საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინფორმაცია 2022 წლის 31 ოქტომბრის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ეკა სეფაშვილის არჩევის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.10.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-16909/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-10-31
კომიტეტის სხდომის ნომერი 31

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/1759?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 3 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა თარიღი 31 ოქტომბერი 2022 11:00 2022 წლის 31 ოქტომბერი, 11:00 საათი ქალაქი თბილისი, რუსთაველის N8 მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410) დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა; მომხსენებელი: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - დავით სონღულაშვილი; 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი მეშველიანის, ირაკლი ხახუბიას, ბექა დავითულიანის, ლევან ქარუმიძისა და დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/134; 08.12.2021) (II მოსმენისთვის); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - მაია ბითაძე; პასუხისმგებელი: ი. ცუხიშვილი; 3. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“ საქართველოს სამინისტროების 2021 წლის სამოქმედო გეგმების შესრულების წლიური ანგარიში“ (07-2/174; 18.08.2022); მომხსენებელი: საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში - ნიკო თათულაშვილი; პასუხისმგებელი: მ. მეტრეველი; 11/1/2022, 6:02 PM https://parliament.ge/print/announcement/1759?local=true საქართველოს პარლამენტი 2 of 3 4. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ეკა სეფაშვილის, ბეჟან წაქაძის, ირმა ზავრადაშვილის, მგალობლიშვილისა და გოჩა (რიმა) რამინა ენუქიძის მიერ ბერაძის, ნინო წილოსანის, ლევან საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/220; 08.06.2022) (III მოსმენისთვის); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - დავით სონღულაშვილი; პასუხისმგებელი: ი. ცუხიშვილი, ე. ჭეიშვილი; 5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/173; 02.08.2022) (III მოსმენისთვის); მომხსენებლები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - გურამ გურამიშვილი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე - ივანე აბაშიძე; პასუხისმგებელი: ვ. ქარუმიძე, ე. ჭეიშვილი; 6. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/183; 14.09.2022) (II მოსმენისთვის); მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - ნინო ენუქიძე; პასუხისმგებელი: ე. ჭეიშვილი, ი. ცუხიშვილი; 7. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/184; 16.09.2022); მომხსენებელი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - მზია გიორგობიანი; პასუხისმგებელი: ი. ჩხენკელი, თ. ჯაფარიძე; 8. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული 11/1/2022, 6:02 PM https://parliament.ge/print/announcement/1759?local=true საქართველოს პარლამენტი 3 of 3 კომისიის მიერ წარმოდგენილი მარეგულირებელი ეროვნული საქართველოს კომისიის ენერგეტიკისა საქმიანობის შესახებ და 2021 წყალმომარაგების წლის წლიური ანგარიში და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა ფინანსურ ანგარიშგებებზე (1-6691/22; 31.05.2022); მომხსენებელი: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე - დავით ნარმანია; პასუხისმგებელი: ი. ჩხენკელი, ი. ცუხიშვილი, გ. სირაძე. 11/1/2022, 6:02 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი სხდომის ოქმი N31 ქ. თბილისი 31 ოქტომბერი, 2022 წელი სხდომის თავმჯდომარე: სხდომის მდივანი: დავით სონღულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე) მაია ბერძენიშვილი სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძე, გელა მიქაძე, ელგუჯა გოცირიძე, ისკო დასენი, ლევან მგალობლიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ხათუნა სამნიძე, გელა სამხარაული, დავით კირკიტაძე (სულხან სიბაშვილის უფლებამონაცვლე), ვასილ ჩიგოგიძე, ბეჟან წაქაძე, ნინო წილოსანი (სულ 14 წევრი). მომხსენებლები: საქართველოს პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი; საქართველოს პარლამენტის წევრი - მაია ბითაძე; საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში - ნიკო თათულაშვილი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - გურამ გურამიშვილი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე - ივანე აბაშიძე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - ნინო ენუქიძე; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - მზია გიორგობიანი; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე - დავით ნარმანია. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, აპარატის თანამშრომლები, სხვადასხვა უწყებების, ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები. 1 სხდომა გახსნა დავით სონღულაშვილმა, დაადასტურა კვორუმის არსებობა და უმრავლესობით დამტკიცდა დღის წესრიგი. ხმათა სხდომის დაწყებამდე სხდომის თავმჯდომარემ სამძიმარი გამოთქვა საქართველოს პარლამენტის წევრის - ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მის ხსოვნას. დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა. მომხსენებელი: დავით სონღულაშვილი 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი მეშველიანის, ირაკლი ხახუბიას, ბექა დავითულიანის, ლევან ქარუმიძისა და დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/134; 08.12.2021). (II მოსმენისთვის) მომხსენებელი: მაია ბითაძე 3. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“ საქართველოს სამინისტროების 2021 წლის სამოქმედო გეგმების შესრულების წლიური ანგარიში“ (№07-2/174; 18.08.2022). მომხსენებელი: ნიკო თათულაშვილი 4. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ეკა სეფაშვილის, ბეჟან წაქაძის, ირმა ზავრადაშვილის, რამინა (რიმა) ბერაძის, ნინო წილოსანის, ლევან მგალობლიშვილისა და გოჩა ენუქიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (№07-3/220; 08.06.2022). (III მოსმენისთვის) მომხსენებელი: დავით სონღულაშვილი 5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/173; 02.08.2022). (III მოსმენისთვის) 2 მომხსენებელი: გურამ გურამიშვილი; ივანე აბაშიძე 6. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/183; 14.09.2022). (II მოსმენისთვის) მომხსენებელი: ნინო ენუქიძე 7. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/184; 16.09.2022). მომხსენებელი: მზია გიორგობიანი 8. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შესახებ 2021 წლის წლიური ანგარიში და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა ფინანსურ ანგარიშგებებზე (№1-6691/22; 31.05.2022). მომხსენებელი: დავით ნარმანია მოისმინეს: 1. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის - დავით სონღულაშვილის მოხსენება საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევის შესახებ. მომხსენებელმა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილედ ასარჩევად წარადგინა კომიტეტის წევრი - ეკა სეფაშვილი. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის შესაბამისად, სიითი შემადგენლობის 3 უმრავლესობით, კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩია კომიტეტის წევრი ეკა სეფაშვილი. მოისმინეს: 2. საქართველოს პარლამენტის წევრის - მაია ბითაძის მოხსენება საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი მეშველიანის, ირაკლი ხახუბიას, ბექა დავითულიანის, ლევან ქარუმიძისა და დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“. მომხსენებელმა მეორე მოსმენით წარმოადგინა კანონპროექტი, რომლის მთავარი არსია გამწვანების პროექტის ინტეგრირება სამშენებლო ნებართვებში. კანონპროექტით განისაზღვრა გამწვანების პროექტის განმარტება და ყველა ის წესი, რომელიც აუცილებელია დეველოპერისათვის მშენებლობის ნებართვის მისაღებად. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მეორე მოსმენისათვის წარმოდგენილ კანონპროექტში ცვლილებები არ განხორციელებულა. მომხსენებელმა ასევე აღნიშნა, რომ პირველი მოსმენისთვის გათვალისწინებულ იქნა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის რეკომენდაცია, რომლის თანახმად კანონპროექტის ამოქმედების ვადა გადაიწია ერთი წლით. კერძოდ, 2024 წლის 1 იანვრამდე. ეს დრო გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დონეზე მომზადდეს იმ ხე-მცენარეთა ჩამონათვალი, რომელიც მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოებს გაუადვილებს დენდროლოგიური პროექტის შეთანხმებას და დამტკიცებას, ხოლო დეველოპერებს - გამწვანების პროექტის მომზადებას. კანონპროექტი შედგება სამი მუხლისგან. პირველ მუხლში განმარტებულია გამწვანების პროექტი და ის საჭირო დოკუმენტები, რომლებიც საჭიროა მშენებლობის ნებართვის პირველ სტადიაზე წარსადგენად. კანონპროექტით განსაზღვრულია, რომ ნებართვის მფლობელმა, საინფორმაციო დაფის გვერდით უნდა განათავსოს სხვა საინფორმაციო დაფა, რომელიც უნდა მოიცავდეს: • • • გამწვანების მინიმალური კოეფიციენტის ფართობს; გამწვანების პროექტის შეთანხმების თარიღს; გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას; 4 • • • გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს; გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ პირს; გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობას; აზრი გამოთქვეს: ბეჟან წაქაძემ. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად. მოისმინეს: 3. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში - ნიკო თათულაშვილის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“ საქართველოს სამინისტროების 2021 წლის სამოქმედო გეგმების შესრულების წლიური ანგარიშის“ შესახებ. მომხსენებელმა წარმოადგინა საქართველოს სამინისტროების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების და თავისუფლებების შესახებ 2021 წლის შიდაუწყებრივი სამოქმედო გეგმების შესრულების ანგარიში და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 2021 წლის განმავლობაში კოორდინაცია გაუწია სახელმწიფო უწყებებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ სამოქმედო გეგმების მიღების პროცესში, რის შედეგად სამოქმედო გეგმები სამინისტროების გარდა დაამტკიცა სხვა სახელმწიფო უწყებებმაც. კერძოდ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საჯარო სამსახურის ბიურომ და სხვა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2021წელს სამოქმედო გეგმები დამტკიცდა ყველა (64) მუნიციპალიტეტში. წარმოდგენილ ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია შემდეგ ძირითად საკითხებზე: • საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და ცნობიერების ამაღლება; • ჯანმრთელობის დაცვა; 5 • • • • • დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა უზრუნველყოფა; დასაქმების ხელშეწყობა; სოციალურ დაცვა; განათლების უფლების ხელმისაწვდომობა; მონაწილეობას კულტურულ, სპორტულ, საზოგადოებრივ ღონისძიებებში. და მისაწვდომობის გასართობ და სხვა 2021 წლის აპრილში, შშმ პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დაამტკიცა სამოქმედო გეგმა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შშმ პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა და სისტემური გარანტიების შექმნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, გაეროს განვითარების პროგრამისა და ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, 2021 წელს განახორციელა ტექნიკური რეგლამენტის − „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ შესახებ ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები. კერძოდ, მარტიაპრილის თვეებში ტრენინგები ჩაუტარდა 300-ზე მეტ ადამიანს, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორიდან. ხოლო ივლისში განხორციელდა სანიმუშო პროექტების ჩვენება დაინტერესებული პირებისთვის ტექნიკური რეგლამენტის გამოყენების გაადვილების მიზნით. დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს "საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2025"-ის განახლებაზე, სადაც გათვალისწინებული იქნება ტურისტული პროდუქტისა და მომსახურების განვითარების პროცესში შშმ პირთა საჭიროებები. დამატებით, ასევე, შშმ პირთა ინფორმაციაზე წვდომის გაუმჯობესების მიზნით, 2022 წელს დაგეგმილია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდის https://georgia.travel/ განახლება (ადაპტირება მოხდება მხედველობადაქვეითებულებისთვის). შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სარკინიგზო და საჰაერო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით, საანგარიშო პერიოდში, სსიპ ,,სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ'' საქართველოს აეროპორტებში ჩაატარა შშმ პირთა უფლებების დაცვის მონიტორინგი. კერძოდ, 2021 წელს განხორციელდა 6 აეროპორტის ინსპექტირება, ანუ სრულად შემოწმდა საქართველოში არსებული ყველა აეროპორტი. აღნიშული აეროპორტები აკმაყოფილებენ არსებულ სტანდარტებს. დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში, მეწარმეობის განვითარების მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობის და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ მიერ, მიკრო გრანტების პროგრამის ფარგლებში, განხორციელდა შშმ პირთათვის დამატებითი ქულის მინიჭება. დადგენილებაში 6 შესაბამისი ცვლილების შესაბამისად, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მონაწილე შშმ აპლიკანტებს მიენიჭათ პრიორიტეტი შეფასების პროცესში (+2 ქულა). მომხსენებელმა აღნიშნა, რომ 2022 წელს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ კოორდინაცია გაუწია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესს. დღეის მდგომარეობით 64 მუნიციპალიტეტიდან სამოქმედო გეგმა დაამტკიცა 40-ზე მეტმა, ხოლო 32 საჯარო უწყებიდან - სამოქმედო გეგმა დაამტკიცა 29 უწყებამ. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი ანგარიში და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად. მოისმინეს: 4. საქართველოს პარლამენტის წევრის - დავით სონღულაშვილის მოხსენება საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ეკა სეფაშვილის, ბეჟან წაქაძის, ირმა ზავრადაშვილის, რამინა (რიმა) ბერაძის, ნინო წილოსანის, ლევან მგალობლიშვილისა და გოჩა ენუქიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებლის ინფორმაციით, რედაქციულად. სხვა სახის განხორციელებულა. წარმოდგენილი კანონპროექტი გასწორდა ცვლილებები მესამე მოსმენისთვის არ აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად. 7 მოისმინეს: 5. სხდომის თავმჯდომარის - დავით სონღულაშვილის ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვა მომხსენებლის არყოფნის გამო გადაიდო შემდეგი სხდომისთვის. მოისმინეს: 6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნინო ენუქიძის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. მომხსენებლის ინფორმაციით, კანონს 141-ე მუხლის მე-16 ნაწილის შემდეგ ემატება შემდეგი შინაარსის 161 ნაწილი - „ 2029 წლის 3 ივნისამდე, იმ ქალაქთმშენებლობით გეგმებში, რომლებიც დამტკიცებულია კონცეფციის გარეშე, ცვლილების შეტანასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი გეგმის ცვლილების პროექტის განხილვითა და დამტკიცებით“. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად. მოისმინეს: 7. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის - მზია გიორგობიანის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ 8 საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ . მომხსენებლის ინფორმაციით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ზოგიერთი სანქცია, სპეციფიკის გათვალისწინებით, დადგენილი იყო მხოლოდ იმ ქმედებისთვის რომელიც ხორციელდებოდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები, გარკვეული გამონაკლისების გარდა, სხვა მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებების მსგავსია, არ არსებობს სხვა მუნიციპალიტეტებთან მიმართებით, მისი განსხვავებულ პირობებში ჩაყენების საფუძველი. აღნიშნულმა განაპირობა წინამდებარე კანონპროექტის მომზადებისა და ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტისათვის ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება. კანონპროექტის მიღების მოსალოდნელი შედეგია კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სახდელების დაკისრების ერთნაირი მიდგომის საფუძველზე დარეგულირება, შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური ასპექტების გათვალისწინებით. ამ მიზნის მისაღწევად, კანონპროექტის თანახმად, კოდექსით გათვალისწინებული ის მუხლები, რომლებიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და სხვა მუნიციპალიტეტების შემთხვევაში ერთსა და იმავე დარღვევებზე სანქციებს და დაჯარიმების წესს განსხვავებულად განსაზღვრავდნენ, ან მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის არეგულირებდნენ, გავრცელდება ასევე სხვა მუნიციპალიტეტებზე და დამკვიდრდება ერთიანი მიდგომა. განსხვავებული იქნება მხოლოდ სანქციების ნაწილი, ქალაქ თბილისის ეკონომიკური და სოციალური მასშტაბების გათვალისწინებით. კანონპროექტის თანახმად, დგინდება ჯარიმა ეზოების, ქუჩებისა და მოედნების თვითნებური გადათხრის, მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვისა და გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვებისთვის. ეზოების, ქუჩებისა და მოედნების გარდა ზემოაღნიშნული ქმედებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრა ასევე სკვერებშიც, რაც ხელს შეუწყობს სისუფთავის სათანადო დაცვას. აზრი გამოთქვეს: დავით სონღულაშვილმა, ბეჟან წაქაძემ, ხათუნა სამნიძემ, ალექსანდრე რაქვიაშვილმა. 9 გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად. მოისმინეს: 8. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის - დავით ნარმანიას მოხსენება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შესახებ 2021 წლის წლიური ანგარიშზე და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნის ფინანსურ ანგარიშგებებზე. მომხსენებლის ინფორმაციით, 2021 წელს კომისიას ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი მიენიჭა. საერთაშორისო ექსპერტების მიერ ერთი წლის განმავლობაში კომისიაში განხორციელებული სამუშაოებისა და აუდიტის საფუძველზე დადგინდა, რომ კომისიის საქმიანობის ხარისხი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისოდ აღიარებულ ხარისხის მართვის მოთხოვნებთან. 2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომლითაც, სხვა საკითხებთან ერთად, განისაზღვრა ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ვალდებულება. ამასთან, 2016 წელს ხელი მოეწერა „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ“ ოქმს, რომლითაც დადგინდა საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობის დანერგვის კონკრეტული პირობები და ვადები. აღნიშნული ოქმით საქართველომ აიღო ვალდებულება, განეხორციელებინა ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობის ტრანსპოზიცია ეროვნულ კანონმდებლობაში. 2021 წელს ექსპლუატაციაში შევიდა სული 6 მცირე ელექტროსადგური, რომელთა სიმძლავრემ ჯამში შეადგინა 15.51 მგვტ. საშუალო და დიდი სადგურები ექსპლუატაციაში არ შესულა. აღსანიშნავია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების განვითარების დინამიკა, რომლის მიხედვით 2021 წელი იყო გამორჩეული და თითქმის 18 მგვტ-მდე ახალი დადგმული სიმძლავრე შეემატა სისტემას. აღნიშნული პროცესი 2022 წელსაც აქტიურად მიმდინარეობს. ბუნებრივი გაზის სექტორთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ 2021 წელს ბუნებრივ გაზზე მოთხოვნამ 2,504 მლნ კუბ.მ. შეადგინა. მზარდია საყოფაცხოვრებო 10 მომხმარებლების მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის მოცულობა, რამაც 2021 წელს 1,220 მლნ კუბ.მ შეადგინა. აღნიშნული ზრდა გამოიწვია ახალი სოფლების გაზიფიცირებამ. ავტოგაზგასამართი სადგურების მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარება შემცირდა და 161 მლნ კუბ.მ შეადგინა. თბოსადგურების მოხმარებამ შეადგინა 496 მლნ კუბ.მ (მთლიანი მოხმარების 19.8%). 2021 წლის ძირითად მომწოდებელი ბუნებრივი გაზის სექტორში იყო აზერბაიჯანი (90 %-ზე მეტი). ბუნებრივი გაზის სექტორში განაწილების ლიცენზიანტებია: თბილისი ენერჯი,სოკარ ჯორჯია გაზი, საქორგგაზი და ასევე პატარა ლიცენზიანტები, რომლებიც ერთ მუნიციპალიტეტში ან რამდენიმე დასახლებაში ოპერირებენ. წყალმომარაგების სექტორში ოპერირებს 9 ლიცენზიატი კომპანია, კერძოდ, 3 კერძო და 6 სახელმწიფო/მუნიციპალური კომპანია. სასმელი წყლის დაფარვის არეალი 2021 წელს გაიზარდა 1%-ით. წყალარინების სისტემების დაფარვის არეალი კი 2%-ით. პირველად მარეგულირებელმა კომისიამ წყალმომარაგების სექტორში დაადგინა სამიზნე მაჩვენებლები რომლის მიზანია: • მომსახურების დონის გაზრდა • ფინანსური სტაბილურობის ზრდა • ხელმისაწვდომობის გაზრდა მომხსენებელმა სატარიფო რეგულირებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ელექტროენერგეტიკის სექტორში მიმწოდებელი საწარმოებისთვის დროებითი ტარიფები დადგინდა 2021 წლის 1 ივლისიდან 2022 წლის 1 იანვრამდე მოქმედების ვადით. 2021 წლის იანვარში განხორციელდა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და მისი შვილობილი კომპანიის - შპს „ენერგოტრანსის“ შერწყმა. გაუქმდა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დისპეტჩერიზაციის და სს გეს „საქრუსენერგოს“ გადაცემის ლიცენზიები. ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფის კორექტირება ბუნებრივი გაზის შესყიდვის ფასით, ეფუძნება შემდეგ ფაქტორებს: ● ბუნებრივი გაზის შესყიდვის სახელშეკრულებო ფასი; ● ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი ბუნებრივი გაზის შესყიდვის სახელშეკრულებო ფასის ვალუტასთან მიმართებაში. 2021 წელს განხორციელდა ტარიფების დაკორექტირება. „წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიით“ განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად, 2021 წელს განხორციელდა ლიცენზიატი საწარმოების, შპს „ბათუმის წყლისა“ და შპს „საგარეჯოს“ სატარიფო რეგულირება. შპს „საგარეჯოზე“ გაცემული წყალმომარაგების წინასწარი ლიცენზია ამოქმედდა 2021 წელს, 11 შესაბამისად, პირველად მოხდა ტარიფების დადგენა. აღსანიშნავია, რომ კომისიას ტარიფების გაანგარიშებისას არ გამოუყენებია ჯვარედინი სუბსიდია. რაც შეეხება შპს „ბათუმის წყალს“, აღნიშნული კომპანიის შემთხვევაში მოქმედებდა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დადგენილი ტარიფები და კომისიის მიერ 2021 წელს პირველად განხორციელდა სატარიფო რეგულირება. ზრდა შეეხო საყოფაცხოვრებო გაუმრიცხველიანებელ სექტორსა და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს. ზემოაღნიშნულ ლიცენზიატებთან მიმართებაში განხორციელებული სატარიფო გაანგარიშებების ფარგლებში შეტანილ იქნა ცვლილებები „წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში და შპს „ბათუმის წყალსა“ და შპს „საგარეჯოს“ დაუმტკიცდა წყალმომარაგების ზღვრული ტარიფების განაკვეთები 2022 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედების პერიოდზე. 2021 წელს, სექტორების მიხედვით დარიცხულმა კომპენსაციებმა სულ შეადგინა 476 765 ლარი. სექტორების მიხედვით ჩამოწერილმა თანხებმა - 3 452 834 ლარი. 2021 წლიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით მოქალაქეებს ჯამში ჩამოეწერათ ზედმეტობით დარიცხული 4 317 878 ლარი; 2021 წლიდან დღემდე გაცემული კომპენსაციების ჯამი შეადგენს 662 510 ლარს. მომხსენებელმა მომხმარებელთა დაცვის დამატებით მექანიზმებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ კომისიამ მიიღო ახალი გადაწყვეტილებები. კერძოდ, საანგარიშო წელს კომისიამ მხედველობაში მიიღო პენსიონერებისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი სახელმწიფო გასაცემლის მიმღებებისთვის პენსიისა და სახელმწიფო გასაცემლის ჩარიცხვის ვადები, რის შედეგადაც შევიდა ცვლილება ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესებში, კერძოდ, დადგინდა, რომ იმ მომხმარებლებისათვის, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგენენ პენსიონერებს, არ დაიშვება მიწოდების შეწყვეტა მომსახურების საფასურის გადაუხდელობის საფუძვლით კალენდარული თვის 16 რიცხვამდე, ხოლო სხვა ზემოაღნიშნული სახელმწიფო გასაცემლების მიმღებებისთვის – კალენდარული თვის 22 რიცხვამდე. დამატებითი დაცვის მექანიზმს ექვემდებარება: ● ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის აკრძალვა კომისიის მიერ დადგენილ თარიღამდე; ● დეპოზიტის მოთხოვნის დაუშვებლობა გადახდის ვადის დარღვევის გამო. გაუმჯობესდა კომუნალური სერვისების მიწოდება. კერძოდ, ● დამტენი პუნქტის/სადგურის გამანაწილებელ ქსელთან სპეციალური წესით მიერთება; ● ჭკვიანი მრიცხველის მოწყობა; ● იუსტიციის სახლში არსებული სერვისის გაფართოება; 12 ● *303# მომსახურების დამატებითი ფუნქციები; ● სამშენებლო პროექტების ელექტრონულად შეთანხმების განვითარება www.my.gov.ge - ის პორტალზე; ● იდუმალი მომხმარებლის კვლევით გამოვლენილი პრობლემების ანალიზი. გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ • ● ● ● ● ● ● 2021 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე კომისიაში შევიდა სულ 67 წერილობითი მოთხოვნა; დამტკიცდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმა“; გაიმართა 58 საჯარო სხდომა; მიღებულ იქნა 81 დადგენილება და 832 გადაწყვეტილება; ზეპირი მოსმენის გარეშე - 493 გადაწყვეტილება; სტაჟირება გაიარა 12 -მა სტუდენტმა. კომისიას კანონით დაევალდებულა საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება. აზრი გამოთქვეს: დავით სონღულაშვილმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა, ისკო დასენმა, ბეჟან წაქაძემ, თეიმურაზ გოჩიტაშვილმა (საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია). გადაწყვიტეს: სხდომის თავმჯდომარე: სხდომის მდივანი: კომიტეტმა დადებითად შეაფასა წარმოდგენილი ანგარიში და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვას. დავით სონღულაშვილი მაია ბერძენიშვილი ოქმს თან ერთვის დოკუმენტური, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომელიც ინახება კომიტეტის აპარატში 13