საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-11-09
კომიტეტის სხდომის ნომერი 94
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/1787?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 3
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
თარიღი
09 ნოემბერი 2022 14:00
2022 წლის 9 ნოემბერი, 14:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი (პროექტი)
1. საქართველოს პარლამენტის წევრების სალომე სამადაშვილის, ბადრი ჯაფარიძის,
დავით უსუფაშვილის, შალვა შავგულიძის, ანა ნაცვლიშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“,
„საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გრანტების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„საჯარო
დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„ოპერატიულ-სამძებრო
საქმიანობის
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო
კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო
აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“
11/9/2022, 5:09 PM
https://parliament.ge/print/announcement/1787?local=true
საქართველოს პარლამენტი
2 of 3
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„საჯარო
დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„სახელმწიფო
დაცვის
სპეციალური
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტების,
„სახელმწიფო
აუდიტის
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს
ორგანულ
კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
საქართველოს
ორგანულ
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„საქართველოს
ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“,
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტების და
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (07-3/158; 25.01.2022) განხილვა;
მომხსენებლები: სალომე სამადაშვილი, დავით უსუფაშვილი, შალვა შავგულიძე, ანა
ნაცვლიშვილი;
2.
საქართველოს
პარლამენტის
კომიტეტებში
პროპორციული
წარმომადგენლობის
კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
3.
საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედ
საპარლამენტო
დელეგაციებში
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
4. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაცის
საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
5. საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა;
11/9/2022, 5:09 PM
საქართველოს პარლამენტი
3 of 3
https://parliament.ge/print/announcement/1787?local=true
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
11/9/2022, 5:09 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
2022 წლის 9 ნოემბერი, 14.00 სთ.
პლენარული სხდომის შესვენების დრო
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
სხდომის ოქმი
N94
სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტის თავმჯდომარე.
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, ლევან მგალობლიშვილი, პაატა
მანჯგალაძე,
ლევან ბეჟაშვილი, გიორგი კახიანი, თამარ კორძაია, გურამ
მაჭარაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, გენრიეტა წიწავა.
სხდომაზე მოწვეულები: დავით უსუფაშვილი (მომხსენებელი) - საქართველოს
პარლამენტის წევრი, სალომე სამადაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი,
ლანა გალდავა - პარტია -„ლელო საქართველოსათვის“ - საპარლამენტო მდივანი;
ლიკა საჯაია - „საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველო“ - საპარლამენტო
მდივანი; ლილი ლეჟავა - „საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველო“
უფროსი ანალიტიკოსი.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი):
1. საქართველოს პარლამენტის წევრების სალომე სამადაშვილის, ბადრი ჯაფარიძის,
დავით უსუფაშვილის, შალვა შავგულიძის, ანა ნაცვლიშვილის მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი
„ეროვნული
ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ
კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იარაღის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გრანტების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს
საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო
კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო ვალდებულებისა და
სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფასიანი
ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
1
თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დაგროვებითი
პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტების, „სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს
ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის
შესახებ“ , „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნორმატიული აქტების შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
ორგანული კანონის პროექტების და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
(N07-3/158; 25.01.2022) განხილვა;
მომხსენებლები: სალომე სამადაშვილი, დავით უსუფაშვილი, შალვა შავგულიძე,
ანა ნაცვლიშვილი.
2. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
3. საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის
განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი
4. საქართველოს
პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და
დეოკუპაცის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
5. საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი
სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის
პროექტი.
სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ
შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის
წესრიგი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის წევრების სალომე სამადაშვილის, ბადრი ჯაფარიძის,
დავით უსუფაშვილის, შალვა შავგულიძის, ანა ნაცვლიშვილის მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი
„ეროვნული
ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ
კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იარაღის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გრანტების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
2
შეტანის თაობაზე“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს
საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო
კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო ვალდებულებისა და
სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფასიანი
ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დაგროვებითი
პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტების, „სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს
ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის
შესახებ“ , „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნორმატიული აქტების შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
ორგანული კანონის პროექტების და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
(N07-3/158; 25.01.2022) განხილვა;
მოისმინეს: დავით უსუფაშვილის მოხსენება
მომხსენებელმა პირველ რიგში მადლობა გადაუხადა საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტს, მათ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის (რომლის
განხილვა პარლამენტში სხვადასხვა მიზეზების გამო ჭიანურდება) კომიტეტის
სხდომის დღის წესრიგში განსახილველად შეტანისათვის.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მათ მიერ წარმოდგენილი საკმაოდ მოცულობითი
საკანონდებლო
პაკეტის
ძირითად
ნაწილს
წარმოადგენს
„ეროვნული
ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის
შესაბამისად ცვლილებების განხორცილება საჭირო იქნება საკანონმდებლო პაკეტში
წარმოდგენილ კანონებში და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში.
„ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტის წარდგენამდე, მომხსენებელმა მიმოიხილა კორუფციის, როგორც
მოვლენის პრეისტორია და განვითარება. კორუფცია, როგორც დავით
უსუფაშვილმა განმარტა, თანამდებობისა თუ სახელისუფლებო ბერკეტების
იმგვარად გამოყენებაა, რომ საზოგადო სიკეთე გადაიქცეს კერძო სიკეთედ
დაუსაბუთებლად და უკანონოდ. იმავდროულად კორუფცია არის იმ ტიპის
3
დანაშაული, რომელიც ნაკლებად არის დამოკიდებული დემოკრატიის,
კეთილდღეობისა და ეკონომიკური განვითარების დონეზე. მომხსენებელმა,
კომიტეტის წევრებს გააცნო აგრეთვე კორუფციასთან ბრძოლის საკუთარი
გამოცდილება, როდესაც ის გახლდათ ანტიკორუფციული ჯგუფის ერთ-ერთი
ხელმძღვანელი 20-22 წლის წინ.
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პაკეტი
შემუშავებულია
საქართველოს
ანტიკორუფციული კანონმდებლობის აღსრულების სათანადო მექანიზმების
შექმნის, კორუფციის შემთხვევების ქმედითი გამოძიების, ანტიკორუფციული
პოლიტიკის ეფექტიანად დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, ევროკავშირსა
და საქართველოს შორის ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგის
ფარგლებში, თუმცა დღეს უკვე საკანონმდებლო ინიციატივა შესაძლებელია
განვიხილოთ ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის
მინიჭების მიზნით შემუშავებული 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით,
საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით უკვე მიღებული
ანტიკორუფციული საკანონმდებლო პაკეტის ჭრილში.
დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი არ
არის ახალი და არ წარმოადგენს პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ ორიგინალურ
შემოქმედებას. პაკეტი შემუშავებულია ავტორთა ჯუფის მიერ, რომელშიც წამყვანი
გახლდათ არასამთავრობო ორგანიზაცია - საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველო და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრები - თამარ ჩუგოშვილი, თამარ
ხულორდავა, ირინე ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე.
საკანონმდებლო პაკეტი ინიცირებული იყო მე-9 მოწვევის პარლამენტში, მაგრამ
გაურკეველ ვითარებაში მოხდა მისი „ჩამოწერა“.
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
ინიციატივის
მიზანს
წარმოადგენს
დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოს - „ეროვნული ანტიკორუფციული
სააგენტო“ შექმნა, რომლის საქმიანობაც მთლიანად კონცენტრირდება საჯარო
დაწესებულებებში კორუფციის აღმოფხვრაზე და პოლიტიკური პარტიების
დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაზე და ანტიკორუფციული
მიმართულებით საჯარო მოხელეებისა და საზოგადოების ცნობიერების
ამაღლებაზე. სააგენტო აქტიურად იქნება ჩართული ქვეყანაში ანტიკორუფციული
პოლიტიკის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში. როგორც
მომხსენებლმა აღნიშნა, დღეისათვის ეს ფუნქციები გაფანტულია სხვადასხვა
სტრუქტურაში, რაც კორუფციასთან ბრძოლის კოორდინაციას ართულებს და მას
არაეფექტიანს ხდის, შესაბამისად გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის იმგვარი
რეალური სურათი, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალი საჯარო
თანამდებობის პირები, რომლებიც მხილებულნი იყვნენ კორუფციაში ანუ მისწვდა
მათ არსებული ანტიკორუფციული სისტემა, ქალაქ ზუგდიდის მერი და მისი
მოადგილე იყვნენ.
მომხსენებელმა ხაზი გაუსვა, რომ კორუფციასთან ბრძოლის გაგრძელებას,
კორუფციის საქმეების ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფას და ინტერესთა
კონფლიქტის პრევენციისათვის ეფექტიანი სისტემის შექმნას ითვალისწინებს
გაეროს კონვენცია კორუფციის წინააღმდეგ, კორუფციის შესახებ სისხლის
სამართლის კონვენცია და მისი დამატებითი ოქმი, აგრეთვე ევროკავშირისა და
ევროპის საბჭოს ქვეყნების კორუფციის წინააღმდეგ მოქმედი ჯგუფის (GRECO)
რეკომენდაციები
და
OECD-ანტიკორუფციული
ქსელის
რეკომენდაციები
(ევროკავშირი: აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის), რომლებიც
გათვალისწინებული იქნა საკანონმდებლო პაკეტის ავტორების და შემდეგ
ინიციატორების მიერ.
„ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტი, კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული ბრძოლის
ხელშეწყობის და საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენციის მიზნით,
ითვალისწინებს რეალურად დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს - ეროვნული
4
ანტიკორუფციული სააგენტო (შემდგომში - სააგენტო) შექმნას. რეალურ
დამოუკიდებლობაში იგულისხმება ის ფაქტი, რომ ეროვნული ანტიკორუფციული
სააგანტო არ იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ნაწილი და მისი
ხელმძღვანელი, ადმინისტრაციულად, უწყებრივად, პოლიტიკურად არ იქნება
დაქვემდებარებული არავის მიმართ, ხოლო საგამოძიებო მოქმედებებში ის იქნება
სრულად პასუხისმგებელი საქართველოს პროკურატურის მიმართ.
ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტიანი გეგმის მე-4 პუნქტის თანახმად,
საქართველომ
უნდა
გააძლიეროს
ანტიკორუფციული
სააგენტოს
დამოუკიდებლობა
და
ეფექტიანად
გამოიძიოს
ელიტური
კორუფციის
შემთხვევები. უფრო დეტალურად, როგორც მომხსენებელმა განმარტა, აღნიშნული
რეკომენდაცია გულისხმობს პრაქტიკაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას,
მაგალითისათვის ყურადღებას საჭიროებს თანამდებობის პირის ქონებრივი
დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა. ამ მიმართულებით,
სააგენტო
უფლებამოსილი იქნება ქონებრივი დეკლარაციების შევსებისას პირებს გაუწიოს
რეკომენდაცია; შეამოწმოს დეკლარაციები და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში
მიიღოს შესაბამისი ზომები; პირის თანამდებობასთან შეუთავსებლობის დადგენის
შემთხვევაში,
მიმართოს
შესაბამის
ორგანოს
მისი
გათავისუფლების
რეკომენდაციით.
კორუფციასთან ბრძოლის კონტექსტში, როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ძალიან
სერიოზულია
პოლიტიკური კორუფციის თემა, რომელიც სათავეს იღებს
პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასა და საქმიანობაში. დღეს ამ ფუნქციას
ასრულებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური მინიმალურ დონეზე, რადგან
ძირითადი აქტივობები ხორციელდება მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში.
საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთ მიზანს კორუფციის პრევენციის
კონტექსტში წარმოადგენს პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების
დაფინანსების სფეროში არსებული ხარვეზების გამოსწორება.
მთლიანობაში, საკანონმდებლო ინიციატივით გათვალისწინებული, რეალურად
დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო - ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო
- თავს მოუყრის ერთად ყველა იმ ფუნქციას და აქტივობას, რომელსაც ამჟამად
სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს ქვედანაყოფები ასრულებენ, კონკრეტულად სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურის
ანტიკორუფციული
სააგენტო,
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის
დეპარტამენტი,
საჯარო
სამსახურის
ბიუროს
თანამდებობის
პირების
დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტი და
უწყებათაშორისი საბჭო.
სააგენტოს თავმჯდომარეს რეგლამენტით დადგენილი წესით 5 წლის ვადით
აირჩევს საქართველოს პარლამენტი. სააგენტო მისი საქმიანობის ყოველწლიურ
ანგარიშის წარუდგენს პარლამენტს. ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს
თავმჯდომარე აირჩევა ღია კონკურსით. სააგენტოს თავჯდომარის შესარჩევ
საკონკურსო კომისიას ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
საკონკურსო კომისია შეიმუშავებს დებულებას, რომელსაც დაამტკიცებს
პარლამენტის ბიურო, რომლითაც განისაზღვრება საკონკურსო კომისიის წევრობის
კანდიდატთა და მათ მიერ წარმოდგენილი სააგენტოს თავმჯდომარის შეფასების
კრიტერიუმები. ინიციატივის თანახმად, საქართველოს პარლამენტი ეროვნული
ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარეს აირჩევს ორი მესამედის
უმრავლესობით.
დავით უსუფაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებით ბარათში 8 გვერდზეა
მოცემული ფინანსური დასაბუთება ანუ დეტალურად არის გაწერილი, თუ რა
ცვლილებებს გამოიწვევს საკანონდებლო პაკეტის მიღება ხარჯვით ნაწილში,
საიდან შეიძლება აღებული იქნეს ის თანხა, რომელიც საჭირო იქნება სააგენტოს
სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის.
5
უკვე
არსებულ
გამოცდილებაზე
დაყრდნობით,
კერძოდ,
აღნიშნული
უწყებებისთვის
ბიუჯეტით
განსაზღვრული
ასიგნებების
საფუძველზე,
დაახლოებით
განისაზღვრა
ეროვნული
ანტიკორუფციული
სააგენტოს
ოპერატიული ხარჯები. აქვე აღსანიშნავია, რომ თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი
უწყების დეპარტამენტების საქმიანობის ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოში
თავმოყრა სახელმწიფო ბიუჯეტში გამოათავისუფლებს აღნიშნული უწყებების
ასიგნებებს და შესაძლებელი იქნება მათი მიმართვა ეროვნულ ანტიკორუფციულ
სააგენტოში.
სააგენტოს ფუნქციები იქნება: პირველ რიგში, შესაძლო კორუფციული ფაქტის
თაობაზე განცხადების გაკეთების ან საჯარო ინფორმაციის გავრცელების შემდეგ
შემოწმების დაწყება, რომელიც საკმაოდ კომპაქტურად შემოსაზღვრულია
გონივრული ვადით, განსხვავებით არსებული რეალობისაგან, როდესაც თვეების და
ზოგჯერ წლების განმავლობაში მიმდინარეობს გამოძიების პროცესი. შემოწმების
ეტაპი არ არის საგამოძიებო ეტაპი და ხდება ძირითადად ინფომაციის შემოწმება,
რომლის დასრულების შემდეგ, თუ არ გამოვლინდება არაფერი, ხდება საჯარო
განცხადების გაკეთება იმის თაობაზე, რომ საქმე დასრულებულია და
კორუფციული ფაქტი არ გამოვლენილა, რაც თავიდან აგვაცილებს იმგვარ
სიტუაციას, როდესაც წლების განმავლობაში კონკრეტულ ადამიანებთან
დაკავშირებით დაწყებულია ან მიმდინარეობს გამოძიება.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, შემოწმების ეტაპზე კორუფციული ფაქტის
დადასტურების შემთხვევაში სააგენტო ამზადებს დასკვნას. მაგალითისათვის
პოლიტიკური პარტიების დაფინანსების პროცესში აღმოჩენილი კორუფციული
ფაქტისათვის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ითვალისწინებს ჯარიმას და
დაიწყება ადმინისტრაციული წარმოების პროცესი. თუ სისხლისსამართლებრივი
დანაშაულის ნიშნები იკვეთება, მაშინ საქმე გადაინაცვლებს სააგენტოს
საგამოძიებო განყოფილებაში, სადაც განხორციელდება გამოძიება საპროკურორო
ზედამხედველობით.
როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, სააგენტოს საგამოძიებო ქვემდებარეობა
გავრცელდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ისეთ
დანაშაულებზე, როგორიცაა სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა,
ქრთამის აღება, მიცემა, ზეგავლენით ვაჭრობა, კანონით აკრძალული საჩუქრის
მიღება, თუ ეს დანაშაულები გამოვლენილია სააგენტოს მიერ. იმ შემთხვევაში, თუ
სააგენტოს აქვს ინფორმაცია, რომ რომელიმე საგამოძიებო ორგანო იძიებს
სააგენტოს საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ სისხლის სამართლის
საქმეს, სააგენტოს თავმჯდომარე ან მისი შესაბამისი მოადგილე უფლებამოსილია,
მოითხოვოს საქმის მასალების გაცნობა და ზედამხედველ პროკურორს
წერილობით, დასაბუთებული წინადადებით მიმართოს სხვა საგამოძიებო
ორგანოდან მისი საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული
სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად გადმოცემის შესახებ. დავით
უსუფაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პროკურორს ექნება სერიოზული როლი და
შენარჩუნებული იქნება ის კონსტიტუციური წესრიგი, რომელიც დღეს არსებობს და
მოქმედებს სისხლის სამართლის სფეროში.
სააგენტოს ექნება აგრეთვე საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული
სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და
პერიოდულ განახლებაში მონაწილეობის უფლება, ვინაიდან კორუფციასთან
ბრძოლა არ არის მხოლოდ სამართლებრივი დევნა, სააგენტოს საქმიანობის ერთერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი მიმართულებები იქნება საჯარო სამსახურში
კორუფციის პრევენცია, რაც დღეისათვის არასაკმარისად არის განვითარებული.
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შესახებ“ საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის პროექტის თანახმად,
დგინდება საქართველოს
პარლამენტის როლი ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს ფუნქციონირებაში.
6
სააგენტო საქართველოს პარლამენტს წარუდგენს კორუფციასთან ბრძოლის
მდგომარეობისა და სააგენტოს მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს.
საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილი იქნება სპეციალურად შექმნილი
კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატურებიდან ეროვნული ანტიკორუფციული
სააგენტოს თავმჯდომარედ შეარჩიოს სათანადო კვალიფიკაციისა და მაღალი
პროფესიული რეპუტაციის მქონე პირი. საქართველოს პარლამენტი, გასცემს
ნებართვას ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარის დაკავებასა
თუ დაპატიმრებაზე. ასევე, როდესაც არსებობს ეროვნული ანტიკორუფციული
სააგენტოს
თავმჯდომარის
თანამდებობიდან
გათავისუფლების
ან
უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლები, საქართველოს
პარლამენტი ხდება უფლებამოსილი ორგანო, რომელიც შესაბამისი პროცედურის
დაცვით იღებს გადაწყვეტილებას.
საბოლოო ჯამში, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო
ინიციატივის მიღება, წარმოადგენს პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხს და
თუ მე-9 მოწვევის პარლამენტმა არ მიიღო, მე-10 მოწვევის პარლამენტი არ მიიღებს,
მე-11 მოწვევის პარლამენტი მას აუცილებლად მიიღებს .
აზრი გამოთქვეს:
ლიკა საჯაიამ (საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველო) აღნიშნა, რომ
წარმოდგენილი კანონპროექტი ინიცირებული იქნა 2016 წელს. კანონპროექტის
შემუშავებამდე „საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს“ მიერ ჩატარდა
არა ერთი კვლევა და წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ეფუძნება
საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.
ლიკა საჯაიამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა,
რომელიც დამახასიათებელია იმ სტრუქტურებისათვის, რომლებიც არსებული
კანონმდებლობის თანახმად ებრძვიან კორუფციას, განსაკუთრებით ეს ეხება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს - არის გაუმჭვირვალობა, თუმცა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემთხვევაში გაუმჭვირვალეობის
საკითხი უშუალოდ უკავშირდება აღნიშნული სამსახურის სპეციფიკას, ვინაიდან
შეუძლებელია
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურს
მოსთხოვო
გამჭვირვალეობის ისეთი მაღალი სტანდარტით მუშაობა, როგორც ეს ხდება სხვა
სახელმწიფო უწყებების შემთხვევაში.
როგორც ლიკა საჯაიამ აღნიშნა, წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის
შესაბამისად ახალი სტრუტქტურის - ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა,
რომელსაც ექნება გამჭვირვალეობის ძალიან მაღალი ხარისხი - არის
წინგადაგმული ნაბიჯი. რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს კორუფციასთან
დაკავშირებული საქმეების ეფექტურ გამოძიებას და აამაღლებს საზოგადოების
ნდობას კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. არა ერთი საერთაშორისო
რეკომენდაციის
თანახმად, კორუფციასთან ბრძოლას არ უნდა აწარმოებდეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე.
გიორგი კახიანმა აღნიშნა, რომ სამართლებრივი ხასიათის შენიშვნები ამ ეტაპზე მას
არ გააჩნია, ვინაიდან ამჯერად გვაქვს არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური
მოცემულობა, რომელიც განსაზღვრავს პირადად მისთვის წარმოდგენილ
საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას. კერძოდ,
ევროკავშირის რეკომენდაციის შესაბამისად, რომელიც შეეხებოდა კორუფციასთან
ბრძოლის მექანიზმების დახვეწასა და გაძლიერებას, მომზადდა კანონთა პაკეტი,
რომელიც მიღებულია პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით და ბუნებრივია,
პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის
საბოლოოდ მიღების მიზნით. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით,
წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას მხარს არ დაუჭერს და ანალოგიური
იქნება, მისი აზრით უმრავლესობის პოზიციაც.
7
სალომე სამადაშვილმა
პირველ რიგში ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პაკეტი
ინიცირებულია
„ლელოსაქართველოსთვის“ მიერ დიდი ხნის წინ და არანაირი პასუხი ეს საკანონმდებლო
ინიციატივა არ არის ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაზე. საკანონმდებლო
პაკეტის ინიცირების მიზეზი, გახლდათ ის, რომ ქვეყანაში არსებობს უმძიმესი
პრობლემა კორუფციის და ევროკავშირის მოთხოვნებში მოგვიანებით აღნიშნული
საკითხი შევიდა იმის გამო, რომ საქართველოს აქვს სერიოზული გამოწვევა
კორუფციასთან ბრძოლის. როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის
მოთხოვნა არის, რომ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები კორუფციასთან ბრძოლის
მიმართულებით. თუ ქართული ოცნების დღის წერიგი არის ევროკავშირის
მოთხოვნის შესრულება, მაშინ კანონპროექტი წარმოადგენს სწორედ იმ ხედვას,
რომელსაც იზიარებენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ებრძვიან
ქვეყანაში კორუფციას და ასევე კანონპროექტს მხარს უჭერენ საერთაშორისო
პარტნიორები. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, წარმოდგენლი
კანონპროექტის სასწრაფოდ მიღება იქნებოდა სწორი პასუხი ევროკავშირის
მოთხოვნაზე.
სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ უმრავლესობას ცხადია შეუძლია მიიღოს
ნებისმიერი კანონპროექტი, შექმნას ანტიკორუფციული სააგენტო, მაგრამ არ უნდა
გაუკვირდეს თუ ევროკავშირის შეფასებებში მათ მიერ მიღებული კანონპროექტი
და შექმნილი სააგენტო შეფასდება, როგორც ფორმალისტური მიდგომა.
საპარლამენტო ოპოზიცია, რომელსაც ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ
გამიზნულად ხელს უშლიან ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგს,
წარმოდგენილი კანონპროექტით ჰქმნის შესაძლებლობას, რომ რეალურად
შესრულდეს ევროკავშირის მნიშვნელოვანი მოთხოვნა. საბოლოო ჯამში, როგორც
სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მიიღებს თუ არა
ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, დაეკისრება ხელისუფლებას.
გიორგი კახიანმა სალომე სამადაშვილს მიმართა, რომ წინასწარ ნუ ისაუბრებს
შედეგზე, შეფასებებზე და ნუ გაამჟღავნებს იმას, რაც ოპოზიციას სურს.
უმრავლეოსიბის მიერ შემუშავებული და პირველი მოსმენით მიღებული
კანონპროექტი, მისი აზრით, ზუსტად შეესაბამება და ასახავს ევროკავშირის
მოთხოვნას კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით და აუცილებლად მიიღებს
პოზიტიურ შეფასებას.
ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივასთან
დაკავშირებით, აუცილებლად მიიჩნევს პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებას.
მისი აზრით, უმრავლესობის მიერ შემუშავებულ და პირველი მოსმენით მიღებულ
კანონპროექტსა და ოპოზიციის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს შორის ის
განსხვავებაა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ნამდვილად იქნება არსებითად
წინგადადგმული, მნიშვნელოვანი ნაბიჯი და პასუხობს ევროკავშირის მოთხოვნას
კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური, არსებითი მექანიზმების შექმნის კონტექსტში.
ორგანო, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად შეიქმნება,
ნამდვილად იქნება დამოუკიდებელი და ექნება საგამოძიებო, საპროკურო
ზედამხედველობის ფუნქცია, აგრეთვე უფრო მეტი ნდობა საზოგადოების მხრიდან,
განსხვავებით უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტით განსაზღვრული
ორგანოსაგან, რომელსაც არ ექნება საგამოძიებო ფუნქცია, არამედ ექნება ძირითად
ანალიტიკური-საგანმანათლებლო ფუნქციები და ცხადია ვერ უპასუხებს იმ
გამოწვევებს, რომლებიც არსებობს ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით.
პირველი მოსმენით განხილვისათვის მხარდაჭერა და დისკუსიის გახსნა, როგორც
ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, იქნებოდა კარგი პოლიტიკური განაცხადი იმის
თაობაზე, რომ კანონპროექტების განსხვავება ხდება არა იმის მიხედვით
უმრავლესობის მიერ არის ის ინიცირებული თუ ოპოზიციის, არამედ ქვეყანას
სჭირდება მოქმედ სისტემასთან შედარებით ბევრად უფრო ექფეტური სისტემის,
8
კანონმდებლობის შექმნა, რის საშუალებასაც ნამდვილად იძლევა წარმოდგენილი
კანონპროექტი.
ირაკლი ქადაგიშვილმა
პირველ რიგში ხაზი გაუსვა და დააზუსტა, რომ ევროკავშირის რეკომენდაცია არ
მოითხოვს კონკრეტულად დამოუკიდებელი ორგანოს - საგამოძიებო სააგენტოს
შექმნას. რეკომენდაცია ეხება ზოგადად ძალისხმევის გაზრდას ანტიკორუფციული
საქმიანობის მიმართულებით.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, კორუფციასთან ბრძოლა მუდმივი
პროცესია და არცერთ მომენტში არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ კორუფციასთან
ბრძოლა
დასრულებულია და მიზნები მიღწეულია. აგრეთვე არ არსებობს
ერთგვაროვანი მიდგომა
და საკანონმდებლო მოწესრიგება კორუფციასთან
ბრძოლის კუთხით, მათ შორის, როგორი უნდა იყოს ანტიკორუფციული პოლიტიკა,
როგორი უნდა იყოს კონკრეტული მექანიზმები და საკანონმდებლო რეგულაციები.
კორუფციასთან ბრძოლის მოწინავე მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ
ანტიკორუფციული საქმიანობა სტრუქტურულად არის მრავალფეროვანი და არ
არის თავმოყრილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო ორგანოში, არამედ გაშლილია
მრავალ სხვა სახელმწიფო უწყებებში, იმიტომ, რომ მხოლოდ გამოძიება არ არის
ანტიკოროფციული
საქმიანობის
შემადგენელი.
ის
ერთ-ერთი
ძალიან
მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაგრამ ანტიკორუფციული საქმიანობა მთლიანობაში
ძალიან ბევრ სხვა საკითხს მოიცავს, მათ შორის პოლიტიკის შემუშავება,
მონიტორინგი, განათლების სისტემა, მთელი რიგი საკანონმდებლო რეგულაციები,
რომლითაც ეკონომიკური საქმიანობა არის დარეგულირებული, სხვადასხვა
ანგარიშვალდებულებები
როგორ
არის
დარეგულირებული
სახელმწიფო
ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ და ა. შ. ამგვარად, კორუფციასთან
ბრძოლის
კუთხით
მსოფლიო
გამოცდილება
მრავალფეროვანია
და
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროპული გამოცდილება, სადაც
მრავალფეროვან მიდგომასთან ერთად არსებობს კორუფციასთან ბრძოლის
პოლიტიკის მაკოორდინირებელი ორგანოები ანუ რა გზითაც „ქართული ოცნება“
მიდის.
ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის თანახმად ის საკანონმდებლო
რეგულაციები,
ის
სისხლისამართლებრივი
მუხლები,
მაკონტროლებელი
ორგანოები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არსებობენ, მათი
ფუნქციების გამორთმევა და ერთ საგამოძიებო სააგენტოში კონცენტრაცია ხდება.
მაგალითად ქონებრივი დეკლარაციების საკითხი, რომელიც არის თავმოყრილი
საჯარო სამსახურის ბიუროში და შესაბამისი კანონმდებლობით არის
დარეგულირებული და უზრუნველყოფილი. კანონპროექტის თანახმად ხდება ამ
ფუნქციის გამოტანა და სააგენტოსათვის გადაცემა. ანალოგიური სიტუაცია გვაქვს
მოქალაქეთა
პოლიტიკური
გაერთიანებების
ფინანსური
საქმიანობის
მონიტორინგთან დაკავშირებით, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად
ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, საბიუჯეტო სახსრების, სხვა
საჯარო რესურსების გამოყენებისა და ხარჯვის ზედამხედველობასთან ერთად.
წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისად, სააგენტოს საგამოძიებო
ქვემდებარეობა ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით
გათვალისწინებულ მთელ რიგ მუხლებზე, რომლებიც კორუფციულ და სამოხელეო
დანაშაულს ეხება. ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის გამოძიება,
რომელიც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, პროკურატურას
ეხება, კანონპროექტის თანახმად ავტომატურად გადმოტანილია ანტიკორუფციულ
სააგენტოში.
ირაკლი ქადაგიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა ის სახელმწიფო ინსტიტუცია,
რომელთა ფუნქციების გადატანაც კანონპროექტის თანახმად ხდება ეროვნულ
ანტიკორუფციულ
სააგენტოში,
წარმოადგენს
მაღალი
ლეგიტიმაციის
ინსტიტუციებს, რომელთა ანგარიშვალდებულება და თანამდებობის პირთა
9
არჩევაც ხორციელდება მაღალი სტანდარტით. ის, რომ ანტიკორუფციული
საქმიანობა აყვანილია სახელმწიფო უსაფრთხოების დონეზე, ცალსახად
მიუთითებს ძალიან მაღალ სტანდარტზე კორუფციასთან ბრძოლის კუთხით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის საქართველოს მთავრობის უშუალო
დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური
დანიშნულების დაწესებულებათა სისტემა, რომელიც თავისი კომპეტენციის
ფარგლებში
უზრუნველყოფს
სახელმწიფო
უსაფრთხოებას.
სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ირჩევს საქართველოს პარლამენტი და
სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს
პარლამენტის წინაშე. ნდობა ამ ორგანოს საქმიანობის მიმართ, პოლიტიკური
გემოვნების საკითხია; აგრეთვე სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც
დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს წარმოადგენს; აგრეთვე პროკურატურა,
რომელიც საბოლოო ჯამში ყველა საგამოძიებო მოქმედების ზედამხედველი,
სასამრთლოში საქმის წარმდგენი და მტკიცების ტვირთის ამღებია. ირაკლი
ქადაგიშვილმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ყველა ეს ორგანო მთავრობის
ქვემდებარეობიდან
გამოტანილი,
მაღალი
ლეგიტიმაციის,
საქართველოს
პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოა. ეს ნაბიჯები თავის დროზე
გადაიდგა იმიტომ, რომ გაზრდილიყო ლეგიტიმაცია იმ სახელმწიფო უწყებების,
რომლებიც სამართლის დაცვას, ანტიკორუფციულ საქმიანობას, მოქალაქეთა
უფლებების დაცვას, სახელმწიფო ფინანსების სამართლიან და ეფექტურ განკარგვას
ემსახურებიან. დღევანდელ პოლიტიკურ მოცემულებაში,
როგორც ირაკლი
ქადაგიშვილმა აღნიშნა, ეს ნაბიჯები პოლიტიკური სუბიექტების გარკვეული
ნაწილისათვის იმსახურებს, გარკვეული ნაწილისათვის კი არ იმსახურებს ნდობას.
თუმცა, როდესაც ვამბობთ, რომ კორუფციასთან ბრძოლა განგრძობითი და
მუდმივი პროცესია, სწორედ აქედან გამომდინარე და ევროკავშირის ერთ-ერთი
რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი
მოსმენით მიღებული კანონპროექტის შესაბამისად იქმნება ანტიკორუფციული
ბიურო, რომლის მთავარი ამოცანაც არის, რომ თუ რაიმე გვჭირდება სისხლის
სამართლის კოდექსში, ახალი გამოწვევების შესაბამისად დამატებითი მუხლების
გაჩენა, რამაც საფრთხეები დამატებით, საგამოძიებო კუთხით უნდა დააზღვიოს,
ამის შესაძლებლობა ყველა მიმართულებით იქნება.
ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ 90-იან წლებში, როდესაც დაიწყო
ანტიკორუფციული საქმიანობა, რომელშიც ჩართული იყო დავით უსუფაშვილი,
ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენდა სწორედ ანტიკორუფციული პოლიტიკის
შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი - რა არის კორუფციის გამომწვევი
მიზეზები, როგორ უნდა მოხდეს ცნობიერების ამაღლება და როგორ უნდა გახდეს
კორუფციული საქმეების გამოძიება ეფექტური. კორუფციული საქმეების ეფექტური
გამოძიება არის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, მაგრამ თუ კორუფციასთან
ბრძოლა მხოლოდ საგამოძიებო მოქმედებებით შემოიფარგლა,
მაშინ
კორუფციასთან ანტიკორუფციულ ბრძოლაში წაგებული ვიქნებით - აღნიშნა
ირაკლი ქადაგიშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით ის პოლიტიკა, რომელიც აირჩია ქართულმა ოცნებამ
კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, არის წინგადადგმული ნაბიჯი.
შესაძლებელი იქნება თუ არა ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტით
გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელების შედეგად კორუფციის
საბოლოოდ დამარცხება? ზუსტი პროგნოზის გაკეთება და გარანტია ამის თაობაზე
შეუძლებელია არსებობდეს, აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა, მითუმეტეს, რომ
საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ფაქტობრივად ხდება ანტიკორუფციული
სააგენტოსთვის ისეთი ფუნქციების და უფლებამოსილებების მინიჭება, რომელთა
უმეტეს ნაწილს დღეისათვის მაღალი ლეგიტიმაციის რამდენიმე სხვადასხვა
ორგანო ახორციელებს. ამგვარი პრაქტიკა, როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა
განმარტა, არ არის მოწინავე ქვეყნების დიდ უმრავლესობაში. ანტიკორუფციული
10
ფუნქციების (რომლებიც დღეს გადანაწილებულია სხვადასხვა დაწესებულებებს
შორის) კონცენტრირება ერთ ორგანოში ცალსახად არ განაპირობებს წარმატებას.
პირიქით, ვინაიდან ანტიკორუფციული ფუნქციები დანაწილებულია სხვადასხვა
ინსტიტუციებს შორის, რომლებიც თავიანთ უფლებამოსილებებს ახორციელებენ
კორუფციასთან ბრძოლის კონკრეტულ მიმართულებებზე და მკაფიოდ არის
დადგენილი მათი კომპეტენციის ფარგლები, ამ ფუნქციათა ნაწილის გაერთიანება
და ერთი, სპეციალიზებული ანტიკორუფციული ინსტიტუტის მმართველობის ქვეშ
მოქცევა შესაძლოა ნაკლებ ეფექტურიც კი იყოს.
ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ არ არსებობს ისეთი ქვეყანა, სადაც კორუფცია
სადაც საერთოდ აღარ არის, ხოლო იმ ქვეყნებში (ნორვეგია, სკანდინავიის ქვეყნები,
ახალი ზელანდია), სადაც კორუფციის ინდექსი ყველაზე დაბალია, წარმატება
განპირობებულია არა იმ ფაქტით, რომ ანტიკორუფციული საქმიანობის ყველა
კომპონენტი და ფუნქცია კონცენტრირებულია ერთ ორგანოში, არამედ
ანტიკორუფციული პოლიტიკის სწორად წარმართვით, რომელიც
არის
მრავალვექტორიანი და ვერასოდეს ვერ იქნება მხოლოდ ერთი უწყების ასაწევი
ტვირთი. ჩვენმა სახელმწიფომ მუდმივად უნდა იაროს ამ გზაზე: ცნობიერების
შეცვლა, ეკონომიკური საქმიანობის გამჭვირვალეობა და სხვა მრავალი კომპონენტი.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი ცვლილებების
ფარგლებში, სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოების ფუნქციათა ნაწილების
გაერთიანება და მათი ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოსთვის მინიჭება,
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვან ცვლილებას ვერ შეიტანს
და ვერ უზრუნველყოფს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული
საკითხების უფრო ეფექტიანად მოწესრიგებას.
ირაკლი ქადაგიშვილმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდის პროფესიული
კვლევების შედეგების მიხედვით საქართველოს ანტიკორუფციული ინდექსი
მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, თუმცა ეს არაა საკმარისი და საჭიროა
მუდმივი მუშაობა.
ლილი ლეჟავამ (საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველო) აღნიშნა, რომ
ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც უნდა შეიქმნას უმრავლესობის მიერ
ინიცირებული პროექტის შესაბამისად, რეალურად არის საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციაში დღეისათვის არსებული ანტიკორუფციული სამდივნოს (8
კაციანი შემადგენლობით) გადმოტანა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირად
გადაქცევა. ამ სამდივნოს 8 კაციანი შემადგენლობიდან უკვე წელიწადნახევარია
მხოლოდ 3 კაცი მუშაობს და არ შემუშავებულა დღემდე ანტიკორუფციული
სტრატეგია და ანტიკორუფციული საბჭოც ბოლოს 2019 წელს შეიკრიბა. პრობლემა
მდგომარეობს არა იმაში, თუ სად იქნება ეს ორგანო, არამედ იმაში საქართველოს
მთავრობას
აქვს
თუ
არ
ნება
გაატაროს
კონკრეტული
რეფორმები
ანტიკორუფციული პოლიტიკის მიმართულებით.
ანტიკორუფციული ბიურო, რომლის ფუნქციაც ანტიკორუფციული პოლიტიკის
განსაზღვრა და მონიტორინგია,
როგორ შეძლებს იმ ძალიან კონკრეტული
მოთხოვნის
შესრულებას,
რომელიც
ჩამოყალიბებულია
ევროკომისიის
რეკომენდაციებში - მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების გამოძიება და
აღმოფხვრა. როგორც ლილი ლეჟავამ აღნიშნა, საქართველოში პრობლემა ის კი არ
არის, რომ კორუფციასთან ბრძოლის დანაწევრებული მოდელი გვაქვს, არამედ
პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ეს დანაწევრებული მოდელი ვერ ასრულებს
თავის ფუნქციას. მაგალითისათვის - საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციას
წარმოადგენს ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი, მაგრამ თუ გადავხედავთ
თვითონ ბიუროს 2021 წლის ანგარიშს, საქართველოში ყოველი მეორე
თანამდებობის პირი არასწორად ავსებს დეკლარაციას, მალავს ოჯახის წევრებთან
დაკავშირებულ იმ ქონებას, რომლის მითითებაც დეკლარაციაში აუცილებელია.
2018 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, საჯარო სამსახურის ბიურომ პროკურატურას
მიმართა მხოლოდ ერთ შემთხვევაში და პროკურატურა 2018 წლიდან დღემდე ჯერ
11
კიდევ იძიებს აღნიშნულ ფაქტს. სისხლის სამართლის 355-ე მუხლის მიხედვით,
რომელიც ქონების დამალვას ეხება, არც პროკურატურისა და არც უსაფრთხოების
სამსახურის მიერ დღემდე პასუხისმგებლობაში მიცემული არავინ არ ყოფილა.
როგორც ლილი ლეჟავამ აღნიშნა, ევროკომისიის რეკომენდაცია ეფუძნება სწორედ
ამ გარემოებას, რომ რა მექანიზმებიც გვაქვს არ მუშაობს, ამიტომ ყველა
ანტიკორუფციული ფუნქცია უნდა შევკრათ ერთად, აგრეთვე მივხედოთ მაღალი
დონის კორუფციის გამოუძიებელ შემთხვევებს.
საბოლოო ჯამში, უმრავლესობის მიერ პირველი მოსმენით მიღებული
კანონპროექტი, არ ასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციების მე-4 პუნქტის
მოთხოვნებს და გევქნება ჩავარდნა - აღნიშნა ლილი ლეჟავამ.
დავით უსუფაშვილმა
კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მათ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის
მნიშვნელობას
საქართველოში
კორუფციასთან
ეფექტური
ბრძოლის,
იმავდროულად ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების კონტექსტში და
უმრავლესობის წევრებს მიმართა თხოვნით მხარი დაეჭირათ წარმოდგენილი
საკანონმდებლო ინიციატივისათვის.
ირაკლი ქადაგიშვილმა შეაჯამა სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები და აღნიშნა,
რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საკანონმდებლო
პაკეტთან დაკავშირებით, დაცლილი იქნება პოლიტიკური მდგენელებისაგან და
დაეყრდნობა მხოლოდ სამართლებრივ არგუმენტებს, რაც ინიციატორებს
საშუალებას მისცემთ, რომ გააგრძელონ მსჯელობა წამყვან კომიტეტში
საკანონმდებლო პაკეტის განხილვის დროს.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი
დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრების: სალომე სამადაშვილის, ბადრი
ჯაფარიძის, დავით უსუფაშვილის, შალვა შავგულიძის, ანა ნაცვლიშვილის მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი
„ეროვნული
ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს და
გამომდინარე პროექტებს (N07-3/158; 25.01.2022)?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი
მომხრე - 0 წევრი
წინააღმდეგი - 6 წევრი
გადაწყვეტილება:
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია
საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელება
წარმოდგენილი სახით;
- საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტის დასკვნა გაეგზავნოს საქართველოს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა;
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, განიხილავს საქართველოს
პარლამენტის კომიტეტებში ფრაქციათა და საპარლამენტო უმრავლესობაში
შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ
უფრაქციო პარლამენტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების
განსაზღვრის საკითხს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 28-ე მუხლის
პირველი და 61 პუნქტებისა და 2281 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე
12
საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტები განისაზღვრა შემდეგი სახით:
21 წევრიან კომიტეტებში
საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და
უფრაქციო პარლამენტის წევრები – 11 წევრი
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 3 წევრი
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“ – 1 წევრი
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ - 1 წევრი
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ - 1 წევრი
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“ - 1 წევრი
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“- პარტნიორობა საქართველოსათვის“
– 1 წევრი
საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრები - 2 წევრი
კომიტეტის წევრების მხრიდან შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი
დაუჭიროს კომიტეტის მიერ საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში
განსაზღვრულ პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნა და
საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში განსაზღვრული პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტები გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის
განხილვა;
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 28-ე მუხლის პირველი და 61პუნქტების, 189-ე მუხლის
მე-2 პუნქტისა და 2281 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კომიტეტმა დაადგინა
მუდმივმოქმედი
საპარლამენტო
დელეგაციების
პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტები შემდეგი სახით:
1) PACE ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (5+5)
ძირითადი შემადგენლობა
ა) საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და
უფრაქციო პარლამენტის წევრები – 3 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ – 1 ადგილი;
გ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“ – 1 ადგილი.
სათადარიგო შემადგენლობა:
ა) საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და
უფრაქციო პარლამენტის წევრები – 3 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ – 1 ადგილი;
გ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ - 1 ადგილი;
2) OSCE PA– ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (3+3)
ძირითადი შემადგენლობა :
ა) საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და
უფრაქციო პარლამენტის წევრები – 2 ადგილი;
13
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ – 1 ადგილი;
სათადარიგო შემადგენლობა:
ა) საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და
უფრაქციო პარლამენტის წევრები – 2 ადგილი;
ბ) საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრები - 1
ადგილი.
3) EU-GEORGIA PAC ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების
კომიტეტი (10+5)
ძირითადი შემადგენლობა :
ა) საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და
უფრაქციო პარლამენტის წევრები – 6 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 2 ადგილი;
გ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ - 1 ადგილი;
დ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ – 1 ადგილი;
სათადარიგო შემადგენლობა:
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ – 1 ადგილი;
გ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“ - 1 ადგილი.
4) EURONEST PA – ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა (10+5)
ძირითადი შემადგენლობა :
ა) საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და
უფრაქციო პარლამენტის წევრები– 6 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 2 ადგილი;
გ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი “ – 1 ადგილი.
დ) საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრები –1
ადგილი.
სათადარიგო შემადგენლობა:
ა) საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და
უფრაქციო პარლამენტის წევრები– 3 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 1 ადგილი;
გ)
საპარლამენტო
პოლიტიკური
ჯგუფი
„ლელო“
–
პარტნიორობა
საქართველოსათვის -1 ადგილი.
5) NATO PA – ნატოს საპარლამენტო ასამბლეა (4+4)
ძირითადი შემადგენლობა :
ა) საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და
უფრაქციო პარლამენტის წევრები – 3 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 1 ადგილი;
სათადარიგო შემადგენლობა:
ა) საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და
უფრაქციო პარლამენტის წევრები - 2 ადგილი;
ბ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი “ – 1 ადგილი.
გ) საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრები –1
ადგილი.
6) IPU – საპარლამენტთაშორისო კავშირი (5+5)
ძირითადი შემადგენლობა :
14
ა) საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და
უფრაქციო პარლამენტის წევრები –4 ადგილი;
გ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ – 1 ადგილი;
სათადარიგო შემადგენლობა:
ა) საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და
უფრაქციო პარლამენტის წევრები – 3 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 1 ადგილი;
გ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ – 1 ადგილი;
7) PABSEC შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა
(5+5)
ძირითადი შემადგენლობა :
ა) საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და
უფრაქციო პარლამენტის წევრები – 3 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 1 ადგილი;
გ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“ - პარტნიორობა
საქართველოსთვის“ – 1 ადგილი.
სათადარიგო შემადგენლობა:
ა) საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და
უფრაქციო პარლამენტის წევრები – 3 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 2 ადგილი.
8) GUAM PA – დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის −
სუამის საპარლამენტო ასამბლეა (5+5)
ძირითადი შემადგენლობა :
ა) საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და
უფრაქციო პარლამენტის წევრები – 3 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 1 ადგილი;
გ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი “ – 1 ადგილი.
სათადარიგო შემადგენლობა:
ა) საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და
უფრაქციო პარლამენტის წევრები – 4 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 1 ადგილი;
9) IAO მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა
(3+3)
ძირითადი შემადგენლობა :
ა) საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და
უფრაქციო პარლამენტის წევრები – 1 ადგილი;
ბ) საპარლამენტო ოპოზიაციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრები – 2
ადგილი;
სათადარიგო შემადგენლობა:
ა) საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და
უფრაქციო პარლამენტის წევრები – 1 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 1 ადგილი;
გ) საპარლამენტო ოპოზიაციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის
წევრები – 1 ადგილი.
10) APF ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა (5+5)
ძირითადი შემადგენლობა :
15
ა) საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და
უფრაქციო პარლამენტის წევრები – 2 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 2 ადგილი;
გ) საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრები - 1
ადგილი;
სათადარიგო შემადგენლობა:
ა) საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და
უფრაქციო პარლამენტის წევრები – 2 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ – 1 ადგილი;
გ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი “ – 1 ადგილი.
დ) საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრები – 1
ადგილი.
11) საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის და
უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეა (10+0)
შემადგენლობა :
ა) საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და
უფრაქციო პარლამენტის წევრები –5 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 2 ადგილი;
დ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი “ – 1 ადგილი.
გ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ – 1 ადგილი;
დ) საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრები – 1
ადგილი.
12) საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეა
(10+0)
შემადგენლობა :
ა) საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და
უფრაქციო პარლამენტის წევრები – 6 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 2 ადგილი;
გ) საპარლამენტო ოპოზოციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრები – 2
ადგილი.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დუჭიროს
კომიტეტის მიერ საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო
დელეგაციებში განსაზღვრულ პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში განსაზღვრული
პროპორციული
წარმომადგენლობის
კვოტები
გაეგზავნოს
საქართველოს
პარლამენტის ბიუროს.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და
დეოკუპაცის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა
16
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან
დაკავშირებულ
დროებით
კომისიაში
ფრაქციათა
და
საპარლამენტო
უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო
ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხს. საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 28-ე მუხლის 61 პუნქტის, 62-ე მუხლის მე-2, მე-3 და 41 პუნქტების, 72ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 2281 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს
პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის
საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვრა შემდეგნაირად:
1. საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და
უფრაქციო პარლამენტის წევრები – 7 წევრი;
2. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 1 წევრი;
3. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“ - 1 წევრი;
4. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ - 1 წევრი;
5. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ - 1 წევრი;
6. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“ - პარტნიორობა
საქართველოსთვის“ – 1 წევრი;
7. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“ - 1 წევრი;
8. საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრები - 1 წევრი.
კენჭისყრა:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი
დაუჭიროს კომიტეტის მიერ საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული
მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით
კომისიაში განსაზღვრულ პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს? თაობაზე?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს
პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის
საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში განსაზღვრული პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტები გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეოთხე საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტი განიხიალვს ეთიკის საბჭოში ფრაქციათა და
საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და
საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა
პროპორციული
წარმომადგენლობის
კვოტების
განსაზღვრის
საკითხს.
1
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 28-ე მუხლის 6 პუნქტის, 227-ე მუხლის
მე-3 და მე-4 პუნქტებისა და 2281 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ეთიკის
საბჭოში
პროპორციული
წარმომადგენლობის
კვოტები
განისაზღვრა
შემდეგნაირად:
1. საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და
უფრაქციო პარლამენტის წევრები – 7 წევრი;
2. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 1 წევრი;
3. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“ - 1 წევრი;
17
4. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ - 1 წევრი;
5. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ - 1 წევრი;
6. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“ - 1 წევრი;
7. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ –
1 წევრი;
8. საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრები - 1 წევრი.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი
დაუჭიროს კომიტეტის მიერ საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოში
განსაზღვრულ პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს
პარლამენტის
ეთიკის
საბჭოში
განსაზღვრული
პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტები გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
ირაკლი ქადაგიშვილი
კომიტეტის თავმჯდომარე
სესილი ძებნიაური
სხდომის მდივანი
18