„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.10.2022
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ეროვნული ბანკი; საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/194/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-17
ბიუროს ნომერი 189

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, საჯარო სამართლის იურიდიული ზედამხედველობის პირის სამსახურის – საქართველოს ინდივიდუალური დაზღვევის სახელმწიფო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების და ასევე განუხორციელებელი საპენსიო შენატანის გადახდის შესახებ;“. 2. 21 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის, ბანკის, როგორც ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის, საბროკერო კომპანიის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს, დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიის, ნოტარიუსის ან საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის, როგორც გადამხდელის, მიმართ იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენებისას დაუშვებელია ამ ღონისძიებათა მიმართვა იმ აქტივებზე, რომლებიც განთავსებულია ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე ან/და რომლებიც არ არის მისი საკუთრება და მიეკუთვნება მისი კლიენტის აქტივებს (კერძოდ, ნომინალურ მფლობელობაში არსებულ ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებზე, აგრეთვე ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე დეპონირებულ ფულსა და ფასიან ქაღალდებზე, საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის ანგარიშზე განთავსებულ მომხმარებლის ფულად სახსრებზე). კლიენტის ასეთი აქტივები უნდა ირიცხებოდეს საკუთარი აქტივებისაგან განცალკევებულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“. ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ ვრცელდება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საპენსიო აქტივებზე და საპენსიო სააგენტოს მომსახურების საფასურზე.“. 3. მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს: ა) გადახდევინება: ა.ა) მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით, ხოლო თუ საკითხი ეხება სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ქონებას, აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოს; ა.ბ) მოვალის ხელფასიდან, პენსიიდან (მათ შორის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე პენსიის მიმღების და გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის მიერ მიღებული საპენსიო აქტივებიდან და პენსიიდან), სტიპენდიიდან და სხვა შემოსავლებიდან; ა.გ) მოვალის სხვა პირებთან არსებული ფულადი თანხებიდან და ქონებიდან, აგრეთვე საინკასო დავალებების საფუძველზე მოვალის საბანკო ანგარიშებიდან; ბ) მოვალისათვის იმ საგნების ჩამორთმევა, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებით კრედიტორს უნდა გადაეცეს; გ) კანონის შესაბამისად აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში მითითებული სხვა ღონისძიებები.“. 4. კანონის 38-ე მუხლის: ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების, სისხლისსამართლებრივი წესით მიღებული გადაწყვეტილებების (გარდა ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა), საქართველოს ეროვნული ბანკის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის, სახელმწიფო ორგანოს და მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტის ორგანოს სასარგებლოდ, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხების (მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის) გადახდევინების შესახებ გადაწყვეტილებების და ამ კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის საფასური წინასწარ გადაიხდევინება. საფასურის გადახდა მოვალეს აღსრულების დაწყებისთანავე ეკისრება.“. ბ) 131 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: არ „131. საფასურის წინას წარ გადახდისა და დაკისრებისაგან არ თავისუფლდებიან საჯარო სამართლის იურიდიული პირები, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – შემოსავლების სამსახურისა.“. 5. კანონის 823 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) შრომითი ურთიერთობიდან და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტით განისაზღვრა საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის შედეგები და აღნიშნულთან დაკავშირებით საპენსიო სააგენტოს უფლებამოვალეობები. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის მიღების მიზეზია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის ინიციირება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შესახებ კანონპროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებული საპენსიო სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად განისაზღვრება, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება საპენსიო სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივივ აქტები სანქციის სახით ჯარიმის, დაკისრების და ასევე განუხორციელებელი საპენსიო შენატანის გადახდის შესახებ. ამასთან, კანონპროქტით ღონისძიებების გათვალისწინებულია, გამოყენებისას დაუშვებელია ამ რომ იძულებითი ღონისძიებების აღსრულების მიმართვა საპენსიო სააგენტოს, დაგროვებით საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის და აქტივების მმართველი კომპანიის იმ აქტივებზე, რომლებიც განთავსებულია ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე ან/და რომლებიც არ არის მისი საკუთრება და მიეკუთვნება მისი კლიენტის აქტივებს. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის გათვალისწინებით, იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ ვრელდება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საპენსიო სააგენტოს მომსახურების საფასურზე. ასევე, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტში, კერძოდ პენსიის განმარტებაში შეტანილი და სხვა ცვლილებების, გათვალისწინებით, იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდევინება დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის და გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის მიერ მიღებული საპენსიო აქტივებიდან და პენსიიდან. კანონპროექტით ასევე განისაზღვრება, რომ საპენსიო სააგენტოს სასარგებლოდ თანხების გადახდევინების შესახებ გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის საფასური წინასწარ არ გადაიხდევინება და რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნები დაკმაყოფილდება იგივე რიგითობით როგორც შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. საპენსიო სააგენტოზე დაჯარიმების ფუნქციის მინიჭება გამოიწვევს საპენსიო სააგენტოს ხარჯების შესაბამის ზრდას, თუმცა საპენსიო სააგენტო არ წარმოადგენს საბიუჯეტო ორგანიზაციას. აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის იძულებით აღსრულების ღონისძიებები დამოკიდებული იქნება საპენსიო სააგენტოს მხრიდან გაფრთხილების, დაჯარიმებისა და შესაბამისი გადახდევინებების რაოდენობაზე. აღსრულების ეროვნული ბიურო ამ შემთხვევაში საბიუჯეტო ორგანიზაციას წარმოადგენს და შესაბამისი აღსრულება მოუწევს არსებული საბიუჯეტო სახსრებით. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს აღმსრულებლის მიერ განხორციელებულმა გადახდევინებამ აღსრულების ფარგლებში, რომელიც დაგროვებითი პენსიის მიმღების და გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის მიერ მიღებული საპენსიო აქტივებიდან იქნება მიმართული. რაც შეეხება აღსრულების საფასურს, აღსრულების საფასური კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ხმარდება აღსრულების ეროვნული ბიუეროს საქმიანობას. ხოლო საფასურის განაკვეთი თითოეულ შემთხვევაში დადგენილია ამავე მუხლის 61 პუნქტით. კერძოდ საფასური შესაძლოა გამოთვლილ იქნას თითოეული შემთხვევისათვის, რომელიც დადგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და საპენსიო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის წარმოადგენს 500 და 1000 ლარს. აღნიშნული ოდენობის თანხებზე სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 38-ე მუხლის 61 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ადგენენ შესაბამისად 10%-ის (მინიმალური 40 ლარის ოდენობით) თანხას და 7%-ის (მინიმალური 50 ლარის ოდენობის თანხას). ჯამურად შესაძლო საშემოსავლო ზეგავლენის დადგენა დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევათა რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. საპენსიო სააგენტოზე დაჯარიმების ფუნქციის მინიჭება გამოიწვევს საპენსიო სააგენტოს ხარჯების შესაბამის ზრდას, თუმცა საპენსიო სააგენტო არ წარმოადგენს საბიუჯეტო ორგანიზაციას. აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის იძულებით აღსრულების ღონისძიებები დამოკიდებული იქნება საპენსიო სააგენტოს გადახდევინებების მხრიდან რაოდენობაზე. გაფრთხილების, აღსრულების დაჯარიმებისა ეროვნული ბიურო და შესაბამისი ამ შემთხვევაში საბიუჯეტო ორგანიზაციას წარმოადგენს და შესაბამისი აღსრულება მოუწევს არსებული საბიუჯეტო სახსრებით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება ითვალისწინებს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებიც საპენსიო სააგენტოს მიერ მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად დაექვემდებარებიან დაჯარიმებას და დაეკისრებათ განუხორციელებელი საპენსიო შენატანის გადახდის ვალდებულება. აღსანიშნავია, რომ საპენსიო სააგენტოზე დაჯარიმების ფუნქციის მინიჭება გამოიწვევს საპენსიო სააგენტოს ხარჯების შესაბამის ზრდას. ამასთან კანონპროექტის 38-ე მუხლის 131 პუნქტით საფასურის წინასწარ გადახდისა და დაკისრეგბისაგან გამონაკლისი დადებითად აისახება შესაბამისი ღონისძებების დროულად მიმართვაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება; წარმოდგენილი კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ორმხრივ მრავალმხრივ წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს და ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ბანკი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.