თანახად,
სპეციალიზებულ
დეპოზიტარზე
აღარ
ვრცელდება
შეზღუდვა მასზედ, რომ ის არ უნდა იყოს აქტივების მმართველი კომპანიის ან
სამეთვალყურეო საბჭო წევრთან ან საინვესტიციო საბჭოს წევრთან აფილირებული
პირი და ასევე, მასზედ, რომ არ უნდა სესხულობდეს ან ასესხებდეს თანხებს აქტივების
მმართველ კომპანიას ან მასთან აფილირებულ პირს. აღნიშნული ცვლილეების
შედეგად
ფართოვდება
იმ
პირთა
წრე,
რომლებმაც
შესაძლოა
შეასარულონ
სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქცია. ასეთ პირებზე ზეგავლენის და ფინანსური
შედეგის წინასწარ განსაზღვრა არ არის შესაძლებელი.
-
მონაწილეების ინტერესების დაცვის მიზნით კანონპროქტი ასევე ითვალისწინებს ე.წ.
redemption gate, swing price და anti-dilution მექანიზმებს, აღნიშნული მექანიზმების
ამოქმედება გავლენას მოახდენს მონაწილეებზე, თუმცა ასეთი გავლენის წინასწარ
შეფასება არ არის შესაძლებელი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
წარმოდგენილი
მდგომარეობაზე.
კანონპროექტი
არ
იქონიებს
გავლენას
ბავშვთა
უფლებრივ
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
ორმხრივ
მრავალმხრივ
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
და
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს
ეროვნული ბანკი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.