„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.10.2022
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ეროვნული ბანკი; საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/194/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-17
ბიუროს ნომერი 189

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 16511 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „მუხლი 16511. დამსაქმებლის მიერ სავალდებულო საპენსიო შენატანის ან დასაქმებულის მიერ სავალდებულო საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა“; 2. 16511 მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარის 21 და 22 ნაწილები: „21. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების, და ამავე პუნქტით გათვალისწინებული დასაქმებულის დამსაქმებელის მიერ საპენსიო შენატანის ანაზღაურების ვალდებულების დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 22. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“; 3. 16511 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ამოღებულ იქნეს. 4. 219-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა)ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1271 მუხლის მე-2, 31 და 32 ნაწილებითა და 157-ე, 165-ე, 16510 და 195-ე მუხლებით საგადასახადო ორგანოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ თანამდებობის პირებს;“; 5. კანონის 2297 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2298 მუხლი: „მუხლი 2298. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს შესაბამის ორგანოებს/სამსახურებს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქრთველოს კანონის შესაბამისად თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აქვთ ამ კოდექსის 16511 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.“. 6. 239-ე მუხლის: ა) 57-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ამ კოდექსის 99-ე სამართალდარღვევათა და 16510 ოქმებს მუხლებით ადგენენ გათვალისწინებულ საქართველოს ადმინისტრაციულ ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.“; ბ) 75-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 76-ე ნაწილი: „76. ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 16511 მუხლით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირები, მათ მიერვე დამტკიცებული ფორმების შესაბამისად. .“; მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს ამ კანონის გამოქვეყნებიდან 180 დღეში. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით ახლებურად ჩამოყალიბდა საპენსიო შენატანების ვალდებულების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ფაქტის გამოვლენის და შესაბამისი სუბიექტის დაჯარიმების საკითხი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მიღება მიზნად ისახავს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონის მიღების აუცილებლობა განპირობებულია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებასთან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისობაში მოყვანის საჭიროებით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ საკითხთან შესაბამისობაში მოვა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ნორმ(ებ)ი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი ითვალისწინებს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობისა და არაჯეროვნად შესრულების ფაქტების გამოვლენის, ამასთან, დამრღვევ პირთა დაჯარიმებასთან დაკავშირებით არსებულისაგან განსხვავებულ რეგულირებას, კერძოდ, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება ითვალისწინებს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონისთვის 71 მუხლის დამატებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი ითვალისწინებს იმ ცვლილებებს, რომლებიც აუცილებელია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფად. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი რედაქციის თანახმად, დამსაქმებლის გარდა, ჯარიმა შესაძლებელია დაეკისროს თვითდასაქმებულსაც, თუმცა კანონპროექტი თვითდასაქმებულისათვის ჯარიმის დაკისრების შესაძებლობას არ ითვალისწინებს, რამდენადაც თვითდასაქმებული ნებაყოფლობით წევრიანდება დაგროვებით საპენსიო სქემაში და შესაბამისად არ არის მიზანშეწონილი ჯარიმის დაკისრება. შესაბამისად, აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ცვლილება განხორციელდა კოდექსის 16511 მუხლში. ამასთან, ჯარიმის დაკისრება არ ათავისუფლებს შესაბამის პირს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულებისაგან. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით, ნაცვლად სსიპ - შემოსავლების სამსახურისა, საპენსიო სააგენტო განახორციელებს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დამრღვევ პირთა იდენტიფიცირებასა და დაჯარიმებას. კანონის პროექტის თანახმად, ჯარიმა მიემართება სახელმწიფო ადმინისტრაციულ ბიუჯეტში. სამართადარღვევათა აღნიშნულის კოდექსში გათვალისწინებით მიზანშეწონილია საქართველოს განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება, რომლის თანახმადაც, სსიპ - შემოსავლების სამსახური აღარ წარმოადგენს სუბიექტს, რომელიც განახორციელებს საპენსიო შენატანების განხორციელების ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვაზე ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე გადაწყვეტილების მიმღებაზე და შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმების გამოცემაზე უფლებამოსილ პირს, სათანადო ცვლილებები იქნა გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 239-ე მუხლებში და კოდექსს დაემატა 2298 მუხლი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 180 დღეში, რადგანაც უკავშირდება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის შესაბამისი დებულების (71 მუხლი) ამოქმედებას. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის თანახმად, აღნიშნული მუხლი უნდა ამოქმედდეს კანონის გამოქვეყნებიდან 180 დღეში. აღნიშნული თარიღის დადგომამდე, მიღებულ უნდა იქნას სხვადასხვა სამართლებრივი აქტები, საპენსიო სააგენტომ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ცვლილების საფუძველზე შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების სათანადო ჩამოყალიბება/დაკომპლექტება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში). შესაბამისად, საპენსიო სააგენტოს მიერ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით, გათვალისწინებული უფლებამოსილების სრულად განხორციელებამდე საჭიროა გარკვეული მატერიალური და ადამიანური რესურსების, საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რაც მოითხოვს გონივრულ ვადას. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს კანონპროექტს ექნება გავლენა რამდენადაც თვითდასაქმებულები აღარ დაექვემდებარებიან ჯარიმას საპენსიო შენატანის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით განუხორციელებლობისთვის. ამასთან დაჯარიმებას დაექვემდებარებიან „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დასაქმებულები და ასევე დამსაქმებელები, რაც თავის მხრივ იქონიებს დამატებით საშემოსავლო ზეგავლენას სახელმწიფო ბიუჯეტში. ადმინისტრაციული სახდელები, როგორც აქამდე, კვლავ მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: მოსალოდნელია კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას ახდენს თვითდდასაქმებულებზე, რამდენადაც ისინი აღარ დაექვემდებარებიან დაჯარიმებას, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის საფუძველზე საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევისათვის. ამასთან „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დასაქმებულები და დამსაქმებლები დაექვემდებარებიან დაჯარიმებას მათ მიერ კანონის დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისად ამ ცვლილებას მათზე უარყოფითი ზეგავლენა იქნება. გარდა ამისა, კანონპროექტი გავლენას იქონიებს საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტზე, რამდენადაც საპენსიო სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურა და ორგანიზაციული სტრუქტურა დაჯარიმების ფუნქციის შესრულებისათვის საჭიროებს დამატებით სახსრებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით დგინდება ჯარიმის გადასახადი, რომელიც მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. კერძოდ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების, და ამავე პუნქტით გათვალისწინებული დასაქმებულის დამსაქმებელის მიერ საპენსიო შენატანის ანაზღაურების ვალდებულების დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული დაჯარიმების ოდენობა იდენტურია ამავე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით დადგენილი ჯარიმის ოდენობისა, რამდენადაც სამართალდარღვევა ანალოგიურია. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: წარმოდგენილი კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ორმხრივ მრავალმხრივ წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს და ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ბანკი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.